ვალაციკლოვირი არპედექსი 500 მგ
VALACICLOVIR ARPEDEX 500 mg
ვალაციკლოვირი არპედექსი მიეკუთვნება ანტივირუსული მედიკამენტების ჯგუფს. ის მოქმედებს ისეთი ვირუსების განადგურებით ან მათი ზრდის შეჩერებით, როგორიცაა: მარტივი ჰერპესი (HSV), ვარიცელა ზოსტერი (VZV) და ციტომეგალოვირუსი (CMV). …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ვალაციკლოვირი (valaciclovir)
- ფორმა და შეფუთვა
- 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
- მწარმოებელი
- Atlantic Pharma – Produςões Farmacêuticas, S.A., პორტუგალია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტივირუსული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ნუკლეოზიდები და ნუკლეოტიდები უკუტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორების გარდა
- ATC კოდი
- J05AB11
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042765
- რეგისტრირებულია
- 10 თებერვალი 2025, მოქმედებს 10 თებერვალი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
ვალაციკლოვირი არპედექსი 500 მგ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ვალაციკლოვირი არპედექსი მიეკუთვნება ანტივირუსული მედიკამენტების ჯგუფს. ის მოქმედებს ისეთი ვირუსების განადგურებით ან მათი ზრდის შეჩერებით, როგორიცაა: მარტივი ჰერპესი (HSV), ვარიცელა ზოსტერი (VZV) და ციტომეგალოვირუსი (CMV).
ვარაციკლოვირი არპედექსი გამოიყენება:
ჰერპეს ზოსტერის (შემომსარტყვლელი ლიქენის) სამკურნალოდ (მოზრდილებში);
მარტივი ჰერპესით (HSV) გამოწვეული კანისა და გენიტალური ჰერპესის სამკურნალოდ (მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზემოთ მოზარდებში). ის ასევე გამოიყენება ამ ინფექციების რეციდივის პრევენციისათვის;
ტუჩის ჰერპესის (herpes labialis) სამკურნალოდ (მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზემოთ მოზარდებში);
ციტომეგალოვირუსული (CMV) ინფექციის პროფილაქტიკისთვის ორგანოს ტრანპლანტაციის შემდეგ (მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზემოთ მოზარდებში);
მარტივი ჰერპეს ვირუსით გამოწვეული (HSV) თვალის ინფექციების მკურნალობა და რეციდივის პრევენცია (მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში).
მიღების წესი და დოზირება
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
დოზა დამოკიდებულია მდგომარეობაზე, რისთვისაც ინიშნება ვალაციკლოვირი არპედექსი. მკურნალი ექიმი პაციენტთან განიხილავს პრეპარატის დოზას.
ჰერპეს ზოსტერის (შემომსარტყვლელი ლიქენის) მკურნალობა
ჩვეულებრივი დოზაა 1000 მგ (1 ტაბლეტი 1000 მგ ან 2 ტაბლეტი 500 მგ) სამჯერ დღეში;
ვალაციკლოვირი არპედექსის მიღება უნდა მოხდეს შვიდი დღის განმავლობაში.
ტუჩის ჰერპესის მკურნალობა
ჩვეულებრივი დოზაა 2000 მგ (2 ტაბლეტი 1000 მგ ან 4 ტაბლეტი 500 მგ) ორჯერ დღეში;
მეორე დოზა მიღებულ უნდა იქნეს პირველი დოზიდან 12 საათში (არაუდრეს 6 საათისა);
ვალაციკლოვირი არპედექსის მიღება ხდება მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში (ორი დოზა).
მარტივი ჰერპესით (HSV) გამოწვეული კანისა და გენიტალური ჰერპესის მკურნალობა
ჩვეულებრივი დოზაა 500 მგ (1 ტაბლეტი 500 მგ ან 2 ტაბლეტი 250 მგ) ორჯერ დღეში.
პირველი ინფექციის დროს ვალაციკლოვირი არპედექსის მიღება უნდა მოხდეს 5 დღის განმავლობაში ან 10 დღემდე, ექიმის დანიშნულების მიხედვიტ. ინფექციის რეციდივის დროს მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ 3-5 დღეა.
მარტივი ჰერპესით (HSV) გამოწვეული ინფექციების რეციდივის პრევენცია
ჩვეულებრივი დოზაა 1 ტაბლეტი 500 მგ ერთხელ დღეში;
ხშირი რეციდივების მქონე ზოგიერთ პაციენტში შეიძლება სასარგებლო იყოს 1 ტაბლეტი 250 მგ ორჯერ დღეში;
ვალაციკლოვირი არპედექსის მიღება უნდა გაგრძელდეს, სანამ ექიმი არ გადაწყვეტს მის შეწყვეტას.
ციტომეგალოვირუსით (CMV) გამოწვეული ინფექციების პრევენცია
ჩვეულებრივი დოზაა 2000 მგ (2 ტაბლეტი 1000 მგ ან 4 ტაბლეტი 500 მგ) ოთხჯერ დღეში;
დოზებს შორის ინტერვალი უნდა იყოს დაახლოებით 6 საათი;
ვალაციკლოვირი არპედექსის მიღება ჩვეულებრივ უნდა მოხდეს ქირურგიული ოპერაციის შემდეგ მაშინათვე;
ვალაციკლოვირი არპედექსის მიღება უნდა გაგრძელდეს დაახლოებით 90 დღის განმავლობაში ოპერაციის შემდეგ, სანამ ექიმი არ გადაწყვეტს მის შეწყვეტას.
ექიმმა შეიძლება მოახდინოს ვალაციკლოვირი არპედექსის დოზის კორექცია, თუ:
თუ პაციენტი 65 წელს ზემოთ ასაკისაა;
თუ პაციენტის იმუნური სისტემა დასუსტებულია;
თუ პაციენტს თირკმლის პრობლემები აქვს;
ვალაციკლოვირი არპედექსის მიღებამდე მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება მას.
მედიკამენტის მიღების მეთოდი
მედიკამენტი მიიღება პერორალურად;
ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, ჭიქა წყალთან ერთად;
ვალაციკლოვირი არპედექსის მიღება უნდა მოხდეს ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს;
ვალაციკლოვირი არპედექსის მიღება უნდა მოხდეს ექიმის ან ფარმაცევტის ინსტრუქციების შესაბამისად.
თუ პაციენტი 65 წელს ზემოთ ასაკისაა ან აქვს თირკმლის პრობლემები
ვალაციკლოვირი არპედექსის მიღებისას ძალიან მნიშვნელოვანია წყლის რეგულარულად მიღება დღის განმავლობაში. ეს ხელს უწყობს გვერდითი მოვლენების შემცირებას, რომლებიც გავლენას ახდენენ თირკმელებსა და ნერვულ სისტემაზე. მკურნალი ექიმი მოახდენს გულდასმით მონიტორინგს ამ ნიშნებზე. ნერვული სისტემის მხრივ გვერდითი მოვლენები შეიძლება მოიცავდეს ცნობიერების დაბინდვას ან აგზნებას, ან უჩვეულო ძილიანობას, ან გაბრუებას.
ვალაციკლოვირი არპედექსის დოზის გადაჭარბებისას
ვალაციკლოვირი არპედექსი ჩვეულებრივ არ არის საზიანო, თუ მისი მიღება არ მოხდა ძალიან დიდი რაოდენობით რამდენიმე დღის განმავლობაში. დიდი რაოდენობით ტაბლეტების მიღებისას შეიძლება აღინიშნოს გულისრევა, ღებინება, თირკმლის პრობლემები, ცნობიერების დაქვეითება, აგზნება, ცნობიერების დაბინდვა, მხედველობითი ჰალუცინაციები ან ცნობიერების დაკარგვა.
ვალაციკლოვირი არპედექსის დიდი რაოდენობით მიღებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. პაციენტმა თან უნდა იქონიოს ტაბლეტების შეფუთვა.
ვალაციკლოვირი არპედექსის დოზის გამოტოვებისას
ვალაციკლოვირი არპედექსის მიღების დავიწყებისას, მათი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დროს, დავიწყებული დოზა უნდა იქნეს გამოტოვებული.
დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია ვალაციკლოვირის, აციკლოვირის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება გავრცობილი გამონაყარი, რომელსაც თან ახლავს ცხელება, გადიდებული ლიმფური კვანძები, ღვიძლის ფერმენტების და/ან ეოზინოფილების დონის მომატება (წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით) ვალაციკლოვირის მიღების შემდეგ.
➔ დაუშვებელია ვალაციკლოვირი არპედექსის მიღება, თუ ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, ვალაციკლოვირი არპედექსის მიღებამდე.
სიფრთხილის ზომები
ვალაციკლოვირი არპედექსის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა:
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის პრობლემები;
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის პრობლემები;
თუ პაციენტი 65 წელზე მეტი ასაკისაა;
თუ პაციენტის იმუნური სისტემა დასუსტებულია.
თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება თუ არა მას, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ვალაციკლოვირი არპედექსის მიღებამდე.
წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS) აღწერილ იქნა ვალაციკლოვირის გამოყენებისას. DRESS დასაწყისში ვლინდება გრიპისმაგვარი სიმპტომებით და გამონაყარით სახეზე, შემდეგ ვითარდება გავრცობილი გამონაყარი სხეულის მაღალი ტემპერატურით, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატებით, რომელიც ჩანს სისხლის ანალიზებში და ლეიკოციტების გარკვეული ტიპის რაოდენობის მომატებით (ეოზინოფილია) და გადიდებული ლიმფური კვანძებით.
თუ განვითარდა გამონაყარი ცხელებასთან და გადიდებულ ლიმფურ კვანძებთან ერთად, უნდა შეწყდეს ვალაციკლოვირის მიღება და საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.
გენიტალური ჰერპესის გადაცემის პრევენცია
ვალაციკლოვირი არპედექსის მიღებისას გენიტალური ჰერპესის სამკურნალოდ და პრევენციისათვის, ან თუ პაციენტს ჰქონდა გენიტალური ჰერპესი წარსულში, პაციენტმა მაინც უნდა დაიცვას თავი სქესობრივი კავშირის დროს, მათ შორის გამოიყენოს პრეზერვატივები. ეს მნიშვნელოვანია სხვებზე ინფექციის გადაცემის პრევენციისათვის. პაციენტს არ უნდა ჰქონდეს სქესობრივი კავშირი, თუ მას აღენიშნება გენიტალური პუსტულები ან ბლისტერები.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უკანასკნელ პერიოდში იღებდა ან აპირებს, მიიღოს სხვა რომელიმე მედიკამენტი. ეს მოიცავს ურეცეპტოდ გასაცემ და/ან მცენარეულ მედიკამენტებს.
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს სხვა მედიკამენტებს, რომლებიც გავლენას ახდენენ თირკმელებზე. ეს პრეპარატები მოიცავს: ამინოგლიკოზიდები, პლატინის ნაერთები, იოდის შემცველი საკონსტრასტო საშუალებები, მეთოტრექსატი, პენტამიდინი, ფოსკარნეტი, ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი, ციმეტიდინი და პრობენეციდი.
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ყოველთვის უნდა ეცნობოს სხვა მედიკამენტების შესახებ, თუ პაციენტი იღებს ვალაციკლოვირ არპედექსს ჰერპეს ზოსტერის (შემომსარტყვლელი ლიქენის) სამკურნალოდ ან ჩატარებული აქვს ორგანოს ტრანსპლანტაცია.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ვალაციკლოვირი არპედექსი ჩვეულებრივ არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს. ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე. მკურნალი ექიმი აწონის სარგებლისა და რისკის თანაფარდობას ბავშვისთვის ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს ვალაციკლოვირი არპედექსის მიღების შემთხვევაში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ვალაციკლოვირი არპედექსმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს მართვის უნარზე.
დაუშვებელია ავტომობილის ან მექანიზმების მართვა, სანამ პაციენტი არ იქნება დარწმუნებული, როგორ მოქმედებს მასზე მედიკამენტი.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ამ მედიკამენტის მიღებისას შეიძლება განვითარდეს ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები:
პრობლემები, რომლებსაც უნდა მიექცეთ ყურადღება:
მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსია). ეს იშვიათია ვალაციკლოვირის მიმღებ პაციენტებში. სიმპტომების სწრაფი განვითარება მოიცავს:
წამოწითლება, კანის გამონაყარი ქავილით;
სახის, ტუჩების, ყელის და ხორხის შეშუპება, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას (ანგიონევროზული შეშუპება);
სისხლის წნევის დაცემა, რაც იწვევს კოლაფსს.
ალერგიული რეაქციის განვითარებისას უნდა შეწყდეს ვალაციკლოვირი არპედექსის გამოყენება და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.
ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)
თავის ტკივილი
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
გულისრევა
თავბრუსხვევა/ვერტიგო
ღებინება
ფაღარათი
კანის რეაქციები მზის სხივებზე (ფოტომგრძნობელობა)
გამონაყარი
ქავილი
არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
ცნობიერების დაბინდვა
არარსებული საგენბის დანახვა ან მოსმენა (ჰალუცინაციები)
ძლიერი გაბრუება
ტრემორი
აგზნება
ნერვული სისტემის ეს გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ ვლინდება თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტებში, ხანდაზმულებში ან ორგანოგადანერგილ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ვალაციკლოვირის მაღალ დოზებს – 8 გ ან მეტი დღეში. ეს პაციენტები ჩვეულებრივ კარგად ხდებიან ვალაციკლოვირის შეწყვეტის ან დოზის შემცირების შემდეგ.
სხვა არახშირი გვერდითი მოვლენები:
ქოშინი (დისპონე)
დისპეფსია
გამონაყარი, ზოგჯერ ქავილით (ჭინჭრის ციება)
წელის ტკივილი (თირკმლის ტკივილი)
სისხლის არსებობა შარდში (ჰემატურია)
არახშირი გვერდითი მოვლენები, რომლებიც ჩანს სისხლის ანალიზებში
ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (ლეუკოპენია)
თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, უჯრედები, რომლებიც მონაწილეობენ სისლხის შედედებაში (თრომბოციტოპენია)
ღვიძლის მიერ წარმოქმნილი ნივთიერებების რაოდენობის ზრდა
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
სიარულის დროს წონასწორობის (დისბალანსი) და კოორდინაციის დაკარგვა (ატაქსია)
ნელი, გაუგებარი მეტყველება (დიზართრია)
ეპილეფსიური გულყრების (კრუნჩხვები)
თავის ტვინის ფუნქციის ცვლილება (ენცეფალოპათია)
ცნობიერების დაკარგვა (კომა)
ცნობიერების დაბინდვა ან შფოთვითი აზრები (დელირიუმი)

სხვა იშვიათი გვერდითი მოვლენები:
თირკმლის პრობლემები, შარდის მცირე გამოყოფით ან ანურიით.
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):
წამლის რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტმეური სიმპტომებით, ე.წ. DRESS სინდრომი ან წამლისმიერი ჰიპერმგრძნობელობითი სინდრომი, რომელიც ხაისათდება გავრცობილი გამონაყარით, სხეულის მაღალი ტემპერატურით, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატებით, სისხლის მაჩვენებლების ცვლილებებით (ეოზინოფილია), გადიდებული ლიმფური კვანძებით და შესაძლოა ორგანიზმის სხვა ორგანოების მოცვით. იხ. პარაგრაფი 2;
თირკმელების ანთება (ტუბულოინტერსტიციალური ნეფრიტი).
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე უშუალოდ შესაძლებელია ინფარმედ ი.პ.-სთვის, კონტაქტი მოცემულია ქვემოთ. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის შეგროვებას.
ვებგვერდი: http://www.infarmed.pt/web/infarmed/submissaoram (სასურველია)
ან შემდეგ მისამართზე:
მედიკამენტების რისკის მართვის დეპარტამენტი
პარკ და საუდე დე ლისბოა, ავ. ბრაზილ 53
1749-004 ლისაბონი
ტელ.: +351 21 798 7373
მედიკამენტების ცხელი ხაზი: 800222444 (უფასო)
ელ-ფოსტა: [email protected]
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა ვალაციკლოვირი.
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 250 მგ ვალაციკლოვირს (ვალაციკლოვირის ჰიდროქლორიდის სახით).
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ვალაციკლოვირს (ვალაციკლოვირის ჰიდროქლორიდის სახით).
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 1000 მგ ვალაციკლოვირს (ვალაციკლოვირის ჰიდროქლორიდის სახით).
სხვა დამხმარე ნივთიერებებია:
ტაბლეტის შიგთავსი: პოვიდონი K90, პრეჟელატინიზირებული სახამაბელი, კროსპოვიდონი, სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი და მაგნიუმის სტეარატი.
გარსი:
ვალაციკლოვირი არპედექსი 250 მგ: Opadry OY-S28861 [ტიტანის დიოქსიდი (E171), ჰიპრომელოზა 6cP, ჰიპრომელოზა 3cP და მაკროგოლი 400].
ვალაციკლოვირი არპედექსი 500 მგ: Opadry OY-S28861 [ტიტანის დიოქსიდი (E171), ჰიპრომელოზა 6cP, ჰიპრომელოზა 3cP და მაკროგოლი 400].
ვალაციკლოვირი არპედექსი 1000 მგ: Opadry YS-1-18043 [ტიტანის დიოქსიდი (E171), ჰიპრომელოზა 6cP, ჰიპრომელოზა 3cP, მაკროგოლი 400 და პოლისორბატი 80].
ვალაციკლოვირი არპედექსის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
ვალაციკლოვირი არპედექსი 250 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის მოგრძო ფორმის, თეთრი ფერის და მოწოდებულია პვქ/პე/პვდქ/პე/პვქ-ალუმინის ბლისტერებზე შეფუთვით.
ვალაციკლოვირი არპედექსი 500 მგ და 1000 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის მოგრძო ფორმის, თეთრი ფერის და მოწოდებულია პვქ/პვდქ/პვქ-ალუმინის ბლისტერებზე შეფუთვით.
ვალაციკლოვირი არპედექსი 250 მგ: შეფუთვა 10 და 60 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით
ვალაციკლოვირი არპედექსი 500 მგ: შეფუთვა 10, 24 და 60 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით
ვალაციკლოვირი არპედექსი 1000 მგ: შეფუთვა 7, 10, 21 და 60 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით
ყველა შეფუთვა გასაყიდად შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
Farmoz - Sociedade Técnico Medicinal, S.A.
Rua de Tapada Grande 2, Abrunheira
2710-228 Sintra
Portugal
ფარმოზ –სოსიედადე ტექნიკო-მედიცინალ ს.ა.
რუა დე ტაპადა გრანდე 2, აბრუნჰეირა
2710-228 სინტრა
პორტუგალია
შენახვის პირობები
ინახება 30ºC ტემპერატურის ქვემოთ.
ინახება ორიგინალი შეფუთვით.
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის
ვალაციკლოვირი არპედექსი 250 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ვალაციკლოვირი არპედექსი 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ვალაციკლოვირი არპედექსი 1000 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე, საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
ნებისმიერი დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა.
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი მიცემა სხვა პირებისათვის. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, ის შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს მათი ჯანმრთელობისთვის.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ვალაციკლოვირი არპედექსი და მისი გამოყენება
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ვალაციკლოვირი არპედექსის მიღებამდე
ვალაციკლოვირი არპედექსის მიღების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ვალაციკლოვირი არპედექსის შენახვის წესი
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას წარმოადგენს ვალაციკლოვირი არპედექსი და მისი გამოყენება
ვალაციკლოვირი არპედექსი მიეკუთვნება ანტივირუსული მედიკამენტების ჯგუფს. ის მოქმედებს ისეთი ვირუსების განადგურებით ან მათი ზრდის შეჩერებით, როგორიცაა: მარტივი ჰერპესი (HSV), ვარიცელა ზოსტერი (VZV) და ციტომეგალოვირუსი (CMV).
ვარაციკლოვირი არპედექსი გამოიყენება:
ჰერპეს ზოსტერის (შემომსარტყვლელი ლიქენის) სამკურნალოდ (მოზრდილებში);
მარტივი ჰერპესით (HSV) გამოწვეული კანისა და გენიტალური ჰერპესის სამკურნალოდ (მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზემოთ მოზარდებში). ის ასევე გამოიყენება ამ ინფექციების რეციდივის პრევენციისათვის;
ტუჩის ჰერპესის (herpes labialis) სამკურნალოდ (მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზემოთ მოზარდებში);
ციტომეგალოვირუსული (CMV) ინფექციის პროფილაქტიკისთვის ორგანოს ტრანპლანტაციის შემდეგ (მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზემოთ მოზარდებში);
მარტივი ჰერპეს ვირუსით გამოწვეული (HSV) თვალის ინფექციების მკურნალობა და რეციდივის პრევენცია (მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში).
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ვალაციკლოვირი არპედექსის მიღებამდე
დაუშვებელია ვალაციკლოვირი არპედექსის მიღება
თუ პაციენტი ალერგიულია ვალაციკლოვირის, აციკლოვირის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება გავრცობილი გამონაყარი, რომელსაც თან ახლავს ცხელება, გადიდებული ლიმფური კვანძები, ღვიძლის ფერმენტების და/ან ეოზინოფილების დონის მომატება (წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით) ვალაციკლოვირის მიღების შემდეგ.
➔ დაუშვებელია ვალაციკლოვირი არპედექსის მიღება, თუ ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, ვალაციკლოვირი არპედექსის მიღებამდე.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ვალაციკლოვირი არპედექსის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა:
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის პრობლემები;
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის პრობლემები;
თუ პაციენტი 65 წელზე მეტი ასაკისაა;
თუ პაციენტის იმუნური სისტემა დასუსტებულია.
თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება თუ არა მას, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა ვალაციკლოვირი არპედექსის მიღებამდე.
წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS) აღწერილ იქნა ვალაციკლოვირის გამოყენებისას. DRESS დასაწყისში ვლინდება გრიპისმაგვარი სიმპტომებით და გამონაყარით სახეზე, შემდეგ ვითარდება გავრცობილი გამონაყარი სხეულის მაღალი ტემპერატურით, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატებით, რომელიც ჩანს სისხლის ანალიზებში და ლეიკოციტების გარკვეული ტიპის რაოდენობის მომატებით (ეოზინოფილია) და გადიდებული ლიმფური კვანძებით.
თუ განვითარდა გამონაყარი ცხელებასთან და გადიდებულ ლიმფურ კვანძებთან ერთად, უნდა შეწყდეს ვალაციკლოვირის მიღება და საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.
გენიტალური ჰერპესის გადაცემის პრევენცია
ვალაციკლოვირი არპედექსის მიღებისას გენიტალური ჰერპესის სამკურნალოდ და პრევენციისათვის, ან თუ პაციენტს ჰქონდა გენიტალური ჰერპესი წარსულში, პაციენტმა მაინც უნდა დაიცვას თავი სქესობრივი კავშირის დროს, მათ შორის გამოიყენოს პრეზერვატივები. ეს მნიშვნელოვანია სხვებზე ინფექციის გადაცემის პრევენციისათვის. პაციენტს არ უნდა ჰქონდეს სქესობრივი კავშირი, თუ მას აღენიშნება გენიტალური პუსტულები ან ბლისტერები.
სხვა მედიკამენტები და ვალაციკლოვირი არპედექსი
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უკანასკნელ პერიოდში იღებდა ან აპირებს, მიიღოს სხვა რომელიმე მედიკამენტი. ეს მოიცავს ურეცეპტოდ გასაცემ და/ან მცენარეულ მედიკამენტებს.
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს სხვა მედიკამენტებს, რომლებიც გავლენას ახდენენ თირკმელებზე. ეს პრეპარატები მოიცავს: ამინოგლიკოზიდები, პლატინის ნაერთები, იოდის შემცველი საკონსტრასტო საშუალებები, მეთოტრექსატი, პენტამიდინი, ფოსკარნეტი, ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი, ციმეტიდინი და პრობენეციდი.
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ყოველთვის უნდა ეცნობოს სხვა მედიკამენტების შესახებ, თუ პაციენტი იღებს ვალაციკლოვირ არპედექსს ჰერპეს ზოსტერის (შემომსარტყვლელი ლიქენის) სამკურნალოდ ან ჩატარებული აქვს ორგანოს ტრანსპლანტაცია.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ვალაციკლოვირი არპედექსი ჩვეულებრივ არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს. ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე. მკურნალი ექიმი აწონის სარგებლისა და რისკის თანაფარდობას ბავშვისთვის ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს ვალაციკლოვირი არპედექსის მიღების შემთხვევაში.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
ვალაციკლოვირი არპედექსმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს მართვის უნარზე.
დაუშვებელია ავტომობილის ან მექანიზმების მართვა, სანამ პაციენტი არ იქნება დარწმუნებული, როგორ მოქმედებს მასზე მედიკამენტი.
ვალაციკლოვირი არპედექსის მიღების წესი
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
დოზა დამოკიდებულია მდგომარეობაზე, რისთვისაც ინიშნება ვალაციკლოვირი არპედექსი. მკურნალი ექიმი პაციენტთან განიხილავს პრეპარატის დოზას.
ჰერპეს ზოსტერის (შემომსარტყვლელი ლიქენის) მკურნალობა
ჩვეულებრივი დოზაა 1000 მგ (1 ტაბლეტი 1000 მგ ან 2 ტაბლეტი 500 მგ) სამჯერ დღეში;
ვალაციკლოვირი არპედექსის მიღება უნდა მოხდეს შვიდი დღის განმავლობაში.
ტუჩის ჰერპესის მკურნალობა
ჩვეულებრივი დოზაა 2000 მგ (2 ტაბლეტი 1000 მგ ან 4 ტაბლეტი 500 მგ) ორჯერ დღეში;
მეორე დოზა მიღებულ უნდა იქნეს პირველი დოზიდან 12 საათში (არაუდრეს 6 საათისა);
ვალაციკლოვირი არპედექსის მიღება ხდება მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში (ორი დოზა).
მარტივი ჰერპესით (HSV) გამოწვეული კანისა და გენიტალური ჰერპესის მკურნალობა
ჩვეულებრივი დოზაა 500 მგ (1 ტაბლეტი 500 მგ ან 2 ტაბლეტი 250 მგ) ორჯერ დღეში.
პირველი ინფექციის დროს ვალაციკლოვირი არპედექსის მიღება უნდა მოხდეს 5 დღის განმავლობაში ან 10 დღემდე, ექიმის დანიშნულების მიხედვიტ. ინფექციის რეციდივის დროს მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ 3-5 დღეა.
მარტივი ჰერპესით (HSV) გამოწვეული ინფექციების რეციდივის პრევენცია
ჩვეულებრივი დოზაა 1 ტაბლეტი 500 მგ ერთხელ დღეში;
ხშირი რეციდივების მქონე ზოგიერთ პაციენტში შეიძლება სასარგებლო იყოს 1 ტაბლეტი 250 მგ ორჯერ დღეში;
ვალაციკლოვირი არპედექსის მიღება უნდა გაგრძელდეს, სანამ ექიმი არ გადაწყვეტს მის შეწყვეტას.
ციტომეგალოვირუსით (CMV) გამოწვეული ინფექციების პრევენცია
ჩვეულებრივი დოზაა 2000 მგ (2 ტაბლეტი 1000 მგ ან 4 ტაბლეტი 500 მგ) ოთხჯერ დღეში;
დოზებს შორის ინტერვალი უნდა იყოს დაახლოებით 6 საათი;
ვალაციკლოვირი არპედექსის მიღება ჩვეულებრივ უნდა მოხდეს ქირურგიული ოპერაციის შემდეგ მაშინათვე;
ვალაციკლოვირი არპედექსის მიღება უნდა გაგრძელდეს დაახლოებით 90 დღის განმავლობაში ოპერაციის შემდეგ, სანამ ექიმი არ გადაწყვეტს მის შეწყვეტას.
ექიმმა შეიძლება მოახდინოს ვალაციკლოვირი არპედექსის დოზის კორექცია, თუ:
თუ პაციენტი 65 წელს ზემოთ ასაკისაა;
თუ პაციენტის იმუნური სისტემა დასუსტებულია;
თუ პაციენტს თირკმლის პრობლემები აქვს;
ვალაციკლოვირი არპედექსის მიღებამდე მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება მას.
მედიკამენტის მიღების მეთოდი
მედიკამენტი მიიღება პერორალურად;
ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, ჭიქა წყალთან ერთად;
ვალაციკლოვირი არპედექსის მიღება უნდა მოხდეს ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს;
ვალაციკლოვირი არპედექსის მიღება უნდა მოხდეს ექიმის ან ფარმაცევტის ინსტრუქციების შესაბამისად.
თუ პაციენტი 65 წელს ზემოთ ასაკისაა ან აქვს თირკმლის პრობლემები
ვალაციკლოვირი არპედექსის მიღებისას ძალიან მნიშვნელოვანია წყლის რეგულარულად მიღება დღის განმავლობაში. ეს ხელს უწყობს გვერდითი მოვლენების შემცირებას, რომლებიც გავლენას ახდენენ თირკმელებსა და ნერვულ სისტემაზე. მკურნალი ექიმი მოახდენს გულდასმით მონიტორინგს ამ ნიშნებზე. ნერვული სისტემის მხრივ გვერდითი მოვლენები შეიძლება მოიცავდეს ცნობიერების დაბინდვას ან აგზნებას, ან უჩვეულო ძილიანობას, ან გაბრუებას.
ვალაციკლოვირი არპედექსის დოზის გადაჭარბებისას
ვალაციკლოვირი არპედექსი ჩვეულებრივ არ არის საზიანო, თუ მისი მიღება არ მოხდა ძალიან დიდი რაოდენობით რამდენიმე დღის განმავლობაში. დიდი რაოდენობით ტაბლეტების მიღებისას შეიძლება აღინიშნოს გულისრევა, ღებინება, თირკმლის პრობლემები, ცნობიერების დაქვეითება, აგზნება, ცნობიერების დაბინდვა, მხედველობითი ჰალუცინაციები ან ცნობიერების დაკარგვა.
ვალაციკლოვირი არპედექსის დიდი რაოდენობით მიღებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. პაციენტმა თან უნდა იქონიოს ტაბლეტების შეფუთვა.
ვალაციკლოვირი არპედექსის დოზის გამოტოვებისას
ვალაციკლოვირი არპედექსის მიღების დავიწყებისას, მათი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დროს, დავიწყებული დოზა უნდა იქნეს გამოტოვებული.
დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ამ მედიკამენტის მიღებისას შეიძლება განვითარდეს ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები:
პრობლემები, რომლებსაც უნდა მიექცეთ ყურადღება:
მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსია). ეს იშვიათია ვალაციკლოვირის მიმღებ პაციენტებში. სიმპტომების სწრაფი განვითარება მოიცავს:
წამოწითლება, კანის გამონაყარი ქავილით;
სახის, ტუჩების, ყელის და ხორხის შეშუპება, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას (ანგიონევროზული შეშუპება);
სისხლის წნევის დაცემა, რაც იწვევს კოლაფსს.
ალერგიული რეაქციის განვითარებისას უნდა შეწყდეს ვალაციკლოვირი არპედექსის გამოყენება და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.
ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)
თავის ტკივილი
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
გულისრევა
თავბრუსხვევა/ვერტიგო
ღებინება
ფაღარათი
კანის რეაქციები მზის სხივებზე (ფოტომგრძნობელობა)
გამონაყარი
ქავილი
არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
ცნობიერების დაბინდვა
არარსებული საგენბის დანახვა ან მოსმენა (ჰალუცინაციები)
ძლიერი გაბრუება
ტრემორი
აგზნება
ნერვული სისტემის ეს გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ ვლინდება თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტებში, ხანდაზმულებში ან ორგანოგადანერგილ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ვალაციკლოვირის მაღალ დოზებს – 8 გ ან მეტი დღეში. ეს პაციენტები ჩვეულებრივ კარგად ხდებიან ვალაციკლოვირის შეწყვეტის ან დოზის შემცირების შემდეგ.
სხვა არახშირი გვერდითი მოვლენები:
ქოშინი (დისპონე)
დისპეფსია
გამონაყარი, ზოგჯერ ქავილით (ჭინჭრის ციება)
წელის ტკივილი (თირკმლის ტკივილი)
სისხლის არსებობა შარდში (ჰემატურია)
არახშირი გვერდითი მოვლენები, რომლებიც ჩანს სისხლის ანალიზებში
ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება (ლეუკოპენია)
თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, უჯრედები, რომლებიც მონაწილეობენ სისლხის შედედებაში (თრომბოციტოპენია)
ღვიძლის მიერ წარმოქმნილი ნივთიერებების რაოდენობის ზრდა
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
სიარულის დროს წონასწორობის (დისბალანსი) და კოორდინაციის დაკარგვა (ატაქსია)
ნელი, გაუგებარი მეტყველება (დიზართრია)
ეპილეფსიური გულყრების (კრუნჩხვები)
თავის ტვინის ფუნქციის ცვლილება (ენცეფალოპათია)
ცნობიერების დაკარგვა (კომა)
ცნობიერების დაბინდვა ან შფოთვითი აზრები (დელირიუმი)
ნერვული სისტემის ეს გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ ვლინდება თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტებში, ხანდაზმულებში ან ორგანოგადანერგილ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ვალაციკლოვირის მაღალ დოზებს – 8 გ ან მეტი დღეში. ეს პაციენტები ჩვეულებრივ კარგად ხდებიან ვალაციკლოვირის შეწყვეტის ან დოზის შემცირების შემდეგ.
სხვა იშვიათი გვერდითი მოვლენები:
თირკმლის პრობლემები, შარდის მცირე გამოყოფით ან ანურიით.
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):
წამლის რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტმეური სიმპტომებით, ე.წ. DRESS სინდრომი ან წამლისმიერი ჰიპერმგრძნობელობითი სინდრომი, რომელიც ხაისათდება გავრცობილი გამონაყარით, სხეულის მაღალი ტემპერატურით, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატებით, სისხლის მაჩვენებლების ცვლილებებით (ეოზინოფილია), გადიდებული ლიმფური კვანძებით და შესაძლოა ორგანიზმის სხვა ორგანოების მოცვით. იხ. პარაგრაფი 2;
თირკმელების ანთება (ტუბულოინტერსტიციალური ნეფრიტი).
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე უშუალოდ შესაძლებელია ინფარმედ ი.პ.-სთვის, კონტაქტი მოცემულია ქვემოთ. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის შეგროვებას.
ვებგვერდი: http://www.infarmed.pt/web/infarmed/submissaoram (სასურველია)
ან შემდეგ მისამართზე:
მედიკამენტების რისკის მართვის დეპარტამენტი
პარკ და საუდე დე ლისბოა, ავ. ბრაზილ 53
1749-004 ლისაბონი
ტელ.: +351 21 798 7373
მედიკამენტების ცხელი ხაზი: 800222444 (უფასო)
ელ-ფოსტა: [email protected]
ვალაციკლოვირი არპედექსის შენახვის წესი
ინახება 30ºC ტემპერატურის ქვემოთ.
ინახება ორიგინალი შეფუთვით.
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება მუყაოს კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ვალაციკლოვირი არპედექსი
აქტიური ნივთიერებაა ვალაციკლოვირი.
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 250 მგ ვალაციკლოვირს (ვალაციკლოვირის ჰიდროქლორიდის სახით).
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ვალაციკლოვირს (ვალაციკლოვირის ჰიდროქლორიდის სახით).
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 1000 მგ ვალაციკლოვირს (ვალაციკლოვირის ჰიდროქლორიდის სახით).
სხვა დამხმარე ნივთიერებებია:
ტაბლეტის შიგთავსი: პოვიდონი K90, პრეჟელატინიზირებული სახამაბელი, კროსპოვიდონი, სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი და მაგნიუმის სტეარატი.
გარსი:
ვალაციკლოვირი არპედექსი 250 მგ: Opadry OY-S28861 [ტიტანის დიოქსიდი (E171), ჰიპრომელოზა 6cP, ჰიპრომელოზა 3cP და მაკროგოლი 400].
ვალაციკლოვირი არპედექსი 500 მგ: Opadry OY-S28861 [ტიტანის დიოქსიდი (E171), ჰიპრომელოზა 6cP, ჰიპრომელოზა 3cP და მაკროგოლი 400].
ვალაციკლოვირი არპედექსი 1000 მგ: Opadry YS-1-18043 [ტიტანის დიოქსიდი (E171), ჰიპრომელოზა 6cP, ჰიპრომელოზა 3cP, მაკროგოლი 400 და პოლისორბატი 80].
ვალაციკლოვირი არპედექსის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
ვალაციკლოვირი არპედექსი 250 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის მოგრძო ფორმის, თეთრი ფერის და მოწოდებულია პვქ/პე/პვდქ/პე/პვქ-ალუმინის ბლისტერებზე შეფუთვით.
ვალაციკლოვირი არპედექსი 500 მგ და 1000 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის მოგრძო ფორმის, თეთრი ფერის და მოწოდებულია პვქ/პვდქ/პვქ-ალუმინის ბლისტერებზე შეფუთვით.
ვალაციკლოვირი არპედექსი 250 მგ: შეფუთვა 10 და 60 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით
ვალაციკლოვირი არპედექსი 500 მგ: შეფუთვა 10, 24 და 60 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით
ვალაციკლოვირი არპედექსი 1000 მგ: შეფუთვა 7, 10, 21 და 60 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით
ყველა შეფუთვა გასაყიდად შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
Farmoz - Sociedade Técnico Medicinal, S.A.
Rua de Tapada Grande 2, Abrunheira
2710-228 Sintra
Portugal
ფარმოზ –სოსიედადე ტექნიკო-მედიცინალ ს.ა.
რუა დე ტაპადა გრანდე 2, აბრუნჰეირა
2710-228 სინტრა
პორტუგალია
მწარმოებელი:
ვალაციკლოვირი არპედექსი 250 მგ, 500 მგ და 1000 მგ
Atlantic Pharma - Produções Farmacêuticas, S.A.
Rua de Tapada Grande 2, Abrunheira
2710-228 Sintra
Portugal
ატლანტიკ ფარმა – პროდუცეს ფარმაცევტიკას ს.ა.
რუა დე ტაპადა გრანდე 2, აბრუნჰეირა
2710-228 სინტრა
პორტუგალია
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2024 წლის სექტემბერი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.