პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ბაქტოქსი

BACTOX®

რეცეპტით500მგინსტრუქცია ქართულადსაფრანგეთი
რისთვის გამოიყენება

ბაქტოქსი® გამოიყენება სხეულის სხვადასხვა ნაწილში ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ. სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, ბაქტოქსი® ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას კუჭის წყლულის სამკურნალოდ.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ამოქსიცილინი (amoxicillin)
ფორმა და შეფუთვა
500მგ მყარი კაფსულა №12 (1X12)
მწარმოებელი
INNOTHERA CHOUZY (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Sandoz GmbH(ავსტრია)), საფრანგეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, პენიცილინები მოქმედების ფართო სპექტრით
ATC კოდი
J01CA04
რეგისტრაციის ნომერი
რ-043919
რეგისტრირებულია
26 აგვისტო 2025, მოქმედებს 26 აგვისტო 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Laboratoire INNOTECH INTERNATIONAL (საფრანგეთი)
განმცხადებელი
Laboratoire INNOTECH INTERNATIONAL-ის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოში, პასუხისმგებელი რეგისტრაციის საკითხებში მაია მიქელაძე
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაბაქტოქსი და სხვა წამალი ერთად

ბაქტოქსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ბაქტოქსი® გამოიყენება სხეულის სხვადასხვა ნაწილში ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, ბაქტოქსი® ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას კუჭის წყლულის სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გადაყლაპეთ წყლის მიყოლებით, ისე რომ არ გახსნათ კაფსულა

თუ არ შეგიძლიათ კაფსულის გადაყლაპვა, მიმართეთ ექიმს. მას შეუძლია დაგინიშნოთ თქვენთვის უფრო მისაღები წამლის ფორმა. კაფსულები არ არის შესაფერისი პაციენტებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ კაფსულების გადაყლაპვა, რადგან არსებობს არასწორი გადაყლაპვისა და დახრჩობის რისკი. ხელმისაწვდომია სხვა დოზირებული ფორმები, მათ შორის პერორალური ფორმები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთ პაციენტებში, რომლებსაც არ შეუძლიათ კაფსულების გადაყლაპვა.

თანაბრად გადაანაწილეთ დოზები დღის განმავლობაში; დოზათა შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 4 საათი.

სტანდარტული დოზირება:

40 კგ-მდე წონის ბავშვები

ყველა დოზა განისაზღვრება ბავშვის წონის მიხედვით კილოგრამებში.

თქვენი ექიმი გეტყვით ბაქტოქსი®-ს რა დოზა უნდა მისცეთ თქვენს ჩვილს ან ბავშვს.

სტანდარტული დოზა შეადგენს 40 მგ-დან 90 მგ-მდე სხეულის მასის 1 კილოგრამზე დღეში, ინიშნება ორი ან სამჯერადი მიღებით.

მაქსიმალური რეკომენდირებული დოზა შეადგენს 100მგ-ს სხეულის მასის ერთ კილოგრამზე დღეში.

ზრდასრულები, და ბავშვები 40კგ და მეტი წონით

ბაქტოქსი®-ს სტანდარტული დოზაა 250 მგ-დან 500 მგ-მდე სამჯერ დღეში, ან 750 მგ-დან 1 გ-მდე ყოველ 12 საათში, ინფექციის სიმძიმისა და ტიპის გათვალისწინებით.

სერიოზული ინფექციები: 750 მგ-დან 1 გ-მდე დღეში სამჯერ.

საშარდე გზების ინფექცია: 3გ ორჯერ დღეში, ერთი დღის განმავლობაში.

ლაიმის დაავადება (ინფექცია, რომელიც გადამდებია პარაზიტებით, ეგრეთ წოდებული ტკიპებით): იზოლირებული მიგრირებადი ერითემა (ადრეული სტადია - წითელი ან ვარდისფერი წრიული გამონაყარი კანზე): 4 გ დღეში, სისტემატური სიმპტომები (გვიანი სტადია - უფრო მძიმე სიმპტომებით ან როდესაც დაავადება ვრცელდება მთელ სხეულზე): 6 გ-მდე დღეში.

კუჭის წყლული: 750 მგ ან 1გ ორჯერ დღეში, 7 დღის განმავლობაში სხვა ანტიბიოტიკებთან და კუჭის წყლულის სამკურნალო საშუალებებთან ერთად.

ოპერაციის დროს, გულის ინფექციის თავიდან ასაცილებლად. დოზა მერყეობს ოპერაციის ტიპის მიხედვით. ამავდროულად სხვა მედიკამენტებიც შეიძლება დაინიშნოს. თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას შეუძლია მოგაწოდოთ მეტი ინფორმაცია.

მაქსიმალური რეკომენდირებული დოზა შეადგენს 6გ-ს დღეში.

თირკმლის პრობლემები

თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები, დოზა შეიძლება შემცირდეს სტანდარტულ დოზასთან შედარებით.

რამდენ ხანს შეგიძლიათ მიიღოთ ბაქტოქსი® ?

თქვენ უნდა გააგრძელოთ ბაქტოქსი®-ს მიღება ექიმის დანიშნულებისამებრ, მაშინაც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ. თითოეული დოზა მნიშვნელოვანია ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველად. ზოგიერთი ბაქტერიის გადარჩენამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექციის რეციდივი.

თუ მკურნალობის დასრულების შემდეგ სიმპტომები ნარჩუნდება, მიმართეთ ექიმს.

მიკოზები (სოკოვანი ინფექციები, რომლებიც გვხვდება სხეულის ტენიან ადგილებში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, ქავილი და თეთრი გამონადენი) შეიძლება განვითარდეს ბაქტოქსი®-ს ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად აცნობეთ ექიმს.

თუ თქვენ იღებთ ბაქტოქსი®-ს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ დამატებითი ანალიზები, თქვენი თირკმელების, ღვიძლის და სისხლის ნორმალური ფუნქციონირების შესამოწმებლად.

თუ თქვენ მიიღეთ ბაქტოქსი® 500მგ კაფსულები საჭიროზე მეტი რაოდენობით

თუ თქვენ მიიღეთ ბაქტოქსი® დანიშნულ ნორმაზე მეტი რაოდენობით, ამან შეიძლება გამიწვიოს მუცლის ტკივილი (გულისრევა, რებინება ან დიარეა) ან შარდში კრისტალების წარმოქმნა, რაც იწვევს დარღვევებს ან ტკივილს მოშარდვისას.

მსგავს შემთხვევაში სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. თან წაიღეთ პრეპარატი, რომ აჩვენოთ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ ბაქტოქსი® 500მგ კაფსულების მიღება

თუ გადავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია ამოქსიცილინის, პენიცილინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში).

თუ გაქვთ ან ოდესმე გქონიათ ალერგიული რეაქცია ანტიბიოტიკებზე. ეს შეიძლება მოიცავდეს კანზე გამონაყარს ან სახის ან ყელის შეშუპებას.

არ მიიღოთ ბაქტოქსი®, რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობის დროს. ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ბაქტოქსი®-ს გამოყენებამდე, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სიფრთხილის ზომები

ბაქტოქსი® 500მგ კაფსულების გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ:

გაწუხებთ ინფექციური მონონუკლეოზი (ცხელება, ყელის ტკივილი, გადიდებული ლიმფური კვანძები და უკიდურესი დაღლილობა);

გაქვთ თირკმელების პრობლემები;

გაქვთ არარეგულარული შარდვა;

ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ბაქტოქსი®-ს გამოყენებამდე, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სისხლის და შარდის ანალიზები

თუ თქვენ გესაჭიროებათ:

შარდის (სისხლის გლუკოზა) ან სისხლის ანალიზი თქვენი ღვიძლის ფუნქციის შესამოწმებლად,

ესტრიოლის ტესტი (გამოიყენება ორსულობის დროს ბავშვის ნორმალურად განვითარების შესამოწმებლად).

მოუყევით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, რომ თქვენ იღებს ბაქტოქსი®-ს. ფაქტიურად, ბაქტოქსი®-ს შეუძლია გავლენა იქონიოს ამ ანალიზების შედეგებზე.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

უამბეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ, ახლახანს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ რაიმე სხვა წამლები.

თუ თქვენ ბაქტოქსი®-სთან ერთად იღებთ ალოპურინოლს (გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ), არსებობს კანზე ალერგიული გამონაყარის უფრო მაღალი რისკი.

თუ თქვენ იღებთ პრობენეციდს (გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ), თქვენმა ექიმმა შესაძლებელია მიიღოს ბაქტოქსის დოზის შეცვლის გადაწყვეტილება.

თუ თქვენ იღებთ სისხლის გამათხელებელ საშუალებებს (მაგალითად ვარფარინს), შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი სისხლის ანალიზების ჩატარება.

თუ თქვენ იღებთ სხვა ანტიბიოტიკებს (მაგალითად ტეტრაციკლინებს), ბაქტოქსი® შეიძლება ნაკლებ ეფექტური აღმოჩნდეს.

თუ თქვენ იღებთ მეტოტრექსატს (გამოიყენება კიბოს და მძიმე ფსორიაზის სამკურნალოდ), პენიცილინებმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების გაძლიერება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ, ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

შესაძლოა ბაქტოქსი®-მ გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები (როგორიცაა ალერგიული რესქციები, თავბრუსხვევა და კრუნჩხვები), რამაც შეიძლება გააუარესოს თქვენი მანქანის მართვის უნარი.

არ მართოთ ავტომობილი და ნებისმიერი მექანიზმები, თუ თავს ცუდად გრძნობთ.

გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა პრეპარატების მსგავსად, ბაქტოქსი 500მგ კაფსულებმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ის ყველას არ უვითარდება.

შეწყვიტეთ ბაქტოქსი®-ს მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ გაქვთ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სერიოზული გვერდითი მოვლენა. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (შესაძლებელია განუვითარდეს 1 ადამიანს 10 000-დან):

ალერგიული რეაქციები და სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: ქავილს ან გამონაყარს, სახის, ტუჩების, ენის, სხეულის შეშუპებას ან სუნთქვის გაძნელებას. ეს რეაქციები შეიძლება იყოს მძიმე და ზოგჯერ ფატალური.

კანზე გამონაყარი ან ქინძისთავის ფორმის წითელი ლაქები კანქვეშ, სისხლჩაქცევები. ეს სიმპტომი გამოწვეულია სისხლძარღვების კედლების ანთებით ალერგიული რეაქციით. ამ სიმპტომებს შეიძლება თან ახლდეს სახსრების ტკივილი (ართრიტი) და თირკმელების პრობლემები.

დაგვიანებული ალერგიული რეაქცია ჩვეულებრივ ვითარდება ბაქტოქსის მიღებიდან 7-12 დღის შემდეგ; სიმპტომებია: კანის გამონაყარი, ცხელება, სახსრების ტკივილი და ლიმფური კვანძების შეშუპება, განსაკუთრებით იღლიებში.

კანის რეაქცია, რომელიც ცნობილია როგორც მულტიფორმული ერითემა, ვლინდება შემდეგი სიმპტომებით: მოწითალო ან მეწამული ლაქები კანზე ქავილის ტანხლებით, განსაკუთრებით ხელის გულებსა და ტერფებზე, გაზრდილი კონცენტრული დაზიანებები კანზე, პირის ღრუს, თვალებისა და გენიტალური ლორწოვანი გარსის მგრძნობელობა. ამ რეაქციამ შეიძლება გამოიწვიოს ცხელება და ძლიერი დაღლილობა.

კანის სხვა მძიმე რეაქციები, მათ შორის: კანის ფერის ცვლილება, კანქვეშა სიმაგრეები, ბუშტუკები, მუწუკები, კანის აქერცვლა, სიწითლე, ტკივილი, ქავილი, აქერცვლა. ამ სიმპტომებს შეიძლება თან ახლდეს ცხელება, თავის ტკივილი და სხეულის ტკივილი.

გრიპის მსგავსი სიმპტომები კანზე გამონაყარით, ცხელებით, შეშუპებული ლიმფური კვანძებით და სისხლის ანალიზის არანორმალური შედეგებით [სისხლის თეთრი უჯრედების (ეოზინოფილია) და ღვიძლის ფერმენტების მომატების ჩათვლით] [წამლის რეაქცია ეოზინოფილიასთან და სისტემურ სიმპტომებთან (წამლის გამონაყარი ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS)] .

ცხელება, შემცივნება, ყელის ტკივილი ან ინფექციის სხვა ნიშნები, მრავლობითი სისხლჩაქცევები. ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს სისხლის პრობლემის ნიშანი.

მსხვილი ნაწლავის ანთება, რომელსაც თან ახლავს დიარეა (ზოგჯერ სისხლდენა), ტკივილი და ცხელება.

სერიოზული გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს ღვიძლში. ისინი ძირითადად შეინიშნება ადამიანებში, რომლებსაც მკურნალობდნენ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, მამაკაცებსა და ხანდაზმულ პაციენტებში. დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს შემდეგ შემთხვევებში:

მძიმე დიარეა სისხლით;

ბუშტუკების გაჩენა, სიწითლე ან სისხლჩაქცევა კანზე;

მუქი შარდი ან გაუფერულებული განავალი;

კანის ან თვალების თეთრი ნაწილების გაყვითლება (სიყვითლე). ასევე იხილეთ ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ანემიის შესახებ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიყვითლე.

ჩამოთვლილი რეაქციები შესაძლებელია განვითარდეს წამლის მიღების პერიოდში ან შეწყვეტიდან რამოდენიმე კვირის განმავლობაში.

შემდეგი არასასურველი ეფექტები კლასიფიცირებულია უცნობი სიხშირით (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით):

ლაიმის დაავადების ბაქტოქსი®-თ მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს იარიშ-ჰერქსჰაიმერის რეაქცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ცხელება, შემცივნება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი და კანის გამონაყარი.

გულმკერდის ტკივილი ალერგიული რეაქციების კონტექსტში, რომელიც შეიძლება იყოს ალერგიით გამოწვეული გულის ინფარქტის სიმპტომი (კუნისის სინდრომი)

წითელი გამონაყარი, რომელიც ხშირად ვლინდება დუნდულოების ორივე მხარეს, ბარძაყის ზედა ნაწილზე, იღლიებში, კისერზე [სიმეტრიული, მედიკამენტებით გამოწვეული ინტერტრიგინული და მოქნილი ეგზანთემა (SDRIFE)].

მედიკამენტებით გამოწვეული ენტეროკოლიტის სინდრომი (DIES): DIES დაფიქსირდა ძირითადად ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ ამოქსიცილინს. ეს არის გარკვეული სახის ალერგიული რეაქცია განმეორებითი ღებინების წამყვანი სიმპტომით (პრეპარატის მიღებიდან 1-4 საათის შემდეგ). დამატებითი სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს მუცლის ტკივილს, ლეთარგიას, დიარეას და დაბალ არტერიულ წნევას.

თუ თქვენ გამოგივლინდათ რომელიმე ზემოაღნიშნული რეაქცია, შეწყვიტეთ ამ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

კანის რეაქციები ზოგჯერ შეიძლება ნაკლებად გამოხატული იყოს:

კანზე გამონაყარი (მრგვალი ვარდისფერი ან წითელი ლაქები) ზომიერი ქავილით, რელიეფური კონცენტრული დაზიანებებით წინამხრებზე, ფეხებზე, ხელის გულებზე და ტერფებზე. ასეთი შემთხვევები არახშირია (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 ადამიანში).

თუ თქვენ გამოგივლინდათ ერთ-ერთი ამ სიმპტომებიდან, მიმართეთ ექიმს, იმიტომ რომ თქვენ უნდა შეწყვიტოთ ბაქტოქსი®-ს მიღება.

სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტებია:

ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში)

გამონაყარი კანზე

გულისრევა

დიარეა

არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 ადამიანში)

ღებინება

ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10 000-დან 1 ადამიანში)

მიკოზი (სოკოვანი ინფექცია, რომელიც ვითარდება საშოში, პირის ღრუში ან კანის ნაკეცებში); შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს სოკოს საწინააღმდეგო მკურნალობის თაობაზე

თირკმელების პრობლემები

კრუნჩხვები, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც იღებენ მაღალ დოზებს ან აქვთ თირკმელების პრობლემები

თავბრუსხვევა

ჰიპერაქტივობა

ენა შეიძლება მიიღოს ყვითელი, ყავისფერი ან შავი შეფერილობა და შეიძლება მოგეჩვენოთ თმით დაფარული.

სისხლის წითელი უჯრედების მოჭარბება, რაც იწვევს ანემიის ტიპს. სიმპტომებია: დაღლილობა, თავის ტკივილი, ქოშინი, თავბრუსხვევა, სიფერმკრთალე, კანისა და თვალების თეთრი ნაწილების გაყვითლება.

სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა

სისხლის შედედებაში ჩართული უჯრედების მცირე რაოდენობა

სისხლის შედედების უნარი შეიძლება დაქვეითდეს. ამის შემჩნევა თქვენ შეგიძლიათ ცხვირიდან სისხლდენის ან ჭრილობის დროს.

უცნობი სიხშირის (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით)

თავისა და ზურგის ტვინის მიმდებარე გარსების ანთება (ასპტიკური მენინგიტი)

ბუშტუკებიანი გამონაყარი წრიულად განთავსებული ქერქის ცენტრში ან მარგალიტის მძივის მსგავსად (ხაზოვანი IgA დაავადება)

კრისტალები შარდში, რაც იწვევს თირკმელების მწვავე დაზიანებას, შარდის შემღვრევას ან დისკომფორტს ან შარდვის გაძნელებას. აუცილებლად დალიეთ ბევრი სითხე ამ რისკების შესამცირებლად.

შეტყობინება გვერდითი ეფექტების თაობაზე

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ პირდაპირ თქვენი ქვეყნის ფარმაკოზედამხედველობის კომპეტენტურ ორგანოს. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებაში.

ჭარბი დოზა

შესაძლებელია განვითარდეს კუჭ-ნაწლავური სიმპტომები (როგორიცაა გულისრევა, ღებინება და დიარეა) და წყალი-მარილის ბალანსის დარღვევა. დაფიქსირდა ამოქსიცილინის კრისტალურიის შემთხვევები, რაც იწვევს თირკმლის უკმარისობის შემთხვევებს. შეტევები შეიძლება განვითარდეს თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ან მაღალი დოზების მიღებისას (იხ. პუნქტები 4.4 და 4.8).

ინტოქსიკაციის მკურნალობა

კუჭ-ნაწლავური სიმპტომების მკურნალობა სიმპტომატურია და საჭიროებს ელექტროლიტური ბალანსის განსაკუთრებულ მონიტორინგს.

ჰემოდიალიზის დროს შესაძლებელია ამოქსიცილინი გამოდევნა სისხლის მიმოქცევის სისტემიდან.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება:

ამოქსიცილინი - 500,00 მგ

ამოქსიცილინის ტრიჰიდრატის სახით.

ერთი კაფსულისათვის.

სხვა ინგრედიენტებია:

მაგნიუმის სტეარატი.

კაფსულის გარსის შემადგენლობა:

თავსახური: ერითროზინი, ინდიგოტინი, ტიტანის ოქსიდი (E 171), ჟელატინი

კორპუსი: ჟელატინი, ტიტანის ოქსიდი (E 171), რკინის ოქსიდი შავი, რკინის ოქსიდი ყვითელი, რკინის ოქსიდი წითელი.

ბაქტოქსი® 500მგ კაფსულების იერსახე და რას შეიცავს შეფუთვა

მოცემული პრეპარატი მოწოდებულია კაფსულების სახით. კოლოფში 12 ან 100 ცალი.

წამლის ყველა ფორმა შესაძლებელია არ იყოს ხელმისაწვდომი ბაზარზე.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შენახვის პირობები

მოცემული პრეპარატი ინახება ვაბშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვადის გასვლის თარიღად მიჩნეულია მითითებული თვის ბოლო დღე.

არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

არ გადაყაროთ ნებისმიერი მედიკამენტი ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს სად გადააგდოთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფართო სპექტრის პენიცილინები - ათქ-კოდი: J01CA04

რას წარმოადგენს ბაქტოქსი®?

ბაქტოქსი® - ანტიბიოტიკია. მოქმედი ნივთიერება არის - ამოქსიცილინი. მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, სახელწოდებით „პენიცილინები“.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ფურცელ-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისათვის

ბაქტოქსი® 500მგ, კაფსულა

ამოქსიცილინი

ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთელი ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

აღნიშნული პრეპარატი დანიშნულია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ იგი სხვებს. ამან შესაძლოა დააზიანოს ისინი მაშინაც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები თქვენსას ემთხვევა.

გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ასეთ გვერდითი ეფექტები მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.

რას შეიცავს მოცემული ინსტრუქცია?

რას წარმოადგენს ბაქტოქსი® 500მგ კაფსულები და რისთვის გამოიყენება ის

რა უნდა იცოდეთ ბაქტოქსი® 500მგ კაფსულების გამოყენებამდე

როგორ უნდა მიიღოთ ბაქტოქსი® 500მგ კაფსულები

შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორ ინახება ბაქტოქსი® 500მგ კაფსულები

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

  • რას წარმოადგენს ბაქტოქსი 500მგ კაფსულები და რისთვის გამოიყენება ის

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ფართო სპექტრის პენიცილინები - ათქ-კოდი: J01CA04

რას წარმოადგენს ბაქტოქსი®?

ბაქტოქსი® - ანტიბიოტიკია. მოქმედი ნივთიერება არის - ამოქსიცილინი. მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, სახელწოდებით „პენიცილინები“.

რისთვის გამოიყენება ბაქტოქსი®?

ბაქტოქსი® გამოიყენება სხეულის სხვადასხვა ნაწილში ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, ბაქტოქსი® ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას კუჭის წყლულის სამკურნალოდ.

  • რა უნდა იცოდეთ ბაქტოქსი® 500მგ კაფსულების გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ბაქტოქსი® 500მგ კაფსულები:

თუ გაქვთ ალერგია ამოქსიცილინის, პენიცილინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში).

თუ გაქვთ ან ოდესმე გქონიათ ალერგიული რეაქცია ანტიბიოტიკებზე. ეს შეიძლება მოიცავდეს კანზე გამონაყარს ან სახის ან ყელის შეშუპებას.

არ მიიღოთ ბაქტოქსი®, რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობის დროს. ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ბაქტოქსი®-ს გამოყენებამდე, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ბაქტოქსი® 500მგ კაფსულების გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ:

გაწუხებთ ინფექციური მონონუკლეოზი (ცხელება, ყელის ტკივილი, გადიდებული ლიმფური კვანძები და უკიდურესი დაღლილობა);

გაქვთ თირკმელების პრობლემები;

გაქვთ არარეგულარული შარდვა;

ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ბაქტოქსი®-ს გამოყენებამდე, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სისხლის და შარდის ანალიზები

თუ თქვენ გესაჭიროებათ:

შარდის (სისხლის გლუკოზა) ან სისხლის ანალიზი თქვენი ღვიძლის ფუნქციის შესამოწმებლად,

ესტრიოლის ტესტი (გამოიყენება ორსულობის დროს ბავშვის ნორმალურად განვითარების შესამოწმებლად).

მოუყევით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, რომ თქვენ იღებს ბაქტოქსი®-ს. ფაქტიურად, ბაქტოქსი®-ს შეუძლია გავლენა იქონიოს ამ ანალიზების შედეგებზე.

სხვა პრეპარატები და ბაქტოქსი® 500მგ კაფსულები

უამბეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ, ახლახანს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ რაიმე სხვა წამლები.

თუ თქვენ ბაქტოქსი®-სთან ერთად იღებთ ალოპურინოლს (გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ), არსებობს კანზე ალერგიული გამონაყარის უფრო მაღალი რისკი.

თუ თქვენ იღებთ პრობენეციდს (გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ), თქვენმა ექიმმა შესაძლებელია მიიღოს ბაქტოქსის დოზის შეცვლის გადაწყვეტილება.

თუ თქვენ იღებთ სისხლის გამათხელებელ საშუალებებს (მაგალითად ვარფარინს), შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი სისხლის ანალიზების ჩატარება.

თუ თქვენ იღებთ სხვა ანტიბიოტიკებს (მაგალითად ტეტრაციკლინებს), ბაქტოქსი® შეიძლება ნაკლებ ეფექტური აღმოჩნდეს.

თუ თქვენ იღებთ მეტოტრექსატს (გამოიყენება კიბოს და მძიმე ფსორიაზის სამკურნალოდ), პენიცილინებმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების გაძლიერება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ, ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

შესაძლოა ბაქტოქსი®-მ გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები (როგორიცაა ალერგიული რესქციები, თავბრუსხვევა და კრუნჩხვები), რამაც შეიძლება გააუარესოს თქვენი მანქანის მართვის უნარი.

არ მართოთ ავტომობილი და ნებისმიერი მექანიზმები, თუ თავს ცუდად გრძნობთ.

  • როგორ უნდა მიიღოთ ბაქტოქსი® 500მგ კაფსულები

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გადაყლაპეთ წყლის მიყოლებით, ისე რომ არ გახსნათ კაფსულა

თუ არ შეგიძლიათ კაფსულის გადაყლაპვა, მიმართეთ ექიმს. მას შეუძლია დაგინიშნოთ თქვენთვის უფრო მისაღები წამლის ფორმა. კაფსულები არ არის შესაფერისი პაციენტებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ კაფსულების გადაყლაპვა, რადგან არსებობს არასწორი გადაყლაპვისა და დახრჩობის რისკი. ხელმისაწვდომია სხვა დოზირებული ფორმები, მათ შორის პერორალური ფორმები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთ პაციენტებში, რომლებსაც არ შეუძლიათ კაფსულების გადაყლაპვა.

თანაბრად გადაანაწილეთ დოზები დღის განმავლობაში; დოზათა შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 4 საათი.

სტანდარტული დოზირება:

40 კგ-მდე წონის ბავშვები

ყველა დოზა განისაზღვრება ბავშვის წონის მიხედვით კილოგრამებში.

თქვენი ექიმი გეტყვით ბაქტოქსი®-ს რა დოზა უნდა მისცეთ თქვენს ჩვილს ან ბავშვს.

სტანდარტული დოზა შეადგენს 40 მგ-დან 90 მგ-მდე სხეულის მასის 1 კილოგრამზე დღეში, ინიშნება ორი ან სამჯერადი მიღებით.

მაქსიმალური რეკომენდირებული დოზა შეადგენს 100მგ-ს სხეულის მასის ერთ კილოგრამზე დღეში.

ზრდასრულები, და ბავშვები 40კგ და მეტი წონით

ბაქტოქსი®-ს სტანდარტული დოზაა 250 მგ-დან 500 მგ-მდე სამჯერ დღეში, ან 750 მგ-დან 1 გ-მდე ყოველ 12 საათში, ინფექციის სიმძიმისა და ტიპის გათვალისწინებით.

სერიოზული ინფექციები: 750 მგ-დან 1 გ-მდე დღეში სამჯერ.

საშარდე გზების ინფექცია: 3გ ორჯერ დღეში, ერთი დღის განმავლობაში.

ლაიმის დაავადება (ინფექცია, რომელიც გადამდებია პარაზიტებით, ეგრეთ წოდებული ტკიპებით): იზოლირებული მიგრირებადი ერითემა (ადრეული სტადია - წითელი ან ვარდისფერი წრიული გამონაყარი კანზე): 4 გ დღეში, სისტემატური სიმპტომები (გვიანი სტადია - უფრო მძიმე სიმპტომებით ან როდესაც დაავადება ვრცელდება მთელ სხეულზე): 6 გ-მდე დღეში.

კუჭის წყლული: 750 მგ ან 1გ ორჯერ დღეში, 7 დღის განმავლობაში სხვა ანტიბიოტიკებთან და კუჭის წყლულის სამკურნალო საშუალებებთან ერთად.

ოპერაციის დროს, გულის ინფექციის თავიდან ასაცილებლად. დოზა მერყეობს ოპერაციის ტიპის მიხედვით. ამავდროულად სხვა მედიკამენტებიც შეიძლება დაინიშნოს. თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას შეუძლია მოგაწოდოთ მეტი ინფორმაცია.

მაქსიმალური რეკომენდირებული დოზა შეადგენს 6გ-ს დღეში.

თირკმლის პრობლემები

თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები, დოზა შეიძლება შემცირდეს სტანდარტულ დოზასთან შედარებით.

რამდენ ხანს შეგიძლიათ მიიღოთ ბაქტოქსი® ?

თქვენ უნდა გააგრძელოთ ბაქტოქსი®-ს მიღება ექიმის დანიშნულებისამებრ, მაშინაც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ. თითოეული დოზა მნიშვნელოვანია ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველად. ზოგიერთი ბაქტერიის გადარჩენამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექციის რეციდივი.

თუ მკურნალობის დასრულების შემდეგ სიმპტომები ნარჩუნდება, მიმართეთ ექიმს.

მიკოზები (სოკოვანი ინფექციები, რომლებიც გვხვდება სხეულის ტენიან ადგილებში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, ქავილი და თეთრი გამონადენი) შეიძლება განვითარდეს ბაქტოქსი®-ს ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად აცნობეთ ექიმს.

თუ თქვენ იღებთ ბაქტოქსი®-ს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ დამატებითი ანალიზები, თქვენი თირკმელების, ღვიძლის და სისხლის ნორმალური ფუნქციონირების შესამოწმებლად.

თუ თქვენ მიიღეთ ბაქტოქსი® 500მგ კაფსულები საჭიროზე მეტი რაოდენობით

თუ თქვენ მიიღეთ ბაქტოქსი® დანიშნულ ნორმაზე მეტი რაოდენობით, ამან შეიძლება გამიწვიოს მუცლის ტკივილი (გულისრევა, რებინება ან დიარეა) ან შარდში კრისტალების წარმოქმნა, რაც იწვევს დარღვევებს ან ტკივილს მოშარდვისას.

მსგავს შემთხვევაში სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. თან წაიღეთ პრეპარატი, რომ აჩვენოთ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ ბაქტოქსი® 500მგ კაფსულების მიღება

თუ გადავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ

არ მიიღოთ შემდგომი დოზა უფრო ადრე; შემდეგი დოზის მიღებამდე მოიცადეთ დაახლოებით 4 საათი

გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოთ, არ მიიღოთ ორმაგი დოზა

მოცემული პრეპარატის გამოყენებათან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა სხვა პრეპარატების მსგავსად, ბაქტოქსი 500მგ კაფსულებმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ის ყველას არ უვითარდება.

შეწყვიტეთ ბაქტოქსი®-ს მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ გაქვთ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სერიოზული გვერდითი მოვლენა. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (შესაძლებელია განუვითარდეს 1 ადამიანს 10 000-დან):

ალერგიული რეაქციები და სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: ქავილს ან გამონაყარს, სახის, ტუჩების, ენის, სხეულის შეშუპებას ან სუნთქვის გაძნელებას. ეს რეაქციები შეიძლება იყოს მძიმე და ზოგჯერ ფატალური.

კანზე გამონაყარი ან ქინძისთავის ფორმის წითელი ლაქები კანქვეშ, სისხლჩაქცევები. ეს სიმპტომი გამოწვეულია სისხლძარღვების კედლების ანთებით ალერგიული რეაქციით. ამ სიმპტომებს შეიძლება თან ახლდეს სახსრების ტკივილი (ართრიტი) და თირკმელების პრობლემები.

დაგვიანებული ალერგიული რეაქცია ჩვეულებრივ ვითარდება ბაქტოქსის მიღებიდან 7-12 დღის შემდეგ; სიმპტომებია: კანის გამონაყარი, ცხელება, სახსრების ტკივილი და ლიმფური კვანძების შეშუპება, განსაკუთრებით იღლიებში.

კანის რეაქცია, რომელიც ცნობილია როგორც მულტიფორმული ერითემა, ვლინდება შემდეგი სიმპტომებით: მოწითალო ან მეწამული ლაქები კანზე ქავილის ტანხლებით, განსაკუთრებით ხელის გულებსა და ტერფებზე, გაზრდილი კონცენტრული დაზიანებები კანზე, პირის ღრუს, თვალებისა და გენიტალური ლორწოვანი გარსის მგრძნობელობა. ამ რეაქციამ შეიძლება გამოიწვიოს ცხელება და ძლიერი დაღლილობა.

კანის სხვა მძიმე რეაქციები, მათ შორის: კანის ფერის ცვლილება, კანქვეშა სიმაგრეები, ბუშტუკები, მუწუკები, კანის აქერცვლა, სიწითლე, ტკივილი, ქავილი, აქერცვლა. ამ სიმპტომებს შეიძლება თან ახლდეს ცხელება, თავის ტკივილი და სხეულის ტკივილი.

გრიპის მსგავსი სიმპტომები კანზე გამონაყარით, ცხელებით, შეშუპებული ლიმფური კვანძებით და სისხლის ანალიზის არანორმალური შედეგებით [სისხლის თეთრი უჯრედების (ეოზინოფილია) და ღვიძლის ფერმენტების მომატების ჩათვლით] [წამლის რეაქცია ეოზინოფილიასთან და სისტემურ სიმპტომებთან (წამლის გამონაყარი ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS)] .

ცხელება, შემცივნება, ყელის ტკივილი ან ინფექციის სხვა ნიშნები, მრავლობითი სისხლჩაქცევები. ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს სისხლის პრობლემის ნიშანი.

მსხვილი ნაწლავის ანთება, რომელსაც თან ახლავს დიარეა (ზოგჯერ სისხლდენა), ტკივილი და ცხელება.

სერიოზული გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს ღვიძლში. ისინი ძირითადად შეინიშნება ადამიანებში, რომლებსაც მკურნალობდნენ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, მამაკაცებსა და ხანდაზმულ პაციენტებში. დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს შემდეგ შემთხვევებში:

მძიმე დიარეა სისხლით;

ბუშტუკების გაჩენა, სიწითლე ან სისხლჩაქცევა კანზე;

მუქი შარდი ან გაუფერულებული განავალი;

კანის ან თვალების თეთრი ნაწილების გაყვითლება (სიყვითლე). ასევე იხილეთ ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ანემიის შესახებ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიყვითლე.

ჩამოთვლილი რეაქციები შესაძლებელია განვითარდეს წამლის მიღების პერიოდში ან შეწყვეტიდან რამოდენიმე კვირის განმავლობაში.

შემდეგი არასასურველი ეფექტები კლასიფიცირებულია უცნობი სიხშირით (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით):

ლაიმის დაავადების ბაქტოქსი®-თ მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს იარიშ-ჰერქსჰაიმერის რეაქცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ცხელება, შემცივნება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი და კანის გამონაყარი.

გულმკერდის ტკივილი ალერგიული რეაქციების კონტექსტში, რომელიც შეიძლება იყოს ალერგიით გამოწვეული გულის ინფარქტის სიმპტომი (კუნისის სინდრომი)

წითელი გამონაყარი, რომელიც ხშირად ვლინდება დუნდულოების ორივე მხარეს, ბარძაყის ზედა ნაწილზე, იღლიებში, კისერზე [სიმეტრიული, მედიკამენტებით გამოწვეული ინტერტრიგინული და მოქნილი ეგზანთემა (SDRIFE)].

მედიკამენტებით გამოწვეული ენტეროკოლიტის სინდრომი (DIES): DIES დაფიქსირდა ძირითადად ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ ამოქსიცილინს. ეს არის გარკვეული სახის ალერგიული რეაქცია განმეორებითი ღებინების წამყვანი სიმპტომით (პრეპარატის მიღებიდან 1-4 საათის შემდეგ). დამატებითი სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს მუცლის ტკივილს, ლეთარგიას, დიარეას და დაბალ არტერიულ წნევას.

თუ თქვენ გამოგივლინდათ რომელიმე ზემოაღნიშნული რეაქცია, შეწყვიტეთ ამ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

კანის რეაქციები ზოგჯერ შეიძლება ნაკლებად გამოხატული იყოს:

კანზე გამონაყარი (მრგვალი ვარდისფერი ან წითელი ლაქები) ზომიერი ქავილით, რელიეფური კონცენტრული დაზიანებებით წინამხრებზე, ფეხებზე, ხელის გულებზე და ტერფებზე. ასეთი შემთხვევები არახშირია (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 ადამიანში).

თუ თქვენ გამოგივლინდათ ერთ-ერთი ამ სიმპტომებიდან, მიმართეთ ექიმს, იმიტომ რომ თქვენ უნდა შეწყვიტოთ ბაქტოქსი®-ს მიღება.

სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტებია:

ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში)

გამონაყარი კანზე

გულისრევა

დიარეა

არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 ადამიანში)

ღებინება

ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10 000-დან 1 ადამიანში)

მიკოზი (სოკოვანი ინფექცია, რომელიც ვითარდება საშოში, პირის ღრუში ან კანის ნაკეცებში); შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს სოკოს საწინააღმდეგო მკურნალობის თაობაზე

თირკმელების პრობლემები

კრუნჩხვები, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც იღებენ მაღალ დოზებს ან აქვთ თირკმელების პრობლემები

თავბრუსხვევა

ჰიპერაქტივობა

ენა შეიძლება მიიღოს ყვითელი, ყავისფერი ან შავი შეფერილობა და შეიძლება მოგეჩვენოთ თმით დაფარული.

სისხლის წითელი უჯრედების მოჭარბება, რაც იწვევს ანემიის ტიპს. სიმპტომებია: დაღლილობა, თავის ტკივილი, ქოშინი, თავბრუსხვევა, სიფერმკრთალე, კანისა და თვალების თეთრი ნაწილების გაყვითლება.

სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა

სისხლის შედედებაში ჩართული უჯრედების მცირე რაოდენობა

სისხლის შედედების უნარი შეიძლება დაქვეითდეს. ამის შემჩნევა თქვენ შეგიძლიათ ცხვირიდან სისხლდენის ან ჭრილობის დროს.

უცნობი სიხშირის (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით)

თავისა და ზურგის ტვინის მიმდებარე გარსების ანთება (ასპტიკური მენინგიტი)

ბუშტუკებიანი გამონაყარი წრიულად განთავსებული ქერქის ცენტრში ან მარგალიტის მძივის მსგავსად (ხაზოვანი IgA დაავადება)

კრისტალები შარდში, რაც იწვევს თირკმელების მწვავე დაზიანებას, შარდის შემღვრევას ან დისკომფორტს ან შარდვის გაძნელებას. აუცილებლად დალიეთ ბევრი სითხე ამ რისკების შესამცირებლად.

შეტყობინება გვერდითი ეფექტების თაობაზე

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტების შესახებ პირდაპირ თქვენი ქვეყნის ფარმაკოზედამხედველობის კომპეტენტურ ორგანოს. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებაში.

  • როგორ ინახება ბაქტოქსი® 500მგ კაფსულები

მოცემული პრეპარატი ინახება ვაბშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვადის გასვლის თარიღად მიჩნეულია მითითებული თვის ბოლო დღე.

არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

არ გადაყაროთ ნებისმიერი მედიკამენტი ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს სად გადააგდოთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ბაქტოქსი® 500მგ კაფსულები

მოქმედი ნივთიერება:

ამოქსიცილინი - 500,00 მგ

ამოქსიცილინის ტრიჰიდრატის სახით.

ერთი კაფსულისათვის.

სხვა ინგრედიენტებია:

მაგნიუმის სტეარატი.

კაფსულის გარსის შემადგენლობა:

თავსახური: ერითროზინი, ინდიგოტინი, ტიტანის ოქსიდი (E 171), ჟელატინი

კორპუსი: ჟელატინი, ტიტანის ოქსიდი (E 171), რკინის ოქსიდი შავი, რკინის ოქსიდი ყვითელი, რკინის ოქსიდი წითელი.

ბაქტოქსი® 500მგ კაფსულების იერსახე და რას შეიცავს შეფუთვა

მოცემული პრეპარატი მოწოდებულია კაფსულების სახით. კოლოფში 12 ან 100 ცალი.

წამლის ყველა ფორმა შესაძლებელია არ იყოს ხელმისაწვდომი ბაზარზე.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

ლაბორატორია ინნოტეკ ინტერენეშენალ

ავენიუ არისტიდ ბრიან, 22

94110 არკეი

მწარმოებელი

ინნოტერა შუზი

რიუ რენე შანტერო, შუზი-სიურ-სისს

41150 ვალუარ-სიურ-სისს

მოცემული ინსტრუქცია ბოლოს გადახედილია:

2025 წლის თებერვალში

საკონსულტაციო / სანიტარული განათლება

ანტიბიოტიკები ეფექტურია ბაქტერიებით გამოწვეულ ინფექციებთან საბრძოლველად. ისინი არაეფექტურია ვირუსებით გამოწვეული ინფექციების წინააღმდეგ.

ზოგჯერ ინფექციები გამოწვეულია ბაქტერიებით, რომლებიც არ რეაგირებენ ანტიბიოტიკოთერაპიაზე. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი ის არის, რომ ინფექციის გამომწვევი ბაქტერია მდგრადია იმ ანტიბიოტიკის მიმართ, რომელსაც თქვენ იღებთ. ეს ნიშნავს, რომ ბაქტერიას შეუძლია გადარჩეს და კიდევ გამრავლდეს ანტიბიოტიკის მიღების მიუხედავად.

ბაქტერიები შეიძლება გახდეს რეზისტენტული ანტიბიოტიკების მიმართ რამდენიმე მიზეზის გამო. ანტიბიოტიკების ფრთხილად გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ბაქტერიების რეზისტენტობის რისკი ანტიბიოტიკების მიმართ.

როდესაც ექიმი დაგინიშნავთ ანტიბიოტიკს, ეს განკუთვნილია თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობის სამკურნალოდ. ამ ინსტრუქციების ზედმიწევნით დაცვით, შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ რეზისტენტული ბაქტერიების განვითარება, რომლებსაც შეუძლიათ შეაჩერონ ანტიბიოტიკის მოქმედება.

ძალიან მნიშვნელოვანია ანტიბიოტიკის დოზის, მისი მიღების დროისა და მკურნალობის ხანგრძლივობის მონიტორინგი. წაიკითხეთ ინსტრუქციები შეფუთვაზე. თუ რამე ვერ გაიგეთ, სთხოვეთ ახსნა-განმარტება თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თქვენ არ უნდა მიიღოთ ანტიბიოტიკი, თუ ის სპეციალურად თქვენთვის არ არის დანიშნული. თქვენ უნდა გამოიყენოთ იგი მხოლოდ იმ ინფექციის სამკურნალოდ, რომლისთვისაც ის იყო დანიშნული.

არ უნდა მიიღოთ სხვა ადამიანებისთვის დანიშნული ანტიბიოტიკები, მაშინაც კი, თუ მათ აქვთ თქვენი მსგავსი ინფექცია.

თქვენ არ უნდა მისცეთ სხვას თქვენთვის დანიშნული ანტიბიოტიკები.

თუ ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის ბოლოს დაგრჩათ ანტიბიოტიკები, ისინი უნდა დაუბრუნოთ თქვენს ფარმაცევტს, რათა მოხდეს მათი სწორად განკარგვა.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა