ამოქსიცილინი
Amoxicillin
რას წარმოადგენს ამოქსიცილინის კაფსულები ამოქსიცილინის კაფსულები წარმოადგენს ანტიბიოტიკს, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ამოქსიცილინს. ამოქსიცილინი მიეკუთვნება ‘’პენიცილინების’’ ჯგუფის პრეპარატებს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ამოქსიცილინი (amoxicillin)
- ფორმა და შეფუთვა
- 250მგ კაფსულა №21
- მწარმოებელი
- Athlone Laboratories Limited, ირლანდია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, პენიცილინები მოქმედების ფართო სპექტრით
- ATC კოდი
- J01CA04
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-036976
- რეგისტრირებულია
- 10 დეკემბერი 2022, მოქმედებს 10 დეკემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
ამოქსიცილინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
რას წარმოადგენს ამოქსიცილინის კაფსულები
ამოქსიცილინის კაფსულები წარმოადგენს ანტიბიოტიკს, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ამოქსიცილინს. ამოქსიცილინი მიეკუთვნება ‘’პენიცილინების’’ ჯგუფის პრეპარატებს.
რისთვის გამოიყენება ამოქსიცილინის კაფსულები
ამოქსიცილინის კაფსულები გამოიყენება სხეულის სხვადასხვა მიდამოს ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ. ამოქსიცილინის კაფსულები ასევე გამოიყენება კუჭის წყლულის სამკურნალოდ სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ამ ინსტრუქციის მიხედვით ან მკუნრალი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების გათვალისწინებით. პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ არ არის დარწმუნებული, რომ წესისამებრ იღებს პრეპარატს.
კაფსულები იყლაპება გაუხსნელად, წყალთან ერთად.
მიღებათა შორის ინტერვალი დღის განმავლობაში უნდა იყოს თანაბარი, არაუმცირეს 4 საათისა.
სტანდარტული დოზები:
ბავშვები სხეულის წონით < 40 კგ-ზე:
დოზირება დამოკიდებულია ბავშვის სხეულის წონაზე კილოგრამებში.
მკურნალი ექიმი საჭირო დოზას დაადგენს ინდივიდუალურად.
სტანდარტულ დღიურ დოზას შეადგენს 40-დან 90 მგ-მდე სხეულის წონის თითოეულ კგ-ზე, ორი ან სამი გაყოფილი დოზის სახით.
მაქსიმალურ რეკომენდებულ დღიურ დოზას შეადგენს 100 მგ სხეულის წონის თითოეულ კგ-ზე.
მოზრდილები, მათ შორის ხანში შესული ასაკის პაციენტები და ბავშვები სხეულის წონით > 40კგ:
სტანდარტულ დოზას შეადგენს 250 - 500 მგ 3-ჯერ დღეში ან 750 - 1000 მგ 12 სთ-ში 1-ხელ, რაც დამოკიდებულია ინფექციის ტიპზე და სიმძიმეზე.
მძიმე ინფექციები: 750-დან 1000 მგ-მდე 3-ჯერ დღეში.
საშარდე გზების ინფექციები: 3 გ ორჯერ დღეში, ერთი დღე.
ლაიმის დაავადება (ინფექცია, რომელიც ვრცელდება ტკიპებით): იზოლირებული მიგრირებადი ერითემა (ადრეული სტადია – მოწითალო ან მოვარდისფრო წრისებრი გამონაყარი): 4 გ დღეში; სისტემური გამოვლინებები (გვიანი სტადია – უფრო მძიმე სიმპტომების ან მთელ სხეულზე გავრცელებული დაავადების დროს): 6 გ-მდე დღეში.
კუჭის წყლული: 750 მგ ან 1 გ ორჯერ დღეში, 7 დღე, სხვა ანტიბიოტიკებთან და კუჭის წყლულის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში.
გულის ინფექციის პრევენცია ქირურგიული ოპერაციის დროს: დოზა დამოკიდებულია ოპერაციის ტიპზე. შესაძლებელია ასევე გამოყენებულ იქნეს დამატებითი პრეპარატები. დეტალური ინფორმაციისთვის უნდა მიემართს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
მაქსიმალური რეკომენდებული დღიური დოზა – 6 გ.
თირკმელებთან ასოცირებული პრობლემები
თირკმლის დაზიანების არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია ამოქსიცილინის, პენიცილინის ან პრეპარტში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პუნქტში);
თუ პაციენტს ოდესმე ჰქონია ალერგიული რეაქცია ნებისმიერი ანტიბიოტიკის მიმართ, მათ შორის გამონაყარის ან სახის ან ხახის მიდამოს შეშუპების სახით.
პაციენტმა არ უნდა მიიღოს ამოქსიცილინის კაფსულები თუ ზემოთ მოცემულიდან რომელიმე ეხება მას. ნებისმიერ გაურკვეველ საკითხზე, პაციენტმა ამოქსიცილინის კაფსულების მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
სიფრთხილის ზომები
ამოქსიცილინის კაფსულების მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს:
თუ პაციენტს აქვს ინფექციური მონონუკლეოზი (ცხელება, ყელის ტკივილი, შეშუპებული ჯირკვლები და ძლიერი დაღლილობა);
თუ პაციენტს აქვს თირკმელებთან ასოცირებული პრობლემები;
თუ პაციენტს უჭირს შარდის გამოყოფა;
პაციენტმა ამოქსიცილინის კაფსულების მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იგი არ არის დარწმუნებული ეხება თუ არა რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მას.
სისხლის და შარდის ანალიზები
თუ პაციენტს დაგეგმილი აქვს შემდეგი ანალიზები:
შარდის ანალიზები (გლუკოზას) ან სისხლის ანალიზები ღვიძლის ფუნქციის გამოსაკვლევად;
ესტრიოლის ანალიზი (ტარდება ორსულობის პერიოდში რათა შეფასდეს ნაყოფის ნორმალური განვითარება).
პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ამოქსიცილინის კაფსულების გამოყენების შესახებ. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რადგან ამოქსიცილის კაფსულებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ზემოთ აღნიშნული ანალიზების შედეგებზე.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს, იღებდა ახლო წარსულში ან აპირებს მიიღოს მომავალში:
ალოპურინოლის (პოდაგრას სამკურნალოდ) და ამოქსიცილინის კაფსულების ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია გაიზარდოს კანისმიერი ალერგიული რეაქციების განვითარების რისკი;
მკურნალმა ექიმმა შესაძლოა შეცვალოს ამოქსიცილინის კაფსულების დოზა თუ პაციენტი ღებულობს პრობენეციდს (გამოიყენება პოდაგრა სამკურნალოდ);
თუ პაციენტი ღებულობს სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატებს (მაგ. ვარფარინს), შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი სისხლის ანალიზების ჩატარება;
ამოქსიცილინის კაფსულები შესაძლოა აღმოჩდეს ნაკლებად ეფექტური, თუ პაციენტი ღებულობს სხვა ანტიბიოტიკებს (მაგ. ტეტრაციკლინს);
თუ პაციენტი ღებულობს მეტოტრექსატს (გამოიყენება კიბოს და ძლიერი ფსორიაზის საწინააღმდეგოდ), შესაძლოა გაიზარდოს ამოქსიცილინთან ასოცირებული გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი;
თუ პაციენტი ღებულობს მუცლის ტიფის პერორალურ ვაქცინას (ამოქსიცილინთან ერთად შესაძლოა დაკარგოს ეფექტურობა).
ორსულობა და ძუძუთი კვება
პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იგი არის ან ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად, აპირებს დაორსულებას ან ძუძუთი კვებავს ბავშვს.
ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა
ამოქსიცილინის კაფსულებთან ასოცირებულმა ზოგიერთმა გვერდითმა მოვლენამ (მაგ. ალერგიული რეაქციები, თავბრუსხვევა ან გულყრები) შესაძლოა ხელი შეუშალოს ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვას.
პაციენტმა არ უნდა მართოს ავტომობილი ან სხვა მექანიზმები თუ იგი თავს არ გრძნობს კარგად.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა წამალს, ამოქსიცილინის კაფსულებსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.
შემდეგი საშიში გვერდითი მოვლენებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეწყვიტოს ამოქსიცილინის კაფსულების მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს – შესაძლოა საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა:
შემდეგი გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია (შესაძლოა განვითარდეს 10.000-დან 1 შემთხვევაში):
ალერგიული რეაქციები, რომლის სიმპტომები და ნიშნები შესაძლოა მოიცავდეს: გამონაყარი კანზე და ქავილი, სახის, ტუჩების, ენის ან სხეულის შეშუპება ან სუნთქვის გაძნელება. აღნიშნული წარმოადგენს ძალიან საშიშ მოვლენებს, რომლებსაც იშვიათად მოჰქოლია ლეტალური გამოსავალიც.
გამონაყარი ან წვრილწერტილოვანი, ბრტყელი, წითელი, მრგვალი ლაქები კანქვეშ ან კანის სილურჯეები. აღნიშნული განპირობებულია ალერგიული რეაქციით გამოწვეული სისხლძარღვების ანთებით და შესძლოა ასოცირებული იყოს სახსრების ტკივილთან (ართრიტი) და თირკმელების დაზიანებასთან.
გვიანი ალერგიული რეაქცია შესაძლოა განვითარდეს ამოქსიცილინის კაფსულების მიღებიდან 7-12 დღეში. სიმპტომები და ნიშნები მოიცავს: გამონაყარი, ცხელება, სახსრების ტკივილი და ლიმფური კვანძების გადიდება, განსაკუთრებით იღლიის მიდამოში.
კანისმიერი რეაქცია – “მრავალფორმიანი ერითემა”, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგით: ქავანა, მოწითალო-მოიასამნისფრო ლაქები კანზე, განსაკუთრებით ხელის და ფეხის გულებზე, ჭინჭრის ციების მსგავსი კანიდან წამოწეული მიდამოები კანზე, მტკივნეული უბენბი პირის ღრუს, თვალების და სასქესო ორგანოების ზედაპირზე. აღნიშნულს შესაძლოა თან ახლდეს ცხელება და ძლიერი დაღლილობა.
სხვა ძლიერი კანისმიერი რეაქციები: კანის ფერის ცვლილება, სიმაგრეები კანქვეშ, დაწყულება, პუსტულები, კანის აშრევება, სიწითლე, ტკივილი, ქავილი და აქერცვლა. აღნიშნულს შესაძლოა თან ახლდეს ცხელება და ტკივილი მთელ სხეულში.
გრიპის მსგავსი სიმპტომები გამონაყრით, ცხელებით, ჯირკვლების გადიდებით და სისხლის ანალიზის შედეგების ცვლილებებით (მათ შორის სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მომატება (ეოზინოფილია) და ღვიძლის ფერმენტების რაოდენობის მომატება) (წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS სინდრომი)).
ცხელება, შემცივნება, ყელის ტკივილი ან ინფექციის სხვა ნიშნები, მიდრეკილება სისხლჩაქცევებისკენ. აღნიშნული შესაძლოა წარმოადგენდნენ სისხლის უჯრედებთან ასოცირებულ პრობლემას.
იარიშ-ჰექრსჰეიმერის რეაქცია, რომელიც ვითარდება, როდესაც ამოქსიცილინის კაფსულები ინიშნება ლაიმის დაავადების სამკურნალოდ. სიმპტომები მოიცავს ცხელებას, შემცივნებას, თავის ტკივილს, კუნთების სპაზმებს და გამონაყარს კანზე.
მსხვილი ნაწლავის ანთება (კოლინჯი) ფაღარათით (ზოგჯერ სისხლნარევი), ცხელებით და ტკივილით.
შესაძლოა განვითარდეს საშიში ღვიძლისმიერი გვერდითი მოვლენები. აღნიშნული მეტად არის ასოცირებული ხანგრძლივ მკურნალობასთა, მამრობით სქესთან და ხანდაზმულ ასაკთან. შემდეგი მოვლენებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს:
ძლიერი სისხლიანი ფაღარათი;
კანის დაწყლულება, სიწითლე და სისხლჩაქცევები;
მუქი ფერის შარდი ან მკრთალი განავალი;
კანის და სკლერების მოყვითალო შეფერილობა (სიყვითლე). ქვემოთ ასევე იხ. ინფორმაცია ანემიის შესახებ, რამაც ასევე შესაძლოა გამოიწვიოს სიყვითლე.
აღნიშნული შესაძლოა განვითარდეს, როდესაც მკურნალობის ხანგრძლივობა აჭარბებს რამდენიმე კვირას.
ზემოთ მოცემულიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა შეწყვიტოს პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოს მკურნალ ექიმს.
ზოგჯერ, შესაძლოა განვითარდეს ნაკლებად ხშირი კანისმიერი რეაქციები, მაგ:
მსუბუქი ქავანა გამონაყარი (მრგვალი, მოწითალო-მოვარდისფრო ლაქებით), ჭინჭრის ციების მსგავსი კანიდან წამოწეული მიდამოები წინამხრის, ფეხების, ხელის გულების, მტევნების ან ტერფების მიდამოში. აღნიშნული ნაკლებად ხშირია (შესაძლოა განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში).
შემდეგი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, ამოქსიცილინის კაფსულებით მკურნალობა უნდა შეწყდეს და მიემართოს ექიმს:
ხშირი (შესაძლოა განვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):
გამონაყარი კანზე;
გულისრევა;
ფაღარათი;
ნაკლებად ხშირი (შესაძლოა განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):
ღებინება;
ძალიან იშვიათი (შესაძლოა განვითარდეს 10.000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):
კანდიდოზი (სოკოვანი ინფექცია საშოს ან პირის ღრუს მიდამოში ან კანის ნაკეცებში). კანდიდოზის მკურნალობისთვის პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს;
თირკმლისმიერი პრობლემები;
გულყრები (უმეტესად ვითარდება პრეპარატის მაღალი დოზებით გამოყენებისას ან თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებში);
თავბრუსხვევა;
ჰიპერაქტიურობა;
კრისტალები შარდში, რაც შესაძლოა გამოვლინდეს ამღვრეული შარდის სახით და თან ახლდეს შარდვის გაძნელება ან დისკომფორტი შარდვისას. აღნიშნული სიმპტომების პრევენციის მიზნით საჭიროა დიდი რაოდენობის სითხის მიღება;
ენამ შესაძლოა მიიღოს მოყვითალო, მოყავისფრო ან შავი შეფერილობა და გახდეს უსიამოვნო შესახედი;
სისხლის წითელი უჯრედების ჭარბი დაშლა, რაც იწვევს გარკვეული ტიპის ანემიას. სიმპტომები და ნიშნები მოიცავს: დაღლილობა, თავის ტკივილი, ქოშინი, თავბრუსხვევა, კანის სიფერმკრთალე და კანისა და სკლერების მოყვითალო შეფერილობა;
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება;
სისხლის იმ უჯრედების რაოდენობის შემცირება, რომლებიც პასუხისმგებელი არიან სისხლის შედედებაზე.
სისხლის შედედება შესაძლოა ნორმალურზე მეტად გახანგრძლივდეს. აღნიშნულის შემჩნევა შესაძლებელია მოხდეს ცხვირიდან სისხლდენის ან ჭრილობის დროს.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია უშუალოდ ყვითელი ბარათის სქემის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: HYPERLINK "http://www.mhra.gov.uk/yellowcard" www.mhra.gov.uk/yellowcard. გამოვლენილი გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების დადგენაში.
ჭარბი დოზა
ამოქსიცილინისკაფსულების ჭარბი რაოდენობით მიღების შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს ისეთი სიმპტომები ან ნიშნები, როგორიცაა კუჭის გაღიზიანება (გულისრევა, ღებინება ან ფაღარათი) ან კრისტალები შარდში, რაც შესაძლოა გამოვლინდეს მღვრიე შარდის ან შარდვის გაძნელების სახით. საჭიროა ექიმთან დაუყოვნებელი მიმართვა. პაციენტმა თან უნდა იქონიოს პრეპარატი რათა აჩვენოს ექიმს.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში
გამოტოვებული დოზის მიღება უნდა მოხდეს პირველივე შესაძლებლობისას.
მიღებათა შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 4 სთ-ზე ნაკლები.
გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია.
რა ხანგრძლივობით უნდა მოხდეს ამოქსიცილინის კაფსულების მიღება?
პაციენტმა არ უნდა შეწყვიტოს პრეპარატის მიღება ექიმისგან დამოუკიდებლად, მიუხედავად მდგომარეობის გაუმჯობესებისა. ინფექციასთან საბრძოლველად საჭიროა ყოველი დოზა. გადარჩენილმა ბაქტერიებმა შესაძლოა გამოიწვიონ ხელახალი ინფექცია.
პაციენტმა უნდამ მიმართოს ექიმს თუ მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ თავს კვლავ გრძნობს ცუდად.
ამოქსიცილინის ხანგრძლივი პერიოდით გამოყენების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს კანდიდოზი (სოკოვანი ინფექცია, რომელიც ვითარდება სხეულის ნოტიო მიდამოებში და იწვევს ტკივილს, ქავილს და თეთრი ფერის გამონადენს). აღნიშნულის განვითარების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან მიმართვა.
ამოქსიცილინის ხანგრძლივი პერიოდით გამოყენების შემთხვევაში მკურნალმა ექიმმა შესაძლოა ჩაატაროს დამატებითი ანალიზები სისხლის, თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის შესამოწმებლად.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შემადგენლობა
ამოქსიცილინის კაფსულების შემადგენლობა:
პრეპარატის თითოეული კაფსულა აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 250 მგ ან 500 მგ ამოქსიცილინს.
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი, ჟელატინი, ერითროზინი (E127), ქინოლონი ყვითელი (E104), ტიტანის დიოქსიდი (E171) და წითელი რკინის ოქსიდი (E172).
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე სიმბოლოების - ‘’EXP’’ შემდეგ (იგულისხმება კონკრეტული თვის ბოლო დღე).
ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე. ნესტისგან და სინათლისგან დასაცავად ინახება თავისივე კოლოფში.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება თუ მას ეტყობა ფიზიკური დაზიანების ნიშნები.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი ნარჩენების განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისთვის.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის
ამოქსიცილინი 250 მგ კაფსულები BP
ამოქსიცილინი 500 მგ კაფსულები BP
ამოქსიცილინი (ამოქსიცილინის ტრიჰიდრატის სახით)
პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის. დაუშვებელია პრეპარატის სხვისთვის მიცემა იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიმპტომები ერთნაირია.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში (იხ. ნაწილი 4).
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ამოქსიცილინის კაფსულები და რისთვის გამოიყენება იგი
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ამოქსიცილინის კაფსულების მიღებამდე
ამოქსიცილინის კაფსულების მიღების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ამოქსიცილინის კაფსულების შენახვის წესი
შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
- რას წარმოადგენს ამოქსიცილინის კაფსულები და რისთვის გამოიყენება იგი
რას წარმოადგენს ამოქსიცილინის კაფსულები
ამოქსიცილინის კაფსულები წარმოადგენს ანტიბიოტიკს, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ამოქსიცილინს. ამოქსიცილინი მიეკუთვნება ‘’პენიცილინების’’ ჯგუფის პრეპარატებს.
რისთვის გამოიყენება ამოქსიცილინის კაფსულები
ამოქსიცილინის კაფსულები გამოიყენება სხეულის სხვადასხვა მიდამოს ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ. ამოქსიცილინის კაფსულები ასევე გამოიყენება კუჭის წყლულის სამკურნალოდ სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ამოქსიცილინის კაფსულების მიღებამდე
ამოქსიცილინის კაფსულები არ მიიღება:
თუ პაციენტი ალერგიულია ამოქსიცილინის, პენიცილინის ან პრეპარტში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პუნქტში);
თუ პაციენტს ოდესმე ჰქონია ალერგიული რეაქცია ნებისმიერი ანტიბიოტიკის მიმართ, მათ შორის გამონაყარის ან სახის ან ხახის მიდამოს შეშუპების სახით.
პაციენტმა არ უნდა მიიღოს ამოქსიცილინის კაფსულები თუ ზემოთ მოცემულიდან რომელიმე ეხება მას. ნებისმიერ გაურკვეველ საკითხზე, პაციენტმა ამოქსიცილინის კაფსულების მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გაფრთხილებები და განსაკუთრებული მითითებები
ამოქსიცილინის კაფსულების მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს:
თუ პაციენტს აქვს ინფექციური მონონუკლეოზი (ცხელება, ყელის ტკივილი, შეშუპებული ჯირკვლები და ძლიერი დაღლილობა);
თუ პაციენტს აქვს თირკმელებთან ასოცირებული პრობლემები;
თუ პაციენტს უჭირს შარდის გამოყოფა;
პაციენტმა ამოქსიცილინის კაფსულების მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იგი არ არის დარწმუნებული ეხება თუ არა რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მას.
სისხლის და შარდის ანალიზები
თუ პაციენტს დაგეგმილი აქვს შემდეგი ანალიზები:
შარდის ანალიზები (გლუკოზას) ან სისხლის ანალიზები ღვიძლის ფუნქციის გამოსაკვლევად;
ესტრიოლის ანალიზი (ტარდება ორსულობის პერიოდში რათა შეფასდეს ნაყოფის ნორმალური განვითარება).
პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ამოქსიცილინის კაფსულების გამოყენების შესახებ. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რადგან ამოქსიცილის კაფსულებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ზემოთ აღნიშნული ანალიზების შედეგებზე.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს, იღებდა ახლო წარსულში ან აპირებს მიიღოს მომავალში:
ალოპურინოლის (პოდაგრას სამკურნალოდ) და ამოქსიცილინის კაფსულების ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია გაიზარდოს კანისმიერი ალერგიული რეაქციების განვითარების რისკი;
მკურნალმა ექიმმა შესაძლოა შეცვალოს ამოქსიცილინის კაფსულების დოზა თუ პაციენტი ღებულობს პრობენეციდს (გამოიყენება პოდაგრა სამკურნალოდ);
თუ პაციენტი ღებულობს სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატებს (მაგ. ვარფარინს), შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი სისხლის ანალიზების ჩატარება;
ამოქსიცილინის კაფსულები შესაძლოა აღმოჩდეს ნაკლებად ეფექტური, თუ პაციენტი ღებულობს სხვა ანტიბიოტიკებს (მაგ. ტეტრაციკლინს);
თუ პაციენტი ღებულობს მეტოტრექსატს (გამოიყენება კიბოს და ძლიერი ფსორიაზის საწინააღმდეგოდ), შესაძლოა გაიზარდოს ამოქსიცილინთან ასოცირებული გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი;
თუ პაციენტი ღებულობს მუცლის ტიფის პერორალურ ვაქცინას (ამოქსიცილინთან ერთად შესაძლოა დაკარგოს ეფექტურობა).
ორსულობა და ლაქტაცია
პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იგი არის ან ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად, აპირებს დაორსულებას ან ძუძუთი კვებავს ბავშვს.
ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა
ამოქსიცილინის კაფსულებთან ასოცირებულმა ზოგიერთმა გვერდითმა მოვლენამ (მაგ. ალერგიული რეაქციები, თავბრუსხვევა ან გულყრები) შესაძლოა ხელი შეუშალოს ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვას.
პაციენტმა არ უნდა მართოს ავტომობილი ან სხვა მექანიზმები თუ იგი თავს არ გრძნობს კარგად.
- ამოქსიცილინის კაფსულების მიღების წესი
პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ ამ ინსტრუქციის მიხედვით ან მკუნრალი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების გათვალისწინებით. პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ არ არის დარწმუნებული, რომ წესისამებრ იღებს პრეპარატს.
კაფსულები იყლაპება გაუხსნელად, წყალთან ერთად.
მიღებათა შორის ინტერვალი დღის განმავლობაში უნდა იყოს თანაბარი, არაუმცირეს 4 საათისა.
სტანდარტული დოზები:
ბავშვები სხეულის წონით < 40 კგ-ზე:
დოზირება დამოკიდებულია ბავშვის სხეულის წონაზე კილოგრამებში.
მკურნალი ექიმი საჭირო დოზას დაადგენს ინდივიდუალურად.
სტანდარტულ დღიურ დოზას შეადგენს 40-დან 90 მგ-მდე სხეულის წონის თითოეულ კგ-ზე, ორი ან სამი გაყოფილი დოზის სახით.
მაქსიმალურ რეკომენდებულ დღიურ დოზას შეადგენს 100 მგ სხეულის წონის თითოეულ კგ-ზე.
მოზრდილები, მათ შორის ხანში შესული ასაკის პაციენტები და ბავშვები სხეულის წონით > 40კგ:
სტანდარტულ დოზას შეადგენს 250 - 500 მგ 3-ჯერ დღეში ან 750 - 1000 მგ 12 სთ-ში 1-ხელ, რაც დამოკიდებულია ინფექციის ტიპზე და სიმძიმეზე.
მძიმე ინფექციები: 750-დან 1000 მგ-მდე 3-ჯერ დღეში.
საშარდე გზების ინფექციები: 3 გ ორჯერ დღეში, ერთი დღე.
ლაიმის დაავადება (ინფექცია, რომელიც ვრცელდება ტკიპებით): იზოლირებული მიგრირებადი ერითემა (ადრეული სტადია – მოწითალო ან მოვარდისფრო წრისებრი გამონაყარი): 4 გ დღეში; სისტემური გამოვლინებები (გვიანი სტადია – უფრო მძიმე სიმპტომების ან მთელ სხეულზე გავრცელებული დაავადების დროს): 6 გ-მდე დღეში.
კუჭის წყლული: 750 მგ ან 1 გ ორჯერ დღეში, 7 დღე, სხვა ანტიბიოტიკებთან და კუჭის წყლულის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში.
გულის ინფექციის პრევენცია ქირურგიული ოპერაციის დროს: დოზა დამოკიდებულია ოპერაციის ტიპზე. შესაძლებელია ასევე გამოყენებულ იქნეს დამატებითი პრეპარატები. დეტალური ინფორმაციისთვის უნდა მიემართს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
მაქსიმალური რეკომენდებული დღიური დოზა – 6 გ.
თირკმელებთან ასოცირებული პრობლემები
თირკმლის დაზიანების არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში
ამოქსიცილინისკაფსულების ჭარბი რაოდენობით მიღების შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს ისეთი სიმპტომები ან ნიშნები, როგორიცაა კუჭის გაღიზიანება (გულისრევა, ღებინება ან ფაღარათი) ან კრისტალები შარდში, რაც შესაძლოა გამოვლინდეს მღვრიე შარდის ან შარდვის გაძნელების სახით. საჭიროა ექიმთან დაუყოვნებელი მიმართვა. პაციენტმა თან უნდა იქონიოს პრეპარატი რათა აჩვენოს ექიმს.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში
გამოტოვებული დოზის მიღება უნდა მოხდეს პირველივე შესაძლებლობისას.
მიღებათა შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 4 სთ-ზე ნაკლები.
გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია.
რა ხანგრძლივობით უნდა მოხდეს ამოქსიცილინის კაფსულების მიღება?
პაციენტმა არ უნდა შეწყვიტოს პრეპარატის მიღება ექიმისგან დამოუკიდებლად, მიუხედავად მდგომარეობის გაუმჯობესებისა. ინფექციასთან საბრძოლველად საჭიროა ყოველი დოზა. გადარჩენილმა ბაქტერიებმა შესაძლოა გამოიწვიონ ხელახალი ინფექცია.
პაციენტმა უნდამ მიმართოს ექიმს თუ მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ თავს კვლავ გრძნობს ცუდად.
ამოქსიცილინის ხანგრძლივი პერიოდით გამოყენების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს კანდიდოზი (სოკოვანი ინფექცია, რომელიც ვითარდება სხეულის ნოტიო მიდამოებში და იწვევს ტკივილს, ქავილს და თეთრი ფერის გამონადენს). აღნიშნულის განვითარების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან მიმართვა.
ამოქსიცილინის ხანგრძლივი პერიოდით გამოყენების შემთხვევაში მკურნალმა ექიმმა შესაძლოა ჩაატაროს დამატებითი ანალიზები სისხლის, თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის შესამოწმებლად.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა წამალს, ამოქსიცილინის კაფსულებსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.
შემდეგი საშიში გვერდითი მოვლენებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეწყვიტოს ამოქსიცილინის კაფსულების მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს – შესაძლოა საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა:
შემდეგი გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია (შესაძლოა განვითარდეს 10.000-დან 1 შემთხვევაში):
ალერგიული რეაქციები, რომლის სიმპტომები და ნიშნები შესაძლოა მოიცავდეს: გამონაყარი კანზე და ქავილი, სახის, ტუჩების, ენის ან სხეულის შეშუპება ან სუნთქვის გაძნელება. აღნიშნული წარმოადგენს ძალიან საშიშ მოვლენებს, რომლებსაც იშვიათად მოჰქოლია ლეტალური გამოსავალიც.
გამონაყარი ან წვრილწერტილოვანი, ბრტყელი, წითელი, მრგვალი ლაქები კანქვეშ ან კანის სილურჯეები. აღნიშნული განპირობებულია ალერგიული რეაქციით გამოწვეული სისხლძარღვების ანთებით და შესძლოა ასოცირებული იყოს სახსრების ტკივილთან (ართრიტი) და თირკმელების დაზიანებასთან.
გვიანი ალერგიული რეაქცია შესაძლოა განვითარდეს ამოქსიცილინის კაფსულების მიღებიდან 7-12 დღეში. სიმპტომები და ნიშნები მოიცავს: გამონაყარი, ცხელება, სახსრების ტკივილი და ლიმფური კვანძების გადიდება, განსაკუთრებით იღლიის მიდამოში.
კანისმიერი რეაქცია – “მრავალფორმიანი ერითემა”, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგით: ქავანა, მოწითალო-მოიასამნისფრო ლაქები კანზე, განსაკუთრებით ხელის და ფეხის გულებზე, ჭინჭრის ციების მსგავსი კანიდან წამოწეული მიდამოები კანზე, მტკივნეული უბენბი პირის ღრუს, თვალების და სასქესო ორგანოების ზედაპირზე. აღნიშნულს შესაძლოა თან ახლდეს ცხელება და ძლიერი დაღლილობა.
სხვა ძლიერი კანისმიერი რეაქციები: კანის ფერის ცვლილება, სიმაგრეები კანქვეშ, დაწყულება, პუსტულები, კანის აშრევება, სიწითლე, ტკივილი, ქავილი და აქერცვლა. აღნიშნულს შესაძლოა თან ახლდეს ცხელება და ტკივილი მთელ სხეულში.
გრიპის მსგავსი სიმპტომები გამონაყრით, ცხელებით, ჯირკვლების გადიდებით და სისხლის ანალიზის შედეგების ცვლილებებით (მათ შორის სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მომატება (ეოზინოფილია) და ღვიძლის ფერმენტების რაოდენობის მომატება) (წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS სინდრომი)).
ცხელება, შემცივნება, ყელის ტკივილი ან ინფექციის სხვა ნიშნები, მიდრეკილება სისხლჩაქცევებისკენ. აღნიშნული შესაძლოა წარმოადგენდნენ სისხლის უჯრედებთან ასოცირებულ პრობლემას.
იარიშ-ჰექრსჰეიმერის რეაქცია, რომელიც ვითარდება, როდესაც ამოქსიცილინის კაფსულები ინიშნება ლაიმის დაავადების სამკურნალოდ. სიმპტომები მოიცავს ცხელებას, შემცივნებას, თავის ტკივილს, კუნთების სპაზმებს და გამონაყარს კანზე.
მსხვილი ნაწლავის ანთება (კოლინჯი) ფაღარათით (ზოგჯერ სისხლნარევი), ცხელებით და ტკივილით.
შესაძლოა განვითარდეს საშიში ღვიძლისმიერი გვერდითი მოვლენები. აღნიშნული მეტად არის ასოცირებული ხანგრძლივ მკურნალობასთა, მამრობით სქესთან და ხანდაზმულ ასაკთან. შემდეგი მოვლენებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს:
ძლიერი სისხლიანი ფაღარათი;
კანის დაწყლულება, სიწითლე და სისხლჩაქცევები;
მუქი ფერის შარდი ან მკრთალი განავალი;
კანის და სკლერების მოყვითალო შეფერილობა (სიყვითლე). ქვემოთ ასევე იხ. ინფორმაცია ანემიის შესახებ, რამაც ასევე შესაძლოა გამოიწვიოს სიყვითლე.
აღნიშნული შესაძლოა განვითარდეს, როდესაც მკურნალობის ხანგრძლივობა აჭარბებს რამდენიმე კვირას.
ზემოთ მოცემულიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა შეწყვიტოს პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოს მკურნალ ექიმს.
ზოგჯერ, შესაძლოა განვითარდეს ნაკლებად ხშირი კანისმიერი რეაქციები, მაგ:
მსუბუქი ქავანა გამონაყარი (მრგვალი, მოწითალო-მოვარდისფრო ლაქებით), ჭინჭრის ციების მსგავსი კანიდან წამოწეული მიდამოები წინამხრის, ფეხების, ხელის გულების, მტევნების ან ტერფების მიდამოში. აღნიშნული ნაკლებად ხშირია (შესაძლოა განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში).
შემდეგი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, ამოქსიცილინის კაფსულებით მკურნალობა უნდა შეწყდეს და მიემართოს ექიმს:
ხშირი (შესაძლოა განვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):
გამონაყარი კანზე;
გულისრევა;
ფაღარათი;
ნაკლებად ხშირი (შესაძლოა განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):
ღებინება;
ძალიან იშვიათი (შესაძლოა განვითარდეს 10.000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):
კანდიდოზი (სოკოვანი ინფექცია საშოს ან პირის ღრუს მიდამოში ან კანის ნაკეცებში). კანდიდოზის მკურნალობისთვის პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს;
თირკმლისმიერი პრობლემები;
გულყრები (უმეტესად ვითარდება პრეპარატის მაღალი დოზებით გამოყენებისას ან თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებში);
თავბრუსხვევა;
ჰიპერაქტიურობა;
კრისტალები შარდში, რაც შესაძლოა გამოვლინდეს ამღვრეული შარდის სახით და თან ახლდეს შარდვის გაძნელება ან დისკომფორტი შარდვისას. აღნიშნული სიმპტომების პრევენციის მიზნით საჭიროა დიდი რაოდენობის სითხის მიღება;
ენამ შესაძლოა მიიღოს მოყვითალო, მოყავისფრო ან შავი შეფერილობა და გახდეს უსიამოვნო შესახედი;
სისხლის წითელი უჯრედების ჭარბი დაშლა, რაც იწვევს გარკვეული ტიპის ანემიას. სიმპტომები და ნიშნები მოიცავს: დაღლილობა, თავის ტკივილი, ქოშინი, თავბრუსხვევა, კანის სიფერმკრთალე და კანისა და სკლერების მოყვითალო შეფერილობა;
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება;
სისხლის იმ უჯრედების რაოდენობის შემცირება, რომლებიც პასუხისმგებელი არიან სისხლის შედედებაზე.
სისხლის შედედება შესაძლოა ნორმალურზე მეტად გახანგრძლივდეს. აღნიშნულის შემჩნევა შესაძლებელია მოხდეს ცხვირიდან სისხლდენის ან ჭრილობის დროს.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია უშუალოდ ყვითელი ბარათის სქემის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: HYPERLINK "http://www.mhra.gov.uk/yellowcard" www.mhra.gov.uk/yellowcard. გამოვლენილი გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების დადგენაში.
- ამოქსიცილინის კაფსულების შენახვის წესი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე სიმბოლოების - ‘’EXP’’ შემდეგ (იგულისხმება კონკრეტული თვის ბოლო დღე).
ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე. ნესტისგან და სინათლისგან დასაცავად ინახება თავისივე კოლოფში.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება თუ მას ეტყობა ფიზიკური დაზიანების ნიშნები.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. გამოუყენებელი ნარჩენების განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისთვის.
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
ამოქსიცილინის კაფსულების შემადგენლობა:
პრეპარატის თითოეული კაფსულა აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 250 მგ ან 500 მგ ამოქსიცილინს.
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი, ჟელატინი, ერითროზინი (E127), ქინოლონი ყვითელი (E104), ტიტანის დიოქსიდი (E171) და წითელი რკინის ოქსიდი (E172).
გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა
ამოქსიცილინის კაფსულები არის ალისფერი და სპილოს ძვლის ფერი, გაუმჭვირვალე, მყარი ჟელატინის კაფსულები, რომელთაგან თითოეულზე ამოტვიფრულია სიმბოლოები “AMOX 250” ან “AMOX 500”.
დამცავ ფლაკონებში მოთავსებულია 15, 18, 20, 21, 28, 30, 50, 100, 500 ან 1000 კაფსულა. #1000 შეფუთვა ხელმისაწვდომია მხოლოდ 250 მგ დოზირებული ფორმისთვის.
ბლისტერულ შეფუთვებში მოთავსებულია 15, 16, 18, 20, 21, 28, 30, 50, 100, 500 ან 1000 კაფსულა. #1000 შეფუთვა ხელმისაწვდომია მხოლოდ 250 მგ დოზირებული ფორმისთვის, ხოლო #16 შეფუთვა ხელმისაწვდომია მხოლოდ 500 მგ დოზირებული ფორმისთვის.
შეფუთვის ყველა ზომა შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
Athlone Laboratories Limited, Ballymurray,
Co.Roscommon, Ireland
ათლოუნ ლაბორატორის ლიმითიდ, ბალიმიურეი,
კო. როსკომონი, ირლანდია
პროდუქტის დისტრიბუტორი
Kent Pharmaceuticals Limited, Repton Road,
Measham, DE12 7DT, U.K.
კენტ ფარმაცეტიქალს ლიმითიდ, რეპტონ როად,
მიშამი, DE12 7DT, გაერთიანებული სამეფო
PL 06453/0017
PL 06453/0018
ინსტრუქციის შესწორების ბოლო თარიღი: აგვისტო 2017
ზოგადი ინფორმაცია ანტიბიოტიკების გამოყენების შესახებ
ანტიბიოტიკები გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ. ისინი არ არიან ეფექტური ვირუსით გამოწვეული ინფექციების წინააღმდეგ.
ზოგჯერ, ანტიბიოტიკის კურსი არაეფექტურია ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ. აღნიშნულის ყველაზე ხშირი მიზეზია ბაქტერიის რეზისტენტულობა კონკრეტული ანტიბიოტიკის მიმართ, რაც ნიშნავს, რომ ბაქტერია შესაძლოა გადარჩეს და მეტიც, გამრავლდეს ანტიბიოტიკის გამოყენების მიუხედავად.
ბაქტერია შესაძლოა გახდეს რეზისტენტული ანტიბიოტიკების მიართ მრავალი მიზეზით. ანტიბიოტიკების წინდახედულად გამოყენებას შეუძლია შეამციროს მის მიმართ ბაქტერიების რეზისტენტობის განვითარების რისკი.
როდესაც ექიმი ნიშნავს ანტიბიოტიკის კურსს, აღნიშნული კურსი განკუთვნილია მხოლოდ კონკრეტული ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ. შემდეგი რჩევების გათვალისწინების შემთხვევაში, შესაძლოა თავიდან იქნეს აცილებული ბაქტერიის რეზისტენტობის განვითარება და ანტიბიოტიკების ეფექტურობის დაკარგვა.
- ძალიან მნიშნველოვანია, რომ ანტიბიოტიკების მიღება მოხდეს სწორი დოზით, საჭირო დროს და შესაბამისი ხანგრძლივობით. პაციენტი უნდა გაეცნოს გამოყენების ინსტრუქციას და ნებისმიერი გაურკვეველი საკითხის არსებობის შემთხვევაში მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
- პაციენტმა არ უნდა მიიღოს ისეთი ანტიბიოტიკი, რომელიც არ არის განკუთვნილი პირადად მისთვის. ანტიბიოტიკის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ ინფექციის სამკურნალოდ, რისთვისაც ის იქნა დანიშნული.
- დაუშვებელია ისეთი ანტიბიოტიკების მიღება, რომლებიც დაენიშნა სხვა პირს, თუნდაც მათი ინფექციის მსგავსებისა.
- პაციენტმა არ უნდა მისცეს მისთვის დანიშნული ანტიბიოტიკი სხვას.
- ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, ნარჩენი ანტიბიოტიკი დაბრუნებულ უნდა იქნეს აფთიაქში ან გადაყრილ უნდა იქნეს შესაბამის სანაგვე პუნქტში.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


