პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
გინეკოლოგიური სხვა საშუალებები

გინენორმი

Ginenorm

ურეცეპტოდ0.1გინსტრუქცია ქართულადიტალია
რისთვის გამოიყენება

ყველა წარმოშობისა და ტიპის ვულვოვაგინიტი და ცერვიკოვაგინიტი. გინეკოლოგიური ქირურგიის პრე და პოსტოპერაციული მკურნალობა. გამოიყენეთ მზა ხსნარი დანიშულების მიხედვით ფლოგოზის ინტენსივობის შესაბამისად.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
იბუპროფენი (ibuprofen)
ფორმა და შეფუთვა
0.1გ/100მლ 100მლ ვაგინალური ხსნარი დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონი №5
მწარმოებელი
Laboratorio Chimico Farmaceutico “A. Sella” S.r.l., იტალია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გინეკოლოგიური სხვა საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ვაგინალური გამოყენებისთვის
ATC კოდი
G02CC01
რეგისტრაციის ნომერი
რ-044481
რეგისტრირებულია
16 დეკემბერი 2025, მოქმედებს 16 დეკემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Aesculapius Farmaceutici S.r.l (იტალია)
განმცხადებელი
საქართველოში INPHA LLP -ის წარმომადგენლობითი ოფისი
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაგინენორმი და სხვა წამალი ერთად

გინენორმი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ყველა წარმოშობისა და ტიპის ვულვოვაგინიტი და ცერვიკოვაგინიტი.

გინეკოლოგიური ქირურგიის პრე და პოსტოპერაციული მკურნალობა. გამოიყენეთ მზა ხსნარი დანიშულების მიხედვით ფლოგოზის ინტენსივობის შესაბამისად.

მიღების წესი და დოზირება

1 ან 2 ვაგინალური გამორეცხვა დღეში, ექიმის დანიშნულების მიხედვით, გამოსაყენებლად მზა ხსნარის შემცველი ფლაკონის გამოყენებით.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

პროდუქტის გამოყენება პედიატრიულ ასაკში არ არის გათვალისწინებული, თუ ექიმი აბსოლუტურად აუცილებლად არ ჩათვლის.

უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში (იხილეთ „გამოყენების უსაფრთხოების ზომები“).

საჭიროა სიფრთხილე გამოყენებისას

პროდუქტი არ უნდა იქნას გამოყენებული სერიოზული ვულვოვაგინიტის, სპეციფიკური ან არასპეციფიკური შემთხვევების დროს.

სიფრთხილის ზომები

პროდუქტების ადგილობრივმა გამოყენებამ, განსაკუთრებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. ასეთ შემთხვევაში, შეწყვიტეთ მკურნალობა და დაიწყეთ შესაბამისი თერაპია.

კანის რეაქციები

გინენორმით მკურნალობასთან დაკავშირებით დაფიქსირებულია კანის სერიოზული რეაქციები. შეწყვიტეთ გინენორმის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ გამონაყარს, ლორწოვანი გარსის დაზიანებებს, ბუშტუკებს ან ალერგიის სხვა ნიშნებს, რადგან ეს შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული კანის რეაქციის პირველი ნიშნები. იხილეთ ნაწილი „გვერდითი მოვლენები“.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ბოლო დროს მიიღეთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტებიც.

ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუნაჩვენებია ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთი დამხმარე ინგრედიენტის შესახებ

ეს პროდუქტი, სხვა ინგრედიენტებთან ერთად, შეიცავს p-ჰიდროქსიბენზოატებს კონსერვანტის სახით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაგვიანებულიც) და პროპილენგლიკოლს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

გინენორმი ახდენს ზეგავლენას ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე.

დოზა, მიღების მეთოდი და დრო

1 ან 2 ვაგინალური გამორეცხვა დღეში, ექიმის დანიშულების მიხედვით, გამოსაყენებლად მზა ნივთიერების შემცველი ფლაკონის გამოყენებით.

გამოყენების ინსტრუქცია

ხსნარის გამოყენება შესაძლებელია ოთახის ტემპერატურაზე ან თბილ მდგომარეობაში, რაც მიიღწევა ფლაკონის ცხელი წყლის ნაკადის ქვეშ მოთავსებით.

  • გვერდულად ზეწოლის მეშვეობთ მოხსენით საგარანტიო ხუფი და ლუქი.
  • ამოიღეთ სტერილური კანულა დამცავი შეფუთვიდან, მოარგეთ ის ბოთლზე და დარწმუნდით, რომ ის კარგად არის დამაგრებული.
  • დაიწყეთ ხსნარის გამოყენება, რომ მან დაიწყოს გამწმენდი და თერაპიული მოქმედება.
  • ფრთხილად შეიყვანეთ კანულა საშოში და შეკუმშეთ ფლაკონი სრულ დაცლამდე.
  • გააჩერეთ სითხე საშოში რამდენიმე წუთის განმავლობაში, რათა ხსნარმა შეძლოს თერაპიული მოქმედების გამოვლენა. დაიცავით ექიმის ნებისმიერი სხვა რჩევა.

გვერდითი მოვლენები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, გინენორმმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.

შეიძლება განვითარდეს კანის მძიმე რეაქცია, რომელიც ცნობილია როგორც DRESS სინდრომი. DRESS-ის სიმპტომებია: კანზე გამონაყარი, ცხელება, ლიმფური კვანძების შეშუპება და ეოზინოფილების (სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი) მომატება.

ძალიან იშვიათად აღინიშნა ბულოზური რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.

სიხშირე „უცნობია“:

გავრცელებული, წითელი და აქერცლილი გამონაყარი, კანქვეშ პუსტულების წარმოქმნით და ძირითადად კანის ნაკეცებზე, ტანსა და ზედა კიდურებზე განლაგებული ბუშტუკებით, რომლებსაც მკურნალობის დასაწყისში თან ახლავს ცხელება (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი). შეწყვიტეთ გინენორმის გამოყენება, თუ განვითარდება ეს სიმპტომები და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. იხილეთ აგრეთვე ნაწილი „სპეციალური გაფრთხილებები“. ასევე ვლინდება კანის სინათლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ეფექტი - სიხშირე უცნობია.

გვერდითი მოვლენების რისკის შემცირება შესაძლებელია ამ ინსტრუქციაში მოცემული მითითებების დაცვით.

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული ან თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ჭარბი დოზა

თუ მიიღეთ გინენორმის საჭიროზე მეტი დოზა, ან თუ ბავშვმა შემთხვევით მიიღო ეს წამალი, ყოველთვის დაუკავშირდით ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს რისკის შესახებ დასკვნისა და საჭირო ზომების შესახებ რჩევის მისაღებად.

სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს გულისრევას, კუჭის ტკივილს, ღებინებას (შესაძლოა სისხლის ლაქებით), თავის ტკივილს, ყურებში შუილს, დაბნეულობას და თვალების კანკალს. მაღალი დოზების მიღებისას აღინიშნა ძილიანობა, ტკივილი გულმკერდის არეში, გულისცემის გახშირება, გონების დაკარგვა, კრუნჩხვები (ძირითადად ბავშვებში), სისუსტე და თავბრუსხვევა, სისხლი შარდში, სხეულის გაციების შეგრძნება და სუნთქვის პრობლემები.

გინენორმის შემთხვევით გადაყლაპვის/მიღების შემთხვევაში, აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს.

ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში გინენორმის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შემადგენლობა

გინენორმი 0,1 გ ხსნარი ვაგინალური გამოყენებისათვის

100 მლ შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: 0,1გ იბუპროფენის იზობუტანოლამონიუმის შეესაბამება 0,0698 გ იბუპროფენს.

დამხმარე ნივთიერებები: 2-ფენოქსიეთანოლ-p-მეთილ/-ეთილ/-პროპილ/-ბუტილ ჰიდროქსიბენზოატები, პოლისორბატი 20, პროპილენგლიკოლი, ყვავილის ესენცია, დეიონიზებული წყალი.

შენახვის პირობები

იხილეთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადა.

ვარგისიანობის ვადა ძალაშია პროდუქტის დაუზიანებელ შეფუთვაში შენახვის შემთხვევაში, შენახვის პირობების დაცვით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო პროდუქტი ვაგინალური გამოყენებისთვის.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გინენორმი 0,1 გ ხსნარი ვაგინალური გამოყენებისთვის

Ibuprofen isobutanolammonium/იბუპროფენის იზობუტანოლამონიუმი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო პროდუქტი ვაგინალური გამოყენებისთვის.

თერაპიული ჩვენებები

ყველა წარმოშობისა და ტიპის ვულვოვაგინიტი და ცერვიკოვაგინიტი.

გინეკოლოგიური ქირურგიის პრე და პოსტოპერაციული მკურნალობა. გამოიყენეთ მზა ხსნარი დანიშულების მიხედვით ფლოგოზის ინტენსივობის შესაბამისად.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

პროდუქტის გამოყენება პედიატრიულ ასაკში არ არის გათვალისწინებული, თუ ექიმი აბსოლუტურად აუცილებლად არ ჩათვლის.

უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში (იხილეთ „გამოყენების უსაფრთხოების ზომები“).

საჭიროა სიფრთხილე გამოყენებისას

პროდუქტი არ უნდა იქნას გამოყენებული სერიოზული ვულვოვაგინიტის, სპეციფიკური ან არასპეციფიკური შემთხვევების დროს.

ურთიერთქმედება

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ბოლო დროს მიიღეთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტებიც.

ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

სპეციალური გაფრთხილებები

პროდუქტების ადგილობრივმა გამოყენებამ, განსაკუთრებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. ასეთ შემთხვევაში, შეწყვიტეთ მკურნალობა და დაიწყეთ შესაბამისი თერაპია.

კანის რეაქციები

გინენორმით მკურნალობასთან დაკავშირებით დაფიქსირებულია კანის სერიოზული რეაქციები. შეწყვიტეთ გინენორმის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ გამონაყარს, ლორწოვანი გარსის დაზიანებებს, ბუშტუკებს ან ალერგიის სხვა ნიშნებს, რადგან ეს შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული კანის რეაქციის პირველი ნიშნები. იხილეთ ნაწილი „გვერდითი მოვლენები“.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუნაჩვენებია ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთი დამხმარე ინგრედიენტის შესახებ

ეს პროდუქტი, სხვა ინგრედიენტებთან ერთად, შეიცავს p-ჰიდროქსიბენზოატებს კონსერვანტის სახით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაგვიანებულიც) და პროპილენგლიკოლს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

გინენორმი ახდენს ზეგავლენას ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე.

დოზა, მიღების მეთოდი და დრო

1 ან 2 ვაგინალური გამორეცხვა დღეში, ექიმის დანიშულების მიხედვით, გამოსაყენებლად მზა ნივთიერების შემცველი ფლაკონის გამოყენებით.

გამოყენების ინსტრუქცია

ხსნარის გამოყენება შესაძლებელია ოთახის ტემპერატურაზე ან თბილ მდგომარეობაში, რაც მიიღწევა ფლაკონის ცხელი წყლის ნაკადის ქვეშ მოთავსებით.

  • გვერდულად ზეწოლის მეშვეობთ მოხსენით საგარანტიო ხუფი და ლუქი.
  • ამოიღეთ სტერილური კანულა დამცავი შეფუთვიდან, მოარგეთ ის ბოთლზე და დარწმუნდით, რომ ის კარგად არის დამაგრებული.
  • დაიწყეთ ხსნარის გამოყენება, რომ მან დაიწყოს გამწმენდი და თერაპიული მოქმედება.
  • ფრთხილად შეიყვანეთ კანულა საშოში და შეკუმშეთ ფლაკონი სრულ დაცლამდე.
  • გააჩერეთ სითხე საშოში რამდენიმე წუთის განმავლობაში, რათა ხსნარმა შეძლოს თერაპიული მოქმედების გამოვლენა. დაიცავით ექიმის ნებისმიერი სხვა რჩევა.

ზედოზირება

თუ მიიღეთ გინენორმის საჭიროზე მეტი დოზა, ან თუ ბავშვმა შემთხვევით მიიღო ეს წამალი, ყოველთვის დაუკავშირდით ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს რისკის შესახებ დასკვნისა და საჭირო ზომების შესახებ რჩევის მისაღებად.

სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს გულისრევას, კუჭის ტკივილს, ღებინებას (შესაძლოა სისხლის ლაქებით), თავის ტკივილს, ყურებში შუილს, დაბნეულობას და თვალების კანკალს. მაღალი დოზების მიღებისას აღინიშნა ძილიანობა, ტკივილი გულმკერდის არეში, გულისცემის გახშირება, გონების დაკარგვა, კრუნჩხვები (ძირითადად ბავშვებში), სისუსტე და თავბრუსხვევა, სისხლი შარდში, სხეულის გაციების შეგრძნება და სუნთქვის პრობლემები.

გინენორმის შემთხვევით გადაყლაპვის/მიღების შემთხვევაში, აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს.

ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში გინენორმის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არასასურველი ეფექტები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, გინენორმმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.

შეიძლება განვითარდეს კანის მძიმე რეაქცია, რომელიც ცნობილია როგორც DRESS სინდრომი. DRESS-ის სიმპტომებია: კანზე გამონაყარი, ცხელება, ლიმფური კვანძების შეშუპება და ეოზინოფილების (სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი) მომატება.

ძალიან იშვიათად აღინიშნა ბულოზური რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.

სიხშირე „უცნობია“:

გავრცელებული, წითელი და აქერცლილი გამონაყარი, კანქვეშ პუსტულების წარმოქმნით და ძირითადად კანის ნაკეცებზე, ტანსა და ზედა კიდურებზე განლაგებული ბუშტუკებით, რომლებსაც მკურნალობის დასაწყისში თან ახლავს ცხელება (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი). შეწყვიტეთ გინენორმის გამოყენება, თუ განვითარდება ეს სიმპტომები და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. იხილეთ აგრეთვე ნაწილი „სპეციალური გაფრთხილებები“. ასევე ვლინდება კანის სინათლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ეფექტი - სიხშირე უცნობია.

გვერდითი მოვლენების რისკის შემცირება შესაძლებელია ამ ინსტრუქციაში მოცემული მითითებების დაცვით.

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული ან თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ვარგისიანობის ვადა და შენახვის წესი

ვარგისიანობის ვადა: იხილეთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადა.

ვარგისიანობის ვადა ძალაშია პროდუქტის დაუზიანებელ შეფუთვაში შენახვის შემთხვევაში, შენახვის პირობების დაცვით.

გაფრთხილება: არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

მედიკამენტები არ უნდა გადაყაროთ ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ გამოუყენებელი მედიკამენტები, ეს ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ეს მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

შემადგენლობა

გინენორმი 0,1 გ ხსნარი ვაგინალური გამოყენებისათვის

100 მლ შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: 0,1გ იბუპროფენის იზობუტანოლამონიუმის შეესაბამება 0,0698 გ იბუპროფენს.

დამხმარე ნივთიერებები: 2-ფენოქსიეთანოლ-p-მეთილ/-ეთილ/-პროპილ/-ბუტილ ჰიდროქსიბენზოატები, პოლისორბატი 20, პროპილენგლიკოლი, ყვავილის ესენცია, დეიონიზებული წყალი.

ფარმაცევტული ფორმა და შემადგენლობა

0,1 გ-იანი ვაგინალური ხსნარი - 5 ცალი 100 მლ-იანი ფლაკონი

სავაჭრო ნებართვის მფლობელი

AESCULAPIUS FARMACEUTICI S.r.l. - Via Cefalonia, 70 - 25124 Brescia - იტალია

მწარმოებელი

Laboratorio Chimico Farmaceutico A. Sella S.r.l. - Via Vicenza, 67 - 35016 Schio (VI) იტალია

ინსტრუქციის ტექსტის გადახედვის თარიღი იტალიის წამლის სააგენტოს მიერ

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა