დიროსატი
DIROSAT
რა უნდა იცოდეს პაციენტმა დიროსატის მიღებამდე
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- rosuvastatin
- ფორმა და შეფუთვა
- 20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
- მწარმოებელი
- Ilko Ilaç San. ve Tic. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი საშუალებები, HMG CoA რედუქტაზას ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- C10AA07
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045235
- რეგისტრირებულია
- 21 აპრილი 2026, მოქმედებს 21 აპრილი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Ilko Ilaç San. ve Tic. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
დიროსატი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეს პაციენტმა დიროსატის მიღებამდე
მიღების წესი და დოზირება
ინსტრუქციები სათანადო გამოყენებისა და დოზის /გამოყენების სიხშირის შესახებ:
დიროსატის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზები მოზრდილებისათვის:
თუ დიროსატი ინიშნება მაღალი ქოლესტერინის გამო:
საწყისი დოზა
მკურნალობა უნდა დაიწყოს 5 მგ ან 10 მგ დიროსატით, მაშინაც კი, თუ პაციენტი ადრე იღებდა სხვა სტატინებს მაღალი დოზებით. საწყისი დოზის შერჩევა დამოკიდებულია:
ქოლესტერინის დონეზე;
მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის განვითარების რისკზე;
თუ პაციენტს აღენიშნება რაიმე სხვა ფაქტორი, რომელიც უფრო მგრძნობიარეს ხდის მას შესაძლო გვერდითი მოვლენების მიმართ.
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია პაციენტისათვის შესაფერისი დიროსატის საწყისი დოზის შესარჩევად.
მკურნალობის დასაწყისში ექიმმა შეიძლება დანიშნოს მედიკამენტის უმცირესი დოზა (5 მგ):
თუ პაციენტი აზიური წარმომავლობისაა (მაგ.: იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი ან ინდოელი);
თუ პაციენტი 70 წელზე მეტი ასაკისაა;
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის საშუალო ხარისხის პრობლემები;
თუ პაციენტს აქვს კუნთების სპაზმებისა და ტკივილის (მიოპათიის) განვითარების რისკი.
დოზის გაზრდა და მაქსიმალური დღიური დოზა
მკურნალმა ექიმმა შეიძლება გაზარდოს მედიკამენტის დოზა, რათა პაციენტმა მიიღოს მედიკამენტის საჭირო რაოდენობა. თუ მკურნალობა დაიწყო 5 მგ-ით, დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე, შემდეგ 20 მგ-მდე და საჭიროების შემთხვევაში გაორმაგდეს და გახდეს 40 მგ. თუ მკურნალობა დაიწყო 10 მგ-ით, დოზა შეიძლება გაიზარდოს 20 მგ-მდე და შემდეგ საჭიროების შემთხვევაში გაორმაგდეს 40 მგ-მდე. დოზის ყოველი ცვლილება უნდა მოხდეს 4-კვირიანი ინტერვალით.
დიროსატის მაქსიმალური დღიური დოზაა 40 მგ. ის ინიშნება მხოლოდ ქოლესტერინის მაღალი დონისა და მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, რომლებშიც ქოლესტერინის დონე საკმარისად არ ქვეითდება 20 მგ დოზით.
დიროსატის მიღება მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის ან მათთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების რისკის შესამცირებლად:
რეკომენდებული დღიური დოზაა 20 მგ დღეში. თუმცა ექიმმა დოზა შეიძლება შეამციროს, თუ პაციენტს აღენიშნება ზემოთ აღნიშნული რომელიმე ფაქტორი.
მიღების მეთოდი
ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყლის მიყოლებით.
დიროსატი მიიღება ერთხელ დღეში. დიროსატის მიღება შეიძლება დღის ნებისმიერ დროს საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე.
სასურველია დიროსატის მიღება ერთსა და იმავე დროს. ეს ეხმარება პაციენტს წამლის მიღების გახსენებაში.
ქოლესტერინის დონის რეგულარული კონტროლი
მნიშვნელოვანია ქოლესტერინის დონის რეგულარული კონტროლი, რათა შემოწმდეს მიღწეულია და ნარჩუნდება თუ არა ქოლესტერინის საჭირო დონე.
მკურნალმა ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა, რათა პაციენტმა მიიღოს დიროსატის საჭირო დოზა.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები
6-17 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება
დოზა შეადგენს 5-20 მგ-ს ერთხელ დღეში. ჩვეულებრივ, საწყისი დოზაა 5 მგ, დოზა შეიძლება თანდათანობით გაიზარდოს დიროსატის ოპტიმალური დოზის მიღწევამდე. 6-17 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში რეკომენდებული მაქსიმალური დღიური დოზაა დიროსატი 10 მგ ან 20 მგ, დაავადების ტიპის მიხედვით. მედიკამენტი მიიღება ერთხელ დღეში.
დიროსატი 40 მგ ტაბლეტები არ უნდა იქნეს გამოყენებული ბავშვებში.
გამოყენება ხანდაზმულებში:
რეკომენდებული საწყისი დოზაა 5 მგ 70 წელზე მეტი ასაკის პაციენტებისთვის. არ არის საჭირო დოზის კორექცია ასაკის მიხედვით.
სპეციალური პოპულაციები
თირკმლის დაზიანება:
თირკმლის მსუბუქი და ზომიერი დაზიანების მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
დიროსატი არ უნდა იქნეს გამოყენებული თირკმლის მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებში არცერთი დოზით.
თირკმელების ზომიერი დაზიანების მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <60 მლ/წთ), რეკომენდებული საწყისი დოზაა 5 მგ. 40 მგ დოზა არ უნდა იქნეს გამოყენებული თირკმლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში.
ღვიძლის დაზიანება:
დიროსატი არ უნდა იქნეს გამოყენებული ღვიძლის აქტიური დაავადების მქონე პაციენტებში.
თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ დიროსატის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
დიროსატის დოზის გადაჭარბებისას
დიროსატის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
ჰოსპიტალში მიმართვის ან სხვა მდგომარეობის გამო მკურნალობის ჩატარების შემთხვევაში სამედიცინო პერსონალს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს დიროსატს.
დიროსატის დოზის გამოტოვებისას
არ არის საჭირო ღელვა. შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულ დროს.
არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.
მოვლენები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს დიროსატის მიღების შეწყვეტისას
დიროსატის მიღება არ უნდა შეწყდეს ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ქოლესტერინის დონემ შეიძლება ისევ მოიმატოს დიროსატის მიღების შეწყვეტისას/
უკუჩვენებები
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ალერგიული რეაქცია დიროსატის, ან მისი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;
თუ პაციენტი არის ორსულად ან მეძუძური დედაა. დიროსატის მიღების პერიოდში ორსულობის დადგომისას დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მედიკამენტების მიღება და საჭიროა ექიმთან მიმართვა. ქალებმა, რომლებიც იღებენ დიროსატს, უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის შესაბამისი მეთოდი ორსულობის პრევენციის მიზნით;
თუ პაციენტს ღვიძლის დაავადება აქვს;
თუ პაციენტს თირკმელების მძიმე პრობლემები აქვს;
თუ პაციენტს აღენიშნება განმეორებითი ან აუხსნელი კუნთების სპაზმები ან ტკივილი.
თუ პაციენტი იღებს სოფოსბუვირი/ველპატაზვირი/ვოქსილაპრევირის კომბინაციას (გამოიყენება ღვიძლის ვირუსული ინფექციის, C ჰეპატიტის, სამკურნალოდ);
თუ პაციენტი იღებს ციკლოსპორინს (მაგ. ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ),
თუ პაციენტს აღენიშნება ან ფიქრობს, რომ აქვს რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა, უნდა მიმართოს კონსულტაციისთვის მკურნალ ექიმს.
დაუშვებელია დიროსატი 40 მგ-ის (ყველაზე მაღალი დოზა) გამოყენება შემდეგ შემთხვევებში;
თუ პაციენტს თირკმელების საშუალო სიმძიმის პრობლემები აქვს (თუ პაციენტი დარწმუნებული არ არის, უნდა მიმართოს ექიმს);
თუ პაციენტის ფარისებრი ჯირკვალი სათანადოდ არ ფუნქციონირებს;
თუ პაციენტს განმეორებითი ან აუხსნელი კუნთების ტკივილი ან სპაზმები აქვს, პირად ან ოჯახურ ანამნეზში აღენიშნება კუნთების პრობლემები, ან თუ ანამნეზში აღინიშნება კუნთების პრობლემები ქოლესტერინის სხვა დამაქვეითებელი მედიკამენტების მიღების შემდეგ;
თუ პაციენტი მუდმივად იღებს ალკოჰოლს დიდი რაოდენობით;
თუ პაციენტი აზიელი წარმომავლობისაა (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი და ინდოელი);
თუ პაციენტი იღებს მედიკამენტებს, ე.წ. ფიბრატებს (როგორიცაა მაგალითად, გემფიბროზილი, ფენოფიბრატი) ქოლესტერინის დასაქვეითებლად.
თუ პაციენტს აქვს ან მიიჩნევს, რომ აქვს ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
დიროსატი სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული შემდეგი მდგომარეობების დროს
თუ პაციენტს თირკმლის პრობლემები აქვს;
თუ პაციენტს ღვიძლის პრობლემები აქვს;
თუ პაციენტს აღენიშნება კუნთების განმეორებითი ან აუხსნელი ტკივილი ან სპაზმები ანამნეზში, კუნთების პრობლემები პირად ან ოჯახურ ანამნეზში, ან ანამნეზში კუნთების პრობლემები ქოლესტერინის დამაქვეითებელი სხვა პრეპარატების მიღებისას. დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს, თუ პაციენტს აღენიშნება აუხსნელი კუნთების ტკივილი ან სპაზმები, განსაკუთრებით თუ თავს ცუდად გრძნობს ან აქვს ცხელება. ასევე ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ კუნთების სისუსტე მუდმივი ხასიათისაა;
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება კანის ძლიერი გამონაყარი ან აქერცვლა, ბლისტერების განვითარება და/ან წყლულები პირის ღრუში დიროსატის ან სხვა მსგავსი მედიკამენტის მიღების შემდეგ;
თუ პაციენტი რეგულარულად იღებს დიდი რაოდენობით ალკოჰოლს;
თუ პაციენტს აღენიშნება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა;
თუ პაციენტი ქოლესტერინის დონის დასაქვეითებლად იღებს სხვა ჯგუფის მედიკამენტებს, ე.წ. ფიბრატებს (როგორიცაა: გემფიბროზილი, ფენოფიბრატი). საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა წარსულში ქოლესტერინის დონის დამწევი სხვა მედიკამენტებით მკურნალობის მიუხედავად;
თუ პაციენტი იღებს მედიკამენტებს, რომლებიც გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ, როგორიცაა მაგ.: რიტონავირი ლოპინავირთან და/ან ატაზანავირთან, იხ. აგრეთვე “სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება”;
თუ პაციენტი იღებს ან უკანასკნელი 7 დღის განმავლობაში იღებდა ანტიბიოტიკს, რომელიც შეიცავს ფუზიდის მჟავას (ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ), პერორალურად ან ინექციის სახით. ფუზიდის მჟავისა და დიროსატის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კუნთების მძიმე პრობლემები (რაბდომიოლიზი), იხ. აგრეთვე, “სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება”;
ბავშვები და მოზარდები:
თუ პაციენტი 6 წელზე უმცროსი ასაკისაა: დიროსატი არ უნდა იქნეს გამოყენებული 6 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში;
თუ პაციენტი 10 წელზე უმცროსი ასაკისაა: დიროსატი 20 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი არ უნდა იქნეს გამოყენებული 10 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომლებსაც აქვთ ჰეტეროზიგოტური ოჯახური მაღალი ქოლესტერინის ანამნეზი.
თუ პაციენტი 18 წელზე უმცროსი ასაკისაა: დიროსატი 40 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი არ არის შესაფერისი 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის.
თუ პაციენტი 70 წელზე მეტი ასაკისაა (ამ შემთხვევაში ექიმი შეარჩევს დიროსატის საჭირო საწყის დოზას);
თუ პაციენტს აღენიშნება სუნთქვის მძიმე უკმარისობა;
თუ პაციენტი აზიელი წარმომავლობისაა (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი ან ინდოელი). ამ შემთხვევაში ექიმი შეარჩევს დიროსატის საჭირო საწყის დოზას;
თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს ან ფიქრობს, რომ აღენიშნება, დაუშვებელია მაქსიმალურ 40 მგ-ზე მეტი დოზის მიღება. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია დიროსატის ნებისმიერი დოზის მიღებამდე
კანის სერიოზული რეაქციები, სტივენს-ჯონსონის სინდრომის და წამლისმიერი რეაქციის ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS) ჩათვლით, აღწერილ იქნა დიროსატით მკურნალობათან კავშირში. უნდა შეწყდეს დიროსატის მიღება და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ აღინიშნება მე-4 პარაგრაფში აღწერილი სიმპტომები.
ზოგერთ ადამიანში სტატინებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ღვიძლზე. ეს ვლინდება მარტივი ანალიზის საშუალებით (სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მომატებით). ამიტომ, მკურნალი ექიმი შეამოწმებს ღვიძლის ფუნქციურ სინჯებს დიროსატით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს.
ამ მედიკამენტით მკურნალობის განმავლობაში ექიმი მოახდენს გულდასმით მონიტორინგს, თუ პაციენტს აქვს დიაბეტი ან იმყოფება დიაბეტის განვითარების რისკის ქვეშ. პაციენტი დიაბეტის განვითარების რისკის ქვეშაა, თუ მას სისხლში შაქრის და ცხიმების მაღალი დონე აქვს, არის ჭარბი წონის და აღენიშნება ჰიპერტენზია.
იმ პაციენტებში, რომლებშიც უზმოდ სისხლში შაქრის დონე არის 100-125 მგ/დლ (5.6 – 6.9 მმოლ/ლ), როზუვასტატინით მკურნალობა ასოცირებულია შაქრის მომატების რისკთან.
თუ რომელიმე გაფრთხილება ეხება პაციენტს, მათ შორის წარსულში, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
დიროსატის გამოყენება საკვებთან და სასმელებთან ერთად
დიროსატის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
თუ პაციენტი იღებს სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს, ან რაიმე ასეთ მედიკამენტს იღებდა უახლეს წარსულში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
ექიმს ან ფარმაცევტს. უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილს:
ციკლოსპორინი (გამოიყენება ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ);
ვარფარინი,;
კლოპიდოგრელი (ან სხვა სისხლის გამათხევადებელი);
ფიბრატები (როგორიცაა გემფიბროზილი, ფენოფიბრატი);
ქოლესტერინის დონის დამწევი ნებისმიერი სხვა მედიკამენტი (როგორიცაა, მაგ.: ეზეტიმიბი);
დისპეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები (გამოიყენება კუჭის მჟავის ნეიტრალიზაციისათვის);
ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი);
ფუზიდის მჟავა (ანტიბიოტიკი);
პერორალური კონტრაცეპტივები (ჩასახვის საწინაღმდეგო აბები);
რეგორაფენიბი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ);
დაროლუტამიდი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ);
ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია;
რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ანტივირუსული მედიკამენტი (მათ შორის აივ ინფექციის ან C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტი), ცალკე ან კომბინაციაში (იხ. პარაგრაფი “რა უნდა იცოდეს პაციენტმა დიროსატის მიღებამდე”):: რიტონავირი ლოპინავირი, ატანაზავირი, სოფოსბუვირი, ვოქსილაპრევირი, ომბიტაზვირი, პარიტაპრევირი, დაზაბუვირი, ველპატაზვირი, გრაზოპრევირი, ელბასვირი, გლეკაპრევირი, პიბრენტაზვირი.
დიროსატმა შეიძლება შეცვალოს ამ პრეპარატების ეფექტები ან ამ პრეპარატებმა შეიძლება შეცვალონ დიროსატის ეფექტები.
როზუვასტატინის ყოველდღიური გამოყენება უნდა შემოიფარგლოს 10 მგ-ით პაციენტებში, რომლებიც იყენებენ ატოზანავირი / რიტონავირის ან ლოპინავირი / რიტონავირის კომბინაციას.
თუ პაციენტს ესაჭიროება ფუზიდის მჟავის პერორალურად მიღება ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ, როზუვასტატინის მიღება დროებით უნდა შეწყდეს. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს, როდის არის უსაფრთხო დიროსატით მკურნალობის განახლება. დიროსატისა და ფუზიდის მჟავის ერთდროულმა მიღებამ იშვიათად შესაძლოა გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, დაჭიმულობა ან ტკივილი (რაბდომიოლიზი). რაბდომიოლიზის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. მე-4 პარაგრაფი.
ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უახლეს წარსულში იღებდა რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ ნებისმიერ სხვა მედიკამენტს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
დაუშვებელია დიროსატის მიღება ორსულობის დროს. თუ ორსულობა დადგა დიროსატის მიღების პერიოდში, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მისი გამოყენება და უნდა ეცნობოს ექიმს. ქალებმა, რომლებიც იღებენ დიროსატს, უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის შესაბამისი მეთოდი ორსულობის პრევენციის მიზნით.
თუ პაციენტი აღმოაჩენს, რომ ორსულადაა მკურნალობის პერიოდში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ პრეპარატის მიღებამდე.
დაუშვებელია დიროსატის მიღება ძუძუთი კვების დროს.
ეფექტები ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე
პაციენტების უმრავლესობაში დიროსატი არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა ზოგიერთ პირს დიროსატით მკურნალობის დროს აღენიშნება თავბრუსხვევა. თავბრუსხვევის შემთხვევაში, ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის დაწყებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დიროსატის შემადგენლობაში ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს დადგენილი აქვს ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ სამკურნალო პროდუქტის გამოყენებამდე. ინგრედიენტების სრული ჩამონათვალისათვის, იხ. პარაგრაფი “დამხმარე ნივთიერებები”.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
მნიშვნელოვანია, პაციენტმა იცოდეს, თუ რომელი გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს. ჩვეულებრივ, ისინი სუსტი ხასიათისაა და გადის ხანმოკლე პერიოდში.
დიროსატის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა უახლოესი ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილებაში, თუ განვითარდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა:
სუნთქვის გაძნელება სახის, ტუჩების, ენის და/ან ხორხის შეშუპებით ან მათ გარეშე;
სახის, ტუჩების, ენის და/ან ხორხის შეშუპება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება;
კანის ძლიერი ქავილი კვანძოვანი გამონაყარით;
მოწითალო, არაამობურცული, სამიზნის მსგავსი ან წრიული ლაქები სხეულზე, ხშირად ცენტრში ბლისტერებით, კანის აქერცვლა, წყლულები პირში, ხახაზე, ცხვირში, გენიტალიებზე და თვალებზე. კანის ამ სერიოზულ რეაქციებს შეიძლება წინ უძღოდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი);
გავრცელებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა და გადიდებული ლიმფური კვანძები (DRESS სინდრომი ან წამლისმიერი ჰიპერმგრძნობელობითი სინდრომი).
გარდა ამისა, დიროსატის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა:
თუ პაციენტს აღენიშნება კუნთების უჩვეულო ტკივილი ან სპაზმები, რომელიც გრძელდება მოსალოდნელზე უფრო ხანგრძლივად. კუნთების სიმპტომები უფრო ხშირია ბავშვებსა და მოზარდებში, ვიდრე მოზრდილებში. სხვა სტატინების მსგავსად, ძალიან მცირე რაოდენობის პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს არასასურველი ეფექტები კუნთების მხრივ, რომელიც იშვიათად შეიძლება გადაიზარდოს კუნთების სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებაში, ე.წ. რაბდომიოლიზში.
თუ პაციენტს აღენიშნება კუნთის გაწყვეტა;
თუ პაციენტს მგლურას მსგავსი დაავადების სინდრომი აქვს (მოიცავს კვანძოვან გამონაყარს, სახსრების დისკომფორტს და სისხლის უჯრედებზე ეფექტებს).
ასეთი მდგომარეობების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც შეიძლება ძალიან მძიმე იყოს, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენები აღინიშნა ძალიან იშვიათად.
გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია შემდეგი სახით:
ძალიან ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან არაუმცირეს 1 პაციენტში
ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში
არახშირი: შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 1,000-დან 1-ზე მეტ პაციენტში
იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 10,000-დან 1-ზე მეტ პაციენტში
ძალიან იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
სიხშირე უცნობია: სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე.
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი:
ხშირი:
თავის ტკივილი;
მუცლის ტკივილი;
ყაბზობა;
გულისრევა;
კუნთების ტკივილი;
სისუსტის შეგრძნება;
თავბრუსხვევა;
შარდში ცილის დონის მომატება (მხოლოდ დიროსატი 40 მგ-სთვის). ეს ეფექტები ზოგადად უბრუნდება ნორმას დიროსატით მკურნალობის შეწყვეტის აუცილებლობის გარეშე;
დიაბეტი; უფრო სავარაუდოა პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სისხლში შაქრის და ცხიმების მაღალი დონე, ჭარბი წონა, და მაღალი არტერიული წნევა. ექიმი მოახდენს პაციენტის მონიტორინგს ამ მედიკამენტით მკურნალობის განმავლობაში.
არახშირი:
გამონაყარი, ქავილი ან კანის სხვა რეაქციები;
შარდში ცილის დონის მომატება (მხოლოდ დიროსატის 10 მგ და 20 მგ-სთვის). ეს ეფექტები ზოგადად უბრუნდება ნორმას დიროსატით მკურნალობის შეწყვეტის აუცილებლობის გარეშე.
იშვიათი:
მძიმე ალერგიული რეაქციები: სახის, ტუჩების, ენისა და /ან ხორხის შეშუპება, ყლაპვის და სუნთქვის გაძნელება, ძლიერი ქავილი კანზე კვანძოვანი გამონაყარით. თუ პაციენტი ფიქრობს, რომ განუვითარდა ალერგიული რეაქცია, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს დიროსატის მიღება და უნდა მიმართოს ექიმს;
კუნთების დაზიანება მოზრდილებში: სიფრთხილის თვალსაზრისით, დიროსატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს, თუ აღენიშნება კუნთების უჩვეულო სპაზმები ან ტკივილი, რომელიც გრძელდება მოსალოდნელზე უფრო დიდხანს;
ძლიერი ტკივილი მუცლის არეში (პანკრეასის ანთება);
სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება;
სისხლდენა ან სისხლჩაქცევების ჩვეულებრივზე უფრო ადვილად განვითარება, თრომბოციტების რაოდენობის შემცირების გამო;
წითელი მგლურას მსგავსი სინდრომი (მოიცავს გამონაყარს, სახსრების დაზიანებას და სისხლის უჯრედების ცვლილებებს).
პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება).
ძალიან იშვიათი:
სიყვითლე (კანისა და თვალების გაყვითლება);
ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება);
სისხლი შარდში;
ფეხების და მკლავების ნერვების დაზიანება (მაგალითად, დაბუჟება);
სახსრების ტკივილი;
მეხსიერების დაკარგვა;
მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების გადიდება (გინეკომასტია);
პოლინეიროპათია (მრავლობითი ნერვების ანთება).
გვერდითი ეფექტები უცნობი სიხშირით
დიარეა (თხიერი განავალი);
სტივენს-ჯონსონის სინდრომი (პირის ღრუს, თვალების, კანის და სასქესო ორგანოების სერიოზული ბუშტუკოვანი გამონაყარი);
ხველა;
ქოშინი;
შეშუპება (შესივება);
ძილის დარღვევები, როგორიცაა უძილობა და კოშმარები;
სექსუალური დარღვევები;
დეპრესია;
რესპირატორული პრობლემები. მათ შორის მუდმივი ხველა და/ან ქოშინი ან ცხელება;
მყესების დაზიანება;
კუნთების სისუსტე, რომელიც მუდმივია;
პერიფერიული ნეიროპათია (პერიფერიული ნერვული სისტემის ანთება)
იმუნური რეაქციით განპირობებული ნეკროზული მიოპათია (კუნთების მუდმივი სისუსტე)
თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
სამკურნალო პროდუქტის ლიცენზირების შემდეგ სავარაუდო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია. ეს იძლევა სამკურნალო პროდუქტის სარგებელი /რისკის ბალანსზე მუდმივი მონიტორინგის საშუალებას. სამედიცინო სპეციალისტებმა სავარაუდო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება უნდა გააკეთონ ეროვნული შეტყობინების სისტემის საშუალებით.
ჭარბი დოზა
დოზის გადაჭარბების სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პაციენტს უნდა ჩაუტარდეს სიმპტომური მკურნალობა და საჭიროებისამებრ მიღებულ უნდა იქნეს მხარდამჭერი ზომები. უნდა ჩატარდეს ღვიძლის ფუნქციის და CK დონის მონიტორინგი. ჰემოდიალიზი ეფექტური არ არის.
შენახვის პირობები
დიროსატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ორიგინალურ შეფუთვაში.
ტაბლეტები ინახება ოთახის ტემპერატურაზე, 25ºC-ის ქვემოთ.
მედიკამენტი გამოყენებულ უნდა იქნეს შენახვის ვადის მიხედვით.
დაუშვებელია დიროსატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად მედიკამენტის ტაბლეტები არ უნდა იქნეს გადაგდებული საკანალიზაციო წყალში ან ნაგვის კონტეინერებში. საჭიროა ფარმაცევტთან კონსულტაცია.
საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა, თუ მედიკამენტი ვადაგასულია ან პაციენტს არ შეუძლია მისი გამოყენება.
გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად.
გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი:
İlko İlaç San. ve Tic. A.Ş.
Veysel Karani Mah. Çolakoğlu Sok. No: 10
34885 Sancaktepe / İstanbul, Turkey
Phone number: 0216 564 80 00
ილკო ილაჩ სან. ვე ტიკ. ა.შ.
ვეისელ კარანი მაჰ. ჩოლაკოღლუ სოკ. #10
34885 სანკაკტეპე /სტამბოლი, თურქეთი
ტელეფონის ნომერი: 0216 564 80 00
წარმოების ადგილი:
İlko İlaç San. ve Tic. A.Ş.
- Organize Sanayi Bölgesi Kuddusi Cad. 23. Sok.
No:1, Selçuklu / Konya, Turkey
ილკო ილაჩ სან. ვე ტიკ. ა.შ.
- ორგანიზე სანაიი ბოლღეზი კუდუსი კად. 23 სოკ.
#1, სელჩუკლუ /კონია, თურქეთი
გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია: 17/12/.2022
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი: HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორები
ათქ კოდი: C10AA07
მოქმედების მექანიზმი: როზვასტატინი არის HMG-CoA რედუქტაზის სელექტიური და კონკურენტული ინჰიბიტორი, სიჩქარის შემზღუდველი ფერმენტი, რომელიც 3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილ კოფერმენტ A-ს გარდაქმნის მევალონატად, ქოლესტერინის პრეკურსორად როზუვასტატინის მოქმედების ძირითადი ადგილი არის ღვიძლი, ქოლესტერინის დაქვეითების სამიზნე ორგანო.
როზუვასტატინი ზრდის ღვიძლის LDL რეცეპტორების რაოდენობას უჯრედის ზედაპირზე, აძლიერებს LDL-ის ათვისებას და კატაბოლიზმს და ის აინჰიბირებს ღვიძლისმიერ VLDL სინთეზს, VLDL და LDL ნაწილაკების საერთო რაოდენობის შემცირებით.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
როზუვასტატინი ამცირებს მომატებულ LDL-ქოლესტერინს, საერთო ქოლესტერინს და ტრიგლიცერიდებს, და ზრდის HDL-ქოლესტერინს. როზუვასტატინი ასევე ამცირებს ApoB, არა-HDL-C, VLDL-C, VLDL-TG-ებს. ის ზრდის Ap0A-I (იხ. ცხრილი 2). როზვასტატინი ასევე ამცირებს LDL-C / HDL-C, საერთო ქოლესტერინს / HDL-C-ს და არა-HDL-C / HDL-C და ApoB / ApoA-I თანაფარდობებს.
ცხრილი 2: დოზაზე პასუხის მონაცემები პირველადი ჰიპერქოლესტერინემიის (ტიპი IIა და IIბ) მქონე პაციენტებში (ბაზისური დონიდამ ცვლილების საშუალო %)N
დოზა
N
LDL-C
საერთო C
HDL-C
TG
არა- HDL-C
ApoB
ApoA-I
პლაცებო
13
- 7
- 5
3
- 3
- 7
- 3
0
5
17
- 45
- 33
13
- 35
- 44
- 38
4
1-
17
- 52
- 36
14
- 10
- 48
- 42
4
20
17
- 55
- 40
8
- 23
- 51
- 46
5
40
18
- 63
- 46
10
- 28
- 60
- 54
0
პასუხი მიიღება როზუვასტატინით მკურნალობის დაწყებიდან ერთი კვირის განმავლობაში და, ზოგადად, 2 კვირაში მიიღწევა მაქსიმალური თერაპიული პასუხის 90%. მაქსიმალური ეფექტი ზოგადად მიიღწევა და ნარჩუნდება 4 კვირის განმავლობაში.
კლინიკური ეფექტიანბა და უსაფრთხოება:
როზუვასტატინი ეფექტიანია ჰიპერქოლესტერინემიის მქონე მოზრდილებში, ჰიპერტრიგლიცერიდემიით და მის გარეშე, რასის, სქესის ან ასაკის მიუხედავად და სპეციალურ პოპულაციებში, როგორიცაა დიაბეტის ან ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტები.
III ფაზის გაერთიანებული მონაცემების მიხედვით როზუვასტატინმა აჩვენა, რომ ეფექტიანია სამკურნალო მიზნების მისაღწევად `ევროპის ათეროსკლეროზის საზოგადოების~ (EAშ; 1998) გაიდლაინით IIა და II ბ ტიპის ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტების უმრავლესობისთვის (LDL-C საშუალო ბაზისური დონე დაახლოებით 185.6 მგ/დლ (4.8 მმოლ/ლ); 10 მგ როზუვასტატინით ნამკურნალები პაციენტების დაახლოებით 80%, მიაღწიეს EAS LDL-ჩ სამიზნე დონეს (<116 მგ/დლ) (<3 მმოლ/ლ).
ფართო კვლევაში ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე 435 პაციენტს მისცეს როზუვასტატინი 20 მგ-დან 80 მგ-მდე ფორსირებული ტიტრაციის სახით. ყველა დოზამ აჩვენა სასარგებლო გავლენა ლიპიდურ პარამეტრებზე და მიაღწია სამიზნე მიზნებს. 40 მგ სადღეღამისო დოზის ტიტრაციის შემდეგ (12 კვირიანი მკურნალობა), LDL-C შემცირდა 53%-ით. პაციენტების 33%–მა მიაღწია LDL-C დონეს (<116 მგ /დლ), რომელიც განსაზღვრულია EAS გაიდლაინებში.
ფორსირებული ტიტრაციის სტრუქტურის ღია კვლევაში 20–40 მგ როზუვასტატინის დოზებზე პასუხები შეფასდა ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე 42 პაციენტში. პაციენტების საერთო ჯგუფში LDL-C დონე შემცირდა საშუალოდ 22% -ით.
კლინიკურ კვლევებში პაციენტების შეზღუდული რაოდენობით როზუვასტატინმა აჩვენა, რომ აქვს დამატებითი ეფექტი ტრიგლიცერიდების შემცირებაში, როდესაც ის გამოიყენება ფენოფიბრატთან ერთად, და HDL-C დონის მომატებაში ნიაცინთან ერთად გამოყენებისას (იხ. პარაგრაფი 4.4).
მულტიცენტრულ, ორმაგად ბრმა, პლაცებოთი გაკონტროლებულ კლინიკურ კვლევაში სახელწოდებით METEOR, 984 პაციენტი 45-დან 70-მდე წლის ასაკით, სუბკლინიკური ათეროსკლეროზით (განისაზღვრა საძილე არტერიის შუა და შიდა შრის სისქით (CIMT)) და გულის კორონარული დაავადებების დაბალი რისკით (განისაზღვრა როგორც ფრამინგემის რისკი <10% 10 წელზე მეტი დროის განმავლობაში), საშუალო LDL-C - 154.5 მგ/დლ-ით (4.0 მმოლ/ლ), იქნა რანდომიზებული 40 მგ როზუვასტატინით დღეში ერთხელ მკურნალობის ან პლაცებოს ჯგუფში 2 წლის განმავლობაში. როზუვასტატინი მნიშვნელოვნად ანელებს CIMT- ის გაზრდის მაქსიმალურ მაჩვენებელს პლაცებოსთან შედარებით. როზუვასტატინით ნამკურნალებ პაციენტებში საძილე არტერიის 12 ადგილისათვის CIMT მაქსიმალური მნიშვნელობის ცვლილების სიჩქარის სხვაობა პლაცებოსთან შედარებით არის არის -0.0145 მმ/წელი (95% სანდობის ინტერვალი, -0.0196. -0.0093; p<0.0001). ბაზისური დონიდან ცვლილება როზუვასტატინისთვის იყო -0.0014 მმ/წელი (-0.12%/წელი (უმნიშვნელო)), პლაცებოს +0.0131 მმ/წელი პროგრესირებასთან შედარებით. ჯერ არ არის გამოვლენილი პირდაპირი კავშირი CIMT–ს შემცირებასა და კარდიოვასკულური მოვლენების რისკის შემცირებას შორის. METEOR კვლევაში შესწავლილი პოპულაცია იმყოფება გულის კორონარული დაავადებების დაბალი რისკის ქვეშ, და არ წარმოადგენს 40 მგ როზუვასტატინის სამიზნე პოპულაციას. 40 მგ დოზა უნდა დაინიშნოს მხოლოდ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მძიმე ჰიპერქოლესტერინემია, და არიან მაღალი კარდიოვასკულური რისკის ქვეშ (იხ. პარაგრაფი 4.2).
პირველადი პრევენციისათვის სტატინების გამოყენების დასაბუთება: როზუვასტატინის შეფასების ინტერვენციულ კვლევაში (JUPITER) როზუვასტატინის ეფექტი სერიოზული ათეროსკლეროზული კარდიოვასკულური დაავადებების განვითარების სიხშირეზე შეფასდა 17,802 მამაკაცში (≥50 წლის ასაკის) და ქალში (≥ 60 წლის ასაკის).
ამ კვლევაში მონაწილე სუბიექტები შემთხვევითობის პრინციპით განაწილდნენ დღეში ერთხელ პლაცებოს (n = 8901) ან 20 მგ როზუვასტატინის (n = 8901) ჯგუფში და მათზე დაკვირვება მოხდა საშუალოდ 2 წლის განმავლობაში. როზუვასტატინის ჯგუფში LDL- ქოლესტერინის კონცენტრაცია შემცირდა 45% -ით (p <0.001), პლაცებოს ჯგუფთან შედარებით.
მაღალი რისკის ქვეჯგუფების სუბიექტების რეტროსპექტული ანალიზით, რომლებსაც ჰქონდათ საწყისი ფრამინგემის რისკის ქულა> 20% (1558 სუბიექტი), აღინიშნა კარდიოვასკულური სიკვდილის, ინსულტის და მიოკარდიუმის ინფარქტის მნიშვნელოვანი შემცირება (p = 0.028) კომბინირებულ საბოლოო შედეგში, როზუვასტატინის მკურნალობის დროს პლაცებოსთან შედარებით. ყოველ 1000 პაციენტზე წელიწადში მოვლენის სიხშირის აბსოლუტური რისკის შემცირება იყო 8,8. მთლიანი სიკვდილიანობა ამ მაღალი რისკის ჯგუფში დარჩა უცვლელი (p = 0.193). რეტროსპექტული ანალიზით მაღალი რისკის ქვეჯგუფების სუბიექტებში (სულ 9302 სუბიექტი) საბაზისო რისკის ქულით ≥ 5% (ექსტრაპოლაცია გამოიყენება 65 წელზე უფროსი ასაკის სუბიექტების ჩასართავად) კომბინირებულ საბოლოო შედეგში აღინიშნა კარდიოვასკულური სიკვდილის, ინსულტის და მიოკარდიუმის ინფარქტის მნიშვნელოვანი შემცირება (p = 0.0003) როზუვასტატინით მკურნალობის დროს პლაცებოსთან შედარებით. ყოველ 1000 პაციენტზე წელიწადში მოვლენის სიხშირის აბსოლუტური რისკის შემცირება იყო 5,1. მთლიანი სიკვდილიანობა ამ მაღალი რისკის ჯგუფში დარჩა უცვლელი (p = 0.076).
JUPITER კვლევაში როზუვასტატინის მიმღები პაციენტების 6.6% და პლაცებოს მიმღები პაციენტების 6.2%-მა შეწყვიტა საკვლევი პრეპარატის მიღება გვერდითი მოვლენის გამო. ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენები, რამაც გამოიწვია მკურნალობის შეწყვეტა, იყო: მიალგია (0.3% როზუვასტატინი, 0.2% პლაცებო), მუცლის ტკივილი (0.03% როზუვასტატინი, 0.02% პლაცებო) და გამონაყარი (0.02% როზუვასტატინი, 0.03% პლაცებო).
ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები პლაცებოს ტოლი ან უფრო მაღალი სიხშირით იყო: საშარდე გზების ინფექცია (8.7% როზუვასტატინი, 8.6% პლაცებო), ნაზოფარინგიტი (7.6% როზუვასტატინი, 7.2% პლაცებო). ზურგის ტკივილი (7.6% როზუვასტატინი, 6.9% პლაცებო) და მიალგია (7.6% როზუვასტატინი, 6.6% პლაცებო).
პედიატრიული პოპულაცია:
12–კვირიანი, ორმაგად ბრმა, რანდომიზებული, მულტიცენტრული, პლაცებოთი გაკონტროლებული კვლევა (n = 176; 97 მამრობითი სქესის და 79 მდედრობითი სქესის), რასაც მოჰყვა ღია ეტიკეტის როზუვასტატინის დოზის ტიტრაციის ფაზა 40 კვირის განმავლობაში (n = 173 ; 96 მამრობითი სქესის და 77 მდედრობითი სქესის), გაგრძელდა 10-17 წლის ასაკის პაციენტებში (ტანერის სტადია II-V, მინიმუმ 1 წლის შემდეგ გოგონებში პირველი მენსტრუაციის შემდეგ) ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით, დღეში ერთჯერადი დოზით 5, 10 ან 20 მგ როზუვასტატინი ან პლაცებო მათ მიიღეს 12 კვირის განმავლობაში, შემდეგ კი ყველამ 40 კვირის განმავლობაში, მიიღო როზუვასტატინის ერთჯერადი დოზა დღეში. კვლევის დასაწყისში, პაციენტების დაახლოებით 30% იყო 0-13 წლის ასაკს შორის, და პაციენტების 17%, 18%. 40% და 25% იყო ტანერის II, III. IV და V სტადიაზე შესაბამისად.
პლაცებოს 0.7% მაჩვენებელთან შედარებით, LDL-C–ის დაქვეითება 5, 10 და 20 მგ როზუვასტატინზე შეადგენდა შესაბამისად, 38.3% 44,6% და 50%-ს.
მე-40 კვირის დასასრულს, ღია ეტიკეტის, სამიზნე-ტიტრაციული პერიოდის განმავლობაში, LDL-C სამიზნე მაჩვენებელი 108 მგ/დლ (2.8 მმოლ/ლ) მიღწეული იქნა 173-დან 70 პაციენტში (40.5%), მაქსიმალური დოზით 20 მგ დღეში ერთხელ.
52-კვირიანი საკვლევი მკურნალობის შემდეგ არ აღინიშნა ზემოქმედება ზრდაზე. წონაზე, BMI-ზე ან სქესობრივ მომწიფებაზე (იხ. პარაგრაფი 4.4). ეს კვლევა (n = 176) არ არის შესაფერისი იშვიათი წამლისმიერი გვერდითი მოვლენების შესადარებლად.
როზუვასტატინი ასევე გამოკვლეული იქნა ღია ეტიკეტი, სამიზნე-ტიტრაციის კვლევაში 6-17 წლის ასაკის ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე 198 ბავშვში (88 ბიჭი და 110 გოგონა, ტანერის სტადია <II-V). საწყისი დოზა ყველა პაციენტში შეადგენდა 5 მგ როზუვასტატინს დღეში ერთხელ. 6-9 წლის პაციენტებს (n = 64) ჩაუტარდათ ტიტრაცია მაქსიმალური დოზით 10 მგ დღეში ერთხელ, ხოლო 10-17 წლის ასაკის პაციენტებს (n = 134) ჩაუტარდათ ტიტრაცია მაქსიმალური დოზით 20 მგ დღეში ერთხელ.
როზუვასტატინით 24-თვიანი მკურნალობის შემდეგ, LDL-C–ში LS–ის საშუალო პროცენტული შემცირება საწყის მნიშვნელობასთან შედარებით 6–დან <10–მდე, 10-დან <14 და 14-დან <18 წლის ასაკობრივ ჯგუფებში, შესაბამისად შეადგენდა -43% (საწყისი: 236 მგ/დლ (6,1 მმოლ/ლ), 24 თვე: 133 მგ/დლ (3.4 მმოლ/ლ)), -45% (საწყისი: 234 მგ/დლ (6.1 მმოლ/ლ, 24 თვე: 124 მ /დლ) (3.2 მმოლ/ლ)) და -35% (საწყისი: 241 მგ/დლ (6.2 მმოლ/ლ) .24 თვე: 153 მგ/დლ (4 მმოლ/ლ)).
5 მგ, 10 მგ და 20 მგ როზუვასტატინმა ასევე აჩვენა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები საბაზზისო დონიდან შემდეგ მეორეული ლიპიდურ და ლიპოპროტეინულ ცვლადებზე: HDL-C, TC, არა-HDL-C, LDL-C / HDL-C, TC/HDL-C, TG/HDL-C, არა- HDL-C/HDL-C, ApoB, ApoB/ApoA-1. თითოეული ეს ცვლილება დაკავშირებული იყო ლიპიდური პასუხების გაუმჯობესებასთან და შენარჩუნდა 2 წლის განმავლობაში.
24-თვიანი მკურნალობის შემდეგ, არ აღინიშნაა ზემოქმედება ზრდაზე, წონაზე, BMI-ზე ან სქესობრივ მომწიფებაზე (იხ. პარაგრაფი 4.4).
როზუვასტატინი შეისწავლეს 14 ბავშვსა და მოზარდში (6-17 წლის ასაკის) ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით, დოზით 20 მგ დღეში ერთხელ, პლაცებოსთან შედარებით ორმაგად ბრმა, პლაცებოთი გაკონტროლებულ, მულტიცენტრულ, ჯვარედინ-ფაზიან კვლევაში. კვლევაში შედიოდა 4–კვირიანი აქტიური დიეტის შესავალი ფაზა, რომლის დროსაც პაციენტები ღებულობდნენ 10 მგ როზუვასტატინს, ჯვარედინი ფაზა, რომლის დროსაც გამოიყენებოდა 20 მგ როზუვასტატინი პლაცებოს მიღებამდე 6 კვირით ადრე ან მისი მიღებიდან 6 კვირის შემდეგ, და 12–კვირიანი შენარჩუნების ფაზა, რომლის დროსაც ყველა პაციენტმა მიიღო 20 მგ როზუვასტატინი. პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ეზეტიმიბს ან აფერეზით მკურნალობას კვლევაში შესვლის დროს, თავისი მკურნალობა განაგრძეს მთელი კვლევის განმავლობაში.
სტატისტიკურად მნიშვნელოვანი (p = 0.005) შემცირება (22.3%, 85.4 მგ/დლ ან 2.2 მმოლ/ლ) დაფიქსირდა LDL-C -ს მხრივ პლაცებოსთან შედარებით 20 მგ როზუვასტატინით მკურნალობის 6 კვირის შემდეგ. სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება დაფიქსირდა საერთო ქოლესტერინის მხრივ (20.1%, p = 0.003), არა-HDL ქოლესტერინის მხრივ (22,9% p =0.003) და ApoB-ს მხრივ (17.1%, p = 0.024). 20 მგ როზუვასტატინით 6-კვირიანი მკურნალობის შემდეგ TG, IDL-C/HDL-C, საერთო-C / HDL-C, არა-HDL ქოლესტერინი / HDL-C და ApoB/Ap0A-1 ასევე შემცირდა პლაცებოსთან შედარებით. LDL-C–ის დაქვეითება შენარჩუნდა მკურნალობის 12 კვირის განმავლობაში, როდესაც 20 მგ როზუვასტატინით 6 კვირიანი მკურნალობა ჩატარდა პლაცებოს მიღებიდან 6 კვირის შემდეგ.
ერთ პაციენტს 40 მგ დოზით ტიტრაციის შემდეგ 6 კვირის შემდეგ აღენიშნა, LDL-C (8.0%), საერთო-ჩ (6.7%) და არა-HDL-C (7.4%) მაჩვენებლების შემდგომი შემცირება.
გაფართოებულ ღია ეტიკეტიან კვლევაში 20 მგ როზუვასტატინით 90 კვირამდე მკურნალობისას 9 პაციენტში LDL-C–ის დაქვეითება შენარჩუნდა -12,1%-დამ -21,3%-მდე ინტერვალში.
ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე 7 ბავშვსა და მოზარდში (8-17 წლამდე ასაკის), რომლებიც მონაწილეობდნენ ღია-ეტიკეტიან, ფორსირებული ტიტრაციის კვლევაში (იხ. ზემოთ), 20 მგ როზუვასტატინით 6 კვირიანი მკურნალობის შემდეგ, საწყის დონესთან შედარებით დაფიქსირებული LDL-C-ის(21%), საერთო ქოლესტერიის (19.2%) და არა- HDL ქოლესტერინის (21%) პროცენტული შემცირება იყო ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე ბავშვთა და მოზარდთა ზემოაღნიშნულ კვლევაში დაფიქსირებულის ანალოგიური.
ევროპის წამლების სააგენტომ ამოიღო როსუვასტატინის კვლევების შედეგების წარმოდგენის ვალდებულება პედიატრიული პოპულაციის ყველა ქვეჯგუფში, ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემის, პირველადი კომბინირებული (შერეული) დისლიპიდემიის მკურნალობის და კარდიოვასკულური მოვლენების მხრივ (იხ. პარაგრაფი 4.2. პედიატრიული გამოყენების შესახებ ინფორმაციის მისაღებად).
- 2. ფარმაკოკინეტიკა
ზოგადი მახასიათებლები
შეწოვა
როზუვასტატინის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა პერორალური მიღებიდან დაახლოებით 5 საათის შემდეგ. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 20%-ია.
განაწილება:
როზუვასტატინის მნიშვნელოვნი შთანთქმა ხდება ღვიძლში, რომელიც ქოლესტერინის სინთეზის და LDL-C კლირენსის ძირითადი ადგილია. როზუვასტატინის დისტრიბუციის მოცულობა შეადგენს დაახლოებით 134 ლ-ს. როზუვასტატინის დაახლოებით 90% უკავშირდება პლაზმის პროტეინებს, უპირატესად ალბუმინს.
ბიოტრანსფორმაცია:
როზუვასტატინის მეტაბოლიზმი შეზღუდულია (დაახლოებით 10%). In vitro მეტაბოლიზმის კვლევებმა ადამიანის ჰეპატოციტების გამოყენებით აჩვენა, რომ როზუვასტატინი სუსტი სუბსტრატია ციტოქრომა P450–ზე დამყარებული მეტაბოლიზმისთვის. CYP2C9 იყო მთავარი მონაწილე იზოფერმენტი; 2C19, 3A4 და 2D6 მონაწილეობდნენ ნაკლებად. ძირითადი იდენტიფიცირებული მეტაბოლიტებია N-დესმეთილის და ლაქტონის მეტაბოლიტები. N-დესმეთილის მეტაბოლიტი დაახლოებით 50%-ით ნაკლებად აქტიურია, ვიდრე როზუვასტატინი, ხოლო ლაქტონური ფორმა კლინიკურად არააქტიურად ითვლება. HMG-CoA რედუქტაზის ინჰიბიტორული მოქმედების 90%-ზე მეტი მიიღწევა როსუვასტატინის მიერ.
გამოყოფა:
როზუვასტატინის დოზის დაახლოებით 90% გამოიყოფა უცვლელი სახით განავალში (შედგება აბსორბირებული და არააბსორბირებული აქტიური ნივთიერებისგან), ხოლო დარჩენილი ნაწილი გამოიყოფა შარდში. დაახლოებით 5% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდში. პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 19 საათს. ნახევარგამოყოფის პერიოდი არ იზრდება უფრო მაღალ დოზებზე. გეომეტრიული საშუალო პლაზმური კლირენსი შეადგენს დაახლოებით 50 ლიტრს/საათში (ვარიაციის კოეფიციენტი 21,7%). ისევე, როგორც HMG-CoA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების შემთხვევაში, როსუვასტატინის ღვიძლით შთანთქმა ხდება მემბრანული ტრანსპორტერი OATP-C-ს საშუალებით. ამ ტრანსპორტერს მნიშვნელოვანი როლი აქვს როზუვასტატინის ღვიძლით ელიმინაციაში.
წრფივობა:
როზუვასტატინის სისტემური ბიოშეღწევადობა იზრდება დოზის პროპორციულად. მრავალჯერადი სადღეღამისო დოზების შემდეგ ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების ცვლილებები არ აღინიშნება.
პაციენტების დამახასიათებელი თვისებები
ასაკი და სქესი:
ასაკს და სქესს არ აქვთ კლინიკური ეფექტი როზუვასტატინის ფარმაკოკინეტიკაზე მოზრდილებში. როზუვასტატინის ფარმაკოკინეტიკა ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე ბავშვებში და მოზარდებში დისლიპიდემიის მქონე მოზრდილ მოხალისეებში აღნიშნულის ანალოგიურია (იხ. ქვემოთ~ პოპულაცია~).
რასა:
ფარმაკოკინეტიკური კვლევები აჩვენებს საშუალო AUC და Cmax-ის დაახლოებით ორჯერად მომატებას აზიელ სუბიქეტებში (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი და კორეელი), თეთრკანიან სუბიქტებთან შედარებით. საშუალო AUC და Cmax დაახლოებით 1.3-ჯერ მატულობს ინდური წარმოშობის აზიელებში. მოსახლეობის ფარმაკოკინეტიკური ანალიზით არ არის გამოვლენილი კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები ფარმაკოკინეტიკის მხრივ თეთრკანიან და შავკანიან ჯგუფებს შორის.
თირკმლის უკმარისობა:
თირკმლის უკმარისობის სხვადასხვა ხარისხის მქონე პაციენტებზე ჩატარებულ კვლევაში, თირკმლის მსუბუქიდან ზომიერამდე დაავადებამ არ მოახდინა გავლენა როზუვასტატინის ან N-დესმეთილის მეტაბოლიტის პლაზმურ კონცენტრაციაზე. თუმცა, მძიმე უკმარისობის მქონე სუბიექტებში (CrCI <30 მლ/წთ) აღინიშნა როზუვასტატინისა და N N-დესმეთილის მეტაბოლიტის პლაზმაში კონცენტრაციის 3-ჯერ გაზრდა და 9–ჯერ გაზრდა, ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით. როზუვასტატინის სტაბილური მდგომარეობის პლაზმური კონცენტრაცია ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში დაახლოებით 50%-ით მეტი იყო ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით.
ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის უკმარისობის სხვადასხვა ხარისხის მქონე სუბიექტებზე ჩატარებულ კვლევაში არ დადასტურდა როზუვასტატინის მიმართ მომატებული ექსპოზიცია ჩაილდ-პიუს 7 ან ნაკლები ქულის მქონე პაციენტებში. თუმცა, ჩაილდ-პიუს 8 და 9 ქულის მქონე ორ სუბიექტში სისტემური ექსპოზიცია მინიმუმ 2-ჯერ გაიზარდა, ჩაილდ-პიუს უფრო დაბალი ქულის მქონეებთან შედარებით. 9-ზე მაღალი ქულის მქონე სუბუიექტებში გამოცდილება არ არსებობს.
გენეტიკური პოლიმორფიზმები:
HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორების, მათ შორის როზუვასტატინის დისტრიბუცია ხორციელდება OATP1B1 და BCRP ტრასნპორტერი პროტეინების მედიატორობით. SLCO1B1 (OATP1B1) და/ან ABCG2 (BCRP) გენეტიკური პოლიმორფიზმის მქონე პაციენტებს აქვთ როზუვასტატინის ექსპოზიციის გაზრდის რისკი. ინდივიდუალური SLCOIBI c.52ICC და ABCG2 c.421AA პოლიმორფიზმები ასოცირდება როზუვასტატინის უფრო მაღალ ექსპოზიციასთან (AUC), SLCO1B1 c.521TT ან ABCG2 c.421CC გენოტიპებთან შედარებით. ეს სპეციფიური გენოტიპი არ არის დადგენილი კლინიკურ პრაქტიკაში, მაგრამ დიროსატის უფრო დაბალი დოზებია რეკომენდებული იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ დადგენილი ასეთი პოლიმორფიზმი.
პედიატრიული პოპულაცია:
როზუვასტატინის (ტაბლეტების სახით მიღებული) ორმა ფარმაკოკინეტიკურმა კვლევამ ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე 10-17 წლის ან 6-17 წლის ასაკის პედიატრიულ პაციენტებში (სულ 214 პაციენტი) აჩვენა, რომ როზუვასტატინის ექსპოზიცია პედიატრიულ პაციენტებში მოზრდილ პაციენტებში აღნიშნულის ანალოგიური ან ნაკლებია. როზუვასტატინის ექსპოზიცია შეიძლება შეფასდეს დოზის და 2 წელზე მეტი პერიოდის მიხედვით.
- 3. პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
უსაფრთხოების ფარმაკოლოგიურმა კვლევებმა, განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის, გენოტოქსიკურობის და კანცეროგენული პოტენციალის სტანდარტულმა კვლევებმა არ გამოავლინა ადამიანისთვის სპეციფიკური საფრთხე. hERG–ზე ეფექტების სპეციფიკური ტესტები არ შეფასებულა. გვერდითი რეაქციები, რომლებიც არ აღინიშნება კლინიკურ კვლევებში, მაგრამ ნანახია ცხოველებში კლინიკური ექსპოზიციის დონის ანალოგიურ ექსპოზიციის დონეებზე, შემდეგია: განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის კვლევაში როზუვასტატინის ფარმაკოლოგიური მოქმედებით გამოწვეული ღვიძლის ჰისტოპათოლოგიური ცვლილებები დაფიქსირდა თაგვებში და ვირთხებში. ეს ცვლილებები, ნაღვლის ბუშტზე ეფექტებთან ერთად, უფრო ნაკლებად დაფიქსირდა ძაღლების კვლევებში; მაიმუნებზე ჩატარებულ კვლევებში ეს ცვლილებები არ აღინიშნა. გარდა ამისა, მაიმუნებში და ძაღლებში უფრო მაღალი დოზებზე დაფიქსირდა სათესლე ჯირკვლებზე ტოქსიკურობა. რეპროდუქციული ტოქსიკურობა აშკარა იყო ვირთხებში, ნაშიერების შემცირებული ზომების, ნაშიერების წონის და ნაშიერების ცოცხლად გადარჩენის მხრივ, რომელიც დაფიქსირდა დედისთვის ტოქსიკურ დოზებზე, სადაც სისტემური ექსპოზიციები რამდენჯერმე აღემატებოდა თერაპიული ექსპოზიციის დონეს.
ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
- 1. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
ლაქტოზის მონოჰიდრატი (მიღებულია ძროხის რძისგან)
მიკროკრისტალური ცელულოზა
ორფუძიანი კალციუმის ფოსფატი
კროსპოვიდონი
კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი
მაგნიუმის სტეარატი (E572)
ჰიპრომელოზა (E464)
ტალკი
ტიტანის დიოქსიდი (E171)
სტეარის მჟავა
ჰიდროქსიპროპილცელულოზა
მიკროკრისტალური ცელულოზა
რკინის წითელი ოქსიდი
რკინის ყვითელი ოქსიდი
- 2. შეუთავსებლობები
შეუთავსებლობები გამოვლენილი არ არის.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
დიროსატი 20 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
განკუთვნილია შიგნით მისაღებად
აქტიური ნივთიერება: თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 20,790 მგ როზუვასტატინის კალციუმს, რაც 20 მგ როზუვასტატინის ექვივალენტურია.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, (მიღებულია ძროხის რძისაგან), მიკროკრისტალური ცელულოზა, ორფუძიანი კალციუმის ფოსფატი, კროსპოვიდონი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი (E572),, ჰიპრომელოზა (E464),, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171), სტეარის მჟავა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, რკინის წითელი ოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი.
პრეპარატის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა.
მედიკამენტით მკურნალობის განმავლობაში, ექიმთან ან ჰოსპიტალში მიმართვისას, ექიმს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ამ მედიკამენტს.
საჭიროა ინსტრუქციაში მოცემული მითითებების ზუსტად დაცვა. დაუშვებელია მედიკამენტის რეკომენდებულზე უფრო მაღალი ან დაბალი დოზის მიღება.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს დიროსატი და მისი გამოყენება
რა უნდა იცოდეს პაციენტმა დიროსატის მიღებამდე
დიროსატის მიღების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
დიროსატის შენახვის წესი
რას წარმოადგენს დიროსატი და მისი გამოყენება
დიროსატი არის სამკურნალო პროდუქტი, რომელიც მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. სტატინებს.
დიროსატის ტაბლეტები მრგვალი, ამოზნექილი, ღარის გარეშე, ვარდისფერი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტებია. ის ბაზარზე ხელმისაწვდომია ბლისტერული შეფუთვით, რომელიც შეიცავს 28 ან 90 ტაბლეტს.
დიროსატი ექიმის მიერ ინიშნება:
როცა ქოლესტერინის დონე მაღალია, რაც ნიშნავს რომ პაციენტი იმყოფება გულის შეტევის ან ინსულტის განვითარების რისკის ქვეშ. დიროსატი 20 მგ გამოიყენება მაღალი ქოლესტერინის სამკურნალოდ მოზრდილებში, მოზარდებში და 10 წლის ან მეტი ასაკის ბავშვებში მაღალი ქოლესტერინის ჰეტეროზიგოტური ოჯახური ანამნეზით, და მოზრდილებში, მოზარდებსა და 6 წლის ასაკიდან ბავშვებში მაღალი ქოლესტერინის ჰომოზიგოტური ოჯახური ანამნეზით;
რეკომენდებულია სტატინის (ქოლესტერინის დამაქვეითებელი პრეპარატი) მიღება, რადგან საკმარისი არ არის დიეტის ცვლილება და მეტი ფიზიკური ვარჯიში ქოლესტერინის დონის გასაუმჯობესებლად. დიროსატით მკურნალობის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს ქოლესტერინის დამაქვეითებელი დიეტის დაცვა და ვარჯიში.
ან
პაციენტს აქვს სხვა ფაქტორები, რომლებიც ზრდიან გულის შეტევის, ინსულტის, ან მათთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების რისკს.
მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი ან სხვა პრობლემები შეიძლება განვითარდეს სხვა დაავადების, ე.წ. ათეროსკლეროზის შედეგად. ათეროსკლეროზი გამოწვეულია არტერიებში ცხიმოვანი დეპოზიტების დაგროვებით.
რატომ არის მნიშვნელოვანი დიროსატის მიღების გაგრძელება?
დიროსატი გამოიყენება სისხლში ცხიმოვანი ნივთიერებების, ე.წ. ლიპიდების, დონის კორექციისათვის, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია ქოლესტერინი.
სისხლში არსებობს ქოლესტერინის სხვადასხვა ტიპები. "ცუდი" ქოლესტერინი (LDL-ჩ) და "კარგი" ქოლესტერინი (HDL-C).
დიროსატი ამცირებს "ცუდ" ქოლესტერინს, ზრდის "კარგ" ქოლესტერინს.
ის ეხმარება ორგანიზმს, რომ ხელი შეუშალოს "ცუდი" ქოლესტერინის წარმოქმნაში, და ასევე აუმჯობესებს სხეულის უნარს, მოიცილოს სისხლიდან "ცუდი" ქოლესტერინი.
ადამიანების უმრავლესობა ფქრობს, რომ მაღალი ქოლესტერინი მათზე არ ახდენს გავლენას, რადგანაც ისინი ვერ ამჩნევენ მისით გამოწვეულ სიმპტომებს. თუ არ მოხდა ამ მდგომარეობის მკურნალობა, ცხიმოვანი დეპოზიტები დაგროვდება სისხლძარღვების კედლებზე და შეიძლება გამოიწვიოს ამ სისხლძარღვების შევიწროვება. შედეგად შეიძლება განვითარდეს სისხლძარღვების დახშობა.
თუ სისხლის მიმოქცევა გულისკენ ან თავის ტვინისკენ დაიბლოკება, შეიძლება განვითარდეს გულის შეტევა ან ინსულტი. ქოლესტერინის დონის შემცირებით, მცირდება გულის შეტევის, ინსულტის და მათთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების რისკები.
დიროსატის მიღება უნდა გაგრძელდეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქოლესტერინი მიაღწევს სასურველ დონეს. რადგან დიროსატი ხელს უშლის ქოლესტერინის დონის მომატებას და მათ სისხლძარღვებში კვლავ დაგროვებას. თუმცა, თუ ექიმი გადაწყვეტს მედიკამენტის შეწყვეტას, ან თუ დადგება ორსულობა, პაციენტმა აღარ უნდა მიიღოს. დიროსატი.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა დიროსატის მიღებამდე
დაუშვებელია დიროსატის მიღება:
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ალერგიული რეაქცია დიროსატის, ან მისი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;
თუ პაციენტი არის ორსულად ან მეძუძური დედაა. დიროსატის მიღების პერიოდში ორსულობის დადგომისას დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მედიკამენტების მიღება და საჭიროა ექიმთან მიმართვა. ქალებმა, რომლებიც იღებენ დიროსატს, უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის შესაბამისი მეთოდი ორსულობის პრევენციის მიზნით;
თუ პაციენტს ღვიძლის დაავადება აქვს;
თუ პაციენტს თირკმელების მძიმე პრობლემები აქვს;
თუ პაციენტს აღენიშნება განმეორებითი ან აუხსნელი კუნთების სპაზმები ან ტკივილი.
თუ პაციენტი იღებს სოფოსბუვირი/ველპატაზვირი/ვოქსილაპრევირის კომბინაციას (გამოიყენება ღვიძლის ვირუსული ინფექციის, C ჰეპატიტის, სამკურნალოდ);
თუ პაციენტი იღებს ციკლოსპორინს (მაგ. ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ),
თუ პაციენტს აღენიშნება ან ფიქრობს, რომ აქვს რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა, უნდა მიმართოს კონსულტაციისთვის მკურნალ ექიმს.
დაუშვებელია დიროსატი 40 მგ-ის (ყველაზე მაღალი დოზა) გამოყენება შემდეგ შემთხვევებში;
თუ პაციენტს თირკმელების საშუალო სიმძიმის პრობლემები აქვს (თუ პაციენტი დარწმუნებული არ არის, უნდა მიმართოს ექიმს);
თუ პაციენტის ფარისებრი ჯირკვალი სათანადოდ არ ფუნქციონირებს;
თუ პაციენტს განმეორებითი ან აუხსნელი კუნთების ტკივილი ან სპაზმები აქვს, პირად ან ოჯახურ ანამნეზში აღენიშნება კუნთების პრობლემები, ან თუ ანამნეზში აღინიშნება კუნთების პრობლემები ქოლესტერინის სხვა დამაქვეითებელი მედიკამენტების მიღების შემდეგ;
თუ პაციენტი მუდმივად იღებს ალკოჰოლს დიდი რაოდენობით;
თუ პაციენტი აზიელი წარმომავლობისაა (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი და ინდოელი);
თუ პაციენტი იღებს მედიკამენტებს, ე.წ. ფიბრატებს (როგორიცაა მაგალითად, გემფიბროზილი, ფენოფიბრატი) ქოლესტერინის დასაქვეითებლად.
თუ პაციენტს აქვს ან მიიჩნევს, რომ აქვს ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
დიროსატი სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული შემდეგი მდგომარეობების დროს
თუ პაციენტს თირკმლის პრობლემები აქვს;
თუ პაციენტს ღვიძლის პრობლემები აქვს;
თუ პაციენტს აღენიშნება კუნთების განმეორებითი ან აუხსნელი ტკივილი ან სპაზმები ანამნეზში, კუნთების პრობლემები პირად ან ოჯახურ ანამნეზში, ან ანამნეზში კუნთების პრობლემები ქოლესტერინის დამაქვეითებელი სხვა პრეპარატების მიღებისას. დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს, თუ პაციენტს აღენიშნება აუხსნელი კუნთების ტკივილი ან სპაზმები, განსაკუთრებით თუ თავს ცუდად გრძნობს ან აქვს ცხელება. ასევე ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ კუნთების სისუსტე მუდმივი ხასიათისაა;
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება კანის ძლიერი გამონაყარი ან აქერცვლა, ბლისტერების განვითარება და/ან წყლულები პირის ღრუში დიროსატის ან სხვა მსგავსი მედიკამენტის მიღების შემდეგ;
თუ პაციენტი რეგულარულად იღებს დიდი რაოდენობით ალკოჰოლს;
თუ პაციენტს აღენიშნება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა;
თუ პაციენტი ქოლესტერინის დონის დასაქვეითებლად იღებს სხვა ჯგუფის მედიკამენტებს, ე.წ. ფიბრატებს (როგორიცაა: გემფიბროზილი, ფენოფიბრატი). საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა წარსულში ქოლესტერინის დონის დამწევი სხვა მედიკამენტებით მკურნალობის მიუხედავად;
თუ პაციენტი იღებს მედიკამენტებს, რომლებიც გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ, როგორიცაა მაგ.: რიტონავირი ლოპინავირთან და/ან ატაზანავირთან, იხ. აგრეთვე “სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება”;
თუ პაციენტი იღებს ან უკანასკნელი 7 დღის განმავლობაში იღებდა ანტიბიოტიკს, რომელიც შეიცავს ფუზიდის მჟავას (ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ), პერორალურად ან ინექციის სახით. ფუზიდის მჟავისა და დიროსატის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კუნთების მძიმე პრობლემები (რაბდომიოლიზი), იხ. აგრეთვე, “სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება”;
ბავშვები და მოზარდები:
თუ პაციენტი 6 წელზე უმცროსი ასაკისაა: დიროსატი არ უნდა იქნეს გამოყენებული 6 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში;
თუ პაციენტი 10 წელზე უმცროსი ასაკისაა: დიროსატი 20 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი არ უნდა იქნეს გამოყენებული 10 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომლებსაც აქვთ ჰეტეროზიგოტური ოჯახური მაღალი ქოლესტერინის ანამნეზი.
თუ პაციენტი 18 წელზე უმცროსი ასაკისაა: დიროსატი 40 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი არ არის შესაფერისი 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის.
თუ პაციენტი 70 წელზე მეტი ასაკისაა (ამ შემთხვევაში ექიმი შეარჩევს დიროსატის საჭირო საწყის დოზას);
თუ პაციენტს აღენიშნება სუნთქვის მძიმე უკმარისობა;
თუ პაციენტი აზიელი წარმომავლობისაა (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი ან ინდოელი). ამ შემთხვევაში ექიმი შეარჩევს დიროსატის საჭირო საწყის დოზას;
თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს ან ფიქრობს, რომ აღენიშნება, დაუშვებელია მაქსიმალურ 40 მგ-ზე მეტი დოზის მიღება. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია დიროსატის ნებისმიერი დოზის მიღებამდე
კანის სერიოზული რეაქციები, სტივენს-ჯონსონის სინდრომის და წამლისმიერი რეაქციის ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS) ჩათვლით, აღწერილ იქნა დიროსატით მკურნალობათან კავშირში. უნდა შეწყდეს დიროსატის მიღება და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ აღინიშნება მე-4 პარაგრაფში აღწერილი სიმპტომები.
ზოგერთ ადამიანში სტატინებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ღვიძლზე. ეს ვლინდება მარტივი ანალიზის საშუალებით (სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მომატებით). ამიტომ, მკურნალი ექიმი შეამოწმებს ღვიძლის ფუნქციურ სინჯებს დიროსატით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს.
ამ მედიკამენტით მკურნალობის განმავლობაში ექიმი მოახდენს გულდასმით მონიტორინგს, თუ პაციენტს აქვს დიაბეტი ან იმყოფება დიაბეტის განვითარების რისკის ქვეშ. პაციენტი დიაბეტის განვითარების რისკის ქვეშაა, თუ მას სისხლში შაქრის და ცხიმების მაღალი დონე აქვს, არის ჭარბი წონის და აღენიშნება ჰიპერტენზია.
იმ პაციენტებში, რომლებშიც უზმოდ სისხლში შაქრის დონე არის 100-125 მგ/დლ (5.6 – 6.9 მმოლ/ლ), როზუვასტატინით მკურნალობა ასოცირებულია შაქრის მომატების რისკთან.
თუ რომელიმე გაფრთხილება ეხება პაციენტს, მათ შორის წარსულში, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
დიროსატის გამოყენება საკვებთან და სასმელებთან ერთად
დიროსატის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
ორსულობა
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
დაუშვებელია დიროსატის მიღება ორსულობის დროს. თუ ორსულობა დადგა დიროსატის მიღების პერიოდში, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მისი გამოყენება და უნდა ეცნობოს ექიმს. ქალებმა, რომლებიც იღებენ დიროსატს, უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის შესაბამისი მეთოდი ორსულობის პრევენციის მიზნით.
თუ პაციენტი აღმოაჩენს, რომ ორსულადაა მკურნალობის პერიოდში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ პრეპარატის მიღებამდე.
დაუშვებელია დიროსატის მიღება ძუძუთი კვების დროს.
ეფექტები ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე
პაციენტების უმრავლესობაში დიროსატი არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა ზოგიერთ პირს დიროსატით მკურნალობის დროს აღენიშნება თავბრუსხვევა. თავბრუსხვევის შემთხვევაში, ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის დაწყებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დიროსატის შემადგენლობაში ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს დადგენილი აქვს ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ სამკურნალო პროდუქტის გამოყენებამდე. ინგრედიენტების სრული ჩამონათვალისათვის, იხ. პარაგრაფი “დამხმარე ნივთიერებები”.
გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად
თუ პაციენტი იღებს სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს, ან რაიმე ასეთ მედიკამენტს იღებდა უახლეს წარსულში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
ექიმს ან ფარმაცევტს. უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილს:
ციკლოსპორინი (გამოიყენება ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ);
ვარფარინი,;
კლოპიდოგრელი (ან სხვა სისხლის გამათხევადებელი);
ფიბრატები (როგორიცაა გემფიბროზილი, ფენოფიბრატი);
ქოლესტერინის დონის დამწევი ნებისმიერი სხვა მედიკამენტი (როგორიცაა, მაგ.: ეზეტიმიბი);
დისპეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები (გამოიყენება კუჭის მჟავის ნეიტრალიზაციისათვის);
ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი);
ფუზიდის მჟავა (ანტიბიოტიკი);
პერორალური კონტრაცეპტივები (ჩასახვის საწინაღმდეგო აბები);
რეგორაფენიბი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ);
დაროლუტამიდი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ);
ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია;
რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ანტივირუსული მედიკამენტი (მათ შორის აივ ინფექციის ან C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტი), ცალკე ან კომბინაციაში (იხ. პარაგრაფი “რა უნდა იცოდეს პაციენტმა დიროსატის მიღებამდე”):: რიტონავირი ლოპინავირი, ატანაზავირი, სოფოსბუვირი, ვოქსილაპრევირი, ომბიტაზვირი, პარიტაპრევირი, დაზაბუვირი, ველპატაზვირი, გრაზოპრევირი, ელბასვირი, გლეკაპრევირი, პიბრენტაზვირი.
დიროსატმა შეიძლება შეცვალოს ამ პრეპარატების ეფექტები ან ამ პრეპარატებმა შეიძლება შეცვალონ დიროსატის ეფექტები.
როზუვასტატინის ყოველდღიური გამოყენება უნდა შემოიფარგლოს 10 მგ-ით პაციენტებში, რომლებიც იყენებენ ატოზანავირი / რიტონავირის ან ლოპინავირი / რიტონავირის კომბინაციას.
თუ პაციენტს ესაჭიროება ფუზიდის მჟავის პერორალურად მიღება ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ, როზუვასტატინის მიღება დროებით უნდა შეწყდეს. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს, როდის არის უსაფრთხო დიროსატით მკურნალობის განახლება. დიროსატისა და ფუზიდის მჟავის ერთდროულმა მიღებამ იშვიათად შესაძლოა გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, დაჭიმულობა ან ტკივილი (რაბდომიოლიზი). რაბდომიოლიზის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. მე-4 პარაგრაფი.
ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უახლეს წარსულში იღებდა რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ ნებისმიერ სხვა მედიკამენტს.
დიროსატის გამოყენების წესი
ინსტრუქციები სათანადო გამოყენებისა და დოზის /გამოყენების სიხშირის შესახებ:
დიროსატის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზები მოზრდილებისათვის:
თუ დიროსატი ინიშნება მაღალი ქოლესტერინის გამო:
საწყისი დოზა
მკურნალობა უნდა დაიწყოს 5 მგ ან 10 მგ დიროსატით, მაშინაც კი, თუ პაციენტი ადრე იღებდა სხვა სტატინებს მაღალი დოზებით. საწყისი დოზის შერჩევა დამოკიდებულია:
ქოლესტერინის დონეზე;
მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის განვითარების რისკზე;
თუ პაციენტს აღენიშნება რაიმე სხვა ფაქტორი, რომელიც უფრო მგრძნობიარეს ხდის მას შესაძლო გვერდითი მოვლენების მიმართ.
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია პაციენტისათვის შესაფერისი დიროსატის საწყისი დოზის შესარჩევად.
მკურნალობის დასაწყისში ექიმმა შეიძლება დანიშნოს მედიკამენტის უმცირესი დოზა (5 მგ):
თუ პაციენტი აზიური წარმომავლობისაა (მაგ.: იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი ან ინდოელი);
თუ პაციენტი 70 წელზე მეტი ასაკისაა;
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის საშუალო ხარისხის პრობლემები;
თუ პაციენტს აქვს კუნთების სპაზმებისა და ტკივილის (მიოპათიის) განვითარების რისკი.
დოზის გაზრდა და მაქსიმალური დღიური დოზა
მკურნალმა ექიმმა შეიძლება გაზარდოს მედიკამენტის დოზა, რათა პაციენტმა მიიღოს მედიკამენტის საჭირო რაოდენობა. თუ მკურნალობა დაიწყო 5 მგ-ით, დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე, შემდეგ 20 მგ-მდე და საჭიროების შემთხვევაში გაორმაგდეს და გახდეს 40 მგ. თუ მკურნალობა დაიწყო 10 მგ-ით, დოზა შეიძლება გაიზარდოს 20 მგ-მდე და შემდეგ საჭიროების შემთხვევაში გაორმაგდეს 40 მგ-მდე. დოზის ყოველი ცვლილება უნდა მოხდეს 4-კვირიანი ინტერვალით.
დიროსატის მაქსიმალური დღიური დოზაა 40 მგ. ის ინიშნება მხოლოდ ქოლესტერინის მაღალი დონისა და მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, რომლებშიც ქოლესტერინის დონე საკმარისად არ ქვეითდება 20 მგ დოზით.
დიროსატის მიღება მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის ან მათთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების რისკის შესამცირებლად:
რეკომენდებული დღიური დოზაა 20 მგ დღეში. თუმცა ექიმმა დოზა შეიძლება შეამციროს, თუ პაციენტს აღენიშნება ზემოთ აღნიშნული რომელიმე ფაქტორი.
მიღების მეთოდი
ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყლის მიყოლებით.
დიროსატი მიიღება ერთხელ დღეში. დიროსატის მიღება შეიძლება დღის ნებისმიერ დროს საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე.
სასურველია დიროსატის მიღება ერთსა და იმავე დროს. ეს ეხმარება პაციენტს წამლის მიღების გახსენებაში.
ქოლესტერინის დონის რეგულარული კონტროლი
მნიშვნელოვანია ქოლესტერინის დონის რეგულარული კონტროლი, რათა შემოწმდეს მიღწეულია და ნარჩუნდება თუ არა ქოლესტერინის საჭირო დონე.
მკურნალმა ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა, რათა პაციენტმა მიიღოს დიროსატის საჭირო დოზა.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები
6-17 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება
დოზა შეადგენს 5-20 მგ-ს ერთხელ დღეში. ჩვეულებრივ, საწყისი დოზაა 5 მგ, დოზა შეიძლება თანდათანობით გაიზარდოს დიროსატის ოპტიმალური დოზის მიღწევამდე. 6-17 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში რეკომენდებული მაქსიმალური დღიური დოზაა დიროსატი 10 მგ ან 20 მგ, დაავადების ტიპის მიხედვით. მედიკამენტი მიიღება ერთხელ დღეში.
დიროსატი 40 მგ ტაბლეტები არ უნდა იქნეს გამოყენებული ბავშვებში.
გამოყენება ხანდაზმულებში:
რეკომენდებული საწყისი დოზაა 5 მგ 70 წელზე მეტი ასაკის პაციენტებისთვის. არ არის საჭირო დოზის კორექცია ასაკის მიხედვით.
სპეციალური პოპულაციები
თირკმლის დაზიანება:
თირკმლის მსუბუქი და ზომიერი დაზიანების მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
დიროსატი არ უნდა იქნეს გამოყენებული თირკმლის მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებში არცერთი დოზით.
თირკმელების ზომიერი დაზიანების მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <60 მლ/წთ), რეკომენდებული საწყისი დოზაა 5 მგ. 40 მგ დოზა არ უნდა იქნეს გამოყენებული თირკმლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში.
ღვიძლის დაზიანება:
დიროსატი არ უნდა იქნეს გამოყენებული ღვიძლის აქტიური დაავადების მქონე პაციენტებში.
თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ დიროსატის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
დიროსატის დოზის გადაჭარბებისას
დიროსატის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
ჰოსპიტალში მიმართვის ან სხვა მდგომარეობის გამო მკურნალობის ჩატარების შემთხვევაში სამედიცინო პერსონალს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს დიროსატს.
დიროსატის დოზის გამოტოვებისას
არ არის საჭირო ღელვა. შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულ დროს.
არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.
მოვლენები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს დიროსატის მიღების შეწყვეტისას
დიროსატის მიღება არ უნდა შეწყდეს ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ქოლესტერინის დონემ შეიძლება ისევ მოიმატოს დიროსატის მიღების შეწყვეტისას/
შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
მნიშვნელოვანია, პაციენტმა იცოდეს, თუ რომელი გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს. ჩვეულებრივ, ისინი სუსტი ხასიათისაა და გადის ხანმოკლე პერიოდში.
დიროსატის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა უახლოესი ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილებაში, თუ განვითარდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა:
სუნთქვის გაძნელება სახის, ტუჩების, ენის და/ან ხორხის შეშუპებით ან მათ გარეშე;
სახის, ტუჩების, ენის და/ან ხორხის შეშუპება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება;
კანის ძლიერი ქავილი კვანძოვანი გამონაყარით;
მოწითალო, არაამობურცული, სამიზნის მსგავსი ან წრიული ლაქები სხეულზე, ხშირად ცენტრში ბლისტერებით, კანის აქერცვლა, წყლულები პირში, ხახაზე, ცხვირში, გენიტალიებზე და თვალებზე. კანის ამ სერიოზულ რეაქციებს შეიძლება წინ უძღოდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი);
გავრცელებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა და გადიდებული ლიმფური კვანძები (DRESS სინდრომი ან წამლისმიერი ჰიპერმგრძნობელობითი სინდრომი).
გარდა ამისა, დიროსატის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა:
თუ პაციენტს აღენიშნება კუნთების უჩვეულო ტკივილი ან სპაზმები, რომელიც გრძელდება მოსალოდნელზე უფრო ხანგრძლივად. კუნთების სიმპტომები უფრო ხშირია ბავშვებსა და მოზარდებში, ვიდრე მოზრდილებში. სხვა სტატინების მსგავსად, ძალიან მცირე რაოდენობის პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს არასასურველი ეფექტები კუნთების მხრივ, რომელიც იშვიათად შეიძლება გადაიზარდოს კუნთების სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებაში, ე.წ. რაბდომიოლიზში.
თუ პაციენტს აღენიშნება კუნთის გაწყვეტა;
თუ პაციენტს მგლურას მსგავსი დაავადების სინდრომი აქვს (მოიცავს კვანძოვან გამონაყარს, სახსრების დისკომფორტს და სისხლის უჯრედებზე ეფექტებს).
ასეთი მდგომარეობების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც შეიძლება ძალიან მძიმე იყოს, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენები აღინიშნა ძალიან იშვიათად.
გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია შემდეგი სახით:
ძალიან ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან არაუმცირეს 1 პაციენტში
ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში
არახშირი: შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 1,000-დან 1-ზე მეტ პაციენტში
იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 10,000-დან 1-ზე მეტ პაციენტში
ძალიან იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
სიხშირე უცნობია: სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე.
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი:
ხშირი:
თავის ტკივილი;
მუცლის ტკივილი;
ყაბზობა;
გულისრევა;
კუნთების ტკივილი;
სისუსტის შეგრძნება;
თავბრუსხვევა;
შარდში ცილის დონის მომატება (მხოლოდ დიროსატი 40 მგ-სთვის). ეს ეფექტები ზოგადად უბრუნდება ნორმას დიროსატით მკურნალობის შეწყვეტის აუცილებლობის გარეშე;
დიაბეტი; უფრო სავარაუდოა პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სისხლში შაქრის და ცხიმების მაღალი დონე, ჭარბი წონა, და მაღალი არტერიული წნევა. ექიმი მოახდენს პაციენტის მონიტორინგს ამ მედიკამენტით მკურნალობის განმავლობაში.
არახშირი:
გამონაყარი, ქავილი ან კანის სხვა რეაქციები;
შარდში ცილის დონის მომატება (მხოლოდ დიროსატის 10 მგ და 20 მგ-სთვის). ეს ეფექტები ზოგადად უბრუნდება ნორმას დიროსატით მკურნალობის შეწყვეტის აუცილებლობის გარეშე.
იშვიათი:
მძიმე ალერგიული რეაქციები: სახის, ტუჩების, ენისა და /ან ხორხის შეშუპება, ყლაპვის და სუნთქვის გაძნელება, ძლიერი ქავილი კანზე კვანძოვანი გამონაყარით. თუ პაციენტი ფიქრობს, რომ განუვითარდა ალერგიული რეაქცია, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს დიროსატის მიღება და უნდა მიმართოს ექიმს;
კუნთების დაზიანება მოზრდილებში: სიფრთხილის თვალსაზრისით, დიროსატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს, თუ აღენიშნება კუნთების უჩვეულო სპაზმები ან ტკივილი, რომელიც გრძელდება მოსალოდნელზე უფრო დიდხანს;
ძლიერი ტკივილი მუცლის არეში (პანკრეასის ანთება);
სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება;
სისხლდენა ან სისხლჩაქცევების ჩვეულებრივზე უფრო ადვილად განვითარება, თრომბოციტების რაოდენობის შემცირების გამო;
წითელი მგლურას მსგავსი სინდრომი (მოიცავს გამონაყარს, სახსრების დაზიანებას და სისხლის უჯრედების ცვლილებებს).
პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება).
ძალიან იშვიათი:
სიყვითლე (კანისა და თვალების გაყვითლება);
ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება);
სისხლი შარდში;
ფეხების და მკლავების ნერვების დაზიანება (მაგალითად, დაბუჟება);
სახსრების ტკივილი;
მეხსიერების დაკარგვა;
მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების გადიდება (გინეკომასტია);
პოლინეიროპათია (მრავლობითი ნერვების ანთება).
გვერდითი ეფექტები უცნობი სიხშირით
დიარეა (თხიერი განავალი);
სტივენს-ჯონსონის სინდრომი (პირის ღრუს, თვალების, კანის და სასქესო ორგანოების სერიოზული ბუშტუკოვანი გამონაყარი);
ხველა;
ქოშინი;
შეშუპება (შესივება);
ძილის დარღვევები, როგორიცაა უძილობა და კოშმარები;
სექსუალური დარღვევები;
დეპრესია;
რესპირატორული პრობლემები. მათ შორის მუდმივი ხველა და/ან ქოშინი ან ცხელება;
მყესების დაზიანება;
კუნთების სისუსტე, რომელიც მუდმივია;
პერიფერიული ნეიროპათია (პერიფერიული ნერვული სისტემის ანთება)
იმუნური რეაქციით განპირობებული ნეკროზული მიოპათია (კუნთების მუდმივი სისუსტე)
თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
სამკურნალო პროდუქტის ლიცენზირების შემდეგ სავარაუდო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია. ეს იძლევა სამკურნალო პროდუქტის სარგებელი /რისკის ბალანსზე მუდმივი მონიტორინგის საშუალებას. სამედიცინო სპეციალისტებმა სავარაუდო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება უნდა გააკეთონ ეროვნული შეტყობინების სისტემის საშუალებით.
დიროსატის შენახვის წესი
დიროსატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ორიგინალურ შეფუთვაში.
ტაბლეტები ინახება ოთახის ტემპერატურაზე, 25ºC-ის ქვემოთ.
მედიკამენტი გამოყენებულ უნდა იქნეს შენახვის ვადის მიხედვით.
დაუშვებელია დიროსატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად მედიკამენტის ტაბლეტები არ უნდა იქნეს გადაგდებული საკანალიზაციო წყალში ან ნაგვის კონტეინერებში. საჭიროა ფარმაცევტთან კონსულტაცია.
საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა, თუ მედიკამენტი ვადაგასულია ან პაციენტს არ შეუძლია მისი გამოყენება.
გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად.
გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი:
İlko İlaç San. ve Tic. A.Ş.
Veysel Karani Mah. Çolakoğlu Sok. No: 10
34885 Sancaktepe / İstanbul, Turkey
Phone number: 0216 564 80 00
ილკო ილაჩ სან. ვე ტიკ. ა.შ.
ვეისელ კარანი მაჰ. ჩოლაკოღლუ სოკ. #10
34885 სანკაკტეპე /სტამბოლი, თურქეთი
ტელეფონის ნომერი: 0216 564 80 00
წარმოების ადგილი:
İlko İlaç San. ve Tic. A.Ş.
- Organize Sanayi Bölgesi Kuddusi Cad. 23. Sok.
No:1, Selçuklu / Konya, Turkey
ილკო ილაჩ სან. ვე ტიკ. ა.შ.
- ორგანიზე სანაიი ბოლღეზი კუდუსი კად. 23 სოკ.
#1, სელჩუკლუ /კონია, თურქეთი
გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია: 17/12/.2022
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.


