პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ნერვული სისტემის სამკურნალო სხვა პრეპარატები

სუბოქსონი

Suboxone®

რეცეპტით2მგ+0,5მგინსტრუქცია ქართულადდიდი ბრიტანეთი
რისთვის გამოიყენება

2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება 2 მგ/0.5 მგ. SUBOXONE-ს მოხმარების დაწყებამდე? 3. როგორ უნდა მოიხმაროთ SUBOXONE 2 მგ/0.5 მგ.? 4. რა სახის გვერდითი ჩვენებები შეიძლება წარმოიქმნას? 5. 2 მგ/0.5 მგ. SUBOXONE-ს შენახვის წესები. 1. …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
2მგ+0,5მგ სუბლინგვალური ტაბლეტი №28
მწარმოებელი
Reckitt Benckiser Healthcare (UK) Ltd, დიდი ბრიტანეთი
გაცემის წესი
I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №1 რეცეპტით, ჩანაცვლებითი თერაპიის ფარგლებში
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ნერვული სისტემის სამკურნალო სხვა პრეპარატები, ოპოიდური დამოკიდებულების დროს გამოსაყენებელი პრეპარატები
ATC კოდი
N07BC51
რეგისტრაციის ნომერი
რ-037154
რეგისტრირებულია
13 იანვარი 2023, მოქმედებს 13 იანვარი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ნიუ ჯორჯია - 555“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებასუბოქსონი და სხვა წამალი ერთად

სუბოქსონი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

  • რას უნდა მიაქციოთ ყურადღება 2 მგ/0.5 მგ. SUBOXONE-ს მოხმარების დაწყებამდე?
  • როგორ უნდა მოიხმაროთ SUBOXONE 2 მგ/0.5 მგ.?
  • რა სახის გვერდითი ჩვენებები შეიძლება წარმოიქმნას?
  • 2 მგ/0.5 მგ. SUBOXONE-ს შენახვის წესები.
  • რას წარმოადგენს SUBOXONE და რისთვის გამოიყენება?

SUBOXONE წარმოადგენს ბლისტერებში მოთავსებულ 7 ან 28 აბის შემცველ პროდუქტს.

ენისქვეშა აბებს ერთ მხარეზე აქვს წარწერა „N2“ და ის წარმოდგენილია თეთრი ფერის ექვსკუთხა და ორივე მხარეს ამოზნექილი აბების სახით.

SUBOXONE წარმოადგენს ჰეროინის და მორფინის მაგვარი ოპიოიდური (ნარკოტიკული) ტიპის ნივთიერებების დამოკიდებულების მკურნალობისათვის განკუთვნილ პრეპარატს.

ამავდროულად, SUBOXONE გამოიყენება სოციალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერისათვის მოზარდების და 15 წელზე დიდი ასაკის მქონე პირების მიერ.

  • SUBOXONE-ს მოხმარებამდე დასაცავი წესები:

ქვემოთ აღნიშნულ შემთხვევებში SUBOXONE-ს მოხმარება დაუშვებელია:

  • თუ თქვენ გაქვთ ალერგია ბუპრენორფინის, ნალოქსონის ან SUBOXONE-ის შემცველობაში არსებული ნებისმიერი ნივთიერების მიმართ.
  • თუ თქვენ გაქვთ სუნთქვასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები.
  • თუ თქვენ გაქვთ ღვიძლთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები.
  • თუ თქვენ იმყოფებით ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან თუ ალკოჰოლის მიღების გამო თქვენ გაქვთ კანკალი, სტრესი, ოფლიანობა, დაბნეულობა ან ჰალუცინაციები.
  • თუ ალკოჰოლის ან ოპიოიდური ნივთიერების დამოკიდებულების მკურნალობისათვის თქვენ ღებულობთ ნალტრექსონს ან ნალმეფენს.

ქვემოაღნიშნულ შემთხვევებში SUBOXONE-ს მიღების დროს უნდა გამოიჩინოთ ყურადღება:

ქვემოთ აღნიშნული ნებისმიერი ჩვენების წარმოქმნის შემთხვევაში, SUBOXONE-ს მიღების დაწყებამდე ამის შესახებ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს:

ასთმა ან სუნთქვასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები.

ჰეპატიტის მაგვარი ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები.

დაბალი არტერიული წნევა.

ბოლო დროს გადატანილი თავის ქალის ტრავმა ან ტვინის დაავადება.

საშარდე გზებთან დაკავშირებული დარღვევები (განსაკუთრებით, მამაკაცებში პროსტატის გაზრდასთან დაკავშირებით).

თირკმელების დაავადება.

ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემები.

თირკმელზედა ჯირკვლებთან დაკავშირებული დაავადებები (მაგალითად, ედისონის დაავადებად წოდებული თირკმელზედა ჯირკვლის გარკვეული ნაწილის არასაკმარისად მუშაობასთან დაკავშირებული დაავადება).

დეპრესიის ან ანტიდეპსესანტებით მკურნალობის სხვა შემთხვევები. ამ პრეპარატების SUBOXONE-სთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში სეროტონინის სინდრომი (იხილეთ თავი „სხვა პეპარატებთან ერთად მიღება“).

საყურადღებო მნიშვნელოვანი საკითხები:

პრეპარატის შემთხვევით გადაყლაპვის ან გადაყლაპვის ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ სასწრაფო დახმარების განყოფილებას.

დამატებითი მეთვალყურეობა:

თუ თქვენ იმყოფებით 65 წელზე მეტ ასაკში, თქვენი მკურნალი ექიმი გაგიწევთ უფრო ახლო მეთვალყურეობას.

არასწორი / არასათანადო მოხმარება:

ეს პრეპარატი შეიძლება წარმოადგენდეს მიზანს რეცეპტით გამოწერილი წამლების არასათანადოდ მიმღები პირებისათვის და ამიტომ მისი მოპარვის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა მისი უსაფრთხო ადგილზე შენახვა (იხილეთ თავი 5. „SUBOXONE-ს შენახვა“).

სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები:

ბუპრენორფინის არასათანადოდ მოხმარებამ ან ალკოჰოლის, ბენზოდიაზეპინების (დამამშვიდებლების) ან სხვა ოპიიოდების მაგვარი ცენტრალური ნერვული სისტემის დამრთგუნველ პრეპარატებთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის უკმარისობით (სუნთქვის უუნარობით) გამოწვეული ადამიანის სიკვდილი.

ამ პრეპარატის შემთხვევით ან განზრახ მიღებამ ბავშვებში და პრეპარატზე დამოკიდებულ პირებში შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ფატალური შედეგები და სუნთქვის დეპრესია.

ძილთან დაკავშირებული სუნთქვის დარღვევები:

SUBOXONE-მა შეიძლება გამოიწვიოს ძილის აპნოეს (ძილში სუნთქვის შეჩერების) და ძილთან დაკავშირებული ჰიპოქსემიის (სისხლში ჟანგბადის დაბალი დონის) მაგვარი ძილთან დაკავშირებული სუნთქვის პრობლემები. ამის სიმპტომებია: ძილში სუნთქვის შეჩერება, ღამის საათებში სუნთქვის უკმარისობის გამო, გაღვიძება, ძილის გაგრძელების შეუძლებლობა ან დღის განმავლობაში გადაჭარბებული ძილიანობა. ასეთი სიმპტომების შემჩნევის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, სრომელმაც შეიძლება შეგიმციროთ დოზა.

დამოკიდებულება:

ეს პრეპარატი იწვევს დამოკიდებულებას.

მოხსნის სიმპტომები:

ოპიოიდების მიღების შემდეგ SUBOXONE-ს მიღების შემთხვევაში, ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სიმპტომები. ხანმოკლე ეფექტის მქონე ოპიოიდების (მაგალითად, მორფინის და ეროინის) მოხმარების შემდეგ საჭიროა SUBOXONE-ს მიღებისგან 6 საათიანი, მეტადონის მაგვარი ხანგრძლივი ეფექტის მქონე ოპოიდების მიღების შემდეგ კი საჭიროა SUBOXONE-ს მიღების 24 საათიანი შესვენება.

SUBOXONE-ს მიღების უცბად შეწყვეტის შემთხვევაში, ამა შეიძლება გამოიწვიოს აბსინენტნური სინდრომის წარმოქმნა.

ღვიძლის დაზიანება:

ანსაკუთრებით ბორტოად გამოყენების შემთხვევაში, SUBOXONE-ს მიღების შემდეგ შესაძლებელია ღვიძლის დაზიანება. ღვიძლის დაზიანება, ვირუსული ინფექციები (მაგალითად, ქრონიკული C ჰეპატიტი), ჭარბი ოდენობით ალკოჰოლის მოხმარება, ანორექსია (მადის დაკარგვა, კვების დარღვევა) ან ღვიძლისათვის ზიანის მომტანი სხვა პრეპარატების მიღება (იხილეთ თავი 4). თქვენი მკურნალი ექიმის მიერ თქვენი ღვიძლის მდგომარეობის შესამოწმებლად, მან შეიძლება მოითხოვოს სისხლის ანალიზის რეგულარულად ჩატარება. ღვიძლთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის არსებობის შემთხვევაში, SUBOXONE-ს მიღების დაწყებამდე ამის შესახებ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

არტერიული წნევა

ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის უცბად დაცემა, ჯდომის ან წოლის დროს უცბად ფეხზე ადგომის შემთხვევაში, ამან შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა.

კავშირში არ მყოფი სამედიცინო მდგომარეობის დადგენა:

ზოგიერთი დაავადებების დადგენის დროს, ამ პრეპარატს შეუძლია ტკივილის სიმპტომის დანიღბვა. აუცილებლად აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ამ პრეპარატის მიღების შესახებ.

ბავშვები და მოზარდები:

15 წელზე ნაკლები ასაკის მქონე ბავშვებისათვის ამპრეპარატის მიღება არ არის რეკომენდირებული. თუ თქვენ იმყოფებით 15-დან 18 წლამდე ასაკში, ამ ასაკობრივ ჯგუფის შესახებ საკმარისი ინფორმაციის უქონლობის გამო, ამ პრეპარატის მიღების დროს თქვენ უნდა იმყოფებოდეთ თქვენი მკურნალი ექიმის ახლო მეთვალყურეობის ქვეშ.

თუ ეს გაფრთხილებები წარსულშიც ძალაში იყო თქვენთვის, რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

SUBOXONE-ს საკვებ-სასმელთან ერთად მიღება

ამ პრეპარატის მიღების დროს ალკოჰოლის მიღება დაუშვებელია.

SUBOXONE-ს მიღების დროს ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში, ამან შეიძლება გამოიწვიოს დაბუჟების და სუნთქვის უკმარისობის რისკის გაზრდა. აბები არ გადაყლაპოთ ან სანამ აბი მთლიანად არ გადნება ენის ქვეშ, ნუ მიიღებთ სასმელ-საკვებს.

ფეხმძიმობა

პრეპარატის მოხმარების დაწყებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ ხართ ფეხმძიმედ ან ხართ მეძუძური დედა, ან თუ გეგმავთ ფეხმძიმედ დარჩენას, SUBOXONE-ს მიღების დაწყებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

ფეხმძიმობის დროს SUBOXONE-ს მოხმარებასთან დაკავშირებული რისკები არ არის ცნობილი. თქვენი მკურნალი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას თქვეთვის საჭირო პრეპარატის შერჩევის შესახებ.

ფეხმძიმობის დროს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში SUBOXONE-ს მაგვარი პრეპარატების მიღებამ ახალშობილ ბავშვებში შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები. ასეთი სიმპტომები შეიძლება წარმოიქმნას ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე დღეში.

თუ ამ პრეპარატის მიღების დროს მიხვდებით, რომ ხართ ფეხმძიმედ, რჩევისთვის დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

ძუძუთი კვება

ვინაიდან ბუპრენორფინი აღწევს დედის რძეში, SUBOXONE-ს მოხმარების დროს ბავშვის ძუძუთი კვება არ არის რეკომენდირებული.

მანქანის ტარება და ხელსაწყოს მოხმარება

ამ პრეპარატის თქვენზე გავლენის დადგენამდე მანქანის ტარება, ველოსიპედზე დაჯდომა, ნებისმიერი ხელსაწყოს მოხმარება ან რაიმე სახიფათო საქმიანობის განხორციელება დაუშვებელია. SUBOXONE-ს მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან აზროვნების დაქვეითება. პრეპარატის დოზის შეცვლის დროს, პრეპარატის მიღების რამდენიმე პირველი კვირის განმავლობაში შეიძლება უფრო ხშირად წარმოიქმნა ზემოთ აღნიშნული სიმპტომები. გარდა ამისა, SUBOXONE-ს მიღების დროს ალკოჰოლის ან სხვა დამამშვიდებელი პრეპარატების მიღების შემთხვევაში, შეიძლება წარმოიქმნას იგივე სიმპტომები.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია SUBOXONE-ს შემცველობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერებების შესახებ:

SUBOXONE შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს.

ეს პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენი მკურნალი ექიმი დაადგენს, რომ თქვენ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის სახეობების მიმართ, ამ სამედიცინო პრეპარატის მიღების დაწყებამდე მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

ამ პრეპარატის 1 აბი შეიცავს 1 mmol-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ.), ანუ „არ შეიცავს ნატრიუმს“.

სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება:

ზოგიერთ პრეპარატებს შეუძლიათ გაზარდონ SUBOXONE-ს გვერდითი ჩვენებები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი ჩვენებები. SUBOXONE-ს მიღების დროს ექიმის რჩევის გარეშე ნუ მიიღებთ სხვა პრეპარატებს, კერძოდ:

ბენზოდიაზეპინებს (შფოთვის ან უძილობის მკურნალობის დროს გამოყენებული დიაზეპამის, ტემაზეპამის და ალპრაზოლამის მაგვარი პრეპარატები). SUBOXONE-სთან ერთად ბენზოდიაზეპინების და მსგავსი დამამშვიდებელი პრეპარატების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, სუნთქვის უკმარისობა (სუნთქვის დეპრესია) და გაზარდოს კომაში ჩავარდნის რისკი, რაც საშიშროებას წარმოადგენს სიცოცხლისათვის. ამიტომ, სხვა პრეპარატებთან ერთდროულად მიღება დასაშვებია მხოლოდ მკურნალობის სხვა მეთოდების არ არსებობის შემთხვევაში. ამასთან, თუ დამამშვიდებელ პრეპარატებთან ერთად, თქვენი მკურნალი ექიმი გამოგიწერთ SUBOXONE-ს, ერთდროულად მიღების დოზა და ვადა შეზღუდული უნდა იქნეს თქვენი მკურნალი ექიმის მიერ. აუცილებლად აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს თქვენს მიერ მიღებული ყველა დამამშვიდებელი პრეპარატის შესახებ და მიიღეთ თქვენი ექიმის მიერ დანიშნული დოზა. ზემოთ აღნიშნული ჩვენებების და სიმპტომების შესახებ აცნობეთ თქვენს მეგობრებს და ახლობლებს. აღნიშნული სიმპტომების წარმოქმნის შემთხვევაში, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

შფოთვა, უძილობა შეტევა, ტკივილების დროს გამოყენებული ძილის მომგვრელი სხვა პრეპარატები. ამ ტიპის პრეპარატები ამცირებს კონცენტრაციას, და ართულებს მანქანის ტარების და ხელსაწყოების გამყოენების უნარიანობას. გარდა ამისა, ეს პრეპარატი იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვას, რასაც საკმაოდ სერიოზული შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ქვემოთ მოცემულია ამ პრეპარატით გამოწვეული შედეგები:

მეტადონის მაგვარი გარკვეული ტკივილების და ხველების შემაჩერებელი ოპიოიდების შემცველი სხვა პრეპარატები.

იზოკარბოქსაზიდის, ფენელზინის, ცელეგილინის, ტრანილციპრომინის და ვალპროატის მაგვარი დეპრესიის მკურნალობის დროს გამოსაყენებელი ანტიდეპრესანტები ამცირებს ამ პრეპარატის ეფექტს.

ალერგიული რეაქციების მკურნალობის დროს გამოსაყენებელი დიფენჰიდრამინის და ქლორფენირამინის მაგვარი პრეპარატები.

ფენობარბიტალის და ცეკობარბიტალის მაგვარა ძილის მომგვრელი ან დამამშვიდებელი ეფექტის მქონე ბარბიტურატები.

ქლროალჰიდრატის მაგვარი ძილის მომგვრელი ან დამამშვიდებელი პრეპარატები.

მოკლობემიდის, ტრანილციპრომინის, ციტალოპრამის, ესციტალოპრამის, ფლუოქცეტინის, ფლუვოქსამინის, პაროქცეტინის, ცერტრალინის, დულოქცეტინის, ვენლაფაქსინის, ამიტრიპტილინის, დოქცეპინის ან ტრიმიპრამინის მაგვარი ანტიდეპრესანტები. ამ პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიოს SUBOXONE-სთან ურთიერთქმედება, თვალის კუნთები რითმული შეკუმშვა, ჰალუცინაციები, კომა, ჭარბი ოფლიანობა, კანკალი, რეფლექსების ზრდა, კუნთების დაჭიმულობის ზრდა და 38 გრადუსზე მაღალი სიცხე. ზემოთ აღნიშნული სიმპტომების წარმოქმნის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

მაღალი წნევის მკურნალობის დროს გამოსაყენებელმა კლონიდილმა შეიძლება შეანელოს ამ პრეპარატის ეფექტი.

HİV ინფექციის დროს გამოსაყენებელმა პრეპარატებმა (ანტირეტროვირუსული აგენტების, რიტონავირის, ნელფნიავირის და ინდინავირის მაგვარი) შეიძლება გაზარდოს ამ პრეპარატის ეფექტი.

კეტოკენაზოლის და იტრაკონაზოლის მაგვარი სოკოვანი ინფექციების მკურნალობის დროს გამოსაყენებელმა პრეპარატებმა და გარკვეულმა ანტიბიოტიკებმა (მაკროლიდებმა) შეიძლება შეანელოს ამ პრეპარატის ეფექტი.

ეპილეფსიის დროს გამოსაყენებელმა პრეპარატებმა (კარბამაზეპინის და ფენიტოინის მაგვარი) და ტუბერკულოზის დროს გამოსაყენებელმა პრეპარატებმა (რიფამპიცინი) შეიძლება შეამციროს SUBOXONE-ს ეფექტი.

ნალტრექსონის და ნალმეფენის მაგვარმა პრეპარატებმა (დამოკიდებულების დროს გამოსაყენებელმა პრეპარატებმა) შეიძლება შეაფერხოს SUBOXONE-ს სამკურნალო ეფექტი. ხანგრძლივი დეპრესიის დაწყების შემთხვევაში, ზემოთ აღნიშნული პრეპარატების SUBOXONE-სთან ერთად მიღება დაუშვებელია.

ამჟამად რეცეპტით გამოწერილი ან არ გამოწერილი ნებისმიერი პრეპარატის მოხმარების ან ბოლო პერიოდის განმავლობაში მოხმარების შემთხვევაში, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • SUBOXONE-ს მოხმარების წესი:

ეს პრეპარატი უნდა მიიღოთ თქვენი მკურნალი ექიმის დანიშნულების შესაბამისად. რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ფარმაცევტს.

დამოკიდებულების მკურნალობის დროს ეს პრეპარატი თქვენთვის გამოწერლი უნდა იქნეს ექიმის მიერ.

თქვენი მკურნალი ექიმი თქვენი დაავადების სიმძიმის მიხედვით გამოგიწერთ თქვენთვის საჭირო დოზას. ამ პრეპარატის მიღების შედეგის მიხედვით, თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს პრეპარატის დოზა.

ინსტრუქციები სათანადო მოხმარების და დოზის / მოხმარების სიხშირის შესახებ:

ზრდასრული და 15 წელზე დიდი ასაკის მქონე პირებისათვის SUBOXONE-ს რეკომენდირებული დღიური საწყისი დოზა შეადგენს დღეში 2-ჯერ 2 მგ/0.5 მგ.-ს ენის ქვეშ.

SUBOXONE-ს პირველი დოზის მიღების შემდეგ შეიძლება იგრძნოთ დეპრესია. თქვენი მკურნალი ექიმი დაგინიშნავთ ზუსტ პირველ დოზას.

ეროინზე დამოკიდებულების დროს SUBOXONE-ს მიღების დაწყება.

ეროინზე ან ხანმოკლე ეფექტის მქონე ოპიოიდებზე დამოკიდებულების დროს SUBOXONE-ს პირველი დოზის მიღების შემდეგ დეპრესიის წარმოქმნის შემთხვევაში, ეს პრეპარატი უნდა მიიღოთ მხოლოდ ოპიოიდური საშუალების ბოლო მიღებიდან სულ მცირე 6 საათის შემდეგ.

მეტადონზე დამოკიდებულების შემთხვევაში, SUBOXONE-ს მიღების დაწყება.

მეტადონის ან ხანგრძლივი ეფექტის მქონე ოპოიდების მიღების შემთხვევაში, SUBOXONE-ს მიღების დაწყებამდე მეტადონის დოზა უნდა შეამციროთ დღეში 30 მილიგრამზე მეტად. დეპრესიის შემთხვევაში, SUBOXONE-ს პირველი დოზა უნდა მიიღოთ მეტადონის ბოლო მიღებიდან სულ მცირე 24 საათის შემდეგ.

მოხმარების ხერხი და მეთოდი:

ეს პრეპარატი უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ აბის ენის ქვეშ მოთავსების გზით.

აბი უნდა იყოს ენის ქვეშ, სანამ ის მთლიანად არ გადნება. აბი შეიძლება გადნეს 5-10 წუთის განმავლობაში.

აბების ღეჭვა ან გადაყლაპვა დაუშვებელია. ამ შემთხვევაში პრეპარატის ეფექტი დაიკარგება და შეიძლება წარმოიქმნას დეპრესიის სიმპტომები.

სანამ აბი მთლიანად არ გადნება ენის ქვეშ, ნუ მიიღებთ სასმელ-საკვებს.

როგორ უნდა ამოიღოთ აბები ბლისტერებიდან:

  • ხელის დაჭერით აბების ფოლგიდან ამოღება დაუშვებელია.
  • მოახიეთ ბლისტერს მხოლოდ ერთი აბი ხაზის გასწვრივ.
  • აბის ამოსაღებად უკან გამოწიეთ ფოლგა ბეჭდის ადგილის კუთხიდან.

ბლისტერის დაზიანების შემთხვევაში, იმ აბის გამოყენება დაუშვებელია.

დოზის დარეგულირება და მხარდამჭერი მკურნალობა:

მკურნალობის დაწყებიდან შემდგომი დღეების განმავლობაში თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება გაზარდოს თქვენთვის SUBOXONE-ს საჭირო დოზა. დღიური მაქსიმალური დოზა შეადგენს 24 მილიგრამს.

გარკვეული პერიოდის შემდეგ მკურნალობის წარმატებით დასრულების შემდეგ, თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება ეტაპობრივად შეამციროს თქვენთვის საჭირო დოზა.

მკურნალობის დასრულება:

SUBOXONE-ს დოზის შემცირება შესაძლებელია ეტაპობრივად თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით, რის შემდეგაც დასაშვები იქნება მისი მთლიანად შეწყვეტა.

თქვენი მკურნალი ექიმის ნებართვის გარეშე მკურნალობის მეთოდის შეცვლა ან შეჩერება დაუშვებელია.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში მოხმარება:

SUBOXONE-ს მოხმარება დასაშვებია მხოლოდ ზრდასრული და 15 წელზე დიდი ასაკის მქონე პაციენტებისათვის. 15 წელზე ნაკლები ასაკის მქონე პირებისათვის ამ პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდირებული.

ხანდაზმული პირების მიერ მოხმარება:

ხანდაზმული პრიების მიერ ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული ინფორმაცია არ არის ცნობილი. დოზებთან დაკავშირებული რეკომენდაციები არ არის მოცემული.

მოხმარების განსაკუთრებული შემთხვევები:

თირკმელების/ღვიძლის / უკმარისობა:

თირკმელების სუსტი და საშუალო ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებისათვის SUBOXONE-ს დოზის შეცვლა არ არის საჭირო. თირკმელების მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებისათვის დოზის დარეგულირების დროს საჭიროა დიდი ყურადღების გამოჩენა.

პრეპარატის მიღების დაწყებამდე რეკომენდირებულია ღვიძლის ანალიზების და ვირუსული ჰეპატიტის ტესტების ჩატარება. ვირუსული ჰეპატიტის მქონე, პრეპარატის ერთდროულად მიმღებ და/ან ღვიძლის ფუნქციების დარღვევის მქონე პირებისათვის არსებობს ღვიძლის დაზიანების დაჩქარების რისკი. ამიტომ რეკომენდირებულია ღვიძლის ფუნქციების რეგულარულად შემოწმება.

ღვიძლის სუსტი და საშუალო უკმარისობის მქონე პაციენტებისათვის საწყისი დღიური დოზა უნდა შეადგენდეს 2 მილიგრამს. ღვიძლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებისათვის ამ პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდირებული.

თუ თქვენ ღებულობთ SUBOXONE-ს საჭიროზე დიდი დოზით:

ვინაიდან SUBOXONE-ს ჭარბი დოზით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული და სიცოცხლისათვის საშიში სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ საავადმყოფოს.

დოზის გადაჭარბებამ აგრეთვე შესაძლებელია გამოიწვიოს ძილიანობის შეგრძნების ან შენელების რეფლექსების, ბუნდოვანი ხედვის და/ან მეტყველების მოშლის, აზროვნების დარღვევის და სუნთქვის შენელების მაგვარი სიმპტომები.

თუ თქვენ ღებულობთ SUBOXONE-ს საჭიროზე დიდი დოზით, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ დაგავიწყდათ SUBOXONE-ს მიღება:

თუ თქვენ დაგავიწყდათ საჭირო დოზის მიღება, უმოკლესი დორის განმავლობაში ამის შესახებ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

მიუღებელი დოზის ანაზღაურების მიზნით ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია.

SUBOXONE-ს მიღების დასრულების შემდეგ წარმოქმნილი გვერდითი ჩვენებები:

პრეპარატის მიღების უცბად შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესიის სიმპტომები.

ამ პრეპარატის მოხმარებასთან დაკავშირებით რაიმე სხვა პრობლემების არსებობის შემთხვევაში, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორია მოსალოდნელი გვერდითი ჩვენებები?

ისევე, როგორც ყველა წამალი, SUBOXONE-ს შემცველობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობიარე პაციენტებს შეიძლება წარმოექმნათ გვერდითი ჩვენებები.

ქვემოთ აღნიშნული ერთ-ერთი გვერდითი ჩვენების წარმოქმნის შემთხვევაში, შეწყვიტეთ SUBOXONE-ს მიღება და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ თქვენთვის უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

სუნთქვის და ყლაპვის პრობლემების გამომწვევი სახის, ტუჩების, ენის ან ყელის დასიება და ჭინჭრის ციება. ეს შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული რეაქციები.

ძილიანობა ან კოორდინაციის დარღვევა, ბუნდოვანი ხედვა, მეტყველების მოშლა, აზროვნების დარღვევა და სუნთქვის შენელება.

გარდა ამისა, ქვემოთ აღნიშნული ერთ-ერთი გვერდითი ჩვენების წარმოქმნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს:

სერიოზული დაღლილობა, კანის და თვალების სიყვითლე და ქავილი. ეს შეიძლება იყოს ღვიძლის დაზიანების სიმპტომები.

არ არსებული რამეების გაგონება ან დანახვა (ჰალუცინაციები).

გვერდითი ჩვენებები დაყოფილია შემდეგ კატეგორიებზე:

საკმაოდ გავრცელებული: შეიძლება წარმოექმნას 10 პაციენტზე სულ მცირე ერთს.

გავრცელებული: შეიძლება წარმოექმნას 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.

არ გავრცელებული: შეიძლება წარმოექმნას 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1000 პაციენტიდან ერთზე მეტს.

იშვიათი: შეიძლება წარმოექმნას 1.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.

საკმაოდ იშვიათი: შეიძლება წარმოექმნას 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.

უცნობი: ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე დადგენა შეუძლებელია.

საკმაოდ გავრცელებული:

უძილობა.

კუჭში შეკრულობა.

გულისრევის შეგრძნება.

ჭარბი ოფლიანობა.

თავის ტკივილი.

აბსტინენტური სინდრომი.

გავრცელებული:

წონაში კლება.

ხელ-ფეხის დასიება.

თავბრუსხვევა.

შფოთვა.

გაღიზიანება.

ჩხვლეტა.

დეპრესია.

სქესობრივ კავშირში შესვლის სურვილის შემცირება.

კუნთების დაჭიმულობის ზრდა.

არაადეკვატური აზროვნება.

თვალის ცრემლიანობა ან ცრემლიანობის მოშლილობა.

ბუნდოვანი ხედვა.

სახის და კისრის სიწითლე.

არტერიული წნევის მატება.

შაკიკი.

ცხვირიდან გამონადენი.

ყელის ტკივილი და ტკივილი ყლაპვის დროს.

ხველების მატება.

კუჭის დაზიანება ან კუჭის სხვა პრობლემები.

ფაღარათი.

ღვიძლის ფუნქციების მოშლა.

კუჭნაწლავში გაზების დაგროვება.

პირღებინება.

გამონაყარი.

ქავილი.

ჭინჭრის ციება.

ტკივილი.

სახსრების ტკივილი.

კუნთების ტკივილი.

ქვედა კიდურებში კრუნჩხვები (კუნთების კრუნჩხვები).

ერექციის მიღების ან შენარჩუნების სირთულე.

შარდვასთან დაკავშირებული დარღვევები.

მუცლის ტკივილი.

ზურგის ტკივილი.

ძალის დაკარგვა.

ინფექცია

კანკალი.

ტკივილი გულმკერდის არეში.

სიცხე.

გრიპის მსგავსი სიმპტომები.

ზოგადი დისკომფორტის შეგრძნება.

ყურადღების გაფანტვა ან კოორდინაციის დაკარგვა.

გულისწასვლა და თავბრუსხვევა.

არ გავრცელებული:

ლიმფური კვანძების დასიება.

შფოთვა.

ხელების კანკალი.

კოშმარული სიზმრები.

კუნთების ჭარბი აქტიურობა.

დეპერსონალიზაცია.

წამალზე დამოკიდებულება.

მეხსიერების დარღვევა, დაკარგვა.

ინტერესის დაკარგვა.

საკუთარი თავის …

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

მოხმარების ინსტრუქცია

SUBOXONE-ს 2 მგ/0.5 მგ.-იანი ენისქვეშა აბები

განკუთვნილია ენის ქვეშ გამოყენებისათვის. აბი არ გადაყლაპოთ.

ეფექტური ნივთიერება: ბუპრენორფინი, ნალოქსონი.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი (ძროხის რძე), მანიტოლი, სიმინდის სახამებელი, პოვიდონ K 30, უწყლო ლიმონმჟავა, ნატრიუმის ციტრატი, მაგნიუმ სტეარატი, აცელსულფამ კალიუმი, ნატურალური ლიმნის და ცაცხვის ესენცია.

ამ პრეპარატის მოხმარების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მოხმარების ინსტრუქცია, ვინაიდან ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ წინამდებარე მოხმარების ინსტრუქცია. შემდგომში შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი კითხვების წარმოქმნის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ვინაიდან წინამდებარე პრეპარატი პირადად თქვენთვის არის გამოწერილი, სხვა პირებისთვის მისი მიცემა დაუშვებელია.

წინამდებარე პრეპარატის მოხმარებისას ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვის დროს, აუცილებლად აცნობეთ თქვენს ექიმს ამ პრეპარატის მიღების შესახებ.

დაიცავით წინამდებარე მოხმარების ინსტრუქციაში აღნიშნული წესები. ექიმის მიერ დანიშნული დოზის გადაჭარბება ან შემცირება დაუშვებელია.

წინამდებარე მოხმარების ინსტრუქციაში მოცემულია ქვემოთ აღნიშნული სათაურები:

  • რას წარმოადგენს SUBOXONE 2 მგ/0.5 მგ. და რისთვის გამოიყენება?

საკუთარი თავის შეუძლოდ გრძნობა.

შეტევების გადატანა.

მეტყველების დარღვევა.

თვალის გუგების დაპატარავება.

შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები.

თვალის ანთება ან ინფექცია.

გულის ცემის აჩქარება ან შენელება.

დაბალი არტერიული წნევა.

გულის ცემის აჩქარება.

გულის შეტევა.

გულმკერდის შებოჭილობა

სუნთქვის უკმარისობა.

ასთმა.

გაზმორება.

პირის ღრუში ტკივილი და იარები.

ენის ფერის შეცვლა.

გამონაყარი.

კანზე კვანძების წარმოქმნა.

თმის ცვენა.

კანის სიმშრალე ან კანის აქერცვლა.

სახსრების ანთება.

საშარდე გზების ინფექცია.

სისხლის ანალიზების არანორმალური შედეგები.

შარდში სისხლის არსებობა.

პათოლოგიური სქესობრივი გამონადენი.

მენსტრუაციასთან დაკავშირებული ან ვაგინალური გამონადენი.

თირკმელებში ქვების არსებობა.

შარდში პროტეინის არსებობა.

ტკივილები შარდვის დროს ან მოშარდვის პრობლემები.

მგრძნობიარობა ცხელის ან ცივის მიმართ.

ცხელება.

მადის დაკარგვა.

მტრული განწყობა.

უცნობი:

კანონსაწინააღმდეგო ოპოიდების მოხმარებიდან ხანმოკლე პერიოდის შემდეგ გამოწვეული უცაბედი დეპრესიის სიმპტომები, ახალშობილ ბავშვებში წამლის მოხსნის სინდრომი.

სუნთქვის შენელება ან გაძნელება.

სიყვითლესთან ერთად ან სიყვითლის გარეშე ღვიძლის დაზიანება.

ჰალუცინაციები.

სახის და ყელის დასიება ან სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული რეაქციები.

ჯდომის ან წოლის შემდეგ ფეხზე წამოდგომის შემდეგ არტერიული წნევის დაცემა.

ინიექციის გზით ამ პრეპარატის ბოროტად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესიის სიმპტომები, ინფექციები, კანის სხვა რეაქციები და პოტენციალურად ღვიძლის სერიოზული პრობლემები.

წინამდებარე ინსტრუქციაში გაუთვალისწინებელი ნებისმიერი გვერდითი ჩვენების წარმოქმნის შემთხვევაში, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ჩვენებების მოხსენება

წინამდებარე ინსტრუქციაში გათვალისწინებული გაუთვალისწინებელი ნებისმიერი გვერდითი ჩვენების წარმოქმნის შემთხვევაში, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. გარდა ამისა, წარმოქმნილ გვერდით ჩვენებებთან დაკავშირებით შეგიძლიათ დააკლიკოთ www.titck.gov.tr ვებ გვერდზე არსებულ „წამლების გვერდითი ჩვენებების შესახებ შეტყობინების“ ლინკს ან დარეკოთ 0 800 314 00 08 ნომერზე თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრში (TÜFAM) და აცნობოთ გვერდითი ჩვენებების შესახებ. წარმოქმნილი გვერდითი ჩვენებების შესახებ შეტყობინების დატოვების შემდეგ, თქვენ მოგეწოდებათ უფრო მეტი ინფორმაცია თქვენს მიერ მოხმარებული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

წინამდებარე მოხმარების ინსტრუქციაში გაუთვალისწინებელი ერთ-ერთი ზემოაღნიშნული გვერდითი ჩვენების წარმოქმნის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • SUBOXONE-ს შენახვა

შეინახეთ SUBOXONE ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე თავის შეფუთვაში.

ამ პრეპარატის შესანახად განსაკუთრებული ადგილი არ არის საჭირო. რეცეპტის გარეშე SUBOXONE-ს ბოროტად გამომყენებელი პირებისათვის ის შეიძლება გარკვეულ მიზნად იქცეს. შეინახეთ ბლისტერები უსაფრთხო ადგილზე. ბლისტერების წინასწარ გახსნა დაუშვებელია. ნუ მიიღებთ ამ პრეპარატს ბავშვების თანდასწრებით. ამ პრეპარატის შემთხვევით გადაყლაპვის ან გადაყლაპვის ეჭვის წარმოქმნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო განყოფილებას.

შეინახეთ პრეპარატი 250C-ზე ნაკლები ოთახის ტემპერატურის პირობებში.

პრეპარატი მოხმარებული უნდა იქნეს მისი ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ SUBOXONE-ს მოხმარება დაუშვებელია. ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატების ნაგავში ჩაგდება არ არის რეკომენდირებული! გადაეცით პრეპარატები გარემოს დაცვის და ურბანიზაციის სამინისტროს.

ლიცენზიის მფლობელი:

სს „ლიბა ლაბორათუვარლარი“

ბეიქოზი / სტამბოლი

წარმოების ადგილი:

Reckitt Benckiser Healthcare UK Limited

ჰალი აღმოსავლეთ იორკშირი /ინგლისი

წინამდებარე მოხმარების ინსტრუქცია დამტკიცებულია 04.02.2022 წელს.

SUBOXONE-ს 2. მგ/0.5 მგ.-იანი ენისქვეშა აბები

ბუპრენორფინი / ნალოქსონი

28 ენისქვეშა აბი

ყოველი აბი შეიცავს 2 მილიგრამ ბუპრენორფინს (2.16 მილიგრამი ბუპრენორფინ ჰიდროქლორიდის სახით) და 0.5 მილიგრამ ნალოქსონს (0.6 1 მილიგრამი ნალოქსონ ჰიდროქლორიდ დიჰიდრატის სახით) (დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ მოხმარების ინსტრუქცია).

განკუთვნილია ენისქვეშ გამოსაყენებლად. აბის გადაყლაპვა დაუშვებელია. აბი უნდა გეჭიროთ ენის ქვეშ, სანამ ის არ დაიშლება. შეინახეთ აბები 250C ზე ნაკლები ოთახის ტემპერატურის პირობებში. შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე. დაზიანებული ან გახსნილი შეფუთვის შეძენა არ არის რეკომენდირებული. მიღებამდე იხილეთ მოხმარების ინსტრუქცია. რაიმე მოულოდნელი ჩვენების წარმოქმნის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს. იყიდება რეცეპტით.

ლიცენზიის მფლობელი:

სს „ლიბა ლაბორათუვარლარი“

ბეიქოზი / სტამბოლი

წარმოების ადგილი:

Reckitt Benckiser Healthcare UK Limited

ჰალი აღმოსავლეთ იორკშირი /ინგლისი

ლიცენზიის ნომერი: N 04.10.2011 – 132/10

მთარგმნელი:

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა