ლიბროქსარი
LIBROXAR
ლიბროქსარი გამოიყენება ოპიოიდური (ნარკოტიკული) საშუალებებისადმი დამოკიდებულების სამკურნალოდ, როგორიცაა ჰეროინი ან მორფინი, იმ პირებისათვის, რომლებმაც გადაწყვიტეს განიკურნონ ამ დამოკიდებულებისაგან. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ბუპრენორფინის (buprenorphine) + ნალოქსონი (naloxone)
- ფორმა და შეფუთვა
- 8მგ+2მგ სუბლინგვალური ტაბლეტი №7
- მწარმოებელი
- S.M.B. Technology S.A., ბელგია
- გაცემის წესი
- I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №1 რეცეპტით, ჩანაცვლებითი თერაპიის ფარგლებში
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ნერვული სისტემის სამკურნალო სხვა პრეპარატები, ოპიოიდური დამოკიდებულების დროს გამოსაყენებელი პრეპარატები
- ATC კოდი
- N07BC51
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043813
- რეგისტრირებულია
- 8 აგვისტო 2025, მოქმედებს 8 აგვისტო 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „საბა“
- GMP
- -
ლიბროქსარი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ლიბროქსარი გამოიყენება ოპიოიდური (ნარკოტიკული) საშუალებებისადმი დამოკიდებულების სამკურნალოდ, როგორიცაა ჰეროინი ან მორფინი, იმ პირებისათვის, რომლებმაც გადაწყვიტეს განიკურნონ ამ დამოკიდებულებისაგან. ლიბროქსარი გამოიყენება ზრდასრულ პირებსა და 15 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში, რომლებიც ასევე იღებენ სამედიცინო, სოციალურ და ფსიქოლოგიურ დახმარებას.
მიღების წესი და დოზირება
თქვენი მკურნალობა ინიშნება და მონიტორინგი ხორციელდება ნარკოდამოკიდებულების მკურნალობაში გამოცდილი ექიმების მიერ
თქვენთვის საუკეთესო დოზას განსაზღვრავს ექიმი. თქვენი მკურნალობის დროს ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა, რაც დამოკიდებულია თქვენს რეაქციაზე წამლის მიმართ.
ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა ან ფარმაცევტმა გირჩიათ. თუ არ ხართ დარწმუნებული რომ სწორად ღებულობთ, გადამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
მკურნალობის დაწყება
ზრდასრული პაციენტებისა და 15 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებისათვის რეკომენდებული საწყისი დოზაა ლიბროქსარი 2 მგ/0,5 მგ-ის ერთიდან ორ ტაბლეტამდე. ამ წამლის დამატებითი ერთი ან ორი ტაბლეტი შეიძლება დაინიშნოს 1-ლ დღეს, პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე.
მოხსნის მკაფიო ნიშნები აშკარა უნდა იყოს ლიბროქსარის პირველი დოზის მიღებამდე. ლიბროქსარის პირველი დოზის მიღების დროს განსაზღვრავს ექიმი, მკურნალობისადმი თქვენი მზადყოფნის შეფასების საფუძველზე.
ლიბროქსარით მკურნალობის დაწყება ჰეროინზე დამოკიდებულერბის შემთხვევაში.
თუ ხართ დამოკიდებული ჰეროინზე ან ხანმოკლე მოქმედების რომელიმე ოპიოიდზე, ლიბროქსარის პირველი დოზა უნდა მიიღოთ მოხსნის სიმპტომები გამოვლენისას, მაგრამ არანაკლებ 6 საათის შემდეგ ოპიოიდების ბოლო მიღებიდან.
ლიბროქსარით მკურნალობის დაწყება მეტადონზე დამოკიდებულების შემთხვევაში.
თუ ღებულობთ მეთადონს ან ხანგრძლივი მოქმედების რომელიმე ოპიოიდს, იდეალური იქნება, თუ მეთადონის დღიურ დოზას შეამცირებთ 30მგ/დღე-ზე ქვემოთ, ლიბროქსარით მკურნალობის დაწყებამდე. ლიბროქსარის პირველი დოზა უნდა მიიღოთ მოხსნის სიმპტომები გამოვლენისას, მაგრამ არანაკლებ 24 საათის შემდეგ მეთადონის ბოლო მიღებიდან
ლიბროქსარეის მიღება
მიიღეთ დოზა დღეში ერთხელ ტაბლეტების ენის ქვეშ მოთავსებით.
მოათავსეთ ტაბლეტები ენის ქვეშ მანამ, სანამ ისინი მთლიანად არ დაიშლება. ამას შეიძლება 5-10 წუთი დასჭირდეს.
არ დაღეჭოთ ან არ გადაყლაპოთ ტაბლეტები, რადგან წამალი ეფექტს დაკარგავს და შეიძლება განვითარდეს მოხსნის სიმპტომები.
არ მიიღოთ საკვები ან სასმელი სანამ ტაბლეტი სრულად არ დაიშლება.
დოზის კორექტირება და მხარდამჭერი თერაპია
მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, ექიმმა შეიძლება გაზარდოს ლიბროქსარის დოზა, რომელსაც იღებთ თქვენი საჭიროებების შესაბამისად. თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ლიბროქსარის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 24 მგ (ანუ სამი ცალი ლიბროქსარის 8 მგ/2 მგ ტაბლეტის ტოლი, როდესაც პაციენტის მდგომარეობა სტაბილიზირდება მკურნალობის პროცესში)
წარმატებული მკურნალობის დროის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ შეუთანხმდეთ თქვენს ექიმს, რათა შეამციროს დოზა თანდათანობით, უმცირეს შემანარჩუნებელ დოზამდე.
მკურნალობის შეწყვეტა
თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, ლიბროქსარის დოზის მიღება შეიძლება გაგრძელდეს სიფრთხილის დაცვით, ექიმის ზედამხედველობის ქვეშ, სანამ ამ მედიკამეტით მკურნალობა საბოლოოდ არ შეგიწყდებათ.
არავითარ შემთხვევაში არ შეცვალოთ და არ შეწყვიტოთ მკურნალობა თქვენი მკურნალი ექიმის ნებართვის გარეშე
თუ საჭიროზე ჭარბი დოზით ღებულობთ ლიბროქსარს
თუ თქვენ ან ვინმე სხვამ დიდი ზედოზირებით მიიღეთ ეს წამალი, დაუყოვნებლივ მიმართეთ გადაუდებელი დახმარების ცენტრს ან საავადმყოფოს სამკურნალოდ, რადგან ლიბროქსარის ზედოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის სერიოზული და სიცოცხლის შემანარჩუნებელი პრობლემები.
ზედოზირების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ძილისა და არაკოორდინირებული მოძრაობის შეგრძნებას შენელებული რეფლექსებით, მხედველობის დაბინდვით და/ან მეტყველების დარღვევით. თქვენ შეიძლება ვერ აზროვნებდეთ მკაფიოდ და შეიძლება სუნთქავდეთ თქვენთვის ნორმალურზე უფრო ნელა
თუ დაგავიწყდათ ლიბროქსარის მიღება
თუ დოზა გამოგრჩათ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ამის შესახებ.
თუ შეწყვიტეთ ლიბროქსარის მიღება
არავითარ შემთხვევაში არ შეცვალოთ და არ შეწყვიტოთ მკურნალობა თქვენი მკურნალი ექიმის ნებართვის გარეშე . მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სიმპტომები.
თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ამ პროდუქტის გამოყენების შესახებ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს
უკუჩვენებები
შემთხვევით გადაყლაპვის ან ამაზე დაეჭვების შემთხვვაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს
არ გადააგდოთ ეს მედიკამენტი ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა განკარგოთ გამოუყენებელი მედიკმენტი ეს ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- პაკეტის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
ლიბროქსარის შემცველობა:
აქტიური ნივთიერებებია ბუპრენორფინი და ნალოქსონი
თითოეული 2მგ/0.5მგ სუბლინგვალური ტაბლეტი შეიცავს 2მგ ბუპრენორფინს (ჰიდროქლორიდის სახით) და 0.5მგ ნალოქსონს (ჰიოდროქლორიდის დიჰიდრატის სახით)
თითოეული 8მგ/2მგ სუბლინგვალური ტაბლეტი შეიცავს 8მგ ბუპრენორფინს (ჰიდროქლორიდის სახით) და 2მგ ნალოქსონს (ჰიოდროქლორიდის დიჰიდრატის სახით)
სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მანიტოლი, პოვიდონი, სიმინდის სახამებელი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ციტრატი, ასკორბინის მჟავა, დინატრიუმის ედეტატი, აცესულფამი K (E950), ლიმონის არომატი და მაგნიუმის სტეარატი
ლიბროქსარის გარეგანი სახე და პაკეტის შიგთავსი
ლიბროქსარი 2მგ/0.5მგ სუბლინგვალური ტაბლეტები - თეთრიდან მოყავისფრომდე, ექვსკუთხა, ორმხრივად ამობურცული ტაბლეტები, ზომით 6მმ, ერთ მხარეს ამოტვიფრული წარწერით “N2”
ლიბროქსარი 8მგ/2მგ სუბლინგვალური ტაბლეტები - თეთრიდან მოყავისფრომდე, ექვსკუთხა, ორმხრივად ამობურცული ტაბლეტები, ზომით 10მმ, ერთ მხარეს ამოტვიფრული წარწერით “N8”
ლიბროქსარი გამოიშვება კოლოფებში, 7, 14, 21, 28 და 30 სუბლინგვალური ტაბლეტი ბლისტერებში
ბაზარზე შესაძლოა არ იქნას გამოტანილი ყველა ზომის პაკეტი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი I, გაიცემა ფორმა №1 რეცეპტით, ჩანაცვლებითი თერაპიის ფარგლებში
სიფრთხილის ზომები
ლიბროქსარის მიღებამდე, მიმართეთ რჩევისათვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გაქვთ:
ასთმა ან სუნთქვის სხვა პრობლემები;
ღვიძლის რაიმე დააავადება, მაგალითად ჰეპატიტი;
დაბალი არტერიული წნევა;
ცოტა ხნის წინ გადატანილი თავის ტრავმა ან თავის ტვინის დაავადება;
შარდვის პრობლემები (ეს განსაკუთრებით ეხება პროსტატას გადიდებას მამაკაცებში);
თირკმელების რაიმე დაავადება;
ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები;
ადრენოკორტიკალური ფუნქციის მოშლა (მაგლითად ადისონიოს დაავადება);
დეპრესია ან სხვა მდგომარეობები, რომლებსაც ანტიდეპრესანტებით მკურნალობენ.
ამ პრეპარატების მიღებამ ლიბროქსართან ერთად, შეიძლება გამოიწვიოს სეროტონინის სინდრომი, რაც სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში მდგომარეობაა (იხილეთ „სხვა პრეპარატები და ლიბროქსარი“).
მნიშვნელოვანია, რომ იცოდეთ:
დამატებითი მონიტორინგი
თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ უფრო მკაცრი მონიტორინგი თქვენი ექიმის მხრიდან, თუ თქვენ ხართ 18 წლამდე ასაკის ან 65 წელს გადაცილებული პირი. 15 წლამდე ასაკის პირებისათვის ამ წამლის მიცემა არ შეიძლება.
არასწორად ან ბოროტად გამოყენება
ეს წამალი შეიძლება გახდეს სამიზნე იმ პირთათვის, რომლებიც ბოროტად იყენებენ დანიშნულ პრეპარატებს. ამიტომ, შეინახეთ იგი საიმედოდ, რათა დაიცვთ ქურდობისაგან. არ მისცეთ ეს წამალი სხვა პირებს, ამან შეიძლება გამოიწვიოს მათი სიკვდილი ან სხვაგვარი ზიანი.
სუნთქვის პრობლემები
აღნიშნულია სუნთქვის უკმარისობით (სუნთქვის შეუძლებლობა) გარდაცვალების შემთხვევები იმ პირებში, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს ეს წამალი ან მიიღეს იგი ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დეპრესანტებთან ერთად, როგორიცაა ალკოჰოლი, ბენზოდიაზეპინები (ტრანკვილიზატორები) ან სხვა ოპიოიდები.
ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე, შესაძლოა ფატალური, რესპირატორული დეპრესია (სუნთქვის უნარის დაქვეითება) ბავშვებში და არა-დამოკიდებულ ადამიანებში, რომლებმაც შემთხვევით ან შეგნებულად მიიღეს იგი.
დამოკიდებულება
ამ პროდუქტმა შეიძლება გამოიწვიოს წამალდამოკიდებულება.
მოხსნის სიმპტომები
ამ პროდუქტმა შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სიმპტომები, თუ მას მიიღებთ 6 საათზე ნაკლებ დროში ხანმოკლე მოქმედების ოპიოიდის (მაგალითად, მორფინი, ჰეროინი) გამოყენებიდან ან 24 საათზე ნაკლებ დროში ხანგრძლივი მოქმედების ოპიოიდის გამოყენებიდან, როგორიცაა მეტადონი.
ლიბროქსარმა შეიძლება ასევე გამოიწვიოს მოხსნის სინდრომი, თუკი უეცრად შეწყვეტთ მის მიღებას.
ღვიძლის დაზიანება
აღნიშნულია ღვიძლის დაზიანების შემთხვევები ლიბროქსარის მიღების შემდეგ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მედიკამენტი ბოროტად გამოიყენება. ეს ასევე შეიძლება უკავშირდებოდეს ვირუსულ ინფექციებს (ქრონიკული C ჰეპატიტი), ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებას, ანორექსიას, ან სხვა ისეთი მედიკამენტების გამოყენებას რომლებსაც შეუძლია თქვენი ღვიძლის დაზიანება გამოიწვიონ (იხ. ნაწილი 4). თქვენი ღვიძლის მდგომარეობის მონიტორინგისთვის შეიძლება საჭირო გახდეს სისხლის რეგულარული ტესტების ჩატარება თქვენი ექიმის მიერ. სანამ ლიბროქსარით დაიწყებთ მკურნალობას, აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ღვიძლის რაიმე პრობლემა
არტერიული წნევა
ამ პროდუქტმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის უეცარი ვარდნა, რაც თავის მხრივ გამოიწვევს თავბრუსხვევას, თუ ძალიან სწრაფად ადგებით სკამიდან ან საწოლისგან.
არადაკავშირებული სამედიცინო მდგომარეობების დიაგნოზი
ამ წამალმა შეიძლება შენიღბოს ტკივილის სიმპტომები, რომლებიც შესაძლოა ზოგოერთი სხვა დაავადების დიაგნოსტირებაში დაგვხმარებოდა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ აცნობოთ ექიმს, თუკი ამ წამალს ღებულობთ.
ძილთან დაკავშირებული სუნთქვის დარღვევები
ლიბროქსარმა შეიძლება გამოიწვიოს ძილთან დაკავშირებული სუნთქვის დარღვევები, როგორიცაა ძილის აპნოე (სუნთქვის შეჩერება ძილის დროს) და ძილთან დაკავშირებული ჰიპოქსემია (სისხლში ჟანგბადის დაბალი დონე). სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ძილის დროს სუნთქვის შეჩერებას, ღამით გაღვიძებას ქოშინის გამო, ძილის შენარჩუნების სირთულეს ან დღის განმავლობაში ზედმეტ ძილიანობას. თუ თქვენ ან სხვა ვინმე შეამჩნევთ ამ სიმპტომებს, დაუკავშირდით ექიმს. თქვენი ექიმი განიხილავს თქვენი დოზის შემცირებას.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ, ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გაზარდოს ლიბროქსარის გვერდითი მოვლენები და გამოიწვიოს ძალიან სერიოზული რეაქციები. ექიმთან კონსულტაციის გარეშე, არ უნდა მიიღოთ ლიბროქსართან ერთად სხვა მედიკამენტები, კერძოდ:
ბენზოდიაზეპინები (გამოიყენება შფოთვის ან ძილის დარღვევების სამკურნალოდ), როგორიცაა დიაზეპამი, თემაზეპამი, ალპრაზოლამი. სწორ დოზას დაგინიშნავთ ექიმი. ბენზოდიაზეპინების არასწორი დოზის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი სუნთქვის უკმარისობის გამო (სუნთქვის შეუძლებლობა).
გაბაპენტინი ან პრეგაბალინი, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის ან ნერვის დაზიანებით გამოწვეული ტკივილის (ნეიროპათიული ტკივილი) სამკურნალოდ.
სხვა მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა და რომლებიც გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა შფოთვა, უძილობა, კანკალი/კრუნჩხვები, ტკივილი. ამ ტიპის მედიკამენტები ამცირებს თქვენს სიფხიზლის დონეს, რაც ართულებს ავტომანქანის მართვას და მექანიზმებთან მუშაობას. მათ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესია, რაც ძალიან სერიოზულია. ქვემოთ მოცემულია ამ ტიპის მედიკამენტების მაგალითების ჩამონათვალი:
ოპიოიდების შემცველი სხვა მედიკამენტები, როგორიცაა მეტადონი, ზოგიერთი ტკივილგამაყუჩებელი და ხველის დამთრგუნავი საშუალებები;
ანტიდეპრესანტები (გამოიყენება დეპრესიების სამკურნალოდ), როგორებიცაა იზოკარბოქსაზიდი, ფენელზინი, სელეგილინი, ტრანიციპრომინი და ვალპროატი, რომლებმაც შეიძლება აამაღლონ ამ პრეპარატის ეფექტები;
სედატიური Hı რეცეპტორების ანტაგონისტები (გამოიყენება ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ), როგორიცაა დიფენჰიდრამინი და ქლორფენამინი;
ბარბიტურატები (გამოიყენება ძილის ან სედაციის გამომწვევად), როგორიცაა ფენობარბიტალი, სეკობარბიტალი;
ტრანკვილიზატორები (გამოიყენება ძილის ან სედაციის გამომწვევად), როგორიცაა ქლორალური ჰიდრატი.
კლონიდინმა (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ) შეიძლება გაახანგრძლივოს ამ მედიკამენტის მოქმედება.
ანტირეტროვირუსებმა (გამოიყენება შიდსის სამკურნალოდ), როგორიცაა რიტონავირი, ნელფინავირი, ინდინავირი, შეიძლება გააძლიოეროს ამ მედიკამენტის მოქმედება.
ზოგიერთმა სოკოს საწინააღმდეგო საშუალებამ (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ), როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, გარკვეული ანტიბიოტიკები, შეიძლება გაახანგრძლივოს ამ მედიკამენტის მოქმედება.
ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება შეამციროს ლიბროქსარის ეფექტი. ესენია ეპილეფსიის სამკურნალოდ (მაგალითად, კარბამაზეპინი და ფენიტოინი) და ტუბერკულოზის სამკურნალოდ (რიფამპიცინი) გამოყენებული მედიკამენტები.
ნალტრექსონმა და ნალმეფენმა (გამოიყენება ნარკოდამოკიდებულებით ამოწვეული დარღვევების სამკურნალოდ) შეიძლება შეაფერხოს ლიბროქსარის თერაპიული ეფექტი. ისინი არ უნდა მიეცეს პაციენტს ლიბროქსართან ერთად, რადგან ამან შეიძლება უეცრად გამოიწვიოს ხანგრძლივი და ინტენსიური აბსტინენცია.
ანტიდეპრესანტები, როგორიცაა მოკლობემიდი, ტრანილციპრომინი, ციტალოპრამი, ესციტალოპრამი, ფლუოქსეტინი, ფლუვოქსამინი, პაროქსეტინი, სერტრალინი, დულოქსეტინი, ვენლაფაქსინი, ამიტრიპტილინი, დოქსეპინი, ან ტრიმიპრამინი. ეს მედიკამენტები შეიძლება ურთიერთქმედებდეს ლიბროქსართან და მათ შეიძლება გამოიწვიონ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა კუნთების უნებლიე, რიტმული შეკუმშვა, მათ შორის თვალის მოძრაობის მაკონტროლებელი კუნთებისა, აგრეთვე აგზნება, ჰალუცინაციები, კომა, ზედმეტი ოფლიანობა, ტრემორი, რეფლექსების გაძლიერება, კუნთების დაძაბულობა, სხეულის ტემპერატურის მატება 38°C-ზე ზემოთ. ასეთი სიმპტომების გამოვლენისას დაუკავშირდით ექიმს.
ლიბროქსარი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
ალკოჰოლმა, ლიბროქსართან ერთად მიღებისას, შეიძლება განავითაროს ძილიანობა და გაზარდოს სუნთქვის უკმარისობის რისკი. არ მიიღოთ ლიბროქსარი ალკოჰოლთან ერთად, არ გადაყლაპოთ ან არ მოიხმაროთ საკვები ან რაიმე სასმელი, სანამ ლიბროქსარის ტაბლეტი მთლიანად არ დაიშლება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულ ქალებში ლიბროქსარის გამოყენების რისკები ცნობილი არ არის. აცნობეთ ექიმს, ხართ თუ არა ორსულად ან აპირებთ თუ არა დაორსულებას. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, უნდა გაგრძელდეს თუ არა თქვენი მკურნალობა ალტერნატიული მედიკამენტით.
ორსულობის დროს, განსაკუთრებით გვიან ორსულობისას, მედიკამენტებმა, როგორიცაა ლიბროქსარი, შეიძლება გამოიწვიოს წამლის მოხსნის სიმპტომები, მათ შორის სუნთქვის პრობლემები ახალშობილში. ეს სიმპტომები შეიძლება დაბადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გამოვლინდეს.
შეწყვიტეთ ახალშობილის ძუძუთი კვება ამ მედიკამენტის მიღებისას, რადგან ლიბროქსარი დედის რძეში გადადის.
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე ჰკითხეთ რჩევა ექიმს ან ფარმაცევტს.
ავტომანქანის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ლიბროქსარმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა. ეს შეიძლება უფრო ხშირად მოხდეს მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში, როდესაც თქვენი დოზა იცვლება, მაგრამ ასევე შეიძლება მოხდეს, თუ ლიბროქსანთან ერთად ღებულობთ ალკოჰოლს ან სხვა სედატიურ მედიკამენტებს. არ მართოთ მანქანა, არ იმუშაოთ მექანიზმებტთნ და არ შეასრულოთ რაიმე საშიში საქმიანობა, სანამ არ გაიგებთ, თუ როგორ მოქმედებს ეს წამალი თქვენზე.
ლიბროქსარი შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს
თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, დაუკავშირდით ექიმს ამ მედიკამენტის მიღებამდე.
ეს წამალი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) დოზირების ერთეულზე, ანუ არსებითად, არის „ნატრიუმისგან თავისუფალი“.
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, თუ შეამჩნიეთ ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა:
სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, მწვავე ჭინჭრის ციება/ჭინჭრის გამონაყარი. ეს შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული რეაქციის ნიშნები;
ძილიანობა, კოორდინაციის დარღვევის შეგრძნება, მხედველობის დაბინდვა, მეტყველების შეფერხება, მკაფიო აზროვნების დაქვეითება, ან თქვენთვის ნორმალურზე უფრო ნელი სუნთქვა.
ასევე, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ განიცდით რაიმე უჩვეულო გვერდით ეფექტს, მაგალითად, როგორიცაა:
ძლიერი დაღლილობა, ქავილი კანის ან თვალების გაყვითლებით. ეს შეიძლება იყოს ღვიძლის დაზიანების სიმპტომები;
არარსებულის დანახვა ან მოსმენა (ჰალუცინაციები).
ცნობები ბუპრენორფინი / ნალოქსონის მიღებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების შესახებ
ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები (1-ზე მეტი შემთხვევა ყოველ 10 ადამიანში):
უძილობა (ძილის შეუძლებლობა), ყაბზობა, გულისრევა, ჭარბი ოფლიანობა, თავის ტკივილი, მოხსნის სინდრომი
გვერდითი მოვლენები (1 შემთხვევამდე ყოველ 10 ადამიანში):
წონის დაკლება, შეშუპება (ხელები და ფეხები), ძილიანობა, შფოთვა, ნერვიულობა, ჩხვლეტის შეგრძნება, დეპრესია, სექსუალური ლტოლვის დაქვეითება, კუნთების დაძაბულობის მომატება, პათოლოგიური აზროვნება, ცრემლდენის მომატება (თვალების სისველე) ან ცრემლდენის სხვა დარღვევები, მხედველობის დაბინდვა, გაწითლება, არტერიული წნევის მომატება, შაკიკი, ცხვირი, ყელის ტკივილი და მტკივნეული ყლაპვა, გახშირებული ხველა, კუჭის ან მუცლის ღრუს სხვა დისკომფორტი, დიარეა, ღვიძლის პათოლოგიური ფუნქცია, მეტეორიზმი, პირღებინება, გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, ფეხის კრუნჩხვები (კუნთების სპაზმი), ერექციის ან მისი შენარჩუნების სირთულე, შარდვის დარღვევა, მუცლის ტკივილი, ზურგის ტკივილი, სისუსტე, ინფექცია, შემცივნება, ტკივილი გულმკერდის არეში, ცხელება, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ზოგადი დისკომფორტის შეგრძნება, სიფხიზლის ან კოორდინაციის დაკარგვით გამოწვეული შემთხვევითი დაზიანება, სისუსტე, თავბრუსხვევა.
უჩვეულო გვერდითი მოვლენები (1 შემთხვევამდე ყოველ 100 ადამიანში):
შეშუპებული ჯირკვლები (ლიმფური კვანძები), აგზნება, ტრემორი, პათოლოგიური სიზმარი, კუნთების გადაჭარბებული აქტივობა, დეპერსონალიზაცია (საკუთარი თავის უცხოდ შეგრძნება), წამალდამოკიდებულება, ამნეზია (მეხსიერების დარღვევა), ინტერესის დაკარგვა, კეთილდღეობის გაზვიადებული შეგრძნება, კრუნჩხვები (შეტევები), მეტყველების დარღვევა, თვალგუგების დავიწროვება, შარდვის გაძნელება, თვალის ანთება ან ინფექცია, სწრაფი ან ნელი გულისცემა, დაბალი არტერიული წნევა, პალპაცია, მიოკარდის ინფარქტი (გულის შეტევა), გულმკერდის შებოჭილობა, ქოშინი, ასთმა, მთქნარება, ტკივილი და წყლულები პირის ღრუში, ენის გაუფერულება, აკნე, ბუშტულები კანზე, თბის ცვენა, მშრლი ან ხორკლიანი კანი, სახსრების ანთება, საშარდე გზების ინფექცია, სისხლის პათოლოგიური ტესტები, სისხლი შარდში, პათოლოგიური ეაკულაცია, მენსტრუალური ან ვაგინალური პრობლემები, კენჭის გავლა თირკმელში, ცილა შარდში, მტკივნეული ან რთული შარდვა, მგრძნობელობა სითბოს ან სიცივის მიმართ, თბური დარტყმა, მადის დაკარგვა, აგრესია
უცნობი გვერდითი მოვლენები (სიხშირის შეფასება ხელმისაწვდომი მონაცემებით, შეუძლებელია):
ლიბროქსარის მიღებით გამოწვეული უეცარი მოხსნის სინდრომი, რაც ვლინდება ოპიოიდების უნებართვო გამოყენებიდან ძალიან მოკლე დროში მოხსნის სინდრომი ახალშობილში. შენელებული ან გაძნელებული სუნთქვა, ღვიძლის დაზიანება სიყვითლით ან მის გარეშე, ჰალუცინაციები, სახის და ყელის შეშუპება ან სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული რეაქციები არტეიული წნევისს ვარდნა სკამიდან ან საწოლიდან სწრაფად ადგომისას
ამ მედიკამენტის ბოროტად გამოყენებამ ინექციით შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სიმპტომები, ინფექციები, კანის სხვა რეაქციები და ღვიძლის პოტენციურად სერიოზული პრობლემები (იხილეთ გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ შეამჩნევთ რომ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ბროშურაში. ასევე შეგიძლიათ გააგზავნოთ შეტყობინება მისამართზე:
Statni ustav pro kontrol léčiv, Šrobárova 48, 100 41 Praha 10, ვებსაიტი:
www.sukl.cz/nahlasit-nezadouci-ucinek
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინები გამოგზავნით, თქვენ გვეხმარებით რომ მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ ამ წამლის უსაფრთხოების შესახებ.
შენახვის პირობები
შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის და ოჯახის სხვა წევრებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ამ წამალმა შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს მათ ჯანმრთელობას და მისი გამოყენება შეიძლება ფატალური იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მას შემთხვევით ან განზრახ იღებენ, მიუხედავად იმისა, რომ ის მათთვის არ არის დანიშნული.
არ გამოიყენოთ ეს წამალი ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტზე EXP-ის შემდეგ. ვადის გასვლის თარიღია შესაბამისი თვის ბოლო დღე.
არ შეინახოთ 30°C -ზე ზემოთ. შეინახეთ თავდაპირველ პაკეტში, რათა დაიცვას სინათლისა და ტენისაგან
ეს წამალი შეიძლება გახდეს სამიზნე იმ პირთათვის, რომლებიც ბოროტად იყენებენ მას. ამიტომ, შეინახეთ იგი საიმედოდ, რათა დაიცვთ ქურდობისაგან.
შეინახეთ ბლისტერი უსაფრთხოდ
არასოდეს გახსნათ ბლისტერი წინასწარ
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
პაკეტის ბროშურა: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ლიბროქსარი 2 მგ / 0,5 მგ სუბინგვალური ტაბლეტები
ლიბროქსარი 8 მგ / 2 მგ სუბლინგვალური ტაბლეტები
ბუპრენორფინი / ნალოქსონი
ყურადღებით წაიკითხეთ ეს ბროშურა მთლიანად, სანამ დაიწყებთ ამ წამლის მიღებას, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს ბროშურა. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
- თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს წამალი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. ნუ გადასცემთ მას სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.
- თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა სერიოზულია, ან თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მითითებული ამ ბროშურაში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. იხილეთ მე-4 თავი.
რა არის მოცემული ამ ბროშურაში
- რა არის და რისთვის გამოიყენება ლიბროქსარი
- რა უნდა იცოდეთ ლიბროქსარის მიღებამდე
- როგორ მივიღოთ ლიბროქსარი
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
- ლიბროქსარის შენახვის პირობები
- პაკეტის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რა არის და რისთვის გამოიყენება ლიბროქსარი
ლიბროქსარი გამოიყენება ოპიოიდური (ნარკოტიკული) საშუალებებისადმი დამოკიდებულების სამკურნალოდ, როგორიცაა ჰეროინი ან მორფინი, იმ პირებისათვის, რომლებმაც გადაწყვიტეს განიკურნონ ამ დამოკიდებულებისაგან. ლიბროქსარი გამოიყენება ზრდასრულ პირებსა და 15 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში, რომლებიც ასევე იღებენ სამედიცინო, სოციალურ და ფსიქოლოგიურ დახმარებას.
რა უნდა იცოდეთ ლიბროქსარის მიღებამდე
არ მიიღოთ ლიბროქსარი:
თუ ხართ ალერგიული ბუპრენორფინის, ნალოქსონის ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე -6 ნაწილში);
თუ გაქვთ სუნთქვის სერიოზული პრობლემები;
თუ გაქვთ ღვიძლის სერიოზული პრობლმები;
თუ ხართ ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში ან გაქვთ კანკალი, ოფლიანობა, შფოთვა, დაბნეულობა ან ალკოჰოლით გამოწვეული ჰალუცინაციები;
თუ ღებულობთ ნალტრექსონს ან ნალმეფენს ალკოჰოლის ან ოპიოიდური დამოკიდებულების სამკურნალოდ.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ლიბროქსარის მიღებამდე, მიმართეთ რჩევისათვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გაქვთ:
ასთმა ან სუნთქვის სხვა პრობლემები;
ღვიძლის რაიმე დააავადება, მაგალითად ჰეპატიტი;
დაბალი არტერიული წნევა;
ცოტა ხნის წინ გადატანილი თავის ტრავმა ან თავის ტვინის დაავადება;
შარდვის პრობლემები (ეს განსაკუთრებით ეხება პროსტატას გადიდებას მამაკაცებში);
თირკმელების რაიმე დაავადება;
ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები;
ადრენოკორტიკალური ფუნქციის მოშლა (მაგლითად ადისონიოს დაავადება);
დეპრესია ან სხვა მდგომარეობები, რომლებსაც ანტიდეპრესანტებით მკურნალობენ.
ამ პრეპარატების მიღებამ ლიბროქსართან ერთად, შეიძლება გამოიწვიოს სეროტონინის სინდრომი, რაც სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში მდგომარეობაა (იხილეთ „სხვა პრეპარატები და ლიბროქსარი“).
მნიშვნელოვანია, რომ იცოდეთ:
დამატებითი მონიტორინგი
თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ უფრო მკაცრი მონიტორინგი თქვენი ექიმის მხრიდან, თუ თქვენ ხართ 18 წლამდე ასაკის ან 65 წელს გადაცილებული პირი. 15 წლამდე ასაკის პირებისათვის ამ წამლის მიცემა არ შეიძლება.
არასწორად ან ბოროტად გამოყენება
ეს წამალი შეიძლება გახდეს სამიზნე იმ პირთათვის, რომლებიც ბოროტად იყენებენ დანიშნულ პრეპარატებს. ამიტომ, შეინახეთ იგი საიმედოდ, რათა დაიცვთ ქურდობისაგან. არ მისცეთ ეს წამალი სხვა პირებს, ამან შეიძლება გამოიწვიოს მათი სიკვდილი ან სხვაგვარი ზიანი.
სუნთქვის პრობლემები
აღნიშნულია სუნთქვის უკმარისობით (სუნთქვის შეუძლებლობა) გარდაცვალების შემთხვევები იმ პირებში, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს ეს წამალი ან მიიღეს იგი ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დეპრესანტებთან ერთად, როგორიცაა ალკოჰოლი, ბენზოდიაზეპინები (ტრანკვილიზატორები) ან სხვა ოპიოიდები.
ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე, შესაძლოა ფატალური, რესპირატორული დეპრესია (სუნთქვის უნარის დაქვეითება) ბავშვებში და არა-დამოკიდებულ ადამიანებში, რომლებმაც შემთხვევით ან შეგნებულად მიიღეს იგი.
დამოკიდებულება
ამ პროდუქტმა შეიძლება გამოიწვიოს წამალდამოკიდებულება.
მოხსნის სიმპტომები
ამ პროდუქტმა შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სიმპტომები, თუ მას მიიღებთ 6 საათზე ნაკლებ დროში ხანმოკლე მოქმედების ოპიოიდის (მაგალითად, მორფინი, ჰეროინი) გამოყენებიდან ან 24 საათზე ნაკლებ დროში ხანგრძლივი მოქმედების ოპიოიდის გამოყენებიდან, როგორიცაა მეტადონი.
ლიბროქსარმა შეიძლება ასევე გამოიწვიოს მოხსნის სინდრომი, თუკი უეცრად შეწყვეტთ მის მიღებას.
ღვიძლის დაზიანება
აღნიშნულია ღვიძლის დაზიანების შემთხვევები ლიბროქსარის მიღების შემდეგ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მედიკამენტი ბოროტად გამოიყენება. ეს ასევე შეიძლება უკავშირდებოდეს ვირუსულ ინფექციებს (ქრონიკული C ჰეპატიტი), ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებას, ანორექსიას, ან სხვა ისეთი მედიკამენტების გამოყენებას რომლებსაც შეუძლია თქვენი ღვიძლის დაზიანება გამოიწვიონ (იხ. ნაწილი 4). თქვენი ღვიძლის მდგომარეობის მონიტორინგისთვის შეიძლება საჭირო გახდეს სისხლის რეგულარული ტესტების ჩატარება თქვენი ექიმის მიერ. სანამ ლიბროქსარით დაიწყებთ მკურნალობას, აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ღვიძლის რაიმე პრობლემა
არტერიული წნევა
ამ პროდუქტმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის უეცარი ვარდნა, რაც თავის მხრივ გამოიწვევს თავბრუსხვევას, თუ ძალიან სწრაფად ადგებით სკამიდან ან საწოლისგან.
არადაკავშირებული სამედიცინო მდგომარეობების დიაგნოზი
ამ წამალმა შეიძლება შენიღბოს ტკივილის სიმპტომები, რომლებიც შესაძლოა ზოგოერთი სხვა დაავადების დიაგნოსტირებაში დაგვხმარებოდა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ აცნობოთ ექიმს, თუკი ამ წამალს ღებულობთ.
ძილთან დაკავშირებული სუნთქვის დარღვევები
ლიბროქსარმა შეიძლება გამოიწვიოს ძილთან დაკავშირებული სუნთქვის დარღვევები, როგორიცაა ძილის აპნოე (სუნთქვის შეჩერება ძილის დროს) და ძილთან დაკავშირებული ჰიპოქსემია (სისხლში ჟანგბადის დაბალი დონე). სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ძილის დროს სუნთქვის შეჩერებას, ღამით გაღვიძებას ქოშინის გამო, ძილის შენარჩუნების სირთულეს ან დღის განმავლობაში ზედმეტ ძილიანობას. თუ თქვენ ან სხვა ვინმე შეამჩნევთ ამ სიმპტომებს, დაუკავშირდით ექიმს. თქვენი ექიმი განიხილავს თქვენი დოზის შემცირებას.
სხვა წამლები და ლიბროქსარი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ, ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გაზარდოს ლიბროქსარის გვერდითი მოვლენები და გამოიწვიოს ძალიან სერიოზული რეაქციები. ექიმთან კონსულტაციის გარეშე, არ უნდა მიიღოთ ლიბროქსართან ერთად სხვა მედიკამენტები, კერძოდ:
ბენზოდიაზეპინები (გამოიყენება შფოთვის ან ძილის დარღვევების სამკურნალოდ), როგორიცაა დიაზეპამი, თემაზეპამი, ალპრაზოლამი. სწორ დოზას დაგინიშნავთ ექიმი. ბენზოდიაზეპინების არასწორი დოზის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი სუნთქვის უკმარისობის გამო (სუნთქვის შეუძლებლობა).
გაბაპენტინი ან პრეგაბალინი, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის ან ნერვის დაზიანებით გამოწვეული ტკივილის (ნეიროპათიული ტკივილი) სამკურნალოდ.
სხვა მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა და რომლებიც გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა შფოთვა, უძილობა, კანკალი/კრუნჩხვები, ტკივილი. ამ ტიპის მედიკამენტები ამცირებს თქვენს სიფხიზლის დონეს, რაც ართულებს ავტომანქანის მართვას და მექანიზმებთან მუშაობას. მათ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესია, რაც ძალიან სერიოზულია. ქვემოთ მოცემულია ამ ტიპის მედიკამენტების მაგალითების ჩამონათვალი:
ოპიოიდების შემცველი სხვა მედიკამენტები, როგორიცაა მეტადონი, ზოგიერთი ტკივილგამაყუჩებელი და ხველის დამთრგუნავი საშუალებები;
ანტიდეპრესანტები (გამოიყენება დეპრესიების სამკურნალოდ), როგორებიცაა იზოკარბოქსაზიდი, ფენელზინი, სელეგილინი, ტრანიციპრომინი და ვალპროატი, რომლებმაც შეიძლება აამაღლონ ამ პრეპარატის ეფექტები;
სედატიური Hı რეცეპტორების ანტაგონისტები (გამოიყენება ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ), როგორიცაა დიფენჰიდრამინი და ქლორფენამინი;
ბარბიტურატები (გამოიყენება ძილის ან სედაციის გამომწვევად), როგორიცაა ფენობარბიტალი, სეკობარბიტალი;
ტრანკვილიზატორები (გამოიყენება ძილის ან სედაციის გამომწვევად), როგორიცაა ქლორალური ჰიდრატი.
კლონიდინმა (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ) შეიძლება გაახანგრძლივოს ამ მედიკამენტის მოქმედება.
ანტირეტროვირუსებმა (გამოიყენება შიდსის სამკურნალოდ), როგორიცაა რიტონავირი, ნელფინავირი, ინდინავირი, შეიძლება გააძლიოეროს ამ მედიკამენტის მოქმედება.
ზოგიერთმა სოკოს საწინააღმდეგო საშუალებამ (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ), როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, გარკვეული ანტიბიოტიკები, შეიძლება გაახანგრძლივოს ამ მედიკამენტის მოქმედება.
ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება შეამციროს ლიბროქსარის ეფექტი. ესენია ეპილეფსიის სამკურნალოდ (მაგალითად, კარბამაზეპინი და ფენიტოინი) და ტუბერკულოზის სამკურნალოდ (რიფამპიცინი) გამოყენებული მედიკამენტები.
ნალტრექსონმა და ნალმეფენმა (გამოიყენება ნარკოდამოკიდებულებით ამოწვეული დარღვევების სამკურნალოდ) შეიძლება შეაფერხოს ლიბროქსარის თერაპიული ეფექტი. ისინი არ უნდა მიეცეს პაციენტს ლიბროქსართან ერთად, რადგან ამან შეიძლება უეცრად გამოიწვიოს ხანგრძლივი და ინტენსიური აბსტინენცია.
ანტიდეპრესანტები, როგორიცაა მოკლობემიდი, ტრანილციპრომინი, ციტალოპრამი, ესციტალოპრამი, ფლუოქსეტინი, ფლუვოქსამინი, პაროქსეტინი, სერტრალინი, დულოქსეტინი, ვენლაფაქსინი, ამიტრიპტილინი, დოქსეპინი, ან ტრიმიპრამინი. ეს მედიკამენტები შეიძლება ურთიერთქმედებდეს ლიბროქსართან და მათ შეიძლება გამოიწვიონ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა კუნთების უნებლიე, რიტმული შეკუმშვა, მათ შორის თვალის მოძრაობის მაკონტროლებელი კუნთებისა, აგრეთვე აგზნება, ჰალუცინაციები, კომა, ზედმეტი ოფლიანობა, ტრემორი, რეფლექსების გაძლიერება, კუნთების დაძაბულობა, სხეულის ტემპერატურის მატება 38°C-ზე ზემოთ. ასეთი სიმპტომების გამოვლენისას დაუკავშირდით ექიმს.
ლიბროქსარი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
ალკოჰოლმა, ლიბროქსართან ერთად მიღებისას, შეიძლება განავითაროს ძილიანობა და გაზარდოს სუნთქვის უკმარისობის რისკი. არ მიიღოთ ლიბროქსარი ალკოჰოლთან ერთად, არ გადაყლაპოთ ან არ მოიხმაროთ საკვები ან რაიმე სასმელი, სანამ ლიბროქსარის ტაბლეტი მთლიანად არ დაიშლება.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება
ორსულ ქალებში ლიბროქსარის გამოყენების რისკები ცნობილი არ არის. აცნობეთ ექიმს, ხართ თუ არა ორსულად ან აპირებთ თუ არა დაორსულებას. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, უნდა გაგრძელდეს თუ არა თქვენი მკურნალობა ალტერნატიული მედიკამენტით.
ორსულობის დროს, განსაკუთრებით გვიან ორსულობისას, მედიკამენტებმა, როგორიცაა ლიბროქსარი, შეიძლება გამოიწვიოს წამლის მოხსნის სიმპტომები, მათ შორის სუნთქვის პრობლემები ახალშობილში. ეს სიმპტომები შეიძლება დაბადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გამოვლინდეს.
შეწყვიტეთ ახალშობილის ძუძუთი კვება ამ მედიკამენტის მიღებისას, რადგან ლიბროქსარი დედის რძეში გადადის.
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე ჰკითხეთ რჩევა ექიმს ან ფარმაცევტს.
ავტომანქანის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ლიბროქსარმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა. ეს შეიძლება უფრო ხშირად მოხდეს მკურნალობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში, როდესაც თქვენი დოზა იცვლება, მაგრამ ასევე შეიძლება მოხდეს, თუ ლიბროქსანთან ერთად ღებულობთ ალკოჰოლს ან სხვა სედატიურ მედიკამენტებს. არ მართოთ მანქანა, არ იმუშაოთ მექანიზმებტთნ და არ შეასრულოთ რაიმე საშიში საქმიანობა, სანამ არ გაიგებთ, თუ როგორ მოქმედებს ეს წამალი თქვენზე.
ლიბროქსარი შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს
თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, დაუკავშირდით ექიმს ამ მედიკამენტის მიღებამდე.
ეს წამალი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) დოზირების ერთეულზე, ანუ არსებითად, არის „ნატრიუმისგან თავისუფალი“.
როგორ მივიღოთ ლიბროქსარი
თქვენი მკურნალობა ინიშნება და მონიტორინგი ხორციელდება ნარკოდამოკიდებულების მკურნალობაში გამოცდილი ექიმების მიერ
თქვენთვის საუკეთესო დოზას განსაზღვრავს ექიმი. თქვენი მკურნალობის დროს ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა, რაც დამოკიდებულია თქვენს რეაქციაზე წამლის მიმართ.
ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა ან ფარმაცევტმა გირჩიათ. თუ არ ხართ დარწმუნებული რომ სწორად ღებულობთ, გადამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
მკურნალობის დაწყება
ზრდასრული პაციენტებისა და 15 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებისათვის რეკომენდებული საწყისი დოზაა ლიბროქსარი 2 მგ/0,5 მგ-ის ერთიდან ორ ტაბლეტამდე. ამ წამლის დამატებითი ერთი ან ორი ტაბლეტი შეიძლება დაინიშნოს 1-ლ დღეს, პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე.
მოხსნის მკაფიო ნიშნები აშკარა უნდა იყოს ლიბროქსარის პირველი დოზის მიღებამდე. ლიბროქსარის პირველი დოზის მიღების დროს განსაზღვრავს ექიმი, მკურნალობისადმი თქვენი მზადყოფნის შეფასების საფუძველზე.
ლიბროქსარით მკურნალობის დაწყება ჰეროინზე დამოკიდებულერბის შემთხვევაში.
თუ ხართ დამოკიდებული ჰეროინზე ან ხანმოკლე მოქმედების რომელიმე ოპიოიდზე, ლიბროქსარის პირველი დოზა უნდა მიიღოთ მოხსნის სიმპტომები გამოვლენისას, მაგრამ არანაკლებ 6 საათის შემდეგ ოპიოიდების ბოლო მიღებიდან.
ლიბროქსარით მკურნალობის დაწყება მეტადონზე დამოკიდებულების შემთხვევაში.
თუ ღებულობთ მეთადონს ან ხანგრძლივი მოქმედების რომელიმე ოპიოიდს, იდეალური იქნება, თუ მეთადონის დღიურ დოზას შეამცირებთ 30მგ/დღე-ზე ქვემოთ, ლიბროქსარით მკურნალობის დაწყებამდე. ლიბროქსარის პირველი დოზა უნდა მიიღოთ მოხსნის სიმპტომები გამოვლენისას, მაგრამ არანაკლებ 24 საათის შემდეგ მეთადონის ბოლო მიღებიდან
ლიბროქსარეის მიღება
მიიღეთ დოზა დღეში ერთხელ ტაბლეტების ენის ქვეშ მოთავსებით.
მოათავსეთ ტაბლეტები ენის ქვეშ მანამ, სანამ ისინი მთლიანად არ დაიშლება. ამას შეიძლება 5-10 წუთი დასჭირდეს.
არ დაღეჭოთ ან არ გადაყლაპოთ ტაბლეტები, რადგან წამალი ეფექტს დაკარგავს და შეიძლება განვითარდეს მოხსნის სიმპტომები.
არ მიიღოთ საკვები ან სასმელი სანამ ტაბლეტი სრულად არ დაიშლება.
დოზის კორექტირება და მხარდამჭერი თერაპია
მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, ექიმმა შეიძლება გაზარდოს ლიბროქსარის დოზა, რომელსაც იღებთ თქვენი საჭიროებების შესაბამისად. თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ლიბროქსარის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 24 მგ (ანუ სამი ცალი ლიბროქსარის 8 მგ/2 მგ ტაბლეტის ტოლი, როდესაც პაციენტის მდგომარეობა სტაბილიზირდება მკურნალობის პროცესში)
წარმატებული მკურნალობის დროის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ შეუთანხმდეთ თქვენს ექიმს, რათა შეამციროს დოზა თანდათანობით, უმცირეს შემანარჩუნებელ დოზამდე.
მკურნალობის შეწყვეტა
თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, ლიბროქსარის დოზის მიღება შეიძლება გაგრძელდეს სიფრთხილის დაცვით, ექიმის ზედამხედველობის ქვეშ, სანამ ამ მედიკამეტით მკურნალობა საბოლოოდ არ შეგიწყდებათ.
არავითარ შემთხვევაში არ შეცვალოთ და არ შეწყვიტოთ მკურნალობა თქვენი მკურნალი ექიმის ნებართვის გარეშე
თუ საჭიროზე ჭარბი დოზით ღებულობთ ლიბროქსარს
თუ თქვენ ან ვინმე სხვამ დიდი ზედოზირებით მიიღეთ ეს წამალი, დაუყოვნებლივ მიმართეთ გადაუდებელი დახმარების ცენტრს ან საავადმყოფოს სამკურნალოდ, რადგან ლიბროქსარის ზედოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის სერიოზული და სიცოცხლის შემანარჩუნებელი პრობლემები.
ზედოზირების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ძილისა და არაკოორდინირებული მოძრაობის შეგრძნებას შენელებული რეფლექსებით, მხედველობის დაბინდვით და/ან მეტყველების დარღვევით. თქვენ შეიძლება ვერ აზროვნებდეთ მკაფიოდ და შეიძლება სუნთქავდეთ თქვენთვის ნორმალურზე უფრო ნელა
თუ დაგავიწყდათ ლიბროქსარის მიღება
თუ დოზა გამოგრჩათ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ამის შესახებ.
თუ შეწყვიტეთ ლიბროქსარის მიღება
არავითარ შემთხვევაში არ შეცვალოთ და არ შეწყვიტოთ მკურნალობა თქვენი მკურნალი ექიმის ნებართვის გარეშე . მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სიმპტომები.
თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ამ პროდუქტის გამოყენების შესახებ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.
დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, თუ შეამჩნიეთ ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა:
სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, მწვავე ჭინჭრის ციება/ჭინჭრის გამონაყარი. ეს შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული რეაქციის ნიშნები;
ძილიანობა, კოორდინაციის დარღვევის შეგრძნება, მხედველობის დაბინდვა, მეტყველების შეფერხება, მკაფიო აზროვნების დაქვეითება, ან თქვენთვის ნორმალურზე უფრო ნელი სუნთქვა.
ასევე, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ განიცდით რაიმე უჩვეულო გვერდით ეფექტს, მაგალითად, როგორიცაა:
ძლიერი დაღლილობა, ქავილი კანის ან თვალების გაყვითლებით. ეს შეიძლება იყოს ღვიძლის დაზიანების სიმპტომები;
არარსებულის დანახვა ან მოსმენა (ჰალუცინაციები).
ცნობები ბუპრენორფინი / ნალოქსონის მიღებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების შესახებ
ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები (1-ზე მეტი შემთხვევა ყოველ 10 ადამიანში):
უძილობა (ძილის შეუძლებლობა), ყაბზობა, გულისრევა, ჭარბი ოფლიანობა, თავის ტკივილი, მოხსნის სინდრომი
გვერდითი მოვლენები (1 შემთხვევამდე ყოველ 10 ადამიანში):
წონის დაკლება, შეშუპება (ხელები და ფეხები), ძილიანობა, შფოთვა, ნერვიულობა, ჩხვლეტის შეგრძნება, დეპრესია, სექსუალური ლტოლვის დაქვეითება, კუნთების დაძაბულობის მომატება, პათოლოგიური აზროვნება, ცრემლდენის მომატება (თვალების სისველე) ან ცრემლდენის სხვა დარღვევები, მხედველობის დაბინდვა, გაწითლება, არტერიული წნევის მომატება, შაკიკი, ცხვირი, ყელის ტკივილი და მტკივნეული ყლაპვა, გახშირებული ხველა, კუჭის ან მუცლის ღრუს სხვა დისკომფორტი, დიარეა, ღვიძლის პათოლოგიური ფუნქცია, მეტეორიზმი, პირღებინება, გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, ფეხის კრუნჩხვები (კუნთების სპაზმი), ერექციის ან მისი შენარჩუნების სირთულე, შარდვის დარღვევა, მუცლის ტკივილი, ზურგის ტკივილი, სისუსტე, ინფექცია, შემცივნება, ტკივილი გულმკერდის არეში, ცხელება, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ზოგადი დისკომფორტის შეგრძნება, სიფხიზლის ან კოორდინაციის დაკარგვით გამოწვეული შემთხვევითი დაზიანება, სისუსტე, თავბრუსხვევა.
უჩვეულო გვერდითი მოვლენები (1 შემთხვევამდე ყოველ 100 ადამიანში):
შეშუპებული ჯირკვლები (ლიმფური კვანძები), აგზნება, ტრემორი, პათოლოგიური სიზმარი, კუნთების გადაჭარბებული აქტივობა, დეპერსონალიზაცია (საკუთარი თავის უცხოდ შეგრძნება), წამალდამოკიდებულება, ამნეზია (მეხსიერების დარღვევა), ინტერესის დაკარგვა, კეთილდღეობის გაზვიადებული შეგრძნება, კრუნჩხვები (შეტევები), მეტყველების დარღვევა, თვალგუგების დავიწროვება, შარდვის გაძნელება, თვალის ანთება ან ინფექცია, სწრაფი ან ნელი გულისცემა, დაბალი არტერიული წნევა, პალპაცია, მიოკარდის ინფარქტი (გულის შეტევა), გულმკერდის შებოჭილობა, ქოშინი, ასთმა, მთქნარება, ტკივილი და წყლულები პირის ღრუში, ენის გაუფერულება, აკნე, ბუშტულები კანზე, თბის ცვენა, მშრლი ან ხორკლიანი კანი, სახსრების ანთება, საშარდე გზების ინფექცია, სისხლის პათოლოგიური ტესტები, სისხლი შარდში, პათოლოგიური ეაკულაცია, მენსტრუალური ან ვაგინალური პრობლემები, კენჭის გავლა თირკმელში, ცილა შარდში, მტკივნეული ან რთული შარდვა, მგრძნობელობა სითბოს ან სიცივის მიმართ, თბური დარტყმა, მადის დაკარგვა, აგრესია
უცნობი გვერდითი მოვლენები (სიხშირის შეფასება ხელმისაწვდომი მონაცემებით, შეუძლებელია):
ლიბროქსარის მიღებით გამოწვეული უეცარი მოხსნის სინდრომი, რაც ვლინდება ოპიოიდების უნებართვო გამოყენებიდან ძალიან მოკლე დროში მოხსნის სინდრომი ახალშობილში. შენელებული ან გაძნელებული სუნთქვა, ღვიძლის დაზიანება სიყვითლით ან მის გარეშე, ჰალუცინაციები, სახის და ყელის შეშუპება ან სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული რეაქციები არტეიული წნევისს ვარდნა სკამიდან ან საწოლიდან სწრაფად ადგომისას
ამ მედიკამენტის ბოროტად გამოყენებამ ინექციით შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სიმპტომები, ინფექციები, კანის სხვა რეაქციები და ღვიძლის პოტენციურად სერიოზული პრობლემები (იხილეთ გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ შეამჩნევთ რომ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ ესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ბროშურაში. ასევე შეგიძლიათ გააგზავნოთ შეტყობინება მისამართზე:
Statni ustav pro kontrol léčiv, Šrobárova 48, 100 41 Praha 10, ვებსაიტი:
www.sukl.cz/nahlasit-nezadouci-ucinek
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინები გამოგზავნით, თქვენ გვეხმარებით რომ მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ ამ წამლის უსაფრთხოების შესახებ.
- ლიბროქსარის შენახვის პირობები
შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის და ოჯახის სხვა წევრებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ამ წამალმა შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს მათ ჯანმრთელობას და მისი გამოყენება შეიძლება ფატალური იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მას შემთხვევით ან განზრახ იღებენ, მიუხედავად იმისა, რომ ის მათთვის არ არის დანიშნული.
არ გამოიყენოთ ეს წამალი ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტზე EXP-ის შემდეგ. ვადის გასვლის თარიღია შესაბამისი თვის ბოლო დღე.
არ შეინახოთ 30°C -ზე ზემოთ. შეინახეთ თავდაპირველ პაკეტში, რათა დაიცვას სინათლისა და ტენისაგან
ეს წამალი შეიძლება გახდეს სამიზნე იმ პირთათვის, რომლებიც ბოროტად იყენებენ მას. ამიტომ, შეინახეთ იგი საიმედოდ, რათა დაიცვთ ქურდობისაგან.
შეინახეთ ბლისტერი უსაფრთხოდ
არასოდეს გახსნათ ბლისტერი წინასწარ
არ მიიღოთ ეს წამალი ბავშვების თვალწინ
შემთხვევით გადაყლაპვის ან ამაზე დაეჭვების შემთხვვაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს
არ გადააგდოთ ეს მედიკამენტი ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა განკარგოთ გამოუყენებელი მედიკმენტი ეს ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- პაკეტის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
ლიბროქსარის შემცველობა:
აქტიური ნივთიერებებია ბუპრენორფინი და ნალოქსონი
თითოეული 2მგ/0.5მგ სუბლინგვალური ტაბლეტი შეიცავს 2მგ ბუპრენორფინს (ჰიდროქლორიდის სახით) და 0.5მგ ნალოქსონს (ჰიოდროქლორიდის დიჰიდრატის სახით)
თითოეული 8მგ/2მგ სუბლინგვალური ტაბლეტი შეიცავს 8მგ ბუპრენორფინს (ჰიდროქლორიდის სახით) და 2მგ ნალოქსონს (ჰიოდროქლორიდის დიჰიდრატის სახით)
სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მანიტოლი, პოვიდონი, სიმინდის სახამებელი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ციტრატი, ასკორბინის მჟავა, დინატრიუმის ედეტატი, აცესულფამი K (E950), ლიმონის არომატი და მაგნიუმის სტეარატი
ლიბროქსარის გარეგანი სახე და პაკეტის შიგთავსი
ლიბროქსარი 2მგ/0.5მგ სუბლინგვალური ტაბლეტები - თეთრიდან მოყავისფრომდე, ექვსკუთხა, ორმხრივად ამობურცული ტაბლეტები, ზომით 6მმ, ერთ მხარეს ამოტვიფრული წარწერით “N2”
ლიბროქსარი 8მგ/2მგ სუბლინგვალური ტაბლეტები - თეთრიდან მოყავისფრომდე, ექვსკუთხა, ორმხრივად ამობურცული ტაბლეტები, ზომით 10მმ, ერთ მხარეს ამოტვიფრული წარწერით “N8”
ლიბროქსარი გამოიშვება კოლოფებში, 7, 14, 21, 28 და 30 სუბლინგვალური ტაბლეტი ბლისტერებში
ბაზარზე შესაძლოა არ იქნას გამოტანილი ყველა ზომის პაკეტი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი I, გაიცემა ფორმა №1 რეცეპტით, ჩანაცვლებითი თერაპიის ფარგლებში
სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ნებართვის მფლობელი
HEATON k.s.
Na Pankráci 332/14
140 00 პრაღა,
ჩეხეთის რესპუბლიკა
მწარმოებელი
Laboratories SMB
Rue De La Pastorale 26-28
1080 Molenbeek-Saint-Jean
ბრიუსელი,
ბელგია
ეს სამედიცინო პროდუქტი ნებადართულია ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ ქვეყნებში შემდეგი დასახელებებით:
ბელგია ლიბროქსარი
კვიპროსი ლიბროქსარი
ჩეხეთის რესპუბლიკა ლიბროქსარი
დანია ლიბროქსარი
საბერძნეთი ლიბროქსარი
ლუქსემბურგი ლიბროქსარი
ნიდერლანდები ლიბროქსარი
ნორვეგია ლიბროქსარი
შვედეთი ლიბროქსარი
ბროშურის ბოლო რედაქციის თარიღი: 12.9.2024
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


