პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

აზაციტიდინი აქვიდა

Azacitidin AqVida

რეცეპტით150მგინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

რას წარმოადგენს აზაციტიდინი აქვიდა? აზაციტიდინი აქვიდა არის კიბოს საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება, რომელიც მიეკუთვნება მედიკამენებს, რომლებთაც ეწოდებათ ,,ანტიმეტაბოლიტები“. აზაციტიდინი აქვიდა შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ,,აზაციტიდინს“. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
აზაციტიდინი (azacitidine)
ფორმა და შეფუთვა
150მგ ლიოფილიზებული ფხვნილი 25მგ/მლ კანქვეშ შესაყვანი საინექციო სუსპენზიის მოსამზადებლად ფლაკონი №1
მწარმოებელი
AqVida GmbH, გერმანია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, პირიმიდინის ანალოგები
ATC კოდი
L01BC07
რეგისტრაციის ნომერი
რ-038644
რეგისტრირებულია
17 ივლისი 2023, მოქმედებს 12 აპრილი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებააზაციტიდინი აქვიდა და სხვა წამალი ერთად

აზაციტიდინი აქვიდა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

რას წარმოადგენს აზაციტიდინი აქვიდა?

აზაციტიდინი აქვიდა არის კიბოს საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება, რომელიც მიეკუთვნება მედიკამენებს, რომლებთაც ეწოდებათ ,,ანტიმეტაბოლიტები“. აზაციტიდინი აქვიდა შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ,,აზაციტიდინს“.

რისთვის გამოიყენება აზაციტიდინი აქვიდა?

აზაციტიდინი აქვიდა გამოიყენება უფროსებში, რომლებშიც ვერ ხერხდება ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის ჩატარება, კერძოდ შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

მიელოდესპლასტური სინდრომი (MDS) მაღალი რისკ-ფაქტორით

ქრონიკული მიელომონოციტარული ლეიკემია (CMML).

მწვავე მიელოიდური ლეიკემია (AML).

ეს დაავადებები ვრცელდებიან ძვლის ტვინზე და შესაძლოა გამოიწვიონ სისხლის უჯრედების ნორმალური წარმოქმნის დარღვევები.

როგორ მოქმედებს აზაციტიდინი აქვიდა?

აზაციტიდინი აქვიდა თავისი მოქმედების შედეგად იწვევს კიბოს უჯრედების ზრდის დაბრკოლებას. აზაციტიდინი შეიყვანება უჯრედების გენეტიკურ შემადგენლობაში (რიბონუკლეინის მჟავაში (RNA) და დეზოქსირიბონუკლეინის მჟავაში (DNA)). სავარაუდოდ ის ახდენს უჯრედის მიერ გენის ფუნქციის გააქტიურება და გათიშვის სახეობის და მეთოდის მოდიფიკაციას და ის მონაწილეობს ასევე ახალი RNA და DNA წარმოქმნაში. ამ ეფექტების შედეგად ხდება ძვლის ტვინში ახალი სისხლის უჯრედების მომწიფებისა და ზრდისას წარმოქმნილი სავარაუდო დარღვევების კორექცია, რომლებიც იწვევენ მიელოდისპლასტურ დარღვევებს და ეს პროცესი იწვევს ლეიკემიის დროს კიბოს უჯრედების კვდომას. თუ გსურთ აზაციტიდინი აქვიდას მოქმედების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება ან გაეცნოთ, თუ რატომ დაგინიშნათ ექიმმა ეს პრეპარატი, მიმართეთ ექიმს ან სამედიცინო პერსონალს.

  • ინფორმაცია აზაციტიდინი აქვიდას მიღებამდე?

აზაციტიდინი აქვიდას გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში

თუ ხართ ალერგიული აზაციტიდინის ან ამ მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ინგრედიენტის მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია პუნქტში 6.

თუ გაქვთ ღვიძლის კიბოს პროგრესირებული სტადია.

თუ კვებავთ ჩვილს ძუძუთი.

მიღების წესი და დოზირება

გაზავებული სუსპენზიის გაფილტვრა არ შეიძლება.

გაზავებული აზაციტიდინი კეთდება 25 ჭრილიანი ნემსით მკლავის ზედა ნაწილში, ბარძაყის ზედა ნაწილში ან მუცელზე კანქვეშა ინექციის გზით (ნემსი უნდა შეიყვანოთ 45 - 90 ˚C დახრის კუთხით).

4 მლ-ზე მეტი დოზირებები შეყვანილი უნდა იქნეს ორ სხვადასხვა ადგილას.

ინექციის ადგილი უნდა შეიცვალოს ყოველ ჯერზე. დაშორების მანძილი ახალი ინექციების და წინა ინექციის ადგილიდან უნდა შეადგენდეს სულ მცირე 2,5 სმ და არასდრის არ გააკეთოთ ინექცია ისეთ ადგილებში, სადაც კანი არის მგრძნობიარე, გაწითლებული ან გამკვრივებული ან აღინიშნება ჰემატომა.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

გამოუყენებელი მედიკამენტი ან ნარჩენები უნდა გადააგდოთ ეროვნული მოთხოვნილებების მიხედვით.

ხელმოწერა

ბეჭედი*აქვიდა*კაიზერ-ვილჰელმ-შტრასე 89*20355 ჰამბურგი*გერმანია*5*/ 01.03.2023

პროდუქტის სახელწოდება

აზაციტიდინი აქვიდა 25 მგ/მლ

საინექციო ხსნარის დასამზადებელი ფხვნილი

დოზირების სიძლიერე

25 მგ/მლ

შევსების მოცულობა

100 მგ; 150 მგ

შეფუთვის ტიპი

PIL - გამოყენების ინსტრუქცია პაციენტებისათვის

ზომა

148x 650 მმ

ვერსიის ნომერი

ACIGIDE005

თარიღი/შესწორება

v1_01.09.2022

ტექსტის ვერსია

pal-de-ayacitidin-aqvida-7004211-2022-08-08

docuBridge-ვერსიის - ID

Vdlf6cc6lecO24aaaSd62a6Oadd7SO2df

კოდი (EAN/PZN)

არ აღინიშნება

CC-ნომერი

CC-2022-085

დამტკიცებულია

თარიღი/გვარი

შედგენის თარიღი

  • 02.2023 ხელმოწერა

ხარისხის კონტროლი

  • 02.2023 ხელმოწერა

დამტკიცებულია

მაკეტი

  • 02.2023 ხელმოწერა

ინფორმაციის გამცემი

ბეჭდვის ვერსია

ინფორმაციის გამცემი

ხელმოწერა

ბეჭედი*აქვიდა*კაიზერ-ვილჰელმ-შტრასე 89*20355 ჰამბურგი*გერმანია*5*/ 02.03.2023

სიფრთხილის ზომები

გთხოვთ მიმართოთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს აზაციტიდინი აქვიდას გამოყენებამდე:

თუ აღინიშნება თრომბოციტების, სისხლის წითელი ან თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება.

თუ გახასიათებთ თირკმელების დაავადება

თუ გახასიათებთ ღვიძლის დაავადება.

თუ ერთხელ უკვე გადაიტანეთ გულის დაავადება ან გულის ინფარქტი ან წარსულში გახასიათებდათ ფილტვების დაავადება.

აზაციტიდინი აქვიდამ შესაძლოა გამოიწვიოს რთული იმუნური რეაქციები, მათ შორის ეგრეთ წოდებული დიფერენცირების სინდრომი (იხილეთ ნაწილი 4 ,,მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები“).

სისხლის გამოკვლევები

აზაციტიდინი აქვიდათი მკურნალობის დაწყებამდე ასევე ყოველი მკურნალობის კურსის დაწყების წინ (ე.ი. ეგრეთ წოდებული ,,ციკლის“ დაწყებამდე) თქვენ ჩაგიტარდებათ სისხლის ანალიზი. ამ ანალიზით შემოწმდება, გაქვთ თუ არა საკმარისი რაოდენობის სისხლის უჯრედები და ფუნქციონირებს თუ არა უპრობლემოდ თქვენი ღვიძლი და თირკმელები.

ბავშვები და მოზარდები

აზაციტიდინი აქვიდას გამოყენება ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში არ არის რეკომენდებული.

აზაციტიდინი აქვიდას გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, იღებთ თუ არა სხვა მედიკამენტებს, თუ ცოტა ხნის წინ მიიღეთ ისინი ან აპირებთ ნებისმიერი სახის სამკურნალო საშუალების მიღებას. ეს აუცილებელია, რადგან აზაციტიდინი აქვიდას ზემოქმედებამ შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს სხვა სამკურნალო საშუალებების ეფექტებზე, ასევე სხვა სამკურნალო საშუალებებმაც შესაძლოა იმოქმედოს აზაციტიდინი აქვიდას ეფექტზე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის პერიოდში არ შეიძლება აზაციტიდინი აქვიდათ მკურნალობა, რადგან მან შესაძლოა ზიანი მიაყენოს ჩვილს.

ქალმა პაციენტებმა ნაყოფიერების ასაკში აზაციტიდინი აქვიდას მიღების პერიოდში და მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ პერიოდში უნდა გამოიყენონ სანდო ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდები.

აცნობეთ სასწრაფოდ ექიმს, თუ თქვენ დაორსულდებით აზაციტიდინი აქვიდათი მკურნალობის პერიოდში.

თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი ან ეჭვობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან აპირებთ ორსულობას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის ამ პრეპარატის მიღებამდე.

ლაქტაცია

აზაციტიდინი აქვიდათი მკურნალობის პერიოდში არ შეიძლება ჩვილის ძუძუთი კვება. უცნობია გადადის თუ არა ეს მედიკამენტი დედის რძეში.

ფერტილობის უნარი

მამრობით სქესის პაციენტემბა აზაციტიდინი აქვიდათი მკურნალობის პერიოდში არ უნდა მოახდინონ ბავშვის ჩასახვა. მამაკაცებმა აზაციტიდინი აქვიდათი მკურნალობის პერიოდში და მისი მიღების დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში უნდა გამოიყენონ საიმედო კონტრაცეპტული მეთოდები.

მიმართეთ ექიმს, თუ გსურთ განახორციელოთ მკურნალობის დაწყებამდე სპერმის კონსერვაცია.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ უნდა მართოთ ავტომობილი ან იმუშაოთ მექანიზმებზე, თუ შენიშნავთ გვერდით მოვლნებს, როგორიცაა დაღლილობა.

გვერდითი მოვლენები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდით მოვლენები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.

სასწრაფოდ აცნობეთ ექიმს, თუ შეინიშნება შემდეგი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე:

ძილიანობა, კანკალი, სიყვითლე, მუცლის შებერილობა და სისხლჩაქცევების მიმართ მაღალი მიდრეკილება. ეს შესაძლოა იყოს ღვიძლის უკმარისობის ნიშნები და სიცოცხლისათვის საშიში სიმპტომები.

ფეხების და ტერფების შეშუპება, ზურგის ტკივილები, შარდვის შემცირება, ძლიერი წყურვილის შეგრძნება, აჩქარებული პულსი, თავბრუსხვევა და ღებინება, გულისრევა ან მადის დაქვეითება და დაბნეულობის შეგრძნება, მოუსვენრობა ან დაღლილობა. ეს შესაძლოა იყოს თირკმლის უკმარისობის სიმპტომი და სიცოცხლისათვის საშიში ნიშნები.

ცხელება. ამის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს ინფექცია, რომელიც განპირობებულია სისხლის თეთრი უჯრედების მცირე რაოდენობით, რაც შესაძლოა იყოს სიცოცხლისათვის საშიში.

ტკივილები მკერდის უჯრედში ან სუნთქვის გახშირება, შესაძლოა ცხელებით. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ფილტვების ინფექცია, ეგრეთ წოდებული ,,ფილტვების ანთება“ და ეს შესაძლოა იყოს სიცოცხლისათვის საშიში.

სისხლდენები. მაგალითად სისხლი განავალში კუჭისა და ნაწლავიდან სისხლდენის გამო ან სისხლჩაქცევა თავის ქალაში. ეს სისხლდენები შესაძლოა იყოს სისხლში თრომბოციტების მცირე რაოდენობის ნიშანი.

სუნთქვის უკმარისობა, ტუჩების შეშუპება, ქავილი ან გამონაყარი. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობის) რეაქცია.

სხვა გვერდითი ეფექტები:

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1-ზე მეტში)

სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია). სავარაუდოდ აღინიშნება დაღლილობა და სიფერმკრთალე.

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება. შესაძლოა ახლდეს ცხელება. ახასიათებს ინფექციების მიმართ მიდრეკილება.

თრომბოციტების დაბალი რაოდენობა (სისხლის ფირფიტების). ახასიათებს სისხლდენები და სისხლჩაქცევები.

ყაბზობა, ფაღარათი, ღებინება, გულისრევა.

ფილტვების ანთება

ტკივილი მკერდის უჯრედში, სუნთქვის გახშირება.

დაღლილობა (უღონობა)

რეაქცია ინექციის ადგილას, როგორიცაა სიწითლე, ტკივილი ან კანის რეაქცია.

მადის დაკარგვა

სახსრების ტკივილები

სისხლჩაქცევები

გამონაყარი

კანქვეშ წითელი ან იისფერი ლაქები

მუცლის ტკივილები

ქავილი

ცხელება

ცხვირის და ყელის ანთება

თავბრუსხვევა

თავის ტკივილები

ძილის დარღვევები (უძილობა)

ცხვირიდან სისხლდენა (ეპისტაქსი)

კუნთების ტკივილები

სისუსტე (ასთენია)

წონაში დაკლება

სისხლში კალიუმის დაბალი დონე

ხშირი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1-ში)

ტვინში სისხლჩაქცევა

სისხლის ბაქტერიული ინფექცია (სეფსისი), სავარაუდოდ სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობის გამო.

ძვლის ტვინის ფუნქციის დარღვევა. შედეგად შესაძლოა განვითარდეს სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების ან ასევე თრომბოციტების რაოდენობის შემცირება.

სისხლის ნაკლებობის გარკვეული სახეობა (ანემია), რომლის დროსაც მცირდება სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების და ასევე თრომბოციტების რაოდენობა.

საშარდე გზების ინფექცია

ვირუსული ინფექცია, რომელიც იწვევს ბუშტუკებს კანზე (ჰერპესი)

ღრძილებიდან სისხლდენა, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, სისხლდენა ანალურ არეში (ჰემოროიდული სისხლდენა), თვალებიდან სისხლდენა, კანქვეშა სისლხდენები ან კანზე სისხლჩაქცევები (ჰემატომა).

სისხლი შარდში

პირის და ენის წყლული

კანის ცვლილებები ინექციის ადგილას. ამას მიეკუთვნება შეშუპებები, გამკვრივებული კვანძები, სისხლჩაქცევები, კანში სისხლდენები (ჰემატომა), გამონაყარი, ქავილი და კანის ფერის ცვლილება.

კანის სიწითლე

კანის ინფექცია (ცელულიტი)

ცხვირის და ყელის ინფექცია ან ყელის ტკივილები

სხვირის ანთება ან სურდო ან ცხვირის ღრუს ანთება (სინუსიტი)

სისხლის მაღალი ან დაბალი წნევა (ჰიპერტონია ან ჰიპოტონია)

სუნთქვის გახშირება მსუბუქი ფიზიკური დატვირთვისას

ყელის და ხორხის ტკივილები

საჭმლის მონელების დარღვევები

აპათია

ზოგადი სისუსტე

შიშები

დაბნეულობა

თმისცვენა

თირკმელების უკმარისობა

სითხის ნაკლებობა (დეჰიდრატაცია)

თეთრი ნადები ენაზე, ლოყების გვერდებზე და ზოგჯერ სასაზე, ღრძილზე და გლანდებზე (ორალური სოკოვანი ინფექცია)

გულყრა

წამოდგომისას სისხლის წნევის დაცემა (ორთოსტაზული ჰიპოტონია), რაც იწვევს თავბრუსხვევას დაწოლილი მდგომარეობიდან ადგიმისას ან წამოჯდომისას.

ძილიანობა, დაღლილობა (სომნელია)

კათეტერის შედეგად გამოწვეული სისხლდენა.

ნაწლავის დაავადება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ცხელება, ღებინება და მუცლის ტკივილები (დივერტიკულიტი)

სითხის დაგროვება ფილტვების არეში (პლევრალური ჩაქცევა)

ციებ-ცხელება

კანის შეშუპება ქავილის თანხლებით (ჭინჭრის ციება)

გულის არეში სითხის დაგროვება (პერიკარდიალური ჩაქცევა).

არახშირი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა გამოვლინდეს 100 პაციენტიდან 1-ში)

ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობის) რეაქციები

კანკალი

ღვიძლის უკმარისობა

ფართო იისფერი, ამობურცული, მტკივნეული კანის ლაქები ცხელების თანხლებით

კანზე მტკივნეული წყლულები (Pyoderma gangraenosum).

პერიკარდიუმის ანთება (პერკარდიტი).

ძალიან იშვიათი გვერდით მოვლენები (შესაძლოა გამოვლინდეს 1000 პაციენტიდან 1-ში)

მშრალი ხველა

თითების ბოლოების შეშუპება ტკივილის გარეშე (ბარაბნის თითები)

ტუმორლიზის სინდრომი - ნივთიერებათა ცვლის გართულება, რაც ზოგჯერ კიბოს მკურნალობის დროს ან ზოგჯერ მის გარეშეც ვლინდება. ეს გართულება გამოწვეულია მკვდარი კიბოს უჯრედების პროდუქტებისგან. ამასთან შესაძლოა გამოვლინდებს სხვებს შორის შემდეგი მოვლენებიც: სისხლის შემადგენლობის ცვლილებები; კალიუმის, ფოსფატის, შარდმჟავას კონცენტრაციების გაზრდა ასევე კალციუმის კონცენტრაციის შემცირება, რაც თავისთავად ასევე იწვევენ თირკმლის ფუნქციის და გულის სიხშირის ცვლილებებს, კრუნჩხვით შეტევებს და ზოგჯერ სიკვდილსაც.

უცნობია სიხშირე (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით)

კანის ღრმა ფენების სწრაფად გავრცელებადი ინფექციები, რომლებიც იწვევენ კანის და კანქვეშა ქსოვილის დაზიანებებს და რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სიცოცხლეს (ნეკროზირებადი ფასციიტი).

რთული იმუნური რეაქციები (დიფერენცირების სინდრომი), რასაც შესაძლოა ახლდეს ცხელება, ხველა, სუნთქვის დარღვევა, გამონაყარი, შარდის რაოდენობის შემცირება, სისხლის დაბალი წნევა (ჰიპოტონია), ხელების და ფეხების შეშუპება და წონაში სწრაფად მატება.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

თუ შენიშნავთ გვერდით მოვლენებს, უნდა მიმართოთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს. ეს ეხება ასევე გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაცია განათავსოთ ფედერაციის წამლისა და სამედიცინო პროდუქტის ინსტიტუტის, მდებარე კურტ-გეორგ-კისინგერის-ხეივანი 3, D - 53175 ბონი, ფარმაცევტული განყოფილების ვებ-გვერდზე: http://www.bfarm.de. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

შემადგენლობა

  • აქტიური ნივთიერება არის აზაციტიდინი.

ერთი მილიგრამი გაზავებული სუსპენზია შეიცავს 25 მგ აზაციტიდინს.

ერთი საჩხვლეტი ფლაკონი შეიცავს 100 მგ ან 150 მგ აზაციტიდინს.

  • დამხმარე ნივთიერებებია მანიტოლი (Ph.Eur).

აზაციტიდინი აქვიდას გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა

აზაციტიდინი აქვიდა არის თეთრი ფერის საინექციო ხსნარის დასამზადებელი ფხვნილი და მოცემულია შუშის საჩხვლეტ ფლაკონში, რომელიც დახურულია ბუთილის ელასტომერის საცობით და ალუმინის ხუფით (თეთრი ფერის 100 მგ და ნარინჯისფერი 150 მგ შეფუთვის ზომებისთვის).

შეფუთვის ზომა

1 საჩხვლეტი ფლაკონი 100 მგ აზაციტიდინით.

1 საჩხვლეტი ფლაკონი 150 მგ აზაციტიდინით.

ფარმაცევტული საწარმო და მწარმოებელი

აქვიდა გმბჰ

კაიზერ-ვილჰელმ-შტრ. 89

20355 ჰამბურგი

გერმანია

გამოყენების ინსტრუქციის ბოლო შესწორების თარიღი 2022 წლის აგვისტო.

  • -----------------------------------------------------------------------------------------------------------

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის::

რეკომენდაციები უსაფრთხო გამოყენების შესახებ

აზაციტიდინი აქვიდა წარმოადგენს ციტოტოქსიურ სამკურნალო საშუალებას. ამიტომ, სხვა პოტენციურად ტოქსიური ნივთიერებების მსგავსად, აზაციტიდინის სუსპენზიის გამოყენების და მომზადებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა. საჭიროა ანტინეოპლასტური მედიკამენტების გამოყენების და უტილიზაციისათვის შესაბამისი წესების დაცვა. თუ გაზავებული აზაციტიდინი მოხვდება კანთან კონტაქტში, მოხვედრილი ადგილი სასწრაფოდ უნდა დაიბანოთ საფუძვლიანად საპნით და წყლით. ლორწოვან გარსთან კონტაქტისას უნდა დაიბანოთ საფუძვლიანად წყლით.

ორსულმა პერსონალმა არ უნდა იმუშავოს ამ მედიკამენტით.

შენახვის პირობები

ეს მედიკამენტი უნდა შეინახოთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ შეიძლება მედიკამენტის გამოყენება საჩხვლეტი ფლაკონის ეტიკეტზე და შეფუთვის კოლოფზე აღნიშნული ,,ვარგისიანობის ვადის“ გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.

აზაციტიდინი აქვიდას შენახვაზე პასუხს აგებს ექიმი, ფარმაცევტი ან სამედიცინო პერსონალი. ეს პირები ასევე პასუხისმგებელნი არიან აზაციტიდინი აქვიდას მომზადების და უტილიზაციის შემთხვევაშიც.

საჩხვლეტი ფლაკონის გაუხსნელ მდგომარეობაში არ არსებობს მედიკამენტისათვის განსაკუთრებული შენახვის პირობები.

გაზავების შემდეგ

აზაციტიდინის გაუციებელი საინექციო წყლით გაზავებისას გაზავებული მედიკამენტის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა დადასტურდა 45 წუთის განმავლობაში 25˚C ტემპერატურის პირობებში და 8 საათის განმავლობაში 2 ˚C - დან 8 ˚C-მდე ტემპერატურის პირობებში. გაზავებული მედიკამენტის ვარგისიანობა შესაძლოა გახანგრძლივდეს გაციებული საინექციო წყლით (2 ˚C - დან 8 ˚C-მდე) გაზავებისას. აზაციტიდინის გაციებული საინექციო წყლით (2 ˚C - დან 8 ˚C-მდე) გაზავებისას მზა მედიკამენტის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა დადასტურდა 32 საათის განმავლობაში 2 ˚C - დან 8 ˚C-მდე ტემპერატურის პირობებში.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით მზა მედიკამენტი უნდა გამოიყენოთ გაზავებისთანავე. თუ არ ხდება მისი დროული გამოყენება, მაშინ მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი მისი შენახვის ხანგრძლივობაზე და პირობებზე, რაც შეადგენს გაუციებელი საინექციო წყლით გაზავებისას 8 საათს 2˚C - დან 8 ˚C-მდე ტემპერატურის პირობებში ან გაციებული საინექციო წყლით გაზავებისას (2˚C - დან 8 ˚C-მდე) მაქსიმუმ 32 საათს. გაზავებული სუსპენზია შპრიცში უნდა გააჩეროთ მის გამოყენებამდე 30 წუთის განმავლობაში, რომ ის გათბეს ოთახის ტემპერატურამდე (20˚C - 25 ˚C). თუკი ხსნარში აღინიშნება დიდი ზომის ნაწილაკები, მაშინ სუსპენზია უნდა გადააგდოთ.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

ინსტრუქცია პრეპარატის სამედიცინო გამოყენების შესახებ:

ინფორმაცია პაციენტებისათვის

აზაციტიდინი აქვიდა 25 მგ/მლ საინექციო

ხსნარის დასამზადებელი ფხვნილი

აზაციტიდინი

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციებს.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მოგვიანებით მისი წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს.

თუ შენიშნავთ ნებისმიერი სახის გვერდით მოვლენებს, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს. ეს ეხება ასევე ისეთ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:

  • რას წარმოადგენს აზაციტიდინი აქვიდა და რისთვის გამოიყენება?
  • ინფორმაცია აზაციტიდინი აქვიდას გამოყენებამდე.
  • აზაციტიდინი აქვიდას მიღების წესი
  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
  • აზაციტიდინი აქვიდას შენახვის პირობები
  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებით ინფორმაციები
  • რას წარმოადგენს აზაციტიდინი აქვიდა და რისთვის გამოიყენება?

რას წარმოადგენს აზაციტიდინი აქვიდა?

აზაციტიდინი აქვიდა არის კიბოს საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება, რომელიც მიეკუთვნება მედიკამენებს, რომლებთაც ეწოდებათ ,,ანტიმეტაბოლიტები“. აზაციტიდინი აქვიდა შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ,,აზაციტიდინს“.

რისთვის გამოიყენება აზაციტიდინი აქვიდა?

აზაციტიდინი აქვიდა გამოიყენება უფროსებში, რომლებშიც ვერ ხერხდება ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის ჩატარება, კერძოდ შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

მიელოდესპლასტური სინდრომი (MDS) მაღალი რისკ-ფაქტორით

ქრონიკული მიელომონოციტარული ლეიკემია (CMML).

მწვავე მიელოიდური ლეიკემია (AML).

ეს დაავადებები ვრცელდებიან ძვლის ტვინზე და შესაძლოა გამოიწვიონ სისხლის უჯრედების ნორმალური წარმოქმნის დარღვევები.

როგორ მოქმედებს აზაციტიდინი აქვიდა?

აზაციტიდინი აქვიდა თავისი მოქმედების შედეგად იწვევს კიბოს უჯრედების ზრდის დაბრკოლებას. აზაციტიდინი შეიყვანება უჯრედების გენეტიკურ შემადგენლობაში (რიბონუკლეინის მჟავაში (RNA) და დეზოქსირიბონუკლეინის მჟავაში (DNA)). სავარაუდოდ ის ახდენს უჯრედის მიერ გენის ფუნქციის გააქტიურება და გათიშვის სახეობის და მეთოდის მოდიფიკაციას და ის მონაწილეობს ასევე ახალი RNA და DNA წარმოქმნაში. ამ ეფექტების შედეგად ხდება ძვლის ტვინში ახალი სისხლის უჯრედების მომწიფებისა და ზრდისას წარმოქმნილი სავარაუდო დარღვევების კორექცია, რომლებიც იწვევენ მიელოდისპლასტურ დარღვევებს და ეს პროცესი იწვევს ლეიკემიის დროს კიბოს უჯრედების კვდომას. თუ გსურთ აზაციტიდინი აქვიდას მოქმედების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება ან გაეცნოთ, თუ რატომ დაგინიშნათ ექიმმა ეს პრეპარატი, მიმართეთ ექიმს ან სამედიცინო პერსონალს.

  • ინფორმაცია აზაციტიდინი აქვიდას მიღებამდე?

აზაციტიდინი აქვიდას გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში

თუ ხართ ალერგიული აზაციტიდინის ან ამ მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ინგრედიენტის მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია პუნქტში 6.

თუ გაქვთ ღვიძლის კიბოს პროგრესირებული სტადია.

თუ კვებავთ ჩვილს ძუძუთი.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

გთხოვთ მიმართოთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს აზაციტიდინი აქვიდას გამოყენებამდე:

თუ აღინიშნება თრომბოციტების, სისხლის წითელი ან თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება.

თუ გახასიათებთ თირკმელების დაავადება

თუ გახასიათებთ ღვიძლის დაავადება.

თუ ერთხელ უკვე გადაიტანეთ გულის დაავადება ან გულის ინფარქტი ან წარსულში გახასიათებდათ ფილტვების დაავადება.

აზაციტიდინი აქვიდამ შესაძლოა გამოიწვიოს რთული იმუნური რეაქციები, მათ შორის ეგრეთ წოდებული დიფერენცირების სინდრომი (იხილეთ ნაწილი 4 ,,მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები“).

სისხლის გამოკვლევები

აზაციტიდინი აქვიდათი მკურნალობის დაწყებამდე ასევე ყოველი მკურნალობის კურსის დაწყების წინ (ე.ი. ეგრეთ წოდებული ,,ციკლის“ დაწყებამდე) თქვენ ჩაგიტარდებათ სისხლის ანალიზი. ამ ანალიზით შემოწმდება, გაქვთ თუ არა საკმარისი რაოდენობის სისხლის უჯრედები და ფუნქციონირებს თუ არა უპრობლემოდ თქვენი ღვიძლი და თირკმელები.

ბავშვები და მოზარდები

აზაციტიდინი აქვიდას გამოყენება ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში არ არის რეკომენდებული.

აზაციტიდინი აქვიდას გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, იღებთ თუ არა სხვა მედიკამენტებს, თუ ცოტა ხნის წინ მიიღეთ ისინი ან აპირებთ ნებისმიერი სახის სამკურნალო საშუალების მიღებას. ეს აუცილებელია, რადგან აზაციტიდინი აქვიდას ზემოქმედებამ შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს სხვა სამკურნალო საშუალებების ეფექტებზე, ასევე სხვა სამკურნალო საშუალებებმაც შესაძლოა იმოქმედოს აზაციტიდინი აქვიდას ეფექტზე.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა

ორსულობა

ორსულობის პერიოდში არ შეიძლება აზაციტიდინი აქვიდათ მკურნალობა, რადგან მან შესაძლოა ზიანი მიაყენოს ჩვილს.

ქალმა პაციენტებმა ნაყოფიერების ასაკში აზაციტიდინი აქვიდას მიღების პერიოდში და მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ პერიოდში უნდა გამოიყენონ სანდო ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდები.

აცნობეთ სასწრაფოდ ექიმს, თუ თქვენ დაორსულდებით აზაციტიდინი აქვიდათი მკურნალობის პერიოდში.

თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი ან ეჭვობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან აპირებთ ორსულობას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის ამ პრეპარატის მიღებამდე.

ლაქტაცია

აზაციტიდინი აქვიდათი მკურნალობის პერიოდში არ შეიძლება ჩვილის ძუძუთი კვება. უცნობია გადადის თუ არა ეს მედიკამენტი დედის რძეში.

ფერტილობის უნარი

მამრობით სქესის პაციენტემბა აზაციტიდინი აქვიდათი მკურნალობის პერიოდში არ უნდა მოახდინონ ბავშვის ჩასახვა. მამაკაცებმა აზაციტიდინი აქვიდათი მკურნალობის პერიოდში და მისი მიღების დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში უნდა გამოიყენონ საიმედო კონტრაცეპტული მეთოდები.

მიმართეთ ექიმს, თუ გსურთ განახორციელოთ მკურნალობის დაწყებამდე სპერმის კონსერვაცია.

ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

არ უნდა მართოთ ავტომობილი ან იმუშაოთ მექანიზმებზე, თუ შენიშნავთ გვერდით მოვლნებს, როგორიცაა დაღლილობა.

  • აზაციტიდინი აქვიდას მიღების წესი

მკურნალობის ყოველი ციკლის დასაწყისში აზაციტიდინი აქვიდას მიღებამდე ექიმი დანიშნავს ღებინების და გულისრევის საწინააღმდეგო საშუალებას.

რეკომენდებული დოზა შეადგენს 75 მგ სხეულის ფართობის ყოველ მ2-ზე. ექიმი შეარჩევს თქვენთვის შესაბამის მედიკამენტის დოზას ინდივიდუალურად თქვენი ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობის და ასევე თქვენი სიმაღლის და წონის მიხედვით. ექიმი ჩაატარებს დაკვირვებას ავადმყოფობის მიმდინარეობაზე და საჭიროების შემთხვევაში მოახდენს დოზირების კორექციას.

აზაციტიდინი აქვიდა გამოიყენება ყოველდღე 1 კვირის განმავლობაში, რასაც მოჰყვება 3 კვირიანი შესვენება. ეს ,,მკურნალობის ციკლი“ უნდა განმეორდეს ყოველ 4 კვირაში. ჩვეულებრივ ტარდება სულ მცირე 6 მკურნალობის ციკლი.

ეს მედიკამენტი კეთდება ექიმის ან სამედიცინო პერსონალის მიერ კანქვეშა ინექციის (სუბკუტანური) გზით ბარძაყის ზედა ნაწილზე, მუცლის ან მკლავის ზედა არეალში.

ამ მედიკამენტის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს.

  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდით მოვლენები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.

სასწრაფოდ აცნობეთ ექიმს, თუ შეინიშნება შემდეგი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე:

ძილიანობა, კანკალი, სიყვითლე, მუცლის შებერილობა და სისხლჩაქცევების მიმართ მაღალი მიდრეკილება. ეს შესაძლოა იყოს ღვიძლის უკმარისობის ნიშნები და სიცოცხლისათვის საშიში სიმპტომები.

ფეხების და ტერფების შეშუპება, ზურგის ტკივილები, შარდვის შემცირება, ძლიერი წყურვილის შეგრძნება, აჩქარებული პულსი, თავბრუსხვევა და ღებინება, გულისრევა ან მადის დაქვეითება და დაბნეულობის შეგრძნება, მოუსვენრობა ან დაღლილობა. ეს შესაძლოა იყოს თირკმლის უკმარისობის სიმპტომი და სიცოცხლისათვის საშიში ნიშნები.

ცხელება. ამის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს ინფექცია, რომელიც განპირობებულია სისხლის თეთრი უჯრედების მცირე რაოდენობით, რაც შესაძლოა იყოს სიცოცხლისათვის საშიში.

ტკივილები მკერდის უჯრედში ან სუნთქვის გახშირება, შესაძლოა ცხელებით. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ფილტვების ინფექცია, ეგრეთ წოდებული ,,ფილტვების ანთება“ და ეს შესაძლოა იყოს სიცოცხლისათვის საშიში.

სისხლდენები. მაგალითად სისხლი განავალში კუჭისა და ნაწლავიდან სისხლდენის გამო ან სისხლჩაქცევა თავის ქალაში. ეს სისხლდენები შესაძლოა იყოს სისხლში თრომბოციტების მცირე რაოდენობის ნიშანი.

სუნთქვის უკმარისობა, ტუჩების შეშუპება, ქავილი ან გამონაყარი. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობის) რეაქცია.

სხვა გვერდითი ეფექტები:

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1-ზე მეტში)

სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია). სავარაუდოდ აღინიშნება დაღლილობა და სიფერმკრთალე.

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება. შესაძლოა ახლდეს ცხელება. ახასიათებს ინფექციების მიმართ მიდრეკილება.

თრომბოციტების დაბალი რაოდენობა (სისხლის ფირფიტების). ახასიათებს სისხლდენები და სისხლჩაქცევები.

ყაბზობა, ფაღარათი, ღებინება, გულისრევა.

ფილტვების ანთება

ტკივილი მკერდის უჯრედში, სუნთქვის გახშირება.

დაღლილობა (უღონობა)

რეაქცია ინექციის ადგილას, როგორიცაა სიწითლე, ტკივილი ან კანის რეაქცია.

მადის დაკარგვა

სახსრების ტკივილები

სისხლჩაქცევები

გამონაყარი

კანქვეშ წითელი ან იისფერი ლაქები

მუცლის ტკივილები

ქავილი

ცხელება

ცხვირის და ყელის ანთება

თავბრუსხვევა

თავის ტკივილები

ძილის დარღვევები (უძილობა)

ცხვირიდან სისხლდენა (ეპისტაქსი)

კუნთების ტკივილები

სისუსტე (ასთენია)

წონაში დაკლება

სისხლში კალიუმის დაბალი დონე

ხშირი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1-ში)

ტვინში სისხლჩაქცევა

სისხლის ბაქტერიული ინფექცია (სეფსისი), სავარაუდოდ სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობის გამო.

ძვლის ტვინის ფუნქციის დარღვევა. შედეგად შესაძლოა განვითარდეს სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების ან ასევე თრომბოციტების რაოდენობის შემცირება.

სისხლის ნაკლებობის გარკვეული სახეობა (ანემია), რომლის დროსაც მცირდება სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების და ასევე თრომბოციტების რაოდენობა.

საშარდე გზების ინფექცია

ვირუსული ინფექცია, რომელიც იწვევს ბუშტუკებს კანზე (ჰერპესი)

ღრძილებიდან სისხლდენა, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, სისხლდენა ანალურ არეში (ჰემოროიდული სისხლდენა), თვალებიდან სისხლდენა, კანქვეშა სისლხდენები ან კანზე სისხლჩაქცევები (ჰემატომა).

სისხლი შარდში

პირის და ენის წყლული

კანის ცვლილებები ინექციის ადგილას. ამას მიეკუთვნება შეშუპებები, გამკვრივებული კვანძები, სისხლჩაქცევები, კანში სისხლდენები (ჰემატომა), გამონაყარი, ქავილი და კანის ფერის ცვლილება.

კანის სიწითლე

კანის ინფექცია (ცელულიტი)

ცხვირის და ყელის ინფექცია ან ყელის ტკივილები

სხვირის ანთება ან სურდო ან ცხვირის ღრუს ანთება (სინუსიტი)

სისხლის მაღალი ან დაბალი წნევა (ჰიპერტონია ან ჰიპოტონია)

სუნთქვის გახშირება მსუბუქი ფიზიკური დატვირთვისას

ყელის და ხორხის ტკივილები

საჭმლის მონელების დარღვევები

აპათია

ზოგადი სისუსტე

შიშები

დაბნეულობა

თმისცვენა

თირკმელების უკმარისობა

სითხის ნაკლებობა (დეჰიდრატაცია)

თეთრი ნადები ენაზე, ლოყების გვერდებზე და ზოგჯერ სასაზე, ღრძილზე და გლანდებზე (ორალური სოკოვანი ინფექცია)

გულყრა

წამოდგომისას სისხლის წნევის დაცემა (ორთოსტაზული ჰიპოტონია), რაც იწვევს თავბრუსხვევას დაწოლილი მდგომარეობიდან ადგიმისას ან წამოჯდომისას.

ძილიანობა, დაღლილობა (სომნელია)

კათეტერის შედეგად გამოწვეული სისხლდენა.

ნაწლავის დაავადება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ცხელება, ღებინება და მუცლის ტკივილები (დივერტიკულიტი)

სითხის დაგროვება ფილტვების არეში (პლევრალური ჩაქცევა)

ციებ-ცხელება

კანის შეშუპება ქავილის თანხლებით (ჭინჭრის ციება)

გულის არეში სითხის დაგროვება (პერიკარდიალური ჩაქცევა).

არახშირი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა გამოვლინდეს 100 პაციენტიდან 1-ში)

ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობის) რეაქციები

კანკალი

ღვიძლის უკმარისობა

ფართო იისფერი, ამობურცული, მტკივნეული კანის ლაქები ცხელების თანხლებით

კანზე მტკივნეული წყლულები (Pyoderma gangraenosum).

პერიკარდიუმის ანთება (პერკარდიტი).

ძალიან იშვიათი გვერდით მოვლენები (შესაძლოა გამოვლინდეს 1000 პაციენტიდან 1-ში)

მშრალი ხველა

თითების ბოლოების შეშუპება ტკივილის გარეშე (ბარაბნის თითები)

ტუმორლიზის სინდრომი - ნივთიერებათა ცვლის გართულება, რაც ზოგჯერ კიბოს მკურნალობის დროს ან ზოგჯერ მის გარეშეც ვლინდება. ეს გართულება გამოწვეულია მკვდარი კიბოს უჯრედების პროდუქტებისგან. ამასთან შესაძლოა გამოვლინდებს სხვებს შორის შემდეგი მოვლენებიც: სისხლის შემადგენლობის ცვლილებები; კალიუმის, ფოსფატის, შარდმჟავას კონცენტრაციების გაზრდა ასევე კალციუმის კონცენტრაციის შემცირება, რაც თავისთავად ასევე იწვევენ თირკმლის ფუნქციის და გულის სიხშირის ცვლილებებს, კრუნჩხვით შეტევებს და ზოგჯერ სიკვდილსაც.

უცნობია სიხშირე (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით)

კანის ღრმა ფენების სწრაფად გავრცელებადი ინფექციები, რომლებიც იწვევენ კანის და კანქვეშა ქსოვილის დაზიანებებს და რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სიცოცხლეს (ნეკროზირებადი ფასციიტი).

რთული იმუნური რეაქციები (დიფერენცირების სინდრომი), რასაც შესაძლოა ახლდეს ცხელება, ხველა, სუნთქვის დარღვევა, გამონაყარი, შარდის რაოდენობის შემცირება, სისხლის დაბალი წნევა (ჰიპოტონია), ხელების და ფეხების შეშუპება და წონაში სწრაფად მატება.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

თუ შენიშნავთ გვერდით მოვლენებს, უნდა მიმართოთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს. ეს ეხება ასევე გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაცია განათავსოთ ფედერაციის წამლისა და სამედიცინო პროდუქტის ინსტიტუტის, მდებარე კურტ-გეორგ-კისინგერის-ხეივანი 3, D - 53175 ბონი, ფარმაცევტული განყოფილების ვებ-გვერდზე: http://www.bfarm.de. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

  • აზაციტიდინი აქვიდას შენახვის პირობები

ეს მედიკამენტი უნდა შეინახოთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ შეიძლება მედიკამენტის გამოყენება საჩხვლეტი ფლაკონის ეტიკეტზე და შეფუთვის კოლოფზე აღნიშნული ,,ვარგისიანობის ვადის“ გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.

აზაციტიდინი აქვიდას შენახვაზე პასუხს აგებს ექიმი, ფარმაცევტი ან სამედიცინო პერსონალი. ეს პირები ასევე პასუხისმგებელნი არიან აზაციტიდინი აქვიდას მომზადების და უტილიზაციის შემთხვევაშიც.

საჩხვლეტი ფლაკონის გაუხსნელ მდგომარეობაში არ არსებობს მედიკამენტისათვის განსაკუთრებული შენახვის პირობები.

გაზავების შემდეგ

აზაციტიდინის გაუციებელი საინექციო წყლით გაზავებისას გაზავებული მედიკამენტის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა დადასტურდა 45 წუთის განმავლობაში 25˚C ტემპერატურის პირობებში და 8 საათის განმავლობაში 2 ˚C - დან 8 ˚C-მდე ტემპერატურის პირობებში. გაზავებული მედიკამენტის ვარგისიანობა შესაძლოა გახანგრძლივდეს გაციებული საინექციო წყლით (2 ˚C - დან 8 ˚C-მდე) გაზავებისას. აზაციტიდინის გაციებული საინექციო წყლით (2 ˚C - დან 8 ˚C-მდე) გაზავებისას მზა მედიკამენტის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა დადასტურდა 32 საათის განმავლობაში 2 ˚C - დან 8 ˚C-მდე ტემპერატურის პირობებში.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით მზა მედიკამენტი უნდა გამოიყენოთ გაზავებისთანავე. თუ არ ხდება მისი დროული გამოყენება, მაშინ მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი მისი შენახვის ხანგრძლივობაზე და პირობებზე, რაც შეადგენს გაუციებელი საინექციო წყლით გაზავებისას 8 საათს 2˚C - დან 8 ˚C-მდე ტემპერატურის პირობებში ან გაციებული საინექციო წყლით გაზავებისას (2˚C - დან 8 ˚C-მდე) მაქსიმუმ 32 საათს. გაზავებული სუსპენზია შპრიცში უნდა გააჩეროთ მის გამოყენებამდე 30 წუთის განმავლობაში, რომ ის გათბეს ოთახის ტემპერატურამდე (20˚C - 25 ˚C). თუკი ხსნარში აღინიშნება დიდი ზომის ნაწილაკები, მაშინ სუსპენზია უნდა გადააგდოთ.

  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები

რას შეიცავს აზაციტიდინი აქვიდა

  • აქტიური ნივთიერება არის აზაციტიდინი.

ერთი მილიგრამი გაზავებული სუსპენზია შეიცავს 25 მგ აზაციტიდინს.

ერთი საჩხვლეტი ფლაკონი შეიცავს 100 მგ ან 150 მგ აზაციტიდინს.

  • დამხმარე ნივთიერებებია მანიტოლი (Ph.Eur).

აზაციტიდინი აქვიდას გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა

აზაციტიდინი აქვიდა არის თეთრი ფერის საინექციო ხსნარის დასამზადებელი ფხვნილი და მოცემულია შუშის საჩხვლეტ ფლაკონში, რომელიც დახურულია ბუთილის ელასტომერის საცობით და ალუმინის ხუფით (თეთრი ფერის 100 მგ და ნარინჯისფერი 150 მგ შეფუთვის ზომებისთვის).

შეფუთვის ზომა

1 საჩხვლეტი ფლაკონი 100 მგ აზაციტიდინით.

1 საჩხვლეტი ფლაკონი 150 მგ აზაციტიდინით.

ფარმაცევტული საწარმო და მწარმოებელი

აქვიდა გმბჰ

კაიზერ-ვილჰელმ-შტრ. 89

20355 ჰამბურგი

გერმანია

გამოყენების ინსტრუქციის ბოლო შესწორების თარიღი 2022 წლის აგვისტო.

  • -----------------------------------------------------------------------------------------------------------

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის::

რეკომენდაციები უსაფრთხო გამოყენების შესახებ

აზაციტიდინი აქვიდა წარმოადგენს ციტოტოქსიურ სამკურნალო საშუალებას. ამიტომ, სხვა პოტენციურად ტოქსიური ნივთიერებების მსგავსად, აზაციტიდინის სუსპენზიის გამოყენების და მომზადებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა. საჭიროა ანტინეოპლასტური მედიკამენტების გამოყენების და უტილიზაციისათვის შესაბამისი წესების დაცვა. თუ გაზავებული აზაციტიდინი მოხვდება კანთან კონტაქტში, მოხვედრილი ადგილი სასწრაფოდ უნდა დაიბანოთ საფუძვლიანად საპნით და წყლით. ლორწოვან გარსთან კონტაქტისას უნდა დაიბანოთ საფუძვლიანად წყლით.

ორსულმა პერსონალმა არ უნდა იმუშავოს ამ მედიკამენტით.

შეუთავსებლობა

მედიკამენტის გაზავება არ შეიძლება ,,გაზავების შესახებ მითითებებში“ დასახელებული საშუალებების გარდა სხვა გამხსნელ საშუალებებთან.

მითითებები გაზავების შესახებ

აზაციტიდინი უნდა გაზავდეს საინექციო ხსნარის გამოყენებით. გაზავებული ხსნარის ვარგისიანობა გაციებული საინექციო წყლის გამოყენებისას (2˚C - დან 8 ˚C-მდე) შესაძლოა გახანგრძლივდეს. მითითებები გაზავებული ხსნარის შენახვის შესახებ იხილეთ ქვემოთ.

უნდა წინასწარ მოამზადოთ შემდეგი: აზაციტიდინის საჩხვლეტი ფლაკონი; საჩხვლეტი ფლაკონი საინექციო წყლით; არა სტერილური ქირურგიული ხელთათმანები; სპირტიანი ტამპონები; საინექციო შპრიცი ნემსით.

საინექციო წყლის საჭირო მოცულობა (იხილეთ ცხრილი ქვემოთ) უნდა აიღოთ შპრიცში და გამოდევნოთ შპრიციდან ჰაერი.

საჩხვლეტი ფლაკონის შემადგენლობა

საინექციო წყლის მოცულობა

საბოლოო მიღებული კონცენტრაცია

100 მგ

4 მლ

25 მგ/მლ

150 მგ

6 მლ

25 მგ/მლ

საინექციო წყლის შპრიცის ნემსით უნდა ჩაჩხვლიტოთ აზაციტიდინის საჩხვლეტი ფლაკონის რეზინის საცობი და ჩაუშვათ საინექციო წყალი ფლაკონში.

შპრიცის და ნემსის ამოღების შემდეგ საჩხვლეტი ფლაკონი კარგად უნდა შეანჯღრიოთ, სანამ არ წარმოიქმნება ერთგვაროვანი მღვრიე სუსპენზია. გაზავების შემდეგ ხსნარის ყოველი მლ შეიცავს 25 მგ აზაციტიდინს. გაზავებული პროდუქტი არის ჰომოგენური, მღვრიე სუსპენზია, თავისუფალი კოლტებისგან. ხსნარი უნდა გადააგდოთ, თუ შეინიშბეა სოლიდური ნაწილაკები ან კოლტები. ხსნარის გაფილტვრა გაზავების შემდეგ არ შეიძლება, რადგან დაიკარგება აქტიური ნივთიერება. გასათვალისწინებელია, რომ ზოგჯერ ფილტრები განთავსებულია ზოგიერთ ადაპტორებში, ქიმიო-სპიკერებში და დახურულ სისტემებში; ამიტომ მსგავსი სისტემების გამოყენება არ შეიძლება ამ მედიკამენტის შეყვანისათვის გაზავების შემდეგ.

გაასუფთავეთ რეზინის საცობი და ჩაარჭვეთ ახალი ნემსი საჩხვლეტ ფლაკონში. საჩხვლეტი ფლაკონი გადმოაბრუნეთ თავუკუღმა და მიაქციეთ ყურადღება, რომ ნემსი იმყოფებოდეს სითხის ზედაპირის ქვეშ. ამოქაჩეთ დგუში, მედიკამენტის საჭირო დოზის ამოსაღებად; ამავდროულად ყურადღება მიაქციეთ, რომ უნდა გამოიდევნოს შპრიცში სავარაუდოდ არსებული ჰაერი. ამოიღეთ შპრიცის ნემსი ფლაკონიდან.

შემდეგ მოარგეთ შპრიცს ახალი კანქვეშა გამოყენებისათვის განკუთვნილი ნემსი (რეკომენდებულია: 25-ზომის ჭრილით). არ უნდა მოახდინოთ ნემსის დეზინფექცია ან გავლება ინექციის წინ, რადგან თავიდან იქნეს აცილებული ინექციის ადგილას კანის ადგილობრივი რეაქციები.

თუ საჭიროა 1 ზე მეტი საჩხვლეტი ფლაკონის გამოყენება, მაშინ ხსნარის მოსამზადებლად უნდა გაიმეოროთ ყველა ზემოთ აღწერილი ეტაპები. რადგან სუსპენზიის გარკვეული ნაწილი ყოველთვის რჩება ფლაკონში და ნემსში, შეუძლებელია ფლაკონიდან ხსნარის სრული ამოქაჩვა.

გამოსაყენებლ შპრიცში სუსპენზიის გადატანა უნდა მოხდეს უშუალოდ ინექციის წინ. გამოყენებამდე გაზავებული ხსნარი შპრიცში შესაძლებელია ინახებოდეს 30 წუთამდე 20˚C - დან 25˚C-მდე ოთახის ტემპერატურაზე. თუ ეს ვადა გადაცდება 30 წუთს, მშინ სუსპენზია უნდა გადააგდოთ და უნდა მოამზადოთ ახალი ხსნარი. ხსნარის გაჩერების შემდეგ გამოყენებამდე შპრიცი უნდა დაატრიალოთ ხელის გულების დახმარებით, რომ ხნარი კვლავ გახდეს ერთგავროვანი და მღვრიე. ხსნარი უნდა გადააგდოთ, თუ შეინიშნება სოლიდური ზომის ნაწილაკები ან კოლტები.

გაზავების შემდეგ:

აზაციტიდინის გაზავებისას გაუციებელ საინექციო წყლის დახმარებით გაზავებული მედიკამენტის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა დადასტურდა 45 წუთის განმავლობაში 25˚C ტემპერატურის პირობებში და 8 საათს 2 ˚C - დან 8 ˚C -მდე ტემპერატურის პირობებში.

გაზავებული მედიკამენტის ვარგისიანობა შესაძლოა გახანგრძლივდეს გაციებული საინექციო წყლით (2 ˚C - დან 8 ˚C-მდე) გაზავებისას. აზაციტიდინის გაციებული საინექციო წყლით (2 ˚C - დან 8 ˚C-მდე) გაზავებისას მზა მედიკამენტის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა დადასტურდა 32 საათის განმავლობაში 2 ˚C - დან 8 ˚C-მდე ტემპერატურის პირობებში. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით მზა მედიკამენტი უნდა გამოიყენოთ გაზავებისთანავე. თუ არ ხდება მისი დროული გამოყენება, მაშინ მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი მისი შენახვის ხანგრძლივობაზე და პირობებზე, რაც შეადგენს გაუციებელი საინექციო წყლით გაზავებისას 8 საათს 2˚C - დან 8 ˚C-მდე ტემპერატურის პირობებში ან გაციებული საინექციო წყლით გაზავებისას (2˚C - დან 8 ˚C-მდე) მაქსიმუმ 32 საათს. გაზავებული სუსპენზია შპრიცში უნდა გააჩეროთ მის გამოყენებამდე 30 წუთის განმავლობაში, რომ ის გათბეს 20˚C - 25 ˚C ოთახის ტემპერატურამდე. თუკი ხსნარში აღინიშნება დიდი ზომის ნაწილაკები, მაშინ სუსპენზია უნდა გადააგდოთ და მოამზადოთ ახალი დოზირება.

ინდივიდუალური დოზის დაანგარიშება

საერთო დოზა სხეულის ზედაპირის ფართობის (სზფ) მიხედვით დაიანგარიშება შემდეგნაირად:

საერთო დოზა (მგ) = დოზა (მგ/მ2) x სზფ (მ2)

ქვემოთ მოცემული ცხრილი წარმოადგენს მხოლოდ ნიმუშს აზაციტიდინის ინდივიდუალური დოზირებისათვის, რომელიც დაიანგარიშება საშუალდ 1,8 მ2 სხეულის ზედაპირის საფუძველზე:

დოზა მგ/მ2

(რეკომენდებული საწყისი

დოზის %)

საერთო დოზა 1,8 მ2 სხეულის ზედაპირის ფართობისათვის

ფლაკონის საჭირო რაოდენობა

საჭირო გაზავებული ხსნარის საერთო მოცულობა

100 მგ საჩხვლეტი ფლაკონი

150 მგ საჩხვლეტი ფლაკონი

75 მგ/მ2

(100%)

135 მგ

2 საჩხვლეტი ფლაკონი

1 საჩხვლეტი ფლაკონი

5,4 მლ

37,5 მგ/მ2

(50%)

67,5 მგ

1 საჩხვლეტი ფლაკონი

1 საჩხვლეტი ფლაკონი

2,7 მლ

25 მგ/მ2

(33%)

45 მგ

1 საჩხვლეტი ფლაკონი

1 საჩხვლეტი ფლაკონი

1,8 მლ

გამოყენების მეთოდი

გაზავებული სუსპენზიის გაფილტვრა არ შეიძლება.

გაზავებული აზაციტიდინი კეთდება 25 ჭრილიანი ნემსით მკლავის ზედა ნაწილში, ბარძაყის ზედა ნაწილში ან მუცელზე კანქვეშა ინექციის გზით (ნემსი უნდა შეიყვანოთ 45 - 90 ˚C დახრის კუთხით).

4 მლ-ზე მეტი დოზირებები შეყვანილი უნდა იქნეს ორ სხვადასხვა ადგილას.

ინექციის ადგილი უნდა შეიცვალოს ყოველ ჯერზე. დაშორების მანძილი ახალი ინექციების და წინა ინექციის ადგილიდან უნდა შეადგენდეს სულ მცირე 2,5 სმ და არასდრის არ გააკეთოთ ინექცია ისეთ ადგილებში, სადაც კანი არის მგრძნობიარე, გაწითლებული ან გამკვრივებული ან აღინიშნება ჰემატომა.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

გამოუყენებელი მედიკამენტი ან ნარჩენები უნდა გადააგდოთ ეროვნული მოთხოვნილებების მიხედვით.

ხელმოწერა

ბეჭედი*აქვიდა*კაიზერ-ვილჰელმ-შტრასე 89*20355 ჰამბურგი*გერმანია*5*/ 01.03.2023

პროდუქტის სახელწოდება

აზაციტიდინი აქვიდა 25 მგ/მლ

საინექციო ხსნარის დასამზადებელი ფხვნილი

დოზირების სიძლიერე

25 მგ/მლ

შევსების მოცულობა

100 მგ; 150 მგ

შეფუთვის ტიპი

PIL - გამოყენების ინსტრუქცია პაციენტებისათვის

ზომა

148x 650 მმ

ვერსიის ნომერი

ACIGIDE005

თარიღი/შესწორება

v1_01.09.2022

ტექსტის ვერსია

pal-de-ayacitidin-aqvida-7004211-2022-08-08

docuBridge-ვერსიის - ID

Vdlf6cc6lecO24aaaSd62a6Oadd7SO2df

კოდი (EAN/PZN)

არ აღინიშნება

CC-ნომერი

CC-2022-085

დამტკიცებულია

თარიღი/გვარი

შედგენის თარიღი

  • 02.2023 ხელმოწერა

ხარისხის კონტროლი

  • 02.2023 ხელმოწერა

დამტკიცებულია

მაკეტი

  • 02.2023 ხელმოწერა

ინფორმაციის გამცემი

ბეჭდვის ვერსია

ინფორმაციის გამცემი

ხელმოწერა

ბეჭედი*აქვიდა*კაიზერ-ვილჰელმ-შტრასე 89*20355 ჰამბურგი*გერმანია*5*/ 02.03.2023

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა