ბაქტერიული წარმოშობის მწვავე დიარეის მკურნალობა ინვაზიის სიმპტომების არარსებობისას. პრეპარატით მკურნალობა არ გამორიცხავს დიეტის დაცვის და რეჰიდრატაციის აუცილებლობას, თუ ამას მდგომარეობა მოითხოვს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ნიფუროქსაზიდი (nifuroxazide)
- ფორმა და შეფუთვა
- 200მგ მყარი კაფსულა №30 (3X10)
- მწარმოებელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიდიარეული საშუალებები, ნაწლავის ანთების/ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები, ნაწლავის ინფექციის საწინააღმდეგო სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- A07AX03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043941
- რეგისტრირებულია
- 2 სექტემბერი 2025, მოქმედებს 2 სექტემბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობალფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
დიალინ-M — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ბაქტერიული წარმოშობის მწვავე დიარეის მკურნალობა ინვაზიის სიმპტომების არარსებობისას. პრეპარატით მკურნალობა არ გამორიცხავს დიეტის დაცვის და რეჰიდრატაციის აუცილებლობას, თუ ამას მდგომარეობა მოითხოვს.
რეჰიდრატაციისთვის შეყვანილი ხსნარების მოცულობა და რეჰიდრატციის წესი (ინტრავენური გამოყენება ან პერორალურად მიღება) განისაზღვრება დიარეის სიმძიმის, პაციენტის ასაკისა და მდგომარეობის გათვალისწინებით.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები
რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 800 მგ ნიფუროქსაზიდს (4 კაფსულა), გაყოფილი 2-4 მიღებად.
ბავშვები
6 წელზე უფროსი ბავშვები და მოზარდები
6 წელზე უფროსი ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის რეკომენდებული დოზა შეადგენს 600-800 მგ (3-4 კაფსულა) დღეში, გაყოფილი 2-4 მიღებად.
6 წელზე უმცროსი ბავშვები
6 წელზე უმცროს ბავშვებში პრეპარატი უკუნაჩვენებია.
მკურნალობის ხანგრძლივობა 7 დღეს არ უნდა აღემატებოდეს.
გამოყენების წესი
კაფსულები მიიღება შიგნით.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
6 წელზე უმცროსი ბავშვები.
სიფრთხილის ზომები
მძიმე და ხანგრძლივი დიარეის, ძლიერი გულისრევის ან საკვების მიღებაზე პაციენტის უარის დროს განხილული უნდა იქნას საკითხი ინტრავენური რეჰიდრაციული თერაპიის ჩატარების შესახებ.
ინვაზიის სიმპტომებით კლინიკური წარმოშობის ბაქტერიული დიარეის დროს თერაპია უნდა ჩატარდეს სისტემური მოქმედების ანტიბაქტერიული პრეპარატებით.
იმ შემთხვევებში, როდესაც პრეპარატის 2 დღის განმავლობაში გამოყენების შემდეგ დიარეა არ ლაგდება, საჭიროა მკურნალობის სქემის გადახედვა და პერორალური ან ინტრავენური რეჰიდრატაციის შესაძლებლობის განხილვა.
პაციენტები ინფორმირებული უნდა იყვნენ შემდეგის საჭიროებაზე:
- ოებაზესა ინფორმირებული უნდა იყვნენ პერორალური ან ინტრავენური რეჰიდრატაციის რეჰიდრატაციის უზრუნველყოფა საკმარისი რაოდენობით სითხის (ტკბილი ან მარილიანი სასმელების) მიღებით, რათა მოხდეს დიარეის შედეგად დაკარგული სითხის კომპენსირება (მოზრდილებისთვის საშუალოდ 2 ლიტრი დღეში);
დიარეის პერიოდში დიეტის დაცვა (რაციონიდან ამოღებული უნდა იქნას გარკვეული საკვები პროდუქტები, განსაკუთრებით უმი ბოსტნეული, ხილი, მწვანე ბოსტნეული, მწვავე კერძები, ასევე გაყინვას დაქვემდებარებული პროდუქტები ან სასმელები; სასურველია საკვებად ხირცის და ბრინჯის მიღება სითბური დამუშავების შემდეგ).დიარეის დროს დიეტის დაცვა ()
დამხმარე ნივთიერებები
დიალინ-M შეიცავს საქაროზას, ამიტომ პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით, რომლებსაც ახასიათებთ ფრუქტოზის აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია ან საქაროზა-იზომალტაზის უკმარისობა, ეს პრეპარატი არ უნდა მიიღონ.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ურთიერთქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულებში ნიფუროქსაზიდის გამოყენების მონაცემები შეზღუდულია. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არასაკმარისია რეპროდუქციული ტოქსიკურობის გამოსავლენად. ნეფუროქსაზიდს შესაძლო მუტაგენური პოტენციალი გააჩნია, ამიტომ ორსულობის დროს დიალინ-M-ს რეკომენდებული არ არის და არ შეიძლება გამოყენება რეპროდუქციული ასაკის ქალებში, რომლებიც არ სარგებლობენ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდებით.
ლაქტაცია
უცნობია გამოიყოფა თუ არა ნიფუროქსაზიდი ან მისი მეტაბოლიტები დედის რძესთან ერთად. ვინაიდან დიალინ-M-ს დაბალი ბიოშეღწევადობა აქვს (კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან აბსორბცია დაახლოებით დოზის 10-20%), სავარაუდოდ რძეში მისი რაოდენობა მცირე იქნება. მაგრამ არ შეიძლება ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვების კუჭ-ნაწლავის მიკრობიომზე ზეგავლენის გამორიცხვა. კლინიკური პრაქტიკის გამოცდილების არქონის გამო ლაქტაციის პერიოდში პრეპარატით დიალინ-M მკურნალობა რეკომენდებული არ არის.
ფერტილობა
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ნიფუროქსაზიდის ფერტილობაზე ზეგავლენის შესახებ ინფორმაცია საკმარისი არ არის.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატი ზეგავლენას არ ახდენს.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად (≥1/100, მაგრამ <1/10); არახშირად (≥1/1000, მაგრამ <1/100); იშვიათად (≥1/10000, მაგრამ <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).
იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ანაფილაქსიური შოკი.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: სიხშირე უცნობია - ალერგიული გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ მნიშვნელოვანია. პაციენტში სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქციის გამოვლენისას ან ახალი არასასურველი რეაქციის გამოვლენისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ თავში, გთხოვთ გვაცნობოთ ფარმაკოუსაფრთხოების ეროვნული სისტემის შესაბამისად.
შემადგენლობა
კაფსულა შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ნიფუროქსაზიდი 200 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი; კაფსულა: ტიტანის დიოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი, ჟელატინი.
წამლის ფორმა
კაფსულები.
აღწერილობა: მყარი ჟელატინის კაფსულები, ზომა #1, ყვითელი ფერის ფხვნილის და გრანულების ნარევის შემცველი თავსახური და კორპუსი მუქი-ყვითელი ფერის.
შენახვის პირობები
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენოთ.
განსაკუთრებული მითითებები შენახვის შესახებ
შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
შეფუთვის ტიპი და შიგთავსი
კაფსულები.
8 კაფსულა ბლისტერში. 2 ან 3 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
10 კაფსულა ბლისტერში. 3 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
12 კაფსულა ბლისტერში. 1 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
14 კაფსულა ბლისტერში. 1 ან 2 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
უტილიზების და სხვა სამუშაოების უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები
ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტის ან ნარჩენების უტილიზება უნდა მოხდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -III , გაიცემა რეცეპტის გარეშე
წარმოებულია
"ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ."-ს მიერ, თურქეთი
(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. #50 გიუნეშლი ბაღჯილარ / სტამბული)
"World Medicine İlaç San. ve Tic. A.Ş.", Turkey
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
ფარმაკოლოგიური თვისებები
ნაწლავური ინფექციების სამკურნალო სხვა ანტიმიკრობული საშუალებები. ნიფუროქსაზიდი. ათქ კოდი: A07AX03.
მოქმედების მექანიზმი
ნიფუროქსაზიდი (ნიტროფურანის წარმოებული) ახდენს ანტიბაქტერიულ მოქმედებას ნაწლავის სანათურში. ნიფუროქსაზიდი არ შეიწოვება და სისტემური აქტივობა არ გააჩნია. In vivo ნიფუროქსაზიდი აქტიურია უმეტესი მიკროორგანიზმის მიმართ, რომლებიც, როგორც წესი, იწვევენ ნაწლავურ ინფექციებს. ნიფუროქსაზიდის მიმართ ტოლერანტობის განვითარების შესახებ შეტყობინება არ არსებობს. ნიფუროქსაზიდი არ იწვევს ბაქტერიების შტამების რეზისტენტობას და არ შლის ნაწლავის მიკროფლორას.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ნაწლავების ანტიბაქტერიული პრეპარატი, რომელიც თავის ანტიბაქტერიულ მოქმედებას მხოლოდ ნაწლავის სანათურში ავლენს. ნაწლავების უმეტეს პათოგენურ ბაქტერიაზე ახდენს ბაქტერიციდულ და ბაქტერიოსტაზულ მოქმედებას.
შიგნით მიღების შემდეგ პრეპარატი ნაწილობრივ (10-20%) შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და მნიშვნელოვანი ხარისხით მეტაბოლიზდება, ამ დროს მეტაბოლიტების ძირითადი ნაწილი სისხლში ცირკულირებს მეტაბოლიტების სახით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სამკურნალო პრეპარატის
სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
დიალინ-М
სამკურნალო პრეპარატის დასახელება
დიალინ-M, Dialin-M
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ნიფუროქსაზიდი, Nifuroxazide
შემადგენლობა
კაფსულა შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ნიფუროქსაზიდი 200 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი; კაფსულა: ტიტანის დიოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი, ჟელატინი.
წამლის ფორმა
კაფსულები.
აღწერილობა: მყარი ჟელატინის კაფსულები, ზომა #1, ყვითელი ფერის ფხვნილის და გრანულების ნარევის შემცველი თავსახური და კორპუსი მუქი-ყვითელი ფერის.
გამოყენების ჩვენებები
ბაქტერიული წარმოშობის მწვავე დიარეის მკურნალობა ინვაზიის სიმპტომების არარსებობისას. პრეპარატით მკურნალობა არ გამორიცხავს დიეტის დაცვის და რეჰიდრატაციის აუცილებლობას, თუ ამას მდგომარეობა მოითხოვს.
რეჰიდრატაციისთვის შეყვანილი ხსნარების მოცულობა და რეჰიდრატციის წესი (ინტრავენური გამოყენება ან პერორალურად მიღება) განისაზღვრება დიარეის სიმძიმის, პაციენტის ასაკისა და მდგომარეობის გათვალისწინებით.
გამოყენების წესი და დოზები
დოზირების რეჟიმი
მოზრდილები
რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 800 მგ ნიფუროქსაზიდს (4 კაფსულა), გაყოფილი 2-4 მიღებად.
ბავშვები
6 წელზე უფროსი ბავშვები და მოზარდები
6 წელზე უფროსი ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის რეკომენდებული დოზა შეადგენს 600-800 მგ (3-4 კაფსულა) დღეში, გაყოფილი 2-4 მიღებად.
6 წელზე უმცროსი ბავშვები
6 წელზე უმცროს ბავშვებში პრეპარატი უკუნაჩვენებია.
მკურნალობის ხანგრძლივობა 7 დღეს არ უნდა აღემატებოდეს.
გამოყენების წესი
კაფსულები მიიღება შიგნით.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
6 წელზე უმცროსი ბავშვები.
განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
მძიმე და ხანგრძლივი დიარეის, ძლიერი გულისრევის ან საკვების მიღებაზე პაციენტის უარის დროს განხილული უნდა იქნას საკითხი ინტრავენური რეჰიდრაციული თერაპიის ჩატარების შესახებ.
ინვაზიის სიმპტომებით კლინიკური წარმოშობის ბაქტერიული დიარეის დროს თერაპია უნდა ჩატარდეს სისტემური მოქმედების ანტიბაქტერიული პრეპარატებით.
იმ შემთხვევებში, როდესაც პრეპარატის 2 დღის განმავლობაში გამოყენების შემდეგ დიარეა არ ლაგდება, საჭიროა მკურნალობის სქემის გადახედვა და პერორალური ან ინტრავენური რეჰიდრატაციის შესაძლებლობის განხილვა.
პაციენტები ინფორმირებული უნდა იყვნენ შემდეგის საჭიროებაზე:
- ოებაზესა ინფორმირებული უნდა იყვნენ პერორალური ან ინტრავენური რეჰიდრატაციის რეჰიდრატაციის უზრუნველყოფა საკმარისი რაოდენობით სითხის (ტკბილი ან მარილიანი სასმელების) მიღებით, რათა მოხდეს დიარეის შედეგად დაკარგული სითხის კომპენსირება (მოზრდილებისთვის საშუალოდ 2 ლიტრი დღეში);
დიარეის პერიოდში დიეტის დაცვა (რაციონიდან ამოღებული უნდა იქნას გარკვეული საკვები პროდუქტები, განსაკუთრებით უმი ბოსტნეული, ხილი, მწვანე ბოსტნეული, მწვავე კერძები, ასევე გაყინვას დაქვემდებარებული პროდუქტები ან სასმელები; სასურველია საკვებად ხირცის და ბრინჯის მიღება სითბური დამუშავების შემდეგ).დიარეის დროს დიეტის დაცვა ()
დამხმარე ნივთიერებები
დიალინ-M შეიცავს საქაროზას, ამიტომ პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით, რომლებსაც ახასიათებთ ფრუქტოზის აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია ან საქაროზა-იზომალტაზის უკმარისობა, ეს პრეპარატი არ უნდა მიიღონ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ურთიერთქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ორსულებში ნიფუროქსაზიდის გამოყენების მონაცემები შეზღუდულია. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არასაკმარისია რეპროდუქციული ტოქსიკურობის გამოსავლენად. ნეფუროქსაზიდს შესაძლო მუტაგენური პოტენციალი გააჩნია, ამიტომ ორსულობის დროს დიალინ-M-ს რეკომენდებული არ არის და არ შეიძლება გამოყენება რეპროდუქციული ასაკის ქალებში, რომლებიც არ სარგებლობენ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდებით.
ლაქტაცია
უცნობია გამოიყოფა თუ არა ნიფუროქსაზიდი ან მისი მეტაბოლიტები დედის რძესთან ერთად. ვინაიდან დიალინ-M-ს დაბალი ბიოშეღწევადობა აქვს (კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან აბსორბცია დაახლოებით დოზის 10-20%), სავარაუდოდ რძეში მისი რაოდენობა მცირე იქნება. მაგრამ არ შეიძლება ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვების კუჭ-ნაწლავის მიკრობიომზე ზეგავლენის გამორიცხვა. კლინიკური პრაქტიკის გამოცდილების არქონის გამო ლაქტაციის პერიოდში პრეპარატით დიალინ-M მკურნალობა რეკომენდებული არ არის.
ფერტილობა
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ნიფუროქსაზიდის ფერტილობაზე ზეგავლენის შესახებ ინფორმაცია საკმარისი არ არის.
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მუშაობის უნარზე
ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატი ზეგავლენას არ ახდენს.
არასასურველი რეაქციები
არასასურველი რეაქციების პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად (≥1/100, მაგრამ <1/10); არახშირად (≥1/1000, მაგრამ <1/100); იშვიათად (≥1/10000, მაგრამ <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).
იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ანაფილაქსიური შოკი.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: სიხშირე უცნობია - ალერგიული გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ მნიშვნელოვანია. პაციენტში სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქციის გამოვლენისას ან ახალი არასასურველი რეაქციის გამოვლენისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ თავში, გთხოვთ გვაცნობოთ ფარმაკოუსაფრთხოების ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
ჭარბი დოზის შემთხვევების შესახებ შეტყობინებები არ არსებობს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნაწლავური ინფექციების სამკურნალო სხვა ანტიმიკრობული საშუალებები. ნიფუროქსაზიდი. ათქ კოდი: A07AX03.
მოქმედების მექანიზმი
ნიფუროქსაზიდი (ნიტროფურანის წარმოებული) ახდენს ანტიბაქტერიულ მოქმედებას ნაწლავის სანათურში. ნიფუროქსაზიდი არ შეიწოვება და სისტემური აქტივობა არ გააჩნია. In vivo ნიფუროქსაზიდი აქტიურია უმეტესი მიკროორგანიზმის მიმართ, რომლებიც, როგორც წესი, იწვევენ ნაწლავურ ინფექციებს. ნიფუროქსაზიდის მიმართ ტოლერანტობის განვითარების შესახებ შეტყობინება არ არსებობს. ნიფუროქსაზიდი არ იწვევს ბაქტერიების შტამების რეზისტენტობას და არ შლის ნაწლავის მიკროფლორას.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ნაწლავების ანტიბაქტერიული პრეპარატი, რომელიც თავის ანტიბაქტერიულ მოქმედებას მხოლოდ ნაწლავის სანათურში ავლენს. ნაწლავების უმეტეს პათოგენურ ბაქტერიაზე ახდენს ბაქტერიციდულ და ბაქტერიოსტაზულ მოქმედებას.
შიგნით მიღების შემდეგ პრეპარატი ნაწილობრივ (10-20%) შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და მნიშვნელოვანი ხარისხით მეტაბოლიზდება, ამ დროს მეტაბოლიტების ძირითადი ნაწილი სისხლში ცირკულირებს მეტაბოლიტების სახით.
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენოთ.
განსაკუთრებული მითითებები შენახვის შესახებ
შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
შეფუთვის ტიპი და შიგთავსი
კაფსულები.
8 კაფსულა ბლისტერში. 2 ან 3 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
10 კაფსულა ბლისტერში. 3 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
12 კაფსულა ბლისტერში. 1 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
14 კაფსულა ბლისტერში. 1 ან 2 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
უტილიზების და სხვა სამუშაოების უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები
ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტის ან ნარჩენების უტილიზება უნდა მოხდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -III , გაიცემა რეცეპტის გარეშე
წარმოებულია
"ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ."-ს მიერ, თურქეთი
(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. #50 გიუნეშლი ბაღჯილარ / სტამბული)
"World Medicine İlaç San. ve Tic. A.Ş.", Turkey
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


