პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიდიარეული საშუალებები

დიალინ-М

DIALIN-M

ურეცეპტოდ200მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

დიალინ-M ნაჩვენებია როგორც რეჰიდრატაციული თერაპიის (გაუწყლოების აღმოფხვრა) დამატებითი მკურნალობა სავარაუდოდ ბაქტერიული წარმოშობის არაინვაზიური (ზოგადი მდგომარეობის გაუარესების, სხეულის ტემპერატურის მომატების, ინფექციის ან ინტოქსიკაციის ნიშნების გარეშე) მწვავე დიარეის დროს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ნიფუროქსაზიდი (nifuroxazide)
ფორმა და შეფუთვა
200მგ/5მლ 60მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ფორთოხლის გემოთი ქარვისფერი მინის ფლაკონი №1 საზომი ჭიქით
მწარმოებელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიდიარეული საშუალებები, ნაწლავის ანთების/ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები, ნაწლავის ინფექციის საწინააღმდეგო სხვა საშუალებები
ATC კოდი
A07AX03
რეგისტრაციის ნომერი
რ-043944
რეგისტრირებულია
2 სექტემბერი 2025, მოქმედებს 2 სექტემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებადიალინ-М და სხვა წამალი ერთად

დიალინ-М — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დიალინ-M ნაჩვენებია როგორც რეჰიდრატაციული თერაპიის (გაუწყლოების აღმოფხვრა) დამატებითი მკურნალობა სავარაუდოდ ბაქტერიული წარმოშობის არაინვაზიური (ზოგადი მდგომარეობის გაუარესების, სხეულის ტემპერატურის მომატების, ინფექციის ან ინტოქსიკაციის ნიშნების გარეშე) მწვავე დიარეის დროს.

რეჰიდრატაციული თერაპიის დროს სითხის მოცულობა და შეყვანის წესი (პერორალური მიღება ან ვენაში შეყვანა) დამოკიდებულია დიარეის სიმძიმეზე, პაციენტის ასაკსა და ზოგად მდგომარეობაზე (თანმხლები დაავადება და სხვა).

გასათვალისწინებელია ინფორმაცია, რომელსაც შეიცავენ ოფიციალური რეკომენდაციები ანტიმიკრობული საშუალებების სათანადოდ გამოყენების შესახებ.

მიღების წესი და დოზირება

1 თვიდან 6 თვემდე ასაკის ბავშვები: 100 მგ (2,5 მლ სუსპენზია) 2-ჯერ დღე-ღამეში (200 მგ დღეში).

6 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვები: 100 მგ (2,5 მლ სუსპენზია) 3-ჯერ დღე-ღამეში (300 მგ დღეში).

2 წლიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვები: 200 მგ (5 მლ სუსპენზია) 3-ჯერ დღე-ღამეში (600 მგ დღეში).

6 წლიდან ასაკის ბავშვები და მოზრდილები: 200 მგ (5 მლ სუსპენზია) 3-4-ჯერ დღე-ღამეში (600-800 მგ დღეში).

მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს.

არ შეიძლება ექიმის მიერ რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

პაციენტები ღვიძლის/თირკმლების ფუნქციის დარღვევებით

კლინიკური კვლევები, რომლებიც აჩვენებენ ღვიძლის/თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტების და ღვიძლის/თირკმელების ნორმალური ფუქნციის მქონე პაციენტების მკურნალობაზე პასუხებს შორის განსხვავებას, არ ჩატარებულა.

ხანდაზმული პაციენტები

კლინიკური კვლევები, რომლებიც აჩვენებენ ხანდაზმული პაციენტების და უფრო ახალგაზრდა პაციენტების მკურნალობაზე პასუხებს შორის განსხვავებას, არ ჩატარებულა.

ბავშვები

1 თვეზე უმცროსი ასაკის ბავშვებში პრეპარატი არ გამოიყენება.

გამოყენების წესი

პრეპარატი მიიღება შიგნით, საკვების მიღების მიუხედავად. გამოყენებამდე ფლაკონი უნდა შეინჯღრეს ერთგვაროვანი სუსპენზიის მიღებამდე. საჭიროებისას შეიძლება სუსპენზიაზე წყლის მიყოლება.

პრეპარატის დოზირებისთვის გამოიყენება შეფუთვაში არსებული საზომი ჭიქა.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, ნიტროფურანის წარმოებულების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;

დღენაკლულობა, ახალშობილობის პერიოდი (1 თვემდე).

სიფრთხილის ზომები

დიარეის მკურნალობისას ერთ-ერთ საკვანძო ფაქტორს წარმოადგენს რეჰიდრატაციული თერაპიის ჩატარება.

დეჰიდრატაციის (გაუწყლოების) პროფილაქტიკა ან მკურნალობა ტარდება პერორალურად მისაღები და ვენაში შესაყვანი ხსნარების გამოყენებით.

ბავშვებში აუცილებელია სითხის ხშირად (ყოველ 15 წუთში) მიღების უზრუნველყოფა.

როგორც წესი, რეჰიდრატაციული თერაპიისას პერორალურად მისაღები ხსნარების მოცულობა უნდა შესაბამებოდეს ბავშვის სხეულის წონის დანაკარგს, ასე, მაგალითად, სხეულის წონის 5-10%-ით შემცირებისას, პერორალურად მისაღები ხსნარის რეკომენდებული მოცულობა შეადგენს 50-100 მლ/სხეულის წონის კგ.

იმ შემთხვევაში, როდესაც დეფეკაციის სიხშირე დღეში 6-ჯერზე მეტია, დიარეა გრძელდება 24 საათზე მეტ ხანს, აღინიშნება სხეულის წონის შემცირება ან იწყება გულისრევა და იზრდება სხეულის ტემპერატურა, აუცილებელია დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა. მსგავს სიტუაციაში მკურნალობა უნდა ჩატარდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

რეჰიდრატაციული თერაპიის ჩატარება ერთ-ერთი საკვანძო ფაქტორია მწვავე დიარეის მკურნალობისას ბავშვებში, ასევე ხანგრძლივი მძიმე დიარეის, ძლიერი გულისრევის ან საკვების მიღებაზე უარის შემთხვევებში.

ინფექციური გენეზის დიარეისას ინვაზიური ინფექციის კლინიკური ნიშნებით და სიმპტომებით, ასევე ინფექციის კლინიკური ნიშნების მქონე დიარეის დროს (განავალში სისხლის და ლორწოს არსებობისას), ზემოაღნიშნული მდგომარეობა განხილული უნდა იყოს როგორც ინვაზიური ინფექცია, აუცილებელია ანტიმიკრობული საშუალებების გამოყენება, რომლებიც მნიშველოვანი ხარისხით აღწევენ სისტემურ სისხლდინებაში.

უსაფრთხოების ზომები

ბავშვები

რეჰიდრატაციული თერაპიის ჩატარების შემთხვევებში, რეჰიდრატაციის ხსნარების გამოყენება რეკომენდებულია განზავებისა და გამოყენების ინსტრუქციების შესაბამისად.

თუ აუცილებელი არ არის რეჰიდრატაციის ხსნარების გამოყენება, საჭიროა შემდეგი რეკომენდაციების დაცვა:

გაუწყლოების აღმოფხვრა (დიარეის დროს სითხის დანაკარგის კომპენსირების მიზნით ბავშვებმა უნდა მიიღონ სითხის დიდი რაოდენობა შაქრის შემცველი ან მის გარეშე სასმელების სახით (დღეში მისაღები სითხის საშუალო რაოდენობა 2 ლიტრს შეადგენს));

საკვების მიღება (დიარეის დროს საკვების მიღება უნდა გაგრძელდეს);

  • რაციონიდან ამოღებული უნდა იქნას უმი ბოსტნეული, ხილი, მწვანე ბოსტნეული, მვავე საკვები, გაყინული პროდუქტები და ცივი სასმელები;
  • უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბრინჯს და ხორცს.

კვების რაციონიდან რძისა და რძის პროდუქტების ამოღება განხილული უნდა იქნას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

დამხმარე ნივთიერებები

დიალინ-М შეიცავს საქაროზას, ამიტომ პაციენტებმა ფრუქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით, გლუკოზა-გალაქტოზას შეწოვის დარღვევით ან საქაროზა-იზომალტაზის უკმარისობით ეს პრეპარატი არ უნდა მიიღონ.

დიალინ-М შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს, რომელსაც შეუძლია ალერგიული რეაქციების (შესაძლებელია დაგვიანებული) გამოწვევა.

დიალინ-М შეიცავს უმნიშვნელო რაოდენობით ეთანოლს (100 მგ-ზე ნაკლები დოზაში), ამიტომ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში ღვიძლის დაავადებებით, ეპილეფსიით, პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ ალკოჰოლიზმი, ასევე ქალებში ორსულობის პერიოდში.

დიალინ-М შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23მგ) ნატრიუმს დოზაში, ე.ი. პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

რეკომენდებული არ არის გამოყენება იმ პრეპარატებთან, რომლებით თრგუნავენ ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციას, ან პრეპარატებთან, რომლებიც იწვევენ დისულფირამის მსგავსი რეაქციის განვითარებას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

მონაცემები ორსულობის პერიოდში ნიფუროქსაზიდის გამოყენების შესახებ შეზღუდულია. მონაცემები ცხოველებში რეპროდუქციული ტოქსიურობის კვლევების შესახებ შეზღუდულია. ამიტომ, დიალინ-М-ს გამოყენება არ არის რეკომენდებული ქალებში ორსულობის პერიოდში, ასევე რეპროდუქციული ასაკის ქალებში, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეფციის ეფექტურ მეთოდებს.

ლაქტაცია

უცნობია, გამოიყოფა თუ არა ნიფუროქსაზიდი ან მისი მეტაბოლიტები დედის რძესთან ერთად ადამიანში. ვინაიდან პრეპარატს დაბალი ბიოშეღწევადობა გააჩნია (საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან შეიწოვება შეყვანილი დოზის დაახლოებით 10-20%) მისი კონეცნტრაცია დედის რძეში, სავარაუდოდ, დაბალი იქნება. თუმცა, არ შეიძლება გამოირიცხოს ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვების მიკროფლორაზე ზეგავლენა. პრეპარატის გამოყენების კლინიკური გამოცდილების არქონის გამო, დიალინ-М-ს გამოყენება არ არის რეკომენდებული ლაქტაციის პერიოდში.

ფერტილობა

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევების მონაცემები პრეპარატის ფერტილობაზე ზეგავლენის შესახებ შეზღუდულია.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

მონაცემები არ არსებობს.

გვერდითი მოვლენები

არასასურველი რეაქციები ქვევით ჩამოთვლილია MedDRA სისტემურ-ორგანული კლასების შესაბამისად. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნარიად: ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირი (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათი (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათი (< 1/10000); სიხშირე უცნობია (ვერ ფასდება არსებული მონაცემებით).

იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ალერგიული რეაქციები, მათ შორის გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი.

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: აღწერილია გრანულოციტოპენიის ერთი შემთხვევა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ნიფუროქსაზიდის მიმართ ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს ტკივილი მუცელში, ღებინება და დიარეის გამწვავება. უმნიშვნელო ინტენსივობის მსგავსი სიმპტომების გამოვლინებისას სპეცილაური თერაპიის ჩატარება ან ნიფუროქსაზიდის გამოყენების შეწყვეტა საჭირო არ არის. ზემოჩამოთვლილი უმნიშვნელო ინტენსივობის სიმპტომების განვითარებისას სამკურნალო პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს. შემდგომში პაციენტმა უნდა მიიღოს ნიტროფურანის წარმოებულები.

კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: იშვიათად - კანის რეაქციები კანზე გამონაყარის სახით. აღწერილია პუსტულოზის ერთი შემთხვევა ხანდაზმულ ადამიანში და კვანძისებრი მუნის ერთი შემთხვევა ნიფუროქსაზიდის მიმართ კონტაქტური ალერგიის შედეგად.

საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება

სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება. თუ პრეპარატის მიმართ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზულ გვერდითი მოვლენები, ან გამოვლინდა ახალი არასასურველი რეაქციები, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ნაწილში, გთხოვთ, აცნობოთ ფარმაკოუსაფრთხოების ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

ჭარბი დოზის შემთხვევაში რეკომენდებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან პრეპარატის გამოყოფის ღონისძიებების ჩატარება. საჭიროებისას უნდა ჩატარდეს სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია.

შემადგენლობა

სუსპენზიის 5 მლ შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ნიფუროქსაზიდი 200 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: კარბომერი, საქაროზა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ეთანოლი 96%, არომატოზატორი „ფორთოხალი“, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი.

წამლის ფორმა

შიგნით მისაღები სუსპენზია.

აღწერილობა: ყვითელი ფერის სუსპენზია ფორთოხლის არომატით.

შენახვის პირობები

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები შენახვისას

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

შიგნით მისაღები სუსპენზიის 60 მლ ყვითელი შუშის ფლაკონში ხრახნიანი პლასტმასის თავსახურით.

1 ფლაკონი საზომ ჭიქასთან და სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

სპეციალური სიფრთხილის ზომები უტილიზაციისა და სხვა სამუშაოებისთვის

ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტის ან ნარჩენების უტილიზაცია უნდა მოხდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. № 50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბოლი)

“WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.”, TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

ფარმაკოლოგიური თვისებები

ნაწლავების ინფექციების სამკურნალოდ გამოსაყენებელი სხვა ანტიმიკრობული საშუალებები. ათქ კოდი: A07AX03.

ნიფუროქსაზიდი - ნიტროფურანის წარმოებული, წარმოადგენს ნაწლავის ადგილობრივ ეფექტურ ანტისეპტიურს. რეკომენდებული დოზების გამოყენებისას არ იწვევს სისტემურ და ტოქსიურ ეფექტებს.

ნიფუროქსაზიდი ეფექტურია in vitro მიკროორგანიზმების მიმართ, რომლებიც ხშირად იწვევენ ნაწლავების ინფექციებს, განსაკუთრებით E. coli.

ნიფუროქსაზიდი არ მოქმედებს ნაწლავის საპროფიტურ მიკროფლორაზე.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

პრეპარატი ნაწილობრივ (შეყვანილი დოზის 10-20%) შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში პერორალურად მიღების შემდეგ და უმნიშვნელოდ მეტაბოლიზდება, ამ დროს სისხლში მოცირკულარე ძირითადი ნივთიერებები, მეტაბოლიტებს წარმოადგენენ.

განაწილება

პრეპარატის განაწილების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

გამოყოფა

პრეპარატის შეყვანილი დოზის 20% გამოიყოფა ნაწლავიდან, პრეპარატის დარჩენილი ნაწილი ბიოტრანსფორმირებას ექვემდებარება.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

პრეპარატის ფარმაკოკინეტიკა არ განსხვავდება ხანდაზმულ პაციენტებში, ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია

დიალინ-М

სამკურნალო პრეპარატის დასახელება

დიალინ-М, Dialin-M

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ნიფუროქსაზიდი, Nifuroxazide

შემადგენლობა

სუსპენზიის 5 მლ შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ნიფუროქსაზიდი 200 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: კარბომერი, საქაროზა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ეთანოლი 96%, არომატოზატორი „ფორთოხალი“, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი.

წამლის ფორმა

შიგნით მისაღები სუსპენზია.

აღწერილობა: ყვითელი ფერის სუსპენზია ფორთოხლის არომატით.

გამოყენების ჩვენებები

დიალინ-M ნაჩვენებია როგორც რეჰიდრატაციული თერაპიის (გაუწყლოების აღმოფხვრა) დამატებითი მკურნალობა სავარაუდოდ ბაქტერიული წარმოშობის არაინვაზიური (ზოგადი მდგომარეობის გაუარესების, სხეულის ტემპერატურის მომატების, ინფექციის ან ინტოქსიკაციის ნიშნების გარეშე) მწვავე დიარეის დროს.

რეჰიდრატაციული თერაპიის დროს სითხის მოცულობა და შეყვანის წესი (პერორალური მიღება ან ვენაში შეყვანა) დამოკიდებულია დიარეის სიმძიმეზე, პაციენტის ასაკსა და ზოგად მდგომარეობაზე (თანმხლები დაავადება და სხვა).

გასათვალისწინებელია ინფორმაცია, რომელსაც შეიცავენ ოფიციალური რეკომენდაციები ანტიმიკრობული საშუალებების სათანადოდ გამოყენების შესახებ.

გამოყენების წესი და დოზები

დოზირება

1 თვიდან 6 თვემდე ასაკის ბავშვები: 100 მგ (2,5 მლ სუსპენზია) 2-ჯერ დღე-ღამეში (200 მგ დღეში).

6 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვები: 100 მგ (2,5 მლ სუსპენზია) 3-ჯერ დღე-ღამეში (300 მგ დღეში).

2 წლიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვები: 200 მგ (5 მლ სუსპენზია) 3-ჯერ დღე-ღამეში (600 მგ დღეში).

6 წლიდან ასაკის ბავშვები და მოზრდილები: 200 მგ (5 მლ სუსპენზია) 3-4-ჯერ დღე-ღამეში (600-800 მგ დღეში).

მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს.

არ შეიძლება ექიმის მიერ რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

პაციენტები ღვიძლის/თირკმლების ფუნქციის დარღვევებით

კლინიკური კვლევები, რომლებიც აჩვენებენ ღვიძლის/თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტების და ღვიძლის/თირკმელების ნორმალური ფუქნციის მქონე პაციენტების მკურნალობაზე პასუხებს შორის განსხვავებას, არ ჩატარებულა.

ხანდაზმული პაციენტები

კლინიკური კვლევები, რომლებიც აჩვენებენ ხანდაზმული პაციენტების და უფრო ახალგაზრდა პაციენტების მკურნალობაზე პასუხებს შორის განსხვავებას, არ ჩატარებულა.

ბავშვები

1 თვეზე უმცროსი ასაკის ბავშვებში პრეპარატი არ გამოიყენება.

გამოყენების წესი

პრეპარატი მიიღება შიგნით, საკვების მიღების მიუხედავად. გამოყენებამდე ფლაკონი უნდა შეინჯღრეს ერთგვაროვანი სუსპენზიის მიღებამდე. საჭიროებისას შეიძლება სუსპენზიაზე წყლის მიყოლება.

პრეპარატის დოზირებისთვის გამოიყენება შეფუთვაში არსებული საზომი ჭიქა.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, ნიტროფურანის წარმოებულების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;

დღენაკლულობა, ახალშობილობის პერიოდი (1 თვემდე).

განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

განსაკუთრებული გაფრთხილებები

დიარეის მკურნალობისას ერთ-ერთ საკვანძო ფაქტორს წარმოადგენს რეჰიდრატაციული თერაპიის ჩატარება.

დეჰიდრატაციის (გაუწყლოების) პროფილაქტიკა ან მკურნალობა ტარდება პერორალურად მისაღები და ვენაში შესაყვანი ხსნარების გამოყენებით.

ბავშვებში აუცილებელია სითხის ხშირად (ყოველ 15 წუთში) მიღების უზრუნველყოფა.

როგორც წესი, რეჰიდრატაციული თერაპიისას პერორალურად მისაღები ხსნარების მოცულობა უნდა შესაბამებოდეს ბავშვის სხეულის წონის დანაკარგს, ასე, მაგალითად, სხეულის წონის 5-10%-ით შემცირებისას, პერორალურად მისაღები ხსნარის რეკომენდებული მოცულობა შეადგენს 50-100 მლ/სხეულის წონის კგ.

იმ შემთხვევაში, როდესაც დეფეკაციის სიხშირე დღეში 6-ჯერზე მეტია, დიარეა გრძელდება 24 საათზე მეტ ხანს, აღინიშნება სხეულის წონის შემცირება ან იწყება გულისრევა და იზრდება სხეულის ტემპერატურა, აუცილებელია დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა. მსგავს სიტუაციაში მკურნალობა უნდა ჩატარდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

რეჰიდრატაციული თერაპიის ჩატარება ერთ-ერთი საკვანძო ფაქტორია მწვავე დიარეის მკურნალობისას ბავშვებში, ასევე ხანგრძლივი მძიმე დიარეის, ძლიერი გულისრევის ან საკვების მიღებაზე უარის შემთხვევებში.

ინფექციური გენეზის დიარეისას ინვაზიური ინფექციის კლინიკური ნიშნებით და სიმპტომებით, ასევე ინფექციის კლინიკური ნიშნების მქონე დიარეის დროს (განავალში სისხლის და ლორწოს არსებობისას), ზემოაღნიშნული მდგომარეობა განხილული უნდა იყოს როგორც ინვაზიური ინფექცია, აუცილებელია ანტიმიკრობული საშუალებების გამოყენება, რომლებიც მნიშველოვანი ხარისხით აღწევენ სისტემურ სისხლდინებაში.

უსაფრთხოების ზომები

ბავშვები

რეჰიდრატაციული თერაპიის ჩატარების შემთხვევებში, რეჰიდრატაციის ხსნარების გამოყენება რეკომენდებულია განზავებისა და გამოყენების ინსტრუქციების შესაბამისად.

თუ აუცილებელი არ არის რეჰიდრატაციის ხსნარების გამოყენება, საჭიროა შემდეგი რეკომენდაციების დაცვა:

გაუწყლოების აღმოფხვრა (დიარეის დროს სითხის დანაკარგის კომპენსირების მიზნით ბავშვებმა უნდა მიიღონ სითხის დიდი რაოდენობა შაქრის შემცველი ან მის გარეშე სასმელების სახით (დღეში მისაღები სითხის საშუალო რაოდენობა 2 ლიტრს შეადგენს));

საკვების მიღება (დიარეის დროს საკვების მიღება უნდა გაგრძელდეს);

  • რაციონიდან ამოღებული უნდა იქნას უმი ბოსტნეული, ხილი, მწვანე ბოსტნეული, მვავე საკვები, გაყინული პროდუქტები და ცივი სასმელები;
  • უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბრინჯს და ხორცს.

კვების რაციონიდან რძისა და რძის პროდუქტების ამოღება განხილული უნდა იქნას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

დამხმარე ნივთიერებები

დიალინ-М შეიცავს საქაროზას, ამიტომ პაციენტებმა ფრუქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით, გლუკოზა-გალაქტოზას შეწოვის დარღვევით ან საქაროზა-იზომალტაზის უკმარისობით ეს პრეპარატი არ უნდა მიიღონ.

დიალინ-М შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს, რომელსაც შეუძლია ალერგიული რეაქციების (შესაძლებელია დაგვიანებული) გამოწვევა.

დიალინ-М შეიცავს უმნიშვნელო რაოდენობით ეთანოლს (100 მგ-ზე ნაკლები დოზაში), ამიტომ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში ღვიძლის დაავადებებით, ეპილეფსიით, პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ ალკოჰოლიზმი, ასევე ქალებში ორსულობის პერიოდში.

დიალინ-М შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23მგ) ნატრიუმს დოზაში, ე.ი. პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.

შეუთავსებლობა

მონაცემები არ არსებობს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეობები

რეკომენდებული არ არის გამოყენება იმ პრეპარატებთან, რომლებით თრგუნავენ ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციას, ან პრეპარატებთან, რომლებიც იწვევენ დისულფირამის მსგავსი რეაქციის განვითარებას.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

მონაცემები ორსულობის პერიოდში ნიფუროქსაზიდის გამოყენების შესახებ შეზღუდულია. მონაცემები ცხოველებში რეპროდუქციული ტოქსიურობის კვლევების შესახებ შეზღუდულია. ამიტომ, დიალინ-М-ს გამოყენება არ არის რეკომენდებული ქალებში ორსულობის პერიოდში, ასევე რეპროდუქციული ასაკის ქალებში, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეფციის ეფექტურ მეთოდებს.

ლაქტაცია

უცნობია, გამოიყოფა თუ არა ნიფუროქსაზიდი ან მისი მეტაბოლიტები დედის რძესთან ერთად ადამიანში. ვინაიდან პრეპარატს დაბალი ბიოშეღწევადობა გააჩნია (საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან შეიწოვება შეყვანილი დოზის დაახლოებით 10-20%) მისი კონეცნტრაცია დედის რძეში, სავარაუდოდ, დაბალი იქნება. თუმცა, არ შეიძლება გამოირიცხოს ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვების მიკროფლორაზე ზეგავლენა. პრეპარატის გამოყენების კლინიკური გამოცდილების არქონის გამო, დიალინ-М-ს გამოყენება არ არის რეკომენდებული ლაქტაციის პერიოდში.

ფერტილობა

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევების მონაცემები პრეპარატის ფერტილობაზე ზეგავლენის შესახებ შეზღუდულია.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

მონაცემები არ არსებობს.

არასასურველი რეაქციები

არასასურველი რეაქციები ქვევით ჩამოთვლილია MedDRA სისტემურ-ორგანული კლასების შესაბამისად. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნარიად: ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირი (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათი (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათი (< 1/10000); სიხშირე უცნობია (ვერ ფასდება არსებული მონაცემებით).

იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ალერგიული რეაქციები, მათ შორის გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი.

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: აღწერილია გრანულოციტოპენიის ერთი შემთხვევა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ნიფუროქსაზიდის მიმართ ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს ტკივილი მუცელში, ღებინება და დიარეის გამწვავება. უმნიშვნელო ინტენსივობის მსგავსი სიმპტომების გამოვლინებისას სპეცილაური თერაპიის ჩატარება ან ნიფუროქსაზიდის გამოყენების შეწყვეტა საჭირო არ არის. ზემოჩამოთვლილი უმნიშვნელო ინტენსივობის სიმპტომების განვითარებისას სამკურნალო პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს. შემდგომში პაციენტმა უნდა მიიღოს ნიტროფურანის წარმოებულები.

კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: იშვიათად - კანის რეაქციები კანზე გამონაყარის სახით. აღწერილია პუსტულოზის ერთი შემთხვევა ხანდაზმულ ადამიანში და კვანძისებრი მუნის ერთი შემთხვევა ნიფუროქსაზიდის მიმართ კონტაქტური ალერგიის შედეგად.

საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება

სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება. თუ პრეპარატის მიმართ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზულ გვერდითი მოვლენები, ან გამოვლინდა ახალი არასასურველი რეაქციები, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ნაწილში, გთხოვთ, აცნობოთ ფარმაკოუსაფრთხოების ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

ჭარბი დოზის შემთხვევაში რეკომენდებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან პრეპარატის გამოყოფის ღონისძიებების ჩატარება. საჭიროებისას უნდა ჩატარდეს სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნაწლავების ინფექციების სამკურნალოდ გამოსაყენებელი სხვა ანტიმიკრობული საშუალებები. ათქ კოდი: A07AX03.

ნიფუროქსაზიდი - ნიტროფურანის წარმოებული, წარმოადგენს ნაწლავის ადგილობრივ ეფექტურ ანტისეპტიურს. რეკომენდებული დოზების გამოყენებისას არ იწვევს სისტემურ და ტოქსიურ ეფექტებს.

ნიფუროქსაზიდი ეფექტურია in vitro მიკროორგანიზმების მიმართ, რომლებიც ხშირად იწვევენ ნაწლავების ინფექციებს, განსაკუთრებით E. coli.

ნიფუროქსაზიდი არ მოქმედებს ნაწლავის საპროფიტურ მიკროფლორაზე.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

პრეპარატი ნაწილობრივ (შეყვანილი დოზის 10-20%) შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში პერორალურად მიღების შემდეგ და უმნიშვნელოდ მეტაბოლიზდება, ამ დროს სისხლში მოცირკულარე ძირითადი ნივთიერებები, მეტაბოლიტებს წარმოადგენენ.

განაწილება

პრეპარატის განაწილების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

გამოყოფა

პრეპარატის შეყვანილი დოზის 20% გამოიყოფა ნაწლავიდან, პრეპარატის დარჩენილი ნაწილი ბიოტრანსფორმირებას ექვემდებარება.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

პრეპარატის ფარმაკოკინეტიკა არ განსხვავდება ხანდაზმულ პაციენტებში, ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში.

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები შენახვისას

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

შიგნით მისაღები სუსპენზიის 60 მლ ყვითელი შუშის ფლაკონში ხრახნიანი პლასტმასის თავსახურით.

1 ფლაკონი საზომ ჭიქასთან და სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

სპეციალური სიფრთხილის ზომები უტილიზაციისა და სხვა სამუშაოებისთვის

ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტის ან ნარჩენების უტილიზაცია უნდა მოხდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი

(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. № 50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბოლი)

“WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.”, TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა