პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები

აპო-კეტოროლაკი

ᴾʳAPO-KETOROLAC

ურეცეპტოდ10მგინსტრუქცია ქართულადკანადა
რისთვის გამოიყენება

აპო-კეტოროლაკი გამოიყენება მოზრდილებში ზომიერი ან ზომიერად ძლიერი ტკივილის ხანმოკლე მკურნალობისათვის. ჩვეულებრივ ის ინიშნება: ოპერაციის (მათ შორის სტომატოლოგიური პროცედურების) ან მშობიარობის შემდეგ. მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 5 დღე; ტრავმის შემდეგ, რომელიც იწვევს კუნთების ან სახსრების ტკივილს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
კეტოროლაკი (ketorolac)
ფორმა და შეფუთვა
10მგ ტაბლეტი №500 (პირველადი შეფუთვით)
მწარმოებელი
Apotex Inc., კანადა
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ძმარმჟავას წარმოებულები და მონათესავე ნივთიერებები
ATC კოდი
M01AB15
რეგისტრაციის ნომერი
რ-040975
რეგისტრირებულია
14 მაისი 2024, მოქმედებს 14 მაისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებააპო-კეტოროლაკი და სხვა წამალი ერთად

აპო-კეტოროლაკი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

აპო-კეტოროლაკი გამოიყენება მოზრდილებში ზომიერი ან ზომიერად ძლიერი ტკივილის ხანმოკლე მკურნალობისათვის. ჩვეულებრივ ის ინიშნება:

ოპერაციის (მათ შორის სტომატოლოგიური პროცედურების) ან მშობიარობის შემდეგ. მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 5 დღე;

ტრავმის შემდეგ, რომელიც იწვევს კუნთების ან სახსრების ტკივილს. მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 7 დღე.

როგორ მოქმედებს აპო-კეტოროლაკი

აპო-კეტოროლაკი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინაღმდეგო პრეპარატების ჯგუფს (NSAID). ის ორგანიზმში ამცირებს ქიმიური ნივთიერებების წარმოქმნას, რომლებიც იწვევენ ტკივილსა და შეშუპებას;

აპო-კეტოროლაკი მკურნალობს მხოლოდ სიმპტომებს და ხსნის ტკივილსა და ანთებას, სანამ პაციენტი განაგრძობს მის მიღებას. აპო-კეტოროლაკი არ კურნავს ავადმყოფობას ან არ ახდენს მისი გაუარესების პრევენციას.

მიღების წესი და დოზირება

ტკივილის მოხსნა ოპერაციის (მათ შორის სტომატოლოგიური პროცედურების) ან მშობიარობის შემდეგ:

ჩვეულებრივი დოზაა 10 მგ ყოველ 4-6 საათში ერთხელ, საჭიროების მიხედვით.

მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა: 5 დღე.

ტკივილის მოხსნა ტრავმის შემდეგ, რომელიც იწვევს კუნთების ან სახსრების ტკივილს:

მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა: 7 დღე.

უკუჩვენებები

თუ პაციენტს უკეთდება, ჩატარებული აქვს ან გეგმავს გულის შუნტირებას;

თუ პაციენტს აღენიშნება მძიმე, დეკომპენსირებული გულის უკმარისობა;

თუ პაციენტს აღენიშნება სისხლდენა თავის ტვინში ან სისხლდენის სხვა დარღვევები;

თუ პაციენტი არის ორსულად ან ორსულობის გვიან სტადიაზე (28 ან მეტი კვირა);

თუ პაციენტი მეძუძური დედაა (ან გეგმავს ძუძუთი კვებას);

თუ პაციენტი ალერგიულია კეტოროლაკის ტრომეთამინის ან აპო-კეტოროლაკის რომელიმე ინგრედიენტის, ან კონტეინერის მიმართ;

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ასთმა, ჭინჭრის ციება, პოლიპები ცხვირში, სინუსების შეშუპება ან ალერგიული ტიპის რეაქციები აცეტილსალიცილის მჟავის (ASA) ან სხვა NSAID-ის მიმართ;

თუ პაციენტს აღენიშნება აქტიური კუჭის ან ნაწლავების წყლული;

თუ პაციენტს აღენიშნება აქტიური სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან;

თუ პაციენტს აღენიშნება ნაწლავის ანთებითი დაავადება (კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი);

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის დაავადება (აქტიური ან მძიმე);

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის დაავადება (ზომიერი, მძიმე ან გაუარესებული);

მშობიარობის დროს;

თუ პაციენტს აღენიშნება სისხლში კალიუმის მაღალი დონე;

თუ პაციენტს უნდა გაუკეთდეს დიდი ქირურუგიული ოპერაცია;

თუ პაციენტი იღებს:

სხვა არასტეროიდულ ანტინათებით პრეპარატებს ტკივილის, ცხელების და ანთების სამკურნალოდ;

პრობენეციდს პოდაგრის სამკურნალოდ;

პენტოქსიფილინს (ე.წ. ოქსპენტიფილინს) სისხლის ცირკულაციის გასაუმჯობესებლად.

თუ პაციენტი 18 წელზე ნაკლები ასაკისაა.

გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად და მედიკამენტის სწორად გამოყენების უზრუნველსაყოფად აპო-კეტოროლაკის მიღებამდე მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და პრობლემების შესახებ, მათ შორის:

თუ პაციენტს აქვს მდგომარეობა, რომელიც იწვევს უღონობას ან სისუსტეს;

თუ პაციენტს ქოლესტერინის მაღალი დონე აქვს;

თუ პაციენტს აქვს ან ანამნეზში ჰქონდა გულის შეტევა, მკერდში ტკივილი, გულის დაავადება, ინსულტი ან გულის უკმარისობა;

თუ პაციენტს აღენიშნება სისხლის ნაკადის დაქვეითება კიდურებში (ხელებსა და ტერფებში);

თუ პაციენტი მწეველი ან ყოფილი მწეველია;

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები, შარდვის პრობლემები ან დეჰიდრატაცია;

თუ პაციენტი იმყოფება მარილის შეზღუდული შემცველობის დიეტაზე;

თუ პაციენტს აქვს ან ანამნეზში ჰქონდა კუჭის ან ნაწლავების (წვრილი ან მსხვილი ნაწლავები) წყლული ან სისხლდენა;

თუ პაციენტი იღებს ჭარბად ალკოჰოლს;

თუ პაციენტს კუჭის ინფექცია აქვს;

თუ პაციენტს სისხლდენის ან სისხლის პრობლემები აქვს;

თუ პაციენტს იმუნური სისტემის პრობლემები აქვს;

თუ პაციენტს ასთმა აქვს;

ორსულობის, მისი დაგეგმვის ან შესაძლო ორსულობის დროს აპო-კეტოროლაკით მკურნალობის განამავლობაში;

თუ პაციენტი იღებს სხვა მედიკამენტებს.

სხვა გაფრთხილებები, რომელთა შესახებ უნდა იცოდეს პაციენტმა:

აპო-კეტოროლაკმა შეიძლება გამოიწვიოს სეროზული გვერდითი მოვლენები, მათ შორის:

სისხლისა და სისხლდენის პრობლემები:

აპო-კეტოროლაკმა შეიძლება გამოიწივოს სისხლის პრობლემები, სისხლდენა და გახანგრძლივებული სისხლდენა;

აპო-კეტოროლაკის მიღებამ შემდეგ მედიკამენტებთან ერთად შეიძლება გაზარდოს სისხლდენის რისკი:

ანტიკოაგულანტები (სისხლის თრომბების პრევენცია), კორტიკოსტეროიდები (ანტიანთებითი), ან ანტიდეპრესანტები, როგორიცაა სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (SSRI).

ასეპტიკური მენინგიტი (თავის ტვინის დამცავი გარსის ანთება, რომელიც არ არის გამოწვეული ინფექციით): აუტოიმუნური დარღვევების მქონე პაციენტები უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან;

კანის სერიოზული რეაქციები: იშვიათ შემთხვევებში სერიოზული, სიცოცხლისათვის სახიფათო ალერგიული და კანის რეაქციები აღწერილ იქნა ზოგიერთი არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატების, როგორიცაა აპო-კეტოროლაკი, მიღებისას. კანის ეს პრობლემები ძირითადად ვითარდება მკურნალობის პირველ თვეს. საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ აღინიშნება კანის რაიმე ცვლილებები მკურნალობის დროს ან მის შემდეგ. აპო-კეტოროლაკმა შეიძლება გამოიწივოს მზის სხივებზე მგრძნობელობის გაზრდა. მზის სხივებმა ან მზის ნათურებმა შეიძლება გამოიწვიოს დამწვრობა, კანზე ბლისტერები, გამონაყარი კანზე, სიწითლე, ქავილი ან ფერის ცვლილება, ან მხედველობის ცვლილებები. თუ პაციენტს აღენიშნება მზეზე რეაქცია, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

ამ და სხვა სერიოზულ გვერდითი მოვლენების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. სერიოზული გვერდითი მოვლენები და მათი მართვის ცხრილი.

ინფექცია: აპო-კეტოროლაკმა შეიძლება შენიღბოს ინფექციის ნიშნები, როგორიცაა ცხელება ან კუნთების ტკივილი. თუ პაციენტს აღენიშნება ინფექციის სხვა სიმპტომები (როგორიცაა: მტკივნეული ან ხშირი შარდვა, ყელის ტკივილი, ხველა), საჭიროა ექიმთან მიმართვა.

ოპერაცია: ექიმს, სტომატოლოგს, ფარმაცევტს და/ან სამედიცინო სპეციალისტს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ამ მედიკამენტს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ პაციენტი გეგმავს გულზე ოპერაციას.

რეპროდუქციული უნარი ქალებში: აპო-კეტოროლაკმა შეიძლება გავლენა იქონიოს რეპროდუქციულ უნარზე. ეს ნიშნავს, რომ შეიძლება გართულდეს დაორსულება. თუ პაციენტს დაფეხმძიმების პრობლემა აქვს, უნდა შეწყვიტოს აპო-კეტოროლაკის მიღება. კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან მიმართვა.

65 წლის ან მეტი ასაკის პაციენტები: გვერდითი მოვლენები, როგორიცაა კუჭ-ნაწლავის პრობლემები, შეიძლება უფრო ხშირად აღინიშნოს. ექიმი დაიწყებს მკურნალობას აპო-კეტოროლაკის უფრო დაბალი დოზებით. ის მოახდენს პაციენტის ჯანმრთელობის მონიტორინგს მკურნალობის დროს და მის შემდეგ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

დაუშვებელია აპო-კეტოროლაკის მიღება, თუ პაციენტი არის ორსულად ან ორსულობის გვიან სტადიაზეა (28 კვირა ან შემდეგ).

ორსულობის დროს და ორსულობის ადრეულ სტადიაზე (28 კვირაზე ნაკლები) აპო-კეტოროლაკის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

აპო-კეტოროლაკის მსგავსმა მედიკამენტებმა შეიძლება მიაყენონ ზიანი დედასა და ბავშვს. მკურნალი ექიმი მოახდენს პაციენტის ჯანმრთელობის და ბავშვის მონიტორინგს (ამნიონური სითხის დონის ჩათვლით), თუ ამ პერიოდის განმავლობაში ორსული იღებს აპო-კეტოროლაკს.

აპო-კეტოროლაკით მკურნალობის დროს მკურნალ ექიმს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი არის ორსულად, შესაძლოა არის ორსულად ან გეგმავს ორსულობას.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

აპო-კეტოროლაკმა შეიძლება გამოიწვიოს თვალის ან ნერვული სისტემის პრობლემები. ეს მოიცავს დაღლილობას, დაძინების გაძნელებას, მხედველობის დაბინდვას, ტრიალის შეგრძნებას ან თავბრუსხვევას (ვერტიგო), სმენის პრობლემებს ან დეპრესიას. სიფრთხილეა საჭიროა ავტომობილის ან ისეთი ქმედებების შესრულებისას, რომლებიც მოითხოვენ ყურადღებას. თუ პაციენტს აღენიშნება ძილიანობა, თავბრუსხვევა ან გაბრუება აპო-კეტოროლაკის მიღების დროს, დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა.

პაციენტის გამოკვლევა და ანალიზები: აპო-კეტოროლაკით მკურნალობის დროს საჭიროა ექიმთან რეგულარული ვიზიტები და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი. ეს მოიცავს;

სისხლის წნევის შემოწმებას;

თვალების შემოწმებას, აპო-კეტოროლაკმა შეიძლება გამოიწივოს მხედველობის დაბინდვა ან დაქვეითება;

სისხლისა და შარდის ანალიზებს ღვიძლის, თირკმლის და სისხლის ფუნქციების შესამოწმებლად.

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს ყველა იმ პრეპარატის თაობაზე, რომელსაც იღებს პაციენტი ვიტამინების, მინერალების, ბუნებრივი დანამატების ან ალტერნატიული მედიკამენტების ჩათვლით.

წამლების სერიოზული ურთიერთქმედებები

გვერდითი მოვლენები

გულისრევა, ღებინება, დიარეა, შეკრულობა, კუჭის გაღიზიანება, გულძმარვა, დისპეფსია, აირების დაგროვება;

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გაბრუება;

დაღლილობა, დაძინების გაძნელება, უჩვეულო სიზმრები;

კანზე წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება;

შფოთვა, ნევროზულობა;

წყურვილი, პირის სიმშრალე, ყელის ტკივილი, გემოს ცვლილება;

სისხლჩაქცეევები, გამონაყარი;

კუნთების ტკივილი/უნებლიე მოძრაობა/სისუსტე;

პირის წყლულები;

გაძლიერებული ოფლიანობა;

სისხლჩაქცევა;

თმის ცვენა;

გაზრდილი მგრძნობელობა სინათლეზე.

მძიმე გვერდითი მოვლენები და მათი მართვა

სიმპტომი/ეფექტი

სამედიცინო სპეციალისტთან კონსულტაცია

მედიკამენტის მიღების შეწყვეტა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა

მხოლოდ მძიმე შემთხვევაში

ყველა შემთხვევაში

ხშირი

გასტროინტესტინური (GI) პრობლემები (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლდენა, ბლოკირება, პერფორაცია, წყლულები ან ანთება): სისხლის ღებინება, შავი კუპრისფერი ან სისხლიანი განავალი, თავბრუსხვევა, კუჭის ტკივილი, ბოყინი, მადის დაკარგვა, წონის დაკლება, გულისრევა, ღებინება, შეკრულობა ან დიარეა, შემცივნება ან ცხელება

ჰიპერტენზია (სისხლის მაღალი წნევა): დაღლილობა, თავბრუსხვევა ან გულისწასვლა, მკერდის არეში ტკივილი

არახშირი

ანაფილქსია /ჰიპერმგრძნობელობა (მძიმე ალერგიული რეაქციები): უეცრად განვითარებული ხმაურიანი სუნთქვა და მკერდში ტკივილი ან მოჭერის შეგრძნება; ან ქუთუთიების, სახის, ტუჩების ან ხორხის შესივება, შეშუპება ან ანაფილქსიური რეაქცია/შოკი

ასეპტიკური მენინგიტი

(თავის ტვინის დამცავი გარსის ანთება, რომელიც არ არის გამოწვეული ინფექციით): თავის ტკივილები, კისრის გაშეშება, გულისრევა და ღებინება, ცხელება ან ცნობიერების დაბინდვა

სისხლის პრობლემები (ლეიკოციტების და/ან ერითროციტების ან თრომბოციტების რაოდენობის შემცირება): დაღლილობა ან სისუსტე, კანის სიფერმკრთალე, სისხლჩაქცევა ან სისხლდენა ჩვეულებრივზე უფრო დიდხანს, ცხელება, შემცივნება

გულის შეგუბებითი უკმარისობა (გული ვერ ტუმბავს სისხლს სათანადოდ): ქოშინი, დაღლილობა და სისუსტე, კოჭების, ფეხების და ტერფების შესივება, ხველა, სითხის შეკავება, მადის დაქვეითება, გულისრევა, სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა, ფიზიკური დატვირთვის შეეუძლებლობა

ცისტიტი (შარდის ბუსტის ინფექცია): ხშირი შარდვის სურვილი, მენჯის არეში ან წელის ქვედა ნაწილში ტკივილი, ხშირი შარდვა ღამით, შემღვეული შარდი შეიძლება სისხლით, წვის ან ტკივილის შეგრძნება შარდვის დროს.

დეპრესია (ნაღვლიანი განწყობა, რომელიც არ გადის): დაძინების გაძნელება ან ძილიანობა, მადის ან წონის ცვლილება, დაქვეითებული ლიბიდო, სუიციდური აზრები ან სუიციდი.

თირკმლის დარღვევები /პრობლემები (მათ შორის თირკმლის უკმარისობა და თირკმლის პაპილარული ნეკროზი): გულისრევა, ღებინება, ცხელება, კიდურების შეშუპება, დაღლილობა, წყურვილი, კანის სიმშრალე, გაღიზიანება, მუქი შარდი, შარდის გამოყოფის გაზრდა ან შემცირება, სისხლიანი შარდი, გამონაყარი, წონის მატება (სითხის შეკავების გამო), მადის დაკარგვა, მენტალური სტატუსის ცვლილება (ძილიანობა, ცნობიერების დაბინდვა, კომა, მტკივნეული შარდვა, შემცივნება, წელის ტკივილი)

ღვიძლის პრობლემები (ჰეპატიტის, ღვიძლის უკმარისობის, ქოლესტაზის ჩათვლით): კანისა და თვალების გაყვითლება (სიყვითლე), მუცლის ზედა მარჯვენა ნაწილში ტკივილი ან შეშუპება, გულისრევა ან ღებინება, უჩვეულო მუქი შარდი, უჩვეულო დაღლილობა

ფილტვების პრობლემები (ასთმის ჩათვლით): ქოშინის გაძლიერება, ხმაურიანი სუნთქვა, სუნთქვის გაძნელება, ხველა, მკერდში მოჭერის შეგრძნება, არარეგულარული გულისცემა, ფილტვების ინფექცია, მკერდში ტკივილი, ცხელება

მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის შეტევა): დამწოლი ან მოჭერითი ტკივილი ბეჭებს შორის, მკერდში, ყბაში, მარცხენა ხელში ან მუცლის ზედა ნაწილში, ქოშინი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, გაბრუება, წებოვანი კანი, ოფლიანობა, დისპეფსია, შფოთვა, გულისწასვლის შეგრძნება და შესაძლო არითმია

ინსულტი (სისხლჩაქცევა ან სისხლის თრომბი თავის ტვინში): სახის, ხელის, ან ფეხის უეცარი დაბუჟება, სისუტე ან ჩხვლეტის შეგრძნება, განსაკუთრებით სხეულის ცალ მხარეს, უეცარი თავის ტკივილი, მხედველობის დაბინდვა, ყლაპვის ან ლაპარაკის გაძნელება, ან ლეთარგია, თავბრუსხვევა, გულისწასვლა, აზროვნების პრობლემები, სიარულის პრობლემები და წონასწორობის დაკარგვა

ტინიტუსი (სმენის პრობლემები): მოიცავს რეკვის, წუილის, ტკაცუნის ან სისინის შეგრძნებას ყურებში, სმენის დაკარგვას

ვერტიგო (ძლიერი ტრიალის, თავბრუსხვევის შეგრძნება)

იშვიათი

კანის სერიოზული რეაქციები: ცხელება, ძლიერი გამონაყარი, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ბლისტერები და კანის აქერცვლა, რომელიც შეიძლება დაიწყოს პირში, ცხვირში, თვალებში და გენიტალიებზე და ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებში, სახის და/ან ფეხების შეშუპება, კანის და თვალების გაყვითლება, ქოშინი, პირის სიმშრალე, მკერდის არეში ტკივილი და დისკომფორტი, წყურვილი, შარდვის შემცირება, შარდის რაოდენობის შემცირება ან მუქი შარდი, წითელი ან მშრალი კანი ქავილით, იასამნისფერი ან წითელი ლაქები კანზე.

სიხშირე უცნობია

თვალების პროლემები: მხედველობის დაბინდვა, ცენტრალური ნაწილის მხედველობის მთლიანი ან ნაწილობრივი დაკარგვა, ფერების აღქმის დაქვეითება, მხედველობის დაქვეითება

თუ ვითარდება შემაწუხებელი სიმპტომი ან ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, ან გვერდითი მოვლენა პაციენტის ყოველდღიურ აქტივობაზე ახდენს გავლენას, საჭიროა სამედიცინო სპეციალისტთან მიმართვა.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

სამკურნალო პროდუქტების გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სავარაუდო გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში კანადის ჯანდაცვას შეიძლება ეცნობოს შემდეგი გზით:

გვერდითი მოვლენების შეტყობინების შესახებ ვებ-გვერდით (http://www.canada.ca/en/health-canada/services/drugs-health-products/medeffect-canada/adverse-reaction-reporting.html) ინფორმაციის მისაღებად, როგორ უნდა მოხდეს შეტყობინება ონლაინ, ფოსტით ან ფაქსით; ან

უფასო ტელეფონის ნომერზე: 1-866-234-2345

შენიშვნა: გვერდითი მოვლენების მართვის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, საჭიროა ჯანდაცვის სპეციალისტთან მიმართვა. კანადის უსაფრთხოების პროგრამის მიერ არ ხდება სამედიცინო ხასიათის რჩევების მიწოდება.

ჭარბი დოზა

აპო-კეტოროლაკის დოზის გადაჭარბების ნიშნები შეიძლება მოიცავდეს:

გულისრევა ან ღებინება;

აჩქარებული, ნელი ან ღრმა სუნთქვა;

მუცლის ტკივილი, წყლულები ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან;

თირკმლის პრობლემები;

სისხლის მაღალი წნევა;

კომა.

აპო-კეტოროლაკის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ მკურნალ ექიმთან, საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებაში ან ინტოქსიკაციის რეგიონულ ცენტრში მიმართვა, მაშინაც კი, თუ პაციენტის არ აღინიშნება რაიმე სიმპტომი.

დოზის გამოტოვება:

დოზის დავიწყების შემთხვევაში, საჭიროა მისი მიღება გახსენებისთანავე. მომდევნო დოზის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულ დროს. დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ..

აპო-კეტოროლაკის შესაძლო გვერდითი მოვლენები

ეს არ არის აპო-კეტოროლაკის მიღების შემდეგ ყველა შესაძლო გვერდითი მოვლენის ჩამონათვალი. თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, უნდა აცნობოს სამედიცინო სპეციალისტს:

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: კეტოროლაკის ტრომეთამინი

დამხმარე ნივთიერებები: კარნაუბას ცვილი, ნატრიუმის კროსკამელოზა, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოლიეთილენგლიკოლი და ტიტანის დიოქსიდი.

აპო-კეტოროლაკის დოზირების ფორმები:

ტაბლეტები: 10 მგ

შენახვის პირობები

აპო-კეტოროლაკი ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-30C). ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას.

დაუშვებელია ვადაგასული მედიკამენტის ან არასაჭრო მედიკამენტების შენახვა. ისინი უნდა დაბრუნდეს სამედიცინო სპეციალისტთან.

პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

აპო-კეტოროლაკის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად:

საჭიროა სამედიცინო სპეციალისტთან მიმართვა;

სამედიცინო სპეციალისტებისათვის განკუთვნილი პროდუქტის სრული მონოგრაფიის, მოიცავს პაციენტებისათვის მედიკამენტის შესახებ ინფორმაციასაც, გაცნობა შესალებელია კანადის ჯანდაცვის ვებ-გვერდზე: (https://www.canada.ca/ en/health-canada/services/drugs-health-products/drug-products/ drug-product-database.html) მწარმოებლის ვებ-გვერდზე: http://www/apotex.ca/products ან ტელეფონზე დარეკვით: 1-800-667-4708.

აღნიშნული ინსტრუქცია მომზადდა: აპოტექს ინკ, ტორონტო, ონტარიო, M9L 1T9.

უკანასკნელი შესწორების თარიღი: 05 ოქტომბერი, 2023.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

მედიკამენტის შესახებ ინფორმაცია პაციენტისათვის

საჭიროა ინსტრუქციის წაკითხვა მედიკამენტის უსაფრთხო და ეფექტიანად გამოსაყენებლად

Prაპო-კეტოროლაკი

კეტოროლაკის ტრომეთამინის ტაბლეტები

საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა აპო-კეტოროლაკის მიღების დაწყებამდე და ყოველთვის მკურნალობის ხელახლა დაწყებამდე.. ინსტრუქცია წარმოადგენს შეჯამებას და არ მოიცავს სრულ ინფორმაციას მედიკამენტის შესახებ. საჭიროა სამედიცინო სპეციალისტთან კონსულტაცია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის, და აპო-კეტოროლაკის შესახებ ახალი ინფორმაციის მისაღებად.

სერიოზული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

გულისა და სისხლძარღვების პრობლემები:

აპო-კეტოროლაკმა შეიძლება გამოიწვოს გულ-სისხლძარღვთა პრობლემები, როგორიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, სისხლის თრომბები, მაღალი არტერიული წნევა და გულის უკმარსობა. ამ მოვლენებმა შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.

გულის პრობლემების რისკი უფრო მაღალია, თუ აპო-კეტოროლაკის მიღება ხდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და/ან მაღალი დოზებით და/ან გულის დაავადებების მქონე ადამიანებში.

საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აქვს ან ჰქონდა მიოკარდიუმის ინფარქტი, ტკივილი მკერდის არეში, გულის დაავადება, ინსულტი, გულის უკმარისობა, მაღალი არტერიული წნევა ან დიაბეტი.

კუჭ-ნაწლავის (გასტროინტენსტინური) პრობლემები:

აპო-კეტოროლაკმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭისა და ნაწლავების პრობლემები, როგორიცაა წყლულები, ანთება, სისხლდენა, გახვრეტა/პერფორაცია, ბლოკირება ან ტკივილი.

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ნებისმიერი სამედიცინო მდგომარეობის შესახებ, რომელიც აღენიშნება პაციენტს, და მედიკამენტების შესახებ, რომლებსაც იღებს პაციენტი.

ორსულობა:

დაუშვებელია აპო-კეტოროლაკის მიღება, თუ პაციენტი არის ორსულად ან ორსულობის გვიან სტადიაზეა (28 კვირა ან შემდეგ).

ორსულობის დროს და ორსულობის ადრეულ სტადიაზე (28 კვირაზე ნაკლები) აპო-კეტოროლაკის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

აპო-კეტოროლაკის მსგავსმა მედიკამენტებმა შეიძლება მიაყენონ ზიანი დედასა და ბავშვს. მკურნალი ექიმი მოახდენს პაციენტის ჯანმრთელობის და ბავშვის მონიტორინგს (ამნიონური სითხის დონის ჩათვლით), თუ ამ პერიოდის განმავლობაში ორსული იღებს აპო-კეტოროლაკს.

აპო-კეტოროლაკით მკურნალობის დროს მკურნალ ექიმს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი არის ორსულად, შესაძლოა არის ორსულად ან გეგმავს ორსულობას.

რისთვის გამოიყენება აპო-კეტოროლაკი

აპო-კეტოროლაკი გამოიყენება მოზრდილებში ზომიერი ან ზომიერად ძლიერი ტკივილის ხანმოკლე მკურნალობისათვის. ჩვეულებრივ ის ინიშნება:

ოპერაციის (მათ შორის სტომატოლოგიური პროცედურების) ან მშობიარობის შემდეგ. მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 5 დღე;

ტრავმის შემდეგ, რომელიც იწვევს კუნთების ან სახსრების ტკივილს. მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 7 დღე.

როგორ მოქმედებს აპო-კეტოროლაკი

აპო-კეტოროლაკი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინაღმდეგო პრეპარატების ჯგუფს (NSAID). ის ორგანიზმში ამცირებს ქიმიური ნივთიერებების წარმოქმნას, რომლებიც იწვევენ ტკივილსა და შეშუპებას;

აპო-კეტოროლაკი მკურნალობს მხოლოდ სიმპტომებს და ხსნის ტკივილსა და ანთებას, სანამ პაციენტი განაგრძობს მის მიღებას. აპო-კეტოროლაკი არ კურნავს ავადმყოფობას ან არ ახდენს მისი გაუარესების პრევენციას.

რას შეიცავს აპო-კეტოროლაკი?

აქტიური ნივთიერება: კეტოროლაკის ტრომეთამინი

დამხმარე ნივთიერებები: კარნაუბას ცვილი, ნატრიუმის კროსკამელოზა, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოლიეთილენგლიკოლი და ტიტანის დიოქსიდი.

აპო-კეტოროლაკის დოზირების ფორმები:

ტაბლეტები: 10 მგ

დაუშვებელია აპო-კეტოროლაკის გამოყენება:

თუ პაციენტს უკეთდება, ჩატარებული აქვს ან გეგმავს გულის შუნტირებას;

თუ პაციენტს აღენიშნება მძიმე, დეკომპენსირებული გულის უკმარისობა;

თუ პაციენტს აღენიშნება სისხლდენა თავის ტვინში ან სისხლდენის სხვა დარღვევები;

თუ პაციენტი არის ორსულად ან ორსულობის გვიან სტადიაზე (28 ან მეტი კვირა);

თუ პაციენტი მეძუძური დედაა (ან გეგმავს ძუძუთი კვებას);

თუ პაციენტი ალერგიულია კეტოროლაკის ტრომეთამინის ან აპო-კეტოროლაკის რომელიმე ინგრედიენტის, ან კონტეინერის მიმართ;

თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება ასთმა, ჭინჭრის ციება, პოლიპები ცხვირში, სინუსების შეშუპება ან ალერგიული ტიპის რეაქციები აცეტილსალიცილის მჟავის (ASA) ან სხვა NSAID-ის მიმართ;

თუ პაციენტს აღენიშნება აქტიური კუჭის ან ნაწლავების წყლული;

თუ პაციენტს აღენიშნება აქტიური სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან;

თუ პაციენტს აღენიშნება ნაწლავის ანთებითი დაავადება (კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი);

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის დაავადება (აქტიური ან მძიმე);

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის დაავადება (ზომიერი, მძიმე ან გაუარესებული);

მშობიარობის დროს;

თუ პაციენტს აღენიშნება სისხლში კალიუმის მაღალი დონე;

თუ პაციენტს უნდა გაუკეთდეს დიდი ქირურუგიული ოპერაცია;

თუ პაციენტი იღებს:

სხვა არასტეროიდულ ანტინათებით პრეპარატებს ტკივილის, ცხელების და ანთების სამკურნალოდ;

პრობენეციდს პოდაგრის სამკურნალოდ;

პენტოქსიფილინს (ე.წ. ოქსპენტიფილინს) სისხლის ცირკულაციის გასაუმჯობესებლად.

თუ პაციენტი 18 წელზე ნაკლები ასაკისაა.

გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად და მედიკამენტის სწორად გამოყენების უზრუნველსაყოფად აპო-კეტოროლაკის მიღებამდე მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და პრობლემების შესახებ, მათ შორის:

თუ პაციენტს აქვს მდგომარეობა, რომელიც იწვევს უღონობას ან სისუსტეს;

თუ პაციენტს ქოლესტერინის მაღალი დონე აქვს;

თუ პაციენტს აქვს ან ანამნეზში ჰქონდა გულის შეტევა, მკერდში ტკივილი, გულის დაავადება, ინსულტი ან გულის უკმარისობა;

თუ პაციენტს აღენიშნება სისხლის ნაკადის დაქვეითება კიდურებში (ხელებსა და ტერფებში);

თუ პაციენტი მწეველი ან ყოფილი მწეველია;

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები, შარდვის პრობლემები ან დეჰიდრატაცია;

თუ პაციენტი იმყოფება მარილის შეზღუდული შემცველობის დიეტაზე;

თუ პაციენტს აქვს ან ანამნეზში ჰქონდა კუჭის ან ნაწლავების (წვრილი ან მსხვილი ნაწლავები) წყლული ან სისხლდენა;

თუ პაციენტი იღებს ჭარბად ალკოჰოლს;

თუ პაციენტს კუჭის ინფექცია აქვს;

თუ პაციენტს სისხლდენის ან სისხლის პრობლემები აქვს;

თუ პაციენტს იმუნური სისტემის პრობლემები აქვს;

თუ პაციენტს ასთმა აქვს;

ორსულობის, მისი დაგეგმვის ან შესაძლო ორსულობის დროს აპო-კეტოროლაკით მკურნალობის განამავლობაში;

თუ პაციენტი იღებს სხვა მედიკამენტებს.

სხვა გაფრთხილებები, რომელთა შესახებ უნდა იცოდეს პაციენტმა:

აპო-კეტოროლაკმა შეიძლება გამოიწვიოს სეროზული გვერდითი მოვლენები, მათ შორის:

სისხლისა და სისხლდენის პრობლემები:

აპო-კეტოროლაკმა შეიძლება გამოიწივოს სისხლის პრობლემები, სისხლდენა და გახანგრძლივებული სისხლდენა;

აპო-კეტოროლაკის მიღებამ შემდეგ მედიკამენტებთან ერთად შეიძლება გაზარდოს სისხლდენის რისკი:

ანტიკოაგულანტები (სისხლის თრომბების პრევენცია), კორტიკოსტეროიდები (ანტიანთებითი), ან ანტიდეპრესანტები, როგორიცაა სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (SSRI).

ასეპტიკური მენინგიტი (თავის ტვინის დამცავი გარსის ანთება, რომელიც არ არის გამოწვეული ინფექციით): აუტოიმუნური დარღვევების მქონე პაციენტები უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან;

კანის სერიოზული რეაქციები: იშვიათ შემთხვევებში სერიოზული, სიცოცხლისათვის სახიფათო ალერგიული და კანის რეაქციები აღწერილ იქნა ზოგიერთი არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატების, როგორიცაა აპო-კეტოროლაკი, მიღებისას. კანის ეს პრობლემები ძირითადად ვითარდება მკურნალობის პირველ თვეს. საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ აღინიშნება კანის რაიმე ცვლილებები მკურნალობის დროს ან მის შემდეგ. აპო-კეტოროლაკმა შეიძლება გამოიწივოს მზის სხივებზე მგრძნობელობის გაზრდა. მზის სხივებმა ან მზის ნათურებმა შეიძლება გამოიწვიოს დამწვრობა, კანზე ბლისტერები, გამონაყარი კანზე, სიწითლე, ქავილი ან ფერის ცვლილება, ან მხედველობის ცვლილებები. თუ პაციენტს აღენიშნება მზეზე რეაქცია, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

ამ და სხვა სერიოზულ გვერდითი მოვლენების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. სერიოზული გვერდითი მოვლენები და მათი მართვის ცხრილი.

ინფექცია: აპო-კეტოროლაკმა შეიძლება შენიღბოს ინფექციის ნიშნები, როგორიცაა ცხელება ან კუნთების ტკივილი. თუ პაციენტს აღენიშნება ინფექციის სხვა სიმპტომები (როგორიცაა: მტკივნეული ან ხშირი შარდვა, ყელის ტკივილი, ხველა), საჭიროა ექიმთან მიმართვა.

ოპერაცია: ექიმს, სტომატოლოგს, ფარმაცევტს და/ან სამედიცინო სპეციალისტს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს ამ მედიკამენტს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ პაციენტი გეგმავს გულზე ოპერაციას.

რეპროდუქციული უნარი ქალებში: აპო-კეტოროლაკმა შეიძლება გავლენა იქონიოს რეპროდუქციულ უნარზე. ეს ნიშნავს, რომ შეიძლება გართულდეს დაორსულება. თუ პაციენტს დაფეხმძიმების პრობლემა აქვს, უნდა შეწყვიტოს აპო-კეტოროლაკის მიღება. კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან მიმართვა.

65 წლის ან მეტი ასაკის პაციენტები: გვერდითი მოვლენები, როგორიცაა კუჭ-ნაწლავის პრობლემები, შეიძლება უფრო ხშირად აღინიშნოს. ექიმი დაიწყებს მკურნალობას აპო-კეტოროლაკის უფრო დაბალი დოზებით. ის მოახდენს პაციენტის ჯანმრთელობის მონიტორინგს მკურნალობის დროს და მის შემდეგ.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა: აპო-კეტოროლაკმა შეიძლება გამოიწვიოს თვალის ან ნერვული სისტემის პრობლემები. ეს მოიცავს დაღლილობას, დაძინების გაძნელებას, მხედველობის დაბინდვას, ტრიალის შეგრძნებას ან თავბრუსხვევას (ვერტიგო), სმენის პრობლემებს ან დეპრესიას. სიფრთხილეა საჭიროა ავტომობილის ან ისეთი ქმედებების შესრულებისას, რომლებიც მოითხოვენ ყურადღებას. თუ პაციენტს აღენიშნება ძილიანობა, თავბრუსხვევა ან გაბრუება აპო-კეტოროლაკის მიღების დროს, დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა.

პაციენტის გამოკვლევა და ანალიზები: აპო-კეტოროლაკით მკურნალობის დროს საჭიროა ექიმთან რეგულარული ვიზიტები და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი. ეს მოიცავს;

სისხლის წნევის შემოწმებას;

თვალების შემოწმებას, აპო-კეტოროლაკმა შეიძლება გამოიწივოს მხედველობის დაბინდვა ან დაქვეითება;

სისხლისა და შარდის ანალიზებს ღვიძლის, თირკმლის და სისხლის ფუნქციების შესამოწმებლად.

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს ყველა იმ პრეპარატის თაობაზე, რომელსაც იღებს პაციენტი ვიტამინების, მინერალების, ბუნებრივი დანამატების ან ალტერნატიული მედიკამენტების ჩათვლით.

წამლების სერიოზული ურთიერთქმედებები

დაუშვებელია აპო-კეტოროლაკთან ერთად მიღება:

აცეტილსალიცილის მჟავა (ASA) ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, გამოიყენება ტკივილის, ცხელების და ანთების სამკურნალოდ (მაგ.: ცელეკოქსიბი, დიკლოფენაკი, იბუპროფენი, ინდომეტაცინი, კეტოროლაკი, მელოქსიკამი, ნაპროქსენი);

პენტოქსიფილინი (ე.წ. ოქსპენტიფილინი) გამოიყენება სისხლის ცირკულაციის გასაუმჯობესებლად;

პრობენეციდი გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ;

აპო-კეტოროლაკის გამოყენებამ ამ მედიკამენტებთან ერთად შეიძლება გამოიწივოს მედიკამენტების სერიოზული ურთიერთქმედებები. საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, იღებს თუ არა ამ მედიკამენტებს.

ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტები, ასევე შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდნენ აპო-კეტოროლაკთან:

ანტაციდები, გამოიყენება კუჭის მჟავიანობის მომატების დროს;

დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტები (ანტიდეპრესანტები), მაგ.: ციტალოპრამი, ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი, სერტრალინი და ლითიუმი;

არტერიული წნევის დამწევი პრეპარატები, მაგ.: ენალაპრილი, ლიზინოპრილი, პერინდოპრილი, რამიპრილი, კანდესარტანი, ირბესარტანი, ლოზარტანი, ვალზარტანი;

მედიკამენტები, რომლებიც ამცირებენ ჭარბი სითხის დონეს (შარდმდენები), მაგ.: ფუროსემიდი და ჰიდროქლოროთიაზიდი;

სისხლის გამათხელებლენი ან სისხლის თრომბოზის საწინააღმდეგო მედიკამენტები, როგორიცაა: ვარფარინი, კლოპიდოგრელი, ჰეპარინი და დექსტრანები;

გულყრების ან ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცაა კარბამაზეპინი და ფენიტოინი;

ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი, გამოიყენება გადანერგილი ორგანოს მოცილების რისკის დასაქვეითებლად;

მეთოტრექსატი და პემეტრექსედი, გამოიყენება სხვადასხვა ტიპის კიბოს დროს;

დიგოქსინი, გამოიყენება გულის დაავადებების დროს;

კორტიკოსტეროიდები, გამოიყენება ანთების სამკურნალოდ, მაგ.: გლუკოკორტიკოიდები, როგორიცაა პრედნიზონი;

მიფეპრისტონი, გამოიყენება ორსულობის შესაწყვეტად. აპო-კეტოროლაკი არ უნდა იქნას მიღებული მფეპრისტონის მიღებიდან 8-12 დღის განმავლობაში;

მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ (ანტიბიოტიკები), როგორიცაა ამინოგლიკოზიდების და ქინოლონის ანტიბიოტიკები;

ოპიატები, გამოიყენება ტკივილის მოსახსნელად;

თიოთიქსენი, გამოიყენება შიზოფრენის სამკურნალოდ;

ალპრაზოლამი, გამოიყენება შფოთვის სიმპტომების მოსახნელად;

ზიდოვუდინი, გამოიყენება აივ ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსის პრევენციისათვის და სამკურნალოდ;

მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება კუნთების სპაზმების და წელის ტკივილის სამკურნალოდ (კუნთების რელაქსანტები);

ალკოჰოლი.

როგორ უნდა მოხდეს აპო-კეტოროლაკის მიღება

მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს ზუსტად მკურნალი ექიმის დანიშნულების მიხედვით. ექიმი დანიშნავს უმცირეს შესაძლო დოზას ყველაზე ხანმოკლე საჭირო დროის განმავლობაში.

მკურნალი ექიმი შეამოწმებს მოქმედებს თუ არა აპო-კეტოროლაკი და იწვევს თუ არა არასასურველ მოვლენებს. ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა აპო-კეტოროლაკით მკურნალობის პასუხის მიხედვით.

მუცლის სიმპტომებს შესამცირებლად მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს ჭამის შემდეგ მაშნათვე (საკვებთან ან რძესთან ერთად). თუმცა, აპო-კეტოროლაკის საკვებთან ერთად მიღებამ შეიძლება დააყოვნოს ტკივილის მოხსნა. თუ ვითარდება მუცლის სიმპტომები (დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, კუჭის ტკივილი ან დიარეა) და გრძელდება, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

მედიკამენტის მიღების შემდეგ საჭიროა 15-30 წუთის განმავლობაში ფეხზე დგომა ან მჯდომარე პოზიციაში ყოფნა. ეს ეხმარება გაღიზიანების პრევენციას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის პრობლემები.

ეს მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა. ის საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის, სიმპტომების მსგავსების მიუხედავად.

რეკომენდებული დოზა:

ტკივილის მოხსნა ოპერაციის (მათ შორის სტომატოლოგიური პროცედურების) ან მშობიარობის შემდეგ:

ჩვეულებრივი დოზაა 10 მგ ყოველ 4-6 საათში ერთხელ, საჭიროების მიხედვით.

მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა: 5 დღე.

ტკივილის მოხსნა ტრავმის შემდეგ, რომელიც იწვევს კუნთების ან სახსრების ტკივილს:

ჩვეულებრივი დოზაა 10 მგ ყოველ 4-6 საათში ერთხელ, საჭიროების მიხედვით.

მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა: 7 დღე.

დოზის გადაჭარბება:

აპო-კეტოროლაკის დოზის გადაჭარბების ნიშნები შეიძლება მოიცავდეს:

გულისრევა ან ღებინება;

აჩქარებული, ნელი ან ღრმა სუნთქვა;

მუცლის ტკივილი, წყლულები ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან;

თირკმლის პრობლემები;

სისხლის მაღალი წნევა;

კომა.

აპო-კეტოროლაკის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ მკურნალ ექიმთან, საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებაში ან ინტოქსიკაციის რეგიონულ ცენტრში მიმართვა, მაშინაც კი, თუ პაციენტის არ აღინიშნება რაიმე სიმპტომი.

დოზის გამოტოვება:

დოზის დავიწყების შემთხვევაში, საჭიროა მისი მიღება გახსენებისთანავე. მომდევნო დოზის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულ დროს. დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ..

აპო-კეტოროლაკის შესაძლო გვერდითი მოვლენები

ეს არ არის აპო-კეტოროლაკის მიღების შემდეგ ყველა შესაძლო გვერდითი მოვლენის ჩამონათვალი. თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, უნდა აცნობოს სამედიცინო სპეციალისტს:

გვერდითი მოვლენების მოიცავს:

გულისრევა, ღებინება, დიარეა, შეკრულობა, კუჭის გაღიზიანება, გულძმარვა, დისპეფსია, აირების დაგროვება;

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გაბრუება;

დაღლილობა, დაძინების გაძნელება, უჩვეულო სიზმრები;

კანზე წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება;

შფოთვა, ნევროზულობა;

წყურვილი, პირის სიმშრალე, ყელის ტკივილი, გემოს ცვლილება;

სისხლჩაქცეევები, გამონაყარი;

კუნთების ტკივილი/უნებლიე მოძრაობა/სისუსტე;

პირის წყლულები;

გაძლიერებული ოფლიანობა;

სისხლჩაქცევა;

თმის ცვენა;

გაზრდილი მგრძნობელობა სინათლეზე.

მძიმე გვერდითი მოვლენები და მათი მართვა

სიმპტომი/ეფექტი

სამედიცინო სპეციალისტთან კონსულტაცია

მედიკამენტის მიღების შეწყვეტა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა

მხოლოდ მძიმე შემთხვევაში

ყველა შემთხვევაში

ხშირი

გასტროინტესტინური (GI) პრობლემები (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლდენა, ბლოკირება, პერფორაცია, წყლულები ან ანთება): სისხლის ღებინება, შავი კუპრისფერი ან სისხლიანი განავალი, თავბრუსხვევა, კუჭის ტკივილი, ბოყინი, მადის დაკარგვა, წონის დაკლება, გულისრევა, ღებინება, შეკრულობა ან დიარეა, შემცივნება ან ცხელება

ჰიპერტენზია (სისხლის მაღალი წნევა): დაღლილობა, თავბრუსხვევა ან გულისწასვლა, მკერდის არეში ტკივილი

არახშირი

ანაფილქსია /ჰიპერმგრძნობელობა (მძიმე ალერგიული რეაქციები): უეცრად განვითარებული ხმაურიანი სუნთქვა და მკერდში ტკივილი ან მოჭერის შეგრძნება; ან ქუთუთიების, სახის, ტუჩების ან ხორხის შესივება, შეშუპება ან ანაფილქსიური რეაქცია/შოკი

ასეპტიკური მენინგიტი

(თავის ტვინის დამცავი გარსის ანთება, რომელიც არ არის გამოწვეული ინფექციით): თავის ტკივილები, კისრის გაშეშება, გულისრევა და ღებინება, ცხელება ან ცნობიერების დაბინდვა

სისხლის პრობლემები (ლეიკოციტების და/ან ერითროციტების ან თრომბოციტების რაოდენობის შემცირება): დაღლილობა ან სისუსტე, კანის სიფერმკრთალე, სისხლჩაქცევა ან სისხლდენა ჩვეულებრივზე უფრო დიდხანს, ცხელება, შემცივნება

გულის შეგუბებითი უკმარისობა (გული ვერ ტუმბავს სისხლს სათანადოდ): ქოშინი, დაღლილობა და სისუსტე, კოჭების, ფეხების და ტერფების შესივება, ხველა, სითხის შეკავება, მადის დაქვეითება, გულისრევა, სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა, ფიზიკური დატვირთვის შეეუძლებლობა

ცისტიტი (შარდის ბუსტის ინფექცია): ხშირი შარდვის სურვილი, მენჯის არეში ან წელის ქვედა ნაწილში ტკივილი, ხშირი შარდვა ღამით, შემღვეული შარდი შეიძლება სისხლით, წვის ან ტკივილის შეგრძნება შარდვის დროს.

დეპრესია (ნაღვლიანი განწყობა, რომელიც არ გადის): დაძინების გაძნელება ან ძილიანობა, მადის ან წონის ცვლილება, დაქვეითებული ლიბიდო, სუიციდური აზრები ან სუიციდი.

თირკმლის დარღვევები /პრობლემები (მათ შორის თირკმლის უკმარისობა და თირკმლის პაპილარული ნეკროზი): გულისრევა, ღებინება, ცხელება, კიდურების შეშუპება, დაღლილობა, წყურვილი, კანის სიმშრალე, გაღიზიანება, მუქი შარდი, შარდის გამოყოფის გაზრდა ან შემცირება, სისხლიანი შარდი, გამონაყარი, წონის მატება (სითხის შეკავების გამო), მადის დაკარგვა, მენტალური სტატუსის ცვლილება (ძილიანობა, ცნობიერების დაბინდვა, კომა, მტკივნეული შარდვა, შემცივნება, წელის ტკივილი)

ღვიძლის პრობლემები (ჰეპატიტის, ღვიძლის უკმარისობის, ქოლესტაზის ჩათვლით): კანისა და თვალების გაყვითლება (სიყვითლე), მუცლის ზედა მარჯვენა ნაწილში ტკივილი ან შეშუპება, გულისრევა ან ღებინება, უჩვეულო მუქი შარდი, უჩვეულო დაღლილობა

ფილტვების პრობლემები (ასთმის ჩათვლით): ქოშინის გაძლიერება, ხმაურიანი სუნთქვა, სუნთქვის გაძნელება, ხველა, მკერდში მოჭერის შეგრძნება, არარეგულარული გულისცემა, ფილტვების ინფექცია, მკერდში ტკივილი, ცხელება

მიოკარდიუმის ინფარქტი (გულის შეტევა): დამწოლი ან მოჭერითი ტკივილი ბეჭებს შორის, მკერდში, ყბაში, მარცხენა ხელში ან მუცლის ზედა ნაწილში, ქოშინი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, გაბრუება, წებოვანი კანი, ოფლიანობა, დისპეფსია, შფოთვა, გულისწასვლის შეგრძნება და შესაძლო არითმია

ინსულტი (სისხლჩაქცევა ან სისხლის თრომბი თავის ტვინში): სახის, ხელის, ან ფეხის უეცარი დაბუჟება, სისუტე ან ჩხვლეტის შეგრძნება, განსაკუთრებით სხეულის ცალ მხარეს, უეცარი თავის ტკივილი, მხედველობის დაბინდვა, ყლაპვის ან ლაპარაკის გაძნელება, ან ლეთარგია, თავბრუსხვევა, გულისწასვლა, აზროვნების პრობლემები, სიარულის პრობლემები და წონასწორობის დაკარგვა

ტინიტუსი (სმენის პრობლემები): მოიცავს რეკვის, წუილის, ტკაცუნის ან სისინის შეგრძნებას ყურებში, სმენის დაკარგვას

ვერტიგო (ძლიერი ტრიალის, თავბრუსხვევის შეგრძნება)

იშვიათი

კანის სერიოზული რეაქციები: ცხელება, ძლიერი გამონაყარი, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ბლისტერები და კანის აქერცვლა, რომელიც შეიძლება დაიწყოს პირში, ცხვირში, თვალებში და გენიტალიებზე და ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებში, სახის და/ან ფეხების შეშუპება, კანის და თვალების გაყვითლება, ქოშინი, პირის სიმშრალე, მკერდის არეში ტკივილი და დისკომფორტი, წყურვილი, შარდვის შემცირება, შარდის რაოდენობის შემცირება ან მუქი შარდი, წითელი ან მშრალი კანი ქავილით, იასამნისფერი ან წითელი ლაქები კანზე.

სიხშირე უცნობია

თვალების პროლემები: მხედველობის დაბინდვა, ცენტრალური ნაწილის მხედველობის მთლიანი ან ნაწილობრივი დაკარგვა, ფერების აღქმის დაქვეითება, მხედველობის დაქვეითება

თუ ვითარდება შემაწუხებელი სიმპტომი ან ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, ან გვერდითი მოვლენა პაციენტის ყოველდღიურ აქტივობაზე ახდენს გავლენას, საჭიროა სამედიცინო სპეციალისტთან მიმართვა.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

სამკურნალო პროდუქტების გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სავარაუდო გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში კანადის ჯანდაცვას შეიძლება ეცნობოს შემდეგი გზით:

გვერდითი მოვლენების შეტყობინების შესახებ ვებ-გვერდით (http://www.canada.ca/en/health-canada/services/drugs-health-products/medeffect-canada/adverse-reaction-reporting.html) ინფორმაციის მისაღებად, როგორ უნდა მოხდეს შეტყობინება ონლაინ, ფოსტით ან ფაქსით; ან

უფასო ტელეფონის ნომერზე: 1-866-234-2345

შენიშვნა: გვერდითი მოვლენების მართვის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, საჭიროა ჯანდაცვის სპეციალისტთან მიმართვა. კანადის უსაფრთხოების პროგრამის მიერ არ ხდება სამედიცინო ხასიათის რჩევების მიწოდება.

შენახვის წესი:

აპო-კეტოროლაკი ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-30C). ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას.

დაუშვებელია ვადაგასული მედიკამენტის ან არასაჭრო მედიკამენტების შენახვა. ისინი უნდა დაბრუნდეს სამედიცინო სპეციალისტთან.

პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

აპო-კეტოროლაკის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად:

საჭიროა სამედიცინო სპეციალისტთან მიმართვა;

სამედიცინო სპეციალისტებისათვის განკუთვნილი პროდუქტის სრული მონოგრაფიის, მოიცავს პაციენტებისათვის მედიკამენტის შესახებ ინფორმაციასაც, გაცნობა შესალებელია კანადის ჯანდაცვის ვებ-გვერდზე: (https://www.canada.ca/ en/health-canada/services/drugs-health-products/drug-products/ drug-product-database.html) მწარმოებლის ვებ-გვერდზე: http://www/apotex.ca/products ან ტელეფონზე დარეკვით: 1-800-667-4708.

აღნიშნული ინსტრუქცია მომზადდა: აპოტექს ინკ, ტორონტო, ონტარიო, M9L 1T9.

უკანასკნელი შესწორების თარიღი: 05 ოქტომბერი, 2023.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა