ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი საშუალებები

კოლნარი

Colnar®

რეცეპტით10მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
მოქმედი ნივთიერება
rosuvastatin
ფორმა და შეფუთვა
10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
მწარმოებელი
Sanovel İlaç San. ve Tic. A.Ş., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი საშუალებები, HMG CoA რედუქტაზას ინჰიბიტორები
ATC კოდი
C10AA07
რეგისტრაციის ნომერი
რ-046224
რეგისტრირებულია
27 აგვისტო 2026, მოქმედებს 27 აგვისტო 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
ეკატერინე მიქაბერიძე
ურთიერთქმედების შემოწმებაკოლნარი და სხვა წამალი ერთად

კოლნარი — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

ინსტრუქცია სწორი გამოყენებისა და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ: ყოველთვის მიიღეთ კოლნარი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გირჩიათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ჩვეულებრივი დოზები მოზრდილებისთვის:

თუ იღებთ კოლნარი-ს მაღალი ქოლესტერინის გამო:

საწყისი დოზა

კოლნარით მკურნალობა უნდა დაიწყოს 5 მგ ან 10 მგ დოზით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მანამდე იყენებდით სხვა სტატინს მაღალი დოზით. საწყისი დოზის შერჩევა დამოკიდებულია:

თქვენი ქოლესტერინის დონეზე,

ინფარქტის ან ინსულტის განვითარების რისკზე,

გაქვთ თუ არა ისეთი მახასიათებელი, რაც უფრო მგრძნობიარეს გახდით შესაძლო გვერდითი ეფექტების მიმართ.

გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან კოლნარის თქვენთვის ყველაზე შესაფერისი საწყისი დოზის შერჩევისთვის.

თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ყველაზე დაბალი დოზა (5 მგ):

თუ ხართ აზიური წარმოშობის (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი და ინდოელი),

თუ ხართ 70 წელზე უფროსი ასაკის,

თუ გაქვთ თირკმლის საშუალო სიმძიმის პრობლემები,

თუ გაქვთ კუნთების ტკივილის (მიოპათიის) განვითარების რისკი.

დოზის გაზრდა და მაქსიმალური დღიური დოზა

თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს დოზის გაზრდა. ამრიგად, შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის ყველაზე შესაფერისი დოზა. თუ დაიწყეთ 5 მგ დოზით, ექიმმა შეიძლება ჯერ გაორმაგოს დოზა 10 მგ-მდე, შემდეგ 20 მგ-მდე და საჭიროების შემთხვევაში 40 მგ-მდე. თუ დაიწყეთ 10 მგ-ით, ექიმმა შეიძლება გაორმაგოს ის 20 მგ-მდე და შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, 40 მგ-მდე. დოზის თითოეულ კორექტირებას შორის იქნება 4-კვირიანი ინტერვალი.

კოლნარის მაქსიმალური დღიური დოზაა 40 მგ. ეს დოზა განკუთვნილია მხოლოდ მაღალი ქოლესტერინის დონის და ინფარქტის ან ინსულტის მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის, რომელთა ქოლესტერინის დონე საკმარისად არ შემცირდა 20 მგ დოზით.

თუ იღებთ კოლნარს ინფარქტის, ინსულტის ან მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების რისკის შესამცირებლად:

რეკომენდებული დოზაა 20 მგ დღეში. თუმცა, თუ გაქვთ ზემოთ მითითებული რომელიმე ფაქტორი, თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს უფრო დაბალი დოზის გამოყენება.

მიღების წესი და გზა:

გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად წყალთან ერთად. მიიღეთ კოლნარი დღეში ერთხელ. კოლნარის მიღება შეგიძლიათ დღის ნებისმიერ დროს, უზმოზე ან ჭამის შემდეგ. 5 მგ დოზის მიღება შესაძლებელია კოლნარი 5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით ან კოლნარი 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის გაყოფით, რადგან მას აქვს ნაჭდევი. მიაქციეთ ყურადღება, რომ მიიღოთ კოლნარის ტაბლეტი ყოველდღე ერთსა და იმავე დროს, რათა არ დაგავიწყდეთ.

ქოლესტერინის რეგულარული კონტროლი

ძალიან მნიშვნელოვანია მიმართოთ ექიმს ქოლესტერინის რეგულარული შემოწმებისთვის. ამრიგად, შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ თქვენმა ქოლესტერინმა მიაღწია სასურველ დონეს და რჩება ამ დონეზე. თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს მისაღები დოზის გაზრდა, რათა გამოიყენოთ კოლნარის ყველაზე შესაფერისი დოზა.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში, 6-17 წლის ასაკში: დოზირების დიაპაზონია 5-დან 20 მგ-მდე დღეში ერთხელ. ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 5 მგ. თქვენმა ექიმმა შეიძლება თანდათან გაზარდოს დოზა, რათა იპოვოს კოლნარი-ის ყველაზე შესაფერისი რაოდენობა. კოლნარი-ის მაქსიმალური დღიური დოზა 6-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში არის 10 ან 20 მგ, დასამუშავებელი დაავადების მდგომარეობიდან გამომდინარე. მიიღეთ დოზა დღეში ერთხელ. კოლნარი 40 მგ ტაბლეტი არ უნდა გამოიყენონ ბავშვებმა.

გამოყენება ხანდაზმულებში: 70 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში საწყისი დოზის სახით რეკომენდებულია 5 მგ. ასაკის მიხედვით დოზის სხვა კორექტირება არ არის საჭირო.

გამოყენების სპეციალური შემთხვევები:

თირკმლის უკმარისობა: თირკმლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პირებში დოზის კორექტირება არ არის საჭირო. კოლნარის არცერთი დოზა არ უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში. თირკმლის საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი < 60 მლ/წთ), საწყისი დოზის სახით რეკომენდებულია 5 მგ. 40 მგ დოზა არ უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ღვიძლის უკმარისობა: კოლნარი არ უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის აქტიური დაავადების მქონე პირებში.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ კოლნარის ეფექტი ძალიან ძლიერია ან სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ კოლნარის საჭიროზე მეტი დოზა:

თუ მიიღეთ კოლნარის საჭიროზე მეტი დოზა, ესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს. საავადმყოფოში მისვლისას ან სხვა მიზეზით მკურნალობის მიღებისას, აცნობეთ სამედიცინო პერსონალს, რომ იღებთ კოლნარი-ს.

თუ დაგავიწყდათ კოლნარის მიღება:

ნუ ნერვიულობთ, მიიღეთ შემდეგი დოზა თავის დროზე. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.

ეფექტები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას კოლნარით მკურნალობის შეწყვეტისას: თუ გსურთ კოლნარი-ის მიღების შეწყვეტა, ესაუბრეთ თქვენს ექიმს. თუ შეწყვეტთ კოლნარი-ის გამოყენებას, თქვენი ქოლესტერინის დონე შეიძლება კვლავ გაიზარდოს.

უკუჩვენებები

თუ ოდესმე გქონიათ ალერგიული რეაქცია კოლნარზე ან მის რომელიმე ინგრედიენტზე.

თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი. თუ დაორსულდებით კოლნარის მიღებისას, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისი მიღება და აცნობეთ თქვენს ექიმს. ქალებმა კოლნარის მიღებისას თავი უნდა აარიდონ დაორსულებას სათანადო კონტრაცეფციის გამოყენებით.

თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება.

თუ გაქვთ თირკმლის მძიმე პრობლემები.

თუ გაქვთ კუნთების განმეორებითი ან გაურკვეველი წარმოშობის ტკივილი ან უსიამოვნო შეგრძნება.

თუ იყენებთ სოფოსბუვირი/ველპატასვირი/ვოქსილაპრევირის წამლების კომბინაციას (გამოიყენება ღვიძლის ვირუსული ინფექციის – C ჰეპატიტის დროს).

თუ იღებთ პრეპარატს, რომელსაც ეწოდება ციკლოსპორინი (გამოიყენება, მაგალითად, ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ).

თუ რომელიმე ზემოაღნიშნული ეხება თქვენს შემთხვევას (ან ეჭვი გეპარებათ), გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს.

გარდა ამისა, არ მიიღოთ კოლნარი 40 მგ (ყველაზე მაღალი დოზა):

თუ გაქვთ თირკმლის საშუალო სიმძიმის პრობლემები (ეჭვის შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს),

თუ თქვენი ფარისებრი ჯირკვალი არ ფუნქციონირებს სათანადოდ,

თუ გქონიათ კუნთების განმეორებითი ან გაურკვეველი წარმოშობის ტკივილი (კუნთების პრობლემების პირადი ან ოჯახური ისტორია, ან კუნთების პრობლემების ისტორია ქოლესტერინის შემამცირებელი სხვა მედიკამენტების მიღებისას),

თუ რეგულარულად მოიხმართ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს,

თუ ხართ აზიური წარმოშობის (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი და ინდოელი).

თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებსაც ეწოდებათ ფიბრატები, ქოლესტერინის შესამცირებლად.

თუ რომელიმე ზემოაღნიშნული ეხება თქვენს შემთხვევას ან ეჭვი გეპარებათ, გთხოვთ ჰკითხოთ თქვენს ექიმს.

გამოიჩინეთ სიფრთხილე კოლნარი-ის გამოყენებისას:

თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები,

თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები,

თუ გქონიათ კუნთების განმეორებითი ან გაურკვეველი წარმოშობის ტკივილი, კუნთების პრობლემების პირადი ან ოჯახური ისტორია, ან კუნთების პრობლემების ისტორია ქოლესტერინის შემამცირებელი სხვა მედიკამენტების მიღებისას. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ გაურკვეველი წარმოშობის კუნთების ტკივილი, განსაკუთრებით თუ თავს ცუდად გრძნობთ ან გაქვთ ცხელება. ასევე აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გაქვთ მუდმივი კუნთების სისუსტე.

თუ გაწუხებთ ან გქონიათ მიასთენია (დაავადება, რომელიც მიმდინარეობს კუნთების ზოგადი სისუსტით, ზოგ შემთხვევაში სუნთქვისთვის საჭირო კუნთების ჩათვლით) ან ოკულარული (თვალის) მიასთენია (დაავადება, რომელიც იწვევს თვალის კუნთების სისუსტეს), სტატინებმა ზოგჯერ შეიძლება გააუარესოს მდგომარეობა ან გამოიწვიოს მიასთენიის განვითარება (იხ. სექცია 4).

თუ კოლნარის ან სხვა მსგავსი მედიკამენტების მიღების შემდეგ განგივითარდათ კანის მძიმე გამონაყარი ან კანის აქერცვლა, ბუშტუკები და/ან წყლულები პირის ღრუში.

თუ თქვენი ფარისებრი ჯირკვალი არ ფუნქციონირებს კარგად,

თუ იყენებთ ფიბრატების ჯგუფის მედიკამენტებს (მაგალითად, გემფიბროზილი, ფენოფიბრატი) ქოლესტერინის შესამცირებლად. გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ეს ინსტრუქცია იმ შემთხვევაშიც კი, თუ მანამდე იყენებდით სხვა მედიკამენტებს მაღალი ქოლესტერინის წინააღმდეგ.

თუ იყენებთ აივ ინფექციის სამკურნალო მედიკამენტებს, მაგალითად, ლოპინავირს და/ან ატაზანავირს რიტონავირთან ერთად. გთხოვთ იხილოთ კოლნარი და სექცია "სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება".

თუ იყენებთ ან ბოლო 7 დღის განმავლობაში გამოყენებული გაქვთ ფუზიდის მჟავის შემცველი ანტიბიოტიკები (ბაქტერიული ინფექციის დროს გამოყენებული მედიკამენტი) პერორალურად ან ინექციის სახით. ფუზიდის მჟავისა და კოლნარი-ის ერთობლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სერიოზული პრობლემები (რაბდომიოლიზი), გთხოვთ იხილოთ კოლნარი და სექცია "სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება".

ბავშვები და მოზარდები:

თუ პაციენტი არის 6 წლამდე ასაკის ბავშვი: კოლნარი არ უნდა მიეცეთ 6 წლამდე ასაკის ბავშვებს.

თუ პაციენტი არის 10 წლამდე ასაკის ბავშვი: კოლნარი 20 მგ არ უნდა იქნას გამოყენებული 10 წლამდე ასაკის ბავშვებში ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის ანამნეზით.

თუ პაციენტი არის 18 წლამდე ასაკის: კოლნარი 40 მგ ტაბლეტი არ არის შესაფერისი 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენებისთვის.

თუ ხართ 70 წელზე უფროსი ასაკის (თქვენმა ექიმმა უნდა განსაზღვროს თქვენთვის კოლნარის შესაბამისი საწყისი დოზა),

თუ გაქვთ სუნთქვის მძიმე უკმარისობა,

თუ ხართ აზიური წარმოშობის (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი და ინდოელი). თქვენმა ექიმმა უნდა განსაზღვროს თქვენთვის კოლნარის შესაბამისი საწყისი დოზა.

თუ გაქვთ ან ფიქრობთ, რომ გაქვთ რომელიმე ზემოაღნიშნული მდგომარეობა, არ გამოიყენოთ 40 მგ დოზა (ყველაზე მაღალი დოზა). კოლნარის ნებისმიერი დოზის მიღების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

კოლნარი-ით მკურნალობასთან დაკავშირებით დაფიქსირებულია კანის მძიმე რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS). თუ შეამჩნევთ მე-4 სექციაში მითითებულ რომელიმე სიმპტომს, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ კოლნარი-ის გამოყენება და მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

ზოგიერთ ადამიანში სტატინები მოქმედებს ღვიძლზე. არსებობს თუ არა ასეთი მდგომარეობა, ამის დადგენა შესაძლებელია სისხლის მარტივი ანალიზით (ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება). ამ მიზეზით, თქვენი ექიმი მოითხოვს ღვიძლის ფუნქციური ტესტების ჩატარებას კოლნარის გამოყენების დაწყებამდე და მისი გამოყენებისას.

თუ გაქვთ დიაბეტი ან თუ იმყოფებით დიაბეტის განვითარების რისკის ქვეშ, ექიმი ამ მედიკამენტის გამოყენებისას მოგათავსებთ მეთვალყურეობის ქვეშ. თქვენ იმყოფებით დიაბეტის განვითარების რისკის ქვეშ, თუ გაქვთ სისხლში შაქრისა და ცხიმის მაღალი დონე, თუ გაქვთ ჭარბი წონა და მაღალი არტერიული წნევა.

პაციენტებში, რომელთა უზმოზე სისხლის შაქარი შეადგენს 100-125 მგ/დლ-ს (5.6 - 6.9 მმოლი/ლ), როზუვასტატინით მკურნალობა დაკავშირებულია შაქრიანი დიაბეტის განვითარების მომატებულ რისკთან.

თუ ეს გაფრთხილებები ეხება თქვენს შემთხვევას, წარსულში ნებისმიერ პერიოდშიც კი, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს.

კოლნარის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად კოლნარი-ის მიღება შეგიძლიათ როგორც ჭამის დროს, ასევე ჭამისგან დამოუკიდებლად.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ამ მედიკამენტის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. არ მიიღოთ კოლნარი თუ ხართ ორსულად. ქალებმა კოლნარის მიღებისას თავი უნდა აარიდონ დაორსულებას სათანადო კონტრაცეფციის გამოყენებით. თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

ამ მედიკამენტის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. არ გამოიყენოთ კოლნარი ძუძუთი კვების დროს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ადამიანების უმეტესობას კოლნარის გამოყენების დროს შეუძლია ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება რადგან ის მათი მართვის უნარზე გავლენას არ ახდენს. თუმცა, ზოგიერთი ადამიანი კოლნარით მკურნალობისას გრძნობს თავბრუსხვევას. თუ გრძნობთ თავბრუსხვევას, ავტომობილის მართვამდე ან მექანიზმების გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კოლნარი-ში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

თუ ექიმმა მანამდე გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ (ლაქტოზა ან რძის შაქარი), ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს. ამ მედიკამენტის კომპონენტების სრული სიის სანახავად გთხოვთ იხილოთ სექცია "დამხმარე ნივთიერებები".

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

თუ იყენებთ ან ახლახან იყენებდით სხვა მედიკამენტებს, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ იღებთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მედიკამენტს, აცნობეთ თქვენს ექიმს:

ციკლოსპორინი (გამოიყენება, მაგალითად, ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ),

ვარფარინი,

კლოპიდოგრელი ან ტიკაგრელორი (ან სისხლის გამათხელებელი სხვა მედიკამენტი),

ფიბრატები (მაგალითად, გემფიბროზილი, ფენოფიბრატი),

ქოლესტერინის შემამცირებელი სხვა მედიკამენტები (მაგალითად, ეზეტიმიბი),

საჭმლის მონელების დარღვევის სამკურნალო საშუალებები (გამოიყენება კუჭის მჟავიანობის შესამცირებლად),

ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი),

ფუზიდის მჟავა (ანტიბიოტიკი),

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები,

რეგორაფენიბი (გამოიყენება კიბოს მკურნალობაში),

დაროლუტამიდი (გამოიყენება კიბოს მკურნალობაში), • კაპმატინიბი (გამოიყენება კიბოს მკურნალობაში),

ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია,

ფოსტამატინიბი (გამოიყენება თრომბოციტების დაბალი რაოდენობის მკურნალობისთვის),

ფებუქსოსტატი (გამოიყენება სისხლში შარდმჟავას მაღალი დონის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის),

ტერიფლუნომიდი (გამოიყენება გაფანტული სკლეროზის მკურნალობაში),

ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან რომელიმე, ცალკე ან კომბინაციაში, ვირუსული ინფექციების მკურნალობისას (აივ ან C ჰეპატიტის ინფექციის ჩათვლით) (გთხოვთ იხილოთ სექცია "კოლნარის გამოყენებამდე გათვალისწინებული გარემოებები"): რიტონავირი, ლოპინავირი, ატაზანავირი, სოფოსბუვირი, ვოქსილაპრევირი, ომბიტასვირი, პარიტაპრევირი, დასაბუვირი, ველპატასვირი, გრაზოპრევირი, ელბასვირი, გლეკაპრევირი, პიბრენტასვირი.

კოლნარს შეუძლია შეცვალოს ამ მედიკამენტების ეფექტი, ან ამ მედიკამენტებს შეუძლიათ შეცვალონ კოლნარის ეფექტი.

ატაზანავირი/რიტონავირის ან ლოპინავირი/რიტონავირის კომბინაციის გამოყენებისას, როზუვასტატინის დღიური გამოყენება არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ-ს.

თუ ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ გჭირდებათ პერორალური ფუზიდის მჟავის მიღება, დროებით უნდა შეწყვიტოთ ამ მედიკამენტის გამოყენება. თქვენი ექიმი გეტყვით, როდის არის უსაფრთხო კოლნარი-ის ხელახლა მიღების დაწყება. კოლნარი-ის მიღებამ ფუზიდის მჟავასთან ერთად იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, მგრძნობელობა ან ტკივილი (რაბდომიოლიზი). რაბდომიოლიზის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სექცია 4.

თუ ამჟამად იყენებთ ან ახლახან იყენებდით ნებისმიერ რეცეპტურულ ან ურეცეპტო მედიკამენტს, გთხოვთ, შეატყობინოთ მათ შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები

კოლნარის შენახვის პირობები

  • რა არის კოლნარი და რისთვის გამოიყენება

კოლნარი 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელთაც ეწოდებათ „სტატინები“.

კოლნარი არის თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, ჩანაჭდევის მწონე ტაბლეტი. იგი ხელმისაწვდომია 28 და 90 ტაბლეტის შემცველი ბლისტერების სახით.

ექიმმა დაგინიშნათ კოლნარი ვინაიდან:

თქვენთან გამოვლინდა ქოლესტერინის მაღალი დონე. ეს ნიშნავს, რომ გაქვთ ინფარქტის ან ინსულტის განვითარების რისკი. კოლნარი 10 მგ გამოიყენება მაღალი ქოლესტერინის მკურნალობისთვის მოზრდილებში, მოზარდებსა და 6 წლის ან უფროსი ასაკის ბავშვებში.

მოგეცათ რეკომენდაცია სტატინის მიღების შესახებ, რადგან დიეტის შეცვლა და ვარჯიში არ აღმოჩნდა საკმარისი ქოლესტერინის დონის დასარეგულირებლად. კოლნარის მიღებისას უნდა გააგრძელოთ ქოლესტერინის დამაქვეითებელი დიეტა და ვარჯიში.

ან

გაქვთ სხვა ფაქტორები, რომლებიც ზრდის ინფარქტის, ინსულტის ან მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების რისკს. ინფარქტი, ინსულტი და სხვა პრობლემები შეიძლება გამოწვეული იყოს დაავადებით, რომელსაც ათეროსკლეროზი ეწოდება. ათეროსკლეროზი გამოწვეულია არტერიებში ცხიმოვანი დეპოზიტების დაგროვებით.

რატომ არის მნიშვნელოვანი კოლნარის მიღების გაგრძელება? კოლნარი გამოიყენება სისხლში ლიპიდების სახელით ცნობილი ცხიმოვანი ნივთიერებების დონის დასარეგულირებლად, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია ქოლესტერინი.

სისხლში არსებობს სხვადასხვა ტიპის ქოლესტერინი – „ცუდი“ ქოლესტერინი (LDL-C) და „კარგი“ ქოლესტერინი (HDL-C).

  • კოლნარს შეუძლია შეამციროს „ცუდი“ ქოლესტერინი და გაზარდოს „კარგი“ ქოლესტერინი.
  • იგი მოქმედებს ორგანიზმში „ცუდი“ ქოლესტერინის წარმოქმნის ბლოკირებით. მას ასევე გააჩნია უნარი, გააუმჯობესოს სისხლიდან მისი გამოდევნის პროცესი.

უმრავლეს შემთხვევაში მაღალი ქოლესტერინი არ მოქმედებს ადამიანების განწყობაზე, რადგან ის არ იწვევს არანაირ სიმპტომს. თუმცა, მკურნალობის გარეშე დატოვებისას, ცხიმოვანი დეპოზიტები შეიძლება დაგროვდეს სისხლძარღვების კედლებში და გამოიწვიოს მათი დავიწროება.

ზოგჯერ ეს დავიწროებული სისხლძარღვები შეიძლება დაიბლოკოს, რამაც შესაძლოა შეწყვიტოს სისხლის მიწოდება გულსა ან ტვინში და გამოიწვიოს ინფარქტი ან ინსულტი. ქოლესტერინის დონის შემცირებით, შეგიძლიათ შეამციროთ ინფარქტის, ინსულტის ან მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების რისკი.

თქვენ უნდა გააგრძელოთ კოლნარის მიღება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მიღწეულია ქოლესტერინის სასურველი დონე, რადგან ის ხელს უშლის ქოლესტერინის დონის ხელახლა მომატებას და ცხიმოვანი დეპოზიტების დაგროვებას. თუმცა, მკურნალობა უნდა შეწყვიტოთ, თუ ექიმი გეტყვით ამის შესახებ, ან თუ დაორსულდით.

  • რა უნდა იცოდეთ კოლნარი-ის მიღებამდე

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

პაციენტის საინფორმაციო ფურცელი - ჩანართი

კოლნარი 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი

მხოლოდ პერორალური გამოყენებისთვის.

აქტიური ნივთიერება: 10.4 მგ კალციუმის როზუვასტატინი (10 მგ როზუვასტატინის ეკვივალენტი)

დამხმარე ნივთიერებები: კროსპოვიდონი, უწყლო დიკალციუმის ფოსფატი (უხეში თეთრი ფხვნილი), მიკროკრისტალური ცელულოზა PH112, ლაქტოზა (უწყლო), მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა 5 cP methocel E5 LV, ტიტანის დიოქსიდი (E171), პოლიეთილენგლიკოლი 400.

ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია სრულად, სანამ დაიწყებთ ამ მედიკამენტის მიღებას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ჩანართი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი შეკითხვების არსებობისას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს მედიკამენტი დაგენიშნა პირადად თქვენ. ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს.

ამ მედიკამენტის მიღების პერიოდში საავადმყოფოში ან ექიმთან ვიზიტისას, აცნობეთ ექიმს, რომ იყენებთ მას.

ზუსტად მიჰყევით ამ ჩანართში მოცემულ ინსტრუქციებს. რეკომენდაციის გარეშე ნუ გამოიყენებთ პრეპარატის უფრო მაღალ ან დაბალ დოზას.

წინამდებარე ჩანართშია:

რა არის კოლნარი და რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეთ კოლნარის მიღებამდე

როგორ მივიღოთ კოლნარი

შესაძლო გვერდითი ეფექტები

კოლნარის შენახვის პირობები

  • რა არის კოლნარი და რისთვის გამოიყენება

კოლნარი 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელთაც ეწოდებათ „სტატინები“.

კოლნარი არის თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, ჩანაჭდევის მწონე ტაბლეტი. იგი ხელმისაწვდომია 28 და 90 ტაბლეტის შემცველი ბლისტერების სახით.

ექიმმა დაგინიშნათ კოლნარი ვინაიდან:

თქვენთან გამოვლინდა ქოლესტერინის მაღალი დონე. ეს ნიშნავს, რომ გაქვთ ინფარქტის ან ინსულტის განვითარების რისკი. კოლნარი 10 მგ გამოიყენება მაღალი ქოლესტერინის მკურნალობისთვის მოზრდილებში, მოზარდებსა და 6 წლის ან უფროსი ასაკის ბავშვებში.

მოგეცათ რეკომენდაცია სტატინის მიღების შესახებ, რადგან დიეტის შეცვლა და ვარჯიში არ აღმოჩნდა საკმარისი ქოლესტერინის დონის დასარეგულირებლად. კოლნარის მიღებისას უნდა გააგრძელოთ ქოლესტერინის დამაქვეითებელი დიეტა და ვარჯიში.

ან

გაქვთ სხვა ფაქტორები, რომლებიც ზრდის ინფარქტის, ინსულტის ან მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების რისკს. ინფარქტი, ინსულტი და სხვა პრობლემები შეიძლება გამოწვეული იყოს დაავადებით, რომელსაც ათეროსკლეროზი ეწოდება. ათეროსკლეროზი გამოწვეულია არტერიებში ცხიმოვანი დეპოზიტების დაგროვებით.

რატომ არის მნიშვნელოვანი კოლნარის მიღების გაგრძელება? კოლნარი გამოიყენება სისხლში ლიპიდების სახელით ცნობილი ცხიმოვანი ნივთიერებების დონის დასარეგულირებლად, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია ქოლესტერინი.

სისხლში არსებობს სხვადასხვა ტიპის ქოლესტერინი – „ცუდი“ ქოლესტერინი (LDL-C) და „კარგი“ ქოლესტერინი (HDL-C).

  • კოლნარს შეუძლია შეამციროს „ცუდი“ ქოლესტერინი და გაზარდოს „კარგი“ ქოლესტერინი.
  • იგი მოქმედებს ორგანიზმში „ცუდი“ ქოლესტერინის წარმოქმნის ბლოკირებით. მას ასევე გააჩნია უნარი, გააუმჯობესოს სისხლიდან მისი გამოდევნის პროცესი.

უმრავლეს შემთხვევაში მაღალი ქოლესტერინი არ მოქმედებს ადამიანების განწყობაზე, რადგან ის არ იწვევს არანაირ სიმპტომს. თუმცა, მკურნალობის გარეშე დატოვებისას, ცხიმოვანი დეპოზიტები შეიძლება დაგროვდეს სისხლძარღვების კედლებში და გამოიწვიოს მათი დავიწროება.

ზოგჯერ ეს დავიწროებული სისხლძარღვები შეიძლება დაიბლოკოს, რამაც შესაძლოა შეწყვიტოს სისხლის მიწოდება გულსა ან ტვინში და გამოიწვიოს ინფარქტი ან ინსულტი. ქოლესტერინის დონის შემცირებით, შეგიძლიათ შეამციროთ ინფარქტის, ინსულტის ან მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების რისკი.

თქვენ უნდა გააგრძელოთ კოლნარის მიღება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მიღწეულია ქოლესტერინის სასურველი დონე, რადგან ის ხელს უშლის ქოლესტერინის დონის ხელახლა მომატებას და ცხიმოვანი დეპოზიტების დაგროვებას. თუმცა, მკურნალობა უნდა შეწყვიტოთ, თუ ექიმი გეტყვით ამის შესახებ, ან თუ დაორსულდით.

  • რა უნდა იცოდეთ კოლნარი-ის მიღებამდე

არ მიიღოთ კოლნარი:

თუ ოდესმე გქონიათ ალერგიული რეაქცია კოლნარზე ან მის რომელიმე ინგრედიენტზე.

თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი. თუ დაორსულდებით კოლნარის მიღებისას, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისი მიღება და აცნობეთ თქვენს ექიმს. ქალებმა კოლნარის მიღებისას თავი უნდა აარიდონ დაორსულებას სათანადო კონტრაცეფციის გამოყენებით.

თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება.

თუ გაქვთ თირკმლის მძიმე პრობლემები.

თუ გაქვთ კუნთების განმეორებითი ან გაურკვეველი წარმოშობის ტკივილი ან უსიამოვნო შეგრძნება.

თუ იყენებთ სოფოსბუვირი/ველპატასვირი/ვოქსილაპრევირის წამლების კომბინაციას (გამოიყენება ღვიძლის ვირუსული ინფექციის – C ჰეპატიტის დროს).

თუ იღებთ პრეპარატს, რომელსაც ეწოდება ციკლოსპორინი (გამოიყენება, მაგალითად, ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ).

თუ რომელიმე ზემოაღნიშნული ეხება თქვენს შემთხვევას (ან ეჭვი გეპარებათ), გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს.

გარდა ამისა, არ მიიღოთ კოლნარი 40 მგ (ყველაზე მაღალი დოზა):

თუ გაქვთ თირკმლის საშუალო სიმძიმის პრობლემები (ეჭვის შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს),

თუ თქვენი ფარისებრი ჯირკვალი არ ფუნქციონირებს სათანადოდ,

თუ გქონიათ კუნთების განმეორებითი ან გაურკვეველი წარმოშობის ტკივილი (კუნთების პრობლემების პირადი ან ოჯახური ისტორია, ან კუნთების პრობლემების ისტორია ქოლესტერინის შემამცირებელი სხვა მედიკამენტების მიღებისას),

თუ რეგულარულად მოიხმართ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს,

თუ ხართ აზიური წარმოშობის (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი და ინდოელი).

თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებსაც ეწოდებათ ფიბრატები, ქოლესტერინის შესამცირებლად.

თუ რომელიმე ზემოაღნიშნული ეხება თქვენს შემთხვევას ან ეჭვი გეპარებათ, გთხოვთ ჰკითხოთ თქვენს ექიმს.

გამოიჩინეთ სიფრთხილე კოლნარი-ის გამოყენებისას:

თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები,

თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები,

თუ გქონიათ კუნთების განმეორებითი ან გაურკვეველი წარმოშობის ტკივილი, კუნთების პრობლემების პირადი ან ოჯახური ისტორია, ან კუნთების პრობლემების ისტორია ქოლესტერინის შემამცირებელი სხვა მედიკამენტების მიღებისას. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ გაურკვეველი წარმოშობის კუნთების ტკივილი, განსაკუთრებით თუ თავს ცუდად გრძნობთ ან გაქვთ ცხელება. ასევე აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გაქვთ მუდმივი კუნთების სისუსტე.

თუ გაწუხებთ ან გქონიათ მიასთენია (დაავადება, რომელიც მიმდინარეობს კუნთების ზოგადი სისუსტით, ზოგ შემთხვევაში სუნთქვისთვის საჭირო კუნთების ჩათვლით) ან ოკულარული (თვალის) მიასთენია (დაავადება, რომელიც იწვევს თვალის კუნთების სისუსტეს), სტატინებმა ზოგჯერ შეიძლება გააუარესოს მდგომარეობა ან გამოიწვიოს მიასთენიის განვითარება (იხ. სექცია 4).

თუ კოლნარის ან სხვა მსგავსი მედიკამენტების მიღების შემდეგ განგივითარდათ კანის მძიმე გამონაყარი ან კანის აქერცვლა, ბუშტუკები და/ან წყლულები პირის ღრუში.

თუ რეგულარულად მოიხმართ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს,

თუ თქვენი ფარისებრი ჯირკვალი არ ფუნქციონირებს კარგად,

თუ იყენებთ ფიბრატების ჯგუფის მედიკამენტებს (მაგალითად, გემფიბროზილი, ფენოფიბრატი) ქოლესტერინის შესამცირებლად. გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ეს ინსტრუქცია იმ შემთხვევაშიც კი, თუ მანამდე იყენებდით სხვა მედიკამენტებს მაღალი ქოლესტერინის წინააღმდეგ.

თუ იყენებთ აივ ინფექციის სამკურნალო მედიკამენტებს, მაგალითად, ლოპინავირს და/ან ატაზანავირს რიტონავირთან ერთად. გთხოვთ იხილოთ კოლნარი და სექცია "სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება".

თუ იყენებთ ან ბოლო 7 დღის განმავლობაში გამოყენებული გაქვთ ფუზიდის მჟავის შემცველი ანტიბიოტიკები (ბაქტერიული ინფექციის დროს გამოყენებული მედიკამენტი) პერორალურად ან ინექციის სახით. ფუზიდის მჟავისა და კოლნარი-ის ერთობლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სერიოზული პრობლემები (რაბდომიოლიზი), გთხოვთ იხილოთ კოლნარი და სექცია "სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება".

ბავშვები და მოზარდები:

თუ პაციენტი არის 6 წლამდე ასაკის ბავშვი: კოლნარი არ უნდა მიეცეთ 6 წლამდე ასაკის ბავშვებს.

თუ პაციენტი არის 10 წლამდე ასაკის ბავშვი: კოლნარი 20 მგ არ უნდა იქნას გამოყენებული 10 წლამდე ასაკის ბავშვებში ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის ანამნეზით.

თუ პაციენტი არის 18 წლამდე ასაკის: კოლნარი 40 მგ ტაბლეტი არ არის შესაფერისი 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენებისთვის.

თუ ხართ 70 წელზე უფროსი ასაკის (თქვენმა ექიმმა უნდა განსაზღვროს თქვენთვის კოლნარის შესაბამისი საწყისი დოზა),

თუ გაქვთ სუნთქვის მძიმე უკმარისობა,

თუ ხართ აზიური წარმოშობის (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი და ინდოელი). თქვენმა ექიმმა უნდა განსაზღვროს თქვენთვის კოლნარის შესაბამისი საწყისი დოზა.

თუ გაქვთ ან ფიქრობთ, რომ გაქვთ რომელიმე ზემოაღნიშნული მდგომარეობა, არ გამოიყენოთ 40 მგ დოზა (ყველაზე მაღალი დოზა). კოლნარის ნებისმიერი დოზის მიღების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

კოლნარი-ით მკურნალობასთან დაკავშირებით დაფიქსირებულია კანის მძიმე რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS). თუ შეამჩნევთ მე-4 სექციაში მითითებულ რომელიმე სიმპტომს, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ კოლნარი-ის გამოყენება და მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

ზოგიერთ ადამიანში სტატინები მოქმედებს ღვიძლზე. არსებობს თუ არა ასეთი მდგომარეობა, ამის დადგენა შესაძლებელია სისხლის მარტივი ანალიზით (ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება). ამ მიზეზით, თქვენი ექიმი მოითხოვს ღვიძლის ფუნქციური ტესტების ჩატარებას კოლნარის გამოყენების დაწყებამდე და მისი გამოყენებისას.

თუ გაქვთ დიაბეტი ან თუ იმყოფებით დიაბეტის განვითარების რისკის ქვეშ, ექიმი ამ მედიკამენტის გამოყენებისას მოგათავსებთ მეთვალყურეობის ქვეშ. თქვენ იმყოფებით დიაბეტის განვითარების რისკის ქვეშ, თუ გაქვთ სისხლში შაქრისა და ცხიმის მაღალი დონე, თუ გაქვთ ჭარბი წონა და მაღალი არტერიული წნევა.

პაციენტებში, რომელთა უზმოზე სისხლის შაქარი შეადგენს 100-125 მგ/დლ-ს (5.6 - 6.9 მმოლი/ლ), როზუვასტატინით მკურნალობა დაკავშირებულია შაქრიანი დიაბეტის განვითარების მომატებულ რისკთან.

თუ ეს გაფრთხილებები ეხება თქვენს შემთხვევას, წარსულში ნებისმიერ პერიოდშიც კი, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს.

კოლნარის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად კოლნარი-ის მიღება შეგიძლიათ როგორც ჭამის დროს, ასევე ჭამისგან დამოუკიდებლად.

ორსულობა

ამ მედიკამენტის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. არ მიიღოთ კოლნარი თუ ხართ ორსულად. ქალებმა კოლნარის მიღებისას თავი უნდა აარიდონ დაორსულებას სათანადო კონტრაცეფციის გამოყენებით. თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

ამ მედიკამენტის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. არ გამოიყენოთ კოლნარი ძუძუთი კვების დროს.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

ადამიანების უმეტესობას კოლნარის გამოყენების დროს შეუძლია ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება რადგან ის მათი მართვის უნარზე გავლენას არ ახდენს. თუმცა, ზოგიერთი ადამიანი კოლნარით მკურნალობისას გრძნობს თავბრუსხვევას. თუ გრძნობთ თავბრუსხვევას, ავტომობილის მართვამდე ან მექანიზმების გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კოლნარი-ში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

თუ ექიმმა მანამდე გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ (ლაქტოზა ან რძის შაქარი), ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს. ამ მედიკამენტის კომპონენტების სრული სიის სანახავად გთხოვთ იხილოთ სექცია "დამხმარე ნივთიერებები".

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

თუ იყენებთ ან ახლახან იყენებდით სხვა მედიკამენტებს, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ იღებთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მედიკამენტს, აცნობეთ თქვენს ექიმს:

ციკლოსპორინი (გამოიყენება, მაგალითად, ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ),

ვარფარინი,

კლოპიდოგრელი ან ტიკაგრელორი (ან სისხლის გამათხელებელი სხვა მედიკამენტი),

ფიბრატები (მაგალითად, გემფიბროზილი, ფენოფიბრატი),

ქოლესტერინის შემამცირებელი სხვა მედიკამენტები (მაგალითად, ეზეტიმიბი),

საჭმლის მონელების დარღვევის სამკურნალო საშუალებები (გამოიყენება კუჭის მჟავიანობის შესამცირებლად),

ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი),

ფუზიდის მჟავა (ანტიბიოტიკი),

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები,

რეგორაფენიბი (გამოიყენება კიბოს მკურნალობაში),

დაროლუტამიდი (გამოიყენება კიბოს მკურნალობაში), • კაპმატინიბი (გამოიყენება კიბოს მკურნალობაში),

ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია,

ფოსტამატინიბი (გამოიყენება თრომბოციტების დაბალი რაოდენობის მკურნალობისთვის),

ფებუქსოსტატი (გამოიყენება სისხლში შარდმჟავას მაღალი დონის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის),

ტერიფლუნომიდი (გამოიყენება გაფანტული სკლეროზის მკურნალობაში),

ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან რომელიმე, ცალკე ან კომბინაციაში, ვირუსული ინფექციების მკურნალობისას (აივ ან C ჰეპატიტის ინფექციის ჩათვლით) (გთხოვთ იხილოთ სექცია "კოლნარის გამოყენებამდე გათვალისწინებული გარემოებები"): რიტონავირი, ლოპინავირი, ატაზანავირი, სოფოსბუვირი, ვოქსილაპრევირი, ომბიტასვირი, პარიტაპრევირი, დასაბუვირი, ველპატასვირი, გრაზოპრევირი, ელბასვირი, გლეკაპრევირი, პიბრენტასვირი.

კოლნარს შეუძლია შეცვალოს ამ მედიკამენტების ეფექტი, ან ამ მედიკამენტებს შეუძლიათ შეცვალონ კოლნარის ეფექტი.

ატაზანავირი/რიტონავირის ან ლოპინავირი/რიტონავირის კომბინაციის გამოყენებისას, როზუვასტატინის დღიური გამოყენება არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ-ს.

თუ ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ გჭირდებათ პერორალური ფუზიდის მჟავის მიღება, დროებით უნდა შეწყვიტოთ ამ მედიკამენტის გამოყენება. თქვენი ექიმი გეტყვით, როდის არის უსაფრთხო კოლნარი-ის ხელახლა მიღების დაწყება. კოლნარი-ის მიღებამ ფუზიდის მჟავასთან ერთად იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, მგრძნობელობა ან ტკივილი (რაბდომიოლიზი). რაბდომიოლიზის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სექცია 4.

თუ ამჟამად იყენებთ ან ახლახან იყენებდით ნებისმიერ რეცეპტურულ ან ურეცეპტო მედიკამენტს, გთხოვთ, შეატყობინოთ მათ შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორ მივიღოთ კოლნარი?

ინსტრუქცია სწორი გამოყენებისა და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ: ყოველთვის მიიღეთ კოლნარი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გირჩიათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ჩვეულებრივი დოზები მოზრდილებისთვის:

თუ იღებთ კოლნარი-ს მაღალი ქოლესტერინის გამო:

საწყისი დოზა

კოლნარით მკურნალობა უნდა დაიწყოს 5 მგ ან 10 მგ დოზით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მანამდე იყენებდით სხვა სტატინს მაღალი დოზით. საწყისი დოზის შერჩევა დამოკიდებულია:

თქვენი ქოლესტერინის დონეზე,

ინფარქტის ან ინსულტის განვითარების რისკზე,

გაქვთ თუ არა ისეთი მახასიათებელი, რაც უფრო მგრძნობიარეს გახდით შესაძლო გვერდითი ეფექტების მიმართ.

გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან კოლნარის თქვენთვის ყველაზე შესაფერისი საწყისი დოზის შერჩევისთვის.

თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ყველაზე დაბალი დოზა (5 მგ):

თუ ხართ აზიური წარმოშობის (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი და ინდოელი),

თუ ხართ 70 წელზე უფროსი ასაკის,

თუ გაქვთ თირკმლის საშუალო სიმძიმის პრობლემები,

თუ გაქვთ კუნთების ტკივილის (მიოპათიის) განვითარების რისკი.

დოზის გაზრდა და მაქსიმალური დღიური დოზა

თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს დოზის გაზრდა. ამრიგად, შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის ყველაზე შესაფერისი დოზა. თუ დაიწყეთ 5 მგ დოზით, ექიმმა შეიძლება ჯერ გაორმაგოს დოზა 10 მგ-მდე, შემდეგ 20 მგ-მდე და საჭიროების შემთხვევაში 40 მგ-მდე. თუ დაიწყეთ 10 მგ-ით, ექიმმა შეიძლება გაორმაგოს ის 20 მგ-მდე და შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, 40 მგ-მდე. დოზის თითოეულ კორექტირებას შორის იქნება 4-კვირიანი ინტერვალი.

კოლნარის მაქსიმალური დღიური დოზაა 40 მგ. ეს დოზა განკუთვნილია მხოლოდ მაღალი ქოლესტერინის დონის და ინფარქტის ან ინსულტის მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის, რომელთა ქოლესტერინის დონე საკმარისად არ შემცირდა 20 მგ დოზით.

თუ იღებთ კოლნარს ინფარქტის, ინსულტის ან მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების რისკის შესამცირებლად:

რეკომენდებული დოზაა 20 მგ დღეში. თუმცა, თუ გაქვთ ზემოთ მითითებული რომელიმე ფაქტორი, თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს უფრო დაბალი დოზის გამოყენება.

მიღების წესი და გზა:

გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად წყალთან ერთად. მიიღეთ კოლნარი დღეში ერთხელ. კოლნარის მიღება შეგიძლიათ დღის ნებისმიერ დროს, უზმოზე ან ჭამის შემდეგ. 5 მგ დოზის მიღება შესაძლებელია კოლნარი 5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით ან კოლნარი 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის გაყოფით, რადგან მას აქვს ნაჭდევი. მიაქციეთ ყურადღება, რომ მიიღოთ კოლნარის ტაბლეტი ყოველდღე ერთსა და იმავე დროს, რათა არ დაგავიწყდეთ.

ქოლესტერინის რეგულარული კონტროლი

ძალიან მნიშვნელოვანია მიმართოთ ექიმს ქოლესტერინის რეგულარული შემოწმებისთვის. ამრიგად, შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ თქვენმა ქოლესტერინმა მიაღწია სასურველ დონეს და რჩება ამ დონეზე. თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს მისაღები დოზის გაზრდა, რათა გამოიყენოთ კოლნარის ყველაზე შესაფერისი დოზა.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში, 6-17 წლის ასაკში: დოზირების დიაპაზონია 5-დან 20 მგ-მდე დღეში ერთხელ. ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 5 მგ. თქვენმა ექიმმა შეიძლება თანდათან გაზარდოს დოზა, რათა იპოვოს კოლნარი-ის ყველაზე შესაფერისი რაოდენობა. კოლნარი-ის მაქსიმალური დღიური დოზა 6-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში არის 10 ან 20 მგ, დასამუშავებელი დაავადების მდგომარეობიდან გამომდინარე. მიიღეთ დოზა დღეში ერთხელ. კოლნარი 40 მგ ტაბლეტი არ უნდა გამოიყენონ ბავშვებმა.

გამოყენება ხანდაზმულებში: 70 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში საწყისი დოზის სახით რეკომენდებულია 5 მგ. ასაკის მიხედვით დოზის სხვა კორექტირება არ არის საჭირო.

გამოყენების სპეციალური შემთხვევები:

თირკმლის უკმარისობა: თირკმლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პირებში დოზის კორექტირება არ არის საჭირო. კოლნარის არცერთი დოზა არ უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში. თირკმლის საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი < 60 მლ/წთ), საწყისი დოზის სახით რეკომენდებულია 5 მგ. 40 მგ დოზა არ უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

ღვიძლის უკმარისობა: კოლნარი არ უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის აქტიური დაავადების მქონე პირებში.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ კოლნარის ეფექტი ძალიან ძლიერია ან სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ კოლნარის საჭიროზე მეტი დოზა:

თუ მიიღეთ კოლნარის საჭიროზე მეტი დოზა, ესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს. საავადმყოფოში მისვლისას ან სხვა მიზეზით მკურნალობის მიღებისას, აცნობეთ სამედიცინო პერსონალს, რომ იღებთ კოლნარი-ს.

თუ დაგავიწყდათ კოლნარის მიღება:

ნუ ნერვიულობთ, მიიღეთ შემდეგი დოზა თავის დროზე. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.

ეფექტები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას კოლნარით მკურნალობის შეწყვეტისას: თუ გსურთ კოლნარი-ის მიღების შეწყვეტა, ესაუბრეთ თქვენს ექიმს. თუ შეწყვეტთ კოლნარი-ის გამოყენებას, თქვენი ქოლესტერინის დონე შეიძლება კვლავ გაიზარდოს.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, კოლნარმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ რა გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს. გვერდითი ეფექტები ჩვეულებრივ მსუბუქია და გარდამავალი.

თუ გამოვლინდა რომელიმე შემდეგი ალერგიული რეაქცია, შეწყვიტეთ კოლნარის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:

სუნთქვის გაძნელება, რომელიც ვითარდება სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპებით ან მის გარეშე,

სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება და შესაბამისად ყლაპვის გაძნელება,

ძლიერი ქავილი, რომელიც ვლინდება კანზე ბუშტუკებით.

მოწითალო, არაწამოწეული, სამიზნის მსგავსი ან წრიული ლაქები ტანზე, ჩვეულებრივ ცენტრალური ბუშტუკებით, კანის აქერცვლით, წყლულებით პირის ღრუში, ყელში, ცხვირში, გენიტალიებსა და თვალებში. ამ სერიოზულ კანის გამონაყარს შეიძლება წინ უძღოდეს ცხელება და გრიპისმაგვარი სიმპტომები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი).

გავრცელებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა და გადიდებული ლიმფური კვანძები (DRESS სინდრომი ან წამლისმიერი ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი).

გარდა ამისა, თუ გამოვლინდა რომელიმე შემდეგი მდგომარეობა, შეწყვიტეთ კოლნარი-ის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:

თუ გაქვთ კუნთების უჩვეულო ტკივილი ან უსიამოვნო შეგრძნება, რომელიც გრძელდება იმაზე დიდხანს, ვიდრე ელოდით. კუნთებში განცდილი ეს სიმპტომები უფრო ხშირია ბავშვებსა და მოზარდებში, ვიდრე მოზრდილებში. ისევე როგორც სხვა სტატინების შემთხვევაში, კუნთებზე უსიამოვნო ეფექტები შეიძლება აღინიშნოს ადამიანთა ძალიან მცირე რაოდენობაში. ეს ეფექტები იშვიათად შეიძლება პროგრესირდეს კუნთების დაზიანებამდე, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას სიცოცხლეს (ეწოდება რაბდომიოლიზი).

თუ აღგენიშნებათ კუნთის გაწყვეტა.

თუ გაქვთ სისტემური წითელი მგლურას მსგავსი სინდრომი (ქავილის, სახსრების დარღვევებისა და სისხლის უჯრედებზე ეფექტების ჩათვლით).

მიმართეთ თქვენს ექიმს, როდესაც შეექმნებით ამ მდგომარეობებს, რომლებიც შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული. ეს სერიოზული გვერდითი ეფექტები ვლინდება ძალიან იშვიათად.

გვერდითი ეფექტები ჩამოთვლილია შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში. არახშირი: შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 1,000-დან 1-ზე მეტ პაციენტში. იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 10,000-დან 1-ზე მეტ პაციენტში. ძალიან იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში. უცნობია: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებიდან.

მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ შეამჩნევთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს:

ხშირი:

თავის ტკივილი

მუცლის ტკივილი

ყაბზობა (ყაბზობა)

შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (გულისრევა)

კუნთების ტკივილი

სისუსტის შეგრძნება

თავბრუსხვევა

შარდში ცილის მომატება (მხოლოდ კოლნარი 40 მგ). ეს მდგომარეობა ჩვეულებრივ თავისით უბრუნდება ნორმას კოლნარის შეწყვეტის გარეშე.

შაქრიანი დიაბეტი. ეს უფრო სავარაუდოა მათში, ვისი სისხლში შაქრისა და ცხიმის დონე მაღალია, ვინც ჭარბწონიანია და ვისაც აქვს მაღალი არტერიული წნევა. თქვენი ექიმი მოგათავსებთ მეთვალყურეობის ქვეშ ამ მედიკამენტის მიღებისას.

არახშირი:

გამონაყარი, ქავილი ან კანის სხვა რეაქციები

შარდში ცილის მომატება (მხოლოდ კოლნარი 5, 10 და 20 მგ). ეს მდგომარეობა ჩვეულებრივ თავისით უბრუნდება ნორმას კოლნარის შეწყვეტის გარეშე.

იშვიათი:

მძიმე ალერგიული ეფექტები: სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება, ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელება, კანის ძლიერი ქავილი ბუშტუკებით. თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ ალერგიული მდგომარეობა, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ კოლნარის გამოყენება და მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

კუნთების დაზიანება მოზრდილებში: სიფრთხილის ზომის სახით, თუ კუნთებში გაქვთ უჩვეულო ტკივილი, რომელიც გრძელდება იმაზე დიდხანს, ვიდრე ელოდით, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ კოლნარის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.

მუცლის ძლიერი ტკივილი (პანკრეასის ანთება)

სისხლში ღვიძლის ფერმენტების მომატება

სისხლჩაქცევები ან სისხლდენა ჩვეულებრივზე უფრო ადვილად, სისხლში თრომბოციტების დაბალი დონის გამო

მგლურას მსგავსი დაავადების სინდრომი (ქავილის, სახსრების დარღვევებისა და სისხლის უჯრედებზე ეფექტების ჩათვლით)

პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება)

ძალიან იშვიათი:

სიყვითლე (კანისა და თვალების გაყვითლება)

ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება)

შარდში სისხლის ნიშნები

ხელებისა და ფეხების ნერვების დაზიანება (მაგალითად, დაბუჟება)

სახსრების ტკივილი

მეხსიერების დაკარგვა

მკერდის გადიდება მამაკაცებში (გინეკომასტია)

პოლინეიროპათია (მრავალობითი ნერვების ანთება)

უცნობია:

დიარეა

ხველა

ქოშინი

შეშუპება (ედემა)

ძილის დარღვევები, როგორიცაა უძილობა და კოშმარები

სექსუალური პრობლემები

დეპრესია

რესპირატორული პრობლემები, მათ შორის მუდმივი ხველა და/ან ქოშინი ან ცხელება

მყესის დაზიანება

კუნთების მუდმივი სისუსტე

პერიფერიული ნეიროპათია (ცენტრალური ნერვული სისტემის გარეთ არსებული ნერვების ანთება)

იმუნო-განპირობებული ნეკროზული მიოპათია (კუნთების მუდმივი სისუსტე)

მიასთენია გრავისი (დაავადება, რომელიც იწვევს კუნთების ზოგად სისუსტეს, ზოგ შემთხვევაში სუნთქვისთვის საჭირო კუნთების ჩათვლით). ოკულარული მიასთენია (დაავადება, რომელიც იწვევს თვალის კუნთების სისუსტეს). მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნებათ სისუსტე მკლავებში ან ფეხებში, რომელიც უარესდება მოძრაობის შემდეგ, ყლაპვის გაძნელება, ქოშინი, ქუთუთოების დაშვება ან მხედველობის გაორება.

თუ შეამჩნევთ რომელიმე გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის მითითებული ამ ინსტრუქციაში, ესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გარდა ამისა, შეატყობინეთ ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შესახებ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM) ვებგვერდზე www.titck.gov.tr „Medicine Side Effect Notification“ ნიშანზე დაწკაპუნებით ან გვერდითი ეფექტების შეტყობინების ცხელ ხაზზე დარეკვით: 0 800 314 00 08. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეიტანთ წვლილს თქვენ მიერ გამოყენებული მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებაში.

  • როგორ შევინახოთ კოლნარი

შეინახეთ კოლნარი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და თავდაპირველ შეფუთვაში.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით. არ გამოიყენოთ კოლნარი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

შეინახეთ ბლისტერები ოთახის ტემპერატურაზე, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

ნუ გადაყრით ვადაგასულ ან გამოუყენებელ მედიკამენტებს სანაგვეში! ჩააბარეთ ისინი გარემოს, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემაში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი: Sanovel İlaç San. ve Tic. A.Ş. 34460 İstinye - İstanbul

მწარმოებელი: Sanovel İlaç San. ve Tic. A.Ş. 34580 Silivri - Istanbul

გამოყენების ეს ინსტრუქცია დამტკიცებულია 20/10/2023-ში.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა