დევალჯინი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ნატრიუმის მეტამიზოლს. ერთი ამპულა შეიცავს 1გ ნატრიუმის მეტამიზოლს. ერთი ამპულა შეიცავს 2 მლ ხსნარს და 1 მლ ხსნარი შეიცავს 500მგ აქტიურ ნივთიერებას. ხელმისაწვდომია 5 ან 10 ამპულიანი შეფუთვებით. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- მეტამიზოლ (metamizole)
- ფორმა და შეფუთვა
- 1გ/2მლ 2მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №10
- მწარმოებელი
- Deva Holding A.Ş., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანალგეზური საშუალებები, პირაზოლონები
- ATC კოდი
- N02BB02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044938
- რეგისტრირებულია
- 5 მარტი 2026, მოქმედებს 5 მარტი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ნიუ ჯორჯია - 555“
დევალჯინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
დევალჯინი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ნატრიუმის მეტამიზოლს. ერთი ამპულა შეიცავს 1გ ნატრიუმის მეტამიზოლს. ერთი ამპულა შეიცავს 2 მლ ხსნარს და 1 მლ ხსნარი შეიცავს 500მგ აქტიურ ნივთიერებას. ხელმისაწვდომია 5 ან 10 ამპულიანი შეფუთვებით.
დევალჯინი არის ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და სპაზმოლიზური (სპაზმის საწინააღმდეგო) ეფექტის მქონე მედიკამენტი.
თუ გაქვთ ძლიერი ან მკურნალობას რთულად დაქვემდებარებული ტკივილი, სიმპტომების სწრაფად შესამსუბუქებლად, შესაძლოა ექიმმა დევალჯინის ეს ფორმა ინტრავენური ან ინტრამასკულარული ინექციის სახით დაგინიშნოთ.
მიღების წესი და დოზირება
სწორი გამოყენებისა და დოზირების/მიღების სიხშირის ინსტრუქცია:
დევალჯინის ამპულა უნდა იქნას გამოყენებული ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. თქვენი ექიმი განსაზღვრავს თქვენი მედიკამენტის დოზას თქვენი მდგომარეობის მიხედვით და დაგინიშნავთ მას.
დევალჯინი, როგორც წესი, გამოიყენება შემდეგნაირად:
15 წლის და უფროსი ასაკის ახალგაზრდებსა და მოზრდილებში:
ინტრავენური ან ინტრამუსკულარული ადმინისტრირების ერთჯერადი დოზაა 2-5 მლ.
მაქსიმალური დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მლ-მდე (5 გ).
მიღების გზა და მეთოდი:
დევალჯინის ამპულა შეჰყავს ჯანდაცვის სპეციალისტს, რომელიც დახელოვნებულია პრეპარატების ინტრავენურ და ინტრამასკულარულ შეყვანაში.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
თქვენი ექიმი განსაზღვრავს მედიკამენტის დოზას და მიღების მეთოდს თქვენი ბავშვის ასაკის, სხეულის წონისა და მდგომარეობის მიხედვით.
გამოყენება ხანდაზმულებში:
თქვენი ექიმი დაარეგულირებს დოზას ხანდაზმულ პაციენტებში და ზოგადი მდგომარეობის დარღვევის მქონე პაციენტებში თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის შესაძლო დარღვევის გათვალისწინებით.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) აქტიური ნივთიერების, ნატრიუმის მეტამიზოლის ან სხვა რომელიმე აქტიური ნივთიერების ან მსგავსი თვისებების მქონე პრეპარატების მიმართ, რომლებიც მიეკუთვნებიან პირაზოლონის ჯგუფებს (მაგ., ფენაზონი, პროპიფენაზონი) ან პირაზოლიდინის (მაგ., ფენილბუტაზონი, ოქსიფენბუტაზონი), ან თუ უკვე განგივითარდათ რეაქცია ამ ნივთიერებებიდან ერთ-ერთზე, რაც გამოიხატება სისხლში გრანულოციტების სახელით ცნობილი უჯრედების რაოდენობის პათოლოგიური შემცირებით.
თუ გაქვთ ძვლის ტვინის ფუნქციის დარღვევა (მაგალითად, თუ იტარებთ კიბოს მკურნალობას) ან თუ გაქვთ სისხლის უჯრედების წარმოქმნაზე პასუხისმგებელი ორგანიზმის სისტემის დაავადება.
თუ გაგივითარდათ მწვავე ალერგიული რეაქციები ტკივილგამაყუჩებლებზე, როგორიცაა სალიცილატები, პარაცეტამოლი, დიკლოფენაკი, იბუპროფენი, ინდომეტაცინი, ნაპროქსენი; როგორიცაა სუნთქვის გაძნელება, ჭინჭრის ციება კანის ძლიერი ქავილით და სიწითლით, ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება, კანის ან სასუნთქი გზების შეშუპება
თუ გაქვთ დაავადება, რომელსაც მწვავე წყვეტილი ღვიძლის პორფირია ეწოდება (შესაძლოა პორფირიის შეტევების დაწყების რისკი).
თუ გაქვთ გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას თანდაყოლილი დეფიციტი.
თუ თქვენი ბავშვი სამ თვეზე ნაკლები ასაკის ან 5 კგ-ზე ნაკლები წონისაა.
დევალჯინი არ უნდა შეიყვანოთ ინტრავენურად 3-დან 11 თვემდე ასაკის ჩვილებში.
ის არ უნდა შეიყვანოთ ინტრავენურად ან ინტრამუსულარულად ჰიპოტენზიის (დაბალი არტერიული წნევის) მქონე პაციენტებში.
დევალჯინის გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ შემდეგ სიტუაციებში:
დევალჯინის ინტრავენური ან ინტრამუსკულარული შეყვანა დაკავშირებულია სერიოზული ალერგიული რეაქციების მომატებულ რისკთან.
თუ მკურნალობის დროს განვითარდება სიცხე, შემცივნება, ყელის ტკივილი ან პირის ღრუში წყლულები, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას. ეს დაავადება (აგრანულოციტოზი), რომელიც ხასიათდება სისხლში გრანულოციტების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირებით და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის დაცვაში, არის ალერგიული ფენომენი, რომელიც გრძელდება მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში და მოიცავს იმუნურ სისტემას. ასეთი რეაქციები უკიდურესად იშვიათია, მაგრამ შეიძლება იყოს მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში, თუნდაც ფატალური. ისინი არ არის დოზადამოკიდებული და შეიძლება განვითარდეს მკურნალობის ნებისმიერ დროს.
მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს ზოგადი სისუსტე, ინფექცია, სიცხის დაქვეითება, სისხლჩაქცევები, სისხლდენა, კანის სიფერმკრთალე. ეს სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლის ყველა უჯრედის რაოდენობის შემცირებით (პანციტოპენია). თუ თქვენ გაქვთ ერთი ან მეტი ამ სიმპტომიდან, შეწყვიტეთ მკურნალობა და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ამ შემთხვევაში, ექიმი ჩაგიტარებთ სისხლის ანალიზებს მანამ, სანამ თქვენი სისხლის უჯრედების რაოდენობა ნორმას არ დაუბრუნდება.
კერძოდ, პაციენტებს, რომლებსაც აქვთ შემდეგი მდგომარეობები, მეტამიზოლზე უეცარი და უკიდურესად მძიმე ალერგიული რეაქციების განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან. ექიმმა შეიძლება დაგისვათ კითხვები იმის დასადგენად, ხართ თუ არა რისკის ქვეშ. თუ დევალჯინი გამოიყენება ამ სარისკო მდგომარეობებში, საჭიროა მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობა და გადაუდებელი მკურნალობისთვის აუცილებელი პირობები.
ბრონქული ასთმით დაავადებული პაციენტები,
ცხვირისა და სინუსების ღრუებში მრავლობითი პოლიპების მქონე პაციენტები,
ქრონიკული ჭინჭრის ციებით დაავადებული პაციენტები,
პაციენტები, რომლებსაც არ შეუძლიათ ალკოჰოლის ატანა, ანუ პაციენტები, რომლებიც გარკვეული ალკოჰოლური სასმელების მცირე რაოდენობაზეც კი რეაგირებენ ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა სურდო, თვალების ჭარბი ცრემლდენა და სახის გამოხატული სიწითლე,
პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ საღებავების (მაგ., ტარტრაზინის) ან კონსერვანტების (მაგ., ბენზოატების) მიმართ აუტანლობა.
მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისთვის საშიში კანის რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი (კანის სერიოზული რეაქცია, რომელიც იწვევს წყლით სავსე ბუშტუკებს ან კანის გავრცელებულ სიწითლეს და აქერცვლას) და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (სერიოზული დაავადება, რომელიც ხასიათდება კანზე სითხით სავსე ბუშტუკებით). თუ განვითარდება კანის მწვავე გამონაყარი, რომელსაც ჩვეულებრივ თან ახლავს სითხით სავსე ბუშტუკები ან წყლულები პირის ღრუში, შეწყვიტეთ მკურნალობა და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ეს სიმპტომები ძირითადად მკურნალობის პირველ კვირებში ვლინდება. თუ განვითარდება ეს სიმპტომები, აღარასდროს გამოიყენოთ დევალჯინი.
დევალჯინის მონოთერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნა (იზოლირებული ჰიპოტენზიური რეაქცია). ამიტომ, რეკომენდებულია დევალჯინის გამოყენება უკიდურესი სიფრთხილით და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ შემდეგ შემთხვევებში:
პაციენტები, რომლებსაც ადრე აღენიშნებოდათ დაბალი არტერიული წნევა და დარღვევები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ არტერიული წნევის კონტროლზე (პაციენტები სითხის ჭარბი დაკარგვით, პაციენტები არასტაბილური სისხლის მიმოქცევით, პაციენტები სისხლის მიმოქცევის უკმარისობით)
პაციენტები მაღალი სიცხით
პაციენტები მძიმე კორონარული დაავადებით ან ტვინის მომმარაგებელი სისხლძარღვების ბლოკირებით (ქმნის დაბალი არტერიული წნევის რისკს)
პაციენტები თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობით (მეტამიზოლის გამოყოფის სიჩქარე შემცირებულია)
თუ ეს გაფრთხილებები თქვენ გეხებათ, მაშინაც კი, თუ ისინი უბრალოდ წარსულში განვითარდა, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.
დევალჯინის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
დევალჯინის ეს ფორმა არ მიიღება პერორალურად. ის შეჰყავთ ინტრავენურად ან კუნთში.
სიფრთხილის ზომები
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:
თქვენი ექიმი შეარჩევს შესაბამის დოზას თქვენი დაავადებისა და თირკმლის/ღვიძლის პრობლემების სიმძიმის მიხედვით.
თუ თქვენ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ დევალჯინის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ დევალჯინის საჭიროზე მეტი დოზა:
რადგან დევალჯინი მიიღება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ასეთი სიტუაციის თავიდან ასაცილებლად საჭირო ზომები იქნება მიღებული. თუმცა, თუ ეს მოხდა, შესაბამისი თერაპია დაინიშნება.
თუ მიიღეთ დევალჯინის საჭიროზე მეტი დოზა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ დევალჯინის გამოყენება:
რადგან დევალჯინი გამოიყენება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ასეთი სიტუაციის განვითარების თავიდან ასაცილებლად საჭირო ზომები იქნება მიღებული.
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის.
დევალჯინით მკურნალობის შეწყვეტის შესაძლო ეფექტები:
თუ შეწყვეტთ დევალჯინით მკურნალობას ექიმის თანხმობის გარეშე, შესაძლოა ტკივილი კვლავ დაგეწყოთ ან ტემპერატურა მოიმატოს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
არ გამოიყენოთ დევალჯინი ორსულობის პირველი და ბოლო სამი თვის განმავლობაში. ორსულობის მეორე სამ თვეში დევალჯინის გამოყენების შესახებ ყოველთვის გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან და გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის თანხმობის შემთხვევაში.
თუ მკურნალობის დროს გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია

თუ ძუძუთი კვების დროს გჭირდებათ დევალჯინით მკურნალობა, უნდა შეწყვიტოთ ძუძუთი კვება, რათა დაიცვათ ბავშვი მეტამიზოლის დედის რძეში გადასვლისგან.
დევალჯინის გამოყენებიდან 48 საათის განმავლობაში არ აჭამოთ ბავშვს ძუძუთი.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
მეტამიზოლმა შეიძლება დააქვეითოს კონცენტრაცია და რეაქციის უნარი მაღალი დოზებით გამოყენებისას. არ მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ სხვა მექანიზმებთან, განსაკუთრებით თუ მიიღეთ ალკოჰოლი.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დევალჯინის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
დევალჯინი თითოეულ დოზაში შეიცავს 3 მმოლ (69.3 მგ) ნატრიუმს. ეს გასათვალისწინებელია ნატრიუმის კონტროლირებად დიეტაზე მყოფი პაციენტებისთვის.
დევალჯინი შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს. იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და ბრონქოსპაზმი.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება: ორგანოების გადანერგვის შემდეგ იმუნური სისტემის დამთრგუნველ ციკლოსპორინის პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, დევალჯინმა შეიძლება შეამციროს ციკლოსპორინის დონე. აუცილებელია რეგულარული შემოწმება.
ქლორპრომაზინთან ერთად გამოყენებისას, რომელიც სერიოზული ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება, შეიძლება განვითარდეს სხეულის ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა (ჰიპოთერმია).
დევალჯინის შემცველი მედიკამენტების ჯგუფმა შეიძლება შეცვალოს პერორალური ანტიკოაგულანტების (სისხლის გამათხელებლები, რომლებიც პერორალურად მიიღება), კაპტოპრილის (მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო საშუალება), ლითიუმის (მანიაკალური დეპრესიული დაავადების სამკურნალო საშუალება), მეტოტრექსატის (კიბოს, რევმატიზმის ან ფსორიაზის სამკურნალო საშუალება) და ტრიამტერენის (შარდმდენი საშუალება) ეფექტი. მიუხედავად იმისა, რომ დევალჯინის გავლენა ამ პრეპარატებზე უცნობია, მათი ერთად გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო.
დევალგინმა შეიძლება გააძლიეროს მეთოტრექსატის გვერდითი მოვლენები სისხლზე, როდესაც იგი გამოიყენება მეთოტრექსატთან ერთად, რომელიც გამოიყენება კიბოს, რევმატიზმის ან ფსორიაზის სამკურნალოდ. ეს ორი მედიკამენტი არ უნდა იქნას გამოყენებული ერთად.
დევალჯინი იხსნება 5%-იან გლუკოზაში, 0.9%-იან NaCl-ში ან რინგერის ლაქტატის ხსნარში. თუმცა, ეს ხსნარები დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული, რადგან მათი სტაბილურობა შეზღუდულია.
შეუთავსებლობის შესაძლებლობის გამო, მეტამიზოლ ნატრიუმი არ უნდა იქნას მიღებული სხვა საინექციო პრეპარატებთან ერთად.
გთხოვთ, მიაწოდოთ ინფორმაცია თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს იმის შესახებ, იღებთ თუ არა ამჟამად ან ბოლო დროს იღებდით თუ არა სხვა რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს.
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს დევალჯინის ინგრედიენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე ადამიანებში.
თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი გამოვლინდა, შეწყვიტეთ დევალჯინის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:
თუ გაქვთ კანზე გამონაყარი, სიწითლე ან სხვა სიმპტომები კანზე ან თვალებში, ქავილი, ქოშინი ან სიცხე.
შესაძლოა, სისხლდენისადმი მომატებული მიდრეკილება გქონდეთ, თუ კანქვეშ ქინძისთავის ზომის სისხლჩაქცევები წარმოიქმნება.
სიცოცხლისთვის საშიში კანის მძიმე რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), რომლებიც იწვევს წყლით სავსე ბუშტუკებს ან კანის გავრცელებულ სიწითლეს და აქერცვლას.
ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ რომელიმე მათგანი გაქვთ, ეს ნიშნავს, რომ დევალჯინის მიმართ სერიოზული ალერგია გაქვთ
შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა ძალიან იშვიათად გვხვდება.
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების სამსახურს, თუ შეამჩნევთ შემდეგ სიმპტომებს:
დაბალი არტერიული წნევა
შარდვის შეუძლებლობა, შარდის რაოდენობის შემცირება, განსაკუთრებით თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტებში
შარდში სისხლისა და ცილის არსებობა, მაღალი არტერიული წნევა, ცხელება და შეშუპება ორგანიზმში (მწვავე ინტერსტიციული ნეფრიტის სიმპტომები)
ვენების ანთება (ფლებიტი) გამოყენების ადგილას (ტკივილი, სიწითლე, შეშუპება)
პირის ღრუს წყლულები, ყელის ტკივილი და შეშუპება; სიცხე (შეიძლება აგრანულოციტოზის ნიშანი იყოს);
ზოგადი სისუსტე, ინფექცია, ცხელების არშემცირება, სისხლჩაქცევები, სისხლდენა, კანის სიფერმკრთალე. ეს სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს პანციტოპენიით (სისხლის ყველა უჯრედის რაოდენობის შემცირება), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.
ასთმის შეტევა პრეპარატის გამოყენების შემდეგ (სუნთქვის გაძნელება, ხიხინი, სუნთქვის გახშირება)
ეს ყველაფერი სერიოზული გვერდითი მოვლენებია. შესაძლოა საჭირო გახდეს დაუყოვნებლივი სამედიცინო დახმარება.
სერიოზული გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათად გვხვდება.
თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგს, აცნობეთ ექიმს:
შარდის წითელი შეფერილობა
ტკივილი და ადგილობრივი რეაქციები შეყვანის ადგილას
ეს დევალჯინის მსუბუქი გვერდითი მოვლენებია.
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვის პირობები
შეინახეთ დევალჯინი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას ორიგინალ შეფუთვაში.
შეინახეთ 25°C-მდე ოთახის ტემპერატურაზე და ორიგინალ შეფუთვაში.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ დევალჯინი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გადაეცით ისინი გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
შეფუთვის ჩანართი
დევალჯინი 1გ/2 მლ ი.მ/ი.ვ. საინექციო ხსნარის შემცველი ამპულა
ინტრამუსკულარული/ინტრავენური ადმინისტრირებისათვის.
სტერილური
აქტიური ნივთიერება: საინექციო ხსნარის თითოეული 2 მლ-იანი (საერთო მოცულობა) ამპულა შეიცავს 1000 მგ ნატრიუმის მეტამიზოლი.
დამხმარე ნივთიერება(ები): ნატრიუმის მეტაბისულფიტი, საინექციო წყალი.
ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გაეცანით შეფუთვის ჩანართს, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა, ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს მედიკამენტი თქვენთვისაა ინდივიდუალურად დანიშნული. არ გადასცეთ ის სხვებს.
ამ მედიკამენტის მიღებისას, ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას აცნობეთ თქვენს ექიმს მისი გამოყენების შესახებ.
ზუსტად დაიცავით ამ ფურცელ-ჩანართში მითითებული ინსტრუქციები. არ მიიღოთ მედიკამენტი რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზით.
რას მოიცავს ეს ფურცელ-ჩანართი:
რა არის დევალჯინი და რისთვის გამოიყენება იგი
რა უნდა იცოდეთ დევალჯინის გამოყენებამდე
დევალჯინის მიღების წესი
რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?
დევალჯინის შენახვის პირობები
რა არის დევალჯინი და რისთვის გამოიყენება იგი
დევალჯინი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ნატრიუმის მეტამიზოლს. ერთი ამპულა შეიცავს 1გ ნატრიუმის მეტამიზოლს. ერთი ამპულა შეიცავს 2 მლ ხსნარს და 1 მლ ხსნარი შეიცავს 500მგ აქტიურ ნივთიერებას. ხელმისაწვდომია 5 ან 10 ამპულიანი შეფუთვებით.
დევალჯინი არის ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და სპაზმოლიზური (სპაზმის საწინააღმდეგო) ეფექტის მქონე მედიკამენტი.
თუ გაქვთ ძლიერი ან მკურნალობას რთულად დაქვემდებარებული ტკივილი, სიმპტომების სწრაფად შესამსუბუქებლად, შესაძლოა ექიმმა დევალჯინის ეს ფორმა ინტრავენური ან ინტრამასკულარული ინექციის სახით დაგინიშნოთ.
რა უნდა იცოდეთ დევალჯინის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ დევალჯინი შემდეგ სიტუაციებში:
თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) აქტიური ნივთიერების, ნატრიუმის მეტამიზოლის ან სხვა რომელიმე აქტიური ნივთიერების ან მსგავსი თვისებების მქონე პრეპარატების მიმართ, რომლებიც მიეკუთვნებიან პირაზოლონის ჯგუფებს (მაგ., ფენაზონი, პროპიფენაზონი) ან პირაზოლიდინის (მაგ., ფენილბუტაზონი, ოქსიფენბუტაზონი), ან თუ უკვე განგივითარდათ რეაქცია ამ ნივთიერებებიდან ერთ-ერთზე, რაც გამოიხატება სისხლში გრანულოციტების სახელით ცნობილი უჯრედების რაოდენობის პათოლოგიური შემცირებით.
თუ გაქვთ ძვლის ტვინის ფუნქციის დარღვევა (მაგალითად, თუ იტარებთ კიბოს მკურნალობას) ან თუ გაქვთ სისხლის უჯრედების წარმოქმნაზე პასუხისმგებელი ორგანიზმის სისტემის დაავადება.
თუ გაგივითარდათ მწვავე ალერგიული რეაქციები ტკივილგამაყუჩებლებზე, როგორიცაა სალიცილატები, პარაცეტამოლი, დიკლოფენაკი, იბუპროფენი, ინდომეტაცინი, ნაპროქსენი; როგორიცაა სუნთქვის გაძნელება, ჭინჭრის ციება კანის ძლიერი ქავილით და სიწითლით, ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება, კანის ან სასუნთქი გზების შეშუპება
თუ გაქვთ დაავადება, რომელსაც მწვავე წყვეტილი ღვიძლის პორფირია ეწოდება (შესაძლოა პორფირიის შეტევების დაწყების რისკი).
თუ გაქვთ გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას თანდაყოლილი დეფიციტი.
თუ თქვენი ბავშვი სამ თვეზე ნაკლები ასაკის ან 5 კგ-ზე ნაკლები წონისაა.
დევალჯინი არ უნდა შეიყვანოთ ინტრავენურად 3-დან 11 თვემდე ასაკის ჩვილებში.
ის არ უნდა შეიყვანოთ ინტრავენურად ან ინტრამუსულარულად ჰიპოტენზიის (დაბალი არტერიული წნევის) მქონე პაციენტებში.
დევალჯინის გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ შემდეგ სიტუაციებში:
დევალჯინის ინტრავენური ან ინტრამუსკულარული შეყვანა დაკავშირებულია სერიოზული ალერგიული რეაქციების მომატებულ რისკთან.
თუ მკურნალობის დროს განვითარდება სიცხე, შემცივნება, ყელის ტკივილი ან პირის ღრუში წყლულები, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას. ეს დაავადება (აგრანულოციტოზი), რომელიც ხასიათდება სისხლში გრანულოციტების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირებით და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის დაცვაში, არის ალერგიული ფენომენი, რომელიც გრძელდება მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში და მოიცავს იმუნურ სისტემას. ასეთი რეაქციები უკიდურესად იშვიათია, მაგრამ შეიძლება იყოს მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში, თუნდაც ფატალური. ისინი არ არის დოზადამოკიდებული და შეიძლება განვითარდეს მკურნალობის ნებისმიერ დროს.
მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს ზოგადი სისუსტე, ინფექცია, სიცხის დაქვეითება, სისხლჩაქცევები, სისხლდენა, კანის სიფერმკრთალე. ეს სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლის ყველა უჯრედის რაოდენობის შემცირებით (პანციტოპენია). თუ თქვენ გაქვთ ერთი ან მეტი ამ სიმპტომიდან, შეწყვიტეთ მკურნალობა და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ამ შემთხვევაში, ექიმი ჩაგიტარებთ სისხლის ანალიზებს მანამ, სანამ თქვენი სისხლის უჯრედების რაოდენობა ნორმას არ დაუბრუნდება.
კერძოდ, პაციენტებს, რომლებსაც აქვთ შემდეგი მდგომარეობები, მეტამიზოლზე უეცარი და უკიდურესად მძიმე ალერგიული რეაქციების განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან. ექიმმა შეიძლება დაგისვათ კითხვები იმის დასადგენად, ხართ თუ არა რისკის ქვეშ. თუ დევალჯინი გამოიყენება ამ სარისკო მდგომარეობებში, საჭიროა მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობა და გადაუდებელი მკურნალობისთვის აუცილებელი პირობები.
ბრონქული ასთმით დაავადებული პაციენტები,
ცხვირისა და სინუსების ღრუებში მრავლობითი პოლიპების მქონე პაციენტები,
ქრონიკული ჭინჭრის ციებით დაავადებული პაციენტები,
პაციენტები, რომლებსაც არ შეუძლიათ ალკოჰოლის ატანა, ანუ პაციენტები, რომლებიც გარკვეული ალკოჰოლური სასმელების მცირე რაოდენობაზეც კი რეაგირებენ ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა სურდო, თვალების ჭარბი ცრემლდენა და სახის გამოხატული სიწითლე,
პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ საღებავების (მაგ., ტარტრაზინის) ან კონსერვანტების (მაგ., ბენზოატების) მიმართ აუტანლობა.
მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისთვის საშიში კანის რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი (კანის სერიოზული რეაქცია, რომელიც იწვევს წყლით სავსე ბუშტუკებს ან კანის გავრცელებულ სიწითლეს და აქერცვლას) და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (სერიოზული დაავადება, რომელიც ხასიათდება კანზე სითხით სავსე ბუშტუკებით). თუ განვითარდება კანის მწვავე გამონაყარი, რომელსაც ჩვეულებრივ თან ახლავს სითხით სავსე ბუშტუკები ან წყლულები პირის ღრუში, შეწყვიტეთ მკურნალობა და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ეს სიმპტომები ძირითადად მკურნალობის პირველ კვირებში ვლინდება. თუ განვითარდება ეს სიმპტომები, აღარასდროს გამოიყენოთ დევალჯინი.
დევალჯინის მონოთერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნა (იზოლირებული ჰიპოტენზიური რეაქცია). ამიტომ, რეკომენდებულია დევალჯინის გამოყენება უკიდურესი სიფრთხილით და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ შემდეგ შემთხვევებში:
პაციენტები, რომლებსაც ადრე აღენიშნებოდათ დაბალი არტერიული წნევა და დარღვევები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ არტერიული წნევის კონტროლზე (პაციენტები სითხის ჭარბი დაკარგვით, პაციენტები არასტაბილური სისხლის მიმოქცევით, პაციენტები სისხლის მიმოქცევის უკმარისობით)
პაციენტები მაღალი სიცხით
პაციენტები მძიმე კორონარული დაავადებით ან ტვინის მომმარაგებელი სისხლძარღვების ბლოკირებით (ქმნის დაბალი არტერიული წნევის რისკს)
პაციენტები თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობით (მეტამიზოლის გამოყოფის სიჩქარე შემცირებულია)
თუ ეს გაფრთხილებები თქვენ გეხებათ, მაშინაც კი, თუ ისინი უბრალოდ წარსულში განვითარდა, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.
დევალჯინის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
დევალჯინის ეს ფორმა არ მიიღება პერორალურად. ის შეჰყავთ ინტრავენურად ან კუნთში.
ორსულობა
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
არ გამოიყენოთ დევალჯინი ორსულობის პირველი და ბოლო სამი თვის განმავლობაში. ორსულობის მეორე სამ თვეში დევალჯინის გამოყენების შესახებ ყოველთვის გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან და გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის თანხმობის შემთხვევაში.
თუ მკურნალობის დროს გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ ძუძუთი კვების დროს გჭირდებათ დევალჯინით მკურნალობა, უნდა შეწყვიტოთ ძუძუთი კვება, რათა დაიცვათ ბავშვი მეტამიზოლის დედის რძეში გადასვლისგან.
დევალჯინის გამოყენებიდან 48 საათის განმავლობაში არ აჭამოთ ბავშვს ძუძუთი.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
მეტამიზოლმა შეიძლება დააქვეითოს კონცენტრაცია და რეაქციის უნარი მაღალი დოზებით გამოყენებისას. არ მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ სხვა მექანიზმებთან, განსაკუთრებით თუ მიიღეთ ალკოჰოლი.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დევალჯინის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
დევალჯინი თითოეულ დოზაში შეიცავს 3 მმოლ (69.3 მგ) ნატრიუმს. ეს გასათვალისწინებელია ნატრიუმის კონტროლირებად დიეტაზე მყოფი პაციენტებისთვის.
დევალჯინი შეიცავს ნატრიუმის მეტაბისულფიტს. იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და ბრონქოსპაზმი.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება: ორგანოების გადანერგვის შემდეგ იმუნური სისტემის დამთრგუნველ ციკლოსპორინის პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, დევალჯინმა შეიძლება შეამციროს ციკლოსპორინის დონე. აუცილებელია რეგულარული შემოწმება.
ქლორპრომაზინთან ერთად გამოყენებისას, რომელიც სერიოზული ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება, შეიძლება განვითარდეს სხეულის ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა (ჰიპოთერმია).
დევალჯინის შემცველი მედიკამენტების ჯგუფმა შეიძლება შეცვალოს პერორალური ანტიკოაგულანტების (სისხლის გამათხელებლები, რომლებიც პერორალურად მიიღება), კაპტოპრილის (მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო საშუალება), ლითიუმის (მანიაკალური დეპრესიული დაავადების სამკურნალო საშუალება), მეტოტრექსატის (კიბოს, რევმატიზმის ან ფსორიაზის სამკურნალო საშუალება) და ტრიამტერენის (შარდმდენი საშუალება) ეფექტი. მიუხედავად იმისა, რომ დევალჯინის გავლენა ამ პრეპარატებზე უცნობია, მათი ერთად გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო.
დევალგინმა შეიძლება გააძლიეროს მეთოტრექსატის გვერდითი მოვლენები სისხლზე, როდესაც იგი გამოიყენება მეთოტრექსატთან ერთად, რომელიც გამოიყენება კიბოს, რევმატიზმის ან ფსორიაზის სამკურნალოდ. ეს ორი მედიკამენტი არ უნდა იქნას გამოყენებული ერთად.
დევალჯინი იხსნება 5%-იან გლუკოზაში, 0.9%-იან NaCl-ში ან რინგერის ლაქტატის ხსნარში. თუმცა, ეს ხსნარები დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული, რადგან მათი სტაბილურობა შეზღუდულია.
შეუთავსებლობის შესაძლებლობის გამო, მეტამიზოლ ნატრიუმი არ უნდა იქნას მიღებული სხვა საინექციო პრეპარატებთან ერთად.
გთხოვთ, მიაწოდოთ ინფორმაცია თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს იმის შესახებ, იღებთ თუ არა ამჟამად ან ბოლო დროს იღებდით თუ არა სხვა რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს.
დევალჯინის მიღების წესი
სწორი გამოყენებისა და დოზირების/მიღების სიხშირის ინსტრუქცია:
დევალჯინის ამპულა უნდა იქნას გამოყენებული ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. თქვენი ექიმი განსაზღვრავს თქვენი მედიკამენტის დოზას თქვენი მდგომარეობის მიხედვით და დაგინიშნავთ მას.
დევალჯინი, როგორც წესი, გამოიყენება შემდეგნაირად:
15 წლის და უფროსი ასაკის ახალგაზრდებსა და მოზრდილებში:
ინტრავენური ან ინტრამუსკულარული ადმინისტრირების ერთჯერადი დოზაა 2-5 მლ.
მაქსიმალური დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მლ-მდე (5 გ).
მიღების გზა და მეთოდი:
დევალჯინის ამპულა შეჰყავს ჯანდაცვის სპეციალისტს, რომელიც დახელოვნებულია პრეპარატების ინტრავენურ და ინტრამასკულარულ შეყვანაში.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
თქვენი ექიმი განსაზღვრავს მედიკამენტის დოზას და მიღების მეთოდს თქვენი ბავშვის ასაკის, სხეულის წონისა და მდგომარეობის მიხედვით.
გამოყენება ხანდაზმულებში:
თქვენი ექიმი დაარეგულირებს დოზას ხანდაზმულ პაციენტებში და ზოგადი მდგომარეობის დარღვევის მქონე პაციენტებში თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის შესაძლო დარღვევის გათვალისწინებით.
გამოყენების განსაკუთრებული პირობები:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:
თქვენი ექიმი შეარჩევს შესაბამის დოზას თქვენი დაავადებისა და თირკმლის/ღვიძლის პრობლემების სიმძიმის მიხედვით.
თუ თქვენ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ დევალჯინის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ დევალჯინის საჭიროზე მეტი დოზა:
რადგან დევალჯინი მიიღება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ასეთი სიტუაციის თავიდან ასაცილებლად საჭირო ზომები იქნება მიღებული. თუმცა, თუ ეს მოხდა, შესაბამისი თერაპია დაინიშნება.
თუ მიიღეთ დევალჯინის საჭიროზე მეტი დოზა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ დევალჯინის გამოყენება:
რადგან დევალჯინი გამოიყენება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ასეთი სიტუაციის განვითარების თავიდან ასაცილებლად საჭირო ზომები იქნება მიღებული.
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის.
დევალჯინით მკურნალობის შეწყვეტის შესაძლო ეფექტები:
თუ შეწყვეტთ დევალჯინით მკურნალობას ექიმის თანხმობის გარეშე, შესაძლოა ტკივილი კვლავ დაგეწყოთ ან ტემპერატურა მოიმატოს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს დევალჯინის ინგრედიენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე ადამიანებში.
თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი გამოვლინდა, შეწყვიტეთ დევალჯინის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:
თუ გაქვთ კანზე გამონაყარი, სიწითლე ან სხვა სიმპტომები კანზე ან თვალებში, ქავილი, ქოშინი ან სიცხე.
შესაძლოა, სისხლდენისადმი მომატებული მიდრეკილება გქონდეთ, თუ კანქვეშ ქინძისთავის ზომის სისხლჩაქცევები წარმოიქმნება.
სიცოცხლისთვის საშიში კანის მძიმე რეაქციები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), რომლებიც იწვევს წყლით სავსე ბუშტუკებს ან კანის გავრცელებულ სიწითლეს და აქერცვლას.
ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ რომელიმე მათგანი გაქვთ, ეს ნიშნავს, რომ დევალჯინის მიმართ სერიოზული ალერგია გაქვთ
შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა ძალიან იშვიათად გვხვდება.
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების სამსახურს, თუ შეამჩნევთ შემდეგ სიმპტომებს:
დაბალი არტერიული წნევა
შარდვის შეუძლებლობა, შარდის რაოდენობის შემცირება, განსაკუთრებით თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტებში
შარდში სისხლისა და ცილის არსებობა, მაღალი არტერიული წნევა, ცხელება და შეშუპება ორგანიზმში (მწვავე ინტერსტიციული ნეფრიტის სიმპტომები)
ვენების ანთება (ფლებიტი) გამოყენების ადგილას (ტკივილი, სიწითლე, შეშუპება)
პირის ღრუს წყლულები, ყელის ტკივილი და შეშუპება; სიცხე (შეიძლება აგრანულოციტოზის ნიშანი იყოს);
ზოგადი სისუსტე, ინფექცია, ცხელების არშემცირება, სისხლჩაქცევები, სისხლდენა, კანის სიფერმკრთალე. ეს სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს პანციტოპენიით (სისხლის ყველა უჯრედის რაოდენობის შემცირება), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.
ასთმის შეტევა პრეპარატის გამოყენების შემდეგ (სუნთქვის გაძნელება, ხიხინი, სუნთქვის გახშირება)
ეს ყველაფერი სერიოზული გვერდითი მოვლენებია. შესაძლოა საჭირო გახდეს დაუყოვნებლივი სამედიცინო დახმარება.
სერიოზული გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათად გვხვდება.
თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგს, აცნობეთ ექიმს:
შარდის წითელი შეფერილობა
ტკივილი და ადგილობრივი რეაქციები შეყვანის ადგილას
ეს დევალჯინის მსუბუქი გვერდითი მოვლენებია.
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
დევალჯინის შენახვის პირობები
შეინახეთ დევალჯინი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას ორიგინალ შეფუთვაში.
შეინახეთ 25°C-მდე ოთახის ტემპერატურაზე და ორიგინალ შეფუთვაში.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ დევალჯინი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გადაეცით ისინი გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
დევა ჰოლდინგი ინკ.
კუჩუქჩეკმეჯე-სტამბოლი
ტელეფონი: 212 692 92 92
ფაქსი: 212 697 00 24
ელ.ფოსტა: [email protected]
წარმოების ადგილი:
დევა ჰოლდინგი ინკ.
კარტეპე/კოჯაელი
ეს ბროშურა დამტკიცდა 2014 წლის 25 მარტს.
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის, რომლებიც ახდენენ ამ პრეპარატის ადმინისტგრირებას:
ადმინისტრირების მეთოდი:
შეიყვანება ინტრამუსკულარულად და ინტრავენურად.
დევალჯინის ამპულები უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. ინტრავენური შეყვანა უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
გაფრთხილებები ექიმებისა და ექთნებისთვის გამოყენების მეთოდთან დაკავშირებით:
შოკის სამკურნალოდ საჭიროა სიფრთხილის ზომების მიღება და საინექციო ხსნარი უნდა შეიყვანოთ სხეულის ტემპერატურამდე მიყვანის შემდეგ.
არტერიული წნევის უეცარი ვარდნისა და შოკის ყველაზე გავრცელებული მიზეზი სწრაფი ინექციაა. ამ მიზეზით, არტერიული წნევის უეცარი ვარდნის დროს ინტრავენური ინექციები უნდა გაკეთდეს ძალიან ნელა, არაუმეტეს 1 მლ წუთში, პაციენტის ზურგზე წოლისას, იმ პირობით, რომ კონტროლდება არტერიული წნევა, პულსი და სუნთქვა. რადგან ალერგიასთან დაკავშირებული არტერიული წნევის ვარდნა შეიძლება დოზაზე დამოკიდებული იყოს, მეტამიზოლის 1 გ-ზე მეტი დოზები უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მკაფიო ჩვენების შემთხვევაში. დევალჯინის საინექციო ხსნარი არ უნდა შეერიოს სხვა მედიკამენტებს ერთ შპრიცში.
თარგმანი შეესაბამება ორიგინალს. მთარგმნელი:
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.