პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტივირუსული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ვალტრექსი

VALTREX

რეცეპტით500მგინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

კრექტინინის კლირენსი (მლ/წთ) ვალაციკლოვირის დოზირება ჰერპეს ზოსტერი (მკურნალობა) იმუნოკომპეტენტურ და დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე მოზრდილებში მინიმუმ 50 30-49 10-29 10-ზე ნაკლები 1 გ სამჯერ დღეში 1 გ ორჯერ დღეში 1 გ ერთხელ დღეში 500 მგ ერთხელ დღეში მარტივი ჰერპესი (herpes simplex) (მკურნალობა) - …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ვალაციკლოვირი (valaciclovir)
ფორმა და შეფუთვა
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10 (1X10)
მწარმოებელი
Glaxo Wellcome S.A., ესპანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტივირუსული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ნუკლეოზიდები და ნუკლეოტიდები უკუტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორების გარდა
ATC კოდი
J05AB11
რეგისტრაციის ნომერი
რ-044010
რეგისტრირებულია
18 სექტემბერი 2025, მოქმედებს 18 სექტემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
GlaxoSmithKline Export Ltd (დიდი ბრიტანეთი)
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებავალტრექსი და სხვა წამალი ერთად

ვალტრექსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

კრექტინინის კლირენსი

(მლ/წთ)

ვალაციკლოვირის დოზირება

ჰერპეს ზოსტერი

(მკურნალობა)

იმუნოკომპეტენტურ და

დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე

მოზრდილებში

მინიმუმ 50

30-49

10-29

10-ზე ნაკლები

1 გ სამჯერ დღეში

1 გ ორჯერ დღეში

1 გ ერთხელ დღეში

500 მგ ერთხელ დღეში

მარტივი ჰერპესი

(herpes simplex) (მკურნალობა)

  • იმუნოკომპეტენტური

მოზრდილები და

მოზარდები

მინიმუმ 30

30-ზე ნაკლები

500 მგ ორჯერ დღეში

500 მგ ერთხელ დღეში

ტუჩის ჰერპესი

(მკურნალობა)

იმუნოკომპეტენტურ მოზრდილებსა და

მოზარდებში

მინიმუმ 50

30-49

10-29

10-ზე ნაკლები

2 გ ორჯერ ერთი დღეE

1 გ ორჯერ ერთი დღეE

500 მგ ორჯერ ერთი დღე

500 მგ ერთჯერადად

მარტივი ჰერპესის

პრევენცია (სუპრესია):

იმუნოკომპეტენტური მოზრდილები და მოზარდები

მინიმუმ 30

30-ზე ნაკლები

500 მგ ერთხელ დღეში

250 მგ ერთხელ დღეში

დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე მოზრდილები

მინიმუმ 30

30-ზე ნაკლები

500 მგ ორჯერ დღეში

500 მგ ერთხელ დღეში

ციტომეგალოვირუსი

(პროფილაქტიკა) მოზრდილებსა და მოზარდებში

მინიმუმ 75

50-დან 75-მდე

25-დან 50-მდე

10-დან 25-მდე

10-ზე ნაკლები ან დიალიზზე მყოფი

2 გ ოთხჯერ დღეში

  • 5 გ ოთხჯერ დღეში
  • 5 გ სამჯერ დღეში
  • 5 გ ორჯერ დღეში

1,5 გ ერთხელ დღეში

პერიოდულ ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის რეკომენდებულია ვალტრექსის დოზა, რომელიც გამოიყენება 15 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსის შემთხვევაში. ის გამოყენებულ უნდა იქნეს ჰემოდიალიზის ჩატარების შემდეგ.

კრეატინინის კლირენსი უნდა გაკონტროლდეს ხშირად, განსაკუთრებით იმ პერიოდებში, როცა თირკმლის ფუნქცია სწრაფად იცვლება, მაგალითად, დაუყოვნებლივ ტრანსპლანტაციის ან ტრანსპლანტატის შეგუების შემდეგ. ვალტრექსის დოზის კორექცია უნდა მოხდეს შესაბამისად. 

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ვალტრექსის 1 გ ერთეულ დოზაზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარტის დოზა კორექციას ას საჭიროებს იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მსუბუქი ან საშუალო ხარისხის ციროზი (შენარჩუნებულია ღვიძლის სინთეზური ფუნქცია). შორსწასული ციროზის მქონე პაციენტებში ფარმაკოკინეტიკური მონაცემები (ღვიძლის დაზიანებული სინთეზური ფუნქცია და პორტოსისტემური შუნტირების არსებობა) არ მიუთითებს დოზის კორექციის საჭიროებაზე. თუმცა, კლინიკური გამოცდილება შეზღუდულია. მაღალი დოზებისთვის (4 გ ან მეტი/დღეში) იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები.

უკუჩვენებები

ვალტრექსი უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა ვალაცილკოვირის, აციკლოვირის ან ვალტრექსის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

სიფრთხილის ზომები

კანის მძიმე გვერდითი რეაქციები: კანის მძიმე გვერდითი რეაქციები (SCAR-ები), მათ შორის მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი (AGEP) და წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS), აღწერილ იქნა ვალტრექსის მიმღებ პაციენტებში. გარდა ამისა, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN), სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS) და მულტიფორმული ერითემა (EM) აღწერილ იქნა აციკლოვირით ნამკურნალებ პაციენტებში. მიღების შემდეგ ვალაციკლოვირი სწრაფად და თითქმის მთლიანად გარდაიქმნება აციკლოვირად, რომელიც ვალაციკლოვირის ძირითადი მეტაბოლიტია (იხ. ფარმაკოკინეტიკა).

რადგან SCAR-ები შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო ან ფატალური იყოს, თუ ვითარდება ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც მიუთითებენ SCAR-ზე, ვალტრექსით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და უნდა დაიწყოს ალტერნატიული მკურნალობა. პაციენტებმა, რომლებსაც განუვითარდათ SCAR-ები აციკლოვირის ან ვალაციკლოვირის მიღებისას, აღარ უნდა მიიღონ ვალაციკლოვირი (იხ. უკუჩვენებები და გვერდითი რეაქციები).

ჰიდრატაციული სტატუსი: დეჰიდრატაციის რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში, განსაკუთრებით ხანდაზმულებში, ყურადღება უნდა მიექცეს ადეკვატური რაოდენობით სითხის მიღებას.

პრეპარატის გამოყენება თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებსა და ხანდაზმულებში:

აციკლოვირი გამოიყოფა თირკმლისმიერი კლირენსით, ამის გამო ვალაციკლოცირის დოზა უნდა შემცირდეს იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმელების დაზიანება (იხ. დოზირება და მიღების წესი). ხანდაზმულ პაციენტებს უფრო მეტად აღენიშნებათ თიკრმელების დაქვეითებული ფუნქცია და ამის გამო, პაციენტების ამ ჯგუფში რეკომენდებულია დოზის შემცირება. როგორც ხანდაზმულები, ისე თირკმელების დაზიანების მქონე პაციენტები, იმყოფებიან ნევროლოგიური გვერდითი მოვლენების გაზრდილი რისკის ქვეშ და საჭიროებენ ყურადღებით მონიტორინგს ამ ეფექტების გამოსავლენად. Aაღწერილ შემთხვევებში ეს რეაქციები არის ძირითადად შექცევადი ხასიათის მკურნალობის მოხსნის შემდეგ (იხ. გვერდითი რეაქციები).

ვალტრექსის მაღალი დოზების გამოყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ან ღვიძლის ტრანსპლანტაციის დროს: არ არსებობს ხელმისაწვდომი მონაცემები ვალტრექსის მაღალი დოზების გამოყენების შესახებ (4 გ ან მეტი დღეში) ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში. სიფრთხილეა საჭირო ასეთ პაციენტებში ვალტრექსის მაღალი დოზებით დანიშვნისას. ვალტრექსთან დაკავშირებით სპეციფიკური კვლევები ღვიძლის ტრანსპლანტაციის დროს არ განხორციელებულა; თუმცა, აციკლოვირის მაღალი დოზით პროფილაქტიკამ გამოავლინა, რომ პრეპარატი ამცირებს CMV (ციტომეგალოვირუსულ) ინფექციებს და დაავადებას.

პრეპარატის გამოყენება გენიტალური ჰერპესის დროს: ვალტრექსით სუპრესორული თერაპია ამცირებს გენიტალური ჰერპესის გადაცემის რისკს. იგი არ კურნავს გენიტალურ ჰერპესს ან სრულებით არ აღმოფხვრის მისი გადაცემის რისკს. ვალტრექსით მკურნალობის გარდა რეკომენდებულია, რომ პაციენტებმა დაიცვან უსაფრთხო სექსის პრაქტიკა.

ურთიერთქმედებები

არ არის იდენტიფიცირებული რაიმე კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები.

აციკლოცვირი პირველადად გამოიყოფა შეუცვლელი სახით შარდში თირკმლის მილაკოვანი აქტიური სეკრეციით. ნებისმიერ ერთდროულად მიღებულ მედიკამენტს, რომელიც კონკურენციას უწევს მოცემული პრეპარატის მექანიზმს, შეუძლია გაზარდოს აციკლოვირის პლაზმური კონცენტრაცია ვალტრექსის მიღების შემდეგ.

1 გ ვალაციკლოვირის შეყვანის შემდეგ, ციმეტიდინი და პრობენეციდი ზრდიან აციკლოვირის AUC-ს ამ მექანიზმით და ამცირებენ აციკლოვირის თირკმლისმიერ კლირენსს. თუმცა, დოზის კორექცია არ არის საჭირო ამ დოზის დროს, აციკლოვირის ფართო თერაპიული ინდექსის გამო.

სიფრთხილეა საჭირო ვალტრექსის მაღალი დოზების (4 გ ან მეტი დღეში) გამოყენებისას იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც კონკურენციას უწევენ აციკლოვირს გამოყოფის დროს, რადგან არსებობს პლაზმაში ერთი ან ორივე პრეპარატის ან მათი მეტაბოლიტების დონის გაზრდის ალბათობა. აღინიშნა პლაზმაში აციკლოვირის AUC-ს და მიკოფენოლატის მოფეტილის არააქტიური მეტაბოლიტების (იმუნოსუპრესორული ნივთიერება, რომელიც გამოიყენება გადანერგვის შემდეგ პაციენტებში) მატება, აციკლოვირის შიგნით მიღებისას მიკოფენოლატის მოფეტილთან ერთად.

სიფრთხილეა საჭირო (თირკმელების ფუნქციის ცვლილების მონიტორინგით) ვალტრექსის მაღალი დოზების მიღებისას (4 გ ან მეტი/დღეში) იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ თირკმელების ფიზიოლოგიის სხვა ასპექტებზე (მაგ.: ციკლოსპორინი, ტარკოლიმუსი).

ორსულობა და ძუძუთი კვება

ფერტილობა

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ვალტრექსს არ ჰქონდა გავლენა ფერტილობაზე. თუმცა, აციკლოვირის მაღალმა პარენტერალურმა დოზებმა გამოიწვია ტესტიკულური ეფექტები ვირთაგვებსა და ძაღლებში (იხ. პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები).

ადამიანის ფერტილობის კვლევები ვალტრექსით არ ჩატარებულა, თუმცა არ აღნიშნულა ცვლილებები სპერმატოზოიდების რაოდენობაში, მოძრაობასა და მორფოლოგიაში 20 პაციენტში 400 მგ – 1 გ აციკლოვირით მკურნალობის 6 თვის შემდეგ.

ორსულობა

არსებობს მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის მონაცემები ვალტრექსის ორსულობის დროს გამოყენების შესახებ. ვალტრექსის გამოყენება ორსულებში შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ მკურნალობის პოტენციური სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკს.

ორსულობის რეგისტრის მიხედვით გამოვლინდა, ორსულობის გამოსავალი იმ ქალებში, რომლებმაც მიიღეს ვალტრექსის ან ზოვირაქსის სხვა ფარმაცევტული ფორმები (აციკლოვირი, ვალტრექსის აქტიური მეტაბოლიტი); 111 და 1246 შედეგი (29 და 756 იღებდა პრეპარატს ორსულობის პირველ ტრიმესტრში), შესაბამისად, მიღებულ იქნა რეგისტრირებული ქალებისგან. აციკლოვირის ორსულების რეგისტრმა არ აჩვენა თანდაყოლილი დეფექტების რაოდენობის მატება აციკლოვირის მიმღებ პირებში ზოგად პოპულაციასთან შედარებით, და თანდაყოლილ ანომალიებს არ ჰქონდა რაიმე უნიკალური ან კანონზომიერი ხასიათი, რათა ეჭვი იქნეს მიტანილი საერთო მიზეზზე. იმის გამო, რომ მცირე რაოდენობის ქალია ჩართული ვალაციკლოვირის ორსულების რეგისტრში, შეუძლებელია საიმედო და საბოლოო დასკვნების გაკეთება ვალტრექსის უსაფრთხოების შესახებ ორსულობის დროს (იხ. ფარმაკოკინეტიკა).

ლაქტაცია

აციკლოვირი - ვალტრექსის მთავარი მეტაბოლიტი, გამოიყოფა დედის რძეში. ვალტრექსის 500 მგ დოზის შიგნით მიღებისას აციკლოვირის პიკური კონცენტრაცია (Cmax) დედის რძეში მერყეობს 0.5-2.3 ფარგლებში (საშუალოდ 1.4), რაც შეესაბამება დედის შრატში აციკლოვირის კონცენტრაციებს. აციკლოვირის დედის რძეში დონის და დედის შრატში აციკლოვირის AUC შეფარდება მერყეობს 1.4-2.6 ფარგლებში (საშუალოდ, 2.2.). აციკლოვირის საშუალო კონცენტრაცია დედის რძეში იყო 2.24 მიკროგრამი/მლ (9.95 მიკრომოლი). დედის მიერ 500 მგ დღეში ორჯერ ვალტრექსის მიღებისას მიიღწევა დონე, რომელიც ახალშობილში შეადგენს აციკლოვირის დაახლოებით 0.61 მგ/კგ/დღეში პერორალურ დოზას. დედის რძეში აციკლოვირის ნახევარდაშლის პერიოდი შრატის ნახევარდაშლის პერიოდის მსგავსია.

დედის შრატში, რძეში ან ახალშობილის შარდში არ აღმოჩნდა შეუცვლელი ვალაციკლოვირი.

სიფრთხილეა საჭირო ვალტრექსის დანიშვნისას მეძუძურ ქალებში. თუმცა, ზოვირაქსი გამოიყენება ნეონატალური მარტივი ჰერპესის სამკურნალოდ 30 მგ/კგ/დღეში ინტრავენური დოზებით.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პაციენტის კლინიკური სტატუსი და ვალტრექსის გვერდითი მოვლენების პროფილი აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ავტომანქანის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს. არ არსებობს რაიმე სახის კვლევა ვალაციკლოვირის ზეგავლენის შესახებ ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. უფრო მეტიც, ასეთ ქმედებებზე საზიანო ეფექტის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია აქტიური ნივთიერების ფარმაკოლოგიის მიხედვით.

გვერდითი მოვლენები

ქვემოთ ჩამოთვლილია გვერდითი რეაქციები ორგანოთა სისტემების კლასების და სიხშირის მიხედვით MedDRA კლასიფიკაციის მიხედვით.

გამოყენებული სიხშირის კატეგორიებია:

ძალიან ხშირი: ≥1 /10;

ხშირი: ≥1 /100 - <1/10;

არახშირი: ≥1/1,000 - <1/100;

იშვიათი: ≥1/10,000 - <1/1,000;

ძალიან იშვიათი: <1/10,000.

სიხშირე უცნობია: სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე.

კლინიკური კვლევების მონაცემები გამოყენებულ იქნა გვერდითი რეაქციების სიხშირის კატეგორიების დასადგენად თუ, კვლევებში, არსებობდა მტკიცებულება ვალტრექსთან კავშირის შესახებ (ანუ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება იყო სიხშირეებს შორის პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ვალტრექსს და პლაცებოს). ყველა სხვა გვერდითი რეაქციისთვის გამოყენებულ იქნა სპონტანური პოსტ-მარკეტინგული მონაცემები, როგორც სიხშირის გადანაწილების საფუძველი.

კლინიკური კვლევების მონაცემები

ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები

ხშირი: თავის ტკივილი

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

ხშირი: გულისრევა

პოსტმარკეტინგული მონაცემები

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

ძალიან იშვიათი: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია.

ლეიკოპენია უმთავრესად აღინიშნა დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე პაციენტებში.

იმუნური სისტემის დარღვევები

ძალიან იშვიათი: ანაფილაქსია

ფსიქიკური და ნერვული სისტემის დარღვევები

იშვიათი: თავბრუსხვევა, ცნობიერების დაბინდვა, ჰალუცინაციები, დაქვეითებული ცნობიერება.

ძალიან იშვიათი: აგზნებადობა, ტრემორი, ატაქსია, დიზართრია, ფსიქოზური სიმპტომები, კრუნჩხვები, ენცეფალოპათია, კომა.

ზემოთ ჩამოთვლილი მოვლენები ძირითადად არის შექცევადი ხასიათის და ჩვეულებრივ ვლინდება იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმელების დაზიანება ან სხვა წინასწარგანწყობის ფაქტორები (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები). ორგანოს გადანერგვის შემდეგ პაციენტებში ვალტრექსის მაღალი დოზების (8 გ დღეში) მიღებისას CMV-iს პროფილაქტიკისთვის, ნევროლოგიური რეაქციები ვლინდება უფრო ხშირად, ვიდრე დაბალი დოზების მიღებისას.

რესპირატორული, გულმკერდის და შუასაყრის დარღვევები

არახშირი: ქოშინი

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

იშვიათი: დისკომფორტი მუცლის არეში, ღებინება, დიარეა

ჰეპატობილიარული დარღვევები

ძალიან იშვიათი: ღვიძლის ფუნქციის ტესტების შექცევადი მომატება

ხანდახან აღწერილია ჰეპატიტის სახით.

კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

არახშირი: გამონაყარი, მათ შორის ფოტომგრძნობელობითი.

იშვიათი: ქავილი

ძალიან იშვიათი: მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი (AGEP), წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS) (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები), ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება.

სიხშირე უცნობია: ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN)*, სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS)*, მულტიფორმული ერითემა (EM)* (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).

  • ეს მოვლენები აღწერილ იქნა აციკლოვირის მიღებისას (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები),

თირკმელებისა და საშარდე გზების დარღვევები

იშვიათი: თირკმელების დაზიანება

ძალიან იშვიათი: თირკმელების მწვავე უკმარისობა, თირკმლის ტკივილი.

თირკმლის ტკივილი შეიძლება დაკავშირებული იყოს თირკმელების უკმარისობასთან.

სხვა: აღინიშნა თირკმელების უკმარისობა, მიკროანგიოპათიური ჰემოლიზური ანემია და თრომბოციტოპენია (ხანდახან კომბინაციაში) ძლიერ დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით შორსწასული აივ დაავადების მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ ვალტრექსის მაღალ დოზებს (8 გ დღეში) ხანგრძლივად კლინიკურ კვლევებში. Eეს მონაცემები გამოვლენილ იქნა იმ პაციენტებში, რომლებიც არ მკურნალობდნენ ვალტრექსით და აღენიშნებათ იგივე ძირითადი ან თანმხლები პათოლოგიები.

ჭარბი დოზა

ნიშნები და სიმპტომები

თირკმელების მწვავე უკმარისობა და ნევროლოგიური სიმპტომები, მათ შორის ცნობიერების დაბინდვა, ჰალუცინაციები, აგზნებადობა, დაქვეითებული ცნობიერება და კომა, აღინიშნა იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ვალაციკლოვირის გადაჭარბებულ დოზებს. შეიძლება ასევე გამოვლინდეს გულისრევა და ღებინება. სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო დოზის უნებლიე გადაჭარბების თავიდან ასაცილებლად. აღწერილი შემთხვევების დიდი ნაწილი მოიცავდა თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებს და ხანდაზმულებს, რომლებიც იღებდნენ განმეორებით გადაჭარბებულ დოზებს, რადგან არ მოხდა დოზის შესაბამისი კორექცია.

მკურნალობა

პაციენტები გამოკვლეული უნდა იყვნენ ტოქსიკურობის ნიშნებზე. ჰემოდიალიზი მნიშვნელოვნად აძლიერებს აციკლოვირის გამოდევნას სისხლიდან და ამის გამო შეიძლება ჩაითვალოს მკურნალობის ერთ-ერთ საშუალებად სიმპტომური დოზის გადაჭარბების შემთხვევაში.

შემადგენლობა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, რომლებიც შეიცავენ 250 მგ, 500 მგ ან 1000 მგ ვალაციკლოვირს.

კლინიკური ინფორმაცია

შენახვის პირობები

შენახვა

შენახვის პირობები დეტალურად მოცემულია შეფუთვაზე.

კონტეინერის ფორმა და შემცველობა

ტაბლეტები მოთავსებულია ბლისტერებზე, რომლებიც დამზადებულია არაპლასტიფიცირებული პოლივინილქლორიდისა და ალუმინის ფოლგისგან.

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ათქ კოდი: J05A B11

მოქმედების მექანიზმი

ვალაციკლოვირი, ანტივირუსული საშუალებაა და წარმოადგენს აციკლოვირის L-ვალინის ეთერს. აციკლოვირი არის პურინის (გუანინის) ნუკლეოზიდის ანალოგი.

ვალაციკლოვირი სწრაფად და თითქმის მთლიანად გარდაიქმნება ადამიანებში აციკლოვირად და ვალინად, შესაძლებელია ფერმენტით, ე.წ. ვალაციკლოვირის ჰიდროლაზათი.

აციკლოვირი არის ჰერპესის ვირუსის სპეციფიკური ინჰიბიტორი ინ ვიტრო აქტივობით მარტივი ჰერპეს (herpes simplex) ვირუსის (HSV) ტიპი 1 და ტიპი 2-ის, ვარიცელა ზოსტერ ვირუსის (VZV), ციტომეგალოვირუსის (CMV), ეპშტეინ-ბარის ვირუსის (EBV) და ადამიანის ჰერპეს ვირუსი 6-ის (HHV-6) წინააღმდეგ. აციკლოვირი აინჰიბირებს ჰერპეს ვირუსის დნმ-ის სინთეზს, როგორც კი ფოსფორილირდება აქტიურ ტრიფოსფატურ ფორმად.

ფოსფორილირების პირველი ეტაპი საჭიროებს ვირუს-სპეციფიკური ფერმენტის აქტივობას. HSV, VZV და EBV შემთხვევაში ეს ფერმენტი არის ვირუსული თიმიდინკინაზა (TK), რომელიც წარმოდგენილია მხოლოდ ვირუსით ინფიცირებულ უჯრედებში. CMV-ში სელექციურობა ნარჩუნდება ფოსფორილირებით, სულ მცირე ნაწილობრივ, UL97-ის ფოსფოტრანსფერაზული გენური პროდუქტის საშუალებით. აციკლოვირის აქტივაციის საჭიროება ვირუს-სპეციფიკური ფერმენტით კარგად ხსნის მის სელექციურობას.

ფოსფორილირების პროცესი სრულდება (მონოდან ტრიფოსფატად გარდაქმნა) უჯრედული კინაზას საშუალებით. აციკლოვირის ტრიფოსფატი კონკურენტულად თრგუნავს ვირუსის დნმ პოლიმერაზას და ამ ნუკლეოზიდური ანალოგის ინკორპორაცია იწვევს ობლიგატური ჯაჭვის გაწყვეტას, აჩერებს ვირუსული დნმ-ის სინთეზს და შედეგად, ბლოკავს ვირუსის რეპლიკაციას.

ფარმაკოდინამკური ეფექტები

რეზისტენტობა ჩვეულებრივ გამოწვეულია თიმიდინკინაზას ფენოტიპის დეფიციტით, რომელიც შედეგად გვაძლევს ვირუსს, რომელიც ძალიან არახელსაყრელ მდგომარეობაშია ბუნებრივ მასპინძელში. არც თუ ისე ხშირად, აციკლოვირის მიმართ დაქვეითებული მგრძნობელობა აღწერილია როგორც არამკაფიო ცვლილებების შედეგი ვირუსის თიმიდინკინაზაში ან დნმ პოლიმერაზაში. ამ ვარიანტების ვირულენტობა მსგავსია ველური ტიპის ვირუსის ვირულენტობის.

კლინიკური HSV და VZV იზოლატების ფართომასშტაბიანმა მონიტორინგმა იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ, ან იტარებდნენ პროფილაქტიკას აციკლოვირით, აჩვენა, რომ აციკლოვირის მიმართ ვირუსის შემცირებული მგრძნობელობა ძალიან იშვიათია იმუნოკომპეტენტურ პაციენტებში და არც თუ ისე ხშირად ვლინდება მხოლოდ ძლიერ დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე პაციენტებში, მაგალითად ორგანოს ან ძვლის ტვინის ტრანსპლანტატის მიმღებ პირებში, აგრეთვე მათში, რომლებიც იტარებენ ქიმიოთერაპიის კურსს ავთვისებიანი სიმსივნის გამო და ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) ინფიცირებულ ადამიანებში.

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია

შიგნით მიღების შემდეგ ვალაციკლოვირი კარგად შეიწოვება და სწრაფად და თითქმის მთლიანად გარდაიქმნება აციკლოვირად და ვალინად. ამ გარდაქმნას, სავარაუდოდ, შუამავლობს ადამიანის ღვიძლისგან გამოყოფილი ფერმენტით, რომელსაც ეწოდება ვალაციკლოვირის ჰიდროლაზა.

აციკლოვირის ბიოშეღწევადობა 1000 მგ ვალაციკლოვირიდან არის 54% და არ მცირდება საკვებით. ვალტრექსის ფარმაკოკინეტიკა არ არის დოზა-პროპორციული. შეწოვის სიჩქარე და მოცულობა ქვეითდება დოზის გაზრდასთან ერთად, რაც იწვევს Cmax-ის უფრო ნაკლებ, ვიდრე პროპორციულ მატებას თერაპიული დოზის ფარგლებში და დაქვეითებულ ბიოშეღწევადობას 500 მგ-ზე მეტ დოზის შემთხვევაში. აციკლოვირის საშუალო პიკური კონცენტრაციები არის 10-37 მიკრომოლი (2.2-8.3 მიკროგრამი/მლ) 250-2000 მგ ვალაციკლოვირის ერთჯერადი დოზის მიღებისას ჯანმრთელ პირებში თირკმელების ნორმალური ფუნქციით და ვლინდება დოზის მიღებიდან საშუალოდ 1-2 საათის შემდეგ.

ვალაციკლოვირის პიკური პლაზმური კონცენტრაცია არის მხოლოდ აციკლოვირის დონის 4%, ვლინდება დოზის მიღების შემდეგ საშუალოდ 30-100 წუთის შემდეგ და არის რაოდენობრივად ზღვარზე ან ქვემოთ დოზირებიდან 3 საათის შემდეგ. ვალაციკლოვირის და აციკლოვირის ფარმაკოკინეტიკური პროფილი მსგავსია ერთჯერადი და განმეორებითი დოზირების შემდეგ.

ჰერპეს ზოსტერი (herpes zoster) და მარტივი ჰერპესი (Herpes Simplex) არ ცვლიან მნიშვნელოვნად ვალაციკლოვირის და აციკლოვირის ფარმაკოკინეტიკას შიგნით მიღების შემდეგ.

განაწილება

ვალაციკლოვირის დაკავშირება პლაზმის პროტეინებთან არის საკმაოდ დაბალი (15%). ცსს შეღწევადობა, განსაზღვრული ცსს/პლაზმის AUC ფარდობით, არის დაახლოებით 25% აციკლოვირისა და მეტაბოლიტის 8-ჰიდროქსი-აციკლოვირისთვის (8-OH-ACV) და დაახლოებით 2.5% - მეტაბოლიტის 9-(კარბოქსიმეთოქსი) მეთილგუანინისთვის (CMMG) (იხ. ფარმაკოკინეტიკა: პაციენტების განსაკუთრებული პოპულაციები).

მეტაბოლიზმი

შიგნით მიღების შემდეგ ვალტრექსი გარდაიქმნება აციკლოვირად და L-ვალინად პირველადი ნაწლავური და/ან ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმით. აციკლოვირი გარდაიქმნება მცირე რაოდენობით მეტაბოლიტებად 9-(კარბოქსიმეთოქსი) მეთილგუანინად (CMMG) ალკოჰოლ- და ალდეჰიდ-დეჰიდროგენაზათი და 8-ჰიდროქსი-აციკლოვირად (8-OH-ACV) ალდეჰიდ ოქსიდაზათი. დაახლოებით, საერთო კომბინირებული პლაზმური კონცენტრაციის 88% მოდის აციკლოვირზე, 11% - CMMG–ზე და 1% - 8-OH-ACV-ზე. ვალტრექსი და აციკლოვირი არ მეტაბოლიზდება ციტოქრომPP450 ფერმენტებით.

გამოყოფა

თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში აციკლოვირის პლაზმიდან ნახევარდაშლის პერიოდი ვალაციკლოვირის როგორც ერთჯერადი, ისე მრავლობითი დოზირების შემდეგ არის დაახლოებით 3 საათი. ვალაციკლოვირის მიღებული დოზის 1%-ზე ნაკლები აღდგება შარდში შეუცველი მედიკამენტის სახით. ვალაციკლოვირი შარდში გამოიყოფა უმთავრესად აციკლოვირის სახით (აღდგენილი დოზის 80%-ზე მეტი) და აციკლოვირის ცნობილი მეტაბოლიტის 9-(კარბოქსიმეთოქსი) მეთილგუანინის (CMMG) სახით.

პაციენტების განსაკუთრებული პოპულაციები

თირკმელების ფუნქციის დარღვევა

აციკლოვირის გამოყოფა კორელაციაშია თირკმელების ფუნქციასთან და აციკლოვირის დონე იზრდება თირკმელების ფუნქციის დარღვევის პარალელურად. პაციენტებში თირკმელების დაავადების ბოლო სტადიით, აციკლოვირის საშუალო ნახევარდაშლის პერიოდი ვალტრექსის მიღების შემდეგ შეადგენს დაახლოებით 14 საათს, თირკმელების ნორმალური ფუნქციის შემთხვევაში კი დაახლოებით 3 საათს (იხ. დოზირება და მიღების წესი).

აციკლოვირის და მისი მეტაბოლიტების - CMMG და 8-OH-ACV–ის პლაზმაში და ცერებროსპინალურ სითხეში (ცსს) კონცენტრაცია შეფასებული იყო წონასწორულ მდგომარეობაში ვალტრექსის მრავლობითი დოზების მიღების შემდეგ 6 პირში, თირკმლის ნორმალური ფუნქციით (კრეატინინის საშუალო კლირენსი 111 მლ/წთ, დიაპაზონი 91-144 მლ/წთ), რომლებიც იღებდნენ 2000 მგ-ს ყოველ 6 საათში და 3 პირში თირკმლის მძიმე დაზიანებით (საშუალო CLcr 26 მლ/წთ, დიაპაზონი 17- 31 მლ/წთ), რომლებიც იღებდნენ 1500 მგ-ს 12 საათში ერთხელ. პლაზმაში, ისევე როგორც ცსს-ში აციკლოვირის, CMMG და 8-OH-ACV კონცენტრაცია იყო დაახლოებით 2.4 და 5-6-ჯერ მაღალი, შესაბამისად, თირკმლის მძიმე დაზიანების შემთხვევაში, თირკმლის ნორმალურ ფუნქციასთან შედარებით. არ იყო განსხვავება ცსს-ში შეღწევის მოცულობაში (განისაზღვრა ცსს /პლაზმის AUC–ს შეფარდებით) აციკლოვირის, CMMG ან 8-OH აციკლოვირისთვის ორ პოპულაციას შორის (იხ. ფარმაკოკინეტიკა: განაწილება).

ღვიძლის დაზიანება

ფარმაკოკინეტიკური მონაცემები მიუთითებს, რომ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა აქვეითებს

ვალტრექსის გარდაქმნას აციკლოვირად, მაგრამ არ მოქმედებს სხვა გარდაქმნის მოცულობაზე. აციკლოვირის ნახევარდაშლის პერიოდი არ იცვლება.

ორსული ქალები

ვალქტექსის და აციკლოვირის ფარმაკოკინეტიკურ კვლევაში გვიანი ორსულობის დროს, აციკლოვირის დღიური AUC წონასწორულ მდგომარეობაში, ვალტრექსის 1000 მგ დღეში გამოყენებისას დაახლოებით 2-ჯერ მაღალი იყო, ვიდრე აციკლოვირის 1200 მგ დღეში შიგნით მიღებისას.

დედის რძეში გამოყოფის შესახებ ინფორმაციისთვის იხ. ლაქტაციის პარაგრაფი.

აივ ინფექცია

აივ-ინფიცირებულ პაციენტებში აციკლოვირის განაწილება და ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები ვალტრექსის ერთჯერადი ან მრავალჯერადი 1000 მგ ან 2000 მგ დოზის შიგნით მიღების შემდეგ არ იცვლება ჯანმრთელ პირებთან შედარებით.

ორგანოს ტრანსპლანტაცია

ტრანსპლანტირებულ პირებში, რომლებიც იღებდნენ ვალტრექსს 2000 მგ-ს 4-ჯერ დღეში, აციკლოვირის პიკური კონცენტრაცია მსგავსი ან მეტია, ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში, რომლებიც იღებდნენ იგივე დოზას. საშუალო დღიური AUC შესამჩნევად მაღალია.

არაკლინიკური ინფორმაცია

In vitro და in vivo მუტაგენური ტესტების შედეგები მიუთითებს, რომ არ არის მოსალოდნელი ვალტრექსმა გამოიწვიოს გენეტიკურ რისკი ადამიანებში.

ვალაციკლოვირი არ იყო კანცეროგენული თაგვებსა და ვირთაგვებში ჩატარებულ ბიოანალიზებში.

ვალაციკლოვირი არ ახდენდა გავლენას მდედრი ან მამრი ვირთაგვების ფერტილობაზე ორალური დოზირებისას.

აციკლოვირის პარენტერალური მაღალი დოზების მიღებისას ვირთაგვებსა და ძაღლებში აღინიშნა სათესლე ჯირკვლების ატროფია და ასპერმატოგენეზი.

ვალაციკლოვირი არ აღმოჩნდა ტერატოგენური ვირთაგვებსა და ბოცვრებში. ვალაციკლოვირი თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება აციკლოვირად. აციკლოვირის კანქვეშ შეყვანამ საერთაშორისოდ აღიარებულ ტესტებში არ გამოიწვია ტერატოგენური ეფექტები ვირთაგვებში ან ბოცვრებში. ვირთაგვებში ჩატარებულ დამატებით კვლევებში აღინიშნა ნაყოფის ანომალიები კანქვეშა დოზირებისას, რომლის დროსაც პრეპარატის პლაზმური დონე იყო 100 მიკროგრამი/მლ და იწვევდა დედის ტოქსიკურობას.

ფარმაცევტული ინფორმაცია

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

ტაბლეტის ბირთვი

მიკროკრისტალური ცელულოზა

კროსპოვიდონი

პოვიდონი

მაგნიუმის სტეარატი

კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი

გაწმენდილი წყალი

აპკიანი გარსი

ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა

ტიტანის დიოქსიდი

პოლიეთილენგლიკოლი

პოლისორბატი 80 (მხოლოდ 500 და 1000 მგ ტაბლეტები)

გაწმენდილი წყალი

კარნაუბის ცვილი

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია

ვალტრექსი

ვალაციკლოვირი

თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, რომლებიც შეიცავენ 250 მგ, 500 მგ ან 1000 მგ ვალაციკლოვირს.

კლინიკური ინფორმაცია

ჩვენებები

ვალტრექსი ნაჩვენებია ჰერპეს ზოსტერის (სარტყლისებური ლიქენი) სამკურნალოდ. ვალტრექსი აჩქარებს ტკივილის მოხსნას: ამცირებს ზოსტერთან დაკავშირებული ტკივილის ხანგრძლივობასა და მასთან დაკავშირებული პაციენტების რიცხვს, რაც მოიცავს მწვავე და პოსტ-ჰერპესულ ნევრალგიას.

ვალტრექსი ნაჩვენებია მარტივი ჰერპესით (herpes simplex) გამოწვეული კანისა და ლორწოვანი გარსების, მათ შორის საწყისი და რეციდიული გენიტალური ჰერპესული ინფექციების სამკურნალოდ.

ვალტრექსი ნაჩვენებია ტუჩის ჰერპესის (herpes labialis) სამკურნალოდ.

ვალტრექსი ნაჩვენებია მარტივი ჰერპესით (herpes simplex) გამოწვეული კანისა და ლორწოვანი გარსების, მათ შორის გენიტალური ჰერპესის, რეციდივის პრევენციისთვის.

ვალტრექსს შეუძლია შეამციროს გენიტალური ჰერპესის გადაცემა, როდესაც ინიშნება სუპრესორული თერაპიის სახით და კომბინირებულია უსაფრთხო სექსთან.

ვალტრექსი ნაჩვენებია ციტომეგალოვირუსული (CMV) ინფექციისა და დაავადების პროფილაქტიკისთვის ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ. CMV-iს პროფილაქტიკა ვალტრექსთან ერთად ამცირებს ტრანსპლანტატის მწვავე მოცილებას (გადანერგილი თირკმლის მქონე პაციენტები), პირობით პათოგენურ (ოპორტუნისტულ) ინფექციებს და ჰერპეს ვირუსით გამოწვეულ სხვა ინფექციებს (მარტივი ჰერპეს ვირუსი (HSV), ვარიცელა ზოსტერის ვირუსი (VZV)).

დოზირება და მიღების წესი

ფარმაცევტული ფორმა: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 

მოზრდილები

ჰერპეს ზოსტერის (სარტყლისებური ლიქენი) მკურნალობა, თვალის ზოსტერის ჩათვლით

ინიშნება ვალტრექსი 1000 მგ სამჯერ დღეში შვიდი დღის განმავლობაში.

მარტივი ჰერპესით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა

იმუნოკომპეტენტური ზრდასრულები და მოზარდები (12 წლის და უფროსი ასაკის)

ინიშნება ვალტრექსი 500 მგ ორჯერ დღეში.

რეციდიული ეპიზოდების მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სამი ან ხუთი დღის განმავლობაში. საწყისი ეპიზოდებისათვის, რომლებიც შეიძლება გაცილებით მძიმე იყოს, მკურნალობა შეიძლება გახანგრძლივდეს 5-დან 10 დღემდე. დოზირება უნდა დაიწყოს რაც შეიძლება ადრე. მარტივი ჰერპესის (herpes simplex) რეციდიული ეპიზოდებისათვის საუკეთესოა მკურნალობის დაწყება პროდრომულ პერიოდში ან პირველი ნიშნების ან სიმპტომების გამოვლენისთანავე. ვალტრექსმა შეიძლება მოახდინოს დაზიანების განვითარების პრევენცია, თუ მოხდება მისი მიღება მარტივი ჰერპესის ვირუსის (HSV) რეციდივის პირველივე ნიშნებისა და სიმპტომების გამოვლენისთანავე.

ალტერნატიულად, ტუჩის ჰერპესის თერაპიისათვის ვალტრექსი 2 გ ორჯერ დღეში ერთი დღის განმავლობაში წარმოადგენს ეფექტიან მკურნალობას. მეორე დოზის მიღება უნდა მოხდეს პირველი დოზიდან დაახლოებით 12 საათის შემდეგ (არანაკლებ 6 საათისა). დოზირების ამ რეჟიმის გამოყენებისას მკურნალობამ არ უნდა გადააჭარბოს 1 დღეს, რადგან როგორც აღინიშნა, ამას არ აქვს დამატებითი კლინიკური სარგებელი. მკურნალობა უნდა დაიწყოს ტუჩის ჰერპესის პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე (მაგ: ჩხვლეტა, ქავილი ან წვა).

მარტივი ჰერპესის (herpes simplex) ინფექციების რეციდივების პრევენცია (სუპრესია)

იმუნოკომპეტენტური მოზრდილები და მოზარდები (12 წლის და უფროსი ასაკის)

იმუნოკომპეტენტურ პაციენტებში ინიშნება ვალტრექსი 500 მგ დღეში ერთხელ.

ზოგიერთ პაციენტში ძალიან ხშირი რეციდივებით (მაგ: 10 ან მეტი წელიწადში) შეიძლება სასარგებლო იყოს 500 მგ დღეში დოზის მიღება გაყოფილ დოზებად (250 მგ ორჯერ დღეში).

დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე მოზრდილები

დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში ინიშნება 500 მგ ორჯერ დღეში.

გენიტალური ჰერპესის გადაცემის შემცირება

იმუნოკომპეტენეტურ ჰეტეროსექსუალ მოზრდილებში 9 ან ნაკლები რეციდივით წლის განმავლობაში, ინფიცირებულ პარტნიორში ინიშნება ვალტრექსი 500 მგ ერთხელ დღეში.

სხვა პაციენტთა პოპულაციებში გადაცემის შემცირების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

ციტომეგალოვირუსული (CMV) ინფექციისა და დაავადების პროფილაქტიკა

ვალტრექსის დოზა მოზრდილებსა და მოზარდებში (12 წლის ასაკიდან) არის 2 გ 4-ჯერ დღეში და უნდა დაიწყოს რაც შეიძლება სწრაფად ტრანსპლანტაციის შემდეგ. დოზა უნდა შემცირდეს კრეატინინის კლირენსის შესაბამისად (იხ. ქვემოთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა).

მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ არის 90 დღე, მაგრამ შეიძლება საჭირო გახდეს მისი გახანგრძლივება მაღალი რისკის მქონე პაციენტებში. 

ბავშვები

არ არსებობს მონაცემები ბავშვებში ვალტრექსის გამოყენების შესახებ. 

ხანდაზმულები

თირკმლის ფუნქციის დარღვევის შესაძლებლობა განხილულ უნდა იქნეს ხანდაზმულებში და შესაბამისად მოხდეს დოზის შერჩევაც (იხ. ქვემოთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა). უნდა შენარჩუნდეს ადეკვატური ჰიდრატაცია.

თირკმელების ფუნქციის დარღვევა

სიფრთხილეა საჭიროა ვალაციკლოვირის დანიშვნისას პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით. უნდა შენარჩუნდეს ადეკვატური ჰიდრატაცია.

ვალტრექსის დოზა უნდა შემცირდეს თირკმლის ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევის მქონე პაციენტებში, როგორც ეს ნაჩვენებია ცხრილში:

თერაპიული ჩვენებები

კრექტინინის კლირენსი

(მლ/წთ)

ვალაციკლოვირის დოზირება

ჰერპეს ზოსტერი

(მკურნალობა)

იმუნოკომპეტენტურ და

დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე

მოზრდილებში

მინიმუმ 50

30-49

10-29

10-ზე ნაკლები

1 გ სამჯერ დღეში

1 გ ორჯერ დღეში

1 გ ერთხელ დღეში

500 მგ ერთხელ დღეში

მარტივი ჰერპესი

(herpes simplex) (მკურნალობა)

  • იმუნოკომპეტენტური

მოზრდილები და

მოზარდები

მინიმუმ 30

30-ზე ნაკლები

500 მგ ორჯერ დღეში

500 მგ ერთხელ დღეში

ტუჩის ჰერპესი

(მკურნალობა)

იმუნოკომპეტენტურ მოზრდილებსა და

მოზარდებში

მინიმუმ 50

30-49

10-29

10-ზე ნაკლები

2 გ ორჯერ ერთი დღეE

1 გ ორჯერ ერთი დღეE

500 მგ ორჯერ ერთი დღე

500 მგ ერთჯერადად

მარტივი ჰერპესის

პრევენცია (სუპრესია):

იმუნოკომპეტენტური მოზრდილები და მოზარდები

მინიმუმ 30

30-ზე ნაკლები

500 მგ ერთხელ დღეში

250 მგ ერთხელ დღეში

დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე მოზრდილები

მინიმუმ 30

30-ზე ნაკლები

500 მგ ორჯერ დღეში

500 მგ ერთხელ დღეში

ციტომეგალოვირუსი

(პროფილაქტიკა) მოზრდილებსა და მოზარდებში

მინიმუმ 75

50-დან 75-მდე

25-დან 50-მდე

10-დან 25-მდე

10-ზე ნაკლები ან დიალიზზე მყოფი

2 გ ოთხჯერ დღეში

  • 5 გ ოთხჯერ დღეში
  • 5 გ სამჯერ დღეში
  • 5 გ ორჯერ დღეში

1,5 გ ერთხელ დღეში

პერიოდულ ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის რეკომენდებულია ვალტრექსის დოზა, რომელიც გამოიყენება 15 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსის შემთხვევაში. ის გამოყენებულ უნდა იქნეს ჰემოდიალიზის ჩატარების შემდეგ.

კრეატინინის კლირენსი უნდა გაკონტროლდეს ხშირად, განსაკუთრებით იმ პერიოდებში, როცა თირკმლის ფუნქცია სწრაფად იცვლება, მაგალითად, დაუყოვნებლივ ტრანსპლანტაციის ან ტრანსპლანტატის შეგუების შემდეგ. ვალტრექსის დოზის კორექცია უნდა მოხდეს შესაბამისად. 

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ვალტრექსის 1 გ ერთეულ დოზაზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარტის დოზა კორექციას ას საჭიროებს იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მსუბუქი ან საშუალო ხარისხის ციროზი (შენარჩუნებულია ღვიძლის სინთეზური ფუნქცია). შორსწასული ციროზის მქონე პაციენტებში ფარმაკოკინეტიკური მონაცემები (ღვიძლის დაზიანებული სინთეზური ფუნქცია და პორტოსისტემური შუნტირების არსებობა) არ მიუთითებს დოზის კორექციის საჭიროებაზე. თუმცა, კლინიკური გამოცდილება შეზღუდულია. მაღალი დოზებისთვის (4 გ ან მეტი/დღეში) იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები.

უკუჩვენებები

ვალტრექსი უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა ვალაცილკოვირის, აციკლოვირის ან ვალტრექსის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

კანის მძიმე გვერდითი რეაქციები: კანის მძიმე გვერდითი რეაქციები (SCAR-ები), მათ შორის მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი (AGEP) და წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS), აღწერილ იქნა ვალტრექსის მიმღებ პაციენტებში. გარდა ამისა, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN), სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS) და მულტიფორმული ერითემა (EM) აღწერილ იქნა აციკლოვირით ნამკურნალებ პაციენტებში. მიღების შემდეგ ვალაციკლოვირი სწრაფად და თითქმის მთლიანად გარდაიქმნება აციკლოვირად, რომელიც ვალაციკლოვირის ძირითადი მეტაბოლიტია (იხ. ფარმაკოკინეტიკა).

რადგან SCAR-ები შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო ან ფატალური იყოს, თუ ვითარდება ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც მიუთითებენ SCAR-ზე, ვალტრექსით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და უნდა დაიწყოს ალტერნატიული მკურნალობა. პაციენტებმა, რომლებსაც განუვითარდათ SCAR-ები აციკლოვირის ან ვალაციკლოვირის მიღებისას, აღარ უნდა მიიღონ ვალაციკლოვირი (იხ. უკუჩვენებები და გვერდითი რეაქციები).

ჰიდრატაციული სტატუსი: დეჰიდრატაციის რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში, განსაკუთრებით ხანდაზმულებში, ყურადღება უნდა მიექცეს ადეკვატური რაოდენობით სითხის მიღებას.

პრეპარატის გამოყენება თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებსა და ხანდაზმულებში:

აციკლოვირი გამოიყოფა თირკმლისმიერი კლირენსით, ამის გამო ვალაციკლოცირის დოზა უნდა შემცირდეს იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმელების დაზიანება (იხ. დოზირება და მიღების წესი). ხანდაზმულ პაციენტებს უფრო მეტად აღენიშნებათ თიკრმელების დაქვეითებული ფუნქცია და ამის გამო, პაციენტების ამ ჯგუფში რეკომენდებულია დოზის შემცირება. როგორც ხანდაზმულები, ისე თირკმელების დაზიანების მქონე პაციენტები, იმყოფებიან ნევროლოგიური გვერდითი მოვლენების გაზრდილი რისკის ქვეშ და საჭიროებენ ყურადღებით მონიტორინგს ამ ეფექტების გამოსავლენად. Aაღწერილ შემთხვევებში ეს რეაქციები არის ძირითადად შექცევადი ხასიათის მკურნალობის მოხსნის შემდეგ (იხ. გვერდითი რეაქციები).

ვალტრექსის მაღალი დოზების გამოყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ან ღვიძლის ტრანსპლანტაციის დროს: არ არსებობს ხელმისაწვდომი მონაცემები ვალტრექსის მაღალი დოზების გამოყენების შესახებ (4 გ ან მეტი დღეში) ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში. სიფრთხილეა საჭირო ასეთ პაციენტებში ვალტრექსის მაღალი დოზებით დანიშვნისას. ვალტრექსთან დაკავშირებით სპეციფიკური კვლევები ღვიძლის ტრანსპლანტაციის დროს არ განხორციელებულა; თუმცა, აციკლოვირის მაღალი დოზით პროფილაქტიკამ გამოავლინა, რომ პრეპარატი ამცირებს CMV (ციტომეგალოვირუსულ) ინფექციებს და დაავადებას.

პრეპარატის გამოყენება გენიტალური ჰერპესის დროს: ვალტრექსით სუპრესორული თერაპია ამცირებს გენიტალური ჰერპესის გადაცემის რისკს. იგი არ კურნავს გენიტალურ ჰერპესს ან სრულებით არ აღმოფხვრის მისი გადაცემის რისკს. ვალტრექსით მკურნალობის გარდა რეკომენდებულია, რომ პაციენტებმა დაიცვან უსაფრთხო სექსის პრაქტიკა.

ურთიერთქმედებები

არ არის იდენტიფიცირებული რაიმე კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები.

აციკლოცვირი პირველადად გამოიყოფა შეუცვლელი სახით შარდში თირკმლის მილაკოვანი აქტიური სეკრეციით. ნებისმიერ ერთდროულად მიღებულ მედიკამენტს, რომელიც კონკურენციას უწევს მოცემული პრეპარატის მექანიზმს, შეუძლია გაზარდოს აციკლოვირის პლაზმური კონცენტრაცია ვალტრექსის მიღების შემდეგ.

1 გ ვალაციკლოვირის შეყვანის შემდეგ, ციმეტიდინი და პრობენეციდი ზრდიან აციკლოვირის AUC-ს ამ მექანიზმით და ამცირებენ აციკლოვირის თირკმლისმიერ კლირენსს. თუმცა, დოზის კორექცია არ არის საჭირო ამ დოზის დროს, აციკლოვირის ფართო თერაპიული ინდექსის გამო.

სიფრთხილეა საჭირო ვალტრექსის მაღალი დოზების (4 გ ან მეტი დღეში) გამოყენებისას იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც კონკურენციას უწევენ აციკლოვირს გამოყოფის დროს, რადგან არსებობს პლაზმაში ერთი ან ორივე პრეპარატის ან მათი მეტაბოლიტების დონის გაზრდის ალბათობა. აღინიშნა პლაზმაში აციკლოვირის AUC-ს და მიკოფენოლატის მოფეტილის არააქტიური მეტაბოლიტების (იმუნოსუპრესორული ნივთიერება, რომელიც გამოიყენება გადანერგვის შემდეგ პაციენტებში) მატება, აციკლოვირის შიგნით მიღებისას მიკოფენოლატის მოფეტილთან ერთად.

სიფრთხილეა საჭირო (თირკმელების ფუნქციის ცვლილების მონიტორინგით) ვალტრექსის მაღალი დოზების მიღებისას (4 გ ან მეტი/დღეში) იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ თირკმელების ფიზიოლოგიის სხვა ასპექტებზე (მაგ.: ციკლოსპორინი, ტარკოლიმუსი).

ორსულობა და ლაქტაცია

ფერტილობა

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ვალტრექსს არ ჰქონდა გავლენა ფერტილობაზე. თუმცა, აციკლოვირის მაღალმა პარენტერალურმა დოზებმა გამოიწვია ტესტიკულური ეფექტები ვირთაგვებსა და ძაღლებში (იხ. პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები).

ადამიანის ფერტილობის კვლევები ვალტრექსით არ ჩატარებულა, თუმცა არ აღნიშნულა ცვლილებები სპერმატოზოიდების რაოდენობაში, მოძრაობასა და მორფოლოგიაში 20 პაციენტში 400 მგ – 1 გ აციკლოვირით მკურნალობის 6 თვის შემდეგ.

ორსულობა

არსებობს მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის მონაცემები ვალტრექსის ორსულობის დროს გამოყენების შესახებ. ვალტრექსის გამოყენება ორსულებში შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ მკურნალობის პოტენციური სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკს.

ორსულობის რეგისტრის მიხედვით გამოვლინდა, ორსულობის გამოსავალი იმ ქალებში, რომლებმაც მიიღეს ვალტრექსის ან ზოვირაქსის სხვა ფარმაცევტული ფორმები (აციკლოვირი, ვალტრექსის აქტიური მეტაბოლიტი); 111 და 1246 შედეგი (29 და 756 იღებდა პრეპარატს ორსულობის პირველ ტრიმესტრში), შესაბამისად, მიღებულ იქნა რეგისტრირებული ქალებისგან. აციკლოვირის ორსულების რეგისტრმა არ აჩვენა თანდაყოლილი დეფექტების რაოდენობის მატება აციკლოვირის მიმღებ პირებში ზოგად პოპულაციასთან შედარებით, და თანდაყოლილ ანომალიებს არ ჰქონდა რაიმე უნიკალური ან კანონზომიერი ხასიათი, რათა ეჭვი იქნეს მიტანილი საერთო მიზეზზე. იმის გამო, რომ მცირე რაოდენობის ქალია ჩართული ვალაციკლოვირის ორსულების რეგისტრში, შეუძლებელია საიმედო და საბოლოო დასკვნების გაკეთება ვალტრექსის უსაფრთხოების შესახებ ორსულობის დროს (იხ. ფარმაკოკინეტიკა).

ლაქტაცია

აციკლოვირი - ვალტრექსის მთავარი მეტაბოლიტი, გამოიყოფა დედის რძეში. ვალტრექსის 500 მგ დოზის შიგნით მიღებისას აციკლოვირის პიკური კონცენტრაცია (Cmax) დედის რძეში მერყეობს 0.5-2.3 ფარგლებში (საშუალოდ 1.4), რაც შეესაბამება დედის შრატში აციკლოვირის კონცენტრაციებს. აციკლოვირის დედის რძეში დონის და დედის შრატში აციკლოვირის AUC შეფარდება მერყეობს 1.4-2.6 ფარგლებში (საშუალოდ, 2.2.). აციკლოვირის საშუალო კონცენტრაცია დედის რძეში იყო 2.24 მიკროგრამი/მლ (9.95 მიკრომოლი). დედის მიერ 500 მგ დღეში ორჯერ ვალტრექსის მიღებისას მიიღწევა დონე, რომელიც ახალშობილში შეადგენს აციკლოვირის დაახლოებით 0.61 მგ/კგ/დღეში პერორალურ დოზას. დედის რძეში აციკლოვირის ნახევარდაშლის პერიოდი შრატის ნახევარდაშლის პერიოდის მსგავსია.

დედის შრატში, რძეში ან ახალშობილის შარდში არ აღმოჩნდა შეუცვლელი ვალაციკლოვირი.

სიფრთხილეა საჭირო ვალტრექსის დანიშვნისას მეძუძურ ქალებში. თუმცა, ზოვირაქსი გამოიყენება ნეონატალური მარტივი ჰერპესის სამკურნალოდ 30 მგ/კგ/დღეში ინტრავენური დოზებით.

გავლენა ავტომობილის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

პაციენტის კლინიკური სტატუსი და ვალტრექსის გვერდითი მოვლენების პროფილი აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ავტომანქანის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს. არ არსებობს რაიმე სახის კვლევა ვალაციკლოვირის ზეგავლენის შესახებ ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. უფრო მეტიც, ასეთ ქმედებებზე საზიანო ეფექტის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია აქტიური ნივთიერების ფარმაკოლოგიის მიხედვით.

გვერდითი რეაქციები

ქვემოთ ჩამოთვლილია გვერდითი რეაქციები ორგანოთა სისტემების კლასების და სიხშირის მიხედვით MedDRA კლასიფიკაციის მიხედვით.

გამოყენებული სიხშირის კატეგორიებია:

ძალიან ხშირი: ≥1 /10;

ხშირი: ≥1 /100 - <1/10;

არახშირი: ≥1/1,000 - <1/100;

იშვიათი: ≥1/10,000 - <1/1,000;

ძალიან იშვიათი: <1/10,000.

სიხშირე უცნობია: სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე.

კლინიკური კვლევების მონაცემები გამოყენებულ იქნა გვერდითი რეაქციების სიხშირის კატეგორიების დასადგენად თუ, კვლევებში, არსებობდა მტკიცებულება ვალტრექსთან კავშირის შესახებ (ანუ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება იყო სიხშირეებს შორის პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ვალტრექსს და პლაცებოს). ყველა სხვა გვერდითი რეაქციისთვის გამოყენებულ იქნა სპონტანური პოსტ-მარკეტინგული მონაცემები, როგორც სიხშირის გადანაწილების საფუძველი.

კლინიკური კვლევების მონაცემები

ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები

ხშირი: თავის ტკივილი

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

ხშირი: გულისრევა

პოსტმარკეტინგული მონაცემები

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

ძალიან იშვიათი: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია.

ლეიკოპენია უმთავრესად აღინიშნა დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე პაციენტებში.

იმუნური სისტემის დარღვევები

ძალიან იშვიათი: ანაფილაქსია

ფსიქიკური და ნერვული სისტემის დარღვევები

იშვიათი: თავბრუსხვევა, ცნობიერების დაბინდვა, ჰალუცინაციები, დაქვეითებული ცნობიერება.

ძალიან იშვიათი: აგზნებადობა, ტრემორი, ატაქსია, დიზართრია, ფსიქოზური სიმპტომები, კრუნჩხვები, ენცეფალოპათია, კომა.

ზემოთ ჩამოთვლილი მოვლენები ძირითადად არის შექცევადი ხასიათის და ჩვეულებრივ ვლინდება იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმელების დაზიანება ან სხვა წინასწარგანწყობის ფაქტორები (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები). ორგანოს გადანერგვის შემდეგ პაციენტებში ვალტრექსის მაღალი დოზების (8 გ დღეში) მიღებისას CMV-iს პროფილაქტიკისთვის, ნევროლოგიური რეაქციები ვლინდება უფრო ხშირად, ვიდრე დაბალი დოზების მიღებისას.

რესპირატორული, გულმკერდის და შუასაყრის დარღვევები

არახშირი: ქოშინი

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

იშვიათი: დისკომფორტი მუცლის არეში, ღებინება, დიარეა

ჰეპატობილიარული დარღვევები

ძალიან იშვიათი: ღვიძლის ფუნქციის ტესტების შექცევადი მომატება

ხანდახან აღწერილია ჰეპატიტის სახით.

კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

არახშირი: გამონაყარი, მათ შორის ფოტომგრძნობელობითი.

იშვიათი: ქავილი

ძალიან იშვიათი: მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი (AGEP), წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS) (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები), ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება.

სიხშირე უცნობია: ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN)*, სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS)*, მულტიფორმული ერითემა (EM)* (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).

  • ეს მოვლენები აღწერილ იქნა აციკლოვირის მიღებისას (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები),

თირკმელებისა და საშარდე გზების დარღვევები

იშვიათი: თირკმელების დაზიანება

ძალიან იშვიათი: თირკმელების მწვავე უკმარისობა, თირკმლის ტკივილი.

თირკმლის ტკივილი შეიძლება დაკავშირებული იყოს თირკმელების უკმარისობასთან.

სხვა: აღინიშნა თირკმელების უკმარისობა, მიკროანგიოპათიური ჰემოლიზური ანემია და თრომბოციტოპენია (ხანდახან კომბინაციაში) ძლიერ დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით შორსწასული აივ დაავადების მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ ვალტრექსის მაღალ დოზებს (8 გ დღეში) ხანგრძლივად კლინიკურ კვლევებში. Eეს მონაცემები გამოვლენილ იქნა იმ პაციენტებში, რომლებიც არ მკურნალობდნენ ვალტრექსით და აღენიშნებათ იგივე ძირითადი ან თანმხლები პათოლოგიები.

დოზის გადაჭარბება

ნიშნები და სიმპტომები

თირკმელების მწვავე უკმარისობა და ნევროლოგიური სიმპტომები, მათ შორის ცნობიერების დაბინდვა, ჰალუცინაციები, აგზნებადობა, დაქვეითებული ცნობიერება და კომა, აღინიშნა იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ვალაციკლოვირის გადაჭარბებულ დოზებს. შეიძლება ასევე გამოვლინდეს გულისრევა და ღებინება. სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო დოზის უნებლიე გადაჭარბების თავიდან ასაცილებლად. აღწერილი შემთხვევების დიდი ნაწილი მოიცავდა თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებს და ხანდაზმულებს, რომლებიც იღებდნენ განმეორებით გადაჭარბებულ დოზებს, რადგან არ მოხდა დოზის შესაბამისი კორექცია.

მკურნალობა

პაციენტები გამოკვლეული უნდა იყვნენ ტოქსიკურობის ნიშნებზე. ჰემოდიალიზი მნიშვნელოვნად აძლიერებს აციკლოვირის გამოდევნას სისხლიდან და ამის გამო შეიძლება ჩაითვალოს მკურნალობის ერთ-ერთ საშუალებად სიმპტომური დოზის გადაჭარბების შემთხვევაში.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ათქ კოდი: J05A B11

მოქმედების მექანიზმი

ვალაციკლოვირი, ანტივირუსული საშუალებაა და წარმოადგენს აციკლოვირის L-ვალინის ეთერს. აციკლოვირი არის პურინის (გუანინის) ნუკლეოზიდის ანალოგი.

ვალაციკლოვირი სწრაფად და თითქმის მთლიანად გარდაიქმნება ადამიანებში აციკლოვირად და ვალინად, შესაძლებელია ფერმენტით, ე.წ. ვალაციკლოვირის ჰიდროლაზათი.

აციკლოვირი არის ჰერპესის ვირუსის სპეციფიკური ინჰიბიტორი ინ ვიტრო აქტივობით მარტივი ჰერპეს (herpes simplex) ვირუსის (HSV) ტიპი 1 და ტიპი 2-ის, ვარიცელა ზოსტერ ვირუსის (VZV), ციტომეგალოვირუსის (CMV), ეპშტეინ-ბარის ვირუსის (EBV) და ადამიანის ჰერპეს ვირუსი 6-ის (HHV-6) წინააღმდეგ. აციკლოვირი აინჰიბირებს ჰერპეს ვირუსის დნმ-ის სინთეზს, როგორც კი ფოსფორილირდება აქტიურ ტრიფოსფატურ ფორმად.

ფოსფორილირების პირველი ეტაპი საჭიროებს ვირუს-სპეციფიკური ფერმენტის აქტივობას. HSV, VZV და EBV შემთხვევაში ეს ფერმენტი არის ვირუსული თიმიდინკინაზა (TK), რომელიც წარმოდგენილია მხოლოდ ვირუსით ინფიცირებულ უჯრედებში. CMV-ში სელექციურობა ნარჩუნდება ფოსფორილირებით, სულ მცირე ნაწილობრივ, UL97-ის ფოსფოტრანსფერაზული გენური პროდუქტის საშუალებით. აციკლოვირის აქტივაციის საჭიროება ვირუს-სპეციფიკური ფერმენტით კარგად ხსნის მის სელექციურობას.

ფოსფორილირების პროცესი სრულდება (მონოდან ტრიფოსფატად გარდაქმნა) უჯრედული კინაზას საშუალებით. აციკლოვირის ტრიფოსფატი კონკურენტულად თრგუნავს ვირუსის დნმ პოლიმერაზას და ამ ნუკლეოზიდური ანალოგის ინკორპორაცია იწვევს ობლიგატური ჯაჭვის გაწყვეტას, აჩერებს ვირუსული დნმ-ის სინთეზს და შედეგად, ბლოკავს ვირუსის რეპლიკაციას.

ფარმაკოდინამკური ეფექტები

რეზისტენტობა ჩვეულებრივ გამოწვეულია თიმიდინკინაზას ფენოტიპის დეფიციტით, რომელიც შედეგად გვაძლევს ვირუსს, რომელიც ძალიან არახელსაყრელ მდგომარეობაშია ბუნებრივ მასპინძელში. არც თუ ისე ხშირად, აციკლოვირის მიმართ დაქვეითებული მგრძნობელობა აღწერილია როგორც არამკაფიო ცვლილებების შედეგი ვირუსის თიმიდინკინაზაში ან დნმ პოლიმერაზაში. ამ ვარიანტების ვირულენტობა მსგავსია ველური ტიპის ვირუსის ვირულენტობის.

კლინიკური HSV და VZV იზოლატების ფართომასშტაბიანმა მონიტორინგმა იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ, ან იტარებდნენ პროფილაქტიკას აციკლოვირით, აჩვენა, რომ აციკლოვირის მიმართ ვირუსის შემცირებული მგრძნობელობა ძალიან იშვიათია იმუნოკომპეტენტურ პაციენტებში და არც თუ ისე ხშირად ვლინდება მხოლოდ ძლიერ დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე პაციენტებში, მაგალითად ორგანოს ან ძვლის ტვინის ტრანსპლანტატის მიმღებ პირებში, აგრეთვე მათში, რომლებიც იტარებენ ქიმიოთერაპიის კურსს ავთვისებიანი სიმსივნის გამო და ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) ინფიცირებულ ადამიანებში.

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია

შიგნით მიღების შემდეგ ვალაციკლოვირი კარგად შეიწოვება და სწრაფად და თითქმის მთლიანად გარდაიქმნება აციკლოვირად და ვალინად. ამ გარდაქმნას, სავარაუდოდ, შუამავლობს ადამიანის ღვიძლისგან გამოყოფილი ფერმენტით, რომელსაც ეწოდება ვალაციკლოვირის ჰიდროლაზა.

აციკლოვირის ბიოშეღწევადობა 1000 მგ ვალაციკლოვირიდან არის 54% და არ მცირდება საკვებით. ვალტრექსის ფარმაკოკინეტიკა არ არის დოზა-პროპორციული. შეწოვის სიჩქარე და მოცულობა ქვეითდება დოზის გაზრდასთან ერთად, რაც იწვევს Cmax-ის უფრო ნაკლებ, ვიდრე პროპორციულ მატებას თერაპიული დოზის ფარგლებში და დაქვეითებულ ბიოშეღწევადობას 500 მგ-ზე მეტ დოზის შემთხვევაში. აციკლოვირის საშუალო პიკური კონცენტრაციები არის 10-37 მიკრომოლი (2.2-8.3 მიკროგრამი/მლ) 250-2000 მგ ვალაციკლოვირის ერთჯერადი დოზის მიღებისას ჯანმრთელ პირებში თირკმელების ნორმალური ფუნქციით და ვლინდება დოზის მიღებიდან საშუალოდ 1-2 საათის შემდეგ.

ვალაციკლოვირის პიკური პლაზმური კონცენტრაცია არის მხოლოდ აციკლოვირის დონის 4%, ვლინდება დოზის მიღების შემდეგ საშუალოდ 30-100 წუთის შემდეგ და არის რაოდენობრივად ზღვარზე ან ქვემოთ დოზირებიდან 3 საათის შემდეგ. ვალაციკლოვირის და აციკლოვირის ფარმაკოკინეტიკური პროფილი მსგავსია ერთჯერადი და განმეორებითი დოზირების შემდეგ.

ჰერპეს ზოსტერი (herpes zoster) და მარტივი ჰერპესი (Herpes Simplex) არ ცვლიან მნიშვნელოვნად ვალაციკლოვირის და აციკლოვირის ფარმაკოკინეტიკას შიგნით მიღების შემდეგ.

განაწილება

ვალაციკლოვირის დაკავშირება პლაზმის პროტეინებთან არის საკმაოდ დაბალი (15%). ცსს შეღწევადობა, განსაზღვრული ცსს/პლაზმის AUC ფარდობით, არის დაახლოებით 25% აციკლოვირისა და მეტაბოლიტის 8-ჰიდროქსი-აციკლოვირისთვის (8-OH-ACV) და დაახლოებით 2.5% - მეტაბოლიტის 9-(კარბოქსიმეთოქსი) მეთილგუანინისთვის (CMMG) (იხ. ფარმაკოკინეტიკა: პაციენტების განსაკუთრებული პოპულაციები).

მეტაბოლიზმი

შიგნით მიღების შემდეგ ვალტრექსი გარდაიქმნება აციკლოვირად და L-ვალინად პირველადი ნაწლავური და/ან ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმით. აციკლოვირი გარდაიქმნება მცირე რაოდენობით მეტაბოლიტებად 9-(კარბოქსიმეთოქსი) მეთილგუანინად (CMMG) ალკოჰოლ- და ალდეჰიდ-დეჰიდროგენაზათი და 8-ჰიდროქსი-აციკლოვირად (8-OH-ACV) ალდეჰიდ ოქსიდაზათი. დაახლოებით, საერთო კომბინირებული პლაზმური კონცენტრაციის 88% მოდის აციკლოვირზე, 11% - CMMG–ზე და 1% - 8-OH-ACV-ზე. ვალტრექსი და აციკლოვირი არ მეტაბოლიზდება ციტოქრომPP450 ფერმენტებით.

გამოყოფა

თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში აციკლოვირის პლაზმიდან ნახევარდაშლის პერიოდი ვალაციკლოვირის როგორც ერთჯერადი, ისე მრავლობითი დოზირების შემდეგ არის დაახლოებით 3 საათი. ვალაციკლოვირის მიღებული დოზის 1%-ზე ნაკლები აღდგება შარდში შეუცველი მედიკამენტის სახით. ვალაციკლოვირი შარდში გამოიყოფა უმთავრესად აციკლოვირის სახით (აღდგენილი დოზის 80%-ზე მეტი) და აციკლოვირის ცნობილი მეტაბოლიტის 9-(კარბოქსიმეთოქსი) მეთილგუანინის (CMMG) სახით.

პაციენტების განსაკუთრებული პოპულაციები

თირკმელების ფუნქციის დარღვევა

აციკლოვირის გამოყოფა კორელაციაშია თირკმელების ფუნქციასთან და აციკლოვირის დონე იზრდება თირკმელების ფუნქციის დარღვევის პარალელურად. პაციენტებში თირკმელების დაავადების ბოლო სტადიით, აციკლოვირის საშუალო ნახევარდაშლის პერიოდი ვალტრექსის მიღების შემდეგ შეადგენს დაახლოებით 14 საათს, თირკმელების ნორმალური ფუნქციის შემთხვევაში კი დაახლოებით 3 საათს (იხ. დოზირება და მიღების წესი).

აციკლოვირის და მისი მეტაბოლიტების - CMMG და 8-OH-ACV–ის პლაზმაში და ცერებროსპინალურ სითხეში (ცსს) კონცენტრაცია შეფასებული იყო წონასწორულ მდგომარეობაში ვალტრექსის მრავლობითი დოზების მიღების შემდეგ 6 პირში, თირკმლის ნორმალური ფუნქციით (კრეატინინის საშუალო კლირენსი 111 მლ/წთ, დიაპაზონი 91-144 მლ/წთ), რომლებიც იღებდნენ 2000 მგ-ს ყოველ 6 საათში და 3 პირში თირკმლის მძიმე დაზიანებით (საშუალო CLcr 26 მლ/წთ, დიაპაზონი 17- 31 მლ/წთ), რომლებიც იღებდნენ 1500 მგ-ს 12 საათში ერთხელ. პლაზმაში, ისევე როგორც ცსს-ში აციკლოვირის, CMMG და 8-OH-ACV კონცენტრაცია იყო დაახლოებით 2.4 და 5-6-ჯერ მაღალი, შესაბამისად, თირკმლის მძიმე დაზიანების შემთხვევაში, თირკმლის ნორმალურ ფუნქციასთან შედარებით. არ იყო განსხვავება ცსს-ში შეღწევის მოცულობაში (განისაზღვრა ცსს /პლაზმის AUC–ს შეფარდებით) აციკლოვირის, CMMG ან 8-OH აციკლოვირისთვის ორ პოპულაციას შორის (იხ. ფარმაკოკინეტიკა: განაწილება).

ღვიძლის დაზიანება

ფარმაკოკინეტიკური მონაცემები მიუთითებს, რომ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა აქვეითებს

ვალტრექსის გარდაქმნას აციკლოვირად, მაგრამ არ მოქმედებს სხვა გარდაქმნის მოცულობაზე. აციკლოვირის ნახევარდაშლის პერიოდი არ იცვლება.

ორსული ქალები

ვალქტექსის და აციკლოვირის ფარმაკოკინეტიკურ კვლევაში გვიანი ორსულობის დროს, აციკლოვირის დღიური AUC წონასწორულ მდგომარეობაში, ვალტრექსის 1000 მგ დღეში გამოყენებისას დაახლოებით 2-ჯერ მაღალი იყო, ვიდრე აციკლოვირის 1200 მგ დღეში შიგნით მიღებისას.

დედის რძეში გამოყოფის შესახებ ინფორმაციისთვის იხ. ლაქტაციის პარაგრაფი.

აივ ინფექცია

აივ-ინფიცირებულ პაციენტებში აციკლოვირის განაწილება და ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები ვალტრექსის ერთჯერადი ან მრავალჯერადი 1000 მგ ან 2000 მგ დოზის შიგნით მიღების შემდეგ არ იცვლება ჯანმრთელ პირებთან შედარებით.

ორგანოს ტრანსპლანტაცია

ტრანსპლანტირებულ პირებში, რომლებიც იღებდნენ ვალტრექსს 2000 მგ-ს 4-ჯერ დღეში, აციკლოვირის პიკური კონცენტრაცია მსგავსი ან მეტია, ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში, რომლებიც იღებდნენ იგივე დოზას. საშუალო დღიური AUC შესამჩნევად მაღალია.

არაკლინიკური ინფორმაცია

In vitro და in vivo მუტაგენური ტესტების შედეგები მიუთითებს, რომ არ არის მოსალოდნელი ვალტრექსმა გამოიწვიოს გენეტიკურ რისკი ადამიანებში.

ვალაციკლოვირი არ იყო კანცეროგენული თაგვებსა და ვირთაგვებში ჩატარებულ ბიოანალიზებში.

ვალაციკლოვირი არ ახდენდა გავლენას მდედრი ან მამრი ვირთაგვების ფერტილობაზე ორალური დოზირებისას.

აციკლოვირის პარენტერალური მაღალი დოზების მიღებისას ვირთაგვებსა და ძაღლებში აღინიშნა სათესლე ჯირკვლების ატროფია და ასპერმატოგენეზი.

ვალაციკლოვირი არ აღმოჩნდა ტერატოგენური ვირთაგვებსა და ბოცვრებში. ვალაციკლოვირი თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება აციკლოვირად. აციკლოვირის კანქვეშ შეყვანამ საერთაშორისოდ აღიარებულ ტესტებში არ გამოიწვია ტერატოგენური ეფექტები ვირთაგვებში ან ბოცვრებში. ვირთაგვებში ჩატარებულ დამატებით კვლევებში აღინიშნა ნაყოფის ანომალიები კანქვეშა დოზირებისას, რომლის დროსაც პრეპარატის პლაზმური დონე იყო 100 მიკროგრამი/მლ და იწვევდა დედის ტოქსიკურობას.

ფარმაცევტული ინფორმაცია

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

ტაბლეტის ბირთვი

მიკროკრისტალური ცელულოზა

კროსპოვიდონი

პოვიდონი

მაგნიუმის სტეარატი

კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი

გაწმენდილი წყალი

აპკიანი გარსი

ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა

ტიტანის დიოქსიდი

პოლიეთილენგლიკოლი

პოლისორბატი 80 (მხოლოდ 500 და 1000 მგ ტაბლეტები)

გაწმენდილი წყალი

კარნაუბის ცვილი

შენახვის ვადა

შენახვის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.

შენახვა

შენახვის პირობები დეტალურად მოცემულია შეფუთვაზე.

კონტეინერის ფორმა და შემცველობა

ტაბლეტები მოთავსებულია ბლისტერებზე, რომლებიც დამზადებულია არაპლასტიფიცირებული პოლივინილქლორიდისა და ალუმინის ფოლგისგან.

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

შეუთავსებლობები

არ არის მონაცემები

გამოყენება და მოხმარება

არ არის მოწოდებული გამოყენების სპეციალური ინსტრუქციები.

ყველა სახის შეფუთვა არ არის ხელმისაწვდომი ყველა ქვეყანაში

წარმოებულია:

GalxoWellcome, S.A*.

Avenida de Extremadura 3,

09400 Aranda De Duero,

Burgos, Spain

გლაქსო ველქამ ს.ა.*

ავენიდა დე ექსტრემადურა 3,

09400 არანდა დე დუერო,

ბურგოსი ესპანეთი

  • გლაქსოსმითკლაინის კომპანიების ჯგუფის წევრი

სავაჭრო ნიშნსი მფლობელია ან ლოცენზირებულია გლაქსოსმითკლაინის კომპანიების ჯგუფის მიერ

©2025 გლაქსოსმითკლაინის კომპანიების ჯგუფი ან მისი ლიცენზიანტი.

ვერსიის ნომერი: GD GDS24/IPI06

გამოშვების თარიღი: 2025 წლის 13 მაისი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა