პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ამოქსაპენი

Amoxapen

რეცეპტით250მგინსტრუქცია ქართულადკვიპროსი
რისთვის გამოიყენება

რა არის ამოქსაპენი ამოქსაპენი არის ანტიბიოტიკი. აქტიური ინგრედიენტია ამოქსიცილინი. მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც „პენიცილინები“ ეწოდება. რისთვის გამოიყენება ამოქსაპენი ამოქსაპენი გამოიყენება ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილში ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ამოქსიცილინი (amoxicillin)
ფორმა და შეფუთვა
250მგ კაფსულა №100
მწარმოებელი
Remedica Ltd, კვიპროსი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, პენიცილინები მოქმედების ფართო სპექტრით
ATC კოდი
J01CA04
რეგისტრაციის ნომერი
რ-022377
რეგისტრირებულია
23 მაისი 2017, მოქმედებს 23 მაისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
ლევან დავითაშვილი
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაამოქსაპენი და სხვა წამალი ერთად

ამოქსაპენი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

რა არის ამოქსაპენი

ამოქსაპენი არის ანტიბიოტიკი. აქტიური ინგრედიენტია ამოქსიცილინი. მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც „პენიცილინები“ ეწოდება.

რისთვის გამოიყენება ამოქსაპენი

ამოქსაპენი გამოიყენება ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილში ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ. ამოქსაპენი აგრეთვე გამოიყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად კუჭის წყლულის სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება

მედიკამენტი ყოველთვის მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებით. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გადაყლაპეთ წყალთან ერთად კაფსულის გახსნის გარეშე.

დოზები დღის განმავლობაში თანაბრად გაანაწილეთ, მინიმუმ 4 საათიანი ინტერვალით.

რეკომენდებული დოზაა: 40კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვები

ექიმი გირჩევთ რამდენი ამოქსაპენი უნდა მისცეთ ჩვილს ან ბავშვს.

ჩვეული დოზაა 40-90მგ 1კგ წონაზე დღეში, ორად ან სამად გაყოფილი დოზის სახით.

მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 100მგ 1 კგ წონაზე დღეში.

მოზრდილები, ხანდაზმული პაციენტები და 40კგ-ზე მეტი წონის ბავშვები

ამოქსაპენის ჩვეული დოზაა 250მგ-500მგ სამჯერ დღეში ან750მგ-1გ 12 საათში ერთხელ ინფექციის სიმწვავის და ტიპის მიხედვით.

მწვავე ინფექციები: 750მგ-1გ სამჯერ დღეში

საშარდე ტრაქტის ინფექციები: 3გ ორჯერ დღეში ერთი დღის განმავლობაში

ლაიმის დაავადება (ინფექცია, რომელიც ვრცელდება პარაზიტებით-ტკიპებით). იზოლირებული მიგრირებადი ერითემა (ადრეული სტადია-წითელი ან ვარდისფერი ცირკულარული გამონაყარი): 4გ დღეში, სისტემური მანიფესტაციები (გვიანი სტადია-უფრო სერიოზული სიმპტომებისთვის ან როდესაც დაავადება მთელ ორგანიზმზე ვრცელდება): მაქსიმუმ 6გ დღეში.

კუჭის წყლული: 750მგ ან 1გ დღეში ორჯერ 7 დღის განმავლობაში კუჭის წყლულის სამკურნალო სხვა ანტიბიოტიკებთან და მედიკამენტებთან ერთად.

გულის ინფიცირების პრევენციისთვის ოპერაციის დროს: დოზა ვარირებს ოპერაციის ტიპის მიხედვით. შეიძლება სხვა მედიკამენტების მიღებაც. თქვენი ექიმი, ფარმაცევტი ან ექთანი გაგაცნობთ უფრო დეტალურად. მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 6გ დღეში.

თირკმელების პრობლემები

თირკმლის პრობლემის შემთხვევაში დოზა შეიძლება ჩვეულებრივზე დაბალი იყოს.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ამოქსაპენი

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ამოქსაპენი, შეიძლება აღინიშნებოდეს კუჭის დისკომფორტი (ავადობის შეგრძნება, თვითგრძნობის გაუარესება ან დიარეა) ან შარდში კრისტრალები, რაც შეიძლება გამოვლინდეს შემღვრეული შარდით, შეიძლება აღნიშნოს შარდვის პრობლემები. რაც შეიძლება მალე მიმართეთ ექიმს. მედიკამენტი წაიღეთ და ექიმს აჩვენეთ.

თუ დაგავიწყდათ ამოქსაპენის მიღება

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ როგორც კი გაგახსენდებათ.

არ მიიღოთ შემდეგი დოზა ძალიან მალე, მოიცადეთ დაახლოებით 4 საათი.

გამოტოვებულის კომპენსაციისთვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

რამდენ ხანს უნდა მიიღოთ ამოქსაპენი

ამოქსაპენის მიღება განაგრძეთ ექიმის მიერ დანიშნული ხანგრძლივობით იმ შემთხვევაშიც, თუ თავს უკეთ იგრძნობთ. ინფექციასთან ბრძოლისთვის ყველა დოზა გჭირდებათ. თუ ზოგიერთი ბაქტერია გადარჩება, შეიძლება ინფექცია თავიდან განვითარდეს.

თუ მკურნალობის დასრულების შემდეგ თავს მაინც ცუდად გრძნობთ უნდა მიმართოთ ექიმს.

კანდიდოზი (საფუარებით გამოწვეული ინფექცია სხეულის უდიდეს ნაწილში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიმშრალე, ქავილი და თეთრი გამონადენი). შეიძლება განვითარდეს თუ ამოქსაპენი ხანგრძლივად გამოიყენება. ამ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

თუ ამოქსაპენს იღებთ დიდი ხნის განმავლობაში, ექიმმა შეიძლება ჩაატაროს დამატებითი ტესტები რათა შემოწმდეს ნორმალურად მუშაობს თუ არა თირკმელები, ღვიძლი და სისხლი.

მედიკამენტის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სიფრთხილის ზომები

არ მიიღოთ ამოქსაპენი.

თუ ალერგიული ხართ ამოქსიცილინის, პენიცილინის ან მედიკამენტის სხვა ინგრედიენტების მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში).

თუ როდესმე გქონიათ ნებისმიერ ანტიბიოტიკზე ალერგიული რეაქცია. ეს შეიძლება მოიცავდეს კანის გამონაყარს ან სახის ან ყელის შეშუპებას.

ამოქსაპენი არ მიიღოთ თუ ზემოაღნიშნული გეხებათ. ეჭვის შემთხვევაში ამოქსაპენის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

ამოქსაპენის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გაქვთ ჯირკვლოვანი ცხელება (ცხელება, ყელის ტკივილი, შეშუპებული ტონზილები ან უკიდურესი დაღლილობა)

თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები

თუ გაქვთ გახშირებული შარდვა

თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ რომელიმე ზემოაღნიშნული მოვლენა გეხებათ, ამოქსაპენის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სისხლის და შარდის ტესტები

თუ იტარებთ

შარდის ანალიზს (გლუკოზა ან სისხლის ტესტებს ღვიძლის ფუნქციისთვის)

ესტრინოლის ტესტს (გამოიყენება ორსულობის დროს ბავშვის ნორმალური განვითარების შემოწმებისთვის)

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, რომ იღებთ ამოქსაპენს. ეს საჭიროა რადგან ამოქსაპენმა შეიძლება იმოქმედოს ამ ტესტის შედეგებზე.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ ან შეიძლება მიიღოთ რაიმე სხვა მედიკამენტი.

თუ იღებთ ალოპურინოლს (გამოიყენება ნიკრისის ქარის დროს) ამოქსაპენთან ერთდ, უფრო მეტია კანის ალერგიული რეაქციის ალბათობა.

თუ იღებთ პრობენეციდს (გამოიყენება ნიკრისის ქარის დროს) ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს ამოქსაპენის დოზის შეცვლა

თუ იღებთ მედიკამენტებს, რომლებიც ხელს უშლის სისხლის თრომბების წარმოქმნას (როგორიცაა ვარფარინი), შეიძლება დაგჭირდეთ სისხლის დამატებითი ანალიზი.

თუ იღებთ სხვა ანტიბიოტიკებს (როგორიცაა ტეტრაციკლინი) ამოქსაპენი შეიძლება ნაკლებად ეფექტური იყოს.

თუ იღებთ მეტოტრექსატს (გამოიყენება კიბოს და მწვავე ფსორიაზის სამკურნალოდ) ამოქსაპენმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების გაზრდა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ორსულობას ეჭვობთ ან გეგმავთ, ამ მედიკამენტის მიღებამდე რჩევა კითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ამოქსაპენს შეიძლება ქონდეს გვერდითი ეფექტები და სიმპტომების გამო (როგორიცაა ალერგიული რეაქციები, თავბრუსხვევა და კონვულსიები) შეიძლება ვერ შეძლოთ მანქანის მართვა. სანამ თავს კარგად არ იგრძნობთ, თავი შეიკავეთ ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობისას.

ამოქსაპენი შეიცავს ყვითელ საღებავს sunset yellow FCF E110-ს.

sunset yellow FCF E110 შეიძლება იწვევდეს ალერგიულ რეაქციებს.

გვერდითი მოვლენები

ისევე როგორც ყველა სხვა მედიკამენტმა, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ ისინი ყველას არ უვითარდება.

ამოქსაპენის მიღება შეწყვიტეთ და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შენიშნავთ შემდეგ სერიოზულ გვერდით ეფექტებს-შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება:

შემდეგი ძალიან იშვიათია (შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1 შემთხვევაში)

ალერგიული რეაქციები, ნიშნები შეიძლება მოიცავდეს: კანის ქავილს ან გამონაყარს სახის, ტუჩების, ენის შეშუპებას ან სუნთქვის გაძნელებას. ეს შეიძლება სერიოზული იყოს და იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ტკივილი.

გამონაყარი ან ქინძისთავის ფორმის ბრტყელი წითელი მრგვალი ლაქები კანის ზედაპირის ქვეშ ან კანის სისხლჩაქცევები. ეს განპირობებულია სისხლძარღვების კედლების ანთებით ალერგიული რეაქციის გამო. შეიძლება დაკავშირებულ იყოს სახსრების ტკივილთან (ართრიტი) ან თირკმელების პრობლემებთან.

დაყოვნებული ტიპის ალერგიული რეაქცია შეიძლება ჩვეულებრივ განვითარდეს ამოქსაპენის მიღებიდან 7-12 დღის შემდეგ. ზოგიერთი ნიშანი მოიცავს: გამონაყარს, ცხელებას, სახსრების ტკივილს და ლიმფური კვანძების გადიდებას გასაკუთრებით ხელების ქვეშ, წითელ-იასამნისფერ ბილიკებს კანზე განსაკუთრებით ხელის ან ფეხისგულებზე, ბუშტუკების მსგავს ამოწეულ შეშუპებულ ადგილებს კანზე, მყარ ადგილებს პირის ღრუს, თვალების და გენიტალიების ზედაპირზე. შეიძლება გქონდეთ ცხელება და ძლიერი დაღლილობა.

კანის სხვა რეაქციები შეიძლება მოიცავდეს: კანის ფერის ცვლილებას, კანქვეშ ამობურცულობას, პუსტულებს, პილინგს, სიწითლეს, ტკივილს, ქავილს, აქერცვლას. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ცხელებასთან, თავის ტკივილთან ან სხეულის ტკივილთან.

ცხელება, წვა, ყელის ტკივილი ან ინფექციის სხვა ნიშნები, სისხლჩაქცევების მარტივად განვითარება. ეს შეიძლება იყოს სისხლის უჯრედების პრობლემის ნიშნები.

Jarisch-Herxheimer რეაქციამ, რომელიც ვითარდება ლაიმის დაავადების ამოქსაპენით მკურნალობის დროს შეიძლება გამოიწვიოს ცხელება, წვა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი და კანის გამონაყარი.

მსხვილი ნაწლავის (კოლინჯის) ანთება დიარეით (ზოგჯერ სისხლიანი განავალი), ტკივილი და ცხელება.

შეიძლება განვითარდეს ღვიძლის მხრივ სერიოზული ეფექტები. ეს დაკავშირებულია ხანგრძლივ მკურნალობასთან, მამრობით სქესთან და ხანდაზმულ ასაკთან. დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს თუ აღგენიშნებათ:

მწვავე დიარეა სისხლდენით.

ბლისტერები, სიწითლე ან კანის სისხლჩაქცევები.

მუქი შარდი და ღია ფერის განავალი.

კანის და თვალის სკლერის გაყვითლება (სიყვითლე). აგრეთვე ქვემოთ იხილეთ ანემია, რომელმაც შეიძლება სიყვითლე გამოიწვიოს.

ეს შეიძლება განვითარდეს მედიკამენტის მიღებისას ან მისი დასრულებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ.

რომელიმე ზემოაღნიშნულის განვითარების შემთხვევაში შეწყვიტეთ მედიკამენტის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს კანის მწვავე რეაციები როგორიცაა:

მსუბუქი ქავილით მიმდინარე გამონაყარი (მრგვალი, ვარდისფერი-წითელი ბილიკები), ბუშტუკების მსგავსი შეშუპებული ზედაპირები წინამხარზე, ფეხებზე, ხელისგულებზე, ფეხისგულებზე. ეს მოვლენა ნაკლებად ხშირია (ვითარდება 100-იდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში).

თუ აღგენიშნებათ რომელიმე მათგანი მიმართეთ ექიმს, რადგან ამოქსაპენის მიღება უნდა შეწყდეს.

სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტებია:

ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-იდან 1 შემთხვევაში).

კანის გამონაყარი

თვითგრძნობის გაუარესება (გულისრევა)

დიარეა

ნაკლებად ხშირი

თვითგრძნობის გაუარესება (ღებინება)

ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1 შემთხვევაში)

კანდიდოზი (საშოს, პირის ღრუს ან კანის ნაოჭების საფუარათი გამოწვეული ინფექცია) შეიძლება ექიმმა ან ფარმაცევტმა დანიშნოს კანდიდოზის მკურნალობა.

თირკმლის პრობლემები

კრუნჩხვები (კონვულსიები), აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებენ მაღალ დოზებს ან აღენიშნებათ თირკმლის პრობლემები.

ჰიპერაქტიურობა

შარდში კრისტალები, რაც შეიძლება გამოვლინდეს, როგორც შემღვრეული შარდი, შარდვის გაძნელება ან დისკომფორტი. ამ სიმპტომების თავიდან ასაცილებლად უზრუნველყავით დიდი რაოდენობით სითხის მიღება.

ენა შეიძლება გაყვითლდეს, გაყავისფრდეს ან გაშავდეს. შეიძლება ქონდეს ბუსუსებიანი შეხედულება.

სისხლის წითელი უჯრედების ჭარბი დაშლა, რაც იწვევს ანემიის ტიპს. ნიშნები მოიცავს შემდეგს: დაღლილობა, თავის ტკივილი, სუნთქვის უკმარისობა, თავბრუსხვევა, სიფერმკრთალე ან კანის და სკლერების სიყვითლე.

სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა.

სისხლის შედედებაში მონაწილე უჯრედების დაბალი რაოდენობა

სისხლს შეიძლება შედედებისთვის ნორმაზე დიდი დრო დაჭირდეს. ეს შეიძლება შენიშნოთ ცხვირიდან სისხლდენის ან ჭრილობის შემთხვევაში.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

გვერდითი ეფექტების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც ამ ინსტრუქციაში ჩამოთვლილი არ არის. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს შეუწყობთ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.

კვიპროსი

ფარმაცევტული სამსახური

ჯანდაცვის სამინისტრო

CY-1475 ნიქოზია

ფაქსი: +357 22608649

ვებ-გვერდი: www.moh.gov.cy/phs

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა ამოქსიცილინი.

ამოქსაპენი 250მგ კაფსულები: ყოველი კაფსულა შეიცავს ამოქსიცილინის ტრიჰიდრატს, 250მგ ამოქსიცილინის ექვივალენტს.

ამოქსაპენი 500მგ კაფსულები: ყოველი კაფსულა შეიცავს ამოქსიცილინის ტრიჰიდრატს, 500მგ ამოქსიცილინის ექვივალენტს.

სხვა შემავსებლები: კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ბრილიანტის ლურჯი, FCF E133, D&C წითელი 22, ტიტანის დიოქსიდი E171, sunset yellow FCF E110, ჟელატინი D&C წითელი 33.

ამოქსაპენის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

ამოქსაპენი 250მგ კაფსულები და ამოქსაპენი 500მგ კაფსულები:

ალისფერი/ფორთოხლისფერი კაფსულები.

შეფუთვის ზომა

ამოქსაპენი 250მგ კაფსულები:

პვქ/ალუმინის ბლისტერი: შეფუთვის ზომა 20 და 100 კაფსულა.

PP კონტეინერები PE თავსახურით. შეფუთვის ზომა 1000 კაფსულა.

ამოქსაპენი 500მგ კაფსულები:

პვქ/ალუმინის ბლისტერები. შეფუთვის ზომები 16.20, 100 და 10000 კაფსულა.

PP კონტეინერები PE თავსახურით. შეფუთვის ზომა 100 და 10000 კაფსულა.

ბაზარზე შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი ყველა ზომის შეფუთვა.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი

შ.პ.ს. რემედიკა

აჰარნონის ქუჩა, ლიმასოლის ინდუსტრიული ზონა

3056 ლიმასოლი, კვიპროსი

ზოგადი რჩევები ანტიბიოტოკების გამოყენების შესახებ

ანტიბიოტიკები გამოიყენება ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ. მათ არ აქვთ ვირუსებით გამოწვეული ინფექციების საწინააღმდეგო ეფექტი.

ზოგჯერ ბაქტერიებით გამოწვეული ინფექცია არ რეაგირებს ანტიბიოტიკის კურსზე. ამის ერთერთი ყველაზე ხშირი მიზეზია ბაქტერიის ანტიბიოტიკისადმი რეზისტენტობა. ეს ნიშნავს, რომ მათ გადარჩენა და გამრავლება შეუძლიათ ანტიბიოტიკის მიუხედავად.

ბაქტერიებს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა შეიძლება განუვითარდეთ მრავალი მიზეზით. ანტიბიოტიკების სიფრთხილით გამოყენება ხელს შეუწყობს რეზისტენტობის განვითარების შანსის შემცირებას.

როდესაც ექიმი ნიშნავს ანტიბიოტიკის კურსს, ის განკუთვნილია მხოლოდ მიმდინარე დაავადების სამკურნალოდ. ამ რჩევის გათვალისწინება ხელს შეუწყობს რეზისტენტული ბაქტერიების განვითარებას, რომლებიც აჩერებს ანტიბიოტიკების მოქმედებას.

ძალიან მნიშვნელოვანია ანტიბიოტიკის ზუსტი დოზით, ზუსტ დროს და ზუსტი ხანგრძლივობით მიღება. წაიკითხეთ შეფუთვის მარკირებაზე მითითებული ინსტრუქციები და თუ რამეს ვერ გაგებთ, განმარტებისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ანტიბიოტიკი არ უნდა მიიღოთ, სანამ სპეციფიურად თქვენ არ დაგენიშნებათ. უნდა გამოიყენოთ მხოლოდ იმ ინფექციების სამკურნალოდ, რომლისთვისაც დაგინიშნეს.

არ უნდა მიიღოთ ანტიბიოტიკები, რომლებიც სხვა პირებს დაუნიშნეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი ინფექცია თქვენსას გავს.

თქვენთვის დანიშნული ანტიბიოტიკები არ უნდა გადასცეთ სხვა პირებს.

ინსტრუქციის ბოლო რევიზიის თარიღია 09/2016

მხოლოდ შინაგანი გამოყენებისთვის cy-pl-amoxapen-caps-a0

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შენახვის პირობები

მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მედიკამენტი არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე მიკრულ იარლიყზე წარწერა ‘EXP’ -ის შემდეგ.

ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.

ინახება 25 °C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. სინათლისგან და ნესტისგან დაცულ ადგილას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომედნაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

ამოქსაპენი 250მგ კაფსულები

ამოქსაპენი 500მგ კაფსულები

ამოქსიცილინი

ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს მედიკამენტი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვებს. ეს შეიძლება მათთვის საზიანო იყოს იმ შემთხვევაშიც, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენსას ჰგავს.

თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მწვავდება, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს იმ შესაძლო გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც ამ ინსტრუქციაში ჩამოთვლილი არ არის. იხ. პარაგრაფი 4.

რა არის მოცემული ინსტრუქციაში

რა არის ამოქსაპენი და რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეთ ამოქსაპენის მიღებამდე

როგორ მიიღება ამოქსაპენი

შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორ ინახება ამოქსაპენი

შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რა არის ამოქსაპენი და რისთვის გამოიყენება

რა არის ამოქსაპენი

ამოქსაპენი არის ანტიბიოტიკი. აქტიური ინგრედიენტია ამოქსიცილინი. მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც „პენიცილინები“ ეწოდება.

რისთვის გამოიყენება ამოქსაპენი

ამოქსაპენი გამოიყენება ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილში ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ. ამოქსაპენი აგრეთვე გამოიყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად კუჭის წყლულის სამკურნალოდ.

რა უნდა იცოდეთ ამოქსაპენის მიღებამდე

არ მიიღოთ ამოქსაპენი.

თუ ალერგიული ხართ ამოქსიცილინის, პენიცილინის ან მედიკამენტის სხვა ინგრედიენტების მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში).

თუ როდესმე გქონიათ ნებისმიერ ანტიბიოტიკზე ალერგიული რეაქცია. ეს შეიძლება მოიცავდეს კანის გამონაყარს ან სახის ან ყელის შეშუპებას.

ამოქსაპენი არ მიიღოთ თუ ზემოაღნიშნული გეხებათ. ეჭვის შემთხვევაში ამოქსაპენის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

ამოქსაპენის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გაქვთ ჯირკვლოვანი ცხელება (ცხელება, ყელის ტკივილი, შეშუპებული ტონზილები ან უკიდურესი დაღლილობა)

თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები

თუ გაქვთ გახშირებული შარდვა

თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ რომელიმე ზემოაღნიშნული მოვლენა გეხებათ, ამოქსაპენის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სისხლის და შარდის ტესტები

თუ იტარებთ

შარდის ანალიზს (გლუკოზა ან სისხლის ტესტებს ღვიძლის ფუნქციისთვის)

ესტრინოლის ტესტს (გამოიყენება ორსულობის დროს ბავშვის ნორმალური განვითარების შემოწმებისთვის)

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, რომ იღებთ ამოქსაპენს. ეს საჭიროა რადგან ამოქსაპენმა შეიძლება იმოქმედოს ამ ტესტის შედეგებზე.

სხვა მედიკამენტები და ამოქსაპენი

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ ან შეიძლება მიიღოთ რაიმე სხვა მედიკამენტი.

თუ იღებთ ალოპურინოლს (გამოიყენება ნიკრისის ქარის დროს) ამოქსაპენთან ერთდ, უფრო მეტია კანის ალერგიული რეაქციის ალბათობა.

თუ იღებთ პრობენეციდს (გამოიყენება ნიკრისის ქარის დროს) ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს ამოქსაპენის დოზის შეცვლა

თუ იღებთ მედიკამენტებს, რომლებიც ხელს უშლის სისხლის თრომბების წარმოქმნას (როგორიცაა ვარფარინი), შეიძლება დაგჭირდეთ სისხლის დამატებითი ანალიზი.

თუ იღებთ სხვა ანტიბიოტიკებს (როგორიცაა ტეტრაციკლინი) ამოქსაპენი შეიძლება ნაკლებად ეფექტური იყოს.

თუ იღებთ მეტოტრექსატს (გამოიყენება კიბოს და მწვავე ფსორიაზის სამკურნალოდ) ამოქსაპენმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების გაზრდა.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ორსულად ხართ ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ორსულობას ეჭვობთ ან გეგმავთ, ამ მედიკამენტის მიღებამდე რჩევა კითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

ამოქსაპენს შეიძლება ქონდეს გვერდითი ეფექტები და სიმპტომების გამო (როგორიცაა ალერგიული რეაქციები, თავბრუსხვევა და კონვულსიები) შეიძლება ვერ შეძლოთ მანქანის მართვა. სანამ თავს კარგად არ იგრძნობთ, თავი შეიკავეთ ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობისას.

ამოქსაპენი შეიცავს ყვითელ საღებავს sunset yellow FCF E110-ს.

sunset yellow FCF E110 შეიძლება იწვევდეს ალერგიულ რეაქციებს.

როგორ მიიღება ამოქსაპენი

მედიკამენტი ყოველთვის მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებით. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გადაყლაპეთ წყალთან ერთად კაფსულის გახსნის გარეშე.

დოზები დღის განმავლობაში თანაბრად გაანაწილეთ, მინიმუმ 4 საათიანი ინტერვალით.

რეკომენდებული დოზაა: 40კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვები

ექიმი გირჩევთ რამდენი ამოქსაპენი უნდა მისცეთ ჩვილს ან ბავშვს.

ჩვეული დოზაა 40-90მგ 1კგ წონაზე დღეში, ორად ან სამად გაყოფილი დოზის სახით.

მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 100მგ 1 კგ წონაზე დღეში.

მოზრდილები, ხანდაზმული პაციენტები და 40კგ-ზე მეტი წონის ბავშვები

ამოქსაპენის ჩვეული დოზაა 250მგ-500მგ სამჯერ დღეში ან750მგ-1გ 12 საათში ერთხელ ინფექციის სიმწვავის და ტიპის მიხედვით.

მწვავე ინფექციები: 750მგ-1გ სამჯერ დღეში

საშარდე ტრაქტის ინფექციები: 3გ ორჯერ დღეში ერთი დღის განმავლობაში

ლაიმის დაავადება (ინფექცია, რომელიც ვრცელდება პარაზიტებით-ტკიპებით). იზოლირებული მიგრირებადი ერითემა (ადრეული სტადია-წითელი ან ვარდისფერი ცირკულარული გამონაყარი): 4გ დღეში, სისტემური მანიფესტაციები (გვიანი სტადია-უფრო სერიოზული სიმპტომებისთვის ან როდესაც დაავადება მთელ ორგანიზმზე ვრცელდება): მაქსიმუმ 6გ დღეში.

კუჭის წყლული: 750მგ ან 1გ დღეში ორჯერ 7 დღის განმავლობაში კუჭის წყლულის სამკურნალო სხვა ანტიბიოტიკებთან და მედიკამენტებთან ერთად.

გულის ინფიცირების პრევენციისთვის ოპერაციის დროს: დოზა ვარირებს ოპერაციის ტიპის მიხედვით. შეიძლება სხვა მედიკამენტების მიღებაც. თქვენი ექიმი, ფარმაცევტი ან ექთანი გაგაცნობთ უფრო დეტალურად. მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 6გ დღეში.

თირკმელების პრობლემები

თირკმლის პრობლემის შემთხვევაში დოზა შეიძლება ჩვეულებრივზე დაბალი იყოს.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ამოქსაპენი

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ამოქსაპენი, შეიძლება აღინიშნებოდეს კუჭის დისკომფორტი (ავადობის შეგრძნება, თვითგრძნობის გაუარესება ან დიარეა) ან შარდში კრისტრალები, რაც შეიძლება გამოვლინდეს შემღვრეული შარდით, შეიძლება აღნიშნოს შარდვის პრობლემები. რაც შეიძლება მალე მიმართეთ ექიმს. მედიკამენტი წაიღეთ და ექიმს აჩვენეთ.

თუ დაგავიწყდათ ამოქსაპენის მიღება

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ როგორც კი გაგახსენდებათ.

არ მიიღოთ შემდეგი დოზა ძალიან მალე, მოიცადეთ დაახლოებით 4 საათი.

გამოტოვებულის კომპენსაციისთვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

რამდენ ხანს უნდა მიიღოთ ამოქსაპენი

ამოქსაპენის მიღება განაგრძეთ ექიმის მიერ დანიშნული ხანგრძლივობით იმ შემთხვევაშიც, თუ თავს უკეთ იგრძნობთ. ინფექციასთან ბრძოლისთვის ყველა დოზა გჭირდებათ. თუ ზოგიერთი ბაქტერია გადარჩება, შეიძლება ინფექცია თავიდან განვითარდეს.

თუ მკურნალობის დასრულების შემდეგ თავს მაინც ცუდად გრძნობთ უნდა მიმართოთ ექიმს.

კანდიდოზი (საფუარებით გამოწვეული ინფექცია სხეულის უდიდეს ნაწილში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიმშრალე, ქავილი და თეთრი გამონადენი). შეიძლება განვითარდეს თუ ამოქსაპენი ხანგრძლივად გამოიყენება. ამ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

თუ ამოქსაპენს იღებთ დიდი ხნის განმავლობაში, ექიმმა შეიძლება ჩაატაროს დამატებითი ტესტები რათა შემოწმდეს ნორმალურად მუშაობს თუ არა თირკმელები, ღვიძლი და სისხლი.

მედიკამენტის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

ისევე როგორც ყველა სხვა მედიკამენტმა, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ ისინი ყველას არ უვითარდება.

ამოქსაპენის მიღება შეწყვიტეთ და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შენიშნავთ შემდეგ სერიოზულ გვერდით ეფექტებს-შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება:

შემდეგი ძალიან იშვიათია (შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1 შემთხვევაში)

ალერგიული რეაქციები, ნიშნები შეიძლება მოიცავდეს: კანის ქავილს ან გამონაყარს სახის, ტუჩების, ენის შეშუპებას ან სუნთქვის გაძნელებას. ეს შეიძლება სერიოზული იყოს და იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ტკივილი.

გამონაყარი ან ქინძისთავის ფორმის ბრტყელი წითელი მრგვალი ლაქები კანის ზედაპირის ქვეშ ან კანის სისხლჩაქცევები. ეს განპირობებულია სისხლძარღვების კედლების ანთებით ალერგიული რეაქციის გამო. შეიძლება დაკავშირებულ იყოს სახსრების ტკივილთან (ართრიტი) ან თირკმელების პრობლემებთან.

დაყოვნებული ტიპის ალერგიული რეაქცია შეიძლება ჩვეულებრივ განვითარდეს ამოქსაპენის მიღებიდან 7-12 დღის შემდეგ. ზოგიერთი ნიშანი მოიცავს: გამონაყარს, ცხელებას, სახსრების ტკივილს და ლიმფური კვანძების გადიდებას გასაკუთრებით ხელების ქვეშ, წითელ-იასამნისფერ ბილიკებს კანზე განსაკუთრებით ხელის ან ფეხისგულებზე, ბუშტუკების მსგავს ამოწეულ შეშუპებულ ადგილებს კანზე, მყარ ადგილებს პირის ღრუს, თვალების და გენიტალიების ზედაპირზე. შეიძლება გქონდეთ ცხელება და ძლიერი დაღლილობა.

კანის სხვა რეაქციები შეიძლება მოიცავდეს: კანის ფერის ცვლილებას, კანქვეშ ამობურცულობას, პუსტულებს, პილინგს, სიწითლეს, ტკივილს, ქავილს, აქერცვლას. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ცხელებასთან, თავის ტკივილთან ან სხეულის ტკივილთან.

ცხელება, წვა, ყელის ტკივილი ან ინფექციის სხვა ნიშნები, სისხლჩაქცევების მარტივად განვითარება. ეს შეიძლება იყოს სისხლის უჯრედების პრობლემის ნიშნები.

Jarisch-Herxheimer რეაქციამ, რომელიც ვითარდება ლაიმის დაავადების ამოქსაპენით მკურნალობის დროს შეიძლება გამოიწვიოს ცხელება, წვა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი და კანის გამონაყარი.

მსხვილი ნაწლავის (კოლინჯის) ანთება დიარეით (ზოგჯერ სისხლიანი განავალი), ტკივილი და ცხელება.

შეიძლება განვითარდეს ღვიძლის მხრივ სერიოზული ეფექტები. ეს დაკავშირებულია ხანგრძლივ მკურნალობასთან, მამრობით სქესთან და ხანდაზმულ ასაკთან. დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს თუ აღგენიშნებათ:

მწვავე დიარეა სისხლდენით.

ბლისტერები, სიწითლე ან კანის სისხლჩაქცევები.

მუქი შარდი და ღია ფერის განავალი.

კანის და თვალის სკლერის გაყვითლება (სიყვითლე). აგრეთვე ქვემოთ იხილეთ ანემია, რომელმაც შეიძლება სიყვითლე გამოიწვიოს.

ეს შეიძლება განვითარდეს მედიკამენტის მიღებისას ან მისი დასრულებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ.

რომელიმე ზემოაღნიშნულის განვითარების შემთხვევაში შეწყვიტეთ მედიკამენტის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს კანის მწვავე რეაციები როგორიცაა:

მსუბუქი ქავილით მიმდინარე გამონაყარი (მრგვალი, ვარდისფერი-წითელი ბილიკები), ბუშტუკების მსგავსი შეშუპებული ზედაპირები წინამხარზე, ფეხებზე, ხელისგულებზე, ფეხისგულებზე. ეს მოვლენა ნაკლებად ხშირია (ვითარდება 100-იდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში).

თუ აღგენიშნებათ რომელიმე მათგანი მიმართეთ ექიმს, რადგან ამოქსაპენის მიღება უნდა შეწყდეს.

სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტებია:

ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-იდან 1 შემთხვევაში).

კანის გამონაყარი

თვითგრძნობის გაუარესება (გულისრევა)

დიარეა

ნაკლებად ხშირი

თვითგრძნობის გაუარესება (ღებინება)

ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1 შემთხვევაში)

კანდიდოზი (საშოს, პირის ღრუს ან კანის ნაოჭების საფუარათი გამოწვეული ინფექცია) შეიძლება ექიმმა ან ფარმაცევტმა დანიშნოს კანდიდოზის მკურნალობა.

თირკმლის პრობლემები

კრუნჩხვები (კონვულსიები), აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებენ მაღალ დოზებს ან აღენიშნებათ თირკმლის პრობლემები.

ჰიპერაქტიურობა

შარდში კრისტალები, რაც შეიძლება გამოვლინდეს, როგორც შემღვრეული შარდი, შარდვის გაძნელება ან დისკომფორტი. ამ სიმპტომების თავიდან ასაცილებლად უზრუნველყავით დიდი რაოდენობით სითხის მიღება.

ენა შეიძლება გაყვითლდეს, გაყავისფრდეს ან გაშავდეს. შეიძლება ქონდეს ბუსუსებიანი შეხედულება.

სისხლის წითელი უჯრედების ჭარბი დაშლა, რაც იწვევს ანემიის ტიპს. ნიშნები მოიცავს შემდეგს: დაღლილობა, თავის ტკივილი, სუნთქვის უკმარისობა, თავბრუსხვევა, სიფერმკრთალე ან კანის და სკლერების სიყვითლე.

სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა.

სისხლის შედედებაში მონაწილე უჯრედების დაბალი რაოდენობა

სისხლს შეიძლება შედედებისთვის ნორმაზე დიდი დრო დაჭირდეს. ეს შეიძლება შენიშნოთ ცხვირიდან სისხლდენის ან ჭრილობის შემთხვევაში.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

გვერდითი ეფექტების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც ამ ინსტრუქციაში ჩამოთვლილი არ არის. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს შეუწყობთ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.

კვიპროსი

ფარმაცევტული სამსახური

ჯანდაცვის სამინისტრო

CY-1475 ნიქოზია

ფაქსი: +357 22608649

ვებ-გვერდი: www.moh.gov.cy/phs

როგორ ინახება ამოქსაპენი

მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მედიკამენტი არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე მიკრულ იარლიყზე წარწერა ‘EXP’ -ის შემდეგ.

ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.

ინახება 25 °C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. სინათლისგან და ნესტისგან დაცულ ადგილას.

შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ამოქსაპენი

აქტიური ნივთიერებაა ამოქსიცილინი.

ამოქსაპენი 250მგ კაფსულები: ყოველი კაფსულა შეიცავს ამოქსიცილინის ტრიჰიდრატს, 250მგ ამოქსიცილინის ექვივალენტს.

ამოქსაპენი 500მგ კაფსულები: ყოველი კაფსულა შეიცავს ამოქსიცილინის ტრიჰიდრატს, 500მგ ამოქსიცილინის ექვივალენტს.

სხვა შემავსებლები: კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ბრილიანტის ლურჯი, FCF E133, D&C წითელი 22, ტიტანის დიოქსიდი E171, sunset yellow FCF E110, ჟელატინი D&C წითელი 33.

ამოქსაპენის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

ამოქსაპენი 250მგ კაფსულები და ამოქსაპენი 500მგ კაფსულები:

ალისფერი/ფორთოხლისფერი კაფსულები.

შეფუთვის ზომა

ამოქსაპენი 250მგ კაფსულები:

პვქ/ალუმინის ბლისტერი: შეფუთვის ზომა 20 და 100 კაფსულა.

PP კონტეინერები PE თავსახურით. შეფუთვის ზომა 1000 კაფსულა.

ამოქსაპენი 500მგ კაფსულები:

პვქ/ალუმინის ბლისტერები. შეფუთვის ზომები 16.20, 100 და 10000 კაფსულა.

PP კონტეინერები PE თავსახურით. შეფუთვის ზომა 100 და 10000 კაფსულა.

ბაზარზე შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი ყველა ზომის შეფუთვა.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი

შ.პ.ს. რემედიკა

აჰარნონის ქუჩა, ლიმასოლის ინდუსტრიული ზონა

3056 ლიმასოლი, კვიპროსი

ზოგადი რჩევები ანტიბიოტოკების გამოყენების შესახებ

ანტიბიოტიკები გამოიყენება ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ. მათ არ აქვთ ვირუსებით გამოწვეული ინფექციების საწინააღმდეგო ეფექტი.

ზოგჯერ ბაქტერიებით გამოწვეული ინფექცია არ რეაგირებს ანტიბიოტიკის კურსზე. ამის ერთერთი ყველაზე ხშირი მიზეზია ბაქტერიის ანტიბიოტიკისადმი რეზისტენტობა. ეს ნიშნავს, რომ მათ გადარჩენა და გამრავლება შეუძლიათ ანტიბიოტიკის მიუხედავად.

ბაქტერიებს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა შეიძლება განუვითარდეთ მრავალი მიზეზით. ანტიბიოტიკების სიფრთხილით გამოყენება ხელს შეუწყობს რეზისტენტობის განვითარების შანსის შემცირებას.

როდესაც ექიმი ნიშნავს ანტიბიოტიკის კურსს, ის განკუთვნილია მხოლოდ მიმდინარე დაავადების სამკურნალოდ. ამ რჩევის გათვალისწინება ხელს შეუწყობს რეზისტენტული ბაქტერიების განვითარებას, რომლებიც აჩერებს ანტიბიოტიკების მოქმედებას.

ძალიან მნიშვნელოვანია ანტიბიოტიკის ზუსტი დოზით, ზუსტ დროს და ზუსტი ხანგრძლივობით მიღება. წაიკითხეთ შეფუთვის მარკირებაზე მითითებული ინსტრუქციები და თუ რამეს ვერ გაგებთ, განმარტებისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ანტიბიოტიკი არ უნდა მიიღოთ, სანამ სპეციფიურად თქვენ არ დაგენიშნებათ. უნდა გამოიყენოთ მხოლოდ იმ ინფექციების სამკურნალოდ, რომლისთვისაც დაგინიშნეს.

არ უნდა მიიღოთ ანტიბიოტიკები, რომლებიც სხვა პირებს დაუნიშნეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი ინფექცია თქვენსას გავს.

თქვენთვის დანიშნული ანტიბიოტიკები არ უნდა გადასცეთ სხვა პირებს.

ინსტრუქციის ბოლო რევიზიის თარიღია 09/2016

მხოლოდ შინაგანი გამოყენებისთვის cy-pl-amoxapen-caps-a0

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა