აპო-როზუვასტატინი
ᴾʳAPO-ROSUVASTATIN
ექიმის მიერ ეს ტაბლეტები ინიშნება სისხლში ქოლესტერინისა და სხვა ცხიმების დონის დასაქვეითებლად (როგორიცაა ტრიგლიცერიდები) და გულის შეტევებისა და ინსულტის რისკის შესამცირებლად. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- როზუვასტატინი (rosuvastatin)
- ფორმა და შეფუთვა
- 20მგ ტაბლეტი №30
- მწარმოებელი
- Apotex Inc., კანადა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი საშუალებები, HMG CoA რედუქტაზას ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- C10AA07
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-023558
- რეგისტრირებულია
- 13 ოქტომბერი 2017, მოქმედებს 13 ოქტომბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
აპო-როზუვასტატინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ექიმის მიერ ეს ტაბლეტები ინიშნება სისხლში ქოლესტერინისა და სხვა ცხიმების დონის დასაქვეითებლად (როგორიცაა ტრიგლიცერიდები) და გულის შეტევებისა და ინსულტის რისკის შესამცირებლად.
რას აკეთებს აპო-როზუვასტატინი:
აპო-როზუვასტატინი წარმოადგენს როზუვასტატინის ბრენდულ სახელწოდებას, რომელიც მიეკუთვნება “სტატინების” სახელით ცნობილ პრეპარატების კლასს, უფრო სპეციფიკურად კი სახელად HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორებს. HMG-CoA რედუქტაზა არის ფერმენტი, რომელიც მონაწილეობს სისხლში ქოლესტერინის დონის რეგულირების პროცესში. სტატინები გამოიყენება დიეტასთან და ვარჯიშთან ერთად, რათა დაეხმაროს ორგანიზმში წარმოქმნილი ქოლესტერინის რაოდენობის კონტროლში.
აპო-როზუვასტატინი ეხმარება ორგანიზმს შემდეგნაირად:
აქვეითებს LDL (ცუდი) ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონეს
ზრდის HLD (კარგი) ქოლესტერინის დონეს
აქვეითებს საერთო ქოლესტერინი/HDL-ქოლესტერინი თანაფარდობას (TC:HDL-C თანაფარდობა). ეს თანაფარდობა წარმოადგენს კარგ და ცუდ ქოლესტერინს შორის წონასწორობას.
რა არის ქოლესტერინი?
ქოლესტერინი არის ერთ-ერთი ცხიმოვანი ნივთიერება სისხლში, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ფუნქციონირებისათვის. ის მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის. ორგანიზმი ქოლესტერინს იყენებს სხვადასხვა გზით; მაგალითად ნაღვლოვანი მჟავის წარმოსაქმნელად, რომელიც ინელებს ცხიმებს.
ქოლესტერინის მაღალმა დონემ შესაძლოა არ გამოიწვიოს პაციენტის თვითშეგრძნების გაუარესება ან მისი გამომეტყველების შეცვლა, თუმცა, სისხლში დიდი რაოდენობით ქოლესტერინი არ არის ჯანსაღი. ის ლაგდება არტერიების კედლებში და იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ნიშნებისა და სიმპტომების განვითარებას (გულის დაავადება).
არსებობს ორი ძალიან განსხვავებული ტიპის ქოლესტერინი.
LDL ქოლესტერინი
თუ LDL ქოლესტერინის დონე ძალიან მაღალია, შეიძლება გამოიწვიოს თანდათანობით ქოლესტერინის დაგროვება სისხლძარღვების კედლებში, რომელიც ცნობილია ფოლაქის სახელწოდებით. დროთა განმავლობაში ფოლაქი შეიძლება გაიზარდოს ისე, რომ შეავიწროვოს არტერიები. შევიწროვებული არტერიები ანელებენ ან აჩერებენ სისხლის დინებას სასიცოცხლო ნიშვნელობის ორგანოებისკენ, როგორიცაა გული და ტვინი. შეჩერებული სისხლის დინება იწვევს გულის შეტევას ან ინსულტს.
HDL ქოლესტერინი
HDL მიაქვს LDL ქოლესტერინი სისხლძარღვთა კედლებიდან ღვიძლისკენ საიდანაც ის გამოიდევნება ორგანიზმიდან. რაც უფრო მაღალია HDL ქოლესტერინის დონე მით უფრო კარგია.
მნიშვნელოვანი ქოლესტერინის სამიზნეები
არსებობს რამოდენიმე მნიშვნელოვანი საზომი, დაკავშირებული ქოლესტერინთან. გარდა HDL და LDL ქოლესტერინისა, ექიმის მიერ ასევე განისაზღვრება TC:HDL-C თანაფარდობა.
LDL ქოლესტერინისა და თანაფარდობის შემცირება
არსებობს მრავალი გზა, რისი გაკეთებაც შეიძლება LDL ქოლესტერინის დონის დასაქვეითებლად, HDL ქოლესტერინის დონის გასაზრდელად და TC:HDL-C თანაფარდობის შესამცირებლად, გამომდინარე ჯანმრთელობიდან და ცხოვრების წესიდან. ექიმის მიერ პაციენტს მიეცემა რეკომენდაცია:
დიეტის შეცვლის შესახებ სხეულის წონის კონტროლის და/ან ქოლესტერინის დონის დაქვეითების მიზნით
ვარჯიშის, რომელიც შეესაბამება პაციენტის მდგომარეობას
თამბაქოს მოხმარების შეწყვეტისა და მწეველთა ადგილებში ყოფნისგან თავის შეკავების შესახებ
ალკოჰოლისთვის თავის დანებების ან მისი მიღების შემცირების შესახებ
პაციენტი უნდა მიჰყვეს ექიმის ინსტრუქციებს ყურადღებით.
როდის არ მიიღება აპო-როზუვასტატინი:
უკუჩვენებები
პაციენტს აქვს ღვიძლის დაავადება
ორსულია ან ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად. თუ პაციენტი დაორსულდა აპო-როზუვასტატინის მიღების პერიოდში, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს პრეპარატის მიღების შეწყვეტა და რჩევისათვის უნდა მიემართოს ექიმს, ვინაიდან აპო-როზუვასტატინის გამოყენება არ შეიძლება ორსულ ქალებში.
მეძუძურია
როდისმე აღენიშნებოდა ალერგიული რეაქცია აქტიური ინგრედიენტის ან ნებისმიერი აპო-როზუვასტატინის შემადგენელი დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხ. რომელია არასამკურნალო ინგრედიენტები:)
პაციენტი იღებს პრეპარატს სახელწოდებით ციკლოსპორინი (გამოიყენება მაგალითად ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ).
რომელია სამკურნალო ინგრედიენტი:
როზუვასტატინის კალციუმი
რომელია არასამკურნალო ინგრედიენტები:
კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, კროსპოვიდონი, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, რკინის ყვითელი ოქსიდი (მხოლოდ 5 მგ ტაბლეტებში), რკინის წითელი ოქსიდი (მხოლოდ 10 მგ, 20 მგ და 40 მგ ტაბლეტებში), პოლიეთილენ გლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი.
აპო-როზუვასტატინი შეიცავს ლაქტოზას და ფერის მიმცემ აგენტებს, მაგრამ არ შეიცავს გლუტენს.
რომელი დოზირების ფორმებით გამოდის პრეპარატი:
აპო-როზუვასტატინის გარსით დაფარული ტაბლეტები ხელმისაწვდომია ოთხი სიძლიერის ტაბლეტების სახით: 5 მგ, 10 მგ, 20 მგ და 40 მგ.
გაფრთილებები და სიფრთხილის ზომები
აპო-როზუვასტატინი არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში 18 წლამდე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
აპო-როზუვასტატინი არ გამოიყენება ორსულ ქალებში. ქოლესტერინის შენაერთები არიან მნიშვნელოვანი ელემენტები ნაყოფის განვითარებისთვის. ქოლესტერინის დამაქვეითებელმა პრეპარატებმა შეიძლება დააზიანონ ნაყოფი. თუ პაციენტი დაორსულდა, უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან დაკავშირება.
თუ პაციენტი არის რეპროდუქციული ასაკის, ექიმთან ერთად უნდა მოხდეს განხილვა პოტენციური რისკისა და ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდების გამოყენების მნიშვნელობის შესახებ.
აპო-როზუვასტატინის ტაბლეტების მიღებამდე უნდა ეთქვას ექიმს ან ფარმაცევტს, თუ პაციენტს:
აქვს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები
რეგულარულად მოიხმარს სამ ან მეტ ალკოჰოლურ სასმელს დღეში
აქვს კუნთების დაავადებების ოჯახური ანამნეზი
აქვს ნებისმიერი სახის პრობლემა დაკავშირებული კუნთებთან (ტკივილი, დაჭიმულობა) HMG-CoA რეფუქტაზას ინჰიბიტორების (სტატინი) მიღების ფონზე, როგორიცაა ატორვასტატინი (ლიპიტორი®), ფლუვასტატინი (ლესკოლი®), ლოვასტატინი (მევაკორი®), პრავასტატინი (პრავაქოლი®), როზუვასტატინი (კრესტორი®) ან სიმვასტატინი (ზოკორი®) ან განუვითარდა ალერგია ან აუტანლობა მათზე.
აქვს თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები
აქვს დიაბეტი
ჩაუტარდა ოპერაცია ან სხვა სახით ქსოვილების დაზიანება
გადამეტებულად ვარჯიშობს
აპო-როზუვასტატინის მიღების ფონზე შესაძლოა მცირედ მოიმატოს სისხლში შაქრის დონემ. თუ პაციენტს აღენიშნება გლუკოზის და ცხიმების მაღალი დონე სისხლში, არის ჭარბი წონის და აქვს არტერიული წნევის მაღალი ციფრები, არსებობს დიაბეტის განვითარების რისკი.
ურთიერთქმედებები ამ მედიკამენტთან
ზოგჯერ პრეპარატებმა შესაძლოა იმოქმედონ სხვა წამლებზე, ამგვარად, უნდა ეთქვას ექიმს ან ფარმაცევტს თუ პაციენტი იღებს რომელიმე მედიკამენტს, მათ შორის, სარეცეპტოს, არა-სარეცეპტოს და ბუნებრივ პროდუქტებს. განსაკუთრებით უნდა ეთქვას ექიმს, თუ პაციენტი იღებს ჩამოთვლილთაგან რომელიმეს:
ნებისმიერი სხვა ქოლესტერინის დონის დამაქვეითებელი პრეპარატები, მაგალითად ფიბრატები (გემფიბროზილი, ფენოფიბრატი), ნიაცინი ან ეზიტიმიბი.
ვარფარინი, კლოპიდოგრელი (ან ნებისმიერი სხვა სისხლის გამათხელებელი პრეპარატი)
ანტივირუსული საშუალებები, როგორიცაა რიტონავირის კომბინაცია სხვა პროტეაზას ინჰიბიტორთან ან სიმეპრევირი (რომელიც გამოიყენება ინფექციების საწინააღმდეგოდ, მათ შორის, HIV ინფექციის ან ჰეპატიტი C ინფექციის).
ანტაციდები (ხშირი გამოყენება) და აპო-როზუვასტატინი მიიღება 2 საათიანი ინტერვალებით
ციკლოსპორინი (გამოიყენება ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ)
ფუზიდის მჟავა (ანტიბიოტიკი). ექიმის მიერ დროებით შეწყდება აპო-როზუვასტატინის მიღება მანამ, სანამ არ ჩამთავრდება ფუზიდის მჟავით მკურნალობა.
ამ პრეპარატის სწორი გამოყენება
აპო-როზუვასტატინი არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
ექიმის მიერ ეს პრეპარატი ინიშნება მხოლოდ პაციენტისთვის. არ შეიძლება მისი სხვებისთვის გადაცემა, ვინაიდან ეს შესაძლოა მათთვის აღმოჩნდეს საზიანო, სიმპტომების მსგავსების შემთხვევაშიც კი.
პაციენტი ყოველთვის უნდა მიჰყვეს ექიმის მითითებებს და განაგრძოს პრეპარატის მიღება მაშინაც კი, თუ თავს კარგად გრძნობს.
თითოეული ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყლის მიყოლებით. აპო-როზუვასტატინი მიიღება ერთჯერადი დოზის სახით.
პაციენტს უნდა ახსოვდეს აპო-როზუვასტატინის მიღება ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს. არ აქვს მნიშვნელობა აპო-როზუვასტატინი მიღებულ იქნება საკვებთან ერთად თუ მის გარეშე, დილას თუ საღამოს.
არ უნდა მოხდეს დოზის შეცვლა ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა თვითნებურად, ექიმთან გასაუბრების გარეშე.
თუ პაციენტი გახდა ავად, უტარდება ოპერაცია ან საჭიროებს მკურნალობას მედიკამენტით აპო-როზუვასტატინის მიღების პერიოდში, უნდა ეთქვას ექიმს ან ფარმაცევტს, რომ ის იღებს აპო-როზუვასტატინს.
თუ პაციენტს უწევს სხვა ექიმის ნახვა ნებისმიერი მიზეზით, პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მას, ნებისმიერი პრეპარატის შესახებ, რომელსაც ღებულობს, მათ შორის, აპო-როზუვასტატინის შესახებაც.
ჩვეული დოზა:

მოზრდილები
აპო-როზუვასტატინით მკურნალობა ჩვეულებრივ იწყება 10 მგ ტაბლეტის მიღებით ერთხელ დღეში. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება მკურნალობა დაეწყოს 5 მგ ტაბლეტის მიღებით ერთხელ დღეში, სხვებს 20 მგ ტაბლეტი ერთხელ დღეში.
სისხლში ლიპიდების დონის შემოწმების შემდეგ ექიმი გადაწყვეტს დოზის კორექციის საკითხს, სანამ პაციენტი არ მიიღებს აპო-როზუვასტატინის იმ დოზას, რომელიც საჭიროა მისთვის. მაქსიმალური დღიური დოზაა 40 მგ.
პაციენტს უნდა ახსოვდეს რომ მიიღოს ახალი რეცეპტი ექიმისაგან ან მარაგი შეავსოს აფთიაქიდან რამოდენიმე დღით ადრე, სანამ ყველა ტაბლეტს მიიღებს.
გვერდითი მოვლენები
პაციენტთა უმეტესობას არ უვითარდება აპო-როზუვასტატინის მიღების ფონზე გვერდითი ეფექტები. თუმცა, ყველა მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები. ეს ეფექტები ჩვეულებრივ მსუბუქია და გადის მოკლე პერიოდში.
უნდა მოხდეს ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ შემოწმება, თუ რომელიმე ჩამოთვლილთაგან პერსისტირებს ან ხდება პრობლემური:
მუცლის ტკივილი
თავის ტკივილი
ყაბზობა
თავბრუსხვევა
თავის შეუძლოდ გრძნობა
ნაკლებად ხშირად, ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს სხვა გვერდითი ეფექტები, როგორიცაა კანზე გამონაყარი, ქავილი და ურტიკარია.
აპო-როზუვასტატინმა შესაძლოა გამოიწვიოს სისხლის ანალიზის შედეგებში ცვლილება. ექიმი გადაწყვეტს, თუ როდის უნდა ჩაატაროს სისხლის ანალიზები და წაიკითხავს შედეგებს.
შესაძლო გვერდითი ეფექტები, რომლებიც აღწერილ იქნა ზოგიერთ სტატინთან მიმართებაში: სუნთქვის პრობლემები, მუდმივი ხველით და/ან სუნთქვის გაძნელებით ან ცხელებით, ცნობიერების მოშლა, მეხსიერების დაქვეითება, გუნება-განწყობის პრობლემები დეპრესიის ჩათვლით; ძილთან დაკავშირებული პრობლემები ინსომნიისა და ღამის კოშმარების ჩათვლით; ერექციული დისფუნქცია, ჩხვლეტის, დაბუჟების, სისუსტის შეგრძნება ან ტკივილი ხელებში ან ტერფებში, თუმცა ეს შესაძლოა განვითარდეს, ასევე, სხეულის ნებისმიერ მონაკვეთში (პერიფერიული ნეიროპათია).
სერიოზული გვერდითი ეფექტები, რა სიხშირით ვითარდება და რა უნდა გაკეთდეს
სიმპტომი/ეფექტი
ექიმთან ან ფარმაცევტთან გასაუბრება
უნდა მოხდეს პრეპარატის მიღების შეწყვეტა და დაუყოვნებლივ მიემართოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას
მხოლოდ თუ მძიმეა
ყველა შემთხვევაში
იშვიათი
აუხსნელი კუნთების ტკივილი
კუნთების დაჭიმულობა ან სისუსტე ან სახსრების ტკივილი
სარძევე ჯირკვლის გადიდება ქალებსა და მამაკაცებში (გინეკომასტია)
გენერალიზებული სისუსტე, განსაკუთრებით შეუძლოდ ყოფნის დროს
სიყვითლე ან ჰეპატიტის სიმპტომების მსგავსი ყავისფერი ან შეცვლილი შეფერილობის შარდი
სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება
ალერგიული რეაქციები (სიმპტომები მოიცავს პირის, ენის, სახის და ხახის შეშუპებას, ძლიერ ქავილს, გამონაყარს, კანიდან წამოწეულ გამონაყარს, კანის და ლორწოვანი გარსების დაწყლულებას ტუჩების, თვალების, პირის და ცხვირის ღრუს ან გენიტალიების არეში).
ღვიძლის დაზიანება: ყვითელი კანი ან თვალები, გრიპის მსგავსი სიმპტომები
ძალიან იშვიათი
პანკრეასის ანთების (პანკრეატიტი) სიმპტომები, როგორიცაა ძლიერი ტკივილი კუჭის არეში
მეხსიერების დაკარგვა
უცნობი
სისხლში შაქრის დონის მომატება: შარდვის გახშირება, წყურვილი და შიმშილი
თრომბოციტების დონის დაქვეითება სისხლში (ხასიათდება ადვილად ან ჭარბი სისხლდენით, როგორიცაა მარტივად სისხლჩაქცევების გაჩენით, ცხვირიდან სისხლდენა და ღრძილებიდან სისხლდენა)
ეს არ არის გვერდითი ეფექტების სრული სია. აპო-როზუვასტატინის მიღების ფონზე განვითარებული ნებისმიერი მოულოდნელი გვერდითი ეფექტის შემთხვევაში, უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
როგორ უნდა მოხდეს შენახვა
ინახება ოთახის ტემპერატურაზე 15oC-30oC (59oF-86oF).
ინახება ნესტისაგან დაცულ ადგილას
ტაბლეტები ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ტაბლეტებმა შეიძლება ავნოს მათ.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15oC-30oC), სითბოს ან ნესტისგან მოშორებულ ადგილას, როგორიცაა აბაზანა ან სამზარეულო.
ტაბლეტები ინახება ორიგინალ შეფუთვაში.
თუ ექიმი გადაწყვეტს პრეპარატის მიღების შეწყვეტას, ტაბლეტები უნდა დაუბრუნდეს ფარმაცევტს გასანადგურებლად.
არ უნდა მოხდეს ტაბლეტების მიღება შეფუთვაზე მითითებული მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
პაციენტს შეუძლია დაეხმაროს კანადელებს პრეპარატის უსაფრთხო გამოყენების გაუმჯობესებაში სერიოზული და მოულოდნელი გვერდითი ეფექტების კანადის ჯანდაცვისთვის შეტყობინებით. შეტყობინებით პაციენტი შესაძლოა დაეხმაროს ახალი გვერდითი ეფექტების აღმოჩენასა და პროდუქტის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის შეცვლაში.
შეტყობინების 3 გზა:
ონლაინ MedEffect-ზე;
დარეკვით ტელეფონზე 1-866-234-2345 (უფასო);
მომხმარებლის გვერდითი ეფექტების შეტყობინების ფორმის შევსებითა და მისი გადაგზავნით:
- ფაქსით ნომერზე 1-866-678-6789 (უფასო) ან
- ფოსტით: კანადა ვიჯილენსის პროგრამა
ჰელს კანადა, საფოსტო ლოკატორი 070 ე, ოტავა, ON K1A 0K9,
საფოსტო ეტიკეტები და მომხმარებლის გვერდითი ეფექტების შეტყობინების ფორმა ხელმისაწვდომია MedEffect-ზე.
შენიშვნა: გვერდითი ეფექტების სამართავად ინფორმაციის მისაღებად უნდა მოხდეს ჯანდაცვის პროფესიონალთან დაკავშირება. კანადა ვიჯილენსის პროგრამა არ იძლევა სამედიცინო რჩევას.
დამატებითი ინფორმაცია:
შენიშვნა: ეს მომხმარებლის ინფორმაციის ინსტრუქცია აწვდის ყველაზე ახალ ინფორმაციას, რაც არსებობს მისი დაბეჭდვის მომენტისთვის.
დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა მოხდეს ექიმთან, ფარმაცევტთან ან ჯანდაცვის სხვა პროფესიონალთან დაკავშირება.
ეს ინსტრუქცია პლუს სრული პროდუქტის მონოგრაფია, მომზადებულია ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის და მისი მიღება შესაძლებელია DISpedia-სთან დაკავშირებით, აპოტექსის წამლის საინფორმაციო სამსახურში, ნომერზე:
1-800-667-4708
ამ ინსტრუქციის ნახვა შესაძლებელია ასევე:
http://www.apotex.ca/products.
ეს ინსტრუქცია მომზადებულია აპოტექს ინკ., ტორონტო, ონტარიო, M9L 1T9 - მიერ.
უკანასკნელი გადახედვის თარიღი: 7 ოქტომბერი, 2015 წელი.
დასმულია ბეჭედი:
აპოტექს ინკ. 150 სიგნეტ დრაივ, ტორონტო, ON M9L 1T9, კანადა.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ჭარბი დოზა
არ არსებობს ჭარბი დოზირების შემთხვევაში სპეციფიკური მკურნალობა
პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევაში უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ პრაქტიკოს ჯანდაცვის პროფეციონალთან, ჰოსპიტალის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტთან ან რეგიონალური მოწამლის კონტროლიც ცენტრთან დაკავშირება, მაშინაც კი, თუ არ არის გამოხატული სიმპტომები.
დოზის გამოტოვება:
არ უნდა მოხდეს გაორმაგებული დოზის მიღება. თუ პაციენტმა გამოტოვა ტაბლეტი, მისი მიღება უნდა მოხდეს ამის შესახებ გახსენებისთანავე. თუ უკვე შემდეგი დოზის მიღების დროა, დავიწყებული დოზა უნდა იქნას გამოტოვებული და მკურნალობა გაგრძელდეს შემდეგი დოზის მიღებით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
ნაწილი III: გამოყენების ინსტრუქცია
აპო-როზუვასტატინი
როზუვასტატინის კალციუმის ტაბლეტები
ეს ინსტრუქცია არის “პროდუქტის მონოგრაფიის” ნაწილი, რომელიც გამოიცა მაშინ, როდესაც აპო-როზუვასტატინი დამტკიცდა კანადაში გასაყიდად და შეიქმნა სპეციფიკურად მომხმარებლისთვის. ეს ინსტრუაცია არის შეჯამება და არ იძლევა სრულ ინფორმაციას აპო-როზუვასტატინის შესახებ. ამ პრეპარატის შესახებ ნებისმიერი შეკითხვით უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
ამ პრეპარატის შესახებ
რისთვის გამოიყენება აპო-როზუვასტატინი:
ექიმის მიერ ეს ტაბლეტები ინიშნება სისხლში ქოლესტერინისა და სხვა ცხიმების დონის დასაქვეითებლად (როგორიცაა ტრიგლიცერიდები) და გულის შეტევებისა და ინსულტის რისკის შესამცირებლად.
რას აკეთებს აპო-როზუვასტატინი:
აპო-როზუვასტატინი წარმოადგენს როზუვასტატინის ბრენდულ სახელწოდებას, რომელიც მიეკუთვნება “სტატინების” სახელით ცნობილ პრეპარატების კლასს, უფრო სპეციფიკურად კი სახელად HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორებს. HMG-CoA რედუქტაზა არის ფერმენტი, რომელიც მონაწილეობს სისხლში ქოლესტერინის დონის რეგულირების პროცესში. სტატინები გამოიყენება დიეტასთან და ვარჯიშთან ერთად, რათა დაეხმაროს ორგანიზმში წარმოქმნილი ქოლესტერინის რაოდენობის კონტროლში.
აპო-როზუვასტატინი ეხმარება ორგანიზმს შემდეგნაირად:
აქვეითებს LDL (ცუდი) ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონეს
ზრდის HLD (კარგი) ქოლესტერინის დონეს
აქვეითებს საერთო ქოლესტერინი/HDL-ქოლესტერინი თანაფარდობას (TC:HDL-C თანაფარდობა). ეს თანაფარდობა წარმოადგენს კარგ და ცუდ ქოლესტერინს შორის წონასწორობას.
რა არის ქოლესტერინი?
ქოლესტერინი არის ერთ-ერთი ცხიმოვანი ნივთიერება სისხლში, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ფუნქციონირებისათვის. ის მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის. ორგანიზმი ქოლესტერინს იყენებს სხვადასხვა გზით; მაგალითად ნაღვლოვანი მჟავის წარმოსაქმნელად, რომელიც ინელებს ცხიმებს.
ქოლესტერინის მაღალმა დონემ შესაძლოა არ გამოიწვიოს პაციენტის თვითშეგრძნების გაუარესება ან მისი გამომეტყველების შეცვლა, თუმცა, სისხლში დიდი რაოდენობით ქოლესტერინი არ არის ჯანსაღი. ის ლაგდება არტერიების კედლებში და იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ნიშნებისა და სიმპტომების განვითარებას (გულის დაავადება).
არსებობს ორი ძალიან განსხვავებული ტიპის ქოლესტერინი.
LDL ქოლესტერინი
თუ LDL ქოლესტერინის დონე ძალიან მაღალია, შეიძლება გამოიწვიოს თანდათანობით ქოლესტერინის დაგროვება სისხლძარღვების კედლებში, რომელიც ცნობილია ფოლაქის სახელწოდებით. დროთა განმავლობაში ფოლაქი შეიძლება გაიზარდოს ისე, რომ შეავიწროვოს არტერიები. შევიწროვებული არტერიები ანელებენ ან აჩერებენ სისხლის დინებას სასიცოცხლო ნიშვნელობის ორგანოებისკენ, როგორიცაა გული და ტვინი. შეჩერებული სისხლის დინება იწვევს გულის შეტევას ან ინსულტს.
HDL ქოლესტერინი
HDL მიაქვს LDL ქოლესტერინი სისხლძარღვთა კედლებიდან ღვიძლისკენ საიდანაც ის გამოიდევნება ორგანიზმიდან. რაც უფრო მაღალია HDL ქოლესტერინის დონე მით უფრო კარგია.
მნიშვნელოვანი ქოლესტერინის სამიზნეები
არსებობს რამოდენიმე მნიშვნელოვანი საზომი, დაკავშირებული ქოლესტერინთან. გარდა HDL და LDL ქოლესტერინისა, ექიმის მიერ ასევე განისაზღვრება TC:HDL-C თანაფარდობა.
LDL ქოლესტერინისა და თანაფარდობის შემცირება
არსებობს მრავალი გზა, რისი გაკეთებაც შეიძლება LDL ქოლესტერინის დონის დასაქვეითებლად, HDL ქოლესტერინის დონის გასაზრდელად და TC:HDL-C თანაფარდობის შესამცირებლად, გამომდინარე ჯანმრთელობიდან და ცხოვრების წესიდან. ექიმის მიერ პაციენტს მიეცემა რეკომენდაცია:
დიეტის შეცვლის შესახებ სხეულის წონის კონტროლის და/ან ქოლესტერინის დონის დაქვეითების მიზნით
ვარჯიშის, რომელიც შეესაბამება პაციენტის მდგომარეობას
თამბაქოს მოხმარების შეწყვეტისა და მწეველთა ადგილებში ყოფნისგან თავის შეკავების შესახებ
ალკოჰოლისთვის თავის დანებების ან მისი მიღების შემცირების შესახებ
პაციენტი უნდა მიჰყვეს ექიმის ინსტრუქციებს ყურადღებით.
როდის არ მიიღება აპო-როზუვასტატინი:
აპო-როზუვასტატინი არ მიიღება, თუ:
პაციენტს აქვს ღვიძლის დაავადება
ორსულია ან ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად. თუ პაციენტი დაორსულდა აპო-როზუვასტატინის მიღების პერიოდში, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს პრეპარატის მიღების შეწყვეტა და რჩევისათვის უნდა მიემართოს ექიმს, ვინაიდან აპო-როზუვასტატინის გამოყენება არ შეიძლება ორსულ ქალებში.
მეძუძურია
როდისმე აღენიშნებოდა ალერგიული რეაქცია აქტიური ინგრედიენტის ან ნებისმიერი აპო-როზუვასტატინის შემადგენელი დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხ. რომელია არასამკურნალო ინგრედიენტები:)
პაციენტი იღებს პრეპარატს სახელწოდებით ციკლოსპორინი (გამოიყენება მაგალითად ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ).
რომელია სამკურნალო ინგრედიენტი:
როზუვასტატინის კალციუმი
რომელია არასამკურნალო ინგრედიენტები:
კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, კროსპოვიდონი, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, რკინის ყვითელი ოქსიდი (მხოლოდ 5 მგ ტაბლეტებში), რკინის წითელი ოქსიდი (მხოლოდ 10 მგ, 20 მგ და 40 მგ ტაბლეტებში), პოლიეთილენ გლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი.
აპო-როზუვასტატინი შეიცავს ლაქტოზას და ფერის მიმცემ აგენტებს, მაგრამ არ შეიცავს გლუტენს.
რომელი დოზირების ფორმებით გამოდის პრეპარატი:
აპო-როზუვასტატინის გარსით დაფარული ტაბლეტები ხელმისაწვდომია ოთხი სიძლიერის ტაბლეტების სახით: 5 მგ, 10 მგ, 20 მგ და 40 მგ.
გაფრთილებები და სიფრთხილის ზომები
აპო-როზუვასტატინი არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში 18 წლამდე.
ორსულობა
აპო-როზუვასტატინი არ გამოიყენება ორსულ ქალებში. ქოლესტერინის შენაერთები არიან მნიშვნელოვანი ელემენტები ნაყოფის განვითარებისთვის. ქოლესტერინის დამაქვეითებელმა პრეპარატებმა შეიძლება დააზიანონ ნაყოფი. თუ პაციენტი დაორსულდა, უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან დაკავშირება.
თუ პაციენტი არის რეპროდუქციული ასაკის, ექიმთან ერთად უნდა მოხდეს განხილვა პოტენციური რისკისა და ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდების გამოყენების მნიშვნელობის შესახებ.
აპო-როზუვასტატინის ტაბლეტების მიღებამდე უნდა ეთქვას ექიმს ან ფარმაცევტს, თუ პაციენტს:
აქვს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები
რეგულარულად მოიხმარს სამ ან მეტ ალკოჰოლურ სასმელს დღეში
აქვს კუნთების დაავადებების ოჯახური ანამნეზი
აქვს ნებისმიერი სახის პრობლემა დაკავშირებული კუნთებთან (ტკივილი, დაჭიმულობა) HMG-CoA რეფუქტაზას ინჰიბიტორების (სტატინი) მიღების ფონზე, როგორიცაა ატორვასტატინი (ლიპიტორი®), ფლუვასტატინი (ლესკოლი®), ლოვასტატინი (მევაკორი®), პრავასტატინი (პრავაქოლი®), როზუვასტატინი (კრესტორი®) ან სიმვასტატინი (ზოკორი®) ან განუვითარდა ალერგია ან აუტანლობა მათზე.
აქვს თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები
აქვს დიაბეტი
ჩაუტარდა ოპერაცია ან სხვა სახით ქსოვილების დაზიანება
გადამეტებულად ვარჯიშობს
აპო-როზუვასტატინის მიღების ფონზე შესაძლოა მცირედ მოიმატოს სისხლში შაქრის დონემ. თუ პაციენტს აღენიშნება გლუკოზის და ცხიმების მაღალი დონე სისხლში, არის ჭარბი წონის და აქვს არტერიული წნევის მაღალი ციფრები, არსებობს დიაბეტის განვითარების რისკი.
ურთიერთქმედებები ამ მედიკამენტთან
ზოგჯერ პრეპარატებმა შესაძლოა იმოქმედონ სხვა წამლებზე, ამგვარად, უნდა ეთქვას ექიმს ან ფარმაცევტს თუ პაციენტი იღებს რომელიმე მედიკამენტს, მათ შორის, სარეცეპტოს, არა-სარეცეპტოს და ბუნებრივ პროდუქტებს. განსაკუთრებით უნდა ეთქვას ექიმს, თუ პაციენტი იღებს ჩამოთვლილთაგან რომელიმეს:
ნებისმიერი სხვა ქოლესტერინის დონის დამაქვეითებელი პრეპარატები, მაგალითად ფიბრატები (გემფიბროზილი, ფენოფიბრატი), ნიაცინი ან ეზიტიმიბი.
ვარფარინი, კლოპიდოგრელი (ან ნებისმიერი სხვა სისხლის გამათხელებელი პრეპარატი)
ანტივირუსული საშუალებები, როგორიცაა რიტონავირის კომბინაცია სხვა პროტეაზას ინჰიბიტორთან ან სიმეპრევირი (რომელიც გამოიყენება ინფექციების საწინააღმდეგოდ, მათ შორის, HIV ინფექციის ან ჰეპატიტი C ინფექციის).
ანტაციდები (ხშირი გამოყენება) და აპო-როზუვასტატინი მიიღება 2 საათიანი ინტერვალებით
ციკლოსპორინი (გამოიყენება ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ)
ფუზიდის მჟავა (ანტიბიოტიკი). ექიმის მიერ დროებით შეწყდება აპო-როზუვასტატინის მიღება მანამ, სანამ არ ჩამთავრდება ფუზიდის მჟავით მკურნალობა.
ამ პრეპარატის სწორი გამოყენება
აპო-როზუვასტატინი არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
ექიმის მიერ ეს პრეპარატი ინიშნება მხოლოდ პაციენტისთვის. არ შეიძლება მისი სხვებისთვის გადაცემა, ვინაიდან ეს შესაძლოა მათთვის აღმოჩნდეს საზიანო, სიმპტომების მსგავსების შემთხვევაშიც კი.
პაციენტი ყოველთვის უნდა მიჰყვეს ექიმის მითითებებს და განაგრძოს პრეპარატის მიღება მაშინაც კი, თუ თავს კარგად გრძნობს.
თითოეული ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყლის მიყოლებით. აპო-როზუვასტატინი მიიღება ერთჯერადი დოზის სახით.
პაციენტს უნდა ახსოვდეს აპო-როზუვასტატინის მიღება ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს. არ აქვს მნიშვნელობა აპო-როზუვასტატინი მიღებულ იქნება საკვებთან ერთად თუ მის გარეშე, დილას თუ საღამოს.
არ უნდა მოხდეს დოზის შეცვლა ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა თვითნებურად, ექიმთან გასაუბრების გარეშე.
თუ პაციენტი გახდა ავად, უტარდება ოპერაცია ან საჭიროებს მკურნალობას მედიკამენტით აპო-როზუვასტატინის მიღების პერიოდში, უნდა ეთქვას ექიმს ან ფარმაცევტს, რომ ის იღებს აპო-როზუვასტატინს.
თუ პაციენტს უწევს სხვა ექიმის ნახვა ნებისმიერი მიზეზით, პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მას, ნებისმიერი პრეპარატის შესახებ, რომელსაც ღებულობს, მათ შორის, აპო-როზუვასტატინის შესახებაც.
ჩვეული დოზა:
აპო-როზუვასტატინი არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
მოზრდილები
აპო-როზუვასტატინით მკურნალობა ჩვეულებრივ იწყება 10 მგ ტაბლეტის მიღებით ერთხელ დღეში. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება მკურნალობა დაეწყოს 5 მგ ტაბლეტის მიღებით ერთხელ დღეში, სხვებს 20 მგ ტაბლეტი ერთხელ დღეში.
სისხლში ლიპიდების დონის შემოწმების შემდეგ ექიმი გადაწყვეტს დოზის კორექციის საკითხს, სანამ პაციენტი არ მიიღებს აპო-როზუვასტატინის იმ დოზას, რომელიც საჭიროა მისთვის. მაქსიმალური დღიური დოზაა 40 მგ.
პაციენტს უნდა ახსოვდეს რომ მიიღოს ახალი რეცეპტი ექიმისაგან ან მარაგი შეავსოს აფთიაქიდან რამოდენიმე დღით ადრე, სანამ ყველა ტაბლეტს მიიღებს.
ჭარბი დოზირება
არ არსებობს ჭარბი დოზირების შემთხვევაში სპეციფიკური მკურნალობა
პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევაში უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ პრაქტიკოს ჯანდაცვის პროფეციონალთან, ჰოსპიტალის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტთან ან რეგიონალური მოწამლის კონტროლიც ცენტრთან დაკავშირება, მაშინაც კი, თუ არ არის გამოხატული სიმპტომები.
დოზის გამოტოვება:
არ უნდა მოხდეს გაორმაგებული დოზის მიღება. თუ პაციენტმა გამოტოვა ტაბლეტი, მისი მიღება უნდა მოხდეს ამის შესახებ გახსენებისთანავე. თუ უკვე შემდეგი დოზის მიღების დროა, დავიწყებული დოზა უნდა იქნას გამოტოვებული და მკურნალობა გაგრძელდეს შემდეგი დოზის მიღებით.
გვერდითი ეფექტები და როგორ უნდა მოხდეს მათთან გამკლავება
პაციენტთა უმეტესობას არ უვითარდება აპო-როზუვასტატინის მიღების ფონზე გვერდითი ეფექტები. თუმცა, ყველა მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები. ეს ეფექტები ჩვეულებრივ მსუბუქია და გადის მოკლე პერიოდში.
უნდა მოხდეს ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ შემოწმება, თუ რომელიმე ჩამოთვლილთაგან პერსისტირებს ან ხდება პრობლემური:
მუცლის ტკივილი
თავის ტკივილი
ყაბზობა
თავბრუსხვევა
თავის შეუძლოდ გრძნობა
ნაკლებად ხშირად, ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს სხვა გვერდითი ეფექტები, როგორიცაა კანზე გამონაყარი, ქავილი და ურტიკარია.
აპო-როზუვასტატინმა შესაძლოა გამოიწვიოს სისხლის ანალიზის შედეგებში ცვლილება. ექიმი გადაწყვეტს, თუ როდის უნდა ჩაატაროს სისხლის ანალიზები და წაიკითხავს შედეგებს.
შესაძლო გვერდითი ეფექტები, რომლებიც აღწერილ იქნა ზოგიერთ სტატინთან მიმართებაში: სუნთქვის პრობლემები, მუდმივი ხველით და/ან სუნთქვის გაძნელებით ან ცხელებით, ცნობიერების მოშლა, მეხსიერების დაქვეითება, გუნება-განწყობის პრობლემები დეპრესიის ჩათვლით; ძილთან დაკავშირებული პრობლემები ინსომნიისა და ღამის კოშმარების ჩათვლით; ერექციული დისფუნქცია, ჩხვლეტის, დაბუჟების, სისუსტის შეგრძნება ან ტკივილი ხელებში ან ტერფებში, თუმცა ეს შესაძლოა განვითარდეს, ასევე, სხეულის ნებისმიერ მონაკვეთში (პერიფერიული ნეიროპათია).
სერიოზული გვერდითი ეფექტები, რა სიხშირით ვითარდება და რა უნდა გაკეთდეს
სიმპტომი/ეფექტი
ექიმთან ან ფარმაცევტთან გასაუბრება
უნდა მოხდეს პრეპარატის მიღების შეწყვეტა და დაუყოვნებლივ მიემართოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას
მხოლოდ თუ მძიმეა
ყველა შემთხვევაში
იშვიათი
აუხსნელი კუნთების ტკივილი
კუნთების დაჭიმულობა ან სისუსტე ან სახსრების ტკივილი
სარძევე ჯირკვლის გადიდება ქალებსა და მამაკაცებში (გინეკომასტია)
გენერალიზებული სისუსტე, განსაკუთრებით შეუძლოდ ყოფნის დროს
სიყვითლე ან ჰეპატიტის სიმპტომების მსგავსი ყავისფერი ან შეცვლილი შეფერილობის შარდი
სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება
ალერგიული რეაქციები (სიმპტომები მოიცავს პირის, ენის, სახის და ხახის შეშუპებას, ძლიერ ქავილს, გამონაყარს, კანიდან წამოწეულ გამონაყარს, კანის და ლორწოვანი გარსების დაწყლულებას ტუჩების, თვალების, პირის და ცხვირის ღრუს ან გენიტალიების არეში).
ღვიძლის დაზიანება: ყვითელი კანი ან თვალები, გრიპის მსგავსი სიმპტომები
ძალიან იშვიათი
პანკრეასის ანთების (პანკრეატიტი) სიმპტომები, როგორიცაა ძლიერი ტკივილი კუჭის არეში
მეხსიერების დაკარგვა
უცნობი
სისხლში შაქრის დონის მომატება: შარდვის გახშირება, წყურვილი და შიმშილი
თრომბოციტების დონის დაქვეითება სისხლში (ხასიათდება ადვილად ან ჭარბი სისხლდენით, როგორიცაა მარტივად სისხლჩაქცევების გაჩენით, ცხვირიდან სისხლდენა და ღრძილებიდან სისხლდენა)
ეს არ არის გვერდითი ეფექტების სრული სია. აპო-როზუვასტატინის მიღების ფონზე განვითარებული ნებისმიერი მოულოდნელი გვერდითი ეფექტის შემთხვევაში, უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
როგორ უნდა მოხდეს შენახვა
ინახება ოთახის ტემპერატურაზე 15oC-30oC (59oF-86oF).
ინახება ნესტისაგან დაცულ ადგილას
ტაბლეტები ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ტაბლეტებმა შეიძლება ავნოს მათ.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15oC-30oC), სითბოს ან ნესტისგან მოშორებულ ადგილას, როგორიცაა აბაზანა ან სამზარეულო.
ტაბლეტები ინახება ორიგინალ შეფუთვაში.
თუ ექიმი გადაწყვეტს პრეპარატის მიღების შეწყვეტას, ტაბლეტები უნდა დაუბრუნდეს ფარმაცევტს გასანადგურებლად.
არ უნდა მოხდეს ტაბლეტების მიღება შეფუთვაზე მითითებული მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
პაციენტს შეუძლია დაეხმაროს კანადელებს პრეპარატის უსაფრთხო გამოყენების გაუმჯობესებაში სერიოზული და მოულოდნელი გვერდითი ეფექტების კანადის ჯანდაცვისთვის შეტყობინებით. შეტყობინებით პაციენტი შესაძლოა დაეხმაროს ახალი გვერდითი ეფექტების აღმოჩენასა და პროდუქტის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის შეცვლაში.
შეტყობინების 3 გზა:
ონლაინ MedEffect-ზე;
დარეკვით ტელეფონზე 1-866-234-2345 (უფასო);
მომხმარებლის გვერდითი ეფექტების შეტყობინების ფორმის შევსებითა და მისი გადაგზავნით:
- ფაქსით ნომერზე 1-866-678-6789 (უფასო) ან
- ფოსტით: კანადა ვიჯილენსის პროგრამა
ჰელს კანადა, საფოსტო ლოკატორი 070 ე, ოტავა, ON K1A 0K9,
საფოსტო ეტიკეტები და მომხმარებლის გვერდითი ეფექტების შეტყობინების ფორმა ხელმისაწვდომია MedEffect-ზე.
შენიშვნა: გვერდითი ეფექტების სამართავად ინფორმაციის მისაღებად უნდა მოხდეს ჯანდაცვის პროფესიონალთან დაკავშირება. კანადა ვიჯილენსის პროგრამა არ იძლევა სამედიცინო რჩევას.
დამატებითი ინფორმაცია:
შენიშვნა: ეს მომხმარებლის ინფორმაციის ინსტრუქცია აწვდის ყველაზე ახალ ინფორმაციას, რაც არსებობს მისი დაბეჭდვის მომენტისთვის.
დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა მოხდეს ექიმთან, ფარმაცევტთან ან ჯანდაცვის სხვა პროფესიონალთან დაკავშირება.
ეს ინსტრუქცია პლუს სრული პროდუქტის მონოგრაფია, მომზადებულია ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის და მისი მიღება შესაძლებელია DISpedia-სთან დაკავშირებით, აპოტექსის წამლის საინფორმაციო სამსახურში, ნომერზე:
1-800-667-4708
ამ ინსტრუქციის ნახვა შესაძლებელია ასევე:
http://www.apotex.ca/products.
ეს ინსტრუქცია მომზადებულია აპოტექს ინკ., ტორონტო, ონტარიო, M9L 1T9 - მიერ.
უკანასკნელი გადახედვის თარიღი: 7 ოქტომბერი, 2015 წელი.
დასმულია ბეჭედი:
აპოტექს ინკ. 150 სიგნეტ დრაივ, ტორონტო, ON M9L 1T9, კანადა.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.