პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

დევამოქსი 1გ ტაბლეტი

Devamox® 1g Tablet

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

დევამოქსი არის ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება ბაქტერიების სახელით ცნობილი მიკროორგანიზმებით გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ. ამოქსიცილინი კლავს ბაქტერიებს მათი უჯრედის კედლების რღვევით. დევამოქსის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 1 გ ამოქსიცილინს. ამოქსიცილინის ტრიჰიდრატი იწარმოება ძროხის, ცხვრის ან თხის რძისგან. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ამოქსიცილინი (amoxicillin)
ფორმა და შეფუთვა
1გ ტაბლეტი №16
მწარმოებელი
Deva Holding A.Ş., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, პენიცილინები მოქმედების ფართო სპექტრით
ATC კოდი
J01CA04
რეგისტრაციის ნომერი
რ-044644
რეგისტრირებულია
22 იანვარი 2026, მოქმედებს 22 იანვარი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ნიუ ჯორჯია - 555“
ურთიერთქმედების შემოწმებადევამოქსი 1გ ტაბლეტი და სხვა წამალი ერთად

დევამოქსი 1გ ტაბლეტი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დევამოქსი არის ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება ბაქტერიების სახელით ცნობილი მიკროორგანიზმებით გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ. ამოქსიცილინი კლავს ბაქტერიებს მათი უჯრედის კედლების რღვევით.

დევამოქსის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 1 გ ამოქსიცილინს. ამოქსიცილინის ტრიჰიდრატი იწარმოება ძროხის, ცხვრის ან თხის რძისგან. დევამოქსი წარმოადგენს თეთრ, თითქმის თეთრ, ოდნავ მოხრილ ტაბლეტს ცალ მხარეს წარწერით „DMS-1000“ დამეორე მხარეს გამყოფი ზოლით. თითოეული შეფუთვა შეიცავს 16 ტაბლეტს.

დევამოქსი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული შემდეგი სხვადასხვა ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ:

მწვავე ბაქტერიული სინუსიტი (თავის ქალას ძვლების ღრუებში არსებული ბაქტერიებით

გამოწვეული ანთება)

შუა ყურის ინფექცია

მწვავე სტრეპტოკოკური ნუშურა ჯირკვლების ანთება და ფარინგიტი (ნუშურა ჯირკვლებისა

და ხახის ანთება, გამოწვეული ბაქტერიით)

არაჰოსპიტალური პნევმონია

შარდის ბუშტის ანთება

საშარდე სისტემის ინფექციები ორსულობის დროს

თირკმლის ინფექცია

მუცლის ტიფი და მუცლის ტიფის მსგავსი ცხელება

კბილის აბსცესი გავრცელებულ ცელულიტთან ერთად (კბილებთან და ღრძილებთან

დაკავშირებული ინფექციები)

პროთეზული სახსრების ინფექციები (პროთეზთან დაკავშირებული სახსრების ინფექციები)

Helicobacter pylori-ის აღმოფხვრა (მკურნალობა, რომელიც მიზნად ისახავს

მიკროორგანიზმის აღმოფხვრას, რომელიც, სავარაუდოდ, კუჭის წყლულის გამომწვევად ითვლება) პეპტიური (თორმეტგოჯა ნაწლავის და კუჭის) წყლულოვანი დაავადების დროს

ლაიმის დაავადება, რომელიც გადადის სისხლისმწოველი არსებებით, როგორიცაა ტკიპები,

კოღოები, ცხენის ბუზები, ტილები, ასევე კატები და ძაღლები

მიღების წესი და დოზირება

სწორი გამოყენებისა და დოზის/მიღების სიხშირის ინსტრუქცია:

მიღების გზა და მეთოდი:

დევამოქსის მიღება ხდება პერორალურად.

ტაბლეტები გადაყლაპეთ ერთ ჭიქა წყალთან ერთად დაღეჭვის გარეშე.

ტაბლეტები მიიღეთ რეგულარული ინტერვალებით და დღის ერთსა და იმავე დროს.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები

გამოყენება 40 კილოგრამზე ნაკლები წონის ბავშვებში:

ყველა დოზა გამოითვლება ბავშვის სხეულის მასის მიხედვით კილოგრამებში.

ექიმი გეტყვით, რამდენი დევამოქსი უნდა მისცეთ თქვენს ბავშვს.

ჩვეულებრივი დოზაა 40 მგ-დან 90 მგ-მდე სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე დღეში,

გაყოფილი ორ ან სამ დოზად.

მაქსიმალური დოზაა 100 მგ სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე დღეში.

ზრდასრულები, ხანდაზმული პაციენტები და 40 კგ ან მეტი წონის ბავშვები:

დევამოქსის ჩვეულებრივი დოზაა 250 მგ-დან 500 მგ-მდე დღეში სამჯერ ან 750 მგ-დან 1000 მგ-მდე ყოველ 12 საათში, ინფექციის სიმძიმისა და ტიპის მიხედვით.

მძიმე ინფექციები: 750 მგ-დან 1000 მგ-მდე დღეში სამჯერ.

საშარდე გზების ინფექცია: 3000 მგ დღეში ორჯერ, ერთი დღის განმავლობაში.

ლაიმის დაავადება (ტკიპების სახელწოდებით ცნობილი პარაზიტებით გადამდები ინფექცია):

ადრეული სტადია: 4000 მგ დღეში, გვიანი სტადია (სისტემური დაზიანება): 6000 მგ-მდე დღეში.

კუჭის წყლული: კუჭის წყლულის სამკურნალოდ, სხვა ანტიბიოტიკებთან და

მედიკამენტებთან ერთად, ერთი 750 მგ ან ერთი 1000 მგ დოზა დღეში ორჯერ, 7 დღის განმავლობაში.

გულის ინფექციის პრევენცია ოპერაციის დროს: დოზირება განსხვავდება ოპერაციის ტიპის

მიხედვით. შეიძლება სხვა მედიკამენტების მიღებაც. თქვენი ექიმი, ფარმაცევტი ან ექთანი მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას.

რეკომენდებული მაქსიმალური დოზაა 6000 მგ დღეში.

უკუჩვენებები

გაქვთ ალერგია ამოქსიცილინზე ან დევამოქსის რომელიმე დამხმარე ნივთიერებაზე, ან

პენიცილინის ნებისმიერ წარმოებულზე.

  • ოდესმე გქონიათ ალერგიული რეაქცია რომელიმე ანტიბიოტიკზე. ეს შეიძლება მოიცავდეს

კანზე გამონაყარს ან სახის ან ყელის შეშუპებას.

მეთოტრექსატი (გამოიყენება კიბოს და მძიმე ფსორიაზის სამკურნალოდ); პენიცილინებმა

შეიძლება შეამცირონ მეთოტრექსატის ექსკრეცია, რაც იწვევს გვერდითი მოვლენების პოტენციურ ზრდას.

პრობენეციდი (გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ); პრობენეციდის ერთდროულმა

გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ამოქსიცილინის გამოყოფა და არ არის რეკომენდებული.

თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე პირობა, დევამოქსის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

თუ დაგეგმილი გაქვთ შემდეგი ტესტებიდან რომელიმე, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, რომ იღებთ დევამოქსის პრეპარატს. ეს იმიტომ, რომ დევამოქსმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ ტესტების შედეგებზე.

შარდში გლუკოზის ტესტირება ან სისხლის ანალიზები ღვიძლის ფუნქციის შესამოწმებლად

ესტრადიოლის ტესტირება (გამოიყენება ორსულობის დროს ბავშვის ნორმალური

განვითარების შესამოწმებლად)

თუ ეს გაფრთხილებები თქვენ გეხებათ, ან გეხებოდათ თუნდაც წარსულში, მიმართეთ ექიმს.

დევამოქსის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად.

დევამოქსის მიღება შესაძლებელია როგორც უზმოზე, ასევე სავსე კუჭზე.

სიფრთხილის ზომები

ალერგიული რეაქციები:

ალერგიული რეაქციების ფონზე განვითარებული ტკივილი გულმკერდის არეში, რაც შეიძლება ალერგიით გამოწვეული გულის ინფარქტის (კუნისის სინდრომი) სიმპტომი იყოს.

მედიკამენტური ენტეროკოლიტის სინდრომი (DIES):

წამლით გამოწვეული ენტეროკოლიტის სინდრომი (DIES) ძირითადად აღწერილია ბავშვებში, რომლებიც ამოქსიცილინს იღებდნენ. ეს არის ალერგიული რეაქციის გარკვეული სახეობა, რომლის წამყვანი სიმპტომია განმეორებითი ღებინება (პრეპარატის მიღებიდან 1-4 საათის შემდეგ). სხვა სიმპტომებია მუცლის ტკივილი, ლეთარგია (მუდმივი ძილიანობა), დიარეა და დაბალი არტერიული წნევა.

კრისტალები შარდში, რაც თირკმლის მწვავე დაზიანებას იწვევს

გამონაყარი ცენტრში ქერქით ან ბუშტუკებით, რომლებიც მარგალიტისებრ წრეებად არის

განლაგებული (ხაზოვანი IgA დაავადება)

ტვინისა და ზურგის ტვინის გარშემო არსებული მემბრანების ანთება (ასეპტიკური მენინგიტი)

ეს ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატის გამოყენების დროს ან მკურნალობის დასრულებიდან რამდენიმე კვირაში.

ყველა ეს სერიოზული გვერდითი მოვლენაა. თუ რომელიმე მათგანს გამოავლენთ, შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა უკიდურესად იშვიათია.

თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგ სიმპტომს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:

ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს ნაკლებად სერიოზული კანის რეაქციები, როგორიცაა:

მსუბუქი გამონაყარი ქავილის თანხლებით (მრგვალი, ვარდისფერ-წითელი ლაქები), ჭინჭრის

ციების მსგავსი ამობურცულობები წინამხრებზე, ფეხებზე, ხელისგულებზე, ხელებზე ან ტერფებზე. ეს გვერდითი ეფექტები არ არის ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 ადამიანში).

ყველა ეს სერიოზული გვერდითი მოვლენაა. შესაძლოა საჭირო გახდეს დაუყოვნებლივი სამედიცინო დახმარება.

თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, მიმართეთ ექიმს

ხშირი:

გამონაყარი

გულისრევა

დიარეა

არც ისე ხშირი:

ღებინება

ძალიან იშვიათი

კანდიდოზი (საშოს, პირის ღრუს ან კანის ნაკეცების სოკოვანი ინფექცია). ამ პრობლემის

მოგვარება შეგიძლიათ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თირკმლის პრობლემები

კრუნჩხვები (კონვულსიები), რომლებიც შეინიშნება მაღალი დოზების მიღებისას ან

თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტებში

თავბრუსხვევა

ჰიპერაქტიურობა

შარდში კრისტალები, რაც იწვევს თირკმლის მწვავე დაზიანებას, რაც შეიძლება გამოვლინდეს

შარდის შემღვრევით, ან შარდვის გაძნელებით ან დისკომფორტით. ამ სიმპტომების განვითარების ალბათობის შესამცირებლად, დარწმუნდით, რომ იღებთ ბევრ სითხეს.

ენა შეიძლება გაყვითლდეს, გაყავისფრდეს ან გაშავდეს და მიიღოს თმიანი იერი.

სისხლის წითელი უჯრედების ჭარბი დესტრუქცია (ანემიის ერთ-ერთი სახეობა).

სისხლის წითელი უჯრედების ჭარბი დაშლა (ეს ანემიის ერთ-ერთი სახეობაა). სიმპტომები:

დაღლილობა, თავის ტკივილი, ქოშინი, თავბრუსხვევა, კანისა და თვალის თეთრი გარსის სიფერმკრთალე და გაყვითლება

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება

სისხლის შედედებაში ჩართული უჯრედების დაბალი რაოდენობა

შესაძლებელია მოიმატოს სისხლის შედედების დრომ. ამის შემჩნევა შესაძლებელია

ცხვირიდან სისხლდენის ან ჭრილობის დროს.

ტვინის დამცავი მემბრანის ანთება (ასეპტიკური მენინგიტი).

გრიპის მსგავსი სიმპტომები გამონაყარით, ცხელებით, ნუშურა ჯირკვლების შეშუპებით და

სისხლის ანალიზის პათოლოგიური შედეგებით (მათ შორის ლეიკოციტების (ეოზინოფილია) და ღვიძლის ფერმენტების მომატებით) (ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით გამოწვეული წამლისმიერი რეაქცია (DRESS)).

ეს დევამოქსის მსუბუქი გვერდითი მოვლენებია.

თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის დროს დევამოქსის ტაბლეტები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ექიმის მიერ დადგენილი აუცილებლობის შემთხვევაში.

დევამოქსი შეიძლება შეამციროს ესტროგენის შემცველი ჩასახვის საწინააღმდეგო აბების ეფექტურობა. ამ მედიკამენტის მიღებისას შეიძლება დაგჭირდეთ კონტრაცეფციის სხვა ეფექტური მეთოდის გამოყენება, ექიმის რეკომენდაციით.

თუ მკურნალობის დროს გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში და შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ჰიპერმგრძნობელობა. არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება ძუძუთი კვების დროს ექიმის დანიშნულების გარეშე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

დევამოქსმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენების განვითარება, ხოლო სიმპტომებმა (როგორიცაა ალერგიული რეაქციები, თავბრუსხვევა და კრუნჩხვები) შეიძლება გამოიწვიოს ავტომობილის მართვის უუნარობა.

თუ თავს ცუდად გრძნობთ, არ მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ მექანიზმებთან.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დევამოქსის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

თუ თქვენ არ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა დევამოქსის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტების მიმართ, ნორმალური დოზების გამოყენებისას ამ ინგრედიენტებთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები არ არის მოსალოდნელი.

სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება

თუ დევამოქსის პარალელურად იღებთ ალოპურინოლს (გამოიყენება პოდაგრის

სამკურნალოდ), შესაძლოა ალერგიული რეაქციების განვითარების მომატებული რისკი გქონდეთ.

თუ იღებთ პრობენეციდს (გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ), ექიმმა შეიძლება

გადაწყვიტოს დევამოქსის დოზის კორექტირება.

თუ იღებთ სისხლის შედედების საწინააღმდეგო მედიკამენტებს (მაგალითად, ვარფარინი),

შესაძლოა დაგჭირდეთ დამატებითი სისხლის ანალიზები.

თუ იღებთ სხვა ანტიბიოტიკებს (მაგალითად, ტეტრაციკლინს), დევამოქსის ეფექტურობა

შეიძლება შემცირდეს.

თუ იღებთ მეთოტრექსატს (გამოიყენება კიბოს და მძიმე ფსორიაზის სამკურნალოდ),

დევამოქსის გვერდითი მოვლენები შეიძლება გაიზარდოს.

გარდა ამისა, დევამოქსის პარალელურად შესაძლოა არასწორად იმოქმედოს ზოგიერთი

ლაბორატორიული ანალიზის შედეგებზე (მაგალითად, შარდში შაქრის შემცველობის გაზომვაზე, სისხლში ესტროგენის და ა.შ. დონეზე).

თუ ამჟამად იღებთ ან ბოლო დროს იყენებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, დევამოქსმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა მისი ინგრედიენტების მიმართ. ამ მედიკამენტის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები.

გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია შემდეგ კატეგორიებში.

ძალიან ხშირად: შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს.

ხშირად: შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტს.

არც ისე ხშირად: შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტს.

იშვიათად: შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს.

ძალიან იშვიათად: შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს.

უცნობია: არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია.

თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი გამოვლინდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ დევამოქსის გამოყენება და დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:

ალერგიული რეაქციები: სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს კანის ქავილს, გამონაყარს, სახის,

ტუჩების, ენის ან სხეულის შეშუპებას ან სუნთქვის გაძნელებას. ეს მდგომარეობა შეიძლება იყოს სერიოზული და იშვიათ შემთხვევებში, გამოიწვიოს სიკვდილი.

გამონაყარი ან პატარა, ბრტყელი, მრგვალი ლაქები კანქვეშ, რომლებიც წერტილოვან

წერტილებს ან სილურჯეებს წააგავს. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლძარღვების კედლების ანთებით, რაც ალერგიული რეაქციის შედეგია. შეიძლება თან ახლდეს სახსრების ტკივილი (ართრიტი) და თირკმლის პრობლემები.

შესაძლოა განვითარდეს დაგვიანებული ალერგიული რეაქცია, როგორც წესი, დევამოქსის

მიღებიდან 7-12 დღის შემდეგ. სიმპტომებია: გამონაყარი, ცხელება, სახსრების ტკივილი და ლიმფური კვანძების შეშუპება, განსაკუთრებით იღლიის არეში.

ქავილი, მოწითალო-იისფერი ლაქები, განსაკუთრებით ხელისგულებსა და ფეხის ტერფებზე,

კანზე ამობურცული, შეშუპებული ადგილები, რომლებიც ჭინჭრის ციებას წააგავს, პირის ღრუს, თვალებისა და სასქესო ორგანოების მტკივნეულობა, ცხელება და დაღლილობა, ასევე კანის რეაქცია, რომელსაც „მულტიფორმული ერითემა“ ეწოდება.

კანის სხვა სერიოზული რეაქციები: კანის ფერის შეცვლა, კანქვეშა შეშუპება, ბუშტუკები,

ჩირქით სავსე ამობურცულობები, კანის აქერცვლა, სიწითლე, ტკივილი, ქავილი, აქერცვლა. ამ რეაქციებს ასევე შეიძლება თან ახლდეს სიცხე, თავის ტკივილი და სხეულის ტკივილი.

გრიპის მსგავსი სიმპტომები გამონაყარით, ცხელებით, ჯირკვლების შეშუპებით და სისხლის

ანალიზის პათოლოგიური შედეგებით (მათ შორის ლეიკოციტების (ეოზინოფილია) და ღვიძლის ფერმენტების მომატებით) [ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით გამოწვეული წამლისმიერი რეაქცია (დრესს სინდრომი)].

ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სიცხე, შემცივნება, ყელის ტკივილი ან ინფექციის სხვა

ნიშნები, ან კანის ადვილად დალურჯება, შეიძლება მიუთითებდეს სისხლის უჯრედების პრობლემაზე.

იარიშ ჰერქსჰაიმერის რეაქცია, რომელიც ხასიათდება ცხელებით, შემცივნებით, თავის

ტკივილით, კუნთების ტკივილით და კანზე გამონაყარით, რომელიც ვითარდება დევამოქსის ლაიმის დაავადების (ტკიპებით გავრცელებული ინფექცია) სამკურნალოდ გამოყენებისას.

მსხვილი ნაწლავის ანთება დიარეით (ზოგჯერ სისხლიანი), ტკივილითა და ცხელებით.

ღვიძლში შეიძლება სერიოზული გვერდითი მოვლენები განვითარდეს. ეს ეფექტები უფრო

ხშირია ხანგრძლივი მკურნალობის მიმღებ პირებში, მამაკაცებსა და ხანდაზმულებში.

თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგ სიმპტომს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს:

ძლიერი დიარეა სისხლდენით

ბუშტუკები, სიწითლე ან სისხლჩაქცევები კანზე

მუქი შარდი ან ღია ფერის განავალი

კანის ან თვალის თეთრი გარსის გაყვითლება (სიყვითლე)

ასევე, გთხოვთ, წაიკითხოთ ქვემოთ მოცემული გაფრთხილება ანემიის შესახებ. მან ასევე შეიძლება გამოიწვიოს სიყვითლე.

შენახვის პირობები

დევამოქსი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში.

ინახება 25°C-მდე ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

არ მიიღოთ დევამოქსი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ მიიღოთ დევამოქსი, თუ შეამჩნევთ პროდუქტის და/ან მისი შეფუთვის დაზიანებას.

არ გადაყაროთ მედიკამენტები ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ გამოუყენებელი მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

სავაჭრო ავტორიცაზიის მფლობელი:

შპს დევა ჰოლდინგი

კიუჩუკჩექმეჯე - სტამბოლი

ტელ: +90 212 692 92 92

ფაქსი: +90 212 697 00 24

ელ. ფოსტა: [email protected]

წარმოების ადგილი:

შპს დევა ჰოლდინგი

კაპაკლი - თექირდაგი

ეს შეფუთვის ჩანართი დამტკიცდა 25/03/2024.

თარგმანი შეესაბამება ორიგინალს. მთარგმნელი:

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

ფურცელ-ჩანართი

დევამოქსი 1გ ტაბლეტი

პერორალურად მისაღები

აქტიური ნივთიერება: თითოეული ტაბლეტი შეიცავს ამოქსიცილინის ტრიჰიდრატს

(მიღებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრის ან თხის რძისგან), რაც 1 გ ამოქსიცილინის ექვივალენტურია.

დამხმარე ნივთიერებები: კროსპოვიდონი, პიტნის არომატიზატორი, ნატრიუმის ციკლამატი, ნატრიუმის საქარინი, მაგნიუმის სტეარატი.

ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გაეცანით შეფუთვის ჩანართს, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა, ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს მედიკამენტი მხოლოდ თქვენთვისაა დანიშნული. არ გადასცეთ ის სხვებს.

ამ მედიკამენტის მიღებისას, ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას აცნობეთ თქვენს ექიმს რომ იღებთ ამ მედიკამენტს.

ზუსტად დაიცავით ამ ფურცელ-ჩანართში მითითებული წესები. არ მიიღოთ თქვენთვის რეკომენდებული დოზისგან განსხვავებული არც უფრო მაღალი და არც უფრო დაბალი დოზა.

ფურცელ-ჩანართის შინაარსი:

  • რა არის დევამოქსი და რისთვის გამოიყენება იგი
  • რა უნდა იცოდეთ დევამოქსის მიღებამდე
  • დევამოქსის მიღების წესი
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • როგორ შევინახოთ დევამოქსი

სათაურები შეტანილია.

რა არის დევამოქსი და რისთვის გამოიყენება იგი

დევამოქსი არის ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება ბაქტერიების სახელით ცნობილი მიკროორგანიზმებით გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ. ამოქსიცილინი კლავს ბაქტერიებს მათი უჯრედის კედლების რღვევით.

დევამოქსის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 1 გ ამოქსიცილინს. ამოქსიცილინის ტრიჰიდრატი იწარმოება ძროხის, ცხვრის ან თხის რძისგან. დევამოქსი წარმოადგენს თეთრ, თითქმის თეთრ, ოდნავ მოხრილ ტაბლეტს ცალ მხარეს წარწერით „DMS-1000“ დამეორე მხარეს გამყოფი ზოლით. თითოეული შეფუთვა შეიცავს 16 ტაბლეტს.

დევამოქსი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული შემდეგი სხვადასხვა ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ:

მწვავე ბაქტერიული სინუსიტი (თავის ქალას ძვლების ღრუებში არსებული ბაქტერიებით

გამოწვეული ანთება)

შუა ყურის ინფექცია

მწვავე სტრეპტოკოკური ნუშურა ჯირკვლების ანთება და ფარინგიტი (ნუშურა ჯირკვლებისა

და ხახის ანთება, გამოწვეული ბაქტერიით)

არაჰოსპიტალური პნევმონია

შარდის ბუშტის ანთება

საშარდე სისტემის ინფექციები ორსულობის დროს

თირკმლის ინფექცია

მუცლის ტიფი და მუცლის ტიფის მსგავსი ცხელება

კბილის აბსცესი გავრცელებულ ცელულიტთან ერთად (კბილებთან და ღრძილებთან

დაკავშირებული ინფექციები)

პროთეზული სახსრების ინფექციები (პროთეზთან დაკავშირებული სახსრების ინფექციები)

Helicobacter pylori-ის აღმოფხვრა (მკურნალობა, რომელიც მიზნად ისახავს

მიკროორგანიზმის აღმოფხვრას, რომელიც, სავარაუდოდ, კუჭის წყლულის გამომწვევად ითვლება) პეპტიური (თორმეტგოჯა ნაწლავის და კუჭის) წყლულოვანი დაავადების დროს

ლაიმის დაავადება, რომელიც გადადის სისხლისმწოველი არსებებით, როგორიცაა ტკიპები,

კოღოები, ცხენის ბუზები, ტილები, ასევე კატები და ძაღლები

რა უნდა იცოდეთ დევამოქსის მიღებამდე

პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკებით, მათ შორის დევამოქსით მკურნალობისას, აღწერილია სერიოზული და ზოგჯერ ფატალური ჰიპერმგრძნობელობის (ალერგიის) რეაქციები. ეს რეაქციები უფრო ხშირია იმ პირებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ პენიცილინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა და/ან მრავალი ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. თუ მკურნალობის დროს ალერგიული რეაქცია განვითარდა, პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა.

არ მიიღოთ დევამოქსი შემდეგ შემთხვევებში, თუ:

გაქვთ ალერგია ამოქსიცილინზე ან დევამოქსის რომელიმე დამხმარე ნივთიერებაზე, ან

პენიცილინის ნებისმიერ წარმოებულზე.

  • ოდესმე გქონიათ ალერგიული რეაქცია რომელიმე ანტიბიოტიკზე. ეს შეიძლება მოიცავდეს

კანზე გამონაყარს ან სახის ან ყელის შეშუპებას.

მეთოტრექსატი (გამოიყენება კიბოს და მძიმე ფსორიაზის სამკურნალოდ); პენიცილინებმა

შეიძლება შეამცირონ მეთოტრექსატის ექსკრეცია, რაც იწვევს გვერდითი მოვლენების პოტენციურ ზრდას.

პრობენეციდი (გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ); პრობენეციდის ერთდროულმა

გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ამოქსიცილინის გამოყოფა და არ არის რეკომენდებული.

თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე პირობა, დევამოქსის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

თუ დაგეგმილი გაქვთ შემდეგი ტესტებიდან რომელიმე, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, რომ იღებთ დევამოქსის პრეპარატს. ეს იმიტომ, რომ დევამოქსმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ ტესტების შედეგებზე.

შარდში გლუკოზის ტესტირება ან სისხლის ანალიზები ღვიძლის ფუნქციის შესამოწმებლად

ესტრადიოლის ტესტირება (გამოიყენება ორსულობის დროს ბავშვის ნორმალური

განვითარების შესამოწმებლად)

თუ ეს გაფრთხილებები თქვენ გეხებათ, ან გეხებოდათ თუნდაც წარსულში, მიმართეთ ექიმს.

დევამოქსის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად.

დევამოქსის მიღება შესაძლებელია როგორც უზმოზე, ასევე სავსე კუჭზე.

ორსულობა

ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის დროს დევამოქსის ტაბლეტები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ექიმის მიერ დადგენილი აუცილებლობის შემთხვევაში.

დევამოქსი შეიძლება შეამციროს ესტროგენის შემცველი ჩასახვის საწინააღმდეგო აბების ეფექტურობა. ამ მედიკამენტის მიღებისას შეიძლება დაგჭირდეთ კონტრაცეფციის სხვა ეფექტური მეთოდის გამოყენება, ექიმის რეკომენდაციით.

თუ მკურნალობის დროს გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში და შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ჰიპერმგრძნობელობა. არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება ძუძუთი კვების დროს ექიმის დანიშნულების გარეშე.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვა

დევამოქსმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენების განვითარება, ხოლო სიმპტომებმა (როგორიცაა ალერგიული რეაქციები, თავბრუსხვევა და კრუნჩხვები) შეიძლება გამოიწვიოს ავტომობილის მართვის უუნარობა.

თუ თავს ცუდად გრძნობთ, არ მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ მექანიზმებთან.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დევამოქსის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

თუ თქვენ არ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა დევამოქსის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტების მიმართ, ნორმალური დოზების გამოყენებისას ამ ინგრედიენტებთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები არ არის მოსალოდნელი.

სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება

თუ დევამოქსის პარალელურად იღებთ ალოპურინოლს (გამოიყენება პოდაგრის

სამკურნალოდ), შესაძლოა ალერგიული რეაქციების განვითარების მომატებული რისკი გქონდეთ.

თუ იღებთ პრობენეციდს (გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ), ექიმმა შეიძლება

გადაწყვიტოს დევამოქსის დოზის კორექტირება.

თუ იღებთ სისხლის შედედების საწინააღმდეგო მედიკამენტებს (მაგალითად, ვარფარინი),

შესაძლოა დაგჭირდეთ დამატებითი სისხლის ანალიზები.

თუ იღებთ სხვა ანტიბიოტიკებს (მაგალითად, ტეტრაციკლინს), დევამოქსის ეფექტურობა

შეიძლება შემცირდეს.

თუ იღებთ მეთოტრექსატს (გამოიყენება კიბოს და მძიმე ფსორიაზის სამკურნალოდ),

დევამოქსის გვერდითი მოვლენები შეიძლება გაიზარდოს.

გარდა ამისა, დევამოქსის პარალელურად შესაძლოა არასწორად იმოქმედოს ზოგიერთი

ლაბორატორიული ანალიზის შედეგებზე (მაგალითად, შარდში შაქრის შემცველობის გაზომვაზე, სისხლში ესტროგენის და ა.შ. დონეზე).

თუ ამჟამად იღებთ ან ბოლო დროს იყენებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

დემოქსიფის მიღების წესი

სწორი გამოყენებისა და დოზის/მიღების სიხშირის ინსტრუქცია:

მიღების გზა და მეთოდი:

დევამოქსის მიღება ხდება პერორალურად.

ტაბლეტები გადაყლაპეთ ერთ ჭიქა წყალთან ერთად დაღეჭვის გარეშე.

ტაბლეტები მიიღეთ რეგულარული ინტერვალებით და დღის ერთსა და იმავე დროს.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები

გამოყენება 40 კილოგრამზე ნაკლები წონის ბავშვებში:

ყველა დოზა გამოითვლება ბავშვის სხეულის მასის მიხედვით კილოგრამებში.

ექიმი გეტყვით, რამდენი დევამოქსი უნდა მისცეთ თქვენს ბავშვს.

ჩვეულებრივი დოზაა 40 მგ-დან 90 მგ-მდე სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე დღეში,

გაყოფილი ორ ან სამ დოზად.

მაქსიმალური დოზაა 100 მგ სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე დღეში.

ზრდასრულები, ხანდაზმული პაციენტები და 40 კგ ან მეტი წონის ბავშვები:

დევამოქსის ჩვეულებრივი დოზაა 250 მგ-დან 500 მგ-მდე დღეში სამჯერ ან 750 მგ-დან 1000 მგ-მდე ყოველ 12 საათში, ინფექციის სიმძიმისა და ტიპის მიხედვით.

მძიმე ინფექციები: 750 მგ-დან 1000 მგ-მდე დღეში სამჯერ.

საშარდე გზების ინფექცია: 3000 მგ დღეში ორჯერ, ერთი დღის განმავლობაში.

ლაიმის დაავადება (ტკიპების სახელწოდებით ცნობილი პარაზიტებით გადამდები ინფექცია):

ადრეული სტადია: 4000 მგ დღეში, გვიანი სტადია (სისტემური დაზიანება): 6000 მგ-მდე დღეში.

კუჭის წყლული: კუჭის წყლულის სამკურნალოდ, სხვა ანტიბიოტიკებთან და

მედიკამენტებთან ერთად, ერთი 750 მგ ან ერთი 1000 მგ დოზა დღეში ორჯერ, 7 დღის განმავლობაში.

გულის ინფექციის პრევენცია ოპერაციის დროს: დოზირება განსხვავდება ოპერაციის ტიპის

მიხედვით. შეიძლება სხვა მედიკამენტების მიღებაც. თქვენი ექიმი, ფარმაცევტი ან ექთანი მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას.

რეკომენდებული მაქსიმალური დოზაა 6000 მგ დღეში.

გამოყენების განსაკუთრებული პირობები:

თირკმლის უკმარისობა:

ექიმმა შეიძლება შეამციროს დღიური დოზა თირკმლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში.

ღვიძლის უკმარისობა:

ამ მხრივ დოზის კორექციის საჭიროება არ დაფიქსირებულა.

თუ ფიქრობთ, რომ დევამოქსის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი დევამოქსი:

თუ მიიღეთ დევამოქსის საჭიროზე მეტი დოზა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

წამლით გამოწვეული ინტერსტიციული ნეფრიტი (წამლით გამოწვეული თირკმლის ანთება) დაფიქსირდა პაციენტების ძალიან მცირე რაოდენობაში მაღალი დოზების გამოყენებისას. ასევე შეიძლება განვითარდეს შარდში კრისტალები (ქვიშის ნალექი) და თირკმლის უკმარისობა.

თქვენი ექიმი დაგინიშნავთ ნებისმიერ საჭირო დამხმარე მკურნალობას.

თუ დაგავიწყდათ დევამოქსის მიღება:

თუ შემდეგი დოზის მიღებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი, მიიღეთ დევამოქსის დოზა, როგორც კი გაგახსენდებათ. შემდეგ მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულ დროს.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის.

დევამოქსით მკურნალობის შეწყვეტის შესაძლო შედეგები:

არ შეწყვიტოთ დევამოქსის მიღება უეცრად, ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ანტიბიოტიკების არასათანადო გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს რეზისტენტული მიკროორგანიზმების განვითარება და ინფექციის სიმპტომების გახანგრძლივება არასაკმარისი მკურნალობის გამო.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, დევამოქსმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა მისი ინგრედიენტების მიმართ. ამ მედიკამენტის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები.

გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია შემდეგ კატეგორიებში.

ძალიან ხშირად: შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს.

ხშირად: შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტს.

არც ისე ხშირად: შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტს.

იშვიათად: შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს.

ძალიან იშვიათად: შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს.

უცნობია: არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია.

თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი გამოვლინდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ დევამოქსის გამოყენება და დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:

ალერგიული რეაქციები: სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს კანის ქავილს, გამონაყარს, სახის,

ტუჩების, ენის ან სხეულის შეშუპებას ან სუნთქვის გაძნელებას. ეს მდგომარეობა შეიძლება იყოს სერიოზული და იშვიათ შემთხვევებში, გამოიწვიოს სიკვდილი.

გამონაყარი ან პატარა, ბრტყელი, მრგვალი ლაქები კანქვეშ, რომლებიც წერტილოვან

წერტილებს ან სილურჯეებს წააგავს. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლძარღვების კედლების ანთებით, რაც ალერგიული რეაქციის შედეგია. შეიძლება თან ახლდეს სახსრების ტკივილი (ართრიტი) და თირკმლის პრობლემები.

შესაძლოა განვითარდეს დაგვიანებული ალერგიული რეაქცია, როგორც წესი, დევამოქსის

მიღებიდან 7-12 დღის შემდეგ. სიმპტომებია: გამონაყარი, ცხელება, სახსრების ტკივილი და ლიმფური კვანძების შეშუპება, განსაკუთრებით იღლიის არეში.

ქავილი, მოწითალო-იისფერი ლაქები, განსაკუთრებით ხელისგულებსა და ფეხის ტერფებზე,

კანზე ამობურცული, შეშუპებული ადგილები, რომლებიც ჭინჭრის ციებას წააგავს, პირის ღრუს, თვალებისა და სასქესო ორგანოების მტკივნეულობა, ცხელება და დაღლილობა, ასევე კანის რეაქცია, რომელსაც „მულტიფორმული ერითემა“ ეწოდება.

კანის სხვა სერიოზული რეაქციები: კანის ფერის შეცვლა, კანქვეშა შეშუპება, ბუშტუკები,

ჩირქით სავსე ამობურცულობები, კანის აქერცვლა, სიწითლე, ტკივილი, ქავილი, აქერცვლა. ამ რეაქციებს ასევე შეიძლება თან ახლდეს სიცხე, თავის ტკივილი და სხეულის ტკივილი.

გრიპის მსგავსი სიმპტომები გამონაყარით, ცხელებით, ჯირკვლების შეშუპებით და სისხლის

ანალიზის პათოლოგიური შედეგებით (მათ შორის ლეიკოციტების (ეოზინოფილია) და ღვიძლის ფერმენტების მომატებით) [ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით გამოწვეული წამლისმიერი რეაქცია (დრესს სინდრომი)].

ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სიცხე, შემცივნება, ყელის ტკივილი ან ინფექციის სხვა

ნიშნები, ან კანის ადვილად დალურჯება, შეიძლება მიუთითებდეს სისხლის უჯრედების პრობლემაზე.

იარიშ ჰერქსჰაიმერის რეაქცია, რომელიც ხასიათდება ცხელებით, შემცივნებით, თავის

ტკივილით, კუნთების ტკივილით და კანზე გამონაყარით, რომელიც ვითარდება დევამოქსის ლაიმის დაავადების (ტკიპებით გავრცელებული ინფექცია) სამკურნალოდ გამოყენებისას.

მსხვილი ნაწლავის ანთება დიარეით (ზოგჯერ სისხლიანი), ტკივილითა და ცხელებით.

ღვიძლში შეიძლება სერიოზული გვერდითი მოვლენები განვითარდეს. ეს ეფექტები უფრო

ხშირია ხანგრძლივი მკურნალობის მიმღებ პირებში, მამაკაცებსა და ხანდაზმულებში.

თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგ სიმპტომს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს:

ძლიერი დიარეა სისხლდენით

ბუშტუკები, სიწითლე ან სისხლჩაქცევები კანზე

მუქი შარდი ან ღია ფერის განავალი

კანის ან თვალის თეთრი გარსის გაყვითლება (სიყვითლე)

ასევე, გთხოვთ, წაიკითხოთ ქვემოთ მოცემული გაფრთხილება ანემიის შესახებ. მან ასევე შეიძლება გამოიწვიოს სიყვითლე.

სიფრთხილის ზომები:

ალერგიული რეაქციები:

ალერგიული რეაქციების ფონზე განვითარებული ტკივილი გულმკერდის არეში, რაც შეიძლება ალერგიით გამოწვეული გულის ინფარქტის (კუნისის სინდრომი) სიმპტომი იყოს.

მედიკამენტური ენტეროკოლიტის სინდრომი (DIES):

წამლით გამოწვეული ენტეროკოლიტის სინდრომი (DIES) ძირითადად აღწერილია ბავშვებში, რომლებიც ამოქსიცილინს იღებდნენ. ეს არის ალერგიული რეაქციის გარკვეული სახეობა, რომლის წამყვანი სიმპტომია განმეორებითი ღებინება (პრეპარატის მიღებიდან 1-4 საათის შემდეგ). სხვა სიმპტომებია მუცლის ტკივილი, ლეთარგია (მუდმივი ძილიანობა), დიარეა და დაბალი არტერიული წნევა.

კრისტალები შარდში, რაც თირკმლის მწვავე დაზიანებას იწვევს

გამონაყარი ცენტრში ქერქით ან ბუშტუკებით, რომლებიც მარგალიტისებრ წრეებად არის

განლაგებული (ხაზოვანი IgA დაავადება)

ტვინისა და ზურგის ტვინის გარშემო არსებული მემბრანების ანთება (ასეპტიკური მენინგიტი)

ეს ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატის გამოყენების დროს ან მკურნალობის დასრულებიდან რამდენიმე კვირაში.

ყველა ეს სერიოზული გვერდითი მოვლენაა. თუ რომელიმე მათგანს გამოავლენთ, შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა უკიდურესად იშვიათია.

თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგ სიმპტომს, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:

ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს ნაკლებად სერიოზული კანის რეაქციები, როგორიცაა:

მსუბუქი გამონაყარი ქავილის თანხლებით (მრგვალი, ვარდისფერ-წითელი ლაქები), ჭინჭრის

ციების მსგავსი ამობურცულობები წინამხრებზე, ფეხებზე, ხელისგულებზე, ხელებზე ან ტერფებზე. ეს გვერდითი ეფექტები არ არის ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 ადამიანში).

ყველა ეს სერიოზული გვერდითი მოვლენაა. შესაძლოა საჭირო გახდეს დაუყოვნებლივი სამედიცინო დახმარება.

თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, მიმართეთ ექიმს

ხშირი:

გამონაყარი

გულისრევა

დიარეა

არც ისე ხშირი:

ღებინება

ძალიან იშვიათი

კანდიდოზი (საშოს, პირის ღრუს ან კანის ნაკეცების სოკოვანი ინფექცია). ამ პრობლემის

მოგვარება შეგიძლიათ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თირკმლის პრობლემები

კრუნჩხვები (კონვულსიები), რომლებიც შეინიშნება მაღალი დოზების მიღებისას ან

თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტებში

თავბრუსხვევა

ჰიპერაქტიურობა

შარდში კრისტალები, რაც იწვევს თირკმლის მწვავე დაზიანებას, რაც შეიძლება გამოვლინდეს

შარდის შემღვრევით, ან შარდვის გაძნელებით ან დისკომფორტით. ამ სიმპტომების განვითარების ალბათობის შესამცირებლად, დარწმუნდით, რომ იღებთ ბევრ სითხეს.

ენა შეიძლება გაყვითლდეს, გაყავისფრდეს ან გაშავდეს და მიიღოს თმიანი იერი.

სისხლის წითელი უჯრედების ჭარბი დესტრუქცია (ანემიის ერთ-ერთი სახეობა).

სისხლის წითელი უჯრედების ჭარბი დაშლა (ეს ანემიის ერთ-ერთი სახეობაა). სიმპტომები:

დაღლილობა, თავის ტკივილი, ქოშინი, თავბრუსხვევა, კანისა და თვალის თეთრი გარსის სიფერმკრთალე და გაყვითლება

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება

სისხლის შედედებაში ჩართული უჯრედების დაბალი რაოდენობა

შესაძლებელია მოიმატოს სისხლის შედედების დრომ. ამის შემჩნევა შესაძლებელია

ცხვირიდან სისხლდენის ან ჭრილობის დროს.

ტვინის დამცავი მემბრანის ანთება (ასეპტიკური მენინგიტი).

გრიპის მსგავსი სიმპტომები გამონაყარით, ცხელებით, ნუშურა ჯირკვლების შეშუპებით და

სისხლის ანალიზის პათოლოგიური შედეგებით (მათ შორის ლეიკოციტების (ეოზინოფილია) და ღვიძლის ფერმენტების მომატებით) (ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით გამოწვეული წამლისმიერი რეაქცია (DRESS)).

ეს დევამოქსის მსუბუქი გვერდითი მოვლენებია.

თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, მათ შორის ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ შეატყობინოთ უშუალოდ ეროვნული ანგარიშგების სისტემის მეშვეობით. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

როგორ ინახება დევამოქსი

დევამოქსი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში.

ინახება 25°C-მდე ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

არ მიიღოთ დევამოქსი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ მიიღოთ დევამოქსი, თუ შეამჩნევთ პროდუქტის და/ან მისი შეფუთვის დაზიანებას.

არ გადაყაროთ მედიკამენტები ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ გამოუყენებელი მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

სავაჭრო ავტორიცაზიის მფლობელი:

შპს დევა ჰოლდინგი

კიუჩუკჩექმეჯე - სტამბოლი

ტელ: +90 212 692 92 92

ფაქსი: +90 212 697 00 24

ელ. ფოსტა: [email protected]

წარმოების ადგილი:

შპს დევა ჰოლდინგი

კაპაკლი - თექირდაგი

ეს შეფუთვის ჩანართი დამტკიცდა 25/03/2024.

თარგმანი შეესაბამება ორიგინალს. მთარგმნელი:

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა