ვალტრექსის 500 მგ ტაბლეტები ვალაციკლოვირს შეიცავს და ვირუსული ინფექციების სამკრუნალო წამლის ჯგუფში შედის. ვალტრექსი წარმოდგენილია 10 ტაბლეტიანი ანდა 42 ტაბლეტიანი შეფუთვით. ვალტრექსი ჰერპეს ზოსტერის ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენება. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ვალაციკლოვირი (valaciclovir)
- ფორმა და შეფუთვა
- 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტივირუსული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ნუკლეოზიდები და ნუკლეოტიდები უკუტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორების გარდა
- ATC კოდი
- J05AB11
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0186
- რეგისტრირებულია
- 1 აპრილი 2022, მოქმედებს 1 აპრილი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- GMP
- -
ვალტრექსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ვალტრექსის 500 მგ ტაბლეტები ვალაციკლოვირს შეიცავს და ვირუსული ინფექციების სამკრუნალო წამლის ჯგუფში შედის.
ვალტრექსი წარმოდგენილია 10 ტაბლეტიანი ანდა 42 ტაბლეტიანი შეფუთვით.
ვალტრექსი ჰერპეს ზოსტერის ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენება. ვალტრექსი ზოსტერის ვირუსთან დაკაშირებული ტკივილის ხანგრძლივობას და ავადმყოფებში გამოვლენის სიხშირეს ამცირებს, ტკივილის გაყუჩებას აჩქარებს.
ვალტრექსი გამოიყენება როგორც კანის და პირის ღრუს, ასევე სასქესო ორგანოების მსგავსად გარეთა მიმართულებით გახსნილ სხეულის არხების მფარავ ქსოვილებში (ლორწოვანი გარსების) მარტივი ჰერპესის-Herpes simpex ინფექციის სამკურნალოდ, ასევე გამოიყენება სასქესო ორგანოებზე ლოკალიზებული (გენიტალური) ჰერპესის ჩათვლით) სამკურნალოდაც.
ვალტრექსი, ასევე ტუჩის ჰერპესის სამკურნალოდ გამოიყენება.
ვალტრექსი, კანის და ლორწოვანი გარსების მარტივი ჰერპესის განმეორებითი ინფექციების თავიდან აცილების მიზნით (სასქესო ორგანოებზე ლოკალიზებული (გენიტალური) ჰერპესის ჩათვლით) გამოიყენება.
ვალტრექსის, როგორც დამთრგუნავი თერაპიის დახმარებით და უფრო უსაფრთხო სქესობრივი ცხოვრების ერთობლიობით, გენიტალური ჰერპესის გადადება-გავრცელება (ტრანსმისია) მცირდება.
ვალტრექსი, ასევე გამოიყენება ორგანოთა გადანერგვის შემდეგ გამოვლენილი ციტომეგალოვირუსული (CMV) ინფექციის დაავადებისგან თავის დასაცავად. ვალტრექსით განხორციელებული ციტომეგალოვიურსული ინფექციის პროფილაქტიკა ქსოვილების მწვავე მოცილების რეაქციას (ავადმყოფები თირკმლის გადანერგვით), პირობით პათოგენური ინფექციების და სხვა ჰერპეს ვირუსული ინფექციების (მარტივი ჰერპესი- HSV), ვარიცელა ზოსტერის ინფექციის-( VZV) გამოვლენის სიხშირეს ამცირებს.
- ვალტრექსის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ვალტრექსი არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:
თუ;
ვალაციკლოვირის ანდა ვალტრექსის შემადგენელი ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ალერგიული რეაქცია გაქვთ.(იხილეთ დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი).
ვალტრექსი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:
თუ;
თირკმლის უკმარისობა გაქვთ, თქვენს ექიმს აცნობეთ, რადგანაც ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება.
ღვიძლის დაავადება გაქვთ, ამ დროს ავადმყოფებში მაღალი დოზით (4გ/დღეში) ვალტრექსის მიცემის შესახებ მონაცემები არ მიპოვება. ასეთ ავადმყოფებში ვალტრექსის მაღალი დოზით მიცემისას, მიღებული უნდა იქნას შესაბამისი ზომები. ღვიძლის გადანერგვისას ვალტრექსის გამოყენების შესახებ კვლევა არ ჩატარებულა, ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ მაღალი დოზით აციკლოვირის მიცემისას, ვლინდება ციტომეგალოვირუსული ინფექციის (ინფექცის განმაპირობებელი ჯგუფი) და დაავადების სიხშირის შემცირება.
>65 წელი ასაკი გაქვთ.
იმუნური სისტემა სუსტი გაქვთ.
ორგანოს გადანერგვა გაკეთებული გაქვთ.
ვალტრექსით მკურნალობასთან ერთად, დამატებით რეკომენდირებულია ავადმყოფების მიერ უფრო უსაფრთხო სქესობრივ ცხოვრებაზე ორიენტირება. თუ ვალტრექსს გენიტალური ჰერპესის თავიდან აცილების ანდა მკურნალობის მიზნით იყენებთ ანდა წარსულში გადაიტანეთ გენიტალური ჰერპესი, დაავადების ტრანსმისიის(გავრცელების) თავიდან აცილების მიზნით რეკომენდირებულია კონდომის გამოყენება და უსაფრთხო სქესობრივ ცხოვრებაზე არჩევანის გაკეთება. თუ სასქესო მიდამოში ტკივილი დ ან მუწუკები გაქვთ, სქესობრვი ცხოვრებისგან თავი შეიკავეთ.
მკურნალობის დაწყებისას ძალიან მნიშვნელოვანია საკმარისი რაოდენობით წყლის დალევა, ამიტომ წყლის დალევა არ დაივიწყოთ.
თუ აღნიშნული გაფრთხილებები თქვენთან გამოვლინდა, თუნდაც წარსულის ნებისმიერ პერიოდში, გთხოვთ, თქვენს ექიმს აცნოებთ.
ვალტრექსის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ვალტრექსის ურთიერთქმედება საკვებსა და სასმელებთან არ აღინიშნება.
მიღების წესი და დოზირება
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:
ვალტრექსი ყოველთვის ექიმის მითითებების შესაბამისად მიიღეთ. თუ რომელიმე საკითხთან დაკავშირებით დარწმუნებული არა ხართ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ვალტრექსის ჰერპეს ზოსტერის ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებისას:
ჯანმრთელი იმუნური სისტემის მქონე ზრდასრულ ავადმყოფებში გამოიყენება შემდეგი დოზით: თითოეულ მიღებაზე 2 ტაბლეტი 3- ჯერ დღეში (დღიურად ჯამში 6 ტაბლეტი) 7 დღის განმავლობაში.
ზრდასრულ ავადმყოფებში, რომელთა იმუნური სისტემა დასუსტებულია, რეკომენდირებულია შემდეგი დოზა: 1000 მგ 3-ჯერ დღეში (ვალტრექსის 500 მგ აპკით შემოგარსული 2 ტაბლეტი) სულ ცოტა 7 დღის განმავლობაში. დაზიანებებზე ქერქების გაჩენის შემდეგ კიდევ საჭიროა 2 დღის განმავლობაში გამოყენება.
ვალტრექსის კანის და ლორწოვანი გარსების მარტივი ჰერპესული ინფექციის მკურნალობის (გენიტალური ჰერპესის ჩათვლით) შემთხვევაში:
ჯანმრთელი იმუნური სისტემის მქონე ზრდასრულ ავადმყოფებში და ბავშვებში 12 წლის ზემოთ მიიღება შემდეგი დოზით: 1ტაბლეტი 2-ჯერ დღეში. განმეორებითი ინფექციების შემთხვევაში მკურნალობა 3 ანდა 5 დღე უნდა გაგრძელდეს. უფრო ძლიერი შეტევებით დაწყებისას მკურნალობა 5 დღიდან 10 დღემდე შეიძლება გაგრძლდეს.
ავადმყოფებში, რომელთა იმუნური სისტემაც დასუსტებულია, რეკომენდირებულია შემდეგი დოზა:1000 მგ 2-ჯერ (ვალტრექსის 500 მგ აპკით შემოგარსული 2 ტაბლეტი)დღეში, სულ ცოტა 5 დღის განმავლობაში.
ორალური მიდამოს (ტუჩის)ჰერპესის მკურნალობის დროს ვალტრექსის რეკომენდირებული დოზაა:
4 ტაბლეტი 2 -ჯერ დღეში, 12 საათიანი შუალედით. აღნიშნული მკურნალობა მხოლოდ 1 დღიანია.
ვალტრექსის, კანის და ლორწოვანი გარსების მარტივი ჰერპესის განმეორებითი ინფექციების თავიდან აცილების მიზნით (გენიტალური ჰერპესის ჩათვლით) გამოიყენების შემთხვევაში რეკომენდირებული დოზაა:
ჯანმრთელი იმუნური სისტემის მქონე ზრდასრულებში და ბავშვებში 12 წლის ზემოთ მიიღება შემდეგი დოზით: 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში.
სუსტი იმუნური სისტემის მქონე ავადმყოფებში რეკომენდირებული დოზაა: 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში.
ვალტრექსის, გენიტალური ჰერპესის გავრცელების შემცირების მიზნით გამოყენებისას:
ჯანმრთელი იმუნური სისტემის მქონე ჰეტეროსექსუალურ ზრდასრულებში, წელიწადში 9-ჯერ ანდა უფრო მეტი სიხშირით გამეორების შემთხვევაში რეკომენდირებული დოზაა: 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში.
ვალტრექსის ორგანოთა გადანერგვის შემდეგ გამოვლენილი ციტომეგალოვირუსული (CMV) ინფექციის და დაავადებისგან თავის დასაცავად გამოყენების შემთხვევაში:
ზრდასრულებსა და 12 წლის ზემოთ ბავშვებში ორგანოთა გადანერგვის შემდეგ უმოკლეს დროში საჭიროა მკურნალობის დაწყება შემდეგი დოზით: საწყისი დოზაა: 4 ტაბლეტი 4-ჯერ დღეში, ტაბლეტები მიღებული უნდა იქნა 6 საათიანი შუალედით. მკურნალობის ხანგრძლივობა ძირითადად არის 90 დღე და მაღალი რისკის ჯგუფის ავადმყოფებში ეს დრო შეიძლება გახანგრძლივდეს.
თქვენი ექიმი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების შესაბამისად დოზას დაარეგულირებთ:
თუ 65 წლის და მეტი ასაკის ხართ
თუ სუსტი იმუნური სისტემა გაქვთ
თუ თირკმლის პრობლემები გაქვთ
თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მდგომარეობა თქვენთან ვლინდება, ვალტრექსის გამოყენებამდე ექიმს აცნობეთ.
მიცემის გზა და მეთოდი:
მიიღება ორალური (პირის) გზით
ტაბლეტები გარკვეული რაოდენობის წყალათან ერთად მიიღეთ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება: 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ვალტრექსი ეფექტურობა შეფასებული არ არის, ამიტომ მისი გამოყენება ბავშვებში არ არის რეკომენდირებული.
ხანდაზმულებში გამოყენება:
თირკმლების უკმარისობის მქონე ხანდაზმულებში ექიმმა შეიძლება სხვა დოზის რეკომენდაცია მოგცეთ.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია ვალაციკლოვირზე ან აციკლოვირზე ან ვალტრექსის რომელიმე სხვა კომპონენტზე (იხილეთ წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციის დასაწყიში მოცემული დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი).
თუ ვალაციკლოვირის მიღების შემდეგ ვლინდება ცხელება და მასთან ერთად გავრცელებული გამონაყარი, ლიმფური კვანძების გადიდება, ღვიძლის ფერმენტების რაოდენობის მატება და/ან ეოზინოფილია (ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით მიმდინარე წამლისმიერი რეაქცია).
არ გამოიყენოთ ვალტრექსი, თუ ეს გაფრთხილებები გეხებოდათ წარსულში, ნებისმიერ დროს. თუ არ ხართ დარწმუნებული, ვალტრექსის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში ვალტრექსი გამოიყენეთ სიფრთხილის დაცვით
თუ გაქვთ თირკმლის დაავადება,
თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება,
თუ ხართ 65 წელზე მეტი ასაკის,
თუ გაქვთ სუსტი იმუნური სისტემა.
ვალტრექსით მკურნალობასთან ერთად პაციენტებისთვის რეკომენდებულია, დამატებით ყურადღება მიაქციონ უფრო უსაფრთხო სქესობრივ ცხოვრებას. თუ ვალტრექსს იყენებთ გენიტალური ჰერპესის პროფილაქტიკის ან მკურნალობის მიზნით ან წარსულში გქონდათ გენიტალური ჰერპესი, დაავადების გადადების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია, უპირატესობა მიანიჭოთ უსაფრთხო სქესობრივ კონტაქტს, მათ შორის პრეზერვატივის გამოყენებას. არ შეიძლება სქესობრივი კონტაქტი, თუ სასქესო ორგანოების მიდამოში გექნებათ ტკივილი ან ბუშტუკები.
ვალაციკლოვირის გამოყენებასთან დაკავშირებით ცნობლია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით მიმდინარე წამლისმიერი რეაქცია (DRESS). ეს რეაქცია თავდაპირველად ვლინდება გრიპის მსგავსი სიმპტომებით და სახეზე გამონაყარით, შემდეგ გამონაყარი ვრცელდება და იმატებს სხეულის ტემპერატურა, სისხლის ანალიზებით ჩანს ღვიძლის ფერმენტების და გარკვეული ტიპის ლეიკოციტების დონის მატება (ეოზინოფილია) და დიდდება ლიმფური ჯირკვლები. თუ გექნებათ გამონაყარი ცხელების თანხლებით და ლიმფური კვანძების გადიდება, შეწყვიტეთ ვალაციკლოვირის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ სამედიცინო დახმარების მისაღებად.
გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ექიმთან იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზემოთ ჩამოთვლილი გაფრთხილებები გეხებოდათ წარსულში, ნებისმიერ დროს.
ვალტრექსის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ვალტრექსს არ ახასიათებს ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან.
სიფრთხილის ზომები
თირკმლების/ღვიძლის უკმარისობა: თუ თირკმლების უკმარისობა გაქვთ, ექიმი თქვენი მდგომარეობის სიმძიმის შესაბამის დოზას შეგირჩევთ. თუ მსუბუქი ანდა საშუალო ხარისხის ციროზი გაქვთ, დოზის რეგულირებას არ საჭიროებს.
თუ ფიქრობთ, რომ ვალტრექსის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
თუ ვალტრექსის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
თუ, ვალტრექსის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ ,ვალტრექსის გადაჭარბებულ დოზას ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში არ მიიღებთ, ერთჯერადი ჭარბი დოზა საზიანო არ არის. თუ ტაბლეტების დიდ რაოდენობას მიიღებთ, შეიძლება გამოვლინდეს: გულისრევა, ღებინება ანდა გონების დაბინდვა, აჟიტაცია (ქცევითი და სულიერი შფოთვა), თირკმლების მწვავე უკმარისობა, ჰალუცინაციები(მოჩვენება), ცნობიერების დაქვეითება, კომა ანდა უჩვეულო ძილიანობა.
თუ ვალტრექსის მიღება დაგავიწყდათ
თუ ვალტრექსის მიღება დაგავიწყდათ, როგორც კი გაიხსენებთ, გამოტოვებული დოზა მიიღეთ, მაგრამ თუ გვიან გაგახსენდებათ და მომდევნო დოზის მიღების დროა, გამოტოვებული(დავიწყებული ) დოზა ჩააგდეთ და მომდევნო დოზა მიიღეთ.
დავიწყებული დოზის ნაცვლად ვალტრექსის 2 დოზა არ მიიღოთ.
დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
მოვლენები, რომელიც ვალტრექსით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:
თუ, ვალტრექსით მკურნალობის შეწყვეტას აპირებთ, ჯერ ექიმის კონსულტაცია მიიღეთ.
- რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამალში, ვალტრექსში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.
თუ ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე გამოვლინდება, ვალტრექსის მიღება შეწყვიტეთ და დაუყოვნებლივ ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ.
სხეულის მიერ ალერგენების წინააღმდეგ გამოვლენილი ძლიერი რეაქციის, უეცრად მომატებული მგრძნობელობის (ანაფილქსიის)დროს.
ძლიერი ალერგიული რეაქციები იშვიათად ვლინდება. ალერგიული რეაქციის უეცარი გამოვლინების ნიშნები ქვემოთაა მოცემული:
შეშუპება, ქავილი, გამონაყარი კანზე
ტუჩების, სახის, კისრის და ხახის შეშუპება, რომელიც იწვევს სუნთქვის ძლიერ გაძნელებას
სისხლის არტერიული წნევის დაცემა და გონების დაკარგვა
ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია.
თუ ჩამოთვლილიდან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ ვალტრექსის მიმართ ალერგია გაქვთ. ამ დროს შეიძლება სააჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ანდა საავადმყოფოში დაწოლა.
ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.
გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფში ვლინდება.
ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.
ძალიან გავრცელებული გვერდითი ეფეტები:
თავის ტკივილი
გავრცელებული გვერდითი ეფექტები:
გულისრევა
თავბრუსხვევა
ღებინება
დიარეა(ფაღარათი)
სინათლის მიმართ მომატებული მგრზნობელობა(ფოტოსენსიტიურობა) და გამონაყარი
ქავილი
კანზე გამონაყარი
ნაკლებად გავრცელებული გვერდითი ეფექტები:
ჰაერის უკმარისობა (დისპნე)
სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება(ლეიკოპენია)
თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია)
გონების დაბინდვა(კონფუზია)
მოჩვენებები (ჰალუცინაცია)
კანკალი
შფოთვა (აჟიტაცია)
ცნობიერების დაქვეითება
მუცლის ტკივილი (აბდომინაური დისკომფორტი)
ღვიძლის ფუნქციების უკუქცევადი მომატება
ურტიკარია(ჭინჭრის ციება)
თირკმლების ტკივილი
შარდში სისხლის არსებობა (ჰემატურია)
იშვიათი გევრდითი ეფექტები:
ფსიქოლოგიური სინდრომები (არეული და დაუბალანსებელი ფიქრები)
მოძრაობის კონტროლის გაძნელებასთან დაკავშირებული სიარულის დარღვევა (ატაქსია)
მეტყველების დარღვევა (დიზართრია)
გულყრები(კონვულსიები)
თავის ტვინის დაავადება(ენცეფალოპათია)
კომა
ალერგიის შედეგად სახის და ხახის შეშუპება(ანგიოედემა)
თირკმლების უკმარისობა
მწვავე თირკმლების უკმარისობა
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.
- ვალტრექსის შენახვა
ვალტრექსი ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.
შეინახეთ <300 C ოთახის ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ვალტრექსი არ გამოიყენოთ.
ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.
ლიცენზიის მფლობელი: ს.ს. GlaxoSmithkline ილაჩლარი სან ვე თიჯ
ბუიუქდერეს ქ. N: 173. 1. ლევენთ პლაზა, ბ ბლოკი, 34394 1.ლევენთი/სტამბული
წარმოების ადგილი: ს.ს აბდი იბრაჰიმ ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ
ესენიურთი, სტამბული
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 28.10.2021-ში დამოწმებულია.
2021, GSK ჯგუფის კომპანიები
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სხვა პრეპარატებმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინონ ვალტრექსის ურთიერთქმედებაზე და პირიქით, შესაძლოა რომ ვალტრექსმა მოახდინოს ზეგავლენა სხვა პრეპარატებზე.
თუ იღებთ მომდევნო პრეპარატებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ თირკმელზე, აცნობეთ ექიმს პრეპარატის გამოყენებამდე:
ციმეტიდინი (გამოიყენება კუჭის წყლულის სამკურნალოდ) ან პრობენეციდი (გამოიყენება პოდაგრას სამკურნალოდ)
ციკლოსპორინი ან ტაკროლიმი (იმუნური სისტემის დამცველობითი პრეპარატები)
ამინოგლიკოზიდები (ანტიბიოტიკის ტიპი)
ორგანოპლატინის შენერთები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება კიბოს მკურნალობაში)
იოდიზირებული კონტრასტული საშუალება (გამოიყენება თიროიდული ჯირკვლის თვალსაჩინოებისათვის)
მეთოტრექსატი (პრეპარატი, რომელიც უმთავრესად გამოიყენება რევმატიზმის სამკურნალოდ)
პენტამიდინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ვირუსების სამკურნალოდ)
ფოსკარნეტი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ვირუსების სამკურნალოდ)
ვალტრექსის ნახევარდაშლის პერიოდი იზრდება მიკოფენოლატის მოფეტილთან გამოყენების დროს, რომელიც გამოიყენება ტრანსპლანტაციაში იმუნოსუპრესანტად.
თუ იგი რომელიმე პრეპარატი გამოგიყენებიათ აქამდე, გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს მათ შესახებ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
წამლის მიღებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ვალტრექსის გამოყენება ორსულებში რეკომენდირებული არ არის. თუ ორსულად ხართ ანდა ორსულობას გეგემავთ, ექიმის კონსულტაციის გარეშე წამალი არ მიიღოთ.
ვალტრექსის ორსულებში გამოყენებაზე შეიძლება ფიქრი იმ შემთხვევაში, თუ ვალტრექსის დედასთან მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ბავშვთან მოსალოდნელ მავნე ეფექტს.
თუ მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვება-ლაქტაცია
წამლის გამოყენებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ.
მეძუძურმა ქალებმა ვალტრექსი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ.
ძუძუთი კვების საკითხს ექიმი გადაწყვეტს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ვალტრექსის ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედების განმსაზღვრელი კვლევები არ ჩატარებულა. ვალტრექსმა შეიძლება ავტომობილის მართვის უნარზე ზემოქმედება მოახდინოს. სანამ ავტომობილსა ანდა მექანიზმების მართვას გადაწყვეტთ, დარწმუნდით რომ ვალტექსი ამ მხრივ თქვენზე არ მოქმედებს.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
სხვა წამლების მიღებამ შეიძლება იმოქმედოს ვალტრექსის ეფექტზე და პირიქით, ვალტრექსმა შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს სხვა წამლების ეფექტზე. ამიტომ, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი წამლებიდან რომელიმეს ღებულობთ, ვალტრექსის მიღებამდე თქვენს ექიმს აცნობეთ:
ციმეტიდინი (კუჭის წყლულის სამკურნალოდ გამოიყენება) ანდა პრობენეციდი (პოდაგრის სამკურნალოდ გამოიყენება)
ციკლოსპორინი ანდა ტაკროლიმუსი (იმუნური სისტემის დამცავი წამლები)
ამინოგლიკოზიდები(ანტიბიოტიკების სახეობა)
ორგანოპლატინის ნაერთები (სიმსივნის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები)
იოდირებული კონტრასტული გარემო (ფარისბერი ჯირკვლის რადიოლოგიური გამოკვლევისას გამოყენებული ნივთიერებები)
მეტოტრექსატი (უპირველესად რევმატიზმის სამკურნალოდ გამოყენებული წამალი)
პენტამიდინი (ვირუსილი ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული წამალი)
ფოქსარნეტი (ვირუსილი ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული წამალი)
ავადმყოფებში, ორგანოთა გადანერგვით, იმუნური სისტემის დათრგუნვისთვის გამოყენებული პრეპარატის მიკოფენოლატ მოფეტილთან ერთად მიცემისას, ვალტრექსის სასარგებლო ეფექტი იზრდება.
თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
გვერდითი მოვლენები
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც მითითებულია ან არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთანავე გვერდითი მოვლენები მიუთითეთ საიტზე www.titck.gov.tr - „პრეპარატის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება“ ან დარეკეთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების ხაზზე - 0 800 314 00 08 და აცნობეთ თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრს. განვითარებული გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.
- ვალტრექსის შენახვა
ვალტრექსი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, საკუთარ შეფუთვაში.
შეინახეთ 30 0C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ ვარგისიანობის თარიღის დაცვით.
არ გამოიყენოთ ვალტრექსი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის თარიღის შემდეგ.
არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! მიაწოდეთ გარემოს, ურბანიზაციის და კლიმატის ცვლილების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.
ლიცენზიის მფლობელი:
სს გლაქსოსმიტკლაინ ილაჩლარი სან. ვე თიჯ.,
შიშლი/სტამბოლი
წარმოების ადგილი:
სს აბდი იბრაჰიმ ილაჩ სან. ვე თიჯ., ესენიურთი, სტამბოლი
წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებულია 29/03/2024 წელს.
© 2024, გლაქსოსმიტკლაინის (GSK) ჯგუფის კომპანიები
გლაქსოსმიტკლაინის კომპანიათა ჯგუფის რეგისტრირებული მარკა.
A20015423-03
შენახვის პირობები
შეინახეთ ვალტრექსი, ბავშვების მზერისა და მათგან მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე 30 გრადუს ცელსიუტსზე ქვემოთ.
გამოიყენეთ მოქმედების ვადის დაცვით.
ვალტრექსი არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
არ გადააგდოთ ვადაასული ან გამოუყენებელი პრეპარატი. იგი გადაეცით შემგროვებელთა სისტემას, რომელიც განისაზღვრება გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ.
ლიცენზიის მფლობელი:
GlaxoSmithKline İlaçları San. ve Tic. A.Ş.
Buyukdere Cad. No.173, 1. Levent Plaza
B Blok 34394 1. Levent/Istanbul
წარმოების ადგილი:
Glaxo Wellcome S.A., Aranda de Duero, ბურგოსი, ესპანეთი.
ინსტრუქციის დამტკიცების თარიღია 13/08/2014.
2017, GSK ჯგუფის კომპანია
gsk
ვალტრექსი 500მგ გარსით დაფარული
ვალასიკლოვირ 500მგ
10 გარსით დაფარული ტაბლეტი
“არ იყიდოთ შეფუთვა დაზიანებული ან დახეული უსაფრთხოების ეტიკეტებით“.
ლიცენზიის მფლობელი: GlaxoSmithKline İlaçları San. ve Tic. A.Ş. Levent/სტამბული
წარმოების ადგილი: Glaxo Wellcome S.A., Aranda de Duero,
ბურგოსი, ესპანეთი.
ლიცენზიის ნომერი: 10.10.1997-103/9
GlaxoSmithKline კომპანიების ჯგუფის რეგისტრირებული სავაჭრო ნიმუში.
არ გამოიყენოთ სატრანსპორტო საშუალება/მანქანა გამოყენების ინსტრუქციის წაკითხვის გარეშე.
gsk
ვალტრექსი 500მგ გარსით დაფარული
ვალასიკლოვირ 500მგ
10 გარსით დაფარული ტაბლეტი
ფორმულა: თითოეული ფირის ტაბლეტი შეიცავს 500მგ ვალაციკლოვირის, როგორც აქტიურ ინგრედიენტს. გამოყენებამდე წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია. მოულოდნელი ეფექტის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას და შეფუთვაში. ინახება ოთახის არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
მიიღება პერორალურად. იყიდება რეცეპტით. არ იყიდოთ დაჭრილი ან გახსნილი შეფუთვა.
სერია:
ვადა:
ბლისტერი
GSK
ვალტრექსი
500მგ
ვალასიკლოვირი
სერია:
ვადა:
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტივირუსული, ნუკლეოზიდური და ნუკლეოტიდური ინჰიბიტორები
ათქ კოდი: J05AB11
მოქმედების მექანიზმი
ანტივირუსული, ვალაციკლოვირი არის აციკლოვირის L-ვალინის ესტერი. აციკლოვირი არის პურინის (გუანინის) ნუკლეოზიდის ანალოგი.
ადამიანებში ვალაციკლოვირი სწრაფად და თითქმის მთლიანად გარდაიქმნება აციკლოვირად და ვალინად ფერმენტის მიერ, რომელსაც ეწოდება ვალაციკლოვირის ჰიდროლაზა. აციკლოვირი არის in vitro ეფექტური საშუალება Herpes simplex ვირუსის (HSV) I და II ტიპის, Varicella zoster ვირუსის (VZV), ციტომეგალოვირუსის (CMV), ეპშტეინ-ბარის ვირუსის (EBV) და ადამიანის ჰერპეს ვირუსის 6 (HHV-6) წინააღმდეგ. აციკლოვირი ფოსფორილირდება მის აქტიურ ფორმამდე, აციკლოვირის ტრიფოსფატამდე და აფერხებს ჰერპესის ვირუსის დნმ-ის სინთეზს. ფოსფორილირების პირველი ეტაპი მოითხოვს ვირუსის სპეციფიკური ფერმენტის აქტივობას. ეს ფერმენტი არის ვირუსული თიმიდინ კინაზას (TK) ფერმენტი, რომელიც გვხვდება მხოლოდ ვირუსით ინფიცირებულ უჯრედებში HSV, VZV და EBV-ის შემთხვევაში. CMV-ში სელექციურობა მიიღწევა ფოსფორილირებით, ნაწილობრივ UL97-ის ფოსფოტრანსფერაზას გენის პროდუქტის შუამავლობით. აციკლოვირის გასააქტიურებლად ვირუსის სპეციფიკური ფერმენტის მოთხოვნა მისი სპეციფიკური სელექციურობის მთავარი მიზეზია. ფოსფორილირების პროცესი (კონვერტაცია მონოდან ტრიფოსფატად) სრულდება უჯრედული კინაზებით. აციკლოვირის ტრიფოსფატი კონკურენტულად აინჰიბირებს ვირუსულ დნმ პოლიმერაზას და ამ ნუკლეოზიდის ანალოგის ჯაჭვში შეყვანით, ჯაჭვის ფორმირების გაგრძელება ითრგუნება. ამრიგად, ვირუსის დნმ-ის სინთეზი შეჩერებულია და ვირუსის რეპლიკაცია აღკვეთილია. რეზისტენტობა შეიძლება განვითარდეს ფენოტიპის მიხედვით თიმიდინკინაზას გარეშე; ეს უკვე არახელსაყრელ მდგომარეობაშია მასპინძელ უჯრედში.
თუმცა იშვიათად, ცნობილია, რომ ვირუსის თიმიდინკინაზას ან დნმ პოლიმერაზას უმნიშვნელო ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს მგრძნობელობის დაქვეითება. ამ ვარიანტების ვირულენტობა „ველური ტიპის“ ვირუსის მსგავსია. კლინიკური HSV და VZV იზოლატების ყოვლისმომცველი შეფასება პაციენტებისგან, რომლებიც იღებენ აციკლოვირის თერაპიას ან პროფილაქტიკას, აჩვენა, რომ აციკლოვირის მიმართ შემცირებული მგრძნობელობა უკიდურესად იშვიათია არაიმუნურ პაციენტებში და პაციენტებში, რომლებიც გადიან ორგანოს ან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას, იტარებენ ქიმიოთერაპიას ავთვისებიანი დაავადების გამო და ადამინის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ). დადგინდა, რომ ის ძალზე იშვიათია ძალიან სერიოზული იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებშიც კი, როგორიცაა ინფიცირებული პაციენტები.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ზოგადი მახასიათებლები
პერორალური მიღების შემდეგ, ვალაციკლოვირის ჰიდროქლორიდი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და თითქმის მთლიანად გარდაიქმნება აციკლოვირად და L-ვალინად ნაწლავის და/ან ღვიძლის პირველი გავლის მეტაბოლიზმის შედეგად.
შეწოვა
აციკლოვირის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა ვალტრექსის 1 გრ პერორალური დოზის შემდეგ არის 54%. აციკლოვირის ბიოშეღწევადობაზე ვალტრექსის მიღების შემდეგ საკვების მიღება არ მოქმედებს.
ვალაციკლოვირის ფარმაკოკინეტიკა არ არის დოზის პროპორციული. შეწოვის სიჩქარე და ხარისხი მცირდება დოზის მატებასთან ერთად, რაც იწვევს Cmax-ის სუბპროპორციულ ზრდას თერაპიული დოზების ფარგლებში და ბიოშეღწევადობის მაქსიმალურ შემცირებას 500 მგ-ზე მეტი დოზებით. აციკლოვირის ფარმაკოკინეტიკური (PK) პარამეტრების გამოთვლები 250-დან 2000 მგ ვალაციკლოვირის ერთჯერადი დოზების შემდეგ პაციენტებში თირკმლის ნორმალური ფუნქციით ნაჩვენებია ქვემოთ.
აციკლოვირის PK პარამეტრი
250 მგ (N=15)
500 მგ (N=15)
1000 მგ (N=15)
2000 მგ (N=8)
Cmax
მიკრომოლი/ლ
- 78 1.71
- 0 4.23
- 1 8.53
- 9 6.36
მიკროგრამი/მლ
- 20 0.38
- 37 0.95
- 20 1.92
- 30 1.43
Tmax
საათი (სთ)
- 75 (0.75-1.5)
- 0 (0.75–2.5)
- 0 (0.75–3.0)
- 0 (1.5–3.0)
EAA
სთ.მიკრომოლი/ლ
- 4 3.65
- 3 7.77
- 9 20.1
131 28.3
სთ.მიკროგრამი/მლ
- 50 0.82
- 1 1.75
- 9 4.51
- 5 6.36
Cmax = მაქსიმალური კონცენტრაცია;
Tmax = დრო მაქსიმალური კონცენტრაციის მისაღევად;
AUC = ფართობი მრუდის ქვეშ კონცენტრაციის/დროის გრაფიკზე.
Cmax და AUC არის საშუალო ± სტანდარტული გადახრა.
Tmax მნიშვნელობები არის მედიანური და დიაპაზონი.
ვალაციკლოვირის პიკური პლაზმური კონცენტრაცია შეადგენს აციკლოვირის დონის მხოლოდ 4%-ს, მიიღწევა დოზის მიღებიდან მედიანური 30-დან 100 წუთამდე და არის გაზომვადი ლიმიტის ფარგლებში ან ქვემოთ დოზირებიდან 3 საათის შემდეგ.
ვალაციკლოვირის და აციკლოვირის ფარმაკოკინეტიკური პროფილები მსგავსია ერთჯერადი და განმეორებითი დოზირების შემდეგ.
ჰერპეს ზოსტერი და მარტივი ჰერპესი მნიშვნელოვნად არ ცვლის ვალაციკლოვირის ფარმაკოკინეტიკას ვალაციკლოვირის პერორალური მიღების შემდეგ.
განაწილება
ვალაციკლოვირის პლაზმის ცილებთან შეკავშირება ძალიან დაბალია (15%). CSF შეღწევადობა, განსაზღვრული როგორც CSF/პლაზმის AUC თანაფარდობა, იყო დაახლოებით 25% აციკლოვირისა და მისი 8-ჰიდროქსი-აციკლოვირის მეტაბოლიტისთვის (8-OH-ACV) და დაახლოებით 2.5% 9% (კარბოქსიმეთოქსი) მეთილგუანინის (CMMG) მეტაბოლიტისთვის.
ბიოტრანსფორმაცია
პერორალური მიღების შემდეგ, ვალაციკლოვირი გარდაიქმნება აციკლოვირად და L-ვალინად პირველი გავლის ნაწლავის და/ან ღვიძლის მეტაბოლიზმის მეშვეობით. აციკლოვირი დაბალი სიჩქარით გარდაიქმნება 9 (კარბოქსიმეთოქსი)მეთილგუანინის (CMMG) მეტაბოლიტად ალკოჰოლისა და ალდეჰიდდეჰიდროგენაზას მეშვეობით და 8-ჰიდროქსი-აციკლოვირის (8-OH-ACV) მეტაბოლიტად ალდეჰიდ ოქსიდაზას მეშვეობით. მთლიანი პლაზმური ექსპოზიციის დაახლოებით 88% განპირობებულია აციკლოვირით, 11% CMMG-ით და 1% 8-OH-ACV-ით. არც ვალაციკლოვირი და არც აციკლოვირი არ მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 ფერმენტებით.
გამოყოფა
თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში აციკლოვირის ნახევარგამოყოფის პერიოდი პლაზმიდან შეადგენს დაახლოებით 2 საათს ვალაციკლოვირის ერთჯერადი ან მრავალჯერადი დოზის მიღებიდან. ვალაციკლოვირის შეყვანილი დოზის 1%-ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელი პრეპარატის სახით შარდში. ვალაციკლოვირი გამოიყოფა შარდით ძირითადად აციკლოვირის (გამოვლენილი დოზის 80%-ზე მეტი) და ცნობილი აციკლოვირის მეტაბოლიტის 9-(კარბოქსიმეთოქსი)მეთილგუანინის (CMMG) სახით.
თავისებურებანი პაციენტებში
ორსული ქალები
ორსულობის გვიან პერიოდში ვალაციკლოვირის და აციკლოვირის ფარმაკოკინეტიკის შესწავლისას აციკლოვირის დღიური AUC (პლაზმაში კონცენტრაციის მრუდის ქვეშ და დროის დიაგრამა) 1000 მგ ვალაციკლოვირის შემდეგ იყო ორჯერ უფრო მარალი, ვიდრე 1200 მგ პერორალური აციკლოვირის დღიური დოზის შემდეგ.
ორსულობის გვიან პერიოდში ვალაციკლოვირის და აციკლოვირის ფარმაკოკინეტიკის კვლევამ აჩვენა, რომ ორსულობა გავლენას არ ახდენს ვალაციკლოვირის ფარმაკოკინეტიკაზე.
ორგანოების გადანერგვა
აციკლოვირის პიკური კონცენტრაცია ტრანსპლანტანტ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ 2000 მგ ვალაციკლოვირს 4-ჯერ დღეში, იგივე იყო, რაც ჯანმრთელ მოხალისეებში, რომლებიც იღებდნენ იმავე დოზას. სავარაუდო დღიური AUC უფრო დიდია.
თირკმლების ტერმინალური სტადიის დაავადების მქონე პაციენტებში
აციკლოვირის ელიმინაცია დაკავშირებულია თირკმელების ფუნქციასთან, ხოლო აციკლოვირის ექსპოზიცია იზრდება თირკმლის უკმარისობის სიმძიმის მატებასთან ერთად. აციკლოვირის ელიმინაციის საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი ვალაციკლოვირის შეყვანის შემდეგ პაციენტებში თირკმელების ბოლო სტადიის დაავადებით არის დაახლოებით 14, თირკმელების ნორმალური ფუნქციის დაახლოებით 3 საათთან შედარებით (იხ. დოზირება და მიღების მეთოდი).
აციკლოვირის და CMMG და 8-OH-ACV მეტაბოლიტების ზემოქმედება პლაზმაში და ცერებროსპინალურ სითხეში (CSF) განისაზღვრა 6 მოხალისის მიერ თირკმელების ნორმალური ფუნქციით (საშუალო კრეატინინის კლირენსი 111 მლ/წთ, დიაპაზონი 91-144 მლ/წთ) და 12 სუბიექტის მიერ, რომლებიც იღებდნენ 2000 მგ ყოველ 6 საათში. შესწავლილი იყო წონასწორობაში ვალაციკლოვირის მრავალჯერადი დოზის მიღების შემდეგ 3 მოხალისეზე თირკმლის მძიმე უკმარისობით (საშუალო CLcr 26 მლ/წთ, დიაპაზონი 17-31 მლ/წთ), რომლებიც იღებდნენ 1500 მგ ყოველ საათში. აციკლოვირის, CMMG და 8OH-ACV კონცენტრაციები როგორც პლაზმაში, ასევე CSF-ში იყო საშუალოდ 2.4 და 5-6-ჯერ მაღალი თირკმლის მძიმე უკმარისობის დროს, თირკმელების ნორმალურ ფუნქციასთან შედარებით. ამ ორ პოპულაციას შორის აციკლოვირის, CMMG ან 8-OH-აციკლოვირის შეღწევადობის ხარისხში არ იყო განსხვავება (იხ. ფარმაკოკინეტიკა: განაწილება).
ბავშვები
ვალაციკლოვირის ფარმაკოკინეტიკა პედიატრიულ პაციენტებში არ არის შეფასებული.
ღვიძლის დაავადება
ფარმაკოკინეტიკურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ღვიძლის უკმარისობა ამცირებს ვალაციკლოვირის აციკლოვირად გარდაქმნის სიჩქარეს, მაგრამ არა ხარისხს და აციკლოვირის ნახევარგამოყოფის პერიოდი არ განსხვავდება.
HIV პაციენტები
ვალაციკლოვირის განაწილება და ფარმაკოკინეტიკა 1000 და 2000 მგ ერთჯერადი და განმეორებითი პერორალური დოზების შემდეგ აივ ინფიცირებულ პაციენტებში არ განსხვავდება ჯანმრთელ მოხალისეების მონაცემებისგან.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია gsk
ვალტრექსი 500 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი
მიიღება ორალური (პირის) გზით.
მოქმედი ნივთიერება: ვალაციკლოვირია. თითოეული აპკით შემოგარსული ტაბლეტი 500 მგ ვალაციკლოვირს (556 მგ ვალაციკლოვირის ჰიდროქლორიდის ექვივალენტი) შეიცავს.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი, პოლიეთილენ გლიკოლ 400, პოლისორბატ 80, კარნაუბას ცვილი.
აღნიშნული წამლის გამოყენებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.
დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.
აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.
აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.
წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:
რა არის და რისთვის გამოიყენება ვალტრექსი?
ვალტრექსის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
როგორ გამოიყენება ვალტრექსი?
რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?
ვალტრექსის შენახვა
რა არის და რისთვის გამოიყენება ვალტრექსი?
ვალტრექსის 500 მგ ტაბლეტები ვალაციკლოვირს შეიცავს და ვირუსული ინფექციების სამკრუნალო წამლის ჯგუფში შედის.
ვალტრექსი წარმოდგენილია 10 ტაბლეტიანი ანდა 42 ტაბლეტიანი შეფუთვით.
ვალტრექსი ჰერპეს ზოსტერის ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენება. ვალტრექსი ზოსტერის ვირუსთან დაკაშირებული ტკივილის ხანგრძლივობას და ავადმყოფებში გამოვლენის სიხშირეს ამცირებს, ტკივილის გაყუჩებას აჩქარებს.
ვალტრექსი გამოიყენება როგორც კანის და პირის ღრუს, ასევე სასქესო ორგანოების მსგავსად გარეთა მიმართულებით გახსნილ სხეულის არხების მფარავ ქსოვილებში (ლორწოვანი გარსების) მარტივი ჰერპესის-Herpes simpex ინფექციის სამკურნალოდ, ასევე გამოიყენება სასქესო ორგანოებზე ლოკალიზებული (გენიტალური) ჰერპესის ჩათვლით) სამკურნალოდაც.
ვალტრექსი, ასევე ტუჩის ჰერპესის სამკურნალოდ გამოიყენება.
ვალტრექსი, კანის და ლორწოვანი გარსების მარტივი ჰერპესის განმეორებითი ინფექციების თავიდან აცილების მიზნით (სასქესო ორგანოებზე ლოკალიზებული (გენიტალური) ჰერპესის ჩათვლით) გამოიყენება.
ვალტრექსის, როგორც დამთრგუნავი თერაპიის დახმარებით და უფრო უსაფრთხო სქესობრივი ცხოვრების ერთობლიობით, გენიტალური ჰერპესის გადადება-გავრცელება (ტრანსმისია) მცირდება.
ვალტრექსი, ასევე გამოიყენება ორგანოთა გადანერგვის შემდეგ გამოვლენილი ციტომეგალოვირუსული (CMV) ინფექციის დაავადებისგან თავის დასაცავად. ვალტრექსით განხორციელებული ციტომეგალოვიურსული ინფექციის პროფილაქტიკა ქსოვილების მწვავე მოცილების რეაქციას (ავადმყოფები თირკმლის გადანერგვით), პირობით პათოგენური ინფექციების და სხვა ჰერპეს ვირუსული ინფექციების (მარტივი ჰერპესი- HSV), ვარიცელა ზოსტერის ინფექციის-( VZV) გამოვლენის სიხშირეს ამცირებს.
- ვალტრექსის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ვალტრექსი არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:
თუ;
ვალაციკლოვირის ანდა ვალტრექსის შემადგენელი ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ ალერგიული რეაქცია გაქვთ.(იხილეთ დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი).
ვალტრექსი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:
თუ;
თირკმლის უკმარისობა გაქვთ, თქვენს ექიმს აცნობეთ, რადგანაც ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება.
ღვიძლის დაავადება გაქვთ, ამ დროს ავადმყოფებში მაღალი დოზით (4გ/დღეში) ვალტრექსის მიცემის შესახებ მონაცემები არ მიპოვება. ასეთ ავადმყოფებში ვალტრექსის მაღალი დოზით მიცემისას, მიღებული უნდა იქნას შესაბამისი ზომები. ღვიძლის გადანერგვისას ვალტრექსის გამოყენების შესახებ კვლევა არ ჩატარებულა, ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ მაღალი დოზით აციკლოვირის მიცემისას, ვლინდება ციტომეგალოვირუსული ინფექციის (ინფექცის განმაპირობებელი ჯგუფი) და დაავადების სიხშირის შემცირება.
>65 წელი ასაკი გაქვთ.
იმუნური სისტემა სუსტი გაქვთ.
ორგანოს გადანერგვა გაკეთებული გაქვთ.
ვალტრექსით მკურნალობასთან ერთად, დამატებით რეკომენდირებულია ავადმყოფების მიერ უფრო უსაფრთხო სქესობრივ ცხოვრებაზე ორიენტირება. თუ ვალტრექსს გენიტალური ჰერპესის თავიდან აცილების ანდა მკურნალობის მიზნით იყენებთ ანდა წარსულში გადაიტანეთ გენიტალური ჰერპესი, დაავადების ტრანსმისიის(გავრცელების) თავიდან აცილების მიზნით რეკომენდირებულია კონდომის გამოყენება და უსაფრთხო სქესობრივ ცხოვრებაზე არჩევანის გაკეთება. თუ სასქესო მიდამოში ტკივილი დ ან მუწუკები გაქვთ, სქესობრვი ცხოვრებისგან თავი შეიკავეთ.
მკურნალობის დაწყებისას ძალიან მნიშვნელოვანია საკმარისი რაოდენობით წყლის დალევა, ამიტომ წყლის დალევა არ დაივიწყოთ.
თუ აღნიშნული გაფრთხილებები თქვენთან გამოვლინდა, თუნდაც წარსულის ნებისმიერ პერიოდში, გთხოვთ, თქვენს ექიმს აცნოებთ.
ვალტრექსის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ვალტრექსის ურთიერთქმედება საკვებსა და სასმელებთან არ აღინიშნება.
ორსულობა:
წამლის მიღებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ვალტრექსის გამოყენება ორსულებში რეკომენდირებული არ არის. თუ ორსულად ხართ ანდა ორსულობას გეგემავთ, ექიმის კონსულტაციის გარეშე წამალი არ მიიღოთ.
ვალტრექსის ორსულებში გამოყენებაზე შეიძლება ფიქრი იმ შემთხვევაში, თუ ვალტრექსის დედასთან მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ბავშვთან მოსალოდნელ მავნე ეფექტს.
თუ მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვება-ლაქტაცია
წამლის გამოყენებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ.
მეძუძურმა ქალებმა ვალტრექსი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ.
ძუძუთი კვების საკითხს ექიმი გადაწყვეტს.
ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება
ვალტრექსის ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედების განმსაზღვრელი კვლევები არ ჩატარებულა. ვალტრექსმა შეიძლება ავტომობილის მართვის უნარზე ზემოქმედება მოახდინოს. სანამ ავტომობილსა ანდა მექანიზმების მართვას გადაწყვეტთ, დარწმუნდით რომ ვალტექსი ამ მხრივ თქვენზე არ მოქმედებს.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
სხვა წამლების მიღებამ შეიძლება იმოქმედოს ვალტრექსის ეფექტზე და პირიქით, ვალტრექსმა შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს სხვა წამლების ეფექტზე. ამიტომ, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი წამლებიდან რომელიმეს ღებულობთ, ვალტრექსის მიღებამდე თქვენს ექიმს აცნობეთ:
ციმეტიდინი (კუჭის წყლულის სამკურნალოდ გამოიყენება) ანდა პრობენეციდი (პოდაგრის სამკურნალოდ გამოიყენება)
ციკლოსპორინი ანდა ტაკროლიმუსი (იმუნური სისტემის დამცავი წამლები)
ამინოგლიკოზიდები(ანტიბიოტიკების სახეობა)
ორგანოპლატინის ნაერთები (სიმსივნის სამკურნალოდ გამოყენებული წამლები)
იოდირებული კონტრასტული გარემო (ფარისბერი ჯირკვლის რადიოლოგიური გამოკვლევისას გამოყენებული ნივთიერებები)
მეტოტრექსატი (უპირველესად რევმატიზმის სამკურნალოდ გამოყენებული წამალი)
პენტამიდინი (ვირუსილი ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული წამალი)
ფოქსარნეტი (ვირუსილი ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული წამალი)
ავადმყოფებში, ორგანოთა გადანერგვით, იმუნური სისტემის დათრგუნვისთვის გამოყენებული პრეპარატის მიკოფენოლატ მოფეტილთან ერთად მიცემისას, ვალტრექსის სასარგებლო ეფექტი იზრდება.
თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
- როგორ გამოიყენება ვალტრექსი?
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:
ვალტრექსი ყოველთვის ექიმის მითითებების შესაბამისად მიიღეთ. თუ რომელიმე საკითხთან დაკავშირებით დარწმუნებული არა ხართ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ვალტრექსის ჰერპეს ზოსტერის ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებისას:
ჯანმრთელი იმუნური სისტემის მქონე ზრდასრულ ავადმყოფებში გამოიყენება შემდეგი დოზით: თითოეულ მიღებაზე 2 ტაბლეტი 3- ჯერ დღეში (დღიურად ჯამში 6 ტაბლეტი) 7 დღის განმავლობაში.
ზრდასრულ ავადმყოფებში, რომელთა იმუნური სისტემა დასუსტებულია, რეკომენდირებულია შემდეგი დოზა: 1000 მგ 3-ჯერ დღეში (ვალტრექსის 500 მგ აპკით შემოგარსული 2 ტაბლეტი) სულ ცოტა 7 დღის განმავლობაში. დაზიანებებზე ქერქების გაჩენის შემდეგ კიდევ საჭიროა 2 დღის განმავლობაში გამოყენება.
ვალტრექსის კანის და ლორწოვანი გარსების მარტივი ჰერპესული ინფექციის მკურნალობის (გენიტალური ჰერპესის ჩათვლით) შემთხვევაში:
ჯანმრთელი იმუნური სისტემის მქონე ზრდასრულ ავადმყოფებში და ბავშვებში 12 წლის ზემოთ მიიღება შემდეგი დოზით: 1ტაბლეტი 2-ჯერ დღეში. განმეორებითი ინფექციების შემთხვევაში მკურნალობა 3 ანდა 5 დღე უნდა გაგრძელდეს. უფრო ძლიერი შეტევებით დაწყებისას მკურნალობა 5 დღიდან 10 დღემდე შეიძლება გაგრძლდეს.
ავადმყოფებში, რომელთა იმუნური სისტემაც დასუსტებულია, რეკომენდირებულია შემდეგი დოზა:1000 მგ 2-ჯერ (ვალტრექსის 500 მგ აპკით შემოგარსული 2 ტაბლეტი)დღეში, სულ ცოტა 5 დღის განმავლობაში.
ორალური მიდამოს (ტუჩის)ჰერპესის მკურნალობის დროს ვალტრექსის რეკომენდირებული დოზაა:
4 ტაბლეტი 2 -ჯერ დღეში, 12 საათიანი შუალედით. აღნიშნული მკურნალობა მხოლოდ 1 დღიანია.
ვალტრექსის, კანის და ლორწოვანი გარსების მარტივი ჰერპესის განმეორებითი ინფექციების თავიდან აცილების მიზნით (გენიტალური ჰერპესის ჩათვლით) გამოიყენების შემთხვევაში რეკომენდირებული დოზაა:
ჯანმრთელი იმუნური სისტემის მქონე ზრდასრულებში და ბავშვებში 12 წლის ზემოთ მიიღება შემდეგი დოზით: 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში.
სუსტი იმუნური სისტემის მქონე ავადმყოფებში რეკომენდირებული დოზაა: 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში.
ვალტრექსის, გენიტალური ჰერპესის გავრცელების შემცირების მიზნით გამოყენებისას:
ჯანმრთელი იმუნური სისტემის მქონე ჰეტეროსექსუალურ ზრდასრულებში, წელიწადში 9-ჯერ ანდა უფრო მეტი სიხშირით გამეორების შემთხვევაში რეკომენდირებული დოზაა: 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში.
ვალტრექსის ორგანოთა გადანერგვის შემდეგ გამოვლენილი ციტომეგალოვირუსული (CMV) ინფექციის და დაავადებისგან თავის დასაცავად გამოყენების შემთხვევაში:
ზრდასრულებსა და 12 წლის ზემოთ ბავშვებში ორგანოთა გადანერგვის შემდეგ უმოკლეს დროში საჭიროა მკურნალობის დაწყება შემდეგი დოზით: საწყისი დოზაა: 4 ტაბლეტი 4-ჯერ დღეში, ტაბლეტები მიღებული უნდა იქნა 6 საათიანი შუალედით. მკურნალობის ხანგრძლივობა ძირითადად არის 90 დღე და მაღალი რისკის ჯგუფის ავადმყოფებში ეს დრო შეიძლება გახანგრძლივდეს.
თქვენი ექიმი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების შესაბამისად დოზას დაარეგულირებთ:
თუ 65 წლის და მეტი ასაკის ხართ
თუ სუსტი იმუნური სისტემა გაქვთ
თუ თირკმლის პრობლემები გაქვთ
თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მდგომარეობა თქვენთან ვლინდება, ვალტრექსის გამოყენებამდე ექიმს აცნობეთ.
მიცემის გზა და მეთოდი:
მიიღება ორალური (პირის) გზით
ტაბლეტები გარკვეული რაოდენობის წყალათან ერთად მიიღეთ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება: 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ვალტრექსი ეფექტურობა შეფასებული არ არის, ამიტომ მისი გამოყენება ბავშვებში არ არის რეკომენდირებული.
ხანდაზმულებში გამოყენება:
თირკმლების უკმარისობის მქონე ხანდაზმულებში ექიმმა შეიძლება სხვა დოზის რეკომენდაცია მოგცეთ.
გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:
თირკმლების/ღვიძლის უკმარისობა: თუ თირკმლების უკმარისობა გაქვთ, ექიმი თქვენი მდგომარეობის სიმძიმის შესაბამის დოზას შეგირჩევთ. თუ მსუბუქი ანდა საშუალო ხარისხის ციროზი გაქვთ, დოზის რეგულირებას არ საჭიროებს.
თუ ფიქრობთ, რომ ვალტრექსის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
თუ ვალტრექსის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
თუ, ვალტრექსის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ ,ვალტრექსის გადაჭარბებულ დოზას ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში არ მიიღებთ, ერთჯერადი ჭარბი დოზა საზიანო არ არის. თუ ტაბლეტების დიდ რაოდენობას მიიღებთ, შეიძლება გამოვლინდეს: გულისრევა, ღებინება ანდა გონების დაბინდვა, აჟიტაცია (ქცევითი და სულიერი შფოთვა), თირკმლების მწვავე უკმარისობა, ჰალუცინაციები(მოჩვენება), ცნობიერების დაქვეითება, კომა ანდა უჩვეულო ძილიანობა.
თუ ვალტრექსის მიღება დაგავიწყდათ
თუ ვალტრექსის მიღება დაგავიწყდათ, როგორც კი გაიხსენებთ, გამოტოვებული დოზა მიიღეთ, მაგრამ თუ გვიან გაგახსენდებათ და მომდევნო დოზის მიღების დროა, გამოტოვებული(დავიწყებული ) დოზა ჩააგდეთ და მომდევნო დოზა მიიღეთ.
დავიწყებული დოზის ნაცვლად ვალტრექსის 2 დოზა არ მიიღოთ.
დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
მოვლენები, რომელიც ვალტრექსით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:
თუ, ვალტრექსით მკურნალობის შეწყვეტას აპირებთ, ჯერ ექიმის კონსულტაცია მიიღეთ.
- რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამალში, ვალტრექსში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.
თუ ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე გამოვლინდება, ვალტრექსის მიღება შეწყვიტეთ და დაუყოვნებლივ ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ.
სხეულის მიერ ალერგენების წინააღმდეგ გამოვლენილი ძლიერი რეაქციის, უეცრად მომატებული მგრძნობელობის (ანაფილქსიის)დროს.
ძლიერი ალერგიული რეაქციები იშვიათად ვლინდება. ალერგიული რეაქციის უეცარი გამოვლინების ნიშნები ქვემოთაა მოცემული:
შეშუპება, ქავილი, გამონაყარი კანზე
ტუჩების, სახის, კისრის და ხახის შეშუპება, რომელიც იწვევს სუნთქვის ძლიერ გაძნელებას
სისხლის არტერიული წნევის დაცემა და გონების დაკარგვა
ყველა ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებია.
თუ ჩამოთვლილიდან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ ვალტრექსის მიმართ ალერგია გაქვთ. ამ დროს შეიძლება სააჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ანდა საავადმყოფოში დაწოლა.
ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.
გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფში ვლინდება.
ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.
ძალიან გავრცელებული გვერდითი ეფეტები:
თავის ტკივილი
გავრცელებული გვერდითი ეფექტები:
გულისრევა
თავბრუსხვევა
ღებინება
დიარეა(ფაღარათი)
სინათლის მიმართ მომატებული მგრზნობელობა(ფოტოსენსიტიურობა) და გამონაყარი
ქავილი
კანზე გამონაყარი
ნაკლებად გავრცელებული გვერდითი ეფექტები:
ჰაერის უკმარისობა (დისპნე)
სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება(ლეიკოპენია)
თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია)
გონების დაბინდვა(კონფუზია)
მოჩვენებები (ჰალუცინაცია)
კანკალი
შფოთვა (აჟიტაცია)
ცნობიერების დაქვეითება
მუცლის ტკივილი (აბდომინაური დისკომფორტი)
ღვიძლის ფუნქციების უკუქცევადი მომატება
ურტიკარია(ჭინჭრის ციება)
თირკმლების ტკივილი
შარდში სისხლის არსებობა (ჰემატურია)
იშვიათი გევრდითი ეფექტები:
ფსიქოლოგიური სინდრომები (არეული და დაუბალანსებელი ფიქრები)
მოძრაობის კონტროლის გაძნელებასთან დაკავშირებული სიარულის დარღვევა (ატაქსია)
მეტყველების დარღვევა (დიზართრია)
გულყრები(კონვულსიები)
თავის ტვინის დაავადება(ენცეფალოპათია)
კომა
ალერგიის შედეგად სახის და ხახის შეშუპება(ანგიოედემა)
თირკმლების უკმარისობა
მწვავე თირკმლების უკმარისობა
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.
- ვალტრექსის შენახვა
ვალტრექსი ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.
შეინახეთ <300 C ოთახის ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ვალტრექსი არ გამოიყენოთ.
ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.
ლიცენზიის მფლობელი: ს.ს. GlaxoSmithkline ილაჩლარი სან ვე თიჯ
ბუიუქდერეს ქ. N: 173. 1. ლევენთ პლაზა, ბ ბლოკი, 34394 1.ლევენთი/სტამბული
წარმოების ადგილი: ს.ს აბდი იბრაჰიმ ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ
ესენიურთი, სტამბული
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 28.10.2021-ში დამოწმებულია.
2021, GSK ჯგუფის კომპანიები
- სამედიცინო ინსტრუქციაორიგინალი რეესტრიდან · .docx · 30 კბ
- სამედიცინო ინსტრუქციაორიგინალი რეესტრიდან · .docx · 27 კბ
- სამედიცინო ინსტრუქციაორიგინალი რეესტრიდან · .docx · 30 კბ
- პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)ორიგინალი რეესტრიდან · .docx · 54 კბ
- ინსტრუქციაორიგინალი რეესტრიდან · .doc · 124 კბ
- ინსტრუქციაორიგინალი რეესტრიდან · .doc · 113 კბ
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



















