დიფლუკანი
DIFLUCAN®
დიფლუკანის გამოყენება ნაჩვენებია ჩამოთვლილი სოკოვანი ინფექციების დროს (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოდინამიკა”). ფლუკონაზოლი ნაჩვენებია მოზრდილებში შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: კრიპტოკოკური მენინგიტი (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება”); კოკციდიოიდომიკოზი (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება”); …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ფლუკონაზოლი (fluconazole)
- ფორმა და შეფუთვა
- 150მგ მყარი კაფსულა №1 (1X1)
- მწარმოებელი
- Fareva Amboise, საფრანგეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიმიკოზური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ტრიაზოლის და ტეტრაზოლის წარმოებულები
- ATC კოდი
- J02AC01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042988
- რეგისტრირებულია
- 14 მარტი 2025, მოქმედებს 22 ივნისი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Pfizer H.C.P. Corporation (აშშ)
- განმცხადებელი
- Pfizer H.C.P. Corporation (აშშ)
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
დიფლუკანი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
დიფლუკანის გამოყენება ნაჩვენებია ჩამოთვლილი სოკოვანი ინფექციების დროს (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოდინამიკა”).
ფლუკონაზოლი ნაჩვენებია მოზრდილებში შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
კრიპტოკოკური მენინგიტი (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება”);
კოკციდიოიდომიკოზი (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება”);
ინვაზიური კანდიდოზი;
ლორწოვანი გარსების კანდიდოზი, მათ შორის ოროფარინგეალური კანდიდოზი, საყლაპავის კანდიდოზი, კანდიდურია და კანისა და ლორწოვანი გარსების ქრონიკული კანდიდოზი;
პირის ღრუს ქრონიკული ატროფიული კანდიდოზი (გამოწვეული კბილის პროთეზებით), როდესაც პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა ან ადგილობრივი მკურნალობა არასაკმარისია;
ვაგინალური კანდიდოზი, მწვავე ან მორეციდივე, როდესაც ადგილობრივი თერაპია არ გამოიყენება;
კანდიდოზური ბალანიტი, როდესაც ადგილობრივი თერაპია არ გამოიყენება;
დერმატომიკოზები, მათ შორის ტერფის დერმატოფიტია, სხეულის დერმატოფიტია, საზარდულის დერმატოფიტია, ნაირფერი ლიქენი და კანის კანდიდოზი, როდესაც ნაჩვენებია სისტემური მკურნალობა;
tinea unguium (ონიქომიკოზი), როდესაც სხვა პრეპარატებით მკურნალობა მიუღებელია.
ფლუკონაზოლი ნაჩვენებია მოზრდილებში შემდეგი დაავადებების პროფილაქტიკისთვის:
კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივები პაციენტებში რეციდივის მაღალი რისკით;
ოროფარინგეალური კანდიდოზისა და საყლაპავის კანდიდოზის რეციდივები აივ-ინფიცირებულ პაციენტებში რეციდივის მაღალი რისკით;
ვაგინალური კანდიდოზის რეციდივების სიხშირის შესამცირებლად (4 ან მეტი ეპიზოდი წელიწადში);
კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკისთვის პაციენტებში ხანგრძლივი ნეიტროპენიით (როგორიცაა პაციენტები ჰემობლასტოზებით, რომლებსაც უტარდებათ ქიმიოთერაპია, ან პაციენტები, რომლებსაც უტარდებათ ჰემოპოეტური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოდინამიკა”).
ფლუკონაზოლი ნაჩვენებია დროული ახალშობილების, ჩვილების, ბაგისა და დაწყებითი სკოლის ასაკის ბავშვების, ასევე 0-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდების სამკურნალოდ.
ფლუკონაზოლი გამოიყენება ლორწოვანი გარსების კანდიდოზის (ოროფარინგეალური კანდიდოზი და საყლაპავის კანდიდოზი), ინვაზიური კანდიდოზის, კრიპტოკოკური მენინგიტის სამკურნალოდ და კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკისთვის დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე პაციენტებში. ფლუკონაზოლის გამოყენება შეიძლება შემანარჩუნებელი თერაპიის სახით კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის პროფილაქტიკისთვის ბავშვებში რეციდივის მაღალი რისკით (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“).
თერაპიის დაწყება შეიძლება კულტურალური მეთოდისა და კვლევის სხვა ლაბორატორიული მეთოდების შედეგების მიღებამდე. თუმცა, ამ შედეგების მიღების შემდეგ ინფექციის საწინააღმდეგო მკურნალობა შესაბამისად უნდა დაკორექტირდეს.
გასათვალისწინებელია ოფიციალური გაიდლაინები სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების სათანადო გამოყენებასთან დაკავშირებით.
მიღების წესი და დოზირება
მკურნალობის ხანგრძლივობა
კრიპტოკოკოზი
- კრიპტოკოკური მენინგიტის მკურნალობა
დამტვირთავი დოზა: 400 მგ პირველ დღეებში
შემანარჩუნებელი დოზა: 200-400 მგ ერთხელ დღე-ღამეში ჩვეულებრივ
ჩვეულებრივ, სულ მცირე 6-8 კვირა.
სიცოცხლისთვის საფრთხის მქონე ინფექციის მკურნალობისას დღე-ღამის დოზა შეიძლება გაიზარდოს 800 მგ-მდე.
- შემანარჩუნებელი თერაპია კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივების პროფილაქტიკისთვის რეციდივის მაღალი რისკის ჯგუფში მყოფ პაციენტებში.
200 მგ ერთხელ დღე-ღამეში
შეუზღუდავად დღე-ღამეში 200 მგ დოზით
კოკციდიოიდომიკოზი
200-400 მგ ერთხელ დღე-ღამეში
11-24 თვე ან მეტი, პაციენტის რეაქციის მიხედვით. ზოგიერთი ფორმის ინფექციის სამკურნალოდ, განსაკუთრებით თავის ტვინის გარსების დაზიანებისას, შეიძლება მიზანშეწონილი იყოს პრეპარატის გამოყენება დოზით 800 მგ დღე-ღამეში.
ინვაზიური კანდიდოზი
დამტვირთავი დოზა: 800 მგ პირველ დღეებში.
შემანარჩუნებელი დოზა: 400 მგ ერთხელ დღე-ღამეში
ზოგადად, კანდიდემიის მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა შეადგენს 2 კვირას სისხლის ნათესის პირველი უარყოფითი შედეგიდან და კანდიდემიის ნიშნებისა და სიმპტომების გაქრობის შემდეგ.
ლორწოვანი გარსების კანდიდოზის მკურნალობა
- ოროფარინგეალური კანდიდოზი
დამტვირთავი დოზა: 200-400 მგ პირველ დღეებში.
შემანარჩუნებელი დოზა: 100-200 მგ ერთხელ დღე-ღამეში
7-21 დღე (ოროფარინგეალური კანდიდოზის რემისიის მიღწევამდე).
იმუნური სისტემის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში შეიძლება უფრო ხანგრძლივი მკურნალობის ჩატარება.
- საყლაპავის კანდიდოზი

14-30 დღე (საყლაპავის კანდიდოზის რემისიის მიღწევამდე).

- კანდიდურია
200-400 მგ ერთხელ დღე-ღამეში
7-21 დღე. იმუნური სისტემის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში შეიძლება უფრო ხანგრძლივი მკურნალობის ჩატარება.
- ქრონიკული ატროფიული კანდიდოზი
50 მგ ერთხელ დღე-ღამეში
14 დღე
- კანისა და ლორწოვანი გარსების ქრონიკული კანდიდოზი
50-100 მგ ერთხელ დღე-ღამეში
28 დღემდე, მაგრამ მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდა შეიძლება ინფექციის სიმძიმისა და ტიპის მიხედვით ან იმუნური სისტემის ფუნქციის დარღვევისას.
ლორწოვანი გარსების კანდიდოზის რეციდივის პროფილაქტიკა რეციდივის მაღალი რისკის ჯგუფში მყოფ აივ-ინფიცირებულ პაციენტებში
- ოროფარინგეალური კანდიდოზი
100-200 მგ ერთხელ დღე-ღამეში ან 200 მგ 3-ჯერ კვირაში
შეუზღუდავი დროის განმავლობაში პაციენტებში იმუნიტეტის ქრონიკული დაქვეითებით.

გენიტალური კანდიდოზი
- მწვავე ვაგინალური კანდიდოზი
- კანდიდოზური ბალანიტი
150 მგ
ერთჯერადად
ვაგინალური კანდიდოზის რეციდივების მკურნალობა და პროფილაქტიკა (4 ან მეტი ეპიზოდი წელიწადში).
150 მგ სამ დღეში ერთხელ – სულ 3 დოზა (პირველ, მე-4 და მე-7 დღეს), შემდგომში პრეპარატის შემანარჩუნებელი დოზის 150 მგ-ის მიღებით კვირაში ერთხელ
შემანარჩუნებელი დოზა: 6 თვე.
დერმატომიკოზი
tinea pedis,
tinea corporis,
tinea cruris,
კანდიდოზური ინფექცია
150 მგ ერთხელ კვირაში ან 50 მგ ერთხელ დღეში
2-4 კვირა, მაგრამ tinea pedis-ის სამკურნალოდ შეიძლება საჭირო იყოს მკურნალობა 6 კვირამდე.
tinea versicolor
300-400 მგ ერთხელ კვირაში
1-3 კვირა
50 მგ ერთხელ დღეში
2-4 კვირა
tinea unguium (ონიქომიკოზი)
150 მგ ერთხელ კვირაში
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ინფიცირებული ფრჩხილის შეცვლამდე (არაინფიცირებული ფრჩხილის გაზრდამდე). ხელისა და ფეხის თითებზე ფრჩხილების ამოსვლას ჩვეულებრივ სჭირდება შესაბამისად 3-6 თვე და 6-12 თვე. მაგრამ ზრდის სიჩქარე შეიძლება მნიშვნელოვნად იცვლებოდეს სხვადასხვა პირებში, ასევე ასაკის მიხედვით. ხანგრძლივი ქრონიკული ინფექციების წარმატებული მკურნალობის შემდეგ ზოგჯერ აღინიშნება ფრჩხილის ფორმის შეცვლა.
კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკა ხანგრძლივი ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში
200-400 მგ ერთხელ დღე-ღამეში.
მკურნალობის დაწყება საჭიროა ნეიტროპენიის მოსალოდნელ განვითარებამდე რამდენიმე დღით ადრე და მმ3-ზე ნეიტროფილების 1000-ზე მეტ რაოდენობამდე გაზრდის შემდეგ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს კიდევ 7 დღე.
გამოყენება ბავშვებში
ბავშვთა ასაკის პაციენტებში არ შეიძლება მაქსიმალური დოზის დღე-ღამეში 400 მგ-ის გადაჭარბება.
როგორც მოზრდილებში მსგავსი ინფექციების დროს, მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკურ ეფექტზე და მიკოლოგიური კვლევის შედეგებზე. დიფლუკანი გამოიყენება ყოველდღე ერთხელ დღე-ღამეში.
თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე ბავშვებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემულია პარაგრაფში “თირკმელების ფუნქციის დარღვევა“. თირკმელების უკმარისობის მქონე ბავშვებში ფლუკონაზოლის ფარმაკოკინეტიკის კვლევები არ არის ჩატარებული (ქვემოთ იხილეთ ინფორმაცია “დროული ახალშობილების“ შესახებ, რომლებშიც ხშირად ვლინდება თირკმელების მოუმწიფებლობა)
28 დღიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვები:
უკუჩვენებები
ციზაპრიდი: ფლუკონაზოლისა და ციზაპრიდის ერთდროულად გამოყენებისას შესაძლებელია არასასურველი რეაქციები გულის მხრივ, მათ შორის “პირუეტის” ტიპის პარკუჭოვანი ტაქისისტოლური არითმია (torsade de pointes). ფლუკონაზოლის 200 მგ დოზის ერთხელ დღე-ღამეში და ციზაპრიდის 20 მგ დოზის 4-ჯერ დღე-ღამეში გამოყენება იწვევს ციზაპრიდის პლაზმური კონცენტრაციების გამოხატულ გაზრდას და QT ინტერვალის გაზრდას ეკგ-ზე. ციზაპრიდისა და ფლუკონაზოლის ერთდროულად გამოყენება უკუნაჩვენებია.
ტერფენადინი: აზოლური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებისა და ტერფენადინის ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს სერიოზული არითმიები QT ინტერვალის გაზრდასთან დაკავშირებით. დღე-ღამეში 200 მგ ფლუკონაზოლის გამოყენებისას QT ინტერვალის გაზრდა დადგენილი არ არის. სხვა კვლევაში დღე-ღამეში ფლუკონაზოლის 400 მგ და 800 მგ დოზით ნაჩვენებია, რომ დღეში 400 მგ და მეტი დოზით ფლუკონაზოლის გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის პლაზმაში ტერფენადინის კონცენტრაციას ერთდროულად მიღებისას. დღე-ღამეში 400 მგ და მეტი დოზით ფლუკონაზოლის ტერფენადინთან ერთდროულად გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენება”). ტერფენადინთან ერთად დღე-ღამეში 400 მგ-ზე ნაკლები დოზით ფლუკონაზოლით მკურნალობა უნდა ჩატარდეს მკაცრი კონტროლით.
ასტემიზოლი: ფლუკონაზოლის ასტემიზოლთან ერთდროულად გამოყენება შეიძლება იწვევდეს ასტემიზოლის კლირენსის დაქვეითებას. სისხლის პლაზმაში ასტემიზოლის კონცენტრაციის მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება და ზოგ შემთხვევაში “პირუეტის” ტიპის პარკუჭოვანი ტაქისისტოლური არითმიის (torsade de pointes) განვითარება. ასტემიზოლისა და ფლუკონაზოლის ერთდროულად გამოყენება უკუნაჩვენებია.
პიმოზიდი: მიუხედავად იმისა, რომ in vitro ან in vivo შესაბამისი კვლევები არ არის ჩატარებული, ფლუკონაზოლისა და პიმოზიდის ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პიმოზიდის მეტაბოლიზმის დაქვეითება. თავის მხრივ, პიმოზიდის პლაზმური კონცენტრაციის მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება და ზოგ შემთხვევაში “პირუეტის” ტიპის პარკუჭოვანი ტაქისისტოლური არითმიის (torsade de pointes) განვითარება. პიმოზიდისა და ფლუკონაზოლის ერთდროულად გამოყენება უკუნაჩვენებია.
ქინიდინი: მიუხედავად იმისა, რომ in vitro ან in vivo შესაბამისი კვლევები არ არის ჩატარებული, ფლუკონაზოლისა და ქინიდინის ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება ასევე გამოიწვიოს ქინიდინის მეტაბოლიზმის დათრგუნვა. ქინიდინის გამოყენება დაკავშირებულია QT ინტერვალის გახანგრძლივებასთან და იშვიათ შემთხვევებში “პირუეტის” ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (torsade de pointes) განვითარებასთან. ქინიდინისა და ფლუკონაზოლის ერთდროულად გამოყენება უკუნაჩვენებია.
ერითრომიცინი: ფლუკონაზოლისა და ერითრომიცინის ერთდროულად გამოყენება პოტენციურად იწვევს კარდიოტოქსიკურობის განვითარების (QT ინტერვალის გახანგრძლივება, torsade de pointes) და, შედეგად, გულის მხრივ მოულოდნელი სიკვდილის მომატებულ რისკს. ფლუკონაზოლისა და ერითრომიცინის ერთდროულად გამოყენება უკუნაჩვენებია.
რეკომენდებული არ არის შემდეგი სამკურნალო საშუალებების გამოყენება:
ჰალოფანტრინი: ფლუკონაზოლმა შეიძლება გაზარდოს ჰალოფანტრინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში იზოფერმენტ CYP3A4-ის ინჰიბირებასთან დაკავშირებით. შესაძლებელია კარდიოტოქსიკურობის განვითარება (QT ინტერვალის გახანგრძლივება (“პირუეტის” ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (torsade de pointes) განვითარება), და, შედეგად, გულის მხრივ მოულოდნელი სიკვდილის განვითარება. საჭიროა თავის არიდება ამ სამკურნალო საშუალებების კომბინირებული გამოყენებისგან (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება”).
საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა ფლუკონაზოლთან ერთდროულად გამოყენებისას:
ამიოდარონი: ამიოდარონის გამოყენება ასოცირდებოდა QT ინტერვალის გახანგრძლივებასთან. ფლუკონაზოლისა და ამიოდარონის ერთდროულად გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა, განსაკუთრებით ფლუკონაზოლის მაღალი დოზის (800 მგ) მიღებისას.
სიფრთხილის ზომების დაცვა და აუცილებლობის შემთხვევაში დოზის კორექტირებაა საჭირო შემდეგი პრეპარატებისა და ფლუკონაზოლის ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში:
პრეპარატები, რომლებიც მოქმედებს ფლუკონაზოლზე:
ჰიდროქლოროთიაზიდი: ჰიდროქლოროთიაზიდის მრავალჯერადი გამოყენება ფლუკონაზოლთან ერთად იწვევს სისხლის პლაზმაში ფლუკონაზოლის კონცენტრაციის გაზრდას 40%-ით. ასეთი გამოხატულობის ეფექტი არ საჭიროებს ფლუკონაზოლის დოზირების რეჟიმის შეცვლას პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ დიურეზულებს, მაგრამ ექიმმა უნდა გაითვალისწინოს ეს კომბინაცია.
რიფამპიცინი: ფლუკონაზოლისა და რიფამპიცინის ერთდროულად გამოყენება იწვევს ფლუკონაზოლის AUC-ის 25%-ით და ნახევარგამოყოფის პერიოდის ხანგრძლივობის 20%-ით შემცირებას. რიფამპიცინის ერთდროულად დანიშვნის შემთხვევაში საჭიროა გათვალისწინებული იქნას ფლუკონაზოლის დოზის გაზრდის მიზანშეწონილობა.
სამკურნალწამლო ურთიერთქმედების შემსწავლელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფლუკონაზოლის პერორალური გამოყენება საკვების მიღების დროს, ციმეტიდინთან, ანტაციდებთან ერთად ან მთლიანი სხეულის ტოტალური დასხივების შემდეგ (ძვლის ტვინის გადანერგვისთვის მომზადებისას) არ ახდენს კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას ფლუკონაზოლის აბსორბციაზე.
პრეპარატები, რომლებზეც მოქმედებს ფლუკონაზოლი:
ფლუკონაზოლი წარმოადგენს ციტოქრომ P450-ის (CYP) 2C9 და 3A4 იზოფერმენტების ზომიერ ინჰიბიტორს. ფლუკონაზოლი ასევე, წარმოადგენს CYP2C19 იზოფერმენტის ინჰიბიტორს. დამატებით, გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი ეფექტებისა, არსებობს სისხლის პლაზმაში სხვა ისეთი სამკურნალო საშუალებების კონცენტრაციის მომატების რისკი, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP2C9, CYP2C19 და CYP3A4 იზოფერმენტების საშუალებით ფლუკონაზოლთან ერთდროულად გამოყენებისას. ამასთან დაკავშირებით, საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა ჩამოთვლილ პრეპარატებთან ერთდროულად გამოყენებისას, ხოლო ასეთი კომბინაციების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა პაციენტის მკაცრი სამედიცინო დაკვირვება. გასათვალისწინებელია, რომ ფლუკონაზოლის მაინჰიბირებელი მოქმედება ნარჩუნდება 4-5 დღე პრეპარატის მოხსნის შემდეგ ნახევარგამოყოფის ხანგრძლივი პერიოდის გამო.
აბროციტინიბი: ფლუკონაზოლმა (CYP2C19, 2C9, 3A4-ის ინჰიბიტორი) 155%-ით გაზარდა მოქმედი ნივთიერების აბროციტინიბის ზემოქმედების დონე. ფლუკონაზოლთან ერთდროულად გამოყენებისას საჭიროა აბროციტინიბის დოზის კორექტირება აბროციტინიბის გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად.
ალფენტანილი: ჯანმრთელ მოხალისეებში ფლუკონაზოლის (დოზით 400 მგ) და ალფენტანილის (დოზით 20 მკგ/კგ ინტრავენურად) ერთდროულად გამოყენება იწვევდა ალფენტანილის AUC10-ის ორჯერ გაზრდას. ეს შესაძლოა, დაკავშირებული იყოს CYP3A4 იზოფერმენტის ინჰიბირებასთან ფლუკონაზოლის მიერ. შეიძლება საჭირო გახდეს ალფენტანილის დოზის კორექტირება.
ამიტრიპტილინი, ნორტრიპტილინი: ეფექტის გაზრდა. 5-ნორტრიპტილინის ან/და S-ამიტრიპტილინის კონცენტრაცია შეიძლება განისაზღვროს ფლუკონაზოლთან კომბინირებული თერაპიის დასაწყისში და დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ. აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ამიტრიპტილინის/ნორტრიპტილინის დოზის კორექტირება.
ამფოტერიცინი B: თაგვებზე ჩატარებულ კვლევებში (მათ შორის, იმუნოსუპრესიის მქონე თაგვებზე) აღინიშნა შემდეგი შედეგები: მცირე ადიტიური სოკოს საწინააღმდეგო ეფექტი C. almicans-ით გამოწვეული სისტემური ინფექციის დროს, ურთიერთქმედების არ არსებობა Cryptococcus neoformans-ით გამოწვეული ქალასშიდა ინფექციის დროს, ანტაგონიზმი A. fumigatus-ით გამოწვეული სისტემური ინფექციის დროს. ამ კვლევების შედეგების კლინიკური მნიშვნელობა გაურკვეველია.
ანტიკოაგულანტები: რეგისტრაციის შემდგომი დაკვირვების პერიოდში მიღებულია ცნობები სისხლდენის (ჰემატომების განვითარება, ცხვირიდან სისხლდენა, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, ჰემატურია და კუპრისებრი განავალი) განვითარების შესახებ, გამოწვეული პროთრომბინული დროის გახანგრძლივებით ვარფარინისა და ფლუკონაზოლის ერთდროულად გამოყენებით. მსგავსი მოვლენები აღინიშნა აზოლების ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო სხვა საშუალებების გამოყენების შემთხვევაშიც. ფლუკონაზოლისა და ვარფარინის ერთდროულად გამოყენებისას აღინიშნა პროთრომბინული დროის ორჯერ გაზრდა, სავარაუდოდ, CYP2C9 იზოფერმენტით განპირობებული ვარფარინის მეტაბოლიზმის დათრგუნვის შედეგად. კუმარინული რიგის ანტიკოაგულანტებით ან ინდანდიონით და ფლუკონაზოლით მკურნალობისას რეკომენდებულია პროთრომბინის დროის გულდასმით კონტროლი. ასევე, უნდა შეფასდეს ამ ანტიკოაგულანტების დოზის კორექტირების მიზანშეწონილობა.
აზითრომიცინი: ფლუკონაზოლის 800 მგ ერთჯერადი დოზის და აზითრომიცინის 1200 მგ ერთჯერადი დოზის ერთდროულად პერორალურად გამოყენებისას ჩატარდა ღია, რანდომიზებული, სამმხრივად ჯვარედინი კვლევა 18 ჯანმრთელი მოხალისის მონაწილეობით. გამოხატული ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ორივე პრეპარატს შორის დადგენილი არ არის.
ბენზოდიაზეპინები (ხანმოკლე მოქმედების), მაგალითად მიდაზოლამი და ტრიაზოლამი: მიდაზოლამის პერორალურად მიღების შემდეგ ფლუკონაზოლი არსებითად ზრდის მიდაზოლამის კონცენტრაციას და ფსიქომოტორულ ეფექტებს. ფლუკონაზოლის 200 მგ დოზით და მიდაზოლამის 7,5 მგ დოზით პერორალურად ერთდროულად გამოყენება იწვევდა მიდაზოლამის AUC გაზრდას და ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივებას შესაბამისად 3.7 და 2.2-ჯერ. ფლუკონაზოლის დღე-ღამეში 200 მგ დოზით და ტრიაზოლამის 0.25 მგ დოზით პერორალურად ერთდროულად გამოყენება იწვევდა ტრიაზოლამის AUC გაზრდას და ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივებას შესაბამისად 4.4 და 2.3-ჯერ. ფლუკონაზოლისა და ტრიაზოლამის ერთდროულად მიღებისას აღინიშნა ტრიაზოლამის ეფექტების გაძლიერება და გახანგრძლივება. თუ ფლუკონაზოლის მიღების დროს პაციენტს უნდა დაენიშნოს თერაპია ბენზოდიაზეპინებით, უნდა იქნას განხილული ამ უკანასკნელთა დოზის შემცირების საკითხი და პაციენტის მდგომარეობაზე დაწესდეს სათანადო დაკვირვება.
კარბამაზეპინი: ფლუკონაზოლი თრგუნავს კარბამაზეპინის მეტაბოლიზმს და 30%-ით ზრდის მის შრატისმიერ კონცენტრაციას. გასათვალისწინებელია კარბამაზეპინის ტოქსიკურობის განვითარების რისკი. უნდა განისაზღვროს კარბამაზეპინის დოზის კორექციის აუცილებლობა კონცენტრაციის/ეფექტის მიხედვით.
კალციუმის არხების ბლოკერები: კალციუმის არხების ზოგიერთი ანტაგონისტი (ნიფედიპინი, ისრადიპინი, ამლოდიპინი, ვერაპამილი და ფელოდიპინი) მეტაბოლიზდება იზოფერმენტით CYP3A4. ფლუკონაზოლი ზრდის კალციუმის არხების ანტაგონისტების სისტემურ ექსპოზიციას. რეკომენდებულია გვერდითი მოვლენების განვითარების კონტროლი.
ცელეკოქსიბი: ფლუკონაზოლით (200 მგ დღეში) და ცელეკოქსიბით (200 მგ) ერთდროულად მკურნალობის დროს ცელეკოქსიბის Сmax და AUC გაიზარდა შესაბამისად, 68%-ით და 134%-ით. ფლუკონაზოლთან კომბინაციაში შეიძლება საჭირო გახდეს ცელეკოქსიბის დოზის განახევრება.
ციკლოსპორინი: ფლუკონაზოლი მნიშვნელოვნად ზრდის ციკლისპორინის კონცენტრაციას და AUC. დღე-ღამეში 200 მგ დოზით ფლუკონაზოლის და ციკლოსპორინის (დოზით 2.7 მგ/კგ/დღე-ღამეში) გამოყენება იწვევს ციკლოსპორინის AUC გაზრდას 1.8-ჯერ.
ამ პრეპარატების ერთდროულად გამოყენება შეიძლება ციკლოსპორინის დოზის შემცირებით მისი კონცენტრაციის შესაბამისად.
ციკლოფოსფამიდი: ციკლოფოსფამიდისა და ფლუკონაზოლის ერთდროულად გამოყენებისას აღინიშნება ბილირუბინისა და კრეატინინის შრატისმიერი კონცენტრაციების გაზრდა. ეს კომბინაცია დასაშვებია ბილირუბინისა და კრეატინინის კონცენტრაციების გაზრდის რისკის გათვალისწინებით.
ფენტანილი: ცნობილია ერთი ლეტალური შედეგის შესახებ, რომელიც შეიძლება იყოს დაკავშირებული ფენტანილისა და ფლუკონაზოლის ერთდროულად გამოყენებასთან. სავარაუდოდ, დარღვევები დაკავშირებულია ფენტანილით ინტოქსიკაციასთან. ნაჩვენებია, რომ ფლუკონაზოლი მნიშვნელოვნად ზრდის ფენტანილის გამოყოფის დროს. გასათვალისწინებელია, რომ ფენტანილის კონცენტრაციის მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ფუნქციის დათრგუნვა. შეიძლება საჭირო გახდეს ფენტანილის დოზის კორექტირება.
ჰმგ-კოA-რედუქტაზას ინჰიბიტორები: ფლუკონაზოლის ჰმგ-კოA-რედუქტაზას ისეთ ინჰიბიტორებთან ერთდროულად გამოყენებისას, რომლებიც მეტაბოლიზდება СYP3A4-ით, როგორიცაა, ატორვასტატინი და სიმვასტატინი, ან СYP2С9-ით, როგორიცაა, ფლუვასტატინი (სტატინებით ღვიძლის მეტაბოლიზმის დაქვეითება), იზრდება მიოპათიისა და რაბდომიოლიზის განვითარების რისკი (დოზაზე დამოკიდებით). თანმხლები თერაპიის აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა პაციენტზე დაკვირვება მიოპათიისა და რაბდომიოლიზის სიმპტომების გამოვლენის მიზნით, ასევე საჭიროა კრეატინინკინაზას კონცენტრაციის კონტროლი. კრეატინინკინაზას კონცენტრაციის შესამჩნევად გაზრდის ან მიოპათიის/რაბდომიოლიზის განვითარების დიაგნოსტირების ან მასზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში ჰმგ-კოA-რედუქტაზას ინჰიბიტორებით თერაპია უნდა შეწყდეს. სტატინების გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად შეიძლება საჭირო გახდეს ჰმგ-კოA-რედუქტაზას ინჰიბიტორების უფრო დაბალი დოზები.
იბრუტინიბი: იზოფერმენტ СYP3A4-ის ზომიერი ინჰიბიტორები, როგორიცაა ფლუკონაზოლი, ზრდის იბრუტინიბის კონცენტრაციას პლაზმაში და შეიძლება გაზარდოს ტოქსიკურობის რისკი. თუ კომბინაციის თავიდან არიდება შეუძლებელია, საჭიროა იბრუტინიბის დოზის შემცირება 280 მგ-მდე ერთხელ დღეში (ორი კაფსულა) ინჰიბიტორის გამოყენების პერიოდში და საგულდაგულო კლინიკური მონიტორინგის უზრუნველყოფა.
ევეროლიმუსი: მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი კვლევები in vivo და in vitro არ არის ჩატარებული, ითვლება, რომ ფლუკონაზოლს შეუძლია გაზარდოს ევეროლიმუსის კონცენტრაცია სისხლის შრატში CYP3A4-ის დათრგუნვის ხარჯზე.
ლოზარტანი: ფლუკონაზოლი თრგუნავს ლოზარტანის მეტაბოლიზმს მის აქტიურ მეტაბოლიტამდე (E-31 74), რომელიც პასუხისმგებელია ანგიოტენზინი II-რეცეპტორების ანტაგონიზმთან დაკავშირებული ეფექტების უმრავლესობაზე. საჭიროა არტერიული წნევის რეგულარული კონტროლი.
ლურაზიდონი: CYP3A4-ის ისეთ ზომიერ ინჰიბიტორებს, როგორიცაა ფლუკონაზოლი, შეუძლია გაზარდოს პლაზმაში ლურაზიდონის კონცენტრაცია. თუ შეუძლებელია ერთდროულად გამოყენებისგან თავის არიდება, შეამცირეთ ლურაზიდონის დოზა, როგორც მითითებულია ლურაზიდონის გამოყენების ინსტრუქციაში.
მეტადონი: ფლუკონაზოლს შეუძლია გაზარდოს მეტადონის პლაზმური კონცენტრაცია. შეიძლება საჭირო გახდეს მეტადონის დოზის კორექცია.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს): ფლურბიპროფენის Cmax და AUC იზრდება შესაბამისად 23%-ით და 81%-ით, ფლუკონაზოლის ერთდროულად გამოყენებისას მხოლოდ ფლურბიპროფენის შეყვანასთან შედარებით. ანალოგიურად ფარმაკოლოგიურად აქტიური იზომერის [S-(+)-იბუპროფენი] Cmax და AUC გაიზარდა შესაბამისად 15%-ით და 82%-ით, ფლუკონაზოლის რაცემიულ იბუპროფენთან (400 მგ) ერთდროულად გამოყენებისას, მხოლოდ რაცემიული იბუპროფენის შეყვანასთან შედარებით.
მიუხედავად იმისა, რომ სპეციალურად შესწავლილი არ არის, ფლუკონაზოლს შეუძლია გაზარდოს სხვა ისეთი აასს-ის სისტემური ექსპოზიცია, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP2C9-ით (მაგალითად, ნაპროქსენი, ლორნოქსიკამი, მელოქსიკამი, დიკლოფენაკი). რეკომენდებულია აასს-ით გამოწვეული გვერდითი მოქმედებებისა და ტოქსიკურობის ხშირი მონიტორინგი. შეიძლება საჭირო გახდეს აასს-ის დოზის კორექტირება.
ოლაპარიბი: იზოფერმენტ CYP3A4-ის ზომიერი ინჰიბიტორები, როგორიცაა ფლუკონაზოლი, ზრდის სისხლის პლაზმაში ოლაპარიბის კონცენტრაციას. მათი ერთდროულად გამოყენება რეკომენდებული არ არის. თუ შეუძლებელია კომბინირებული გამოყენების თავიდან აცილება, საჭიროა ოლაპარიბის დოზის შემცირება 200 მგ-მდე ორჯერ დღე-ღამეში.
პერორალური კონტრაცეფტივები: ჩატარდა ფლუკონაზოლის მრავალჯერადი მიღების ფონზე კომბინირებული პერორალური კონტრაცეფტივის გამოყენების ორი ფარმაკოკინეტიკური კვლევა. კომბინირებული პერორალური კონტრაცეფტივისა და ფლუკონაზოლის 50 მგ დოზის ერთდროულად გამოყენებისას არსებითი გავლენა ჰორმონების დონეზე დადგენილი არ არის, ხოლო ფლუკონაზოლის 200 მგ დოზის ყოველდღე გამოყენებისას ეთინილესტრადიოლისა და ლევონორგესტრელის AUC იზრდება შესაბამისად 40%-ით და 24%-ით. ამასთან დაკავშირებით, ფლუკონაზოლის მითითებული დოზების მრავალჯერადი მიღება არ მოახდენს გავლენას კომბინირებული პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების ეფექტიანობაზე.
ფენიტოინი: ფლუკონაზოლი თრგუნავს ფენიტოინის მეტაბოლიზმს ღვიძლში. ერთდროულად 200 მგ ფლუკონაზოლის განმეორებით და 250 მგ ფენიტოინის ინტრავენურად შეყვანა იწვევდა ფენიტოინის AUC24-ის გაზრდას 75%-ით და Cmin – 128%-ით. ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში საჭიროა შრატში ფენიტოინის კონცენტრაციის კონტროლი ფენიტოინის ტოქსიკურობის თავიდან აცილების მიზნით.
ივაკაფტორი (ცალკე ან იმავე თერაპიული კლასის პრეპარატებთან კომბინაციაში): ივაკაფტორთან ერთდროულად გამოყენება, რომელიც წარმოადგენს მუკოვისციდოზის ტრანსმემბრანული გამტარობის სტიმულატორს (CFTR), 3-ჯერ ზრდის ივაკაფტორის ზემოქმედებას და 1,9-ჯერ ზრდის ჰიდროქსიმეთილ-ივაკაფტორის (M1) ზემოქმედებას. საჭიროა ივაკაფტორის (ცალკე ან კომბინაციაში) დოზის შემცირება, ივაკაფტორის (ცალკე ან კომბინაციაში) გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად.
პრედნიზონი: არსებობს ცნობები თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მწვავე უკმარისობის განვითარების შესახებ ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდეგ სამთვიანი თერაპიის შემდეგ ფლუკონაზოლის მოხსნის შემთხვევაში. სავარაუდოდ, ფლუკონაზოლით თერაპიის შეწყვეტამ გამოიწვია CYP3A4 იზოფერმენტის აქტივობის მომატება და გაზარდა პრედნიზონის მეტაბოლიზმი.
პრედნიზონისა და ფლუკონაზოლის კომბინირებული თერაპიის შემთხვევაში საჭიროა პაციენტების მკაცრი სამედიცინო დაკვირვება ფლუკონაზოლის მიღების შეწყვეტისას თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მდგომარეობის შეფასების მიზნით.
რიფაბუტინი: ფლუკონაზოლისა და რიფაბუტინის ერთდროულად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ამ უკანასკნელის შრატისმიერი კონცენტრაციის მომატება 80%-მდე. ფლუკონაზოლისა და რიფაბუტინის ერთდროულად გამოყენებისას აღწერილია უვეიტის შემთხვევები. რიფაბუტინისა და ფლუკონაზოლის ერთდროულად მიღების შემთხვევაში საჭიროა პაციენტების გულდასმით კონტროლი. კომბინირებული თერაპიის დროს გასათვალისწინებელია რიფაბუტინის ტოქსიკურობის სიმპტომები.
საკვინავირი: AUC იზრდება დაახლოებით 50%-ით, Cmax – 55%-ით, საკვინავირის კლირენსი მცირდება დაახლოებით 50%-ით CYP3A4 იზოფერმენტის ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმის ინჰიბირებასთან და P-გლიკოპროტეინის ინჰიბირებასთან დაკავშირებით. შეიძლება საჭირო გახდეს საკვინავირის დოზის კორექტირება.
სიროლიმუსი: სისხლის პლაზმაში სიროლურმისის კონცენტრაციის მომატება, სავარაუდოდ სიროლიმუსის მეტაბოლიზმის ინჰიბირებასთან დაკავშირებით CYP3A4 იზოფერმენტის და P-გლიკოპროტეინის დათრგუნვის გზით. მოცემული კომბინაციის გამოყენება შეიძლება სიროლიმუსის დოზის შესაბამისი კორექციით ეფექტის/კონცენტრაციის მიხედვით.
სულფონილშარდოვანას პრეპარატები: ერთდროულად გამოყენებისას ფლუკონაზოლი იწვევს სულფონილშარდოვანას პერორალური პრეპარატების (ქლორპროპამიდის, გლიბენკლამიდის, გლიპიზიდის და ტოლბუტამიდის) ნახევარგამოყოფის პერიოდის გაზრდას.
ფლუკონაზოლთან ერთდროულად გამოყენებისას საჭიროა სისხლში გლუკოზის დონის რეგულარული კონტროლი და, საჭიროების შემთხვევაში, სულფონილშარდოვანას პრეპარატების დოზის დროულად შემცირება.
ტაკროლიმუსი: ფლუკონაზოლისა და ტაკროლიმუსის (პერორალურად) ერთდროულად გამოყენება იწვევს ამ უკანასკნელის შრატისმიერი კონცენტრაციის გაზრდას ხუთჯერ ტაკროლიმუსის მეტაბოლიზმის ინჰიბირების ხარჯზე, რომელსაც ადგილი აქვს ნაწლავში CYP3A4 იზოფერმენტის საშუალებით. პრეპარატების ფარმაკოკინეტიკის მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღინიშნებოდა ინტრავენური ტაკროლიმუსის გამოყენების შემთხვევაში. აღწერილია ნეფროტოქსიკურობის შემთხვევები. საჭიროა ტაკროლიმუსის დოზის კორექტირება სისხლში მისი კონცენტრაციის მომატების მიხედვით.
თეოფილინი: 200 მგ დოზით ფლუკონაზოლთან ერთდროულად გამოყენებისას 14 დღის განმავლობაში თეოფილინის პლაზმური კლირენსის საშუალო სიჩქარე მცირდება 18%-ით. თეოფილინის მაღალი დოზების მიღების ან თეოფილინის ტოქსიკური მოქმედების განვითარების მომატებული რისკის შემთხვევაში ფლუკონაზოლის დანიშვნისას საჭიროა თეოფილინის დოზის გადაჭარბების სიმპტომებზე დაკვირვება და, აუცილებლობის შემთხვევაში, თერაპიის შესაბამისი კორექტირება.
ტოფაციტინიბი: ტოფაციტინიბის ექსპოზიცია იზრდება მისი კომბინირებული გამოყენებისას პრეპარატებთან, რომლებიც ერთდროულად წარმოადგენს იზოფერმენტ CYP3A4-ის და CYP2C19-ის ზომიერ ინჰიბიტორებს (მაგალითად, ფლუკონაზოლი). შეიძლება, საჭირო გახდეს ტოფაციტინიბის დოზის კორექტირება 5 მგ-მდე ერთხელ დღე-ღამეში.
ტოლვაპტანი: ტოლვაპტანის ექსპოზიცია მნიშვნელოვნად იზრდება (AUC 200%-ით, Cmax 80%-ით) CYP3A4-ის სუბსტრატის – ტოლვაპტანის და CYP3A4-ის ზომიერი ინჰიბიტორის – ფლუკონაზოლის ერთდროულად გამოყენებისას. ამ შემთხვევაში, არსებობს არასასურველი მოვლენების განვითარების მნიშვნელოვნად გახშირების რისკი, კერძოდ, ისეთების, როგორიცაა მომატებული დიურეზი, დეჰიდრატაცია და თირკმელების მწვავე უკმარისობა. ამ პრეპარატების ერთდროულად გამოყენებისას საჭიროა ტოლვაპტანის დოზის შემცირება და პაციენტის მდგომარეობაზე ყურადღებით დაკვირვება.
გველის სუროს ალკალოიდები: მიზანმიმართული კვლევების არ არსებობის მიუხედავად, ფლუკონაზოლს სავარაუდოდ შეუძლია გაზარდოს გველის სუროს ალკალოიდების (მაგალითად, ვინკრისტინისა და ვინბლასტინის) კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში, და შედეგად გამოიწვიოს ნეიროტოქსიკურობა, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს CYP3A4 იზოფერმენტის დათრგუნვასთან.
ვიტამინი A: ცნობილია ტვინის ფსევდოსიმსივნის სახით ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) მხრივ არასასურველი რეაქციების განვითარების ერთი შემთხვევის შესახებ სრულად ტრანს-რეტინული მჟავისა და ფლუკონაზოლის ერთდროულად მიღების შემთხვევაში, რომლებიც გაქრა ფლუკონაზოლის მოხსნის შემდეგ. მოცემული კომბინაციის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ცნს-ის მხრივ არასასურველი რეაქციების განვითარების შესაძლებლობის გათვალისწინებით.
ზიდოვუდინი: პერორალურად გამოყენებისას ფლუკონაზოლი აქვეითებს ზიდოვუდინის კლირენსს დაახლოებით 45%-ით და ზრდის ზიდოვუდინის Cmax და AUC შესაბამისად 84%-ით და 74%-ით. გარდა ამისა, ფლუკონაზოლთან ერთდროულად გამოყენებისას აღინიშნა ზიდოვუდინის ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივება დაახლოებით 128%-ით. აღნიშნული კომბინაციის მიღების შემთხვევაში საჭიროა პაციენტების დაკვირვება ზიდოვუდინის არასასურველი რეაქციების გამოვლენის მიზნით. …
სიფრთხილის ზომები
Tinea capitis
ბავშვებში tinea capitis-ის სამკურნალოდ ფლუკონაზოლის გამოყენების კვლევების მონაცემებით მისი ეფექტიანობა არ აღემატებოდა გრიზეოფულვინის ეფექტიანობას, ხოლო მკურნალობის ეფექტიანობის საერთო მაჩვენებელმა შეადგინა <20%. ამიტომ, დიფლუკანის გამოყენება tinea capitis-ის სამკურნალოდ მიზანშეწონილი არ არის.
კრიპტოკოკოზი
სხვა ლოკალიზაციის (მაგალითად, ფილტვის და კანის) კრიპტოკოკოზის სამკურნალოდ ფლუკონაზოლის ეფექტიანობის მტკიცებულება არასაკმარისია, ამიტომ ამ დაავადებათა დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები არ არსებობს.
ღრმა ენდემური მიკოზები
ენდემური მიკოზების ისეთი სხვა ფორმების სამკურნალოდ, როგორიცაა პარაკოკციდიოიდომიკოზი, კანისა და ლიმფური სისტემის სპოროტრიქოზი და ჰისტოპლაზმოზი, ფლუკონაზოლის ეფექტიანობის მტკიცებულება არასაკმარისია, ამიტომ ასეთი დაავადებების დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები არ არსებობს.
თირკმელები
თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში დიფლუკანის გამოყენება საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვით (იხ. პარაგრაფი “გამოყენების წესი და დოზები”).
თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა
დადგენილია, რომ კეტოკონაზოლი იწვევს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობას, რაც ასევე იშვიათად შეიძლება კავშირში იყოს ფლუკონაზოლთან. თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა დაკავშირებულია პრედნიზოლონით თანმხლებ მკურნალობასთან (იხ. პარაგრაფი “ფლუკონაზოლის გავლენა სხვა სამკურნალო საშუალებებზე”).
ჰეპატობილიარული სისტემა
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში დიფლუკანი გამოიყენება სიფრთხილის ზომების დაცვით.
იშვით შემთხვევებში ფლუკონაზოლის გამოყენებას შეიძლება თან ახლდეს ღვიძლის მხრივ სერიოზული ტოქსიკური რეაქციების განვითარება, მათ შორის ლეტალური შედეგით. ასეთი რეაქციების განვითარების რისკი იზრდება მძიმე თანმხლები დაავადებების არსებობისას. იმ შემთხვევაში, როდესაც ჰეპატოტოქსიკურობის განვითარება დაკავშირებული იყო ფლუკონაზოლის გამოყენებასთან, კავშირი პაციენტის მდგომარეობასა და პრეპარატის დღე-ღამის დოზას, მკურნალობის ხანგრძლივობას, პაციენტის ასაკსა და სქესს შორის გამოვლენილი არ იყო. ფლუკონაზოლის ჰეპატოტოქსიკური მოქმედება ჩვეულებრივ ატარებდა შექცევად ხასიათს.
ღვიძლის უფრო სერიოზული დაზიანების ნიშნების გამოვლენის მიზნით ფლუკონაზოლით მკურნალობის დროს ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების დარღვევის შემთხვევებში საჭიროა პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება.
საჭიროა პაციენტების ინფორმირება ღვიძლის სერიოზული დაზიანების ნიშნების შესახებ (გამოხატული სისუსტე, ანორექსია, მუდმივი გულისრევა, ღებინება და სიყვითლე). ზემოთ მითითებული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ფლუკონაზოლის მიღება და მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა
ზოგიერთი აზოლის, მათ შორის ფლუკონაზოლის, მიღება დაკავშირებულია ელექტროკარდიოგრამაზე QT ინტერვალის გახანგრძლივებასთან. ფლუკონაზოლი იწვევს QT ინტერვალის გახანგრძლივებას იონების დენის ინჰიბირების გზით კალიუმის არხების (Ikr) საშუალებით. სხვა სამკურნალო საშუალებებით (როგორიცაა ამიოდარონი) გამოწვეული QT ინტერვალის გახანგრძლივება, შეიძლება გაძლიერებული იქნას ციტოქრომ P450-ის იზოფერმენტ CYP3A4-ის ინჰიბიტორებით. რეგისტრაციის შემდგომი დაკვირვების პერიოდში ფლუკონაზოლის გამოყენებისას აღინიშნა QT ინტერვალის გახანგრძლივების და პირუეტის ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (torsade de pointes) განვითარების ძალიან იშვიათი შემთხვევები. ეს სიმპტომები რეგისტრირებულია მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებში რისკის მრავლობითი ფაქტორებით, როგორიცაა გულის სტრუქტურული დაავადებები, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები და ასეთი გართულებების განვითარების ხელშემწყობი თანმხლები სამკურნალწამლო თერაპია. პაციენტებში ჰიპოკალიემიით და გულის მძიმე უკმარისობით არსებობს სიცოცხლისთვის საშიში პარკუჭოვანი არითმიის და პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარების მომატებული რისკი.
დიფლუკანი სიფრთხილის ზომების დაცვით გამოიყენება პროარითმოგენული მდგომარეობების მქონე პაციენტებში. უკუნაჩვენებია ფლუკონაზოლის ერთდროულად გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც ახანგრძლივებს QT ინტერვალს და მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450-ის იზოფერმენტ CYP3A4-ის საშუალებით (იხ. პარაგრაფები “უკუჩვენება” და “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).
ჰალოფანტრინი
დადგენილია, რომ ჰალოფანტრინი არის იზოფერმენტ CYP3A4-ის სუბსტრატი და ახანგრძლივებს QTc ინტერვალს რეკომენდებული თერაპიული დოზების გამოყენებისას. ამასთან დაკავშირებით, ჰალოფანტრინისა და ფლუკონაზოლის ერთდროულად გამოყენება რეკომენდებული არ არის (იხ. პარაგრაფი “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).
დერმატოლოგიური რეაქციები
იშვიათ შემთხვევებში, ფლუკონაზოლის გამოყენებისას პაციენტებში განვითარდა კანის ექსფოლიატიური რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. დაფიქსირდა სამკურნალწამლო რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS-სინდრომი). შიდსით დაავადებულებში უფრო მაღალია კანის მხრივ მძიმე რეაქციების განვითარების რისკი ბევრი პრეპარატის მიღებისას. ზედაპირული სოკოვანი ინფექციის მკურნალობის დროს ფლუკონაზოლის მიღებისას კანზე გამონაყარის გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა. ინვაზიური / სისტემური სოკოვანი ინფექციის მქონე პაციენტში კანზე გამონაყარის განვითარების შემთხვევაში საჭიროა მისი მდგომარეობის გულდასმით დაკვირვება, ხოლო ბულოზური გამონაყარის ან მრავალფორმული ერითემის გამოვლენის შემთხვევაში ფლუკონაზოლი უნდა მოიხსნას.
ჰიპერმგრძნობელობა
ცნობილია ანაფილაქსიური რეაქციების განვითარების იშვიათი შემთხვევების შესახებ (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენება”).
ციტოქრომი P450
ფლუკონაზოლი წარმოადგენს იზოფერმენტ CYP2C9-ის და CYP3A4-ის ზომიერ ინჰიბიტორს. ასევე, ფლუკონაზოლი არის იზოფერმენტ CYP2C19-ის ძლიერი ინჰიბიტორი. ამასთან დაკავშირებით, საჭიროა პაციენტების მდგომარეობის გულდასმით კონტროლი დიფლუკანისა და ვიწრო თერაპიული პროფილის მქონე ისეთი სამკურნალო საშუალებების ერთდროულად გამოყენებისას, რომლებიც მეტაბოლიზდება იზოფერმენტ CYP2C9, CYP2C19 და CYP3A4-ის მონაწილეობით (იხ. პარაგრაფი “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).
ტერფენადინი
ტერფენადინის და ფლუკონაზოლის დღე-ღამეში 400 მგ-ზე ნაკლები დოზის ერთდროულად გამოყენება საჭიროა გულდასმითი კონტროლით (იხ. პარაგრაფები “უკუჩვენება” და “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).
კანდიდოზი
კვლევებით ნაჩვენებია C. albicans-ის გარდა, Candida-ს სხვა სახეობებით გამოწვეული ინფექციების მზარდი მაჩვენებელი. ამ სახეობებს, როგორც წესი, გააჩნია ბუნებრივი რეზისტენტობა (მაგალითად, C. crusei და C. auris) ან ავლენს დაქვეითებულ მგრძნობელობას ფლუკონაზოლის მიმართ (C. glabrata). ასეთი ინფექციები შეიძლება საჭიროებდეს სოკოს საწინააღმდეგო ალტერნატიულ თერაპიას, არაეფექტიანი მკურნალობის გამო. ამიტომ, სპეციალისტებმა უნდა გაითვალისწინონ Candida-ს სხვადასხვა სახეობების რეზისტენტობა ფლუკონაზოლის მიმართ.
დამხმარე ნივთიერებები
დიფლუკანის კაფსულები შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს. პაციენტებმა გალაქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით, ლაქტაზის საერთო უკმარისობით ან გლუკოზა-გალაქტოზის შეწოვის დარღვევით, ეს პრეპარატი არ უნდა მიიღონ.
პრეპარატ დიფლუკანის თითოეული კაფსულა შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს, ე.ი. ნატრიუმის შემცველობა უმნიშვნელოა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
შვილოსნობის უნარის მქონე ქალები
მკურნალობის დაწყებამდე პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული ნაყოფისთვის პოტენციური რისკის შესახებ.
პრეპარატის ერთჯერადი დოზის გამოყენების შემდეგ, დაორსულებამდე, რეკომენდებულია დაიცვათ გამოყოფის პერიოდი, რომელიც შეადგენს 1 კვირას (რაც შეესაბამება ნახევარგამოყოფის 5-6 პერიოდს) (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოკინეტიკა“).
მკურნალობის უფრო ხანგრძლივი კურსებისას შეიძლება კონტრაცეფციის გამოყენების აუცილებლობის საკითხის განხილვა შვილოსნობის უნარის მქონე ქალებში მკურნალობის სრული კურსის და ბოლო დოზის მიღებიდან 1 კვირის განმავლობაში.
ორსულობა
დაკვირვებითი კვლევის შედეგები მიუთითებს თვითნებური აბორტის მომატებულ რისკზე ქალებში, რომლებიც იღებდნენ ფლუკონაზოლს ორსულობის პირველ ან(და) მეორე ტრიმესტრში, იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც არ იღებდნენ ფლუკონაზოლს ან იღებდნენ ადგილობრივი გამოყენების აზოლების ჯგუფის პრეპარატებს იმავე პერიოდის განმავლობაში. რამდენიმე ათასი ორსულის მონაწოლეობით ჩატარებული კვლევების მონაცემები, რომლებიც იღებდნენ ფლუკონაზოლის კუმულაციურ დოზას <150 მგ პირველ ტრიმესტრში, არ აჩვენებს ნაყოფის განვითარების მანკების საერთო რისკის გაზრდას. ერთ დიდ დაკვირვებით კოჰორტულ კვლევაში პერორალური ფლუკონაზოლის ზემოქმედება პირველ ტრიმესტრში დაკავშირებული იყო საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის განვითარების დარღვევების მცირედიდ მომატებულ რისკთან, რაც შეესაბამება დაახლოებით 1 დამატებით შემთხვევას 1000 ქალზე, რომლებიც იღებდნენ კუმულაციურ დოზებს <450 მგ, იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ ადგილობრივ აზოლებს, და დაახლოებით 4 დამატებით შემთხვევას 1000 ქალზე, რომლებიც იღებდნენ კუმულაციურ დოზებს 450 მგ-ზე მეტს. დაკორექტირებული ფარდობითი რისკი შეადგენდა 1.29 (95% ს/ი 1.05-1.58) 150 მგ პერორალური ფლუკონაზოლისთვის და 1.98 (95% ს/ი 1.23-3.17) ფლუკონაზოლის 450 მგ-ზე მეტი დოზებისთვის.
ორსულობის პერიოდში ფლუკონაზოლის გამოყენებისას გულის განვითარების დარღვევების ეპიდემიოლოგიური კვლევების ხელმისაწვდომი მონაცემები ურთიერთსაწინააღმდეგოა. თუმცა, ორსულობის პირველ ტრიმესტრში ფლუკონაზოლით ნამკურნალები რამდენიმე ათასი ორსულის მონაწილეობით ჩატარებული 5 დაკვირვებითი კვლევის მონაცემთა მეტაანალიზმა გამოავლინა გულის განვითარების დარღვევების გამოვლენის რისკის 1.8-2-ჯერ გაზრდა იმ ჯგუფებთან შედარებით, რომლებიც არ იყენებდნენ ფლუკონაზოლს ან(და) იყენებდნენ ადგილობრივი გამოყენების აზოლების ჯგუფის პრეპარატებს.
კლინიკური შემთხვევების შესახებ შეტყობინებებში აღწერილია თანდაყოლილი დეფექტები ჩვილებში, რომელთა დედები იღებდნენ ფლუკონაზოლის მაღალ დოზებს (400-800 მგ დღე-ღამეში) ორსულობის პერიოდში 3 თვის ან მეტი დროის განმავლობაში კოკციდიოიდომიკოზის სამკურნალოდ.
ამ ჩვილებში აღნიშნული თანდაყოლილი დეფექტები მოიცავს ბრაქიცეფალიას, ყურების დისპლაზიას, გიგანტურ ყიფლიბანდს, თეძოს გამრუდებას და მხრის სინოსტოზს. მიზეზობრივ-შედეგობრივი კავშირი ფლუკონაზოლის გამოყენებასა და ამ თანდაყოლილ დეფექტებს შორის გარკვეული არ არის. მიზანშეწონილი არ არის ორსულობის დროს ფლუკონაზოლის სტანდარტული დოზების გამოყენება და ფლუკონაზოლით ხანმოკლე კურსების ჩატარება აშკარა აუცილებლობის გარეშე.
მიზანშეწონილი არ არის ორსულობის დროს ფლუკონაზოლის მაღალი დოზების გამოყენება ან/და ხანგრძლივი მკურნალობის ჩატარება, გარდა სიცოცხლისთვის საშიში ინფექციების მკურნალობის შემთხვევებისა.
ძუძუთი კვება
ფლუკონაზოლი ვლინდება დედის რძეში პლაზმურთან მიახლოებული კონცენტრაციებით (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოკინეტიკა”).
ძუძუთი კვების გაგრძელება შეიძლება ფლუკონაზოლის ერთჯერადი დოზის 150 მგ-ის მიღების შემდეგ. რეკომენდებული არ არის ძუძუთი კვება ფლუკონაზოლის მრავალჯერადი მიღების შემდეგ ან მაღალი დოზის მიღების შემდეგ. ძუძუთი კვების უპირატესობა უნდა შეფასდეს ჩვილის განვითარებისა და ჯანმრთელობის მიზნით, ასევე განისაზღვროს დედისთვის პრეპარატ დიფლუკანის კლინიკური აუცილებლობა და ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილში პრეპარატ დიფლუკანით გამოწვეული ან დედის საწყისი მდგომარეობით განპირობებული ნებისმიერი შესაძლო გვერდითი მოქმედება.
ფერტილობა
ფლუკონაზოლი არ ახდენდა გავლენას ძუ და ხვადი ვირთაგვების ფერტილობაზე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიკურ აღჭურვილობასთან მუშაობის უნარზე ფლუკონაზოლის გავლენის შემსწავლელი კვლევები არ არის ჩატარებული.
პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა თავბრუსხვევის ან კრუნჩხვის განვითარების შესაძლებლობის გათვალისწინება (იხ. პარაგრაფი “გვერდითი მოქმედება“). ნებისმიერი ამ სიმპტომის განვითარებისას რეკომენდებული არ არის ავტომობილის მართვა და მექანიკურ აღჭურვილობასთან მუშაობა.
გვერდითი მოვლენები
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
რეგისტრირებულია სამკურნაწლამლო რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS-სინდრომი), დაკავშირებული ფლუკონაზოლით მკურნალობასთან (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება”).
ყველაზე ხშირად (>1/100 <1/10-მდე) რეგისტრირებულია ისეთი არასასურველი რეაქციები, როგორიცაა თავის ტკივილი, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, გულისრევა, ღებინება, ალანინამინოტრანსფერაზას დონის მომატება, ასპარტატამინოტრანსფერაზას დონის მომატება, ტუტე ფოსფატაზის დონის მომატება სისხლში და გამონაყარი.
დიფლუკანის მიღებისას აღინიშნა ქვემოთ მითითებული არასასურველი რეაქციები შემდეგი სიხშირით: ძალიან ხშირად (>1/10), ხშირად (>1/100-დან <1/10-მდე), არახშირად (>1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათად (>1/10000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათად (<1/10000) და უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია).
ორგანოთა სისტემების კლასი
ხშირად
არახშირად
იშვიათად
უცნობია
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ
ანემია
აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ანაფილაქსია
დარღვევები ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ
მადის დაქვეითება
ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია, ჰიპოკალიემია
ფსიქიკის დარღვევები
ძილიანობა, უძილობა
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
თავის ტკივილი
კრუნჩხვა, პარესთეზია, თავბრუსხვევა, გემოს შეცვლა
ტრემორი
დარღვევები სმენის ორგანოსა და ლაბირინთის მხრივ
ვერტიგო
დარღვევები გულის მხრივ
პირუეტის ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდია (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“), QT ინტერვალის გახანგრძლივება (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება”)
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ტკივილი მუცლის არეში, ღებინება, დიარეა, გულისრევა
შეკრულობა, დისპეფსია, მეტეორიზმი, სიმშრალე პირის ღრუში
დარღვევები ღვიძლისა და ნაღვლგამომყოფი გზების მხრივ
ალანინამინოტრანსფერაზას დონის მომატება (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“), ასპარტატამინოტრანსფერაზას დონის მომატება (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“), ტუტე ფოსფატაზას დონის მომატება სისხლში (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“)
ქოლესტაზი (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“), სიყვითლე (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“), ბილირუბინის დონის მომატება (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“)
ღვიძლის უკმარისობა (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“), ჰეპატოცელულარული ნეკროზი (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“), ჰეპატიტი (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“), ჰეპატოცელულარული დაზიანება (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“)
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
გამონაყარი (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“)
ტოქსიდერმია* (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“), ჭინჭრის ციება (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“), ქავილი, მომატებული ოფლიანობა
ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“), სტივენს-ჯონსონის სინდრომი (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“), მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“), ექსფოლიაციური დერმატიტი, ანგიონევროზული შეშუპება, სახის შეშუპება, ალოპეცია
სამკურნალწამლო რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური ნიშნებით (DRESS-სინდრომი)
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
მიალგია
ზოგადი დარღვევებიდა რეაქციები შეყვანის ადგილზე
მომატებული დაღლილობა, შეუძლოდ ყოფნა, ასთენია, ცხელება
- ხანგრძლივი სამკურნალწამლო ერითემის ჩათვლით
ბავშვები და მოზარდები
არასასურველი რეაქციების ტიპი და სიხშირე, ასევე კვლევის ლაბორატორიული მეთოდების შედეგების გადაცდენა, რომლებიც დაფიქსირებულია ბავშვებსა და მოზარდებში კლინიკური კვლევების დროს, გენიტალური კანდიდოზის გარდა, მსგავსი იყო მოზრდილებში აღნიშნული მაჩვენებლისა.
ჭარბი დოზა
ცნობილია ფლუკონაზოლის დოზის გადაჭარბების შემთხვევების შესახებ ჰალუცინაციებისა და პარანოიდული ქცევის თანხლებით.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ადეკვატური ეფექტის მიღება შეიძლება სიმპტომური მკურნალობით (შემანარჩუნებელი ზომების და კუჭის გამორეცხვის ჩათვლით).
ფლუკონაზოლი ძირითადად გამოიყოფა თირკმელების საშუალებით, ამიტომ ფორსირებულმა დიურეზმა შეიძლება დააჩქაროს პრეპარატის გამოყოფა. ჰემოდიალიზის 3 საათიანი სეანსი დაახლოებით 50%-ით ამცირებს სისხლის პლაზმაში ფლუკონაზოლის კონცენტრაციას.
შემადგენლობა
50 მგ კაფსულები:
თითოეული კაფსულა შეიცავს:
მოქმედ ნივთიერებას: 50 მგ ფლუკონაზოლს;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი 49,707 მგ, სიმინდის სახამებელი 16,500 მგ, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური 0,117 მგ, მაგნიუმის სტეარატი 1,059 მგ, ნატრიუმის ლაურილსულფატი 0,117 მგ; კაფსულის გარსი: ტიტანის დიოქსიდი (Е171) 4,47%, ლურჯი საღებავი პატენტირებული (Е131) 0,03%, ჟელატინი 100%-მდე.
150 მგ კაფსულები:
თითოეული კაფსულა შეიცავს:
მოქმედ ნივთიერებას: 150 მგ ფლუკონაზოლს;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი 149,120 მგ, სიმინდის სახამებელი 49,500 მგ, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური 0,352 მგ, მაგნიუმის სტეარატი 3,176 მგ, ნატრიუმის ლაურილსულფატი 0,352 მგ; კაფსულის გარსი: ტიტანის დიოქსიდი (Е171) 1,47%, ლურჯი საღებავი პატენტირებული (Е131) 0,03%, ჟელატინი 100%-მდე.
მელანი 50 მგ და 150 მგ კაფსულების მარკირებისთვის: შელაკის გლაზური 63%, საღებავი რკინის შავი ოქსიდი (E172) 25%, N-ბუთილის სპირტი 8,995%, სამრეწველო მეთილირებული სპირტი 74 OP 2%, სოიოს ლეციტინი 1%, ქაფსაწინააღმდეგო კომპონენტი DC1510 0,005%.
აღწერილობა
50 მგ კაფსულები: ჟელატინის მკვრივი კაფსულები №4, ფირუზისფერი თავსახურით და თეთრი კორპუსით, შავი ფერის მარკირებით “Pfizer”-ის ლოგოტიპის სახით და “FLU-50”.
150 მგ კაფსულები: ჟელატინის მკვრივი კაფსულები №1, ფირუზისფერი თავსახურით და კორპუსით, შავი ფერის მარკირებით “Pfizer”-ის ლოგოტიპის სახით და “FLU-150”.
კაფსულების შიგთავსი: თეთრიდან მკრთალი-ყვითელი ფერის ფხვნილი.
შენახვის პირობები
5 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 30˚C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ფარმაკოლოგიური თვისებები
სოკოს საწინააღმდეგო სისტემური პრეპარატები. სოკოს საწინააღმდეგო სისტემური პრეპარატები. ტრიაზოლის წარმოებულები. ფლუკონაზოლი.
ათქ კოდი: J02AC01
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი
ფლუკონაზოლი, ტრიაზოლური სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.
მისი მოქმედების ძირითადი მექანიზმი მდგომარეობს სოკოს ციტოქრომ P-450-ით გამოწვეული 14-ალფა-ლანოსტეროლის დემეთილირების რეაქციის დათრგუნვაში, რომელიც სოკოებში ერგოსტეროლის ბიოსინთეზის ძირითად ეტაპს წარმოადგენს. 14-ალფა-მეთილსტეროლების დაგროვება კორელირებს სოკოს უჯრედული მემბრანის შემადგენლობაში შემავალი ერგოსტეროლის შემდგომ დაკარგვასთან; სავარაუდოდ, ეს პროცესი საფუძვლად უდევს ფლუკონაზოლის სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებას. ნაჩვენებია, რომ ფლუკონაზოლი უფრო სელექციურია სოკოს ციტოქრომ P-450-ის ოჯახის ფერმენტების მიმართ, ვიდრე ძუძუმწოვართა ციტოქრომ P-450-ის ოჯახის სხვადასხვა ფერმენტების მიმართ.
28 დღის განმავლობაში დღე-ღამეში 50 მგ ფლუკონაზოლით მკურნალობა არ ახდენს გავლენას მამაკაცებში სისხლის პლაზმაში ტესტოსტერონის კონცენტრაციაზე ან შვილოსნობის ასაკის ქალებში სტეროიდების კონცენტრაციაზე. ფლუკონაზოლი დღე-ღამეში 200-400 მგ დოზით არ ახდენს კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას ენდოგენური სტეროიდების დონეზე და მათ რეაქციაზე ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის სტიმულაციაზე ჯანმრთელ მოხალისე მამაკაცებში. ანტიპირინთან ურთიერთქმედების კვლევებმა აჩვენა, რომ ფლუკონაზოლის 50 მგ ერთჯერადი ან მრავალჯერადი დოზების მიღება არ ახდენს გავლენას მის მეტაბოლიზმზე.
in vitro მგრძნობელობა
ფლუკონაზოლმა აჩვენა სოკოს საწინააღმდეგო აქტივობა ინ ვიტრო კლინიკურ პრაქტიკაში სოკოს ყველაზე მეტად გავრცელებული Candida-ს სახეობების მიმართ (მათ შორის C. albicans, C. parapsilosis, C. tropicalis).
C. glabrata ავლენს დაქვეითებულ მგრძნობელობას ფლუკონაზოლის მიმართ, ხოლო C. krusei და C. auris რეზისტენტულია ფლუკონაზოლის მიმართ. ფლუკონაზოლის მინიმალური დამთრგუნველი კონცენტრაცია (მდკ) და ეპიდემიოლოგიური ზღვარი (ECOFF) C. guilliermondii-სთვის უფრო მაღალია, ვიდრე C. albicans-ისთვის. ასევე, დადგენილია ფლუკონაზოლის აქტივობა in vitro Cryptococcus neoformans და Cryptococcus gattii-ის მიმართ, ასევე ენდემური ობის სოკოების Blastomyces dermatiditis, Coccidioides immitis, Histoplasma capsulatum და Paracoccidioides brasiliensis წინააღმდეგ.
ფარმაკოკინეტიკისა და ფარმაკოდინამიკის პარამეტრების დამოკიდებულება
ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტული კვლევების შედეგების თანახმად, არსებობს კორელაცია მდკ-ისა და ეფექტიანობის მნიშვნელობებს შორის Candida-ს სახეობის სოკოების მიერ გამოწვეული მიკოზების ექსპერიმენტული მოდელების მიმართ. კლინიკური კვლევების მონაცემებით, არსებობს პრაქტიკულად ხაზოვანი (პრაქტიკულად 1:1) დამოკიდებულება ფლუკონაზოლის AUC-სა და დოზას შორის. ასევე, არსებობს პირდაპირი, მაგრამ არასაკმარისი კავშირი AUC-სა თუ დოზას და ორალური კანდიდოზის, და ნაკლები ხარისხით კანდიდემიის, მკურნალობაზე დადებით კლინიკურ რეაქციას შორის. ამის მსგავსად, ისეთი შტამებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა, რომელთა მიმართაც ფლუკონაზოლი ავლენს უფრო მაღალ მდკ-ს, ნაკლებად ეფექტიანია.
ფლუკონაზოლის მიმართ რეზისტენტობის განვითარების მექანიზმები
Candida-ს სახეობის სოკოები ახორციელებენ რეზისტენტობის განვითარების მრავალ მექანიზმს აზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ. ცნობილია, რომ სოკოების შტამები, რომლებიც იყენებს რეზისტენტობის განვითარების ერთ ან მეტ მექანიზმს, ავლენს ფლუკონაზოლის მაღალ მდკ-ს, რაც უარყოფით გავლენას ახდენს პრეპარატის ეფექტიანობაზე in vivo და კლინიკურ პრაქტიკაში.
Candida-ს ჩვეულებრივ მგრძნობიარე სახეობებში ყველაზე ხშირი მედეგობის მექანიზმი მოიცავს აზოლების სამიზნე ფერმენტებს, რომლებიც პასუხისმგებელია ერგოსტეროლის ბიოსინთეზზე. მედეგობა შეიძლება დაკავშირებული იყოს მუტაციასთან, ფერმენტის მომატებულ პროდუცირებასთან, პრეპარატის გადინების მექანიზმებთან ან კომპენსატორული გზების განვითარებასთან.
არსებობს ცნობები C. albicans-ისგან განსხვავებული შტამებით Candida-ს სახეობის სოკოებით გამოწვეული სუპერინფექციის განვითარების შესახებ, რომლებსაც ხშირად ახასიათებს ბუნებრივი დაქვეითებული მგრძნობელობა (C. glabrata) ან რეზისტენტობა (მაგალითად, C. krusei, C. auris) ფლუკონაზოლის მიმართ. ასეთი ინფექციების დროს საჭიროა სოკოს საწინააღმდეგო ალტერნატიული თერაპია. მედეგობის მექანიზმები არ იყო ბოლომდე გარკვეული Candida-ს ზოგიერთ მედეგ (C. krusei) ან გამოვლენილ (C. auris) სახეობებში.
მგრძნობელობის მომიჯნავე მნიშვნელობები (EUCAST-ის თანახმად)
in vitro და კლინიკური მგრძნობელობის ფარმაკოკინეტიკურ/ფარმაკოდინამიკურ (ფკ/ფდ) მონაცემთა ანალიზის საფუძველზე, EUCAST-AFST-მა (მიკროორგანიზმების ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის ტესტის ევროპული კომიტეტის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ მგრძნობელობის ტესტის ქვეკომიტეტი) განსაზღვრა ფლუკონაზოლის მიმართ მგრძნობელობის საზღვრები Candida-ს სახეობებისთვის (დოკუმენტი “EUCAST Fluconazole rational document (20020)” - რედაქცია 3: მიკროორგანიზმების ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ მგრძნობელობის ტესტის ევროპული კომიტეტის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ მგრძნობელობის ტესტის ქვეკომიტეტი, დოკუმენტი “მგრძნობელობის მომიჯნავე მნიშვნელობების ცხრილები მდკ-ის მნიშვნელობების ინტერპრეტაციისთვის (2020-02-04)” - რედაქცია 10.0). მომიჯნავე მნიშვნელობები გაყოფილი იყო ისეთ სახეობებზე, რომლებიც არ არის განსაზღვრული უპირატესად ფკ/მკ მონაცემთა საფუძველზე და არ არის დამოკიდებული მდკ-ის განაწილებაზე კონკრეტული სახეობებისთვის, და დაკავშირებული სახეობებთან, რომლებიც ყველაზე ხშირად იწვევს ინფექციებს ადამიანებში. ეს მომიჯნავე მნიშვნელობები წარმოდგენილია ცხრილში ქვემოთ.
სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები
მგრძნობელობის საზღვრები, რომლებიც დამოკიდებულია გამომწვევის სახეობაზე (მ</რ>) მგ/ლ-ში
მგრძნობელობის საზღვრები, რომელიც არ არის დამოკიდებული სახეობაზეა მ</რ> მგ/ლ-ში
Candida albicans
Candida dubliniensis
Candida glabrata
Candida krusei
Candida parapsilosis
Candida tropicalis
ფლუკონაზოლი
2/4
2/4
0,001*/ 16
—
2/4
2/4
2/4
მ – მგრძნობიარე; რ – რეზისტენტული.
ა – მგრძნობელობის საზღვრები, რომლებიც არ არის დამოკიდებული გამომწვევის სახეობაზე, განისაზღვრა ძირითადად ფკ/ფდ-ის მონაცემების საფუძველზე და არ არის დამოკიდებული კონკრეტული სახეობების მდკ-ის განაწილებაზე. ისინი ძირითადად გამოიყენება ისეთი ორგანიზმებისთვის, რომლებსაც არ აქვს სპეციფიკური მოსაზღვრე მნიშვნელობები.
ცარიელი გრაფა – მგრძნობელობის ცდების ჩატარება რეკომენდებული არ არის, რადგან ეს სახეობა ცუდად ექვემდებარება თერაპიას აღნიშნული სამკურნალო საშუალებით.
- С. glabrata მიეკუთვნება I კატეგორიას. მდკ С. glabrata-ს წინააღმდეგ განიმარტება, როგორც მედეგი, თუ ის აღემატება 16 მგ/ლ-ს. მგრძნობელობის კატეგორია (<0.001 მგ/ლ) განკუთვნილია მხოლოდ იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული “I” შტამების მცდარი კლასიფიკაცია “S” შტამად. I – მგრძნობიარე, მომატებული ზემოქმედება: მიკროორგანიზმი კლასიფიცირდება, როგორც მგრძნობიარე, მომატებული ზემოქმედება, როდესაც არსებობს თერაპიული წარმატების მაღალი ალბათობა, ვინაიდან აგენტის ზემოქმედება იზრდება დოზირების რეჟიმის კორექტირების ან ინფექციის კერაში მისი კონცენტრაციის ხარჯზე.
ფარმაკოკინეტიკა
ფლუკონაზოლის ფარმაკოკინეტიკა მსგავსია ინტრავენური შეყვანის და პერორალურად მიღების შემთხვევაში.
შეწოვა
პერორალურად მიღების შემდეგ ფლუკონაზოლი კარგად შეიწოვება, სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაცია (და საერთო ბიოშეღწევადობა) აღემატება ინტრავენური შეყვანისას მსგავსი მაჩვენებლების 90%-ს. საკვების ერთდროულად მიღება არ ახდენს გავლენას პრეპარატის შეწოვაზე მისი პერორალურად გამოყენებისას. სისხლის პლაზმაში კონცენტრაცია დოზის პროპორციულია და მაქსიმუმს (Cmax) აღწევს 0.5-1.5 საათში ფლუკონაზოლის უზმოზე მიღების შემდეგ. სისხლის პლაზმაში ფლუკონაზოლის კონცენტრაცია პრეპარატის მიღებული დოზის პროპორციულია. წონასწორული კონცენტრაცია (90%-ის დონეზე) მიიღწევა მკურნალობის მე-4-5 დღისთვის პრეპარატის ერთხელ დღე-ღამეში მრავალჯერადი მიღებისას. დარტყმითი დოზის შეყვანა (პირველ დღეს), რომელიც ორჯერ აღემატება საშუალო სადღეღამისო დოზას, შესაძლებელს ხდის 90% წონასწორობის კონცენტრაციის მიღწევას მე-2 დღისთვის.
განაწილება
განაწილების მოცულობა უტოლდება ორგანიზმში წყლის საერთო შემცველობას. შეკავშირება სისხლის პლაზმის ცილებთან დაბალია (11-12%).
ფლუკონაზოლი კარგად გამოიყოფა ორგანიზმის ყველა სითხეში. ფლუკონაზოლის კონცენტრაცია ნერწყვსა და ნახველში სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის მსგავსია. სოკოვანი მენინგიტის მქონე პაციენტებში ფლუკონაზოლის კონცენტრაცია ზურგის ტვინის სითხეში შეადგენს სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის დაახლოებით 80%-ს.
რქოვანა გარსში, ეპიდერმისში, დერმასა და ოფლში მიიღწევა მაღალი კონცენტრაციები, რომლებიც აღემატება შრატის კონცენტრაციებს. ფლუკონაზოლი გროვდება რქოვანა გარსში. ერთხელ დღე-ღამეში 50 მგ დოზის მიღებისას ფლუკონაზოლის კონცენტრაცია 12 დღის შემდეგ შეადგენს 73 მკგ/გ, ხოლო მკურნალობის შეწყვეტიდან 7 დღის შემდეგ – მხოლოდ 5.8 მკგ/გ. კვირაში ერთხელ 150 მგ დოზის გამოყენებისას ფლუკონაზოლის კონცენტრაცია რქოვანა გარსში მე-7 დღეს შეადგენს 23.4 მკგ/გ, ხოლო მეორე დოზის მიღებიდან 7 დღის შემდეგ – 7.1 მკგ/გ.
კვირაში ერთხელ 150 მგ დოზით 4 თვის განმავლობაში გამოყენების შემდეგ ფრჩხილში ფლუკონაზოლის კონცენტრაცია შეადგენს 4.05 მკგ/გ ჯანმრთელ და 1.8 მკგ/გ დაზიანებულ ფრჩხილში; მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ ფლუკონაზოლი კვლავ განისაზღვრება ფრჩხილში.
ბიოტრანსფორმაცია
ფლუკონაზოლი უმნიშვნელო ხარისხით განიცდის მეტაბოლიზმს. რადიოაქტიური იზოტოპებით მონიშნული დოზის შეყვანისას, ფლუკონაზოლის მხოლოდ 11% გამოიყოფა შარდში შეცვლილი სახით. ფლუკონაზოლი წარმოადგენს იზოფერმენტ CYP2C9-ის და CYP3A4-ის ზომიერ ინჰიბიტორს (იხ. პარაგრაფი “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”), ასევე იზოფერმენტ CYP2C19-ის ძლიერ ინჰიბიტორს.
გამოყოფა
პლაზმიდან ფლუკონაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 30 საათს. პრეპარატი გამოიყოფა ძირითადად, თირკმელების საშუალებით; შეყვანილი დოზის დაახლოებით 80% ვლინდება შარდში უცვლელი სახით. ფლუკონაზოლის კლირენსი პროპორციულია კრეატინინის კლირენსისა. მოცირკულირე მეტაბოლიტები გამოვლენილი არ არის.
სისხლის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის ხანგრძლივი პერიოდი გვაძლევს საშუალებას მივიღოთ ფლუკონაზოლი ერთჯერადად ვაგინალური კანდიდოზის დროს და ერთხელ დღე-ღამეში ან ერთხელ კვირაში – სხვა ჩვენების დროს.
ფარმაკოკინეტიკა თირკმელების ფუნქციის დარღვევისას
თირკმელების მძიმე ხარისხის უკმარისობის (გფს <20 მლ/წთ) მქონე პაციენტებში პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი გაიზარდა 30-დან 98 საათამდე. ამასთან დაკავშირებით, პაციენტების ამ ჯგუფში საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება. ფლუკონაზოლი გამოიყოფა ჰემოდიალიზის გზით და ნაკლები ხარისხით – პერიტონეალური დიალიზის გზით. ჰემოდიალიზის 3 საათიანი სეანსი დაახლოებით 50%-ით ამცირებს ფლუკონაზოლის დონეს სისხლის პლაზმაში.
ფარმაკოკინეტიკა ლაქტაციის პერიოდში
ფარმაკოკინეტიკის კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 10 ქალი, რომელმაც დროებით ან სრულად შეწყვიტეს ძუძუთი კვება, შეფასდა ფლუკონაზოლის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში და დედის რძეში პრეპარატ დიფლუკანის® 150 მგ დოზის ერთჯერადი მიღებიდან 48 საათის განმავლობაში. ფლუკონაზოლი აღმოჩენილი იქნა დედის რძეში საშუალო კონცენტრაციით, რომელიც შეადგენდა დედის სისხლის პლაზმაში ფლუკონაზოლის კონცენტრაციის დაახლოებით 98%-ს. საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენდა 2.61 მგ/ლ პრეპარატის მიღებიდან 5.2 საათის შემდეგ. ფლუკონაზოლის სავარაუდო სადღეღამისო დოზა, რომელსაც ჩვილი იღებს დედის რძესთან ერთად (დღე-ღამეში 150 მლ/კგ რძის საშუალო მოხმარების გათვალისწინებით), გაანგარიშებული დედის რძეში საშუალო მაქსიმალური კონცენტრაციის საფუძველზე, შეადგენს 0.39 მგ/კგ დღე-ღამეში, რაც შეადგენს რეკომენდებული ნეონატალური დოზის (2 კვირამდე ასაკის ჩვილები) დაახლოებით 40%-ს ან ჩვილებისთვის რეკომენდებული დოზის 13%-ს ლორწოვანის კანდიდოზის დროს.
ფარმაკოკინეტიკა ბავშვებში
ფარმაკოკინეტიკის შეფასება ჩატარდა 113 ბავშვის მონაწილეობით ჩატარებულ 5 კვლევაში: 2 კვლევაში პრეპარატის ერთჯერადი მიღებით, 2 კვლევაში პრეპარატის მრავალჯერადი მიღებით და ერთ კვლევაში დღენაკლული ახალშობილების მონაწილეობით. ერთი კვლევის მონაცემები არ დაექვემდებარა ინტერპრეტაციას, რადგან კვლევის მსვლელობისას შეცვლილი იქნა პრეპარატის მიღების წესი.
9 თვიდან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში 2-8 მგ/კგ დოზით ფლუკონაზოლის შეყვანისას მისი AUC შეადგენდა დაახლოებით 38 მკგ•სთ/მლ 1 მგ/კგ დოზაზე. ფლუკონაზოლის მრავალჯერადი მიღების შემდეგ სისხლის პლაზმიდან მისი ნახევარგამოყოფის პერიოდის საშუალო ხანგრძლივობა მერყეობდა 15-დან 18 საათამდე, ხოლო განაწილების მოცულობა შეადგენდა დაახლოებით 880 მლ/კგ. სისხლის პლაზმიდან პრეპარატის ნახევარგამოყოფის უფრო ხანგრძლივი პერიოდი (დაახლოებით 24 საათი) აღინიშნა პრეპარატის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ, რაც შედარებული იყო სისხლის პლაზმიდან ფლუკონაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდთან მისი ერთჯერადი ინტრავენური შეყვანის შემდეგ 11 დღიდან 11 თვემდე ასაკის ბავშვებში დოზით 3 მგ/კგ. ამ ასაკობრივ ჯგუფში მყოფ პაციენტებში პრეპარატის განაწილების მოცულობა შეადგენდა დაახლოებით 950 მლ/კგ.
ახალშობილებში ფლუკონაზოლის გამოყენების გამოცდილება შეიზღუდება ფარმაკოკინეტიკური კვლევებით, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო 12-მა დღენაკლულმა ბავშვმა დაახლოებით 28 კვირის გესტაციის ვადით. ბავშვის საშუალო ასაკი პირველი დოზის შეყვანისას შეადგენდა 24 საათს (9-36 საათის ფარგლებში); საშუალო მასა დაბადებისას შეადგენდა 0.9 კგ (0.75-დან 1.10 კგ-ის ფარგლებში). შვიდმა პაციენტმა დაასრულა კვლევა პროტოკოლის თანახმად. ფლუკონაზოლის 6 მგ/კგ დოზის მაქსიმუმ 5 ინტრავენური ინექცია შეიყვანებოდა 72 საათში ერთხელ. ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენდა 74 საათს (44-185 საათის ფარგლებში) პირველ დღეს, მე-7 დღეს შემცირებით საშუალოდ 53 საათამდე (30-131 საათის ფარგლებში) და მე-13 დღეს საშუალოდ 47 საათამდე (27-68 საათის ფარგლებში). AUC მნიშვნელობები შეადგენდა 271 მკგ•სთ/მლ (173-385 მკგ•სთ/მლ ფარგლებში) პირველ დღეს, შემდეგ გაიზარდა 490 მკგ•სთ/მლ-მდე (292-734 მკგ•სთ/მლ-ის ფარგლებში) მე-7 დღეს და შემცირდა საშუალოდ 360 მკგ•სთ/მლ-მდე (167-566 მკგ•სთ/მლ-ის ფარგლებში) მე-13 დღეს. განაწილების მოცულობა შეადგენდა 1183 მლ/კგ (1070-1470 მლ/კგ-ის ფარგლებში) პირველს დღეს, შემდეგ დროის გასვლასთან ერთად გაიზარდა საშუალოდ 1184 მლ/კგ-მდე (510-2130 მლ/კგ-ის ფარგლებში) მე-7 დღეს და 1328 მლ/კგ-მდე (დიაპაზონი 1040-1680) მე-13 დღეს.
ფარმაკოკინეტიკა ხანდაზმულ პაციენტებში
ფარმაკოკინეტიკური კვლევები ჩატარდა 65 წლის და უფროსი ასაკის 22 პაციენტის მონაწილეობით, რომლებიც ფლუკონაზოლს იღებდნენ ერთჯერადად პერორალურად დოზით 50 მგ. ათი პაციენტი ერთდროულად იღებდა დიურეზულებს, Cmax მიიღწეოდა მიღებიდან 1.3 საათში და შეადგენდა 1.54 მკგ/მლ, AUC საშუალო მნიშვნელობები – 76.4+20.3 მკგ•სთ/მლ, ხოლო ნახევარგამოყოფის საშუალო ტერმინალური პერიოდი – 46.2 სთ. ამ ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების მნიშვნელობები უფრო მაღალია, ვიდრე უფრო ახალგაზრდა ასაკის ჯანმრთელ მოხალისე-მამაკაცებში. დიურეზულების ერთდროულად მიღება არ იწვევდა AUC და Cmax გამოხატულ ცვლილებას.
კრეატინინის კლირენსი (74 მლ/წთ), თირკმელების საშუალებით უცვლელი სახით გამოყოფილი ფლუკონაზოლის პროცენტი (0-24 სთ, 22%) და ფლუკონაზოლის თირკმლისმიერი კლირენსი (0.124 მლ/წთ/კგ) ხანდაზმულ პაციენტებში უფრო დაბალია უფრო ახალგაზრდა მოხალისეებში აღნიშნულ მაჩვენებლებთან შედარებით. შესაბამისად, ფლუკონაზოლის ფარმაკოკინეტიკის ცვლილებები ხანდაზმულ პაციენტებში, სავარაუდოდ, დაკავშირებულია თირკმელების დაქვეითებულ ფუნქციასთან, რაც დამახასიათებელია ხანდაზმულებისთვის.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
დიფლუკანი®
სავაჭრო დასახელება: დიფლუკანი®
საერთაშორისო არაპატენტირებული ან ჯგუფური დასახელება: ფლუკონაზოლი
სამკურნალწამლო ფორმა: კაფსულები
შემადგენლობა
50 მგ კაფსულები:
თითოეული კაფსულა შეიცავს:
მოქმედ ნივთიერებას: 50 მგ ფლუკონაზოლს;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი 49,707 მგ, სიმინდის სახამებელი 16,500 მგ, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური 0,117 მგ, მაგნიუმის სტეარატი 1,059 მგ, ნატრიუმის ლაურილსულფატი 0,117 მგ; კაფსულის გარსი: ტიტანის დიოქსიდი (Е171) 4,47%, ლურჯი საღებავი პატენტირებული (Е131) 0,03%, ჟელატინი 100%-მდე.
150 მგ კაფსულები:
თითოეული კაფსულა შეიცავს:
მოქმედ ნივთიერებას: 150 მგ ფლუკონაზოლს;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი 149,120 მგ, სიმინდის სახამებელი 49,500 მგ, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური 0,352 მგ, მაგნიუმის სტეარატი 3,176 მგ, ნატრიუმის ლაურილსულფატი 0,352 მგ; კაფსულის გარსი: ტიტანის დიოქსიდი (Е171) 1,47%, ლურჯი საღებავი პატენტირებული (Е131) 0,03%, ჟელატინი 100%-მდე.
მელანი 50 მგ და 150 მგ კაფსულების მარკირებისთვის: შელაკის გლაზური 63%, საღებავი რკინის შავი ოქსიდი (E172) 25%, N-ბუთილის სპირტი 8,995%, სამრეწველო მეთილირებული სპირტი 74 OP 2%, სოიოს ლეციტინი 1%, ქაფსაწინააღმდეგო კომპონენტი DC1510 0,005%.
აღწერილობა
50 მგ კაფსულები: ჟელატინის მკვრივი კაფსულები №4, ფირუზისფერი თავსახურით და თეთრი კორპუსით, შავი ფერის მარკირებით “Pfizer”-ის ლოგოტიპის სახით და “FLU-50”.
150 მგ კაფსულები: ჟელატინის მკვრივი კაფსულები №1, ფირუზისფერი თავსახურით და კორპუსით, შავი ფერის მარკირებით “Pfizer”-ის ლოგოტიპის სახით და “FLU-150”.
კაფსულების შიგთავსი: თეთრიდან მკრთალი-ყვითელი ფერის ფხვნილი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო სისტემური პრეპარატები. სოკოს საწინააღმდეგო სისტემური პრეპარატები. ტრიაზოლის წარმოებულები. ფლუკონაზოლი.
ათქ კოდი: J02AC01
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი
ფლუკონაზოლი, ტრიაზოლური სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.
მისი მოქმედების ძირითადი მექანიზმი მდგომარეობს სოკოს ციტოქრომ P-450-ით გამოწვეული 14-ალფა-ლანოსტეროლის დემეთილირების რეაქციის დათრგუნვაში, რომელიც სოკოებში ერგოსტეროლის ბიოსინთეზის ძირითად ეტაპს წარმოადგენს. 14-ალფა-მეთილსტეროლების დაგროვება კორელირებს სოკოს უჯრედული მემბრანის შემადგენლობაში შემავალი ერგოსტეროლის შემდგომ დაკარგვასთან; სავარაუდოდ, ეს პროცესი საფუძვლად უდევს ფლუკონაზოლის სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებას. ნაჩვენებია, რომ ფლუკონაზოლი უფრო სელექციურია სოკოს ციტოქრომ P-450-ის ოჯახის ფერმენტების მიმართ, ვიდრე ძუძუმწოვართა ციტოქრომ P-450-ის ოჯახის სხვადასხვა ფერმენტების მიმართ.
28 დღის განმავლობაში დღე-ღამეში 50 მგ ფლუკონაზოლით მკურნალობა არ ახდენს გავლენას მამაკაცებში სისხლის პლაზმაში ტესტოსტერონის კონცენტრაციაზე ან შვილოსნობის ასაკის ქალებში სტეროიდების კონცენტრაციაზე. ფლუკონაზოლი დღე-ღამეში 200-400 მგ დოზით არ ახდენს კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას ენდოგენური სტეროიდების დონეზე და მათ რეაქციაზე ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის სტიმულაციაზე ჯანმრთელ მოხალისე მამაკაცებში. ანტიპირინთან ურთიერთქმედების კვლევებმა აჩვენა, რომ ფლუკონაზოლის 50 მგ ერთჯერადი ან მრავალჯერადი დოზების მიღება არ ახდენს გავლენას მის მეტაბოლიზმზე.
in vitro მგრძნობელობა
ფლუკონაზოლმა აჩვენა სოკოს საწინააღმდეგო აქტივობა ინ ვიტრო კლინიკურ პრაქტიკაში სოკოს ყველაზე მეტად გავრცელებული Candida-ს სახეობების მიმართ (მათ შორის C. albicans, C. parapsilosis, C. tropicalis).
C. glabrata ავლენს დაქვეითებულ მგრძნობელობას ფლუკონაზოლის მიმართ, ხოლო C. krusei და C. auris რეზისტენტულია ფლუკონაზოლის მიმართ. ფლუკონაზოლის მინიმალური დამთრგუნველი კონცენტრაცია (მდკ) და ეპიდემიოლოგიური ზღვარი (ECOFF) C. guilliermondii-სთვის უფრო მაღალია, ვიდრე C. albicans-ისთვის. ასევე, დადგენილია ფლუკონაზოლის აქტივობა in vitro Cryptococcus neoformans და Cryptococcus gattii-ის მიმართ, ასევე ენდემური ობის სოკოების Blastomyces dermatiditis, Coccidioides immitis, Histoplasma capsulatum და Paracoccidioides brasiliensis წინააღმდეგ.
ფარმაკოკინეტიკისა და ფარმაკოდინამიკის პარამეტრების დამოკიდებულება
ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტული კვლევების შედეგების თანახმად, არსებობს კორელაცია მდკ-ისა და ეფექტიანობის მნიშვნელობებს შორის Candida-ს სახეობის სოკოების მიერ გამოწვეული მიკოზების ექსპერიმენტული მოდელების მიმართ. კლინიკური კვლევების მონაცემებით, არსებობს პრაქტიკულად ხაზოვანი (პრაქტიკულად 1:1) დამოკიდებულება ფლუკონაზოლის AUC-სა და დოზას შორის. ასევე, არსებობს პირდაპირი, მაგრამ არასაკმარისი კავშირი AUC-სა თუ დოზას და ორალური კანდიდოზის, და ნაკლები ხარისხით კანდიდემიის, მკურნალობაზე დადებით კლინიკურ რეაქციას შორის. ამის მსგავსად, ისეთი შტამებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა, რომელთა მიმართაც ფლუკონაზოლი ავლენს უფრო მაღალ მდკ-ს, ნაკლებად ეფექტიანია.
ფლუკონაზოლის მიმართ რეზისტენტობის განვითარების მექანიზმები
Candida-ს სახეობის სოკოები ახორციელებენ რეზისტენტობის განვითარების მრავალ მექანიზმს აზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ. ცნობილია, რომ სოკოების შტამები, რომლებიც იყენებს რეზისტენტობის განვითარების ერთ ან მეტ მექანიზმს, ავლენს ფლუკონაზოლის მაღალ მდკ-ს, რაც უარყოფით გავლენას ახდენს პრეპარატის ეფექტიანობაზე in vivo და კლინიკურ პრაქტიკაში.
Candida-ს ჩვეულებრივ მგრძნობიარე სახეობებში ყველაზე ხშირი მედეგობის მექანიზმი მოიცავს აზოლების სამიზნე ფერმენტებს, რომლებიც პასუხისმგებელია ერგოსტეროლის ბიოსინთეზზე. მედეგობა შეიძლება დაკავშირებული იყოს მუტაციასთან, ფერმენტის მომატებულ პროდუცირებასთან, პრეპარატის გადინების მექანიზმებთან ან კომპენსატორული გზების განვითარებასთან.
არსებობს ცნობები C. albicans-ისგან განსხვავებული შტამებით Candida-ს სახეობის სოკოებით გამოწვეული სუპერინფექციის განვითარების შესახებ, რომლებსაც ხშირად ახასიათებს ბუნებრივი დაქვეითებული მგრძნობელობა (C. glabrata) ან რეზისტენტობა (მაგალითად, C. krusei, C. auris) ფლუკონაზოლის მიმართ. ასეთი ინფექციების დროს საჭიროა სოკოს საწინააღმდეგო ალტერნატიული თერაპია. მედეგობის მექანიზმები არ იყო ბოლომდე გარკვეული Candida-ს ზოგიერთ მედეგ (C. krusei) ან გამოვლენილ (C. auris) სახეობებში.
მგრძნობელობის მომიჯნავე მნიშვნელობები (EUCAST-ის თანახმად)
in vitro და კლინიკური მგრძნობელობის ფარმაკოკინეტიკურ/ფარმაკოდინამიკურ (ფკ/ფდ) მონაცემთა ანალიზის საფუძველზე, EUCAST-AFST-მა (მიკროორგანიზმების ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის ტესტის ევროპული კომიტეტის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ მგრძნობელობის ტესტის ქვეკომიტეტი) განსაზღვრა ფლუკონაზოლის მიმართ მგრძნობელობის საზღვრები Candida-ს სახეობებისთვის (დოკუმენტი “EUCAST Fluconazole rational document (20020)” - რედაქცია 3: მიკროორგანიზმების ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ მგრძნობელობის ტესტის ევროპული კომიტეტის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ მგრძნობელობის ტესტის ქვეკომიტეტი, დოკუმენტი “მგრძნობელობის მომიჯნავე მნიშვნელობების ცხრილები მდკ-ის მნიშვნელობების ინტერპრეტაციისთვის (2020-02-04)” - რედაქცია 10.0). მომიჯნავე მნიშვნელობები გაყოფილი იყო ისეთ სახეობებზე, რომლებიც არ არის განსაზღვრული უპირატესად ფკ/მკ მონაცემთა საფუძველზე და არ არის დამოკიდებული მდკ-ის განაწილებაზე კონკრეტული სახეობებისთვის, და დაკავშირებული სახეობებთან, რომლებიც ყველაზე ხშირად იწვევს ინფექციებს ადამიანებში. ეს მომიჯნავე მნიშვნელობები წარმოდგენილია ცხრილში ქვემოთ.
სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები
მგრძნობელობის საზღვრები, რომლებიც დამოკიდებულია გამომწვევის სახეობაზე (მ</რ>) მგ/ლ-ში
მგრძნობელობის საზღვრები, რომელიც არ არის დამოკიდებული სახეობაზეა მ</რ> მგ/ლ-ში
Candida albicans
Candida dubliniensis
Candida glabrata
Candida krusei
Candida parapsilosis
Candida tropicalis
ფლუკონაზოლი
2/4
2/4
0,001*/ 16
—
2/4
2/4
2/4
მ – მგრძნობიარე; რ – რეზისტენტული.
ა – მგრძნობელობის საზღვრები, რომლებიც არ არის დამოკიდებული გამომწვევის სახეობაზე, განისაზღვრა ძირითადად ფკ/ფდ-ის მონაცემების საფუძველზე და არ არის დამოკიდებული კონკრეტული სახეობების მდკ-ის განაწილებაზე. ისინი ძირითადად გამოიყენება ისეთი ორგანიზმებისთვის, რომლებსაც არ აქვს სპეციფიკური მოსაზღვრე მნიშვნელობები.
ცარიელი გრაფა – მგრძნობელობის ცდების ჩატარება რეკომენდებული არ არის, რადგან ეს სახეობა ცუდად ექვემდებარება თერაპიას აღნიშნული სამკურნალო საშუალებით.
- С. glabrata მიეკუთვნება I კატეგორიას. მდკ С. glabrata-ს წინააღმდეგ განიმარტება, როგორც მედეგი, თუ ის აღემატება 16 მგ/ლ-ს. მგრძნობელობის კატეგორია (<0.001 მგ/ლ) განკუთვნილია მხოლოდ იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული “I” შტამების მცდარი კლასიფიკაცია “S” შტამად. I – მგრძნობიარე, მომატებული ზემოქმედება: მიკროორგანიზმი კლასიფიცირდება, როგორც მგრძნობიარე, მომატებული ზემოქმედება, როდესაც არსებობს თერაპიული წარმატების მაღალი ალბათობა, ვინაიდან აგენტის ზემოქმედება იზრდება დოზირების რეჟიმის კორექტირების ან ინფექციის კერაში მისი კონცენტრაციის ხარჯზე.
ფარმაკოკინეტიკა
ფლუკონაზოლის ფარმაკოკინეტიკა მსგავსია ინტრავენური შეყვანის და პერორალურად მიღების შემთხვევაში.
შეწოვა
პერორალურად მიღების შემდეგ ფლუკონაზოლი კარგად შეიწოვება, სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაცია (და საერთო ბიოშეღწევადობა) აღემატება ინტრავენური შეყვანისას მსგავსი მაჩვენებლების 90%-ს. საკვების ერთდროულად მიღება არ ახდენს გავლენას პრეპარატის შეწოვაზე მისი პერორალურად გამოყენებისას. სისხლის პლაზმაში კონცენტრაცია დოზის პროპორციულია და მაქსიმუმს (Cmax) აღწევს 0.5-1.5 საათში ფლუკონაზოლის უზმოზე მიღების შემდეგ. სისხლის პლაზმაში ფლუკონაზოლის კონცენტრაცია პრეპარატის მიღებული დოზის პროპორციულია. წონასწორული კონცენტრაცია (90%-ის დონეზე) მიიღწევა მკურნალობის მე-4-5 დღისთვის პრეპარატის ერთხელ დღე-ღამეში მრავალჯერადი მიღებისას. დარტყმითი დოზის შეყვანა (პირველ დღეს), რომელიც ორჯერ აღემატება საშუალო სადღეღამისო დოზას, შესაძლებელს ხდის 90% წონასწორობის კონცენტრაციის მიღწევას მე-2 დღისთვის.
განაწილება
განაწილების მოცულობა უტოლდება ორგანიზმში წყლის საერთო შემცველობას. შეკავშირება სისხლის პლაზმის ცილებთან დაბალია (11-12%).
ფლუკონაზოლი კარგად გამოიყოფა ორგანიზმის ყველა სითხეში. ფლუკონაზოლის კონცენტრაცია ნერწყვსა და ნახველში სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის მსგავსია. სოკოვანი მენინგიტის მქონე პაციენტებში ფლუკონაზოლის კონცენტრაცია ზურგის ტვინის სითხეში შეადგენს სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის დაახლოებით 80%-ს.
რქოვანა გარსში, ეპიდერმისში, დერმასა და ოფლში მიიღწევა მაღალი კონცენტრაციები, რომლებიც აღემატება შრატის კონცენტრაციებს. ფლუკონაზოლი გროვდება რქოვანა გარსში. ერთხელ დღე-ღამეში 50 მგ დოზის მიღებისას ფლუკონაზოლის კონცენტრაცია 12 დღის შემდეგ შეადგენს 73 მკგ/გ, ხოლო მკურნალობის შეწყვეტიდან 7 დღის შემდეგ – მხოლოდ 5.8 მკგ/გ. კვირაში ერთხელ 150 მგ დოზის გამოყენებისას ფლუკონაზოლის კონცენტრაცია რქოვანა გარსში მე-7 დღეს შეადგენს 23.4 მკგ/გ, ხოლო მეორე დოზის მიღებიდან 7 დღის შემდეგ – 7.1 მკგ/გ.
კვირაში ერთხელ 150 მგ დოზით 4 თვის განმავლობაში გამოყენების შემდეგ ფრჩხილში ფლუკონაზოლის კონცენტრაცია შეადგენს 4.05 მკგ/გ ჯანმრთელ და 1.8 მკგ/გ დაზიანებულ ფრჩხილში; მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ ფლუკონაზოლი კვლავ განისაზღვრება ფრჩხილში.
ბიოტრანსფორმაცია
ფლუკონაზოლი უმნიშვნელო ხარისხით განიცდის მეტაბოლიზმს. რადიოაქტიური იზოტოპებით მონიშნული დოზის შეყვანისას, ფლუკონაზოლის მხოლოდ 11% გამოიყოფა შარდში შეცვლილი სახით. ფლუკონაზოლი წარმოადგენს იზოფერმენტ CYP2C9-ის და CYP3A4-ის ზომიერ ინჰიბიტორს (იხ. პარაგრაფი “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”), ასევე იზოფერმენტ CYP2C19-ის ძლიერ ინჰიბიტორს.
გამოყოფა
პლაზმიდან ფლუკონაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 30 საათს. პრეპარატი გამოიყოფა ძირითადად, თირკმელების საშუალებით; შეყვანილი დოზის დაახლოებით 80% ვლინდება შარდში უცვლელი სახით. ფლუკონაზოლის კლირენსი პროპორციულია კრეატინინის კლირენსისა. მოცირკულირე მეტაბოლიტები გამოვლენილი არ არის.
სისხლის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის ხანგრძლივი პერიოდი გვაძლევს საშუალებას მივიღოთ ფლუკონაზოლი ერთჯერადად ვაგინალური კანდიდოზის დროს და ერთხელ დღე-ღამეში ან ერთხელ კვირაში – სხვა ჩვენების დროს.
ფარმაკოკინეტიკა თირკმელების ფუნქციის დარღვევისას
თირკმელების მძიმე ხარისხის უკმარისობის (გფს <20 მლ/წთ) მქონე პაციენტებში პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი გაიზარდა 30-დან 98 საათამდე. ამასთან დაკავშირებით, პაციენტების ამ ჯგუფში საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება. ფლუკონაზოლი გამოიყოფა ჰემოდიალიზის გზით და ნაკლები ხარისხით – პერიტონეალური დიალიზის გზით. ჰემოდიალიზის 3 საათიანი სეანსი დაახლოებით 50%-ით ამცირებს ფლუკონაზოლის დონეს სისხლის პლაზმაში.
ფარმაკოკინეტიკა ლაქტაციის პერიოდში
ფარმაკოკინეტიკის კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 10 ქალი, რომელმაც დროებით ან სრულად შეწყვიტეს ძუძუთი კვება, შეფასდა ფლუკონაზოლის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში და დედის რძეში პრეპარატ დიფლუკანის® 150 მგ დოზის ერთჯერადი მიღებიდან 48 საათის განმავლობაში. ფლუკონაზოლი აღმოჩენილი იქნა დედის რძეში საშუალო კონცენტრაციით, რომელიც შეადგენდა დედის სისხლის პლაზმაში ფლუკონაზოლის კონცენტრაციის დაახლოებით 98%-ს. საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენდა 2.61 მგ/ლ პრეპარატის მიღებიდან 5.2 საათის შემდეგ. ფლუკონაზოლის სავარაუდო სადღეღამისო დოზა, რომელსაც ჩვილი იღებს დედის რძესთან ერთად (დღე-ღამეში 150 მლ/კგ რძის საშუალო მოხმარების გათვალისწინებით), გაანგარიშებული დედის რძეში საშუალო მაქსიმალური კონცენტრაციის საფუძველზე, შეადგენს 0.39 მგ/კგ დღე-ღამეში, რაც შეადგენს რეკომენდებული ნეონატალური დოზის (2 კვირამდე ასაკის ჩვილები) დაახლოებით 40%-ს ან ჩვილებისთვის რეკომენდებული დოზის 13%-ს ლორწოვანის კანდიდოზის დროს.
ფარმაკოკინეტიკა ბავშვებში
ფარმაკოკინეტიკის შეფასება ჩატარდა 113 ბავშვის მონაწილეობით ჩატარებულ 5 კვლევაში: 2 კვლევაში პრეპარატის ერთჯერადი მიღებით, 2 კვლევაში პრეპარატის მრავალჯერადი მიღებით და ერთ კვლევაში დღენაკლული ახალშობილების მონაწილეობით. ერთი კვლევის მონაცემები არ დაექვემდებარა ინტერპრეტაციას, რადგან კვლევის მსვლელობისას შეცვლილი იქნა პრეპარატის მიღების წესი.
9 თვიდან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში 2-8 მგ/კგ დოზით ფლუკონაზოლის შეყვანისას მისი AUC შეადგენდა დაახლოებით 38 მკგ•სთ/მლ 1 მგ/კგ დოზაზე. ფლუკონაზოლის მრავალჯერადი მიღების შემდეგ სისხლის პლაზმიდან მისი ნახევარგამოყოფის პერიოდის საშუალო ხანგრძლივობა მერყეობდა 15-დან 18 საათამდე, ხოლო განაწილების მოცულობა შეადგენდა დაახლოებით 880 მლ/კგ. სისხლის პლაზმიდან პრეპარატის ნახევარგამოყოფის უფრო ხანგრძლივი პერიოდი (დაახლოებით 24 საათი) აღინიშნა პრეპარატის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ, რაც შედარებული იყო სისხლის პლაზმიდან ფლუკონაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდთან მისი ერთჯერადი ინტრავენური შეყვანის შემდეგ 11 დღიდან 11 თვემდე ასაკის ბავშვებში დოზით 3 მგ/კგ. ამ ასაკობრივ ჯგუფში მყოფ პაციენტებში პრეპარატის განაწილების მოცულობა შეადგენდა დაახლოებით 950 მლ/კგ.
ახალშობილებში ფლუკონაზოლის გამოყენების გამოცდილება შეიზღუდება ფარმაკოკინეტიკური კვლევებით, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო 12-მა დღენაკლულმა ბავშვმა დაახლოებით 28 კვირის გესტაციის ვადით. ბავშვის საშუალო ასაკი პირველი დოზის შეყვანისას შეადგენდა 24 საათს (9-36 საათის ფარგლებში); საშუალო მასა დაბადებისას შეადგენდა 0.9 კგ (0.75-დან 1.10 კგ-ის ფარგლებში). შვიდმა პაციენტმა დაასრულა კვლევა პროტოკოლის თანახმად. ფლუკონაზოლის 6 მგ/კგ დოზის მაქსიმუმ 5 ინტრავენური ინექცია შეიყვანებოდა 72 საათში ერთხელ. ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენდა 74 საათს (44-185 საათის ფარგლებში) პირველ დღეს, მე-7 დღეს შემცირებით საშუალოდ 53 საათამდე (30-131 საათის ფარგლებში) და მე-13 დღეს საშუალოდ 47 საათამდე (27-68 საათის ფარგლებში). AUC მნიშვნელობები შეადგენდა 271 მკგ•სთ/მლ (173-385 მკგ•სთ/მლ ფარგლებში) პირველ დღეს, შემდეგ გაიზარდა 490 მკგ•სთ/მლ-მდე (292-734 მკგ•სთ/მლ-ის ფარგლებში) მე-7 დღეს და შემცირდა საშუალოდ 360 მკგ•სთ/მლ-მდე (167-566 მკგ•სთ/მლ-ის ფარგლებში) მე-13 დღეს. განაწილების მოცულობა შეადგენდა 1183 მლ/კგ (1070-1470 მლ/კგ-ის ფარგლებში) პირველს დღეს, შემდეგ დროის გასვლასთან ერთად გაიზარდა საშუალოდ 1184 მლ/კგ-მდე (510-2130 მლ/კგ-ის ფარგლებში) მე-7 დღეს და 1328 მლ/კგ-მდე (დიაპაზონი 1040-1680) მე-13 დღეს.
ფარმაკოკინეტიკა ხანდაზმულ პაციენტებში
ფარმაკოკინეტიკური კვლევები ჩატარდა 65 წლის და უფროსი ასაკის 22 პაციენტის მონაწილეობით, რომლებიც ფლუკონაზოლს იღებდნენ ერთჯერადად პერორალურად დოზით 50 მგ. ათი პაციენტი ერთდროულად იღებდა დიურეზულებს, Cmax მიიღწეოდა მიღებიდან 1.3 საათში და შეადგენდა 1.54 მკგ/მლ, AUC საშუალო მნიშვნელობები – 76.4+20.3 მკგ•სთ/მლ, ხოლო ნახევარგამოყოფის საშუალო ტერმინალური პერიოდი – 46.2 სთ. ამ ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების მნიშვნელობები უფრო მაღალია, ვიდრე უფრო ახალგაზრდა ასაკის ჯანმრთელ მოხალისე-მამაკაცებში. დიურეზულების ერთდროულად მიღება არ იწვევდა AUC და Cmax გამოხატულ ცვლილებას.
კრეატინინის კლირენსი (74 მლ/წთ), თირკმელების საშუალებით უცვლელი სახით გამოყოფილი ფლუკონაზოლის პროცენტი (0-24 სთ, 22%) და ფლუკონაზოლის თირკმლისმიერი კლირენსი (0.124 მლ/წთ/კგ) ხანდაზმულ პაციენტებში უფრო დაბალია უფრო ახალგაზრდა მოხალისეებში აღნიშნულ მაჩვენებლებთან შედარებით. შესაბამისად, ფლუკონაზოლის ფარმაკოკინეტიკის ცვლილებები ხანდაზმულ პაციენტებში, სავარაუდოდ, დაკავშირებულია თირკმელების დაქვეითებულ ფუნქციასთან, რაც დამახასიათებელია ხანდაზმულებისთვის.
გამოყენების ჩვენება
დიფლუკანის გამოყენება ნაჩვენებია ჩამოთვლილი სოკოვანი ინფექციების დროს (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოდინამიკა”).
ფლუკონაზოლი ნაჩვენებია მოზრდილებში შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
კრიპტოკოკური მენინგიტი (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება”);
კოკციდიოიდომიკოზი (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება”);
ინვაზიური კანდიდოზი;
ლორწოვანი გარსების კანდიდოზი, მათ შორის ოროფარინგეალური კანდიდოზი, საყლაპავის კანდიდოზი, კანდიდურია და კანისა და ლორწოვანი გარსების ქრონიკული კანდიდოზი;
პირის ღრუს ქრონიკული ატროფიული კანდიდოზი (გამოწვეული კბილის პროთეზებით), როდესაც პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა ან ადგილობრივი მკურნალობა არასაკმარისია;
ვაგინალური კანდიდოზი, მწვავე ან მორეციდივე, როდესაც ადგილობრივი თერაპია არ გამოიყენება;
კანდიდოზური ბალანიტი, როდესაც ადგილობრივი თერაპია არ გამოიყენება;
დერმატომიკოზები, მათ შორის ტერფის დერმატოფიტია, სხეულის დერმატოფიტია, საზარდულის დერმატოფიტია, ნაირფერი ლიქენი და კანის კანდიდოზი, როდესაც ნაჩვენებია სისტემური მკურნალობა;
tinea unguium (ონიქომიკოზი), როდესაც სხვა პრეპარატებით მკურნალობა მიუღებელია.
ფლუკონაზოლი ნაჩვენებია მოზრდილებში შემდეგი დაავადებების პროფილაქტიკისთვის:
კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივები პაციენტებში რეციდივის მაღალი რისკით;
ოროფარინგეალური კანდიდოზისა და საყლაპავის კანდიდოზის რეციდივები აივ-ინფიცირებულ პაციენტებში რეციდივის მაღალი რისკით;
ვაგინალური კანდიდოზის რეციდივების სიხშირის შესამცირებლად (4 ან მეტი ეპიზოდი წელიწადში);
კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკისთვის პაციენტებში ხანგრძლივი ნეიტროპენიით (როგორიცაა პაციენტები ჰემობლასტოზებით, რომლებსაც უტარდებათ ქიმიოთერაპია, ან პაციენტები, რომლებსაც უტარდებათ ჰემოპოეტური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოდინამიკა”).
ფლუკონაზოლი ნაჩვენებია დროული ახალშობილების, ჩვილების, ბაგისა და დაწყებითი სკოლის ასაკის ბავშვების, ასევე 0-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდების სამკურნალოდ.
ფლუკონაზოლი გამოიყენება ლორწოვანი გარსების კანდიდოზის (ოროფარინგეალური კანდიდოზი და საყლაპავის კანდიდოზი), ინვაზიური კანდიდოზის, კრიპტოკოკური მენინგიტის სამკურნალოდ და კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკისთვის დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე პაციენტებში. ფლუკონაზოლის გამოყენება შეიძლება შემანარჩუნებელი თერაპიის სახით კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივის პროფილაქტიკისთვის ბავშვებში რეციდივის მაღალი რისკით (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“).
თერაპიის დაწყება შეიძლება კულტურალური მეთოდისა და კვლევის სხვა ლაბორატორიული მეთოდების შედეგების მიღებამდე. თუმცა, ამ შედეგების მიღების შემდეგ ინფექციის საწინააღმდეგო მკურნალობა შესაბამისად უნდა დაკორექტირდეს.
გასათვალისწინებელია ოფიციალური გაიდლაინები სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების სათანადო გამოყენებასთან დაკავშირებით.
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების, ფლუკონაზოლის მსგავსი ქიმიური სტრუქტურის მქონე აზოლური ნივთიერებების ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
პრეპარატების მრავალჯერად მიღებასთან სამკურნალწამლო ურთიერთქმედების კვლევის მონაცემებით ტერფენადინის ერთდროულად გამოყენება დღე-ღამეში 400 მგ და უფრო მაღალი დოზით ფლუკონაზოლის მრავალჯერადი გამოყენების დროს უკუნაჩვენებია. ფლუკონაზოლის მიღებისას უკუნაჩვენებია ისეთი სამკურნალო საშუალებების ერთდროულად დანიშვნა, რომლებიც ახანგრძლივებს QT ინტერვალს და მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450-ის იზოფერმენტ CYP3A4-ით, როგორიცაა ციზაპრიდი, ასტემიზოლი, პიმოზიდი, ქინიდინი და ერითრომიცინი (იხ. პარაგრაფები “განსაკუთრებული მითითება” და “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).
გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში
შვილოსნობის უნარის მქონე ქალები
მკურნალობის დაწყებამდე პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული ნაყოფისთვის პოტენციური რისკის შესახებ.
პრეპარატის ერთჯერადი დოზის გამოყენების შემდეგ, დაორსულებამდე, რეკომენდებულია დაიცვათ გამოყოფის პერიოდი, რომელიც შეადგენს 1 კვირას (რაც შეესაბამება ნახევარგამოყოფის 5-6 პერიოდს) (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოკინეტიკა“).
მკურნალობის უფრო ხანგრძლივი კურსებისას შეიძლება კონტრაცეფციის გამოყენების აუცილებლობის საკითხის განხილვა შვილოსნობის უნარის მქონე ქალებში მკურნალობის სრული კურსის და ბოლო დოზის მიღებიდან 1 კვირის განმავლობაში.
ორსულობა
დაკვირვებითი კვლევის შედეგები მიუთითებს თვითნებური აბორტის მომატებულ რისკზე ქალებში, რომლებიც იღებდნენ ფლუკონაზოლს ორსულობის პირველ ან(და) მეორე ტრიმესტრში, იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც არ იღებდნენ ფლუკონაზოლს ან იღებდნენ ადგილობრივი გამოყენების აზოლების ჯგუფის პრეპარატებს იმავე პერიოდის განმავლობაში. რამდენიმე ათასი ორსულის მონაწოლეობით ჩატარებული კვლევების მონაცემები, რომლებიც იღებდნენ ფლუკონაზოლის კუმულაციურ დოზას <150 მგ პირველ ტრიმესტრში, არ აჩვენებს ნაყოფის განვითარების მანკების საერთო რისკის გაზრდას. ერთ დიდ დაკვირვებით კოჰორტულ კვლევაში პერორალური ფლუკონაზოლის ზემოქმედება პირველ ტრიმესტრში დაკავშირებული იყო საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის განვითარების დარღვევების მცირედიდ მომატებულ რისკთან, რაც შეესაბამება დაახლოებით 1 დამატებით შემთხვევას 1000 ქალზე, რომლებიც იღებდნენ კუმულაციურ დოზებს <450 მგ, იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ ადგილობრივ აზოლებს, და დაახლოებით 4 დამატებით შემთხვევას 1000 ქალზე, რომლებიც იღებდნენ კუმულაციურ დოზებს 450 მგ-ზე მეტს. დაკორექტირებული ფარდობითი რისკი შეადგენდა 1.29 (95% ს/ი 1.05-1.58) 150 მგ პერორალური ფლუკონაზოლისთვის და 1.98 (95% ს/ი 1.23-3.17) ფლუკონაზოლის 450 მგ-ზე მეტი დოზებისთვის.
ორსულობის პერიოდში ფლუკონაზოლის გამოყენებისას გულის განვითარების დარღვევების ეპიდემიოლოგიური კვლევების ხელმისაწვდომი მონაცემები ურთიერთსაწინააღმდეგოა. თუმცა, ორსულობის პირველ ტრიმესტრში ფლუკონაზოლით ნამკურნალები რამდენიმე ათასი ორსულის მონაწილეობით ჩატარებული 5 დაკვირვებითი კვლევის მონაცემთა მეტაანალიზმა გამოავლინა გულის განვითარების დარღვევების გამოვლენის რისკის 1.8-2-ჯერ გაზრდა იმ ჯგუფებთან შედარებით, რომლებიც არ იყენებდნენ ფლუკონაზოლს ან(და) იყენებდნენ ადგილობრივი გამოყენების აზოლების ჯგუფის პრეპარატებს.
კლინიკური შემთხვევების შესახებ შეტყობინებებში აღწერილია თანდაყოლილი დეფექტები ჩვილებში, რომელთა დედები იღებდნენ ფლუკონაზოლის მაღალ დოზებს (400-800 მგ დღე-ღამეში) ორსულობის პერიოდში 3 თვის ან მეტი დროის განმავლობაში კოკციდიოიდომიკოზის სამკურნალოდ.
ამ ჩვილებში აღნიშნული თანდაყოლილი დეფექტები მოიცავს ბრაქიცეფალიას, ყურების დისპლაზიას, გიგანტურ ყიფლიბანდს, თეძოს გამრუდებას და მხრის სინოსტოზს. მიზეზობრივ-შედეგობრივი კავშირი ფლუკონაზოლის გამოყენებასა და ამ თანდაყოლილ დეფექტებს შორის გარკვეული არ არის. მიზანშეწონილი არ არის ორსულობის დროს ფლუკონაზოლის სტანდარტული დოზების გამოყენება და ფლუკონაზოლით ხანმოკლე კურსების ჩატარება აშკარა აუცილებლობის გარეშე.
მიზანშეწონილი არ არის ორსულობის დროს ფლუკონაზოლის მაღალი დოზების გამოყენება ან/და ხანგრძლივი მკურნალობის ჩატარება, გარდა სიცოცხლისთვის საშიში ინფექციების მკურნალობის შემთხვევებისა.
ძუძუთი კვება
ფლუკონაზოლი ვლინდება დედის რძეში პლაზმურთან მიახლოებული კონცენტრაციებით (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოკინეტიკა”).
ძუძუთი კვების გაგრძელება შეიძლება ფლუკონაზოლის ერთჯერადი დოზის 150 მგ-ის მიღების შემდეგ. რეკომენდებული არ არის ძუძუთი კვება ფლუკონაზოლის მრავალჯერადი მიღების შემდეგ ან მაღალი დოზის მიღების შემდეგ. ძუძუთი კვების უპირატესობა უნდა შეფასდეს ჩვილის განვითარებისა და ჯანმრთელობის მიზნით, ასევე განისაზღვროს დედისთვის პრეპარატ დიფლუკანის კლინიკური აუცილებლობა და ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილში პრეპარატ დიფლუკანით გამოწვეული ან დედის საწყისი მდგომარეობით განპირობებული ნებისმიერი შესაძლო გვერდითი მოქმედება.
ფერტილობა
ფლუკონაზოლი არ ახდენდა გავლენას ძუ და ხვადი ვირთაგვების ფერტილობაზე.
გამოყენების წესი და დოზები
ფლუკონაზოლი შეიძლება დაინიშნოს პერორალურად (კაფსულები, ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად და სიროფი) ან ინტრავენურად (საინფუზიო ხსნარი), გამოყენების წესი დამოკიდებულია პაციენტის კლინიკურ მდგომარეობაზე. ინტრავენური შეყვანიდან პერორალურ მიღებაზე გადასვლისას, ან პირიქით, პრეპარატის დღე-ღამის დოზის შეცვლა საჭირო არ არის.
ასაკის, წონისა და დოზირების მიხედვით ექიმი დანიშნავს პრეპარატის შესაფერის სამკურნალწამლო ფორმას და დოზას. პრეპარატის კაფსულირებული ფორმა არ გამოიყენება ახალშობილებსა და მცირე ასაკის ბავშვებში. არსებობს ფლუკონაზოლის პერორალურად მისაღები თხევადი სამკურნალწამლო ფორმები, რომლებიც განკუთვნილია ამ ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებისთვის.
კაფსულები მიიღება პერორალურად, გახსნის და დაღეჭვის გარეშე, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
პრეპარატ დოფლუკანის® სადღეღამისო დოზა დამოკიდებულია სოკოვანი ინფექციის ხასიათსა და სიმძიმეზე. თუ ინფექციის მკურნალობა მოითხოვს განმეორებითი დოზის მიღებას, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს აქტიური სოკოვანი ინფექციის კლინიკური ან ლაბორატორიული ნიშნების გაქრობამდე. მკურნალობის არასაკმარისი ხანგრძლივობა შეიძლება იწვევდეს სოკოვანი ინფექციის რეციდივს.
გამოყენება მოზრდილებში
ჩვენება
დოზირების რეჟიმი
მკურნალობის ხანგრძლივობა
კრიპტოკოკოზი
- კრიპტოკოკური მენინგიტის მკურნალობა
დამტვირთავი დოზა: 400 მგ პირველ დღეებში
შემანარჩუნებელი დოზა: 200-400 მგ ერთხელ დღე-ღამეში ჩვეულებრივ
ჩვეულებრივ, სულ მცირე 6-8 კვირა.
სიცოცხლისთვის საფრთხის მქონე ინფექციის მკურნალობისას დღე-ღამის დოზა შეიძლება გაიზარდოს 800 მგ-მდე.
- შემანარჩუნებელი თერაპია კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივების პროფილაქტიკისთვის რეციდივის მაღალი რისკის ჯგუფში მყოფ პაციენტებში.
200 მგ ერთხელ დღე-ღამეში
შეუზღუდავად დღე-ღამეში 200 მგ დოზით
კოკციდიოიდომიკოზი
200-400 მგ ერთხელ დღე-ღამეში
11-24 თვე ან მეტი, პაციენტის რეაქციის მიხედვით. ზოგიერთი ფორმის ინფექციის სამკურნალოდ, განსაკუთრებით თავის ტვინის გარსების დაზიანებისას, შეიძლება მიზანშეწონილი იყოს პრეპარატის გამოყენება დოზით 800 მგ დღე-ღამეში.
ინვაზიური კანდიდოზი
დამტვირთავი დოზა: 800 მგ პირველ დღეებში.
შემანარჩუნებელი დოზა: 400 მგ ერთხელ დღე-ღამეში
ზოგადად, კანდიდემიის მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა შეადგენს 2 კვირას სისხლის ნათესის პირველი უარყოფითი შედეგიდან და კანდიდემიის ნიშნებისა და სიმპტომების გაქრობის შემდეგ.
ლორწოვანი გარსების კანდიდოზის მკურნალობა
- ოროფარინგეალური კანდიდოზი
დამტვირთავი დოზა: 200-400 მგ პირველ დღეებში.
შემანარჩუნებელი დოზა: 100-200 მგ ერთხელ დღე-ღამეში
7-21 დღე (ოროფარინგეალური კანდიდოზის რემისიის მიღწევამდე).
იმუნური სისტემის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში შეიძლება უფრო ხანგრძლივი მკურნალობის ჩატარება.
- საყლაპავის კანდიდოზი
დამტვირთავი დოზა: 200-400 მგ პირველ დღეებში.
შემანარჩუნებელი დოზა: 100-200 მგ ერთხელ დღე-ღამეში
14-30 დღე (საყლაპავის კანდიდოზის რემისიის მიღწევამდე).
იმუნური სისტემის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში შეიძლება უფრო ხანგრძლივი მკურნალობის ჩატარება.
- კანდიდურია
200-400 მგ ერთხელ დღე-ღამეში
7-21 დღე. იმუნური სისტემის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში შეიძლება უფრო ხანგრძლივი მკურნალობის ჩატარება.
- ქრონიკული ატროფიული კანდიდოზი
50 მგ ერთხელ დღე-ღამეში
14 დღე
- კანისა და ლორწოვანი გარსების ქრონიკული კანდიდოზი
50-100 მგ ერთხელ დღე-ღამეში
28 დღემდე, მაგრამ მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდა შეიძლება ინფექციის სიმძიმისა და ტიპის მიხედვით ან იმუნური სისტემის ფუნქციის დარღვევისას.
ლორწოვანი გარსების კანდიდოზის რეციდივის პროფილაქტიკა რეციდივის მაღალი რისკის ჯგუფში მყოფ აივ-ინფიცირებულ პაციენტებში
- ოროფარინგეალური კანდიდოზი
100-200 მგ ერთხელ დღე-ღამეში ან 200 მგ 3-ჯერ კვირაში
შეუზღუდავი დროის განმავლობაში პაციენტებში იმუნიტეტის ქრონიკული დაქვეითებით.
- საყლაპავის კანდიდოზი
100-200 მგ ერთხელ დღე-ღამეში ან 200 მგ 3-ჯერ კვირაში
შეუზღუდავი დროის განმავლობაში პაციენტებში იმუნიტეტის ქრონიკული დაქვეითებით.
გენიტალური კანდიდოზი
- მწვავე ვაგინალური კანდიდოზი
- კანდიდოზური ბალანიტი
150 მგ
ერთჯერადად
ვაგინალური კანდიდოზის რეციდივების მკურნალობა და პროფილაქტიკა (4 ან მეტი ეპიზოდი წელიწადში).
150 მგ სამ დღეში ერთხელ – სულ 3 დოზა (პირველ, მე-4 და მე-7 დღეს), შემდგომში პრეპარატის შემანარჩუნებელი დოზის 150 მგ-ის მიღებით კვირაში ერთხელ
შემანარჩუნებელი დოზა: 6 თვე.
დერმატომიკოზი
tinea pedis,
tinea corporis,
tinea cruris,
კანდიდოზური ინფექცია
150 მგ ერთხელ კვირაში ან 50 მგ ერთხელ დღეში
2-4 კვირა, მაგრამ tinea pedis-ის სამკურნალოდ შეიძლება საჭირო იყოს მკურნალობა 6 კვირამდე.
tinea versicolor
300-400 მგ ერთხელ კვირაში
1-3 კვირა
50 მგ ერთხელ დღეში
2-4 კვირა
tinea unguium (ონიქომიკოზი)
150 მგ ერთხელ კვირაში
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ინფიცირებული ფრჩხილის შეცვლამდე (არაინფიცირებული ფრჩხილის გაზრდამდე). ხელისა და ფეხის თითებზე ფრჩხილების ამოსვლას ჩვეულებრივ სჭირდება შესაბამისად 3-6 თვე და 6-12 თვე. მაგრამ ზრდის სიჩქარე შეიძლება მნიშვნელოვნად იცვლებოდეს სხვადასხვა პირებში, ასევე ასაკის მიხედვით. ხანგრძლივი ქრონიკული ინფექციების წარმატებული მკურნალობის შემდეგ ზოგჯერ აღინიშნება ფრჩხილის ფორმის შეცვლა.
კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკა ხანგრძლივი ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში
200-400 მგ ერთხელ დღე-ღამეში.
მკურნალობის დაწყება საჭიროა ნეიტროპენიის მოსალოდნელ განვითარებამდე რამდენიმე დღით ადრე და მმ3-ზე ნეიტროფილების 1000-ზე მეტ რაოდენობამდე გაზრდის შემდეგ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს კიდევ 7 დღე.
გამოყენება ბავშვებში
ბავშვთა ასაკის პაციენტებში არ შეიძლება მაქსიმალური დოზის დღე-ღამეში 400 მგ-ის გადაჭარბება.
როგორც მოზრდილებში მსგავსი ინფექციების დროს, მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკურ ეფექტზე და მიკოლოგიური კვლევის შედეგებზე. დიფლუკანი გამოიყენება ყოველდღე ერთხელ დღე-ღამეში.
თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე ბავშვებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემულია პარაგრაფში “თირკმელების ფუნქციის დარღვევა“. თირკმელების უკმარისობის მქონე ბავშვებში ფლუკონაზოლის ფარმაკოკინეტიკის კვლევები არ არის ჩატარებული (ქვემოთ იხილეთ ინფორმაცია “დროული ახალშობილების“ შესახებ, რომლებშიც ხშირად ვლინდება თირკმელების მოუმწიფებლობა)
28 დღიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვები:
ჩვენება
დოზირების რეჟიმი
რეკომენდაცია
ლორწოვანი გარსების კანდიდოზი
დამტვირთავი დოზა: 6 მგ/კგ
შემანარჩუნებელი დოზა: 3 მგ/კგ ერთხელ დღე-ღამეში
პრეპარატის წონასწორული კონცენტრაციის უფრო სწრაფად მისაღწევად პირველ დღეს შეიძლება დამტვირთავი დოზის მიღება
ინვაზიური კანდიდოზი
კრიპტოკოკური მენინგიტი
დოზა: 6-12 მგ/კგ ერთხელ დღე-ღამეში
დაავადების სიმძიმის მიხედვით
შემანარჩუნებელი თერაპია კრიპტოკოკური მენინგიტის რეციდივების პროფილაქტიკისთვის რეციდივის მაღალი რისკის ჯგუფში მყოფი ბავშვებისთვის
დოზა: 6 მგ/კგ ერთხელ დღე-ღამეში
დაავადების სიმძიმის მიხედვით
კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკა იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში
დოზა: 3-12 მგ/კგ ერთხელ დღე-ღამეში
ინდუცირებული ნეიტროპენიის სიმძიმისა და ხანგრძლივობის მიხედვით (იხ. დოზირების რეკომენდაციები პარაგრაფში “მოზრდილები“)
მოზარდები (12-დან 17 წლამდე ასაკი):
წონისა და პუბერტატული განვითარების მიხედვით ექიმმა უნდა შეაფასოს პაციენტისთვის ყველაზე ოპტიმალური დოზა (მოზრდილებისთვის თუ ბავშვებისთვის განკუთვნილი დოზა). კლინიკური მონაცემებით დასტურდება, რომ ბავშვებში ფლუკონაზოლის კლირენსი უფრო მაღალია, ვიდრე მოზრდილებში. მოზრდილებში 100, 200 და 400 მგ დოზებისა და ბავშვებში 3, 6 და 12 მგ/კგ დოზების გამოყენებით მიიღწევა მსგავსი სისტემური ექსპოზიცია.
ბავშვებში გენიტალური კანდიდოზის სამკურნალოდ ფლუკონაზოლის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის. დღეისათვის არსებული მონაცემები ბავშვებში სხვა ჩვენებით პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით წარმოდგენილია პარაგრაფში “გვერდითი მოქმედება“. მოზარდებში (12-დან 17 წლამდე ასაკის) გენიტალური კანდიდოზის სამკურნალოდ პრეპარატის გამოყენების აუცილებლობისას უნდა იქნას გამოყენებული მოზრდილებისთვის განკუთვნილი დოზა.
დროული ახალშობილები (0-დან 27 დღემდე):
ახალშობილები ნელა გამოყოფენ ფლუკონაზოლს. დროულ ახალშობილებში ამ დოზირების დამადასტურებელი ფარმაკოკინეტიკური მონაცემები მცირეა (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოკინეტიკა“).
ასაკობრივი ჯგუფი
დოზირება
რეკომენდაციები
ახალშობილები (0-დან 14 დღემდე)
72 საათში ერთხელ შეიყვანება იგივე დოზა მგ/კგ-ში, რომელიც განკუთვნილია ჩვილებისთვის და ბავშვებისთვის.
რეკომენდებული არ არის მაქსიმალური დოზის 12 მგ/კგ 72 საათში ერთხელ გადაჭარბება.
ახალშობილები (15-დან 27 დღემდე)
48 საათში ერთხელ შეიყვანება იგივე დოზა მგ/კგ-ში, რომელიც განკუთვნილია ჩვილებისთვის და ბავშვებისთვის.
რეკომენდებული არ არის მაქსიმალური დოზის 12 მგ/კგ 48 საათში ერთხელ გადაჭარბება.
გამოყენება ხანდაზმულ პირებში
პრეპარატის დოზის კორექტირებას ახორციელებენ თირკმლის ფუნქციის მდგომარეობის მიხედვით (იხ. პარაგრაფი “გამოყენება თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში“).
გამოყენება თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში
დიფლუკანი გამოიყოფა ძირითადად შარდთან ერთად უცვლელი აქტიური ნივთიერების სახით. ერთხელ მიღების შემთხვევაში დოზის შეცვლა საჭირო არ არის. თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (ბავშვების ჩათვლით) პრეპარატის მრავალჯერადი გამოყენების შემთხვევაში საჭიროა პირველად დარტყმითი დოზის 50 მგ-დან 400 მგ-მდე შეყვანა, ამ ჩვენებით რეკომენდებული დღე-ღამის დოზის მიხედვით, შემდეგ დღე-ღამის დოზა (ჩვენების მიხედვით) განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ)
რეკომენდებული დოზის პროცენტი
>50
100%
<50 (ჰემოდიალიზის გარეშე)
50%
ჰემოდიალიზი
100% ყოველი ჰემოდიალიზის შემდეგ
პაციენტები, რომლებსაც უტარდებათ ჰემოდიალიზი, უნდა იღებდნენ რეკომენდებული დოზის 100%-ს დიალიზის ყოველი სეანსის შემდეგ. იმ დღეს, როდესაც არ ტარდება დიალიზი, პაციენტებმა უნდა მიიღონ პრეპარატის შემცირებული (კრეატინინის კლირენსის მიხედვით) დოზა.
გამოყენება პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით
ვინაიდან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ფლუკონაზოლის გამოყენების შესახებ ინფორმაცია არასაკმარისია, ამ ჯგუფში მყოფ პაციენტებში ფლუკონაზოლი გამოიყენება სიფრთხილის ზომების დაცვით (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“ და “გვერდითი მოქმედება“).
გვერდითი მოქმედება
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
რეგისტრირებულია სამკურნაწლამლო რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS-სინდრომი), დაკავშირებული ფლუკონაზოლით მკურნალობასთან (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება”).
ყველაზე ხშირად (>1/100 <1/10-მდე) რეგისტრირებულია ისეთი არასასურველი რეაქციები, როგორიცაა თავის ტკივილი, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, გულისრევა, ღებინება, ალანინამინოტრანსფერაზას დონის მომატება, ასპარტატამინოტრანსფერაზას დონის მომატება, ტუტე ფოსფატაზის დონის მომატება სისხლში და გამონაყარი.
დიფლუკანის მიღებისას აღინიშნა ქვემოთ მითითებული არასასურველი რეაქციები შემდეგი სიხშირით: ძალიან ხშირად (>1/10), ხშირად (>1/100-დან <1/10-მდე), არახშირად (>1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათად (>1/10000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათად (<1/10000) და უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია).
ორგანოთა სისტემების კლასი
ხშირად
არახშირად
იშვიათად
უცნობია
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ
ანემია
აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ანაფილაქსია
დარღვევები ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ
მადის დაქვეითება
ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია, ჰიპოკალიემია
ფსიქიკის დარღვევები
ძილიანობა, უძილობა
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
თავის ტკივილი
კრუნჩხვა, პარესთეზია, თავბრუსხვევა, გემოს შეცვლა
ტრემორი
დარღვევები სმენის ორგანოსა და ლაბირინთის მხრივ
ვერტიგო
დარღვევები გულის მხრივ
პირუეტის ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდია (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“), QT ინტერვალის გახანგრძლივება (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება”)
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ტკივილი მუცლის არეში, ღებინება, დიარეა, გულისრევა
შეკრულობა, დისპეფსია, მეტეორიზმი, სიმშრალე პირის ღრუში
დარღვევები ღვიძლისა და ნაღვლგამომყოფი გზების მხრივ
ალანინამინოტრანსფერაზას დონის მომატება (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“), ასპარტატამინოტრანსფერაზას დონის მომატება (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“), ტუტე ფოსფატაზას დონის მომატება სისხლში (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“)
ქოლესტაზი (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“), სიყვითლე (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“), ბილირუბინის დონის მომატება (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“)
ღვიძლის უკმარისობა (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“), ჰეპატოცელულარული ნეკროზი (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“), ჰეპატიტი (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“), ჰეპატოცელულარული დაზიანება (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“)
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
გამონაყარი (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“)
ტოქსიდერმია* (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“), ჭინჭრის ციება (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“), ქავილი, მომატებული ოფლიანობა
ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“), სტივენს-ჯონსონის სინდრომი (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“), მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება“), ექსფოლიაციური დერმატიტი, ანგიონევროზული შეშუპება, სახის შეშუპება, ალოპეცია
სამკურნალწამლო რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური ნიშნებით (DRESS-სინდრომი)
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
მიალგია
ზოგადი დარღვევებიდა რეაქციები შეყვანის ადგილზე
მომატებული დაღლილობა, შეუძლოდ ყოფნა, ასთენია, ცხელება
- ხანგრძლივი სამკურნალწამლო ერითემის ჩათვლით
ბავშვები და მოზარდები
არასასურველი რეაქციების ტიპი და სიხშირე, ასევე კვლევის ლაბორატორიული მეთოდების შედეგების გადაცდენა, რომლებიც დაფიქსირებულია ბავშვებსა და მოზარდებში კლინიკური კვლევების დროს, გენიტალური კანდიდოზის გარდა, მსგავსი იყო მოზრდილებში აღნიშნული მაჩვენებლისა.
დოზის გადაჭარბება
ცნობილია ფლუკონაზოლის დოზის გადაჭარბების შემთხვევების შესახებ ჰალუცინაციებისა და პარანოიდული ქცევის თანხლებით.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ადეკვატური ეფექტის მიღება შეიძლება სიმპტომური მკურნალობით (შემანარჩუნებელი ზომების და კუჭის გამორეცხვის ჩათვლით).
ფლუკონაზოლი ძირითადად გამოიყოფა თირკმელების საშუალებით, ამიტომ ფორსირებულმა დიურეზმა შეიძლება დააჩქაროს პრეპარატის გამოყოფა. ჰემოდიალიზის 3 საათიანი სეანსი დაახლოებით 50%-ით ამცირებს სისხლის პლაზმაში ფლუკონაზოლის კონცენტრაციას.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ფლუკონაზოლის შემდეგ პრეპარატებთან ერთდროულად გამოყენება უკუნაჩვენებია:
ციზაპრიდი: ფლუკონაზოლისა და ციზაპრიდის ერთდროულად გამოყენებისას შესაძლებელია არასასურველი რეაქციები გულის მხრივ, მათ შორის “პირუეტის” ტიპის პარკუჭოვანი ტაქისისტოლური არითმია (torsade de pointes). ფლუკონაზოლის 200 მგ დოზის ერთხელ დღე-ღამეში და ციზაპრიდის 20 მგ დოზის 4-ჯერ დღე-ღამეში გამოყენება იწვევს ციზაპრიდის პლაზმური კონცენტრაციების გამოხატულ გაზრდას და QT ინტერვალის გაზრდას ეკგ-ზე. ციზაპრიდისა და ფლუკონაზოლის ერთდროულად გამოყენება უკუნაჩვენებია.
ტერფენადინი: აზოლური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებისა და ტერფენადინის ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს სერიოზული არითმიები QT ინტერვალის გაზრდასთან დაკავშირებით. დღე-ღამეში 200 მგ ფლუკონაზოლის გამოყენებისას QT ინტერვალის გაზრდა დადგენილი არ არის. სხვა კვლევაში დღე-ღამეში ფლუკონაზოლის 400 მგ და 800 მგ დოზით ნაჩვენებია, რომ დღეში 400 მგ და მეტი დოზით ფლუკონაზოლის გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის პლაზმაში ტერფენადინის კონცენტრაციას ერთდროულად მიღებისას. დღე-ღამეში 400 მგ და მეტი დოზით ფლუკონაზოლის ტერფენადინთან ერთდროულად გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენება”). ტერფენადინთან ერთად დღე-ღამეში 400 მგ-ზე ნაკლები დოზით ფლუკონაზოლით მკურნალობა უნდა ჩატარდეს მკაცრი კონტროლით.
ასტემიზოლი: ფლუკონაზოლის ასტემიზოლთან ერთდროულად გამოყენება შეიძლება იწვევდეს ასტემიზოლის კლირენსის დაქვეითებას. სისხლის პლაზმაში ასტემიზოლის კონცენტრაციის მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება და ზოგ შემთხვევაში “პირუეტის” ტიპის პარკუჭოვანი ტაქისისტოლური არითმიის (torsade de pointes) განვითარება. ასტემიზოლისა და ფლუკონაზოლის ერთდროულად გამოყენება უკუნაჩვენებია.
პიმოზიდი: მიუხედავად იმისა, რომ in vitro ან in vivo შესაბამისი კვლევები არ არის ჩატარებული, ფლუკონაზოლისა და პიმოზიდის ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პიმოზიდის მეტაბოლიზმის დაქვეითება. თავის მხრივ, პიმოზიდის პლაზმური კონცენტრაციის მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება და ზოგ შემთხვევაში “პირუეტის” ტიპის პარკუჭოვანი ტაქისისტოლური არითმიის (torsade de pointes) განვითარება. პიმოზიდისა და ფლუკონაზოლის ერთდროულად გამოყენება უკუნაჩვენებია.
ქინიდინი: მიუხედავად იმისა, რომ in vitro ან in vivo შესაბამისი კვლევები არ არის ჩატარებული, ფლუკონაზოლისა და ქინიდინის ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება ასევე გამოიწვიოს ქინიდინის მეტაბოლიზმის დათრგუნვა. ქინიდინის გამოყენება დაკავშირებულია QT ინტერვალის გახანგრძლივებასთან და იშვიათ შემთხვევებში “პირუეტის” ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (torsade de pointes) განვითარებასთან. ქინიდინისა და ფლუკონაზოლის ერთდროულად გამოყენება უკუნაჩვენებია.
ერითრომიცინი: ფლუკონაზოლისა და ერითრომიცინის ერთდროულად გამოყენება პოტენციურად იწვევს კარდიოტოქსიკურობის განვითარების (QT ინტერვალის გახანგრძლივება, torsade de pointes) და, შედეგად, გულის მხრივ მოულოდნელი სიკვდილის მომატებულ რისკს. ფლუკონაზოლისა და ერითრომიცინის ერთდროულად გამოყენება უკუნაჩვენებია.
რეკომენდებული არ არის შემდეგი სამკურნალო საშუალებების გამოყენება:
ჰალოფანტრინი: ფლუკონაზოლმა შეიძლება გაზარდოს ჰალოფანტრინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში იზოფერმენტ CYP3A4-ის ინჰიბირებასთან დაკავშირებით. შესაძლებელია კარდიოტოქსიკურობის განვითარება (QT ინტერვალის გახანგრძლივება (“პირუეტის” ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (torsade de pointes) განვითარება), და, შედეგად, გულის მხრივ მოულოდნელი სიკვდილის განვითარება. საჭიროა თავის არიდება ამ სამკურნალო საშუალებების კომბინირებული გამოყენებისგან (იხ. პარაგრაფი “განსაკუთრებული მითითება”).
საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა ფლუკონაზოლთან ერთდროულად გამოყენებისას:
ამიოდარონი: ამიოდარონის გამოყენება ასოცირდებოდა QT ინტერვალის გახანგრძლივებასთან. ფლუკონაზოლისა და ამიოდარონის ერთდროულად გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა, განსაკუთრებით ფლუკონაზოლის მაღალი დოზის (800 მგ) მიღებისას.
სიფრთხილის ზომების დაცვა და აუცილებლობის შემთხვევაში დოზის კორექტირებაა საჭირო შემდეგი პრეპარატებისა და ფლუკონაზოლის ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში:
პრეპარატები, რომლებიც მოქმედებს ფლუკონაზოლზე:
ჰიდროქლოროთიაზიდი: ჰიდროქლოროთიაზიდის მრავალჯერადი გამოყენება ფლუკონაზოლთან ერთად იწვევს სისხლის პლაზმაში ფლუკონაზოლის კონცენტრაციის გაზრდას 40%-ით. ასეთი გამოხატულობის ეფექტი არ საჭიროებს ფლუკონაზოლის დოზირების რეჟიმის შეცვლას პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ დიურეზულებს, მაგრამ ექიმმა უნდა გაითვალისწინოს ეს კომბინაცია.
რიფამპიცინი: ფლუკონაზოლისა და რიფამპიცინის ერთდროულად გამოყენება იწვევს ფლუკონაზოლის AUC-ის 25%-ით და ნახევარგამოყოფის პერიოდის ხანგრძლივობის 20%-ით შემცირებას. რიფამპიცინის ერთდროულად დანიშვნის შემთხვევაში საჭიროა გათვალისწინებული იქნას ფლუკონაზოლის დოზის გაზრდის მიზანშეწონილობა.
სამკურნალწამლო ურთიერთქმედების შემსწავლელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფლუკონაზოლის პერორალური გამოყენება საკვების მიღების დროს, ციმეტიდინთან, ანტაციდებთან ერთად ან მთლიანი სხეულის ტოტალური დასხივების შემდეგ (ძვლის ტვინის გადანერგვისთვის მომზადებისას) არ ახდენს კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას ფლუკონაზოლის აბსორბციაზე.
პრეპარატები, რომლებზეც მოქმედებს ფლუკონაზოლი:
ფლუკონაზოლი წარმოადგენს ციტოქრომ P450-ის (CYP) 2C9 და 3A4 იზოფერმენტების ზომიერ ინჰიბიტორს. ფლუკონაზოლი ასევე, წარმოადგენს CYP2C19 იზოფერმენტის ინჰიბიტორს. დამატებით, გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი ეფექტებისა, არსებობს სისხლის პლაზმაში სხვა ისეთი სამკურნალო საშუალებების კონცენტრაციის მომატების რისკი, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP2C9, CYP2C19 და CYP3A4 იზოფერმენტების საშუალებით ფლუკონაზოლთან ერთდროულად გამოყენებისას. ამასთან დაკავშირებით, საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა ჩამოთვლილ პრეპარატებთან ერთდროულად გამოყენებისას, ხოლო ასეთი კომბინაციების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა პაციენტის მკაცრი სამედიცინო დაკვირვება. გასათვალისწინებელია, რომ ფლუკონაზოლის მაინჰიბირებელი მოქმედება ნარჩუნდება 4-5 დღე პრეპარატის მოხსნის შემდეგ ნახევარგამოყოფის ხანგრძლივი პერიოდის გამო.
აბროციტინიბი: ფლუკონაზოლმა (CYP2C19, 2C9, 3A4-ის ინჰიბიტორი) 155%-ით გაზარდა მოქმედი ნივთიერების აბროციტინიბის ზემოქმედების დონე. ფლუკონაზოლთან ერთდროულად გამოყენებისას საჭიროა აბროციტინიბის დოზის კორექტირება აბროციტინიბის გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად.
ალფენტანილი: ჯანმრთელ მოხალისეებში ფლუკონაზოლის (დოზით 400 მგ) და ალფენტანილის (დოზით 20 მკგ/კგ ინტრავენურად) ერთდროულად გამოყენება იწვევდა ალფენტანილის AUC10-ის ორჯერ გაზრდას. ეს შესაძლოა, დაკავშირებული იყოს CYP3A4 იზოფერმენტის ინჰიბირებასთან ფლუკონაზოლის მიერ. შეიძლება საჭირო გახდეს ალფენტანილის დოზის კორექტირება.
ამიტრიპტილინი, ნორტრიპტილინი: ეფექტის გაზრდა. 5-ნორტრიპტილინის ან/და S-ამიტრიპტილინის კონცენტრაცია შეიძლება განისაზღვროს ფლუკონაზოლთან კომბინირებული თერაპიის დასაწყისში და დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ. აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ამიტრიპტილინის/ნორტრიპტილინის დოზის კორექტირება.
ამფოტერიცინი B: თაგვებზე ჩატარებულ კვლევებში (მათ შორის, იმუნოსუპრესიის მქონე თაგვებზე) აღინიშნა შემდეგი შედეგები: მცირე ადიტიური სოკოს საწინააღმდეგო ეფექტი C. almicans-ით გამოწვეული სისტემური ინფექციის დროს, ურთიერთქმედების არ არსებობა Cryptococcus neoformans-ით გამოწვეული ქალასშიდა ინფექციის დროს, ანტაგონიზმი A. fumigatus-ით გამოწვეული სისტემური ინფექციის დროს. ამ კვლევების შედეგების კლინიკური მნიშვნელობა გაურკვეველია.
ანტიკოაგულანტები: რეგისტრაციის შემდგომი დაკვირვების პერიოდში მიღებულია ცნობები სისხლდენის (ჰემატომების განვითარება, ცხვირიდან სისხლდენა, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, ჰემატურია და კუპრისებრი განავალი) განვითარების შესახებ, გამოწვეული პროთრომბინული დროის გახანგრძლივებით ვარფარინისა და ფლუკონაზოლის ერთდროულად გამოყენებით. მსგავსი მოვლენები აღინიშნა აზოლების ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო სხვა საშუალებების გამოყენების შემთხვევაშიც. ფლუკონაზოლისა და ვარფარინის ერთდროულად გამოყენებისას აღინიშნა პროთრომბინული დროის ორჯერ გაზრდა, სავარაუდოდ, CYP2C9 იზოფერმენტით განპირობებული ვარფარინის მეტაბოლიზმის დათრგუნვის შედეგად. კუმარინული რიგის ანტიკოაგულანტებით ან ინდანდიონით და ფლუკონაზოლით მკურნალობისას რეკომენდებულია პროთრომბინის დროის გულდასმით კონტროლი. ასევე, უნდა შეფასდეს ამ ანტიკოაგულანტების დოზის კორექტირების მიზანშეწონილობა.
აზითრომიცინი: ფლუკონაზოლის 800 მგ ერთჯერადი დოზის და აზითრომიცინის 1200 მგ ერთჯერადი დოზის ერთდროულად პერორალურად გამოყენებისას ჩატარდა ღია, რანდომიზებული, სამმხრივად ჯვარედინი კვლევა 18 ჯანმრთელი მოხალისის მონაწილეობით. გამოხატული ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ორივე პრეპარატს შორის დადგენილი არ არის.
ბენზოდიაზეპინები (ხანმოკლე მოქმედების), მაგალითად მიდაზოლამი და ტრიაზოლამი: მიდაზოლამის პერორალურად მიღების შემდეგ ფლუკონაზოლი არსებითად ზრდის მიდაზოლამის კონცენტრაციას და ფსიქომოტორულ ეფექტებს. ფლუკონაზოლის 200 მგ დოზით და მიდაზოლამის 7,5 მგ დოზით პერორალურად ერთდროულად გამოყენება იწვევდა მიდაზოლამის AUC გაზრდას და ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივებას შესაბამისად 3.7 და 2.2-ჯერ. ფლუკონაზოლის დღე-ღამეში 200 მგ დოზით და ტრიაზოლამის 0.25 მგ დოზით პერორალურად ერთდროულად გამოყენება იწვევდა ტრიაზოლამის AUC გაზრდას და ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივებას შესაბამისად 4.4 და 2.3-ჯერ. ფლუკონაზოლისა და ტრიაზოლამის ერთდროულად მიღებისას აღინიშნა ტრიაზოლამის ეფექტების გაძლიერება და გახანგრძლივება. თუ ფლუკონაზოლის მიღების დროს პაციენტს უნდა დაენიშნოს თერაპია ბენზოდიაზეპინებით, უნდა იქნას განხილული ამ უკანასკნელთა დოზის შემცირების საკითხი და პაციენტის მდგომარეობაზე დაწესდეს სათანადო დაკვირვება.
კარბამაზეპინი: ფლუკონაზოლი თრგუნავს კარბამაზეპინის მეტაბოლიზმს და 30%-ით ზრდის მის შრატისმიერ კონცენტრაციას. გასათვალისწინებელია კარბამაზეპინის ტოქსიკურობის განვითარების რისკი. უნდა განისაზღვროს კარბამაზეპინის დოზის კორექციის აუცილებლობა კონცენტრაციის/ეფექტის მიხედვით.
კალციუმის არხების ბლოკერები: კალციუმის არხების ზოგიერთი ანტაგონისტი (ნიფედიპინი, ისრადიპინი, ამლოდიპინი, ვერაპამილი და ფელოდიპინი) მეტაბოლიზდება იზოფერმენტით CYP3A4. ფლუკონაზოლი ზრდის კალციუმის არხების ანტაგონისტების სისტემურ ექსპოზიციას. რეკომენდებულია გვერდითი მოვლენების განვითარების კონტროლი.
ცელეკოქსიბი: ფლუკონაზოლით (200 მგ დღეში) და ცელეკოქსიბით (200 მგ) ერთდროულად მკურნალობის დროს ცელეკოქსიბის Сmax და AUC გაიზარდა შესაბამისად, 68%-ით და 134%-ით. ფლუკონაზოლთან კომბინაციაში შეიძლება საჭირო გახდეს ცელეკოქსიბის დოზის განახევრება.
ციკლოსპორინი: ფლუკონაზოლი მნიშვნელოვნად ზრდის ციკლისპორინის კონცენტრაციას და AUC. დღე-ღამეში 200 მგ დოზით ფლუკონაზოლის და ციკლოსპორინის (დოზით 2.7 მგ/კგ/დღე-ღამეში) გამოყენება იწვევს ციკლოსპორინის AUC გაზრდას 1.8-ჯერ.
ამ პრეპარატების ერთდროულად გამოყენება შეიძლება ციკლოსპორინის დოზის შემცირებით მისი კონცენტრაციის შესაბამისად.
ციკლოფოსფამიდი: ციკლოფოსფამიდისა და ფლუკონაზოლის ერთდროულად გამოყენებისას აღინიშნება ბილირუბინისა და კრეატინინის შრატისმიერი კონცენტრაციების გაზრდა. ეს კომბინაცია დასაშვებია ბილირუბინისა და კრეატინინის კონცენტრაციების გაზრდის რისკის გათვალისწინებით.
ფენტანილი: ცნობილია ერთი ლეტალური შედეგის შესახებ, რომელიც შეიძლება იყოს დაკავშირებული ფენტანილისა და ფლუკონაზოლის ერთდროულად გამოყენებასთან. სავარაუდოდ, დარღვევები დაკავშირებულია ფენტანილით ინტოქსიკაციასთან. ნაჩვენებია, რომ ფლუკონაზოლი მნიშვნელოვნად ზრდის ფენტანილის გამოყოფის დროს. გასათვალისწინებელია, რომ ფენტანილის კონცენტრაციის მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ფუნქციის დათრგუნვა. შეიძლება საჭირო გახდეს ფენტანილის დოზის კორექტირება.
ჰმგ-კოA-რედუქტაზას ინჰიბიტორები: ფლუკონაზოლის ჰმგ-კოA-რედუქტაზას ისეთ ინჰიბიტორებთან ერთდროულად გამოყენებისას, რომლებიც მეტაბოლიზდება СYP3A4-ით, როგორიცაა, ატორვასტატინი და სიმვასტატინი, ან СYP2С9-ით, როგორიცაა, ფლუვასტატინი (სტატინებით ღვიძლის მეტაბოლიზმის დაქვეითება), იზრდება მიოპათიისა და რაბდომიოლიზის განვითარების რისკი (დოზაზე დამოკიდებით). თანმხლები თერაპიის აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა პაციენტზე დაკვირვება მიოპათიისა და რაბდომიოლიზის სიმპტომების გამოვლენის მიზნით, ასევე საჭიროა კრეატინინკინაზას კონცენტრაციის კონტროლი. კრეატინინკინაზას კონცენტრაციის შესამჩნევად გაზრდის ან მიოპათიის/რაბდომიოლიზის განვითარების დიაგნოსტირების ან მასზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში ჰმგ-კოA-რედუქტაზას ინჰიბიტორებით თერაპია უნდა შეწყდეს. სტატინების გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად შეიძლება საჭირო გახდეს ჰმგ-კოA-რედუქტაზას ინჰიბიტორების უფრო დაბალი დოზები.
იბრუტინიბი: იზოფერმენტ СYP3A4-ის ზომიერი ინჰიბიტორები, როგორიცაა ფლუკონაზოლი, ზრდის იბრუტინიბის კონცენტრაციას პლაზმაში და შეიძლება გაზარდოს ტოქსიკურობის რისკი. თუ კომბინაციის თავიდან არიდება შეუძლებელია, საჭიროა იბრუტინიბის დოზის შემცირება 280 მგ-მდე ერთხელ დღეში (ორი კაფსულა) ინჰიბიტორის გამოყენების პერიოდში და საგულდაგულო კლინიკური მონიტორინგის უზრუნველყოფა.
ევეროლიმუსი: მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი კვლევები in vivo და in vitro არ არის ჩატარებული, ითვლება, რომ ფლუკონაზოლს შეუძლია გაზარდოს ევეროლიმუსის კონცენტრაცია სისხლის შრატში CYP3A4-ის დათრგუნვის ხარჯზე.
ლოზარტანი: ფლუკონაზოლი თრგუნავს ლოზარტანის მეტაბოლიზმს მის აქტიურ მეტაბოლიტამდე (E-31 74), რომელიც პასუხისმგებელია ანგიოტენზინი II-რეცეპტორების ანტაგონიზმთან დაკავშირებული ეფექტების უმრავლესობაზე. საჭიროა არტერიული წნევის რეგულარული კონტროლი.
ლურაზიდონი: CYP3A4-ის ისეთ ზომიერ ინჰიბიტორებს, როგორიცაა ფლუკონაზოლი, შეუძლია გაზარდოს პლაზმაში ლურაზიდონის კონცენტრაცია. თუ შეუძლებელია ერთდროულად გამოყენებისგან თავის არიდება, შეამცირეთ ლურაზიდონის დოზა, როგორც მითითებულია ლურაზიდონის გამოყენების ინსტრუქციაში.
მეტადონი: ფლუკონაზოლს შეუძლია გაზარდოს მეტადონის პლაზმური კონცენტრაცია. შეიძლება საჭირო გახდეს მეტადონის დოზის კორექცია.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს): ფლურბიპროფენის Cmax და AUC იზრდება შესაბამისად 23%-ით და 81%-ით, ფლუკონაზოლის ერთდროულად გამოყენებისას მხოლოდ ფლურბიპროფენის შეყვანასთან შედარებით. ანალოგიურად ფარმაკოლოგიურად აქტიური იზომერის [S-(+)-იბუპროფენი] Cmax და AUC გაიზარდა შესაბამისად 15%-ით და 82%-ით, ფლუკონაზოლის რაცემიულ იბუპროფენთან (400 მგ) ერთდროულად გამოყენებისას, მხოლოდ რაცემიული იბუპროფენის შეყვანასთან შედარებით.
მიუხედავად იმისა, რომ სპეციალურად შესწავლილი არ არის, ფლუკონაზოლს შეუძლია გაზარდოს სხვა ისეთი აასს-ის სისტემური ექსპოზიცია, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP2C9-ით (მაგალითად, ნაპროქსენი, ლორნოქსიკამი, მელოქსიკამი, დიკლოფენაკი). რეკომენდებულია აასს-ით გამოწვეული გვერდითი მოქმედებებისა და ტოქსიკურობის ხშირი მონიტორინგი. შეიძლება საჭირო გახდეს აასს-ის დოზის კორექტირება.
ოლაპარიბი: იზოფერმენტ CYP3A4-ის ზომიერი ინჰიბიტორები, როგორიცაა ფლუკონაზოლი, ზრდის სისხლის პლაზმაში ოლაპარიბის კონცენტრაციას. მათი ერთდროულად გამოყენება რეკომენდებული არ არის. თუ შეუძლებელია კომბინირებული გამოყენების თავიდან აცილება, საჭიროა ოლაპარიბის დოზის შემცირება 200 მგ-მდე ორჯერ დღე-ღამეში.
პერორალური კონტრაცეფტივები: ჩატარდა ფლუკონაზოლის მრავალჯერადი მიღების ფონზე კომბინირებული პერორალური კონტრაცეფტივის გამოყენების ორი ფარმაკოკინეტიკური კვლევა. კომბინირებული პერორალური კონტრაცეფტივისა და ფლუკონაზოლის 50 მგ დოზის ერთდროულად გამოყენებისას არსებითი გავლენა ჰორმონების დონეზე დადგენილი არ არის, ხოლო ფლუკონაზოლის 200 მგ დოზის ყოველდღე გამოყენებისას ეთინილესტრადიოლისა და ლევონორგესტრელის AUC იზრდება შესაბამისად 40%-ით და 24%-ით. ამასთან დაკავშირებით, ფლუკონაზოლის მითითებული დოზების მრავალჯერადი მიღება არ მოახდენს გავლენას კომბინირებული პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების ეფექტიანობაზე.
ფენიტოინი: ფლუკონაზოლი თრგუნავს ფენიტოინის მეტაბოლიზმს ღვიძლში. ერთდროულად 200 მგ ფლუკონაზოლის განმეორებით და 250 მგ ფენიტოინის ინტრავენურად შეყვანა იწვევდა ფენიტოინის AUC24-ის გაზრდას 75%-ით და Cmin – 128%-ით. ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში საჭიროა შრატში ფენიტოინის კონცენტრაციის კონტროლი ფენიტოინის ტოქსიკურობის თავიდან აცილების მიზნით.
ივაკაფტორი (ცალკე ან იმავე თერაპიული კლასის პრეპარატებთან კომბინაციაში): ივაკაფტორთან ერთდროულად გამოყენება, რომელიც წარმოადგენს მუკოვისციდოზის ტრანსმემბრანული გამტარობის სტიმულატორს (CFTR), 3-ჯერ ზრდის ივაკაფტორის ზემოქმედებას და 1,9-ჯერ ზრდის ჰიდროქსიმეთილ-ივაკაფტორის (M1) ზემოქმედებას. საჭიროა ივაკაფტორის (ცალკე ან კომბინაციაში) დოზის შემცირება, ივაკაფტორის (ცალკე ან კომბინაციაში) გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად.
პრედნიზონი: არსებობს ცნობები თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მწვავე უკმარისობის განვითარების შესახებ ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდეგ სამთვიანი თერაპიის შემდეგ ფლუკონაზოლის მოხსნის შემთხვევაში. სავარაუდოდ, ფლუკონაზოლით თერაპიის შეწყვეტამ გამოიწვია CYP3A4 იზოფერმენტის აქტივობის მომატება და გაზარდა პრედნიზონის მეტაბოლიზმი.
პრედნიზონისა და ფლუკონაზოლის კომბინირებული თერაპიის შემთხვევაში საჭიროა პაციენტების მკაცრი სამედიცინო დაკვირვება ფლუკონაზოლის მიღების შეწყვეტისას თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მდგომარეობის შეფასების მიზნით.
რიფაბუტინი: ფლუკონაზოლისა და რიფაბუტინის ერთდროულად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ამ უკანასკნელის შრატისმიერი კონცენტრაციის მომატება 80%-მდე. ფლუკონაზოლისა და რიფაბუტინის ერთდროულად გამოყენებისას აღწერილია უვეიტის შემთხვევები. რიფაბუტინისა და ფლუკონაზოლის ერთდროულად მიღების შემთხვევაში საჭიროა პაციენტების გულდასმით კონტროლი. კომბინირებული თერაპიის დროს გასათვალისწინებელია რიფაბუტინის ტოქსიკურობის სიმპტომები.
საკვინავირი: AUC იზრდება დაახლოებით 50%-ით, Cmax – 55%-ით, საკვინავირის კლირენსი მცირდება დაახლოებით 50%-ით CYP3A4 იზოფერმენტის ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმის ინჰიბირებასთან და P-გლიკოპროტეინის ინჰიბირებასთან დაკავშირებით. შეიძლება საჭირო გახდეს საკვინავირის დოზის კორექტირება.
სიროლიმუსი: სისხლის პლაზმაში სიროლურმისის კონცენტრაციის მომატება, სავარაუდოდ სიროლიმუსის მეტაბოლიზმის ინჰიბირებასთან დაკავშირებით CYP3A4 იზოფერმენტის და P-გლიკოპროტეინის დათრგუნვის გზით. მოცემული კომბინაციის გამოყენება შეიძლება სიროლიმუსის დოზის შესაბამისი კორექციით ეფექტის/კონცენტრაციის მიხედვით.
სულფონილშარდოვანას პრეპარატები: ერთდროულად გამოყენებისას ფლუკონაზოლი იწვევს სულფონილშარდოვანას პერორალური პრეპარატების (ქლორპროპამიდის, გლიბენკლამიდის, გლიპიზიდის და ტოლბუტამიდის) ნახევარგამოყოფის პერიოდის გაზრდას.
ფლუკონაზოლთან ერთდროულად გამოყენებისას საჭიროა სისხლში გლუკოზის დონის რეგულარული კონტროლი და, საჭიროების შემთხვევაში, სულფონილშარდოვანას პრეპარატების დოზის დროულად შემცირება.
ტაკროლიმუსი: ფლუკონაზოლისა და ტაკროლიმუსის (პერორალურად) ერთდროულად გამოყენება იწვევს ამ უკანასკნელის შრატისმიერი კონცენტრაციის გაზრდას ხუთჯერ ტაკროლიმუსის მეტაბოლიზმის ინჰიბირების ხარჯზე, რომელსაც ადგილი აქვს ნაწლავში CYP3A4 იზოფერმენტის საშუალებით. პრეპარატების ფარმაკოკინეტიკის მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღინიშნებოდა ინტრავენური ტაკროლიმუსის გამოყენების შემთხვევაში. აღწერილია ნეფროტოქსიკურობის შემთხვევები. საჭიროა ტაკროლიმუსის დოზის კორექტირება სისხლში მისი კონცენტრაციის მომატების მიხედვით.
თეოფილინი: 200 მგ დოზით ფლუკონაზოლთან ერთდროულად გამოყენებისას 14 დღის განმავლობაში თეოფილინის პლაზმური კლირენსის საშუალო სიჩქარე მცირდება 18%-ით. თეოფილინის მაღალი დოზების მიღების ან თეოფილინის ტოქსიკური მოქმედების განვითარების მომატებული რისკის შემთხვევაში ფლუკონაზოლის დანიშვნისას საჭიროა თეოფილინის დოზის გადაჭარბების სიმპტომებზე დაკვირვება და, აუცილებლობის შემთხვევაში, თერაპიის შესაბამისი კორექტირება.
ტოფაციტინიბი: ტოფაციტინიბის ექსპოზიცია იზრდება მისი კომბინირებული გამოყენებისას პრეპარატებთან, რომლებიც ერთდროულად წარმოადგენს იზოფერმენტ CYP3A4-ის და CYP2C19-ის ზომიერ ინჰიბიტორებს (მაგალითად, ფლუკონაზოლი). შეიძლება, საჭირო გახდეს ტოფაციტინიბის დოზის კორექტირება 5 მგ-მდე ერთხელ დღე-ღამეში.
ტოლვაპტანი: ტოლვაპტანის ექსპოზიცია მნიშვნელოვნად იზრდება (AUC 200%-ით, Cmax 80%-ით) CYP3A4-ის სუბსტრატის – ტოლვაპტანის და CYP3A4-ის ზომიერი ინჰიბიტორის – ფლუკონაზოლის ერთდროულად გამოყენებისას. ამ შემთხვევაში, არსებობს არასასურველი მოვლენების განვითარების მნიშვნელოვნად გახშირების რისკი, კერძოდ, ისეთების, როგორიცაა მომატებული დიურეზი, დეჰიდრატაცია და თირკმელების მწვავე უკმარისობა. ამ პრეპარატების ერთდროულად გამოყენებისას საჭიროა ტოლვაპტანის დოზის შემცირება და პაციენტის მდგომარეობაზე ყურადღებით დაკვირვება.
გველის სუროს ალკალოიდები: მიზანმიმართული კვლევების არ არსებობის მიუხედავად, ფლუკონაზოლს სავარაუდოდ შეუძლია გაზარდოს გველის სუროს ალკალოიდების (მაგალითად, ვინკრისტინისა და ვინბლასტინის) კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში, და შედეგად გამოიწვიოს ნეიროტოქსიკურობა, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს CYP3A4 იზოფერმენტის დათრგუნვასთან.
ვიტამინი A: ცნობილია ტვინის ფსევდოსიმსივნის სახით ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) მხრივ არასასურველი რეაქციების განვითარების ერთი შემთხვევის შესახებ სრულად ტრანს-რეტინული მჟავისა და ფლუკონაზოლის ერთდროულად მიღების შემთხვევაში, რომლებიც გაქრა ფლუკონაზოლის მოხსნის შემდეგ. მოცემული კომბინაციის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ცნს-ის მხრივ არასასურველი რეაქციების განვითარების შესაძლებლობის გათვალისწინებით.
ზიდოვუდინი: პერორალურად გამოყენებისას ფლუკონაზოლი აქვეითებს ზიდოვუდინის კლირენსს დაახლოებით 45%-ით და ზრდის ზიდოვუდინის Cmax და AUC შესაბამისად 84%-ით და 74%-ით. გარდა ამისა, ფლუკონაზოლთან ერთდროულად გამოყენებისას აღინიშნა ზიდოვუდინის ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივება დაახლოებით 128%-ით. აღნიშნული კომბინაციის მიღების შემთხვევაში საჭიროა პაციენტების დაკვირვება ზიდოვუდინის არასასურველი რეაქციების გამოვლენის მიზნით. საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება ზიდოვუდინის დოზის შემცირება.
ვორიკონაზოლი (CYP2C9, CYP2C19 და CYP3A4 იზოფერმენტების ინჰიბიტორი): ვორიკონაზოლისა (400 მგ ორჯერ დღე-ღამეში პირველ დღეს, შემდეგ 200 მგ ორჯერ დღე-ღამეში 2.5 დღე) და ფლუკონაზოლის (400 მგ პირველ დღეს, შემდეგ 200 მგ დღე-ღამეში 4 დღე) ერთდროულად მიღებამ კვლევაში მონაწილე 8 ჯანმრთელ მამაკაცში გამოიწვია ვორიკონაზოლის Cmax და AUCτ გაზრდა შესაბამისად 57%-ით (90%-იანი ს/ი: 20%, 107%) და 79%-ით (90%-იანი ს/ი: 40%, 128%). უცნობია, იწვევს თუ არა ვორიკონაზოლის ან ფლუკონაზოლის დოზის ან/და მიღების შემცირება ამ ეფექტის გაქრობას. ვორიკონაზოლისა და ფლუკონაზოლის ერთდროულად გამოყენება რეკომენდებული არ არის. რეკომენდებულია ვორიკონაზოლთან დაკავშირებული არასასურველი მოვლენების მონიტორინგი, თუ ის გამოიყენება ფლუკონაზოლის გამოყენების შემდეგ.
განსაკუთრებული მითითება
Tinea capitis
ბავშვებში tinea capitis-ის სამკურნალოდ ფლუკონაზოლის გამოყენების კვლევების მონაცემებით მისი ეფექტიანობა არ აღემატებოდა გრიზეოფულვინის ეფექტიანობას, ხოლო მკურნალობის ეფექტიანობის საერთო მაჩვენებელმა შეადგინა <20%. ამიტომ, დიფლუკანის გამოყენება tinea capitis-ის სამკურნალოდ მიზანშეწონილი არ არის.
კრიპტოკოკოზი
სხვა ლოკალიზაციის (მაგალითად, ფილტვის და კანის) კრიპტოკოკოზის სამკურნალოდ ფლუკონაზოლის ეფექტიანობის მტკიცებულება არასაკმარისია, ამიტომ ამ დაავადებათა დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები არ არსებობს.
ღრმა ენდემური მიკოზები
ენდემური მიკოზების ისეთი სხვა ფორმების სამკურნალოდ, როგორიცაა პარაკოკციდიოიდომიკოზი, კანისა და ლიმფური სისტემის სპოროტრიქოზი და ჰისტოპლაზმოზი, ფლუკონაზოლის ეფექტიანობის მტკიცებულება არასაკმარისია, ამიტომ ასეთი დაავადებების დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები არ არსებობს.
თირკმელები
თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში დიფლუკანის გამოყენება საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვით (იხ. პარაგრაფი “გამოყენების წესი და დოზები”).
თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა
დადგენილია, რომ კეტოკონაზოლი იწვევს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობას, რაც ასევე იშვიათად შეიძლება კავშირში იყოს ფლუკონაზოლთან. თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა დაკავშირებულია პრედნიზოლონით თანმხლებ მკურნალობასთან (იხ. პარაგრაფი “ფლუკონაზოლის გავლენა სხვა სამკურნალო საშუალებებზე”).
ჰეპატობილიარული სისტემა
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში დიფლუკანი გამოიყენება სიფრთხილის ზომების დაცვით.
იშვით შემთხვევებში ფლუკონაზოლის გამოყენებას შეიძლება თან ახლდეს ღვიძლის მხრივ სერიოზული ტოქსიკური რეაქციების განვითარება, მათ შორის ლეტალური შედეგით. ასეთი რეაქციების განვითარების რისკი იზრდება მძიმე თანმხლები დაავადებების არსებობისას. იმ შემთხვევაში, როდესაც ჰეპატოტოქსიკურობის განვითარება დაკავშირებული იყო ფლუკონაზოლის გამოყენებასთან, კავშირი პაციენტის მდგომარეობასა და პრეპარატის დღე-ღამის დოზას, მკურნალობის ხანგრძლივობას, პაციენტის ასაკსა და სქესს შორის გამოვლენილი არ იყო. ფლუკონაზოლის ჰეპატოტოქსიკური მოქმედება ჩვეულებრივ ატარებდა შექცევად ხასიათს.
ღვიძლის უფრო სერიოზული დაზიანების ნიშნების გამოვლენის მიზნით ფლუკონაზოლით მკურნალობის დროს ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების დარღვევის შემთხვევებში საჭიროა პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება.
საჭიროა პაციენტების ინფორმირება ღვიძლის სერიოზული დაზიანების ნიშნების შესახებ (გამოხატული სისუსტე, ანორექსია, მუდმივი გულისრევა, ღებინება და სიყვითლე). ზემოთ მითითებული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ფლუკონაზოლის მიღება და მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა
ზოგიერთი აზოლის, მათ შორის ფლუკონაზოლის, მიღება დაკავშირებულია ელექტროკარდიოგრამაზე QT ინტერვალის გახანგრძლივებასთან. ფლუკონაზოლი იწვევს QT ინტერვალის გახანგრძლივებას იონების დენის ინჰიბირების გზით კალიუმის არხების (Ikr) საშუალებით. სხვა სამკურნალო საშუალებებით (როგორიცაა ამიოდარონი) გამოწვეული QT ინტერვალის გახანგრძლივება, შეიძლება გაძლიერებული იქნას ციტოქრომ P450-ის იზოფერმენტ CYP3A4-ის ინჰიბიტორებით. რეგისტრაციის შემდგომი დაკვირვების პერიოდში ფლუკონაზოლის გამოყენებისას აღინიშნა QT ინტერვალის გახანგრძლივების და პირუეტის ტიპის პაროქსიზმული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის (torsade de pointes) განვითარების ძალიან იშვიათი შემთხვევები. ეს სიმპტომები რეგისტრირებულია მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებში რისკის მრავლობითი ფაქტორებით, როგორიცაა გულის სტრუქტურული დაავადებები, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები და ასეთი გართულებების განვითარების ხელშემწყობი თანმხლები სამკურნალწამლო თერაპია. პაციენტებში ჰიპოკალიემიით და გულის მძიმე უკმარისობით არსებობს სიცოცხლისთვის საშიში პარკუჭოვანი არითმიის და პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარების მომატებული რისკი.
დიფლუკანი სიფრთხილის ზომების დაცვით გამოიყენება პროარითმოგენული მდგომარეობების მქონე პაციენტებში. უკუნაჩვენებია ფლუკონაზოლის ერთდროულად გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც ახანგრძლივებს QT ინტერვალს და მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450-ის იზოფერმენტ CYP3A4-ის საშუალებით (იხ. პარაგრაფები “უკუჩვენება” და “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).
ჰალოფანტრინი
დადგენილია, რომ ჰალოფანტრინი არის იზოფერმენტ CYP3A4-ის სუბსტრატი და ახანგრძლივებს QTc ინტერვალს რეკომენდებული თერაპიული დოზების გამოყენებისას. ამასთან დაკავშირებით, ჰალოფანტრინისა და ფლუკონაზოლის ერთდროულად გამოყენება რეკომენდებული არ არის (იხ. პარაგრაფი “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).
დერმატოლოგიური რეაქციები
იშვიათ შემთხვევებში, ფლუკონაზოლის გამოყენებისას პაციენტებში განვითარდა კანის ექსფოლიატიური რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი. დაფიქსირდა სამკურნალწამლო რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS-სინდრომი). შიდსით დაავადებულებში უფრო მაღალია კანის მხრივ მძიმე რეაქციების განვითარების რისკი ბევრი პრეპარატის მიღებისას. ზედაპირული სოკოვანი ინფექციის მკურნალობის დროს ფლუკონაზოლის მიღებისას კანზე გამონაყარის გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა. ინვაზიური / სისტემური სოკოვანი ინფექციის მქონე პაციენტში კანზე გამონაყარის განვითარების შემთხვევაში საჭიროა მისი მდგომარეობის გულდასმით დაკვირვება, ხოლო ბულოზური გამონაყარის ან მრავალფორმული ერითემის გამოვლენის შემთხვევაში ფლუკონაზოლი უნდა მოიხსნას.
ჰიპერმგრძნობელობა
ცნობილია ანაფილაქსიური რეაქციების განვითარების იშვიათი შემთხვევების შესახებ (იხ. პარაგრაფი “უკუჩვენება”).
ციტოქრომი P450
ფლუკონაზოლი წარმოადგენს იზოფერმენტ CYP2C9-ის და CYP3A4-ის ზომიერ ინჰიბიტორს. ასევე, ფლუკონაზოლი არის იზოფერმენტ CYP2C19-ის ძლიერი ინჰიბიტორი. ამასთან დაკავშირებით, საჭიროა პაციენტების მდგომარეობის გულდასმით კონტროლი დიფლუკანისა და ვიწრო თერაპიული პროფილის მქონე ისეთი სამკურნალო საშუალებების ერთდროულად გამოყენებისას, რომლებიც მეტაბოლიზდება იზოფერმენტ CYP2C9, CYP2C19 და CYP3A4-ის მონაწილეობით (იხ. პარაგრაფი “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).
ტერფენადინი
ტერფენადინის და ფლუკონაზოლის დღე-ღამეში 400 მგ-ზე ნაკლები დოზის ერთდროულად გამოყენება საჭიროა გულდასმითი კონტროლით (იხ. პარაგრაფები “უკუჩვენება” და “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).
კანდიდოზი
კვლევებით ნაჩვენებია C. albicans-ის გარდა, Candida-ს სხვა სახეობებით გამოწვეული ინფექციების მზარდი მაჩვენებელი. ამ სახეობებს, როგორც წესი, გააჩნია ბუნებრივი რეზისტენტობა (მაგალითად, C. crusei და C. auris) ან ავლენს დაქვეითებულ მგრძნობელობას ფლუკონაზოლის მიმართ (C. glabrata). ასეთი ინფექციები შეიძლება საჭიროებდეს სოკოს საწინააღმდეგო ალტერნატიულ თერაპიას, არაეფექტიანი მკურნალობის გამო. ამიტომ, სპეციალისტებმა უნდა გაითვალისწინონ Candida-ს სხვადასხვა სახეობების რეზისტენტობა ფლუკონაზოლის მიმართ.
დამხმარე ნივთიერებები
დიფლუკანის კაფსულები შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს. პაციენტებმა გალაქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით, ლაქტაზის საერთო უკმარისობით ან გლუკოზა-გალაქტოზის შეწოვის დარღვევით, ეს პრეპარატი არ უნდა მიიღონ.
პრეპარატ დიფლუკანის თითოეული კაფსულა შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს, ე.ი. ნატრიუმის შემცველობა უმნიშვნელოა.
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის, მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიკურ აღჭურვილობასთან მუშაობის უნარზე ფლუკონაზოლის გავლენის შემსწავლელი კვლევები არ არის ჩატარებული.
პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა თავბრუსხვევის ან კრუნჩხვის განვითარების შესაძლებლობის გათვალისწინება (იხ. პარაგრაფი “გვერდითი მოქმედება“). ნებისმიერი ამ სიმპტომის განვითარებისას რეკომენდებული არ არის ავტომობილის მართვა და მექანიკურ აღჭურვილობასთან მუშაობა.
გამოშვების ფორმა
50 მგ კაფსულები: 7 კაფსულა პვქ/ალუმინის ფოლგის ბლისტერში; 1 ან 4 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
150 მგ კაფსულები: 1 ან 4 კაფსულა პვქ/ალუმინის ფოლგის ბლისტერში; 1 ბლისტერი 1 ან 4 კაფსულით; 2 ბლისტერი თითო კაფსულით; 3 ბლისტერი ოთხ-ოთხი კაფსულით გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
ვარგისობის ვადა
5 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 30˚C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებელი
ფარევა ამბუაზ, საფრანგეთი
მისამართი: ზონ ენდუსტრიელ - 29 რუტ დეზ ენდუსტრი, 37530 პოსე-სურ-სის, საფრანგეთი.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
“ფაიზერ ეიჩ. სი. პი. კორპორეიშნ”,
ჰადსონ ბულვარ ისტ 66, ნიუ-იორკი, ნიუ-იორკის შტატი 10001-2192, ამერიკის შეერთებული შტატები
ტელეფონი: +1 (212) 733-23-23
https://www.pfizer.com/contact/email
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.