ბუპრენორფინის და ნალოქსონის სუბლინგვალური ტაბლეტები USP
Buprenorphine and Naloxone Sublingual Tablets USP
ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტები შეიცავს ბუპრენორფინს, ოპიოიდების ნაწილობრივ აგონისტს და ნალოქსონს, ოპიოიდების ანტაგონისტს და გამოიყენება ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი თერაპიის მიზნით (1). …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ნალოქსონი (naloxone) + ბუპრენორფინის (buprenorphine)
- ფორმა და შეფუთვა
- 8მგ+2მგ სუბლინგვალური ტაბლეტი №30 ბოთლში (პირველადი შეფუთვით)
- მწარმოებელი
- SpecGx LLC, აშშ
- გაცემის წესი
- I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №1 რეცეპტით, ჩანაცვლებითი თერაპიის ფარგლებში
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ნერვული სისტემის სამკურნალო სხვა პრეპარატები, ოპიოიდური დამოკიდებულების დროს გამოსაყენებელი პრეპარატები
- ATC კოდი
- N07BC51
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042663
- რეგისტრირებულია
- 26 ივლისი 2024, მოქმედებს 26 ივლისი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „დსმც - დამოკიდებულების სამედიცინო მართვის ცენტრი“
- GMP
- -
ბუპრენორფინის და ნალოქსონის სუბლინგვალური ტაბლეტები USP — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტები შეიცავს ბუპრენორფინს, ოპიოიდების ნაწილობრივ აგონისტს და ნალოქსონს, ოპიოიდების ანტაგონისტს და გამოიყენება ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი თერაპიის მიზნით (1).
ბუპრენორფინის და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების გამოყენება უნდა მოხდეს როგორც სრული მკურნალობის გეგმის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს კონსულტაციებს და ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას (1).
მიღების წესი და დოზირება
ბუპრენორფინის და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტები ინიშნება ენის ქვეშ ერთჯერადად, სადღეღამისო დოზით. ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტები ინიშნება იმ პაციენტებში, რომლებიც თავდაპირველად იყენებდნენ ბუპრენორფინის სუბლინგვურ ტაბლეტებს.
მედიკამენტი ინიშნება ვიზიტების სიხშირის გათვალისწინებით. არ არის რეკომენდებული დოზის მრავლობითი კორექცია მკურნალობის საწყის ეტაპზე ან საკონტროლო ვიზიტებზე, პაციენტის შესაფერისი მონიტორინგის გარეშე.
- 2. პაციენტის ხელმისაწვდომობა ნალოქსონზე ოპიოიდური პერედოზირების გადაუდებელი მკურნალობისთვის.
განიხილეთ ნალოქსონის ხელმისაწვდომობა პაციენტთან და მომვლელთან, ოპიოიდების ჭარბი დოზირების გადაუდებელი მკურნალობისთვის. იმის გამო, რომ პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ ოპიოიდების მოხმარების დარღვევბის გამო, აქვთ რეციდივის პოტენციალი, რაც აყენებს მათ ოპიოიდების ჭარბი დოზირების რისკის ქვეშ, მკაცრად განიხილება ნალოქსონის დანიშვნა ოპიოიდების ჭარბი დოზის გადაუდებელი მკურნალობისას, როგორც ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტებით მკურნალობის დაწყებისას და განახლებისას. ასევე განიხილეთ ნალოქსონის დანიშვნა, თუ პაციენტს ჰყავს ოჯახის წევრები (მათ შორის ბავშვები) ან სხვა ახლო კონტაქტები, რომლებსაც აქვთ შემთხვევითი გადაყლაპვის ან ოპიოიდების პერედოზირების რისკი [იხილეთ გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.2)].
აცნობეთ პაციენტებს და მომვლელებს, რომ ნალოქსონი ასევე შეიძლება დაინიშნოს ბუპრენორფინის და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების ცნობილი ან საეჭვო ჭარბი დოზირების შემთხვევაში. ჩვეულებრივზე დიდი დოზები და ნალოქსონის განმეორებითი მიღება შეიძლება საჭირო გახდეს ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების მოქმედების დიდი ხანგრძლივობისა და მიუ-ოპიოიდური რეცეპტორებისადმი მისი აფინურობის გამო [იხ. დოზის გადაჭარბება (10)].
აცნობეთ პაციენტებს და მომვლელებს ნალოქსონის მიღების ვარიანტების შესახებ, როგორც ეს ნებადართულია ნალოქსონის გაცემისა და გამოწერის ინდივიდუალური მოთხოვნებით ან გაიდლაინებით (მაგ. რეცეპტით, უშუალოდ ფარმაცევტის მიერ, ან როგორც საზოგადოებაზე-დაფუძნებული პროგრამის ნაწილი) [იხ. ინფორმაცია პაციენტის კონსულტაციის შესახებ (17)].
შემანარჩუნებელი თერაპია
უნდა მოხდეს ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების დოზის ეტაპობრივი კორექცია ბუპრენორფინი/ნალოქსონი 2მგ/0,5მგ ან 4მგ/1მგ, აბსტინენციის ნიშნებისა და სიმპტომების დამთრგუნველი კონცენტრაციის მიღწევამდე.
ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების შემანარჩუნებელი დოზა ძირითადად მერყეობს 4მგ/1მგ ბუპრენორფინი/ნლოქსონიდან 24მგ/6მგ ბუპრენორფინი/ნალოქსონამდე დღეში, პაციენტის ინდივიდუალური მოთხოვნილების შესაბამისად. ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების რეკომენდებული სამიზნე დოზა შეადგენს 16მგ/4მგ ბუპრენორფინი/ნალოქსონს დღეში, ერთჯერად მიღებაზე. 24მგ/6მგ-ზე მაღალი დოზა მეტი ლინიკური ეფექტურობით არ გამოირჩევა.
კონტროლის გარეშე დანიშვნის შემთხვევაში, პრეპარატის დოზის განსაზღვრისას, გაითვალისწინეთ პაციენტის სტაბილურობის დონე, მისი ოჯახური სიტუაცია და სხვა ფაქტორები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინონ მედიკამენტის მომარაგებაზე ოჯახურ პირობებში.
არ არსებობს მაქსიმალური რეკომენდებული ხანგრძლივობა შემანარჩუნებელი თერაპიისთვის. შესაძლოა ასეთი კურსის ხანგრძლივობა განუსაზღვრელი იყოს და უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ პაციენტი იღებს სარგებელს, სუბლინგვური ტაბლეტების გამოყენება კი, ხელს უწყობს სასურველი შედეგების მიღებას.
მიღების წესი
ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს მთლიანად. არ გატეხოთ, დაღეჭოთ ან გადაყლაპოთ ბუპრენორფინი და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტები. ურჩიეთ პაციენტებს ნუ მიიღებენ საკვებს ან სასმელს, ტაბლეტის სრულად გაწოვამდე.
ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტები თავსდება ენის ქვეშ სრულ გაწოვამდე. ორ ტაბლეტზე მეტის საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებს ურჩევენ მოათავსონ ყველა ტაბლეტი ერთდროულად ენის ქვეშ ან თანმიმდევრულად (თუ ორ ტაბლეტზე მეტს ერთად ვერ ათავსებენ ენის ქვეშ) მიიღონ 2 ტაბლეტი ერთად ერთმანეთის მიყოლებით ენის ქვეშ. ნებისიერ შემთხვევაში, პაციენტებმა უნდა გააგრძელონ ტაბლეტების მოთავსება ენის ქვეშ ტაბლეტების სრულ გაწოვამდე; მათი გადაყლაპვა ამცირებს პრეპარატის ბიოშეღწევადობას. ბიოშეღწევადობის მუდმივი მაჩვენებლის შესანარჩუნებლად, მიმართეთ პრეპარატის დოზირების ერთსა და იმავე მეთოდს. საჭიროა პაციენტისთვის მედიკამენტის მიღების სწორი ტექნიკის ჩვენება.
გაუწიეთ პაციენტებს რეკომენდაცია პროდუქტის სრულად გაწოვის შემდეგ პირის ღრუს ლორწოვან გარსში, იმოქმედონ შემდეგნაირად: დალიონ ერთი ყლუპი წყალი, ნაზად გამოივლონ კბილებსა და ღრძილებში და გადაყლაპონ. ურჩიეთ პაციენტებს, რომ დაიცადონ ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების მიღებიდან მინიმუმ ერთი საათი კბილების გახეხვამდე [იხილეთ გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.13), პოსტმარკეტინგული გამოცდილება (6.2), ინფორმაცია პაციენტებისთვის (17) და მედიკამენტების სახელმძღვანელო].
კლინიკური ზედამხედველობა
მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს კლინიკური ზედამხედველობის ქვეშ, არაკონტროლირებად თერაპიაზე თანდათან გადასვლით, პაციენტის კლინიკური სტაბილურობის მონაცემების შესაბამისად. ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტები წარმოადგენს გავრცელებისა და შეჩვევის საგანს. კონტროლის გარეშე დანიშვნის შემთხვევაში, პრეპარატის დოზის განსაზღვრისას, გაითვალისწინეთ პაციენტის სტაბილურობის დონე, მისი ოჯახური სიტუაცია და სხვა ფაქტორები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინონ მედიკამენტის ოჯახურ პირობებში მომარაგებაზე.
იდელურ შემთხვევაში საჭიროა პაციენტების შემოწმება წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით (მაგ: ყოველ კვირა პირველი თვის განმავლობაში), პციენტის ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე. მედიკამენტი უნდა დაინიშნოს ვიზიტების სიხშირის გათვალისწინებით. არ არის რეკომენდებული დოზის მრავლობითი კორექცია მკურნალობის საწყის ეტაპზე ან საკონტროლო ვიზიტებზე, პაციენტის შესაფერისი მონიტორინგის გარეშე. აუცილებელია პერიოდული შეფასება დოზირების რეჟიმის სისწორის, მკურნალობის გეგმის ეფექტურობისა და პაციენტის მდგომარეობის პროგრესის დასადგენად.
თუ სტაბილური დოზის მიღწევისა და პაციენტის შეფასების შემდეგ (მაგ.: შარდში მედიკამენტის განსაზღვრა) არ ვლინდება მედიკამენტის უკანონო გამოყენება, შეიძლება საკონტროლო ვიზიტების რაოდენობის შემცირება. თვეში ერთხელ ვიზიტი მისაღებია სტაბილურ დოზაზე მყოფი პაციენტებისთვის, რომელთა მდგომარეობის პროგრესი შეესაბამება მკურნალობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ფარმაკოთერაპიის გაგრძელება ან მოდიფიკაცია უნდა ეფუძნებოდეს ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ მკურნალობის ისეთი შედეგებისა და მიზნების შეფასებას, როგორიცაა:
მედიკამეტის ტიქსიკურობის არარსებობა;
სამედიცინო ან ქცევითი ვერდითი ეფექტების არარსებობა;
პაიენტის მიერ პასუხისმგებლობით მოკიდება მედიკამენტის შენახვისადმი;
პაციენტის შესაბამისობა მკურნალობის გეგმის ცალკეულ კომპონენტთან (გამოჯანმრთელებაზე ორიენტირებული აქტივობების, ფსიქოთერაპიის და/ან სხვა ფსიქოსოციალური პირობების ჩათვლით);
მედიკამენტის უკანონო გამოყენების ფაქტების არარსებობა (პრობლემური ალკოჰოლიზმის და/ან ბენზოდიაზეპინების მიღების ჩათვლით).
თუ ვერ ხერხდება მკურნალობის მიზნების მიღწევა, ჯანდაცვის სპეციალისტმა ხელახლა უნდა შეაფასოს მკურნალობის გაგრძელების მიზანშეწონილობა.
არასტაბილური პაციენტები
ჯანდაცვის სპეციალისტებმა უნდა გადაწყვიტონ, როდის არ შეუძლიათ კონკრეტული პაციენტების შემდგომი მართვა. მაგ.: ზოგი პაციენტი შესაძლოა ბოროტად იყენებდეს ან დამოკიდებული იყოს სხვადასხვა მედიკამენტზე და არ რეაგირებდეს ფსიქოსოციალურ ჩარევაზე ისე, რომ ექიმი გრძნობდეს, რომ მას არ აქვს პაციენტის მართვისთვის საჭირო გამოცდილება. ასეთ შემთხვევაში, ჯანდაცვის სპეციალისტმა შეიძლება აირჩიოს, გაუშვას პაციენტი სპეციალისტთან, თუ გადაიყვანოს უფრო ინტენსიურ ქცევით თერაპიაზე. გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს თერაპიის დასაწყისში დადგენილი და პაციენტთან წინასწარ შეთანხმებული მკურნალობის გეგმას.
პაციენტები, რომლებიც აგრძელებენ ბუპრენორფინის შემცველი ან სხვა ოპიოიდური მედიკამენტების ბოროტად გამოყენებას ან გავრცელებას უნდა გადავიდნენ უფრო ინტენსიურ და სტრუქტურირებულ მკურნალობაზე.
მკურნალობის შეწყვეტა
ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტებით მკურნალობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას კომპლექსური მკურნალობის გეგმის ფარგლებში. გააფრთხილეთ პაციენტი აკრძალული მედიკამენტების მოხმარების შესაძლო რეციდივის შესახებ ოპიოიდური აგონისტის/ნაწილობრივი აგონისტის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში. დაახარისხეთ პაციენტები აბსტინენციის ნიშნებისა და სიმპტომების გამოვლინების შესაძლებლობის შესამცირებლად (იხ. გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები (5.7)).
ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ფირფიტიდან ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვურ ტაბლეტებზე გადასვლა
ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტებიდან ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვურ ფირფიტაზე გადაყვანისას ან საწინააღმდეგო შემთხვევაში მკურნალობა გააგრძელეთ საწყისი მედიკამენტის დოზის ეკვივალენტური დოზით. თუმცა, პრეპარატის ჩანაცვლების შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია. ვინაიდან ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ფირფიტის ბიოშეღწევადობა აღემატება ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტებისას, ამ უკანასკნელიდან ფირფიტებზე პაციენტების გადაყვანისას საჭიროა პაციენტების მონიტორინგი ჭარბი დოზირების სიმპტომებზე. საწინააღმდეგო შემთხვევაში, ბუპრენორფინისა და ნალოქსონის ფირფიტებიდან ტაბლეტებზე პაციენტების გადაყვანის შემთხვევაში, უნდა მოხდეს მათი მონიტორინგი აბსტინენციის ან დოზის შემცირების სხვა სიმპტომებზე. კლინიკურ კვლევებში, ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ფირფიტის ფარმაკოინეტიკური მაჩვენებლები იგივე დოზის შემცველი ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების მსგავსი იყო, თუმცა ყველა დოზისა და მათი კომბინაციის შემთხვევაში ბიოექვივალენტობა არ აღინიშნა.
უკუჩვენებები
ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების გამოყენება დაუშვებელია ბუპრენორფინის ან ნალოქსონისადმი მომატებული მგრძნობელობის მქონე პირებში, რომელთაც აღენიშნებათ სერიოზული გვერდითი ეფექტები ანამნეზში, ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით (იხ. გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები (5.9)).
სიფრთხილის ზომები
დამოკიდებულება, შეჩვევა და უკონტროლო გამოყენება
ბუპრენორფინის და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების მიმართ, რომლებიც შეიცავს ბუპრენორფინს, ცხრილი III კონტროლირებული სუბსტანცია, ისევე, როგორც სხვა მსგავსი ლეგალური თუ უკანონო ოპიოიდების მიმართ, შესაძლოა განვითარდეს შეჩვევა. გამოწერეთ და გაეცით ბუპრენორფინი საჭირო უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, უკონტროლო გამოყენების, შეჩვევის ან გავრცელების რისკის შესამცირებლად და უზრუნველყავით მოპარვისგან, სახლში მოპარვის ჩათვლით, შესაბამისი დაცვა. აუცილებელია პაციენტების მდგომარეობის სტაბილურობის დონის კლინიკური შეფასება. არ არის რეკომენდებული დოზის მრავლობითი კორექცია მკურნალობის საწყის ეტაპზე ან საკონტროლო ვიზიტებზე, პაციენტის შესაფერისი მონიტორინგის გარეშე (იხ. შეჩვევა და დამოკიდებულება (9.2)).
სიცოცხლისათვის საშიში რესპირატორული და ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) დეპრესიის რისკი
პუბრენრფინის მიღების შემდეგ აღინიშნა სერიოზული რესპირატორული დეპრესია და ლეტალური გამოსავალი. ბევრი, მაგრამ არა ყველა პოსტმარკეტინგული მონაცემი ბუპრენორფინისა და ბენზოდიაზეპინების ერთდროული უკონტროლო გამოყენების შედეგად განვითარებული კომისა და სიკვდილიანობის შესახებ ასოცირდებოდა თვითდანიშნულებასთან, ასევე ბუპრენორფინის გამოყენებისას სხვა ცნს-ის დეპრესანტებთან კომბინაციაში, მათ შორის ალკოჰოლთან. საჭიროა პაციენტების გაფრთხილება ბენზოდიაზეპინებისა და სხვა დეპრესანტების ერთდროული გამოყენების საფრთხის შესახებ ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვურ ტაბლეტებთან კომბინაციაში (იხ. გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები (5.3), ურთიერთქმედება მედიკამენტებთან (7)).
სიფრთხილეა საჭირო ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების გამოყენებისას რესპირატორული ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (მაგ.: ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ფილტვისმიერი გული, დაქვეითებული სუნთქვითი მოცულობა, ჰიპოქსია, ჰიპერკაპნია ან წინამორბედი რესპირატორული დეპრესია).
მიაწოდეთ ინფორმაცია პაციენტებს და მომვლელებს, როგორ ამოიცნონ რესპირატორული დეპრესია და გაამახვილეთ ყურადღება 911-ზე დარეკვის ან სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიღების მნიშვნელობაზე, ცნობილი ან საეჭვო ჭარბი დოზირების შემთხვევაში [იხ. ინფორმაცია პაციენტის კონსულტაციის შესახებ (17)].
ოპიოიდებს შეუძლიათ გამოიწვიონ ძილთან დაკავშირებული სუნთქვის დარღვევები, მათ შორის აპნოეს შეტევები ძილში (CSA) და ძილთან დაკავშირებული ჰიპოქსემია. ოპიოიდების გამოყენება ზრდის CSA-ს რისკს დოზადამოკიდებული გზით. პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ CSA, უნდა იყოს განხილული ოპიოიდების დოზის შემცირება ოპიოიდების შემცირების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით [იხ. დოზირება და მიღება (2.7)].
პაციენტის ხელმისაწვდომობა ნალოქსონზე ოპიოიდების ჭარბი დოზირების გადაუდებელი მკურნალობისთვის.
განიხილეთ ნალოქსონის ხელმისაწვდომობა ოპიოიდების ჭარბი დოზირების გადაუდებელი მკურნალობისთვის პაციენტთან და მომვლელთან. იმის გამო, რომ პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ ოპიოიდების მოხმარებით გამოწვეული დარღვევების გამო, აქვთ რეციდივის პოტენციალი, რაც უქმნის მათ ოპიოიდების პერედოზირების საფრთხეს, მკაცრად განიხილება ნალოქსონის დანიშვნა ოპიოიდების ჭარბი დოზირების გადაუდებელი მკურნალობისთვის, როგორც ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტებით მკურნალობის დაწყებისას და განახლებისას. ასევე გასათვალისწინებელია ნალოქსონის დანიშვნა, თუ პაციენტს ჰყავს ოჯახის წევრები (მათ შორის ბავშვები) ან სხვა ახლო კონტაქტები, რომლებიც იმყოფებიან შემთხვევითი გადაყლაპვის ან ოპიოიდების გადაჭარბების რისკის ქვეშ [იხ. დოზირება და მიღების წესი (2.2)].
გააფრთხილეთ პაციენტები და მომვლელები, რომ ნალოქსონი ასევე შეიძლება დაინიშნოს ბუპრენორფინის და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების ცნობილი ან საეჭვო დოზის გადაჭარბების შემთხვევაში. შეიძლება საჭირო გახდეს ჩვეულებრივზე დიდი დოზები და ნალოქსონის განმეორებითი მიღება ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების ხანგრძლივი მოქმედების და მიუ-ოპიოიდური რეცეპტორებისადმი მისი აფინურობის გამო [იხ. დოზის გადაჭარბება (10)].
გააფრთხილეთ პაციენტები და მომვლელები ნალოქსონის მიღების ვარიანტების შესახებ, როგორც ეს ნებადართულია ნალოქსონის გაცემისა და დანიშნულების ინდივიდუალური მოთხოვნებით ან გაიდლაინებით (მაგ. რეცეპტით, უშუალოდ ფარმაცევტის მიერ, ან როგორც საზოგადოებაზე დაფუძნებული პროგრამის ნაწილი).
მიაწოდეთ ინფორმაცია პაციენტებს და მომვლელებს, როგორ ამოიცნონ რესპირატორული დეპრესია და, თუ ინიშნება ნალოქსონი, როგორ იმკურნალონ ნალოქსონით. ხაზგასმით აღნიშნეთ 911-ზე დარეკვის ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღების მნიშვნელობა, მაშინაც კი, თუ ინიშნება ნალოქსონი [იხილეთ ინფორმაცია პაციენტის კონსულტაციის შესახებ (17)].
ბენზოდიაზეპინების ან ცნს-ის სხვა დეპრესანტების ერთდროული გამოყენების რისკების მართვა
ბუპრენორფინისა და ბენზოდიაზეპინების ან ცნს-ის სხვა დეპრესანტების კომბინირება ზრდის გვერდითი რეაქციების, მათ შორის დოზის გადაჭარბების და გარდაცვალების რისკს. თუმცა ოპიოიდების გამოყენებით დარღვევასთან დაკავშირებულ მედიკამენტოზურ მკურნალობაზე კატეგორიულად უარის თქმა არ შეიძლება პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ ამ პრეპარატებს. მკურნალობისთვის ბარიერების გაუქმება ან შექმნა შესაძლოა წარმოადგენდეს დაავადებულობის და სიკვდილიანობის უფრო დიდ რისკს მხოლოდ ოპიოიდის გამოყენებასთან დაკავშირებული დარღვევის გამო.
როგორც ბუპრენორფინით მკურნალობის ორიენტაციის სტანდარტული ნაწილი, მიაწოდეთ პაციენტებს ინფორმაცია ბენზოდიაზეპინების, სედაციური საშუალებების, ოპიოიდური ანალგეტიკების და ალკოჰოლის ერთდროული გამოყენების რისკების შესახებ.
საჭიროა სტრატეგიების შემუშავება ბენზოდიაზეპინების ან ცნს-ის სხვა დეპრესანტების დანიშნული ან უკონტროლო გამოყენების სამართავად ბუპრენორფინით მკურნალობის დაწყებისას ან მკურნალობის მიმდინარეობის დროს. შესაძლოა საჭირო გახდეს ინდუქციური პროცედურების რეგულირება და დამატებითი მონიტორინგი. არ არსებობს მტკიცებულება ბუპრენორფინის დოზის შეზღუდვების ან თვითნებური შეწყვეტის შესახებ როგორც ბენზოდიაზეპინის გამოყენების პრობლემის გადაწყვეტის სტრატეგია ბუპრენორფინზე მყოფ პაციენტებში. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ პაციენტი იმყოფება სედაციური ეფექტის ქვეშ ბუპრენორფინის მიღებისას, თუ შესაძლებელია საჭიროა დოზის გადავადება ან გამოტოვება.
კომბინირებული გამოყენებისას უმეტეს შემთხვევაში სასურველია ბენზოდიაზეპინების ან ცნს-ის სხვა ანტიდეპრესანტების შეწყვეტა. ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა თანდათანობით შემცირებაზე მონიტორინგის წარმოება უფრო მაღალ დონეზე. სხვა შემთხვევაში შესაძლოა მისაღები იყოს თანდათანობით შემცირება იმ პაციენტებში, რომლებსაც დანიშნული აქვთ ბენზოდიაზეპინი ან ცნს-ის სხვა დეპრესანტები ან შემცირდეს მათი დოზები უმცირეს ეფექტურ დოზამდე.
პაციენტებისთვის, რომლებიც იმყოფებიან ბუპრენორპინ თერაპიაზე, ბენზოდიაზეპინები არ წარმოადგენს მკურნალობის არჩევანს შფოთვისა და უძილობის შემთხვევაში. ბენზოდიაზეპინის ერთდოულად დანიშვნამდე, დარწმუნდით რომ პაციენტები შესაბამისად არიან დიოგნოზირებული და განიხილეთ ალტერნატიული მედიკამენტებით და არა-ფარმაკოლოგიური მკურნალობა შფოთვისა და უძილობის სამკურნალოდ. დარწმუნდით, რომ ჯანდაცვის სხვა პროვიადერებმა, რომლებიც ნიშნავენ ბენზოდიაზეპინებს და ცნს-ის სხვა დეპრესანტებს, იციან პაციენტის ბუპრენორფინით მკურნალობის შესახებ და ზრუნავენ იმაზე, რომ მინიმუმამდე შეამცირონ კომბინირებულ გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები.
თუ ერთდროული გამოყენება გამართლებულია, მკაცრად განიხილეთ ნალოქსონის დანიშვნა ოპიოიდების ჭარბი დოზირების გადაუდებელი მკურნალობისთვის, როგორც რეკომენდირებულია ყველა პაციენტისთვის, რომლებიც მკურნალობენ ბუპრენორფინით ოპიოიდების მოხმარების დარღვევის გამო [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.2)].
გარდა ამისა, უნდა იქნას მიღებული ზომები, რათა დარწმუნდეთ, რომ პაციენტები იღებენ პრეპარატებს დანიშნულების შესაბამისად და არ ახდენენ მათ შევსებას აკრძალული ნარკოტიკებით. უნდა იქნას შემოწმებული ტოქსიკოლოგიური სკრინინგი დანიშნული ან უკანონო ბენზოდიაზეპინების გამოყენებისას. (იხ. წამლებთან ურთიერთქმედება (7)).
შემთხვევითი ექსპოზიცია ბავშვებში
ბუპრენორფინმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე, შესაძლოა ფატალური რესპირატორული დეპრესია ბავშვებში, მედიკამენტის შემთხვევით მიღების შედეგად. შეინახეთ ბუპრენორფინის შემცველი მედიკამენტები უსფრთხო, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და გაანადგურეთ ნებისმიერი გამოუყენებელი მედიკამენტი საჭირო წესების დაცვით (იხ. პაიენტის საკონსულტაციო ინფორმაცია (17).
ნეონატალური ოპიოიდური აბსტინენციის სინდრომი
ორსულობის პერიოდში ოპიოიდების გახანგრძლივებული მიღების (სამედიცინო ჩვენებით, თუ უკანონო) მოსალოდნელი და განკურნებადი შედეგია ნეონატალური ოპიოიდური აბსტინენციის სინდრომი. მოზრდილთა ოპიოიდური აბსტინენციის სინდრომისგან განსხვავებით ის შესაძლოა სიცოცხლისათვის სახიფათი იყოს, თუ არ მოხდა დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა. აუცილებლად უნდა მოხდეს ახალშობილის მდგომარეობის შეფასება და ადეკვატური მართვა ოპიოიდური აბსტინენციის სინდრომის გამოვლენის შემთხვევაში (იხ. გამოყენება განსაკუთრებული ჯგუფის პოპულაციებში (8.1)).
გააფრთხილეთ ოპიოიდური დამოკიდებულების ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტებით თერაპიის ქვეშ მყოფი ორსულები ახალშობილთა ოპიოიდური აბსტინენციის სინდრომის განვითარების მოსალოდნელი რისკის შესახებ და დაარწმუნეთ, რომ შესაძლებელია შესაფერისი მკურნალობის დროული ჩატარება (იხ. გამოყენება განსაკუთრებული ჯგუფის პოპულაციებში (8.1)). უნდა მოხდეს აღნიშნული რისკის შედარება მკურნალობის გარეშე დარჩენილი ოპიოიდური დამოკიდებულების რისკთან, რომელიც ხშირად განაპირობებს ოპიოიდების გახანგრძლივებულ ან მორეციდივე უკანონო გამოყენებას, რაც ასოცირდება ორსულობის არასასურველ გამოსავალთან. ამიტომ, ექიმმა უნდა განიხილოს პაციენტებთან ოპიოიდური დამოკიდებულების მართვის მნიშვნელობა და მართვა მთელი ორსულობის განმავლობაში.
ადრენალური უკმარისობა
ოპიოიდების ფონზე აღინიშნა ადრენალური უკმარისობის შემთხვევები, ძირითადად, მკურნალობის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ. ადრენალური უკმარისობა შეიძლება გამოვლინდეს არასპეციფიკური სიმპტომებით, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, ანორექსია, დაღლილობა, სისუსტე, თავბრუსხვევა და დაბალი არტერიული წნევა. ადრენალურ უკმარისობაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, საჭიროა მისი დაუყოვნებელი დიაგნოსტირება. დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში, მიმართეთ კორტიკოსტეროიდებით ჩანაცვლებით თერაპიას. მოხსენით ოპიოიდები და დაიწყეთ კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა ადრენალური ფუნქციის აღდგენამდე. დამოკიდებულების სამკურნალოდ შესაძლოა სხვა ოპიოიდების გამოყენება ადრენალური უკმარისობის განვითარების გარეშე. არსებული კვლევებით შეუძლებელია კონკრეტული ოპიოიდების გამოყოფა, რომლებთანაც ასოცირდება ადრენალური უკმარისობა.
ოპიოიდური აბსტინენციის სინდრომი მოულოდნელი შეწყვეტისას
ბუპრენორფინი არის მიუ-რეცეპტორების ნაწილობრივი აგონისტი და მისი ხანგრძლივი გამოყენება განაპირობებს ოპიოიდური ტიპის ფიზიკური დამოკიდებულების განვითარებას, რომელიც ხასიათდება აბსტინენციის ნიშნებითა და სიმპტომებით მოულოდნელი შეწყვეტის ან დოზის სწრაფი შემცირების ფონზე. აბსტინენციის სინდრომი უფრო მსუბუქია, ვიდრე სრული აგონისტებისა და შესაძლოა უფრო გვიან აღმოცენდეს. (იხ. შეჩვევა და დამოკიდებულება (9.3)). ბუპრენორფინის და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების შეწყვეტის შემთხვევაში საჭიროა დოზის თანდათანობით შემცირება (იხ. დოზირება და მიღების წესი (2.7)).
ჰეპატიტის რისკი, ღვიძლის პათოლოგიები
ბუპრენორფინზე ჩატარებულ კლინიკურ კვლევებსა და პოსტმარკეტინგულ ანგარიშებში გვერდითი ეფექტების შესახებ, აღწერილ იქნა ციტოლიზური ჰეპატიტის და სიყვითლით მიმდინარე ჰეპატიტის შემთხვევები. დარღვევათა სპექტრი მერყეობს ღვიძლის ტრანსამინაზების ტრანზიტორული, უსიმპტომო მატებიდან სიკვდილიანობამდე, ღვიძლის უკმარისობამდე, ღვიძლისმიერ ნეკროზამდე, ჰეპატორენულ სინდრომამდე და ღვიძლისმიერ ენცეფალოპათიამდე. ბევრ შემთხვევაში, თუ პრეპარატის დანიშვნას წინ უძღვის ღვიძლის ფერმენტების ცვლილებები, B ან C ჰეპატიტი, ჰეპატოტოქსიკური მედიკამენტების გამოყენება და სხვა მედიკამენტების ინექციები, მათ შეიძლება ითამაშონ მიზეზობრივი ან მასტიმულირებელი როლი ღვიძლის დაზიანებაში. სხვა შემთხვევებში, არასაკმარისი მონაცემები არ იძლეოდა დარღვევების ეტიოლოგიის განსაზღვრის საშუალებას. ბუპრენორფინის მოხსნა გარკვეულ შემთხვევებში განაპირობებდა მწვავე ჰეპატიტის სიმპტომების გაუმჯობესებას, თუმცა სხვა შემთხვევებში დოზის შემცირება არ იყო საჭირო. ზოგ შემთხვევაში არსებობს იმის ალბათობა, რომ ბუპრენორფინი ხასიათდება ღვიძლისმიერი დარღვევების განვითარების მიზეზობრივი ან მასტიმულირებელი მოქმედებით. საჭიროა ღვიძლის ფუნქციური ტესტების გამოკვლევა მკურნალობის დაწყებამდე. ასევე რეკომენდებულია მკურნალობის პროცესში მათი პერიოდული კონტროლი. ღვიძლის მოსალოდნელი დაზიანების დროს საჭიროა ბიოლოგიური და ეტიოლოგიური შეფასება. შემთხვევიდან გამომდინარე, ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტები თანდათან უნდა მოიხსნას აბსტინენციის ნიშნებისა და სიმპტომების და მედიკამენტის უკანონო გამოყენების დაწყების პროფილაქტიკის მიზნით. საჭიროა ჩატარდეს პაციენტზე მკაცრი მონიტორინგი.
ალერგიული რეაქციები
კლინიკურ კვლევებში და პოსტმარკეტინგულ ანგარიშებში აღწერილ იქნა ბუპრენორფინისა და ნალოქსონის შემცველი პროდუქტებისადმი ალერგიული რეაქციები. აღწერილია ბრონქოსპაზმის, ანგიონევროზული შეშუპებისა და ანაფილაქსიური შოკის შემთხვევები. ყველაზე ხშირი სიმპტომებია გამონაყარი, ჭინჭრის ციება და ქავილი. ბუპრენორფინისა და ნალოქსონის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა წარმოადგენს ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების გამოყენების უკუჩვენებას.
აბსტინენციის ნიშნების და სიმპტომების პრეციპიტაცია
ნალოქსონის შემცველობის გამო, ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტებს გააჩნია მოხსნის სინდრომის განვითარების მნიშვნელოვნად გამოხატული უნარი ოპიოიდების სრულ აგონისტებზე, როგორიცაა ჰეროინი, მორფინი ან მეტადონი, დამოკიდებულ პირებში, რომლებიც იღებენ მათ პარენტერალურად. ბუპრენორფინის ნაწილობრივი აგონისტური თვისებების გამო, ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტებს შეუძლია ასეთ პირებში შეჩვევის ნიშნებსა და სიმპტომებს გაუკეთოს პროვოცირება, თუ მისი დანიშვნა მოხდება სუბლინგვურად, ოპიოიდების აგონისტების ეფექტის შემცირებამდე.
გამოყენება ოპიოიდებისგან თავისუფალ პაციენტებში
აღწერილია ოპიოიდების არ მომხმარებელი პირების სიკვდილიანობის შემთხვევები, როცა პაციენტი იღებდა 2 მგ ბუპრენორფინს სუბლინგვურად ტკივილის გაყუჩების მიზნით. ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების გამოყენება ანალგეზიის მიზნით, დაუშვებელია.
გამოყენება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში
ბუპრენორფინი/ნალოქსონის შემცველი პრეპარატების გამოყენება ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში არ არის რეკომენდებული და არ არის სასურველი ღვიძლის საშუალო უკმარისობის მქონე პაციენტებისთვისაც. იმის გამო, რომ ბუპრენორფინი და ნალოქსონის დოზების ამ ფიქსირებული დოზით კომბინირებულ პრეპარატში ტიტრაცია ცალ-ცალკე შეუძლებელია, ღვიძლის უკმარისობა განაპირობებს ნალოქსონის კლირენსის დაქვეითებას უფრო მეტად, ვიდრე ბუპრენორფინისა. ამიტომ, ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში ნალოქსონის კონცენტრაცია გაცილებით მაღალ დონეს აღწევს სისხლში, ვიდრე ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე ინდივიდებში. აღნიშნულმა ფაქტმა შესაძლოა გამოიწვიოს სწრაფი აბსტინენცია მკურნალობის დასაწყისში (ინდუქცია) და გავლენა მოახდინოს ბუპრენორფინის ეფექტურობაზე მკურნალობის პროცესში. ღვიძლის საშუალო უკმარისობის მქონე პირებში ნალოქსონის კლირენსის შემცირება ბუპრენორფინთან შედარებით დიდი არ არის, მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებისგან განსხვავებით. ამგვარად, ბუპრენორფინი/ნალოქსონის პროდუქტები არ არის რეკომენდებული მკურნალობის საწყის ეტაპზე (ინდუქცია) პაციენტებში ღვიძლის საშუალო უკმარისობით, ეუცარი აბსტინენციის რისკის გაზრდის გამო. საჭიროა ბუპრენორფინისა და ნალოქსონის კომბინირებული პრეპარატების სიფრთხილით გამოყენება ღვიძლის საშუალო უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობა დაწყებული აქვთ ბუპრენორფინის შემცველი პრეპარატებით, ნალოქსონის გარეშე. ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა პაციენტების ზედმიწევნით გამოკვლევა და ნალოქსონის გავლენის შეფასება ბუპრენორფინის ეფექტურობაზე (იხ. გამოყენება განსაკუთრებულ პოპულაციაში (8.6)).
კბილისმიერი (სტომატოლოგიური) გვერდითი მოვლენები
დაფიქსირდა კბილის კარიესის შემთხვევები, ზოგიერთ შემთხვევაში მძიმე (მაგ. კბილის მოტეხილობა, კბილის დაკარგვა), ტრანსმუკოზური ბუპრენორფინის შემცველი პროდუქტების გამოყენების შემდეგ. დაფიქსირებული შემთხვევები მოიცავს კარიესებს, კბილების გაფუჭებას, სტომატოლოგიურ აბსცესებს/ინფექციას, გახშირებულ კარიესს, კბილების ეროზიას, ბჟენის ამოვარდნას და, ზოგიერთ შემთხვევაში, კბილის სრულ დაკარგვას. ამ შემთხვევების მკურნალობა მოიცავდა კბილის ამოღებას, ფესვის არხს, ქირურგიულ ჩარევას კბილზე, ისევე როგორც სხვა აღდგენით პროცედურებს (ანუ ბჟენები, გვირგვინები, იმპლანტები, პროთეზები). მრავლობითი შემთხვევა დაფიქსირდა ანამნეზში სტომატოლოგიური პრობლემების არ მქონე ინდივიდებში.
გადაამისამართეთ პაციენტები სტომატოლოგიურ დაწესებულებებში და ურჩიეთ მათ რეგულარულად გაიარონ სტომატოლოგიური გამოკვლევები ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების მიღებისას. გააფრთხილეთ პაციენტები, მიიღონ სტომატოლოგიური დახმარება და სტრატეგიები ჯანსაღი პირის ღრუს შესანარჩუნებლად ან გასაუმჯობესებლად ტრანსმუკოზური ბუპრენორფინის შემცველი პროდუქტებით მკურნალობის დროს. სტრატეგიებში შედის, მაგრამ არ შემოიფარგლება, კბილებისა და ღრძილების გამორეცხვა წყლით და შემდეგ გადაყლაპვა მას შემდეგ, რაც ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტები მთლიანად გაიწოვება პირის ღრუს ლორწოვან გარსში. ურჩიეთ პაციენტებს, რომ დაიცადონ ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების მიღებიდან მინიმუმ ერთი საათი კბილების გახეხვამდე [იხილეთ დოზირება და მიღების წესი (2.4), ინფორმაცია პაციენტებისთვის (17), მედიკამენტების სახელმძღვანელო].
QTc გახანგრძლივება
QT საფუძვლიანმა კვლევებმა ბუპრენორფინის პროდუქტებზე აჩვენა QT გახანგრძლივება ≤15 მწმ. QTc გახანგრძლივების ეს ეფექტი როგორც ჩანს არ არის გაშუალებული hERG არხებით. ამ ორი შედეგის საფუძველზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბუპრენორფინი იყოს პრო-არითმული, როდესაც გამოიყენება ცალკე რისკ-ფაქტორების არ მქონე პაციენტებში. ბუპრენორფინის სხვა QT გამახანგრძლივებელ აგენტებთან კომბინირების რისკი ცნობილი არ არის.
გაითვალისწინეთ დაკვირვების ეს მონაცემები კლინიკურ გადაწყვეტილებებში, ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების დანიშვნისას ისეთი რისკ-ფაქტორებით პაციენტებში, როგორიცაა ჰიპოკალიემია, ბრადიკარდია, კონვერსია მოციმციმე არითმიის გამო, გულის შეგუბებითი უკმარისობა, დიგიტალისით მკურნალობა, საწყისი QT-ს გახანგრძლივება, სუბკლინიკური გახანგრძლივებული QT-ს სინდრომი ან მძიმე ჰიპომაგნიემია.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ცხრილი 3 მოიცავს ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვურ ტაბლეტებთან კლინიკურად მნიშვნელოვან მედიკამენტოზურ ურთიერთქმედებებს
ცხრილი 3. კლინიკურად მნიშვნელოვანი მედიკამენტოზური ურთიერთქმედებები
Bბენზოდიაზეპინები ან ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) სხვა დეპრესანტები
კლინიკური გავლენა:
ადიციური ფარმაკოლოგიური ეფექტების გამო, ბენზოდიაზეპინის ან ცნს-ის სხვა დეპრესანტების, მათ შორის ალკოჰოლის ერთდროული გამოყენება ზრდის რესპირატორული დეპრესიის, ღრმა სედაციის, კომისა და ლეტალური შემთხვევის რისკს.
ჩარევა:
ერთდროული გამოყენებისას, უმეტეს შემთხვევაში უმჯობესია ბენზოდიაზეპინების ან ცნს-ის სხვა დეპრესანტების შეწყვეტა. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია მართებული იყოს დოზის თანდათანობით შემცირების უფრო მაღალ დონეზე მონიტორინგი. სხვა შემთხვევებში, შესაძლოა უფრო მართებული იყოს დოზის თანდათანობით შემცირება იმ პაციენტებში რომლებსაც დანიშნული აქვთ ბენზოდიაზეპინი და ცნს-ის სხვა დეპრესანტები, ან შემცირება უმცირეს ეფექტურ დოზამდე.
ბენზოდიაზეპინების ერთდროულად დანიშვნამდე შფოთვისა და უძილობის გამო, დარწმუნდით რომ პაციენტებს სათანადოდ დაუდგინდათ დიაგნოზი და გამოიყენეთ ალტერნატიული მედიკამენტები და არა-ფარმაკოლოგიური მკურნალობები (იხ. გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები 5.2, 5.3)).
თუ ერთდროული გამოყენება გამართლებულია, ინტენსიურად განიხილეთ ნალოქსონის დანიშვნა ოპიოიდების ჭარბი დოზის გადაუდებელი მკურნალობისთვის, როგორც რეკომენდირებულია ყველა პაციენტისთვის, რომლებიც მკურნალობენ ოპიოიდების მოხმარებით გამოწვეულ დარღვევას [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.2)].
მაგალითები:
ალკოჰოლი, ბენზოდიაზეპინური და სხვა სედაციური/საძილე საშუალებები, ანქსიოლიზური საშუალებები, ტრანკვილიზატორები, მიორელაქსანტები, ზოგადი საანესთეზიო საშუალებები, ანტიფსიქოზური საშუალებები და სხვა ოპიოიდები.
CYP3A4 ინჰიბიტორები
კლინიკური გავლენა
ბუპრენორფინისა და CYP3A4 ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება ზრდის ბუპრენორფინის პლაზმურ კონცენტრაციას და განაპირობებს ოპიოიდური ეფექტის გახანგრძლივებას, განსაკუთრებით, მათი დამატებისას ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების სტაბილური დოზის მიღწევის შემდეგ.
CYP3A4 ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტის შემდეგ, მაინჰიბირებელი ეფექტის შეწყვეტის ფონზე, ბუპრენორფინის პლაზმური კონცენტრაცია მცირდება (იხ. კლინიკური ფარმაკოლოგია (12.3)) და პოტენციურად ქვეითდება ოპიოიდების ეფექტურობა ან ვითარდება აბსტინენციის სინდრომი ბუპრენორფინის მიმართ ფიზიკური დამოკიდებულების მქონე პაციენტებში.
ჩარევა:
კომბინაციის აუცილებლობის შემთხვევაში, განიხილეთ ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების დოზის შემცირების საკითხი მედიკამენტის სტაბილური ეფექტის მიღწევამდე. ხშირად აკონტროლეთ პაციენტებში რესპირატორული დეპრესიისა და სედაციის სიმპტომები.
CYP3A4 ინჰიბიტორების შეწყვეტის შემთხვევაში, განიხილეთ ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების დოზის გაზრდის საკითხი მედიკამენტის სტაბილური ეფექტის მიღწევამდე. აკონტროლეთ პაციენტებში აბსტინენციის სიმპტომები.
მაგალითები:
მაკროლიდების რიგის ანტიბიოტიკები (მაგ.: ერითრომიცინი), აზოლური ანტიმიკოზური საშუალებები (მაგ.: კეტოკონაზოლი), პროტეაზას ინჰიბიტორები (მაგ.: რიტონავირი).
CYP3A4 ინდუქტორები
კლინიკური გავლენა:
ბუპრენორფინისა და CYP3A4 ინდუქტორების ერთდროული გამოყენება აქვეითებს ბუპრენორფინის პლაზმურ კონცენტრაციას (იხ. კლინიკური ფარმაკოლოგია (12.3)) და შესაბამისად, განაპირობებს ეფექტის დაქვეითებას ან აბსტინენციის სინდრომის განვითარებას ბუპრენორფინის მიმართ ფიზიკური დამოკიდებულების მქონე პაციენტებში.
CYP3A4 ინდუქტორების მიღების შეწყვეტის შემდეგ, მათი გავლენის მოხსნის ფონზე, ბუპრენორფინის პლაზმური კონცენტრაცია იზრდება (იხ. კლინიკური ფარმაკოლოგია (12.3)), რაც განაპირობებს თერაპიული ეფექტურობისა და გვერდითი ეფექტების გაძლიერებას და გახანგრძლივებას და შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული რესპირატორული დეპრესია.
ჩარევა:
კომბინაციის აუცილებლობის შემთხვევაში, განიხილეთ ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების დოზის გაზრდის საკითხი მედიკამენტის სტაბილური ეფექტის მიღწევამდე. აკონტროლეთ პაციენტებში აბსტინენციის სიმპტომები.
CYP3A4 ინდუქტორების შეწყვეტის შემთხვევაში, განიხილეთ ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების დოზის შემცირების საკითხი და აკონტროლეთ პაციენტებში რესპირატორული დეპრესიის სიმპტომები.
მაგალითები:
რიფამპიცინი, კარბამაზეპინი, ფენიტოინი.
ანტირეტროვირუსული საშუალებები: შექცევადი ტრანსკრიპტაზას არანუკლეოზიდურიA ინჰიბიტორები (შტაი ანუ NNRTIs)
კლინიკური გავლენა
შექცევადი ტრანსკრიპტაზას არანუკლეოზიდურიA ინჰიბიტორები მეტაბოლიზდება ძირითადად CYP3A4-ით. ეფავირენზი, ნევირაპინი და ეტრავირინი ცნობილია, როგორც CYP3A4 ინდუქტორები, მაშინ, როცა დელავირიდინი წარმოადგენს CYP3A4 ინჰიბიტორს. კლინიკურ კვლევებში აღწერილ იქნა მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება შტაი-სა (მაგ.: ეფავირენზი და დელავირიდინი) და ბუპრენორფინს შორის, თუმცა ამას არ გამოუწვევია მნიშვნელოვანი ფარმაკოდინამიკური ეფექტების გამოვლინება.
ჩარევა:
აუცილებელია ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვურ ტაბლეტებზე ხანგრძლივად მყოფი პაციენტების მონიტორინგი, თუ მკურნალობის სქემას ემატება შტაი ჯგუფის მედიკამენტები.
მაგალითები:
ეფავირენზი, ნევირაპინი, ეტრავირინი, დელავირიდინი.
ანტირეტროვირუსული საშუალებები: პროტეაზას ინჰიბიტორები (პი, ანუ PIs)
კლინიკური გავლენა:
კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ზოგი პროტეაზას ინჰიბიტორი CYP3A4 მაინჰიბირებელი ეფექტით (ნელფინავირი, ლოპინავირ/რიტონავირი, რიტონავირი), ხასიათდება უმნიშვნელო გავლენით ბუპრენორფინის ფარმაკოკინეტიკაზე და ასევე უმნიშვნელო ეფექტით მის ფარმაკოდინამიკურ მაჩვენებლებზე. CYP3A4 მაინჰიბირებელი ეფექტის მქონე სხვა პი-ებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს ბუპრენორფინსა და ნორბუპრენორფინზე და, ერთ კვლევაში, პაციენტებს გამოუვლინდათ მომატებული სედაცია. ოპიოიდების ჰიპერდოზირების სიმპტომები გამოუვლინდა პაციენტებს პოსტმარკეტინგული დაკვირვების დროს, რომლებიც იღებდნენ ბუპრენორფინსა და ატაზანავირს რიტონავირთან ერთად, ან მის გარეშე.
ჩარევა
აკონტროლეთ პაციენტები, რომლებიც იღებენ ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვურ ტაბლეტებს ატაზანავირთან კომბინაციაში, რიტონავირით ან მის გარეშე და შეამცირეთ ბუპრენორფინის და ნალოქსონის სუბლინგვალური ტაბლეტები საჭიროების შემთხვევაში.
მაგალითები:
ატაზანავირი, რიტონავირი.
ანტირეტროვირუსული საშუალებები: შექცევადი ტრანსკრიპტაზას ნუკლეოზიდურიA ინჰიბიტორები (შტნი ანუ NRTIs)
კლინიკური გავლენა
შექცევადი ტრანსკრიპტაზას ნუკლეოზიდურიA ინჰიბიტორები არ ხასიათდებიან P450 მაინჰიბირებელი ან მაინდუცირებელი მოქმედებით, შესაბამისად, გავლენას არ ახდენენ ბუპრენორფინის ფარმაკოლოგიურ მახასიათებლებზე.
ჩარევა
არა
სეროტონინერგული მედიკამენტები
კლინიკური გავლენა
სეროტონინერგული მედიკამენტების კომბინირება ოპიოიდებთან განაპირობებს სეროტონინული სინდრომის განვითარებას.
ჩარევა
თუ კომბინირება გარდაუვალია, დააკვირდით პაციენტებს, განსაკუთრებით მკურნალობის დაწყებისა და დოზის ტიტრაციის დროს. სეროტონინული სინდრომის განვითარების შემთხვევაში შეწყვიტეთ ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების მიღება.
მაგალითები:
სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები, სეროტონინისა და ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ტრიპტანები, 5-HT3 რეცეპტორების ანტაგონისტები, მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ სეროტონინის სისტემაზე (მიტაზაპინი, ტრაზოდონი, ტრამადოლი), მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები (ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალო საშუალებები, ასევე ლინეზოლიდი, ინტრავენური მეთილენის ლურჯი).
მონოამინოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორები
კლინიკური გავლენა
მაო ინჰიბიტორების კომბინაცია ოპიოიდებთან იწვევს სეროტონინული სინდრომის ან ოპიოიდური ინტოქსიკაციის განვითარებას (მაგ.: რესპირატორული დეპრესია, კომა).
ჩარევა
ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ მაო ინჰიბიტორებს ან მათი მიღების შეწყვეტიდან პირველი 14 დღის განმავლობაში.
მაგალითები:
ფენელზინი, ტრანილციპრომინი, ლინეზოლიდი
მიორელაქსანტები
კლინიკური გავლენა
ბუპრენორფინი აძლიერებს მიორელაქსნტების მიერ ნერვ-კუნთოვანი გადაცემის ბლოკირების უნარს და აღრმავებს რესპირატორულ დეპრესიას.
ჩარევა
აკონტროლეთ პაციენტები, რომლებიც იღებენ მიორელაქსანტებს და ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვალურ ტაბლეტებს რესპირატორული დეპრესიის ნიშნების გამოვლენისთვის, რომლებიც შეიძლება აღემატებოდეს მოსალოდნელს და აუცილებლობის შემთხვევაში შეამცირეთ ბუპრენორფინის და ნალოქსონის სუბლინგვალური ტაბლეტების და/ან მიორელაქსანტის დოზა. ჩონჩხის კუნთების რელაქსანტებისა და ოპიოიდების ერთდროული გამოყენებისას რესპირატორული დეპრესიის რისკის გამო, მკაცრად გაითვალისწინეთ ნალოქსონის დანიშვნა ოპიოიდების ჭარბი დოზის გადაუდებელი მკურნალობისთვის [იხ. დოზირება და მიღების წესი (2.2), გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.2, 5.3)].
დიურეტიკები
კლინიკური გავლენა
ოპიოიდები აქვეითებენ დიურეტიკების ეფექტს ანტიდიურეზული ჰორმონის ინდუქციის გზით.
ჩარევა
აკონტრლეთ პაციენტებში შარდის რაოდენობა და/ან წნევა და გაზარდეთ დიურეტიკების დოზა საჭირომდე.
ანტიქოლინერგული საშუალებები
კლინიკური გავლენა
ერთდროული გამოყენება იწვევს შარდის შეკავების ზრდას და/ან მძიმე ხარისხის ყაბზობას, რასაც მივყავართ პარალიზურ ილეუსამდე.
ჩარევა
აკონტროლეთ პაციენტებში შარდის შეკავების ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერისტალტიკის დაქვეითების სიმპტომები ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების ქოლინერგულ საშუალებებთან კომბინირების დროს.
გამოყენება განსაკუთრებული ჯგუფის პოპულაციებში
ორსულობა და ძუძუთი კვება
ოპიოიდ-დამოკიდებული ქალები, რომლებიც გადიან შემანარჩუნებელ თერაპიას ბუპრენორფინით, საჭიროებენ დამატებით გაუტკივარებას მშობიარობის დროს.
მონაცემები
მონაცემები ადამიანებზე ჩატარებული კვლევებიდან
ნეონატალური გამოსავლის შესასაწავლად ჩატარებულ იქნა კვლევები ბუპრენორფინზე მყოფ ორსულ ქალებში. ორსულობის პერიოდში ბუპრენორფინის გამოყენებით მიმდინარე კვლევების, დაკვირვებების, შემთხვევათა სერიებისა და აღწერების მწირი მონაცემები არ მიუთითებენ მნიშვნელოვანი მალფორმაციების განვითარების მომატებულ რისკზე. გარკვეული ფაქტორები, როგორიცაა ნარკოტიკების უკანონო მოხმარება დედის მიერ, პრენატალური მოვლის დაგვიანება, ინფექცია, დაუმორჩილებლობა, ცუდი კვება და ფსიქოსოციალური პირობები, ართულებენ აღმოჩენათა ინტერპრეტაციას ბუპრენორფინზე მყოფი ორსულების შვილებში. მონაცემების ინტერპრეტაციას ართულებენ ასევე ოპიოიდური დამოკიდებულების მკურნალობის გარეშე დარჩენილი ქალები, რომლებიც ყველაზე შესაფერისი ჯგუფი იქნებოდა შედარებისთვის. ამის ნაცვლად, შესადარებელ ჯგუფში შედიან ოპიოიდური დამოკიდებულების სხვა მედიკამენტებით თერაპიის ქვეშ მყოფი ან ზოგადი პოპულაციის ქალები. დასახელებული შესადარებელი ჯგუფის წარმომადგენლები განსხვავდებიან ბუპრენორფინის შემცველ პრეპარატებზე მყოფი ქალებისგან სხვადასხვა ცვლილებების წყალობით, რამაც სავალალო გამოსავლამდე შეიძლება მიიყვანოს ისინი.
მულტიცენტრულ, ორმაგ-ბრმა, რანდომიზებულ, კონტროლირებად კვლევაში (დედათა ოპიოიდური თერაპია: ექსპერიმენტული კვლევა ადამიანებზე (MOTHER)), რომლის მიზანი იყო ნეონატალური ოპიოიდური აბსტინენციის ეფექტების შეფასება, ოპიოიდ-დამოკიდებული ორსულები რანდომიზებულ იქნენ ბუპრენორფინის (n=86) ან მეტადონის (n=89) ჯგუფებად. საშუალო გესტაციური ასაკი შეადგენდა 18,7 კვირას ორივე ჯგუფში. ბუპრენორფინის ჯგუფში 28 ქალმა (33%) 86-დან, ხოლო მეტადონის ჯგუფში 16-მა (18%) ქალმა 89-დან შეწყვიტა მკურნალობა ორსულობის დასრულებამდე.
სხვა ქალებში, რომლებიც აგრძელებდნენ მკურნალობას მშობიარობის დადგომამდე, არ გამოვლენილა განსხვავება ნეონატალური ოპიოიდური აბსტინენციის სინდრომის მკურნალობის საჭიროების თვალსაზრისით ბუპრენორფინისა და მეტადონის ჯგუფების ახალშობილებში, სინდრომის პიკის დროს. ბუპრენორფინის ჯგუფის ახალშობილები საჭიროებდნენ ნაკლებ მორფინს (საერთო დოზით 1,1 მგ, 10,4 მგ-გან განსხვავებით), ჰქონდათ უფრო მოკლე ჰოსპიტალიზაციის პერიოდი (10,0 დღე, 17,5-გან განსხვავებით) და მკურნალობის კურსის მოკლე ხანგრძლივობა (4,1 დღე, 9,9 დღისგან განსხვავებით), მეტადონის ჯგუფის ახალშობილებისგან განსხვავებით. სხვა განსხვავებები ახალშობილთა პირველადი (ახალშობილის თავის გარშემოწერილობა) ან მეორეული (წონა და სიგრძე დაბადებისას, ნაადრევი მშობიარობა, გესტაციური ასაკი დაბადებისას და 1 და 5 წუთიანი შეფასება აპგარის შკალით) ნიშნების თვალსაზრისით ჯგუფებს შორის არ გამოვლენილა. უცნობია იმ დედების გამოსავალი, როლებმაც შეწყვიტეს კვლევაში მონაწილეობა და შესაძლოა უკანონოდ მოიხმადნენ ოპიოიდებს. კვლევიდან გამოთიშვის დისბალანსის გამო, რთულია მისი მონაცემების საბოლოო ინტერპრეტაცია.
მონაცემები ცხოველებზე ჩატარებული კვლევებიდან
ქვემოთ მოყვენილი ზემოქმედების საზღვრები მოცემულია სხეულის ფართობის ერთეულზე (მგ/მ2) ადამიანის სადღეღამისო სუბლინგვური დოზის 16 მგ ბუპრენორფინისთვის, ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვურ ტაბლეტებზე გათვლით.
ემბრიო-ფეტალურ განვითარებაზე გავლენა შესწავლილ იქნა Sprague-Dawley ვირთაგვებსა და რუსულ თეთრ ბოცვრებში ორგანოგენეზის პერიოდში ბუპრენორფინისა და ნალოქსონის ორალური (1:1) და ინტრამუსკულარული (IM) (3:2) დანიშვნის გზით. 250 მგ/კგ/დღეში (150-ჯერ ადამიანის სუბლინგვური დოზა 16 მგ) მედიკამენტის ორალური გზით მიღების შემთხვევაში ვირთაგვებში ტერატოგენური ეფექტი არ გამოვლენილა, თუმცა აღინიშნა დედისთვის მაღალტოქსიკურობა (სიკვდილიანობა). 40 მგ/კგ/დღეში (50-ჯერ ადამიანის სუბლინგვური დოზა 16 მგ) მედიკამენტის ორალური გზით მიღების შემთხვევაში ბოცვრებში ტერატოგენური ეფექტი არ გამოვლენილა და არც ტოქსიკურობა აღენიშნა დედებს. 30 მგ/კგ/დღეში (ადამიანის სუბლინგვური დოზაზე - 16 მგ-ზე 20-ჯერ და 35-ჯერ მეტი შესაბამისად ვირთაგვებსა და ბოცვრებში) ინტრამუსკულარული გამოყენების დროს ვირთაგვებსა და ბოცვრებში ტერატოგენური ეფექტები არ გამოვლენილა. აღნიშნულ კვლევაში დედებისთვის ტოსიკურობა - სიკვდილიანობა - განვითარდა ორივე შემთხვევაში, ვირთაგვებშიც და ბოცვრებშიც. აცეფალია აღწერილ იქნა ერთი ბოცვრის ნაყოფში დაბალი დოზის ჯგუფიდან და ომფალოცელე - ბოცვრის ორ ნაყოფში, იგივე შთამომავლობიდან, საშუალო დოზის ჯგუფში; დიდი დოზების ჯგუფის ნაყოფებში არანაირი შემთხვევა არ გამოვლენილა. დედებისთვის ტოკსიკურობა გამოვლინდა მაღალი დოზის ჯგუფებში და არა დაბალში, სადაც აღწერილ იქნა ზემოთ მოყვანილი შემთხვევები. 10 მგ/კგ დღეში (6-ჯერ ადამიანის სუბლინგვური დოზა 16 მგ) ან მეტი ბუპრენორფინის ორალური დანიშვნის ფონზე ვირთაგვებში, აღინიშნა დოზა-დამოკიდებული იმპლანტაციის შემდგომი დანაკარგი, რაზეც მეტყველებს ნაადრევ რეზორბციათა რაოდენობის მატება და ნაყოფების რაოდენობის შესაბამისი კლება. ბოცვრებში, იმპლანტაციის შემდგომი დანაკარგის მატება აღინიშნა 40 მგ/კგ/დღეში დოზის ორალურად მიღების ფონზე. ვირთაგვებსა და ბოცვრებში იმპლანტაციის შემდგომი დანაკარგი, რაზეც მეტყველებს ნაადრევ რეზორბციათა რაოდენობის მატება აღინიშნა 30 მგ/კგ/დღეში მედიკამენტის ინტრამუსკულარული გამოყენების ფონზე.
ინტრამუსკულარულად ან კანქვეშ 5 მგ/კგ/დღეში (3-ჯერ და 6-ჯერ ადამიანის სუბლინგვური დოზა 16 მგ, შესაბამისად), ინტრავენურად 0,8 მგ/კგ/დღეში (0,5-ჯერ ადამიანის სუბლინგვური დოზა 16 მგ) ან ორალურად 160 მგ/კგ/დღეში (95-ჯერ ადამიანის სუბლინგვური დოზა 16 მგ) ვირთაგვებში და 25 მგ/კგ/დღეში (30-ჯერ ადამიანის სუბლინგვური დოზა 16 მგ) ბოცვრებში ბუპრენორფინი არ ახდენდა ტერატოგენურ გავლენას ვირთაგვებსა და ბოცვრებზე. ჩონჩხის პათოლოგიათა მნიშვნელოვანი მატება (მაგ.: გულმკერდის ზედმეტი მალა ან თორაკო-ლუმბალური ნეკნი) აღენიშნა ვირთაგვებს ბუპრენორფინის კანქვეშ 1 მგ/კგ/დღეში (0,6-ჯერ ადამიანის სუბლინგვური დოზა 16 მგ) დოზით შეყვანის ფონზე, მაგრამ არ გამოვლენილა ორალურად 160 მგ/კგ/დღეში დოზის მიღების დროს. ჩონჩხის პათოლოგიათა მნიშვნელოვანი მატება ბოცვრებში ინტრამუსკულარულად 5 მგ/კგ/დღეში (6-ჯერ ადამიანის სუბლინგვური დოზა 16 მგ) დოზით დედისთვის ტოქსიკური გავლენის არარსებობის ფონზე ან ორალურად 1 მგ/კგ/დღეში (ადამიანის სუბლინგვური დოზის 16 მგ-ის ეკვივალენტი) დოზის ფონზე სტატისტიკურად უმნიშვნელო იყო.
ბიცვრებში ბუპრენორფინმა გამოიწვია სტატისტკურად მნიშვნელოვანი იმპლანტაციამდელი დანაკარგი ორალურად 1 მგ/კგ/დღეში ან მეტი, ხოლო ინტრავენურად 0,2 მგ/კგ/დღეში (0,3-ჯერ ადამიანის სუბლინგვური დოზა 16 მგ) ან მეტი დოზის მიღების დროს. ზემოთ მოცემულ კვლევაში დედისმიერი ტოქსიკურობა არ გამოვლენილა ომპლანტაციამდელი დანაკარგის განმაპირობებელი დოზებით მედიკამენტის მიღების შემთხვევაში.
დისტოცია აღინიშნა ინტრამუსკულარულად 5 მგ/კგ/დღეში (3-ჯერ ადამიანის სუბლინგვური დოზა 16 მგ) ბუპრენორფინის დანიშვნის შემთხვევაში გესტაციის მე-14 დღიდან 21-ე დღემდე. ბუპრენორფინის ფერტილობისა და პრე- და პოსტნატალური განვითარების შემსწავლელ კვლევებში ვირთაგვებში აღინიშნა ნეონატალური სიკვდილიანობის რისკის მატება 0,8 მგ/კგ/დღეში (0,5-ჯერ ადამიანის სუბლინგვური დოზა 16 მგ) დოზის ორალური, 0,5 მგ/კგ/დღეში (0,3-ჯერ ადამიანის სუბლინგვური დოზა 16 მგ) დოზის ინტრამუსკულარული, 0,1 მგ/კგ/დღეში (0,06-ჯერ ადამიანის სუბლინგვური დოზა 16 მგ) დოზის კანქვეშა მიღების ფონზე. რძის წარმოქმნის თვალსაჩინო შემცირება სავარაუდოდ ხელს უწყობდა ნაშიერის ნაკლებ სიცოცხლისუნარიანობას და ლაქტაციის სიმცირეს. წონასწორობის დაცვის რეფლექსისა და თავდაცვის რეფლექსის დაგვიანება ვირთაგვის ნაშიერებში აღინიშნა 80 მგ/კგ/დღეში (50-ჯერ ადამიანის სუბლინგვური დოზა 16 მგ) ორალური დოზის მიღების ფონზე.
ლაქტაცია
საერთო რისკი
ბუპრენორფინით შემანარჩუნებელ თერაპიაზე მყოფი 13 მეძუძური დედის მონაწილეობით მიმდინარე ორ კვლევაში ბუპრენორფინი და მისი მეტაბოლიტი - ნორბუპრენორფინი დაბალი დოზებით აღმოჩენილ იქნა დედის რძეში, თუმცა არსებული მონაცემებით მას ჩვილებში გვერდითი ეფექტების განვითარება არ გამოუწვევია. არ არსებობს მონაცემები ბუპრენორფინისა და ნალოქსონის კომბინაციის გამოყენების შესახებ ლაქტაციის პერიოდში, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ნალოქსონი ხასიათდება შეზღუდული ორალური აბსორბციით. აუცილებელია განვითარებისა და ჯანმრთელობისმხრივი სარგებლის გათვალისწინება ლაქტაციის პერიოდში, დედისთვის ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების კლინიკურ საჭიროებასთან ერთად და ძუძუთა ახალშობილზე მედიკამენტისა და დედის დაავადებათა პოტენციური გვერდითი ეფექტების გავლენის წინასწარ შეფასება.
კლინიკური განხილვა
ბუპრენორფინისა და ნალოქსონის შემცველ პრეპარატებზე მყოფ დედებს ურჩიეთ აკონტროლონ ახალშობილებში მომატებული სედაციისა და სუნთქვის დარღვევის სიმპტომები.
მონაცემები
ორი კვლევის მონაცემები მსგავსი იყო ძუძუზე მყოფი ჩვილებისთვის (N=13), რომელთა დედებიც იმყოფებოდნენ ბუპრენორფინის შემანარჩუნებელ თერაპიაზე, სუბლინგვური დოზით 2,4-დან 24 მგ-მდე დღეში. კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვების ორგანიზმში მედიკამენტი ხვდებოდა დედის სადღეღამისო დოზის 1%-ზე ნაკლები ოდენობით.
ექვს მეძუძურ დედაზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალების რძეში, რომლებიც საშუალოდ იღებდნენ 0,29 მგ/კგ/დღეში ბუპრენორფინს სუბლინგვურად მშობიარობიდან 5 - 8 დღის განმავლობაში, გადავიდა ჩვილის საშუალო დოზა 0,42 მკგ/კგ/დღეში ბუპრენორფინი და 0,33 მკგ/კგ/დღეში - ნორბუპრენორფინი, რაც შეესაბამებოდა დოზის 0,2% და 0,12% შესაბამისად, დედის წონაზე გადაანგარიშებით (ნორბუპრენორფინის სავარაუდო დოზა კგ (%) გამოთვლილ იქნა იმ დაშვების საფუძველზე, რომ ის ბუპრენორფინის ეკვიპოტენტურია.
7 მეძუძურ დედაზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალების რძეში, რომლებიც საშუალოდ იღებდნენ 7 მგ/დღეში ბუპრენორფინს სუბლინგვურად მშობიარობიდან 1,12 თვის შემდეგ, ბუპრენორფინისა და ნურბუპრენორფინის საშუალო კონცენტრაცია (Cavg) შეადგენდა 3,65 მკგ/ლ და 1,94 მკგ/ლ შესაბამისად. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე და მიღებული რძის რაოდენობის (150 მლ/კგ/დღეში) გათვალისწინებით, ერთი ძუძუთა ასაკის ბავშივი მიიღებს საშუალოდ 0,55 მკგ/კგ/დღეში ბუპრენორფინისა და 0,29 მკგ/კგ/დღეში ნორბუპრენორფინის ჩვილის აბსოლუტურ დოზას (AID), ან დედის წონასთან ადაპტირებული დოზის საშუალოდ 0,38% და 0,18% ჩვილის შედარებით დოზას (RID), შესაბამისად.
რეპროდუქციული ასაკის ქალები და მამაკაცები
უნაყოფობა
ოპიოიდების ქრონიკულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს უნაყოფობა რეპროდუქციული ასაკის ქალებსა და მამაკაცებში. უცნობია, რამდენად შექცევადია აღნიშნული ეფექტი (იხ. გვერდითი ეფექტები (6.2), კლინიკური ფარმაკოლოგია (12.2), კლინიკამდელი ტოქსიკოლოგია (13.1)).
გამოყენება პედიატრიაში
არ არსებობს მონაცემები ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების ეფექტურობის შესახებ პედიატრიულ პაციენტებში. პრეპარატი არ არის რეკომენდებული ნეონატალური აბსტინენციის სინდრომის სამკურნალოდ ნალოქსონის - ოპიოიდური ანტაგონისტის - შემცველობის გამო.
გამოყენება გერიატრიაში
ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების, ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ფირფიტების ან ბუპრენორფინის სუბლინგვური ტაბლეტების კლინიკურ კვლევებში არ იყვნენ ჩართული დიდი რაოდენობით 65 წელზე უფროსი ასაკის პირები, მათ ორგანიზმზე მედიკამენტის განსხვავებული მოქმედების შესასწავლად. სხვა, არსებულ კვლევებში არ გამოვლენილა განსხვავება ხანდაზმული და ახალგაზრდა პაციენტების რეაქციებს შორის. ზოგადად, 65 წლის ან უფრო ასაკოვანი პაციენტებისთვის დოზის შერჩევა უნდა მოხდეს სიფრთხილით, უმცირესი დოზიდან დაწყებული, ღვიძლის, თირკმლის ან გულის ფუნქციების დაქვეითების, ასევე თანმხლები დაავადებების ან თანმხლები მედიკამენტოზური თერაპიის გათვალისწინებით.
ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის უკმარისობის გავლენა ბუპრენორფინისა და ნალოქსონის ფარმაკოკინეტიკაზე შესწავლილ იქნა ფარმაკოკინეტიკურ კვლევაში. ორივე მედიკამენტი ძირითადად ღვიძლში მეტაბოლიზდება. იმ პირობებში, რომ ღვიძლის სასუალო უკმარისობის დროს კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გამოვლენილა, მედიკამენტის პლაზმური კონცენტრაცია მაღალი იყო და ნახევარდაშლის პერიოდი - ხანგრძლივი ბუპრენორფინისთვისაც და ნალოქსონისთვისაც ღვიძლის საშუალო და მძიმე უკმარისობის მქონე პირებში. ნალოქსონზე გავლენა აღემატება ბუპრენორფინის პარამეტრებზე გავლენას საშუალო და მძიმე უკმარისობის მქონე პირებში. ნალოქსონისა და ბუპრენორფინის მახასიათებლების სიდიდე გაცილებით მაღალია ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პირებში, ვიდრე საშუალო უკმარისობის შემთხვევაში და, შესაბამისად, კლინიკური ეფექტებიც უფრო გამოხატული უნდა იყოს ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პირებში, ვიდრე საშუალო უკმარისობის დროს.
ბუპრენორფინ/ნალოქსონის პრეპარატები არ არის რეკომენდებული ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში და არ არის შესაფერისი ღვიძლის საშუალო უკმარისობის მქონე პირთათვისაც (იხ. გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები (5.12) და კლინიკური ფარმაკოლოგია (12.3)).
თირკმლის უკმარისობა
0,3 მგ ბუპრენორფინის ინტრავენური დანიშვნის შემთხვევაში არ გამოვლენილა განსხვავება 9 დიალიზზე მყოფი და 6 ჯანმრთლი პაციენტის ფარმაკოკინეტიკურ მაჩვენებლებს შორის. უცნობია თირკმლის უკმარისობის გავლენა ნალოქსონის ფარმაკოკინეტიკაზე.
შეჩვევა და ნარკოტიკული დამოკიდებულება
კონტროლირებადი სუბსტანცია
კონტროლირებადი ნივთიერებების აქტის თანახმად, ბუპრენორფინი წარმოადგენს III სიით კონტროლირებად სუბსტანციას.
შეჩვევა
სხვა ოპიოიდების მსგავსად, ბუპრენორფინის მიმართ შესაძლოა განვითარდეს შეჩვევა და წარმოადგენდეს უკანონო გავრცელების საგანს. მედიკამენტის გამოწერის დროს საჭიროა აღნიშნული ფაქტის გათვალისწინება, განსაკუთრებით მაშინ, როცა არსებობს უკონტროლო გამოყენების, შეჩვევის ან გავრცელების რისკი. ჯანდაცვის სპეციალისტებმა უნდა გაიარონ კონსულტაცია ქვეყნის პროფესიონალურ სალიცენზიო კომისიასთან ან ქვეყნის კონტროლირებადი სუბსტანციების ორგანოებში, რათა მიიღონ ინფორმაცია შეჩვევის და გავრცელების გამოვლენისა და პრევენციის შესახებ.
პაციენტები, რომლებიც აგრძელებენ ბუპრენორფინის უკონტროლო გამოყენებას, აღენიშნებათ შეჩვევა ან ავრცელებენ პროდუქტს, საჭიროებენ უფრო ინტენსიურ და სტრუქტურირებულ მკურნალობას.
ბუპრენორფინზე შეჩვევა ზრდის ჭარბი დოზირებისა და სიკვდილიანობის რისკს. აღნიშნული რისკი იზრდება ბუპრენორფინისა და ალკოჰოლის, ასევე სხვა ნივთიერებების, მაგ.: ბენზოდიაზეპინების ერთდროული გამოყენების შემთხვევაში.
ჯანდაცვის სპეციალისტი მარტივად გამოავლენს უკონტროლო გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებს, თუ აწარმოებს ჩანაწერებს გამოწერის თარიღის, დოზის, რაოდენობის, მარაგის შევსების სიხშირისა და რეცეპტის განახლების მოთხოვნის სახით.
პაციენტის სწორი შეფასება, სწორი დოზირება, თერაპიის პერიოდული გადახედვა და მედიკამენტის სწორი შენახვა ის ღონისძიებებია, რომლებიც ამცირებენ ოპიოიდებისადმი შეჩვევას.
დამოკიდებულება
ბუპრენორფინი არის მიუ-რეცეპტორების ნაწილობრივი აგონისტი და მისი ხანგრძლივი გამოყენება განაპირობებს ოპიოიდური ტიპის ფიზიკური დამოკიდებულების განვითარებას, რომელიც ხასიათდება აბსტინენციის ნიშნებითა და სიმპტომებით მოულოდნელი შეწყვეტის ან დოზის სწრაფი შემცირების ფონზე. აბსტინენციის სინდრომი უფრო მსუბუქია, ვიდრე სრული აგონისტებისა და შესაძლა უფრო გვიან აღმოცენდეს (იხ. გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები (5.7)).
ნეონატალური ოპიოიდური აბსტინენციის სინდრომი (NOWS) წარმოადგენს ორსულობის პერიოდში ოპიოიდების ხანგრძლივი გამოყენების მოსალოდნელ და განკურნებად შედეგს (იხ. გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები (5.5)).
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების მიღება იწვევს გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების დაქვეითებას, რაც გავლენას ახდენს პოტენციურად სახიფათო ქმედებებზე, როგორიცაა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისსა და დოზის ტიტრაციის ფაზებში. გააფრთხილეთ პაციენტები არ მართონ ავტომობილი და სხვა მექანიზმები, სანამ არ დარწმუნდებიან, რომ ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტები უარყოფით გავლენას არ ახდენს მსგავს აქტივობებზე.
ორთოსტატული ჰიპოტენზია
სხვა ოპიოიდების მსგავსად, ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვურ ტაბლეტებს შეუძლია ორთოსტატული ჰიპოტენზიის გამოწვევა ამბულატორიულ პაციენტებში.
თავზურგტვინის სითხის წნევის მატება
ბუპრენორფინს, სხვა ოპიოიდების მსგავსად, შეუძლია გამოიწვიოს თავზურგტვინის სითხის წნევის მატება და, ამიტომ, მისი გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს ქალა-ტვინის ტრავმის, ინტრაკრანიალური დაზიანებებისა და სხვა პათოლოგიების დროს, რომლებიც განაპირობებენ ლიქვორის წნევის მატებას. ბუპრენორფინმა შეიძლება გამოიწვიოს მიოზი და ცნობიერების დონის შეცვლა, რაც ხელს შეუშლის პაციენტის მდგომარეობის შეფასებას.
ნაღვლის სადინრის შიდა წნევის მატება
ბუპრენორფინი, სხვა ოპიოიდების მსგავსად, იწვევს ნაღვლის სადინრის შიდა წნევის მატებას და, ამიტომ, სიფრთხილით ინიშნება სანაღვლე გზების დისფუნქციის მქონე პირებში.
ეფექტები მწვავე მუცლის პათოლოგიებისას
სხვა ოპიოიდების მსგავსად, ბუპრენორფინს შეუძლია მწვავე მუცლის დიაგნოზის ან სიმპტომების შენიღბვა.
გვერდითი მოვლენები
ეტიკეტის სხვა ადგილას მითითებული სერიოზული გვერდითი ეფექტები:
დამოკიდებულება, მიჩვევა და უკონტროლო გამოყენება (იხილეთ გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები (5.1)).
რესპირატორული და ცნს-ის დეპრესია (იხილეთ გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები (5.2, 5.3)).
ნეონატალაური ოპიოიდური აბსტინენციის სინდრომი (იხილეთ გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები (5.5)).
ადრენალური უკმარისობა (იხილეთ გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები (5.6)).
ოპიოიდური აბსტინენცია (იხილეთ გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები (5.7, 5.10)).
ჰეპატიტი, ღვიძლის პათოლოგიები (იხილეთ გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები (5.8)).
ალერგიური რეაქციები (იხილეთ გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები (5.9)).
ორთოსტატული ჰიპოტენზია (იხილეთ გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები (5.16)).
ცერებროსპინალური სითხის წნევის მომატება (იხილეთ გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები (5.17)).
ნაღვლის სადინრის შიდა წნევის მატება (იხილეთ გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები (5.18)).
კლინიკური კვლევების შედეგები
იმის გამო, რომ კლინიკური კვლევები ტარდება საკმაოდ ცვალებად პირობებში, ვერ ხერხდება წამლის კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული გვერდითი ეფექტების სიხშირის პირდაპირი შედარება სხვა მედიკამენტების კლინიკურ კვლევებში გამოვლენილ სიხშირესთან და შეიძლება არ ასახავდეს პრაქტიკაში გამოვლენილ არასასურველ მოვლენებს.
ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების უსაფრთხოება შეფასებულ იქნა 497 ოპიოიდ-დამოკიდებულ სუბიექტზე. ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების პროსპექტული შეფასება მოხდა ბუპრენორფინის სუბლინგვურ ტაბლეტებზე ჩატარებული კვლევებისა და ბუპრენორფინის სუბლინგვურ ხსნარზე ჩატარებული სხვა კვლევების საშუალებით. ჯამში, უსაფრთხოების მონაცემები შეფასებულ იქნა 3214 ოპიოიდ-დამოკიდებულ პაციენტში, რომლებიც იღებდნენ ბუპრენორფინს ოპიოიდური დამოკიდებულების სამკურნალო დოზებით.
გვერდითი ეფექტების თვალსაზრისით, უმნიშვნელო განსხვავებაა ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვურ ტაბლეტებსა და ბუპრენორფინის სუბლინგვურ ტაბლეტებს ან ბუპრენორფინის სუბლინგვურ ხსნარს შორის.
4-კვირიან კვლევაში მონაწილე პაციენტების დაახლოებით 5%-ში აღწერილი იქნა შემდეგი გვერდითი ეფექტები (ცხრილი 1):
ცხრილი 1. გვერდითი ეფექტები (5%) ორგანოთა სისტემებისა და სამკურნალო ჯგუფების მიხედვით 4-კვირიან კვლევაში
N (%)
N (%)
ორგანოთა სისტემა / გვერდითი ეფექტი (COSTART ტერმინოლოგია)
ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტები 16 მგ/დღეში N=107
პლაცებო N=107
მთელი ორგანიზმი
ასთენია
7 (6,5%)
7 (6,5%)
შემცივნება
8 (7,5%)
8 (7,5%)
თავის ტკივილი
39 (36,4%)
24 (22,4%)
ინფექცია
6 (5,6%)
7 (6,5%)
ტკივილი
24 (22,4%)
20 (18,7%)
მუცლის ტკივილი
12 (11,2%)
7 (6,5%)
წელის ტკივილი
4 (3,7%)
12 (11,2%)
აბსტინენციის სინდრომი
27 (25,2%)
40 (37,4%)
გულ-სისხლძარღვთა სისტემა
ვაზოდილატაცია
10 (9,3%)
7 (6,5%)
საჭმლის მომნელებელი სისტემა
ყაბზობა
13 (12,1%)
3 (2,8%)
დიარეა
4 (3,7%)
16 (15,0%)
გულისრევა
16 (15,0%)
12 (11,2%)
ღებინება
8 (7,5%)
5 (4,7%)
ნერვული სისტემა
ინსომნია
15 (14,0%)
17 (15,9%)
რესპირატორული სისტემა
რინიტი
5 (4,7%)
14 (13,1%)
კანი და მისი დანამატები
ოფლიანობა
15 (14,0%)
11 (10,3%)
ბუპრენორფინის გვერდითი ეფექტების პროფილი ასევე დახასიათებულ იქნა ბუპრენორფინის ხსნარის დოზა-კონტროლირებად კვლევაში, სხვასასხვა დოზის შესწავლისას 4-თვიანი კურსებით. ცხრილი 2-ში მოცემულია პაციენტების 5%-ში აღწერილი გვერდითი ეფექტები სხვადასხვა დოზის ჯგუფში დოზა-კონტროლირებადი კვლევიდან.
ცხრილი 2. გვერდითი ეფექტები (5%) ორგანოთა სისტემებისა და სამკურნალო ჯგუფების მიხედვით 16-კვირიან კვლევაში

ბუპრენორფინის დოზა*
ძალიან დაბალი*
(N=184)
დაბალი*
(N=180)
საშუალო*
(N=186)
მაღალი*
(N=181)
ჯამი*
(N=731)
N (%)
N (%)
N (%)
N (%)
N (%)
მთელი ორგანიზმი
აბსცესი
9 (5%)
2 (1%)
3 (2%)
2 (1%)
16 (2%)
ასთენია
26 (14%)
28 (16%)
26 (14%)
24 (13%)
104 (14%)
შემცივნება
11 (6%)
12 (7%)
9 (5%)
10 (6%)
42 (6%)
ცხელება
7 (4%)
2 (1%)
2 (1%)
10 (6%)
21 (3%)
გრიპის მაგვარი სინდრომი
4 (2%)
13 (7%)
19 (10%)
8 (4%)
44 (6%)
თავის ტკივილი
51 (28%)
62 (34%)
54 (29%)
53 (29%)
220 (30%)
ინფექცია
32 (17%)
39 (22%)
38 (20%)
40 (22%)
149 (20%)
შემთხვევითი ტრავმა
5 (3%)
10 (6%)
5 (3%)
5 (3%)
25 (3%)
ტკივილი
47 (26%)
37 (21%)
49 (26%)
44 (24%)
177 (24%)
წელის ტკივილი
18 (10%)
29 (16%)
28 (15%)
27 (15%)
102 (14%)
აბსტინენციის სინდრომი
45 (24%)
40 (22%)
41 (22%)
36 (20%)
162 (22%)
საჭმლის მომნელებელი სისტემა
ყაბზობა
10 (5%)
23 (13%)
23 (12%)
26 (14%)
82 (11%)
დიარეა
19 (10%)
8 (4%)
9 (5%)
4 (2%)
40 (5%)
დისპეფსია
6 (3%)
10 (6%)
4 (2%)
4 (2%)
24 (3%)
გულისრევა
12 (7%)
22 (12%)
23 (12%)
18 (10%)
75 (10%)
ღებინება
8 (4%)
6 (3%)
10 (5%)
14 (8%)
38 (5%)
ნერვული სისტემა
შფოთვა
22 (12%)
24 (13%)
20 (11%)
25 (14%)
91 (12%)
დეპრესია
24 (13%)
16 (9%)
25 (13%)
18 (10%)
83 (11%)
თავბრუსხვევა
4 (2%)
9 (5%)
7 (4%)
11 (6%)
31 (4%)
ინსომნია
42 (23%)
50 (28%)
43 (23%)
51 (28%)
186 (25%)
ნევროზულობა
12 (7%)
11 (6%)
10 (5%)
13 (7%)
46 (6%)
სომნოლენცია
5 (3%)
13 (7%)
9 (5%)
11 (6%)
38 (5%)
რესპირატორული სისტემა
ხველების მომატება
5 (3%)
11 (6%)
6 (3%)
4 (2%)
26 (4%)
ფარინგიტი
6 (3%)
7 (4%)
6 (3%)
9 (5%)
28 (4%)
რინიტი
27 (15%)
16 (9%)
15 (8%)
21 (12%)
79 (11%)
კანი და მისი დანამატები
ოფლიანობა
23 (13%)
21 (12%)
20 (11%)
23 (13%)
87 (12%)
გრძნობათა ორგანოები
ცრემლდენა
13 (7%)
9 (5%)
6 (3%)
6 (3%)
34 (5%)
- სუბლინგვური ხსნარი - მოცემულ ცხრილში მითითებული დოზები არ ეკუთვნის აუცილებლად ტაბლეტირებულ ფორმას, არამედ მითითებულია შედარების მიზნით:
“ძალიან დაბალი” დოზა (1 მგ ხსნარი) - უნდა ყოფილიყო 2 მგ ტაბლეტის დოზაზე ნაკლები
“დაბალი დოზა” (4 მგ ხსნარი) - დაახლოებით 6 მგ ტაბლეტის დოზის შესაბამისი
“საშუალო დოზა” (8 მგ ხსნარი) - დაახლოებით 12 მგ ტაბლეტის დოზის შესაბამისი
“მაღალი დოზა” (16 მგ ხსნარი) - დაახლოებით 24 მგ ტაბლეტის დოზის შესაბამისი
პოსტმარკეტინგული კვლევების შედეგები
ბუპრენორფინ/ნალოქსონის ოფიციალური დამტკიცების შემდეგ აღწერილ იქნა ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები. იმის გამო, რომ არასასურველი მოვლენების აღრიცხვა ნებაყოფლობითია, განუსაზღვრელი რაოდენობის პოპულაციისგან, ყოველთვის შეუძლებელია მათი სარწმუნო სიხშირის ან მედიკამენტთან კავშირის დადგენა.
ყველაზე ხშირად გამოვლინდა პერიფერიული შეშუპება, გვერდითი ეფექტი, რომელიც კლინიკურ კვლევებში არ არის აღწერილი.
სეროტონინული სინდრომი: სეროტონინის სინდრომის შემთხვევები, სიცოცხლისთვის პოტენციურად სახიფათო მდგომარეობა აღწერილ იქნა ოპიოიდების სეროტონინერგულ მედიკამენტებთან კომბინირებისას.
ადრენალური უკმარისობა: ადრენალური უკმარისობის შემთხვევები აღწერილ იქნა ოპიოიდების ერთ თვეზე მეტ ხანს გამოყენების ფონზე.
ანაფილაქსია: ანაფილაქსია ვითარდება ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების შემადგენელი კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.
ანდროგენული უკმარისობა: ანდროგენური უკმარისობის შემთხვევები ვითარდება ოპიოიდების ქრონიკული მოხმარების დროს (იხ. კლინიკური ფარმაკოლოგია (12.2)).
ადგილობრივი რეაქციები: კბილის კარიესი (კარიესის, კბილის მოტეხილობისა და კბილის დაკარგვის ჩათვლით), გლოსოდინია, გლოსიტი, პირის ღრუს ლორწოვანის ერითემა, პირის ღრუს ჰიპოესთეზია და სტომატიტი.
ჭარბი დოზა
კლინიკური სურათი
მწვავე ჭარბი დოზირების მანიფესტაცია ხდება გუგების შევიწროებით, სედაციით, ჰიპოტენზიით, რესპირატორული დეპრესიითა და ლეტალური გამოსავლით.
ჭარბი დოზირების მკურნალობა
ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა პაციენტის სუნთქვითი ფუნქციისა და გულის მდგომარეობის მკაცრი კონტროლი. გულისა და სუნთქვითი ფუნქციების დათრგუნვის შემთხვევაში პირველადი ყურადღება უნდა მიექცეს ადეკვატური ოქსიგენაციის აღდგენას სასუნთქი გზების გამტარობის შემოწმებისა და აპარატურული ან კონტროლირებადი ვენტილაციის გზით. ჟანგბადის, ინტრავენური ხსნარების, ვაზოპრესორებისა და სხვა დამხმარე საშუალებების შეყვანა ხდება საჭიროებისამებრ.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში, პირველადი დახმარება გულისხმობს ადეკვატური ვენტილაციის აღდგენას მექანიკური საშუალებებით, საჭიროების შემთხვევაში. ბუპრენორფინის ჭარბი დოზირების შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს ნალოქსონის გამოყენება ჩვეულებრივზე მაღალი დოზებითა და განმეორებითი კურსებით. საჭიროა ბუპრენორფინისა და ნალოქსონის გამოყენების ხანგრძლივობის გათვალისწინება მედიკამენტოზური თერაპიის ხანგრძლივობის დასადგენად ჰიპერდოზირების სიმპტომების მოხსნის მიზნით. მონიტორინგის არასაკმარისი ხანგრძლივობა პაციენტებს რისკის ქვეშ აყენებს.
აღწერილობა
ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტები არის ნარინჯისფერი, დაწინწკლული, ექვსკუთხა ტაბლეტები, ალფანუმერული სიტყვის გრავირებით რომელიც ახდენს პროდუქტის და დოზის იდენტიფიცირებას. ტაბლეტები შეიცავენ ბუპრენორფინის ჰიდროქლორიდს, მიუ-ოპიოიდური რეცეპტორების ნაწილობრივ აგონისტს, და ოპიოიდური რეცეპტორების ანტაგონისტს, ნალოქსონის ჰიდროქლორიდის დიჰიდრატს, ფარდობით 4:1 (თავისუფალი ფუძეების ფარდობა). პრეპარატი მიიღება სუბლინგვურად შემდეგი დოზირებებით - 2 მგ ბუპრენორფინი, 0,5 მგ ნალოქსონით და 8 მგ ბუპრენორფინი, 2 მგ ნალოქსონით. თითოეული სუბლინგვური ტაბლეტი შეიცავს შემდეგ დამხმარე ნივთიერებებს: კალიუმის აცესულფამი, ლიმონმჟავა უწყლო, ლიმნის ხელოვნური არომატი, FD&C ყვითელი No. 6 ალუმინის ტბა, ლაქტოზა უწყლო, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, მანიტოლი, პოვიდონი, ნატრიუმის ციტრატი და სახამებელი (სიმინდის სახამებელი).
ქიმიურად ბუპრენორფინის ჰიდროქლორიდი USP არის (2S)-2-[17-ციკლოპროპილმეთილ-4,5-ეპოქსი-3-ჰიდროქსი-6-მეთოქსი-6, 14-ეთანო-14-მორფინან-7-yl]-3,3-დიმეთილბუტან-2-ოლ ჰიდროქლორიდი. მისი ქიმიური სტრუქტურაა:
ბუპრენორფინის ჰიდროქლორიდის USP ქიმიური ფორმულაა C29H41NO4 * HCl, ხოლო მოლეკულური მასა - 504,10. ის წარმოადგენს თეთრიდან მოთეთრომდე კრისტალურ ფხვნილს, რომელიც იშვიათად იხსნება წყალში, კარგად იხსნება მეთანოლში, იხსნება სპირტში და ნაწილობრივ უხსნადია ციკლოჰექსანში.
ქიმიურად ნალოქსონის ჰიდროქლორიდის დიჰიდრატი USP არის 17-ალილ-4,5-ეპოქსი-3,14-დიჰიდროქსიმორფინან-6-ონი ჰიდროქლორიდის დიჰიდრატი. მისი ქიმიური სტრუქტურაა:
ნალოქსონის ჰიდროქლორიდის დიჰიდრატის USP ქიმიური ფორმულაა C19H21NO4 * HCl * 2H2O, ხოლო მოლეკულური მასა - 399,87. ის წარმოადგენს თეთრიდან მოთეთრომდე ფხვნილს, რომელიც კარგად იხსნება წყალში, იხსნება სპირტში და ნაწილობრივ უხსნადია ტოლუენსა და ეთერში.
კლინიკური ფარმაკოლოგია
მოქმედების მექანიზმი
ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტები შეიცავს ბუპრენორფინს და ნალოქსონს. ბუპრენორფინი არის მიუ რეცეპტორების ნაწილობრივი აგონისტი და კაპპა-ოპიოიდური რეცეპტორების ანტაგონისტი. ნალოქსონი წარმოადგენს ოპიოიდურ ანტაგონისტს და განაპირობებს ოპიოიდური აბსტინენციის სინდრომის განვითარებას სრულ ოიპიოდურ აგონისტებზე ფიზიკურად დამოკიდებულ პირებში პარენტერალური გამოყენების შემთხვევაში.
შენახვის პირობები
ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტები 2 მგ/0,5 მგ არის ნარინჯისფერი, არაერთგვაროვანი, ექვსკუთხა ტაბლეტები, გრავირებით “2N’ ცალ მხარეს და “M” ჩარჩოში - მეორე მხარეს. დოზა მითითებულია სუფთა ფუძისთვის, რაც შეესაბამება 2,16 მგ ბუპრენორფინის ჰიდროქლორიდს USP და 0,61 მგ ნალოქსონის ჰიდროქლორიდის დიჰიდრატს USP.
ბოთლი 30 ტაბ. ................. NDC 0406-8005-03
ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტები 8 მგ/2 მგ არის ნარინჯისფერი, არაერთგვაროვანი, ექვსკუთხა ტაბლეტები, გრავირებით “8N’ ცალ მხარეს და “M” ჩარჩოში - მეორე მხარეს. დოზა მითითებულია სუფთა ფუძისთვის, რაც შეესაბამება 8,64 მგ ბუპრენორფინის ჰიდროქლორიდს USP და 2,44 მგ ნალოქსონის ჰიდროქლორიდის დიჰიდრატს USP.
ბოთლი 30 ტაბ. ................. NDC 0406-8020-03
ინახება 20-25C (68-77F) პირობებში (იხ. USP-კონტროლირებადი ოთახის ტემპერატურა).
გადაანაწილეთ მყარ, სინათლისადმი მდგრად კონტეინერში, USP მითითებების შესაბამისად.
ურჩიეთ პაციენტებს, შეინახონ ბუპრენორფინის შემცველი მედიკამენტები უსაფრთხო, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. გაანადგურეთ გამოუყენებელი მედიკამენტი ინსტრუქციის მიხედვით (იხ. პაციენტის საკონსულტაციო ინფორმაცია (17)).
- პაციენტის საკონსულტაციო ინფორმაცია
ურჩიეთ პაციენტს, გაეცნოს FDA მიერ დამტკიცებულ ინსტრუქციას (მედიკამენტის გამოყენების სახელმძღვანელო).
შენახვა და უტილიზაცია
შემთხვევით მიღებას, არასწორ მოხმარებასა და ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებული რისკების გამო, ურჩიეთ პაციენტებს შეინახონ ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტები უსაფრთხოდ, ბავშვებისთვის და სხვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, მათ შორის სახლში სტუმრებისთვის მიუწვდომელ ადგილას [იხილეთ გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.1, 5.4), ნარკომანია და დამოკიდებულება (9.2)]. აცნობეთ პაციენტებს, რომ ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების უყურადღებოდ დატოვებამ შეიძლება ფატალური საფრთხის ქვეშ დააყენოს სხვები სახლში.
ურჩიეთ პაციენტებს და მომვლელებს, რომ მედიკამენტები რომლებიც აღარ არის საჭირო, დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს. ვადაგასული, არასაჭირო ან გამოუყენებელი ბუპრენორფინის და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტები უნდა განადგურდეს გამოუყენებელი წამლის ტუალეტში ჩარეცხვით, თუ წამლის დაბრუნების ვარიანტი არ არის ხელმისაწვდომი. აცნობეთ პაციენტებს, რომ მათ შეუძლიათ შემდეგ მისამართზე www.fda.gov/drugdisposal იხილონ იმ მედიკამენტების სრული სია, რომლებიც რეკომენდებულია განადგურდეს ჩარეცხვის გზით, ასევე დამატებითი ინფორმაცია გამოუყენებელი მედიკამენტების განადგურების შესახებ.
უსაფრთხო გამოყენება
ბუპრენორფინისა და ნალოქსონის ტაბლეტებით მკურნალობის დაწყებამდე, გააცანით პაციენტებს და მათ მომვლელებს ქვემოთ მოყვანილი მითითებები. ურჩიეთ პაციენტებს, გაეცნონ მედიკამენტის გამოყენების სახელმძღვანელოს, ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების ყოველი მიღების შემდეგ, რადგან შესაძლოა აღმოაჩინონ მათთვის საინტერესო ახალი ინფორმაცია.
ბუპრენორფინი და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს მთლიანად. ურჩიეთ პაციენტებს არ გატეხონ, დაღეჭონ ან გადაყლაპონ ბუპრენორფინის და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტები.
გააფრთხილეთ პაციენტები ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვურ ტაბლეტებთან ერთად ბენზოდიაზეპინების ან ცნს-ის სხვა დეპრესანტების, ალკოჰოლის ჩათვლი, თვითნებური გამოყენებისას პოტენციური ფატალური გამოსავლის რისკის არსებობის შესახებ. გააფრთხილეთ ისინი, მიიღონ გამოწერილი ბენზოდიაზეპინები და ცნს-ის სხვა დეპრესანტები მხოლოდ ექიმის მითითების შესაბამისად (იხ. გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები (5.2, 5.3), მედიკამენტებთან ურთიერთქმედება (7)).
აუხსენით პაციენტებს და მომვლელებს, როგორ ამოიცნონ რესპირატორული დეპრესია და ყურადღება გაამახვილეთ 911-ზე დარეკვის ან სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიღების მნიშვნელობაზე ცნობილი ან საეჭვო დოზის გადაჭარბების შემთხვევაში [იხილეთ გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.2)].
პაციენტის ხელმისაწვდომობა ნალოქსონზე ოპიოიდების ჭარბი დოზირების გადაუდებელი მკურნალობისთვის
იმის გამო, რომ პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ოპიოიდების მოხმარების დარღვევების გამო, იმყოფებიან რეციდივის რისკის ქვეშ, განიხილეთ პაციენტთან და მომვლელთან ნალოქსონზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა. ასევე განიხილეთ ნალოქსონზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა, ოჯახის წევრების (მათ შორის ბავშვები) ან სხვა ახლო კონტაქტებთან დაკავშირებით, შემთხვევითი გადაყლაპვის ან ოპიოიდების დოზის გადაჭარბების რისკის გამო.
აცნობეთ პაციენტებს და მომვლელებს ნალოქსონის მიღების ვარიანტების შესახებ, როგორც ნებადართულია ნალოქსონის გაცემისა და გამოწერის ინდივიდუალური მოთხოვნებით ან გაიდლაინებით (მაგ. რეცეპტით, უშუალოდ ფარმაცევტის მიერ, ან როგორც თემზე დაფუძნებული პროგრამის ნაწილი).
აუხსენით პაციენტებს და მომვლელებს, თუ როგორ ამოიცნონ ოპიოიდების ჭარბი დოზირების ნიშნები და სიმპტომები.
აუხსენით პაციენტებს და მომვლელებს, რომ ნალოქსონის ზემოქმედება დროებითია და რომ მათ უნდა დაურეკონ 911-ს ან სასწრაფოდ მიიღონ სამედიცინო დახმარება ოპიოიდების ჭარბი დოზის ცნობილ ან საეჭვო ყველა შემთხვევაში, ნალოქსონის შეყვანის შემდეგაც კი. შეიძლება საჭირო გახდეს განმეორებითი მიღება, განსაკუთრებით ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, რადგან ნალოქსონი ხშირად არ არის ეფექტური პაციენტისთვის ხელმისაწვდომი დოზებით [იხ. დოზირება და მიღების წესი (2.3), გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.2), დოზის გადაჭარბება (10)].
თუ ინიშნება ნალოქსონი, ასევე ურჩიეთ პაციენტებს და მომვლელებს:
- როგორ იმკურნალონ ნალოქსონით ოპიოიდების ჭარბი დოზირების შემთხვევაში
- აცნობონ ოჯახს და მეგობრებს ნალოქსონის შესახებ და შეინახონ ისეთ ადგილას, სადაც ოჯახს და მეგობრებს ადვილად შეეძლებათ მასზე წვდომა საგანგებო სიტუაციებში
- წაიკითხონ პაციენტის ინფორმაცია (ან სხვა საინფორმაციო მასალა), რომელიც მოჰყვება ნალოქსონს. ყურადღება გაამახვილეთ ამის გაკეთების მნიშვნელობაზე ოპიოიდური გადაუდებელი შემთხვევების დადგომამდე, რათა პაციენტმა და მომვლელმა იცოდნენ რა უნდა გააკეთონ.
აუხსენით პაციენტებს, რომ ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტები შეიცავენ ოპიოიდებს, რომლებიც წარმოადგენს სამიზნეს მათზე დამოკიდებული და “ქუჩის მედიკამენტების” მომხმარებელი პირებისთვის. ურჩიეთ, შეინახონ ისინი უსაფრთხო ადგილას და დაიცვან მოპარვისაგან.
გააფრთხილეთ პაციენტები, შეინახონ ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტები უსაფრთხო, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ბავშვის მიერ მედიკამენტის შემთხვევით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სასიკვდილო რესპირატორული დეპრესია. ურჩიეთ მათ, სასწრაფოდ მიმართონ გადაუდებელი დახმარების განყოფილებას, თუ ბავშვმა შემთხვევით გადაყლაპა ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტები.
აუხსენით პაციენტებს, რომ ოპიოიდებს შეუძლია გამოიწვიოს იშვიათი, მაგრამ სიცოცხლისთვის სახიფათი მდგომარეობა, სეროტონინერგულ მედიკამენტებთან ერთად მიღების შემთხვევაში. გააცანით მათ სეროტონინული სინდრომის სიმპტომები და სთხოვეთ დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს მათი განვითარების შემთხვევაში. სთხოვეთ მათ, აცნობონ ექიმს თუ იღებენ ან აპირებენ სეროტონინერგული მედიკამენტების მიღებას (იხ. მედიკამენტებთან ურთიერთქმედება (7)).
აუხსენით პაციენტებს, რომ ოპიოიდებს შეუძლიათ გამოიწვიონ სიცოცხლისთვის სახიფათი მდგომარეობა, ადრენალური უკმარისობა. იგი გამოვლინდება ისეთი არასპეციფიკური სიმპტომებით, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, ანორექსია, დაღლილობა, სისუსტე, თავბრუსხვევა და დაბალი წნევა. სთხოვეთ მათ მიმართონ ექიმს, სიმპტომების განვითარების შემთხვევაში (იხ. გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები (5.6)).
გააფრთხილეთ პაციენტები, არასოდეს გადასცენ ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტები სხვას, თუნდაც მას მსგავსი სიმპტომები ჰქონდეს. ამან შეიძლება ზიანი მოუტანოს მათ ან გამოიწვიოს ლეტალური გამოსავლის დადგომა.
აუხსენით პაციენტებს, რომ მედიკამენტის გავრცელება ან გაყიდვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა.
გააფრთხილეთ პაციენტები, რომ ბუპრენორფინის და ნალოქსონი სუბლინგვური ტაბლეტების პირის ღრუს ლორწოვან გარსში სრულად გაწოვის შემდეგ, დალიონ ერთი ყლუპი წყალი, ნაზად გამოივლონ კბილებსა და ღრძილებში და გადაყლაპონ. ურჩიეთ პაციენტებს, რომ დაიცადონ ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების მიღებიდან მინიმუმ ერთი საათი კბილების გახეხვამდე [იხილეთ გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.13)].
გადაამისამართეთ პაციენტები სტომატოლოგიურ დაწესებულებებში და ურჩიეთ მათ რეგულარულად გაიარონ სტომატოლოგიური გამოკვლევები ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების მიღებისას. გააფრთხილეთ პაციენტები, რომ აცნობონ სტომატოლოგს, მათ მიერ ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტებით მკურნალობის დაწყების შესახებ [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.13)].
გააფრთხილეთ პაციენტები, რომ ბუპრენორფინის და ნალოქსონის სუბლინგვალურმა ტაბლეტებმა შეიძლება დააზიანონ გონებრივი ან ფიზიკური შესაძლებლობები, რომლებიც საჭიროა პოტენციურად საშიში დავალებების შესასრულებლად, როგორიცაა ავტომობილის მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა. სიფრთხილე უნდა იქნას გამოყენებული განსაკუთრებით პრეპრატის ინდუქციისა და დოზის კორექტირებისას და მანმადე, სანამ ინდივიდები საკმარისად არ იქნებიან დარწმუნებული, რომ ბუპრენორფინით თერაპია უარყოფითად არ იმოქმედებს მათ უნარზე ჩაერთონ ასეთ აქტივობებში [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.15)]
გააფრთხილეთ პაციენტები არ შეცვალონ ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების დოზა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
გააფრთხილეთ პაციემტები რომ თუ დაავიწყდათ ბუპრენორფინის და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების მიღება, უნდა მიიღონ ტაბლეტი გახსენებისთანავე. თუ დავიწყებული დოზის მიღება თითქმის ემთხვევა შემდეგ დოზის დროს, მათ უნდა გამოტოვონ დავიწყებული დოზა და მიიღონ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს.
გააფრთხილეთ პაციენტები, მიიღონ ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტები დღეში ერთხელ.
გააფრთხილეთ პაციენტები, რომ ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტები იწვევენ დამოკიდებულებისა და აბსტინენციის ნიშნებისა და სიმპტომების განვითარებას მედიკამენტის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში.
ურჩიეთ პაციენტებს, რომლებსაც სურთ ოპიოიდური დამოკიდებულების ბუპრენორფინით მკურნალობის შეწყვეტა, ექიმთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით მოახდინონ დოზის შემცირება და გააფრთხილეთ, რომ არსებობს მედიკამენტის უკანონო გამოყენების რეციდივის რისკი ოპიოიდური აგონისტის/ნაწილობრივი აგონისტის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში.
გააფრთხილეთ პაციენტები, რომ სხვა ოპიოიდების მსგავსად, ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვურ ტაბეტებს შეუძლია ორთოსტატული ჰიპოტენზიის გამოწვევა ამბულატორიულ პაციენტებში (იხ. გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები (5.16)).
ურჩიეთ პაციენტებს, აცნობონ ექიმს, თუ იღებენ სხვა რეცეპტურულ, ურეცეპტო ან მცენარეულ მედიკამენტებს (იხ. მედიკამენტებთან ურთიერთქმედება (7)).
აუხსენით ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვურ ტაბლეტებზე მყოფ ორსულ ქალებს, რომ ბავშვს შეიძლება განუვითარდეს აბსტინენციის სინდრომი დაბადებისას და რომ ის განკურნებადია (იხ. გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები (5.5), გამოყენება კონკრეტული ჯგუფის პოპულაციაში (8.1)).
სთხოვეთ ქალებს ლაქტაციის პერიოდში, ყურადღება მიაქციონ ჩვილებში ძიალიანობას და სუნთქვის გაძნელებას (იხ. გამოყენება განსაკუთრებულ პოპულაციაში (8.2)).
აცნობეთ პაციენტებს, რომ ოპიოიდების ქრონიკულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ფერტილობის დაქვეითება. არ არის ცნობილი ეს ეფექტები ფერტილობაზე არის თუ არა შექცევადი. (იხ. გამოყენება კონკრეტული ჯგუფის პოლულაციებში (8.3)).
სთხოვეთ პაციენტს, გააფრთხილოს მომვლელები, რომ გადაუდებელ შემთხვევაში მათ აცნობონ სამედიცინო პერსონალს, რომ პაციენტი ოპიოიდ-დამოკიდებულია და გადის თერაპიას ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტებით.
Mallinckrodt, “M” ბრენდის სიმბოლო და Mallinckrodt Pharmaceuticals-ის ლოგო წარმოადგენს კომპანია მალინკროდტის სავაჭრო ნიშანს.
©2023 Mallinckrodt
წარმოებულია:
SpecGx LLC-თვის
Webster Groves, MO 63119 USA
ფარმაკოლოგიური თვისებები
სუბიექტური ეფექტები
ბუპრენორფინის შედარებისას სრულ ოპიოიდურ აგონისტებთან, როგორიცაა მეტადონი და ჰიდროქსიმორფონი, აღინიშნა სუბლინგვური ბუპრენორფინის ტიპური ოპიოიდური აგონისტური ეფექტი, რაც იზღუდება ჭერის ეფექტით (ceiling effect).
ოპიოიდების მიმღებ პირებში, ფიზიკური დამოკიდებულების გარეშე, ბუპრენორფინ/ნალოქსონის ტაბლეტებმა გამოიწვია ოპიოიდური აგონისტების ეფექტი, რამაც მაქსიმუმს მიაღწია 8მგ/2მგ და 16მგ/4მგ ბუპრენორფინი/ნალოქსონის დოზებს შორის.
ოპიოიდური აგონისტების ჭერის ეფექტი ასევე აღწერილ იქნა ორმაგ-ბრმა, პარალელურ-ჯგუფურ, ბუპრენორფინის სუბლინგვური ხსნარის სხვადასხვა დოზის (1, 2, 4, 8, 16 ან 32 მგ) შედარებისას პლაცებოსთან და სრული აგონისტების სხვადასხვა დოზებთან. მკურნალობა ტარდებოდა მზარდი დოზებით, მინიმუმ 1 - 16 კვირიანი ინტერვალებით, ოპიოიდების მიმღებ პირებში, ფიზიკური დამოკიდებულების გარეშე. ორივე აქტიური ნივთიერება იწვევდა ტიპური ოპიოიდური აგონისტების ეფექტს. ყველა საკვლევი მონაცემისთვის, რაზეც მედიკამენტის ეფექტი გამოვლინდა, ბუპრენორფინმა აჩვენა დოზა-დამოკიდებული პასუხი. თუმცა, თითოეულ შემთხვევაში არსებობდა დოზა, როცა მეტი ეფექტი უკვე აღარ გამოვლინდებოდა. ამის საპირისპიროდ, სრული აგონისტის უმაღლესი დოზის ფონზე ეფექტი ყოველთვის უდიდესი იყო. აგონისტების ობიექტური შეფასების მაჩვენებლები მომატებული რჩებოდა ბუპრენორფინის მაღალი დოზებისთვის (8 მგ-დან 32 მგ-მდე) უფრო მეტ ხანს, ვიდრე დაბალი დოზებისთვის და არ უბრუნდებოდა საწყის დონეს დანიშვნიდან 48 საათზე ადრე. ეფექტი უფრო სწრაფად დგებოდა ბუპრენორფინზე, სრული აგონისტებისგან განსხვავებით, დოზების უმეტესობისთვის პიკური ეფექტი დგებოდა 100 წუთის შემდეგ ბუპრენორფინის ფონზე და 150 წუთის შემდეგ - სრული აგონისტების ფონზე.
ფიზიოლოგიური ეფექტები
ოპიოიდების მიმღებ პირებში, ფიზიკური დამოკიდებულების გარეშე, ბუპრენორფინი ინტრავენურად (2, 4, 8, 12 და 16 მგ) და სუბლინგვურად (12 მგ) დაინიშნა გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი და სუბიექტური ეფექტების გამოსაკვლევად ოპიოიდური დამოკიდებულების სამკურნალო დოზების მსგავსი დოზით. დროის გარკვეულ პერიოდში არანაირი სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება მკურნალობის რომელიმე სქემის დროს არ გამოვლენილა პლაცებოსთან შედარებით სისხლის წნევის, გულისცემის სიხშირის, ჟანგბადის სატურაციის ან კანის ტემპერატურის თვალსაზრისით. სისხლის სისტოლური წნევა 8 მგ ბუპრენორფინის ჯგუფში აღემატებოდა პლაცებოს (3 საათიანი AUC-მაჩვენებლები) ჯგუფს. მინიმალური და მაქსიმალური ეფექტები მსგავსი იყო ყველა ჯგუფში. პაციენტები რეაგირებდნენ დაბალ ხმაზე და კომპიუტერულ სიგნალიზე. ზოგ პაციენტს აღენიშნა აგზნებადობა, მაგრამ სხვა სიმპტომი არ გამოვლენილა.
სუბლინგვური ბუპრენორფინის რესპირატორული ეფექტები შედარებულ იქნა მეტადონთან ორმაგ-ბრმა, პარალელურ-ჯგუფურ, ბუპრენორფინის სუბლინგვური ხსნარის სხვადასხვა დოზის (1, 2, 4, 8, 16 ან 32 მგ) და ორალური მეტადონის (15, 30, 45 და 60 მგ) შედარებისას ოპიოიდების მომხმარებელ მოხალისეებში, დამოკიდებულების გარეშე. მოცემულ კვლევაში ხშირი იყო ჰიპოვენტილაცია, რომელიც არ საჭიროებდა სამედიცინო ჩარევას 4 მგ ან მეტი დოზით ბუპრენორფინის ფონზე, განსხვავებით მეტადონისგან. ორივე მედიკამენტმა გამოიწვია ჟანგბადის სატურაციის დაქვეითება ერთსადაიმავე დონეზე.
ნალოქსონის ეფექტი
ბუპრენორფინის ტაბლეტებისა და ბუპრენორფინ/ნალოქსონის ტაბლეტების სუბლინგვური გამოყენების ფონზე განვითარებული ფიზიოლოგიური და სუბიექტური ეფექტები მსგავსი იყო ბუპრენორფინის ეკვივალენტური დოზით მიღების შემთხვევაში. ნალოქსონი არ ახდენს კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას სუბლინგვურად მუღების შემთხვევაში, თუმცა მისი კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში შესაძლებელია. ბუპრენორფინ/ნალოქსონის სუბლინგვური დანიშვნისას ოპიოიდ-დამოკიდებულ ჯგუფში, დგება ოპიოიდური აგონისტების მსგავსი ეფექტი, ხოლო მისი ინტრამუსკულარული ინექციის შემთხვევაში, დგება ნალოქსონის მსგავსი, ოპიოიდური ანტაგონისტების ეფექტი. აღნიშნული ფაქტი მიუთითებს, რომ ნალოქსონს ბუპრენორფინ/ნალოქსონის ტაბლეტებში შეუძლია შეაკავოს ბუპრენორფინ/ნალოქსონის ტაბლეტების ინექციის სურვილი იმ პირებში, რომლებსაც აღენიშნება ჰეროინის ან სხვა სრული მიუ-ოპიოიდების მიმართ აქტიური, გამოხატული დამოკიდებულება. თუმცა, კლინიცისტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ იმ ოპიოიდ-დამოკიდებულ პირებს, რომლებსაც გააჩნიათ სრული მიუ-ოპიოიდების მიმართ დამოკიდებულების დაბალი დონე ან რომელთა ოპიოიდების მიმართ ფიზიკური დამოკიდებულება განპირობებულია ბუპრენორფინით, უვითარდებათ შეჩვევა ბუპრენორფინ/ნალოქსონის კომბინაციის ინტრავენური ან ინტრანაზალური გზით მიღების შემთხვევაში. მეტადონის შემანარჩუნებელ თერაპიაზე მყოფ და ჰეროინ-დამოკიდებულ პირებში, ბუპრენორფინ/ნალოქსონის კომბინაციის ინტრავენური დანიშვნა განაპირობებს ოპიოიდური აბსტინენციის ნიშნებისა და სიმპტომების დალექვას და აღიქმება უსიამოვნოდ და დისფორიულად. მორფინით სტაბილიზებულ პირებში, ბუპრენორფინისა და ნალოქსონის კომბინაციის ინტრავენური გამოყენება განაპირობებდა ოპიოიდური ანტაგონისტებისა და აბსტინენციის ნიშნებსა და სიმპტომებს, რაც თანაფარდობაზე იყო დამოკიდებული; აბსტინენციის სიმპტომები განსაკუთრებით გამოვლინდა 2:1 და 4:1 თანაფარდობისას, ნაკლები ინტენსივობით - 8:1 თანაფარდობის შემთხვევაში.
ეფექტები ენდოკრინულ სისტემაზე
ოპიოიდები თრგუნავს ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის (ACTH), კორტიზოლისა და ადამიანის მალუთეინიზირებელი ჰორმონის (LH) სეკრეციას (იხ. გვერდითი ეფექტები (6.2)). ისინი ასევე ხელს უწყობენ პროლაქტინის, ზრდის ჰორმონის (GH) სეკრეციას და კუჭქვეშა ჯირკვლის ინსულინის და გლუკაგონის გამოყოფას.
ოპიოიდების ხანგრძლივი მოხმარება გავლენას ახდენს ჰიპოთალამურ-პიტუიტარულ-გონადურ სისტემაზე და იწვევს ანდროგენულ უკმარისობას, რაც გამოვლინდება ლიბიდოს დაქვეითებით, იმპოტენციით, ერექციული დისფუნქციით, ამენორეით ან უნაყოფობით. ოპიოიდების მიზეზობრივი როლი ჰიპოგონადიზმის სინდრომში დღეისათვის არსებული კვლევების საფუძველზე უცნობია, სხვადასხვა სამედიცინო, ფიზიკური, ცხოვრებისეული თუ ფიზიოლოგიური სტრესული ფაქტორების გამო, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინონ გონადური ჰორმონების დონეზე. ანდროგენული უკმარისობის სიმპტომების მქონე პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ ლაბორატორიული კვლევა.
გულის ელექტროფიზიოლოგია
QT საფუძვლიანმა კვლევებმა ბუპრენორფინის პროდუქტებზე აჩვენა QT-ს გახანგრძლივება ≤15 მწმ.
ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია
ბუპრენორფინისა და ნალოქსონის პლაზმური კონცენტრაცია იზრდება ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების დოზასთან ერთად (ცხრილი 4). აღინიშნა ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური აბსორბციის მაჩვენებლების ფართო მერყეობა პაციენტებს შორის, თუმცა ცალკეულ პაციენტში ვარიაბელობა მინიმალური იყო. ბუპრენორფინის Cmax და AUC ხაზოვნად იზრდება დოზის მატებასთან ერთად (4-დან 16 მგ-ის ფარგლებში), თუმცა მატება არ არის დოზის მატების პირდაპირპროპორციული.
ნალოქსონი გავლენას არ ახდენს ბუპრენორფინის და ბუპრენორფინის ჰიდროქლორიდისა და ნალოქსონის ჰიდროქლორიდის ფარმაკოკინეტიკურ მაჩვენებლებზე. ნალოქსონის სამი დოზის შემთხვევაში, 1, 2 და 4 მგ, რაოდენობრივი განსაზღვრის ზღვრული დონე (0,05 ნგ/მლ) არ აღინიშნა 2 საათზე მეტ ხანს 8 სუბიექტიდან შვიდში. ერთ პაციენტს 4 მგ დოზის ფონზე უმცირესი გაზომვადი კონცენტრაცია დაუფიქსირდა 8 საათის შემდეგ. ცალკეულ პაციენტში (სუბიექტთა უმრავლესობას), დოზების სხვადასხვაობის ფონზე აღინიშნა ნალოქსონის კონცენტრაციის მატება დოზის მატებასთან ერთად. ნალოქსონის საშუალო პიკური მაჩვენებელი მერყეობდა 0,11 ნგ/მლ-დან 0,28 ნგ/მლ-მდე ნალოქსონის 1-4 მგ დოზების ფარგლებში.
ცხრილი 4. ბუპრენორფინის, ნორბუპრენორფინისა და ნალოქსონის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები (საშუალო SD) ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების მიღების შემდეგ
ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები
ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების დოზა (მგ)
2 მგ/0,5 მგ
8 მგ/2 მგ
ბუპრენორფინი
Cmax (ნგ/მლ)
0,7800,323
2,581,10
Tmax (სთ)*
1,50 (0,75-3,00)
1,50 (0,50-3,03)
AUCinf (ნგ. სთ/მლ)
7,6512,650
25,319,500
t1/2 (სთ)
30,7515,04
31,9415,27
ნორბუპრენორფინი
Cmax (ნგ/მლ)
0,2930,129
1,350,977
Tmax (სთ)*
1,25 (0,50-8,00)
1,25 (0,75-12,00)
AUCinf (ნგ. სთ/მლ)
13,594,887
52,8431,15
t1/2 (სთ)
45,8415,85
44,7628,74
ნალოქსონი
Cmax (ნგ/მლ)
51,321,1
13557,3
Tmax (სთ)*
0,75 (0,30-1,50)
0,75 (0,50-1,25)
AUCinf (ნგ. სთ/მლ)
124,252,49
374,6132,8
t1/2 (სთ)
5,155,28
7,653,99
- Tmax აღწერილია, როგორც საშუალო მაჩვენებელი, მერყეობის ფარგლებით
გადანაწილება
ბუპრენორფინის დაახლოებით 96% უკავშირდება პლაზმის ცილებს, განსაკუთრებით, ალფა- და ბეტა-გლობულინებს.
ნალოქსონის დაახლოებით 45% სისხლში შეკავშირებული სახითაა, განსაკუთრებით ალბუმინებთან.
ელიმინაცია
მეტაბოლიზმი
ბუპრენორფინი განიცდის N-დეალკილირებას და გლუკურონიდაციას. N-დეალკილირება ძირითადად ხდება CYP3A4 ფერმენტული სისტემის საშუალებით. ძირითადი მეტაბოლიტი, ნორბუპრენორფინი, შემდგომში განიცდის გლუკურონიდაციას. ნორბუპრენორფინი in vitro უკავშირდება ოპიოიდურ რეცეპტორებს, თუმცა უცნობია განაპირობებს, თუ არა ნორბუპრენორფინი ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების ეფექტურობას. ნალოქსონი განიცდის პირდაპირ გლუკურონიდაციას ნალოქსონ-3-გლუკურონიდამდე და N-დეალკილირებას, რის შედეგადაც სცილდება 6-ოქსო ჯგუფი.
გამოყოფა
ბუპრენორფინის წონის ბალანსის კვლევამ აჩვენა რადიოაქტიურად მონიშნული მასის სრული აღდგენა შარდსა (30%) და ფეკალიებში (69%), მედიკამენტის მირღებიდან 11 დღის შემდეგ. თითქმის მთელი დოზა მოდიოდა ბუპრენორფინზე, ნორბუპრენორფინსა და ბუპრენორფინის ორ უცნობ მეტაბოლიტზე. შარდში ბუპრენორფინისა და ნორბუპრენორფინის დიდი ნაწილი კონიუგირებული იყო (ბუპრენორფინი - 1% თავისუფალი და 9,4% - კონიუგირებული; ნორბუპრენორფინი - 2,7% თავისუფალი და 11% - კონიუგირებული). ფეკალიებში თითქმის მთელი ბუპრენორფინი და ნორბუპრენორფინი თავისუფალი იყო (ბუპრენორფინი - 33% თავისუფალი და 5% - კონიუგირებული; ნორბუპრენორფინი - 21% თავისუფალი და 2% - კონიუგირებული). ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების სუბლინგვურად დანიშვნის შემთხვევაში, ბუპრენორფინის საშუალო ნახევარ-დაშლის პერიოდი მერყეობს 24-დან 42 საათამდე, ხოლო ნალოქსონისა - 2-დან 12 საათამდე.
მედიკამენტებთან ურთიერთქმედების კვლევები
CYP3A4 ინჰიბიტორები და ინდუქტორები
ბუპრენორფინი წარმოადგენს CYP2D6 და CYP3A4-ია ინჰიბიტორს და მისი ძირითადი მეტაბოლიტი, ნორბუპრენორფინი არის CYP2D^ ზომიერი ინჰიბიტორი in vitro კვლევების მონაცემებით, რომლებშიც სწავლობდნენ ღვიძლის მიკროსომებს. თუმცა ბუპრენორფინისა და ნორბუპრენორფინის შედარებით დაბალი პლაზმური კონცენტრაციები, რაც აღინიშნება მათი თერაპიული დოზით მიღების დროს, არ განაპირობებს მნიშვნელოვან მედიკამენტოზურ ურთიერთქმედებას (იხ. ურთიერთქმედება მედიკამენტებთან (7)).
განსაკუთრებული პოპულაცია
ღვიძლის უკმარისობა
ფარმაკოკინეტიკურ კვლევაში ბუპრენორფინისა და ნალოქსონის გადანაწილება განისაზღვრა 2მგ/0,5მგ ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების დანიშვნის შემდეგ, ჩაილდ-პუს კრიტერიუმებით ღვიძლის უკმარისობის სხვადასხვა ხარისხის მქონე პაციენტებში. ბუპრენორფინისა და ნალოქსონის გადანაწილება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში შედარდა ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებისას.
ღვიძლის საშუალო უკმარისობის მქონე პაციენტებში საშუალო Cmax, AUC0-last და ნახევარ-დაშლის პერიოდის მაჩვენებლები ბუპრენორფინისა და ნალოქსონისთვის კლინიკურად უმნიშვნელო იყო. ღვიძლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტები არ საჭიროებდნენ დოზის კორექციას.
ღვიძლის საშუალო და მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში აღინიშნა Cmax, AUC0-last და ნახევარ-დაშლის პერიოდის მაჩვენებლების მატება ბუპრენორფინისა და ნალოქსონისთვის; ნალოქსონის ეფექტები აღემატებოდა ბუპრენორფინისას (ცხრილი 5).
ცხრილი 5. ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების ცვლილება ღვიძლის საშუალო და მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში
ღვიძლის უკმარისობა
ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები
ბუპრენორფინის მატება ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით
ნალოქსონის მატება ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით
საშუალო
Cmax
8%
170%
AUC0-last
64%
218%
ნახევარ-დაშლის პერიოდი
35%
165%
მძიმე
Cmax
72%
1030%
AUC0-last
181%
1302%
ნახევარ-დაშლის პერიოდი
57%
122%
ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში ნალოქსონსა და ბუპრენორფინზე გავლენა აღემატება საშუალო უკმარისობის მქონე პაციენტებისას და, შესაბამისად, მათი კლინიკური ეფექტი მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტში უფრო ძლიერია, ვიდრე საშუალო უკმარისობის დროს. (იხ. გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები (5.12) და გამოყენება სპეციფიკურ პოპულაციაში (8.6)).
HCV ინფექცია
HCV ინფექციის მქონე პაციენტებში ღვიძლის უკმარისობის სიმპტომების გარეშე, ბუპრენორფინისა და ნალოქსონის Cmax, AUC0-last და ნახევარ-დაშლის პერიოდის მაჩვენებლების ცვლილება კლინიკურად უმნიშვნელო იყო HCV ინფექციის არ მქონე ჯანმრთელ პირებთან შედარებით გარეშე.
კლინიკამდელი ტოქსიკოლოგია
- 1 კანცეროგენულობა, მუტაგენურობა, ფერტილობის დარღვევა
კანცეროგენულობა
ბუპრენორფინ/ნალოქსონის (სუფთა ფუძეები ფარდობით 4:1) კანცეროგენულობის კვლევა ჩატარდა Alderley Park-ის ვირთაგვებზე. ბუპრენორფინ/ნალოქსონი დაინიშნა საკვებთან ერთად დაახლოებით 7, 31 და 123 მგ/კგ დღეში 104 კვირის განმავლობაში (სავარაუდო დოზა აღემატებოდა ადამიანის სუბლინგვურ დოზას (16 მგ/4 მგ ბუპრენორფინ/ნალოქსონი) 4, 18 და 44-ჯერ, ბუპრენორფინის AUC-თან შედარების საფუძველზე). ყველა ჯგუფში აღინიშნა ლეიდიგის უჯრედული ადენომის სტატისტიკურად სარწმუნო ზრდა. მედიკამენტთან დაკავშირებული სხვა სიმსივნური წარმონაქმნები არ გამოვლენილა.
ბუპრენორფინის კანცეროგენულობის კვლევა ჩატარდა Sprague-Dawley-ის ვირთაგვებსა და CD-1 თაგვებზე. ვირთაგვებს ბუპრენორფინი დაენიშნა საკვებთან ერთად, დოზით 0,6; 5,5 და 56 მგ/კგ/დღეში (სავარაუდო დოზა აღემატებოდა ადამიანის სადღეღამისო სუბლინგვურ დოზას (16 მგ ბუპრენორფინი) 0.4, 3 და 35-ჯერ, მ2-ზე გათვლით), 27 თვის განმავლობაში. ბუპრენორფინ/ნალოქსონის კანცეროგენულობის კვლევის მსგავსად, მოცემულ შემთხვევაშიც განვითარდა ლეიდიგის უჯრედული ადენომის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი, დოზა-დამოკიდებული მატება. CD-1 თაგვების 86-კვირიან კვლევაში, ბუპრენორფინის კანცეროგენულობა არ გამოვლინდაენილა 100 მგ/კგ/დღეში (სავარაუდო დოზა აღემატებოდა ადამიანის სადღეღამისო სუბლინგვურ დოზას, 16 მგ ბუპრენორფინი, 30-ჯერ, მ2-ზე გათვლით) დოზის მიღების ფონზე.
მუტაგენურობა
ბუპრენორფინისა და ნალოქსონის 4:1 თანაფარდობა არ იყო მუტაგენური ბაქტერიული კულტურებისთვის (ეიმსის ტესტი): S. typhimurium-ისა და E. coli-ს 2 შტამისთვის. კომბინაცია არ აღმოჩნდა კლასტოგენური in vitro კვლევებში ადამიანის ლიმფოციტების ან ი.ვ. მიკრონუკლეური ტესტისთვის ვირთაგვებში.
ბუპრენორფინი შესწავლილ იქნა გენის, ქრომოსომებისა და დნმ-ას გამოყენებით ჩატარებულ ტესტებში, როგორც პროკარიოტულ, ისე ეუკარიოტულ უჯრედებში. შედეგები უარყოფითი იყო საფუარასთვის (S. cerevisiae) რეკომბინაციური, გენის კონვერსიული და მუტაციის გაგრძელების თვალსაზრისით; უარყოფითი, Bacillus subtilis “rec” ჩანაწერებში, უარყოფითი კლასტოგენურობის თვალსაზრისით CHO უჯრედებში, ჩინური ზღვის გოჭის ძვლის ტვინისა და სპერმატოგენური უჯრედებისთვის და უარყოფითი თაგვის ლიმფომის L5178Y ჩანაწერებში.
ეიმსის ტესტის შედეგები მსგავსი იყო: უარყოფითი ორი ლაბორატორიის კვლევაში, მაგრამ დადებითი - დროში გახანგრძლივებული მუტაციისთვის მაღალი დოზებით (5 მგ/სინჯარაზე), მესამე კვლევაში. შედეგები დადებითი იყო Green-Tweets-ის (E. coli) გადარჩენის ტესტში, დადებითი დნმ-ას სინთეზის ინჰიბირების ტესტში თაგვის ტესტიკულურ ქსოვილში თიმიდინის (3H) in vivo და in vitro ჩანერგვისთვის და დადებითი დაუგეგმავი დნმ-ას სინთეზის ტესტში, თაგვის ტესტიკულური უჯრედების გამოყენებით.
ფერტილობის დარღვევა
ბუპრენორფინის დანიშვნა საკვებთან ერთად 500 პპმ ან მეტი ოდენობით (47 მგ/კგ/დღეში ეკვივალენტი ან მეტი; სავარაუდო დოზა აღემატებოდა ადამიანის სადღეღამისო სუბლინგვურ დოზას (16 მგ ბუპრენორფინი) 28-ჯერ, მ2-ზე გათვლით) ვირთაგვებში განაპირობებდა ფერტილობის დათრგუნვას, რაც გამოვლინდა მდედრ ვირთაგვებში ჩასახვათა რაოდენობის შემცირებით. 100 პპმ დოზა (10 მგ/კგ/დღეში ეკვივალენტი; სავარაუდო დოზა აღემატებოდა ადამიანის სადღეღამისო სუბლინგვურ დოზას (16 მგ ბუპრენორფინი) 6-ჯერ, მ2-ზე გათვლით) გავლენას არ ახდენდა ფერტილობაზე.
- კლინიკური კვლევები
ბუპრენორფინისა და ნალოქსონის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის კლინიკური მონაცემები აღებულ იქნა ბუპრენორფინის სუბლინგვური ფორმების (ნალოქსონით ან მის გარეშე) და მეტი ბიოშეღწევადობის მქონე ბუპრენორფინის ეთანოლის ხსნარის სუბლინგვური დანიშვნით მიმდინარე კვლევებიდან.
ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტები შესწავლილ იქნა 575 პაციენტზე, ბუპრენორფინის სუბლინგვური ტაბლეტები - 1834 პაციენტზე და ბუპრენორფინის სუბლინგვური ხსნარი - 2470 პაციენტზე. ჯამში, ამ კვლევებში, 1270 ქალმა მიიღო ბუპრენორფინი. დოზირების რეკომენდაციები ეფუძნება ორივე ტაბლეტირებული ფორმის თითო კვლევას და ეთანოლიანი ხსნარის 2 კვლევას. ყველა კვლევაში ბუპრენორფინი მიიღებოდა ფსიქოსოციალურ კონსულტაციებთან კომბინაციაში, როგორც დამოკიდებულების სამკურნალო სრულფასოვანი პროგრამა. არ ჩატარებულა ბუპრენორფინის ეფექტურობის, როგორც მკურნალობის ერთადერთი კომპონენტის შესაფასებელი კვლევები.
ორმაგ-ბრმა, პლაცებო-და აქტიურად-კონტროლირებად კვლევაში, 326 ჰეროინზე-დამოკიდებული სუბიექტის რანდომიზაცია მოხდა ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების 16 მგ/4 მგ დღეში, ბუპრენორფინის სუბლინგვური ტაბლეტების 16 მგ/დღეში ან პლაცებოს სუბლინგვური ტაბლეტების ჯგუფებში. პაციენტებში, რომელთა რანდომიზება მოხდა აქტიური მკურნალობის ჯგუფში, დოზირება დაიწყეს 8 მგ ბუპრენორფინიდან I დღეს, რასაც მოჰყვა 16 მგ (8 მგ 2 ტაბლეტი) ბუპრენორფინი მე-2 დღეს. მე-3 დღეს ისინი გადაყვანილ იქნენ ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტებით კომბინირებულ თერაპიაზე. პლაცებოს ჯგუფში რანდომიზებული პაციენტები იღებდნენ 1 პლაცებოს ტაბლეტს I დღეს და 2 ტაბლეტს - 4 კვირის განმავლობაში. პაციენტებზე დაკვირვება ხდებოდა ყოველდღე (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით), დოზირებისა და ეფექტურობის შესაფასებლად. შაბათ-კვირას მათ ეძლეოდათ სახლში მისაღები დოზები. პაციენტები იღებდნენ მედიკამენტს ენის ქვეშ 5-10 წუთის განმავლობაში, სრულ გაწოვამდე. მათ უტარდებოდათ კონსულტაცია აივ-ინფექციის თაობაზე და 1-საათიანი ინდივიდუალური კონსულტაცია კვირაში ერთხელ. პირველადი შეფასების მიზანი იყო ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტებისა და ბუპრენორფინის სუბლინგვური ტაბლეტების ეფექტურობის შედარება პლაცებოსთან. კვირაში სამჯერ აღებული შარდის ანალიზში კვლევის გარეშე ოპიოიდების უარყოფითი მაჩვენებლები სტატისტიკურად უფრო მაღალი იყო ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტებისა და ბუპრენორფინის სუბლინგვური ტაბლეტების ჯგუფებში, პლაცებოსგან განსხვავებით.
ორმაგ-ბრმა, ორმაგ-იმიტირებულ, პარალელურ-ჯგუფურ შედარებით კვლევაში ბუპრენორფინის ეთანოლის ხსნარი შედარებულ იქნა სრულ აგონისტებთან (საკონტროლო ჯგუფი) 162 პაციენტზე. ისინი რანდომიზებულ იქნენ ბუპრენორფინის სუბლინგვური ხსნარი 8 მგ/დღეში (დოზა შეესაბამება ბუპრენორფინისა და ნოლოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების 12 მგ/3 მგ-ს დღეში და ბუპრენორფინის სუბლინგვური ტაბლეტების 12 მგ-ს) და ორი (რომელთაგან ერთი იმდენად დაბალი იყო, რომ პლაცებოს ალტერნატივას ასრულებდა), შედარებით დაბალი დოზის აქტიური კონტროლის ჯგუფებად, 3-10 დღის განმავლობაში ინდუქციის ფაზის, 16-კვირიან შემანარჩუნებელ ფაზისა და 7-კვირიან დეტოქსიკაციის ფაზის განმავლობაში. ბუპრენორფინის ტიტრაცია შემანარჩუნებელ დოზამდე მოხდა მე-3 დღეს. აქტიური საკონტროლო ნივთიერების ტიტრაცია უფრო ნელა ხდებოდა.
შემანარჩუნებელი თერაპია გრძელდებოდა 17 კვირის განმავლობაში და შემდეგ ხდებოდა დოზის ტიტრაცია დაახლოებით 20% - 30%-ით კვირაში 18-დან 24 კვირამდე, პლაცებოსთვის კი - ბოლო 2 კვირის განმავლობაში. პაციენტები ყოველ კვირაში გადიოდნენ ინდივიდუალურ ან ჯგუფურ კონსულტაციებს.
მკურნალობის რეტენციის და კვირაში სამჯერ აღებული შარდის ანალიზის საფუძველზე, კვლევის გარეშე ოპიოიდების უარყოფითი მაჩვენებლები სტატისტიკურად უფრო მაღალი იყო ბუპრენორფინის ჯგუფში, ვიდრე დაბალი დოზის საკონტროლო ჯგუფში. შესაბამისად, ბუპრენორფინი უფრო ეფექტური იყო, ვიდრე საკონტროლო ნივთიერება დაბალი დოზით ჰეროინის მიმართ დამოკიდებულების მკურნალობისა და ოპიოიდების დამატებით მოხმარების შემცირების თვალსაზრისით. 8 მგ/დღეში ბუპრენორფინის ეფექტურობა მსგავსი იყო საკონტროლო მედიკამენტის საშუალო დოზისა, თუმცა ეკვივალენტობის დადასტურება ვერ მოხერხდა.
დოზის საკონტროლო, ორმაგ-ბრმა, პარალელურ-ჯგუფურ 16-კვირიანი კვლევა ჩატარდა 731 სუბიექტზე, რომლებიც რანდომიზებულ იქნენ ბუპრენორფინის ეთანოლის ხსნარის 4 დოზიდან ერთ-ერთ ჯგუფში: 1 მგ, 4 მგ, 8 მგ და 16 მგ. ბუპრენორფინის ტიტრაცია შემანარჩუნებელ დოზამდე ხდებოდა 1-4 დღეს და გაგრძელდა 16 კვირის განმავლობაში. პაციენტებს ჩაუტარდათ სულ მცირე, 1 სწავლება აივ-ინფექციის შესახებ და 1-საათიანი კონსულტაციები თვეში ან კვირაში ერთხელ, კვლევითი ინსტიტუტის მდებარეობიდან გამომდინარე.
მკურნალობის რეტენციის და კვირაში სამჯერ აღებული შარდის ანალიზის საფუძველზე, კვლევის გარეშე ოპიოიდების უარყოფითი მაჩვენებლები უფრო მაღალი იყო 3 მაღალი დოზის ჯგუფში, 1 მგ დოზის ჯგუფისგან განსხვავებით. შესაბამისად, კვლევამ აჩვენა, რომ მკურნალობისთვის ბუპრენორფინის სხვადასხვა დოზა შეიძლება იყოს ეფექტური. 1 მგ ბუპრენორფინის სუბლინგვური ხსნარი, 2 მგ ტაბლეტებზე ნაკლებად ეფექტურად არის მიჩნეული. კვლევაში გამოყენებული სხვა დოზები დაახლოებით შეესაბამება ბუპრენორფინის ტაბლეტირებულ ფორმას დოზებით 6 მგ-დან 24 მგ-მდე.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქციის მიმოხილვა
მოცემული მიმოხილვა არ შეიცავს სრულ ინფორმაციას ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ. იხ. ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების გამოყენების სრული ინსტრუქცია.
ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტები, CIII
პირველადი დამტკიცება აშშ: 2002
მიმდინარე ძირითადი ცვლილებები
დოზირება და მიღების წესი (2.4) 06/2022
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები (5.13, 5.14) 06/2022
ჩვენებები და გამოყენება
ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტები შეიცავს ბუპრენორფინს, ოპიოიდების ნაწილობრივ აგონისტს და ნალოქსონს, ოპიოიდების ანტაგონისტს და გამოიყენება ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი თერაპიის მიზნით (1).
ბუპრენორფინის და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების გამოყენება უნდა მოხდეს როგორც სრული მკურნალობის გეგმის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს კონსულტაციებს და ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას (1).
დოზირება და მიღების წესი
ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტები ინიშნება ენის ქვეშ დღეში ერთხელ მისაღებად (2.1.).
ყურადღებით განიხილეთ ნალოქსონის დანიშვნა ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების დაწყების ან განახლების დროს, რადგან პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ ოპიოიდების მოხმარების დარღვევების გამო, აქვთ რეციდივის პოტენციალი, რაც აყენებს მათ ოპიოიდების ჭარბი დოზირების რისკის ქვეშ. (2.2)
იმისათვის რომ თავიდან იქნას არიდებული დაჩქარებული აბსტინენცია, საჭიროა ბუპრენორფინის სუბლინგვური ტაბლეტების გამოყენებისას ინდუქციური მეთოდის გამოყენება, როდესაც აბსტინენციის აშკარა და რეალური ნიშნები სახეზეა. ინდუქციის შემდეგ, ბუპრენორფინის და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების დოზები უნდა იქნას პროგრესულად დარეგულირებული იმ დონემდე, რომელიც საჭიროა პაციენტის მკურნალობისთვის და რაც თრგუნავს ოპიოიდების აბსტინენციის ნიშნებს და სიმპტომებს (2.3).
ბუპრენორფინის და ნალოქსონის რეკომენდებული სამიზნე დოზა შემანარჩუნებელი თერაპიისთვის შეადგენს 16 მგ/4 მგ. (2.3)
გამოიყენეთ ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტები სრული რეკომენდირებული მითითების შესაბამისად (2.3, 2.4).
მკურნალობის შეწყვეტისას დოზა თანდათანობით უნდა შემცირდეს აბსტინენციის ნიშნების და სიმპტომების თავიდან არიდების მიზნით. (2.7)
გამოშვების ფორმა და დოზა
სუბლინგვური ტაბლეტები:
2 მგ ბუპრენორფინი/0,5 მგ ნალოქსონთან ერთად და
8 მგ ბუპრენორფინი/2 მგ ნალოქსონთან ერთად (3).
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა ბუპრენორფინის ან ნალოქსონის მიმართ (4)
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
დამოკიდებულება, შეჩვევა და უკონტროლო მოხმარება: სხვა ოპიოიდების მსგავსად, ბუპრენორფინის მიმართ, შესაძლოა განვითარდეს დამოკიდებულება. მნიშვნელოვანია პაციენტის მდგომარეობის სტაბილურობის დონის კლინიკური მონიტორინგი. საჭიროა იმ პაციენტების მონიტორინგ, რომლებსაც აღენიშნებათ ოპიოიდური დამოკიდებულება და ადიქტიური ქცევა. არ არის რეკომენდებული დოზის მრავლობითი კორექცია მკურნალობის საწყის ეტაპზე ან საკონტროლო ვიზიტებზე, პაციენტის შესაფერისი მონიტორინგის გარეშე (5.1).
რესპირატორული დეპრესია: აღწერილ იქნა ბუპრენორფინთან დაკავშირებული, სიცოცხლისთვის სახიფათო რესპირატორული დეპრესია და სიკვდილიანობა. გააფრთხილეთ პაციენტები პოტენციური საფრთხის შესახებ ბენზოდიაზეპინების ან ცნს-ის სხვა დეპრესანტების თვითნებური გამოყენების შემთხვევაში ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტებით მკურნალობისას (5.2, 5.3).
შემთხვევითი პედიატრიული ექსპოზიცია: შეინახეთ ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტები უსაფრთხო, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ბუპრენორფინმა შეიძლება გამოიწვიოს მწვავე, ფატალური რესპირატორული დეპრესია ბავშვებში (5.4).
ნეონატალური ოპიოიდური აბსტინენციის სინდრომი: ნეონატალური ოპიოიდური აბსტინენციის სინდრომი (NOWS) წარმოადგენს ორსულობის პერიოდში ოპიოიდების გახანგრძლივებული მიღების მოსალოდნელ და განკურნებად შედეგს (5.5).
ადრენალური უკმარისობა: დიაგნოსტირებული დაავადების შემთხვევაში მიმართეთ ფიზოლოგიურ კორტიკოსტეროიდებ-ჩანაცვლებით თერაპიას და მოუხსენით პაციენტს ოპიოიდები (5.6).
ოპიოიდური აბსტინენციის სინდრომის განვითარების რისკი უეცარი შეწყვეტისას: პრეპარატის უეცარი შეწყვეტის ან დოზის სწრაფი შემცირებისას, საჭიროა პაციენტების მონიტორინგი აბსტინენციის სინდრომის განვითარებაზე და შესაბამისი მკურნალობა (5.7).
ჰეპატიტის რისკი, ღვიძლის პათოლოგიები: დააკვირდით ღვიძლის ფუნქციურ ტესტებს მკურნალობის დაწყებამდე და თერაპიის პროცესში და შეაფასეთ ღვიძლის საეჭვო მდგომარეობები (5.8).
ოპიოიდური აბსტინენციის სინდრომის ნიშნების და სიმპტომების პრეციპიტაცია: ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების პარენტერალური გამოყენების შემთხვევაში, სრულ ოპიოიდურ აგონისტებზე ფიზიკურად დამოკიდებულ პირებში ან სხვა ოპიოიდების აგონისტური ეფექტის შემცირებამდე მისი სუბლინგვური გამოყენების შემთხვევაში, არსებობს გამოხატული და ინტენსიური მოხსნის სინდრომის განვითარების დიდი ალბათობა (5.10).
ჭარბი დოზირების რისკი ოპიოიდებისგან თავისუფალ პაციენტებში: ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტები არ გამოიყენება ანალგეზიის მიზნით. აღწერილია ლეტალური გამოსავლის შემთხვევები ოპიოიდებისგან თავისუფალ პირებში, რომლებმაც მიიღეს 2 მგ სუბლინგვური ტაბლეტები (5.11).
გვერდითი ეფექტები
ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების გამოყენების შესახებ მონაცემებში დაფიქსირებული ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტებია ჰიპესთეზია, გლოსალგია, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ერითემა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ჰიპერჰიდროზი, ყაბზობა, აბსტინენციის ნიშნები და სიმპტომები, ინსომნია, ტკივილი და პერიფერიული შეშუპება (6).
საეჭვო გვერდითი ეფექტების განვითარების შესახებ გვაცნობეთ: Millinckrodt Inc, 1-800-778-7898 ან FDA 1-800-FDA-1088 ან www.fda.gov/medwatch
ურთიერთქმედება მედიკამენტებთან
ბენზოდიაზეპინები: სიფრთხილეა საჭირო ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების დანიშვნის დროს ბენზოდიაზეპინებზე ან ცნს-ის სხვა დეპრესანტებზე მყოფ პაციენტებში. გააფრთხილეთ პაციენტები თვითნებური კომბინირების/უკონტროლო გამოყენების მაღალი რისკის თაობაზე (7).
CYP3A4 ინჰიბიტორები და ინდუქტორები: დააკვირდით პაციენტებს, რომლებიც იწყებენ ან ასრულებენ CYP3A4 ინჰიბიტორების ან ინდუქტორების მიღებას (7).
ანტირეტროვირუსული საშუალებები: ბუპრენორფინით ხანგრძლივ თერაპიაზე მყოფ პაციენტებში საჭიროა დოზის მონიტორინგი, თუ მკურნალობის კურსს ემატება NNRTI (Non-Nucleoside Reverse Transcriptase Inhibitors). დააკვირდით პაციენტებს, რომლებიც ბუპრენორფინს იღებენ ატაზანავირთან ერთად, რიტონავირით ან მის გარეშე და შეამცირეთ ბუპრენორფინის დოზა საჭიროების შემთხვევაში (7).
სეროტონინერგული საშუალებები: ერთდროული გამოყენება განაპირობებს სეროტონინულ სინდრომს. შეწყვიტეთ ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების მიღება მოსალოდნელი სეროტონინული სინდრომის შემთხვევაში (7).
გამოყენება განსაკუთრებული ჯგუფის პოპულაციებში
ლაქტაციის პერიოდი: ბუპრენორფინი გადადის დედის რძეში (8.2).
გერიატრიული პაციენტები: საჭიროა სედატიური ეფექტის და რესპირატორული დეპრესიის მონიტორინგი (8.5).
ღვიძლის საშუალო და მძიმე უკმარისობა: ბუპრენორფინ/ნალოქსონის პროდუქტები არ არის რეკომენდებული ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პირებში და შესაძლოა არ იყოს სასურველი ღვიძლის საშუალო უკმარისობის დროსაც (8.6).
ინფორმაცია პაციენტებისთვის და მედიკამენტის გამოყენების სახელმძღვანელო - იხ. ნაწილი 17.
გადახედვის თარიღი: 04/2023
გამოყენების სრული ინსტრუქცია: შინაარსი*
ჩვენებები და გამოყნება
დოზირება და მიღების წესი
დოზირებისა და მიღების მნიშვნელოვანი წესები
პაციენტის ხელმისაწვდომობა ნალოქსონზე ოპიოიდების ჭარბი დოზირებისას გადაუდებელი მკურნალობისთვის
შემანარჩუნებელი თერაპია
მიღების წესი
კლინიკური ზედამხედველობა
არასტაბილური პაციენტები
მკურნალობის შეწყვეტა
ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ფირფიტიდან ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვურ ტაბლეტებზე გადასვლა
გამოშვების ფორმა და მოქმედების ძალა (დოზა)
უკუჩვენებები
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
დამოკიდებულება, შეჩვევა და უკონტროლო გამოყენება
სიცოცხლისათვის საშიში რესპირატორული და ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) დეპრესიის რისკი
რისკების მართვა ბენზოდიაზეპინების და სხვა ცნს დეპრესანტების ერთდროული გამოყენებისას
შემთხვევითი ექსპოზიცია ბავშვებში
ნეონატალური ოპიოიდური აბსტინენციის სინდრომი
ადრენალური უკმარისობა
ოპიოიდური აბსტინენციის სინდრომის რისკი უეცარი შეწყვეტისას
ჰეპატიტი, ღვიძლის პათოლოგიები
ალერგიული რეაქციები
ოპიოიდური აბსტინენციის სინდრომის ნიშნების და სიმპტომების პრეციპიტაცია
ჭარბი დოზირების რისკი ოპიოიდების არ მომხმარებელ პაციენტებში
გამოყენება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში
კბილისმიერი (სტომატოლოგიური) გვერდითი მოვლენები
QTc გახანგრძლივება
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარის დაქვეითება
ორთოსტატული ჰიპოტენზია
თავზურგტვინის სითხის წნევის მატება
ნაღვლის სადინრის შიდა წნევის მატება
მწვავე მუცლის მდგომარეობები
გვერდითი ეფექტები
კლინიკური კვლევების შედეგები
პოსტმარკეტინგული კვლევების შედეგები
ურთიერთქმედება მედიკამენტებთან
გამოყენება განსაკუთრებული ჯგუფის პოპულაციებში
ორსულობა
ლაქტაციის პერიოდი
რეპროდუქციული ასაკის ქალები და მამაკაცები
გამოყენება პედიატრიაში
გამოყენება გერიატრიაში
ღვიძლის უკმარისობა
თირკმლის უკმარისობა
შეჩვევა და ნარკოტიკული დამოკიდებულება
კონტროლირებადი სუბსტანცია
შეჩვევა
დამოკიდებულება
დოზირება
აღწერილობა
კლინიკური ფარმაკოლოგია
მოქმედების მექანიზმი
ფარმაკოდინამიკა
ფარმაკოკინეტიკა
კლინიკამდელი ტოქსიკოლოგია
კანცეროგენულობა, მუტაგენურობა, ფერტილობის დარღვევა
კლინიკური კვლევები
- გამოშვების ფორმა / შენახვის პირობები
- ინფორმაცია პაციენტებისთვის
შენახვა და უტილიზაცია
უსაფრთხო გამოყენება
- გამოყენების სრულ ინსტრუქციაში გამოტოვებული თავები ან ქვეთავები არ არის მითითებული.
გამოყენების სრული ინსტრუქცია
ჩვენებები და გამოყენება
ბუპრენორფინის და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტები გამოიყენება ოპიოიდური დამოკიდებულების შემანარჩუნებელი თერაპიის მიზნით. ბუპრენორფინის და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტები ინიშნება როგორც მკურნალობის სრული კურსის ნაწილი კონსულტაციასთან და ფსიქოსოციალურ მხარდაჭერასთან ერთად.
დოზირება და მიღების წესი
- 1. დოზირებისა და მიღების მნიშვნელოვანი წესები
ბუპრენორფინის და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტები ინიშნება ენის ქვეშ ერთჯერადად, სადღეღამისო დოზით. ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტები ინიშნება იმ პაციენტებში, რომლებიც თავდაპირველად იყენებდნენ ბუპრენორფინის სუბლინგვურ ტაბლეტებს.
მედიკამენტი ინიშნება ვიზიტების სიხშირის გათვალისწინებით. არ არის რეკომენდებული დოზის მრავლობითი კორექცია მკურნალობის საწყის ეტაპზე ან საკონტროლო ვიზიტებზე, პაციენტის შესაფერისი მონიტორინგის გარეშე.
- 2. პაციენტის ხელმისაწვდომობა ნალოქსონზე ოპიოიდური პერედოზირების გადაუდებელი მკურნალობისთვის.
განიხილეთ ნალოქსონის ხელმისაწვდომობა პაციენტთან და მომვლელთან, ოპიოიდების ჭარბი დოზირების გადაუდებელი მკურნალობისთვის. იმის გამო, რომ პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ ოპიოიდების მოხმარების დარღვევბის გამო, აქვთ რეციდივის პოტენციალი, რაც აყენებს მათ ოპიოიდების ჭარბი დოზირების რისკის ქვეშ, მკაცრად განიხილება ნალოქსონის დანიშვნა ოპიოიდების ჭარბი დოზის გადაუდებელი მკურნალობისას, როგორც ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტებით მკურნალობის დაწყებისას და განახლებისას. ასევე განიხილეთ ნალოქსონის დანიშვნა, თუ პაციენტს ჰყავს ოჯახის წევრები (მათ შორის ბავშვები) ან სხვა ახლო კონტაქტები, რომლებსაც აქვთ შემთხვევითი გადაყლაპვის ან ოპიოიდების პერედოზირების რისკი [იხილეთ გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.2)].
აცნობეთ პაციენტებს და მომვლელებს, რომ ნალოქსონი ასევე შეიძლება დაინიშნოს ბუპრენორფინის და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების ცნობილი ან საეჭვო ჭარბი დოზირების შემთხვევაში. ჩვეულებრივზე დიდი დოზები და ნალოქსონის განმეორებითი მიღება შეიძლება საჭირო გახდეს ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების მოქმედების დიდი ხანგრძლივობისა და მიუ-ოპიოიდური რეცეპტორებისადმი მისი აფინურობის გამო [იხ. დოზის გადაჭარბება (10)].
აცნობეთ პაციენტებს და მომვლელებს ნალოქსონის მიღების ვარიანტების შესახებ, როგორც ეს ნებადართულია ნალოქსონის გაცემისა და გამოწერის ინდივიდუალური მოთხოვნებით ან გაიდლაინებით (მაგ. რეცეპტით, უშუალოდ ფარმაცევტის მიერ, ან როგორც საზოგადოებაზე-დაფუძნებული პროგრამის ნაწილი) [იხ. ინფორმაცია პაციენტის კონსულტაციის შესახებ (17)].
შემანარჩუნებელი თერაპია
უნდა მოხდეს ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების დოზის ეტაპობრივი კორექცია ბუპრენორფინი/ნალოქსონი 2მგ/0,5მგ ან 4მგ/1მგ, აბსტინენციის ნიშნებისა და სიმპტომების დამთრგუნველი კონცენტრაციის მიღწევამდე.
ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების შემანარჩუნებელი დოზა ძირითადად მერყეობს 4მგ/1მგ ბუპრენორფინი/ნლოქსონიდან 24მგ/6მგ ბუპრენორფინი/ნალოქსონამდე დღეში, პაციენტის ინდივიდუალური მოთხოვნილების შესაბამისად. ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების რეკომენდებული სამიზნე დოზა შეადგენს 16მგ/4მგ ბუპრენორფინი/ნალოქსონს დღეში, ერთჯერად მიღებაზე. 24მგ/6მგ-ზე მაღალი დოზა მეტი ლინიკური ეფექტურობით არ გამოირჩევა.
კონტროლის გარეშე დანიშვნის შემთხვევაში, პრეპარატის დოზის განსაზღვრისას, გაითვალისწინეთ პაციენტის სტაბილურობის დონე, მისი ოჯახური სიტუაცია და სხვა ფაქტორები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინონ მედიკამენტის მომარაგებაზე ოჯახურ პირობებში.
არ არსებობს მაქსიმალური რეკომენდებული ხანგრძლივობა შემანარჩუნებელი თერაპიისთვის. შესაძლოა ასეთი კურსის ხანგრძლივობა განუსაზღვრელი იყოს და უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ პაციენტი იღებს სარგებელს, სუბლინგვური ტაბლეტების გამოყენება კი, ხელს უწყობს სასურველი შედეგების მიღებას.
მიღების წესი
ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს მთლიანად. არ გატეხოთ, დაღეჭოთ ან გადაყლაპოთ ბუპრენორფინი და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტები. ურჩიეთ პაციენტებს ნუ მიიღებენ საკვებს ან სასმელს, ტაბლეტის სრულად გაწოვამდე.
ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტები თავსდება ენის ქვეშ სრულ გაწოვამდე. ორ ტაბლეტზე მეტის საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებს ურჩევენ მოათავსონ ყველა ტაბლეტი ერთდროულად ენის ქვეშ ან თანმიმდევრულად (თუ ორ ტაბლეტზე მეტს ერთად ვერ ათავსებენ ენის ქვეშ) მიიღონ 2 ტაბლეტი ერთად ერთმანეთის მიყოლებით ენის ქვეშ. ნებისიერ შემთხვევაში, პაციენტებმა უნდა გააგრძელონ ტაბლეტების მოთავსება ენის ქვეშ ტაბლეტების სრულ გაწოვამდე; მათი გადაყლაპვა ამცირებს პრეპარატის ბიოშეღწევადობას. ბიოშეღწევადობის მუდმივი მაჩვენებლის შესანარჩუნებლად, მიმართეთ პრეპარატის დოზირების ერთსა და იმავე მეთოდს. საჭიროა პაციენტისთვის მედიკამენტის მიღების სწორი ტექნიკის ჩვენება.
გაუწიეთ პაციენტებს რეკომენდაცია პროდუქტის სრულად გაწოვის შემდეგ პირის ღრუს ლორწოვან გარსში, იმოქმედონ შემდეგნაირად: დალიონ ერთი ყლუპი წყალი, ნაზად გამოივლონ კბილებსა და ღრძილებში და გადაყლაპონ. ურჩიეთ პაციენტებს, რომ დაიცადონ ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების მიღებიდან მინიმუმ ერთი საათი კბილების გახეხვამდე [იხილეთ გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.13), პოსტმარკეტინგული გამოცდილება (6.2), ინფორმაცია პაციენტებისთვის (17) და მედიკამენტების სახელმძღვანელო].
კლინიკური ზედამხედველობა
მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს კლინიკური ზედამხედველობის ქვეშ, არაკონტროლირებად თერაპიაზე თანდათან გადასვლით, პაციენტის კლინიკური სტაბილურობის მონაცემების შესაბამისად. ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტები წარმოადგენს გავრცელებისა და შეჩვევის საგანს. კონტროლის გარეშე დანიშვნის შემთხვევაში, პრეპარატის დოზის განსაზღვრისას, გაითვალისწინეთ პაციენტის სტაბილურობის დონე, მისი ოჯახური სიტუაცია და სხვა ფაქტორები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინონ მედიკამენტის ოჯახურ პირობებში მომარაგებაზე.
იდელურ შემთხვევაში საჭიროა პაციენტების შემოწმება წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით (მაგ: ყოველ კვირა პირველი თვის განმავლობაში), პციენტის ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე. მედიკამენტი უნდა დაინიშნოს ვიზიტების სიხშირის გათვალისწინებით. არ არის რეკომენდებული დოზის მრავლობითი კორექცია მკურნალობის საწყის ეტაპზე ან საკონტროლო ვიზიტებზე, პაციენტის შესაფერისი მონიტორინგის გარეშე. აუცილებელია პერიოდული შეფასება დოზირების რეჟიმის სისწორის, მკურნალობის გეგმის ეფექტურობისა და პაციენტის მდგომარეობის პროგრესის დასადგენად.
თუ სტაბილური დოზის მიღწევისა და პაციენტის შეფასების შემდეგ (მაგ.: შარდში მედიკამენტის განსაზღვრა) არ ვლინდება მედიკამენტის უკანონო გამოყენება, შეიძლება საკონტროლო ვიზიტების რაოდენობის შემცირება. თვეში ერთხელ ვიზიტი მისაღებია სტაბილურ დოზაზე მყოფი პაციენტებისთვის, რომელთა მდგომარეობის პროგრესი შეესაბამება მკურნალობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ფარმაკოთერაპიის გაგრძელება ან მოდიფიკაცია უნდა ეფუძნებოდეს ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ მკურნალობის ისეთი შედეგებისა და მიზნების შეფასებას, როგორიცაა:
მედიკამეტის ტიქსიკურობის არარსებობა;
სამედიცინო ან ქცევითი ვერდითი ეფექტების არარსებობა;
პაიენტის მიერ პასუხისმგებლობით მოკიდება მედიკამენტის შენახვისადმი;
პაციენტის შესაბამისობა მკურნალობის გეგმის ცალკეულ კომპონენტთან (გამოჯანმრთელებაზე ორიენტირებული აქტივობების, ფსიქოთერაპიის და/ან სხვა ფსიქოსოციალური პირობების ჩათვლით);
მედიკამენტის უკანონო გამოყენების ფაქტების არარსებობა (პრობლემური ალკოჰოლიზმის და/ან ბენზოდიაზეპინების მიღების ჩათვლით).
თუ ვერ ხერხდება მკურნალობის მიზნების მიღწევა, ჯანდაცვის სპეციალისტმა ხელახლა უნდა შეაფასოს მკურნალობის გაგრძელების მიზანშეწონილობა.
არასტაბილური პაციენტები
ჯანდაცვის სპეციალისტებმა უნდა გადაწყვიტონ, როდის არ შეუძლიათ კონკრეტული პაციენტების შემდგომი მართვა. მაგ.: ზოგი პაციენტი შესაძლოა ბოროტად იყენებდეს ან დამოკიდებული იყოს სხვადასხვა მედიკამენტზე და არ რეაგირებდეს ფსიქოსოციალურ ჩარევაზე ისე, რომ ექიმი გრძნობდეს, რომ მას არ აქვს პაციენტის მართვისთვის საჭირო გამოცდილება. ასეთ შემთხვევაში, ჯანდაცვის სპეციალისტმა შეიძლება აირჩიოს, გაუშვას პაციენტი სპეციალისტთან, თუ გადაიყვანოს უფრო ინტენსიურ ქცევით თერაპიაზე. გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს თერაპიის დასაწყისში დადგენილი და პაციენტთან წინასწარ შეთანხმებული მკურნალობის გეგმას.
პაციენტები, რომლებიც აგრძელებენ ბუპრენორფინის შემცველი ან სხვა ოპიოიდური მედიკამენტების ბოროტად გამოყენებას ან გავრცელებას უნდა გადავიდნენ უფრო ინტენსიურ და სტრუქტურირებულ მკურნალობაზე.
მკურნალობის შეწყვეტა
ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტებით მკურნალობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას კომპლექსური მკურნალობის გეგმის ფარგლებში. გააფრთხილეთ პაციენტი აკრძალული მედიკამენტების მოხმარების შესაძლო რეციდივის შესახებ ოპიოიდური აგონისტის/ნაწილობრივი აგონისტის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში. დაახარისხეთ პაციენტები აბსტინენციის ნიშნებისა და სიმპტომების გამოვლინების შესაძლებლობის შესამცირებლად (იხ. გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები (5.7)).
ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ფირფიტიდან ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვურ ტაბლეტებზე გადასვლა
ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტებიდან ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვურ ფირფიტაზე გადაყვანისას ან საწინააღმდეგო შემთხვევაში მკურნალობა გააგრძელეთ საწყისი მედიკამენტის დოზის ეკვივალენტური დოზით. თუმცა, პრეპარატის ჩანაცვლების შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია. ვინაიდან ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ფირფიტის ბიოშეღწევადობა აღემატება ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტებისას, ამ უკანასკნელიდან ფირფიტებზე პაციენტების გადაყვანისას საჭიროა პაციენტების მონიტორინგი ჭარბი დოზირების სიმპტომებზე. საწინააღმდეგო შემთხვევაში, ბუპრენორფინისა და ნალოქსონის ფირფიტებიდან ტაბლეტებზე პაციენტების გადაყვანის შემთხვევაში, უნდა მოხდეს მათი მონიტორინგი აბსტინენციის ან დოზის შემცირების სხვა სიმპტომებზე. კლინიკურ კვლევებში, ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ფირფიტის ფარმაკოინეტიკური მაჩვენებლები იგივე დოზის შემცველი ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების მსგავსი იყო, თუმცა ყველა დოზისა და მათი კომბინაციის შემთხვევაში ბიოექვივალენტობა არ აღინიშნა.
გამოშვების ფორმა და დოზა
ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტები USP წარმოებულია ნარინჯისფერი, წინწკლებიანი, ექვსკუთხა ტაბლეტების სახით ორი დოზით:
2 მგ ბუპრენორფინი/0.5 მგ ნალოქსონი, და
8 მგ ბუპრენორფინი/2მგ ნალოქსონი
უკუჩვენებები
ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების გამოყენება დაუშვებელია ბუპრენორფინის ან ნალოქსონისადმი მომატებული მგრძნობელობის მქონე პირებში, რომელთაც აღენიშნებათ სერიოზული გვერდითი ეფექტები ანამნეზში, ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით (იხ. გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები (5.9)).
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
დამოკიდებულება, შეჩვევა და უკონტროლო გამოყენება
ბუპრენორფინის და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების მიმართ, რომლებიც შეიცავს ბუპრენორფინს, ცხრილი III კონტროლირებული სუბსტანცია, ისევე, როგორც სხვა მსგავსი ლეგალური თუ უკანონო ოპიოიდების მიმართ, შესაძლოა განვითარდეს შეჩვევა. გამოწერეთ და გაეცით ბუპრენორფინი საჭირო უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, უკონტროლო გამოყენების, შეჩვევის ან გავრცელების რისკის შესამცირებლად და უზრუნველყავით მოპარვისგან, სახლში მოპარვის ჩათვლით, შესაბამისი დაცვა. აუცილებელია პაციენტების მდგომარეობის სტაბილურობის დონის კლინიკური შეფასება. არ არის რეკომენდებული დოზის მრავლობითი კორექცია მკურნალობის საწყის ეტაპზე ან საკონტროლო ვიზიტებზე, პაციენტის შესაფერისი მონიტორინგის გარეშე (იხ. შეჩვევა და დამოკიდებულება (9.2)).
სიცოცხლისათვის საშიში რესპირატორული და ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) დეპრესიის რისკი
პუბრენრფინის მიღების შემდეგ აღინიშნა სერიოზული რესპირატორული დეპრესია და ლეტალური გამოსავალი. ბევრი, მაგრამ არა ყველა პოსტმარკეტინგული მონაცემი ბუპრენორფინისა და ბენზოდიაზეპინების ერთდროული უკონტროლო გამოყენების შედეგად განვითარებული კომისა და სიკვდილიანობის შესახებ ასოცირდებოდა თვითდანიშნულებასთან, ასევე ბუპრენორფინის გამოყენებისას სხვა ცნს-ის დეპრესანტებთან კომბინაციაში, მათ შორის ალკოჰოლთან. საჭიროა პაციენტების გაფრთხილება ბენზოდიაზეპინებისა და სხვა დეპრესანტების ერთდროული გამოყენების საფრთხის შესახებ ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვურ ტაბლეტებთან კომბინაციაში (იხ. გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები (5.3), ურთიერთქმედება მედიკამენტებთან (7)).
სიფრთხილეა საჭირო ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების გამოყენებისას რესპირატორული ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (მაგ.: ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ფილტვისმიერი გული, დაქვეითებული სუნთქვითი მოცულობა, ჰიპოქსია, ჰიპერკაპნია ან წინამორბედი რესპირატორული დეპრესია).
მიაწოდეთ ინფორმაცია პაციენტებს და მომვლელებს, როგორ ამოიცნონ რესპირატორული დეპრესია და გაამახვილეთ ყურადღება 911-ზე დარეკვის ან სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიღების მნიშვნელობაზე, ცნობილი ან საეჭვო ჭარბი დოზირების შემთხვევაში [იხ. ინფორმაცია პაციენტის კონსულტაციის შესახებ (17)].
ოპიოიდებს შეუძლიათ გამოიწვიონ ძილთან დაკავშირებული სუნთქვის დარღვევები, მათ შორის აპნოეს შეტევები ძილში (CSA) და ძილთან დაკავშირებული ჰიპოქსემია. ოპიოიდების გამოყენება ზრდის CSA-ს რისკს დოზადამოკიდებული გზით. პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ CSA, უნდა იყოს განხილული ოპიოიდების დოზის შემცირება ოპიოიდების შემცირების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით [იხ. დოზირება და მიღება (2.7)].
პაციენტის ხელმისაწვდომობა ნალოქსონზე ოპიოიდების ჭარბი დოზირების გადაუდებელი მკურნალობისთვის.
განიხილეთ ნალოქსონის ხელმისაწვდომობა ოპიოიდების ჭარბი დოზირების გადაუდებელი მკურნალობისთვის პაციენტთან და მომვლელთან. იმის გამო, რომ პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ ოპიოიდების მოხმარებით გამოწვეული დარღვევების გამო, აქვთ რეციდივის პოტენციალი, რაც უქმნის მათ ოპიოიდების პერედოზირების საფრთხეს, მკაცრად განიხილება ნალოქსონის დანიშვნა ოპიოიდების ჭარბი დოზირების გადაუდებელი მკურნალობისთვის, როგორც ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტებით მკურნალობის დაწყებისას და განახლებისას. ასევე გასათვალისწინებელია ნალოქსონის დანიშვნა, თუ პაციენტს ჰყავს ოჯახის წევრები (მათ შორის ბავშვები) ან სხვა ახლო კონტაქტები, რომლებიც იმყოფებიან შემთხვევითი გადაყლაპვის ან ოპიოიდების გადაჭარბების რისკის ქვეშ [იხ. დოზირება და მიღების წესი (2.2)].
გააფრთხილეთ პაციენტები და მომვლელები, რომ ნალოქსონი ასევე შეიძლება დაინიშნოს ბუპრენორფინის და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების ცნობილი ან საეჭვო დოზის გადაჭარბების შემთხვევაში. შეიძლება საჭირო გახდეს ჩვეულებრივზე დიდი დოზები და ნალოქსონის განმეორებითი მიღება ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების ხანგრძლივი მოქმედების და მიუ-ოპიოიდური რეცეპტორებისადმი მისი აფინურობის გამო [იხ. დოზის გადაჭარბება (10)].
გააფრთხილეთ პაციენტები და მომვლელები ნალოქსონის მიღების ვარიანტების შესახებ, როგორც ეს ნებადართულია ნალოქსონის გაცემისა და დანიშნულების ინდივიდუალური მოთხოვნებით ან გაიდლაინებით (მაგ. რეცეპტით, უშუალოდ ფარმაცევტის მიერ, ან როგორც საზოგადოებაზე დაფუძნებული პროგრამის ნაწილი).
მიაწოდეთ ინფორმაცია პაციენტებს და მომვლელებს, როგორ ამოიცნონ რესპირატორული დეპრესია და, თუ ინიშნება ნალოქსონი, როგორ იმკურნალონ ნალოქსონით. ხაზგასმით აღნიშნეთ 911-ზე დარეკვის ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღების მნიშვნელობა, მაშინაც კი, თუ ინიშნება ნალოქსონი [იხილეთ ინფორმაცია პაციენტის კონსულტაციის შესახებ (17)].
ბენზოდიაზეპინების ან ცნს-ის სხვა დეპრესანტების ერთდროული გამოყენების რისკების მართვა
ბუპრენორფინისა და ბენზოდიაზეპინების ან ცნს-ის სხვა დეპრესანტების კომბინირება ზრდის გვერდითი რეაქციების, მათ შორის დოზის გადაჭარბების და გარდაცვალების რისკს. თუმცა ოპიოიდების გამოყენებით დარღვევასთან დაკავშირებულ მედიკამენტოზურ მკურნალობაზე კატეგორიულად უარის თქმა არ შეიძლება პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ ამ პრეპარატებს. მკურნალობისთვის ბარიერების გაუქმება ან შექმნა შესაძლოა წარმოადგენდეს დაავადებულობის და სიკვდილიანობის უფრო დიდ რისკს მხოლოდ ოპიოიდის გამოყენებასთან დაკავშირებული დარღვევის გამო.
როგორც ბუპრენორფინით მკურნალობის ორიენტაციის სტანდარტული ნაწილი, მიაწოდეთ პაციენტებს ინფორმაცია ბენზოდიაზეპინების, სედაციური საშუალებების, ოპიოიდური ანალგეტიკების და ალკოჰოლის ერთდროული გამოყენების რისკების შესახებ.
საჭიროა სტრატეგიების შემუშავება ბენზოდიაზეპინების ან ცნს-ის სხვა დეპრესანტების დანიშნული ან უკონტროლო გამოყენების სამართავად ბუპრენორფინით მკურნალობის დაწყებისას ან მკურნალობის მიმდინარეობის დროს. შესაძლოა საჭირო გახდეს ინდუქციური პროცედურების რეგულირება და დამატებითი მონიტორინგი. არ არსებობს მტკიცებულება ბუპრენორფინის დოზის შეზღუდვების ან თვითნებური შეწყვეტის შესახებ როგორც ბენზოდიაზეპინის გამოყენების პრობლემის გადაწყვეტის სტრატეგია ბუპრენორფინზე მყოფ პაციენტებში. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ პაციენტი იმყოფება სედაციური ეფექტის ქვეშ ბუპრენორფინის მიღებისას, თუ შესაძლებელია საჭიროა დოზის გადავადება ან გამოტოვება.
კომბინირებული გამოყენებისას უმეტეს შემთხვევაში სასურველია ბენზოდიაზეპინების ან ცნს-ის სხვა ანტიდეპრესანტების შეწყვეტა. ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა თანდათანობით შემცირებაზე მონიტორინგის წარმოება უფრო მაღალ დონეზე. სხვა შემთხვევაში შესაძლოა მისაღები იყოს თანდათანობით შემცირება იმ პაციენტებში, რომლებსაც დანიშნული აქვთ ბენზოდიაზეპინი ან ცნს-ის სხვა დეპრესანტები ან შემცირდეს მათი დოზები უმცირეს ეფექტურ დოზამდე.
პაციენტებისთვის, რომლებიც იმყოფებიან ბუპრენორპინ თერაპიაზე, ბენზოდიაზეპინები არ წარმოადგენს მკურნალობის არჩევანს შფოთვისა და უძილობის შემთხვევაში. ბენზოდიაზეპინის ერთდოულად დანიშვნამდე, დარწმუნდით რომ პაციენტები შესაბამისად არიან დიოგნოზირებული და განიხილეთ ალტერნატიული მედიკამენტებით და არა-ფარმაკოლოგიური მკურნალობა შფოთვისა და უძილობის სამკურნალოდ. დარწმუნდით, რომ ჯანდაცვის სხვა პროვიადერებმა, რომლებიც ნიშნავენ ბენზოდიაზეპინებს და ცნს-ის სხვა დეპრესანტებს, იციან პაციენტის ბუპრენორფინით მკურნალობის შესახებ და ზრუნავენ იმაზე, რომ მინიმუმამდე შეამცირონ კომბინირებულ გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები.
თუ ერთდროული გამოყენება გამართლებულია, მკაცრად განიხილეთ ნალოქსონის დანიშვნა ოპიოიდების ჭარბი დოზირების გადაუდებელი მკურნალობისთვის, როგორც რეკომენდირებულია ყველა პაციენტისთვის, რომლებიც მკურნალობენ ბუპრენორფინით ოპიოიდების მოხმარების დარღვევის გამო [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.2)].
გარდა ამისა, უნდა იქნას მიღებული ზომები, რათა დარწმუნდეთ, რომ პაციენტები იღებენ პრეპარატებს დანიშნულების შესაბამისად და არ ახდენენ მათ შევსებას აკრძალული ნარკოტიკებით. უნდა იქნას შემოწმებული ტოქსიკოლოგიური სკრინინგი დანიშნული ან უკანონო ბენზოდიაზეპინების გამოყენებისას. (იხ. წამლებთან ურთიერთქმედება (7)).
შემთხვევითი ექსპოზიცია ბავშვებში
ბუპრენორფინმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე, შესაძლოა ფატალური რესპირატორული დეპრესია ბავშვებში, მედიკამენტის შემთხვევით მიღების შედეგად. შეინახეთ ბუპრენორფინის შემცველი მედიკამენტები უსფრთხო, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და გაანადგურეთ ნებისმიერი გამოუყენებელი მედიკამენტი საჭირო წესების დაცვით (იხ. პაიენტის საკონსულტაციო ინფორმაცია (17).
ნეონატალური ოპიოიდური აბსტინენციის სინდრომი
ორსულობის პერიოდში ოპიოიდების გახანგრძლივებული მიღების (სამედიცინო ჩვენებით, თუ უკანონო) მოსალოდნელი და განკურნებადი შედეგია ნეონატალური ოპიოიდური აბსტინენციის სინდრომი. მოზრდილთა ოპიოიდური აბსტინენციის სინდრომისგან განსხვავებით ის შესაძლოა სიცოცხლისათვის სახიფათი იყოს, თუ არ მოხდა დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა. აუცილებლად უნდა მოხდეს ახალშობილის მდგომარეობის შეფასება და ადეკვატური მართვა ოპიოიდური აბსტინენციის სინდრომის გამოვლენის შემთხვევაში (იხ. გამოყენება განსაკუთრებული ჯგუფის პოპულაციებში (8.1)).
გააფრთხილეთ ოპიოიდური დამოკიდებულების ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტებით თერაპიის ქვეშ მყოფი ორსულები ახალშობილთა ოპიოიდური აბსტინენციის სინდრომის განვითარების მოსალოდნელი რისკის შესახებ და დაარწმუნეთ, რომ შესაძლებელია შესაფერისი მკურნალობის დროული ჩატარება (იხ. გამოყენება განსაკუთრებული ჯგუფის პოპულაციებში (8.1)). უნდა მოხდეს აღნიშნული რისკის შედარება მკურნალობის გარეშე დარჩენილი ოპიოიდური დამოკიდებულების რისკთან, რომელიც ხშირად განაპირობებს ოპიოიდების გახანგრძლივებულ ან მორეციდივე უკანონო გამოყენებას, რაც ასოცირდება ორსულობის არასასურველ გამოსავალთან. ამიტომ, ექიმმა უნდა განიხილოს პაციენტებთან ოპიოიდური დამოკიდებულების მართვის მნიშვნელობა და მართვა მთელი ორსულობის განმავლობაში.
ადრენალური უკმარისობა
ოპიოიდების ფონზე აღინიშნა ადრენალური უკმარისობის შემთხვევები, ძირითადად, მკურნალობის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ. ადრენალური უკმარისობა შეიძლება გამოვლინდეს არასპეციფიკური სიმპტომებით, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, ანორექსია, დაღლილობა, სისუსტე, თავბრუსხვევა და დაბალი არტერიული წნევა. ადრენალურ უკმარისობაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, საჭიროა მისი დაუყოვნებელი დიაგნოსტირება. დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში, მიმართეთ კორტიკოსტეროიდებით ჩანაცვლებით თერაპიას. მოხსენით ოპიოიდები და დაიწყეთ კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა ადრენალური ფუნქციის აღდგენამდე. დამოკიდებულების სამკურნალოდ შესაძლოა სხვა ოპიოიდების გამოყენება ადრენალური უკმარისობის განვითარების გარეშე. არსებული კვლევებით შეუძლებელია კონკრეტული ოპიოიდების გამოყოფა, რომლებთანაც ასოცირდება ადრენალური უკმარისობა.
ოპიოიდური აბსტინენციის სინდრომი მოულოდნელი შეწყვეტისას
ბუპრენორფინი არის მიუ-რეცეპტორების ნაწილობრივი აგონისტი და მისი ხანგრძლივი გამოყენება განაპირობებს ოპიოიდური ტიპის ფიზიკური დამოკიდებულების განვითარებას, რომელიც ხასიათდება აბსტინენციის ნიშნებითა და სიმპტომებით მოულოდნელი შეწყვეტის ან დოზის სწრაფი შემცირების ფონზე. აბსტინენციის სინდრომი უფრო მსუბუქია, ვიდრე სრული აგონისტებისა და შესაძლოა უფრო გვიან აღმოცენდეს. (იხ. შეჩვევა და დამოკიდებულება (9.3)). ბუპრენორფინის და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების შეწყვეტის შემთხვევაში საჭიროა დოზის თანდათანობით შემცირება (იხ. დოზირება და მიღების წესი (2.7)).
ჰეპატიტის რისკი, ღვიძლის პათოლოგიები
ბუპრენორფინზე ჩატარებულ კლინიკურ კვლევებსა და პოსტმარკეტინგულ ანგარიშებში გვერდითი ეფექტების შესახებ, აღწერილ იქნა ციტოლიზური ჰეპატიტის და სიყვითლით მიმდინარე ჰეპატიტის შემთხვევები. დარღვევათა სპექტრი მერყეობს ღვიძლის ტრანსამინაზების ტრანზიტორული, უსიმპტომო მატებიდან სიკვდილიანობამდე, ღვიძლის უკმარისობამდე, ღვიძლისმიერ ნეკროზამდე, ჰეპატორენულ სინდრომამდე და ღვიძლისმიერ ენცეფალოპათიამდე. ბევრ შემთხვევაში, თუ პრეპარატის დანიშვნას წინ უძღვის ღვიძლის ფერმენტების ცვლილებები, B ან C ჰეპატიტი, ჰეპატოტოქსიკური მედიკამენტების გამოყენება და სხვა მედიკამენტების ინექციები, მათ შეიძლება ითამაშონ მიზეზობრივი ან მასტიმულირებელი როლი ღვიძლის დაზიანებაში. სხვა შემთხვევებში, არასაკმარისი მონაცემები არ იძლეოდა დარღვევების ეტიოლოგიის განსაზღვრის საშუალებას. ბუპრენორფინის მოხსნა გარკვეულ შემთხვევებში განაპირობებდა მწვავე ჰეპატიტის სიმპტომების გაუმჯობესებას, თუმცა სხვა შემთხვევებში დოზის შემცირება არ იყო საჭირო. ზოგ შემთხვევაში არსებობს იმის ალბათობა, რომ ბუპრენორფინი ხასიათდება ღვიძლისმიერი დარღვევების განვითარების მიზეზობრივი ან მასტიმულირებელი მოქმედებით. საჭიროა ღვიძლის ფუნქციური ტესტების გამოკვლევა მკურნალობის დაწყებამდე. ასევე რეკომენდებულია მკურნალობის პროცესში მათი პერიოდული კონტროლი. ღვიძლის მოსალოდნელი დაზიანების დროს საჭიროა ბიოლოგიური და ეტიოლოგიური შეფასება. შემთხვევიდან გამომდინარე, ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტები თანდათან უნდა მოიხსნას აბსტინენციის ნიშნებისა და სიმპტომების და მედიკამენტის უკანონო გამოყენების დაწყების პროფილაქტიკის მიზნით. საჭიროა ჩატარდეს პაციენტზე მკაცრი მონიტორინგი.
ალერგიული რეაქციები
კლინიკურ კვლევებში და პოსტმარკეტინგულ ანგარიშებში აღწერილ იქნა ბუპრენორფინისა და ნალოქსონის შემცველი პროდუქტებისადმი ალერგიული რეაქციები. აღწერილია ბრონქოსპაზმის, ანგიონევროზული შეშუპებისა და ანაფილაქსიური შოკის შემთხვევები. ყველაზე ხშირი სიმპტომებია გამონაყარი, ჭინჭრის ციება და ქავილი. ბუპრენორფინისა და ნალოქსონის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა წარმოადგენს ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების გამოყენების უკუჩვენებას.
აბსტინენციის ნიშნების და სიმპტომების პრეციპიტაცია
ნალოქსონის შემცველობის გამო, ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტებს გააჩნია მოხსნის სინდრომის განვითარების მნიშვნელოვნად გამოხატული უნარი ოპიოიდების სრულ აგონისტებზე, როგორიცაა ჰეროინი, მორფინი ან მეტადონი, დამოკიდებულ პირებში, რომლებიც იღებენ მათ პარენტერალურად. ბუპრენორფინის ნაწილობრივი აგონისტური თვისებების გამო, ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტებს შეუძლია ასეთ პირებში შეჩვევის ნიშნებსა და სიმპტომებს გაუკეთოს პროვოცირება, თუ მისი დანიშვნა მოხდება სუბლინგვურად, ოპიოიდების აგონისტების ეფექტის შემცირებამდე.
გამოყენება ოპიოიდებისგან თავისუფალ პაციენტებში
აღწერილია ოპიოიდების არ მომხმარებელი პირების სიკვდილიანობის შემთხვევები, როცა პაციენტი იღებდა 2 მგ ბუპრენორფინს სუბლინგვურად ტკივილის გაყუჩების მიზნით. ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების გამოყენება ანალგეზიის მიზნით, დაუშვებელია.
გამოყენება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში
ბუპრენორფინი/ნალოქსონის შემცველი პრეპარატების გამოყენება ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში არ არის რეკომენდებული და არ არის სასურველი ღვიძლის საშუალო უკმარისობის მქონე პაციენტებისთვისაც. იმის გამო, რომ ბუპრენორფინი და ნალოქსონის დოზების ამ ფიქსირებული დოზით კომბინირებულ პრეპარატში ტიტრაცია ცალ-ცალკე შეუძლებელია, ღვიძლის უკმარისობა განაპირობებს ნალოქსონის კლირენსის დაქვეითებას უფრო მეტად, ვიდრე ბუპრენორფინისა. ამიტომ, ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში ნალოქსონის კონცენტრაცია გაცილებით მაღალ დონეს აღწევს სისხლში, ვიდრე ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე ინდივიდებში. აღნიშნულმა ფაქტმა შესაძლოა გამოიწვიოს სწრაფი აბსტინენცია მკურნალობის დასაწყისში (ინდუქცია) და გავლენა მოახდინოს ბუპრენორფინის ეფექტურობაზე მკურნალობის პროცესში. ღვიძლის საშუალო უკმარისობის მქონე პირებში ნალოქსონის კლირენსის შემცირება ბუპრენორფინთან შედარებით დიდი არ არის, მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებისგან განსხვავებით. ამგვარად, ბუპრენორფინი/ნალოქსონის პროდუქტები არ არის რეკომენდებული მკურნალობის საწყის ეტაპზე (ინდუქცია) პაციენტებში ღვიძლის საშუალო უკმარისობით, ეუცარი აბსტინენციის რისკის გაზრდის გამო. საჭიროა ბუპრენორფინისა და ნალოქსონის კომბინირებული პრეპარატების სიფრთხილით გამოყენება ღვიძლის საშუალო უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობა დაწყებული აქვთ ბუპრენორფინის შემცველი პრეპარატებით, ნალოქსონის გარეშე. ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა პაციენტების ზედმიწევნით გამოკვლევა და ნალოქსონის გავლენის შეფასება ბუპრენორფინის ეფექტურობაზე (იხ. გამოყენება განსაკუთრებულ პოპულაციაში (8.6)).
კბილისმიერი (სტომატოლოგიური) გვერდითი მოვლენები
დაფიქსირდა კბილის კარიესის შემთხვევები, ზოგიერთ შემთხვევაში მძიმე (მაგ. კბილის მოტეხილობა, კბილის დაკარგვა), ტრანსმუკოზური ბუპრენორფინის შემცველი პროდუქტების გამოყენების შემდეგ. დაფიქსირებული შემთხვევები მოიცავს კარიესებს, კბილების გაფუჭებას, სტომატოლოგიურ აბსცესებს/ინფექციას, გახშირებულ კარიესს, კბილების ეროზიას, ბჟენის ამოვარდნას და, ზოგიერთ შემთხვევაში, კბილის სრულ დაკარგვას. ამ შემთხვევების მკურნალობა მოიცავდა კბილის ამოღებას, ფესვის არხს, ქირურგიულ ჩარევას კბილზე, ისევე როგორც სხვა აღდგენით პროცედურებს (ანუ ბჟენები, გვირგვინები, იმპლანტები, პროთეზები). მრავლობითი შემთხვევა დაფიქსირდა ანამნეზში სტომატოლოგიური პრობლემების არ მქონე ინდივიდებში.
გადაამისამართეთ პაციენტები სტომატოლოგიურ დაწესებულებებში და ურჩიეთ მათ რეგულარულად გაიარონ სტომატოლოგიური გამოკვლევები ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების მიღებისას. გააფრთხილეთ პაციენტები, მიიღონ სტომატოლოგიური დახმარება და სტრატეგიები ჯანსაღი პირის ღრუს შესანარჩუნებლად ან გასაუმჯობესებლად ტრანსმუკოზური ბუპრენორფინის შემცველი პროდუქტებით მკურნალობის დროს. სტრატეგიებში შედის, მაგრამ არ შემოიფარგლება, კბილებისა და ღრძილების გამორეცხვა წყლით და შემდეგ გადაყლაპვა მას შემდეგ, რაც ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტები მთლიანად გაიწოვება პირის ღრუს ლორწოვან გარსში. ურჩიეთ პაციენტებს, რომ დაიცადონ ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების მიღებიდან მინიმუმ ერთი საათი კბილების გახეხვამდე [იხილეთ დოზირება და მიღების წესი (2.4), ინფორმაცია პაციენტებისთვის (17), მედიკამენტების სახელმძღვანელო].
QTc გახანგრძლივება
QT საფუძვლიანმა კვლევებმა ბუპრენორფინის პროდუქტებზე აჩვენა QT გახანგრძლივება ≤15 მწმ. QTc გახანგრძლივების ეს ეფექტი როგორც ჩანს არ არის გაშუალებული hERG არხებით. ამ ორი შედეგის საფუძველზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბუპრენორფინი იყოს პრო-არითმული, როდესაც გამოიყენება ცალკე რისკ-ფაქტორების არ მქონე პაციენტებში. ბუპრენორფინის სხვა QT გამახანგრძლივებელ აგენტებთან კომბინირების რისკი ცნობილი არ არის.
გაითვალისწინეთ დაკვირვების ეს მონაცემები კლინიკურ გადაწყვეტილებებში, ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების დანიშვნისას ისეთი რისკ-ფაქტორებით პაციენტებში, როგორიცაა ჰიპოკალიემია, ბრადიკარდია, კონვერსია მოციმციმე არითმიის გამო, გულის შეგუბებითი უკმარისობა, დიგიტალისით მკურნალობა, საწყისი QT-ს გახანგრძლივება, სუბკლინიკური გახანგრძლივებული QT-ს სინდრომი ან მძიმე ჰიპომაგნიემია.
ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვასთან დაკავშირებული რისკები
ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების მიღება იწვევს გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების დაქვეითებას, რაც გავლენას ახდენს პოტენციურად სახიფათო ქმედებებზე, როგორიცაა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისსა და დოზის ტიტრაციის ფაზებში. გააფრთხილეთ პაციენტები არ მართონ ავტომობილი და სხვა მექანიზმები, სანამ არ დარწმუნდებიან, რომ ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტები უარყოფით გავლენას არ ახდენს მსგავს აქტივობებზე.
ორთოსტატული ჰიპოტენზია
სხვა ოპიოიდების მსგავსად, ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვურ ტაბლეტებს შეუძლია ორთოსტატული ჰიპოტენზიის გამოწვევა ამბულატორიულ პაციენტებში.
თავზურგტვინის სითხის წნევის მატება
ბუპრენორფინს, სხვა ოპიოიდების მსგავსად, შეუძლია გამოიწვიოს თავზურგტვინის სითხის წნევის მატება და, ამიტომ, მისი გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს ქალა-ტვინის ტრავმის, ინტრაკრანიალური დაზიანებებისა და სხვა პათოლოგიების დროს, რომლებიც განაპირობებენ ლიქვორის წნევის მატებას. ბუპრენორფინმა შეიძლება გამოიწვიოს მიოზი და ცნობიერების დონის შეცვლა, რაც ხელს შეუშლის პაციენტის მდგომარეობის შეფასებას.
ნაღვლის სადინრის შიდა წნევის მატება
ბუპრენორფინი, სხვა ოპიოიდების მსგავსად, იწვევს ნაღვლის სადინრის შიდა წნევის მატებას და, ამიტომ, სიფრთხილით ინიშნება სანაღვლე გზების დისფუნქციის მქონე პირებში.
ეფექტები მწვავე მუცლის პათოლოგიებისას
სხვა ოპიოიდების მსგავსად, ბუპრენორფინს შეუძლია მწვავე მუცლის დიაგნოზის ან სიმპტომების შენიღბვა.
გვერდითი ეფექტები
ეტიკეტის სხვა ადგილას მითითებული სერიოზული გვერდითი ეფექტები:
დამოკიდებულება, მიჩვევა და უკონტროლო გამოყენება (იხილეთ გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები (5.1)).
რესპირატორული და ცნს-ის დეპრესია (იხილეთ გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები (5.2, 5.3)).
ნეონატალაური ოპიოიდური აბსტინენციის სინდრომი (იხილეთ გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები (5.5)).
ადრენალური უკმარისობა (იხილეთ გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები (5.6)).
ოპიოიდური აბსტინენცია (იხილეთ გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები (5.7, 5.10)).
ჰეპატიტი, ღვიძლის პათოლოგიები (იხილეთ გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები (5.8)).
ალერგიური რეაქციები (იხილეთ გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები (5.9)).
ორთოსტატული ჰიპოტენზია (იხილეთ გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები (5.16)).
ცერებროსპინალური სითხის წნევის მომატება (იხილეთ გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები (5.17)).
ნაღვლის სადინრის შიდა წნევის მატება (იხილეთ გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები (5.18)).
კლინიკური კვლევების შედეგები
იმის გამო, რომ კლინიკური კვლევები ტარდება საკმაოდ ცვალებად პირობებში, ვერ ხერხდება წამლის კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული გვერდითი ეფექტების სიხშირის პირდაპირი შედარება სხვა მედიკამენტების კლინიკურ კვლევებში გამოვლენილ სიხშირესთან და შეიძლება არ ასახავდეს პრაქტიკაში გამოვლენილ არასასურველ მოვლენებს.
ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების უსაფრთხოება შეფასებულ იქნა 497 ოპიოიდ-დამოკიდებულ სუბიექტზე. ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების პროსპექტული შეფასება მოხდა ბუპრენორფინის სუბლინგვურ ტაბლეტებზე ჩატარებული კვლევებისა და ბუპრენორფინის სუბლინგვურ ხსნარზე ჩატარებული სხვა კვლევების საშუალებით. ჯამში, უსაფრთხოების მონაცემები შეფასებულ იქნა 3214 ოპიოიდ-დამოკიდებულ პაციენტში, რომლებიც იღებდნენ ბუპრენორფინს ოპიოიდური დამოკიდებულების სამკურნალო დოზებით.
გვერდითი ეფექტების თვალსაზრისით, უმნიშვნელო განსხვავებაა ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვურ ტაბლეტებსა და ბუპრენორფინის სუბლინგვურ ტაბლეტებს ან ბუპრენორფინის სუბლინგვურ ხსნარს შორის.
4-კვირიან კვლევაში მონაწილე პაციენტების დაახლოებით 5%-ში აღწერილი იქნა შემდეგი გვერდითი ეფექტები (ცხრილი 1):
ცხრილი 1. გვერდითი ეფექტები (5%) ორგანოთა სისტემებისა და სამკურნალო ჯგუფების მიხედვით 4-კვირიან კვლევაში
N (%)
N (%)
ორგანოთა სისტემა / გვერდითი ეფექტი (COSTART ტერმინოლოგია)
ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტები 16 მგ/დღეში N=107
პლაცებო N=107
მთელი ორგანიზმი
ასთენია
7 (6,5%)
7 (6,5%)
შემცივნება
8 (7,5%)
8 (7,5%)
თავის ტკივილი
39 (36,4%)
24 (22,4%)
ინფექცია
6 (5,6%)
7 (6,5%)
ტკივილი
24 (22,4%)
20 (18,7%)
მუცლის ტკივილი
12 (11,2%)
7 (6,5%)
წელის ტკივილი
4 (3,7%)
12 (11,2%)
აბსტინენციის სინდრომი
27 (25,2%)
40 (37,4%)
გულ-სისხლძარღვთა სისტემა
ვაზოდილატაცია
10 (9,3%)
7 (6,5%)
საჭმლის მომნელებელი სისტემა
ყაბზობა
13 (12,1%)
3 (2,8%)
დიარეა
4 (3,7%)
16 (15,0%)
გულისრევა
16 (15,0%)
12 (11,2%)
ღებინება
8 (7,5%)
5 (4,7%)
ნერვული სისტემა
ინსომნია
15 (14,0%)
17 (15,9%)
რესპირატორული სისტემა
რინიტი
5 (4,7%)
14 (13,1%)
კანი და მისი დანამატები
ოფლიანობა
15 (14,0%)
11 (10,3%)
ბუპრენორფინის გვერდითი ეფექტების პროფილი ასევე დახასიათებულ იქნა ბუპრენორფინის ხსნარის დოზა-კონტროლირებად კვლევაში, სხვასასხვა დოზის შესწავლისას 4-თვიანი კურსებით. ცხრილი 2-ში მოცემულია პაციენტების 5%-ში აღწერილი გვერდითი ეფექტები სხვადასხვა დოზის ჯგუფში დოზა-კონტროლირებადი კვლევიდან.
ცხრილი 2. გვერდითი ეფექტები (5%) ორგანოთა სისტემებისა და სამკურნალო ჯგუფების მიხედვით 16-კვირიან კვლევაში
ორგანოთა სისტემა / გვერდითი ეფექტი (COSTART ტერმინოლოგია)
ბუპრენორფინის დოზა*
ძალიან დაბალი*
(N=184)
დაბალი*
(N=180)
საშუალო*
(N=186)
მაღალი*
(N=181)
ჯამი*
(N=731)
N (%)
N (%)
N (%)
N (%)
N (%)
მთელი ორგანიზმი
აბსცესი
9 (5%)
2 (1%)
3 (2%)
2 (1%)
16 (2%)
ასთენია
26 (14%)
28 (16%)
26 (14%)
24 (13%)
104 (14%)
შემცივნება
11 (6%)
12 (7%)
9 (5%)
10 (6%)
42 (6%)
ცხელება
7 (4%)
2 (1%)
2 (1%)
10 (6%)
21 (3%)
გრიპის მაგვარი სინდრომი
4 (2%)
13 (7%)
19 (10%)
8 (4%)
44 (6%)
თავის ტკივილი
51 (28%)
62 (34%)
54 (29%)
53 (29%)
220 (30%)
ინფექცია
32 (17%)
39 (22%)
38 (20%)
40 (22%)
149 (20%)
შემთხვევითი ტრავმა
5 (3%)
10 (6%)
5 (3%)
5 (3%)
25 (3%)
ტკივილი
47 (26%)
37 (21%)
49 (26%)
44 (24%)
177 (24%)
წელის ტკივილი
18 (10%)
29 (16%)
28 (15%)
27 (15%)
102 (14%)
აბსტინენციის სინდრომი
45 (24%)
40 (22%)
41 (22%)
36 (20%)
162 (22%)
საჭმლის მომნელებელი სისტემა
ყაბზობა
10 (5%)
23 (13%)
23 (12%)
26 (14%)
82 (11%)
დიარეა
19 (10%)
8 (4%)
9 (5%)
4 (2%)
40 (5%)
დისპეფსია
6 (3%)
10 (6%)
4 (2%)
4 (2%)
24 (3%)
გულისრევა
12 (7%)
22 (12%)
23 (12%)
18 (10%)
75 (10%)
ღებინება
8 (4%)
6 (3%)
10 (5%)
14 (8%)
38 (5%)
ნერვული სისტემა
შფოთვა
22 (12%)
24 (13%)
20 (11%)
25 (14%)
91 (12%)
დეპრესია
24 (13%)
16 (9%)
25 (13%)
18 (10%)
83 (11%)
თავბრუსხვევა
4 (2%)
9 (5%)
7 (4%)
11 (6%)
31 (4%)
ინსომნია
42 (23%)
50 (28%)
43 (23%)
51 (28%)
186 (25%)
ნევროზულობა
12 (7%)
11 (6%)
10 (5%)
13 (7%)
46 (6%)
სომნოლენცია
5 (3%)
13 (7%)
9 (5%)
11 (6%)
38 (5%)
რესპირატორული სისტემა
ხველების მომატება
5 (3%)
11 (6%)
6 (3%)
4 (2%)
26 (4%)
ფარინგიტი
6 (3%)
7 (4%)
6 (3%)
9 (5%)
28 (4%)
რინიტი
27 (15%)
16 (9%)
15 (8%)
21 (12%)
79 (11%)
კანი და მისი დანამატები
ოფლიანობა
23 (13%)
21 (12%)
20 (11%)
23 (13%)
87 (12%)
გრძნობათა ორგანოები
ცრემლდენა
13 (7%)
9 (5%)
6 (3%)
6 (3%)
34 (5%)
- სუბლინგვური ხსნარი - მოცემულ ცხრილში მითითებული დოზები არ ეკუთვნის აუცილებლად ტაბლეტირებულ ფორმას, არამედ მითითებულია შედარების მიზნით:
“ძალიან დაბალი” დოზა (1 მგ ხსნარი) - უნდა ყოფილიყო 2 მგ ტაბლეტის დოზაზე ნაკლები
“დაბალი დოზა” (4 მგ ხსნარი) - დაახლოებით 6 მგ ტაბლეტის დოზის შესაბამისი
“საშუალო დოზა” (8 მგ ხსნარი) - დაახლოებით 12 მგ ტაბლეტის დოზის შესაბამისი
“მაღალი დოზა” (16 მგ ხსნარი) - დაახლოებით 24 მგ ტაბლეტის დოზის შესაბამისი
პოსტმარკეტინგული კვლევების შედეგები
ბუპრენორფინ/ნალოქსონის ოფიციალური დამტკიცების შემდეგ აღწერილ იქნა ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები. იმის გამო, რომ არასასურველი მოვლენების აღრიცხვა ნებაყოფლობითია, განუსაზღვრელი რაოდენობის პოპულაციისგან, ყოველთვის შეუძლებელია მათი სარწმუნო სიხშირის ან მედიკამენტთან კავშირის დადგენა.
ყველაზე ხშირად გამოვლინდა პერიფერიული შეშუპება, გვერდითი ეფექტი, რომელიც კლინიკურ კვლევებში არ არის აღწერილი.
სეროტონინული სინდრომი: სეროტონინის სინდრომის შემთხვევები, სიცოცხლისთვის პოტენციურად სახიფათო მდგომარეობა აღწერილ იქნა ოპიოიდების სეროტონინერგულ მედიკამენტებთან კომბინირებისას.
ადრენალური უკმარისობა: ადრენალური უკმარისობის შემთხვევები აღწერილ იქნა ოპიოიდების ერთ თვეზე მეტ ხანს გამოყენების ფონზე.
ანაფილაქსია: ანაფილაქსია ვითარდება ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების შემადგენელი კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.
ანდროგენული უკმარისობა: ანდროგენური უკმარისობის შემთხვევები ვითარდება ოპიოიდების ქრონიკული მოხმარების დროს (იხ. კლინიკური ფარმაკოლოგია (12.2)).
ადგილობრივი რეაქციები: კბილის კარიესი (კარიესის, კბილის მოტეხილობისა და კბილის დაკარგვის ჩათვლით), გლოსოდინია, გლოსიტი, პირის ღრუს ლორწოვანის ერითემა, პირის ღრუს ჰიპოესთეზია და სტომატიტი.
ურთიერთქმედება მედიკამენტებთან
ცხრილი 3 მოიცავს ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვურ ტაბლეტებთან კლინიკურად მნიშვნელოვან მედიკამენტოზურ ურთიერთქმედებებს
ცხრილი 3. კლინიკურად მნიშვნელოვანი მედიკამენტოზური ურთიერთქმედებები
Bბენზოდიაზეპინები ან ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) სხვა დეპრესანტები
კლინიკური გავლენა:
ადიციური ფარმაკოლოგიური ეფექტების გამო, ბენზოდიაზეპინის ან ცნს-ის სხვა დეპრესანტების, მათ შორის ალკოჰოლის ერთდროული გამოყენება ზრდის რესპირატორული დეპრესიის, ღრმა სედაციის, კომისა და ლეტალური შემთხვევის რისკს.
ჩარევა:
ერთდროული გამოყენებისას, უმეტეს შემთხვევაში უმჯობესია ბენზოდიაზეპინების ან ცნს-ის სხვა დეპრესანტების შეწყვეტა. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია მართებული იყოს დოზის თანდათანობით შემცირების უფრო მაღალ დონეზე მონიტორინგი. სხვა შემთხვევებში, შესაძლოა უფრო მართებული იყოს დოზის თანდათანობით შემცირება იმ პაციენტებში რომლებსაც დანიშნული აქვთ ბენზოდიაზეპინი და ცნს-ის სხვა დეპრესანტები, ან შემცირება უმცირეს ეფექტურ დოზამდე.
ბენზოდიაზეპინების ერთდროულად დანიშვნამდე შფოთვისა და უძილობის გამო, დარწმუნდით რომ პაციენტებს სათანადოდ დაუდგინდათ დიაგნოზი და გამოიყენეთ ალტერნატიული მედიკამენტები და არა-ფარმაკოლოგიური მკურნალობები (იხ. გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები 5.2, 5.3)).
თუ ერთდროული გამოყენება გამართლებულია, ინტენსიურად განიხილეთ ნალოქსონის დანიშვნა ოპიოიდების ჭარბი დოზის გადაუდებელი მკურნალობისთვის, როგორც რეკომენდირებულია ყველა პაციენტისთვის, რომლებიც მკურნალობენ ოპიოიდების მოხმარებით გამოწვეულ დარღვევას [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.2)].
მაგალითები:
ალკოჰოლი, ბენზოდიაზეპინური და სხვა სედაციური/საძილე საშუალებები, ანქსიოლიზური საშუალებები, ტრანკვილიზატორები, მიორელაქსანტები, ზოგადი საანესთეზიო საშუალებები, ანტიფსიქოზური საშუალებები და სხვა ოპიოიდები.
CYP3A4 ინჰიბიტორები
კლინიკური გავლენა
ბუპრენორფინისა და CYP3A4 ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება ზრდის ბუპრენორფინის პლაზმურ კონცენტრაციას და განაპირობებს ოპიოიდური ეფექტის გახანგრძლივებას, განსაკუთრებით, მათი დამატებისას ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების სტაბილური დოზის მიღწევის შემდეგ.
CYP3A4 ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტის შემდეგ, მაინჰიბირებელი ეფექტის შეწყვეტის ფონზე, ბუპრენორფინის პლაზმური კონცენტრაცია მცირდება (იხ. კლინიკური ფარმაკოლოგია (12.3)) და პოტენციურად ქვეითდება ოპიოიდების ეფექტურობა ან ვითარდება აბსტინენციის სინდრომი ბუპრენორფინის მიმართ ფიზიკური დამოკიდებულების მქონე პაციენტებში.
ჩარევა:
კომბინაციის აუცილებლობის შემთხვევაში, განიხილეთ ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების დოზის შემცირების საკითხი მედიკამენტის სტაბილური ეფექტის მიღწევამდე. ხშირად აკონტროლეთ პაციენტებში რესპირატორული დეპრესიისა და სედაციის სიმპტომები.
CYP3A4 ინჰიბიტორების შეწყვეტის შემთხვევაში, განიხილეთ ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების დოზის გაზრდის საკითხი მედიკამენტის სტაბილური ეფექტის მიღწევამდე. აკონტროლეთ პაციენტებში აბსტინენციის სიმპტომები.
მაგალითები:
მაკროლიდების რიგის ანტიბიოტიკები (მაგ.: ერითრომიცინი), აზოლური ანტიმიკოზური საშუალებები (მაგ.: კეტოკონაზოლი), პროტეაზას ინჰიბიტორები (მაგ.: რიტონავირი).
CYP3A4 ინდუქტორები
კლინიკური გავლენა:
ბუპრენორფინისა და CYP3A4 ინდუქტორების ერთდროული გამოყენება აქვეითებს ბუპრენორფინის პლაზმურ კონცენტრაციას (იხ. კლინიკური ფარმაკოლოგია (12.3)) და შესაბამისად, განაპირობებს ეფექტის დაქვეითებას ან აბსტინენციის სინდრომის განვითარებას ბუპრენორფინის მიმართ ფიზიკური დამოკიდებულების მქონე პაციენტებში.
CYP3A4 ინდუქტორების მიღების შეწყვეტის შემდეგ, მათი გავლენის მოხსნის ფონზე, ბუპრენორფინის პლაზმური კონცენტრაცია იზრდება (იხ. კლინიკური ფარმაკოლოგია (12.3)), რაც განაპირობებს თერაპიული ეფექტურობისა და გვერდითი ეფექტების გაძლიერებას და გახანგრძლივებას და შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული რესპირატორული დეპრესია.
ჩარევა:
კომბინაციის აუცილებლობის შემთხვევაში, განიხილეთ ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების დოზის გაზრდის საკითხი მედიკამენტის სტაბილური ეფექტის მიღწევამდე. აკონტროლეთ პაციენტებში აბსტინენციის სიმპტომები.
CYP3A4 ინდუქტორების შეწყვეტის შემთხვევაში, განიხილეთ ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების დოზის შემცირების საკითხი და აკონტროლეთ პაციენტებში რესპირატორული დეპრესიის სიმპტომები.
მაგალითები:
რიფამპიცინი, კარბამაზეპინი, ფენიტოინი.
ანტირეტროვირუსული საშუალებები: შექცევადი ტრანსკრიპტაზას არანუკლეოზიდურიA ინჰიბიტორები (შტაი ანუ NNRTIs)
კლინიკური გავლენა
შექცევადი ტრანსკრიპტაზას არანუკლეოზიდურიA ინჰიბიტორები მეტაბოლიზდება ძირითადად CYP3A4-ით. ეფავირენზი, ნევირაპინი და ეტრავირინი ცნობილია, როგორც CYP3A4 ინდუქტორები, მაშინ, როცა დელავირიდინი წარმოადგენს CYP3A4 ინჰიბიტორს. კლინიკურ კვლევებში აღწერილ იქნა მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება შტაი-სა (მაგ.: ეფავირენზი და დელავირიდინი) და ბუპრენორფინს შორის, თუმცა ამას არ გამოუწვევია მნიშვნელოვანი ფარმაკოდინამიკური ეფექტების გამოვლინება.
ჩარევა:
აუცილებელია ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვურ ტაბლეტებზე ხანგრძლივად მყოფი პაციენტების მონიტორინგი, თუ მკურნალობის სქემას ემატება შტაი ჯგუფის მედიკამენტები.
მაგალითები:
ეფავირენზი, ნევირაპინი, ეტრავირინი, დელავირიდინი.
ანტირეტროვირუსული საშუალებები: პროტეაზას ინჰიბიტორები (პი, ანუ PIs)
კლინიკური გავლენა:
კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ზოგი პროტეაზას ინჰიბიტორი CYP3A4 მაინჰიბირებელი ეფექტით (ნელფინავირი, ლოპინავირ/რიტონავირი, რიტონავირი), ხასიათდება უმნიშვნელო გავლენით ბუპრენორფინის ფარმაკოკინეტიკაზე და ასევე უმნიშვნელო ეფექტით მის ფარმაკოდინამიკურ მაჩვენებლებზე. CYP3A4 მაინჰიბირებელი ეფექტის მქონე სხვა პი-ებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს ბუპრენორფინსა და ნორბუპრენორფინზე და, ერთ კვლევაში, პაციენტებს გამოუვლინდათ მომატებული სედაცია. ოპიოიდების ჰიპერდოზირების სიმპტომები გამოუვლინდა პაციენტებს პოსტმარკეტინგული დაკვირვების დროს, რომლებიც იღებდნენ ბუპრენორფინსა და ატაზანავირს რიტონავირთან ერთად, ან მის გარეშე.
ჩარევა
აკონტროლეთ პაციენტები, რომლებიც იღებენ ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვურ ტაბლეტებს ატაზანავირთან კომბინაციაში, რიტონავირით ან მის გარეშე და შეამცირეთ ბუპრენორფინის და ნალოქსონის სუბლინგვალური ტაბლეტები საჭიროების შემთხვევაში.
მაგალითები:
ატაზანავირი, რიტონავირი.
ანტირეტროვირუსული საშუალებები: შექცევადი ტრანსკრიპტაზას ნუკლეოზიდურიA ინჰიბიტორები (შტნი ანუ NRTIs)
კლინიკური გავლენა
შექცევადი ტრანსკრიპტაზას ნუკლეოზიდურიA ინჰიბიტორები არ ხასიათდებიან P450 მაინჰიბირებელი ან მაინდუცირებელი მოქმედებით, შესაბამისად, გავლენას არ ახდენენ ბუპრენორფინის ფარმაკოლოგიურ მახასიათებლებზე.
ჩარევა
არა
სეროტონინერგული მედიკამენტები
კლინიკური გავლენა
სეროტონინერგული მედიკამენტების კომბინირება ოპიოიდებთან განაპირობებს სეროტონინული სინდრომის განვითარებას.
ჩარევა
თუ კომბინირება გარდაუვალია, დააკვირდით პაციენტებს, განსაკუთრებით მკურნალობის დაწყებისა და დოზის ტიტრაციის დროს. სეროტონინული სინდრომის განვითარების შემთხვევაში შეწყვიტეთ ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების მიღება.
მაგალითები:
სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები, სეროტონინისა და ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ტრიპტანები, 5-HT3 რეცეპტორების ანტაგონისტები, მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ სეროტონინის სისტემაზე (მიტაზაპინი, ტრაზოდონი, ტრამადოლი), მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები (ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალო საშუალებები, ასევე ლინეზოლიდი, ინტრავენური მეთილენის ლურჯი).
მონოამინოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორები
კლინიკური გავლენა
მაო ინჰიბიტორების კომბინაცია ოპიოიდებთან იწვევს სეროტონინული სინდრომის ან ოპიოიდური ინტოქსიკაციის განვითარებას (მაგ.: რესპირატორული დეპრესია, კომა).
ჩარევა
ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ მაო ინჰიბიტორებს ან მათი მიღების შეწყვეტიდან პირველი 14 დღის განმავლობაში.
მაგალითები:
ფენელზინი, ტრანილციპრომინი, ლინეზოლიდი
მიორელაქსანტები
კლინიკური გავლენა
ბუპრენორფინი აძლიერებს მიორელაქსნტების მიერ ნერვ-კუნთოვანი გადაცემის ბლოკირების უნარს და აღრმავებს რესპირატორულ დეპრესიას.
ჩარევა
აკონტროლეთ პაციენტები, რომლებიც იღებენ მიორელაქსანტებს და ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვალურ ტაბლეტებს რესპირატორული დეპრესიის ნიშნების გამოვლენისთვის, რომლებიც შეიძლება აღემატებოდეს მოსალოდნელს და აუცილებლობის შემთხვევაში შეამცირეთ ბუპრენორფინის და ნალოქსონის სუბლინგვალური ტაბლეტების და/ან მიორელაქსანტის დოზა. ჩონჩხის კუნთების რელაქსანტებისა და ოპიოიდების ერთდროული გამოყენებისას რესპირატორული დეპრესიის რისკის გამო, მკაცრად გაითვალისწინეთ ნალოქსონის დანიშვნა ოპიოიდების ჭარბი დოზის გადაუდებელი მკურნალობისთვის [იხ. დოზირება და მიღების წესი (2.2), გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.2, 5.3)].
დიურეტიკები
კლინიკური გავლენა
ოპიოიდები აქვეითებენ დიურეტიკების ეფექტს ანტიდიურეზული ჰორმონის ინდუქციის გზით.
ჩარევა
აკონტრლეთ პაციენტებში შარდის რაოდენობა და/ან წნევა და გაზარდეთ დიურეტიკების დოზა საჭირომდე.
ანტიქოლინერგული საშუალებები
კლინიკური გავლენა
ერთდროული გამოყენება იწვევს შარდის შეკავების ზრდას და/ან მძიმე ხარისხის ყაბზობას, რასაც მივყავართ პარალიზურ ილეუსამდე.
ჩარევა
აკონტროლეთ პაციენტებში შარდის შეკავების ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერისტალტიკის დაქვეითების სიმპტომები ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების ქოლინერგულ საშუალებებთან კომბინირების დროს.
გამოყენება განსაკუთრებული ჯგუფის პოპულაციებში
ორსულობა
საერთო რისკი
მონაცემები ბუპრენორფინის, ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების ერთე-ერთი აქტიური ინგრედიენტის, გამოყენების თაობაზე ორსულობის პერიოდში, მწირია და არ მიუთითებს მალფორმაციების განვითარების რისკის მატებაზე ბუპრენორფინის ფონზე. არსებობს რანდომიზებული კვლევების (რომლებიც სწორად არ იქნა დაგეგმილი) მწირი მონაცემები ბუპრენორფინის შემანარჩუნებელ თერაპიაზე მყოფ ქალებში განვითარების ძირითადი მანკების შესაფასებლად (იხ. მონაცემები). დაკვირვებებმა გამოავლინა თანდაყოლილი მალფორმაციები ბუპრენორფინზე მყოფი ქალების შთამომავლობაში, თუმცა აღნიშნული კვლევების დიზაინიც არ იყო სწორად დაგეგმილი ბუპრენორფინის ფონზე განვითარებული თანდაყოლილი განვითარების მანკების რისკების შესაფასებლად (იხ. მონაცემები). ნალოქსონის სუბლინგვურ ტაბლეტებზე არსებული ძალიან მცირე მონაცემები არ იძლევა მასთან ასოცირებული რისკების ჯეროვნად შეფასების საშუალებას.
რეპროდუქციულ და განვითარების შესასწავლ კვლევებში, ვირთაგვებსა და ბოცვრებში გამოვლინდა კლინიკურ და მაღალ დოზებზე აღმოცენებული გვერდითი ეფექტები. ემბრიო-ფეტალური სიკვდილიანობა აღინიშნა ვირთაგვებშიც და ბოცვრებშიც ორგანოგენეზის პერიოდში ბუპრენორფინის ადამიანის სუბლინგვურ სადღეღამისო დოზაზე 16 მგ/დღეში, 6 და 0,3-ჯერ მაღალი დოზით დანიშვნისას. პრე- და პოსტნატალური განვითარების კვლევებში ვირთაგვებში აღინიშნა ნეონატალური სიკვდილიანობა ბუპრენორფინის ადამიანის სუბლინგვურ სადღეღამისო დოზაზე 16 მგ/დღეში, 0,3-ჯერ მაღალი და მშობიარობის გაძნელება - 3-ჯერ მაღალი დოზის მიღების დროს. ბუპრენორფინის ადამიანის სუბლინგვური დოზის 16 მგ/დღეში ეკვივალენტური ან მეტი დოზით დანიშვნისას, ორგანოგენეზის პერიოდში ხილული ტერატოგენული ეფექტი არ გამოვლენილა. თუმცა, აღინიშნა ჩონჩხის განვითარების პათოლოგია ვირთაგვებსა და ბოცვრებში ორგანოგენეზის პროცესში ბუპრენორფინის ადამიანის სუბლინგვურ სადღეღამისო დოზაზე 16 მგ/დღეში 0,6-ჯერ მაღალი და მისი ეკვივალენტური დოზით დანიშვნისას შესაბამისად. რამდენიმე კვლევაში გამოვლინდა აცეფალია და ომფალოცელე, თუმცა ისინი პირდაპირ მკურნალობასთან ვერ იქნა დაკავშირებული (იხ. მონაცემები). ცხოველების მონაცემებზე დაყრდნობით, ურჩიეთ ორსულ ქალებს ნაყოფისთვის პოტენციური რისკის არსებობის შესახებ.
მშობიარობის ძირითადი დეფექტებისა და აბორტის სავარაუდო რისკი უცნობია აღნიშნულ პოპულაციაში. Yყველა ორსულობა არის თანდაყოლილი დეფექტების განვითარების, აბორტის, ან სხვა არასასურველი გამოსავლის რისკის ქვეშ. აშშ-ს მოსახლეობაში მშობიარობის ძირითადი დეფექტებისა და აბორტების სავარაუდო რისკი კლინიკურად დადასტურებული ორსულობის შემთხვევაში შეადგენს 2-4% და 15-20% შესაბამისად.
კლინიკური განხილვა
დაავადებასთან ასოცირებული დედისმიერი და ემბრიო-ფეტალური რისკი
მკურნალობის გარეშე დარჩენილი ოპიოიდური დამოკიდებულება ორსულებში ასოცირდება არასასურველ სამეანო გამოსავალთან, როგორიცაა ახალშობილთა მცირე წონა, ნაადრევი მშობიარობა და ნაყოფის სიკვდილი. გარდა ამისა, მკურნალობის გარეშე დარჩენილი ოპიოიდური დამოკიდებულება ხშირად განაპირობებს ოპიოიდების მორეციდივე - ხანგრძლივ ან უკანონო გამოყენებას.
დოზის კორექცია ორსულობისა და მოშობიარობის შემდგომ პერიოდებში
ორსულობის პერიოდში საჭირო ხდება დოზის კორექცია, თუნდაც ის სტაბილური ყოფილიყო ორსულობის დადგომამდე. საჭიროა აბსტინენციის სიმპტომების აქტიური მონიტორინგი და დოზის კორექცია საჭიროებისამებრ.
გვერდითი ეფექტები ნაყოფსა და ახალშობილებში
ნეონატალური ოპიოიდური აბსტინენციის სინდრომი ვითარდება იმ დედათა ახალშობილებში, რომლებიც ორსულობის პერიოდში იღებდნენ ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვურ ტაბლეტებს.
ნეონატალური ოპიოიდური აბსტინენციის სინდრომი გამოვლინდება აგზნებადობით, ჰიპერაქტივობით და ძილის დარღვევით, ტირილით მაღალ ხმაზე, ტრემორით, გულისრევით, დიარეით და წონის მატებაში ჩამორჩენით. ოპიოიდური აბსტინენციის სინდრომი, ჩვეულებრივ, დაბადების პირველსავე დღეებში გამოვლინდება. ნეონატალური ოპიოიდური აბსტინენციის სინდრომის ხანგრძლივობა და სიმწვავე მერყეობს. დააკვირდით ახალშობილებში ნეონატალური ოპიოიდური აბსტინენციის სიმპტომებს და მართეთ შესაბამისად (იხ. გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები (5.5)).
ორსულობა და მშობიარობა
ოპიოიდ-დამოკიდებული ქალები, რომლებიც გადიან შემანარჩუნებელ თერაპიას ბუპრენორფინით, საჭიროებენ დამატებით გაუტკივარებას მშობიარობის დროს.
მონაცემები
მონაცემები ადამიანებზე ჩატარებული კვლევებიდან
ნეონატალური გამოსავლის შესასაწავლად ჩატარებულ იქნა კვლევები ბუპრენორფინზე მყოფ ორსულ ქალებში. ორსულობის პერიოდში ბუპრენორფინის გამოყენებით მიმდინარე კვლევების, დაკვირვებების, შემთხვევათა სერიებისა და აღწერების მწირი მონაცემები არ მიუთითებენ მნიშვნელოვანი მალფორმაციების განვითარების მომატებულ რისკზე. გარკვეული ფაქტორები, როგორიცაა ნარკოტიკების უკანონო მოხმარება დედის მიერ, პრენატალური მოვლის დაგვიანება, ინფექცია, დაუმორჩილებლობა, ცუდი კვება და ფსიქოსოციალური პირობები, ართულებენ აღმოჩენათა ინტერპრეტაციას ბუპრენორფინზე მყოფი ორსულების შვილებში. მონაცემების ინტერპრეტაციას ართულებენ ასევე ოპიოიდური დამოკიდებულების მკურნალობის გარეშე დარჩენილი ქალები, რომლებიც ყველაზე შესაფერისი ჯგუფი იქნებოდა შედარებისთვის. ამის ნაცვლად, შესადარებელ ჯგუფში შედიან ოპიოიდური დამოკიდებულების სხვა მედიკამენტებით თერაპიის ქვეშ მყოფი ან ზოგადი პოპულაციის ქალები. დასახელებული შესადარებელი ჯგუფის წარმომადგენლები განსხვავდებიან ბუპრენორფინის შემცველ პრეპარატებზე მყოფი ქალებისგან სხვადასხვა ცვლილებების წყალობით, რამაც სავალალო გამოსავლამდე შეიძლება მიიყვანოს ისინი.
მულტიცენტრულ, ორმაგ-ბრმა, რანდომიზებულ, კონტროლირებად კვლევაში (დედათა ოპიოიდური თერაპია: ექსპერიმენტული კვლევა ადამიანებზე (MOTHER)), რომლის მიზანი იყო ნეონატალური ოპიოიდური აბსტინენციის ეფექტების შეფასება, ოპიოიდ-დამოკიდებული ორსულები რანდომიზებულ იქნენ ბუპრენორფინის (n=86) ან მეტადონის (n=89) ჯგუფებად. საშუალო გესტაციური ასაკი შეადგენდა 18,7 კვირას ორივე ჯგუფში. ბუპრენორფინის ჯგუფში 28 ქალმა (33%) 86-დან, ხოლო მეტადონის ჯგუფში 16-მა (18%) ქალმა 89-დან შეწყვიტა მკურნალობა ორსულობის დასრულებამდე.
სხვა ქალებში, რომლებიც აგრძელებდნენ მკურნალობას მშობიარობის დადგომამდე, არ გამოვლენილა განსხვავება ნეონატალური ოპიოიდური აბსტინენციის სინდრომის მკურნალობის საჭიროების თვალსაზრისით ბუპრენორფინისა და მეტადონის ჯგუფების ახალშობილებში, სინდრომის პიკის დროს. ბუპრენორფინის ჯგუფის ახალშობილები საჭიროებდნენ ნაკლებ მორფინს (საერთო დოზით 1,1 მგ, 10,4 მგ-გან განსხვავებით), ჰქონდათ უფრო მოკლე ჰოსპიტალიზაციის პერიოდი (10,0 დღე, 17,5-გან განსხვავებით) და მკურნალობის კურსის მოკლე ხანგრძლივობა (4,1 დღე, 9,9 დღისგან განსხვავებით), მეტადონის ჯგუფის ახალშობილებისგან განსხვავებით. სხვა განსხვავებები ახალშობილთა პირველადი (ახალშობილის თავის გარშემოწერილობა) ან მეორეული (წონა და სიგრძე დაბადებისას, ნაადრევი მშობიარობა, გესტაციური ასაკი დაბადებისას და 1 და 5 წუთიანი შეფასება აპგარის შკალით) ნიშნების თვალსაზრისით ჯგუფებს შორის არ გამოვლენილა. უცნობია იმ დედების გამოსავალი, როლებმაც შეწყვიტეს კვლევაში მონაწილეობა და შესაძლოა უკანონოდ მოიხმადნენ ოპიოიდებს. კვლევიდან გამოთიშვის დისბალანსის გამო, რთულია მისი მონაცემების საბოლოო ინტერპრეტაცია.
მონაცემები ცხოველებზე ჩატარებული კვლევებიდან
ქვემოთ მოყვენილი ზემოქმედების საზღვრები მოცემულია სხეულის ფართობის ერთეულზე (მგ/მ2) ადამიანის სადღეღამისო სუბლინგვური დოზის 16 მგ ბუპრენორფინისთვის, ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვურ ტაბლეტებზე გათვლით.
ემბრიო-ფეტალურ განვითარებაზე გავლენა შესწავლილ იქნა Sprague-Dawley ვირთაგვებსა და რუსულ თეთრ ბოცვრებში ორგანოგენეზის პერიოდში ბუპრენორფინისა და ნალოქსონის ორალური (1:1) და ინტრამუსკულარული (IM) (3:2) დანიშვნის გზით. 250 მგ/კგ/დღეში (150-ჯერ ადამიანის სუბლინგვური დოზა 16 მგ) მედიკამენტის ორალური გზით მიღების შემთხვევაში ვირთაგვებში ტერატოგენური ეფექტი არ გამოვლენილა, თუმცა აღინიშნა დედისთვის მაღალტოქსიკურობა (სიკვდილიანობა). 40 მგ/კგ/დღეში (50-ჯერ ადამიანის სუბლინგვური დოზა 16 მგ) მედიკამენტის ორალური გზით მიღების შემთხვევაში ბოცვრებში ტერატოგენური ეფექტი არ გამოვლენილა და არც ტოქსიკურობა აღენიშნა დედებს. 30 მგ/კგ/დღეში (ადამიანის სუბლინგვური დოზაზე - 16 მგ-ზე 20-ჯერ და 35-ჯერ მეტი შესაბამისად ვირთაგვებსა და ბოცვრებში) ინტრამუსკულარული გამოყენების დროს ვირთაგვებსა და ბოცვრებში ტერატოგენური ეფექტები არ გამოვლენილა. აღნიშნულ კვლევაში დედებისთვის ტოსიკურობა - სიკვდილიანობა - განვითარდა ორივე შემთხვევაში, ვირთაგვებშიც და ბოცვრებშიც. აცეფალია აღწერილ იქნა ერთი ბოცვრის ნაყოფში დაბალი დოზის ჯგუფიდან და ომფალოცელე - ბოცვრის ორ ნაყოფში, იგივე შთამომავლობიდან, საშუალო დოზის ჯგუფში; დიდი დოზების ჯგუფის ნაყოფებში არანაირი შემთხვევა არ გამოვლენილა. დედებისთვის ტოკსიკურობა გამოვლინდა მაღალი დოზის ჯგუფებში და არა დაბალში, სადაც აღწერილ იქნა ზემოთ მოყვანილი შემთხვევები. 10 მგ/კგ დღეში (6-ჯერ ადამიანის სუბლინგვური დოზა 16 მგ) ან მეტი ბუპრენორფინის ორალური დანიშვნის ფონზე ვირთაგვებში, აღინიშნა დოზა-დამოკიდებული იმპლანტაციის შემდგომი დანაკარგი, რაზეც მეტყველებს ნაადრევ რეზორბციათა რაოდენობის მატება და ნაყოფების რაოდენობის შესაბამისი კლება. ბოცვრებში, იმპლანტაციის შემდგომი დანაკარგის მატება აღინიშნა 40 მგ/კგ/დღეში დოზის ორალურად მიღების ფონზე. ვირთაგვებსა და ბოცვრებში იმპლანტაციის შემდგომი დანაკარგი, რაზეც მეტყველებს ნაადრევ რეზორბციათა რაოდენობის მატება აღინიშნა 30 მგ/კგ/დღეში მედიკამენტის ინტრამუსკულარული გამოყენების ფონზე.
ინტრამუსკულარულად ან კანქვეშ 5 მგ/კგ/დღეში (3-ჯერ და 6-ჯერ ადამიანის სუბლინგვური დოზა 16 მგ, შესაბამისად), ინტრავენურად 0,8 მგ/კგ/დღეში (0,5-ჯერ ადამიანის სუბლინგვური დოზა 16 მგ) ან ორალურად 160 მგ/კგ/დღეში (95-ჯერ ადამიანის სუბლინგვური დოზა 16 მგ) ვირთაგვებში და 25 მგ/კგ/დღეში (30-ჯერ ადამიანის სუბლინგვური დოზა 16 მგ) ბოცვრებში ბუპრენორფინი არ ახდენდა ტერატოგენურ გავლენას ვირთაგვებსა და ბოცვრებზე. ჩონჩხის პათოლოგიათა მნიშვნელოვანი მატება (მაგ.: გულმკერდის ზედმეტი მალა ან თორაკო-ლუმბალური ნეკნი) აღენიშნა ვირთაგვებს ბუპრენორფინის კანქვეშ 1 მგ/კგ/დღეში (0,6-ჯერ ადამიანის სუბლინგვური დოზა 16 მგ) დოზით შეყვანის ფონზე, მაგრამ არ გამოვლენილა ორალურად 160 მგ/კგ/დღეში დოზის მიღების დროს. ჩონჩხის პათოლოგიათა მნიშვნელოვანი მატება ბოცვრებში ინტრამუსკულარულად 5 მგ/კგ/დღეში (6-ჯერ ადამიანის სუბლინგვური დოზა 16 მგ) დოზით დედისთვის ტოქსიკური გავლენის არარსებობის ფონზე ან ორალურად 1 მგ/კგ/დღეში (ადამიანის სუბლინგვური დოზის 16 მგ-ის ეკვივალენტი) დოზის ფონზე სტატისტიკურად უმნიშვნელო იყო.
ბიცვრებში ბუპრენორფინმა გამოიწვია სტატისტკურად მნიშვნელოვანი იმპლანტაციამდელი დანაკარგი ორალურად 1 მგ/კგ/დღეში ან მეტი, ხოლო ინტრავენურად 0,2 მგ/კგ/დღეში (0,3-ჯერ ადამიანის სუბლინგვური დოზა 16 მგ) ან მეტი დოზის მიღების დროს. ზემოთ მოცემულ კვლევაში დედისმიერი ტოქსიკურობა არ გამოვლენილა ომპლანტაციამდელი დანაკარგის განმაპირობებელი დოზებით მედიკამენტის მიღების შემთხვევაში.
დისტოცია აღინიშნა ინტრამუსკულარულად 5 მგ/კგ/დღეში (3-ჯერ ადამიანის სუბლინგვური დოზა 16 მგ) ბუპრენორფინის დანიშვნის შემთხვევაში გესტაციის მე-14 დღიდან 21-ე დღემდე. ბუპრენორფინის ფერტილობისა და პრე- და პოსტნატალური განვითარების შემსწავლელ კვლევებში ვირთაგვებში აღინიშნა ნეონატალური სიკვდილიანობის რისკის მატება 0,8 მგ/კგ/დღეში (0,5-ჯერ ადამიანის სუბლინგვური დოზა 16 მგ) დოზის ორალური, 0,5 მგ/კგ/დღეში (0,3-ჯერ ადამიანის სუბლინგვური დოზა 16 მგ) დოზის ინტრამუსკულარული, 0,1 მგ/კგ/დღეში (0,06-ჯერ ადამიანის სუბლინგვური დოზა 16 მგ) დოზის კანქვეშა მიღების ფონზე. რძის წარმოქმნის თვალსაჩინო შემცირება სავარაუდოდ ხელს უწყობდა ნაშიერის ნაკლებ სიცოცხლისუნარიანობას და ლაქტაციის სიმცირეს. წონასწორობის დაცვის რეფლექსისა და თავდაცვის რეფლექსის დაგვიანება ვირთაგვის ნაშიერებში აღინიშნა 80 მგ/კგ/დღეში (50-ჯერ ადამიანის სუბლინგვური დოზა 16 მგ) ორალური დოზის მიღების ფონზე.
ლაქტაცია
საერთო რისკი
ბუპრენორფინით შემანარჩუნებელ თერაპიაზე მყოფი 13 მეძუძური დედის მონაწილეობით მიმდინარე ორ კვლევაში ბუპრენორფინი და მისი მეტაბოლიტი - ნორბუპრენორფინი დაბალი დოზებით აღმოჩენილ იქნა დედის რძეში, თუმცა არსებული მონაცემებით მას ჩვილებში გვერდითი ეფექტების განვითარება არ გამოუწვევია. არ არსებობს მონაცემები ბუპრენორფინისა და ნალოქსონის კომბინაციის გამოყენების შესახებ ლაქტაციის პერიოდში, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ნალოქსონი ხასიათდება შეზღუდული ორალური აბსორბციით. აუცილებელია განვითარებისა და ჯანმრთელობისმხრივი სარგებლის გათვალისწინება ლაქტაციის პერიოდში, დედისთვის ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების კლინიკურ საჭიროებასთან ერთად და ძუძუთა ახალშობილზე მედიკამენტისა და დედის დაავადებათა პოტენციური გვერდითი ეფექტების გავლენის წინასწარ შეფასება.
კლინიკური განხილვა
ბუპრენორფინისა და ნალოქსონის შემცველ პრეპარატებზე მყოფ დედებს ურჩიეთ აკონტროლონ ახალშობილებში მომატებული სედაციისა და სუნთქვის დარღვევის სიმპტომები.
მონაცემები
ორი კვლევის მონაცემები მსგავსი იყო ძუძუზე მყოფი ჩვილებისთვის (N=13), რომელთა დედებიც იმყოფებოდნენ ბუპრენორფინის შემანარჩუნებელ თერაპიაზე, სუბლინგვური დოზით 2,4-დან 24 მგ-მდე დღეში. კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვების ორგანიზმში მედიკამენტი ხვდებოდა დედის სადღეღამისო დოზის 1%-ზე ნაკლები ოდენობით.
ექვს მეძუძურ დედაზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალების რძეში, რომლებიც საშუალოდ იღებდნენ 0,29 მგ/კგ/დღეში ბუპრენორფინს სუბლინგვურად მშობიარობიდან 5 - 8 დღის განმავლობაში, გადავიდა ჩვილის საშუალო დოზა 0,42 მკგ/კგ/დღეში ბუპრენორფინი და 0,33 მკგ/კგ/დღეში - ნორბუპრენორფინი, რაც შეესაბამებოდა დოზის 0,2% და 0,12% შესაბამისად, დედის წონაზე გადაანგარიშებით (ნორბუპრენორფინის სავარაუდო დოზა კგ (%) გამოთვლილ იქნა იმ დაშვების საფუძველზე, რომ ის ბუპრენორფინის ეკვიპოტენტურია.
7 მეძუძურ დედაზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალების რძეში, რომლებიც საშუალოდ იღებდნენ 7 მგ/დღეში ბუპრენორფინს სუბლინგვურად მშობიარობიდან 1,12 თვის შემდეგ, ბუპრენორფინისა და ნურბუპრენორფინის საშუალო კონცენტრაცია (Cavg) შეადგენდა 3,65 მკგ/ლ და 1,94 მკგ/ლ შესაბამისად. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე და მიღებული რძის რაოდენობის (150 მლ/კგ/დღეში) გათვალისწინებით, ერთი ძუძუთა ასაკის ბავშივი მიიღებს საშუალოდ 0,55 მკგ/კგ/დღეში ბუპრენორფინისა და 0,29 მკგ/კგ/დღეში ნორბუპრენორფინის ჩვილის აბსოლუტურ დოზას (AID), ან დედის წონასთან ადაპტირებული დოზის საშუალოდ 0,38% და 0,18% ჩვილის შედარებით დოზას (RID), შესაბამისად.
რეპროდუქციული ასაკის ქალები და მამაკაცები
უნაყოფობა
ოპიოიდების ქრონიკულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს უნაყოფობა რეპროდუქციული ასაკის ქალებსა და მამაკაცებში. უცნობია, რამდენად შექცევადია აღნიშნული ეფექტი (იხ. გვერდითი ეფექტები (6.2), კლინიკური ფარმაკოლოგია (12.2), კლინიკამდელი ტოქსიკოლოგია (13.1)).
გამოყენება პედიატრიაში
არ არსებობს მონაცემები ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების ეფექტურობის შესახებ პედიატრიულ პაციენტებში. პრეპარატი არ არის რეკომენდებული ნეონატალური აბსტინენციის სინდრომის სამკურნალოდ ნალოქსონის - ოპიოიდური ანტაგონისტის - შემცველობის გამო.
გამოყენება გერიატრიაში
ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტების, ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ფირფიტების ან ბუპრენორფინის სუბლინგვური ტაბლეტების კლინიკურ კვლევებში არ იყვნენ ჩართული დიდი რაოდენობით 65 წელზე უფროსი ასაკის პირები, მათ ორგანიზმზე მედიკამენტის განსხვავებული მოქმედების შესასწავლად. სხვა, არსებულ კვლევებში არ გამოვლენილა განსხვავება ხანდაზმული და ახალგაზრდა პაციენტების რეაქციებს შორის. ზოგადად, 65 წლის ან უფრო ასაკოვანი პაციენტებისთვის დოზის შერჩევა უნდა მოხდეს სიფრთხილით, უმცირესი დოზიდან დაწყებული, ღვიძლის, თირკმლის ან გულის ფუნქციების დაქვეითების, ასევე თანმხლები დაავადებების ან თანმხლები მედიკამენტოზური თერაპიის გათვალისწინებით.
ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის უკმარისობის გავლენა ბუპრენორფინისა და ნალოქსონის ფარმაკოკინეტიკაზე შესწავლილ იქნა ფარმაკოკინეტიკურ კვლევაში. ორივე მედიკამენტი ძირითადად ღვიძლში მეტაბოლიზდება. იმ პირობებში, რომ ღვიძლის სასუალო უკმარისობის დროს კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გამოვლენილა, მედიკამენტის პლაზმური კონცენტრაცია მაღალი იყო და ნახევარდაშლის პერიოდი - ხანგრძლივი ბუპრენორფინისთვისაც და ნალოქსონისთვისაც ღვიძლის საშუალო და მძიმე უკმარისობის მქონე პირებში. ნალოქსონზე გავლენა აღემატება ბუპრენორფინის პარამეტრებზე გავლენას საშუალო და მძიმე უკმარისობის მქონე პირებში. ნალოქსონისა და ბუპრენორფინის მახასიათებლების სიდიდე გაცილებით მაღალია ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პირებში, ვიდრე საშუალო უკმარისობის შემთხვევაში და, შესაბამისად, კლინიკური ეფექტებიც უფრო გამოხატული უნდა იყოს ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პირებში, ვიდრე საშუალო უკმარისობის დროს.
ბუპრენორფინ/ნალოქსონის პრეპარატები არ არის რეკომენდებული ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში და არ არის შესაფერისი ღვიძლის საშუალო უკმარისობის მქონე პირთათვისაც (იხ. გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები (5.12) და კლინიკური ფარმაკოლოგია (12.3)).
თირკმლის უკმარისობა
0,3 მგ ბუპრენორფინის ინტრავენური დანიშვნის შემთხვევაში არ გამოვლენილა განსხვავება 9 დიალიზზე მყოფი და 6 ჯანმრთლი პაციენტის ფარმაკოკინეტიკურ მაჩვენებლებს შორის. უცნობია თირკმლის უკმარისობის გავლენა ნალოქსონის ფარმაკოკინეტიკაზე.
შეჩვევა და ნარკოტიკული დამოკიდებულება
კონტროლირებადი სუბსტანცია
კონტროლირებადი ნივთიერებების აქტის თანახმად, ბუპრენორფინი წარმოადგენს III სიით კონტროლირებად სუბსტანციას.
შეჩვევა
სხვა ოპიოიდების მსგავსად, ბუპრენორფინის მიმართ შესაძლოა განვითარდეს შეჩვევა და წარმოადგენდეს უკანონო გავრცელების საგანს. მედიკამენტის გამოწერის დროს საჭიროა აღნიშნული ფაქტის გათვალისწინება, განსაკუთრებით მაშინ, როცა არსებობს უკონტროლო გამოყენების, შეჩვევის ან გავრცელების რისკი. ჯანდაცვის სპეციალისტებმა უნდა გაიარონ კონსულტაცია ქვეყნის პროფესიონალურ სალიცენზიო კომისიასთან ან ქვეყნის კონტროლირებადი სუბსტანციების ორგანოებში, რათა მიიღონ ინფორმაცია შეჩვევის და გავრცელების გამოვლენისა და პრევენციის შესახებ.
პაციენტები, რომლებიც აგრძელებენ ბუპრენორფინის უკონტროლო გამოყენებას, აღენიშნებათ შეჩვევა ან ავრცელებენ პროდუქტს, საჭიროებენ უფრო ინტენსიურ და სტრუქტურირებულ მკურნალობას.
ბუპრენორფინზე შეჩვევა ზრდის ჭარბი დოზირებისა და სიკვდილიანობის რისკს. აღნიშნული რისკი იზრდება ბუპრენორფინისა და ალკოჰოლის, ასევე სხვა ნივთიერებების, მაგ.: ბენზოდიაზეპინების ერთდროული გამოყენების შემთხვევაში.
ჯანდაცვის სპეციალისტი მარტივად გამოავლენს უკონტროლო გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებს, თუ აწარმოებს ჩანაწერებს გამოწერის თარიღის, დოზის, რაოდენობის, მარაგის შევსების სიხშირისა და რეცეპტის განახლების მოთხოვნის სახით.
პაციენტის სწორი შეფასება, სწორი დოზირება, თერაპიის პერიოდული გადახედვა და მედიკამენტის სწორი შენახვა ის ღონისძიებებია, რომლებიც ამცირებენ ოპიოიდებისადმი შეჩვევას.
დამოკიდებულება
ბუპრენორფინი არის მიუ-რეცეპტორების ნაწილობრივი აგონისტი და მისი ხანგრძლივი გამოყენება განაპირობებს ოპიოიდური ტიპის ფიზიკური დამოკიდებულების განვითარებას, რომელიც ხასიათდება აბსტინენციის ნიშნებითა და სიმპტომებით მოულოდნელი შეწყვეტის ან დოზის სწრაფი შემცირების ფონზე. აბსტინენციის სინდრომი უფრო მსუბუქია, ვიდრე სრული აგონისტებისა და შესაძლა უფრო გვიან აღმოცენდეს (იხ. გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები (5.7)).
ნეონატალური ოპიოიდური აბსტინენციის სინდრომი (NOWS) წარმოადგენს ორსულობის პერიოდში ოპიოიდების ხანგრძლივი გამოყენების მოსალოდნელ და განკურნებად შედეგს (იხ. გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები (5.5)).
ჭარბი დოზირება
კლინიკური სურათი
მწვავე ჭარბი დოზირების მანიფესტაცია ხდება გუგების შევიწროებით, სედაციით, ჰიპოტენზიით, რესპირატორული დეპრესიითა და ლეტალური გამოსავლით.
ჭარბი დოზირების მკურნალობა
ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა პაციენტის სუნთქვითი ფუნქციისა და გულის მდგომარეობის მკაცრი კონტროლი. გულისა და სუნთქვითი ფუნქციების დათრგუნვის შემთხვევაში პირველადი ყურადღება უნდა მიექცეს ადეკვატური ოქსიგენაციის აღდგენას სასუნთქი გზების გამტარობის შემოწმებისა და აპარატურული ან კონტროლირებადი ვენტილაციის გზით. ჟანგბადის, ინტრავენური ხსნარების, ვაზოპრესორებისა და სხვა დამხმარე საშუალებების შეყვანა ხდება საჭიროებისამებრ.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში, პირველადი დახმარება გულისხმობს ადეკვატური ვენტილაციის აღდგენას მექანიკური საშუალებებით, საჭიროების შემთხვევაში. ბუპრენორფინის ჭარბი დოზირების შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს ნალოქსონის გამოყენება ჩვეულებრივზე მაღალი დოზებითა და განმეორებითი კურსებით. საჭიროა ბუპრენორფინისა და ნალოქსონის გამოყენების ხანგრძლივობის გათვალისწინება მედიკამენტოზური თერაპიის ხანგრძლივობის დასადგენად ჰიპერდოზირების სიმპტომების მოხსნის მიზნით. მონიტორინგის არასაკმარისი ხანგრძლივობა პაციენტებს რისკის ქვეშ აყენებს.
აღწერილობა
ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტები არის ნარინჯისფერი, დაწინწკლული, ექვსკუთხა ტაბლეტები, ალფანუმერული სიტყვის გრავირებით რომელიც ახდენს პროდუქტის და დოზის იდენტიფიცირებას. ტაბლეტები შეიცავენ ბუპრენორფინის ჰიდროქლორიდს, მიუ-ოპიოიდური რეცეპტორების ნაწილობრივ აგონისტს, და ოპიოიდური რეცეპტორების ანტაგონისტს, ნალოქსონის ჰიდროქლორიდის დიჰიდრატს, ფარდობით 4:1 (თავისუფალი ფუძეების ფარდობა). პრეპარატი მიიღება სუბლინგვურად შემდეგი დოზირებებით - 2 მგ ბუპრენორფინი, 0,5 მგ ნალოქსონით და 8 მგ ბუპრენორფინი, 2 მგ ნალოქსონით. თითოეული სუბლინგვური ტაბლეტი შეიცავს შემდეგ დამხმარე ნივთიერებებს: კალიუმის აცესულფამი, ლიმონმჟავა უწყლო, ლიმნის ხელოვნური არომატი, FD&C ყვითელი No. 6 ალუმინის ტბა, ლაქტოზა უწყლო, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, მანიტოლი, პოვიდონი, ნატრიუმის ციტრატი და სახამებელი (სიმინდის სახამებელი).
ქიმიურად ბუპრენორფინის ჰიდროქლორიდი USP არის (2S)-2-[17-ციკლოპროპილმეთილ-4,5-ეპოქსი-3-ჰიდროქსი-6-მეთოქსი-6, 14-ეთანო-14-მორფინან-7-yl]-3,3-დიმეთილბუტან-2-ოლ ჰიდროქლორიდი. მისი ქიმიური სტრუქტურაა:
ბუპრენორფინის ჰიდროქლორიდის USP ქიმიური ფორმულაა C29H41NO4 * HCl, ხოლო მოლეკულური მასა - 504,10. ის წარმოადგენს თეთრიდან მოთეთრომდე კრისტალურ ფხვნილს, რომელიც იშვიათად იხსნება წყალში, კარგად იხსნება მეთანოლში, იხსნება სპირტში და ნაწილობრივ უხსნადია ციკლოჰექსანში.
ქიმიურად ნალოქსონის ჰიდროქლორიდის დიჰიდრატი USP არის 17-ალილ-4,5-ეპოქსი-3,14-დიჰიდროქსიმორფინან-6-ონი ჰიდროქლორიდის დიჰიდრატი. მისი ქიმიური სტრუქტურაა:
ნალოქსონის ჰიდროქლორიდის დიჰიდრატის USP ქიმიური ფორმულაა C19H21NO4 * HCl * 2H2O, ხოლო მოლეკულური მასა - 399,87. ის წარმოადგენს თეთრიდან მოთეთრომდე ფხვნილს, რომელიც კარგად იხსნება წყალში, იხსნება სპირტში და ნაწილობრივ უხსნადია ტოლუენსა და ეთერში.
კლინიკური ფარმაკოლოგია
მოქმედების მექანიზმი
ბუპრენორფინისა და ნალოქსონის სუბლინგვური ტაბლეტები შეიცავს ბუპრენორფინს და ნალოქსონს. ბუპრენორფინი არის მიუ რეცეპტორების ნაწილობრივი აგონისტი და კაპპა-ოპიოიდური რეცეპტორების ანტაგონისტი. ნალოქსონი წარმოადგენს ოპიოიდურ ანტაგონისტს და განაპირობებს ოპიოიდური აბსტინენციის სინდრომის განვითარებას სრულ ოიპიოდურ აგონისტებზე ფიზიკურად დამოკიდებულ პირებში პარენტერალური გამოყენების შემთხვევაში.
ფარმაკოდინამიკა
სუბიექტური ეფექტები
ბუპრენორფინის შედარებისას სრულ ოპიოიდურ აგონისტებთან, როგორიცაა მეტადონი და ჰიდროქსიმორფონი, აღინიშნა სუბლინგვური ბუპრენორფინის ტიპური ოპიოიდური აგონისტური ეფექტი, რაც იზღუდება ჭერის ეფექტით (ceiling effect).
ოპიოიდების მიმღებ პირებში, ფიზიკური დამოკიდებულების გარეშე, ბუპრენორფინ/ნალოქსონის ტაბლეტებმა გამოიწვია ოპიოიდური აგონისტების ეფექტი, რამაც მაქსიმუმს მიაღწია 8მგ/2მგ და 16მგ/4მგ ბუპრენორფინი/ნალოქსონის დოზებს შორის.
ოპიოიდური აგონისტების ჭერის ეფექტი ასევე აღწერილ იქნა ორმაგ-ბრმა, პარალელურ-ჯგუფურ, ბუპრენორფინის სუბლინგვური ხსნარის სხვადასხვა დოზის (1, 2, 4, 8, 16 ან 32 მგ) შედარებისას პლაცებოსთან და სრული აგონისტების სხვადასხვა დოზებთან. მკურნალობა ტარდებოდა მზარდი დოზებით, მინიმუმ 1 - 16 კვირიანი ინტერვალებით, ოპიოიდების მიმღებ პირებში, ფიზიკური დამოკიდებულების გარეშე. ორივე აქტიური ნივთიერება იწვევდა ტიპური ოპიოიდური აგონისტების ეფექტს. ყველა საკვლევი მონაცემისთვის, რაზეც მედიკამენტის ეფექტი გამოვლინდა, ბუპრენორფინმა აჩვენა დოზა-დამოკიდებული პასუხი. თუმცა, თითოეულ შემთხვევაში არსებობდა დოზა, როცა მეტი ეფექტი უკვე აღარ გამოვლინდებოდა. ამის საპირისპიროდ, სრული აგონისტის უმაღლესი დოზის ფონზე ეფექტი ყოველთვის უდიდესი იყო. აგონისტების ობიექტური შეფასების მაჩვენებლები მომატებული რჩებოდა ბუპრენორფინის მაღალი დოზებისთვის (8 მგ-დან 32 მგ-მდე) უფრო მეტ ხანს, ვიდრე დაბალი დოზებისთვის და არ უბრუნდებოდა საწყის დონეს დანიშვნიდან 48 საათზე ადრე. ეფექტი უფრო სწრაფად დგებოდა ბუპრენორფინზე, სრული აგონისტებისგან განსხვავებით, დოზების უმეტესობისთვის პიკური ეფექტი დგებოდა 100 წუთის შემდეგ ბუპრენორფინის ფონზე და 150 წუთის შემდეგ - სრული აგონისტების ფონზე.
ფიზიოლოგიური ეფექტები
ოპიოიდების მიმღებ პირებში, ფიზიკური დამოკიდებულების გარეშე, ბუპრენორფინი ინტრავენურად (2, 4, 8, 12 და 16 მგ) და სუბლინგვურად (12 მგ) დაინიშნა გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი და სუბიექტური ეფექტების გამოსაკვლევად ოპიოიდური დამოკიდებულების სამკურნალო დოზების მსგავსი დოზით. დროის გარკვეულ პერიოდში არანაირი სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება მკურნალობის რომელიმე სქემის დროს არ გამოვლენილა პლაცებოსთან შედარებით სისხლის წნევის, გულისცემის სიხშირის, ჟანგბადის სატურაციის ან კანის ტემპერატურის თვალსაზრისით. სისხლის სისტოლური წნევა 8 მგ ბუპრენორფინის ჯგუფში აღემატებოდა პლაცებოს (3 საათიანი AUC-მაჩვენებლები) ჯგუფს. მინიმალური და მაქსიმალური ეფექტები მსგავსი იყო ყველა ჯგუფში. პაციენტები რეაგირებდნენ დაბალ ხმაზე და კომპიუტერულ სიგნალიზე. ზოგ პაციენტს აღენიშნა აგზნებადობა, მაგრამ სხვა სიმპტომი არ გამოვლენილა.
სუბლინგვური ბუპრენორფინის რესპირატორული ეფექტები შედარებულ იქნა მეტადონთან ორმაგ-ბრმა, პარალელურ-ჯგუფურ, ბუპრენორფინის სუბლინგვური ხსნარის სხვადასხვა დოზის (1, 2, 4, 8, 16 ან 32 მგ) და ორალური მეტადონის (15, 30, 45 და 60 მგ) შედარებისას ოპიოიდების მომხმარებელ მოხალისეებში, დამოკიდებულების გარეშე. მოცემულ კვლევაში ხშირი იყო ჰიპოვენტილაცია, რომელიც არ საჭიროებდა სამედიცინო ჩარევას 4 მგ ან მეტი დოზით ბუპრენორფინის ფონზე, განსხვავებით მეტადონისგან. ორივე მედიკამენტმა გამოიწვია ჟანგბადის სატურაციის დაქვეითება ერთსადაიმავე დონეზე.
ნალოქსონის ეფექტი
ბუპრენორფინის ტაბლეტებისა და ბუპრენორფინ/ნალოქსონის ტაბლეტების სუბლინგვური გამოყენების ფონზე განვითარებული ფიზიოლოგიური და სუბიექტური ეფექტები მსგავსი იყო ბუპრენორფინის ეკვივალენტური დოზით მიღების შემთხვევაში. ნალოქსონი არ ახდენს კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას სუბლინგვურად მუღების შემთხვევაში, თუმცა მისი კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში შესაძლებელია. ბუპრენორფინ/ნალოქსონის სუბლინგვური დანიშვნისას ოპიოიდ-დამოკიდებულ ჯგუფში, დგება ოპიოიდური აგონისტების მსგავსი ეფექტი, ხოლო მისი ინტრამუსკულარული ინექციის შემთხვევაში, დგება ნალოქსონის მსგავსი, ოპიოიდური ანტაგონისტების ეფექტი. აღნიშნული ფაქტი მიუთითებს, რომ ნალოქსონს ბუპრენორფინ/ნალოქსონის ტაბლეტებში შეუძლია შეაკავოს ბუპრენორფინ/ნალოქსონის ტაბლეტების ინექციის სურვილი იმ პირებში, რომლებსაც აღენიშნება ჰეროინის ან სხვა სრული მიუ-ოპიოიდების მიმართ აქტიური, გამოხატული დამოკიდებულება. თუმცა, კლინიცისტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ იმ ოპიოიდ-დამოკიდებულ პირებს, რომლებსაც გააჩნიათ სრული მიუ-ოპიოიდების მიმართ დამოკიდებულების დაბალი დონე ან რომელთა ოპიოიდების მიმართ ფიზიკური დამოკიდებულება განპირობებულია ბუპრენორფინით, უვითარდებათ შეჩვევა ბუპრენორფინ/ნალოქსონის კომბინაციის ინტრავენური ან ინტრანაზალური გზით მიღების შემთხვევაში. მეტადონის შემანარჩუნებელ თერაპიაზე მყოფ და ჰეროინ-დამოკიდებულ პირებში, ბუპრენორფინ/ნალოქსონის კომბინაციის ინტრავენური დანიშვნა განაპირობებს ოპიოიდური აბსტინენციის ნიშნებისა და სიმპტომების დალექვას და აღიქმება უსიამოვნოდ და დისფორიულად. მორფინით სტაბილიზებულ პირებში, ბუპრენორფინისა და ნალოქსონის კომბინაციის ინტრავენური გამოყენება განაპირობებდა ოპიოიდური ანტაგონისტებისა და აბსტინენციის ნიშნებსა და სიმპტომებს, რაც თანაფარდობაზე იყო დამოკიდებული; აბსტინენციის სიმპტომები განსაკუთრებით გამოვლინდა 2:1 და 4:1 თანაფარდობისას, ნაკლები ინტენსივობით - 8:1 თანაფარდობის შემთხვევაში.
ეფექტები ენდოკრინულ სისტემაზე
ოპიოიდები თრგუნავს ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის (ACTH), კორტიზოლისა და ადამიანის მალუთეინიზირებელი ჰორმონის (LH) სეკრეციას (იხ. გვერდითი ეფექტები (6.2)). ისინი ასევე ხელს უწყობენ პროლაქტინის, ზრდის ჰორმონის (GH) სეკრეციას და კუჭქვეშა ჯირკვლის ინსულინის და გლუკაგონის გამოყოფას.
ოპიოიდების ხანგრძლივი მოხმარება გავლენას ახდენს ჰიპოთალამურ-პიტუიტარულ-გონადურ სისტემაზე და იწვევს ანდროგენულ უკმარისობას, რაც გამოვლინდება ლიბიდოს დაქვეითებით, იმპოტენციით, ერექციული დისფუნქციით, ამენორეით ან უნაყოფობით. ოპიოიდების მიზეზობრივი როლი ჰიპოგონადიზმის სინდრომში დღეისათვის არსებული კვლევების საფუძველზე უცნობია, სხვადასხვა სამედიცინო, ფიზიკური, ცხოვრებისეული თუ ფიზიოლოგიური სტრესული ფაქტორების გამო, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინონ გონადური ჰორმონების დონეზე. ანდროგენული უკმარისობის სიმპტომების მქონე პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ ლაბორატორიული კვლევა.
გულის ელექ
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.