ბუპენსან დუო
Bupensan® Duo
ბუპენსან დუო (Bupensan Duo) განკუთვნილია წამლებზე დამოკიდებულ პირებში ოპიოიდებზე (ნარკოტიკები), მაგალითად, ჰეროინზე ან მორფინზე, დამოკიდებულების სამკურნალოდ, რომლებაც თანხმობა განაცხადეს დამოკიდებულების მკურნალობაზე. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ბუპრენორფინის (buprenorphine) + ნალოქსონი (naloxone)
- ფორმა და შეფუთვა
- 8მგ+2მგ სუბლინგვალური ტაბლეტი №28
- მწარმოებელი
- G.L. Pharma GmbH, ავსტრია
- გაცემის წესი
- I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №1 რეცეპტით, ჩანაცვლებითი თერაპიის ფარგლებში
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ნერვული სისტემის სამკურნალო სხვა პრეპარატები, ოპოიდური დამოკიდებულების დროს გამოსაყენებელი პრეპარატები
- ATC კოდი
- N07BC51
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038719
- რეგისტრირებულია
- 27 ივლისი 2023, მოქმედებს 27 ივლისი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ნიუ ჯორჯია - 555”
- GMP
- -
ბუპენსან დუო — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ბუპენსან დუო (Bupensan Duo) განკუთვნილია წამლებზე დამოკიდებულ პირებში ოპიოიდებზე (ნარკოტიკები), მაგალითად, ჰეროინზე ან მორფინზე, დამოკიდებულების სამკურნალოდ, რომლებაც თანხმობა განაცხადეს დამოკიდებულების მკურნალობაზე. ბუპენსან დუო (Bupensan Duo) განკუთვნილია ზრდასრულებისა და 15 წელს ზემოთ მოზარდებისთვის, რომლებიც ამავდროულად სამედიცინო, სოციალურ და ფსიქოთერაპიულ მომსახურებას გადიან.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ბუპენსან დუოს (Bupensan Duo) მიღების დაწყებამდე?
მიღების წესი და დოზირება
თქვენს მიერ სამკურნალო საშუალების მიღება ინიშნება და კონტროლდება ექიმების მიერ, რომლებსაც აქვთ წამლებზე დამოკიდებულების მკურნალობის გამოცდილება.
თქვენი ექიმი განსაზღვრავს თქვენთვის საუკეთესოდ მორგებულ დოზას. მკურნალობის დროს ექიმი თქვენი რეაქციის მიხედვით შეძლებისდაგვარად დაარეგულირებს დოზირებას.
წინამდებარე სამკურნალო საშუალება ყოველთვის მიიღეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან შეთანხმების შესაბამისად. თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, კითხვით მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მკურნალობის დაწყება
რეკომენდებული საწყისი დოზა ზრდასრულებისა და 15 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებისთვის შეადგენს ერთიდან ორ ტაბლეტამდე ბუპენსან დუო (Bupensan Duo) 2 მგ/ 0,5 მგ. თქვენი მოთხოვნისამებრ შეგიძლიათ პირველ დღეს დამატებით გამოიყენოთ ერთიდან ორ ტაბლეტამდე ბუპენსან დუო (Bupensan Duo) 2 მგ/ 0,5 მგ.
ბუპენსან დუოს (Bupensan Duo) პირველი დოზის მიღებამდე მოხსნის მკაფიო სიმპტომები უნდა იყოს სახეზე. თუ ექიმი თქვენი მდგომარეობის მიხედვით მიიჩნევს, რომ მკურნალობის დაწყებისათვის ხელსაყრელი დროა, თქვენ მიიღებთ ბუპენსან დუოს (Bupensan Duo) პირველ დოზას.
ბუპენსან დუოთი (Bupensan Duo) მკურნალობის დაწყება ჰეროინზე დამოკიდებულების არსებობისას
როდესაც ხართ ჰეროინზე ან ხანმოკლე მოქმედების მქონე ოპიოიდებზე დამოკიდებული, ბუპენსან დუოს (Bupensan Duo) დოზა უნდა მიიღოთ მოხსნის პირველი სიმპტომებისას, თუმცა ყველაზე ადრე ოპიოიდის ბოლო მიღებიდან 6 საათის შემდეგ.
ბუპენსან დუოთი (Bupensan Duo) მკურნალობის დაწყება მეთადონზე დამოკიდებულების არსებობისას
თუ იღებდით მეთადონს ან ხანგრძლივი მოქმედების მქონე ოპიოიდებს, იდეალურ შემთხვევაში მეთადონის დოზა უნდა შემცირდეს დღეში 30 მგ-მდე, სანამ დაიწყებთ თერაპიას ბუპენსან დუოთი (Bupensan Duo). ბუპენსან დუოს (Bupensan Duo) პირველი დოზა უნდა იქნეს გამოყენებული მოხსნის პირველი სიმპტომებისას, თუმცა ყველაზე ადრე მეთადონის ბოლო მიღებიდან 24 საათის შემდეგ.
ბუპენსან დუოს (Bupensan Duo) მიღების წესი
მიიღეთ დოზა დღეში ერთხელ ტაბლეტების ენის ქვეშ მოთავსებით.
გაიჩერეთ ტაბლეტები ენის ქვეშ, სანამ ისინი მთლიანად არ გაიხსნებიან. ეს შესაძლოა 5-10 წუთი გაგრძელდეს.
არ დაღეჭოთ ან გადაყლაპოთ ტაბლეტები, რადგანაც სამკურნალო საშუალება არ იმოქმედებს და შეიძლება წარმოიშვას მოხსნის სიმპტომები.
არ მიიღოთ საკვები ან სასმელი, სანამ ტაბლეტები მთლიანად გაიხსნება.
დოზის შერჩევა და შემანარჩუნებელი თერაპია
თერაპიის დაწყების შემდეგ ექიმს შეუძლია მომდევნო დღეების განმავლობაში ბუპენსან დუოს (Bupensan Duo) დოზა მოარგოს თქვენს მოთხოვნას. თუ თქვენ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ბუპენსან დუოს (Bupensan Duo) მოქმედება არის მეტისმეტად ძლიერი ან მეტად სუსტი, გთხოვთ გაესაუბროთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 24 მგ-ს.
იმის შემდეგ, რაც გარკვეული დროის განმავლობაში წარმატებულად იმკურნალებთ, შეათანხმეთ შეძლებისდაგვარად თქვენს ექიმთან ეტაპობრივად დოზის უფრო დაბალ შემანარჩუნებელ დოზაზე ჩამოწევა.
მკურნალობის შეწყვეტა
თქვენი მდგომარეობის შესაბამისად შესაძლებელია ექიმის საგულდაგულო მეთვალყურეობს ქვეშ ბუპენსან დუოს (Bupensan Duo) დოზის კიდევ უფრო შემცირება, სანამ საბოლოოდ შესაძლებელი იქნება თერაპიის დასრულება.
თქვენი მკურნალი ექიმის წინასწარი თანხმობის გარეშე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შეცვალოთ ან შეწყვიტოთ მკურნალობა.
ბუპენსან დუოს (Bupensan Duo) საჭიროზე მეტი რაოდენობით მიღების შემთხვევაში
თუ თქვენ ან სხვა პირი წინამდებარე სამკურნალო საშუალების ზედმეტად მაღალი დოზა მიიღეთ, მკურნალობისთვის სასწრაფოდ უნდა მიხვიდეთ ან მიიყვანოთ გადაუდებელი დახმარების პუნქტში ან კლინიკაში, რადგანაც ბუპენსან დუოთი (Bupensan Duo) ზედოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი და სიცოცხლისთვის სახიფათო სუნთქვის პრობლემები.
ზედოზირების სიმპტომები შეიძლება იყოს: ძილიანობის შეგრძნება და კოორდინაციის პრობლემები შენელებული რეფლექსებით, დაბინდული მხედველობა და/ან არამკაფიო საუბარი. შესაძლებელია ვერ შეძლოთ ცხადად აზროვნება და სუნთქვა შესაძლოა გქონდეთ აშკარად უფრო შენელებული, ვიდრე ჩვეულებრივ.
თუ დაგავიწყდათ ბუპენსან დუოს (Bupensan Duo) მიღება
შეძლებისაგვარად სწრაფად შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ დაგავიწყდათ მიღება.
თუ წყვეტთ ბუპენსან დუოს (Bupensan Duo) მიღებას

წინამდებარე სამკურნალო საშუალების მოხმარებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. მკურნალობის უეცარმა შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს მოხსნის სიმპტომები.
რომელია შესაძლო გვერდითი მოვლენები?
ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად წინამდებარე სამკურნალო საშუალებას ასევე შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აუცილებელი, რომ ყველას გამოაჩნდეს.
სასწრაფოდ მიმართეთ თქვენს ექიმს ან მაშინვე მიიღეთ შემთხვევის შესაბამისი ზომები, თუ გამოგაჩნდებათ შემდეგი გვერდითი მოვლენები:
სახის, ტუჩების ან ყელის შეშუპება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება), მძიმე გამონაყარი კანზე/ჭინჭრის ციება. ეს შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქციის ნიშნები.
ძილიანობის შეგრძნება და კოორდინაციის დარღვევები, დაბინდული მხედველობა, არამკაფიო საუბარი, დარღვეული, არაცხადი აზროვნება ან თუ სუნთქვა არის აშკარად უფრო შენელებულია, ვიდრე ჩვეულებრივ.
დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ გაწუხებთ შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ძლიერი დაღლილობა, ქავილი კანის ან თვალების ყვითლად შეფერვით. ეს შესაძლებელია იყოს ღვიძლის დაზიანების სიმპტომები.
თუ ხედავთ ან გესმით რაღაცეები, რაც სინამდვილეში არ არის (ჰალუცინაციები).
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ბუპრენორფინზე, ნალოქსონზე ან ნაწილში 6 დასახელებულ წინამდებარე სამკურნალო საშუალების შემადგენელ სხვა ნაწილებზე.
თუ გაქვთ სუნთქვის მძიმე პრობლემები;
თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე პრობლემები;
თუ ხართ ძლიერ ნასვამი ან ალკოჰოლის გამო გაწუხებთ კანკალი, ძლიერი ოფლიანობა, შიშის შეტევები, დაბნეულობა ან ჰალუცინაციები.
თუ ნალტრექსონს ან ნალმეფენს იღებთ ალკოჰოლზე ან ოპიოიდებზე დამოკიდებულების სამკურნალოდ.
სიფრთხილე და მისაღები განსაკუთრებული ზომები
ბუპენსან დუოს (Bupensan Duo) მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, თუ:
გაქვთ ასთმა ან სუნთქვის სხვა პრობლემები.
სახეზეა ღვიძლის დაავადებები, როგორიცაა ჰეპატიტი.
გაქვთ სისხლის დაბალი წნევა.
ახლო წარსულში გაწუხებდათ თავის დაზიანება ან თავის ტვინის დაავადებები.
გაწუხებთ საშარდე გზების დაავადებები (განსაკუთრებით მამაკაცებში პროსტატის გადიდებასთან კავშირში).
სახეზეა თირკმელების დაავადება.
გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები.
სახეზეა თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის დაავადება (მაგალითად, ადისონის დაავადება (Morbus Addison)).
გაწუხებთ დეპრესია ან სხვა დაავადებები, რომლებსაც მკურნალობენ ანტიდეპრესანტებით.
ამ სამკურნალო საშუალებების გამოყენებამ ბუპენსან დუოსთან (Bupensan Duo) ერთად შეიძლება გამოიწვიოს სეროტონინის სინდრომი, პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში დაავადება (იხილეთ „ბუპენსან დუოს (Bupensan Duo) გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად”).
მნიშვნელოვანია იცოდეთ:
დამატებითი კონტროლი
თქვენი ექიმი განსაკუთრებით ხშირად გაგაკონტროლებთ, თუ ხართ 18 წელზე უმცროსი ან 65 წელზე უფროსი ასაკისა. წინამდებარე პრეპარატი არ უნდა მიიღონ 15 წელზე უმცროსი ასაკის პირებმა.
არადანიშნულებისამებრ გამოყენება და ბოროტად გამოყენება
წინამდებარე სამკურნალო საშუალება შესაძლოა იყოს რეცეპტით გასაცემი სამკურნალო საშუალებების ბოროტად გამოიყენებით დაკავებული პირების ინტერესის საგანი, ამიტომაც ის უნდა იყოს დაცული ქურდობისგან. არ გადასცეთ წინამდებარე სამკურნალო საშუალება მესამე პირებს. მან შეიძლება სხვა ადამიანების სიკვდილი ან სხვა დაზიანებები გამოიწვიოს.
სუნთქვის პრობლემები
ზოგიერთი ადამიანი გარდაიცვალა სუნთქვის უკმარისობის (სუნთქვის შეწყვეტის) შედეგად, რადგანაც მათ წინამდებარე სამკურნალო საშუალება არასწორად ან სხვა, ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველ ნივთიერებებთან ერთად, მაგალითად, ალკოჰოლთან, ბენზოდიაზეპინებთან (ტრანკვილიზატორები) ან სხვა ოპიოიდებთან, ერთად გამოიყენეს. წინამდებარე სამკურნალო საშუალება ბავშვებსა და არადამოკიდებულ პირებში, რომლებმაც ის დაუკვირვებლობით ან განზრახ მიიღეს, იწვევს სუნთქვის მძიმე, შესაძლოა სასიკვდილო დათრგუნვას (სუნთქვის დაქვეითებული უნარი).
დამოკიდებულება
წინამდებარე სამკურნალო საშუალებამ შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება.
მოხსნის სიმპტომები
წინამდებარე სამკურნალო საშუალებამ შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სიმპტომები, თუ თქვენ მას გამოიყენებთ ექვს საათზე უფრო ადრე მოკლევადიანი მოქმედების ოპიოიდების (მაგალითად, მორფინი, ჰეროინი) მიღების შემდეგ და გრძელვადიანი მოქმედების ოპიოიდების, მაგალითად, მეთადონის, მიღებიდან 24 საათზე უფრო ადრე.
ბუპენსან დუომ (Bupensan duo) შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სიმპტომები, თუ მის მიღებას უცბად შეწყვეტთ.
ღვიძლის დაზიანებები
შეტყობინებულ იქნა ღვიძლის დაზიანებები, განსაკუთრებით ბუპენსან დუოს (Bupensan duo) არადანიშნულებისამებრ გამოყენებასთან კავშირში. ეს დაზიანებები შეიძლება აიხსნას ვირუსული ინფექციებით (ქრონიკული ჰეპატიტი C), ალკოჰოლის ბოროტად მოხმარებით, ანორექსიით ან სამკურნალო საშუალებით (იხილეთ ნაწილი 4). თქვენმა ექიმმა შესაძლოა ჩაატაროს რეგულარული სისხლის გამოკვლევები, თქვენი ღვიძლის მდგომარეობის გასაკონტროლებლად. შეატყობინეთ თქვენს ექიმს ბუპენსან დუოთი (Bupensan duo) მკურნალობის დაწყებამდე, თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები.
სისხლის წნევა
წინამდებარე სამკურნალო საშუალების გამოყენებისას შესაძლოა მოხდეს სისხლის წნევის უეცარი ვარდნა, რაც იწვევს თავბრუს ხვევას, როდესაც უცბად ადგებით მჯდომარე ან მწოლიარე მდგომარეობიდან.
დამოკიდებულებასთან არაასოციირებული დაავადებების დიაგნოზი
წინამდებარე სამკურნალო საშუალებამ შესაძლებელია შენიღბოს ტკივილის სიმპტომები, რასაც შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს გარკვეული დავადებების დიაგნოზის დასმისთვის. არ დაგავიწყდეთ შეატყობინოთ თქვენს ექიმს, თუ ამ სამკურნალო საშუალებას იყენებთ.
სამკურნალო საშუალების ბუპენსან დუო (Bupensan Duo) მიღებამ შეიძლება დოპინგის კონტროლისას დადებითი შედეგები გამოიწვიოს.
ბუპენსან დუოს (Bupensan Duo) გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად
შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ იყენებთ სხვა სამკურნალო საშუალებას, ახლო წარსულში იყენებდით სხვა სამკურნალო საშუალებას ან აპირებთ სხვა სამკურნალო საშუალების გამოყენებას.
ბუპენსან დუოს (Bupensan Duo) გამოყენებამ გარკვეულ სამკურნალო საშუალებებთან ერთად შესაძლოა გააძლიეროს გვერდითი მოვლენები და ხანდახან გამოიწვიოს ძალიან მძიმე რეაქციები.
გთხოვთ გაესაუბროთ თქვენს ექიმს ბუპენსან დუოს (Bupensan Duo) სხვა, განსაკუთრებით შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან ერთად მიღებამდე:
ბუპენსან დუოს (Bupensan Duo) ერთდროული გამოყენება სედატიურ სამკურნალო საშუალებებთან, როგორიცაა ბენზოდიაზეპამინები (საშუალებები შიშის შეტევებისა და ძილის დარღვევების სამკურნალოდ) ან მონათესავე სამკურნალო საშუალებებთან ერთად ზრდის ძილიანობის, სუნთქვის პრობლემების (სუნთქვის დათრგუნვა), კომის რისკს და შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის სახიფათო. ამიტომაც ერთდროული გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, თუ სხვაგვარი მკურნალობა შეუძლებელია.
თუ თქვენი ექიმი ბუპენსან დუოს (Bupensan Duo) დაგინიშნავთ სხვა სედატიურ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, საჭიროა თანმხლები მკურნალობის დოზა და ხანგრძლივობა განისაზღვროს თქვენი ექიმის მიერ. გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს ექიმს ყველა სედატიური მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებთ, და მკაცრად დაიცავით ექიმის დოზირების რეკომენდაცია. შესაძლოა სასარგებლო იყოს მეგობრების ან ნათესავების ინფორმირება ზემოაღნიშნული სიმპტომების შესახებ. დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ამგვარი ჩივილები.
სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა და გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა შიშის შეტევები, უძილობა, კონვულსიები/კრუნჩხვითი შეტევები, ტკივილები. ამ ტიპის სამკურნალო საშუალებები აქვეითებს ყურადღებას და ართულებს ავტოტრანსპორტის, ისევე როგორც მექანიზმების მართვას. მათ შეიძლება ასევე გამოიწვიონ ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, რაც შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს. ქვემოთ იხილავთ ამ სახის სამკურნალო საშუალებების ჩამონათვალს:
სხვა ოპიოიდშემცველი სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა მეთადონი, გარკვეული ტკივილის საწინააღმდეგო საშუალებები და ხველის ბლოკატორები
ანტიდეპრესანტებმა (დეპრესიის სამკურნაალოდ), მაგალითად, იზოკარბოქსაზიდმა, ფენელზინმა, სელეგელინმა, ტრანილციპრომინსა და ვალპროატმა, შეიძლება გააძლიეროს წინამდებარე სამკურნალო საშუალების მოქმედება.
სედატივი H1-რეცეპტორის ანტაგონისტები (ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ) მაგალითად, დიფენჰიდრამინი და ქლორფენამინი
ბარბიტურატები (გამოიყენება საძილე ან დამამშვიდებელ საშუალებად), მაგალითად, ფენობარბიტალი, სეკობარბიტალი
ტრანკვილიზატორები (გამოიყენება საძილე ან დამამშვიდებელ საშუალებად), მაგალითად, ქლორალჰიდრატი.
კლონიდინმა (სისხლის წნევის სამკურნალოდ) შეიძლება გააძლიეროს წინამდებარე სამკურნალო საშუალების მოქმედება.
ანტირეტროვირუსულმა სამკურნალო საშუალებებმა (აივ ინფექციის სამკურნალოდ), მაგალითად, რიტონავირმა, ნელფინავირმა და ინდინავირმა შეიძლება გააძლიეროს წინამდებარე სამკურნალო საშუალების მოქმედება.
გარკვეულმა ანტიმიკოტიკებმა (სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ), მაგალითად, კეტოკონაზოლმა, იტრაკონაზოლმა და გარკვეულმა ანტიბიოტიკებმა, შეიძლება გააძლიეროს წინამდებარე სამკურნალო საშუალების მოქმედება.
გარკვეულმა სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება შეასუსტონ ბუპენსან დუოს (Bupensan Duo) მოქმედება, ეს ეხება, კერძოდ, ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებებს (მაგალითად, კარბომაზეპინი ან ფენიტოინი) და ტუბერკულოზის სამკურნალო საშუალებას (რიფამპიცინი).
ნალტრექსონმა და ნალმეფენმა (დამოკიდებულების დაავადების სამკურნალო საშუალება) შეიძლება დაბლოკოს ბუპენსან დუოს (Bupensan Duo) თერაპიული მოქმედება. არ შეიძლება მიიღოთ ბუპენსან დუოსთან (Bupensan Duo) ერთად მოხსნის სიმპტომების უეცარი ხანგრძლივი და ძლიერი გამოვლინებების თავიდან ასაცილებლად.
ანტიდეპრესანტები, როგორიცაა მოკლობემიდი, ტრანილციპრომინი, ესციტალოპრამი, ფლუოქსეტინი, ფლუვოქსამინი, პაროქსეტინი, სერტრალინი, დულოქსეტინი, ვენლაფაქსინი, ამიტრიპტილინი, დოქსეპინი ან ტრიმიპრამინი. წინამდებარე პრეპარატები შესაძლოა შევიდნენ ურთიერთქმედებაში ბუპენსან დუოსთან (Bupensan Duo), და მათგან შეიძლება წარმოშვას სიმპტომები, როგორიცაა კუნთების უნებლიე რითმული შეკუმშვები, იმ კუნთების ჩათვლით, რომლებიც თვალის მოძრაობას აკონტროლებენ, აგზნებულობა, ჰალუცინაციები, კომა, ჭარბი ოფლიანობა, კანკალი, გადაჭარბებული რეფლექსები, კუნთების მომატებული დაძაბულობა და სხეულის 38 °C-ზე მაღალი ტემერატურა. მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ ამდაგვარი სიმპტომები გამოგაჩნდებათ.
ბუპენსან დუოს (Bupensan Duo) მიღებისას საკვებსა და სასმელთან ერთად
ბუპენსან დუოს (Bupensan Duo) მიღებამ ალკოჰოლთან ერთად შეიძლება გააძლიეროს ძილიანობა და რესპირატორული უკმარისობის რისკი. არ მიიღოთ ბუპენსან დუო (Bupensan Duo) ალკოჰოლთან ერთად. საკვები და სასმელი მიიღეთ მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ტაბლეტი მთლიანად გაიხსნება.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ფეხმძიმედ ან მეძუძური დედა ან ეჭვი გაქვთ, რომ ხართ ფეხმძიმედ ან გეგმავთ დაფეხმძიმებას, წინამდებარე სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
ბუპენსან დუოს (Bupensan Duo) მიღების რისკი ფეხმძიმე ქალებში უცნობია. შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ ხართ ფეხმძიმედ ან გეგმავთ დაფეხმძიმებას. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, უნდა თუ არა გაგრძელდეს ალტერნატიული მედიკაცია.
სამკურნალო საშუალებების, როგორიცაა ბუპენსან დუო (Bupensan Duo), მიღებამ ფეხმძიმობის დროს, განსაკუთრებით ფეხმძიმობის ბოლოსკენ, შესაძლოა ახალშობილებში გამოიწვიოს მოხსნის სიმპტომები და სუნთქვის პრობლემები. ეს ასევე შესაძლებელია დაბადების შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში.
არ აწოვოთ ძუძუ წინამდებარე პრეპარატით მკურნალობის განმავლობაში, რადგანაც ბუპენსან დუო (Bupensan Duo) გადადის დედის რძეში.
ყველა სამკურნალო საშუალების მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა
ყურადღება: წინამდებარე სამკურნალო საშუალებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს რეაგირებისა და ავტოტრანსპორტის მართვის უნარზე.
ბუპენსან დუომ (Bupensan Duo) შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა. ეს უფრო ხშირად შეიძლება მოხდეს მკურნალობის პირველ კვირებში, როდესაც ხდება დოზირების შერჩევა, თუმცა ასევე შესაძლებელია, როდესაც თქვენ ბუპენსან დუოთი (Bupensan Duo) მკურნალობის დროს სვამთ ალკოჰოლს ან იღებთ სხვა დამაშვიდებელ საშუალებებს. ნუ მართავთ ავტოტრანსპორტს, ნუ იხმართ სამუშაო იარაღებს ან მექანიზმებს და ნუ შეისწავლით სახიფათო სამუშაოებს, სანამ დანამდვილებით არ გეცოდინებათ, თუ როგორ მოქმედებს წინამდებარე სამკურნალო საშუალება თქვენზე.
ბუპენსან დუო (Bupensan Duo) შეიცავს ლაქტოზასა და ნატრიუმს.
გთხოვთ გამოიყენოთ ბუპენსან დუო (Bupensan Duo) მხოლოდ თქვენს ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თუ თქვენთვის ცნობილია, რომ ვერ ინელებთ გარკვეულ შაქრებს.
წინამდებარე სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტზე, ამიტომაც ის პრაქტიკულად „ნატრიუმის გარეშეა“.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოაჩნდეს 10-დან 1 პაციენტზე მეტს):
ინსომნისი (უძილობა), ყაბზობა, გულისრევა, ჭარბი ოფლიანობა, თავის ტკივილები, სამკურნალო საშუალების მოხსნის სინდრომი
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოაჩნდეს 10-დან 1 პაციენტამდე):
წონის დაკლება, შეშუპება (ხელებისა და ფეხების), ძილიანობა, შიშის შეგრძნება, ნერვიულობა, ქავილი, დეპრესიები, ლიბიდოს დაქვეითება, კუნთების დაჭიმულობის მომატება, ანომალიური აზროვნება, გახშირებული ცრემლიანობა (ცრემლიანი თვალები) ან ცრემლდენის სხვა დარღვევები, დაბინდული მხედველობა, სიმხურვალის შეგრძნება, სისხლის წნევის მომატება, შაკიკი, სურდო, მტკივნეული ყელი და ტკივილი ყლაპვისას, გაძლიერებული ხველა, კუჭის აშლა ან კუჭის სხვა პრობლემები, დიარეა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, მეტეორიზმი, პირღებინება, გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, ტკივილები, სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, ფეხის კრუნჩხვები (კუნთების კრუნჩხვა), ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების გაძნელება, შარდვის დარღვევები, მუცლის ტკივილი, ზურგის ტკივილი, სისუსტე, ინფექციები, შემცივნება, ტკივილი გულმკერდის არეში, სიცხე, გრიპისმაგვარი სიმპტომები, ზოგადი ცუდად ყოფნა, შემთხვევითი დაზიანებები ყურადღების ან კოორდინაციის დაქვეითების გამო, გულის წასვლა და თავბრუსხვევა.
შემთხვევითი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოაჩნდეს 100-დან 1 პაციენტამდე):
ჯირკვლების (ლიმფური კვანძების) შეშუპება, აგზნება, კანკალი (ტრემორი), არანორმალური სიზმრები, კუნთების გადაჭარბებული აქტიურობა, დეპერსონალიზაცია (გაუცხოების განცდა), წამლებზე დამოკიდებულება, ამნეზია (მეხსიერებს დარღვევები), ინტერესის დაკარგვა, კარგად ყოფნის გადაჭარბებული განცდა, კრუნჩხვები (შეტევები), მეტყველების დარღვევები, დაპატარავებული გუგები, შარდვის პრობლემები, თვალის ანთებები ან ინფექციები, აჩქარებული ან შენელებული გულისცემა, სისხლის დაბალი წნევა, პალპიტაცია, მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის შეტევა), შებოჭილობის შეგრძნება მკერდში, ქოშინი, ასთმა, მთქნარება, პირის ღრუს ტკივილი და დაზიანებები, ენის ფერის შეცვლა, აკნე, კანის კვანძები, თმის ცვენა, მშრალი ან ქერცლიანი კანი, სახსრების ანთებები, საშარდე გზების ინფექცია, სისხლის არანორმალური ანალიზები, სისხლი შარდში, ანომალიური ეაკულაცია, მენსტრუალური ან ვაგინალური პრობლემები, თირკმლის კენჭები, ცილა შარდში, შარდვის დროს ტკივილი ან პრობლემები, სიცხის ან სიცივის მიმართ მგრძნობელობა, სითბური დარტყმა, მადის დაკარგვა, მტრული განწყობა.
უცნობია (რაოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია ხელმისაწვდომი მონაცემებით):
უეცრად გამოვლენილი მოხსნის სინდრომი ბუპენსან დუოს (Bupensan Duo) ნაადრევი გამოყენების შედეგად უკანონო ოპიოიდების გამოყენების შემდეგ, სამკურნალო საშუალებების მოხსნის სინდრომი ახალშობილებში. შენელებული ან გაძნელებული სუნთქვა, ღვიძლის დაზიანება სიყვითლით ან მის გარეშე, ჰალუცინაციები, სახისა და ყელის შეშუპება ან სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული რეაქციები, სისხლის წნევის ვარდნა მჯდომარე ან მწოლიარე პოზიციიდან ადგომისას.
წინამდებარე სამკურნალო საშუალების ბოროტად გამოყენებამ ინექციის სახით შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სიმპტომები, ინფექციები, კანის სხვა რეაქციები და ღვიძლის პოტენციურად მძიმე პრობლემები (იხილეთ ნაწილი „სიფრთხილე და მისაღები განსაკუთრებული ზომები“).
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
თუ აღმოგაჩნდებათ გვერდითი მოვლენeბი, შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ასევე მოიქეცით იმ შემთხვევაში, თუ აღმოგაჩნდებათ ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ანოტაციაში.
ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შეტყობინება პირდაპირ ეროვნული შეტყობინების სისტემის საშუალებით (დეტალები იხილეთ ქვემოთ). გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ წვლილს შეიტანთ წინამდებარე სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
ჯანდაცვის უსაფრთხოების ფედერალური უწყება (Bundesamt für Sicherheit im Gesundheitswesen)
ტრაიზენგასე 5
1200 ვენა
ავსტრია
ფაქსი: +43 (0) 50 555 36207
ვებ-გვერდი: http://www.basg.gv.at/
შემადგენლობა
ბუპენსან დუოს (Bupensan Duo) შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებებს წარმოადგენენ ბუპრენორფინი და ნალოქსონი.
თითო 8 მგ/2 მგ-სუბლინგვური ტაბლეტი შეიცავს 8 მგ ბუპრენორფინსა (ჰიდროქლორიდის სახით) და 2 მგ ნალოქსონს (ჰიდროქლორიდ-დიჰიდრატის სახით).
დამხმარე ნივთიერებებია:
ლაქტოზის მონოჰიდრატი
მანიტოლი
სიმინდის სახამებელი
პოვიდონ K 29.7
ლიმონმჟავის მონოჰიდრატი
ნატრიუმის ციტრატი
მაგნიუმის სტეარატი
აცესულფამ კალიუმი
ლიმონის არომატი (შეიცავს: არომატიზატორებს, მალტოდექსტრონს, აკაციას)
ლიმეტის არომატი (შეიცავს: არომატიზატორებს, მალტოდექსტრონს, აკაციას)
ბუპენსან დუოს (Bupensan Duo) გარეგნული იერსახე და შეფუთვის შემადგენლობა
ბუპენსან დუო (Bupensan Duo) 8 მგ/2 მგ-სუბლინგვური ტაბლეტები წარმოადგენს თეთრ ან მოთეთრო, მრგვალ, ორმხრივად ამობურცულ ტაბლეტებს ცალ მხარეს გამყოფი ჭდით.
ბუპენსან დუო (Bupensan Duo) ხელმოსაწვდომია ბლისტერულ შეფუთვაში საკეც მუყაოს კოლოფში 7, 28, 49 და 56 ტაბლეტით ან ბლისტერულ შეფუთვაში ერთჯერადი დოზიანი ბლისტერით 7x1, 28x1, 49x1 ან 56x1 ტაბლეტით.
სავალდებულო არ არის ბაზარზე იყოს ყველა ზომის შეფუთვა.
ფარმაცევტული მეწარმე და მწარმოებელი
გ.ლ. ფარმა გმბჰ (G.L. Pharma GmbH), შლოსპლაც 1, 8502 ლანახი, ავსტრია
Z.Nr. 138357
წინამდებარე სამკურნალო საშუალება ევროპის ეკონომიკური ზონის (EWR) წევრ ქვეყნებში დაშვებულია შემდეგი დასახელებებით:
ავსტრია:
Bupensan Duo 8 mg/ 2 mg-Sublingualtabletten
გერმანია:
BupensanDuo 8 mg/ 2 mg Sublingualtabletten
ხორვატია:
Bupensanduo 8 mg/ 2 mg sublingvalne tablete
ჩეხეთი:
Bupensanduo
ესტონეთი:
Bupensanduo
ლატვია:
Bupensanduo 8 mg/2 mg tabletes lietosanai zem mêles
ლიეტუვა:
Bupensanduo 8 mg/2 mg poliezuvinés tabletés
სლოვაკეთი:
Bupensanduo 8 mg/2 mg sublingválna tableta
წინამდებარე ანოტაცია უკანასკნელად გადამუშავებულ იქნა 2020 წლის აგვისტოში
დასმულია შტამპი
ხელმოწერილია
შენახვის პირობები
წინამდებარე სამკურნალო საშუალება შეინახეთ ბავშვებისა და სხვა პირებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
სამკურნალო საშუალების გამოყენება დაუშვებელია ბლისტერულსა და მუყაოს შეფუთვაზე ”verw. bis”-ის შემდეგ მითითებული გამოყენების ვადის გასვლის შემდეგ. გამოყენების ვადა იწურება აღნიშნული თვის ბოლო რიცხვში.
არ შეინახოთ 30°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
ბუპენსან დუო (Bupensan Duo) შესაძლოა იყოს რეცეპტით გასაცემი სამკურნალო საშუალებების ბოროტად გამოიყენებით დაკავებული პირების ინტერესის საგანი, ამიტომაც ის უნდა იყოს დაცული ქურდობისგან.
დაუშვებელია სამკურნალო საშუალების მოხვედრა ჩამდინარე წყლებსა და საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გაანადგუროთ გამოუყენებელი სამკურნალო საშუალებები, რომლებსას აღარ იყენებთ. ამით თქვენ შეიტანთ წვლილს საცხოვრებელი გარემოს დაცვაში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ინფორმაცია გამოყენების შესახებ:ინფორმაცია პაციენტებისთვის
ბუპენსან® დუო (Bupensan® Duo) 8 მგ/2 მგ სუბლინგვური ტაბლეტები
აქტიური ნივთიერებები: ბუპრენორფინი/ნალოქსონი
წინამდებარე პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ანოტაცია, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ანოტაცია იმ შემთხვევისათვის, თუ დაგჭირდათ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს სამკურნალო საშუალება დაგინიშნეს პირადად თქვენ. ნუ მისცემთ მას სხვა პირებს, რადგანაც ამ სამკურნალო საშუალებამ შეიძლება სხვა ადამიანებს ავნოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ თქვენი მსგავსი ჩივილები აქვთ.
გვერდითი მოვლენების აღმოჩენისას, გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ასევე მოიქეცით ისეთი გვერდითი მოვლენების შემთხვევაში, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ანოტაციაში. იხილეთ ნაწილი 4.
ანოტაციაში იხილავთ
რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება ბუპენსან დუო (Bupensan Duo)?
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ბუპენსან დუოს (Bupensan Duo) მიღების დაწყებამდე?
როგორ გამოიყენება ბუპენსან დუო (Bupensan Duo)?
რომელია შესაძლო გვერდითი მოვლენები?
როგორ ინახება ბუპენსან დუო (Bupensan Duo)?
შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება ბუპენსან დუო (Bupensan Duo)?
ბუპენსან დუო (Bupensan Duo) განკუთვნილია წამლებზე დამოკიდებულ პირებში ოპიოიდებზე (ნარკოტიკები), მაგალითად, ჰეროინზე ან მორფინზე, დამოკიდებულების სამკურნალოდ, რომლებაც თანხმობა განაცხადეს დამოკიდებულების მკურნალობაზე. ბუპენსან დუო (Bupensan Duo) განკუთვნილია ზრდასრულებისა და 15 წელს ზემოთ მოზარდებისთვის, რომლებიც ამავდროულად სამედიცინო, სოციალურ და ფსიქოთერაპიულ მომსახურებას გადიან.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ბუპენსან დუოს (Bupensan Duo) მიღების დაწყებამდე?
არ მიიღოთ ბუპენსან დუო (Bupensan Duo)
თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ბუპრენორფინზე, ნალოქსონზე ან ნაწილში 6 დასახელებულ წინამდებარე სამკურნალო საშუალების შემადგენელ სხვა ნაწილებზე.
თუ გაქვთ სუნთქვის მძიმე პრობლემები;
თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე პრობლემები;
თუ ხართ ძლიერ ნასვამი ან ალკოჰოლის გამო გაწუხებთ კანკალი, ძლიერი ოფლიანობა, შიშის შეტევები, დაბნეულობა ან ჰალუცინაციები.
თუ ნალტრექსონს ან ნალმეფენს იღებთ ალკოჰოლზე ან ოპიოიდებზე დამოკიდებულების სამკურნალოდ.
სიფრთხილე და მისაღები განსაკუთრებული ზომები
ბუპენსან დუოს (Bupensan Duo) მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, თუ:
გაქვთ ასთმა ან სუნთქვის სხვა პრობლემები.
სახეზეა ღვიძლის დაავადებები, როგორიცაა ჰეპატიტი.
გაქვთ სისხლის დაბალი წნევა.
ახლო წარსულში გაწუხებდათ თავის დაზიანება ან თავის ტვინის დაავადებები.
გაწუხებთ საშარდე გზების დაავადებები (განსაკუთრებით მამაკაცებში პროსტატის გადიდებასთან კავშირში).
სახეზეა თირკმელების დაავადება.
გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები.
სახეზეა თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის დაავადება (მაგალითად, ადისონის დაავადება (Morbus Addison)).
გაწუხებთ დეპრესია ან სხვა დაავადებები, რომლებსაც მკურნალობენ ანტიდეპრესანტებით.
ამ სამკურნალო საშუალებების გამოყენებამ ბუპენსან დუოსთან (Bupensan Duo) ერთად შეიძლება გამოიწვიოს სეროტონინის სინდრომი, პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში დაავადება (იხილეთ „ბუპენსან დუოს (Bupensan Duo) გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად”).
მნიშვნელოვანია იცოდეთ:
დამატებითი კონტროლი
თქვენი ექიმი განსაკუთრებით ხშირად გაგაკონტროლებთ, თუ ხართ 18 წელზე უმცროსი ან 65 წელზე უფროსი ასაკისა. წინამდებარე პრეპარატი არ უნდა მიიღონ 15 წელზე უმცროსი ასაკის პირებმა.
არადანიშნულებისამებრ გამოყენება და ბოროტად გამოყენება
წინამდებარე სამკურნალო საშუალება შესაძლოა იყოს რეცეპტით გასაცემი სამკურნალო საშუალებების ბოროტად გამოიყენებით დაკავებული პირების ინტერესის საგანი, ამიტომაც ის უნდა იყოს დაცული ქურდობისგან. არ გადასცეთ წინამდებარე სამკურნალო საშუალება მესამე პირებს. მან შეიძლება სხვა ადამიანების სიკვდილი ან სხვა დაზიანებები გამოიწვიოს.
სუნთქვის პრობლემები
ზოგიერთი ადამიანი გარდაიცვალა სუნთქვის უკმარისობის (სუნთქვის შეწყვეტის) შედეგად, რადგანაც მათ წინამდებარე სამკურნალო საშუალება არასწორად ან სხვა, ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველ ნივთიერებებთან ერთად, მაგალითად, ალკოჰოლთან, ბენზოდიაზეპინებთან (ტრანკვილიზატორები) ან სხვა ოპიოიდებთან, ერთად გამოიყენეს. წინამდებარე სამკურნალო საშუალება ბავშვებსა და არადამოკიდებულ პირებში, რომლებმაც ის დაუკვირვებლობით ან განზრახ მიიღეს, იწვევს სუნთქვის მძიმე, შესაძლოა სასიკვდილო დათრგუნვას (სუნთქვის დაქვეითებული უნარი).
დამოკიდებულება
წინამდებარე სამკურნალო საშუალებამ შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება.
მოხსნის სიმპტომები
წინამდებარე სამკურნალო საშუალებამ შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სიმპტომები, თუ თქვენ მას გამოიყენებთ ექვს საათზე უფრო ადრე მოკლევადიანი მოქმედების ოპიოიდების (მაგალითად, მორფინი, ჰეროინი) მიღების შემდეგ და გრძელვადიანი მოქმედების ოპიოიდების, მაგალითად, მეთადონის, მიღებიდან 24 საათზე უფრო ადრე.
ბუპენსან დუომ (Bupensan duo) შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სიმპტომები, თუ მის მიღებას უცბად შეწყვეტთ.
ღვიძლის დაზიანებები
შეტყობინებულ იქნა ღვიძლის დაზიანებები, განსაკუთრებით ბუპენსან დუოს (Bupensan duo) არადანიშნულებისამებრ გამოყენებასთან კავშირში. ეს დაზიანებები შეიძლება აიხსნას ვირუსული ინფექციებით (ქრონიკული ჰეპატიტი C), ალკოჰოლის ბოროტად მოხმარებით, ანორექსიით ან სამკურნალო საშუალებით (იხილეთ ნაწილი 4). თქვენმა ექიმმა შესაძლოა ჩაატაროს რეგულარული სისხლის გამოკვლევები, თქვენი ღვიძლის მდგომარეობის გასაკონტროლებლად. შეატყობინეთ თქვენს ექიმს ბუპენსან დუოთი (Bupensan duo) მკურნალობის დაწყებამდე, თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები.
სისხლის წნევა
წინამდებარე სამკურნალო საშუალების გამოყენებისას შესაძლოა მოხდეს სისხლის წნევის უეცარი ვარდნა, რაც იწვევს თავბრუს ხვევას, როდესაც უცბად ადგებით მჯდომარე ან მწოლიარე მდგომარეობიდან.
დამოკიდებულებასთან არაასოციირებული დაავადებების დიაგნოზი
წინამდებარე სამკურნალო საშუალებამ შესაძლებელია შენიღბოს ტკივილის სიმპტომები, რასაც შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს გარკვეული დავადებების დიაგნოზის დასმისთვის. არ დაგავიწყდეთ შეატყობინოთ თქვენს ექიმს, თუ ამ სამკურნალო საშუალებას იყენებთ.
სამკურნალო საშუალების ბუპენსან დუო (Bupensan Duo) მიღებამ შეიძლება დოპინგის კონტროლისას დადებითი შედეგები გამოიწვიოს.
ბუპენსან დუოს (Bupensan Duo) გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად
შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ იყენებთ სხვა სამკურნალო საშუალებას, ახლო წარსულში იყენებდით სხვა სამკურნალო საშუალებას ან აპირებთ სხვა სამკურნალო საშუალების გამოყენებას.
ბუპენსან დუოს (Bupensan Duo) გამოყენებამ გარკვეულ სამკურნალო საშუალებებთან ერთად შესაძლოა გააძლიეროს გვერდითი მოვლენები და ხანდახან გამოიწვიოს ძალიან მძიმე რეაქციები.
გთხოვთ გაესაუბროთ თქვენს ექიმს ბუპენსან დუოს (Bupensan Duo) სხვა, განსაკუთრებით შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან ერთად მიღებამდე:
ბუპენსან დუოს (Bupensan Duo) ერთდროული გამოყენება სედატიურ სამკურნალო საშუალებებთან, როგორიცაა ბენზოდიაზეპამინები (საშუალებები შიშის შეტევებისა და ძილის დარღვევების სამკურნალოდ) ან მონათესავე სამკურნალო საშუალებებთან ერთად ზრდის ძილიანობის, სუნთქვის პრობლემების (სუნთქვის დათრგუნვა), კომის რისკს და შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის სახიფათო. ამიტომაც ერთდროული გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, თუ სხვაგვარი მკურნალობა შეუძლებელია.
თუ თქვენი ექიმი ბუპენსან დუოს (Bupensan Duo) დაგინიშნავთ სხვა სედატიურ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, საჭიროა თანმხლები მკურნალობის დოზა და ხანგრძლივობა განისაზღვროს თქვენი ექიმის მიერ. გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს ექიმს ყველა სედატიური მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებთ, და მკაცრად დაიცავით ექიმის დოზირების რეკომენდაცია. შესაძლოა სასარგებლო იყოს მეგობრების ან ნათესავების ინფორმირება ზემოაღნიშნული სიმპტომების შესახებ. დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ამგვარი ჩივილები.
სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა და გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა შიშის შეტევები, უძილობა, კონვულსიები/კრუნჩხვითი შეტევები, ტკივილები. ამ ტიპის სამკურნალო საშუალებები აქვეითებს ყურადღებას და ართულებს ავტოტრანსპორტის, ისევე როგორც მექანიზმების მართვას. მათ შეიძლება ასევე გამოიწვიონ ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, რაც შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს. ქვემოთ იხილავთ ამ სახის სამკურნალო საშუალებების ჩამონათვალს:
სხვა ოპიოიდშემცველი სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა მეთადონი, გარკვეული ტკივილის საწინააღმდეგო საშუალებები და ხველის ბლოკატორები
ანტიდეპრესანტებმა (დეპრესიის სამკურნაალოდ), მაგალითად, იზოკარბოქსაზიდმა, ფენელზინმა, სელეგელინმა, ტრანილციპრომინსა და ვალპროატმა, შეიძლება გააძლიეროს წინამდებარე სამკურნალო საშუალების მოქმედება.
სედატივი H1-რეცეპტორის ანტაგონისტები (ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ) მაგალითად, დიფენჰიდრამინი და ქლორფენამინი
ბარბიტურატები (გამოიყენება საძილე ან დამამშვიდებელ საშუალებად), მაგალითად, ფენობარბიტალი, სეკობარბიტალი
ტრანკვილიზატორები (გამოიყენება საძილე ან დამამშვიდებელ საშუალებად), მაგალითად, ქლორალჰიდრატი.
კლონიდინმა (სისხლის წნევის სამკურნალოდ) შეიძლება გააძლიეროს წინამდებარე სამკურნალო საშუალების მოქმედება.
ანტირეტროვირუსულმა სამკურნალო საშუალებებმა (აივ ინფექციის სამკურნალოდ), მაგალითად, რიტონავირმა, ნელფინავირმა და ინდინავირმა შეიძლება გააძლიეროს წინამდებარე სამკურნალო საშუალების მოქმედება.
გარკვეულმა ანტიმიკოტიკებმა (სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ), მაგალითად, კეტოკონაზოლმა, იტრაკონაზოლმა და გარკვეულმა ანტიბიოტიკებმა, შეიძლება გააძლიეროს წინამდებარე სამკურნალო საშუალების მოქმედება.
გარკვეულმა სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება შეასუსტონ ბუპენსან დუოს (Bupensan Duo) მოქმედება, ეს ეხება, კერძოდ, ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებებს (მაგალითად, კარბომაზეპინი ან ფენიტოინი) და ტუბერკულოზის სამკურნალო საშუალებას (რიფამპიცინი).
ნალტრექსონმა და ნალმეფენმა (დამოკიდებულების დაავადების სამკურნალო საშუალება) შეიძლება დაბლოკოს ბუპენსან დუოს (Bupensan Duo) თერაპიული მოქმედება. არ შეიძლება მიიღოთ ბუპენსან დუოსთან (Bupensan Duo) ერთად მოხსნის სიმპტომების უეცარი ხანგრძლივი და ძლიერი გამოვლინებების თავიდან ასაცილებლად.
ანტიდეპრესანტები, როგორიცაა მოკლობემიდი, ტრანილციპრომინი, ესციტალოპრამი, ფლუოქსეტინი, ფლუვოქსამინი, პაროქსეტინი, სერტრალინი, დულოქსეტინი, ვენლაფაქსინი, ამიტრიპტილინი, დოქსეპინი ან ტრიმიპრამინი. წინამდებარე პრეპარატები შესაძლოა შევიდნენ ურთიერთქმედებაში ბუპენსან დუოსთან (Bupensan Duo), და მათგან შეიძლება წარმოშვას სიმპტომები, როგორიცაა კუნთების უნებლიე რითმული შეკუმშვები, იმ კუნთების ჩათვლით, რომლებიც თვალის მოძრაობას აკონტროლებენ, აგზნებულობა, ჰალუცინაციები, კომა, ჭარბი ოფლიანობა, კანკალი, გადაჭარბებული რეფლექსები, კუნთების მომატებული დაძაბულობა და სხეულის 38 °C-ზე მაღალი ტემერატურა. მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ ამდაგვარი სიმპტომები გამოგაჩნდებათ.
ბუპენსან დუოს (Bupensan Duo) მიღებისას საკვებსა და სასმელთან ერთად
ბუპენსან დუოს (Bupensan Duo) მიღებამ ალკოჰოლთან ერთად შეიძლება გააძლიეროს ძილიანობა და რესპირატორული უკმარისობის რისკი. არ მიიღოთ ბუპენსან დუო (Bupensan Duo) ალკოჰოლთან ერთად. საკვები და სასმელი მიიღეთ მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ტაბლეტი მთლიანად გაიხსნება.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ფეხმძიმედ ან მეძუძური დედა ან ეჭვი გაქვთ, რომ ხართ ფეხმძიმედ ან გეგმავთ დაფეხმძიმებას, წინამდებარე სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
ბუპენსან დუოს (Bupensan Duo) მიღების რისკი ფეხმძიმე ქალებში უცნობია. შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ ხართ ფეხმძიმედ ან გეგმავთ დაფეხმძიმებას. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, უნდა თუ არა გაგრძელდეს ალტერნატიული მედიკაცია.
სამკურნალო საშუალებების, როგორიცაა ბუპენსან დუო (Bupensan Duo), მიღებამ ფეხმძიმობის დროს, განსაკუთრებით ფეხმძიმობის ბოლოსკენ, შესაძლოა ახალშობილებში გამოიწვიოს მოხსნის სიმპტომები და სუნთქვის პრობლემები. ეს ასევე შესაძლებელია დაბადების შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში.
არ აწოვოთ ძუძუ წინამდებარე პრეპარატით მკურნალობის განმავლობაში, რადგანაც ბუპენსან დუო (Bupensan Duo) გადადის დედის რძეში.
ყველა სამკურნალო საშუალების მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა
ყურადღება: წინამდებარე სამკურნალო საშუალებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს რეაგირებისა და ავტოტრანსპორტის მართვის უნარზე.
ბუპენსან დუომ (Bupensan Duo) შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა. ეს უფრო ხშირად შეიძლება მოხდეს მკურნალობის პირველ კვირებში, როდესაც ხდება დოზირების შერჩევა, თუმცა ასევე შესაძლებელია, როდესაც თქვენ ბუპენსან დუოთი (Bupensan Duo) მკურნალობის დროს სვამთ ალკოჰოლს ან იღებთ სხვა დამაშვიდებელ საშუალებებს. ნუ მართავთ ავტოტრანსპორტს, ნუ იხმართ სამუშაო იარაღებს ან მექანიზმებს და ნუ შეისწავლით სახიფათო სამუშაოებს, სანამ დანამდვილებით არ გეცოდინებათ, თუ როგორ მოქმედებს წინამდებარე სამკურნალო საშუალება თქვენზე.
ბუპენსან დუო (Bupensan Duo) შეიცავს ლაქტოზასა და ნატრიუმს.
გთხოვთ გამოიყენოთ ბუპენსან დუო (Bupensan Duo) მხოლოდ თქვენს ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თუ თქვენთვის ცნობილია, რომ ვერ ინელებთ გარკვეულ შაქრებს.
წინამდებარე სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტზე, ამიტომაც ის პრაქტიკულად „ნატრიუმის გარეშეა“.
როგორ გამოიყენება ბუპენსან დუო (Bupensan Duo)?
თქვენს მიერ სამკურნალო საშუალების მიღება ინიშნება და კონტროლდება ექიმების მიერ, რომლებსაც აქვთ წამლებზე დამოკიდებულების მკურნალობის გამოცდილება.
თქვენი ექიმი განსაზღვრავს თქვენთვის საუკეთესოდ მორგებულ დოზას. მკურნალობის დროს ექიმი თქვენი რეაქციის მიხედვით შეძლებისდაგვარად დაარეგულირებს დოზირებას.
წინამდებარე სამკურნალო საშუალება ყოველთვის მიიღეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან შეთანხმების შესაბამისად. თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, კითხვით მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მკურნალობის დაწყება
რეკომენდებული საწყისი დოზა ზრდასრულებისა და 15 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებისთვის შეადგენს ერთიდან ორ ტაბლეტამდე ბუპენსან დუო (Bupensan Duo) 2 მგ/ 0,5 მგ. თქვენი მოთხოვნისამებრ შეგიძლიათ პირველ დღეს დამატებით გამოიყენოთ ერთიდან ორ ტაბლეტამდე ბუპენსან დუო (Bupensan Duo) 2 მგ/ 0,5 მგ.
ბუპენსან დუოს (Bupensan Duo) პირველი დოზის მიღებამდე მოხსნის მკაფიო სიმპტომები უნდა იყოს სახეზე. თუ ექიმი თქვენი მდგომარეობის მიხედვით მიიჩნევს, რომ მკურნალობის დაწყებისათვის ხელსაყრელი დროა, თქვენ მიიღებთ ბუპენსან დუოს (Bupensan Duo) პირველ დოზას.
ბუპენსან დუოთი (Bupensan Duo) მკურნალობის დაწყება ჰეროინზე დამოკიდებულების არსებობისას
როდესაც ხართ ჰეროინზე ან ხანმოკლე მოქმედების მქონე ოპიოიდებზე დამოკიდებული, ბუპენსან დუოს (Bupensan Duo) დოზა უნდა მიიღოთ მოხსნის პირველი სიმპტომებისას, თუმცა ყველაზე ადრე ოპიოიდის ბოლო მიღებიდან 6 საათის შემდეგ.
ბუპენსან დუოთი (Bupensan Duo) მკურნალობის დაწყება მეთადონზე დამოკიდებულების არსებობისას
თუ იღებდით მეთადონს ან ხანგრძლივი მოქმედების მქონე ოპიოიდებს, იდეალურ შემთხვევაში მეთადონის დოზა უნდა შემცირდეს დღეში 30 მგ-მდე, სანამ დაიწყებთ თერაპიას ბუპენსან დუოთი (Bupensan Duo). ბუპენსან დუოს (Bupensan Duo) პირველი დოზა უნდა იქნეს გამოყენებული მოხსნის პირველი სიმპტომებისას, თუმცა ყველაზე ადრე მეთადონის ბოლო მიღებიდან 24 საათის შემდეგ.
ბუპენსან დუოს (Bupensan Duo) მიღების წესი
მიიღეთ დოზა დღეში ერთხელ ტაბლეტების ენის ქვეშ მოთავსებით.
გაიჩერეთ ტაბლეტები ენის ქვეშ, სანამ ისინი მთლიანად არ გაიხსნებიან. ეს შესაძლოა 5-10 წუთი გაგრძელდეს.
არ დაღეჭოთ ან გადაყლაპოთ ტაბლეტები, რადგანაც სამკურნალო საშუალება არ იმოქმედებს და შეიძლება წარმოიშვას მოხსნის სიმპტომები.
არ მიიღოთ საკვები ან სასმელი, სანამ ტაბლეტები მთლიანად გაიხსნება.
დოზის შერჩევა და შემანარჩუნებელი თერაპია
თერაპიის დაწყების შემდეგ ექიმს შეუძლია მომდევნო დღეების განმავლობაში ბუპენსან დუოს (Bupensan Duo) დოზა მოარგოს თქვენს მოთხოვნას. თუ თქვენ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ბუპენსან დუოს (Bupensan Duo) მოქმედება არის მეტისმეტად ძლიერი ან მეტად სუსტი, გთხოვთ გაესაუბროთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 24 მგ-ს.
იმის შემდეგ, რაც გარკვეული დროის განმავლობაში წარმატებულად იმკურნალებთ, შეათანხმეთ შეძლებისდაგვარად თქვენს ექიმთან ეტაპობრივად დოზის უფრო დაბალ შემანარჩუნებელ დოზაზე ჩამოწევა.
მკურნალობის შეწყვეტა
თქვენი მდგომარეობის შესაბამისად შესაძლებელია ექიმის საგულდაგულო მეთვალყურეობს ქვეშ ბუპენსან დუოს (Bupensan Duo) დოზის კიდევ უფრო შემცირება, სანამ საბოლოოდ შესაძლებელი იქნება თერაპიის დასრულება.
თქვენი მკურნალი ექიმის წინასწარი თანხმობის გარეშე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შეცვალოთ ან შეწყვიტოთ მკურნალობა.
ბუპენსან დუოს (Bupensan Duo) საჭიროზე მეტი რაოდენობით მიღების შემთხვევაში
თუ თქვენ ან სხვა პირი წინამდებარე სამკურნალო საშუალების ზედმეტად მაღალი დოზა მიიღეთ, მკურნალობისთვის სასწრაფოდ უნდა მიხვიდეთ ან მიიყვანოთ გადაუდებელი დახმარების პუნქტში ან კლინიკაში, რადგანაც ბუპენსან დუოთი (Bupensan Duo) ზედოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი და სიცოცხლისთვის სახიფათო სუნთქვის პრობლემები.
ზედოზირების სიმპტომები შეიძლება იყოს: ძილიანობის შეგრძნება და კოორდინაციის პრობლემები შენელებული რეფლექსებით, დაბინდული მხედველობა და/ან არამკაფიო საუბარი. შესაძლებელია ვერ შეძლოთ ცხადად აზროვნება და სუნთქვა შესაძლოა გქონდეთ აშკარად უფრო შენელებული, ვიდრე ჩვეულებრივ.
თუ დაგავიწყდათ ბუპენსან დუოს (Bupensan Duo) მიღება
შეძლებისაგვარად სწრაფად შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ დაგავიწყდათ მიღება.
თუ წყვეტთ ბუპენსან დუოს (Bupensan Duo) მიღებას
თქვენი მკურნალი ექიმის წინასწარი თანხმობის გარეშე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შეცვალოთ ან შეწყვიტოთ მკურნალობა.
წინამდებარე სამკურნალო საშუალების მოხმარებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. მკურნალობის უეცარმა შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს მოხსნის სიმპტომები.
რომელია შესაძლო გვერდითი მოვლენები?
ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად წინამდებარე სამკურნალო საშუალებას ასევე შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აუცილებელი, რომ ყველას გამოაჩნდეს.
სასწრაფოდ მიმართეთ თქვენს ექიმს ან მაშინვე მიიღეთ შემთხვევის შესაბამისი ზომები, თუ გამოგაჩნდებათ შემდეგი გვერდითი მოვლენები:
სახის, ტუჩების ან ყელის შეშუპება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება), მძიმე გამონაყარი კანზე/ჭინჭრის ციება. ეს შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქციის ნიშნები.
ძილიანობის შეგრძნება და კოორდინაციის დარღვევები, დაბინდული მხედველობა, არამკაფიო საუბარი, დარღვეული, არაცხადი აზროვნება ან თუ სუნთქვა არის აშკარად უფრო შენელებულია, ვიდრე ჩვეულებრივ.
დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ გაწუხებთ შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ძლიერი დაღლილობა, ქავილი კანის ან თვალების ყვითლად შეფერვით. ეს შესაძლებელია იყოს ღვიძლის დაზიანების სიმპტომები.
თუ ხედავთ ან გესმით რაღაცეები, რაც სინამდვილეში არ არის (ჰალუცინაციები).
გვერდითი მოვლენები ბუპენსან დუოსთან (Bupensan Duo) კავშირში
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოაჩნდეს 10-დან 1 პაციენტზე მეტს):
ინსომნისი (უძილობა), ყაბზობა, გულისრევა, ჭარბი ოფლიანობა, თავის ტკივილები, სამკურნალო საშუალების მოხსნის სინდრომი
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოაჩნდეს 10-დან 1 პაციენტამდე):
წონის დაკლება, შეშუპება (ხელებისა და ფეხების), ძილიანობა, შიშის შეგრძნება, ნერვიულობა, ქავილი, დეპრესიები, ლიბიდოს დაქვეითება, კუნთების დაჭიმულობის მომატება, ანომალიური აზროვნება, გახშირებული ცრემლიანობა (ცრემლიანი თვალები) ან ცრემლდენის სხვა დარღვევები, დაბინდული მხედველობა, სიმხურვალის შეგრძნება, სისხლის წნევის მომატება, შაკიკი, სურდო, მტკივნეული ყელი და ტკივილი ყლაპვისას, გაძლიერებული ხველა, კუჭის აშლა ან კუჭის სხვა პრობლემები, დიარეა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, მეტეორიზმი, პირღებინება, გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, ტკივილები, სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, ფეხის კრუნჩხვები (კუნთების კრუნჩხვა), ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების გაძნელება, შარდვის დარღვევები, მუცლის ტკივილი, ზურგის ტკივილი, სისუსტე, ინფექციები, შემცივნება, ტკივილი გულმკერდის არეში, სიცხე, გრიპისმაგვარი სიმპტომები, ზოგადი ცუდად ყოფნა, შემთხვევითი დაზიანებები ყურადღების ან კოორდინაციის დაქვეითების გამო, გულის წასვლა და თავბრუსხვევა.
შემთხვევითი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოაჩნდეს 100-დან 1 პაციენტამდე):
ჯირკვლების (ლიმფური კვანძების) შეშუპება, აგზნება, კანკალი (ტრემორი), არანორმალური სიზმრები, კუნთების გადაჭარბებული აქტიურობა, დეპერსონალიზაცია (გაუცხოების განცდა), წამლებზე დამოკიდებულება, ამნეზია (მეხსიერებს დარღვევები), ინტერესის დაკარგვა, კარგად ყოფნის გადაჭარბებული განცდა, კრუნჩხვები (შეტევები), მეტყველების დარღვევები, დაპატარავებული გუგები, შარდვის პრობლემები, თვალის ანთებები ან ინფექციები, აჩქარებული ან შენელებული გულისცემა, სისხლის დაბალი წნევა, პალპიტაცია, მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის შეტევა), შებოჭილობის შეგრძნება მკერდში, ქოშინი, ასთმა, მთქნარება, პირის ღრუს ტკივილი და დაზიანებები, ენის ფერის შეცვლა, აკნე, კანის კვანძები, თმის ცვენა, მშრალი ან ქერცლიანი კანი, სახსრების ანთებები, საშარდე გზების ინფექცია, სისხლის არანორმალური ანალიზები, სისხლი შარდში, ანომალიური ეაკულაცია, მენსტრუალური ან ვაგინალური პრობლემები, თირკმლის კენჭები, ცილა შარდში, შარდვის დროს ტკივილი ან პრობლემები, სიცხის ან სიცივის მიმართ მგრძნობელობა, სითბური დარტყმა, მადის დაკარგვა, მტრული განწყობა.
უცნობია (რაოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია ხელმისაწვდომი მონაცემებით):
უეცრად გამოვლენილი მოხსნის სინდრომი ბუპენსან დუოს (Bupensan Duo) ნაადრევი გამოყენების შედეგად უკანონო ოპიოიდების გამოყენების შემდეგ, სამკურნალო საშუალებების მოხსნის სინდრომი ახალშობილებში. შენელებული ან გაძნელებული სუნთქვა, ღვიძლის დაზიანება სიყვითლით ან მის გარეშე, ჰალუცინაციები, სახისა და ყელის შეშუპება ან სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული რეაქციები, სისხლის წნევის ვარდნა მჯდომარე ან მწოლიარე პოზიციიდან ადგომისას.
წინამდებარე სამკურნალო საშუალების ბოროტად გამოყენებამ ინექციის სახით შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სიმპტომები, ინფექციები, კანის სხვა რეაქციები და ღვიძლის პოტენციურად მძიმე პრობლემები (იხილეთ ნაწილი „სიფრთხილე და მისაღები განსაკუთრებული ზომები“).
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
თუ აღმოგაჩნდებათ გვერდითი მოვლენeბი, შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ასევე მოიქეცით იმ შემთხვევაში, თუ აღმოგაჩნდებათ ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ანოტაციაში.
ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შეტყობინება პირდაპირ ეროვნული შეტყობინების სისტემის საშუალებით (დეტალები იხილეთ ქვემოთ). გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ წვლილს შეიტანთ წინამდებარე სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
ჯანდაცვის უსაფრთხოების ფედერალური უწყება (Bundesamt für Sicherheit im Gesundheitswesen)
ტრაიზენგასე 5
1200 ვენა
ავსტრია
ფაქსი: +43 (0) 50 555 36207
ვებ-გვერდი: http://www.basg.gv.at/
როგორ ინახება ბუპენსან დუო (Bupensan Duo)?
წინამდებარე სამკურნალო საშუალება შეინახეთ ბავშვებისა და სხვა პირებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
სამკურნალო საშუალების გამოყენება დაუშვებელია ბლისტერულსა და მუყაოს შეფუთვაზე ”verw. bis”-ის შემდეგ მითითებული გამოყენების ვადის გასვლის შემდეგ. გამოყენების ვადა იწურება აღნიშნული თვის ბოლო რიცხვში.
არ შეინახოთ 30°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
ბუპენსან დუო (Bupensan Duo) შესაძლოა იყოს რეცეპტით გასაცემი სამკურნალო საშუალებების ბოროტად გამოიყენებით დაკავებული პირების ინტერესის საგანი, ამიტომაც ის უნდა იყოს დაცული ქურდობისგან.
დაუშვებელია სამკურნალო საშუალების მოხვედრა ჩამდინარე წყლებსა და საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გაანადგუროთ გამოუყენებელი სამკურნალო საშუალებები, რომლებსას აღარ იყენებთ. ამით თქვენ შეიტანთ წვლილს საცხოვრებელი გარემოს დაცვაში.
შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
ბუპენსან დუოს (Bupensan Duo) შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებებს წარმოადგენენ ბუპრენორფინი და ნალოქსონი.
თითო 8 მგ/2 მგ-სუბლინგვური ტაბლეტი შეიცავს 8 მგ ბუპრენორფინსა (ჰიდროქლორიდის სახით) და 2 მგ ნალოქსონს (ჰიდროქლორიდ-დიჰიდრატის სახით).
დამხმარე ნივთიერებებია:
ლაქტოზის მონოჰიდრატი
მანიტოლი
სიმინდის სახამებელი
პოვიდონ K 29.7
ლიმონმჟავის მონოჰიდრატი
ნატრიუმის ციტრატი
მაგნიუმის სტეარატი
აცესულფამ კალიუმი
ლიმონის არომატი (შეიცავს: არომატიზატორებს, მალტოდექსტრონს, აკაციას)
ლიმეტის არომატი (შეიცავს: არომატიზატორებს, მალტოდექსტრონს, აკაციას)
ბუპენსან დუოს (Bupensan Duo) გარეგნული იერსახე და შეფუთვის შემადგენლობა
ბუპენსან დუო (Bupensan Duo) 8 მგ/2 მგ-სუბლინგვური ტაბლეტები წარმოადგენს თეთრ ან მოთეთრო, მრგვალ, ორმხრივად ამობურცულ ტაბლეტებს ცალ მხარეს გამყოფი ჭდით.
ბუპენსან დუო (Bupensan Duo) ხელმოსაწვდომია ბლისტერულ შეფუთვაში საკეც მუყაოს კოლოფში 7, 28, 49 და 56 ტაბლეტით ან ბლისტერულ შეფუთვაში ერთჯერადი დოზიანი ბლისტერით 7x1, 28x1, 49x1 ან 56x1 ტაბლეტით.
სავალდებულო არ არის ბაზარზე იყოს ყველა ზომის შეფუთვა.
ფარმაცევტული მეწარმე და მწარმოებელი
გ.ლ. ფარმა გმბჰ (G.L. Pharma GmbH), შლოსპლაც 1, 8502 ლანახი, ავსტრია
Z.Nr. 138357
წინამდებარე სამკურნალო საშუალება ევროპის ეკონომიკური ზონის (EWR) წევრ ქვეყნებში დაშვებულია შემდეგი დასახელებებით:
ავსტრია:
Bupensan Duo 8 mg/ 2 mg-Sublingualtabletten
გერმანია:
BupensanDuo 8 mg/ 2 mg Sublingualtabletten
ხორვატია:
Bupensanduo 8 mg/ 2 mg sublingvalne tablete
ჩეხეთი:
Bupensanduo
ესტონეთი:
Bupensanduo
ლატვია:
Bupensanduo 8 mg/2 mg tabletes lietosanai zem mêles
ლიეტუვა:
Bupensanduo 8 mg/2 mg poliezuvinés tabletés
სლოვაკეთი:
Bupensanduo 8 mg/2 mg sublingválna tableta
წინამდებარე ანოტაცია უკანასკნელად გადამუშავებულ იქნა 2020 წლის აგვისტოში
დასმულია შტამპი
ხელმოწერილია
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.