პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები

ბუდექტონი

Budecton

რეცეპტით400მკგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

პრეპარატი გამოიყენება ასთმის მქონე პაციენტებში 6 წლის ასაკიდან პერსისტირებადი ასთმის ანთების საწინააღმდეგო ხანგრძლივი კონტროლისთვის, ასთმის გამწვავებების პროფილაქტიკის ჩათვლით.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ბუდესონიდი (budesonide)
ფორმა და შეფუთვა
400მკგ საინჰალაციო ფხვნილი მყარი კაფსულა №60 საინჰალაციო მოწყობილობასთან ერთად
მწარმოებელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, გლუკოკორტიკოიდები
ATC კოდი
R03BA02
რეგისტრაციის ნომერი
რ-042654
რეგისტრირებულია
22 იანვარი 2025, მოქმედებს 22 იანვარი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაბუდექტონი და სხვა წამალი ერთად

ბუდექტონი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პრეპარატი გამოიყენება ასთმის მქონე პაციენტებში 6 წლის ასაკიდან პერსისტირებადი ასთმის ანთების საწინააღმდეგო ხანგრძლივი კონტროლისთვის, ასთმის გამწვავებების პროფილაქტიკის ჩათვლით.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატის დოზის შერჩევა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად დაავადებაზე სრული კონტროლის მიღწევამდე, ხოლო ამის შემდეგ იწყება მისი თანდათან შემცირება მინიმალურ ეფექტურ დოზამდე.

ბუდესონიდის მინიმალური დოზა ერთ კაფსულაში შეადგენს 200 მკგ. 200 მკგ-ზე ნაკლები დოზის გამოყენების აუცილებლობისას პრეპარატის ბუდექტონი გამოყენება რეკომენდებული არ არის.

მოზრდილები

მოზრდილები

მსუბუქი ფორმის ასთმის მქონე პაციენტებში მკურნალობის დაწყება შეიძლება მინიმალური ეფექტური დოზით - 200 მკგ ერთხელ დღე-ღამეში.

რეკომენდებული სადღეღამისო დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 200-1600 მკგ დღე-ღამეში, გაყოფილი ორ მიღებად. შემანარჩუნებელი დოზა უნდა დაკორექტირდეს ასთმის ეფექტური კონტროლისთვის საჭირო მინიმალურ დოზამდე.

განსაკუთრებული ჯგუფები

6 წელზე უფროსი ბავშვები

6 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების კლინიკური გამოცდილების არარსებობის გამო, ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.

ასთმის მსუბუქი ფორმის მქონე 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვების მკურნალობა უნდა დაიწყოს დოზით 200 მკგ დღე-ღამეში ერთხელ. რეკომენდებული სადღეღამისო დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 200-400 მკგ დღეში, გაყოფილი ორ მიღებად. მძიმე ასთმის შემთვევაში შეიძლება საჭირო გახდეს დოზა 800 მკგ-მდე დღეში, გაყოფილი რამდენიმე მიღებად.

შემანარჩუნებელი დოზა უნდა დაკორექტირდეს ასთმის ეფექტური კონტროლისთვის საჭირო მინიმალურ დოზამდე.

პაციენტები, რომლებიც გლუკოკორტიკოსტეროიდებს პერორალურად იღებენ

პრეპარატ ბუდექტონის გამოყენებამ შეუძლია შეცვალოს ან მნიშვნელოვნად შეამციროს შიგნით მისაღები გლუკოკორტიკოსტეროიდების დოზები ასთმის კონტროლის შენარჩუნების პირობებში.

შიგნით მისაღები გლუკოკორტიკოსტეროიდებით თერაპიიდან პრეპარატ ბუდექტონის გამოყენებაზე გადასვლის დროს პაციენტი სტაბილიზირებულ მდგომარეობაში უნდა იმყოფებოდეს. ბუდესონიდის მაღალი დოზის გამოყენება უნდა მოხდეს კომბინაციაში პერორალურ სტეროიდთან, რომლის მიღებაც ხდება დაახლოებით 10 დღით ადრე. შემდგომში პერორალური დოზა ნელ-ნელა უნდა შემცირდეს (მაგალითად, ყოველთვიურად პრედნიზოლონის დოზის 2,5 მგ-ით ან სხვა პრეპარატის ექვივალენტურ სიდიდემდე შემცირებით) მინიმალურ შესაძლო დონემდე. ბევრ შემთხვევაში პერორალური სტეროიდების გამოყენება შეიძლება მთლიანად შეიცვალოს პრეპარატ ბუდექტონის გამოყენებით.

პაციენტები თირკმლის უკმარისობით

პაციენტებში თირკმლის უკმარისობით დოზის კორექციის საჭიროების დამადასტურებელი მონაცემები არ არსებობს. შიგნით მისაღები ბუდესონიდის ფარმაკოკინეტიკური მონაცემების საფუძველზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ პაციენტებში პრეპარატის სისტემური მოქმედება შეიძლება კლინიკურად მნიშვნელოვან დონეზე შეიცვალოს.

პაციენტები ღვიძლის უკმარისობით

პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით დოზის კორექციის საჭიროების დამადასტურებელი მონაცემები არ არსებობს. მაგრამ, ვინაიდან ბუდესონიდი ძირითადად ღვიძლში მეტაბოლიზდება, საჭიროა სიფრთხილის დაცვა პრეპარატის გამოყენებისას პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით. შიგნით მისაღები ბუდესონიდის ფარმაკოკინეტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევებით სავარაუდოდ არ გამოვლინდება სამკურნალო საშუალების მოქმედების კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილება.

ხანდაზმული პაციენტები (65 წელზე უფროსი ასაკის)

არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტები საჭიროებენ იმისგან განსხვავებულ დოზას, რომელიც უფრო ახალგაზრდა ასაკის პაციენტებში გამოიყენება.

გამოყენების წესი

როდესაც პაციენტი ერთი საინჰალაციო მოწყობილობიდან მეორეზე გადადის, დოზის კორექტირება უნდა მოხდეს ინდივიდუალურად.

ბუდექტონი განკუთვნილია ინჰალაციური გამოყენებისთვის. პრეპარატის შიგნით მიღება არ შეიძლება. პრეპარატი წარმოადგენს საინჰალაციო ფხვნილის შემცველ კაფსულებს, რომელიც გამოიყენება მხოლოდ შეფუთვის კომპლექტში შემავალი სპეციალური მოწყობილობის მეშვეობით. კაფსულის დაშლის გამო, ინჰალაციის შედეგად გარსის პატარა ნაწილები შეიძლება მოხვდენენ პირში ან ყელში. იმისათვის, რომ ეს მოვლენა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი, კაფსულის 1-ჯერზე მეტად გახვრეტა არ შეიძლება. ბლისტერული შეფუთვიდან კაფსულის ამოღება უნდა მოხდეს უშუალოდ გამოყენების წინ.

ინჰალაციის ჩატარების წესები

ბავშვებსა და მოზარდებში ბუდექტონის ინჰალაციები უნდა ჩატარდეს მოზრდილების მეთვალყურეობის ქვეშ. საჭიროა დარწმუნდეთ, რომ ბავშვი სწორად ასრულებს ინჰალაციის ტექნიკას. ბუდესონიდის ინჰალაციის შემდეგ პირის ღრუში წყლის გამოვლებამ შეიძლება მოახდინოს პირისა და ხახის ლორწოვანას გაღიზიანების პრევენცია, ასევე შეამციროს სისტემური არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი.

საინჰალაციო მოწყობილობის გამოყენების ინსტრუქცია

  • მოხსენით თავსახური საინჰალაციო მოწყობილობას.
  • საინჰალაციო მოწყობილობა კარგად დაიჭირეთ ფუძით და მუნდშტუკი მოატრიალეთ ისრის მიმართულებით.
  • კაფსულა მოათავსეთ საინჰალაციო მოწყობილობის ძირში მყოფ უჯრედში (მას კაფსულის ფორმა აქვს). უნდა გახსოვდეთ, რომ ბლისტერული შეფუთვიდან კაფსულა უნდა ამოიღოთ უშუალოდ ინჰალაციის ჩატარების წინ.
  • მუნდშტუკის მოტრიალებით ჩაკეტეთ საინჰალაციო მოწყობილობა.
  • მოწყობილობა დაიჭირეთ მკაცრად ვერტიკალურ მდგომარეობაში და ერთხელ ბოლომდე დააჭირეთ გვერდებზე განთავსებულ წითელ ღილაკებს. შემდეგ გაუშვით მათ.

ამ ეტაპზე კაფსულის გახვრეტისას იგი შეიძლება დაიშალოს, რის შედეგადაც გარსის პატარა ნაწილები შეიძლება მოხვდეს პირში ან ყელში. იმისათვის, რომ კაფსულა მთლიანად არ დაიშალოს, საჭიროა შემდეგი მოთხოვნების შესრულება: ერთ ჯერზე მეტად კაფსულა არ გახვრიტოთ; დაიცავით შენახვის წესები; ბლისტერიდან კაფსულა ამოიღეთ მხოლოდ უშუალოდ ინჰალაციის ჩატარების წინ.

  • ღრმად ამოისუნთქეთ.
  • მუნდშტუკი ჩაიდეთ პირში და თავი ოდნავ უკან გადახარეთ. მუნდშტუკი კარგად დაიჭირეთ ტუჩებით და სწრაფად, თანაბრად, მაქსიმალურად ღრმად შეისუნთქეთ. ამ დროს პაციენტმა უნდა გაიგონოს დამახასიათებელი ხმა, რომელიც იქმნება კაფსულის ტრიალითა და ფხვნილის გამოფრქვევით. თუ დამახასიათებელი ხმა არ ყოფილა, უნდა გახსნათ საინჰალაციო მოწყობილობა და ნახოთ, რა დაემართა კაფსულას. შესაძლოა იგი უჯრედში გაიჭედა. ამ შემთხვევაში ფრთხილად ამოიღეთ კაფსულა. არავითარ შემთხვევაში არ სცადოთ კაფსულის გამოთავისუფლება გვერდებზე განთავსებულ ღილაკებზე ხელახლა დაჭერის გზით.
  • თუ შესუნთქვისას ისმის დამახასიათებელი ხმა, სუნთქვა რაც შეიძლება დიდი ხნით შეაჩერეთ. ამავე დროს პირიდან გამოიღეთ მუნდშტუკი. შემდეგ ამოისუნთქეთ. გახსენით მოწყობილობა და ნახეთ, კაფსულაში ფხვნილი ხომ არ დარჩა. თუ კაფსულაში დარჩა ფხვნილი, ხელახლა გაიმეორეთ 6-8 პუნქტებში აღწერილი ქმედებები.
  • ინჰალაციის პროცედურის დასრულების შემდეგ გახსენით მოწყობილობა, ამოიღეთ ცარიელი კაფსულა, დახურეთ მუნდშტუკი და მოწყობილობას დაახურეთ თავსახური.

ფხვნილის ნარჩენების მოსაშორებლად მუნდშტუკი და უჯრედი მშრალი ქსოვილით გაწმინდეთ. ასევე შესაძლებელია რბილი ფუნჯით სარგებლობა.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;

პაციენტები ტუბერკულოზის აქტიური ფორმით;

ბავშვთა ასაკი 6 წლამდე.

სიფრთხილის ზომები

მკურნალობის პროფილაქტიკური ხასიათი

პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ იმის თაობაზე, რომ პრეპარატი განკუთვნილია არა შეტევების კუპირებისთვის, არამედ რეგულარული ყოველდღიური პროფილაქტიკური გამოყენებისთვის ასთმის სიმპტომების არქონის დროსაც კი. ბუდესონიდი არ ხსნის მწვავე ბრონქოსპაზმს და გამოუსადეგარია ასთმური სტატუსის ან სხვა მწვავე ასთმური ეპიზოდების პირველადი მკურნალობისთვის.

თანმხლები დაავადებები

განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებენ პაციენტები თანმხლები აშლილობებით, როგორიც არის ფილტვების ტუბერკულოზი რემისიის სტადიაში და პაციენტებში სასუნთქი გზების სოკოვანი ან ვირუსული ინფექციებით. ეს პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ კონტროლის ქვეშ პრეპარატით მკურნალობისას როგორც შემანარჩუნებელი მკურნალობა ასთმის დროს.

აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილე ფილტვების აშლილობების მქონე პაციენტების მკურნალობისას, როგორიც არის ბრონქოექტაზები და პნევმოკონიოზი შესაძლო სოკოვანი ინფექციების გამო.

ასთმის გამწვავებები

ასთმის გამწვავებების დროს, ინფექციის არსებობის შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს ბუდესონიდის დოზის გაზრდა ან ხანმოკლე მოქმედების კორტიკოსტეროიდებით და/ან ანტიბიოტიკით დამატებითი მკურნალობა. ბუდესონიდი არ არის განკუთვნილი ასთმის მწვავე ეპიზოდების სწრაფი შემსუბუქებისთვის, სადაც საჭიროა ხანმოკლე მოქმედების საინჰალაციო ბრონქოდილატატორი.

პარადოქსული ბრონქოსპაზმი

ინჰალაციური თერაპიის სხვა მეთოდების მსგავსად, იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს პარადოქსული ბრონქოსპაზმი, რომელიც ვლინდება ქოშინის სწრაფი გაძლიერებით. თუ ეს ხდება, საინჰალაციო ბუდესონიდით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, შეფასდეს პაციენტის მდგომარეობა და, საჭიროებისას, დაინიშნოს ალტერნატიული მკურნალობა.

თუ ასთმა გაუარესდა (უფრო ხშირი მოკლევადიანი ინჰალაციური თერაპია ბრონქოდილატატორით ან მუდმივი რესპირატორული სიმპტომები) პაციენტებისთვის რეკომენდებულია ექიმთან მიმართვა. პაციენტის მდგომარეობა ისევ უნდა შეფასდეს, ასევე განიხილოს ანთების საწინააღმდეგო თერაპიის გაზრდის საჭიროება. ასევე უნდა განიხილოს საინჰალაციო ან პერორალური კორტიკოსტეროიდის დოზის გაზრდა.

სისტემური ეფექტები

კერძოდ, როდესაც მაღალი დოზები ინიშნება დროის ხანგრძლივი პერიოდების განმავლობაში, შეიძლება წარმოიქმნას საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების სისტემური ეფექტები. თუმცა ეს ეფექტები ნაკლებად სავარაუდოა ინჰალაციური თერაპიის დროს, ვიდრე კორტიკოსტეროიდების პერორალური გამოყენებისას. შესაძლო სისტემური ეფექტები მოიცავს: ჰიპერადრენოკორტიციზმს / კუშინგის სინდრომს, კუშინგოიდურ სახეობას, თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის დათრგუნვას, ბავშვებში და მოზარდებში ზრდის სისწრაფის შენელებას, ძვლების მინერალური სიმკვრივის დაქვეითებას, კატარაქტის და გლაუკომის განვითარებას და, უფრო იშვიათად, რიგ ფსიქოლოგიურ ან ქცევით აშლილობას, რომლებიც მოიცავს ფსიქომოტორულ ჰიპერაქტივობას, ძილის დარღვევას, შფოთვას, დეპრესიას ან აგრესიას (ძირითადად ბავშვებში). ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების გამოყენება მოხდეს ასთმის კონტროლის უზრუნველყოფისთვის საჭირო მინიმალური ეფექტური დოზით.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა მოქმედებს კორტიკოსტეროიდების გამოყოფაზე, რაც იწვევს ელიმინაციის სიჩქარის შემცირებას და სისტემური მოქმედების გაზრდას. საჭიროა ყურადღების მიქცევა შესაძლო სისტემურ არასასურველ რეაქციებზე.

საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების მაღალი, განსაკუთრებით რეკომენდებულზე მაღალი დოზებით ხანგრძლივმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის კლინიკურად მნიშვნელოვანი დათრგუნვა. ძლიერი სტრესის დროს ამ პაციენტებს შეიძლება გამოუვლინდეთ თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობის სიმპტომები და ნიშნები. სტრესის ან გეგმიური ოპერაციის პერიოდში გათვალისწინებული უნდა იქნას სისტემური კორტიკოსტეროიდების დამატებითი გამოყენების საჭიროება. თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქცია რეგულარულად უნდა გაკონტროლდეს, სისტემური სტეროიდის დოზის შემცირებით პაციენტებში სისტემური კორტიკოსტეროიდებიდან საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებზე გადასვლისას და იმ პაციენტებში, რომლებშიც მაღალი დოზები გამოიყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

ზეგავლენა ზრდაზე

რეკომენდებულია საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივ მკურნალობაზე მყოფი ბავშვების ზრდის რეგულარული კონტროლი. თუ აღინიშნება ზრდის ტემპის შემცირება, მკურნალობა უნდა იქნას გადახედული საინჰალაციო კორტიკოსტეროიდის დოზის შემცირების მიზნით, თუ ეს შესაძლებელია, ასთმის სიმპტომების კონტროლისთვის საჭირო ყველაზე დაბალ ეფექტურ დოზამდე. განხილული უნდა იქნას კორტიკოსტეროიდებით თერაპიის სარგებლის და ზრდის შენელების შესაძლო რისკების შეფარდება. გარდა ამისა, განხილული უნდა იქნას პაციენტის მიერ კონსულტაციის გავლის საჭიროება რესპირატორული დაავადებების სპეციალისტთან. საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების გამოყენებასთან დაკავშირებული ზრდის ტემპების შემცირების ხანგრძლივი ეფექტები, მოზრდილ მდგომარეობაში საბოლოო ზრდაზე ზეგავლენის ჩათვლით, უცნობია. საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით თერაპიის მოხსნის შემდეგ ზრდის მისაღწევად მოსალოდნელი პოტენციალი სათანადოდ შესწავლილი არ არის.

თანმხლები თერაპია

მოსარიდებელია კომბინირება ინტრაკონაზოლთან, კეტოკონაზოლთან, რიტონავირთან ან CYP3A4 სხვა ძლიერმოქმედ ინჰიბიტორებთან (მაგალითად, აზოლების ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო ზოგიერთი პრეპარატი, აივ პროტეაზის ინჰიბიტორები და მაკროლიდური ანტიბიოტიკები).

საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის პერიოდში შეიძლება გამოვლინდეს პირის რღუს კანდიდოზი. ამან შეიძლება მოითხოვოს სოკოს საწინააღმდეგო ადეკვატური თერაპიით მკურნალობა, ხოლო ზოგიერთი პაციენტისთვის შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის შეწყვეტა.

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

მხედველობის დარღვევები შეიძლება წარმოიქმნას კორტიკოსტეროიდების სისტემური და ადგილობრივი გამოყენებისას. არამახვილი მხედველობის ან მხედველობის სხვა დარღვევების გამოვლინებისას პაციენტმა უნდა მიმართოს ოფთალმოლოგს კატარაქტის, გლაუკომის ან ისეთი იშვიათი დაავადების განვითარების, როგორიც არის ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია, შესაძლო მიზეზების გასარკვევად, რომელთა შესახებ შეტყობინებები იყო სისტემური და ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ.

დამხმარე ნივთიერებები

პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს. პაციენტებმა გალაქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი ფორმებით, ლაქტოზის უკმარისობით ან გლუკოზო-გალაქტოზის მალაბსორბციით ეს სამკურნალო პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ.

გამოყენება სპორტსმენებში

პრეპარატი შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც შეუძლია დოპინგზე დადებითი შედეგის ჩვენება.

პაციენტები, რომლებიც მკურნალობას სტეროიდებით იწყებენ

ჩვეულებრივ თერაპიული ეფექტი 10 დღეში მიიღწევა. პაციენტებისთვის ბრონქებში ჭარბი ლორწოს სეკრეციით შეიძლება საჭირო გახდეს პერორალური კორტიკოსტეროიდების დამატებითი მოკლე კურსი (დაახლოებით 2 კვირა).

პაციენტები, რომლებიც იღებენ გლუკოკორტიკოსტეროიდებს

პერორალური სპეროიდებიდან ინჰალაციურ გამოყენებაზე გადასვლის დროს ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება ზოგადი სტეროიდული ეფექტის დაქვეითება. ალერგიის წინარე სიმპტომები, როგორიც არის რინიტი და ეგზემა, შეიძლება განმეორდეს, პაციენტები შეიძლება განიცდიდნენ მოთენთილობას, კუნთების ან სახსრების ტკივილს, ზოგჯერ ღებინებას და გულისრევას. ამ შემთვევებში შეიძლება საჭირო გახდეს აქტიური სამედიცინო დახმარება, რათა პაციენტები აიძულონ, რომ მკურნალობა გააგრძელონ ბუდექტონით და გააგრძელონ პერორალური სტეროიდების მოხსნა, თუ ეს არ არის გამართლებული მედიცინის თვალსაზრისით.

ალერგიის დროს უნდა დაინიშნოს ანტიჰისტამინური პრეპარატები და/ან ადგილობრივი გამოყენების პრეპარატები, ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების ჩათვლით. ასევე შეიძლება გამართლებული იყოს პერორალური სტეროიდის დოზის დროებით გაზრდა. დამატებითი სისტემური კორტიკოსტეროიდებით ან ბუდესონიდით მკურნალობა უცებ არ უნდა შეწყდეს.

განსაკუთრებული სიფრთხილე საჭიროა სისტემური კორტიკოსტეროიდებიდან ბუდესონიდზე გადასვლის პირველ თვეებში სტრესულ სიტუაციებთან, როგორებიც არის ტრავმა, ქირურგიული ჩარევები ან სერიოზული ინფექციები, პაციენტის ადრენოკორტიკული ადეკვატური შესაბამისობის კონტროლისთვის.

არასწორი გამოყენება

არსებობს შეტყობინებები პაციენტების შესახებ, რომლებმაც ბუდესონიდის კაფსულები შეცდომით მიიღეს შიგნით იმის მაგივრად, რომ ისინი მოეთავსებინათ ინჰალაციის მოწყობილობაში. ამ გადაყლაპვების უმრავლესობა არ უკავშირდებოდა უარყოფით შედეგებს. მედიცინის თანამშრომლებმა პაციენტებს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია პრეპარატის სწორად გამოყენების შესახებ.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

CYP3A4 ინჰიბიტორები

მოსალოდნელია, რომ CYP3A4 ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენება, კობიცისტატის შემცველი პრეპარატების ჩათვლით, ზრდის სისტემური არასასურველი რეაქციების რისკს. მოერიდეთ მსგავს კომბინაციებს, ხოლო აუცილებლობისას - დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სარგებელი აღემატება კორტიკოსტეროიდების სისტემური არასასურველი რეაქციების მზარდ რისკს. აუციელებლია პაციენტის მდგომარეობის კონტროლი.

ვინაიდან ბუდესონიდი მეტაბოლიზდება CYP3A4 იზოფერმენტის მონაწილეობით, CYP3A4 ინჰიბიტორებთან (მაგალითად, იტრაკონაზოლთან, კეტოკონაზოლთან, რიტონავირთან, საკვინავირთან, ნელფინავირთან, ამიოდარონთან, კლარითრომიცინთან, ტელითრომიცინთან და ერითრომიცინთან) ერთად გამოყენებამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს ბუდესონიდის სისტემური ზემოქმედება. მოერიდეთ CYP3A4 ძლიერი ინჰიბიტორების გამოყენებას. თუ კი ეს შესაძლებელია, ურთიერთმოქმედი სამკურნალო პრეპარატების გამოყენებებს შორის დროის ინტერვალი უნდა იყოს რაჩ შეიძლება დიდი, და უნდა გაკონტროლდეს ადრენოკორტიკული ფუნქცია. ასევე შეიძლება ბუდესონიდის დოზის შემცირების განხილვა.

მაღალი დოზებით ინჰალირებადი ბუდესონიდის ურთიერთქმედების შესახებ შეზღუდული მონაცემები მოწმობს პლაზმაში მისი დონის მნიშვნელოვნად გაზრდაზე (საშუალოდ 4-ჯერ) იტრაკონაზოლის 200 მგ დღეში 1-ხელ საინჰალაციო ბუდესონიდთან ერთად - 1000 მკგ ერთჯერადად გამოყენებისას.

CYP3A4 ინდუქტორები

CYP3A4 ძლიერ ინდუქტორებთან (მაგალითად, რიფამპიცინთან) ერთად გამოყენება ზრდის ბუდესონიდის მეტაბოლიზმს და ამცირებს მის სისტემურ მოქმედებას. უცნობია, აღინიშნება თუ არა ფილტვებზე ზემოქმედება.

სისხლის პლაზმაში გლუკოკორტიკოსტეროიდების კონცენტრაციის გაზრდა და მათი მოქმედების გაძლიერება აღინიშნა ქალებში, რომლებსაც ერთდროულად უნიშნავდნენ ესტროგენებს და სტეროიდულ კონტრაცეფტივებს, თუმცა არანაირი ეფექტი არ ვლინდებოდა ბუდესონიდით თერაპიის და კობნინირებული ორალური კონტრაცეფტივების დაბალი დოზების ერთად გამოყენების დროს.

ვინაიდან თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქცია შეიძლება დათრგუნული იყოს, ტესტს აკტჰ სტიმულირებით ჰიპოფიზური უკმარისობის დასადგენად შეუძლია ცრუ შედეგების მოცემა (დაბალი მნიშვნელობები).

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულ ქალებში ადეკვატური კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა. პროსპექტული ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგების უმრავლესობა და პოსტმარკეტინგული გამოყენების მსოფლიო გამოცდილება მოწმობს იმას, რომ ორსულობის დროს ბუდესონიდის ინჰალაციურ გამოყენებას არ ახლავს ნაყოფისთვის ან ახალშობილისთვის უარყოფითი ეფექტების განვითარების რისკის გაზრდა.

ორსულობის დროს ასთმის ადეკვატური თერაპიის გაგრძელება მნიშვნელოვანია როგორც დედისთვის, ასევე ნაყოფითვის. თუმცა ბუდესონიდის გამოყენების სარგებელი დედისთვის უნდა აღემატებოდეს რისკებს ნაყოფისთვის.

გამოყენებული უნდა იქნას ასთმის ადეკვატური კონტროლის უზრუნველყოფისთვის საჭირო ბუდესონიდის მინიმალური ეფექტური დოზა.

ორსულობის 2000 შემთხვევის მონაცემების ანალიზი აჩვენებს საინჰალაციო ბუდესონიდის გამოყენებასთან დაკავშირებული მაღალი ტერატოგენული რისკის არარსებობას. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში გლუკოკორტიკოსტეროიდები იწვევდნენ მგანვითარების მანკიერებების წარმოქმნას. ადამინისთვის ამ დაკვირვების მნიშვნელბა რეკომენდებული საინჰალაციო დოზების გამოყენებისას ნაკლებად სავარაუდოა.

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში დადგენილია, რომ გლუკოკორტიკოიდების ჭარბი გამოყენება პრენატალურ პერიოდში ზრდის საშვილოსნოშიდა განვითარების შეჩერების რისკს, იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას მოზრდილებში, გლუკოკორტიკოიდული რეცეპტორების სიმკვრივის შეუქცევად ცვლილებას, ნეირომედიატორების მეტაბოლიზმის დარღვევას, ქცევის შეცვლას ტერატოგენული დიაპაზონის დოზებზე უფრო დაბალი დოზების ზემოქმედებისას.

ლაქტაცია

ბუდესონიდი გამოიყოფა დედის რძეში. თუმცა თერაპიული დოზების გამოყენებისას არანაირი ზემოქმედება ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვზე მოსალოდნელი არ არის. ლაქტაციის პერიოდში ბუდესონიდის ინჰალაციების გამოყენება დაშვებულია. ასთმის მქონე მეძუძური ქალების შემანარჩუნებელი თერაპია (200 ან 400 მკგ 2-ჯერ დღეში) არ იწვევს ბუდესონიდის მნიშვნელოვან სისტემურ ზემოქმედებას ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებში. ფარმაკოკინეტიკურ კვლევაში ბუდესონიდის გაანგარიშებული სადღეღამისო დოზა ბავშვებში შეადგენდა დედის სადღეღამისო დოზის 0,3% დოზის ორუვე დონისთვის, ხოლო ბუდესონიდის საშუალო კონცენტრაცია ბავშვის სისხლის პლაზმაში შეფასდა, როგორც დედის სისხლის პლაზმაში აღნიშნული კონცენტრაციების 0,17%, ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებში შიგნით მიღებისას პრეპარატის სრული ბიოშეღწევადობის გათვალისწინებით. ბავშვების სისხლის პლაზმის ნიმუშებში ბუდესონიდის კონცენტრაცია რაოდენობრივი განსაზღვრის ზღვარზე დაბალი იყო.

საინჰალაციო ბუდესონიდის შესწავლისას მიღებული მონაცემების საფუძველზე, ასევე ბუდესონიდის ხაზოვანი ფარმაკოკინეტიკის გათვალისწინებით თეარპიულ დიაპაზონში ინტრანაზალური, ინჰალაციური, პერორალური ან რექტალური გამოყენების შემდეგ, მოსალოდნელია, რომ პრეპარატის გამოყენებისას თერაპიულ დოზებში ჩვილზე მისი ზემოქმედება დაბალი იქნება.

ფერტილობა

ბუდესონიდის გამოყენების და ადამიანის ფერტილობაზე მისი ზეგავლენის შესახებ მონაცემები არ არსებობს. ვირთაგვებში, რომლებიც ბუდესონიდს კანქვეშ იღებდნენ, ფერტილობაზე უარყოფითი ზეგავლენა არ აღნიშნულა. რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის სპეციალური რეკომენდაციები არ არსებობს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ავტოტრანსპორტის და/ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე ზეგავლენის შესახებ კვლევები არ ჩატარებულა. ნაკლებ სავარაუდოა, რომ პრეპარატი იმოქმედებს ისეთი მექანიზმების მართვის უნარზე, რომლებიც საჭიროებს ფსიქომოტორული რეაქციების მაღალ სისწრაფეს.

ფერტილობა, გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: ხშირად - ოროფარინგეალური კანდიდოზი.

იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობის დაუყოვნებლივი და გადავადებული რეაქციები, გამონაყარის, კონტაქტური დერმატიტის, ჭინჭრის ციების, ანგიონევროზული შეშუპების, ქავილის და ანაფილაქსიური რეაქციის ჩათვლით.

ენდოკრინული სისტემის მხრივ: იშვიათად - სისტემური კორტიკოსტეროიდული ეფექტების ნიშნები და სიმპტომები, თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის დათრგუნვის, ზრდის შენელების*, ჰიპოადრენოკორტიციზმის, ჰიპერადრენოკორტიციზმის, კუშინგის სინდრომის ჩათვლით.

ფსიქიკის დარღვევები: არახშირად - შფოთვა, დეპრესია**; იშვიათად - აჟიტირება, ნევროზულობა, დეპრესია, ქცევის ცვლილებები (ძირითადად ბავშვებში); სიხშირე უცნობია - ძილის დარღვევა, ფსიქომოტორული ჰიპერაქტივობა, აგრესია.

მხედველობის ორგანოს მხრივ: არახშირად - კატარაქტა***, მხედველობის დაბინდვა; იშვიათად - გლაუკომა.

სასუნთქი სისტემის, მკერდის უჯრედის და შუასაყრის ორგანოების მხრივ: ხშირად - დისფონია, ხველა, მის ჩახლეჩვა, ყელის გაღიზიანება; იშვიათად - ბრონქოსპაზმი, პარადოქსული ბრონქოსპაზმის ჩათვლით.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: იშვიათად - სისხლჩაქცევები.

ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ: არახშირად - კუნთების სპაზმი, ტრემორი; იშვიათად - ძვლის ქსოვილის მინერალური სიმკვრივის დაქვეითება.

  • საჭიროა ზრდის კონტროლი ბავშვებში ზრდის შენელების რისკის გამო.
  • * კლინიკური კვლევების შედეგად დადგენილია, რომ შფოთვის სიხშირემ პაციენტებს შორის, რომლებიც ბუდესონიდს ინჰალაციურად იღებდნენ, შეადგინა 0,52%, ხოლო პლაცებოს ჯგუფში - 0,63%; დეპრესიის სიხშირემ პაციენტებს შორის, რომლებიც ბუდესონიდს ინჰალაციურად იღებდნენ, შეადგინა 0,67%, ხოლო პლაცებოს ჯგუფში - 1,15%.
  • ** პლაცებო-კონტროლირებად კვლევებში კატარაქტა აღინიშნებოდა იგივენაირად იშვიათად, როგორც პლაცებოს ჯგუფში.

პაციენტებში ცოტახნის წინ დიაგნოსტირებული ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით, რომლებსაც საწყისი მკურნალობა უტარდებათ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით, არსებობს პნევმონიის განვითარების რისკი.

იშვიათ შემთხვევებში საინჰალაციო გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენებისას შესაძლებელია სისტემური გლუკოკორტიკოსტეროიდების არასასურველი რეაქციების ნიშნებისა და სიმპტომების განვითარება, რაც, სავარაუდოდ, დამოკიდებულია გლუკოკორტიკოსტეროიდების დოზაზე, ზემოქმედების დროზე, კომბინირებულ ან წინარე გამოყენებაზე და ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე.

გაღიზიანება ყელში და ხმის ჩახლეჩვა შექცევადია და ქრება, როდესაც მკურნალობა წყდება ან მცირდება დოზა და/ან სახმო დატვირთვის შეზღუდვის დროს. თუ პირხახაში ჩნდება კანდიდოზი, პაციენტებმა პირი უნდა ირეცხონ წყლით ან იხეხონ კბილები ყოველი გამოყენების შემდეგ. უმეტეს შემთხვევაში ეს მდგომარეობა კორექტირდება ადგილობრივი სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებით; ბუდესონიდით მკურნალობის შეწყვეტა საჭირო არ არის.

მკურნალობის სხვა მეთოდების მსგავსად, შესუნთქვისას შესაძლებელია პარადოქსული ბრონქოსპაზმის წარმოქმნა. თუ პარადოქსული ბრონქოსპაზმი გამოვლინდა, ბუდესონიდით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და საჭიროებისას დაინიშნოს ალტერნატიული თერაპია. ასევე მკურნალობა სასწრაფოდ უნდა დაიწყოს სწრაფი მოქმედების საინჰალაციო ბრონქოდილატატორით.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ მნიშვნელოვანია. პაციენტში სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქციის გამოვლენისას ან ახალი არასასურველი რეაქციის გამოვლენისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ თავში, გთხოვთ გვაცნობოთ ფარმაკოუსაფრთხოების ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

ბუდესონიდის მწვავე ტოქსიკურობა დაბალია. ჰიპოთალამო-ჰიპოფუზურ-თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის დათრგუნვა წარმოადგენს ძირითად არასასურველ ეფექტს, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას პრეპარატის მაღალი დოზების შესუნთქვის შემდეგ დროის მოკლე პერიოდის განმავლობაში, რაც ექსტრემალურ თერაპიას არ საჭიროებს. პრეპარატით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ასთმის ეფექტური კონტროლისთვის საჭირო ყველაზე დაბალი დოზით.

შემადგენლობა

ბუდექტონი 200 მკგ

კაფსულა შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ბუდესონიდი 200 მკგ.

დამხმარე ნივთიერება: ლაქტოზას მონოჰიდრატი; კაფსულა: ჟელატინი, რკინის წითელი ოქსიდი, ტიტანის დიოქსიდი.

ბუდექტონი 400 მკგ

კაფსულა შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ბუდესონიდი 400 მკგ.

დამხმარე ნივთიერება: ლაქტოზას მონოჰიდრატი; კაფსულა: ჟელატინი, რკინის შავი ოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი, ტიტანის დიოქსიდი.

პრეპარატის ათქ კოდი R03BA02

შენახვის პირობები

ინახება ნესტისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25ºС ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“, თურქეთი

(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. #50 გიუნეშლი ბაღჯილარ / სტამბული)

"World Medicine İlaç San. ve Tic. A.Ş.", Turkey

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

ფარმაკოლოგიური თვისებები

ბრონქული ასთმის სამკურნალო საინჰალაციო სხვა პრეპარატები. გლუკოკორტიკოსტეროიდები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ბუდესონიდი - ადგილობრივი მოქმედების კორტიკოსტეროიდია. სხვა გლუკოკორტიკოსტეროიდების მსგავსად შესუნთქვისას ბუდესონიდი ახდენს თავის ფარმაკოლოგიურ მოქმედებას უჯრედშიგა გლუკოკორტიკოიდულ რეცეპტორებთან ურთიერთქმედებით. აინჰიბირებს სხვადასხვა ციტოკინების, ქემოკინების, უჯრედული ადჰეზიის ფერმენტებისა და მოლეკულების წარმოებას. ბუდესონიდით (საინჰალაციო ფხვნილით) მკურნალობისას მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან დაახლოებით 10 დღეში.

ბუდესონიდის რეგულარულად გამოყენება ამცირებს ფილტვების ქრონიკულ ანთებას ასთმისას. ამგვარად, ბუდესონიდი აუმჯობესებს ფილტვების ფუნქციას და ასთმის სიმპტომებს, ამცირებს ბრონქების ჰიპერრეაქტიულობას და ახდენს ასთმის გამწვავების პრევენციას.

ბავშვები

ბუდესონიდის შესახებ სპეციფიკური მონაცემები არ არსებობს. 5-16 წლის ასაკის ბავშვებში სხვადასხვა სახეობის ინჰალატორების მეშვეობით ბუდესონიდის ინჰალაციური გამოყენების შესახებ მონაცემები უკანა სუბკაფსულური კატარაქტის წარმოქმნის სიხშირის გაზრდაზე არ მიუთითებს.

ზეგავლენა სისხლის პლაზმაში კორტიზოლის კონცენტრაციაზე

ჯანმრთელ მოხალისეებში ბუდესონიდის გამოყენების კვლევებმა გამოავლინა დოზადამოკიდებული ეფექტები სისხლის პლაზმასა და შარდში კორტიზოლის დონეებთან მიმართებაში. რეკომენდებული დოზებით ბუდესონიდი ნაკლებად გამოხატულ გავლენას ახდენს თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციაზე, ვიდრე პრედნიზოლონი დოზით 10 მგ, როგორც ნაჩვენები იყო აკტჰ-ტესტებში.

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია

ფილტვებში დალექილი ბუდესონიდის რაოდენობა სწრაფად და მთლიანად აბსორბირდება. შეყვანის შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 5-10 წუთში. ერთი დოზის დაახლოებით 25-30% ილექება ფილტვებში. ღვიძლში მნიშვნელოვანი პრესისტემური მეტაბოლიზმის გამო ბიოშეღწევადია შესუნთქული დოზის ჩაყლაპული ნაწილის მხოლოდ 10-13%.

განაწილება

1-დან 100 ნმოლი-მდე კონცენტრაციისას პლაზმის ცილებთან ბუდესონიდის შეკავშირება 85%-დან 90%-მდე შეადგენს. ბუდესონიდი ფართოდ ნაწილდება ქსოვილებში და მისი განაწილების მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში 183-301 ლ-ს შეადგენს.

ნივთიერება ასევე აღწევს დედის რძეში; რძე/პლაზმა კონცენტრაციების შეფარდება დაახლოებით 0,46 შეადგენს. ჩვილისთვის შეფასებული სადღეღამისო დოზა დედის სადღეღამისო დოზის 0,3% შეადგენს, ხოლო შეფასებული საშუალო პლაზმური კონცენტრაცია ჩვილებში დედის სისხლის პლაზმის კონცენტრაციის 1/600 შეადგენს, ჩვილში ნივთიერების სრული პერორალური ბიოშეღწევადობის დაშვების შემთხვევაშიც კი.

ბიოტრანსფორმაცია

ბუდესონიდი არ მეტაბოლიზდება ფილტვებში. აბსობრციის შემდეგ ბუდესონიდი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში და გარდაიქმნება დაბალი გლუკოკორტიკოიდული აქტივობის მეტაბოლიტებად (6β-ჰიდროქსიბუდესონიდისა და 16α-ჰიდროქსიპრედნიზოლონის ჩათვლით).

ბუდესონიდის მეტაბოლიზმის ძირითადი გზა ხორციელდება CYP3A4-ის მეშვეობით და შეიძლება დაექვემდებაროს ამ ფერმენტის ცნობილი ინჰიბიტორების ან ინდუქტორების ზემოქმედებას.

გამოყოფა

მოხალისეებში, რომლებსაც ინჰალაციები რადიოაქტიური იზოტოპით მონიშნული ბუდესონიდით უტარდებოდათ (დოზირებული ინჰალატორის მეშვეობით), გამოშვებული დოზის დაახლოებით 32% ვლინდებოდა შარდში და 15% განავალში. ინჰალაციის შემდეგ შარდში ვლინდებოდა 16α-ჰიდროქსიპრედნიზოლონი, მაგრამ არ ვლინდებოდა ბუდესონიდი.

ვენაში შეყვანის შემდეგ ბუდესონიდი მაღალ პლაზმურ კლირენსს (84 ლ/სთ) ავლენს. ნახევარგამოყოფის პერიოდი 2,8-5 საათს შეადგენდა.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმული პაციენტები (65 წელზე უფროსი)

საინჰალაციო გამოყენების ბუდესონიდის ფარმაკოკინეტიკა ხანდაზმულ პაციენტებში შესწავლილი არ არის. თუმცა 65 წელზე უფროს პაციენტებში ბუდესონიდის გამოყენების შესახებ შეზღუდული მონაცემები მიუთითებს მნიშვნელოვანი განსხვავებების არარსებობაზე უფრო ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით პერორალური და ინტრავენური გამოყენების შემდეგ.

ბავშვები

საინჰალაციო გამოყენების ბუდესონიდის ფარმაკოკინეტიკა ბავშვებში შესწავლილი არ არის. თუმცა ბუდესონიდის სხვა საინჰალაციო პრეპარატების გამოყენების შესახებ მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ სხეულის წონის მიხედვით ნორმალიზებული კლირენსი 3 წელზე უფროს ბავშვებში დაახლოებით 50%-ით მაღალია, ვიდრე მოზრდილებში.

პაციენტები ღვიძლის უკმარისობით

საინჰალაციო გამოყენების ბუდესონიდის ფარმაკოკინეტიკა ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში შესწავლილი არ არის. თუმცა პერორალურად მიღების შემდეგ ბუდესონიდის სისტემური ბიოშეღწევადობა ციროზიან პაციენტენში 2,5-ჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში. იყო შეტყობინებები ბუდესონიდის სისტემური ბიოშეღწევადობის უმნიშვნელო ცვლილების შესახებ შიგნით მიღების შემდეგ ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ხარისხის დარღვევის მქონე პაციენტებში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ბუდექტონი

სავაჭრო დასახელება

ბუდექტონი, Budecton

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ბუდესონიდი, Budesonide

წამლის ფორმა

კაფსულები საინჰალაციო ფხვნილით

აღწერილობა:

ბუდექტონი 200 მკგ: მყარი ჟელატინის კაფსულები, ზომა #3, ღია-ვარდისფერი თავსახური და უფერო გამჭვირვალე კორპუსი, რომლებშიც მოთავსებულია თეთრი ან თითქმის თეთრი ფხვნილი.

ბუდექტონი 400 მკგ: მყარი ჟელატინის კაფსულები, ზომა #3, კარამელის ფერი თავსახური და უფერო გამჭვირვალე კორპუსი, რომლებშიც მოთავსებულია თეთრი ან თითქმის თეთრი ფხვნილი.

შემადგენლობა

ბუდექტონი 200 მკგ

კაფსულა შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ბუდესონიდი 200 მკგ.

დამხმარე ნივთიერება: ლაქტოზას მონოჰიდრატი; კაფსულა: ჟელატინი, რკინის წითელი ოქსიდი, ტიტანის დიოქსიდი.

ბუდექტონი 400 მკგ

კაფსულა შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ბუდესონიდი 400 მკგ.

დამხმარე ნივთიერება: ლაქტოზას მონოჰიდრატი; კაფსულა: ჟელატინი, რკინის შავი ოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი, ტიტანის დიოქსიდი.

პრეპარატის ათქ კოდი R03BA02

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ბრონქული ასთმის სამკურნალო საინჰალაციო სხვა პრეპარატები. გლუკოკორტიკოსტეროიდები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ბუდესონიდი - ადგილობრივი მოქმედების კორტიკოსტეროიდია. სხვა გლუკოკორტიკოსტეროიდების მსგავსად შესუნთქვისას ბუდესონიდი ახდენს თავის ფარმაკოლოგიურ მოქმედებას უჯრედშიგა გლუკოკორტიკოიდულ რეცეპტორებთან ურთიერთქმედებით. აინჰიბირებს სხვადასხვა ციტოკინების, ქემოკინების, უჯრედული ადჰეზიის ფერმენტებისა და მოლეკულების წარმოებას. ბუდესონიდით (საინჰალაციო ფხვნილით) მკურნალობისას მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან დაახლოებით 10 დღეში.

ბუდესონიდის რეგულარულად გამოყენება ამცირებს ფილტვების ქრონიკულ ანთებას ასთმისას. ამგვარად, ბუდესონიდი აუმჯობესებს ფილტვების ფუნქციას და ასთმის სიმპტომებს, ამცირებს ბრონქების ჰიპერრეაქტიულობას და ახდენს ასთმის გამწვავების პრევენციას.

ბავშვები

ბუდესონიდის შესახებ სპეციფიკური მონაცემები არ არსებობს. 5-16 წლის ასაკის ბავშვებში სხვადასხვა სახეობის ინჰალატორების მეშვეობით ბუდესონიდის ინჰალაციური გამოყენების შესახებ მონაცემები უკანა სუბკაფსულური კატარაქტის წარმოქმნის სიხშირის გაზრდაზე არ მიუთითებს.

ზეგავლენა სისხლის პლაზმაში კორტიზოლის კონცენტრაციაზე

ჯანმრთელ მოხალისეებში ბუდესონიდის გამოყენების კვლევებმა გამოავლინა დოზადამოკიდებული ეფექტები სისხლის პლაზმასა და შარდში კორტიზოლის დონეებთან მიმართებაში. რეკომენდებული დოზებით ბუდესონიდი ნაკლებად გამოხატულ გავლენას ახდენს თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციაზე, ვიდრე პრედნიზოლონი დოზით 10 მგ, როგორც ნაჩვენები იყო აკტჰ-ტესტებში.

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია

ფილტვებში დალექილი ბუდესონიდის რაოდენობა სწრაფად და მთლიანად აბსორბირდება. შეყვანის შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 5-10 წუთში. ერთი დოზის დაახლოებით 25-30% ილექება ფილტვებში. ღვიძლში მნიშვნელოვანი პრესისტემური მეტაბოლიზმის გამო ბიოშეღწევადია შესუნთქული დოზის ჩაყლაპული ნაწილის მხოლოდ 10-13%.

განაწილება

1-დან 100 ნმოლი-მდე კონცენტრაციისას პლაზმის ცილებთან ბუდესონიდის შეკავშირება 85%-დან 90%-მდე შეადგენს. ბუდესონიდი ფართოდ ნაწილდება ქსოვილებში და მისი განაწილების მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში 183-301 ლ-ს შეადგენს.

ნივთიერება ასევე აღწევს დედის რძეში; რძე/პლაზმა კონცენტრაციების შეფარდება დაახლოებით 0,46 შეადგენს. ჩვილისთვის შეფასებული სადღეღამისო დოზა დედის სადღეღამისო დოზის 0,3% შეადგენს, ხოლო შეფასებული საშუალო პლაზმური კონცენტრაცია ჩვილებში დედის სისხლის პლაზმის კონცენტრაციის 1/600 შეადგენს, ჩვილში ნივთიერების სრული პერორალური ბიოშეღწევადობის დაშვების შემთხვევაშიც კი.

ბიოტრანსფორმაცია

ბუდესონიდი არ მეტაბოლიზდება ფილტვებში. აბსობრციის შემდეგ ბუდესონიდი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში და გარდაიქმნება დაბალი გლუკოკორტიკოიდული აქტივობის მეტაბოლიტებად (6β-ჰიდროქსიბუდესონიდისა და 16α-ჰიდროქსიპრედნიზოლონის ჩათვლით).

ბუდესონიდის მეტაბოლიზმის ძირითადი გზა ხორციელდება CYP3A4-ის მეშვეობით და შეიძლება დაექვემდებაროს ამ ფერმენტის ცნობილი ინჰიბიტორების ან ინდუქტორების ზემოქმედებას.

გამოყოფა

მოხალისეებში, რომლებსაც ინჰალაციები რადიოაქტიური იზოტოპით მონიშნული ბუდესონიდით უტარდებოდათ (დოზირებული ინჰალატორის მეშვეობით), გამოშვებული დოზის დაახლოებით 32% ვლინდებოდა შარდში და 15% განავალში. ინჰალაციის შემდეგ შარდში ვლინდებოდა 16α-ჰიდროქსიპრედნიზოლონი, მაგრამ არ ვლინდებოდა ბუდესონიდი.

ვენაში შეყვანის შემდეგ ბუდესონიდი მაღალ პლაზმურ კლირენსს (84 ლ/სთ) ავლენს. ნახევარგამოყოფის პერიოდი 2,8-5 საათს შეადგენდა.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმული პაციენტები (65 წელზე უფროსი)

საინჰალაციო გამოყენების ბუდესონიდის ფარმაკოკინეტიკა ხანდაზმულ პაციენტებში შესწავლილი არ არის. თუმცა 65 წელზე უფროს პაციენტებში ბუდესონიდის გამოყენების შესახებ შეზღუდული მონაცემები მიუთითებს მნიშვნელოვანი განსხვავებების არარსებობაზე უფრო ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით პერორალური და ინტრავენური გამოყენების შემდეგ.

ბავშვები

საინჰალაციო გამოყენების ბუდესონიდის ფარმაკოკინეტიკა ბავშვებში შესწავლილი არ არის. თუმცა ბუდესონიდის სხვა საინჰალაციო პრეპარატების გამოყენების შესახებ მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ სხეულის წონის მიხედვით ნორმალიზებული კლირენსი 3 წელზე უფროს ბავშვებში დაახლოებით 50%-ით მაღალია, ვიდრე მოზრდილებში.

პაციენტები ღვიძლის უკმარისობით

საინჰალაციო გამოყენების ბუდესონიდის ფარმაკოკინეტიკა ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში შესწავლილი არ არის. თუმცა პერორალურად მიღების შემდეგ ბუდესონიდის სისტემური ბიოშეღწევადობა ციროზიან პაციენტენში 2,5-ჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში. იყო შეტყობინებები ბუდესონიდის სისტემური ბიოშეღწევადობის უმნიშვნელო ცვლილების შესახებ შიგნით მიღების შემდეგ ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ხარისხის დარღვევის მქონე პაციენტებში.

გამოყენების ჩვენებები

პრეპარატი გამოიყენება ასთმის მქონე პაციენტებში 6 წლის ასაკიდან პერსისტირებადი ასთმის ანთების საწინააღმდეგო ხანგრძლივი კონტროლისთვის, ასთმის გამწვავებების პროფილაქტიკის ჩათვლით.

გამოყენების წესი და დოზები

პრეპარატის დოზის შერჩევა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად დაავადებაზე სრული კონტროლის მიღწევამდე, ხოლო ამის შემდეგ იწყება მისი თანდათან შემცირება მინიმალურ ეფექტურ დოზამდე.

ბუდესონიდის მინიმალური დოზა ერთ კაფსულაში შეადგენს 200 მკგ. 200 მკგ-ზე ნაკლები დოზის გამოყენების აუცილებლობისას პრეპარატის ბუდექტონი გამოყენება რეკომენდებული არ არის.

მოზრდილები

მოზრდილები

მსუბუქი ფორმის ასთმის მქონე პაციენტებში მკურნალობის დაწყება შეიძლება მინიმალური ეფექტური დოზით - 200 მკგ ერთხელ დღე-ღამეში.

რეკომენდებული სადღეღამისო დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 200-1600 მკგ დღე-ღამეში, გაყოფილი ორ მიღებად. შემანარჩუნებელი დოზა უნდა დაკორექტირდეს ასთმის ეფექტური კონტროლისთვის საჭირო მინიმალურ დოზამდე.

განსაკუთრებული ჯგუფები

6 წელზე უფროსი ბავშვები

6 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების კლინიკური გამოცდილების არარსებობის გამო, ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.

ასთმის მსუბუქი ფორმის მქონე 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვების მკურნალობა უნდა დაიწყოს დოზით 200 მკგ დღე-ღამეში ერთხელ. რეკომენდებული სადღეღამისო დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 200-400 მკგ დღეში, გაყოფილი ორ მიღებად. მძიმე ასთმის შემთვევაში შეიძლება საჭირო გახდეს დოზა 800 მკგ-მდე დღეში, გაყოფილი რამდენიმე მიღებად.

შემანარჩუნებელი დოზა უნდა დაკორექტირდეს ასთმის ეფექტური კონტროლისთვის საჭირო მინიმალურ დოზამდე.

პაციენტები, რომლებიც გლუკოკორტიკოსტეროიდებს პერორალურად იღებენ

პრეპარატ ბუდექტონის გამოყენებამ შეუძლია შეცვალოს ან მნიშვნელოვნად შეამციროს შიგნით მისაღები გლუკოკორტიკოსტეროიდების დოზები ასთმის კონტროლის შენარჩუნების პირობებში.

შიგნით მისაღები გლუკოკორტიკოსტეროიდებით თერაპიიდან პრეპარატ ბუდექტონის გამოყენებაზე გადასვლის დროს პაციენტი სტაბილიზირებულ მდგომარეობაში უნდა იმყოფებოდეს. ბუდესონიდის მაღალი დოზის გამოყენება უნდა მოხდეს კომბინაციაში პერორალურ სტეროიდთან, რომლის მიღებაც ხდება დაახლოებით 10 დღით ადრე. შემდგომში პერორალური დოზა ნელ-ნელა უნდა შემცირდეს (მაგალითად, ყოველთვიურად პრედნიზოლონის დოზის 2,5 მგ-ით ან სხვა პრეპარატის ექვივალენტურ სიდიდემდე შემცირებით) მინიმალურ შესაძლო დონემდე. ბევრ შემთხვევაში პერორალური სტეროიდების გამოყენება შეიძლება მთლიანად შეიცვალოს პრეპარატ ბუდექტონის გამოყენებით.

პაციენტები თირკმლის უკმარისობით

პაციენტებში თირკმლის უკმარისობით დოზის კორექციის საჭიროების დამადასტურებელი მონაცემები არ არსებობს. შიგნით მისაღები ბუდესონიდის ფარმაკოკინეტიკური მონაცემების საფუძველზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ პაციენტებში პრეპარატის სისტემური მოქმედება შეიძლება კლინიკურად მნიშვნელოვან დონეზე შეიცვალოს.

პაციენტები ღვიძლის უკმარისობით

პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით დოზის კორექციის საჭიროების დამადასტურებელი მონაცემები არ არსებობს. მაგრამ, ვინაიდან ბუდესონიდი ძირითადად ღვიძლში მეტაბოლიზდება, საჭიროა სიფრთხილის დაცვა პრეპარატის გამოყენებისას პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით. შიგნით მისაღები ბუდესონიდის ფარმაკოკინეტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევებით სავარაუდოდ არ გამოვლინდება სამკურნალო საშუალების მოქმედების კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილება.

ხანდაზმული პაციენტები (65 წელზე უფროსი ასაკის)

არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტები საჭიროებენ იმისგან განსხვავებულ დოზას, რომელიც უფრო ახალგაზრდა ასაკის პაციენტებში გამოიყენება.

გამოყენების წესი

როდესაც პაციენტი ერთი საინჰალაციო მოწყობილობიდან მეორეზე გადადის, დოზის კორექტირება უნდა მოხდეს ინდივიდუალურად.

ბუდექტონი განკუთვნილია ინჰალაციური გამოყენებისთვის. პრეპარატის შიგნით მიღება არ შეიძლება. პრეპარატი წარმოადგენს საინჰალაციო ფხვნილის შემცველ კაფსულებს, რომელიც გამოიყენება მხოლოდ შეფუთვის კომპლექტში შემავალი სპეციალური მოწყობილობის მეშვეობით. კაფსულის დაშლის გამო, ინჰალაციის შედეგად გარსის პატარა ნაწილები შეიძლება მოხვდენენ პირში ან ყელში. იმისათვის, რომ ეს მოვლენა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი, კაფსულის 1-ჯერზე მეტად გახვრეტა არ შეიძლება. ბლისტერული შეფუთვიდან კაფსულის ამოღება უნდა მოხდეს უშუალოდ გამოყენების წინ.

ინჰალაციის ჩატარების წესები

ბავშვებსა და მოზარდებში ბუდექტონის ინჰალაციები უნდა ჩატარდეს მოზრდილების მეთვალყურეობის ქვეშ. საჭიროა დარწმუნდეთ, რომ ბავშვი სწორად ასრულებს ინჰალაციის ტექნიკას. ბუდესონიდის ინჰალაციის შემდეგ პირის ღრუში წყლის გამოვლებამ შეიძლება მოახდინოს პირისა და ხახის ლორწოვანას გაღიზიანების პრევენცია, ასევე შეამციროს სისტემური არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი.

საინჰალაციო მოწყობილობის გამოყენების ინსტრუქცია

  • მოხსენით თავსახური საინჰალაციო მოწყობილობას.
  • საინჰალაციო მოწყობილობა კარგად დაიჭირეთ ფუძით და მუნდშტუკი მოატრიალეთ ისრის მიმართულებით.
  • კაფსულა მოათავსეთ საინჰალაციო მოწყობილობის ძირში მყოფ უჯრედში (მას კაფსულის ფორმა აქვს). უნდა გახსოვდეთ, რომ ბლისტერული შეფუთვიდან კაფსულა უნდა ამოიღოთ უშუალოდ ინჰალაციის ჩატარების წინ.
  • მუნდშტუკის მოტრიალებით ჩაკეტეთ საინჰალაციო მოწყობილობა.
  • მოწყობილობა დაიჭირეთ მკაცრად ვერტიკალურ მდგომარეობაში და ერთხელ ბოლომდე დააჭირეთ გვერდებზე განთავსებულ წითელ ღილაკებს. შემდეგ გაუშვით მათ.

ამ ეტაპზე კაფსულის გახვრეტისას იგი შეიძლება დაიშალოს, რის შედეგადაც გარსის პატარა ნაწილები შეიძლება მოხვდეს პირში ან ყელში. იმისათვის, რომ კაფსულა მთლიანად არ დაიშალოს, საჭიროა შემდეგი მოთხოვნების შესრულება: ერთ ჯერზე მეტად კაფსულა არ გახვრიტოთ; დაიცავით შენახვის წესები; ბლისტერიდან კაფსულა ამოიღეთ მხოლოდ უშუალოდ ინჰალაციის ჩატარების წინ.

  • ღრმად ამოისუნთქეთ.
  • მუნდშტუკი ჩაიდეთ პირში და თავი ოდნავ უკან გადახარეთ. მუნდშტუკი კარგად დაიჭირეთ ტუჩებით და სწრაფად, თანაბრად, მაქსიმალურად ღრმად შეისუნთქეთ. ამ დროს პაციენტმა უნდა გაიგონოს დამახასიათებელი ხმა, რომელიც იქმნება კაფსულის ტრიალითა და ფხვნილის გამოფრქვევით. თუ დამახასიათებელი ხმა არ ყოფილა, უნდა გახსნათ საინჰალაციო მოწყობილობა და ნახოთ, რა დაემართა კაფსულას. შესაძლოა იგი უჯრედში გაიჭედა. ამ შემთხვევაში ფრთხილად ამოიღეთ კაფსულა. არავითარ შემთხვევაში არ სცადოთ კაფსულის გამოთავისუფლება გვერდებზე განთავსებულ ღილაკებზე ხელახლა დაჭერის გზით.
  • თუ შესუნთქვისას ისმის დამახასიათებელი ხმა, სუნთქვა რაც შეიძლება დიდი ხნით შეაჩერეთ. ამავე დროს პირიდან გამოიღეთ მუნდშტუკი. შემდეგ ამოისუნთქეთ. გახსენით მოწყობილობა და ნახეთ, კაფსულაში ფხვნილი ხომ არ დარჩა. თუ კაფსულაში დარჩა ფხვნილი, ხელახლა გაიმეორეთ 6-8 პუნქტებში აღწერილი ქმედებები.
  • ინჰალაციის პროცედურის დასრულების შემდეგ გახსენით მოწყობილობა, ამოიღეთ ცარიელი კაფსულა, დახურეთ მუნდშტუკი და მოწყობილობას დაახურეთ თავსახური.

ფხვნილის ნარჩენების მოსაშორებლად მუნდშტუკი და უჯრედი მშრალი ქსოვილით გაწმინდეთ. ასევე შესაძლებელია რბილი ფუნჯით სარგებლობა.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;

პაციენტები ტუბერკულოზის აქტიური ფორმით;

ბავშვთა ასაკი 6 წლამდე.

არასასურველი რეაქციები

არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: ხშირად - ოროფარინგეალური კანდიდოზი.

იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად - ჰიპერმგრძნობელობის დაუყოვნებლივი და გადავადებული რეაქციები, გამონაყარის, კონტაქტური დერმატიტის, ჭინჭრის ციების, ანგიონევროზული შეშუპების, ქავილის და ანაფილაქსიური რეაქციის ჩათვლით.

ენდოკრინული სისტემის მხრივ: იშვიათად - სისტემური კორტიკოსტეროიდული ეფექტების ნიშნები და სიმპტომები, თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის დათრგუნვის, ზრდის შენელების*, ჰიპოადრენოკორტიციზმის, ჰიპერადრენოკორტიციზმის, კუშინგის სინდრომის ჩათვლით.

ფსიქიკის დარღვევები: არახშირად - შფოთვა, დეპრესია**; იშვიათად - აჟიტირება, ნევროზულობა, დეპრესია, ქცევის ცვლილებები (ძირითადად ბავშვებში); სიხშირე უცნობია - ძილის დარღვევა, ფსიქომოტორული ჰიპერაქტივობა, აგრესია.

მხედველობის ორგანოს მხრივ: არახშირად - კატარაქტა***, მხედველობის დაბინდვა; იშვიათად - გლაუკომა.

სასუნთქი სისტემის, მკერდის უჯრედის და შუასაყრის ორგანოების მხრივ: ხშირად - დისფონია, ხველა, მის ჩახლეჩვა, ყელის გაღიზიანება; იშვიათად - ბრონქოსპაზმი, პარადოქსული ბრონქოსპაზმის ჩათვლით.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: იშვიათად - სისხლჩაქცევები.

ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ: არახშირად - კუნთების სპაზმი, ტრემორი; იშვიათად - ძვლის ქსოვილის მინერალური სიმკვრივის დაქვეითება.

  • საჭიროა ზრდის კონტროლი ბავშვებში ზრდის შენელების რისკის გამო.
  • * კლინიკური კვლევების შედეგად დადგენილია, რომ შფოთვის სიხშირემ პაციენტებს შორის, რომლებიც ბუდესონიდს ინჰალაციურად იღებდნენ, შეადგინა 0,52%, ხოლო პლაცებოს ჯგუფში - 0,63%; დეპრესიის სიხშირემ პაციენტებს შორის, რომლებიც ბუდესონიდს ინჰალაციურად იღებდნენ, შეადგინა 0,67%, ხოლო პლაცებოს ჯგუფში - 1,15%.
  • ** პლაცებო-კონტროლირებად კვლევებში კატარაქტა აღინიშნებოდა იგივენაირად იშვიათად, როგორც პლაცებოს ჯგუფში.

პაციენტებში ცოტახნის წინ დიაგნოსტირებული ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით, რომლებსაც საწყისი მკურნალობა უტარდებათ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით, არსებობს პნევმონიის განვითარების რისკი.

იშვიათ შემთხვევებში საინჰალაციო გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენებისას შესაძლებელია სისტემური გლუკოკორტიკოსტეროიდების არასასურველი რეაქციების ნიშნებისა და სიმპტომების განვითარება, რაც, სავარაუდოდ, დამოკიდებულია გლუკოკორტიკოსტეროიდების დოზაზე, ზემოქმედების დროზე, კომბინირებულ ან წინარე გამოყენებაზე და ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე.

გაღიზიანება ყელში და ხმის ჩახლეჩვა შექცევადია და ქრება, როდესაც მკურნალობა წყდება ან მცირდება დოზა და/ან სახმო დატვირთვის შეზღუდვის დროს. თუ პირხახაში ჩნდება კანდიდოზი, პაციენტებმა პირი უნდა ირეცხონ წყლით ან იხეხონ კბილები ყოველი გამოყენების შემდეგ. უმეტეს შემთხვევაში ეს მდგომარეობა კორექტირდება ადგილობრივი სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებით; ბუდესონიდით მკურნალობის შეწყვეტა საჭირო არ არის.

მკურნალობის სხვა მეთოდების მსგავსად, შესუნთქვისას შესაძლებელია პარადოქსული ბრონქოსპაზმის წარმოქმნა. თუ პარადოქსული ბრონქოსპაზმი გამოვლინდა, ბუდესონიდით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და საჭიროებისას დაინიშნოს ალტერნატიული თერაპია. ასევე მკურნალობა სასწრაფოდ უნდა დაიწყოს სწრაფი მოქმედების საინჰალაციო ბრონქოდილატატორით.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ მნიშვნელოვანია. პაციენტში სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქციის გამოვლენისას ან ახალი არასასურველი რეაქციის გამოვლენისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ თავში, გთხოვთ გვაცნობოთ ფარმაკოუსაფრთხოების ეროვნული სისტემის შესაბამისად.

განსაკუთრებული მითითებები

მკურნალობის პროფილაქტიკური ხასიათი

პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ იმის თაობაზე, რომ პრეპარატი განკუთვნილია არა შეტევების კუპირებისთვის, არამედ რეგულარული ყოველდღიური პროფილაქტიკური გამოყენებისთვის ასთმის სიმპტომების არქონის დროსაც კი. ბუდესონიდი არ ხსნის მწვავე ბრონქოსპაზმს და გამოუსადეგარია ასთმური სტატუსის ან სხვა მწვავე ასთმური ეპიზოდების პირველადი მკურნალობისთვის.

თანმხლები დაავადებები

განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებენ პაციენტები თანმხლები აშლილობებით, როგორიც არის ფილტვების ტუბერკულოზი რემისიის სტადიაში და პაციენტებში სასუნთქი გზების სოკოვანი ან ვირუსული ინფექციებით. ეს პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ კონტროლის ქვეშ პრეპარატით მკურნალობისას როგორც შემანარჩუნებელი მკურნალობა ასთმის დროს.

აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილე ფილტვების აშლილობების მქონე პაციენტების მკურნალობისას, როგორიც არის ბრონქოექტაზები და პნევმოკონიოზი შესაძლო სოკოვანი ინფექციების გამო.

ასთმის გამწვავებები

ასთმის გამწვავებების დროს, ინფექციის არსებობის შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს ბუდესონიდის დოზის გაზრდა ან ხანმოკლე მოქმედების კორტიკოსტეროიდებით და/ან ანტიბიოტიკით დამატებითი მკურნალობა. ბუდესონიდი არ არის განკუთვნილი ასთმის მწვავე ეპიზოდების სწრაფი შემსუბუქებისთვის, სადაც საჭიროა ხანმოკლე მოქმედების საინჰალაციო ბრონქოდილატატორი.

პარადოქსული ბრონქოსპაზმი

ინჰალაციური თერაპიის სხვა მეთოდების მსგავსად, იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს პარადოქსული ბრონქოსპაზმი, რომელიც ვლინდება ქოშინის სწრაფი გაძლიერებით. თუ ეს ხდება, საინჰალაციო ბუდესონიდით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, შეფასდეს პაციენტის მდგომარეობა და, საჭიროებისას, დაინიშნოს ალტერნატიული მკურნალობა.

თუ ასთმა გაუარესდა (უფრო ხშირი მოკლევადიანი ინჰალაციური თერაპია ბრონქოდილატატორით ან მუდმივი რესპირატორული სიმპტომები) პაციენტებისთვის რეკომენდებულია ექიმთან მიმართვა. პაციენტის მდგომარეობა ისევ უნდა შეფასდეს, ასევე განიხილოს ანთების საწინააღმდეგო თერაპიის გაზრდის საჭიროება. ასევე უნდა განიხილოს საინჰალაციო ან პერორალური კორტიკოსტეროიდის დოზის გაზრდა.

სისტემური ეფექტები

კერძოდ, როდესაც მაღალი დოზები ინიშნება დროის ხანგრძლივი პერიოდების განმავლობაში, შეიძლება წარმოიქმნას საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების სისტემური ეფექტები. თუმცა ეს ეფექტები ნაკლებად სავარაუდოა ინჰალაციური თერაპიის დროს, ვიდრე კორტიკოსტეროიდების პერორალური გამოყენებისას. შესაძლო სისტემური ეფექტები მოიცავს: ჰიპერადრენოკორტიციზმს / კუშინგის სინდრომს, კუშინგოიდურ სახეობას, თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის დათრგუნვას, ბავშვებში და მოზარდებში ზრდის სისწრაფის შენელებას, ძვლების მინერალური სიმკვრივის დაქვეითებას, კატარაქტის და გლაუკომის განვითარებას და, უფრო იშვიათად, რიგ ფსიქოლოგიურ ან ქცევით აშლილობას, რომლებიც მოიცავს ფსიქომოტორულ ჰიპერაქტივობას, ძილის დარღვევას, შფოთვას, დეპრესიას ან აგრესიას (ძირითადად ბავშვებში). ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების გამოყენება მოხდეს ასთმის კონტროლის უზრუნველყოფისთვის საჭირო მინიმალური ეფექტური დოზით.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა მოქმედებს კორტიკოსტეროიდების გამოყოფაზე, რაც იწვევს ელიმინაციის სიჩქარის შემცირებას და სისტემური მოქმედების გაზრდას. საჭიროა ყურადღების მიქცევა შესაძლო სისტემურ არასასურველ რეაქციებზე.

საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების მაღალი, განსაკუთრებით რეკომენდებულზე მაღალი დოზებით ხანგრძლივმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის კლინიკურად მნიშვნელოვანი დათრგუნვა. ძლიერი სტრესის დროს ამ პაციენტებს შეიძლება გამოუვლინდეთ თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობის სიმპტომები და ნიშნები. სტრესის ან გეგმიური ოპერაციის პერიოდში გათვალისწინებული უნდა იქნას სისტემური კორტიკოსტეროიდების დამატებითი გამოყენების საჭიროება. თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქცია რეგულარულად უნდა გაკონტროლდეს, სისტემური სტეროიდის დოზის შემცირებით პაციენტებში სისტემური კორტიკოსტეროიდებიდან საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებზე გადასვლისას და იმ პაციენტებში, რომლებშიც მაღალი დოზები გამოიყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

ზეგავლენა ზრდაზე

რეკომენდებულია საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივ მკურნალობაზე მყოფი ბავშვების ზრდის რეგულარული კონტროლი. თუ აღინიშნება ზრდის ტემპის შემცირება, მკურნალობა უნდა იქნას გადახედული საინჰალაციო კორტიკოსტეროიდის დოზის შემცირების მიზნით, თუ ეს შესაძლებელია, ასთმის სიმპტომების კონტროლისთვის საჭირო ყველაზე დაბალ ეფექტურ დოზამდე. განხილული უნდა იქნას კორტიკოსტეროიდებით თერაპიის სარგებლის და ზრდის შენელების შესაძლო რისკების შეფარდება. გარდა ამისა, განხილული უნდა იქნას პაციენტის მიერ კონსულტაციის გავლის საჭიროება რესპირატორული დაავადებების სპეციალისტთან. საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების გამოყენებასთან დაკავშირებული ზრდის ტემპების შემცირების ხანგრძლივი ეფექტები, მოზრდილ მდგომარეობაში საბოლოო ზრდაზე ზეგავლენის ჩათვლით, უცნობია. საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით თერაპიის მოხსნის შემდეგ ზრდის მისაღწევად მოსალოდნელი პოტენციალი სათანადოდ შესწავლილი არ არის.

თანმხლები თერაპია

მოსარიდებელია კომბინირება ინტრაკონაზოლთან, კეტოკონაზოლთან, რიტონავირთან ან CYP3A4 სხვა ძლიერმოქმედ ინჰიბიტორებთან (მაგალითად, აზოლების ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო ზოგიერთი პრეპარატი, აივ პროტეაზის ინჰიბიტორები და მაკროლიდური ანტიბიოტიკები).

საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის პერიოდში შეიძლება გამოვლინდეს პირის რღუს კანდიდოზი. ამან შეიძლება მოითხოვოს სოკოს საწინააღმდეგო ადეკვატური თერაპიით მკურნალობა, ხოლო ზოგიერთი პაციენტისთვის შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის შეწყვეტა.

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

მხედველობის დარღვევები შეიძლება წარმოიქმნას კორტიკოსტეროიდების სისტემური და ადგილობრივი გამოყენებისას. არამახვილი მხედველობის ან მხედველობის სხვა დარღვევების გამოვლინებისას პაციენტმა უნდა მიმართოს ოფთალმოლოგს კატარაქტის, გლაუკომის ან ისეთი იშვიათი დაავადების განვითარების, როგორიც არის ცენტრალური სეროზული ქორიორეტინოპათია, შესაძლო მიზეზების გასარკვევად, რომელთა შესახებ შეტყობინებები იყო სისტემური და ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ.

დამხმარე ნივთიერებები

პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს. პაციენტებმა გალაქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი ფორმებით, ლაქტოზის უკმარისობით ან გლუკოზო-გალაქტოზის მალაბსორბციით ეს სამკურნალო პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ.

გამოყენება სპორტსმენებში

პრეპარატი შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც შეუძლია დოპინგზე დადებითი შედეგის ჩვენება.

პაციენტები, რომლებიც მკურნალობას სტეროიდებით იწყებენ

ჩვეულებრივ თერაპიული ეფექტი 10 დღეში მიიღწევა. პაციენტებისთვის ბრონქებში ჭარბი ლორწოს სეკრეციით შეიძლება საჭირო გახდეს პერორალური კორტიკოსტეროიდების დამატებითი მოკლე კურსი (დაახლოებით 2 კვირა).

პაციენტები, რომლებიც იღებენ გლუკოკორტიკოსტეროიდებს

პერორალური სპეროიდებიდან ინჰალაციურ გამოყენებაზე გადასვლის დროს ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება ზოგადი სტეროიდული ეფექტის დაქვეითება. ალერგიის წინარე სიმპტომები, როგორიც არის რინიტი და ეგზემა, შეიძლება განმეორდეს, პაციენტები შეიძლება განიცდიდნენ მოთენთილობას, კუნთების ან სახსრების ტკივილს, ზოგჯერ ღებინებას და გულისრევას. ამ შემთვევებში შეიძლება საჭირო გახდეს აქტიური სამედიცინო დახმარება, რათა პაციენტები აიძულონ, რომ მკურნალობა გააგრძელონ ბუდექტონით და გააგრძელონ პერორალური სტეროიდების მოხსნა, თუ ეს არ არის გამართლებული მედიცინის თვალსაზრისით.

ალერგიის დროს უნდა დაინიშნოს ანტიჰისტამინური პრეპარატები და/ან ადგილობრივი გამოყენების პრეპარატები, ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების ჩათვლით. ასევე შეიძლება გამართლებული იყოს პერორალური სტეროიდის დოზის დროებით გაზრდა. დამატებითი სისტემური კორტიკოსტეროიდებით ან ბუდესონიდით მკურნალობა უცებ არ უნდა შეწყდეს.

განსაკუთრებული სიფრთხილე საჭიროა სისტემური კორტიკოსტეროიდებიდან ბუდესონიდზე გადასვლის პირველ თვეებში სტრესულ სიტუაციებთან, როგორებიც არის ტრავმა, ქირურგიული ჩარევები ან სერიოზული ინფექციები, პაციენტის ადრენოკორტიკული ადეკვატური შესაბამისობის კონტროლისთვის.

არასწორი გამოყენება

არსებობს შეტყობინებები პაციენტების შესახებ, რომლებმაც ბუდესონიდის კაფსულები შეცდომით მიიღეს შიგნით იმის მაგივრად, რომ ისინი მოეთავსებინათ ინჰალაციის მოწყობილობაში. ამ გადაყლაპვების უმრავლესობა არ უკავშირდებოდა უარყოფით შედეგებს. მედიცინის თანამშრომლებმა პაციენტებს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია პრეპარატის სწორად გამოყენების შესახებ.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

ავტოტრანსპორტის და/ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე ზეგავლენის შესახებ კვლევები არ ჩატარებულა. ნაკლებ სავარაუდოა, რომ პრეპარატი იმოქმედებს ისეთი მექანიზმების მართვის უნარზე, რომლებიც საჭიროებს ფსიქომოტორული რეაქციების მაღალ სისწრაფეს.

ფერტილობა, გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს

ორსულობა

ორსულ ქალებში ადეკვატური კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა. პროსპექტული ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგების უმრავლესობა და პოსტმარკეტინგული გამოყენების მსოფლიო გამოცდილება მოწმობს იმას, რომ ორსულობის დროს ბუდესონიდის ინჰალაციურ გამოყენებას არ ახლავს ნაყოფისთვის ან ახალშობილისთვის უარყოფითი ეფექტების განვითარების რისკის გაზრდა.

ორსულობის დროს ასთმის ადეკვატური თერაპიის გაგრძელება მნიშვნელოვანია როგორც დედისთვის, ასევე ნაყოფითვის. თუმცა ბუდესონიდის გამოყენების სარგებელი დედისთვის უნდა აღემატებოდეს რისკებს ნაყოფისთვის.

გამოყენებული უნდა იქნას ასთმის ადეკვატური კონტროლის უზრუნველყოფისთვის საჭირო ბუდესონიდის მინიმალური ეფექტური დოზა.

ორსულობის 2000 შემთხვევის მონაცემების ანალიზი აჩვენებს საინჰალაციო ბუდესონიდის გამოყენებასთან დაკავშირებული მაღალი ტერატოგენული რისკის არარსებობას. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში გლუკოკორტიკოსტეროიდები იწვევდნენ მგანვითარების მანკიერებების წარმოქმნას. ადამინისთვის ამ დაკვირვების მნიშვნელბა რეკომენდებული საინჰალაციო დოზების გამოყენებისას ნაკლებად სავარაუდოა.

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში დადგენილია, რომ გლუკოკორტიკოიდების ჭარბი გამოყენება პრენატალურ პერიოდში ზრდის საშვილოსნოშიდა განვითარების შეჩერების რისკს, იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას მოზრდილებში, გლუკოკორტიკოიდული რეცეპტორების სიმკვრივის შეუქცევად ცვლილებას, ნეირომედიატორების მეტაბოლიზმის დარღვევას, ქცევის შეცვლას ტერატოგენული დიაპაზონის დოზებზე უფრო დაბალი დოზების ზემოქმედებისას.

ლაქტაცია

ბუდესონიდი გამოიყოფა დედის რძეში. თუმცა თერაპიული დოზების გამოყენებისას არანაირი ზემოქმედება ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვზე მოსალოდნელი არ არის. ლაქტაციის პერიოდში ბუდესონიდის ინჰალაციების გამოყენება დაშვებულია. ასთმის მქონე მეძუძური ქალების შემანარჩუნებელი თერაპია (200 ან 400 მკგ 2-ჯერ დღეში) არ იწვევს ბუდესონიდის მნიშვნელოვან სისტემურ ზემოქმედებას ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებში. ფარმაკოკინეტიკურ კვლევაში ბუდესონიდის გაანგარიშებული სადღეღამისო დოზა ბავშვებში შეადგენდა დედის სადღეღამისო დოზის 0,3% დოზის ორუვე დონისთვის, ხოლო ბუდესონიდის საშუალო კონცენტრაცია ბავშვის სისხლის პლაზმაში შეფასდა, როგორც დედის სისხლის პლაზმაში აღნიშნული კონცენტრაციების 0,17%, ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებში შიგნით მიღებისას პრეპარატის სრული ბიოშეღწევადობის გათვალისწინებით. ბავშვების სისხლის პლაზმის ნიმუშებში ბუდესონიდის კონცენტრაცია რაოდენობრივი განსაზღვრის ზღვარზე დაბალი იყო.

საინჰალაციო ბუდესონიდის შესწავლისას მიღებული მონაცემების საფუძველზე, ასევე ბუდესონიდის ხაზოვანი ფარმაკოკინეტიკის გათვალისწინებით თეარპიულ დიაპაზონში ინტრანაზალური, ინჰალაციური, პერორალური ან რექტალური გამოყენების შემდეგ, მოსალოდნელია, რომ პრეპარატის გამოყენებისას თერაპიულ დოზებში ჩვილზე მისი ზემოქმედება დაბალი იქნება.

ფერტილობა

ბუდესონიდის გამოყენების და ადამიანის ფერტილობაზე მისი ზეგავლენის შესახებ მონაცემები არ არსებობს. ვირთაგვებში, რომლებიც ბუდესონიდს კანქვეშ იღებდნენ, ფერტილობაზე უარყოფითი ზეგავლენა არ აღნიშნულა. რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის სპეციალური რეკომენდაციები არ არსებობს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

CYP3A4 ინჰიბიტორები

მოსალოდნელია, რომ CYP3A4 ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენება, კობიცისტატის შემცველი პრეპარატების ჩათვლით, ზრდის სისტემური არასასურველი რეაქციების რისკს. მოერიდეთ მსგავს კომბინაციებს, ხოლო აუცილებლობისას - დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სარგებელი აღემატება კორტიკოსტეროიდების სისტემური არასასურველი რეაქციების მზარდ რისკს. აუციელებლია პაციენტის მდგომარეობის კონტროლი.

ვინაიდან ბუდესონიდი მეტაბოლიზდება CYP3A4 იზოფერმენტის მონაწილეობით, CYP3A4 ინჰიბიტორებთან (მაგალითად, იტრაკონაზოლთან, კეტოკონაზოლთან, რიტონავირთან, საკვინავირთან, ნელფინავირთან, ამიოდარონთან, კლარითრომიცინთან, ტელითრომიცინთან და ერითრომიცინთან) ერთად გამოყენებამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს ბუდესონიდის სისტემური ზემოქმედება. მოერიდეთ CYP3A4 ძლიერი ინჰიბიტორების გამოყენებას. თუ კი ეს შესაძლებელია, ურთიერთმოქმედი სამკურნალო პრეპარატების გამოყენებებს შორის დროის ინტერვალი უნდა იყოს რაჩ შეიძლება დიდი, და უნდა გაკონტროლდეს ადრენოკორტიკული ფუნქცია. ასევე შეიძლება ბუდესონიდის დოზის შემცირების განხილვა.

მაღალი დოზებით ინჰალირებადი ბუდესონიდის ურთიერთქმედების შესახებ შეზღუდული მონაცემები მოწმობს პლაზმაში მისი დონის მნიშვნელოვნად გაზრდაზე (საშუალოდ 4-ჯერ) იტრაკონაზოლის 200 მგ დღეში 1-ხელ საინჰალაციო ბუდესონიდთან ერთად - 1000 მკგ ერთჯერადად გამოყენებისას.

CYP3A4 ინდუქტორები

CYP3A4 ძლიერ ინდუქტორებთან (მაგალითად, რიფამპიცინთან) ერთად გამოყენება ზრდის ბუდესონიდის მეტაბოლიზმს და ამცირებს მის სისტემურ მოქმედებას. უცნობია, აღინიშნება თუ არა ფილტვებზე ზემოქმედება.

სისხლის პლაზმაში გლუკოკორტიკოსტეროიდების კონცენტრაციის გაზრდა და მათი მოქმედების გაძლიერება აღინიშნა ქალებში, რომლებსაც ერთდროულად უნიშნავდნენ ესტროგენებს და სტეროიდულ კონტრაცეფტივებს, თუმცა არანაირი ეფექტი არ ვლინდებოდა ბუდესონიდით თერაპიის და კობნინირებული ორალური კონტრაცეფტივების დაბალი დოზების ერთად გამოყენების დროს.

ვინაიდან თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქცია შეიძლება დათრგუნული იყოს, ტესტს აკტჰ სტიმულირებით ჰიპოფიზური უკმარისობის დასადგენად შეუძლია ცრუ შედეგების მოცემა (დაბალი მნიშვნელობები).

ჭარბი დოზა

ბუდესონიდის მწვავე ტოქსიკურობა დაბალია. ჰიპოთალამო-ჰიპოფუზურ-თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის დათრგუნვა წარმოადგენს ძირითად არასასურველ ეფექტს, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას პრეპარატის მაღალი დოზების შესუნთქვის შემდეგ დროის მოკლე პერიოდის განმავლობაში, რაც ექსტრემალურ თერაპიას არ საჭიროებს. პრეპარატით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ასთმის ეფექტური კონტროლისთვის საჭირო ყველაზე დაბალი დოზით.

გამოშვების ფორმა

კაფსულები საინჰალაციო ფხვნილით.

10 კაფსულა ბლისტერში.

6 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან და ინჰალაციის მოწყობილობასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება ნესტისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25ºС ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წარმოებულია

„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“, თურქეთი

(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. #50 გიუნეშლი ბაღჯილარ / სტამბული)

"World Medicine İlaç San. ve Tic. A.Ş.", Turkey

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა