დიფლაზონი 150 მგ
Diflazon® 150 mg
დოზა კრიპტოკოკური მენინგიტის მკურნალობა 400 მგ პირველ დღეს, შემდეგ 200-400 მგ დღეში ერთხელ 6-8 კვირის ან მეტი ხნის განმავლობაში საჭიროების შემთხვევაში. ხანდახან პრეპარატის დოზას ზრდიან 800 მგ-მდე. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ფლუკონაზოლი (fluconazole)
- ფორმა და შეფუთვა
- 150მგ კაფსულა №1 (1X1)
- მწარმოებელი
- KRKA d.d., Novo mesto, სლოვენია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიმიკოზური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ტრიაზოლის და ტეტრაზოლის წარმოებულები
- ATC კოდი
- J02AC01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-035934
- რეგისტრირებულია
- 22 ივლისი 2022, მოქმედებს 22 ივლისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- KRKA d.d., Novo mesto (სლოვენია)
- განმცხადებელი
- შპს „პსპ ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
დიფლაზონი 150 მგ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
დოზა
კრიპტოკოკური მენინგიტის მკურნალობა
400 მგ პირველ დღეს, შემდეგ 200-400 მგ დღეში ერთხელ 6-8 კვირის ან მეტი ხნის განმავლობაში საჭიროების შემთხვევაში. ხანდახან პრეპარატის დოზას ზრდიან 800 მგ-მდე.
კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის პროფილაქტიკა
200 მგ დღეში ერთხელ მანამ, სანამ თქვენი მკურნალი ექიმი არ მოხსნის პრეპარატის მიღებას.
კოკციდიოიდომიკოზის მკურნალობა
200-400 მგ დღეში ერთხელ 11-24 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში საჭიროების შემთხვევაში. ხანდახან პრეპარატის დოზას ზრდიან 800 მგ-მდე.
სისხლის ან შინაგანი ორგანოების სოკოვანი ინფექციის მკურნალობა, გამოწვეულის კანდიდებით
800 მგ პირველ დღეს, შემდეგ 400 მგ დღეში ერთხელ მანამ, სანამ თქვენი მკურნალი ექიმი არ მოხსნის პრეპარატის მიღებას.
პირის ღრუს, ხახის ლორწოვანი გარსების ინფექციების მკურნალობა, ასევე პროტეზით გამოწვეული სტომატიტის მკურნალობა
200-400 მგ პირველ დღეს, შემდეგ 100-200 მგ დღეში ერთხელ მანამ, სანამ თქვენი მკურნალი ექიმი არ მოხსნის პრეპარატის მიღებას.
ლორწოვანი გარსების რძიანას მკურნალობა - პრეპარატის დოზა დამოკიდებულია ინფექციის ლოკალიზაციაზე
50-400 მგ დღეში ერთხელ 7-30 დღის განმავლობაში მანამ, სანამ თქვენი მკურნალი ექიმი არ მოხსნის პრეპარატის მიღებას.
პირის და ხახის ლორწოვანი გარსების ინფექციის განმეორებითი განვითარების პროფილაქტიკა
100-200 მგ დღეში ერთხელ ან 200 მგ კვირაში 3 ჯერ იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც არსებობს ინფექციის განვითარების რისკი.
სასქესო ორგანოების რძიანას მკურნალობა
ერთჯერადად 150 მგ დოზით
ვაგინალური რძიანას რეციდივების სიხშირის შემცირება
150 მგ სამ დღეში ერთხელ, სულ 3 დოზა (1, მე-4 და მე-7 დღეს), შემდეგ კვირაში ერთხელ 6 თვის განმავლობაში, იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც არსებობს ინფექციის განვითარების რისკი.
კანის და ფრჩხილების სოკოვანი ინფექციების მკურნალობა
ინფექციის ლოკალიზაციის მიხედვით: 50 მგ დღეში ერთხელ, 150 მგ კვირაში ერთხელ, 300-400 მგ კვირაში ერთხელ 1-4 კვირის განმავლობაში (ათლეტის ტერფის მკურნალობა შეიძლება აღწევდეს 6 კვირას, ფრჩხილების ინფექციის მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს მანამდე, სანამ ინფიცირებული ფრჩხილის ადგილას არ გაიზრდება ახალი ფრჩხილი).
კანდიდებით გამოწვეული ინფექციის პროფილაქტიკა (თუ იმუნური სისტემა შესუსტებულია და სათანადოდ არ ფუნქციონირებს)
200-400 მგ დღეში ერთხელ, იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც არსებობს ინფექციის განვითარების რისკი.
12-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდები
აუცილებელია თქვენი მკურნალი ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატის დოზის მიღება (მოზრდილების და ბავშვების დოზირება).
11 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვები
მაქსიმალური დოზა ბავშვებისთვის შეადგენს 400 მგ-ს დღეში.
პრეპარატის დოზა განისაზღვრება ბავშვის სხეულის მასაზე გაანგარიშებით კილოგრამებში.
ჩვენება
სადღეღამისო დოზა
ხახის ლორწოვანი გარსების რძიანა და ინფექციები, გამოწვეული კანდიდებით - პრეპარატის დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმესა და ლოკალიზაციაზე
3 მგ სხეულის მასის 1 კგ-ზე დღეში ერთხელ (პირველ დღეებში პრეპარატი შეიძლება დაინიშნოს დოზით 6 მგ სხეულის მასის 1 კგ-ზე)
კრიპტოკოკური მენინგიტი ან სისხლის ან შინაგანი ორგანოების სოკოვანი ინფექციები, გამოწვეული კანდიდებით
6-12 მგ სხეულის მასის 1 კგ-ზე დღეში ერთხელ.
კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის პრევენცია
6 მგ სხეულის მასის 1 კგ-ზე დღეში ერთხელ.
კანდიდებით გამოწვეული ინფექციის პროფილაქტიკისათვის ბავშვებში (თუ იმუნური სისტემა დასუსტებულია და სათანადოდ არ ფუნქციონირებს)
3-12 მგ სხეულის მასის 1 კგ-ზე დღეში ერთხელ
0-დან 4 კვირამდე ასაკის ბავშვები
3-დან 4 კვირამდე ასაკის ბავშვები
გამოიყენება ზემოთ მითითებული დოზები, მაგრამ 2 დღეში ერთხელ. მაქსიმალური დოზა შეადგენს 12 მგ/კგ 48 საათში ერთხელ.
2 კვირაზე უმცროსი ასაკის ბავშვები
გამოიყენება ზემოთ მითითებული დოზები, მაგრამ 3 დღეში ერთხელ. მაქსიმალური დოზა შეადგენს 12 მგ/კგ 72 საათში ერთხელ.
ზოგიერთ შემთხვევაში ექიმმა შესაძლოა დანიშნოს სხვა დოზირება. პრეპარატი მიღებული უნდა იქნას ექიმის დანიშნულების მიხედვით.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში დიფლაზონი ინიშნება სტანდარტული დოზებით, თირკმელების ფუნქციის დარღვევის შემთხვევების გარდა.
პაციენტები თირკმელების დაავადებებით
თირკმელების ფუნქციის დარღვევის სიმძიმის მიხედვით თქვენ მკურნალ ექიმს შეუძლია დანიშნული დოზის შეცვლა.
თუ თქვენ მიიღეთ რეკომენდირებულზე მეტი პრეპარატი დიფლაზონი
ერთჯერადად კაფსულების გადაჭარბებული რაოდენობის მიღებამ შეიძლება გააუარესოს თქვენი მდგომარეობა. დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას. შესაძლო ჭარბი დოზირების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს სმენით, მხედველობით, ტაქტილურ შეგრძნებებს და ნივთების წარმოსახვას, რომლებიც არარეალურია (ჰალუცინაციები და პარანოიდალური ქცევა). ჭარბი დოზირების დროს შეიძლება საკმარისი იყოს სომპტომური თერაპიის ჩატარება (მათ შორის შემანარჩუნებელი ზომები და კუჭის ამორეცხვა საჭიროების შემთხვევაში).
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ დიფლაზონის მიღება
არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. თუ დაგავიწყდათ დროულად პრეპარატის მიღება, მიიღეთ ის გახსენებისთანავე. თუ პრაქტიკულად დადგა მომდევნო დოზის მიღების დრო, ნუ მიიღებთ პრეპარატის გამოტოვებულ დოზას.
ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებასთან დამატებითი კითხვების გაჩენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი მკურნალი ექიმის რეკომენდაციების სრული დაცვით.
რაიმე ეჭვის შემთხვევაში, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
კაფსულა უნდა გადაყლაპოთ მთლიანად, ერთი ჭიქა წყლის მიყოლებით. მნიშველოვანია დიფლაზონის კაფსულის ყოველდღე ერთსა და იმავე დროს მიღება.
კაფსულები არ არის განკუთვნილი 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის შეუსაბამო წამლის ფორმის გამო.
სხვადასხვა ინფექციების სამკურნალოდ ამ სამკურნალო საშუალების გამოყენება რეკომენდირებულია შემდეგი დოზებით:
მოზრდილები
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, სტრუქტურულად მიახლოებული აზოლური შენაერთების ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც მითითებულია ნაწილში 6.1.
პრეპარატების მრავალჯერადი მიღებით წამლების ურთიერთქმედების კვლევების მონაცემებით, ტერფენადინთან ერთად მიღება უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ ფლუკონაზოლის მრავალჯერად სადღეღამისო დოზებს 400 მგ და მეტი. პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ ფლუკონაზოლს, უკუნაჩვენებია სამკურნალო საშუალებებთან ერთად დანიშვნა, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს და მეტაბოლიზდებიან P450 ციტოქრომის CYP3A4 იზოფერმენტით, როგორებიცაა ციზაპრიდი, ასტემიზოლი, პიმოზიდი, ქინიდინი და ერითრომიცინი (იხ. ნაწილები 4.4 და 4.5).
სიფრთხილის ზომები
ნუ მიიღებთ დიფლაზონს
თუ გაქვთ ალერგია ფლუკონაზოლზე, სხვა სამკურნალო საშუალებებზე, რომლებსაც ადრე იღებდით სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ, ან სხვა ინგრედიეტებზე, რომლებიც შედიან ამ სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში (მითითებულია მე-6 ნაწილში); ალერგიის სიმპტომები შეიძლება მოიცავდნენ ქავილს, კანის გაწითლებას ან გაძნელებულ სუნთქვას.
თუ იღებთ ასთემიზოლს, ტერფენადინს (ანტიჰისტამინურ სამკურნალო საშუალებებს ალერგიის სამკურნალოდ);
თუ იღებთ ციზაპრიდს (სამკურნალო საშუალებას კუჭის აშლილობის სამკურნალოდ);
თუ იღებთ პიმოზიდს (სამკურნალო საშუალებას ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ);
თუ იღებთ ქინიდინს (სამკურნალო საშუალებას გულის რითმის დარღვევების სამკურნალოდ);
თუ იღებთ ერითრომიცინს (ანტიბაქტერიულ საშუალებას ინფექციების სამკურნალოდ);
თუ გამოგივლინდათ “თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის” ნიშნები, როდესაც თირკმელზედა ჯირკვლები არ გამოიმუშავებენ გარკვეული სტეროიდული ჰორმონების საკმარის რაოდენობას, როგორიცაა კორტიზოლი (ქრონიკული ან ხანგრძლივი დაღლილობის შეგრძნება, კუნთების სისუსტე, მადის დაკარგვა, წონის დაკარკვა, ტკივილი მუცლის არეში).
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
დიფლაზონის მიღების წინ შეატყობინეთ მკურნალ ექიმს იმის შესახებ, რომ:
გაქვთ ღვიძლის ან თირკემლების პრობლემები;
გაწუხებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, გულის რითმის დარღვევების ჩათვლით;
დარღვეული გაქვთ კალიუმის, კალციუმის და მაგნიუმის შემცველობა სისხლში;
გამოგივლინდათ კანის მძიმე რეაქციების (ქავილი, კანის გაწითლება) ან სუნთქვის გაძნელების განვითარება;
თუ ოდესმე გამოგივლინდათ ფართო გამონაყარი კანზე ან კანის აქერცვლა, ბუშტუკების და/ან წყლულების გაჩენა პირის ღრუში ფლუკონაზოლის მიღების შემდეგ.
არსებობს ცნობები კანის სერიოზული რეაქციების გამოვლენის შესახებ, მათ შორის როგორიცაა, წამლის გამონაყარი ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS) დიფლაზონით მკურნალობისას. უნდა შეწყვიტოთ დიფლაზონის გამოყენება და დაუყონებლივ მიმართოთ ექიმს, თუ შენიშნავთ ნებისმიერ სიმპტომს, რაც კავშირშია კანის სერიოზულ რეაქციებთან, რომლებიც აღწერილია ნაწილში 4.
თუ სოკოვანი ინფექცია არ ალაგდა, გაესაუბრეთ თქვენს მკურნალ ექიმს, შესაძლოა საჭირო გახდეს სოკოს საწინააღმდეგო ალტერნატიული თერაპია.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
შეატყობინეთ მკურნალ ექიმს, თუ იღებთ, ცოტახნის წინ იღებდით ან შეიძლება დაიწყოთ სხვა პრეპარატების მიღება.
დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ იღებთ ასთემიზოლს, ტერფენადინს (ანტიჰისტამინური სამკურნალო საშუალებები ალერგიის სამურნალოდ), ციზაპრიდს (სამკურნალო საშუალება კუჭის აშლილობების სამკურნალოდ), პიმოზიდს (სამკურნალო საშუალება ფსიქიური დაავადებების სამკურნალოდ), ქინიდინს (სამკურნალო საშუალება გულის რითმის დარღვევების სამკურნალოდ) ან ერითრომიცინს (ანტიბაქტერიული სამკურნალო საშუალება ინფექციის სამკურნალოდ), რადგანაც არ შეიძლება მათი დიფლაზონთან ერთად გამოყენება (იხ. ნაწილი “არ მიიღოთ დიფლაზონს”).
ზოგიერთ სამკურნალო საშუალებას შეუძლია დიფლაზონთან ურთიერთქმედება. დარწმუნდით, რომ თქვენმა ექიმმა იცის, რომ თქვენ იღებთ რომელიმეს შემდეგი წამლებიდან, ვინაიდან შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექტირება ან დაკვირვება, რათა დარწმუნდეთ, რომ წამლები ჯერ კიდევ სასურველ ეფექტს იძლევიან:
რიფამპიცინი ან რიფაბუტინი (ანტიბაქტერიული სამკურნალო საშუალებები ინფექციების სამკურნალოდ);
აბროციტინიბი (ატოპიური დერმატიტის სამკურნალოდ, რომელიც ასევევ ცნობილია ატოპიური ეგზემის სახელწოდებით);
ალფენტანილი, ფენტანილი (გამაყუჩებელი საშუალებები);
ამიტრიპტილინი, ნორტრიპტილინი (ანტიდეპრესანტები);
ამფოტერიცინი B, ვორიკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები);
სისხლის გამათხელებელი საშუალებები, თრომბების წარმოქმნის პრევენციისთვის (ვარფარინი ან ანალოგიური სამკურნალო საშუალებები);
ბენზოდიაზეპინები (მიდაზოლამი, ტრიაზოლამი ან ანალოგიური სამკურნალო საშუალებები) უძილობის ან შფოთვის შეგრძნების სამკურნალოდ;
კარბამაზეპინი, ფენიტოინი (სამკურნალო საშუალებების კრუნჩხვების სამკურნალოდ);
ნიფედიპინი, ისრადიპინი, ამლოდიპინი, ვერაპამილი, ფელოდიპინი და ლოზარტანი (სამკურნალო საშუალებები მომატებული არტერიული წნევის სამკურნალოდ);
ჰიდროქლორთიაზიდი (დიურეზული);
ოლაპარიბი (გამოიყენება საკვერცხეების ავთვისებიანი სიმსივნეების სამკურნალოდ);
ციკლოსპორინი, ევეროლიმუსი, სიროლიმუსი ან ტაკროლიმუსი (სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ტრანსპლანტატის განდევნის რეაქციის თავიდან ასაცილებლად);
ციკლოფოსფამიდი, გველის სუროს ალკალოიდები (ვინკრისტინი, ვინბლასტინი ან ანალოგიური სამკურნალო საშუალებები), რომლებიც გამოიყენება ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების სამკურნალოდ;
გალოფანტრინი (მალარიის სამკურნალო საშუალება);
სტატინები (ატორვასტატინი, სიმვასტატინი და ფლუვასტატინი ან ანალოგიური სამკურნალო საშუალებები), რომლებიც გამოიყენება ქოლესტერინის მაღალი დონის დასაქვეითებლად;
მეტადონი (გამოიყენება ტკივილების დროს);
ცელეკოქსიბი, ფლურბიპროფენი, ნაპროქსენი, იბუპროფენი, ლორნოქსიკამი, მელოქსიკამი, დიკლოფენაკი (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (ასას));
ორალური კონტრაცეპტივები;
პრედნიზოლონი (სტეროიდი);
ზიდოვუდინი, ასევე ცნობილი როგორც აზთ, საკვინავირი (სამკურნალო საშუალებები აივ-ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ);
სამკურნალო საშუალებები შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, როგორიცაა ქლორპროპამიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი ან ტოლბუტამიდი;
თეოფილინი (სამკურნალო საშუალებები ბრონქული ასთმის კონტროლისთვის);
ტორფაციტინიბი (გამოიყენება რევმატოიდური ართრიტების სამკურნალოდ);
ჰიპონატრიემიის (სისლხში ნატრიუმის დაბალი დონე) სამკურნალოდ ან თირკმელების ფუნქციის დაქვეითების შესანელებლად გამოსაყენებელი ტოლვაპტანი;
ვიტამინი A (ბიოლოგიურად აქტიური დანამატი);
ამიოდარონი (გამოიყენება გულის არასწორი რითმის “არითმიის” სამკურმალოდ);
ივაკაფტორი (გამოიყენება ცალკე ან კომბინაციაში მუკოვისციდოზის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან);
იბრუტინიბი (გამოიყენება სისხლის ავთვისებიანი დაავადებების სამკურნალოდ);
ლურაზიდონი (გამოიყენება შიზოფრენიის სამკურნალოდ).
გთხოვთ, შეატყობინეთ მკურნალ ექიმს იმის შესახებ, თუ იღებთ ან ცოტახნის წინ იღებდით რომელიმე სხვა სამკურნალო საშუალებებს, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებსაც.
დიფლაზონი საკვებთან და სასმელებთან ერთად
დიფლაზონის მიღება შეიძლება საკვების მიღების მიუხედავად.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღების დაწყების წინ გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
თუ ორსულობას გეგმავთ, რეკომენდებულია ფლუკონაზოლის ერთჯერადი მიღების შემდეგ ერთი კვირა დალოდება, და შემდეგ დაორსულება.
ფლუკონაზოლით მკურნალობის უფრო ხანგრძლივი კურსების შემთხვევაში თქვენს ექიმს გაესაუბრეთ შესაბამისი კონტრაცეფციის საჭიროების შესახებ მკურნალობის დროს, რომელიც უნდა გაგრძელდეს ერთი კვირის განმავლობაში ბოლო დოზის მიღებიდან.
არ უნდა მიიღოთ დიფლაზონი, თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად ხართ, გეგმავთ ორსულობას ან ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე, თუ თქვენმა ექიმმა არ დაგინიშნათ ეს პრეპარატი. თუ დაორსულდით ამ პრეპარატის მიღების დროს ან ბოლო დოზის მიღებიდან 1 კვირის განმავლობაში, მიმართეთ თქვენს ექიმს.
ორსულობის პირველ ან მეორე ტრიმესტრში მიღებულმა ფლუკონაზოლმა შესაძლოა გაზარდოს ნაყოფის მოშლის რისკი. პირველი ტრიმესტრის განმავლობაში მიღებულმა ფლუკონაზოლმა შეიძლება გაზარდოს ბავშვის გაჩენის რისკი გულის, ძვლების და/ან კუნთების დამაზიანებელი თანდაყოლილი დეფექტებით.
იყო შეტყობინებები თავის ქალის, ყურების, მენჯის ძვლების და იდაყვის ძვლების თანდაყოლილი დეფექტების მქონე ბავშვების დაბადების შესახებ ქალებში, რომლებიც სამი და მეტი თვის განმავლობაში იღებდნენ ფლუკონაზოლის მაღალ დოზებს (400-800 მგ დღეში) კოკციდიოიდომიკოზის გამო. ფლუკონაზოლსა და ამ შემთვევებს შორის კავშირი გაურკვეველია.
შეგიძლიათ ლაქტაციის გაგრძელება დიფლაზონის 150 მგ ერთჯერადი დოზირების გამოყენების შემდეგ. არ შეიძლება ჩვილის ძუძუთი კვება, თუ იღებთ დიფლაზონის განმეორებით დოზას.
ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმენთან მუშაობის დროს აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ამ პრეპარატის მიღებისას შესაძლებელია თავბრუსხვევის და კრუნჩხვების განვითარება.
დიფლაზონის შემადგენლობაში შედის ლაქტოზა
ამ სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში მცირე რაოდენობით ლაქტოზა შედის. თუ თქვენმა მკურნალმა ექიმმა გაგაფრთხილად, რომ გაქვთ შაქრის ზოგიერთი სახეობების მიმართ აუტალობა, მიმართეთ თქვენ მკურნალ ექიმს ამ სამკურნალო საშუალების მიღების წინ.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
უნდა შეწყვიტოთ დიფლაზონის მიღება და სასწრაფოდ უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას, თუ შენიშნავთ შემდეგი სიმპტომებიდან ნებისმიერს:
ფართო გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა და ლიმფური კვანძების გადიდება (DRESS სინდრომი ან წამლების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი)
ზოგიერთ პაციენტს უვითარდება ალერგიული რეაქციები, თუმცა სერიოზული ალერგიული რეაქციები იშვიათად აღინიშნება. თუ შენიშნეთ, რომ განგივითარდათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის ისეთი, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.
თუ შენიშნეთ რომელიმე შემდეგი სიმპტომის განვითარება, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს:
სტვენითი სუნთქვის, სუნთქვის გაძნელების ან მკერდში მოჭერის შეგრძნების უეცარი განვითარება;
ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება;
მთელი სხეულის ქავილი, კანის გაწითლება ან წითელი გამონაყარი ქავილით;
გამონაყარი კანზე;
კანის მძიმე რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი ბუშტუკების წარმოქმნით (შეიძლება მოიცვას პირის ღრუ და ენა).
დიფლაზონმა შეიძლება მოახდინოს არასასურველი ზემოქმედება ღვიძლზე. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ნიშნები მოიცავენ:
დაღლილობას;
მადის დაკარგვას;
გულისრევას;
კანის საფარის ან თვალების სკლერების მოყვითალო შეფერილობას (სიყვითლე).
დიფლაზონმა შეიძლება მოახდინოს არასასურველი ზემოქმედება თირკმელზედა ჯირკვლებზე და გამომუშავებული სტეროიდული ჰორმონების დონეზე. თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის დარღვევების ნიშნები მოიცავენ:
დაღლილობას;
კუნთების სისუსტეს;
მადის დაკარგვას;
სხეულის მასის შემცირებას;
მუცლის ტკივილს.
ნებისმიერი მითითებული მდგომარეობების განვითარებისას საჭიროა დიფლაზონის მიღების შეწყვეტა და დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა.
სხვა გვერდითი რეაქციები:
გარდა ამისა, თუ თქვენ შენიშნავთ, რომ რომელიმე მითითებული გვერიდითი რეაქცია სერიოზულად გაწუხებთ, ან თქვენ შენიშნავთ რომელიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ფურცელ-ჩანართში, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.
ხშირი გვერდითი რეაქციები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
თავის ტკივილი;
დისკომფორტი კუჭის არეში, დიარეა, ღებინება, გულისრევა;
ბიოქიმიური მაჩვენებლების ზრდა, რომლებიც ასახავენ ღვიძლის ფუნქციას;
გამონაყარი.
არახშირი გვერდით მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
ერითროციტების რაოდენობის შემცირება, რაც შეიძლება გამოვლინდეს კანის საფარის სიფერმკრთალის, სისუსტის და ქოშინის სახით;
მადის დაქვეითება;
უძილობა, ძილიანობა;
კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, თავბრუსხვევის შეგრძნება, პწკენის, ჩხვლეტის ან გაბუჟების შეგრძნება, გემოვნების ცვლილება;
ყაბზობა, საჭმლის მონელების გაძნელება, მეტეორიზმი, სიმშრალე პირში;
კუნთების ტკივილი;
ღვიძლის დაზიანება და კანის საფარის და სკლერების გაყვითლება (სიყვითლე);
პაპულები, ბუშტუკები (ჭინჭრის ციება), ქავილი, მომატებული ოფლიანობა;
დაღლილობა, ზოგადი ცუდად ყოფნის შეგრძნება, ცხელება.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
ლეიკოციტების (სისხლის უჯრედები, რომლებიც იცავენ ორგანიზმს ინფექციების განვითარებისაგან) და თრობოციტებისა (სისხლის უჯრედები, რომლებიც ახდენენ სისხლდენის შეჩერებას) რაოდენობის შემცირება;
კანის გაწითლება ან მუქ წითლად შეფერადება, რაც შეიძლება განპირობებული იყოს თრობოციტების დაბალი შემცველობით ან სისხლის უჯრედების სხვა ცვლილებებით;
სისხლის ბიოქიმიური შემადგენლობის ცვლილებები (ქოლესტერინის, ცხიმების მაღალი დონე სისხლში);
სისხლში კალიუმის დაბალი დონე;
კანკალი;
პათოლოგიური ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ), გულის შეკუმშვების სიხშირის ან რითმის ცვლილებები;
ღვიძლის უკმარისობა;
ალერგიული რეაქციები (ზოგჯერ მძიმე), მათ შორის გავრცელებული გამონაყარი ბუშტუკების წარმოქმნით და კანის აქერცვლა, ან კანის მძიმე რეაქციები, ტუჩების ან სახის შეშუპება;
თმის ცვენა.
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე):
ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია კანზე გამონაყარით, ცხელებით, ტონზილების ანთებით, სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის გაზრდით (ეოზინოფილია) და შინაგანი ორგანოების (ღვიძლის, ფილტვების, გულის, თირკემელების და მსხვილი ნაწლავის) ანთებით (მედიკამეტური რეაქცია ან გამონაყარი ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS).
არასასურველი რეაქციების შეტყობინება
თუ გამოგივლინდათ რომელიმე არასასურველი რეაქცია, უნდა შეატყობინოთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის ისეთზე, რომელიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ფურცელ-ჩანართში. არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებას.
- პრეპარატი დიფლაზონის შენახვა
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
არსებობს რამდენიმე შეტყობინება ფლუკონაზოლის ჭარბი დოზის შესახებ, რომელსაც ახლდა ჰალუცინაციები და პარანოიდული საქციელი.
მკურნალობა
სიმპტომური (შემანარჩუნებელი ზომები, კლინიკური საჭიროებისას - კუჭის ამორეცხვა).
ფლუკონაზოლი ძირითადად გამოიყოფა შარდით, ამიტომ ფორსირებულმა დიურეზმა, სავარაუდოდ, შეიძლება დააჩქაროს მისი გამოყოფა. 3 საათის განმავლობაში ჰემოდიალიზი 50%-ით ამცირებს ფლუკონაზოლის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში.
შემადგენლობა
პრეპარატი დიფლაზონი შეიცავს
დიფლაზონი 50 მგ თითოეული კაფსულა შეიცავს 50 მგ ფლუკონაზოლს.
დიფლაზონი 150 მგ თითოეული კაფსულა შეიცავს 150 მგ ფლუკონაზოლს.
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
სიმინდის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, გარსი: ჟელატინი EP, ტიტანის დიოქსიდი (E171), პატენტირებული ლურჯი V (E131).
პრეპარატის გარეგნულობა და შეფუთვის შიგთავსი
კაფსულები 50 მგ: კაფსულები ღია-ცისფერი თავსახურით და თეთრი ფერის კორპუსით, კაფსულა შეიცავს თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ფხვნილს.
კაფსულები 150 მგ: კაფსულები ღია-ცისფერი თავსახურით და კორპუსით, კაფსულა შეიცავს თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ფხვნილს.
კაფსულები 50 მგ: კოლოფი 7 კაფსულით (პვქ/პვდქ ფირფიტის და ალუმინის ფოლგის 1 ბლისტერი 7 კაფსულით) ფურცელ-ჩანართთან ერთად.
კაფსულები 150 მგ: კოლოფი 1 კაფსულით (პვქ/პვდქ ფირფიტის და ალუმინის ფოლგის 1 ბლისტერი 1 კაფსულით) ფურცელ-ჩანართთან ერთად.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
გაცემის პირობები
50 მგ კაფსულები ბლისტერებში შეფუთვაში #7X1: ექიმის რეცეპტით.
150 მგ კაფსულები ბლისტერებში შეფუთვაში #1: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შენახვის პირობები
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გადააგდოთ პრეპარატი წყალსადენში ან კანალიზაციაში. დააზუსტეთ ფარმაცევტთან გამოუყენებელი მედიკამენტის უტილიზაციის წესები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მიკრობების საწინააღმდეგო სისტემური გამოყენების პრეპარატები. ტრიაზოლის წარმოებულები. ათქ კოდი: J02AC01.
- 1 ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი
ფლუკონაზოლი - ტრიაზოლების ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებაა. მოქმედების ძირითადი მექანიზმი მდგომარეობს 14α-ლანოსტეროლი-დემეთილირების რეაქციის ინჰიბირებაში, განპირობებულის P450 ციტოქრომით, რაც სოკოს ერგოსტეროლის ბიოსინთეზის განუყოფელ ეტაპს წარმოადგენს. 14α-მეთილსტეროლების აკუმულაცია კორელირებს სოკოს უჯრედის მემბრანის მიერ ერგოსტეროლის შემდგომი დაკარგვით. ეს პროცესი შეიძლება საფუძვლად ედოს ფლუკონაზოლის სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებას. ფლუკონაზოლი უფრო სელექციურია P450 ციტოქრომის სოკოს ფერმენტების მიმართ, ვიდრე ძუძუმწოვართა P450 ციტოქრომის ფერმენტების სხვადასხვა სისტემების მიმართ.
50 მგ დღეში დოზით 28 დღის განმავლობაში ფლუკონაზოლის გამოყენებას ზეგავლენა არ მოუხდენია ტესტოსტერონის დონეზე მამაკაცების სისხლში ან სტეროიდების დონეზე რეპროდუქციული ასაკის ქალების სისხლის პლაზმაში. 200-400 მგ დღეში დოზით ფლუკონაზოლი არ ახდენს კლინიკურად მნიშვნელოვან ზეგავლენას ენდოგენური სტეროიდების დონეზე ან აკტჰ-ს სტიმულირების პასუხზე მამრობითი სქესის ჯანმრთელ მოხალისეებში. ურთიერთქმედების კვლევებმა აჩვენა, რომ ფლუკონაზოლის ერთჯერადი ან მრავალჯერადი დოზა 50 მგ არ მოქმედებს ანტიპირინის მეტაბოლიზმზე.
in vitro მგრძნობელობა
ფლუკონაზოლი in vitro სოკოს საწინააღმდეგო აქტივობას ავლენს კლინიკურ პრაქტიკაში ყველაზე გავრცელებული Candida-ს ჯიშის სოკოს სახეობებზე (C. albicans, C. parapsilosis, C. tropicalis ჩათვლით). C. glabrata ავლენს დაქვეითებულ მგრძნობელობას ფლუკონაზოლის მიმართ, ხოლო C. krusei და C. auris რეზისტენტულნი არიან ფლუკონაზოლის მიმართ. MIC და ეპიდემიოლოგიური ზღვრული მნიშვნელობა (ECOFF) ფლუკონაზოლისთვის უფრო მაღალია C. guilliermondii-სთვის, ვიდრე C. albicans-ისთვის.
ფლუკონაზოლი ასევე ავლენს in vitro აქტივობას Cryptococcus neoformans და Cryptococcus gattii მიმართ, ასევე ობის ენდემური სოკოების Blastomyces dermatiditis, Coccidoides immitis, Histoplasma capsulatum და Paracoccidioides brasiliensis მიმართ.
ფარმაკოკინეტიკური (ფკ) / ფარმაკოდინამიკური (ფდ) პარამეტრების შეფარდება
ცხოველებზე ექსპერიმენტული კვლევების შედეგების თანახმად, არსებობს კორელაცია მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციის (მმკ) მნიშვნელობებსა და ეფექტურობას შორის Candida-ს ჯიშის სოკოებით გამოწვეული მიკოზების ექსპერიმენტული მოდელების მიმართ. კლინიკური კვლევების მონაცემებით არსებობს პრაქტიკულად ხაზოვანი (1:1) დამოკიდებულება ფლუკონაზოლის AUC და დოზას შორის. ასევე არსებობს პირდაპირი, მაგრამ არასაკმარისი კავშირი AUC ან დოზას და ორალური კანდიდოზის, ნაკლებად, კანდიდემიის მკურნალობაზე დადებით კლინიკურ პასუხს შორის. ანალოგიურად, იმ შტამებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა, რომლეთა მიმართ ფლუკონაზოლი უფრო მაღალ მმკ-ს ავლენს, ნაკლებად ეფექტურია.
რეზისტენტობის მექანიზმები
Candidas-ს ჯიშის სოკოები ახდენენ რეზისტენტობის მრავალი მექანიზმის რეალიზებას აზოლების ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ. ცნობილია, რომ ზოგიერთი შტამის მიმართ, რომლებსაც რეზისტენტობის განვითარების ერთი არ რამდენიმე ასეთი მექანიზმი გააჩნიათ, ფლუკონაზოლი ავლენს მაღალ მმკ-ს, რაც ნეგატიურად მოქმედებს მის ეფექტურობაზე in vitro და კლინიკურ პრაქტიკაში.
ჩვეულებრივ მგრძნობიარე Candida სახეობებში, რეზისტენტობის განვითარების ყველაზე გავრცელებული მექანიზმი დაკავშირებულია აზოლის სამიზნე ფერმენტებთან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ერგოსტეროლის ბიოსინთეზზე. რეზისტენტობა შეიძლება გამოწვეული იყოს მუტაციით, ფერმენტების წარმოების გაზრდით, წამლების ეფლუქსის მექანიზმით ან კომპენსატორული გზების განვითარებით.
იყო შეტყობინებები სუპერინფექციის განვითარების შესახებ, რომელიც გამოწვეულია Candida-ს ჯიშის სოკოებით C. albicans-თან ერთად, რომლებთაც ხშირად ახასიათებთ თანდაყოლილი დაქვეითებული მგრძნობელობა (C.glabrata) ან რეზისტენტულობა ფლუკონაზოლის მიმართ (მაგალითად, C. krusei, C. auris). ასეთ შემთხვევებში საჭიროა სოკოს საწინააღმდეგო ალტერნატიული თერაპიის გამოყენება. ზოგიერთი თანდაყოლილი რეზისტენტული (C. krusei) ან შეძენილი რეზისტენტულობის მქონე (C. auris) სახეობის Candida რეზისტენტულობის მექანიზმი არ იქნა სრულად დადგენილი.
ზღვრული მნიშვნელობები (EUCAST)
ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური ანალიზის შედეგების, in vitro მგრძნობელობისა და კლინიკური პასუხის მიხედვით EUCAST – AFST (ევროპის ანტიბაქტერიული საშუალებების მიმართ მგრძნობელობის განმსაზღვრელმა კომიტეტმა - სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ მგრძნობელობის განმსაზღვრელმა სააგენტომ) შეიმუშავა ფლუკონაზოლის მიმართ მგრძნობელობის ზღვრული მნიშვნელობები Candidas-ს ჯიშის სოკოებისთვის („ფლუკონაზოლის გამოყენების დასაბუთება EUCAST (2020)“ - ვერსია 3; ანტიბაქტერიული საშუალებების, სოკოს საწინააღმდეგო აგენტების მგრძნობელობის განსაზღვრის ევროპული კომიტეტი, მკკ ზღრვული მნიშვნელობების ინტერპრეტაციის ცხრილი, ვერსია 10.0, ძალაშია 2020 წლის 04 თებერვლიდან). ეს ზღვრული მნიშვნელობები დაყოფილი იქნა ისეთებად, რომლებიც არ ასოცირდება პათოგენის სპეციფიკურ ტიპთან (უფრო მეტად განისაზღვრება ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური მონაცემებით და არ იყო დამოკიდებული გარკვეულ ტიპებზე განაწილებაზე MIC-ის მიხედვით), და ასოცირდება პათოგენის სპეციფიკურ ტიპთან (რომლებიც ყველაზე ხშირად ადამიანში ინფექციების გამომწვევი აგენტებია). მონაცემები წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.
სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები
გამომწვევის კონკრეტულ სახეობასთან დაკავშირებული ზღვრული მნიშვნელობები (მგრძნობიარე ≤/რეზისტენტული >)
გამომწვევისА კონკრეტულ სახეობასთან დაუკავშირებელი ზღვრული მნიშვნელობები (მგრძნობიარე ≤ / რეზისტენტული >)
Candida albicans
Candida
dubliniensis
Candida glabrata
Candida krusei
Candida parapsilosis
Candida tropicals
ფლუკონაზოლი
2/4
2/4
0,001*/16
- --
2/4
2/4
2/4
A- გამომწვევის კონკრეტულ სახეობასთან დაუკავშირებელი ზღვრული მნიშვნელობები, რომელთა განსაზღვრა უმეტეს წილად ხდებოდა ფარმაკოკინეტიკისა და ფარმაკოდინამიკის მონაცემებით და დამოკიდებულნი არ იყვნენ მმკ-ის მიხედვით გარკვეულ სახეობებად განაწილებაზე.
- -- მგრძნობელობაზე კვლევების ჩატარება რეკომენდებული არ არის, ვინაიდან მიკროორგანიზმების ეს სახეობა ამ სამკურნალო საშუალებით თერაპიას ცუდად ექვემდებარება.
- = C. glabrata-ს ყველა შტამი მიეკუთვნება I კატეგორიას. MICs C. glabrata-სთან შედარებით აიხსნება, როგორც რეზისტენტული, თუ ისინი აღემატება 16 მგ/ლ-ს. კატეგორია "მგრძნობიარე" (S) (≤0,001 მგ/ლ) მიზნად ისახავს თავიდან აიცილოს "I" შტამების "S" შტამების მცდარი კლასიფიკაცია. I - მგრძნობიარეა გადაჭარბებული ზემოქმედების მიმართ: მიკროორგანიზმი კლასიფიცირებულია, როგორც მგრძნობიარე გადაჭარბებული ზემოქმედების მიმართ, როდესაც არსებობს თერაპიული ეფექტურობის მაღალი ალბათობა წამლის ექსპოზიციის გაზრდით დოზირების რეჟიმის ან მისი კონცენტრაციის კორექტირებით ინფექციის ადგილზე.
- 2 ფარმაკოკინეტიკა
ფლუკონაზოლის ფარმაკოკინეტიკა ვენაში შეყვანისას და შიგნით მიღებისას მსგავსია.
შეწოვა
შიგნით მიღების შემდეგ ფლუკონაზოლი კარგად შეიწოვება და მისი კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (და ზოგადი ბიოშეღწევადობა) შეადგენს სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის 90%-ზე მეტს ვენაში შეყვანის შემდეგ. საკვებთან ერთად მიღება არ მოქმედებს შიგნით მიღებული პრეპარატის აბსორბციაზე. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია პირდაპირ მიიღწევა უზმოზე მიღებიდან 0,5-1,5 საათში. სისხლის პლაზმაში ფლუკონაზოლის კონცენტრაციები მიღებული პრეპარატის დოზის პროპორციულია. წონასწორული კონცენტრაციის 90%-ანი დონე მიიღწევა მკურნალობის მე-4-5 დღეს (პრეპარატის მრავალჯერადი მიღებისას 1-ჯერ დღეში). პირველ დღეს პრეპარატის მიღება ორმაგი სადღეღამისო დოზის შესაბამისი დატვირთვის დოზით, წონასწორული კონცენტრაციის 90%-იანი დონის მიღწევის საშუალებას იძლევა მკურნალობის მეორე დღისთვის.
განაწილება
განაწილების სავარაუდო მოცულობა ორგანიზმში წყლის საერთო შემცველობას უახლოვდება. პლაზმის ცილებთან ფლუკონაზოლის კავშირი დაბალია (11-12%).
ფლუკონაზოლი კარგად აღწევს ორგანიზმის ყველა ქსოვილსა და სითხეში. ფლუკონაზოლის კონცენტრაციები ნერწყვსა და სეკრეტში სისხლის პლაზმაში მისი შემცველობის ანალოგიურია. სოკოვანი მენინგიტით დაავადებულებში ფლუკონაზოლის დონე ზურგის ტვინის სითხეში სისხლის პლაზმაში მისი დონის დაახლოებით 80% შეადგენს. რქოვანა ფენაში, ეპიდერმისში, დერმაში და ეგზოკრინულ საოფლე ჯირკვლებში კონცენტრაციის მაღალი დონეები მიიღწევა, რომლებიც შრატისმიერს აღემატება. ფლუკონაზოლი გროვდება რქოვანა ფენაში. სამკურნალო საშუალების დოზით 50 მგ დღეში ერთხელ მიღებისას ფლუკონაზოლის კონცენტრაციამ 12 დღეში 73 მკგ/გ შეადგინა, ხოლო მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ 7 დღეში - 5,8 მკგ/გ. დოზით 150 მგ კვირაში ერთხელ მიღებისას ფლუკონაზოლის კონცენტრაცია რქოვანა ფენაში მე-7 დღეს 23,4 მკგ/გ შეადგენდა, ხოლო მეორე დოზის მიღებიდან 7 დღეში - 7,1 მკგ/გ.
4 თვის განმავლობაში დოზით 150 მგ კვირაში ერთხელ მიღებისას ფლუკონაზოლის კონცენტრაციამ შეადგინა 4,05 მკგ/გ ჯანმრთელ და 1,8 მკგ/გ დაზიანებულ ფრჩხილებში; კონცენტრაციები განისაზღვრებოდა ფრჩხილების ნიმუშებში მკურნალობის დასრულებიდან 6 თვეში.
ბიოტრანსფორმირება
ფლუკონაზოლი უმნიშვნელოდ ექვემდებარე მეტაბოლიზმს. რადიოაქტიური იზოტოპებით დანიშნული დოზის შეყვანისას ფლუკონაზოლის მხოლოდ 11% ექსკრეტირდება შარდით შეცვლილი სახით. ფლუკონაზოლი CYP2C9 და CYP3A4 იზოფერმენტების სელექციური ინჰიბიტორია (იხ. ნაწილი 4.5), ასევე CYP2C19 იზოფერმენტის ძლიერი ინჰიბიტორია.
გამოყოფა
პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 30 საათს შეადგენს. ფლუკონაზოლის გამოყოფის ძირითად გზას წარმოადგენს მისი ექსკრეცია თირკმელებით, ხოლო შეყვანილი დოზის 80% გამოიყოფა შარდით უცვლელი სახით. ფლუკონაზოლის კლირენსი კრეატინინის კლირენსის პროპორციულია. ცირკულირებადი მეტაბოლიტები აღმოჩენილი არ არის.
სისხლის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის ხანგრძლივი პერიოდი იძლევა ფლუკონაზოლის ერთჯერადად მიღების საშუალებას ვაგინალური კანდიდოზის სამკურნალოდ და კვირაში ერთხელ - სხვა დაავადებების სამკურნალოდ.
თირკმელების ფუნქციის დარღვევა
მძიმე ხარისხის თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (გფს <20 მლ/წთ) ნახევარგამოყოფის პერიოდი 30-დან 98 საათამდე იზრდება. შესაბამისად, ამ კატეგორიის პაციენტებში საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება. ფლუკონაზოლის გამოდევნა ხდება ჰემოდიალიზის გზით და ნაკლებად - პერიტონეალური დიალიზის გზით. 3-საათიანი ხანგრძლივობის ჰემოდიალიზის სეანსი დაახლოებით 50%-ით ამცირებს სისხლის პლაზმაში ფლუკონაზოლის კონცენტრაციას.
ფარმაკოკინეტიკა ლაქტაციის პერიოდში
ფარმაკოკინეტიკური კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 10 მეძუძური ქალი, რომლებმაც დროებით ან სამუდამოდ შეწყვიტეს ჩვილების ძუძუთი კვება, შეფასდა ფლუკონაზოლის პლაზმაში და დედის რძეში კონცენტრაცია 48 საათის განმავლობაში ფლუკონაზოლის 150 მგ დოზის ერთჯერადი მიღების შემდეგ. ფლუკონაზოლი აღმოჩენილი იქნა დედის რძეში საშუალო კონცენტრაციით, რომელიც უდრიდა დედის პლაზმაში კონცენტრაციის დაახლოებით 98%. დოზის მიღებიდან 5,2 საათის შემდეგ, დედის რძეში საშუალო პიკური კონცენტრაცია იყო 2,61 მგ/ლ. ფლუკონაზოლის სავარაუდო სადღეღამისო დოზა, რომელიც ჩვილმა მიიღო დედის რძიდან (რძის საშუალო მოხმარების გათვალისწინებით 150 მლ/კგ/დღეში), რომელიც გამოთვლილი იქნა დედის რძეში საშუალო პიკური კონცენტრაციის საფუძველზე, შეადგენდა 0,39 მგ/კგ/დღეში, რაც არის ახალშობილთა რეკომენდებული დოზის დაახლოებით 40% (ჩვილები ≥ 2 კვირის ასაკის), ან ჩვილების რეკომენდებული დოზის 13% ლორწოვანი გარსის კანდიდოზისთვის.
ბავშვთა პოპულაცია
ფარმაკოკინეტიკის შეფასება ჩატარდა 5 კვლევაში 113 ბავშვის მონაწილეობით: ორ კვლევაში პრეპარატის ერთჯერადი გამოყენებით, ორში - მრავალჯერადი და ერთში - დღენაკლული ახალშობილების მონაწილეობით. ერთი კვლევის მონაცემები ინტერპრეტაციას არ ექვემდებარებოდა კვლევის მსვლელობისას პრეპარატის მიღების წესის შეცვლასთან დაკავშირებით. დამატებითი ცნობები მიღებული იყო საქველმოქმედო გამოცდის მიმდინარეობისას.
9 თვიდან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში 2-8 მგ/კგ დოზით ფლუკონაზოლის შეყვანის შემდეგ ფლუკონაზოლის AUC შეადგინა დაახლოებით 38 მკგ სთ/მლ დოზის 1 მგ/კგ-ზე. ფლუკონაზოლის მრავალჯერადი მიღების შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდის საშუალო ხანგრძლივობა 15-დან 18 საათამდე ვარირებდა, ხოლო განაწილების მოცულობა დაახლოებით 880 მლ/კგ შეადგენდა. პრეპარატის ნახევარგამოყოფის უფრო ხანგრძლივი პერიოდი (დაახლოებით 24 საათი) აღინიშნა ერთჯერადად მიღების შემდეგ, რაც უტოლდება ფლუკონაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდს 11 დღიდან 11 თვემდე ასაკის ბავშვებში მისი ერთჯერადად ვენაში შეყვანის შემდეგ 3 მგ/კგ დოზით. ამ ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში პრეპარატის განაწილების მოცულობა დაახლოებით 950 მლ/კგ შეადგენდა.
ახალშობილ ბავშვებში ფლუკონაზოლის გამოყენების გამოცდილება შემოიფარგლება ფარმაკოკინეტიკური კვლევებით 12 დღენაკლული ბავშვის მონაწილეობით დაახლოებით 28 კვირის ჰესტაციის პერიოდით. პირველი დოზის შეყვანისას ბავშვის საშუალო ასაკი შეადგენდა 24 საათს (9-დან 36 საათამდე); დაბადებისას სხეულის საშუალო წონა შეადგენდა 0,9 კგ (0,75-დან 1,10 კგ-მდე). პროტოკოლის თანახმად შვიდმა პაციენტმა დაასრულა კვლევა. 6 მგ/კგ დოზით ფლუკონაზოლის მაქსიმუმ 5 ინტრავენური ინფუზია შეჰყავდათ ყოველ 72 საათში. ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენდა 74 საათს (44-185 საათის ფარგლებში) პირველ დღეს, მეშვიდე დღეს საშუალოდ 53 საათამდე შემცირებით (30-131 სთ ფარგლებში) და მეცამეტე დღეს საშუალოდ 47 საათამდე (27-68 საათის ფარგლებში). AUC მნიშვნელობებმა შეადგინა 271 მკგ სთ/მლ (173-385 მკგ სთ/მლ) პირველ დღეს, შემდეგ გაიზარდა 490 მკგ სთ/მლ-მდე (292-734 მკგ სთ/მლ) მეშვიდე დღეს და შემცირდა საშუალოდ 360 მკგ სთ/მლ-მდე (167-566 მკგ სთ/მლ) მეცამეტე დღისთვის. განაწილების მოცულობა შეადგენდა 1183 მლ/კგ (1070-1470 მლ/კგ) პირველ დღეს, შემდეგ დროდადრო იზრდებოდა საშუალოდ 1184 მლ/კგ-მდე (510-2130 მლ/კგ) მეშვიდე დღეს და 1328 მლ/კგ-მდე (1040-1680 მლ/კგ) მეცამეტე დღეს.
ხანდაზმული პაციენტები
ფარმაკოკინეტიკური კვლევები ჩაატარეს 65 წლისა და მეტი ასაკის 22 პაციენტის მონაწილეობით, რომლებიც იღებდნენ ფლუკონაზოლს შიგნით ერთჯერადად 50 მგ დოზით. ათი მათგანი ამავდროულად იღებდა დიურეზულებს. Cmax შეადგენდა 1,54 მკგ/მლ და მიიღწეოდა 1,3 საათში პრეპარატის მიღებიდან. საშუალო AUC შეადგენდა 76,4±20,3 მკგ სთ/მლ, ნახევარგამოყოფის საშუალო ტერმინალური პერიოდი შეადგენდა 46,2 საათს. ამ ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების მნიშვნელობები უფრო ახალგაზრდა ასაკის მამრობითი სქესის ჯანმრთელ მოხალისეთა ანალოგიურ მაჩვენებლებზე უფრო მაღალია. დიურეზულებთან ერთად მიღება AUC და Cmax მნიშვნელობებზე არსებით ზეგავლენას არ ახდენდა. გარდა ამისა, კრეატინინის კლირენსი (74 მლ/წთ), უცვლელი სახით შარდით ექსკრეტირებული ფლუკონაზოლის პროცენტი (0-24 საათი, 22%), და კრეატინინის კლირენსი (0,124 მლ/წთ/კგ) ხანდაზმულ პირებში ზოგადად უფრო დაბალია, ვიდრე უფრო ახალგაზრდა ასაკის მოხალისეთა ანალოგიური მაჩვენებლები. შედეგად, ფლუკონაზოლის ფარმაკოკინეტიკის ცვლილებები ხანდაზმულ პაციენტებში, სავარაუდოდ, დაკავშირებულია თირკმლის დაქვეითებულ ფუნქციასთან.
- 3 კლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
არაკლინიკურ კვლევებში ეფექტები აღინიშნებოდა მხოლოდ იმ ექსპოზიციებისას, რომლებიც ითვლებოდა, რომ საკმარისად აღემატებოდა მაქსიმალურ ზემოქმედებას ადამიანზე, რაც ნაკლებად მნიშვნელოვანია კლინიკური გამოყენებისთვის.
კანცეროგენეზი
ფლუკონაზოლი არ ავლენდა შესაძლო კანცეროგენული მოქმედების ნიშნებს თაგვებსა და ვირთხებზე, რომლებსაც მკურნალობა უტარდებოდათ 24 თვის განმავლობაში დოზით 2,5 მგ, 5 მგ ან 10 მგ/კგ/დღე (ადამიანისთვის რეკომენდებულ დოზაზე დაახლოებით 2-7-ჯერ მეტი). მამალ ვირთხებში, რომლებიც იღებდნენ 5 და 10 მგ/კგ/დღე, აღინიშნებოდა ჰეპატოცელულარული ადენომების მაღალი სიხშირე.
რეპროდუქციული ტოქსიკურობა
ფლუკონაზოლი ზეგავლენას არ ახდენდა მამრი ან მდედრი ვირთხების ფერტილობაზე, რომლებიც პერორალურად იღებდნენ 5, 10 ან 20 მგ/კგ/დღე ან პარენტერალურად 5, 25 ან 75 მგ/დღე.
5 ან 10 მგ/კგ დოზებისას ნაყოფზე არანაირი ზემოქმედება არ გამოვლენილა. 25 და 50 მგ/კგ და მეტი დოზებისას აღინიშნა მორფოლოგიური ცვლილებების მომატება (დამატებითი ნეკნები, თირკმლის ფილაის გაფართოება), 25, 50 და მეტი მგ/კგ დოზით აღინიშნა ოსიფიცირების შეკავება. 80-დან 320 მგ/კგ-მდე დოზებისას ვირთხებში გაიზარდა ემბრიოლეტალობა, ხოლო საშვილოსნოშიდა დარღვევები მოიცავდა ტალღოვან ნეკნებს, მგლის ხახას, ქალა-სახის პათოლოგიურ ოსიფიცირებას.
20 მგ/კგ დოზით პერორალურად მიღებისას აღინიშნა მშობიარობის დაწყების უმნიშვნელო შეკავება. სამშობიარო ქმედებების ახანგრძლივება, დისკოორდინირება აღენიშნა რამდენიმე დედალს 20 მგ/კგ და 40 მგ/კგ დოზით ფლუკონაზოლის ვენაში შეყვანისას. ამავე დოზებისას აღინიშნა მშობიარობის დარღვევები, რომლებიც იწვევდა მკვდრადშობილი პატარების რაოდენობის უმნიშვნელოდ მომატებას და ახალშობილების ცოცხლად გადარჩენის შემცირებას.
ეს დარღვევები ფლუკონაზოლის მაღალი დოზებით გამოწვეული ესტროგენის სახესპეციფიკური შემცირების შედეგს წარმოადგენს. ჰორმონის ასეთი ცვლილება არ აღენიშნობოდათ ქალებს, რომლებიც იღებდნენ ფლუკონაზოლს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ფურცელი-ჩანართი - ინფორმაცია მომხმარებლისთვის
დიფლაზონი® კაფსულები 50 მგ
დიფლაზონი® კაფსულები 150 მგ
ფლუკონაზოლი
პრეპარატის მიღებამდე ბოლომდე წაიკითხეთ ჩანართი-ფურცელი, ვინაიდან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ჩანართი-ფურცელი. შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ ინდივიდუალურად. ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, თქვენი სიმპტომების მსგავსების მიუხედავად.
რომელიმე გვერდითი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორის ისეთზეც, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართის მე-4 ნაწილში.
ფურცლ-ჩანართის შინაარსი
რას წარმოადგენს პრეპარატი დიფლაზონი და გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ დიფლაზონის მიღებამდე
პრეპარატი დიფლაზონის გამოყენების წესი
შესაძლო გვერდითი რეაქციები
პრეპარატის შენახვის პირობები
შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი მონაცემები
- რას წარმოადგენს პრეპარატი დიფლაზონი და რისთვის გამოიყენება
რას წარმოადგენს პრეპარატის დიფლაზონი
დიფლაზონი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, რომლებსაც უწოდებენ “სოკოს საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებს “. მოქმედი ნივთიერება არის ფლუკონაზოლი.
პრეპარატი გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ, ასევე კანდიდოზური ინფექციის პროფილაქტიკისთვის. სოკოვანი ინფექციების ყველაზე ხშირი გამომწვევია საფუარის მსგავსი სოკო - Candida.
რისთვის გამოიყენება დიფლაზონი
მოზრდილები
თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ეს პრეპარატი შემდეგი სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ:
კრიპტოკოკური მენინგიტი - თავის ტვინის გარსების სოკოვანი ინფექცია;
კოკციდიოიდომიკოზი - ბრონქოპულმონალური სისტემის დაავადება;
ინფექციები, გამოწვეული კანდიდებით და აღმოჩენილი სისხლში, შინაგან ორგანოებში (მაგალითად, გული, ფილტვები) ან საშარდე გზებში;
ლორწოვანი გარსების რძიანა - ინფექცია, რომელიც აზიანებს პირის ღრუს, ხახის ლორწოვან გარსს, ასევე იწვევს პროტეზით გამოწვეული სტომატიტის განვითარებას;
სასქესო ორგანოების რძიანა (საშოს ან სასქესო ორგანოს ინფექცია);
კანის საფარის ინფექციები - მაგალითად, ათლეტის ტერფი, ტრიქოფიტია, საზარდულის ეპიდერმოფიტია, ფრჩხილების ინფექცია.
დიფლაზონი ასევე შეიძლება დაგინიშნონ შემდეგი მიზნით:
კრიპტოკოკური მენინგიტის განმეორებითი განვითარების პრევენცია;
ლორწოვანი გარსების რძიანას ხელმეორედ განვითარების პრევენცია;
ვაგინალური რძიანას რეციდივების სიხშირის დაქვეითება;
კანდიდებით გამოწვეული ინფექციების განვითარების პრევენცია; (თუ თქვენი იმუნური სისტემა დასუსტებულია და სათანადოდ არ ფუნქციონირებს).
ბავშვები და მოზარდები (0-დან 17 წლამდე ასაკის)
თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ეს პრეპარატი შემდეგი სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ:
ლორწოვანი გარსების რძიანა - ინფექცია, რომელიც აზიანებს პირის ღრუს, ხახის ლორწოვან გარსს;
ინფექციები, გამოწვეული კანდიდებით და აღმოჩენილი სისხლში, შინაგან ორგანოებში (მაგალითად, გული, ფილტვები) ან საშარდე გზებში;
კრიპტოკოკური მენინგიტი - თავის ტვინის გარსების სოკოვანი ინფექცია.
დიფლაზონი ასევე შეიძლება დაგინიშნონ შემდეგი მიზნით:
კანდიდებით გამოწვეული ინფექციების განვითარების პრევენცია (თუ თქვენი იმუნური სისტემა დასუსტებულია და სათანადოდ არ ფუნქციონირებს);
კრიპტოკოკური მენინგიტის განმეორებითი განვითარების პრევენცია.
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატი დიფლაზონის გამოყენებამდე
ნუ მიიღებთ დიფლაზონს
თუ გაქვთ ალერგია ფლუკონაზოლზე, სხვა სამკურნალო საშუალებებზე, რომლებსაც ადრე იღებდით სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ, ან სხვა ინგრედიეტებზე, რომლებიც შედიან ამ სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში (მითითებულია მე-6 ნაწილში); ალერგიის სიმპტომები შეიძლება მოიცავდნენ ქავილს, კანის გაწითლებას ან გაძნელებულ სუნთქვას.
თუ იღებთ ასთემიზოლს, ტერფენადინს (ანტიჰისტამინურ სამკურნალო საშუალებებს ალერგიის სამკურნალოდ);
თუ იღებთ ციზაპრიდს (სამკურნალო საშუალებას კუჭის აშლილობის სამკურნალოდ);
თუ იღებთ პიმოზიდს (სამკურნალო საშუალებას ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ);
თუ იღებთ ქინიდინს (სამკურნალო საშუალებას გულის რითმის დარღვევების სამკურნალოდ);
თუ იღებთ ერითრომიცინს (ანტიბაქტერიულ საშუალებას ინფექციების სამკურნალოდ);
თუ გამოგივლინდათ “თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის” ნიშნები, როდესაც თირკმელზედა ჯირკვლები არ გამოიმუშავებენ გარკვეული სტეროიდული ჰორმონების საკმარის რაოდენობას, როგორიცაა კორტიზოლი (ქრონიკული ან ხანგრძლივი დაღლილობის შეგრძნება, კუნთების სისუსტე, მადის დაკარგვა, წონის დაკარკვა, ტკივილი მუცლის არეში).
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
დიფლაზონის მიღების წინ შეატყობინეთ მკურნალ ექიმს იმის შესახებ, რომ:
გაქვთ ღვიძლის ან თირკემლების პრობლემები;
გაწუხებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, გულის რითმის დარღვევების ჩათვლით;
დარღვეული გაქვთ კალიუმის, კალციუმის და მაგნიუმის შემცველობა სისხლში;
გამოგივლინდათ კანის მძიმე რეაქციების (ქავილი, კანის გაწითლება) ან სუნთქვის გაძნელების განვითარება;
თუ ოდესმე გამოგივლინდათ ფართო გამონაყარი კანზე ან კანის აქერცვლა, ბუშტუკების და/ან წყლულების გაჩენა პირის ღრუში ფლუკონაზოლის მიღების შემდეგ.
არსებობს ცნობები კანის სერიოზული რეაქციების გამოვლენის შესახებ, მათ შორის როგორიცაა, წამლის გამონაყარი ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS) დიფლაზონით მკურნალობისას. უნდა შეწყვიტოთ დიფლაზონის გამოყენება და დაუყონებლივ მიმართოთ ექიმს, თუ შენიშნავთ ნებისმიერ სიმპტომს, რაც კავშირშია კანის სერიოზულ რეაქციებთან, რომლებიც აღწერილია ნაწილში 4.
თუ სოკოვანი ინფექცია არ ალაგდა, გაესაუბრეთ თქვენს მკურნალ ექიმს, შესაძლოა საჭირო გახდეს სოკოს საწინააღმდეგო ალტერნატიული თერაპია.
სხვა პრეპარატები და დიფლაზონი
შეატყობინეთ მკურნალ ექიმს, თუ იღებთ, ცოტახნის წინ იღებდით ან შეიძლება დაიწყოთ სხვა პრეპარატების მიღება.
დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ იღებთ ასთემიზოლს, ტერფენადინს (ანტიჰისტამინური სამკურნალო საშუალებები ალერგიის სამურნალოდ), ციზაპრიდს (სამკურნალო საშუალება კუჭის აშლილობების სამკურნალოდ), პიმოზიდს (სამკურნალო საშუალება ფსიქიური დაავადებების სამკურნალოდ), ქინიდინს (სამკურნალო საშუალება გულის რითმის დარღვევების სამკურნალოდ) ან ერითრომიცინს (ანტიბაქტერიული სამკურნალო საშუალება ინფექციის სამკურნალოდ), რადგანაც არ შეიძლება მათი დიფლაზონთან ერთად გამოყენება (იხ. ნაწილი “არ მიიღოთ დიფლაზონს”).
ზოგიერთ სამკურნალო საშუალებას შეუძლია დიფლაზონთან ურთიერთქმედება. დარწმუნდით, რომ თქვენმა ექიმმა იცის, რომ თქვენ იღებთ რომელიმეს შემდეგი წამლებიდან, ვინაიდან შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექტირება ან დაკვირვება, რათა დარწმუნდეთ, რომ წამლები ჯერ კიდევ სასურველ ეფექტს იძლევიან:
რიფამპიცინი ან რიფაბუტინი (ანტიბაქტერიული სამკურნალო საშუალებები ინფექციების სამკურნალოდ);
აბროციტინიბი (ატოპიური დერმატიტის სამკურნალოდ, რომელიც ასევევ ცნობილია ატოპიური ეგზემის სახელწოდებით);
ალფენტანილი, ფენტანილი (გამაყუჩებელი საშუალებები);
ამიტრიპტილინი, ნორტრიპტილინი (ანტიდეპრესანტები);
ამფოტერიცინი B, ვორიკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები);
სისხლის გამათხელებელი საშუალებები, თრომბების წარმოქმნის პრევენციისთვის (ვარფარინი ან ანალოგიური სამკურნალო საშუალებები);
ბენზოდიაზეპინები (მიდაზოლამი, ტრიაზოლამი ან ანალოგიური სამკურნალო საშუალებები) უძილობის ან შფოთვის შეგრძნების სამკურნალოდ;
კარბამაზეპინი, ფენიტოინი (სამკურნალო საშუალებების კრუნჩხვების სამკურნალოდ);
ნიფედიპინი, ისრადიპინი, ამლოდიპინი, ვერაპამილი, ფელოდიპინი და ლოზარტანი (სამკურნალო საშუალებები მომატებული არტერიული წნევის სამკურნალოდ);
ჰიდროქლორთიაზიდი (დიურეზული);
ოლაპარიბი (გამოიყენება საკვერცხეების ავთვისებიანი სიმსივნეების სამკურნალოდ);
ციკლოსპორინი, ევეროლიმუსი, სიროლიმუსი ან ტაკროლიმუსი (სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ტრანსპლანტატის განდევნის რეაქციის თავიდან ასაცილებლად);
ციკლოფოსფამიდი, გველის სუროს ალკალოიდები (ვინკრისტინი, ვინბლასტინი ან ანალოგიური სამკურნალო საშუალებები), რომლებიც გამოიყენება ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების სამკურნალოდ;
გალოფანტრინი (მალარიის სამკურნალო საშუალება);
სტატინები (ატორვასტატინი, სიმვასტატინი და ფლუვასტატინი ან ანალოგიური სამკურნალო საშუალებები), რომლებიც გამოიყენება ქოლესტერინის მაღალი დონის დასაქვეითებლად;
მეტადონი (გამოიყენება ტკივილების დროს);
ცელეკოქსიბი, ფლურბიპროფენი, ნაპროქსენი, იბუპროფენი, ლორნოქსიკამი, მელოქსიკამი, დიკლოფენაკი (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (ასას));
ორალური კონტრაცეპტივები;
პრედნიზოლონი (სტეროიდი);
ზიდოვუდინი, ასევე ცნობილი როგორც აზთ, საკვინავირი (სამკურნალო საშუალებები აივ-ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ);
სამკურნალო საშუალებები შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, როგორიცაა ქლორპროპამიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი ან ტოლბუტამიდი;
თეოფილინი (სამკურნალო საშუალებები ბრონქული ასთმის კონტროლისთვის);
ტორფაციტინიბი (გამოიყენება რევმატოიდური ართრიტების სამკურნალოდ);
ჰიპონატრიემიის (სისლხში ნატრიუმის დაბალი დონე) სამკურნალოდ ან თირკმელების ფუნქციის დაქვეითების შესანელებლად გამოსაყენებელი ტოლვაპტანი;
ვიტამინი A (ბიოლოგიურად აქტიური დანამატი);
ამიოდარონი (გამოიყენება გულის არასწორი რითმის “არითმიის” სამკურმალოდ);
ივაკაფტორი (გამოიყენება ცალკე ან კომბინაციაში მუკოვისციდოზის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან);
იბრუტინიბი (გამოიყენება სისხლის ავთვისებიანი დაავადებების სამკურნალოდ);
ლურაზიდონი (გამოიყენება შიზოფრენიის სამკურნალოდ).
გთხოვთ, შეატყობინეთ მკურნალ ექიმს იმის შესახებ, თუ იღებთ ან ცოტახნის წინ იღებდით რომელიმე სხვა სამკურნალო საშუალებებს, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებსაც.
დიფლაზონი საკვებთან და სასმელებთან ერთად
დიფლაზონის მიღება შეიძლება საკვების მიღების მიუხედავად.
ორსულობა, ლაქტაცია და რეპროდუქციული ფუნაცია
თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღების დაწყების წინ გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
თუ ორსულობას გეგმავთ, რეკომენდებულია ფლუკონაზოლის ერთჯერადი მიღების შემდეგ ერთი კვირა დალოდება, და შემდეგ დაორსულება.
ფლუკონაზოლით მკურნალობის უფრო ხანგრძლივი კურსების შემთხვევაში თქვენს ექიმს გაესაუბრეთ შესაბამისი კონტრაცეფციის საჭიროების შესახებ მკურნალობის დროს, რომელიც უნდა გაგრძელდეს ერთი კვირის განმავლობაში ბოლო დოზის მიღებიდან.
არ უნდა მიიღოთ დიფლაზონი, თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად ხართ, გეგმავთ ორსულობას ან ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე, თუ თქვენმა ექიმმა არ დაგინიშნათ ეს პრეპარატი. თუ დაორსულდით ამ პრეპარატის მიღების დროს ან ბოლო დოზის მიღებიდან 1 კვირის განმავლობაში, მიმართეთ თქვენს ექიმს.
ორსულობის პირველ ან მეორე ტრიმესტრში მიღებულმა ფლუკონაზოლმა შესაძლოა გაზარდოს ნაყოფის მოშლის რისკი. პირველი ტრიმესტრის განმავლობაში მიღებულმა ფლუკონაზოლმა შეიძლება გაზარდოს ბავშვის გაჩენის რისკი გულის, ძვლების და/ან კუნთების დამაზიანებელი თანდაყოლილი დეფექტებით.
იყო შეტყობინებები თავის ქალის, ყურების, მენჯის ძვლების და იდაყვის ძვლების თანდაყოლილი დეფექტების მქონე ბავშვების დაბადების შესახებ ქალებში, რომლებიც სამი და მეტი თვის განმავლობაში იღებდნენ ფლუკონაზოლის მაღალ დოზებს (400-800 მგ დღეში) კოკციდიოიდომიკოზის გამო. ფლუკონაზოლსა და ამ შემთვევებს შორის კავშირი გაურკვეველია.
შეგიძლიათ ლაქტაციის გაგრძელება დიფლაზონის 150 მგ ერთჯერადი დოზირების გამოყენების შემდეგ. არ შეიძლება ჩვილის ძუძუთი კვება, თუ იღებთ დიფლაზონის განმეორებით დოზას.
ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმენთან მუშაობის დროს აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ამ პრეპარატის მიღებისას შესაძლებელია თავბრუსხვევის და კრუნჩხვების განვითარება.
დიფლაზონის შემადგენლობაში შედის ლაქტოზა
ამ სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში მცირე რაოდენობით ლაქტოზა შედის. თუ თქვენმა მკურნალმა ექიმმა გაგაფრთხილად, რომ გაქვთ შაქრის ზოგიერთი სახეობების მიმართ აუტალობა, მიმართეთ თქვენ მკურნალ ექიმს ამ სამკურნალო საშუალების მიღების წინ.
- პრეპარატი დიფლაზონის გამოყენების წესი
ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი მკურნალი ექიმის რეკომენდაციების სრული დაცვით.
რაიმე ეჭვის შემთხვევაში, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
კაფსულა უნდა გადაყლაპოთ მთლიანად, ერთი ჭიქა წყლის მიყოლებით. მნიშველოვანია დიფლაზონის კაფსულის ყოველდღე ერთსა და იმავე დროს მიღება.
კაფსულები არ არის განკუთვნილი 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის შეუსაბამო წამლის ფორმის გამო.
სხვადასხვა ინფექციების სამკურნალოდ ამ სამკურნალო საშუალების გამოყენება რეკომენდირებულია შემდეგი დოზებით:
მოზრდილები
ჩვენება
დოზა
კრიპტოკოკური მენინგიტის მკურნალობა
400 მგ პირველ დღეს, შემდეგ 200-400 მგ დღეში ერთხელ 6-8 კვირის ან მეტი ხნის განმავლობაში საჭიროების შემთხვევაში. ხანდახან პრეპარატის დოზას ზრდიან 800 მგ-მდე.
კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის პროფილაქტიკა
200 მგ დღეში ერთხელ მანამ, სანამ თქვენი მკურნალი ექიმი არ მოხსნის პრეპარატის მიღებას.
კოკციდიოიდომიკოზის მკურნალობა
200-400 მგ დღეში ერთხელ 11-24 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში საჭიროების შემთხვევაში. ხანდახან პრეპარატის დოზას ზრდიან 800 მგ-მდე.
სისხლის ან შინაგანი ორგანოების სოკოვანი ინფექციის მკურნალობა, გამოწვეულის კანდიდებით
800 მგ პირველ დღეს, შემდეგ 400 მგ დღეში ერთხელ მანამ, სანამ თქვენი მკურნალი ექიმი არ მოხსნის პრეპარატის მიღებას.
პირის ღრუს, ხახის ლორწოვანი გარსების ინფექციების მკურნალობა, ასევე პროტეზით გამოწვეული სტომატიტის მკურნალობა
200-400 მგ პირველ დღეს, შემდეგ 100-200 მგ დღეში ერთხელ მანამ, სანამ თქვენი მკურნალი ექიმი არ მოხსნის პრეპარატის მიღებას.
ლორწოვანი გარსების რძიანას მკურნალობა - პრეპარატის დოზა დამოკიდებულია ინფექციის ლოკალიზაციაზე
50-400 მგ დღეში ერთხელ 7-30 დღის განმავლობაში მანამ, სანამ თქვენი მკურნალი ექიმი არ მოხსნის პრეპარატის მიღებას.
პირის და ხახის ლორწოვანი გარსების ინფექციის განმეორებითი განვითარების პროფილაქტიკა
100-200 მგ დღეში ერთხელ ან 200 მგ კვირაში 3 ჯერ იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც არსებობს ინფექციის განვითარების რისკი.
სასქესო ორგანოების რძიანას მკურნალობა
ერთჯერადად 150 მგ დოზით
ვაგინალური რძიანას რეციდივების სიხშირის შემცირება
150 მგ სამ დღეში ერთხელ, სულ 3 დოზა (1, მე-4 და მე-7 დღეს), შემდეგ კვირაში ერთხელ 6 თვის განმავლობაში, იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც არსებობს ინფექციის განვითარების რისკი.
კანის და ფრჩხილების სოკოვანი ინფექციების მკურნალობა
ინფექციის ლოკალიზაციის მიხედვით: 50 მგ დღეში ერთხელ, 150 მგ კვირაში ერთხელ, 300-400 მგ კვირაში ერთხელ 1-4 კვირის განმავლობაში (ათლეტის ტერფის მკურნალობა შეიძლება აღწევდეს 6 კვირას, ფრჩხილების ინფექციის მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს მანამდე, სანამ ინფიცირებული ფრჩხილის ადგილას არ გაიზრდება ახალი ფრჩხილი).
კანდიდებით გამოწვეული ინფექციის პროფილაქტიკა (თუ იმუნური სისტემა შესუსტებულია და სათანადოდ არ ფუნქციონირებს)
200-400 მგ დღეში ერთხელ, იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც არსებობს ინფექციის განვითარების რისკი.
12-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდები
აუცილებელია თქვენი მკურნალი ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატის დოზის მიღება (მოზრდილების და ბავშვების დოზირება).
11 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვები
მაქსიმალური დოზა ბავშვებისთვის შეადგენს 400 მგ-ს დღეში.
პრეპარატის დოზა განისაზღვრება ბავშვის სხეულის მასაზე გაანგარიშებით კილოგრამებში.
ჩვენება
სადღეღამისო დოზა
ხახის ლორწოვანი გარსების რძიანა და ინფექციები, გამოწვეული კანდიდებით - პრეპარატის დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმესა და ლოკალიზაციაზე
3 მგ სხეულის მასის 1 კგ-ზე დღეში ერთხელ (პირველ დღეებში პრეპარატი შეიძლება დაინიშნოს დოზით 6 მგ სხეულის მასის 1 კგ-ზე)
კრიპტოკოკური მენინგიტი ან სისხლის ან შინაგანი ორგანოების სოკოვანი ინფექციები, გამოწვეული კანდიდებით
6-12 მგ სხეულის მასის 1 კგ-ზე დღეში ერთხელ.
კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის პრევენცია
6 მგ სხეულის მასის 1 კგ-ზე დღეში ერთხელ.
კანდიდებით გამოწვეული ინფექციის პროფილაქტიკისათვის ბავშვებში (თუ იმუნური სისტემა დასუსტებულია და სათანადოდ არ ფუნქციონირებს)
3-12 მგ სხეულის მასის 1 კგ-ზე დღეში ერთხელ
0-დან 4 კვირამდე ასაკის ბავშვები
3-დან 4 კვირამდე ასაკის ბავშვები
გამოიყენება ზემოთ მითითებული დოზები, მაგრამ 2 დღეში ერთხელ. მაქსიმალური დოზა შეადგენს 12 მგ/კგ 48 საათში ერთხელ.
2 კვირაზე უმცროსი ასაკის ბავშვები
გამოიყენება ზემოთ მითითებული დოზები, მაგრამ 3 დღეში ერთხელ. მაქსიმალური დოზა შეადგენს 12 მგ/კგ 72 საათში ერთხელ.
ზოგიერთ შემთხვევაში ექიმმა შესაძლოა დანიშნოს სხვა დოზირება. პრეპარატი მიღებული უნდა იქნას ექიმის დანიშნულების მიხედვით.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში დიფლაზონი ინიშნება სტანდარტული დოზებით, თირკმელების ფუნქციის დარღვევის შემთხვევების გარდა.
პაციენტები თირკმელების დაავადებებით
თირკმელების ფუნქციის დარღვევის სიმძიმის მიხედვით თქვენ მკურნალ ექიმს შეუძლია დანიშნული დოზის შეცვლა.
თუ თქვენ მიიღეთ რეკომენდირებულზე მეტი პრეპარატი დიფლაზონი
ერთჯერადად კაფსულების გადაჭარბებული რაოდენობის მიღებამ შეიძლება გააუარესოს თქვენი მდგომარეობა. დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას. შესაძლო ჭარბი დოზირების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს სმენით, მხედველობით, ტაქტილურ შეგრძნებებს და ნივთების წარმოსახვას, რომლებიც არარეალურია (ჰალუცინაციები და პარანოიდალური ქცევა). ჭარბი დოზირების დროს შეიძლება საკმარისი იყოს სომპტომური თერაპიის ჩატარება (მათ შორის შემანარჩუნებელი ზომები და კუჭის ამორეცხვა საჭიროების შემთხვევაში).
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ დიფლაზონის მიღება
არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. თუ დაგავიწყდათ დროულად პრეპარატის მიღება, მიიღეთ ის გახსენებისთანავე. თუ პრაქტიკულად დადგა მომდევნო დოზის მიღების დრო, ნუ მიიღებთ პრეპარატის გამოტოვებულ დოზას.
ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებასთან დამატებითი კითხვების გაჩენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
- შესაძლო არასასურველი რეაქციები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
უნდა შეწყვიტოთ დიფლაზონის მიღება და სასწრაფოდ უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას, თუ შენიშნავთ შემდეგი სიმპტომებიდან ნებისმიერს:
ფართო გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა და ლიმფური კვანძების გადიდება (DRESS სინდრომი ან წამლების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი)
ზოგიერთ პაციენტს უვითარდება ალერგიული რეაქციები, თუმცა სერიოზული ალერგიული რეაქციები იშვიათად აღინიშნება. თუ შენიშნეთ, რომ განგივითარდათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის ისეთი, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.
თუ შენიშნეთ რომელიმე შემდეგი სიმპტომის განვითარება, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს:
სტვენითი სუნთქვის, სუნთქვის გაძნელების ან მკერდში მოჭერის შეგრძნების უეცარი განვითარება;
ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება;
მთელი სხეულის ქავილი, კანის გაწითლება ან წითელი გამონაყარი ქავილით;
გამონაყარი კანზე;
კანის მძიმე რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი ბუშტუკების წარმოქმნით (შეიძლება მოიცვას პირის ღრუ და ენა).
დიფლაზონმა შეიძლება მოახდინოს არასასურველი ზემოქმედება ღვიძლზე. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ნიშნები მოიცავენ:
დაღლილობას;
მადის დაკარგვას;
გულისრევას;
კანის საფარის ან თვალების სკლერების მოყვითალო შეფერილობას (სიყვითლე).
დიფლაზონმა შეიძლება მოახდინოს არასასურველი ზემოქმედება თირკმელზედა ჯირკვლებზე და გამომუშავებული სტეროიდული ჰორმონების დონეზე. თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის დარღვევების ნიშნები მოიცავენ:
დაღლილობას;
კუნთების სისუსტეს;
მადის დაკარგვას;
სხეულის მასის შემცირებას;
მუცლის ტკივილს.
ნებისმიერი მითითებული მდგომარეობების განვითარებისას საჭიროა დიფლაზონის მიღების შეწყვეტა და დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა.
სხვა გვერდითი რეაქციები:
გარდა ამისა, თუ თქვენ შენიშნავთ, რომ რომელიმე მითითებული გვერიდითი რეაქცია სერიოზულად გაწუხებთ, ან თქვენ შენიშნავთ რომელიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ფურცელ-ჩანართში, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.
ხშირი გვერდითი რეაქციები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
თავის ტკივილი;
დისკომფორტი კუჭის არეში, დიარეა, ღებინება, გულისრევა;
ბიოქიმიური მაჩვენებლების ზრდა, რომლებიც ასახავენ ღვიძლის ფუნქციას;
გამონაყარი.
არახშირი გვერდით მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
ერითროციტების რაოდენობის შემცირება, რაც შეიძლება გამოვლინდეს კანის საფარის სიფერმკრთალის, სისუსტის და ქოშინის სახით;
მადის დაქვეითება;
უძილობა, ძილიანობა;
კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, თავბრუსხვევის შეგრძნება, პწკენის, ჩხვლეტის ან გაბუჟების შეგრძნება, გემოვნების ცვლილება;
ყაბზობა, საჭმლის მონელების გაძნელება, მეტეორიზმი, სიმშრალე პირში;
კუნთების ტკივილი;
ღვიძლის დაზიანება და კანის საფარის და სკლერების გაყვითლება (სიყვითლე);
პაპულები, ბუშტუკები (ჭინჭრის ციება), ქავილი, მომატებული ოფლიანობა;
დაღლილობა, ზოგადი ცუდად ყოფნის შეგრძნება, ცხელება.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში):
ლეიკოციტების (სისხლის უჯრედები, რომლებიც იცავენ ორგანიზმს ინფექციების განვითარებისაგან) და თრობოციტებისა (სისხლის უჯრედები, რომლებიც ახდენენ სისხლდენის შეჩერებას) რაოდენობის შემცირება;
კანის გაწითლება ან მუქ წითლად შეფერადება, რაც შეიძლება განპირობებული იყოს თრობოციტების დაბალი შემცველობით ან სისხლის უჯრედების სხვა ცვლილებებით;
სისხლის ბიოქიმიური შემადგენლობის ცვლილებები (ქოლესტერინის, ცხიმების მაღალი დონე სისხლში);
სისხლში კალიუმის დაბალი დონე;
კანკალი;
პათოლოგიური ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ), გულის შეკუმშვების სიხშირის ან რითმის ცვლილებები;
ღვიძლის უკმარისობა;
ალერგიული რეაქციები (ზოგჯერ მძიმე), მათ შორის გავრცელებული გამონაყარი ბუშტუკების წარმოქმნით და კანის აქერცვლა, ან კანის მძიმე რეაქციები, ტუჩების ან სახის შეშუპება;
თმის ცვენა.
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე):
ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია კანზე გამონაყარით, ცხელებით, ტონზილების ანთებით, სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის გაზრდით (ეოზინოფილია) და შინაგანი ორგანოების (ღვიძლის, ფილტვების, გულის, თირკემელების და მსხვილი ნაწლავის) ანთებით (მედიკამეტური რეაქცია ან გამონაყარი ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS).
არასასურველი რეაქციების შეტყობინება
თუ გამოგივლინდათ რომელიმე არასასურველი რეაქცია, უნდა შეატყობინოთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის ისეთზე, რომელიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ფურცელ-ჩანართში. არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებას.
- პრეპარატი დიფლაზონის შენახვა
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა 5 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გადააგდოთ პრეპარატი წყალსადენში ან კანალიზაციაში. დააზუსტეთ ფარმაცევტთან გამოუყენებელი მედიკამენტის უტილიზაციის წესები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი მონაცემები
პრეპარატი დიფლაზონი შეიცავს
დიფლაზონი 50 მგ თითოეული კაფსულა შეიცავს 50 მგ ფლუკონაზოლს.
დიფლაზონი 150 მგ თითოეული კაფსულა შეიცავს 150 მგ ფლუკონაზოლს.
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
სიმინდის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, გარსი: ჟელატინი EP, ტიტანის დიოქსიდი (E171), პატენტირებული ლურჯი V (E131).
პრეპარატის გარეგნულობა და შეფუთვის შიგთავსი
კაფსულები 50 მგ: კაფსულები ღია-ცისფერი თავსახურით და თეთრი ფერის კორპუსით, კაფსულა შეიცავს თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ფხვნილს.
კაფსულები 150 მგ: კაფსულები ღია-ცისფერი თავსახურით და კორპუსით, კაფსულა შეიცავს თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ფხვნილს.
კაფსულები 50 მგ: კოლოფი 7 კაფსულით (პვქ/პვდქ ფირფიტის და ალუმინის ფოლგის 1 ბლისტერი 7 კაფსულით) ფურცელ-ჩანართთან ერთად.
კაფსულები 150 მგ: კოლოფი 1 კაფსულით (პვქ/პვდქ ფირფიტის და ალუმინის ფოლგის 1 ბლისტერი 1 კაფსულით) ფურცელ-ჩანართთან ერთად.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
გაცემის პირობები
50 მგ კაფსულები ბლისტერებში შეფუთვაში #7X1: ექიმის რეცეპტით.
150 მგ კაფსულები ბლისტერებში შეფუთვაში #1: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
კრკა, დ.დ., ნოვო მესტო, შმარეშკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


