პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ამოქსი-დენკი 500

Amoxi-Denk 500

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

ამოქსი-დენკი არის ანტიბიოტიკი. აქტიური ნივთიერება არის ამოქსიცილინი. იგი მიეკუთვნება ‘პენიცილინის’ სახელწოდებით ცნობილი მედიკამენტების ჯგუფს. ამოქსი-დენკის გამოყენება ამოქსი-დენკი გამოიყენება ორგანიზმის სხვადასხვა ლოკაციაზე ბაქტერიით გამოწვეული ინფექციის სამკურნალოდ. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ამოქსიცილინი (amoxicillin)
ფორმა და შეფუთვა
500მგ ტაბლეტი №20 (2X10)
მწარმოებელი
PenCef Pharma GmbH, გერმანია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, პენიცილინები მოქმედების ფართო სპექტრით
ATC კოდი
J01CA04
რეგისტრაციის ნომერი
რ-043325
რეგისტრირებულია
29 მაისი 2025, მოქმედებს 29 მაისი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Denk Pharma GmbH & Co.KG (გერმანია)
განმცხადებელი
შპს „დენკ ფარმა კავკასია“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაამოქსი-დენკი 500 და სხვა წამალი ერთად

ამოქსი-დენკი 500 — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ამოქსი-დენკი არის ანტიბიოტიკი. აქტიური ნივთიერება არის ამოქსიცილინი. იგი მიეკუთვნება ‘პენიცილინის’ სახელწოდებით ცნობილი მედიკამენტების ჯგუფს.

ამოქსი-დენკის გამოყენება

ამოქსი-დენკი გამოიყენება ორგანიზმის სხვადასხვა ლოკაციაზე ბაქტერიით გამოწვეული ინფექციის სამკურნალოდ. ამოქსი-დენკი ასევე გამოიყენება კუჭის წყლულის სამკურნალოდ სხვა მედიკამენტებთან ერთად კომბინაციაში.

რა არის გასათვალისწინებელი ამოქსი-დენკის მიღებამდე

მიღების წესი და დოზირება

ეს მედიკამენტი ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის მითითების ზუსტი დაცვით. თუ პაციენტს აქვს რაიმე ეჭვი, მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უნდა გადაიყლაპოს წყალთან ერთად

გამყოფი ხაზი არის მხოლოდ ტაბლეტის გასაყოფად, თუ პაციენტს უჭირს მთლიანად გადაყლაპვა

დოზებს შორის ინტერვალი დღის განმავლობაში უნდა იყოს თანაბარი, სულ მცირე 4 საათი მაინც.

რეკომენდებული დოზა

40 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონის მქონე ბავშვები

ყველა დოზა დამოკიდებულია ბავშვის წონაზე კგ-ში

მკურნალი ექიმი დანიშნავს ამოქსიცილინის ბავშვისათვის ან ჩვილისთვის განკუთვნილ რეკომენდებულ დოზას

ზოგადი დღიური დოზა არის 40 მგ-დან 90 მგ-მდე სხეულის მასის თითოეულ კილოგრამზე, გაყოფილი 2 ან სამ დოზად

მაქსიმალური რეკომენდებული დღიური დოზა არის 100 მგ სხეულის მასის თითოეულ კილოგრამზე

მოზრდილები, ხანდაზმული პაციენტები და 40კგ-ზე მეტი სხეულის წონის მქონე ბავშვები

ამოქსიცილინის ჩვეული რეკომედებული დოზა არის 250 მგ-დან 500 მგ-მდე 3-ჯერ დღეში ან 750 მგ-დან 1 გ-მდე ყოველ 12 საათში, რაც დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმეზე და ტიპზე

მძიმე ინფექციები: 750 მგ-დან 1გ-მდე 3-ჯერ დღეში

საშარდე გზების ინფექციები: 3 გ 2-ჯერ დღეში 1 დღის განმავლობაში

ლაიმის დაავადება (ინფექცია, რომელიც გადააქვთ ტკიპებს): იზოლირებული მიგრირებადი ერითემა (ადრეული სტადია – წითელი ან ვარდისფერი მრგვალი ფორმის გამონაყარი): 4 გ დღეში, სისტემური გამოვლინებები (გვიანი სტადია – უფრო სერიოზული ნიშნები ან როდესაც დაავადება ვრცელდება მთელს სხეულზე): 6 გ-მდე დღეში.

კუჭის წყლული: ერთი 750 მგ ან ერთი 1 გ ორჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში სხვა ანტიბიოტიკებთან და კუჭის წყლულის სამკურნალო სხვა მედიკამენტებთან ერთად.

ქირურგიული ჩარევის დროს გულის ინფექციების პრევენციისათვის: დოზა დამოკიდებულია ქირურგიული ჩარევის ტიპზე. შესაძლებელია ამავე დროს სხვა მედიკამენტების მიღებაც. მკურნალი ექიმი, ფარმაცევტი ან ექთანი გაუწევს დამატებით კონსულტაციას

მაქსიმალური რეკომენდებული დოზა არის 6 გ დღეში.

თირკმელების მხრივ პრობლემები

თუ პაციენტს აქვს თირკმელების მხრივ პრობლემები, ჩვეულებრივი დოზა შეიძლება შემცირდეს.

ამოქსი-დენკის დოზის გადაჭარბება

თუ პაციენტმა მიიღო დიდი რაოდენობით ამოქსი-დენკი, ნიშნები შეიძლება იყოს დისპეფსია (ავადმყოფობის შეგრძნება, ავადმყოფობა ან დიარეა) ან კრისტალები შარდში, რომელიც შეიძლება ჩანდეს, როგორც ამღვრეული შარდი, ან პრობლემები შარდვის მხრივ. უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, რაც შეიძლება სწრაფად. პაციენტმა თან უნდა იქონიოს მედიკამენტი ექიმისთვის საჩვენებლად.

ამოქსი-დენკის დოზის გამოტოვება

თუ პაციენტს დაავიწყდა დოზის მიღება, მისი მიღება უნდა უნდა მოხდეს გახსენებისთანავე

არ შეიძლება შემდეგი დოზის მიღება ძალიან მალე, შემდეგი დოზა მიიღება სულ მცირე 4 საათის შემდეგ

უკუჩვენებები

პაციენტი ალერგიულია ამოქსიცილინის, პენიცილინის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6).

პაციენტის ანამნეზში აღინიშნება ნებისმიერი ანტიბიოტიკის მიერ გამოწვეული ალერგიული რეაქცია. აღნიშნული შეიძლება მოიცავდეს გამონაყარს კანზე, ან სახის, ან ხორხის შეშუპებას.

ამოქსი-დენკი არ მიიღება თუ გამოვლინდა რომელიმე ზემოთ აღნიშნული. თუ პაციენტი არ არის რაიმეში დარწმუნებული, ამოქსი-დენკის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

სიფრთხილით და სიფრთხილის ზომები:

ამოქსი-დენკის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს:

თუ პაციენტს აქვს მონონუკლეოზი (ცხელება, ფარინგიტი, ჯირკვლების შეშუპება, და უკიდურესი გადაღლილობის შეგრძნება)

აღენიშნება თირკმელის მხრივ დარღვევები

არ გამოიყოფა შარდი რეგულარულად.

ამოქსი-დენკის მიღებამდე უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული ეხება თუ არა ზემოთ აღნიშნული მას.

სისხლის და შარდის ანალიზები

თუ პაციენტს უტარდება

შარდის ანალიზი (გლუკოზისათვის) და სისხლის ანალიზი ღვიძლის ფუნქციის დასადგენად

ესტრიოლის ტესტები (გამოიყენება ორსულობის დროს, ნაყოფის განვითარების დასადგენად)

უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ პაციენტი მკურნალობს ამოქსი-დენკით. აღნიშნული საჭიროა, ვინაიდან ამოქსი-დენკმა შეიძლება იმოქმედოს ამ ტესტებზე

ამოქსი-დენკის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ პაციენტი იღებს ან უახლოეს წარსულში იღებდა ან შეიძლება მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.

თუ პაციენტი იღებს ალოპურინოლს (პოდაგრას სამკურნალო მედიკამენტი). იზრდება კანის მხრივ ალერგიული რეაქციის განვითარების რისკი

პრობენეციდი (პოდაგრას სამკურნალო მედიკამენტი); კომბინირებულმა თერაპიამ პრობენეციდთან ერთად შეიძლება შეამციროს ამოქსიცილინის ექსკრეცია და არ არის რეკომენდებული.

თუ პაციენტი იღებს სისხლის კოლტირების შემაჩერებელი მედიკამენტს (როგორიც არის ვარფარინი), პაციენტს შეიძლება დასჭირდეს სისხლის დამატებითი ანალიზები.

თუ პაციენტი იღებს სხვა ანტიბიოტიკებს (როგორიც არის ტეტრაციკლინი) ამოქსი-დენკი შეიძლება იყოს ნაკლებეფექტური

მეთოტრექსატი (სიმსივნის და მძიმე ფსორიაზის სამკურნალო მედიკამენტი); პენიცილინმა შეიძლება შეამციროს მეთოტრექსატის ექსკრეცია, რამაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების გაზრდა.

სიფრთხილის ზომები

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები

ამოქსიცილინის თერაპიის დაწყებამდე საჭიროა ყურადღებით იქნას გამოკვლეული ჰქონდა თუ არა ადგილი მანამდე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის შემთხვევებს პენიცილინებზე, ცეფალოსპორინებსა თუ სხვა ბეტა-ლაქტამური საშუალებების მიმართ (იხ. პუნქტი 4.3 და 4.8).

სერიოზული და, იშვიათ შემთხვევებში, ფატალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მათ შორის ანაფილაქტოიდური და კანზე გამოვლენილი მძიმე გვერდითი მოვლენები) დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იტარებდნენ პენიცილინით მკურნალობას. ჰიპერმრძნობელობის რეაქციები, ასევე შეიძლება პროგრესირდეს კოუნისის სინდრომის განვითარებით, რაც არის სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი (იხ. პუნქტი 4.8). აღნიშნული ნიშნები, უფრო მეტად სავარაუდოა გამოვლინდეს პენიცილინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ისტორიის მქონე პაციენტებში, და ატოპიურ პაციენტებში. ალერგიული რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში ამოქსიცილინით მკურნალობა უნდა შეწყდეს და უნდა მოხდეს შესაბამისი ალტერნატიული მკურნალობით ჩანაცვლება.

მედიკამენტით გამოწვეული ენტეროკოლიტის სინდრომი (DIES) ძირითადად აღწერილია ამოქსიცილინის მიმღებ ბავშვებში (იხ. ნაწილი 4.8). DIES არის ალერგიული რეაქცია ხანგრძლივი ღებინების ნიშნებით (წამლის მიღებიდან 1-4 საათის შემდეგ) კანის ან რესპირატორული ორგანოების მხრივ ალერგიული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში. სხვა ნიშნები შეიძლება მოიცავდეს მუცლის ტკივილს, დიარეას, ჰიპოტენზიას ან ლეიკოციტოზს ნეიტროფილიასთან ერთად. დაფიქსირდა მძიმე შემთხვევები, მათ შორის შოკის პროგრესირება.

არა-მგრძნობიარე მიკროორგანიზმები

ამოქსიცილინი არ გამოიყენება ინფექციების ზოგიერთი ტიპის სამკურნალოდ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პათოგენის მგრძნობელობა დოკუმენტურად არის დადასტურებული და ცნობილია, რომ მგრძნობიარეა ან დიდია იმის ალბათობა, რომ პათოგენი დაექვემდებარება ამქოსიცილინით მკურნალობას (იხ. პუნქტი 5.1). ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია მკურნალობის დანიშვნისას საშარდე გზების ინფექციების, ყურის, ცხვირისა და ყელის მწვავე ინფექციებით მოავადე პაციენტებთან.

კრუნჩხვები

კურნჩხვები შეიძლება განვითარდეს თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ან რომლებიც იტარებენ მაღალი დოზებით მკურნალობას ან თუ არსებობს წინასწარი განწყობის რაიმე ფაქტორი (მაგ. კრუნჩხვის ანამნეზი, მართული ეპილეფსია ან მენინგიალური დარღვევები (იხ. პუნქტი 4.8)).

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზა უნდა დაკორექტირდეს უკმარისობის ხარისხის შესაბამისად (იხ. ნაწილი 4.2).

რეაქციები კანზე

მკურნალობის დასაწყისში ცხელებით გართულებული ერითემის განვითარება, რომელიც პუსტულების (ჩირქოვანი გამონაყარის) სახითაა გამოვლენილი, შესაძლოა იყოს მწვავე გენერალიზებული პუსტულოზის (AEGP, იხ. პუნქტი 4.8) სიმპტომი. აღნიშნული რეაქცია მოითხოვს ამოქსიცილინით მკურნალობის შეწყვეტას და ასევე უკუნაჩვენებია შემდგომი გამოყენებისათვის.

თავიდან უნდა იქნას აცილებული ამოქსიცილინით მკურნალობა, თუ არსებობს ინფექციური მონონუკლეოზის განვითარების რისკი, ვინაიდან წითელას მსგავსი გამონაყარის გამოვლენა დაკავშირებული იყო ამოქსიცილინით მკურნალობასთან.

იარიშ-ჰერქსჰაიმერის რეაქცია

ლაიმის დაავადების ამოქსიცილინით მკურნალობის შედეგად გამოვლინდა იარიშ-ჰერქსჰაიმერის რეაქცია (იხ. ნაწილი 4.8). ეს არის უშუალო შედეგი ამოქსიცილინის ბაქტერიციდული მოქმედებისა ლაიმის დაავადების გამომწვევ ბაქტერიაზე სპიროქეტა ბორელიას ბურგდორფერი. პაციენტებს უნდა განემარტოთ, რომ ეს არის ლაიმის დაავადების ანტიბიოტიკოთერაპიის თანმდევი და, როგორც წესი, თვითდარეგულირებადი მოვლენა.

არაგრძნობიარე მიკროორგანიზმების ჭარბად ზრდა

ხანგრძლივი გამოყენების შედეგად შესაძლოა ზოგ შემთხვევაში არამგრძნობიარე ორგანიზმების მატება განვითარდეს.

თითქმის ყველა ანტიბაქტერიული ნივთიერების შემთხვევაში ფიქსირდება ანტიბიოტიკთან ასოცირებული კოლიტი, რომელიც შესაძლოა იყოს განსხვავებული სიმძიმის, მსუბუქიდან სიცოცხლისათვის საშიშ ფორმებამდე (იხ. ნაწილი 4.8). შესაბამისად, მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნეს ეს დიაგზნოზი ისეთ პაციენტებში, რომლებსაც განუვითარდათ დიარეა ანტიბიოტიკის მიღების დროს ან მიღების შემდეგ. ანტიბიოტიკთან დაკავშირებული კოლიტის განვითარების შემთხვევაში საჭიროა ამოქსიცილინის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, ექიმთან კონსულტაცია და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება. მსგავს მდგომარეობაში უკუჩვენებაა ანტიპერისტალტიკური პროდუქტების მიღება.

გახანგრძლივებული მკურნალობა

გახანგრძლივებული მკურნალობის დროს რეკომენდებულია ორგანოთა სისტემის ფუნქციის პერიოდული შეფასება, მათ შორის თირკმლის, ღვიძლის და სისხლმბადი ორგანოების ფუნქციები. აღინიშნა ღვიძლის ფერმენტების მატება და ცვლილებები სისხლის მაჩვენებლებში (იხ. ნაწილი 4.8).

ანტიკოაგულანტები

პროთრომბინის დროის გახანგრძლივება იშვიათად აღინიშნება პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამოქსიცილინს. უნდა გატარდეს შესაბამისი მონიტორინგი, თუ პაციენტს ამავდროულად დანიშნული აქვს ანტიკოაგულანტები. ანტიკოაგულაციის სასურველი დონის შესანარჩუნებლად შესაძლოა საჭირო გახდეს პერორალური ანტიკოაგულანტების დოზის კორექტირებები (იხ. ნაწილი 4.5 და 4.8).

კრისტალურია

კრისტიალურიის შემთხვევები ძალიან იშვიათად ვლინდება ისეთ პაციენტებში, რომლებსაც მცირე ოდენობის შარდის გამოყოფა ახასიათებთ (მათ შორის თირკმლის მწვავე დაზიანება), უმეტესად პარენტერალური თერაპიის დროს. ამოქსიცილინის დიდი დოზემით მიღების დროს ამოქსიცილინით გამოწვეული კრისტალურიის განვითარების ალბათობის შესამცირებლად რეკომენდებულია სითხეების მიღებისა და გამოყოფის შესაბამისი დონის შენარჩუნება. პაციენტებში საშარდე ბუშტის კათეტერით, აუცილებელია გამავალობის რეგულარული კონტროლი (იხ. ნაწილი 4.8 და 4.9).

ზემოქმედება დიაგნოსტიკური ანალიზების შედეგებზე

მოსალოდნელია, რომ შრატსა და შარდში ამოქსიცილინის მომატებულმა დონემ გავლენა იქონიოს გარკვეულ ლაბორატორიულ მაჩვენებლებზე. შარდში ამოქსიცილინის მაღალი კონცენტრაციის გამო ცრუ-დადებითი მაჩვენებლები ხშირად ვლინდება ქიმიური მეთოდებით.

ამოქსიცილინით მკურნალობის დროს შარდში გლუკოზის არსებობის შემოწმებისას მიზანშეწონილია გამოყენებულ იქნას ფერმენტული გლუკოზა ოქსიდაზას მეთოდები.

ამოქსიცილინის შემცველობამ შესაძლოა გამოიწვიოს ორსულ ქალებში ესტრიოლის მაჩვენებლების მცდარი შედეგები.

ეს მედიკამენტი შეიცავს ნატრიუმს

ამ მედიკამენტის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუს (23 მგ), რაც იძლევა საშუალებას ითქვას, რომ ის „ნატრიუმისგან თავისუფალია“.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პრობენიციდი

არ არის რეკომენდებული პრობენიციდის მიღება ამოქსიცილინთან ერთად. პრობენიციდი აქვეითებს ამოქსიცილინის თირკმლისმიერ ტუბულარულ სეკრეციას. პრობენიციდის ერთდროულად მიღებამ შესაძლოა გაზარდოს და გაახანგრძლივოს სისხლში ამოქსიცილინის შემცველობა.

ალოპურინოლი

ამოქსიცილინთან კომბინირებული მკურნალობის დროს ალოპურინოლის მიღებამ შეიძლება გაზარდოს კანის მხრივ ალერგიული რეაქციების გამოვლენის ალბათობა.

ტეტრაციკლინები

ტეტრაციკლინებმა და სხვა ბაქტერიოსტატულმა საშუალებებმა, შეიძლება, ზეგავლენა მოახდინოს ამოქსიცილინის ბაქტერიციდულ მოქმედებაზე.

პერორალური ანტიკოაგულანტები

პრაქტიკაში ფართოდ ხდება პერორალური ანტიკოაგულანტებისა და პენიცილინის ანტიბიოტიკების ერთობლივად გამოყენება და არ დაფიქსირებულა რაიმე სახის უარყოფითი ურთიერთქმედების შემთხვევები. მიუხედავად ამისა, სამედიცინო ლიტერატურაში აღწერილია საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის ზრდის შემთხვევები ისეთ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აცენოკუმაროლს ან ვარფარინს და ამავდროულად დაენიშნათ ამოქსიცილინის კურსი. თუ აუცილებელია ერთდროული მიღება, საჭიროა პროტრომბინის დროისა და საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის დონის მკაცრი კონტროლი ამოქსიცილინის დამატებით ან ამოღებით. ამასთან ერთად, შესაძლოა პერორალური ანტოკოაგულანტების დოზის კორექტირებაც გახდეს საჭირო (იხ. ნაწილი 4.4 ან 4.8).

მეთოტრექსატი

პენიცილინებმა შეიძლება შეამცირომს ეთოტრექსატის ექსკრეცია, რაც იწვევს ტოქსიკურობის პოტენციურ ზრდას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობს, რომ არის ორსულად ან აპირებს დაფეხმძიმებას, ამ მედიკამენტის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს

ავტომობილის და სხვა მანქანა-დანადგარების მართვა:

ამოქსი-დენკს შეიძლება ჰქონდეს გვერდითი ეფექტები და სიმპტომები (როგორიც არის ალერგიული რეაქციები, თავბრუსხვევა და კონვულსიები), რომელმაც შეიძლება გამოწვიოს მართვის უუნარობა.

არ შეიძლება მანქანის ან სხვა მოწყობილობების მართვა, სანამ პაციენტი თავს არ იგრძნობს უკეთ.

ამოქსი-დენკი შეიცავს ლაქტოზას

ეს მედიკამენტი შეიცავს 1მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითოეულ ტაბლეტზე, რაც ნიშნავს რომ შეიძლება ითქვას “ნატრიუმისგან თავისუფალია”

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ მოიპოვება კვლევები ამოქსიცილინის ზემოქმედების შესახებ ავტომობილისა და სხვა ტექნიკის მართვის უნარზე. თუმცა, გვერდითი ეფექტების განვითარებამ (როგორიცაა ალერგიული რეაქციები, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები) შეიძლება გავლენა იქონიოს ავტომობილისა და სხვა ტექნიკის მართვის უნარზე (იხ. ნაწილი 4.8).

გვერდით მოვლენები

უმეტესწილად ფიქსირდება შემდეგი სახის გვერდით მოვლენები (ADR): დიარეა, გულისრევა და კანზე გამონაყარი.

ქვემოთ მოცემულია იმ შესაძლო გვერდით მოვლენების ჩამონათვალი, რომელიც ამოქსიცილიზე ჩატარებული კლინიკური კვლევებისა და პოსტმარკეტინგული დაკვირვების მონაცემებით შედგენილია MedDRA System Organ Class-ს მიერ.

გვერდით მოვლენების გამოვლენის სიხშირის კლასიფიკაციისათვის გამოყენებულია შემდეგი ტერმინები:

ძალიან ხშირი (>1/10)

ხშირი (>1/100 დან <1/10)

ნაკლებად ხშირი (>1/1,000 დან <1/100)

იშვიათი (>1/10,000 დან <1/1,000)

ძალიან იშვიათი (<1/10,000)

არ არის ცნობილი (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე ვერ დადგინდა)

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტების უმრავლესობა არ არის უნიკალური ამოქსიცილინისთვის და შეიძლება გამოვლინდეს სხვა პენიცილინების გამოყენებისას

თუ არ არის დადგენილი განსხვავებულად, გვერდითი ეფექტების სიხშირე შედგენილია 30 წლის განმავლობაში პოსტ-მარკეტინგული შედეგებიდან

ინფექციები და გადამდები დაავადებები

ძალიან იშვიათი

ლორწოვანის კანდიდოზი

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევები

ძალიან იშვიათი

შექცევადი ლეიკოპენია (მათ შორის მძიმე ნეიტროპენია ან აგრანულოციტოზი), შექცევადი თრომბოციტოპენია და ჰემოლიზური ანემია.

სისხლდენისა და პროთრომბინის დროის გახანგრძლივება

იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები

ძალიან იშვიათი

მძიმე ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსია (იხ. ნაწილი 4.4), შრატისმიერი დაავადება და ჰიპერმგრძნობიარე ვასკულიტი.

თუ გამოვლინდა ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია, მკურნალობა უნდა შეწყდეს (ასევე იხ. პუნქტი „კანი და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები)

არ არის ცნობილი

იარიშ-ჰერქსჰაიმერის რეაქცია (იხ. ნაწილი 4.4).

ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები

ძალიან იშვიათი

ჰიპერკინეზია, თავბრუსხვევა და კრუნჩხვები.

კრუნჩხვები შეიძლება განუვითარდეთ თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე ან მაღალი დოზებით მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს.

არ არის ცნობილი

ასეპტიკური მენინგიტი

კარდიალური დარღვევები

არ არის ცნობილი

კოუნისის სინდრომი

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ დარღვევები

კლინიკური კვლევების მონაცემები

  • ხშირი

დიარეა და გულისრევა

  • ნაკლებად ხშირი

ღებინება

პოსტ-მარკეტინგული მონაცემები

ძალიან იშვიათი

ანტიბიოტიკებთან დაკავშირებული კოლიტი (მათ შორის ფსევდომემბრანული კოლიტი და ჰემორაგიული კოლიტი, იხ. ნაწილი 4.4).

შავი, თმიანი ენა

არ არის ცნობილი

მედიკამენტით გამოწვეული ენტეროკოლიტის სინდრომი

ჰეპატობილიალური დაავადებები

ძალიან იშვიათად

ჰეპატიტი და ქოლესტაზური სიყვითლე. AST და / ან ALT–ს ზომიერი მატება

AST და / ან ALT–ს მნიშვნელოვანი მატება გაურკვეველია

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ დარღვევები

კლინიკური კვლევების მონაცემები

  • ხშირი

გამონაყარი

  • ნაკლებად ხშირი

ურტიკარია და ქავილი

პოსტ მარკეტინგული მონაცემები

ძალიან იშვიათად

კანის რეაქციები, როგორიცაა მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ბულოზური და ექსფოლიაციური დერმატიტი, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პასტულოზი (AGEP) (იხ. ნაწილი 4.4) და მედიკამენტოზური რეაქცია გამოვლენილი ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS).

იხ. ასევე „იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები“

არ არის ცნობილი

IgA ხაზოვანი დაავადება

თირკმლის და საშარდე გზების მხრივ დარღვევები

ძალიან იშვიათი

ინტერსტიციული ნეფრიტი;

არ არის ცნობილი

კრისტალურია (მათ შორის თირკმლის მწვავე დაზიანება) (იხ. ნაწილი 4.4 და 4.9 დოზის გადაჭარბება)

  • აღნიშნული გვერდითი მოვლენები გამოვლინდა კლინიკური კვლევებით, ჯამურად დაახლოებით 6000 მოზრდილი და პედიატრიული პაციენტის მონაწილეობით, რომლებიც იღებდნენ ამოქსიცილინს.

გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ყველას არ უვლინდება ის.

უნდა შეწყდეს ამოქსი-დენკის მიღება და დაუყონებლივ მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ გამოვლინდა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სერიოზული გვერდითი ეფექტი – შესაძლებელია პაციენტს დასჭირდეს სასწრაფო სამედიცინო მკურნალობა:

ქვემოთ ჩამოთვლილი ვლინდება ძალიან იშვიათად (10 000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1 შემთხვევაში)

ალერგიული რეაქციები, ნიშნები შეიძლება მოიცავდეს: კანის ქავილი ან გამონაყარი, სახის, ტუჩების, ენის, სხეულის შეშუპება, ან სუნთქვის გართულება. აღნიშნული შეიძლება იყოს სერიოზული და იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს გარდაცვალება

გამონაყარი ან ძალიან პატარა წითელი მრგვალი ლაქები კანქვეშ ან კანის ჩალურჯებები. ეს გამოწვეულია ალერგიული რეაქციით გამოწვეული სისხლძარღვების კედლის ანთებით. იგი შეიძლება დაკავშირებული იყოს სახსრების ტკივილთან (ართრიტი) და თირკმელების მხრივ პრობლემებთან.

დაყოვნებული ალერგიული რეაქცია შეიძლება ჩვეულებრივ გამოვლინდეს ამოქსიცილინის მიღებიდან 7-12 დღის განმავლობაში, ზოგიერთი ნიშანი შეიძლება იყოს: გამონაყარი, ცხელება, სახსრების ტკივილი, ლიმფური ჯირკვლების გადიდება, განსაკუთრებით მხრების ქვეშ.

კანის რეაქცია ე.წ. ‘პოლიმორფული ერითემა’, როდესაც შეიძლება განვითარდეს: ქავილის გამომწვევი მოწითალო იასამნისფერი ლაქები, განსაკუთრებით ხელისგულზე ან ფეხის ძირზე, ‘ჭინჭრის ციების მსგავსი’ შეშუპებული ადგილები კანზე, პირის ღრუს, თვალის ან გენიტალიების ზედაპირის რბილ ადგილებზე. პაციენტს შესაძლებელია ჰქონდეს სიცხე ან იყოს ძალიან დაღლილი

კანის სხვა ალერგიული რეაქციები შეიძლება იყოს: კანის ფერის შეცვლა, კანქვეშა გამონაყარი, გამონაყარი, პუსტულუზი, აქერცვლა, ტკივილი, ქავილი, გამომშრალი კანი. აღნიშნული შეიძლება დაკავშირებული იყოს ცხელებასთან, თავის და სხეულის ტკივილთან

გაციების მსგავსი ნიშნები, როგორიც არის გამონაყარი, ცხელება, ჯირკვლების შეშუპება, და სისხლის ანალიზების უჩვეულო შედეგები (მათ შორის სისხლის თეთრი უჯრედების [ოეზინოფილია] და ღვიძლის ფერმენტების რაოდენობის ზრდა) (მედიკამენტის რეაქცია ეოზინოფილიასთან და სისტემურ ნიშნებთან ერთად (DRESS))

ცხელება, კანკალი, ფარინგიტი ან ინფექციის სხვა ნიშნები, ან თუ პაციენტს ადვილად უჩნდება სისხლნაჟღენთები. აღნიშნული არის სისხლის უჯრედების მხრივ პრობლემების ნიშნები.

იარიშ-ჰერქსჰეიმერის რეაქცია, რომელიც ვლინდება ამოქსიცილინით ლაიმის სინდრომის მკურნალობის დროს და იწვევს სიცხეს, კანკალს, თავის ტკივილს, კუნთების ტკივილს და გამონაყარს კანზე

მსხვილი ნაწლავის ანთება (კოლინჯი) დიარეასთან (ზოგჯერ სისხლის შემცველობით), ტკივილთან და სიცხესთან ერთად

შეიძლება გამოვლინდეს სერიოზული გვერდითი ეფექტები ღვიძლის მხრივ. ძირითადად ვლინდება იმ პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მკურნალობენ, მამაკაცებში და ხანდაზმულ პაციენტებში. უნდა მიემართოსექიმს დაუყოვნებლივ თუ გამოვლინდა:

მწვავე დიარეა სისხლთან ერთად

გამონაყარი, სიწითლე ან ჩალურჯებები კანზე

მუქი ფერის შარდი ან ღია ფერის განავალი

კანის ან თვალების თეთრი ნაწილის გაყვითლება (სიყვითლე). იხილეთ ასევე ანემია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სიყვითლე.

ეს შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატით მკურნალობის დროს ან რამდენიმე კვირის შემდეგ.

თუ გამოვლინდება, რომელიმე ზემოთ აღნიშნული უნდა შეწყდეს მედიკამენტის მიღება და მიემართოს მკურნალ ექიმს დაუყონებლივ.

ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს ნაკლებად მძიმე ალერგიული რეაქციები, როგორიც არის:

საშუალო სიმძიმის გამონაყარი ქავლით (მრგვალი ფორმის, მოვარდისფრო-წითელი ფერის ლაქები), ‘ჭინჭრის ციების მსგავსი’ შეშუპებული ადგილები მკლავებზე, ფეხებზე, ხელისგულზე, ხელებზე, ტერფებზე. აღნიშნული იშვიათია (შეიძლება გამოვლინდეს 100 ნამკურნალევი პაციენტიდან 1 შემთხვევაში)

თუ გამოვლინდა რომელიმე, უნდა მიემართოს ექიმს, რადგან საჭირო იქნება ამოქსი-დენკით მკურნალობის შეწყვეტა

სხვა გვერდითი ეფექტები შემდეგია:

ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10 ნამკურნალევი პაციენტიდან 1 შემთხვევაში):

გამონაყარი კანზე

ავადმყოფობის შეგრძნება (გულისრევა)

დიარეა

არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100 ნამკურნალევი პაციენტიდან 1 შემთხვევაში):

ავადმყოფობა (ღებინება)

ძალიან იშვიათად (შეიძლება გამოვლინდეს 10 000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1 შემთხვევაში):

რძიანა (ვაგინალური, პირისღრუს ან კანის ნაკეცების სოკოვანი ინფექცია), ექიმის ან ფარმაცევტისაგან პაციენტი მიიღებს რძიანასთვის განკუთვნილ მკურნალობის რეკომენდაციას

თირკმელების მხრივ პრობლემები

კრუნჩხვები (კონვულსიები), ვლინდება იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ მაღალი დოზებით ან აქვთ თირკმელების მხრივ პრობლემები

თავბრუსხვევა

ჰიპერაქტიურობა

ენა შეიძლება გაყვითლდეს, გაყავისფრდეს ან გაშავდეს და ასევე ჰქონდეს “თმიანი” გამოვლინება

ერითროციტების რაოდენობის მკვეთრი დაცემა, რაც იწვევს ანამიის ტიპს. ნიშნები მოიცავს: დაღლილობის შეგრძნებას, თავის ტკივილს, ქოშინს, თავბრუსხვევას, სიფერმკრთალეს და კანისა და თვალების თეთრი ნაწილის გაყვითლებას

ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება

სისხლის შედედებაში მონაწილე უჯრედების რაოდენობის შემცირება

სისხლის შედედებას შეიძლება დასჭირდეს უჩვეულოდ დიდი დრო. პაციენტმა ეს შეიძლება შეამჩნიოს ცხვირიდან სისხლდენის ან დაზიანების შემთხვევაში.

უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე ვერ დადგინდა

ტკივილი გულ-მკერდის არეში ალერგილი რეაქციის ფონზე, რომელიც შეიძლება იყოს ალერგიით გამოწვეული მიოკარდიუმის ინფარქტის ნიშანი (კუნისის სინდრომი)

გამონაყარი ბუშტუკებით მრგვალი ფორმით ცენტრში გარქოვანებით ან მარგალიტისებრი რიგი (ხაზოვანი დაავადება IgA)

ტვინის ან ზურგის ტვინის ლორწოვანი გარსის ანთება (ასეპტიკური მენინგიტი)

მედიკამენტით გამოწვეული ენტეროკოლიტის სინდრომი (DIES): DIES ძირითადად გამოვლინდა ბავშვებში, რომლებიც ღებულებენ ამოქსიცილინს. ეს არის გარკვეული სახის ალერგიული რეაქცია, რომელსაც ახასიათებს განმეორებითი ღებინება (მედიკამენტის მიღებიდან 1-4 საათის შემდეგ). სხვა სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს მუცლის ტკივილს, ლეთარგიას, დიარეას, და დაბალ არტერიულ წნევას.

კრისტალები შარდში, რაც დაკავშირებულია თირკმლის მწვავე დაზიანებასთან, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს, როგორც ამღვრეული შარდი, გართულებული შარდვა ან დისკომფორტი შარდვის დროს. პაციენტი უნდა დარწმუნდეს, რომ ღებულობს საკმარისი რაოდენობის სითხეს, რათა შემცირდეს აღნიშნული ნიშნების გამოვლენის რისკი.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება:

თუ გამოვლინდა რომელიმე გვერდითი ეფექტი, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ყველა შესაძლო გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის აღწერილი გამოყენების აღნიშნულ ინსტრუქციაში.

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით პაციენტი დაეხმარება უფრო მეტი ინფორმაცია შეგროვდეს აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

ჭარბი დოზა

სიმპტომები და დოზის გადაჭარბების მაჩვენებლები

შესაძლოა გამოვლინდეს გასტროინტენსტინალური სიმპტომები (მაგალითად გულისრევა, ღებინება და დიარეა) და სითხის შემცველობისა და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა. გამოვლინდა ამოქსიცილინური კრისტალურია, რომელსაც ზოგ შემთხვევაში, თირკმლის უკმარისობის განვითარება მოჰყვა (იხ. პუნქტი 4.4). კრუნჩხვები შეიძლება განვითარდეს თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, ან პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ მაღალი დოზებით. (იხ. ნაწილი 4.4 და 4.8).

ინტოქსიკაციის მკურნალობა

გასტროინტესტინალური ნიშნების მკურნალობა ხდება სიმპტომურად, რა დროსაც ყურადღება უნდა მიექცეს წყლის/ელექტროლიტურ ბალანსს. ამოქსიცილინის გამოდევნა შესაძლებელია ჰემოდიალიზის საშუალებით.

შენახვის პირობები

ეს მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენება შეფუთვის ყუთზე და ბლისტერზე “Exp”-ის შემდეგ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს

შენახვის ვადა: 3 წელი

ინახება 250C-ზე დაბალ ტემპერატურაზე,

სინათლისგან დაცვის მიზნით ინახება ორიგინალ შეფუთვაში

მედიკამენტი არ მიიღება თუ ვლინდება ცვლილება მის აღწერილობაში, შეფუთვა დაზიანებულია ან ჩანს გაყალბების ნიშნები.

არ შეიძლება რომელიმე მედიკამენტის გადაგდება სანაგვე ურნაში ან საკანალიზაციო წყალში. უნდა მიემართოს ფარმაცევტს, იმ მედიკამენტის განადგურებისათვის, რომელიც აღარ გამოიყენება. ეს ღონისძიება დაიცავს გარემოს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალებები, ფართო სპექტრის პენიცილინი.

ACT კოდი: J01CA04

მოქმედების მექანიზმი

ამოქსიცილინი წარმოადგენს ნახევრადსინთეზურ პენიცილინს (ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკი), რომელიც აინჰიბირებს ერთი ან რამდენიმე ფერმენტის (ხშირად მიმართულია პენიცილინის-შემაკავშირებელ პროტეინებთან, PBPs) ბაქტერიული პეპტიდოგლიკანის ბიოსინთეზურ გზას, რომელიც წარმოადგენს ბაქტერიის უჯრედის კედლის განუყოფელ სტრუქტურულ კომპონენტს. პეპტიდოგლიკანის სინთეზის დაინჰიბირება იწვევს უჯრედის კედლის დასუსტებას, რასაც ჩვეულებრივ მოჰყვება უჯრედის დაშლა და კვდომა. ამოქსიცილინი მგრძნობიარეა რეზისტენტული ბაქტერიის მიერ წარმოქმნილი ბეტა-ლაქტამაზას მიმართ და აქედან გამომდინარე მხოლოდ ამოქსიცილინის მოქმედების სპექტრი არ შეიცავს იმ ორგანიზმებს, რომელიც ამ ფერმენტებს წარმოქმნის.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები:

აბსორბცია

ამოქსიცილინი სრულად ემიჯნება ფიზიოლოგიურ pH-ს წყლალხსნარის საშუალებით. იგი სწრაფად და კარგად აბსორბირდება პერორალური მიღების შემდეგ. პერორალური მიღების შემდეგ ამოქსიცილინის დაახლოებით 70% ბიოშეღწევადია. დრო, რათა მიღწეული იქნას პლაზმის მაქსიმალური კონცენტრაცია (Tmax) არის დაახლოებით 1 საათი. 250-დან 3000 მგ-მდე ბიოშეღწევადობის დიაპაზონი არის ხაზოვანი, დოზის პროპორციულად (განისაზღვრება როგორც Cmax და AUC). ერთდროულად საკვების მიღება არ განსაზღვრავს აბსორბციას.

განაწილება

მთლიანი პლაზმური ამოქსიცილინის დაახლებით 18% დაკავშირებულია ცილებთან და განაწილების მოცულობა დაახლოებით შეადგენს 0.3-0.4 ლ/კგ. ინტრავენურად შეყვანის შემდეგ, ამოქსიცილინი აღმოჩნდა ნაღვლის ბუშტში, მუცლის ქსოვილში, კანში, ცხიმებში, კუნთებში, სინოვიალურ და პერიტონეულ სითხეებში, ნაღველსა და ჩირქში. Aმოქსიცილინი არათანაბრად ნაწილდება ცერებროსპინალურ სითხეში. ამოქსიცილინი კვეთს პლაცენტის ბარიერს.

ბიოტრანსფორმაცია

ამოქსიცილინი ნაწილობრივ გამოიყოფა შარდის საშუალებით, როგორც არააქტიური პენიცილოიდური მჟავა, იმ რაოდენობით, რაც 10-25 % საწყისი დოზის ექვივალენტურია.

ელიმინაცია

ამოქსიცილინის გამოყოფის ძირითადი გზა არის თირკმლების საშუალებით. ჯანმრთელ ორგანიზმში ამოქსიცილინის ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი დაახლოებით ერთი საათია და სრული კლირენსი შეადგენს დაახლოებით 25 ლ/სთ-ს ჯანმრთელ პაციენტებში. ამოქსიცილინის დაახლოებით 60-70% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდში ამოქსიცილინის 250 მგ ან 500 მგ-ის დოზის მიღებიდან 6 საათის განმავლობაში. სხვადასხვა კვლევებით დადასტურდა, რომ საშარდე გზებით 24 საათის განმავლობაში გამოიყოფა ამოქსიცილინის 50-85%.

პრობენეციდთან კომბინირებული თერაპია ანელებს ამოქსიცილინის გამოყოფას.

ამოქსი-დენკ 500-ის შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის ამოქსიცილინის ტრიჰიდრატი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ამოქსიცილინს (ამოქსიცილინის ტრიჰიდრატის სახით)

დამხმარე ნივთიერებებია: მაკროგოლი 6000, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი [ბოსტნეული], სილიციუმის უწყლო დიოქსიდი.

მიწოდების ზოგადი კლასიფიკაცია

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ამოქსი-დენკ 500-ის აღწერილობა და შეფუთვა

ამოქსი-დენკ 500-ის ტაბლეტი არის თეთრი – ღია ყვითალი ფერის, წაგრძელებული ფორმის ტაბლეტები, გამყოფი ხაზით ორივე მხარეს.

ამოქსი-დენკ 500 ხელმისაწვდომია გაუმჭვირვალე PVC/PVDC ალუმინის ბლისტერზე.

შეფუთვაში: 20 ტაბლეტით

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ამოქსი-დენკ 500

ტაბლეტები - პერორალური გამოყენებისთვის

ანტიბიოტიკი (ფართო სპქტრის პენიცილინი)

აქტიური ნივთიერება: ამოქსიცილინი

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

მედიკამენტის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის სრულად ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა, შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის საჭიროება.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის (ან მისი შვილისათვის). არ შეიძლება მისი გადაცემა სხვისთვის, ის შეიძლება საზიანო იყოს სხვისი ჯანმრთელობისთვის, მსგავსი სიმპტომების არსებობის შემთხვევაშიც კი.

თუ გამოვლინდება, რომელიმე გვერდითი ეფექტი უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ისეთ გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პუნქტი 4.

Gამოყენების ამ ინსტრუქციაში:

რა არის ამოქსი-დენკი და რისთვის გამოიყენება

რა არის გასათვალისწინებელი ამოქსი-დენკის მიღებამდე

ამოქსი-დენკის მიღების წესი

შესაძლო გვერდითი ეფექტები

ამოქსი-დენკის შენახვის წესი

შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რა არის ამოქსი-დენკი და რისთვის გამოიყენება:

ამოქსი-დენკი არის ანტიბიოტიკი. აქტიური ნივთიერება არის ამოქსიცილინი. იგი მიეკუთვნება ‘პენიცილინის’ სახელწოდებით ცნობილი მედიკამენტების ჯგუფს.

ამოქსი-დენკის გამოყენება

ამოქსი-დენკი გამოიყენება ორგანიზმის სხვადასხვა ლოკაციაზე ბაქტერიით გამოწვეული ინფექციის სამკურნალოდ. ამოქსი-დენკი ასევე გამოიყენება კუჭის წყლულის სამკურნალოდ სხვა მედიკამენტებთან ერთად კომბინაციაში.

რა არის გასათვალისწინებელი ამოქსი-დენკის მიღებამდე

ამოქსი-დენკი არ მიიღება თუ:

პაციენტი ალერგიულია ამოქსიცილინის, პენიცილინის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6).

პაციენტის ანამნეზში აღინიშნება ნებისმიერი ანტიბიოტიკის მიერ გამოწვეული ალერგიული რეაქცია. აღნიშნული შეიძლება მოიცავდეს გამონაყარს კანზე, ან სახის, ან ხორხის შეშუპებას.

ამოქსი-დენკი არ მიიღება თუ გამოვლინდა რომელიმე ზემოთ აღნიშნული. თუ პაციენტი არ არის რაიმეში დარწმუნებული, ამოქსი-დენკის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

სიფრთხილით და სიფრთხილის ზომები:

ამოქსი-დენკის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს:

თუ პაციენტს აქვს მონონუკლეოზი (ცხელება, ფარინგიტი, ჯირკვლების შეშუპება, და უკიდურესი გადაღლილობის შეგრძნება)

აღენიშნება თირკმელის მხრივ დარღვევები

არ გამოიყოფა შარდი რეგულარულად.

ამოქსი-დენკის მიღებამდე უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული ეხება თუ არა ზემოთ აღნიშნული მას.

სისხლის და შარდის ანალიზები

თუ პაციენტს უტარდება

შარდის ანალიზი (გლუკოზისათვის) და სისხლის ანალიზი ღვიძლის ფუნქციის დასადგენად

ესტრიოლის ტესტები (გამოიყენება ორსულობის დროს, ნაყოფის განვითარების დასადგენად)

უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ პაციენტი მკურნალობს ამოქსი-დენკით. აღნიშნული საჭიროა, ვინაიდან ამოქსი-დენკმა შეიძლება იმოქმედოს ამ ტესტებზე

ამოქსი-დენკის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ პაციენტი იღებს ან უახლოეს წარსულში იღებდა ან შეიძლება მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.

თუ პაციენტი იღებს ალოპურინოლს (პოდაგრას სამკურნალო მედიკამენტი). იზრდება კანის მხრივ ალერგიული რეაქციის განვითარების რისკი

პრობენეციდი (პოდაგრას სამკურნალო მედიკამენტი); კომბინირებულმა თერაპიამ პრობენეციდთან ერთად შეიძლება შეამციროს ამოქსიცილინის ექსკრეცია და არ არის რეკომენდებული.

თუ პაციენტი იღებს სისხლის კოლტირების შემაჩერებელი მედიკამენტს (როგორიც არის ვარფარინი), პაციენტს შეიძლება დასჭირდეს სისხლის დამატებითი ანალიზები.

თუ პაციენტი იღებს სხვა ანტიბიოტიკებს (როგორიც არის ტეტრაციკლინი) ამოქსი-დენკი შეიძლება იყოს ნაკლებეფექტური

მეთოტრექსატი (სიმსივნის და მძიმე ფსორიაზის სამკურნალო მედიკამენტი); პენიცილინმა შეიძლება შეამციროს მეთოტრექსატის ექსკრეცია, რამაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების გაზრდა.

ორსულობა და ლაქტაცია

თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობს, რომ არის ორსულად ან აპირებს დაფეხმძიმებას, ამ მედიკამენტის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს

ავტომობილის და სხვა მანქანა-დანადგარების მართვა:

ამოქსი-დენკს შეიძლება ჰქონდეს გვერდითი ეფექტები და სიმპტომები (როგორიც არის ალერგიული რეაქციები, თავბრუსხვევა და კონვულსიები), რომელმაც შეიძლება გამოწვიოს მართვის უუნარობა.

არ შეიძლება მანქანის ან სხვა მოწყობილობების მართვა, სანამ პაციენტი თავს არ იგრძნობს უკეთ.

ამოქსი-დენკი შეიცავს ლაქტოზას

ეს მედიკამენტი შეიცავს 1მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითოეულ ტაბლეტზე, რაც ნიშნავს რომ შეიძლება ითქვას “ნატრიუმისგან თავისუფალია”

ამოქსი-დენკის მიღების წესი

ეს მედიკამენტი ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის მითითების ზუსტი დაცვით. თუ პაციენტს აქვს რაიმე ეჭვი, მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უნდა გადაიყლაპოს წყალთან ერთად

გამყოფი ხაზი არის მხოლოდ ტაბლეტის გასაყოფად, თუ პაციენტს უჭირს მთლიანად გადაყლაპვა

დოზებს შორის ინტერვალი დღის განმავლობაში უნდა იყოს თანაბარი, სულ მცირე 4 საათი მაინც.

რეკომენდებული დოზა

40 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონის მქონე ბავშვები

ყველა დოზა დამოკიდებულია ბავშვის წონაზე კგ-ში

მკურნალი ექიმი დანიშნავს ამოქსიცილინის ბავშვისათვის ან ჩვილისთვის განკუთვნილ რეკომენდებულ დოზას

ზოგადი დღიური დოზა არის 40 მგ-დან 90 მგ-მდე სხეულის მასის თითოეულ კილოგრამზე, გაყოფილი 2 ან სამ დოზად

მაქსიმალური რეკომენდებული დღიური დოზა არის 100 მგ სხეულის მასის თითოეულ კილოგრამზე

მოზრდილები, ხანდაზმული პაციენტები და 40კგ-ზე მეტი სხეულის წონის მქონე ბავშვები

ამოქსიცილინის ჩვეული რეკომედებული დოზა არის 250 მგ-დან 500 მგ-მდე 3-ჯერ დღეში ან 750 მგ-დან 1 გ-მდე ყოველ 12 საათში, რაც დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმეზე და ტიპზე

მძიმე ინფექციები: 750 მგ-დან 1გ-მდე 3-ჯერ დღეში

საშარდე გზების ინფექციები: 3 გ 2-ჯერ დღეში 1 დღის განმავლობაში

ლაიმის დაავადება (ინფექცია, რომელიც გადააქვთ ტკიპებს): იზოლირებული მიგრირებადი ერითემა (ადრეული სტადია – წითელი ან ვარდისფერი მრგვალი ფორმის გამონაყარი): 4 გ დღეში, სისტემური გამოვლინებები (გვიანი სტადია – უფრო სერიოზული ნიშნები ან როდესაც დაავადება ვრცელდება მთელს სხეულზე): 6 გ-მდე დღეში.

კუჭის წყლული: ერთი 750 მგ ან ერთი 1 გ ორჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში სხვა ანტიბიოტიკებთან და კუჭის წყლულის სამკურნალო სხვა მედიკამენტებთან ერთად.

ქირურგიული ჩარევის დროს გულის ინფექციების პრევენციისათვის: დოზა დამოკიდებულია ქირურგიული ჩარევის ტიპზე. შესაძლებელია ამავე დროს სხვა მედიკამენტების მიღებაც. მკურნალი ექიმი, ფარმაცევტი ან ექთანი გაუწევს დამატებით კონსულტაციას

მაქსიმალური რეკომენდებული დოზა არის 6 გ დღეში.

თირკმელების მხრივ პრობლემები

თუ პაციენტს აქვს თირკმელების მხრივ პრობლემები, ჩვეულებრივი დოზა შეიძლება შემცირდეს.

ამოქსი-დენკის დოზის გადაჭარბება

თუ პაციენტმა მიიღო დიდი რაოდენობით ამოქსი-დენკი, ნიშნები შეიძლება იყოს დისპეფსია (ავადმყოფობის შეგრძნება, ავადმყოფობა ან დიარეა) ან კრისტალები შარდში, რომელიც შეიძლება ჩანდეს, როგორც ამღვრეული შარდი, ან პრობლემები შარდვის მხრივ. უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, რაც შეიძლება სწრაფად. პაციენტმა თან უნდა იქონიოს მედიკამენტი ექიმისთვის საჩვენებლად.

ამოქსი-დენკის დოზის გამოტოვება

თუ პაციენტს დაავიწყდა დოზის მიღება, მისი მიღება უნდა უნდა მოხდეს გახსენებისთანავე

არ შეიძლება შემდეგი დოზის მიღება ძალიან მალე, შემდეგი დოზა მიიღება სულ მცირე 4 საათის შემდეგ

არ შეიძლება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ გაორმაგებული დოზის მიღება

რა ხანგრძლივობით მიიღება ამოქსი დენკი

ამოქსი-დენკი მიიღება ექიმის მიერ დანიშნული ხანგრძლივობით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პაციენტი თავს უკეთ გრძნობს. ინფექციათან საბრძლოლველად მიღებული უნდა იყოს ყველა დოზა. თუ მოხდა რომელიმე ბაქტერიის გადარჩენა, შეიძლება გამოიწვიოს ინფექციის გამეორება

მკურნალობის დასრულების შემდეგ, თუ პაციენტი თავს ისევ ცუდად გრძნობს, უნდა მიემართოს ექიმს

თუ ამოქსი-დენკი მიიღება ხანგრძლივად შეიძლება გამოვლინდეს რძიანა (სხეულის ტენიან ადგილებში. სოკოვანმა ინფექციებმა შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, ქავილი ან თეთრი ფერის გამონადენი). თუ გამოვლინდა აღნიშნული, უნდა მიემართოს ექიმს.

თუ ამოქსი-დენკი მიიღება ხანგრძლივად, მკურნალმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს დამატებითი ანალიზები, რადგან შეამოწმოს თირკმელის, ღვიძლის ფუნქცია და სისხლი.

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ყველას არ უვლინდება ის.

უნდა შეწყდეს ამოქსი-დენკის მიღება და დაუყონებლივ მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ გამოვლინდა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სერიოზული გვერდითი ეფექტი – შესაძლებელია პაციენტს დასჭირდეს სასწრაფო სამედიცინო მკურნალობა:

ქვემოთ ჩამოთვლილი ვლინდება ძალიან იშვიათად (10 000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1 შემთხვევაში)

ალერგიული რეაქციები, ნიშნები შეიძლება მოიცავდეს: კანის ქავილი ან გამონაყარი, სახის, ტუჩების, ენის, სხეულის შეშუპება, ან სუნთქვის გართულება. აღნიშნული შეიძლება იყოს სერიოზული და იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს გარდაცვალება

გამონაყარი ან ძალიან პატარა წითელი მრგვალი ლაქები კანქვეშ ან კანის ჩალურჯებები. ეს გამოწვეულია ალერგიული რეაქციით გამოწვეული სისხლძარღვების კედლის ანთებით. იგი შეიძლება დაკავშირებული იყოს სახსრების ტკივილთან (ართრიტი) და თირკმელების მხრივ პრობლემებთან.

დაყოვნებული ალერგიული რეაქცია შეიძლება ჩვეულებრივ გამოვლინდეს ამოქსიცილინის მიღებიდან 7-12 დღის განმავლობაში, ზოგიერთი ნიშანი შეიძლება იყოს: გამონაყარი, ცხელება, სახსრების ტკივილი, ლიმფური ჯირკვლების გადიდება, განსაკუთრებით მხრების ქვეშ.

კანის რეაქცია ე.წ. ‘პოლიმორფული ერითემა’, როდესაც შეიძლება განვითარდეს: ქავილის გამომწვევი მოწითალო იასამნისფერი ლაქები, განსაკუთრებით ხელისგულზე ან ფეხის ძირზე, ‘ჭინჭრის ციების მსგავსი’ შეშუპებული ადგილები კანზე, პირის ღრუს, თვალის ან გენიტალიების ზედაპირის რბილ ადგილებზე. პაციენტს შესაძლებელია ჰქონდეს სიცხე ან იყოს ძალიან დაღლილი

კანის სხვა ალერგიული რეაქციები შეიძლება იყოს: კანის ფერის შეცვლა, კანქვეშა გამონაყარი, გამონაყარი, პუსტულუზი, აქერცვლა, ტკივილი, ქავილი, გამომშრალი კანი. აღნიშნული შეიძლება დაკავშირებული იყოს ცხელებასთან, თავის და სხეულის ტკივილთან

გაციების მსგავსი ნიშნები, როგორიც არის გამონაყარი, ცხელება, ჯირკვლების შეშუპება, და სისხლის ანალიზების უჩვეულო შედეგები (მათ შორის სისხლის თეთრი უჯრედების [ოეზინოფილია] და ღვიძლის ფერმენტების რაოდენობის ზრდა) (მედიკამენტის რეაქცია ეოზინოფილიასთან და სისტემურ ნიშნებთან ერთად (DRESS))

ცხელება, კანკალი, ფარინგიტი ან ინფექციის სხვა ნიშნები, ან თუ პაციენტს ადვილად უჩნდება სისხლნაჟღენთები. აღნიშნული არის სისხლის უჯრედების მხრივ პრობლემების ნიშნები.

იარიშ-ჰერქსჰეიმერის რეაქცია, რომელიც ვლინდება ამოქსიცილინით ლაიმის სინდრომის მკურნალობის დროს და იწვევს სიცხეს, კანკალს, თავის ტკივილს, კუნთების ტკივილს და გამონაყარს კანზე

მსხვილი ნაწლავის ანთება (კოლინჯი) დიარეასთან (ზოგჯერ სისხლის შემცველობით), ტკივილთან და სიცხესთან ერთად

შეიძლება გამოვლინდეს სერიოზული გვერდითი ეფექტები ღვიძლის მხრივ. ძირითადად ვლინდება იმ პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მკურნალობენ, მამაკაცებში და ხანდაზმულ პაციენტებში. უნდა მიემართოსექიმს დაუყოვნებლივ თუ გამოვლინდა:

მწვავე დიარეა სისხლთან ერთად

გამონაყარი, სიწითლე ან ჩალურჯებები კანზე

მუქი ფერის შარდი ან ღია ფერის განავალი

კანის ან თვალების თეთრი ნაწილის გაყვითლება (სიყვითლე). იხილეთ ასევე ანემია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სიყვითლე.

ეს შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატით მკურნალობის დროს ან რამდენიმე კვირის შემდეგ.

თუ გამოვლინდება, რომელიმე ზემოთ აღნიშნული უნდა შეწყდეს მედიკამენტის მიღება და მიემართოს მკურნალ ექიმს დაუყონებლივ.

ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს ნაკლებად მძიმე ალერგიული რეაქციები, როგორიც არის:

საშუალო სიმძიმის გამონაყარი ქავლით (მრგვალი ფორმის, მოვარდისფრო-წითელი ფერის ლაქები), ‘ჭინჭრის ციების მსგავსი’ შეშუპებული ადგილები მკლავებზე, ფეხებზე, ხელისგულზე, ხელებზე, ტერფებზე. აღნიშნული იშვიათია (შეიძლება გამოვლინდეს 100 ნამკურნალევი პაციენტიდან 1 შემთხვევაში)

თუ გამოვლინდა რომელიმე, უნდა მიემართოს ექიმს, რადგან საჭირო იქნება ამოქსი-დენკით მკურნალობის შეწყვეტა

სხვა გვერდითი ეფექტები შემდეგია:

ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10 ნამკურნალევი პაციენტიდან 1 შემთხვევაში):

გამონაყარი კანზე

ავადმყოფობის შეგრძნება (გულისრევა)

დიარეა

არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100 ნამკურნალევი პაციენტიდან 1 შემთხვევაში):

ავადმყოფობა (ღებინება)

ძალიან იშვიათად (შეიძლება გამოვლინდეს 10 000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1 შემთხვევაში):

რძიანა (ვაგინალური, პირისღრუს ან კანის ნაკეცების სოკოვანი ინფექცია), ექიმის ან ფარმაცევტისაგან პაციენტი მიიღებს რძიანასთვის განკუთვნილ მკურნალობის რეკომენდაციას

თირკმელების მხრივ პრობლემები

კრუნჩხვები (კონვულსიები), ვლინდება იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ მაღალი დოზებით ან აქვთ თირკმელების მხრივ პრობლემები

თავბრუსხვევა

ჰიპერაქტიურობა

ენა შეიძლება გაყვითლდეს, გაყავისფრდეს ან გაშავდეს და ასევე ჰქონდეს “თმიანი” გამოვლინება

ერითროციტების რაოდენობის მკვეთრი დაცემა, რაც იწვევს ანამიის ტიპს. ნიშნები მოიცავს: დაღლილობის შეგრძნებას, თავის ტკივილს, ქოშინს, თავბრუსხვევას, სიფერმკრთალეს და კანისა და თვალების თეთრი ნაწილის გაყვითლებას

ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება

სისხლის შედედებაში მონაწილე უჯრედების რაოდენობის შემცირება

სისხლის შედედებას შეიძლება დასჭირდეს უჩვეულოდ დიდი დრო. პაციენტმა ეს შეიძლება შეამჩნიოს ცხვირიდან სისხლდენის ან დაზიანების შემთხვევაში.

უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე ვერ დადგინდა

ტკივილი გულ-მკერდის არეში ალერგილი რეაქციის ფონზე, რომელიც შეიძლება იყოს ალერგიით გამოწვეული მიოკარდიუმის ინფარქტის ნიშანი (კუნისის სინდრომი)

გამონაყარი ბუშტუკებით მრგვალი ფორმით ცენტრში გარქოვანებით ან მარგალიტისებრი რიგი (ხაზოვანი დაავადება IgA)

ტვინის ან ზურგის ტვინის ლორწოვანი გარსის ანთება (ასეპტიკური მენინგიტი)

მედიკამენტით გამოწვეული ენტეროკოლიტის სინდრომი (DIES): DIES ძირითადად გამოვლინდა ბავშვებში, რომლებიც ღებულებენ ამოქსიცილინს. ეს არის გარკვეული სახის ალერგიული რეაქცია, რომელსაც ახასიათებს განმეორებითი ღებინება (მედიკამენტის მიღებიდან 1-4 საათის შემდეგ). სხვა სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს მუცლის ტკივილს, ლეთარგიას, დიარეას, და დაბალ არტერიულ წნევას.

კრისტალები შარდში, რაც დაკავშირებულია თირკმლის მწვავე დაზიანებასთან, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს, როგორც ამღვრეული შარდი, გართულებული შარდვა ან დისკომფორტი შარდვის დროს. პაციენტი უნდა დარწმუნდეს, რომ ღებულობს საკმარისი რაოდენობის სითხეს, რათა შემცირდეს აღნიშნული ნიშნების გამოვლენის რისკი.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება:

თუ გამოვლინდა რომელიმე გვერდითი ეფექტი, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ყველა შესაძლო გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის აღწერილი გამოყენების აღნიშნულ ინსტრუქციაში.

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით პაციენტი დაეხმარება უფრო მეტი ინფორმაცია შეგროვდეს აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

ამოქსი-დენკის შენახვის წესი

ეს მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენება შეფუთვის ყუთზე და ბლისტერზე “Exp”-ის შემდეგ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს

შენახვის ვადა: 3 წელი

ინახება 250C-ზე დაბალ ტემპერატურაზე,

სინათლისგან დაცვის მიზნით ინახება ორიგინალ შეფუთვაში

მედიკამენტი არ მიიღება თუ ვლინდება ცვლილება მის აღწერილობაში, შეფუთვა დაზიანებულია ან ჩანს გაყალბების ნიშნები.

არ შეიძლება რომელიმე მედიკამენტის გადაგდება სანაგვე ურნაში ან საკანალიზაციო წყალში. უნდა მიემართოს ფარმაცევტს, იმ მედიკამენტის განადგურებისათვის, რომელიც აღარ გამოიყენება. ეს ღონისძიება დაიცავს გარემოს.

შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალებები, ფართო სპექტრის პენიცილინი.

ACT კოდი: J01CA04

მოქმედების მექანიზმი

ამოქსიცილინი წარმოადგენს ნახევრადსინთეზურ პენიცილინს (ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკი), რომელიც აინჰიბირებს ერთი ან რამდენიმე ფერმენტის (ხშირად მიმართულია პენიცილინის-შემაკავშირებელ პროტეინებთან, PBPs) ბაქტერიული პეპტიდოგლიკანის ბიოსინთეზურ გზას, რომელიც წარმოადგენს ბაქტერიის უჯრედის კედლის განუყოფელ სტრუქტურულ კომპონენტს. პეპტიდოგლიკანის სინთეზის დაინჰიბირება იწვევს უჯრედის კედლის დასუსტებას, რასაც ჩვეულებრივ მოჰყვება უჯრედის დაშლა და კვდომა. ამოქსიცილინი მგრძნობიარეა რეზისტენტული ბაქტერიის მიერ წარმოქმნილი ბეტა-ლაქტამაზას მიმართ და აქედან გამომდინარე მხოლოდ ამოქსიცილინის მოქმედების სპექტრი არ შეიცავს იმ ორგანიზმებს, რომელიც ამ ფერმენტებს წარმოქმნის.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები:

აბსორბცია

ამოქსიცილინი სრულად ემიჯნება ფიზიოლოგიურ pH-ს წყლალხსნარის საშუალებით. იგი სწრაფად და კარგად აბსორბირდება პერორალური მიღების შემდეგ. პერორალური მიღების შემდეგ ამოქსიცილინის დაახლოებით 70% ბიოშეღწევადია. დრო, რათა მიღწეული იქნას პლაზმის მაქსიმალური კონცენტრაცია (Tmax) არის დაახლოებით 1 საათი. 250-დან 3000 მგ-მდე ბიოშეღწევადობის დიაპაზონი არის ხაზოვანი, დოზის პროპორციულად (განისაზღვრება როგორც Cmax და AUC). ერთდროულად საკვების მიღება არ განსაზღვრავს აბსორბციას.

განაწილება

მთლიანი პლაზმური ამოქსიცილინის დაახლებით 18% დაკავშირებულია ცილებთან და განაწილების მოცულობა დაახლოებით შეადგენს 0.3-0.4 ლ/კგ. ინტრავენურად შეყვანის შემდეგ, ამოქსიცილინი აღმოჩნდა ნაღვლის ბუშტში, მუცლის ქსოვილში, კანში, ცხიმებში, კუნთებში, სინოვიალურ და პერიტონეულ სითხეებში, ნაღველსა და ჩირქში. Aმოქსიცილინი არათანაბრად ნაწილდება ცერებროსპინალურ სითხეში. ამოქსიცილინი კვეთს პლაცენტის ბარიერს.

ბიოტრანსფორმაცია

ამოქსიცილინი ნაწილობრივ გამოიყოფა შარდის საშუალებით, როგორც არააქტიური პენიცილოიდური მჟავა, იმ რაოდენობით, რაც 10-25 % საწყისი დოზის ექვივალენტურია.

ელიმინაცია

ამოქსიცილინის გამოყოფის ძირითადი გზა არის თირკმლების საშუალებით. ჯანმრთელ ორგანიზმში ამოქსიცილინის ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი დაახლოებით ერთი საათია და სრული კლირენსი შეადგენს დაახლოებით 25 ლ/სთ-ს ჯანმრთელ პაციენტებში. ამოქსიცილინის დაახლოებით 60-70% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდში ამოქსიცილინის 250 მგ ან 500 მგ-ის დოზის მიღებიდან 6 საათის განმავლობაში. სხვადასხვა კვლევებით დადასტურდა, რომ საშარდე გზებით 24 საათის განმავლობაში გამოიყოფა ამოქსიცილინის 50-85%.

პრობენეციდთან კომბინირებული თერაპია ანელებს ამოქსიცილინის გამოყოფას.

ამოქსი-დენკ 500-ის შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის ამოქსიცილინის ტრიჰიდრატი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ამოქსიცილინს (ამოქსიცილინის ტრიჰიდრატის სახით)

დამხმარე ნივთიერებებია: მაკროგოლი 6000, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი [ბოსტნეული], სილიციუმის უწყლო დიოქსიდი.

მიწოდების ზოგადი კლასიფიკაცია

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ამოქსი-დენკ 500-ის აღწერილობა და შეფუთვა

ამოქსი-დენკ 500-ის ტაბლეტი არის თეთრი – ღია ყვითალი ფერის, წაგრძელებული ფორმის ტაბლეტები, გამყოფი ხაზით ორივე მხარეს.

ამოქსი-დენკ 500 ხელმისაწვდომია გაუმჭვირვალე PVC/PVDC ალუმინის ბლისტერზე.

შეფუთვაში: 20 ტაბლეტით

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

დენკ ფარმა გმბჰ & კო.კგ

პრინცრეგენტეშტრასე 79

81675 მიუნხენი

გერმანია

მწარმოებელი

პენცეფ ფარმა GmbH

ბრეითენბახშტრ. 13-14

13509, ბერლინი

გერმანია

აღნიშნული ინსტრუქცია საბოლოოდ გადაიხედა 05/2023

ზოგადი რჩევა ანტიბიოტიკების გამოყენებასთან დაკავშირებით

ანტიბიოტიკები გამოიყენება ბაქტერიის მიერ გამოწვეული ინფექციის სამკურნალოდ. იგი არ ახდენს გავლენას ვირუსის მიერ გამოწვეულ ინფექციაზე.

ზოგ შემთხვევაში ბაქტერიით გამოწვეული ინფექცია არ ექვემდებარება ანტიბიოტიკით მკურნალობას. აღნიშნულის გამოვლინების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი არის ინფექციის გამომწვევი ბაქტერის მიღებული ანტიბიოტიკის მიმართ რეზისტენტულობა, რაც ნიშნავს, რომ ანტიბიოტიკის მიუხედავად ისინი შეიძლება გადარჩნენ და გამრავლდნენ.

ბაქტერია ანტიბიოტიკის მიმართ შეიძლება გახდეს რეზისტენტული რამდენიმე მიზეზის გამო. ანტიბიოტიკების სიფრთხილით გამოყენება ამცირებს ბაქტერიის მათ მიმართ რეზისტენტულობის შესაძლებლობას.

როდესაც ექიმი უწევს რეკომენდაციას ანტიბიოტიკს, აგი განკუთვნილია პაციენტის მიმდინარე დაავადების სამკურნალოდ. ყურადღების გამახვილებაა საჭირო აღნიშნულ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რათა თავიდან იქნას აცილებული რეზისტენტული ბაქტერიების გაჩენა, რომელმაც შესაძლებელია შეაჩეროს ინტიბიოტიკის მუშაობა.

ძალიან მნიშვნელოვანია ანტიბიოტიკის მიღება სწორი დოზით, დროს და ხანგრძლივობით. ყურადღებით უნდა მოხდეს შეფუთვის ინსტრუქციის წაკითხვა და თუ წარმოიშვა დამატებითი შეკითხვა უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ უნდა მოხდეს ანტიბიოტიკის მიღება, სანამ არ მოხდება მისი დანიშვნა პაციენტისათვის და მან უნდა მიიღოს ანტიბიოტიკი სპეციალურად იმ ინფექციის სამკურნალოდ, რომლისთვისაც იგი დაინიშნა

არ შეიძლება სხვა პაციენტებისათვის დანიშნული ანტიბიოტიკის მიღება, იმ შემთხვევაშიც თუ მას აქვს თქვენი ინფექციის მსგავსი ინფექცია.

არ უნდა მოხდეს სხვა პირების მიერ თქვენთვის განკუთვნილი ანტიბიოტიკის მიღება

თუ პაციენტმა ჩაიტარა მკურნალობის კურსი ექიმის მიერ რეკომენდებული ხანგრძლივობით და მას დარჩა მიუღებელი ანტიბიოტიკი, უნდა მოხდეს დარჩენილი ნაწილის აფთიაქში მიტანა შესაბამისი ზომების მისაღებად.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა