ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტივირუსული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

აპო-ვალაციკლოვირი

ᴾʳAPO-VALACYCLOVIR

რეცეპტით1000მგინსტრუქცია ქართულადკანადა
რისთვის გამოიყენება

აპო-ვალაციკლოვირი) წარმოადგენს ანტივირუსულ პრეპარატს. ის გამოიყენება ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების სამკურნალოდ: სარტყლისებრი ლიქენის (ჰერპეს ზოსტერის) მკურნალობა აპო-ვალაციკლოვირი გამოიყენება სარტყლისებრი ლიქენის (ჰერპეს ზოსტერის) სამკურნალოდ. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ვალაციკლოვირი (valaciclovir)
ფორმა და შეფუთვა
1000მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №21 (7X3)
მწარმოებელი
Apotex Inc., კანადა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტივირუსული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ნუკლეოზიდები და ნუკლეოტიდები უკუტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორების გარდა
ATC კოდი
J05AB11
რეგისტრაციის ნომერი
რ-046126
რეგისტრირებულია
7 აგვისტო 2026, მოქმედებს 7 აგვისტო 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
ურთიერთქმედების შემოწმებააპო-ვალაციკლოვირი და სხვა წამალი ერთად

აპო-ვალაციკლოვირი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

აპო-ვალაციკლოვირი) წარმოადგენს ანტივირუსულ პრეპარატს. ის გამოიყენება ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების სამკურნალოდ:

სარტყლისებრი ლიქენის (ჰერპეს ზოსტერის) მკურნალობა

აპო-ვალაციკლოვირი გამოიყენება სარტყლისებრი ლიქენის (ჰერპეს ზოსტერის) სამკურნალოდ. სარტყლისებრ ლიქენს იწვევს varicella-zoster-ის ვირუსი, რომელიც აზიანებს ნერვებსა და კანს. აპო-ვალაციკლოვირი ხელს უწყობს ვირუსის გამრავლების შეწყვეტას, აქედან გამომდინარე, ამცირებს მის მიერ გამოწვეულ დაზიანებას.

გენიტალური ჰერპესის მკურნალობა ან სუპრესია

აპო-ვალაციკლოვირი გამოიყენება გენიტალური ჰერპესის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია მარტივი ჰერპესის ვირუსით (HSV).

მარტივი ჰერპესის ვირუსი (HSV) იწვევს სითხით სავსე ბუშტუკების წარმოქმნას სასქესო მიდამოებში, რომლებიც შემდეგ გარდაიქმნება წყლულებად, რასაც შესაძლოა თან ახლდეს ქავილი ან ტკივილის შეგრძნება. ბუშტუკები შეიცავს HSV-ის ბევრ ნაწილაკს. აპო-ვალაციკლოვირი ხელს უწყობს HSV-ის გამრავლების შეწყვეტას, რაც თავის მხრივ ამცირებს კანიდან და ლორწოვანი მემბრანებიდან ვირუსის გამოყოფის დროს. პრეპარატი, ასევე, ამცირებს მტკივნეული ბუშტუკების რაოდენობას და ხელს უწყობს მათ სწრაფად ალაგებას.

თუ პაციენტი აპო-ვალაციკლოვირის მიღებას დაიწყებს ინფექციის განვითარების დაწყებისთანავე, შესაძლოა, თავიდან იქნეს აცილებული ბუშტუკების განვითარება. მკურნალობის ამ ტიპს ეწოდება ეპიზოდური თერაპია.

შესაძლებელია აპო-ვალაციკლოვირის ყოველდღიურად მიღება, ამით ხდება HSV-ის ინფექციის რეციდივის პრევენცია. ასეთი ტიპის მკურნალობას ეწოდება სუპრესორული (დამთრგუნველი) თერაპია.

ვირუსის გამოთავისუფლება, ხილული სიმპტომების გამოვლენის გარეშე, შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ადგილას “ბოქსიორის შორტის” არეში (წელის ქვედა ნაწილიდან ბარძაყების ზედა ნაწილამდე, მათ შორის დუნდულა კუნთებზეც). ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია გენიტალური ჰერპესის გადაცემა კანიდან კანზე კონტაქტით “ბოქსიორის შორტის” არიდან, ბუშტუკების არარსებობის შემთხვევაშიც კი.

აპო-ვალაციკლოვირი ხელს უწყობს HSV-ის გამრავლების შეწყვეტას, რაც თავის მხრივ ამცირებს ვირუსის კანსა და ლორწოვან გარსებზე გამოთავისუფლების დროს.

გენიტალური ჰერპესის ინფექციის გადაცემის შეფერხება

აპო-ვალაციკლოვირის ყოველდღიურად მიღება და სქესობრივი კავშირისას უსაფრთხოების დაცვა მნიშვნელოვნად ამცირებს გენიტალური ჰერპესის პარტნიორზე გადაცემის რისკს. ასეთი ტიპის მკურნალობას მიმართავენ დაავადების გადაცემის შესამცირებლად.

ზოგჯერ მარტივი ჰერპესის ვირუსი (HSV) შეიძლება გამოთავისუფლდეს კანიდან იმ დონით, რაც არასაკმარისია ბლისტერების გამოსაწვევად – ამას ეწოდება ვირუსის გამოყოფა.

ტუჩის ჰერპესის (ლაბიალური ჰერპესის) მკურნალობა

აპო-ვალაციკლოვირი გამოიყენება ტუჩის ჰერპესის (ლაბიალური ჰერპესის) სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია მარტივი ჰერპეს ვირუსის (HSV) მიერ.

ტუჩის ჰერპესი წარმოადგენს მცირე ზომის სითხით სავსე ბუშტუკებს, რომლებიც ვითარდება პირის ღრუსა და მის გარშემო. ბუშტუკები სკდება და წარმოიქმნება წყლულები, რომლებიც შესაძლოა იწვევდეს ქავილს ან ტკივილის შეგრძნებას. ბუშტუკები შეიცავს ძალიან ბევრ HSV-ის ნაწილაკებს. ტუჩის ჰერპესი შეიძლება გადაეცეს კოცნით ან დაინფიცირებული კანის მიდამოსთან სხვა სახის ფიზიკური კონტაქტით.

აპო-ვალაციკლოვირი ხელს უწყობს HSV-ის გამრავლების შეწყვეტას, რაც ამცირებს ვირუსის გამოყოფის დროს კანსა და ლორწოვან გარსებზე. ის, ასევე, ამცირებს მტკივნეული ბუშტუკების რაოდენობას და ხელს უწყობს მათ სწრაფად ალაგებას.

როგორ მოქმედებს აპო-ვალაციკლოვირი?

აპო-ვალაციკლოვირი მოქმედებს ორგანიზმში ჰერპესის ვირუსის გამრავლების უნარის დაქვეითებით. აპო-ვალაციკლოვირი არ კურნავს ჰერპესულ ინფექციას.

აპო-ვალაციკლოვირის ინგრედიენტები

აქტიური ნივთიერება: ვალაციკლოვირის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატი.

დამხმარე ნივთიერებები: კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, ინდიგოტინის ალუმინის ლაქი ლურჯი #2 (მხოლოდ 500 მგ), პოლიეთილენგლიკოლი, სტეარის მჟავა, და ტიტანის დიოქსიდი.

აპო-ვალაციკლოვირი მოწოდებულია შემდეგი დოზირებით ფორმებით:

ტაბლეტები, 500 მგ და 1000 მგ.

მიღების წესი და დოზირება

აპო-ვალაციკლოვირის მიღება უნდა მოხდეს სამედიცინო სპეციალისტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული რა რაოდენობით, ან რა სიხშირით უნდა მიიღოს ტაბლეტები, საჭიროა სამედეცინო სპეციალისტთან მიმართვა.

არ შეიძლება დანიშნული დოზის ან მისი მიღების სიხშირის გაზრდა ან შემცირება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

პაციენტმა თვითნებურად არ უნდა გაზარდოს ან შეამციროს დანიშნული დოზა ან სიხშირე, თუ არ არის სამედიცინო სპეციალისტის რეკომენდაცია.

სარტყლისებრი ლიქენის (ჰერპეს ზოსტერის), გენიტალური ჰერპესის (საწყისი და რეციდიული ეპიზოდები) და ტუჩის ჰერპესის დროს მკურნალობის საუკეთესო ეფექტის მისაღწევად აპო-ვალაციკლოვირის ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს სიმპტომების გამოვლენიდან რაც შეიძლება სწრაფად.

ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, მცირე რაოდენობით წყალთან ერთად. აპო-ვალაციკლოვირით მკურნალობის დრო მნიშვნელოვანია საკმარისი რაოდენობით სითხის მიღება, რათა არ მოხდეს დეჰიდრატაცია. მედიკამენტის მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე მის გარეშე.

რეკომენდებული დოზა:

სარტყლისებრი ლიქენი (ჰერპეს ზოსტერი):

სარტყლისებრი ლიქენის მკურნალობისას, აპო-ვალაციკლოვირის ჩვეულებრივი დოზა არის 1000 მგ პერორალურად სამჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში. პაციენტების უმეტესობა პირველ დოზას იღებს დილით ადგომისას, მეორე დოზას - შუადღეს და მესამეს – ღამით, ძილის წინ. დღის განმავლობაში დოზის თანაბრად განაწილება დღის განმავლობაში ხელს უწყობს გამონაყარისა და დისკომფორტის შემცირებას.

გენიტალური ჰერპესი:

ეპიზოდური თერაპია

ეპიზოდური თერაპია მოიცავს აპო-ვალაციკლოვირის მიღებას გარკვეული დღეების განმავლობაში გამწვავების დროს. რათა დაჩქარდეს ბუშტუკების შეხორცება, შემცირდეს ტკივილისა და დისკომფორტის ხანგრძლივობა და დაქვეითდეს ვირუსის გამოყოფა (სტადია, რომლის დროსაც გამოიყოფა ვირუსი). თუ მკურნალობა აპო-ვალაციკლოვირით იწყება წყლულების განვიტარებამდე, შეიძლება წყლულები აღარ განვითარდეს.

გენიტალური ჰერპესის საწყისი (პირველი) ეპიზოდის მკურნალობისას აპო-ვალაციკლოვირის საწყისი დოზა ჩვეულებრივ არის 1000 მგ პერორალურად ორჯერ დღეში. ჩვეულებრივ მკურნალობა გრძელდება 10 დღე.

გენიტალური ჰერპესის რეციდიული ეპიზოდის მკურნალობისას ჩვეულებრივი დოზა არის 500 მგ აპო-ვალაციკლოვირი პერორალურად ორჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში. პირველი დოზა მიიღება დილით და მეორე - საღამოს. აპო-ვალაციკლოვირის ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს მაშინვე, როდესაც პაციენტს განუვითარდება გამწვავების ნიშნები (როოგორიცაა, მაგ.: ქავილი, წვა, შესივება ან ტკივილი სასქესო ორგანოების მიდამოში), რაც ფაქტობრივად აფერხებს ბუშტუკების განვითარებას.

სუპრესორული თერაპია

სუპრესორული თერაპია მოიცავს აპო-ვალაციკლოვირის მიღებას ყოველდღე, რათა მოხდეს გენიტალური ჰერპესის გამწვავების პრევენცია. ის არ კურნავს გენიტალურ ჰერპესს, მაგრამ შეიძლება მოახდინოს გენიტალური ჰერპესის გამწვავების დაწყების პრევენცია.

სუპრესორულმა თერაპიამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს გამწვავებების სიხშირე, თუმცა მკურნალობის შედეგები ინდივიდუალურია. ბევრ პაციენტს არ უვითარდება რეციდივი სუპრესორული თერაპიის დროს.

გენიტალური ჰერპესის სუპრესიისათვის აპო-ვალაციკლოვირის დოზა ჩვეულებრივ არის 1000 მგ პერორალურად ერთხელ დღეში. თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება რეციდივის 9 ან უფრო ნაკლები ეპიზოდი ერთი წლის განმავლობაში, ექიმმა შეიძლება დანიშნოს ალტერნატიული დოზა – 500 მგ პერორალურად, ერთხელ დღეში. ამ მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს ყოველდღე და საჭიროა მკურნალი ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინება.

გენიტალური ჰერპესის სუპრესიისთვის აივ-ინფიცირებულ პაციენტებში, რომელთა CD4 უჯრედების რაოდენობა შეადგენს >100 უჯრედი/მმ3, აპო-ვალაციკლოვირის რეკომენდებული დოზა არის 500 მგ პერორალურად ორჯერ დღეში.

გადაცემის შემცირება

ყოველდღე აპო-ვალაციკლოვირის მიღება უსაფრთხო სქესობრივ კავშირთან კომბინაციაში ასევე ამცირებს გენიტალური ჰერპესის გადაცემის რისკს პაციენტის სქესობრივი პარტნიორისათვის.

გენიტალური ჰერპესის გადაცემის შემცირებისთვის პაციენტებში, რომლებსაც წელიწადში აღენიშნებათ 9 ან უფრო ნაკლები რეციდივის ეპიზოდი, აპო-ვალაციკლოვირის ჩვეულებრივი დოზა პაციენტის ინფექციის მქონე პარტნიორისთვის შეადგენს 500 მგ-ს ერთხელ დღეში. აღსანიშნავია, რომ გენიტალური ჰერპესით დაინფიცირების შესამცირებლად გამოყენებული ვალაციკლოვირის ჰიდროქლორიდის ეფექტიანობა არ გამოვლენილა პაციენტებში, რომლებსაც ჰყავთ მრავალი პარტნიორი, ასევე, არაჰეტეროსექსუალ წყვილებში და იმ წყვილებში, რომლებიც არ მიმართავენ უსაფრთხო სქესობრივ კავშირს.

ტუჩის ჰერპესი (ლაბიალური ჰერპესი)

ტუჩის ჰერპესის მკურნალობისას აპო-ვალაციკლოვირის ჩვეულებრივი დოზა არის 2000 მგ პერორალურად ორჯერ დღეში 1 დღის განმავლობაში (24 საათიანი პერიოდი). მეორე დოზის მიღება შეიძლება პირველის მიღებიდან დაახლოებით 12 საათის შემდეგ, მაგრამ პირველი დოზის მიღებიდან არანაკლებ 6 საათში. არ შეიძლება 1 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მკურნალობა. აპო-ვალაციკლოვირის მიღება უნდა მოხდეს მაშინვე, როდესაც პაციენტს განუვითარდება გამწვავების ნიშნები (როგორიცაა, მაგ.: ჩხვლეტის შეგრძნება, ქავილი ან წვა).

უკუჩვენებები

აპო-ვალაციკლოვირის გამოყენება დაუშვებელია, თუ პაციენტი ალერგიულია ან აღენიშნებოდა უარყოფითი რეაქცია ვალაციკლოვირის, აციკლოვირის ან აპო-ვალაციკლოვირის შემადგენელი სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. “აპო-ვალაციკლოვირის ინგრედიენტები”). მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნებოდა ალერგიული რეაქცია რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ნივთიერების მიმართ.

გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად და სათანადოდ გამოსაყენებლად საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია აპო-ვალაციკლოვირის მიღების დაწყებამდე. მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს ჯანმრთელობის ნებისმიერი მდგომარეობის ან პრობლემის შესახებ, რომელიც აღენიშნება პაციენტს, მათ შორის:

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის პრობლემები ან არის 65 წლის ან მეტის ასაკის. ასეთ შემთხვევაში სამედიცინო სპეციალისტმა შეიძლება დანიშნოს აპო-ვალაციკლოვირის უფრო მცირე დოზა;

თუ პაციენტს ღვიძლის დაავადება აქვს;

თუ პაციენტს სუსტი იმუნური სისტემა;

თუ პაციენტი არის ორსულად ან გეგმავს ორსულობას. მკურნალი ექიმი გაითვალისწინებს აპო-ვალაციკლოვირის მიღების სარგებელს დედისთვის და რისკებს ბავშვისთვის;

თუ პაციენტი არის მეძუძური დედა ან გეგმავს ძუძუთი კვებას. საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია აპო-ვალაციკლოვირის მიღებამდე, რადგან მედიკამენტის ინგრედიენტები გამოიყოფა დედის რძეში.

სხვა გაფრთხილებები, რომელთა შესახებ უნდა იცოდეს პაციენტმა:

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის დაწყებამდე საჭიროა სიფრთხილე და დაკვირვება, თუ როგორ გრძნობს პაციენტი თავს აპო-ვალაციკლოვირის მიღებისას

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს ყველა მედიკამენტის შესახებ, რომლესაც იღებს პაციენტი, ვიტამინების, მინერალების, ბუნებრივი დანამატების ან ალტერნატიული მედიკამენტების ჩათვლით.

გვერდითი მოვლენები

გულისრევა

ღებინება

დიარეა

მუცლის ტკივილი

სუსტი თავის ტკივილი

ეს გვერდითი მოვლენები ძირითადად სუსტია და ჩვეულებრივ არ იწვევს აპო-ვალაციკლოვირით მკურნალობის შეწყვეტას.

თუ პაციენტის მდგომარეობა უარესდება ან ყველა ტაბლეტის მიღების შემდეგ თავს უკეთესად არ გრძნობს, საჭიროა სამედიცინო სპეციალისტთან რაც შეიძლება სწრაფად მიმართვა.

აპო-ვალაციკლოვირიმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს:

ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (უჯრედები მონაწილეობს ინფექციებთან ბრძოლაში). ეს ძირითადად აღწერილია პაციენტებში, რომლებსაც დაბალი რეზისტენტობა აქვთ ინფექციის მიმართ.

შეიძლება შეცვალოს ღვიძლის ფუნქციის ანალიზების შედეგები. ეს წარმოადგენს სისხლის ანალიზს, რომლის მიხედვითაც ექიმი აფასებს ღვიძლის მუშაობას.

თუ აპო-ვალაციკლოვირით მკურნალობის შედეგად აღინიშნა მნიშვნელოვანი ცვლილებები, მაშინ მკურნალი ექიმი მიიღებს შესაბამის ზომებს.

სერიოზული გვერდითი მოვლენები და მათი მართვა

სიმპტომი/ეფექტი

კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან

მედიკამენტის მიღების შეწყვეტა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა

მხოლოდ მძიმე შემთხვევაში

ყველა შემთხვევაში

იშვიათი

ფსიქიკური და ცენტრალური ნერვული სისტემის ეფექტები: თავბრუსხვევა, ცნობიერების დაბინდვა, შფოთვა, ჰალუცინაციები (არარსებული საგნების დანახვა და მოსმენა), ცნობიერების დაქვეითება. ჩვეულებრივ აღინიშნება თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტებში ან ხანდაზმულებში

სიხშირე უცნობია

სისხლის შედედების დარღვევა: სისხლჩაქცევა, სისხლდენა (ღრძილებიდან), ცხელება, დაღლილობა, თავის ტკივილი, ცნობიერების დაბინდვა, დაბუჟება, დამბლა.

ერითროციტების დაშლა, რაც განაპირობებს ანემიას: სისხლიანი ფაღარათი, მუცლის ტკივილი, დაღლილობა, გულისრევა, ღებინება, ცნობიერების დაბინდვა, ხელებისა და ფეხების შეშუპება.

წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS) (კანის სერიოზული რეაქცია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ერთ ან მეტ ორგანიზე): ცხელება, ძლიერი გამონაყარი, კანის აქერცვლა, სახის შესივება, ლიმგური ჯირკვლების შესივება, გრიპისმსგავსი სიმპტომები, ყვითელი ფერის კანის ან თვალები, ქოშინი, მშრალი ხველა, ტკივილი მკერდში ან დისკომფორტი, წყურვილის შეგრძნება, შარდვის შემცირება, დიურეზის შემცირება.

თირკმლის ტკივილი (ტკივილი გვერდში, ნეკნებსა და თეძოს შორის ან თირკმლის არეში წელში), თირკმლის უკმარისობა

ფსიქიკური და ცენტრალური ნერვული სისტემის სიმპტომები:

ტრემორი, სხეულის მოძრაობების კოორდინაციის დაკარგვა,

ლაპარაკის გაძნელება,

მძიმე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, რომლის დროსაც

ადამიანი კარგავს კონტაქტს რეალობასთან და ვერ ახერხებს აზროვნებას და

ნათლად განსჯას,

გულყრები, თავის ტვინის ფუნქციის დარღვევა,

ცნობიერების დაკარგვა. ეს ჩვეულებრივ აღინიშნება თირკმლის პრობლემების მქონე ადამიანებში ან ხანდაზმულებში.

გამონაყარი, მათ შორის კანის გაზრდილი მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ.

მძიმე ალერგიული რეაქციები: კვანძოვანი გამონაყარი ქავილით; შეშუპება, ზოგჯერ სახის ან პირის, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას ან ცნობიერების დაკარგვას.

ქოშინი

თუ ვითარდება შემაწუხებელი სიმპტომი ან ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, ან გვერდითი მოვლენა პაციენტის ყოველდღიურ აქტივობაზე ახდენს გავლენას, საჭიროა სამედიცინო სპეციალისტთან მიმართვა.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

სამკურნალო პროდუქტების გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სავარაუდო გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში კანადის ჯანდაცვას შეიძლება ეცნობოს შემდეგი გზით:

გვერდითი მოვლენების შეტყობინების შესახებ ვებგვერდით (http://www.canada.ca/en/health-canada/services/drugs-health-products/medeffect-canada/adverse-reaction-reporting.html) ინფორმაციის მისაღებად, როგორ უნდა მოხდეს შეტყობინება ონლაინ, ფოსტით ან ფაქსით; ან

უფასო ტელეფონის ნომერზე: 1-866-234-2345

შენიშვნა: გვერდითი მოვლენების მართვის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, საჭიროა ჯანდაცვის სპეციალისტთან მიმართვა. კანადის უსაფრთხოების პროგრამის მიერ არ ხდება სამედიცინო ხასიათის რჩევების მიწოდება.

შენახვა:

აპო-ვალაციკლოვირი ინახება 15-30ºC ტემპერატურაზე. ტაბლეტები ინახება სითბოს პირდაპირი ზემოქმედებისა და მაღალი ტენიანობისაგან დაცულ ადგილას.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ შეიძლება ტაბლეტების მიღება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.

დამატებითი ინფორმაცია გენიტალური ჰერპესის შესახებ

რა არის გენიტალური ჰერპესი?

გენიტალური ჰერპესი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა, რომელიც გამოწვეულია მარტივი ჰერპესის ვირუსით (HSV). იმავე ტიპის ვირუსი იწვევს მტკივნეულ ტუჩის ჰერპესს ან ცხელებით მიმდინარე ბუშტუკოვან გამონაყარს. გენიტალური ჰერპესით დაავადება შეიძლება ჰერპესით დაავადებულ ადამიანთან სქესობრივი კონტაქტის შემთხვევაში (კანით კანთან კონტაქტი, მათ შორის სქესობრივი, ანალური და/ან ორალური). გენიტალური ჰერპესი ყოველთვის არ ვლინდება სასქესო ორგანოებზე. მამაკაცშიც და ქალშიც ის შეიძლება გამოვლინდეს “ბოქსიორის შორტების” მიდამოს ნებისმიერ ადგილზე (წელიდან ქვემოთ ბარძაყების ზედა ნაწილებამდე, მათ შორის, დუნდულებზე).

არსებობს თუ არა გენიტალური ჰერპესის გამწვავების გამაფრთხილებელი ნიშნები?

ბევრ ადამიანს აქვს გენიტალური ჰერპესი, თუმცა არ იცის ამის შესახებ. ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი ნიშანი და სიმპტომი, რომელიც მიუთითებს გენიტალური ჰერპესის გამწვავებაზე:

სასქესო ორგანოების შეშუპება, ტკივილი, ქავილი ან წვის შეგრძნება;

სიწითლე, მცირე ზომის ბუშტუკები ან წყლულები;

შარდვის დროს წვის შეგრძნება;

გამონადენი სასქესო ორგანოებიდან;

კუნთების ტკივილი, დაღლილობა ან თავის ტკივილი.

გენიტალური ჰერპესი არ იკურნება. როდესაც ჰერპესის ვირუსი შეაღწევს ორგანიზმში, ის რჩება ცხოვრების მანძილზე და პერიოდულად არის აქტიურ (გამწვავება ან ვირუსის გამოყოფა) და არააქტიურ ფაზაში.

გამწვავების რეციდივის მიზეზები ჯერ კიდევ უცნობია. ზოგიერთმა პაციენტმა იცის, თუ რა იწვევს მისი დაავადების გამწვავებას, ზოგმა - არა. ფაქტორები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ვირუსის გააქტიურება, არის ძილის ნაკლებობა, ცუდი კვება, სტრესი და მენსტრუაცია.

პაციენტი უნდა დააკვირდეს, იწვევს თუ არა ეს ფაქტორები ინფექციის რეციდივს, რადგან შესაძლებელია ზოგიერთი მათგანისგან თავის არიდება. აპო-ვალაციკლოვირის (ვალაციკლოვირის ჰიდროქლორიდი) ტაბლეტების მიღება ასეთი ნიშნების გამოვლენისთანავე, ხელს უშლის ბუშტუკების განვითარებას.

როგორ ხდება გენიტალური ჰერპესით დაინფიცირება?

გენიტალური ჰერპესი ერთი ადამიანიდან მეორეს გადაეცემა პირდაპირი ინტიმური კონტაქტით. ის შეიძლება გადაეცეს სქესობრივი გზით, პირდაპირი კონტაქტით ბუშტუკებთან ან წყლულებთან, რომლებიც შეიცავენ დამაინფიცირებელი ვირუსის ნაწილაკებს. ის ასევე შეიძლება გადაეცეს კანით კანთან კონტაქტით, “ბოქსიორის შორტის“ მიდამოში, ბუშტუკების არარსებობის შემთხვევაშიც კი, რადგან ვირუსი შეიძლება აქტიური იყოს კანის სიმპტომების გარეშეც.

მცირე ზომის ჭრილობები ან ნაკაწრები კანზე და ლორწოვან მემბრანებზე ხელს უწყობს ორგანიზმში ვირუსის ადვილად შეღწევას. ამის დანახვა შეუძლებელია შეუიარაღებელი თვალით.

გენიტალური ჰერპესის გავრცელება არ ხდება ხელის ჩამორთმევით, საპირფარეშოდან, საცურაო აუზიდან, საუნიდან, აბაზანიდან ან სისხლის ტრანსფუზიის გზით.

შესაძლებელია თუ არა გენიტალური ჰერპესით სხვა ადამიანის დაინფიცირება?

დიახ. მნიშვნელოვანია, პაციენტს ახსოვდეს, რომ კანზე ვირუსის გამოყოფა ხდება ყოველგვარი სიმპტომის ან ნიშნის გარეშეც. აქედან გამომდინარე, მან შეიძლება გადასდოს ჰერპესი თავის პარტნიორს კანით კანთან კონტაქტის გზით “ბოქსიორის შორტის” მიდამოში, ბუშტუკების და წყლულების არარსებობის შემთხვევაშიც კი. 70% შემთხვევებში გენიტალური ჰერპესი გადაეცემა მაშინაც, როდესაც არ აღინიშნება რაიმე სიმპტომები ან ნიშნები.

როგორ შეიძლება გენიტალური ჰერპესის სხეულის სხვა ადგილებზე ან სხვა ადამიანებზე გავრცელების რისკის შემცირება?

გენიტალური ჰერპესის არსებობის შემთხვევაში არ არის საჭირო სქესობრივი კონტაქტის შეზღუდვა. ქვემოთ ჩამოთვლილია ზომები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა, რათა შემცირდეს დაინფიცირების რისკი:

თუ პაციენტს აქვს გენიტალური ჰერპესი გამწვავების ფაზაში ან ფიქრობს, რომ შესაძლოა გაუმწვავდეს ინფექცია, საჭიროა სქესობრივი კონტაქტისგან თავის შეკავება;

საჭიროა ლატექსის ან პოლიურეთანის პრეზერვატივის გამოყენება ყოველი სქესობრივი კავშირის დროს, მაშინაც კი თუ არ არის ინფექციის ნიშნები;

არ შეიძლება ბუშტუკების ან წყლულების გახეთქვა ან ხელით შეხება და წარმოქმნილი ფუფხის მოცილება;

ბუშტუკებთან, წლულებთან ან ფუფხთან ყოველი შეხების შემდეგ საჭიროა ხელების დაბანა;

თუ პაციენტს ან მის პარტნიორს აქვს გენიტალური ჰერპესის აქტიური ინფექცია (ან მისი გამაფრთხილებელი ნიშნები) საჭიროა ბუშტუკებთან ან წყლულებთან კონტაქტისაგან თავის არიდება.

უსაფრთხო სქესობრივ კავშირთან, მათ შორის, პრეზერვატივების გამოყენებასთან ერთად აპო-ვალაციკლოვირის თერაპია ყოველდღე ამცირებს გენიტალური ჰერპესის გადაცემის რისკს პარტნიორისათვის.

პაციენტისთვის და მისი პარტნიორისთვის საუკეთესო არჩევანის გასაკეთებლად საჭიროა მკურნალ ექიმთან მიმართვა.

გენიტალური ჰერპესი და ორსულობა

არ არის მონაცემები, რომ გენიტალური ჰერპესი გავლენას ახდენს მამაკაცის ან ქალის ნაყოფიერებაზე. ის, ასევე, სავარაუდოდ არ იწვევს ორსულობის გართულებას. ზემოთ ხსენებული ზომების მიღება ამცირებს ორსულობის დროს გენიტალური ჰერპესის გადაცემის რისკს. სპეციალური სიფრთხილის ზომებია საჭირო ფეხმძიმობის დროს, რომ არ მოხდეს ორსულისთვის ჰერპესის გადაცემა, თუ მის პარტნიორს აქვს გენიტალური ჰერპესი. საჭიროა სიფრთხილე მშობიარობის დროს, თუ პაციენტს აღენიშნება აქტიური ინფექცია. მკურნალობის არსებული ვარიანტები განხილულ უნდა იქნეს მკურნალ ექიმთან.

გენიტალური ჰერპესის მკურნალობა (მართვა)

გენიტალური ჰერპესის სამართავად არსებობს აპო-ვალაციკლოვირით მკურნალობის 3 განსხვავებული გზა.

საჭიროა მკურნალ ექიმთან მიმართვა აპო-ვალაციკლოვირით მკურნალობასთან და პარტნიორზე გენიტალური ჰერპესის გადაცემასთან დაკავშირებით კითხვების არსებობისას. მკურნალი ექიმი შეარჩევს პაციენტისთვის საუკეთესო მკურნალობას.

აპო-ვალაციკლოვირის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად:

საჭიროა სამედიცინო სპეციალისტთან მიმართვა;

სამედიცინო სპეციალისტებისათვის განკუთვნილი პროდუქტის სრული მონოგრაფიის, მოიცავს პაციენტებისათვის მედიკამენტის შესახებ ინფორმაციასაც, გაცნობა შესალებელია კანადის ჯანდაცვის ვებგვერდზე: (https://www.canada.ca/ en/health-canada/services/drugs-health-products/drug-products/ drug-product-database.html); მწარმოებლის ვებგვერდზე: http://www/apotex.ca/products ან ტელეფონზე დარეკვით: 1-800-667-4708.

აღნიშნული ინსტრუქცია მომზადდა: აპოტექს ინკ, ტორონტო, ონტარიო, M9L 1T9.

უკანასკნელი შესწორების თარიღი: 2023 წლის 13 ივნისი.

ჭარბი დოზა

თუ პაციენტი ან მომვლელი ფიქრობს, რომ პაციენტმა მიიღო დიდი რაოდენობით აპო-ვალაციკლოვირი, დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს სამედიცინო სპეციალისტს, საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას ან ინტოქსიკაციის კონტროლის რეგიონულ ცენტრს, სიმპტომების არარსებობის მიუხედავად.

დოზის გამოტოვება:

მედიკამენტის დოზის გამოტოვებისას დავიწყებული დოზა უნდა იქნეს გამოტოვებული. შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს შემდეგ დღეს ჩვეულ დროს. დაუშვებელია დოზის გაორმაგება.

აპო-ვალაციკლოვირის შესაძლო გვერდითი მოვლენები

ეს არ არის ყველა შესაძლო გვერდითი მოვლენა, რომელიც შეიძლება განვითარდეს აპო-ვალაციკლოვირით მკურნალობის დროს. თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, უნდა აცნობოს სამედიცინო სპეციალისტს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

საჭიროა ინსტრუქციის გაცნობა მედიკამენტის უსაფრთხო და ეფექტიანი გამოყენებისათვის

Pაპო-ვალაციკლოვირი

ვალაციკლოვირის ტაბლეტები (ვალაციკლოვირის ჰიდროქლორიდი)

საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა აპო-ვალაციკლოვირის მიღების დაწყებამდე და ყოველთვის მკურნალობის ხელახლა დაწყებამდე.. ინსტრუქცია წარმოადგენს შეჯამებას და არ მოიცავს სრულ ინფორმაციას მედიკამენტის შესახებ. საჭიროა სამედიცინო სპეციალისტთან კონსულტაცია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის, და აპო-ვალაციკლოვირის შესახებ ახალი ინფორმაციის მისაღებად.

რისთვის გამოიყენება აპო-ვალაციკლოვირი?

აპო-ვალაციკლოვირი) წარმოადგენს ანტივირუსულ პრეპარატს. ის გამოიყენება ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების სამკურნალოდ:

სარტყლისებრი ლიქენის (ჰერპეს ზოსტერის) მკურნალობა

აპო-ვალაციკლოვირი გამოიყენება სარტყლისებრი ლიქენის (ჰერპეს ზოსტერის) სამკურნალოდ. სარტყლისებრ ლიქენს იწვევს varicella-zoster-ის ვირუსი, რომელიც აზიანებს ნერვებსა და კანს. აპო-ვალაციკლოვირი ხელს უწყობს ვირუსის გამრავლების შეწყვეტას, აქედან გამომდინარე, ამცირებს მის მიერ გამოწვეულ დაზიანებას.

გენიტალური ჰერპესის მკურნალობა ან სუპრესია

აპო-ვალაციკლოვირი გამოიყენება გენიტალური ჰერპესის სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია მარტივი ჰერპესის ვირუსით (HSV).

მარტივი ჰერპესის ვირუსი (HSV) იწვევს სითხით სავსე ბუშტუკების წარმოქმნას სასქესო მიდამოებში, რომლებიც შემდეგ გარდაიქმნება წყლულებად, რასაც შესაძლოა თან ახლდეს ქავილი ან ტკივილის შეგრძნება. ბუშტუკები შეიცავს HSV-ის ბევრ ნაწილაკს. აპო-ვალაციკლოვირი ხელს უწყობს HSV-ის გამრავლების შეწყვეტას, რაც თავის მხრივ ამცირებს კანიდან და ლორწოვანი მემბრანებიდან ვირუსის გამოყოფის დროს. პრეპარატი, ასევე, ამცირებს მტკივნეული ბუშტუკების რაოდენობას და ხელს უწყობს მათ სწრაფად ალაგებას.

თუ პაციენტი აპო-ვალაციკლოვირის მიღებას დაიწყებს ინფექციის განვითარების დაწყებისთანავე, შესაძლოა, თავიდან იქნეს აცილებული ბუშტუკების განვითარება. მკურნალობის ამ ტიპს ეწოდება ეპიზოდური თერაპია.

შესაძლებელია აპო-ვალაციკლოვირის ყოველდღიურად მიღება, ამით ხდება HSV-ის ინფექციის რეციდივის პრევენცია. ასეთი ტიპის მკურნალობას ეწოდება სუპრესორული (დამთრგუნველი) თერაპია.

ვირუსის გამოთავისუფლება, ხილული სიმპტომების გამოვლენის გარეშე, შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ადგილას “ბოქსიორის შორტის” არეში (წელის ქვედა ნაწილიდან ბარძაყების ზედა ნაწილამდე, მათ შორის დუნდულა კუნთებზეც). ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია გენიტალური ჰერპესის გადაცემა კანიდან კანზე კონტაქტით “ბოქსიორის შორტის” არიდან, ბუშტუკების არარსებობის შემთხვევაშიც კი.

აპო-ვალაციკლოვირი ხელს უწყობს HSV-ის გამრავლების შეწყვეტას, რაც თავის მხრივ ამცირებს ვირუსის კანსა და ლორწოვან გარსებზე გამოთავისუფლების დროს.

გენიტალური ჰერპესის ინფექციის გადაცემის შეფერხება

აპო-ვალაციკლოვირის ყოველდღიურად მიღება და სქესობრივი კავშირისას უსაფრთხოების დაცვა მნიშვნელოვნად ამცირებს გენიტალური ჰერპესის პარტნიორზე გადაცემის რისკს. ასეთი ტიპის მკურნალობას მიმართავენ დაავადების გადაცემის შესამცირებლად.

ზოგჯერ მარტივი ჰერპესის ვირუსი (HSV) შეიძლება გამოთავისუფლდეს კანიდან იმ დონით, რაც არასაკმარისია ბლისტერების გამოსაწვევად – ამას ეწოდება ვირუსის გამოყოფა.

ტუჩის ჰერპესის (ლაბიალური ჰერპესის) მკურნალობა

აპო-ვალაციკლოვირი გამოიყენება ტუჩის ჰერპესის (ლაბიალური ჰერპესის) სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია მარტივი ჰერპეს ვირუსის (HSV) მიერ.

ტუჩის ჰერპესი წარმოადგენს მცირე ზომის სითხით სავსე ბუშტუკებს, რომლებიც ვითარდება პირის ღრუსა და მის გარშემო. ბუშტუკები სკდება და წარმოიქმნება წყლულები, რომლებიც შესაძლოა იწვევდეს ქავილს ან ტკივილის შეგრძნებას. ბუშტუკები შეიცავს ძალიან ბევრ HSV-ის ნაწილაკებს. ტუჩის ჰერპესი შეიძლება გადაეცეს კოცნით ან დაინფიცირებული კანის მიდამოსთან სხვა სახის ფიზიკური კონტაქტით.

აპო-ვალაციკლოვირი ხელს უწყობს HSV-ის გამრავლების შეწყვეტას, რაც ამცირებს ვირუსის გამოყოფის დროს კანსა და ლორწოვან გარსებზე. ის, ასევე, ამცირებს მტკივნეული ბუშტუკების რაოდენობას და ხელს უწყობს მათ სწრაფად ალაგებას.

როგორ მოქმედებს აპო-ვალაციკლოვირი?

აპო-ვალაციკლოვირი მოქმედებს ორგანიზმში ჰერპესის ვირუსის გამრავლების უნარის დაქვეითებით. აპო-ვალაციკლოვირი არ კურნავს ჰერპესულ ინფექციას.

აპო-ვალაციკლოვირის ინგრედიენტები

აქტიური ნივთიერება: ვალაციკლოვირის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატი.

დამხმარე ნივთიერებები: კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, ინდიგოტინის ალუმინის ლაქი ლურჯი #2 (მხოლოდ 500 მგ), პოლიეთილენგლიკოლი, სტეარის მჟავა, და ტიტანის დიოქსიდი.

აპო-ვალაციკლოვირი მოწოდებულია შემდეგი დოზირებით ფორმებით:

ტაბლეტები, 500 მგ და 1000 მგ.

დაუშვებელია აპო-ვალაციკლოვირის გამოყენება:

აპო-ვალაციკლოვირის გამოყენება დაუშვებელია, თუ პაციენტი ალერგიულია ან აღენიშნებოდა უარყოფითი რეაქცია ვალაციკლოვირის, აციკლოვირის ან აპო-ვალაციკლოვირის შემადგენელი სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. “აპო-ვალაციკლოვირის ინგრედიენტები”). მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნებოდა ალერგიული რეაქცია რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ნივთიერების მიმართ.

გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად და სათანადოდ გამოსაყენებლად საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია აპო-ვალაციკლოვირის მიღების დაწყებამდე. მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს ჯანმრთელობის ნებისმიერი მდგომარეობის ან პრობლემის შესახებ, რომელიც აღენიშნება პაციენტს, მათ შორის:

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის პრობლემები ან არის 65 წლის ან მეტის ასაკის. ასეთ შემთხვევაში სამედიცინო სპეციალისტმა შეიძლება დანიშნოს აპო-ვალაციკლოვირის უფრო მცირე დოზა;

თუ პაციენტს ღვიძლის დაავადება აქვს;

თუ პაციენტს სუსტი იმუნური სისტემა;

თუ პაციენტი არის ორსულად ან გეგმავს ორსულობას. მკურნალი ექიმი გაითვალისწინებს აპო-ვალაციკლოვირის მიღების სარგებელს დედისთვის და რისკებს ბავშვისთვის;

თუ პაციენტი არის მეძუძური დედა ან გეგმავს ძუძუთი კვებას. საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია აპო-ვალაციკლოვირის მიღებამდე, რადგან მედიკამენტის ინგრედიენტები გამოიყოფა დედის რძეში.

სხვა გაფრთხილებები, რომელთა შესახებ უნდა იცოდეს პაციენტმა:

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის დაწყებამდე საჭიროა სიფრთხილე და დაკვირვება, თუ როგორ გრძნობს პაციენტი თავს აპო-ვალაციკლოვირის მიღებისას

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს ყველა მედიკამენტის შესახებ, რომლესაც იღებს პაციენტი, ვიტამინების, მინერალების, ბუნებრივი დანამატების ან ალტერნატიული მედიკამენტების ჩათვლით.

აპო-ვალაციკლოვირის მიღების წესი:

აპო-ვალაციკლოვირის მიღება უნდა მოხდეს სამედიცინო სპეციალისტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული რა რაოდენობით, ან რა სიხშირით უნდა მიიღოს ტაბლეტები, საჭიროა სამედეცინო სპეციალისტთან მიმართვა.

არ შეიძლება დანიშნული დოზის ან მისი მიღების სიხშირის გაზრდა ან შემცირება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

პაციენტმა თვითნებურად არ უნდა გაზარდოს ან შეამციროს დანიშნული დოზა ან სიხშირე, თუ არ არის სამედიცინო სპეციალისტის რეკომენდაცია.

სარტყლისებრი ლიქენის (ჰერპეს ზოსტერის), გენიტალური ჰერპესის (საწყისი და რეციდიული ეპიზოდები) და ტუჩის ჰერპესის დროს მკურნალობის საუკეთესო ეფექტის მისაღწევად აპო-ვალაციკლოვირის ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს სიმპტომების გამოვლენიდან რაც შეიძლება სწრაფად.

ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, მცირე რაოდენობით წყალთან ერთად. აპო-ვალაციკლოვირით მკურნალობის დრო მნიშვნელოვანია საკმარისი რაოდენობით სითხის მიღება, რათა არ მოხდეს დეჰიდრატაცია. მედიკამენტის მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე მის გარეშე.

რეკომენდებული დოზა:

სარტყლისებრი ლიქენი (ჰერპეს ზოსტერი):

სარტყლისებრი ლიქენის მკურნალობისას, აპო-ვალაციკლოვირის ჩვეულებრივი დოზა არის 1000 მგ პერორალურად სამჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში. პაციენტების უმეტესობა პირველ დოზას იღებს დილით ადგომისას, მეორე დოზას - შუადღეს და მესამეს – ღამით, ძილის წინ. დღის განმავლობაში დოზის თანაბრად განაწილება დღის განმავლობაში ხელს უწყობს გამონაყარისა და დისკომფორტის შემცირებას.

გენიტალური ჰერპესი:

ეპიზოდური თერაპია

ეპიზოდური თერაპია მოიცავს აპო-ვალაციკლოვირის მიღებას გარკვეული დღეების განმავლობაში გამწვავების დროს. რათა დაჩქარდეს ბუშტუკების შეხორცება, შემცირდეს ტკივილისა და დისკომფორტის ხანგრძლივობა და დაქვეითდეს ვირუსის გამოყოფა (სტადია, რომლის დროსაც გამოიყოფა ვირუსი). თუ მკურნალობა აპო-ვალაციკლოვირით იწყება წყლულების განვიტარებამდე, შეიძლება წყლულები აღარ განვითარდეს.

გენიტალური ჰერპესის საწყისი (პირველი) ეპიზოდის მკურნალობისას აპო-ვალაციკლოვირის საწყისი დოზა ჩვეულებრივ არის 1000 მგ პერორალურად ორჯერ დღეში. ჩვეულებრივ მკურნალობა გრძელდება 10 დღე.

გენიტალური ჰერპესის რეციდიული ეპიზოდის მკურნალობისას ჩვეულებრივი დოზა არის 500 მგ აპო-ვალაციკლოვირი პერორალურად ორჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში. პირველი დოზა მიიღება დილით და მეორე - საღამოს. აპო-ვალაციკლოვირის ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს მაშინვე, როდესაც პაციენტს განუვითარდება გამწვავების ნიშნები (როოგორიცაა, მაგ.: ქავილი, წვა, შესივება ან ტკივილი სასქესო ორგანოების მიდამოში), რაც ფაქტობრივად აფერხებს ბუშტუკების განვითარებას.

სუპრესორული თერაპია

სუპრესორული თერაპია მოიცავს აპო-ვალაციკლოვირის მიღებას ყოველდღე, რათა მოხდეს გენიტალური ჰერპესის გამწვავების პრევენცია. ის არ კურნავს გენიტალურ ჰერპესს, მაგრამ შეიძლება მოახდინოს გენიტალური ჰერპესის გამწვავების დაწყების პრევენცია.

სუპრესორულმა თერაპიამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს გამწვავებების სიხშირე, თუმცა მკურნალობის შედეგები ინდივიდუალურია. ბევრ პაციენტს არ უვითარდება რეციდივი სუპრესორული თერაპიის დროს.

გენიტალური ჰერპესის სუპრესიისათვის აპო-ვალაციკლოვირის დოზა ჩვეულებრივ არის 1000 მგ პერორალურად ერთხელ დღეში. თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება რეციდივის 9 ან უფრო ნაკლები ეპიზოდი ერთი წლის განმავლობაში, ექიმმა შეიძლება დანიშნოს ალტერნატიული დოზა – 500 მგ პერორალურად, ერთხელ დღეში. ამ მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს ყოველდღე და საჭიროა მკურნალი ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინება.

გენიტალური ჰერპესის სუპრესიისთვის აივ-ინფიცირებულ პაციენტებში, რომელთა CD4 უჯრედების რაოდენობა შეადგენს >100 უჯრედი/მმ3, აპო-ვალაციკლოვირის რეკომენდებული დოზა არის 500 მგ პერორალურად ორჯერ დღეში.

გადაცემის შემცირება

ყოველდღე აპო-ვალაციკლოვირის მიღება უსაფრთხო სქესობრივ კავშირთან კომბინაციაში ასევე ამცირებს გენიტალური ჰერპესის გადაცემის რისკს პაციენტის სქესობრივი პარტნიორისათვის.

გენიტალური ჰერპესის გადაცემის შემცირებისთვის პაციენტებში, რომლებსაც წელიწადში აღენიშნებათ 9 ან უფრო ნაკლები რეციდივის ეპიზოდი, აპო-ვალაციკლოვირის ჩვეულებრივი დოზა პაციენტის ინფექციის მქონე პარტნიორისთვის შეადგენს 500 მგ-ს ერთხელ დღეში. აღსანიშნავია, რომ გენიტალური ჰერპესით დაინფიცირების შესამცირებლად გამოყენებული ვალაციკლოვირის ჰიდროქლორიდის ეფექტიანობა არ გამოვლენილა პაციენტებში, რომლებსაც ჰყავთ მრავალი პარტნიორი, ასევე, არაჰეტეროსექსუალ წყვილებში და იმ წყვილებში, რომლებიც არ მიმართავენ უსაფრთხო სქესობრივ კავშირს.

ტუჩის ჰერპესი (ლაბიალური ჰერპესი)

ტუჩის ჰერპესის მკურნალობისას აპო-ვალაციკლოვირის ჩვეულებრივი დოზა არის 2000 მგ პერორალურად ორჯერ დღეში 1 დღის განმავლობაში (24 საათიანი პერიოდი). მეორე დოზის მიღება შეიძლება პირველის მიღებიდან დაახლოებით 12 საათის შემდეგ, მაგრამ პირველი დოზის მიღებიდან არანაკლებ 6 საათში. არ შეიძლება 1 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მკურნალობა. აპო-ვალაციკლოვირის მიღება უნდა მოხდეს მაშინვე, როდესაც პაციენტს განუვითარდება გამწვავების ნიშნები (როგორიცაა, მაგ.: ჩხვლეტის შეგრძნება, ქავილი ან წვა).

დოზის გადაჭარბება:

თუ პაციენტი ან მომვლელი ფიქრობს, რომ პაციენტმა მიიღო დიდი რაოდენობით აპო-ვალაციკლოვირი, დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს სამედიცინო სპეციალისტს, საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას ან ინტოქსიკაციის კონტროლის რეგიონულ ცენტრს, სიმპტომების არარსებობის მიუხედავად.

დოზის გამოტოვება:

მედიკამენტის დოზის გამოტოვებისას დავიწყებული დოზა უნდა იქნეს გამოტოვებული. შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს შემდეგ დღეს ჩვეულ დროს. დაუშვებელია დოზის გაორმაგება.

აპო-ვალაციკლოვირის შესაძლო გვერდითი მოვლენები

ეს არ არის ყველა შესაძლო გვერდითი მოვლენა, რომელიც შეიძლება განვითარდეს აპო-ვალაციკლოვირით მკურნალობის დროს. თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, უნდა აცნობოს სამედიცინო სპეციალისტს.

გვერდითი მოვლენები შეიძლება მოიცავდეს:

გულისრევა

ღებინება

დიარეა

მუცლის ტკივილი

სუსტი თავის ტკივილი

ეს გვერდითი მოვლენები ძირითადად სუსტია და ჩვეულებრივ არ იწვევს აპო-ვალაციკლოვირით მკურნალობის შეწყვეტას.

თუ პაციენტის მდგომარეობა უარესდება ან ყველა ტაბლეტის მიღების შემდეგ თავს უკეთესად არ გრძნობს, საჭიროა სამედიცინო სპეციალისტთან რაც შეიძლება სწრაფად მიმართვა.

აპო-ვალაციკლოვირიმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს:

ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (უჯრედები მონაწილეობს ინფექციებთან ბრძოლაში). ეს ძირითადად აღწერილია პაციენტებში, რომლებსაც დაბალი რეზისტენტობა აქვთ ინფექციის მიმართ.

შეიძლება შეცვალოს ღვიძლის ფუნქციის ანალიზების შედეგები. ეს წარმოადგენს სისხლის ანალიზს, რომლის მიხედვითაც ექიმი აფასებს ღვიძლის მუშაობას.

თუ აპო-ვალაციკლოვირით მკურნალობის შედეგად აღინიშნა მნიშვნელოვანი ცვლილებები, მაშინ მკურნალი ექიმი მიიღებს შესაბამის ზომებს.

სერიოზული გვერდითი მოვლენები და მათი მართვა

სიმპტომი/ეფექტი

კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან

მედიკამენტის მიღების შეწყვეტა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა

მხოლოდ მძიმე შემთხვევაში

ყველა შემთხვევაში

იშვიათი

ფსიქიკური და ცენტრალური ნერვული სისტემის ეფექტები: თავბრუსხვევა, ცნობიერების დაბინდვა, შფოთვა, ჰალუცინაციები (არარსებული საგნების დანახვა და მოსმენა), ცნობიერების დაქვეითება. ჩვეულებრივ აღინიშნება თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტებში ან ხანდაზმულებში

სიხშირე უცნობია

სისხლის შედედების დარღვევა: სისხლჩაქცევა, სისხლდენა (ღრძილებიდან), ცხელება, დაღლილობა, თავის ტკივილი, ცნობიერების დაბინდვა, დაბუჟება, დამბლა.

ერითროციტების დაშლა, რაც განაპირობებს ანემიას: სისხლიანი ფაღარათი, მუცლის ტკივილი, დაღლილობა, გულისრევა, ღებინება, ცნობიერების დაბინდვა, ხელებისა და ფეხების შეშუპება.

წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS) (კანის სერიოზული რეაქცია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ერთ ან მეტ ორგანიზე): ცხელება, ძლიერი გამონაყარი, კანის აქერცვლა, სახის შესივება, ლიმგური ჯირკვლების შესივება, გრიპისმსგავსი სიმპტომები, ყვითელი ფერის კანის ან თვალები, ქოშინი, მშრალი ხველა, ტკივილი მკერდში ან დისკომფორტი, წყურვილის შეგრძნება, შარდვის შემცირება, დიურეზის შემცირება.

თირკმლის ტკივილი (ტკივილი გვერდში, ნეკნებსა და თეძოს შორის ან თირკმლის არეში წელში), თირკმლის უკმარისობა

ფსიქიკური და ცენტრალური ნერვული სისტემის სიმპტომები:

ტრემორი, სხეულის მოძრაობების კოორდინაციის დაკარგვა,

ლაპარაკის გაძნელება,

მძიმე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, რომლის დროსაც

ადამიანი კარგავს კონტაქტს რეალობასთან და ვერ ახერხებს აზროვნებას და

ნათლად განსჯას,

გულყრები, თავის ტვინის ფუნქციის დარღვევა,

ცნობიერების დაკარგვა. ეს ჩვეულებრივ აღინიშნება თირკმლის პრობლემების მქონე ადამიანებში ან ხანდაზმულებში.

გამონაყარი, მათ შორის კანის გაზრდილი მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ.

მძიმე ალერგიული რეაქციები: კვანძოვანი გამონაყარი ქავილით; შეშუპება, ზოგჯერ სახის ან პირის, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას ან ცნობიერების დაკარგვას.

ქოშინი

თუ ვითარდება შემაწუხებელი სიმპტომი ან ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, ან გვერდითი მოვლენა პაციენტის ყოველდღიურ აქტივობაზე ახდენს გავლენას, საჭიროა სამედიცინო სპეციალისტთან მიმართვა.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

სამკურნალო პროდუქტების გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სავარაუდო გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში კანადის ჯანდაცვას შეიძლება ეცნობოს შემდეგი გზით:

გვერდითი მოვლენების შეტყობინების შესახებ ვებგვერდით (http://www.canada.ca/en/health-canada/services/drugs-health-products/medeffect-canada/adverse-reaction-reporting.html) ინფორმაციის მისაღებად, როგორ უნდა მოხდეს შეტყობინება ონლაინ, ფოსტით ან ფაქსით; ან

უფასო ტელეფონის ნომერზე: 1-866-234-2345

შენიშვნა: გვერდითი მოვლენების მართვის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, საჭიროა ჯანდაცვის სპეციალისტთან მიმართვა. კანადის უსაფრთხოების პროგრამის მიერ არ ხდება სამედიცინო ხასიათის რჩევების მიწოდება.

შენახვა:

აპო-ვალაციკლოვირი ინახება 15-30ºC ტემპერატურაზე. ტაბლეტები ინახება სითბოს პირდაპირი ზემოქმედებისა და მაღალი ტენიანობისაგან დაცულ ადგილას.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ შეიძლება ტაბლეტების მიღება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.

დამატებითი ინფორმაცია გენიტალური ჰერპესის შესახებ

რა არის გენიტალური ჰერპესი?

გენიტალური ჰერპესი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა, რომელიც გამოწვეულია მარტივი ჰერპესის ვირუსით (HSV). იმავე ტიპის ვირუსი იწვევს მტკივნეულ ტუჩის ჰერპესს ან ცხელებით მიმდინარე ბუშტუკოვან გამონაყარს. გენიტალური ჰერპესით დაავადება შეიძლება ჰერპესით დაავადებულ ადამიანთან სქესობრივი კონტაქტის შემთხვევაში (კანით კანთან კონტაქტი, მათ შორის სქესობრივი, ანალური და/ან ორალური). გენიტალური ჰერპესი ყოველთვის არ ვლინდება სასქესო ორგანოებზე. მამაკაცშიც და ქალშიც ის შეიძლება გამოვლინდეს “ბოქსიორის შორტების” მიდამოს ნებისმიერ ადგილზე (წელიდან ქვემოთ ბარძაყების ზედა ნაწილებამდე, მათ შორის, დუნდულებზე).

არსებობს თუ არა გენიტალური ჰერპესის გამწვავების გამაფრთხილებელი ნიშნები?

ბევრ ადამიანს აქვს გენიტალური ჰერპესი, თუმცა არ იცის ამის შესახებ. ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი ნიშანი და სიმპტომი, რომელიც მიუთითებს გენიტალური ჰერპესის გამწვავებაზე:

სასქესო ორგანოების შეშუპება, ტკივილი, ქავილი ან წვის შეგრძნება;

სიწითლე, მცირე ზომის ბუშტუკები ან წყლულები;

შარდვის დროს წვის შეგრძნება;

გამონადენი სასქესო ორგანოებიდან;

კუნთების ტკივილი, დაღლილობა ან თავის ტკივილი.

გენიტალური ჰერპესი არ იკურნება. როდესაც ჰერპესის ვირუსი შეაღწევს ორგანიზმში, ის რჩება ცხოვრების მანძილზე და პერიოდულად არის აქტიურ (გამწვავება ან ვირუსის გამოყოფა) და არააქტიურ ფაზაში.

გამწვავების რეციდივის მიზეზები ჯერ კიდევ უცნობია. ზოგიერთმა პაციენტმა იცის, თუ რა იწვევს მისი დაავადების გამწვავებას, ზოგმა - არა. ფაქტორები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ვირუსის გააქტიურება, არის ძილის ნაკლებობა, ცუდი კვება, სტრესი და მენსტრუაცია.

პაციენტი უნდა დააკვირდეს, იწვევს თუ არა ეს ფაქტორები ინფექციის რეციდივს, რადგან შესაძლებელია ზოგიერთი მათგანისგან თავის არიდება. აპო-ვალაციკლოვირის (ვალაციკლოვირის ჰიდროქლორიდი) ტაბლეტების მიღება ასეთი ნიშნების გამოვლენისთანავე, ხელს უშლის ბუშტუკების განვითარებას.

როგორ ხდება გენიტალური ჰერპესით დაინფიცირება?

გენიტალური ჰერპესი ერთი ადამიანიდან მეორეს გადაეცემა პირდაპირი ინტიმური კონტაქტით. ის შეიძლება გადაეცეს სქესობრივი გზით, პირდაპირი კონტაქტით ბუშტუკებთან ან წყლულებთან, რომლებიც შეიცავენ დამაინფიცირებელი ვირუსის ნაწილაკებს. ის ასევე შეიძლება გადაეცეს კანით კანთან კონტაქტით, “ბოქსიორის შორტის“ მიდამოში, ბუშტუკების არარსებობის შემთხვევაშიც კი, რადგან ვირუსი შეიძლება აქტიური იყოს კანის სიმპტომების გარეშეც.

მცირე ზომის ჭრილობები ან ნაკაწრები კანზე და ლორწოვან მემბრანებზე ხელს უწყობს ორგანიზმში ვირუსის ადვილად შეღწევას. ამის დანახვა შეუძლებელია შეუიარაღებელი თვალით.

გენიტალური ჰერპესის გავრცელება არ ხდება ხელის ჩამორთმევით, საპირფარეშოდან, საცურაო აუზიდან, საუნიდან, აბაზანიდან ან სისხლის ტრანსფუზიის გზით.

შესაძლებელია თუ არა გენიტალური ჰერპესით სხვა ადამიანის დაინფიცირება?

დიახ. მნიშვნელოვანია, პაციენტს ახსოვდეს, რომ კანზე ვირუსის გამოყოფა ხდება ყოველგვარი სიმპტომის ან ნიშნის გარეშეც. აქედან გამომდინარე, მან შეიძლება გადასდოს ჰერპესი თავის პარტნიორს კანით კანთან კონტაქტის გზით “ბოქსიორის შორტის” მიდამოში, ბუშტუკების და წყლულების არარსებობის შემთხვევაშიც კი. 70% შემთხვევებში გენიტალური ჰერპესი გადაეცემა მაშინაც, როდესაც არ აღინიშნება რაიმე სიმპტომები ან ნიშნები.

როგორ შეიძლება გენიტალური ჰერპესის სხეულის სხვა ადგილებზე ან სხვა ადამიანებზე გავრცელების რისკის შემცირება?

გენიტალური ჰერპესის არსებობის შემთხვევაში არ არის საჭირო სქესობრივი კონტაქტის შეზღუდვა. ქვემოთ ჩამოთვლილია ზომები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა, რათა შემცირდეს დაინფიცირების რისკი:

თუ პაციენტს აქვს გენიტალური ჰერპესი გამწვავების ფაზაში ან ფიქრობს, რომ შესაძლოა გაუმწვავდეს ინფექცია, საჭიროა სქესობრივი კონტაქტისგან თავის შეკავება;

საჭიროა ლატექსის ან პოლიურეთანის პრეზერვატივის გამოყენება ყოველი სქესობრივი კავშირის დროს, მაშინაც კი თუ არ არის ინფექციის ნიშნები;

არ შეიძლება ბუშტუკების ან წყლულების გახეთქვა ან ხელით შეხება და წარმოქმნილი ფუფხის მოცილება;

ბუშტუკებთან, წლულებთან ან ფუფხთან ყოველი შეხების შემდეგ საჭიროა ხელების დაბანა;

თუ პაციენტს ან მის პარტნიორს აქვს გენიტალური ჰერპესის აქტიური ინფექცია (ან მისი გამაფრთხილებელი ნიშნები) საჭიროა ბუშტუკებთან ან წყლულებთან კონტაქტისაგან თავის არიდება.

უსაფრთხო სქესობრივ კავშირთან, მათ შორის, პრეზერვატივების გამოყენებასთან ერთად აპო-ვალაციკლოვირის თერაპია ყოველდღე ამცირებს გენიტალური ჰერპესის გადაცემის რისკს პარტნიორისათვის.

პაციენტისთვის და მისი პარტნიორისთვის საუკეთესო არჩევანის გასაკეთებლად საჭიროა მკურნალ ექიმთან მიმართვა.

გენიტალური ჰერპესი და ორსულობა

არ არის მონაცემები, რომ გენიტალური ჰერპესი გავლენას ახდენს მამაკაცის ან ქალის ნაყოფიერებაზე. ის, ასევე, სავარაუდოდ არ იწვევს ორსულობის გართულებას. ზემოთ ხსენებული ზომების მიღება ამცირებს ორსულობის დროს გენიტალური ჰერპესის გადაცემის რისკს. სპეციალური სიფრთხილის ზომებია საჭირო ფეხმძიმობის დროს, რომ არ მოხდეს ორსულისთვის ჰერპესის გადაცემა, თუ მის პარტნიორს აქვს გენიტალური ჰერპესი. საჭიროა სიფრთხილე მშობიარობის დროს, თუ პაციენტს აღენიშნება აქტიური ინფექცია. მკურნალობის არსებული ვარიანტები განხილულ უნდა იქნეს მკურნალ ექიმთან.

გენიტალური ჰერპესის მკურნალობა (მართვა)

გენიტალური ჰერპესის სამართავად არსებობს აპო-ვალაციკლოვირით მკურნალობის 3 განსხვავებული გზა.

საჭიროა მკურნალ ექიმთან მიმართვა აპო-ვალაციკლოვირით მკურნალობასთან და პარტნიორზე გენიტალური ჰერპესის გადაცემასთან დაკავშირებით კითხვების არსებობისას. მკურნალი ექიმი შეარჩევს პაციენტისთვის საუკეთესო მკურნალობას.

აპო-ვალაციკლოვირის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად:

საჭიროა სამედიცინო სპეციალისტთან მიმართვა;

სამედიცინო სპეციალისტებისათვის განკუთვნილი პროდუქტის სრული მონოგრაფიის, მოიცავს პაციენტებისათვის მედიკამენტის შესახებ ინფორმაციასაც, გაცნობა შესალებელია კანადის ჯანდაცვის ვებგვერდზე: (https://www.canada.ca/ en/health-canada/services/drugs-health-products/drug-products/ drug-product-database.html); მწარმოებლის ვებგვერდზე: http://www/apotex.ca/products ან ტელეფონზე დარეკვით: 1-800-667-4708.

აღნიშნული ინსტრუქცია მომზადდა: აპოტექს ინკ, ტორონტო, ონტარიო, M9L 1T9.

უკანასკნელი შესწორების თარიღი: 2023 წლის 13 ივნისი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა