ამოქსიცილინის კაფსულები BP 500მგ
Amoxicillin Capsules BP 500mg
დოზა * მწვავე ბაქტერიული სინუსიტი 250 მგ-დან 500 მგ-მდე ყოველ 8 საათში ან 750 მგ-დან 1 გ-მდე ყოველ 12 საათში. მძიმე ინფექციების დროს 750 მგ-დან 1 გ-მდე ყოველ 8 საათში მწვავე ცისტიტის მკურნალობა შესაძლებელია დოზით 3 გ დღეში, ორჯერ ერთი დღის განმავლობაში. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ამოქსიცილინი (amoxicillin)
- ფორმა და შეფუთვა
- 500მგ მყარი კაფსულა №100 (10X10)
- მწარმოებელი
- BELCO PHARMA, ინდოეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, პენიცილინები მოქმედების ფართო სპექტრით
- ATC კოდი
- J01CA04
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045053
- რეგისტრირებულია
- 24 მარტი 2026, მოქმედებს 24 მარტი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ARAVIS PHARMACEUTICALS (ინდოეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ინტერ ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ამოქსიცილინის კაფსულები BP 500მგ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
დოზა *
მწვავე ბაქტერიული სინუსიტი
250 მგ-დან 500 მგ-მდე ყოველ 8 საათში ან 750 მგ-დან 1 გ-მდე ყოველ 12 საათში.
მძიმე ინფექციების დროს 750 მგ-დან 1 გ-მდე ყოველ 8 საათში
მწვავე ცისტიტის მკურნალობა შესაძლებელია დოზით 3 გ დღეში, ორჯერ ერთი დღის განმავლობაში.
ორსულობის დროს უსიმპტომო ბაქტერიურია
მწვავე პიელონეფრიტი
კბილის აბსცესი ცელულიტის გავრცელებით
მწვავე ცისტიტი
მწვავე შუა ოტიტი
500 მგ ყოველ 8 საათში, 750 მგ-დან 1 გ-მდე ყოველ 12 საათში
მძიმე ინფექციების დროს 750 მგ-დან 1 გ-მდე ყოველ 8 საათში 10 დღის განმავლობაში
მწვავე სტრეპტოკოკური ტონზილიტი და ფარინგიტი
ქრონიკული ბრონქიტის გამწვავებები
არაჰოსპიტალური პნევმონია
500 მგ-დან 1 გ-მდე ყოველ 8 საათში
ტიფი და პარატიფოიდური ცხელება
500 მგ-დან 2 გ-მდე ყოველ 8 საათში
პროთეზირებული სახსრების ინფექციები
500 მგ-დან 1 გ-მდე ყოველ 8 საათში
ენდოკარდიტის პროფილაქტიკა
2 გ პერორალურად, ერთჯერადი დოზა პროცედურამდე 30-60 წუთით ადრე
Helicobacter pylori -ს ერადიკაცია
750 მგ-დან 1 გ-მდე დღეში ორჯერ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორთან (მაგ. ომეპრაზოლი, ლანსოპრაზოლი) და სხვა ანტიბიოტიკთან (მაგ. კლარითრომიცინი, მეტრონიდაზოლი) კომბინაციაში 7 დღის განმავლობაში.
ლაიმის დაავადება
ადრეული ეტაპი: 500 მგ-დან 1 გ-მდე ყოველ 8 საათში მაქსიმუმ 4 გ/დღეში გაყოფილი დოზებით 14 დღის განმავლობაში (10-დან 21 დღემდე)
გვიანი ეტაპი (სისტემური ჩართულობა): 500 მგ-დან 2 გ-მდე ყოველ 8 საათში მაქსიმუმ 6 გ/დღეში გაყოფილი დოზებით 10-დან 30 დღემდე.
- მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მკურნალობის ოფიციალური გაიდლაინები თითოეული ჩვენებისთვის
ბავშვები < 40 კგ
ჩვენება+
დოზა+
მწვავე ბაქტერიული სინუსიტი
20-დან 90 მგ/კგ/დღეში გაყოფილი დოზებით*

40-დან 90 მგ/კგ/დღეში გაყოფილი დოზებით*
ტიფი და პარატიფოიდური ცხელება
100 მგ/კგ/დღეში სამ დოზად
ენდოკარდიტის პროფილაქტიკა
50 მგ/კგ პერორალურად, ერთჯერადი დოზა პროცედურამდე 30-60 წუთით ადრე
ლაიმის დაავადება
ადრეული სტადია: 25-დან 50 მგ/კგ/დღეში სამად გაყოფილი დოზით 10-21 დღის განმავლობაში
გვიანი სტადია (სისტემური ჩართვა): 100 მგ/კგ/დღეში სამად გაყოფილი დოზით 10-დან 30 დღემდე.
+ გასათვალისწინებელია მკურნალობის ოფიციალური გაიდლაინები თითოეული ჩვენებისთვის.
- დოზირების რეჟიმი ორჯერ დღეში უნდა იქნას გათვალისწინებული მხოლოდ მაშინ, როდესაც დოზა ზედა დიაპაზონშია..
ხანდაზმულები
დოზის კორექცია საჭიროდ არ ითვლება.
თირკმლის უკმარისობა
GFR (მლ/წუთ)
მოზრდილები და ბავშვები ≥ 40 კგ
ბავშვები < 40 კგ#
30-ზე მეტი
არ არის საჭირო კორექტირება
არ არის საჭირო კორექტირება
10-დან 30-მდე
მაქსიმუმ 500 მგ ორჯერ დღეში
15 მგ/კგ დღეში ორჯერ (მაქსიმუმ 500 მგ ორჯერ დღეში)
10-ზე ნაკლები
მაქსიმუმ 500 მგ/დღეში
15 მგ/კგ მიცემული ერთჯერადი დოზით (მაქსიმუმ 500 მგ)
პაციენტებში, რომლებიც იღებენ ჰემოდიალიზს
ამოქსიცილინი შეიძლება გამოიდევნოს ცირკულაციიდან ჰემოდიალიზის საშუალებით.
ჰემოდიალიზი
მოზრდილები და ბავშვები 40 კგ-ზე მეტი
500 მგ ყოველ 24 საათში
ჰემოდიალიზის დაწყებამდე უნდა დაინიშნოს ერთი დამატებითი დოზა 500 მგ. მოცირკულირე პრეპარატის დონის აღსადგენად, ჰემოდიალიზის შემდეგ უნდა დაინიშნოს კიდევ ერთი დოზა 500 მგ.
ბავშვები 40 კგ-მდე
15 მგ/კგ/დღეში მიცემული ერთჯერადი დღიური დოზის სახით (მაქსიმუმ 500 მგ).
ჰემოდიალიზის დაწყებამდე უნდა დაინიშნოს ერთი დამატებითი დოზა 15 მგ/კგ. მოცირკულირე პრეპარატის დონის აღსადგენად, ჰემოდიალიზის შემდეგ უნდა დაინიშნოს კიდევ ერთი დოზა 15 მგ/კგ.
პაციენტებში, რომლებიც იღებენ პერიტონეალურ დიალიზს
ამოქსიცილინი მაქსიმალური დოზაა 500 მგ/დღეში.
ღვიძლის უკმარისობა
მიღების წესი და დოზირება
ამოქსიცილინი განკუთვნილია პერორალური მიღებისთვის.
ამოქსიცილინის შეწოვას არ აფერხებს საკვები.
თერაპია შესაძლებელია დაიწყოს პარენტერალური ფორმებით, დოზირების რეკომენდაციების შესაბამისად და გაგრძელდეს პრეპარატის პერორალური ფორმებით.
გადაყლაპეთ წყლით, კაფსულის გახსნის გარეშე.
კაფსულები არ ინიშნება იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომლებსაც არ შეუძლიათ კაფსულების გადაყლაპვა.
დოზირების მიხედვით, ხელმისაწვდომია სხვა ფორმებიც, მათ შორის პერორალური ფორმები, რომელთა გამოყენება განსაკუთრებით შესაძლებელია იმ პაციენტებში, რომლებსაც კაფსულების გადაყლაპვა არ შეუძლიათ.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, რომელიმე პენიცილინის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
მძიმე დაუყოვნებელი ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია ანამნეზში (მაგ. ანაფილაქსია) სხვა ბეტა-ლაქტამების მიმართ (მაგ. ცეფალოსპორინი, კარბაპენემი ან მონობაქტამი).
სიფრთხილის ზომები
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები:
ამოქსიცილინით თერაპიის დაწყებამდე სიფრთხილით უნდა იქნას გამოკვლეული, წინა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები პენიცილინების, ცეფალოსპორინების ან სხვა ბეტა-ლაქტამური საშუალებების მიმართ.
სერიოზული და ზოგჯერ ფატალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქტოიდური და მძიმე კანის გვერდითი რეაქციების ჩათვლით) დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებს. ეს რეაქციები უფრო სავარაუდოა განვითარდეს პენიცილინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობით ანამნეზში და ალერგიულ პაციენტებში. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ასევე შეიძლება გადაიზარდოს კუნისის სინდრომამდე, სერიოზულ ალერგიულ რეაქციამდე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი. ამგვარი რეაქციების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს გულმკერდის ტკივილს, რომელიც ვითარდება ამოქსიცილინის მიმართ ალერგიული რეაქციიდან გამომდინარე. ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში, ამოქსიცილინით თერაპია უნდა შეწყდეს და დაინიშნოს შესაბამისი ალტერნატიული თერაპია. მედიკამენტებით გამოწვეული ენტეროკოლიტის სინდრომი (DIES) აღინიშნა ძირითადად ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ ამოქსიცილინს. DIES არის ალერგიული რეაქცია წამყვანი სიმპტომით გაჭიანურებული ღებინება (პრეპარატის მიღებიდან 1-4 საათის შემდეგ), კანის ალერგიული ან რესპირატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში. შემდგომი სიმპტომები შეიძლება იყოს მუცლის ტკივილი, დიარეა, ჰიპოტენზია ან ლეიკოციტოზი ნეიტროფილიასთან ერთად. არსებობს მძიმე შემთხვევები, მათ შორის შოკის პროგრესირება.
არამგრძნობიარე მიკროორგანიზმები
ამოქსიცილინი არ არის განკუთვნილი ზოგიერთი ინფექციის სამკურნალოდ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პათოგენი უკვე დადასტურებულია და ცნობილია, რომ მგრძნობიარეა, ან ძალიან მაღალია ალბათობა იმისა, რომ გამომწვევი იყოს შესაფერისი ამოქსიცილინის სამკურნალოდ. ეს განსაკუთრებით ეხება საშარდე გზების ინფექციების და ყურის, ცხვირისა და ყელის მძიმე ინფექციების მქონე პაციენტების მკურნალობას.
კრუნჩხვები
კრუნჩხვები შეიძლება განვითარდეს თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ან პაციენტებში, რომლებიც იღებენ პრეპარატის მაღალ დოზებს, საყურადღებოა ასევე მიდრეკილების ფაქტორები, როგორიცაა (მაგ., კრუნჩხვები ანამნეზში, ნამკურნალები ეპილეფსია ან მენინგეალური დარღვევები.
თირკმლის უკმარისობა
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზა უნდა დარეგულირდეს თირკმლის ფუნქციის დარღვევის მიხედვით.
კანის რეაქციები
პუსტულასთან ასოცირებული ცხელებით განზოგადებული ერითემის მკურნალობის დაწყებისას, შესაძლოა განვითარდეს, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზის სიმპტომი. ეს რეაქცია მოითხოვს ამოქსიცილინის შეწყვეტას და უკუნაჩვენებია ნებისმიერი შემდგომი მიღებისას.
ამოქსიცილინის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული, თუ არსებობს ეჭვი ინფექციურ მონონუკლეოსზე, ვინაიდან ამოქსიცილინის გამოყენების შემდეგ, ამ მდგომარეობასთან დაკავშირებულია, წითელას მაგვარი გამონაყარი.
იარიშ-ჰერქსჰაიმერის რეაქცია
იარიშ-ჰერქსჰაიმერის რეაქცია გამოვლინდა ლაიმის დაავადების სამკურნალოდ ამოქსიცილინის გამოყენების შემდეგ.
ის უშუალოდ გამოწვეულია ამოქსიცილინის ბაქტერიციდული მოქმედებით ლაიმის დაავადების გამომწვევ ბაქტერიაზე, სპიროქეტა Borrelia burgdorferi-ზე. პაციენტები უნდა დაარწმუნონ, რომ ეს არის ლაიმის დაავადების ანტიბიოტიკებით მკურნალობის საერთო და ჩვეულებრივი თვითშეზღუდვის შედეგი.
არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდა
ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება ზოგჯერ გამოიწვიოს არამგრძნობიარე ორგანიზმების ჭარბი ზრდა.
ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტი დაფიქსირდა თითქმის ყველა ანტიბაქტერიულ აგენტთან დაკავშირებით და შეიძლება განსხვავდებოდეს სიმძიმით მსუბუქიდან სიცოცხლისთვის საშიშამდე. ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ დიაგნოზის გათვალისწინება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ დიარეა ნებისმიერი ანტიბიოტიკის მიღების დროს ან მის შემდგომ. ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტის განვითარების შემთხვევაში ამოქსიცილინის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, საჭიროა ექიმთან კონსულტაციები და შესაბამისი თერაპიის დაწყება. პერისტალტიკის საწინააღმდეგო პრეპარატები უკუნაჩვენებია ამ სიტუაციაში.
გახანგრძლივებული თერაპია
ორგანოთა სისტემის ფუნქციების პერიოდული შეფასება; ხანგრძლივი თერაპიის დროს მიზანშეწონილია სისხლისწარმოქმნის, თირკმლების და ღვიძლის ფუნქციების ჩათვლით. აღინიშნა ღვიძლის ფერმენტების მომატება და სისხლის მაჩვენებლების ცვლილებები.
კრისტალურია
პაციენტებში შარდის გამოყოფის შემცირებით, კრისტალურია (თირკმლის მწვავე დაზიანების ჩათვლით) დაფიქსირდა ძალიან იშვიათად, უპირატესად ვითარდება პარენტერალური თერაპიის დროს. ამოქსიცილინის მაღალი დოზების მიღებისას მიზანშეწონილია შენარჩუნდეს ადეკვატური სითხის მიღება და შარდის გამოყოფა, რათა შემცირდეს ამოქსიცილინის კრისტალურიის ალბათობა. პაციენტებში ბუშტის კათეტერით, უნდა განხორციელდეს გამტარიანობის რეგულარული შემოწმება.
ჩარევა სადიაგნოსტიკო ტესტებში
შრატში და შარდში ამოქსიცილინის მაღალმა დონემ შესაძლოა იმოქმედოს გარკვეულ ლაბორატორიულ ტესტებზე. შარდში ამოქსიცილინის მაღალი კონცენტრაციის გამო, ცრუ დადებითი მაჩვენებლები ხშირია ქიმიურ მეთოდებში.
ამოქსიცილინით მკურნალობისას შარდში გლუკოზის არსებობის ტესტირებისას რეკომენდებულია გლუკოზის ოქსიდაზას ფერმენტული მეთოდების გამოყენება.
ამოქსიცილინის არსებობამ შეიძლება შეცვალოს ორსულ ქალებში ესტრიოლის ანალიზის შედეგები.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ანტიკოაგულანტები
პროთრომბინის დროის გახანგრძლივება იშვიათად აღინიშნება პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამოქსიცილინს. ანტიკოაგულანტების ერთდროულად დანიშვნისას უნდა ჩატარდეს შესაბამისი მონიტორინგი. შესაძლოა საჭირო გახდეს ორალური ანტიკოაგულანტების დოზის კორექცია ანტიკოაგულაციის სასურველი დონის შესანარჩუნებლად.
პრობენეციდი
პრობენეციდის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული. პრობენეციდი ამცირებს ამოქსიცილინის თირკმლის მილაკოვან სეკრეციას. პრობენეციდის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ამოქსიცილინის დონის მომატება და გახანგრძლივება.
ალოპურინოლი
ამოქსიცილინით მკურნალობის დროს ალოპურინოლის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს კანის ალერგიული რეაქციების ალბათობა.
ტეტრაციკლინები
ტეტრაციკლინებმა და სხვა ბაქტერიოსტატურმა პრეპარატებმა შეიძლება ხელი შეუშალონ ამოქსიცილინის ბაქტერიციდულ მოქმედებას.
მეტოტრექსატი
პენიცილინებს შეუძლიათ შეამცირონ მეთოტრექსატის ექსკრეცია, რაც იწვევს ტოქსიკურობის პოტენციურ ზრდას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს პირდაპირ ან არაპირდაპირ მავნე ზემოქმედებაზე რეპროდუქციულ ტოქსიკურობაზე. ადამიანებში ორსულობის დროს ამოქსიცილინის გამოყენების შეზღუდული მონაცემები არ მიუთითებს თანდაყოლილი მანკების ზრდის რისკზე. ამოქსიცილინი შეიძლება გამოყენებულ იქნას ორსულობის დროს, როდესაც პოტენციური სარგებელი აღემატება მკურნალობასთან დაკავშირებულ პოტენციურ რისკს.
ძუძუთი კვება:
ამოქსიცილინი გამოიყოფა დედის რძეში მცირე რაოდენობით, მგრძნობელობის შესაძლო რისკით. შესაბამისად, ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილში შესაძლებელია ლორწოვანი გარსების დიარეა და სოკოვანი ინფექცია, რის გამოც ძუძუთი კვება შეიძლება შეწყდეს. ძუძუთი კვების დროს, ამოქსიცილინი გამოიყენება, მხოლოდ პასუხისმგებელი ექიმის მიერ სარგებლის/რისკის შეფასების შემდეგ.
ნაყოფიერება:
არ არსებობს მონაცემები ამოქსიცილინის გავლენის შესახებ ადამიანებში ნაყოფიერებაზე. ცხოველებში რეპროდუქციულმა კვლევებმა არ აჩვენა გავლენა ნაყოფიერებაზე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ ჩატარებულა კვლევები ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების შესახებ. თუმცა, შეიძლება განვითარდეს არასასურველი ეფექტები (მაგ. ალერგიული რეაქციები, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები), რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
შენახვა
შეინახეთ ბნელ და მშრალ ადგილას, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ყველა მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გვერდითი მოვლენები
ყველაზე ხშირად მოხსენებული წამლის გვერდითი რეაქციებია: დიარეა, გულისრევა და გამონაყარი კანზე.
გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა კლინიკური კვლევების და ამოქსიცილინის პოსტმარკეტინგული მეთვალყურეობის შედეგად, წარმოდგენილი MedDRA სისტემის ორგანოთა კლასის მიერ, ჩამოთვლილია ქვემოთ.
არასასურველი ეფექტების კლასიფიკაციისთვის გამოყენებულია შემდეგი ტერმინოლოგია: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100-დან <1/10-მდე), არახშირი (≥ 1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათი (≥ 1/10,000-დან <1/1,000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები
ძალიან იშვიათად: შექცევადი ლეიკოპენია (მძიმე ნეიტროპენიის ან აგრანულოციტოზის ჩათვლით), შექცევადი თრომბოციტოპენია და ჰემოლიზური ანემია. სისხლდენის დროისა და პროთრომბინის დროის გახანგრძლივება.
იმუნური სისტემის დარღვევები
ძალიან იშვიათი: მძიმე ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსია, შრატისმიერი დაავადება და ჰიპერმგრძნობელობის ვასკულიტი. უცნობია: იარიშ-ჰერქსჰეიმერის რეაქცია.
ნერვული სისტემის დარღვევები
ძალიან იშვიათად: ჰიპერკინეზია, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები.
უცნობია: ასეპტიური მენინგიტი.
კუჭ-ნაწლავის დარღვევები
კლინიკური კვლევების მონაცემები
ხშირი: დიარეა და გულისრევა.
არახშირი: ღებინება.
პოსტმარკეტინგული მონაცემები

უცნობია: მედიკამენტებით გამოწვეული ენტეროკოლიტის სინდრომი.
ჰეპატობილიარული დარღვევები
ძალიან იშვიათად: ჰეპატიტი და ქოლესტაზური სიყვითლე. AST და/ან ALT-ის ზომიერი მატება.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
კლინიკური კვლევების მონაცემები
ხშირი: გამონაყარი კანზე.
არახშირი: ურტიკარია და ქავილი.
პოსტმარკეტინგული მონაცემები
ძალიან იშვიათი: ანტიბიოტიკებთან დაკავშირებული კოლიტი (მათ შორის ფსევდომემბრანული კოლიტი და ჰემორაგიული კოლიტი. შავი „თმიანი“ ენა.
უცნობია: მედიკამენტებით გამოწვეული ენტეროკოლიტის სინდრომი
თირკმელებისა და საშარდე გზების დარღვევები
ძალიან იშვიათად: ინტერსტიციული ნეფრიტი
უცნობია: კრისტალურია (თირკმლის მწვავე დაზიანების ჩათვლით).
კარდიოლოგიური დარღვევები
უცნობია: კუნისის სინდრომი.
ინფექციები
ძალიან იშვიათად: ლორწოვანი გარსის კანდიდოზი
ჭარბი დოზა
შეიძლება გამოვლინდეს კუჭ-ნაწლავის სიმპტომები (როგორიცაა გულისრევა, ღებინება და დიარეა) და სითხისა და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა. აღინიშნა ამოქსიცილინის კრისტალურია, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში იწვევს თირკმლის უკმარისობას. კრუნჩხვები შეიძლება განვითარდეს თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ან მაღალი დოზების მიღებისას. დაფიქსირდა ამოქსიცილინით გამოწვეული კრისტალურია, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში იწვევს თირკმლის უკმარისობას.
ინტოქსიკაციის მკურნალობა
კუჭ-ნაწლავის სიმპტომები შეიძლება განიხილებოდეს სიმპტომურად, წყლის/ელექტროლიტური ბალანსის გათვალისწინებით.
ამოქსიცილინი შეიძლება გამოიდევნოს სისხლის მიმოქცევიდან ჰემოდიალიზის საშუალებით.
შემადგენლობა
ამოქსიცილინის კაფსულა BP 250 მგ
თითოეული მყარი ჟელატინის კაფსულა შეიცავს:
ამოქსიცილინის ტრიჰიდრატი BP ექვივალენტური 250 მგ ამოქსიცილინის.
დამხმარე ნივთიერებები: გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმი უწყლო;
ცარიელი მყარი ჟელატინის კაფსულის გარსი:
თავსახური შავი (ჟელატინი, გაწმენდილი წყალი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, ნატრიუმის მეთილპარაბენი, ნატრიუმის პროპილპარაბენი, კარმოიზინი, Sunset Yellow, Brilliant Blue).
კორპუსი მუქი წითელი (ჟელატინი, გაწმენდილი წყალი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, ნატრიუმის მეთილპარაბენი, ნატრიუმის პროპილპარაბენი, ტიტანის დიოქსიდი, კარმოიზინი, Sunset Yellow, Ponceau 4R).
ამოქსიცილინის კაფსულა BP 500 მგ
ამოქსიცილინის ტრიჰიდრატი BP ექვივალენტური 500 მგ ამოქსიცილინის.

თავსახური ყვითელი (ჟელატინი, გაწმენდილი წყალი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, ნატრიუმის მეთილპარაბენი, ნატრიუმის პროპილპარაბენი, ტიტანის დიოქსიდი, ტარტრაზინი, კარმოიზინი).
სხეული თეთრი (ჟელატინი, გაწმენდილი წყალი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, ნატრიუმის მეთილპარაბენი, ნატრიუმის პროპილპარაბენი, ტიტანის დიოქსიდი).
შენახვის პირობები
36 თვე.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შეფუთვა:
ამოქსიცილინი კაფსულა BP 250 მგ
10 მყარი ჟელატინის კაფსულა თითოეულ ალუ-პოლივინილქლორიდის ბლისტერში და 10 ბლისტერი თითო ინსტრუქციით თითოეულ მუყაოს კოლოფში.
ამოქსიცილინი კაფსულა BP 500 მგ

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ბეტა-ლაქტამური ანტიბაქტერიული საშუალებები, პენიცილინები.
პენიცილინები გაფართოებული სპექტრით;
ათქ-კოდი: J01CA04
ფარმაკოლოგია
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ამოქსიცილინი არის ნახევრად სინთეზური პენიცილინი (ბეტა-ლაქტამური ანტიბაქტერიული საშუალება), რომელიც აინჰიბირებს ერთ ან მეტ ფერმენტს (ხშირად უწოდებენ პენიცილინის შემაკავშირებელ პროტეინებს, PBPs) ბაქტერიული პეპტიდოგლიკანის ბიოსინთეზურ გზაზე, რომელიც წარმოადგენს ბაქტერიის უჯრედის კედლის განუყოფელ სტრუქტურულ კომპონენტს. პეპტიდოგლიკანის სინთეზის დათრგუნვა იწვევს უჯრედის კედლის შესუსტებას, რასაც ჩვეულებრივ მოჰყვება უჯრედის ლიზისი და სიკვდილი.
ამოქსიცილინი მგრძნობიარეა რეზისტენტული ბაქტერიების მიერ წარმოქმნილი ბეტა-ლაქტამაზების დეგრადაციისადმი და ამიტომ ამოქსიცილინის აქტივობის სპექტრი არ მოიცავს ამ ფერმენტების წარმომქმნელ ორგანიზმებს.
რეზისტენტობის მექანიზმები
ამოქსიცილინის მიმართ რეზისტენტობის ძირითადი მექანიზმებია:
- ინაქტივაცია ბაქტერიული ბეტა-ლაქტამაზებით
- ანტიბაქტერიული აგენტის სამიზნისადმი აფინურობის შემცირება (PBP).
ბაქტერიების შეუღწევადობამ ან გამოდევნის ტუმბოს მექანიზმებმა შეიძლება გამოიწვიოს ან ხელი შეუწყოს ბაქტერიული რეზისტენტობის განვითარებას, განსაკუთრებით გრამუარყოფით ბაქტერიებში.
რეზისტენტობის გავრცელება შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიულად და დროთა განმავლობაში შერჩეული სახეობებისთვის და სასურველია ადგილობრივი ინფორმაცია რეზისტენტობის შესახებ, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობისას.
მიკროორგანიზმების ინ ვიტრო მგრძნობელობა ამოქსიცილინის მიმართ
ჩვეულებრივ მგრძნობიარე სახეობები
გრამდადებითი აერობები: Enterococcus faecalis, Beta-hamolytic streptococci (ჯგუფები A, B, C და G), Listeria monocytogenes.
სახეობები, რომლებისთვისაც შეძენილი წინააღმდეგობა შეიძლება იყოს პრობლემა
გრამუარყოფითი აერობები: Escherichia coli, Haemophilus influenzae, Helicobacter pylori,
Proteus mirabilis, Salmonella typhi, Salmonella paratyphi, Pasteurella multocida.
გრამდადებითი აერობები: Coagulase-negative staphylococcus, Staphylococcus aureus£
Streptococcus pneumoniae, Viridans group streptococcus.
გრამდადებითი ანაერობები: Clostridium spp.
გრამუარყოფითი ანაერობები: Fusobacterium spp.
სხვა: Borrelia burgdorferi
თანდაყოლილი რეზისტენტული ორგანიზმები
გრამდადებითი აერობები: Enterococcus faecium†
გრამუარყოფითი ანაერობები: Acinetobacter spp., Enterobacter spp.,Klebsiella spp.,Pseudomonas spp.
გრამუარყოფითი ანაერობები: Bacteroides spp. (many strains of Bacteroides fragilis are resistant).
სხვა: Chlamydia spp., Mycoplasma spp., Legionella spp.
ბუნებრივი შუალედური მგრძნობელობა წინააღმდეგობის შეძენილი მექანიზმის არარსებობის შემთხვევაში. თითქმის ყველა S.aureus არის რეზისტენტული ამოქსიცილინის მიმართ პენიცილინაზას წარმოქმნის გამო. გარდა ამისა, მეთიცილინ-რეზისტენტული ყველა შტამი მდგრადია ამოქსიცილინის მიმართ.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
პერორალური მიღების შემდეგ ამოქსიცილინი სწრაფად და კარგად შეიწოვება, დაახლოებით 70% ბიოშეღწევადია. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის (Tmax) დრო დაახლოებით ერთი საათია.
განაწილება
ამოქსიცილინის პლაზმის საერთო რაოდენობის დაახლოებით 18% უკავშირდება ცილას და განაწილების აშკარა მოცულობა შეადგენს დაახლოებით 0,3-0,4 ლ/კგ.
ინტრავენური შეყვანის შემდეგ ამოქსიცილინი აღმოჩენილია ნაღვლის ბუშტში, მუცლის ქსოვილებში, კანში, ცხიმში, კუნთოვან ქსოვილში, სინოვიალურ და პერიტონეალურ სითხეებში, ნაღველსა და ჩირქში. ამოქსიცილინი სათანადოდ არ ნაწილდება ცერებროსპინალურ სითხეში.
ცხოველებზე ჩატარებული კვლევებიდან არ არსებობს მტკიცებულება ქსოვილში წამლის მნიშვნელოვანი შეკავების შესახებ. ამოქსიცილინი, ისევე როგორც პენიცილინების უმეტესობა, შეიძლება გამოვლინდეს დედის რძეში. ამოქსიცილინი აღწევს პლაცენტურ ბარიერს.
ბიოტრანსფორმაცია
ამოქსიცილინი ნაწილობრივ გამოიყოფა შარდში არააქტიური პენიცილინის მჟავის სახით საწყისი დოზის 10-25%-მდე ექვივალენტური რაოდენობით.
გამოყოფა
ამოქსიცილინის გამოყოფის ძირითადი გზა არის თირკმლები.
ამოქსიცილინს აქვს საშუალო ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით ერთი საათი და საშუალო საერთო კლირენსი დაახლოებით 25 ლ/სთ ჯანმრთელ სუბიექტებში. ამოქსიცილინის დაახლოებით 60-70% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით პირველი 6 საათის განმავლობაში ამოქსიცილინის ერთჯერადი 250 მგ ან 500 მგ დოზის მიღებიდან. სხვადასხვა კვლევებმა აჩვენა, რომ ამოქსიცილინის შარდით გამოყოფა შეადგენს 50-85%-ს 24 საათის განმავლობაში.
პრობენეციდის ერთდროული გამოყენება ანელებს ამოქსიცილინის გამოყოფას.
ამოქსიცილინის ელიმინაციისთვის შესაძლებელია ჰემოდიალიზის გამოყენება.
ასაკი
ამოქსიცილინის ნახევარგამოყოფის პერიოდი მსგავსია 3 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, უფროს ბავშვებში და მოზრდილებში. ძალიან მცირეწლოვანი ბავშვებისთვის (მათ შორის ნაადრევი ახალშობილებისთვის) სიცოცხლის პირველ კვირაში შეყვანის ინტერვალი არ უნდა აღემატებოდეს დღეში ორჯერ შეყვანას, თირკმლის ელიმინაციის გზის მოუმწიფებლობის გამო. იმის გამო, რომ ხანდაზმულ პაციენტებს აქვთ თირკმელების ფუნქციის დაქვეითების ალბათობა, სიფრთხილეა საჭირო დოზის შერჩევისას და შესაძლოა სასარგებლო იყოს თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.
თირკმლის უკმარისობა
ამოქსიცილინის საერთო კლირენსი შრატში მცირდება თირკმლის ფუნქციის დაქვეითების პროპორციულად.
ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზირება უნდა მოხდეს სიფრთხილით და ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი რეგულარული ინტერვალებით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ამოქსიცილინის კაფსულა BP 250 მგ
Amoxicillin Capsule BP 250 mg
ამოქსიცილინის კაფსულა BP 500 მგ
Amoxicillin Capsule BP 500 mg
სამკურნალო პროდუქტის დასახელება
ამოქსიცილინის კაფსულა BP 250 მგ
ამოქსიცილინის კაფსულა BP 500 მგ
ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
ამოქსიცილინის კაფსულა BP 250 მგ
თითოეული მყარი ჟელატინის კაფსულა შეიცავს:
ამოქსიცილინის ტრიჰიდრატი BP ექვივალენტური 250 მგ ამოქსიცილინის.
დამხმარე ნივთიერებები: გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმი უწყლო;
ცარიელი მყარი ჟელატინის კაფსულის გარსი:
თავსახური შავი (ჟელატინი, გაწმენდილი წყალი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, ნატრიუმის მეთილპარაბენი, ნატრიუმის პროპილპარაბენი, კარმოიზინი, Sunset Yellow, Brilliant Blue).
კორპუსი მუქი წითელი (ჟელატინი, გაწმენდილი წყალი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, ნატრიუმის მეთილპარაბენი, ნატრიუმის პროპილპარაბენი, ტიტანის დიოქსიდი, კარმოიზინი, Sunset Yellow, Ponceau 4R).
ამოქსიცილინის კაფსულა BP 500 მგ
ამოქსიცილინის ტრიჰიდრატი BP ექვივალენტური 500 მგ ამოქსიცილინის.
დამხმარე ნივთიერებები: გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმი უწყლო;
ცარიელი მყარი ჟელატინის კაფსულის გარსი:
თავსახური ყვითელი (ჟელატინი, გაწმენდილი წყალი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, ნატრიუმის მეთილპარაბენი, ნატრიუმის პროპილპარაბენი, ტიტანის დიოქსიდი, ტარტრაზინი, კარმოიზინი).
სხეული თეთრი (ჟელატინი, გაწმენდილი წყალი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, ნატრიუმის მეთილპარაბენი, ნატრიუმის პროპილპარაბენი, ტიტანის დიოქსიდი).
ფარმაცევტული ფორმა
კაფსულა 250 მგ.
კაფსულა 500 მგ.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ბეტა-ლაქტამური ანტიბაქტერიული საშუალებები, პენიცილინები.
პენიცილინები გაფართოებული სპექტრით;
ათქ-კოდი: J01CA04
ფარმაკოლოგია
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ამოქსიცილინი არის ნახევრად სინთეზური პენიცილინი (ბეტა-ლაქტამური ანტიბაქტერიული საშუალება), რომელიც აინჰიბირებს ერთ ან მეტ ფერმენტს (ხშირად უწოდებენ პენიცილინის შემაკავშირებელ პროტეინებს, PBPs) ბაქტერიული პეპტიდოგლიკანის ბიოსინთეზურ გზაზე, რომელიც წარმოადგენს ბაქტერიის უჯრედის კედლის განუყოფელ სტრუქტურულ კომპონენტს. პეპტიდოგლიკანის სინთეზის დათრგუნვა იწვევს უჯრედის კედლის შესუსტებას, რასაც ჩვეულებრივ მოჰყვება უჯრედის ლიზისი და სიკვდილი.
ამოქსიცილინი მგრძნობიარეა რეზისტენტული ბაქტერიების მიერ წარმოქმნილი ბეტა-ლაქტამაზების დეგრადაციისადმი და ამიტომ ამოქსიცილინის აქტივობის სპექტრი არ მოიცავს ამ ფერმენტების წარმომქმნელ ორგანიზმებს.
რეზისტენტობის მექანიზმები
ამოქსიცილინის მიმართ რეზისტენტობის ძირითადი მექანიზმებია:
- ინაქტივაცია ბაქტერიული ბეტა-ლაქტამაზებით
- ანტიბაქტერიული აგენტის სამიზნისადმი აფინურობის შემცირება (PBP).
ბაქტერიების შეუღწევადობამ ან გამოდევნის ტუმბოს მექანიზმებმა შეიძლება გამოიწვიოს ან ხელი შეუწყოს ბაქტერიული რეზისტენტობის განვითარებას, განსაკუთრებით გრამუარყოფით ბაქტერიებში.
რეზისტენტობის გავრცელება შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიულად და დროთა განმავლობაში შერჩეული სახეობებისთვის და სასურველია ადგილობრივი ინფორმაცია რეზისტენტობის შესახებ, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობისას.
მიკროორგანიზმების ინ ვიტრო მგრძნობელობა ამოქსიცილინის მიმართ
ჩვეულებრივ მგრძნობიარე სახეობები
გრამდადებითი აერობები: Enterococcus faecalis, Beta-hamolytic streptococci (ჯგუფები A, B, C და G), Listeria monocytogenes.
სახეობები, რომლებისთვისაც შეძენილი წინააღმდეგობა შეიძლება იყოს პრობლემა
გრამუარყოფითი აერობები: Escherichia coli, Haemophilus influenzae, Helicobacter pylori,
Proteus mirabilis, Salmonella typhi, Salmonella paratyphi, Pasteurella multocida.
გრამდადებითი აერობები: Coagulase-negative staphylococcus, Staphylococcus aureus£
Streptococcus pneumoniae, Viridans group streptococcus.
გრამდადებითი ანაერობები: Clostridium spp.
გრამუარყოფითი ანაერობები: Fusobacterium spp.
სხვა: Borrelia burgdorferi
თანდაყოლილი რეზისტენტული ორგანიზმები
გრამდადებითი აერობები: Enterococcus faecium†
გრამუარყოფითი ანაერობები: Acinetobacter spp., Enterobacter spp.,Klebsiella spp.,Pseudomonas spp.
გრამუარყოფითი ანაერობები: Bacteroides spp. (many strains of Bacteroides fragilis are resistant).
სხვა: Chlamydia spp., Mycoplasma spp., Legionella spp.
ბუნებრივი შუალედური მგრძნობელობა წინააღმდეგობის შეძენილი მექანიზმის არარსებობის შემთხვევაში. თითქმის ყველა S.aureus არის რეზისტენტული ამოქსიცილინის მიმართ პენიცილინაზას წარმოქმნის გამო. გარდა ამისა, მეთიცილინ-რეზისტენტული ყველა შტამი მდგრადია ამოქსიცილინის მიმართ.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
პერორალური მიღების შემდეგ ამოქსიცილინი სწრაფად და კარგად შეიწოვება, დაახლოებით 70% ბიოშეღწევადია. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის (Tmax) დრო დაახლოებით ერთი საათია.
განაწილება
ამოქსიცილინის პლაზმის საერთო რაოდენობის დაახლოებით 18% უკავშირდება ცილას და განაწილების აშკარა მოცულობა შეადგენს დაახლოებით 0,3-0,4 ლ/კგ.
ინტრავენური შეყვანის შემდეგ ამოქსიცილინი აღმოჩენილია ნაღვლის ბუშტში, მუცლის ქსოვილებში, კანში, ცხიმში, კუნთოვან ქსოვილში, სინოვიალურ და პერიტონეალურ სითხეებში, ნაღველსა და ჩირქში. ამოქსიცილინი სათანადოდ არ ნაწილდება ცერებროსპინალურ სითხეში.
ცხოველებზე ჩატარებული კვლევებიდან არ არსებობს მტკიცებულება ქსოვილში წამლის მნიშვნელოვანი შეკავების შესახებ. ამოქსიცილინი, ისევე როგორც პენიცილინების უმეტესობა, შეიძლება გამოვლინდეს დედის რძეში. ამოქსიცილინი აღწევს პლაცენტურ ბარიერს.
ბიოტრანსფორმაცია
ამოქსიცილინი ნაწილობრივ გამოიყოფა შარდში არააქტიური პენიცილინის მჟავის სახით საწყისი დოზის 10-25%-მდე ექვივალენტური რაოდენობით.
გამოყოფა
ამოქსიცილინის გამოყოფის ძირითადი გზა არის თირკმლები.
ამოქსიცილინს აქვს საშუალო ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით ერთი საათი და საშუალო საერთო კლირენსი დაახლოებით 25 ლ/სთ ჯანმრთელ სუბიექტებში. ამოქსიცილინის დაახლოებით 60-70% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით პირველი 6 საათის განმავლობაში ამოქსიცილინის ერთჯერადი 250 მგ ან 500 მგ დოზის მიღებიდან. სხვადასხვა კვლევებმა აჩვენა, რომ ამოქსიცილინის შარდით გამოყოფა შეადგენს 50-85%-ს 24 საათის განმავლობაში.
პრობენეციდის ერთდროული გამოყენება ანელებს ამოქსიცილინის გამოყოფას.
ამოქსიცილინის ელიმინაციისთვის შესაძლებელია ჰემოდიალიზის გამოყენება.
ასაკი
ამოქსიცილინის ნახევარგამოყოფის პერიოდი მსგავსია 3 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, უფროს ბავშვებში და მოზრდილებში. ძალიან მცირეწლოვანი ბავშვებისთვის (მათ შორის ნაადრევი ახალშობილებისთვის) სიცოცხლის პირველ კვირაში შეყვანის ინტერვალი არ უნდა აღემატებოდეს დღეში ორჯერ შეყვანას, თირკმლის ელიმინაციის გზის მოუმწიფებლობის გამო. იმის გამო, რომ ხანდაზმულ პაციენტებს აქვთ თირკმელების ფუნქციის დაქვეითების ალბათობა, სიფრთხილეა საჭირო დოზის შერჩევისას და შესაძლოა სასარგებლო იყოს თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.
თირკმლის უკმარისობა
ამოქსიცილინის საერთო კლირენსი შრატში მცირდება თირკმლის ფუნქციის დაქვეითების პროპორციულად.
ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზირება უნდა მოხდეს სიფრთხილით და ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი რეგულარული ინტერვალებით.
თერაპიული ჩვენებები
ამოქსიცილინი ნაჩვენებია შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ მოზრდილებში და ბავშვებში:
- მწვავე ბაქტერიული სინუსიტი
- მწვავე სტრეპტოკოკური ტონზილიტი და ფარინგიტი
- ქრონიკული ბრონქიტის (AECB) მწვავე გამწვავებები/ქრონიკული ობსტრუქციული ფილტვის დაავადების (AECOPD) მწვავე გამწვავებები)
- არაჰოსპიტალური პნევმონია
- მწვავე შუა ოტიტი
- მწვავე ცისტიტი
- მწვავე პიელონეფრიტი
- ორსულობის დროს უსიმპტომო ბაქტერიურია
- ტიფური და პარატიფური ცხელება
- კბილის აბსცესი ცელულიტით გავრცელებული
- პროთეზირებული სახსრების ინფექციები
- Helicobacter pylori-ის ერადიკაცია
- ლაიმის დაავადება
- ენდოკარდიტის პროფილაქტიკა.
გასათვალისწინებელია ოფიციალური მითითებები ანტიბაქტერიული აგენტების სათანადო გამოყენების შესახებ.
დოზირება და მიღების წესი
ინფექციის სამკურნალოდ ამოქსიცილინის დოზირების შერჩევა ხდება ინდივიდუალურად და გასათვალისწინებელია:
- მოსალოდნელი პათოგენები და მათი სავარაუდო მგრძნობელობა ანტიბაქტერიული აგენტების მიმართ
- ინფექციის სიმძიმე და ადგილი
- პაციენტის ასაკი, წონა და თირკმლის ფუნქცია
თერაპიის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინფექციის ტიპისა და პაციენტის პასუხის მიხედვით. თერაპია უნდა იყოს რაც შეიძლება ხანმოკლე.
მოზრდილები და ბავშვები ≥ 40 კგ
ჩვენებები*
დოზა *
მწვავე ბაქტერიული სინუსიტი
250 მგ-დან 500 მგ-მდე ყოველ 8 საათში ან 750 მგ-დან 1 გ-მდე ყოველ 12 საათში.
მძიმე ინფექციების დროს 750 მგ-დან 1 გ-მდე ყოველ 8 საათში
მწვავე ცისტიტის მკურნალობა შესაძლებელია დოზით 3 გ დღეში, ორჯერ ერთი დღის განმავლობაში.
ორსულობის დროს უსიმპტომო ბაქტერიურია
მწვავე პიელონეფრიტი
კბილის აბსცესი ცელულიტის გავრცელებით
მწვავე ცისტიტი
მწვავე შუა ოტიტი
500 მგ ყოველ 8 საათში, 750 მგ-დან 1 გ-მდე ყოველ 12 საათში
მძიმე ინფექციების დროს 750 მგ-დან 1 გ-მდე ყოველ 8 საათში 10 დღის განმავლობაში
მწვავე სტრეპტოკოკური ტონზილიტი და ფარინგიტი
ქრონიკული ბრონქიტის გამწვავებები
არაჰოსპიტალური პნევმონია
500 მგ-დან 1 გ-მდე ყოველ 8 საათში
ტიფი და პარატიფოიდური ცხელება
500 მგ-დან 2 გ-მდე ყოველ 8 საათში
პროთეზირებული სახსრების ინფექციები
500 მგ-დან 1 გ-მდე ყოველ 8 საათში
ენდოკარდიტის პროფილაქტიკა
2 გ პერორალურად, ერთჯერადი დოზა პროცედურამდე 30-60 წუთით ადრე
Helicobacter pylori -ს ერადიკაცია
750 მგ-დან 1 გ-მდე დღეში ორჯერ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორთან (მაგ. ომეპრაზოლი, ლანსოპრაზოლი) და სხვა ანტიბიოტიკთან (მაგ. კლარითრომიცინი, მეტრონიდაზოლი) კომბინაციაში 7 დღის განმავლობაში.
ლაიმის დაავადება
ადრეული ეტაპი: 500 მგ-დან 1 გ-მდე ყოველ 8 საათში მაქსიმუმ 4 გ/დღეში გაყოფილი დოზებით 14 დღის განმავლობაში (10-დან 21 დღემდე)
გვიანი ეტაპი (სისტემური ჩართულობა): 500 მგ-დან 2 გ-მდე ყოველ 8 საათში მაქსიმუმ 6 გ/დღეში გაყოფილი დოზებით 10-დან 30 დღემდე.
- მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მკურნალობის ოფიციალური გაიდლაინები თითოეული ჩვენებისთვის
ბავშვები < 40 კგ
ჩვენება+
დოზა+
მწვავე ბაქტერიული სინუსიტი
20-დან 90 მგ/კგ/დღეში გაყოფილი დოზებით*
მწვავე შუა ოტიტი
არაჰოსპიტალური პნევმონია
მწვავე ცისტიტი
მწვავე პიელონეფრიტი
კბილის აბსცესი ცელულიტის გავრცელებით
მწვავე სტრეპტოკოკური ტონზილიტი და ფარინგიტი
40-დან 90 მგ/კგ/დღეში გაყოფილი დოზებით*
ტიფი და პარატიფოიდური ცხელება
100 მგ/კგ/დღეში სამ დოზად
ენდოკარდიტის პროფილაქტიკა
50 მგ/კგ პერორალურად, ერთჯერადი დოზა პროცედურამდე 30-60 წუთით ადრე
ლაიმის დაავადება
ადრეული სტადია: 25-დან 50 მგ/კგ/დღეში სამად გაყოფილი დოზით 10-21 დღის განმავლობაში
გვიანი სტადია (სისტემური ჩართვა): 100 მგ/კგ/დღეში სამად გაყოფილი დოზით 10-დან 30 დღემდე.
+ გასათვალისწინებელია მკურნალობის ოფიციალური გაიდლაინები თითოეული ჩვენებისთვის.
- დოზირების რეჟიმი ორჯერ დღეში უნდა იქნას გათვალისწინებული მხოლოდ მაშინ, როდესაც დოზა ზედა დიაპაზონშია..
ხანდაზმულები
დოზის კორექცია საჭიროდ არ ითვლება.
თირკმლის უკმარისობა
GFR (მლ/წუთ)
მოზრდილები და ბავშვები ≥ 40 კგ
ბავშვები < 40 კგ#
30-ზე მეტი
არ არის საჭირო კორექტირება
არ არის საჭირო კორექტირება
10-დან 30-მდე
მაქსიმუმ 500 მგ ორჯერ დღეში
15 მგ/კგ დღეში ორჯერ (მაქსიმუმ 500 მგ ორჯერ დღეში)
10-ზე ნაკლები
მაქსიმუმ 500 მგ/დღეში
15 მგ/კგ მიცემული ერთჯერადი დოზით (მაქსიმუმ 500 მგ)
პაციენტებში, რომლებიც იღებენ ჰემოდიალიზს
ამოქსიცილინი შეიძლება გამოიდევნოს ცირკულაციიდან ჰემოდიალიზის საშუალებით.
ჰემოდიალიზი
მოზრდილები და ბავშვები 40 კგ-ზე მეტი
500 მგ ყოველ 24 საათში
ჰემოდიალიზის დაწყებამდე უნდა დაინიშნოს ერთი დამატებითი დოზა 500 მგ. მოცირკულირე პრეპარატის დონის აღსადგენად, ჰემოდიალიზის შემდეგ უნდა დაინიშნოს კიდევ ერთი დოზა 500 მგ.
ბავშვები 40 კგ-მდე
15 მგ/კგ/დღეში მიცემული ერთჯერადი დღიური დოზის სახით (მაქსიმუმ 500 მგ).
ჰემოდიალიზის დაწყებამდე უნდა დაინიშნოს ერთი დამატებითი დოზა 15 მგ/კგ. მოცირკულირე პრეპარატის დონის აღსადგენად, ჰემოდიალიზის შემდეგ უნდა დაინიშნოს კიდევ ერთი დოზა 15 მგ/კგ.
პაციენტებში, რომლებიც იღებენ პერიტონეალურ დიალიზს
ამოქსიცილინი მაქსიმალური დოზაა 500 მგ/დღეში.
ღვიძლის უკმარისობა
დოზირება სიფრთხილით და ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი რეგულარული ინტერვალებით.
გამოყენების მეთოდი
ამოქსიცილინი განკუთვნილია პერორალური მიღებისთვის.
ამოქსიცილინის შეწოვას არ აფერხებს საკვები.
თერაპია შესაძლებელია დაიწყოს პარენტერალური ფორმებით, დოზირების რეკომენდაციების შესაბამისად და გაგრძელდეს პრეპარატის პერორალური ფორმებით.
გადაყლაპეთ წყლით, კაფსულის გახსნის გარეშე.
კაფსულები არ ინიშნება იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომლებსაც არ შეუძლიათ კაფსულების გადაყლაპვა.
დოზირების მიხედვით, ხელმისაწვდომია სხვა ფორმებიც, მათ შორის პერორალური ფორმები, რომელთა გამოყენება განსაკუთრებით შესაძლებელია იმ პაციენტებში, რომლებსაც კაფსულების გადაყლაპვა არ შეუძლიათ.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, რომელიმე პენიცილინის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
მძიმე დაუყოვნებელი ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია ანამნეზში (მაგ. ანაფილაქსია) სხვა ბეტა-ლაქტამების მიმართ (მაგ. ცეფალოსპორინი, კარბაპენემი ან მონობაქტამი).
არასასურველი ეფექტები
ყველაზე ხშირად მოხსენებული წამლის გვერდითი რეაქციებია: დიარეა, გულისრევა და გამონაყარი კანზე.
გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა კლინიკური კვლევების და ამოქსიცილინის პოსტმარკეტინგული მეთვალყურეობის შედეგად, წარმოდგენილი MedDRA სისტემის ორგანოთა კლასის მიერ, ჩამოთვლილია ქვემოთ.
არასასურველი ეფექტების კლასიფიკაციისთვის გამოყენებულია შემდეგი ტერმინოლოგია: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100-დან <1/10-მდე), არახშირი (≥ 1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათი (≥ 1/10,000-დან <1/1,000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები
ძალიან იშვიათად: შექცევადი ლეიკოპენია (მძიმე ნეიტროპენიის ან აგრანულოციტოზის ჩათვლით), შექცევადი თრომბოციტოპენია და ჰემოლიზური ანემია. სისხლდენის დროისა და პროთრომბინის დროის გახანგრძლივება.
იმუნური სისტემის დარღვევები
ძალიან იშვიათი: მძიმე ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსია, შრატისმიერი დაავადება და ჰიპერმგრძნობელობის ვასკულიტი. უცნობია: იარიშ-ჰერქსჰეიმერის რეაქცია.
ნერვული სისტემის დარღვევები
ძალიან იშვიათად: ჰიპერკინეზია, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები.
უცნობია: ასეპტიური მენინგიტი.
კუჭ-ნაწლავის დარღვევები
კლინიკური კვლევების მონაცემები
ხშირი: დიარეა და გულისრევა.
არახშირი: ღებინება.
პოსტმარკეტინგული მონაცემები
ძალიან იშვიათად: ჰიპერკინეზია, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები.
უცნობია: მედიკამენტებით გამოწვეული ენტეროკოლიტის სინდრომი.
ჰეპატობილიარული დარღვევები
ძალიან იშვიათად: ჰეპატიტი და ქოლესტაზური სიყვითლე. AST და/ან ALT-ის ზომიერი მატება.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
კლინიკური კვლევების მონაცემები
ხშირი: გამონაყარი კანზე.
არახშირი: ურტიკარია და ქავილი.
პოსტმარკეტინგული მონაცემები
ძალიან იშვიათი: ანტიბიოტიკებთან დაკავშირებული კოლიტი (მათ შორის ფსევდომემბრანული კოლიტი და ჰემორაგიული კოლიტი. შავი „თმიანი“ ენა.
უცნობია: მედიკამენტებით გამოწვეული ენტეროკოლიტის სინდრომი
თირკმელებისა და საშარდე გზების დარღვევები
ძალიან იშვიათად: ინტერსტიციული ნეფრიტი
უცნობია: კრისტალურია (თირკმლის მწვავე დაზიანების ჩათვლით).
კარდიოლოგიური დარღვევები
უცნობია: კუნისის სინდრომი.
ინფექციები
ძალიან იშვიათად: ლორწოვანი გარსის კანდიდოზი
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ანტიკოაგულანტები
პროთრომბინის დროის გახანგრძლივება იშვიათად აღინიშნება პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამოქსიცილინს. ანტიკოაგულანტების ერთდროულად დანიშვნისას უნდა ჩატარდეს შესაბამისი მონიტორინგი. შესაძლოა საჭირო გახდეს ორალური ანტიკოაგულანტების დოზის კორექცია ანტიკოაგულაციის სასურველი დონის შესანარჩუნებლად.
პრობენეციდი
პრობენეციდის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული. პრობენეციდი ამცირებს ამოქსიცილინის თირკმლის მილაკოვან სეკრეციას. პრობენეციდის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ამოქსიცილინის დონის მომატება და გახანგრძლივება.
ალოპურინოლი
ამოქსიცილინით მკურნალობის დროს ალოპურინოლის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს კანის ალერგიული რეაქციების ალბათობა.
ტეტრაციკლინები
ტეტრაციკლინებმა და სხვა ბაქტერიოსტატურმა პრეპარატებმა შეიძლება ხელი შეუშალონ ამოქსიცილინის ბაქტერიციდულ მოქმედებას.
მეტოტრექსატი
პენიცილინებს შეუძლიათ შეამცირონ მეთოტრექსატის ექსკრეცია, რაც იწვევს ტოქსიკურობის პოტენციურ ზრდას.
დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების სიმპტომები და ნიშნები
შეიძლება გამოვლინდეს კუჭ-ნაწლავის სიმპტომები (როგორიცაა გულისრევა, ღებინება და დიარეა) და სითხისა და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა. აღინიშნა ამოქსიცილინის კრისტალურია, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში იწვევს თირკმლის უკმარისობას. კრუნჩხვები შეიძლება განვითარდეს თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ან მაღალი დოზების მიღებისას. დაფიქსირდა ამოქსიცილინით გამოწვეული კრისტალურია, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში იწვევს თირკმლის უკმარისობას.
ინტოქსიკაციის მკურნალობა
კუჭ-ნაწლავის სიმპტომები შეიძლება განიხილებოდეს სიმპტომურად, წყლის/ელექტროლიტური ბალანსის გათვალისწინებით.
ამოქსიცილინი შეიძლება გამოიდევნოს სისხლის მიმოქცევიდან ჰემოდიალიზის საშუალებით.
ორსულობა, ლაქტაცია და ნაყოფიერება
ორსულობა
ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს პირდაპირ ან არაპირდაპირ მავნე ზემოქმედებაზე რეპროდუქციულ ტოქსიკურობაზე. ადამიანებში ორსულობის დროს ამოქსიცილინის გამოყენების შეზღუდული მონაცემები არ მიუთითებს თანდაყოლილი მანკების ზრდის რისკზე. ამოქსიცილინი შეიძლება გამოყენებულ იქნას ორსულობის დროს, როდესაც პოტენციური სარგებელი აღემატება მკურნალობასთან დაკავშირებულ პოტენციურ რისკს.
ძუძუთი კვება:
ამოქსიცილინი გამოიყოფა დედის რძეში მცირე რაოდენობით, მგრძნობელობის შესაძლო რისკით. შესაბამისად, ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილში შესაძლებელია ლორწოვანი გარსების დიარეა და სოკოვანი ინფექცია, რის გამოც ძუძუთი კვება შეიძლება შეწყდეს. ძუძუთი კვების დროს, ამოქსიცილინი გამოიყენება, მხოლოდ პასუხისმგებელი ექიმის მიერ სარგებლის/რისკის შეფასების შემდეგ.
ნაყოფიერება:
არ არსებობს მონაცემები ამოქსიცილინის გავლენის შესახებ ადამიანებში ნაყოფიერებაზე. ცხოველებში რეპროდუქციულმა კვლევებმა არ აჩვენა გავლენა ნაყოფიერებაზე.
სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები:
ამოქსიცილინით თერაპიის დაწყებამდე სიფრთხილით უნდა იქნას გამოკვლეული, წინა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები პენიცილინების, ცეფალოსპორინების ან სხვა ბეტა-ლაქტამური საშუალებების მიმართ.
სერიოზული და ზოგჯერ ფატალური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანაფილაქტოიდური და მძიმე კანის გვერდითი რეაქციების ჩათვლით) დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებს. ეს რეაქციები უფრო სავარაუდოა განვითარდეს პენიცილინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობით ანამნეზში და ალერგიულ პაციენტებში. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ასევე შეიძლება გადაიზარდოს კუნისის სინდრომამდე, სერიოზულ ალერგიულ რეაქციამდე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი. ამგვარი რეაქციების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს გულმკერდის ტკივილს, რომელიც ვითარდება ამოქსიცილინის მიმართ ალერგიული რეაქციიდან გამომდინარე. ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში, ამოქსიცილინით თერაპია უნდა შეწყდეს და დაინიშნოს შესაბამისი ალტერნატიული თერაპია. მედიკამენტებით გამოწვეული ენტეროკოლიტის სინდრომი (DIES) აღინიშნა ძირითადად ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ ამოქსიცილინს. DIES არის ალერგიული რეაქცია წამყვანი სიმპტომით გაჭიანურებული ღებინება (პრეპარატის მიღებიდან 1-4 საათის შემდეგ), კანის ალერგიული ან რესპირატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში. შემდგომი სიმპტომები შეიძლება იყოს მუცლის ტკივილი, დიარეა, ჰიპოტენზია ან ლეიკოციტოზი ნეიტროფილიასთან ერთად. არსებობს მძიმე შემთხვევები, მათ შორის შოკის პროგრესირება.
არამგრძნობიარე მიკროორგანიზმები
ამოქსიცილინი არ არის განკუთვნილი ზოგიერთი ინფექციის სამკურნალოდ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პათოგენი უკვე დადასტურებულია და ცნობილია, რომ მგრძნობიარეა, ან ძალიან მაღალია ალბათობა იმისა, რომ გამომწვევი იყოს შესაფერისი ამოქსიცილინის სამკურნალოდ. ეს განსაკუთრებით ეხება საშარდე გზების ინფექციების და ყურის, ცხვირისა და ყელის მძიმე ინფექციების მქონე პაციენტების მკურნალობას.
კრუნჩხვები
კრუნჩხვები შეიძლება განვითარდეს თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ან პაციენტებში, რომლებიც იღებენ პრეპარატის მაღალ დოზებს, საყურადღებოა ასევე მიდრეკილების ფაქტორები, როგორიცაა (მაგ., კრუნჩხვები ანამნეზში, ნამკურნალები ეპილეფსია ან მენინგეალური დარღვევები.
თირკმლის უკმარისობა
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზა უნდა დარეგულირდეს თირკმლის ფუნქციის დარღვევის მიხედვით.
კანის რეაქციები
პუსტულასთან ასოცირებული ცხელებით განზოგადებული ერითემის მკურნალობის დაწყებისას, შესაძლოა განვითარდეს, მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზის სიმპტომი. ეს რეაქცია მოითხოვს ამოქსიცილინის შეწყვეტას და უკუნაჩვენებია ნებისმიერი შემდგომი მიღებისას.
ამოქსიცილინის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული, თუ არსებობს ეჭვი ინფექციურ მონონუკლეოსზე, ვინაიდან ამოქსიცილინის გამოყენების შემდეგ, ამ მდგომარეობასთან დაკავშირებულია, წითელას მაგვარი გამონაყარი.
იარიშ-ჰერქსჰაიმერის რეაქცია
იარიშ-ჰერქსჰაიმერის რეაქცია გამოვლინდა ლაიმის დაავადების სამკურნალოდ ამოქსიცილინის გამოყენების შემდეგ.
ის უშუალოდ გამოწვეულია ამოქსიცილინის ბაქტერიციდული მოქმედებით ლაიმის დაავადების გამომწვევ ბაქტერიაზე, სპიროქეტა Borrelia burgdorferi-ზე. პაციენტები უნდა დაარწმუნონ, რომ ეს არის ლაიმის დაავადების ანტიბიოტიკებით მკურნალობის საერთო და ჩვეულებრივი თვითშეზღუდვის შედეგი.
არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდა
ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება ზოგჯერ გამოიწვიოს არამგრძნობიარე ორგანიზმების ჭარბი ზრდა.
ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტი დაფიქსირდა თითქმის ყველა ანტიბაქტერიულ აგენტთან დაკავშირებით და შეიძლება განსხვავდებოდეს სიმძიმით მსუბუქიდან სიცოცხლისთვის საშიშამდე. ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ დიაგნოზის გათვალისწინება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ დიარეა ნებისმიერი ანტიბიოტიკის მიღების დროს ან მის შემდგომ. ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტის განვითარების შემთხვევაში ამოქსიცილინის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, საჭიროა ექიმთან კონსულტაციები და შესაბამისი თერაპიის დაწყება. პერისტალტიკის საწინააღმდეგო პრეპარატები უკუნაჩვენებია ამ სიტუაციაში.
გახანგრძლივებული თერაპია
ორგანოთა სისტემის ფუნქციების პერიოდული შეფასება; ხანგრძლივი თერაპიის დროს მიზანშეწონილია სისხლისწარმოქმნის, თირკმლების და ღვიძლის ფუნქციების ჩათვლით. აღინიშნა ღვიძლის ფერმენტების მომატება და სისხლის მაჩვენებლების ცვლილებები.
კრისტალურია
პაციენტებში შარდის გამოყოფის შემცირებით, კრისტალურია (თირკმლის მწვავე დაზიანების ჩათვლით) დაფიქსირდა ძალიან იშვიათად, უპირატესად ვითარდება პარენტერალური თერაპიის დროს. ამოქსიცილინის მაღალი დოზების მიღებისას მიზანშეწონილია შენარჩუნდეს ადეკვატური სითხის მიღება და შარდის გამოყოფა, რათა შემცირდეს ამოქსიცილინის კრისტალურიის ალბათობა. პაციენტებში ბუშტის კათეტერით, უნდა განხორციელდეს გამტარიანობის რეგულარული შემოწმება.
ჩარევა სადიაგნოსტიკო ტესტებში
შრატში და შარდში ამოქსიცილინის მაღალმა დონემ შესაძლოა იმოქმედოს გარკვეულ ლაბორატორიულ ტესტებზე. შარდში ამოქსიცილინის მაღალი კონცენტრაციის გამო, ცრუ დადებითი მაჩვენებლები ხშირია ქიმიურ მეთოდებში.
ამოქსიცილინით მკურნალობისას შარდში გლუკოზის არსებობის ტესტირებისას რეკომენდებულია გლუკოზის ოქსიდაზას ფერმენტული მეთოდების გამოყენება.
ამოქსიცილინის არსებობამ შეიძლება შეცვალოს ორსულ ქალებში ესტრიოლის ანალიზის შედეგები.
გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
არ ჩატარებულა კვლევები ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების შესახებ. თუმცა, შეიძლება განვითარდეს არასასურველი ეფექტები (მაგ. ალერგიული რეაქციები, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები), რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
შენახვა
შეინახეთ ბნელ და მშრალ ადგილას, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ყველა მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
36 თვე.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შეფუთვა:
ამოქსიცილინი კაფსულა BP 250 მგ
10 მყარი ჟელატინის კაფსულა თითოეულ ალუ-პოლივინილქლორიდის ბლისტერში და 10 ბლისტერი თითო ინსტრუქციით თითოეულ მუყაოს კოლოფში.
ამოქსიცილინი კაფსულა BP 500 მგ
10 მყარი ჟელატინის კაფსულა თითოეულ ალუ-პოლივინილქლორიდის ბლისტერში და 10 ბლისტერი თითო ინსტრუქციით თითოეულ მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მწარმოებელი:
BELCO PHARMA
515, M.I.E., ბაჰადურგარ -124507 ჰარუანა (ინდოეთი).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.