პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ნერვული სისტემის სამკურნალო სხვა პრეპარატები

ბულნექსო

Bulnexo®

რეცეპტით8მგ+2მგინსტრუქცია ქართულადსაფრანგეთი
რისთვის გამოიყენება

ბულნექსო გამოიყენება ოპიოიდურ (ნარკოტიკულ) პრეპარატებზე (მაგ.: ჰეროინი ან მორფინი) ნარკოდამოკიდებულების სამკურნალოდ, როდესაც პაციენტებს გადაწყვეტილი აქვთ აღნიშნული დაავადების მკურნალობა. ბულნექსო გამოიყენება მოზრდილებში და 15 წლიდან მოზარდებში სამედიცინო, სოციალურ და ფსიქოლოგიურ დახმარებასთან კომბინაციაში.

სრულად
ფორმა და შეფუთვა
8მგ+2მგ სუბლინგვალური ტაბლეტი №28 (7X4)
მწარმოებელი
Fareva Amboise, საფრანგეთი
გაცემის წესი
I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №1 რეცეპტით, ჩანაცვლებითი თერაპიის ფარგლებში
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ნერვული სისტემის სამკურნალო სხვა პრეპარატები, ოპოიდური დამოკიდებულების დროს გამოსაყენებელი პრეპარატები
ATC კოდი
N07BC51
რეგისტრაციის ნომერი
რ-041578
რეგისტრირებულია
16 ივლისი 2024, მოქმედებს 16 ივლისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
ნინო იმნაძე
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაბულნექსო და სხვა წამალი ერთად

ბულნექსო — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ბულნექსო გამოიყენება ოპიოიდურ (ნარკოტიკულ) პრეპარატებზე (მაგ.: ჰეროინი ან მორფინი) ნარკოდამოკიდებულების სამკურნალოდ, როდესაც პაციენტებს გადაწყვეტილი აქვთ აღნიშნული დაავადების მკურნალობა. ბულნექსო გამოიყენება მოზრდილებში და 15 წლიდან მოზარდებში სამედიცინო, სოციალურ და ფსიქოლოგიურ დახმარებასთან კომბინაციაში.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. დოზირებასთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მკურნალობას ნიშნავს და მეთვალყურეობას უწევს ექიმი, რომელსაც აქვს ნარკოდამოკიდებულების მკურნალობის გამოცდილება.

ექიმი განსაზღვრავს თქვენთვის შესაფერის დოზას. მკურნალობის პერიოდში რეაქციის შესაბამისად ექიმმა შესაძლოა დააკორექტიროს დოზა.

მკურნალობის დაწყება

მოზრდილებისათვის და 15 წლიდან მოზარდებისათვის რეკომენდებული საწყისი დოზა არის ჩვეულებრივ ბულნექსოს ორი 2 მგ/0.5 მგ სუბლინგვალური ტაბლეტი.

მკურნალობის პირველ დღეს მდგომარეობის მიხედვით შეიძლება აღნიშნული დოზა განმეორდეს ორჯერ.

ბულნექსოს პირველი დოზის მიღებამდე გამოხატული უნდა იყოს აბსტინენციის აშკარა სიმპტომები. ექიმი გაცნობებთ როდის უნდა მიიღოთ პირველი დოზა.

მკურნალობის დაწყება ჰეროინზე დამოკიდებულების დროს

თუ დამოკიდებული ხართ ჰეროინზე ან ხანმოკლე მოქმედების სხვა ოპიოიდზე, პირველი დოზა მიიღება აბსტინენციის სიმპტომების გამოვლენისას, ოპიოიდის ბოლო მიღებიდან სულ მცირე 6 საათის შემდეგ.

მკურნალობის დაწყება მეტადონზე დამოკიდებულების დროს

თუ დამოკიდებული ხართ მეტადონზე ან ხანგრძლივი მოქმედების ოპიოიდზე, ბულნექსოს მიღებამდე მეტადონის დოზა უნდა შემცირდეს დღეში <30 მგ-მდე. ბულნექსოს პირველი დოზა მიიღება აბსტინენციის სიმპტომების გამოვლენისას, მეტადონის ბოლო მიღებიდან სულ მცირე 24 საათის შემდეგ.

ბულნექსოს მიღების წესი

მიიღეთ დოზა დღეში ერთჯერ, დაიდეთ ტაბლეტი ენის ქვეშ.

ტაბლეტი ენის ქვეშ უნდა იყოს, სანამ სრულად არ გაიხსნება, რასაც სჭირდება 5-10 წუთი.

დაუშვებელია ტაბლეტის ჩაღეჭვა ან გადაყლაპვა, რადგან პრეპარატი დაკარგავს ეფექტს და შესაძლოა აღინიშნოს აბსტინენციის სიმპტომები.

არ მიიღოთ საკვები ან სასმელი, სანამ ტაბლეტი სრულად არ გაიხსნება.

left32385000ტაბლეტის ბლისტერიდან ამოღების წესი

1 - ძალის გამოყენებით არ გამოიღოთ ტაბლეტი ალუმინის შეფუთვიდან.

2 - მოახიეთ მხოლოდ ერთი ტაბლეტის ნაწილი პერფორირებული ბლისტერიდან.

3 - მოქაჩეთ ფოლგას უკანა მხარეს იმ ადგილზე, სადაც გახსნილია, ააცალეთ და ამოიღეთ ტაბლეტი.

თუ ბლისტერი დაზიანებულია, დააბრუნეთ აფთიაქში.

დოზის კორექცია და მკურნალობის შენარჩუნება

მკურნალობის დაწყების შემდეგ საჭიროების მიხედვით ექიმმა შესაძლოა გაზარდოს ბულნექსოს დოზა. თუ ფიქრობთ, რომ ბულნექსოს ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს. მაქსიმალური დღიური დოზა არის 24 მგ ბუპრენორფინი.

ეფექტური მკურნალობის შემდეგ ექიმთან შეთანხმებით შესაძლებელია დოზის ეტაპობრივად შემცირება უფრო მცირე შემანარჩუნებელ დოზამდე.

მკურნალობის შეწყვეტა

მდგომარეობის შესაბამისად ექიმის მეთვალყურეობით ბულნექსოს დოზის შემცირება შესაძლებელია გაგრძელდეს დოზის საბოლოო შეწყვეტამდე.

დაუშვებელია მკურნალობის რეჟიმის შეცვლა ან შეწყვეტა ექიმის გარეშე.

თუ მიიღეთ ბულნექსოს ჭარბი დოზა

ჭარბი დოზის მიღებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ სასწრაფო დახმარებას ან საავადმყოფოს, რადგან ბულნექსოს დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული და სიცოცხლისათვის საშიში სუნთქვის პრობლემები.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ბუპრენორფინის, ნალოქსონის ან პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (მოცემულია ნაწილში 6);

თუ გაქვთ სასუნთქი სისტემის სერიოზული პრობლემები;

თუ გაქვთ ღვიძლის სერიოზული პრობლემები;

თუ მოიწამლეთ ალკოჰოლით ან აღინიშნება ალკოჰოლით გამოწვეული ნებისმიერი შემდეგი სიმპტომი: კანკალი, ოფლიანობა, შფოთვა, გონების არევა ან მგრძნობელობითი დარღვევები;

თუ ალკოჰოლზე ან ოპიატზე დამოკიდებულების სამკურნალოდ ღებულობთ ნალტრექსონს ან ნალმეფინს.

სიფრთხილის ზომები

ბულნექსოს მიღებამდე აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ:

ასთმა ან სასუნთქ სისტემასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები;

ღვიძლის დაავადებები, როგორიც არის ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი);

დაბალი არტერიული წნევა;

ბოლო პერიოდში გადაიტანეთ ქალა-ტვინის ტრავმა ან თავის ტვინის სხვა ტიპის დაავადება;

საშარდე გზების დაავადება (განსაკუთრებით წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის მქონე მამაკაცებში);

თირკმლის ნებისმიერი დაავადება;

ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები;

თირკმელზედა ჯირკვლის ქერქთან დაკავშირებული დარღვევები (მაგ.: ადისონის დაავადება);

დეპრესია ან ნებისმიერი სხვა მდგომარეობა, რომელსაც მკურნალობენ ანტიდეპრესანტებით.

აღნიშნული პრეპარატების ბულნექსოსთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სეროტონინის სინდრომი, რაც შეიძლება ფატალურიც კი იყოს (იხ. „სხვა პრეპარატები და ბულნექსო“).

არასდროს გახსნათ ბლისტერი წინასწარ.

მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი ინფორმაცია:

დაუყოვნებლივ მიმართეთ სასწრაფო დახმარებას პრეპარატის შემთხვევით მიღებისას ან ეჭვის არსებობისას.

დამატებითი კონტროლი

ექიმმა შესაძლოა უფრო მეტი ყურადღებით გაკონტროლოთ თუ 65 წელზე ზემოთ ასაკის ხართ. პრეპარატის არასწორად და ბოროტად გამოყენება

აღნიშნული პრეპარატი შესაძლოა ინტერესის საგანი აღმოჩნდეს იმ სუბიექტებისათვის, რომლებიც ბოროტად იყენებენ რეცეპტით გამოწერილ პრეპარატებს, შესაბამისად შეინახეთ საიმედო ადგილას, რომ არ მოხდეს მისი მოპარვა (იხ. ნაწილი 5). არ გადასცეთ პრეპარატი სხვებს, რადგან შესაძლოა გამოიწვიოს სიკვდილი ან სხვა სახის საფრთხე.

სასუნთქ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები

დაფიქსირდა გარდაცვალების შემთხვევები სუნთქვის უკმარისობის გამო, რაც გამოწვეული იყო ბუპრენორფინის არასწორად მიღებით ან ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დეპრესანტებთან კომბინაციით, როგორიც არის ალკოჰოლი, ბენზოდიაზეპინები (ტრანკვილიზატორები) ან სხვა ოპიოიდები.

აღნიშნული პრეპარატის შემთხვევით ან გამიზნულად მიღებისას მოსალოდნელია სუნთქვის მწვავე, შესაძლოა ფატალური დათრგუნვა (სუნთქვის უნარის დაქვეითება) ბავშვებში და არადამოკიდებულ სუბიექტებში.

ძილთან დაკავშირებული სუნთქვის დარღვევები

ბულნექსომ შეიძლება გამოიწვიოს ძილთან დაკავშირებული რესპირატორული დარღვევები, როგორიც არის ძილის დროს სუნთქვის შეჩერება (ძილის აპნოე) და ძილთან დაკავშირებული ჟანგბადის დაბალი დონე სისხლში (ჰიპოქსემია). სიმპტომები მოიცავს სუნთქვის შეჩერებას ძილის დროს, ღამით გაღვიძებას ქოშინის გამო, ძილის შენარჩუნების გაძნელებას ან გადაჭარბებულ ძილიანობას დღის განმავლობაში. თუ თქვენ ან სხვამ შეამჩნია, რომ გაქვთ ეს სიმპტომები, უნდა მიმართოთ ექიმს. ექიმმა შეიძლება შეგიმციროთ დოზა.

დამოკიდებულება

პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს დამოკიდებულება.

აბსტინენციის (მოხსნის) სიმპტომები

პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს აბსტინენციის სიმპტომები, თუ მიიღება ოპიოიდების მიღებიდან ძალიან მალე, უნდა გავიდეს მინიმუმ 6 საათი ხანმოკლე მოქმედების ოპიოიდის (მაგ.: მორფინი, ჰეროინი) მიღებიდან და მინიმუმ 24 საათი ხანგრძლივი მოქმედების ოპიოიდის (მაგ.: მეტადონი) მიღებიდან. უეცრად შეწყვეტისას აღნიშნულმა პრეპარატმა ასევე შესაძლოა გამოიწვიოს აბსტინენციის სიმპტომები. იხილეთ ნაწილი 3: „მკურნალობის შეწყვეტა“.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ბულნექსოს გამოყენების შემდეგ, განსაკუთრებით კი პრეპარატის არასწორად მიღებისას, დაფიქსირდა ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ასევე შესაძლოა გამოიწვიოს ვირუსულმა ინფექციებმა (მაგ.: ქრონიკული ვირუსული C ჰეპატიტი), ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღებამ, ანორექსიამ (მადის დაკარგვა) ან სხვა ისეთი პრეპარატების მიღებამ, რომლებიც საზიანო ზეგავლენას ახდენენ ღვიძლზე (იხილეთ ნაწილი 4). ღვიძლის მდგომარეობის გაკონტროლების მიზნით ექიმმა შესაძლოა რეგულარულად ჩაატაროს სისხლის ანალიზი. მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ ექიმს თუ გაქვთ ღვიძლის ნებისმიერი დაავადება.

არტერიული წნევა

აღნიშნულმა პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის უცებ დაწევა, რასაც თან ახლავს თავბრუსხვევა ძალიან სწრაფად წამოდგომისას.

ისეთი დაავადების დიაგნოზირება, რომელიც არ უკავშირდება თქვენს მდგომარეობას

აღნიშნულმა პრეპარატმა შესაძლოა შენიღბოს ტკივილის სიმპტომები, რომლებიც აადვილებენ ზოგიერთი დაავადების დიაგნოზირებას. აცნობეთ მკურნალ ექიმს თუ ღებულობთ აღნიშნულ პრეპარატს!

ბავშვები და მოზარდები

არ მისცეთ ეს პრეპარატი 15 წლამდე ასაკის ბავშვებს. თუ ასაკი 15-18 წელია, ექიმმა შეიძლება

უფრო ყურადღებით აკონტროლოს მდგომარეობა მკურნალობის პერიოდში, რადგან მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში იღებდით ან გეგმავთ ნებისმიერი სხვა პრეპარატის მიღებას.

ზოგიერთმა პრეპარატმა შესაძლოა გააძლიეროს ბულნექსოს გვერდითი ეფექტები და მწვავე იყოს. ექიმთან კონსულტაციის გარეშე ბულნექსოსთან ერთად არ მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი, განსაკუთრებით:

ბენზოდიაზეპინები (გამოიყენება შფოთვის ან ძილთან დაკავშირებული დარღვევების სამკურნალოდ), როგორიც არის დიაზეპამი, ტემაზეპამი, ალპრაზოლამი. ბულნექსოს გამოყენება სედატიურ პრეპარატებთან ერთად, როგორიც არის ბენზოდიაზეპინები ან ბენზოდიაზეპინებთან დაკავშირებული პრეპარატები, ზრდის ძილიანობის, სუნთქვის გაძნელების (სუნთქვის დათრგუნვა), ასევე კომის განვითარების რისკს და შეიძლება იყოს პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში. ამგვარად, კომბინირებული გამოყენება უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ იმ შემთხვევებით, როდესაც მკურნალობის სხვა ალტერნატივა არ არის ხელმისაწვდომი. თუ ექიმი ერთობლივად მაინც ნიშნავს ბულნექსოსა და სედატიურ პრეპარატებს, მაშინ დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა შეიზღუდოს ექიმის მიერ.

აცნობეთ ექიმს თუ იღებთ ნებისმიერ სედატიურ პრეპარატს და მკაცრად დაიცავით ექიმის

მიერ დანიშნული დოზა. შეიძლება სასარგებლო იყოს მეგობრების ან ნათესავების ინფორმირება ზემოთ აღნიშნული ნიშნებისა და სიმპტომების შესაძლო გამოვლენის შესახებ. მიმართეთ ექიმს რომელიმე აღნიშნული სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში.

ძილიანობის გამომწვევი სხვა პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება შფოთვის, უძილობის, კონვულსიების/კრუნჩხვების და ტკივილის დროს. ასეთი პრეპარატები აქვეითებენ სიფხიზლეს, რაც ხელს უშლის ტრანსპორტის მართვას და მექანიზმების გამოყენებას. ასევე შესაძლოა აღინიშნოს ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, რაც ძალიან სერიოზული პრობლემაა. ქვემოთ მოცემულია ასეთი ტიპის პრეპარატების ჩამონათვალი:

ოპიოიდის შემცველი სხვა პრეპარატები, მაგ.: მეტადონი, გარკვეული ტკივილგამაყუჩებლები და ხველების საწინააღმდეგო პრეპარატები;

ანტიდეპრესანტები (დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები),მაგ.: იზოკარბოქსაზიდი, ფენელზინი, სელეგილინი, ტრანილციპრომინი და ვალპროატი, შესაძლოა გამოიწვიონ აღნიშნული პრეპარატის ეფექტის გაძლიერება;

H1-რეცეპტორის სედატიური ანტაგონისტები (ალერგიული რეაქციების სამკურნალო პრეპარატები), მაგ.: დიფენჰიდრამინი და ქლორფენამინი;

ბარბიტურატები (იყენებენ ძილის ან სედაციისათვის), მაგ.: ფენობარბიტალი, სეკობარბიტალი;

სედატიური პრეპარატები (იყენებენ ძილისთვის ან ტრანკვილიზატორების სახით), მაგ.: ქლორალჰიდრატი.

ანტიდეპრესანტები, როგორიც არის მოკლობემიდი, ტრანილციპრომინი, ციტალოპრამი, ესციტალოპრამი, ფლუოქსეტინი, ფლუვოქსამინი, პაროქსეტინი, სერტრალინი, დულოქსეტინი, ვენლაფაქსინი, ამიტრიპტილინი, დოქსეპინი ან ტრიმიპრამინი. შესაძლოა აღინიშნოს მოცემული პრეპარატების ურთიერთქმედება ბულნექსოსთან და განვითარდეს ისეთი სიმპტომები, როგორიც არის კუნთების (მათ შორის ოკულომოტორული კუნთების) უნებლიე, რიტმული შეკუმშვები, აღგზნება, ჰალუცინაციები, კომა, მომატებული ოფლიანობა, ტრემორი, ჰიპერაქტიური რეფლექსები, კუნთების დაჭიმულობის მომატება, სხეულის ტემპერატურა 38°C-ზე ზემოთ. მიმართეთ ექიმს, რომელიმე აღნიშნული სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში.

კლონიდინი (იყენებენ მაღალი არტერიული წნევის დროს), შესაძლოა გამოიწვიოს აღნიშნული პრეპარატის ეფექტის გახნაგრძლივება.

ანტირეტროვირუსული საშუალებები (იყენებენ აივ-ს დროს), მაგ.: რიტონავირი, ნელფინავირი და ინდინავირი, შესაძლოა გამოიწვიოს აღნიშნული პრეპარატის ეფექტის გახნაგრძლივება.

სოკოს საწინააღმდეგო ზოგიერთი პრეპარატი (იყენებენ სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ), მაგ.: კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი და გარკვეული ანტიბიოტიკები, შესაძლოა გამოიწვიოს აღნიშნული პრეპარატის ეფექტის გახნაგრძლივება.

ზოგიერთმა პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს ბულნექსოს ეფექტის შემცირება. ასეთებია ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები (მაგ.: კარბამაზეპინი და ფენიტოინი) და ფილტვის დაავადების სამკურნალო პრეპარატები (რიფამპიცინი).

ნალტრექსონმა და ნალფემინმა (დამოკიდებულების სამკურნალო პრეპარატები) შესაძლოა დათრგუნონ ბულნექსოს თერაპიული ეფექტი. არ მიიღება ბულნექსოსთან ერთად, რადგან უეცრად შესაძლოა აღინიშნოს ხანგრძლივი და მწვავე აბსტინენციური სიმპტომები.

საკვების, სასმელის და ალკოჰოლის ზეგავლენა ბულნექსოზე

არ მიიღოთ ალკოჰოლი აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის პერიოდში. ბულნექსოსთან ერთად მიღებისას ალკოჰოლმა შესალოა გამოიწვიოს ძილიანობის გაძლიერება და სუნთქვის უკმარისობის რისკის ზრდა. არ მიიღოთ საკვები ან სასმელი, სანამ ტაბლეტი სრულად არ გაიხსნება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას.

ორსულობის პერიოდში ბულნექსოს მიღების რისკები უცნობია. ექიმი გადაწყვეტს საჭიროა თუ არა სხვა პრეპარატით მკურნალობის გაგრძელება.

ორსულობის დროს, განსაკუთრებით კი ორსულობის ბოლო პერიოდში ისეთი პრეპარატების მიღებამ, როგორიც არის ბულნექსო შესაძლოა გამოიწვიოს აბსტინეციის სიმპტომების განვითარება, მათ შორის სუნთქვის პრობლემები ახალშობილებში, რაც შესაძლოა გამოვლინდეს მშობიარობიდან რამდენიმე დღეში.

მკურნალობის პერიოდში დაუშვებელია ძუძუთი კვება, რადგან ბუპრენორფინი ხვდება დედის რძეში.

ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება

დაუშვებელია ტრანსპორტის მართვა, ინსტრუმენტების ან მექანიზმების გამოყენება ან საშიში საქმიანობების შესრულება, სანამ არ გაარკვევთ თუ როგორ მოქმედებს პრეპარატი თქვენზე. ბულნექსომ შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა და თავბრუსხვევა და ნეგატიურად იმოქმედოს აზროვნებაზე, განსაკუთრებით უფრო ხშირად მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში, დოზის კორექციის დროს, თუმცა ასევე მოსალოდნელია თუ ბულნექსოსთან ერთად ღებულობთ ალკოჰოლს ან სხვა სედატიურ საშუალებებს.

ბულნექსო შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს

თუ ექიმისაგან ინფორმირებული ხართ, რომ ვერ იტანთ შაქრის გარკვეულ ტიპებს, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

პრეპარატი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითო ტაბლეტზე, ანუ პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, თუ გამოვლინდა რომელიმე შემდეგი გვერდითი ეფექტი:

სახის, ტუჩების, ენის ან ხორხის შეშუპება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემები, კანზე მწვავე გამონაყარი/ჭინჭრის ციება. ეს სიმპტომები შესაძლოა იყოს სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული რეაქციის ნიშნები.

ძილიანობა და კოორდინაციის დარღვევა, მხედველობის დაბინდვა, მეტყველების არევა, აზროვნების არევა ან სუნთქვის შენელება.

ასევე დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ აღინიშნა რომელიმე შემდეგი გვერდითი ეფექტი:

ძლიერი დაღლილობა, ქავილი კანის ან თვალების გაყვითლებით. ეს შესაძლოა იყოს ღვიძლის დაზიანების სიმპტომები.

მხედველობითი ან სმენითი ჰალუცინაციები

ბუპრენორფინი-ნალოქსონის კომბინაციასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტები

ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (10-დან >1 პაციენტში):

უძილობა

ყაბზობა

გულისრევა

ჭარბი ოფლიანობა

თავის ტკივილი

პრეპარატის მოხსნის სინდრომი

ხშირი გვერდითი ეფექტები (10-დან დაახლოებით 1 პაციენტში):

წონის დაკლება

ხელების და ფეხების შეშუპება

ძილიანობა

შფოთვა

ნერვიულობა

დაბუჟების შეგრძნება

დეპრესია

ლიბიდოს დაქვეითება

კუნთების დაჭიმულობის გაძლიერება

უცნაური აზრები

გაძლიერებული ცრემლდენა (ცრემლიანი თვალები) ან ცრემლის სითხის გამომუშავებასთან დაკავშირებული სხვა დარღვევა

მხედველობის დაბინდვა

ჰიპერემია

არტერიული წნევის აწევა

შაკიკი

სურდო

ყელის ტკივილი და ტკივილი ყლაპვის დროს

ხშირი ხველა

გასტრიტი ან კუჭთან დაკავშირებული სხვა ჩივილები

დიარეა

ღვიძლის ფუნქციის ცვლილებები

ნაწლავებში აირის წარმოქმნის გაძლიერება

ღებინება

გამონაყარი

ქავილი

ჭინჭრის ციება

ტკივილი

სახსრების ტკივილი

კუნთების ტკივილი

კუნთების სპაზმები (ფეხების)

ერექციის მიღწევის ან შენრჩუნებიის უუნარობა

შარდის გამოყოფის დარღვევა

მუცლის ტკივილი

ხერხემლის ტკივილი

სისუსტე

ინფექცია

ციება

ტკივილი გულმკერდის არეში

ცხელება

რინიტის მსგავსი სიმპტომები

ზოგადი სისუსტე

შემთხვევითი დაზიანება, რაც გამოწვეულია სიფხიზლის ან კოორდინაციის დარღვევით

გულის წასვლა და თავბრუსხვევა

ნაკლებად ხშირი გვერდითი ეფექტები (100-დან დაახლოებით 1 პაციენტში):

ლიმფური კვანძების გადიდება

აღელვება

კანკალი

უცნაური სიზმრები

კუნთების ჰიპერაქტიურობა

დეპერსონალიზაცია (საკუთარი მეს დაკარგვა)

პრეპარატზე დამოკიდებულება

ამნეზია (მეხსიერების გაუარესება)

ინტერესის დაკარგვა

ზედმეტი კეთილდღეობის შეგრძნება

კრუნჩხვა

მეტყველების არევა

გუგების დავიწროვება

შარდვის გაძნელება

თვალის ანთება ან ინფექცია

გულისცემის აჩქარება ან შენელება

დაბალი არტერიული წნევა

ძლიერი გულისცემა

მიოკარდიული ინფარქტი (გულის შეტევა)

მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში

სუნთქვის გაძნელება

ასთმა

მთქნარება

პირის ღრუს ტკივილი და ლორწოვანი გარსის დაზიანება

ენის გაუფერულება

აკნე

კვანძოვანი წარმონაქმნები კანზე

თმი ცვენა

კანის სიმშრალე ან აქერცვლა

ართრიტი

საშარდე გზების ინფექცია

სისხლის ანალიზების მაჩვენებლების გადახრები

სისხლი შარდში

ეაკულაციის პრობლემა

მენსტრუალური ან ვაგინალური პრობლემები

კენჭი თირკმელში

ცილა შარდში

მტკივნეული შარდვა ან შარდვის გაძნელება

სიცხის ან სიცივის მიმართ მგრძნობელობა

სითბური დაკვრა

მადის დაკარგვა

არაკეთილგანწყობილება

უცნობი სიხშირის გვერდითი ეფექტები (სიხშირე ვერ განისაზღვრება არსებული მონაცემებით):

უეცარი აბსტინენციის სინდრომი, რასაც იწვევს აკრძალული ოპიოიდების მიღების შემდეგ ბულნექსოს მალევე მიღება. პრეპარატის მოხსნის სინდრომი ახალშობილებში.

სუნთქვი შენელება ან გაძნელება, ღვიძლის შესაძლო დაზიანება სიყვითლით, ჰალუცინაციები, სახის და ხორხის შეშუპება ან სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული რეაქცია, არტერიული წნევის დაცემა წამოდგომისას.

თავბრუსხვევა

პრეპარატის ინექციის სახით მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს აბსტინენციის სიმპტომები, ინფექციები, კანის სხვა რეაქციები და ღვიძლის პოტენციურად სერიოზული პრობლემები (იხილეთ ნაწილი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“).

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება

რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში. გვერდითი ეფექტების შესახებ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ აცნობოთ ეროვნული სისტემის მეშვეობით (მოცემულია დანართში V). გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირებით ხელს უწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიებას.

ჭარბი დოზა

ძილიანობა და კოორდინაციის დარღვევა შენელებული რეფლექსებით, მხედველობის დაბინდვა და/ან მეტყველების არევა. შესაძლოა აღინიშნოს აზროვნების დაქვეითება და სუნთქვის შენელება.

თუ დაგავიწყდათ ბულნექსოს მიღება

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება აცნობეთ ექიმს რაც შეიძლება დროულად.

თუ შეწყვიტეთ ბულნექსოს მიღება

დაუშვებელია მკურნალობის რეჟიმის შეცვლა ან შეწყვეტა ექიმის გარეშე. მკურნალობის უეცრად შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს აბსტინენციის სიმპტომების განვითარება.

პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებებია ბუპრენორფინი და ნალოქსონი.

ერთი 8 მგ/2 მგ სუბლინგვალური ტაბლეტი შეიცავს 8 მგ ბუპრენორფინს (ჰიდროქლორიდის სახით) და 2 მგ ნალოქსონს (ჰიდროქლორიდის დიჰიდრატის სახით).

სხვა ინგრედიენტები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მანიტოლი, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი K 30, ლიმონმჟავა უწყლო, ნატრიუმის ციტრატი, ლაიმის არომატიზატორი, ლიმონის არომატიზატორი, კალიუმის აცესულფამი, ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი.

როგორია ბულნექსო ვიზუალურად და რა შედის შეფუთვაში

ბულნექსო 8 მგ/2 მგ სუბლინგვალური ტაბლეტები არის თეთრი ან მოკრემისფრო შეფერილობის მრგვალი, ორმხრივ ამობურცული, 10.5 მმ დიამეტრის უგარსო ტაბლეტები, ერთ მხარეზე დატანილია “N8”, ხოლო მეორე მხარეზე „t”.

მოთავსებულია ბავშვებისათვის უსაფრთხო, პერფორირებულ (თითო დოზისთვის) მოსაცლელ პოლიამიდის/ალუმინის/პვქ/ალუმინის/პეტ ბლისტერულ შეფუთვაში.

შენახვის პირობები

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის და ოჯახის სხვა წევრებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატი არ გამოიყენება კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.

ინახება მაქსიმუმ 300C ტემპერატურაზე.

სინათლისაგან დაცვის მიზნით შეინახეთ თავისივე შეფუთვაში.

ბულნექსო შესაძლოა ინტერესის საგანი აღმოჩნდეს იმ სუბიექტებისათვის, რომლებიც ბოროტად იყენებენ რეცეპტით გაცემულ პრეპარატებს. მოპარვისგან დაცვის მიზნით პრეპარატი შეინახეთ საიმედო ადგილას!

დაუშვებელია პრეპარატების გადაყრა ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. დარჩენილი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციისათვის მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისათვის

ბულნექსო 8 მგ/2 მგ სუბლინგვალური ტაბლეტები

ბუპრენორფინი/ნალოქსონი

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით აღნიშნულ ფურცელ-ჩანართს, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

შეინახეთ ფურცელი-ჩანართი, შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი გენიშნებათ ინდივიდუალურად. არ გადასცეთ სხვებს, რადგან მიუხედავად დაავადების მსგავსი ნიშნებისა, შესაძლოა ავნოს მათ.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში. იხილეთ ნაწილი 4.

ფურცელ-ჩანართში შედის:

  • რა არის ბულნექსო და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ ბულნექსოს მიღებამდე
  • ბულნექსოს მიღების წესი
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • ბულნექსოს შენახვის პირობები
  • რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია
  • რა არის ბულნექსო და რისთვის გამოიყენება

ბულნექსო გამოიყენება ოპიოიდურ (ნარკოტიკულ) პრეპარატებზე (მაგ.: ჰეროინი ან მორფინი) ნარკოდამოკიდებულების სამკურნალოდ, როდესაც პაციენტებს გადაწყვეტილი აქვთ აღნიშნული დაავადების მკურნალობა. ბულნექსო გამოიყენება მოზრდილებში და 15 წლიდან მოზარდებში სამედიცინო, სოციალურ და ფსიქოლოგიურ დახმარებასთან კომბინაციაში.

  • რა უნდა იცოდეთ ბულნექსოს მიღებამდე

არ მიიღოთ ბულნექსო:

თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ბუპრენორფინის, ნალოქსონის ან პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (მოცემულია ნაწილში 6);

თუ გაქვთ სასუნთქი სისტემის სერიოზული პრობლემები;

თუ გაქვთ ღვიძლის სერიოზული პრობლემები;

თუ მოიწამლეთ ალკოჰოლით ან აღინიშნება ალკოჰოლით გამოწვეული ნებისმიერი შემდეგი სიმპტომი: კანკალი, ოფლიანობა, შფოთვა, გონების არევა ან მგრძნობელობითი დარღვევები;

თუ ალკოჰოლზე ან ოპიატზე დამოკიდებულების სამკურნალოდ ღებულობთ ნალტრექსონს ან ნალმეფინს.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ბულნექსოს მიღებამდე აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ:

ასთმა ან სასუნთქ სისტემასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები;

ღვიძლის დაავადებები, როგორიც არის ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი);

დაბალი არტერიული წნევა;

ბოლო პერიოდში გადაიტანეთ ქალა-ტვინის ტრავმა ან თავის ტვინის სხვა ტიპის დაავადება;

საშარდე გზების დაავადება (განსაკუთრებით წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის მქონე მამაკაცებში);

თირკმლის ნებისმიერი დაავადება;

ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები;

თირკმელზედა ჯირკვლის ქერქთან დაკავშირებული დარღვევები (მაგ.: ადისონის დაავადება);

დეპრესია ან ნებისმიერი სხვა მდგომარეობა, რომელსაც მკურნალობენ ანტიდეპრესანტებით.

აღნიშნული პრეპარატების ბულნექსოსთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სეროტონინის სინდრომი, რაც შეიძლება ფატალურიც კი იყოს (იხ. „სხვა პრეპარატები და ბულნექსო“).

არასდროს გახსნათ ბლისტერი წინასწარ.

მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი ინფორმაცია:

დაუყოვნებლივ მიმართეთ სასწრაფო დახმარებას პრეპარატის შემთხვევით მიღებისას ან ეჭვის არსებობისას.

დამატებითი კონტროლი

ექიმმა შესაძლოა უფრო მეტი ყურადღებით გაკონტროლოთ თუ 65 წელზე ზემოთ ასაკის ხართ. პრეპარატის არასწორად და ბოროტად გამოყენება

აღნიშნული პრეპარატი შესაძლოა ინტერესის საგანი აღმოჩნდეს იმ სუბიექტებისათვის, რომლებიც ბოროტად იყენებენ რეცეპტით გამოწერილ პრეპარატებს, შესაბამისად შეინახეთ საიმედო ადგილას, რომ არ მოხდეს მისი მოპარვა (იხ. ნაწილი 5). არ გადასცეთ პრეპარატი სხვებს, რადგან შესაძლოა გამოიწვიოს სიკვდილი ან სხვა სახის საფრთხე.

სასუნთქ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები

დაფიქსირდა გარდაცვალების შემთხვევები სუნთქვის უკმარისობის გამო, რაც გამოწვეული იყო ბუპრენორფინის არასწორად მიღებით ან ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დეპრესანტებთან კომბინაციით, როგორიც არის ალკოჰოლი, ბენზოდიაზეპინები (ტრანკვილიზატორები) ან სხვა ოპიოიდები.

აღნიშნული პრეპარატის შემთხვევით ან გამიზნულად მიღებისას მოსალოდნელია სუნთქვის მწვავე, შესაძლოა ფატალური დათრგუნვა (სუნთქვის უნარის დაქვეითება) ბავშვებში და არადამოკიდებულ სუბიექტებში.

ძილთან დაკავშირებული სუნთქვის დარღვევები

ბულნექსომ შეიძლება გამოიწვიოს ძილთან დაკავშირებული რესპირატორული დარღვევები, როგორიც არის ძილის დროს სუნთქვის შეჩერება (ძილის აპნოე) და ძილთან დაკავშირებული ჟანგბადის დაბალი დონე სისხლში (ჰიპოქსემია). სიმპტომები მოიცავს სუნთქვის შეჩერებას ძილის დროს, ღამით გაღვიძებას ქოშინის გამო, ძილის შენარჩუნების გაძნელებას ან გადაჭარბებულ ძილიანობას დღის განმავლობაში. თუ თქვენ ან სხვამ შეამჩნია, რომ გაქვთ ეს სიმპტომები, უნდა მიმართოთ ექიმს. ექიმმა შეიძლება შეგიმციროთ დოზა.

დამოკიდებულება

პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს დამოკიდებულება.

აბსტინენციის (მოხსნის) სიმპტომები

პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს აბსტინენციის სიმპტომები, თუ მიიღება ოპიოიდების მიღებიდან ძალიან მალე, უნდა გავიდეს მინიმუმ 6 საათი ხანმოკლე მოქმედების ოპიოიდის (მაგ.: მორფინი, ჰეროინი) მიღებიდან და მინიმუმ 24 საათი ხანგრძლივი მოქმედების ოპიოიდის (მაგ.: მეტადონი) მიღებიდან. უეცრად შეწყვეტისას აღნიშნულმა პრეპარატმა ასევე შესაძლოა გამოიწვიოს აბსტინენციის სიმპტომები. იხილეთ ნაწილი 3: „მკურნალობის შეწყვეტა“.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ბულნექსოს გამოყენების შემდეგ, განსაკუთრებით კი პრეპარატის არასწორად მიღებისას, დაფიქსირდა ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ასევე შესაძლოა გამოიწვიოს ვირუსულმა ინფექციებმა (მაგ.: ქრონიკული ვირუსული C ჰეპატიტი), ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღებამ, ანორექსიამ (მადის დაკარგვა) ან სხვა ისეთი პრეპარატების მიღებამ, რომლებიც საზიანო ზეგავლენას ახდენენ ღვიძლზე (იხილეთ ნაწილი 4). ღვიძლის მდგომარეობის გაკონტროლების მიზნით ექიმმა შესაძლოა რეგულარულად ჩაატაროს სისხლის ანალიზი. მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ ექიმს თუ გაქვთ ღვიძლის ნებისმიერი დაავადება.

არტერიული წნევა

აღნიშნულმა პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის უცებ დაწევა, რასაც თან ახლავს თავბრუსხვევა ძალიან სწრაფად წამოდგომისას.

ისეთი დაავადების დიაგნოზირება, რომელიც არ უკავშირდება თქვენს მდგომარეობას

აღნიშნულმა პრეპარატმა შესაძლოა შენიღბოს ტკივილის სიმპტომები, რომლებიც აადვილებენ ზოგიერთი დაავადების დიაგნოზირებას. აცნობეთ მკურნალ ექიმს თუ ღებულობთ აღნიშნულ პრეპარატს!

ბავშვები და მოზარდები

არ მისცეთ ეს პრეპარატი 15 წლამდე ასაკის ბავშვებს. თუ ასაკი 15-18 წელია, ექიმმა შეიძლება

უფრო ყურადღებით აკონტროლოს მდგომარეობა მკურნალობის პერიოდში, რადგან მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის.

სხვა პრეპარატები და ბულნექსო

აცნობეთ ექიმს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში იღებდით ან გეგმავთ ნებისმიერი სხვა პრეპარატის მიღებას.

ზოგიერთმა პრეპარატმა შესაძლოა გააძლიეროს ბულნექსოს გვერდითი ეფექტები და მწვავე იყოს. ექიმთან კონსულტაციის გარეშე ბულნექსოსთან ერთად არ მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი, განსაკუთრებით:

ბენზოდიაზეპინები (გამოიყენება შფოთვის ან ძილთან დაკავშირებული დარღვევების სამკურნალოდ), როგორიც არის დიაზეპამი, ტემაზეპამი, ალპრაზოლამი. ბულნექსოს გამოყენება სედატიურ პრეპარატებთან ერთად, როგორიც არის ბენზოდიაზეპინები ან ბენზოდიაზეპინებთან დაკავშირებული პრეპარატები, ზრდის ძილიანობის, სუნთქვის გაძნელების (სუნთქვის დათრგუნვა), ასევე კომის განვითარების რისკს და შეიძლება იყოს პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში. ამგვარად, კომბინირებული გამოყენება უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ იმ შემთხვევებით, როდესაც მკურნალობის სხვა ალტერნატივა არ არის ხელმისაწვდომი. თუ ექიმი ერთობლივად მაინც ნიშნავს ბულნექსოსა და სედატიურ პრეპარატებს, მაშინ დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა შეიზღუდოს ექიმის მიერ.

აცნობეთ ექიმს თუ იღებთ ნებისმიერ სედატიურ პრეპარატს და მკაცრად დაიცავით ექიმის

მიერ დანიშნული დოზა. შეიძლება სასარგებლო იყოს მეგობრების ან ნათესავების ინფორმირება ზემოთ აღნიშნული ნიშნებისა და სიმპტომების შესაძლო გამოვლენის შესახებ. მიმართეთ ექიმს რომელიმე აღნიშნული სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში.

ძილიანობის გამომწვევი სხვა პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება შფოთვის, უძილობის, კონვულსიების/კრუნჩხვების და ტკივილის დროს. ასეთი პრეპარატები აქვეითებენ სიფხიზლეს, რაც ხელს უშლის ტრანსპორტის მართვას და მექანიზმების გამოყენებას. ასევე შესაძლოა აღინიშნოს ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, რაც ძალიან სერიოზული პრობლემაა. ქვემოთ მოცემულია ასეთი ტიპის პრეპარატების ჩამონათვალი:

ოპიოიდის შემცველი სხვა პრეპარატები, მაგ.: მეტადონი, გარკვეული ტკივილგამაყუჩებლები და ხველების საწინააღმდეგო პრეპარატები;

ანტიდეპრესანტები (დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები),მაგ.: იზოკარბოქსაზიდი, ფენელზინი, სელეგილინი, ტრანილციპრომინი და ვალპროატი, შესაძლოა გამოიწვიონ აღნიშნული პრეპარატის ეფექტის გაძლიერება;

H1-რეცეპტორის სედატიური ანტაგონისტები (ალერგიული რეაქციების სამკურნალო პრეპარატები), მაგ.: დიფენჰიდრამინი და ქლორფენამინი;

ბარბიტურატები (იყენებენ ძილის ან სედაციისათვის), მაგ.: ფენობარბიტალი, სეკობარბიტალი;

სედატიური პრეპარატები (იყენებენ ძილისთვის ან ტრანკვილიზატორების სახით), მაგ.: ქლორალჰიდრატი.

ანტიდეპრესანტები, როგორიც არის მოკლობემიდი, ტრანილციპრომინი, ციტალოპრამი, ესციტალოპრამი, ფლუოქსეტინი, ფლუვოქსამინი, პაროქსეტინი, სერტრალინი, დულოქსეტინი, ვენლაფაქსინი, ამიტრიპტილინი, დოქსეპინი ან ტრიმიპრამინი. შესაძლოა აღინიშნოს მოცემული პრეპარატების ურთიერთქმედება ბულნექსოსთან და განვითარდეს ისეთი სიმპტომები, როგორიც არის კუნთების (მათ შორის ოკულომოტორული კუნთების) უნებლიე, რიტმული შეკუმშვები, აღგზნება, ჰალუცინაციები, კომა, მომატებული ოფლიანობა, ტრემორი, ჰიპერაქტიური რეფლექსები, კუნთების დაჭიმულობის მომატება, სხეულის ტემპერატურა 38°C-ზე ზემოთ. მიმართეთ ექიმს, რომელიმე აღნიშნული სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში.

კლონიდინი (იყენებენ მაღალი არტერიული წნევის დროს), შესაძლოა გამოიწვიოს აღნიშნული პრეპარატის ეფექტის გახნაგრძლივება.

ანტირეტროვირუსული საშუალებები (იყენებენ აივ-ს დროს), მაგ.: რიტონავირი, ნელფინავირი და ინდინავირი, შესაძლოა გამოიწვიოს აღნიშნული პრეპარატის ეფექტის გახნაგრძლივება.

სოკოს საწინააღმდეგო ზოგიერთი პრეპარატი (იყენებენ სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ), მაგ.: კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი და გარკვეული ანტიბიოტიკები, შესაძლოა გამოიწვიოს აღნიშნული პრეპარატის ეფექტის გახნაგრძლივება.

ზოგიერთმა პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს ბულნექსოს ეფექტის შემცირება. ასეთებია ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები (მაგ.: კარბამაზეპინი და ფენიტოინი) და ფილტვის დაავადების სამკურნალო პრეპარატები (რიფამპიცინი).

ნალტრექსონმა და ნალფემინმა (დამოკიდებულების სამკურნალო პრეპარატები) შესაძლოა დათრგუნონ ბულნექსოს თერაპიული ეფექტი. არ მიიღება ბულნექსოსთან ერთად, რადგან უეცრად შესაძლოა აღინიშნოს ხანგრძლივი და მწვავე აბსტინენციური სიმპტომები.

საკვების, სასმელის და ალკოჰოლის ზეგავლენა ბულნექსოზე

არ მიიღოთ ალკოჰოლი აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის პერიოდში. ბულნექსოსთან ერთად მიღებისას ალკოჰოლმა შესალოა გამოიწვიოს ძილიანობის გაძლიერება და სუნთქვის უკმარისობის რისკის ზრდა. არ მიიღოთ საკვები ან სასმელი, სანამ ტაბლეტი სრულად არ გაიხსნება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას.

ორსულობის პერიოდში ბულნექსოს მიღების რისკები უცნობია. ექიმი გადაწყვეტს საჭიროა თუ არა სხვა პრეპარატით მკურნალობის გაგრძელება.

ორსულობის დროს, განსაკუთრებით კი ორსულობის ბოლო პერიოდში ისეთი პრეპარატების მიღებამ, როგორიც არის ბულნექსო შესაძლოა გამოიწვიოს აბსტინეციის სიმპტომების განვითარება, მათ შორის სუნთქვის პრობლემები ახალშობილებში, რაც შესაძლოა გამოვლინდეს მშობიარობიდან რამდენიმე დღეში.

მკურნალობის პერიოდში დაუშვებელია ძუძუთი კვება, რადგან ბუპრენორფინი ხვდება დედის რძეში.

ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება

დაუშვებელია ტრანსპორტის მართვა, ინსტრუმენტების ან მექანიზმების გამოყენება ან საშიში საქმიანობების შესრულება, სანამ არ გაარკვევთ თუ როგორ მოქმედებს პრეპარატი თქვენზე. ბულნექსომ შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა და თავბრუსხვევა და ნეგატიურად იმოქმედოს აზროვნებაზე, განსაკუთრებით უფრო ხშირად მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში, დოზის კორექციის დროს, თუმცა ასევე მოსალოდნელია თუ ბულნექსოსთან ერთად ღებულობთ ალკოჰოლს ან სხვა სედატიურ საშუალებებს.

ბულნექსო შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს

თუ ექიმისაგან ინფორმირებული ხართ, რომ ვერ იტანთ შაქრის გარკვეულ ტიპებს, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

პრეპარატი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითო ტაბლეტზე, ანუ პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.

  • ბულნექსოს მიღების წესი

პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. დოზირებასთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მკურნალობას ნიშნავს და მეთვალყურეობას უწევს ექიმი, რომელსაც აქვს ნარკოდამოკიდებულების მკურნალობის გამოცდილება.

ექიმი განსაზღვრავს თქვენთვის შესაფერის დოზას. მკურნალობის პერიოდში რეაქციის შესაბამისად ექიმმა შესაძლოა დააკორექტიროს დოზა.

მკურნალობის დაწყება

მოზრდილებისათვის და 15 წლიდან მოზარდებისათვის რეკომენდებული საწყისი დოზა არის ჩვეულებრივ ბულნექსოს ორი 2 მგ/0.5 მგ სუბლინგვალური ტაბლეტი.

მკურნალობის პირველ დღეს მდგომარეობის მიხედვით შეიძლება აღნიშნული დოზა განმეორდეს ორჯერ.

ბულნექსოს პირველი დოზის მიღებამდე გამოხატული უნდა იყოს აბსტინენციის აშკარა სიმპტომები. ექიმი გაცნობებთ როდის უნდა მიიღოთ პირველი დოზა.

მკურნალობის დაწყება ჰეროინზე დამოკიდებულების დროს

თუ დამოკიდებული ხართ ჰეროინზე ან ხანმოკლე მოქმედების სხვა ოპიოიდზე, პირველი დოზა მიიღება აბსტინენციის სიმპტომების გამოვლენისას, ოპიოიდის ბოლო მიღებიდან სულ მცირე 6 საათის შემდეგ.

მკურნალობის დაწყება მეტადონზე დამოკიდებულების დროს

თუ დამოკიდებული ხართ მეტადონზე ან ხანგრძლივი მოქმედების ოპიოიდზე, ბულნექსოს მიღებამდე მეტადონის დოზა უნდა შემცირდეს დღეში <30 მგ-მდე. ბულნექსოს პირველი დოზა მიიღება აბსტინენციის სიმპტომების გამოვლენისას, მეტადონის ბოლო მიღებიდან სულ მცირე 24 საათის შემდეგ.

ბულნექსოს მიღების წესი

მიიღეთ დოზა დღეში ერთჯერ, დაიდეთ ტაბლეტი ენის ქვეშ.

ტაბლეტი ენის ქვეშ უნდა იყოს, სანამ სრულად არ გაიხსნება, რასაც სჭირდება 5-10 წუთი.

დაუშვებელია ტაბლეტის ჩაღეჭვა ან გადაყლაპვა, რადგან პრეპარატი დაკარგავს ეფექტს და შესაძლოა აღინიშნოს აბსტინენციის სიმპტომები.

არ მიიღოთ საკვები ან სასმელი, სანამ ტაბლეტი სრულად არ გაიხსნება.

left32385000ტაბლეტის ბლისტერიდან ამოღების წესი

1 - ძალის გამოყენებით არ გამოიღოთ ტაბლეტი ალუმინის შეფუთვიდან.

2 - მოახიეთ მხოლოდ ერთი ტაბლეტის ნაწილი პერფორირებული ბლისტერიდან.

3 - მოქაჩეთ ფოლგას უკანა მხარეს იმ ადგილზე, სადაც გახსნილია, ააცალეთ და ამოიღეთ ტაბლეტი.

თუ ბლისტერი დაზიანებულია, დააბრუნეთ აფთიაქში.

დოზის კორექცია და მკურნალობის შენარჩუნება

მკურნალობის დაწყების შემდეგ საჭიროების მიხედვით ექიმმა შესაძლოა გაზარდოს ბულნექსოს დოზა. თუ ფიქრობთ, რომ ბულნექსოს ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს. მაქსიმალური დღიური დოზა არის 24 მგ ბუპრენორფინი.

ეფექტური მკურნალობის შემდეგ ექიმთან შეთანხმებით შესაძლებელია დოზის ეტაპობრივად შემცირება უფრო მცირე შემანარჩუნებელ დოზამდე.

მკურნალობის შეწყვეტა

მდგომარეობის შესაბამისად ექიმის მეთვალყურეობით ბულნექსოს დოზის შემცირება შესაძლებელია გაგრძელდეს დოზის საბოლოო შეწყვეტამდე.

დაუშვებელია მკურნალობის რეჟიმის შეცვლა ან შეწყვეტა ექიმის გარეშე.

თუ მიიღეთ ბულნექსოს ჭარბი დოზა

ჭარბი დოზის მიღებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ სასწრაფო დახმარებას ან საავადმყოფოს, რადგან ბულნექსოს დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული და სიცოცხლისათვის საშიში სუნთქვის პრობლემები.

დოზის გადაჭარბებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები შესაძლოა იყოს: ძილიანობა და კოორდინაციის დარღვევა შენელებული რეფლექსებით, მხედველობის დაბინდვა და/ან მეტყველების არევა. შესაძლოა აღინიშნოს აზროვნების დაქვეითება და სუნთქვის შენელება.

თუ დაგავიწყდათ ბულნექსოს მიღება

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება აცნობეთ ექიმს რაც შეიძლება დროულად.

თუ შეწყვიტეთ ბულნექსოს მიღება

დაუშვებელია მკურნალობის რეჟიმის შეცვლა ან შეწყვეტა ექიმის გარეშე. მკურნალობის უეცრად შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს აბსტინენციის სიმპტომების განვითარება.

პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

სხვა პრეპარატების მსგავსად აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, თუ გამოვლინდა რომელიმე შემდეგი გვერდითი ეფექტი:

სახის, ტუჩების, ენის ან ხორხის შეშუპება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემები, კანზე მწვავე გამონაყარი/ჭინჭრის ციება. ეს სიმპტომები შესაძლოა იყოს სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული რეაქციის ნიშნები.

ძილიანობა და კოორდინაციის დარღვევა, მხედველობის დაბინდვა, მეტყველების არევა, აზროვნების არევა ან სუნთქვის შენელება.

ასევე დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ აღინიშნა რომელიმე შემდეგი გვერდითი ეფექტი:

ძლიერი დაღლილობა, ქავილი კანის ან თვალების გაყვითლებით. ეს შესაძლოა იყოს ღვიძლის დაზიანების სიმპტომები.

მხედველობითი ან სმენითი ჰალუცინაციები

ბუპრენორფინი-ნალოქსონის კომბინაციასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტები

ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (10-დან >1 პაციენტში):

უძილობა

ყაბზობა

გულისრევა

ჭარბი ოფლიანობა

თავის ტკივილი

პრეპარატის მოხსნის სინდრომი

ხშირი გვერდითი ეფექტები (10-დან დაახლოებით 1 პაციენტში):

წონის დაკლება

ხელების და ფეხების შეშუპება

ძილიანობა

შფოთვა

ნერვიულობა

დაბუჟების შეგრძნება

დეპრესია

ლიბიდოს დაქვეითება

კუნთების დაჭიმულობის გაძლიერება

უცნაური აზრები

გაძლიერებული ცრემლდენა (ცრემლიანი თვალები) ან ცრემლის სითხის გამომუშავებასთან დაკავშირებული სხვა დარღვევა

მხედველობის დაბინდვა

ჰიპერემია

არტერიული წნევის აწევა

შაკიკი

სურდო

ყელის ტკივილი და ტკივილი ყლაპვის დროს

ხშირი ხველა

გასტრიტი ან კუჭთან დაკავშირებული სხვა ჩივილები

დიარეა

ღვიძლის ფუნქციის ცვლილებები

ნაწლავებში აირის წარმოქმნის გაძლიერება

ღებინება

გამონაყარი

ქავილი

ჭინჭრის ციება

ტკივილი

სახსრების ტკივილი

კუნთების ტკივილი

კუნთების სპაზმები (ფეხების)

ერექციის მიღწევის ან შენრჩუნებიის უუნარობა

შარდის გამოყოფის დარღვევა

მუცლის ტკივილი

ხერხემლის ტკივილი

სისუსტე

ინფექცია

ციება

ტკივილი გულმკერდის არეში

ცხელება

რინიტის მსგავსი სიმპტომები

ზოგადი სისუსტე

შემთხვევითი დაზიანება, რაც გამოწვეულია სიფხიზლის ან კოორდინაციის დარღვევით

გულის წასვლა და თავბრუსხვევა

ნაკლებად ხშირი გვერდითი ეფექტები (100-დან დაახლოებით 1 პაციენტში):

ლიმფური კვანძების გადიდება

აღელვება

კანკალი

უცნაური სიზმრები

კუნთების ჰიპერაქტიურობა

დეპერსონალიზაცია (საკუთარი მეს დაკარგვა)

პრეპარატზე დამოკიდებულება

ამნეზია (მეხსიერების გაუარესება)

ინტერესის დაკარგვა

ზედმეტი კეთილდღეობის შეგრძნება

კრუნჩხვა

მეტყველების არევა

გუგების დავიწროვება

შარდვის გაძნელება

თვალის ანთება ან ინფექცია

გულისცემის აჩქარება ან შენელება

დაბალი არტერიული წნევა

ძლიერი გულისცემა

მიოკარდიული ინფარქტი (გულის შეტევა)

მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში

სუნთქვის გაძნელება

ასთმა

მთქნარება

პირის ღრუს ტკივილი და ლორწოვანი გარსის დაზიანება

ენის გაუფერულება

აკნე

კვანძოვანი წარმონაქმნები კანზე

თმი ცვენა

კანის სიმშრალე ან აქერცვლა

ართრიტი

საშარდე გზების ინფექცია

სისხლის ანალიზების მაჩვენებლების გადახრები

სისხლი შარდში

ეაკულაციის პრობლემა

მენსტრუალური ან ვაგინალური პრობლემები

კენჭი თირკმელში

ცილა შარდში

მტკივნეული შარდვა ან შარდვის გაძნელება

სიცხის ან სიცივის მიმართ მგრძნობელობა

სითბური დაკვრა

მადის დაკარგვა

არაკეთილგანწყობილება

უცნობი სიხშირის გვერდითი ეფექტები (სიხშირე ვერ განისაზღვრება არსებული მონაცემებით):

უეცარი აბსტინენციის სინდრომი, რასაც იწვევს აკრძალული ოპიოიდების მიღების შემდეგ ბულნექსოს მალევე მიღება. პრეპარატის მოხსნის სინდრომი ახალშობილებში.

სუნთქვი შენელება ან გაძნელება, ღვიძლის შესაძლო დაზიანება სიყვითლით, ჰალუცინაციები, სახის და ხორხის შეშუპება ან სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული რეაქცია, არტერიული წნევის დაცემა წამოდგომისას.

თავბრუსხვევა

პრეპარატის ინექციის სახით მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს აბსტინენციის სიმპტომები, ინფექციები, კანის სხვა რეაქციები და ღვიძლის პოტენციურად სერიოზული პრობლემები (იხილეთ ნაწილი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“).

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება

რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში. გვერდითი ეფექტების შესახებ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ აცნობოთ ეროვნული სისტემის მეშვეობით (მოცემულია დანართში V). გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირებით ხელს უწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიებას.

  • ბულნექსოს შენახვის პირობები

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის და ოჯახის სხვა წევრებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატი არ გამოიყენება კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.

ინახება მაქსიმუმ 300C ტემპერატურაზე.

სინათლისაგან დაცვის მიზნით შეინახეთ თავისივე შეფუთვაში.

ბულნექსო შესაძლოა ინტერესის საგანი აღმოჩნდეს იმ სუბიექტებისათვის, რომლებიც ბოროტად იყენებენ რეცეპტით გაცემულ პრეპარატებს. მოპარვისგან დაცვის მიზნით პრეპარატი შეინახეთ საიმედო ადგილას!

დაუშვებელია პრეპარატების გადაყრა ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. დარჩენილი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციისათვის მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

  • რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ბულნექსო

აქტიური ნივთიერებებია ბუპრენორფინი და ნალოქსონი.

ერთი 8 მგ/2 მგ სუბლინგვალური ტაბლეტი შეიცავს 8 მგ ბუპრენორფინს (ჰიდროქლორიდის სახით) და 2 მგ ნალოქსონს (ჰიდროქლორიდის დიჰიდრატის სახით).

სხვა ინგრედიენტები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მანიტოლი, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი K 30, ლიმონმჟავა უწყლო, ნატრიუმის ციტრატი, ლაიმის არომატიზატორი, ლიმონის არომატიზატორი, კალიუმის აცესულფამი, ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი.

როგორია ბულნექსო ვიზუალურად და რა შედის შეფუთვაში

ბულნექსო 8 მგ/2 მგ სუბლინგვალური ტაბლეტები არის თეთრი ან მოკრემისფრო შეფერილობის მრგვალი, ორმხრივ ამობურცული, 10.5 მმ დიამეტრის უგარსო ტაბლეტები, ერთ მხარეზე დატანილია “N8”, ხოლო მეორე მხარეზე „t”.

მოთავსებულია ბავშვებისათვის უსაფრთხო, პერფორირებულ (თითო დოზისთვის) მოსაცლელ პოლიამიდის/ალუმინის/პვქ/ალუმინის/პეტ ბლისტერულ შეფუთვაში.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

ალკალოიდ-ინტ დ.ო.ო. (Alkaloid-INT d.o.o.), შლანდროვას ქ.4

1231 ლუბლიანა, ჩენრუჩე, სლოვენია

ტელ: +386 1 300 42 90

ფაქსი: +386 1 300 42 91

ელ-ფოსტა: [email protected]

მწარმოებლები

ეთიფარმი (Ethypharm)

ქემინ დე ლა პუდრიერე

76120 ლე გრანდ ქუევილი, საფრანგეთი

ეთიფარმი (Ethypharm)

სენტ-არნოლტის სამრეწველო ზონა

28170 შატონეფ-ენ-თიმერაისი, საფრანგეთი

OGYI-23534/03 71

OGYI-23534/04 281

აღნიშნული ფურცელი-ჩანართი ბოლოს განახლდა 2023 წლის ივლისში.

ტანია პალევნიკ

ალკალოიდ-ინტ დ.ო.ო. (Alkaloid-INT d.o.o.)

EU რეგულირების საკითხები

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა