მომატებული თვალშიდა წნევის შემცირება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ: ღიაკუთხოვანი გლაუკომა, თვალის ჰიპერტენზია. გამოიყენება მონოთერაპიის სახით იმ პაციენტებში, რომლებისთვისაც ბეტა-ბლოკატორები უკუნაჩვენებია. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ბრიმონიდინი (brimonidine)
- ფორმა და შეფუთვა
- 2მგ/მლ 5მლ თვალის წვეთები, ხსნარი დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის საწვეთურიანი ბოთლი №1
- მწარმოებელი
- RAFARM S.A., საბერძნეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ოფთალმოლოგიური საშუალებები, გლაუკომის სამკურნალო სიმპათომიმეტური საშუალებები
- ATC კოდი
- S01EA05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044601
- რეგისტრირებულია
- 15 იანვარი 2026, მოქმედებს 15 იანვარი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Rich Group LLC (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „რიჩ გრუპ“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
დივუნიდი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მომატებული თვალშიდა წნევის შემცირება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ:
ღიაკუთხოვანი გლაუკომა,
თვალის ჰიპერტენზია.
გამოიყენება მონოთერაპიის სახით იმ პაციენტებში, რომლებისთვისაც ბეტა-ბლოკატორები უკუნაჩვენებია. დამატებითი თერაპიის სახით სხვა თვალშიდა წნევის დამწევ საშუალებებთან ერთად, როდესაც მონოთერაპია არასაკმარისია (იხ. პარაგრაფი 5.1).
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი დაგინიშნათ. მოზრდილები რეკომენდებული დოზაა ერთი წვეთი დაზიანებულ თვალ(ებ)ში დღეში ორჯერ, დაახლოებით 12 საათიანი ინტერვალით.
12 წლამდე ასაკის ბავშვები
დივუნიდი არ უნდა იქნას გამოყენებული 2 წლამდე ასაკის ჩვილებში.
დივუნიდი არ არის რეკომენდებული 2-12 წლის ასაკის ბავშვებისთვის.
გამოყენების ინსტრუქცია
- გამოყენებამდე დაიბანეთ ხელები.
- გადახარეთ თავი უკან და აიხედეთ ზემოთ.
- ფრთხილად ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო, რომ ტომრის ფორმა მიიღოთ.
- ბოთლი თავდაღმა გადმოაბრუნეთ და მოუჭირეთ, რომ ერთი წვეთი ჩააწვეთოთ თვალში.
- დახუჭეთ თვალი და მიაჭირეთ თითი თვალის კუთხეზე (ცხვირის გვერდით) 1 წუთის განმავლობაში.
- მოერიდეთ საწვეთურის წვერით თვალის ან სხვა ზედაპირის შეხებას.
- გამოყენებისთანავე დაახურეთ თავსახური.
თუ იყენებთ თვალის სხვა წვეთებს, მათ ჩაწვეთებამდე დაელოდეთ 5-15 წუთის გასვლას.
თუ გამოიყენებთ საჭიროზე მეტ დივუნიდს
მოზრდილები: დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს დივუნიდის უკვე ცნობილი ეფექტები. გადაყლაპვის შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაწევა, რასაც მოჰყვება მისი შესაძლო მატება.
ბავშვები: შემთხვევითი გადაყლაპვის შემდეგ აღწერილია სერიოზული გვერდითი მოვლენები, მათ შორის: ძილიანობა, ლეთარგია, სხეულის დაბალი ტემპერატურა და სუნთქვის გაძნელება. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ დივუნიდის გამოყენება
გამოიყენეთ როგორც კი გაგახსენდებათ, თუ შემდეგი დოზის მიღების დრო არ არის მოახლოებული. არ გააორმაგოთ დოზა.
თუ შეწყვეტთ დივუნიდის გამოყენებას
ეფექტის მისაღებად, გამოიყენეთ დივუნიდი ყოველდღე. არ შეწყვიტოთ მისი გამოყენება თქვენი ექიმის რეკომენდაციის გარეშე.
უკუჩვენებები
გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ბრიმონიდინის ტარტრატის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ,
იღებთ მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებს (მაოი) ან გარკვეულ ანტიდეპრესანტებს. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ანტიდეპრესანტს,
ძუძუთი კვებავთ ბავშვს,
ხართ ახალშობილი ან ჩვილი (დაბადებიდან 2 წლამდე).
სიფრთხილის ზომები
ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ:
გაწუხებთ ან გქონიათ დეპრესია, ფსიქიკური დარღვევები, ტვინში სისხლის მიმოქცევის დაქვეითება, გულის პრობლემები, კიდურებში სისხლის მიმოქცევის პრობლემები ან დარღვევები არტერიული წნევის მხრივ,
გაქვთ ან გქონიათ პრობლემები თირკმლის ან ღვიძლის მხრივ,
აპირებთ ამ პრეპარატის მიცემას 2-12 წლის ასაკის ბავშვისთვის (დივუნიდი არ არის რეკომენდებული ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის).
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპარატები.
კერძოდ, აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ:
ტკივილგამაყუჩებლებს, საძილე საშუალებებს, ოპიოიდებს, ბარბიტურატებს, ან თუ რეგულარულად მოიხმართ ალკოჰოლს,
ანესთეტიკურ საშუალებებს,
გულის პრობლემების სამკურნალო ან არტერიული წნევის დამწევ პრეპარატებს,
მეტაბოლიზმზე მოქმედ სამკურნალო საშუალებებს, როგორიცაა ქლორპრომაზინი, მეთილფენიდატი, რეზერპინი,
მედიკამენტებს, რომლებიც მოქმედებენ იმავე რეცეპტორებზე, რომლებზეც დივუნიდი, მაგ. იზოპრენალინი, პრაზოზინი,
მაო-ს ინჰიბიტორებს და სხვა ანტიდეპრესანტებს,
ნებისმიერ სხვა მედიკამენტს, თუნდაც ისეთებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული თვალის მდგომარეობასთან, ან თუ იცვლება თქვენი ამჟამინდელი მედიკამენტების დოზა.
ამ მედიკამენტებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს დივუნიდით მკურნალობაზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ დივუნიდი, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
დივუნიდმა შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაბინდვა ან დარღვევა, განსაკუთრებით ღამით ან მკრთალი განათების პირობებში.
ზოგიერთ პაციენტში ასევე შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა ან დაღლილობა.
თუ აღგენიშნებათ ეს ეფექტები, არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები და არ გამოიყენოთ მექანიზმები, სანამ ისინი სრულად არ გაქრება.
დივუნიდი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს.
ამ კონსერვანტმა შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება და რბილი კონტაქტური ლინზების ფერის შეცვლა.
გამოყენებამდე ამოიღეთ რბილი კონტაქტური ლინზები და წვეთების ჩაწვეთების შემდეგ დაელოდეთ 15 წუთი, სანამ ხელახლა ჩაისვამთ.
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველას.
მხედველობის ორგანოებითან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები
- ძალიან ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს):
თვალის გაღიზიანება (სიწითლე, წვა, ჩხვლეტა, ქავილი, უცხო სხეულის შეგრძნება, კონიუნქტივაში ფოლიკულების არსებობა),
მხედველობის დაბინდვა,
თვალისმიერი ალერგია.
- ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს):
ქუთუთოების სიწითლე და შეშუპება, კონიუნქტივიტი, წებოვანი თვალები, თვალის ტკივილი, ცრემლდენა,
სინათლის მიმართ მგრძნობელობა,
რქოვანას ეროზია ან შეღებვა,
თვალის სიმშრალე,
კონიუნქტივის გაფერმკრთალება,
მხედველობის დარღვევები,
კერატიტი (რქოვანას ანთება).
- ძალიან იშვიათი:
ანთება თვალის შიგნით,
გუგის შევიწროება (მიოზი).
- უცნობი სიხშირის:
ქუთუთოების ქავილი.
სხვა გვერდითი მოვლენები
- ძალიან ხშირი:
თავის ტკივილი,
პირის სიმშრალე,
დაღლილობა/ძილიანობა.
- ძალიან ხშირი:
თავბრუსხვევა,
გაციების სიმპტომები,
კუჭისა და საჭმლის მონელების პრობლემები,
გემოს შეგრძნების შეცვლა,
ზოგადი სისუსტე.
- არახშირი:
დეპრესია,
პალპიტაციები ან გულისცემის ცვლილებები,
ცხვირის სიმშრალე,
ალერგიული რეაქციები.
- იშვიათი:
ქოშინი.
- ძალიან იშვიათი:
უძილობა,
გულის წასვლა,
მაღალი ან დაბალი არტერიული წნევა.
- უცნობი სიხშირის:
კანისმიერი რეაქციები, მათ შორის სიწითლე, სახის შეშუპება, ქავილი, გამონაყარი და სისხლძარღვების გაფართოება.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ ეროვნულ შეტყობინების სისტემას:
საბერძნეთი: მედიკამენტების ეროვნულ სააგენტო, მესოგეიონი 284, 15562, ჩოლარგოსი, ათენი, ტელ: +30 2132040380/337, ფაქსი: +30 2106549585, ვებგვერდი: www.eof.gr.
კვიპროსი: ფარმაცევტული სერვისები, ჯანდაცვის სამინისტრო, CY-1475 ნიქოზია, ფაქსი: +357 22608669. ვებგვერდი: www.moh.gov.cy/phs
ჭარბი დოზა
ცნობილი გვერდითი მოვლენების მსგავსი.
სისტემური დოზის გადაჭარბება (მოზრდილები): ჰიპოტენზია, რომელსაც ზოგჯერ მოჰყვება შეტევითი ჰიპერტენზია. საჭიროა დამხმარე მართვა.
ბავშვები: ცნს-ის დათრგუნვა, დროებითი კომა, ლეთარგია, ბრადიკარდია, აპნოე. უმეტესობის მდგომარეობა გაუმჯობესდა 6-24 საათში დამხმარე თერაპიის ფონზე.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებაა ბრიმონიდინის ტარტრატი. ხსნარის თითოეული მლ შეიცავს 2.0 მგ ბრიმონიდინის ტარტრატს, რაც 1.3 მგ ბრიმონიდინის ექვივალენტურია.
სხვა ინგრედიენტები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, პოლივინილის სპირტი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, გასუფთავებული წყალი, მარილმჟავა ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის რეგულირებისთვის).
დივუნიდის გარეგნული სახე და შეფუთვის ზომები
- 5 მლ, 5 მლ ან 10 მლ ფლაკონები, ხელმისაწვდომია 1, 3 ან 6 ფლაკონის შეფუთვაში.
შესაძლოა, შეფუთვის ყველა ზომა არ იყოს წარმოდგენილი ბაზარზე.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
შპს რიჩ გრუპი
ზ. საკანდელიძის ქ.#7,
0162 თბილისი, საქართველო
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ, თუ დამცავი პლომბი დაზიანებულია პირველ გამოყენებამდე.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის (EXP) გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბოთლზე და მუყაოს კოლოფზე. ვარგისიანობის ვადა ეხება აღნიშნული თვის ბოლო დღეს.
პირველი გახსნიდან 28 დღის შემდეგ, გადააგდეთ ბოთლი, თუნდაც დარჩენილი იყოს ხსნარის გარკვეული რაოდენობა.
არ გადააგდოთ პრეპარატები გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ათქ: S01EA05. შერჩევითი ალფა-2 ადრენერგული რეცეპტორების აგონისტი. ამცირებს თვალშიდა წნევას თვალშიდა სითხის წარმოების შემცირებით და უვეოსკლერული გამონადენის გაზრდით.
მოქმედება სწრქაფად იწყება, პიკი 2 საათში, მდგრადი შემცირება 4–6 მმ.ვწყ.სვ. (1 წლიანი კვლევები). ეფექტურია ბეტა-ბლოკატორებთან და პროსტაგლანდინებთან (ტრავოპროსტი, ლატანოპროსტი) ერთად.
- 2 ფარმაკოკინეტიკა
- 2%-იანი დოზის დღეში ორჯერ გამოყენების შემდეგ პლაზმური კონცენტაცია დაბალია. ნახევარგამოყოფის პერიოდი ~3 სთ. ცილებთან შეკავშირება - 29%. უკავშირდება მელანინს თვალის ქსოვილებში. ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში. ~75% გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით შარდთან ერთად 5 დღის განმავლობაში.
ხანდაზმულები: ახალგაზრდა მოზრდილების მსგავსი ფარმაკოკინეტიკა.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
შეფუთვის ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
დივუნიდი
ბრიმონიდინის ტარტრატი (2 მგ/მლ) თვალის წვეთები, ხსნარი
ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე სრულად და ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ფურცელი-ჩანართი, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ მისცეთ იგი სხვა პირებს. ამ პრეპარატმა შეიძლება ავნოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ ისეთივე დაავადების ნიშნები აქვთ, როგორიც თქვენ.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც მოცემული არ არის წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.
წინამდებარე ფურცელი-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
რას წარმოადგენს დივუნიდი და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ დივუნიდის გამოყენებამდე
როგორ გამოიყენება დივუნიდი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორ ინახება დივუნიდი
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
- წარმოადგენს დივუნიდი და რისთვის გამოიყენება
დივუნიდი გამოიყენება თვალშიდა წნევის დასაწევად.
მისი გამოყენება შესაძლებელია:
ცალკე, როდესაც ბეტა-ბლოკატორების თვალის წვეთები არ არის შესაფერისი, ან
სხვა თვალის წვეთებთან ერთად, როდესაც ერთი პრეპარატი არ არის საკმარისი მაღალი თვალშიდა წნევის დასაწევად, ღიაკუთხოვანი გლაუკომის ან თვალის ჰიპერტენზიის სამკურნალოდ.
მოქმედი ნივთიერებაა ბრიმონიდინის ტარტრატი, რომელიც ამცირებს თვალშიდა წნევას.
- რა უნდა იცოდეთ დივუნიდის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ დივუნიდი, თუ:
გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ბრიმონიდინის ტარტრატის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ,
იღებთ მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებს (მაოი) ან გარკვეულ ანტიდეპრესანტებს. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ანტიდეპრესანტს,
ძუძუთი კვებავთ ბავშვს,
ხართ ახალშობილი ან ჩვილი (დაბადებიდან 2 წლამდე).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ:
გაწუხებთ ან გქონიათ დეპრესია, ფსიქიკური დარღვევები, ტვინში სისხლის მიმოქცევის დაქვეითება, გულის პრობლემები, კიდურებში სისხლის მიმოქცევის პრობლემები ან დარღვევები არტერიული წნევის მხრივ,
გაქვთ ან გქონიათ პრობლემები თირკმლის ან ღვიძლის მხრივ,
აპირებთ ამ პრეპარატის მიცემას 2-12 წლის ასაკის ბავშვისთვის (დივუნიდი არ არის რეკომენდებული ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის).
სხვა სამკურნალო საშუალებები და დივუნიდი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპარატები.
კერძოდ, აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ:
ტკივილგამაყუჩებლებს, საძილე საშუალებებს, ოპიოიდებს, ბარბიტურატებს, ან თუ რეგულარულად მოიხმართ ალკოჰოლს,
ანესთეტიკურ საშუალებებს,
გულის პრობლემების სამკურნალო ან არტერიული წნევის დამწევ პრეპარატებს,
მეტაბოლიზმზე მოქმედ სამკურნალო საშუალებებს, როგორიცაა ქლორპრომაზინი, მეთილფენიდატი, რეზერპინი,
მედიკამენტებს, რომლებიც მოქმედებენ იმავე რეცეპტორებზე, რომლებზეც დივუნიდი, მაგ. იზოპრენალინი, პრაზოზინი,
მაო-ს ინჰიბიტორებს და სხვა ანტიდეპრესანტებს,
ნებისმიერ სხვა მედიკამენტს, თუნდაც ისეთებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული თვალის მდგომარეობასთან, ან თუ იცვლება თქვენი ამჟამინდელი მედიკამენტების დოზა.
ამ მედიკამენტებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს დივუნიდით მკურნალობაზე.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ დივუნიდი, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება
დივუნიდმა შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაბინდვა ან დარღვევა, განსაკუთრებით ღამით ან მკრთალი განათების პირობებში.
ზოგიერთ პაციენტში ასევე შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა ან დაღლილობა.
თუ აღგენიშნებათ ეს ეფექტები, არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები და არ გამოიყენოთ მექანიზმები, სანამ ისინი სრულად არ გაქრება.
დივუნიდი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს.
ამ კონსერვანტმა შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება და რბილი კონტაქტური ლინზების ფერის შეცვლა.
გამოყენებამდე ამოიღეთ რბილი კონტაქტური ლინზები და წვეთების ჩაწვეთების შემდეგ დაელოდეთ 15 წუთი, სანამ ხელახლა ჩაისვამთ.
- როგორ გამოიყენება დივუნიდი
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი დაგინიშნათ. მოზრდილები რეკომენდებული დოზაა ერთი წვეთი დაზიანებულ თვალ(ებ)ში დღეში ორჯერ, დაახლოებით 12 საათიანი ინტერვალით.
12 წლამდე ასაკის ბავშვები
დივუნიდი არ უნდა იქნას გამოყენებული 2 წლამდე ასაკის ჩვილებში.
დივუნიდი არ არის რეკომენდებული 2-12 წლის ასაკის ბავშვებისთვის.
გამოყენების ინსტრუქცია
- გამოყენებამდე დაიბანეთ ხელები.
- გადახარეთ თავი უკან და აიხედეთ ზემოთ.
- ფრთხილად ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო, რომ ტომრის ფორმა მიიღოთ.
- ბოთლი თავდაღმა გადმოაბრუნეთ და მოუჭირეთ, რომ ერთი წვეთი ჩააწვეთოთ თვალში.
- დახუჭეთ თვალი და მიაჭირეთ თითი თვალის კუთხეზე (ცხვირის გვერდით) 1 წუთის განმავლობაში.
- მოერიდეთ საწვეთურის წვერით თვალის ან სხვა ზედაპირის შეხებას.
- გამოყენებისთანავე დაახურეთ თავსახური.
თუ იყენებთ თვალის სხვა წვეთებს, მათ ჩაწვეთებამდე დაელოდეთ 5-15 წუთის გასვლას.
თუ გამოიყენებთ საჭიროზე მეტ დივუნიდს
მოზრდილები: დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს დივუნიდის უკვე ცნობილი ეფექტები. გადაყლაპვის შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაწევა, რასაც მოჰყვება მისი შესაძლო მატება.
ბავშვები: შემთხვევითი გადაყლაპვის შემდეგ აღწერილია სერიოზული გვერდითი მოვლენები, მათ შორის: ძილიანობა, ლეთარგია, სხეულის დაბალი ტემპერატურა და სუნთქვის გაძნელება. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ დივუნიდის გამოყენება
გამოიყენეთ როგორც კი გაგახსენდებათ, თუ შემდეგი დოზის მიღების დრო არ არის მოახლოებული. არ გააორმაგოთ დოზა.
თუ შეწყვეტთ დივუნიდის გამოყენებას
ეფექტის მისაღებად, გამოიყენეთ დივუნიდი ყოველდღე. არ შეწყვიტოთ მისი გამოყენება თქვენი ექიმის რეკომენდაციის გარეშე.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველას.
მხედველობის ორგანოებითან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები
- ძალიან ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს):
თვალის გაღიზიანება (სიწითლე, წვა, ჩხვლეტა, ქავილი, უცხო სხეულის შეგრძნება, კონიუნქტივაში ფოლიკულების არსებობა),
მხედველობის დაბინდვა,
თვალისმიერი ალერგია.
- ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს):
ქუთუთოების სიწითლე და შეშუპება, კონიუნქტივიტი, წებოვანი თვალები, თვალის ტკივილი, ცრემლდენა,
სინათლის მიმართ მგრძნობელობა,
რქოვანას ეროზია ან შეღებვა,
თვალის სიმშრალე,
კონიუნქტივის გაფერმკრთალება,
მხედველობის დარღვევები,
კერატიტი (რქოვანას ანთება).
- ძალიან იშვიათი:
ანთება თვალის შიგნით,
გუგის შევიწროება (მიოზი).
- უცნობი სიხშირის:
ქუთუთოების ქავილი.
სხვა გვერდითი მოვლენები
- ძალიან ხშირი:
თავის ტკივილი,
პირის სიმშრალე,
დაღლილობა/ძილიანობა.
- ძალიან ხშირი:
თავბრუსხვევა,
გაციების სიმპტომები,
კუჭისა და საჭმლის მონელების პრობლემები,
გემოს შეგრძნების შეცვლა,
ზოგადი სისუსტე.
- არახშირი:
დეპრესია,
პალპიტაციები ან გულისცემის ცვლილებები,
ცხვირის სიმშრალე,
ალერგიული რეაქციები.
- იშვიათი:
ქოშინი.
- ძალიან იშვიათი:
უძილობა,
გულის წასვლა,
მაღალი ან დაბალი არტერიული წნევა.
- უცნობი სიხშირის:
კანისმიერი რეაქციები, მათ შორის სიწითლე, სახის შეშუპება, ქავილი, გამონაყარი და სისხლძარღვების გაფართოება.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ ეროვნულ შეტყობინების სისტემას:
საბერძნეთი: მედიკამენტების ეროვნულ სააგენტო, მესოგეიონი 284, 15562, ჩოლარგოსი, ათენი, ტელ: +30 2132040380/337, ფაქსი: +30 2106549585, ვებგვერდი: www.eof.gr.
კვიპროსი: ფარმაცევტული სერვისები, ჯანდაცვის სამინისტრო, CY-1475 ნიქოზია, ფაქსი: +357 22608669. ვებგვერდი: www.moh.gov.cy/phs
- როგორ ინახება დივუნიდი
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ, თუ დამცავი პლომბი დაზიანებულია პირველ გამოყენებამდე.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის (EXP) გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბოთლზე და მუყაოს კოლოფზე. ვარგისიანობის ვადა ეხება აღნიშნული თვის ბოლო დღეს.
პირველი გახსნიდან 28 დღის შემდეგ, გადააგდეთ ბოთლი, თუნდაც დარჩენილი იყოს ხსნარის გარკვეული რაოდენობა.
არ გადააგდოთ პრეპარატები გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს დივუნიდი
მოქმედი ნივთიერებაა ბრიმონიდინის ტარტრატი. ხსნარის თითოეული მლ შეიცავს 2.0 მგ ბრიმონიდინის ტარტრატს, რაც 1.3 მგ ბრიმონიდინის ექვივალენტურია.
სხვა ინგრედიენტები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, პოლივინილის სპირტი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, გასუფთავებული წყალი, მარილმჟავა ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის რეგულირებისთვის).
დივუნიდის გარეგნული სახე და შეფუთვის ზომები
- 5 მლ, 5 მლ ან 10 მლ ფლაკონები, ხელმისაწვდომია 1, 3 ან 6 ფლაკონის შეფუთვაში.
შესაძლოა, შეფუთვის ყველა ზომა არ იყოს წარმოდგენილი ბაზარზე.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
შპს რიჩ გრუპი
ზ. საკანდელიძის ქ.#7,
0162 თბილისი, საქართველო
მწარმოებელი
რაფარმ ს.ა.
თესი პოუსი ქსათზი აგოუ ლოუკა, პაიანია,
190 02, საბერძნეთი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


