პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

აზაციტიდინი აკორდი

Azacitidine Accord

რეცეპტით100მგინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
რისთვის გამოიყენება

რას წარმოადგენს აზაციტიდინი აკორდი ჯიბოს საწინააღმდეგო პრეპარატია, რომელიც მიეკუთვნება ე.წ. “ანტი-მეტაბილიტების” ჯგუფს. აზაციტიდინი აკორდი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ‘აზაციტიდინს’. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
აზაციტიდინი (azacitidine)
ფორმა და შეფუთვა
100მგ ლიოფილიზებული ფხვნილი 25მგ/მლ კანქვეშ შესაყვანი საინექციო სუსპენზიის მოსამზადებლად ფლაკონი №1
მწარმოებელი
Synoptis Industrial Sp. z o.o., პოლონეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, პირიმიდინის ანალოგები
ATC კოდი
L01BC07
რეგისტრაციის ნომერი
რ-043262
რეგისტრირებულია
15 მაისი 2025, მოქმედებს 15 მაისი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებააზაციტიდინი აკორდი და სხვა წამალი ერთად

აზაციტიდინი აკორდი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

რას წარმოადგენს

აზაციტიდინი აკორდი ჯიბოს საწინააღმდეგო პრეპარატია, რომელიც მიეკუთვნება ე.წ. “ანტი-მეტაბილიტების” ჯგუფს. აზაციტიდინი აკორდი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ‘აზაციტიდინს’.

რისთვის გამოიყენება აზაციტიდინი აკორდი

აზაციტიდინი აკორდი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამუკრანოდ, მოზრდილებში, რომლებთანაც ვერ ხერხდება ღეროვანი უჯრედების გადანერგვა:

მიელოდისპლაზიური სინდრომების (მდს) მომატებული რისკი;

ქრონიკული მიელომონოციტური ლიკემია (ქმმლ);

მწვავე მიელოიდური ლეიკემია (მმლ).

აღნიშნული დაავადებები აზიანებენ ძვლის ტვინს და შეუძლიათ ხელი შეუშალონ სისხლის ნორმალური უჯრედების წარმოქმნას.

როგორ მოქმედებს აზაციტიდინი აკორდი

აზაციტიდინი აკორდი ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების ზრდას. აზაციტიდინი ერთვება უჯრედის გენეტიკურ მასალას (რიბონუკლეინის და დეოქსირიბონუკლეინის მჟავას). სავარაუდოდ, ის ცვლის უჯრედის ფუნქციას გენების ჩართვის და გამორთვის კუთხით და ასევე გავლენას ახდენს დნმ-ის და რნმ-ის წარმოქმნაზე. ითვლება, რომ აღნიშნული ქმედებებით, ძვლის ტვინში სწორდება ახალგაზრდა სისხლის უჯრედების მომწიფებისა და ზრდის ის დარღვევები, რომლებიც იწვევენ მიელოდისპლაზიურ დაავადებებს და ხდება ლეიკემიის გამომწვევი სისმსივნური უჯრედების განადგურება.

აზაციტიდინი აკორდის მოქმედების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ექთანს.

მიღების წესი და დოზირება

აზაციტიდინი აკორდის ყოველი ციკის დასაწყისში, ექიმი გამოიყენებს დამატებით პრეპარატს გულისრევის და ღებინების თავიდან ასაცილებლად.

რეკომენდებულ დოზას შეადგენს 75 მგ სხეულის ზედაპირის ფართობის თითოეულ მ2-ზე. შესაფერის დოზას გამოიანგარიშებს მკურნალი ექიმი, პაციენტის ზოგადი მდგომარეობიდან, სიმაღლიდან და წონიდან გამომდინარე. მკურნალი ექიმის შეამოწმებს მკურნალობის პროგრესს და საჭიროების შემთხვევაში, მოახდენს დოზის კორექციას.

აზაციტიდინი აკორდი ყოველდღიურად ერთი კვირის განმავლობაში, რასაც მოჰყვება 3 კვირიანი დასვენების პერიოდი. აღნიშნული “მკურნალობის ციკლი” გამეორდება ყოველ 4 კვირაში. ჩვეულებრივ, განკუთვნილი იქნება სულ მცირე მკურნალობის 6 ციკლი.

ეს პრეპარატი შეიყვანება ექიმის ან ექთნის მიერ, კანქვეშა ინექციის სახით. შეყვანა შეიძლება მოხდეს ბარძაყის, მუცლის ან მკლავის ზედა ნაწილის არეში.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

სიფრთხილის ზომები

აზაციტიდინი აკორდი არ მიიღება

თუ პაციენტი ალერგიულია აზაციტიდინის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხ. მე-6 პუნქტში);

თუ პაციენტს აქვს ღვიძლის შორსწასული კიბო;

თუ პაციენტი ძუძუთი კვებავს ბავშვს.

გაფრთხილებები და განსაკუთრებული მითითებები

აზაციტიდინი აკორდის მიღEბამდე, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს:

თუ დაქვეითებული აქვს თრომბოციტების, ლეიკოციტების ან ლიმფოციტების დონე სისხლში;

თუ აღენიშნება თირკმელების დაავადება;

თუ აღენიშნება ღვიძლის დაავადება;

თუ ოდესმე ჰქონია გულის დაავადება ან გულის ინფარქტი ან ანამნეზში აღენიშნება ფილტვების დაავადება.

აზაციტიდინი აკორდმა შეიძლება გამოიწვიოს საშიში იმუნური რეაქცია ‘დიფერენციაციული სინდრომი’ (იხ. მე-4 პუნქტი).

სისხის ანალიზი

აზაციტიდინი აკორდით მკურნალობის თითოეული ციკლის დაწყებამდე, პაციენტს ჩაუტარდება სისხლის ანალიზები. აღნიშნული ანალიზით განისაზღვრება სისხლის უჯრედების რაოდენობა და თირკმელების და ღვიძლის ფუნქცია.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

აზაციტიდინი აკორდის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებისთვის.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს, იღებდა ახლო წარსულში ან აპირებს მიიღოს მომავალში. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რადგან აზაციტიდინი აკორდმა შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთი სხვა პრეპარატის მოქმედებაზე ან პირიქით, შეიძლება შეიცვალოს აზაციტიდინი აკორდის მოქმედება სხვა პრეპარატების მიერ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის პერიოდში აზაციტიდინი აკორდი არ გამოიყენება, რადგან ის შესაძლოა საზიანო იყოს ნაყოფისთვის. რეპროდუქციული ფუქნციის მქონე ქალებმა, პრეპარატით მკურნალობის პერიოდში და მისი დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში, უნდა გამოიყენონ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებები. აზაციტიდინი აკორდით მკურნალობის პერიოდში დაორსულების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იგი არის ან ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად, აპირებს დაორსულებას ან ძუძუთი კვებავს ბავშვს.

ძუძუთი კვება

აზაციტიდინი აკორდით მკურნალობის პერიოდში პაციენტმა არ უნდა კვებოს ბავშვი ძუძუთი. არ არის ცნობილი გამოიყოფა თუ არა ეს პრეპარატი დედის რძეში.

რეპროდუქციული ფუნქცია

ქალებმა არ უნდა იყოლიონ შვილი აზაციტიდინი აკორდით მკურნალობის პერიოდში. აზაციტიდინი აკორდით მკურნალობის პერიოდში და მისი დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში, მამაკაცმა პაციენტებმა უნდა გამოიყენონ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებები.

მკურნალობის დაწყებამდე სპერმის კრიოპრეზერვაციის საკითხზე პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

გვერდითი მოვლენების, მაგ. დაღლილობის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა არ უნდა მართოს ავტომობილი და სხვა მექანიზმები.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა წამალს, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.

შემდეგი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს:

ძილიანობა, კანკალი, სიყვითლე, მუცლის შებერილობა და სისხლჩაქცევებისადმი მიდრეკილება. აღნიშნული შესაძლოა წარმოადგენდეს ღვიძლის დაზიანების სიმპტომებს, რაც შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის საშიში.

კიდურების შეშუპება, წელის ტკივილი, შარდის გამოყოფის შემცირება, წყურვილის მომატებული გრძნობა, აჩქარებული პულსაცია, თავბრუსხვევა და გულისრევა, ღებინება ან მადის დაქვეითება, კონფუზია, მოუსვენრობა ან დაღლილობა. აღნიშნული შეიძლება წარმოადგენდეს თირკმელების უკმარისობის სიმტპომებს და იყოს სიცოცხლისთვის საშიში.

ცხელება, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს ინფექციის სიმპტომს, რომელიც ვითარდება სისხლის თეთრი უჯრედების დაქვეითების გამო. აღნიშნული ასევე შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში.

ტკივილი გულ-მკერდის არეში ან სუნთქვის უკმარისობა, რასაც შესაძლოა თან ახლდეს ცხელება. აღნიშნული შესაძლოა განპირობებული იყოს ფილტვების ანთებით, რაც შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში.

სისხლდენა. მაგ. სისხლიანი განავალი საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან სისხდენის გამო ან სისხლდენა თავის ტვინში. აღნიშნული შესაძლოა წარმოადგენდეს თრომბოციტოპენიის სიმპტომებს.

სუნთქვის გაძნელება, ტუჩების შეშუპება, ქავილი ან გამონაყარი. აღნიშნული შესაძლოა იყოს ალერგიული რეაქციის ნიშნები.

სხვა გვერდითი მოვლენები:

ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში):

  • სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია). შეიძლება განვითარდეს დაღლილობა და კანის სიფერმკრთალე.
  • სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება. შეიძლება თან ახლდეს ცხელება. შესაძლებელია განვითარდეს ხშირი ინფექციები.
  • თრომბოციტების დაბალი რაოდენობა სისხლში (თრომბოციტოპენია). შეიძლება განვითარდეს მიდრეკილება სისხლდენისა და სისხლჩაქცევებისკენ.
  • ყაბზობა, დიარეა, გულისრევა, ღებინება.
  • პნევმონია.
  • ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი.
  • დაღლილობა.
  • ინექციის ადგილის რეაქციები, მათ შორის სიწითლე, ტკივილი ან გამონაყარი.
  • მადის დაკარგვა.
  • სახსრების ტკივილი.
  • სისხლჩაქცევები.
  • გამონაყარი.
  • წითელი ან იისფერი ლაქები კანის ქვეშ.
  • მუცლის ტკივილი.
  • ქავილი.
  • ცხელება.
  • ცხვირის და ყელის ტკივილი.
  • თავბრუსხვევა.
  • თავის ტკივილი.
  • ძილის გაძნელება (უძილობა).
  • ცხვირიდან სისხლდენა (ეპისტაქსისი).
  • კუნთების ტკივილი.
  • სისუსტე (ასთენია).
  • წონაში კლება.
  • კალიუმის დაბალი დონე სისხლში.

ხშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):

  • სისხლდენა თავის ტვინში.
  • ბაქტერიით გამოწვეული სისხლის ინფექცია (სეფსისი). ეს შეიძლება განპირობებული იყოს სისხლში თეთრი უჯრედების დაბალი დონის გამო.
  • ძვლის ტვინის უკმარისობა. ამან შეიძლება გამოიწვიოს სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების და თრომბოციტების დაბალი დონე.
  • ანემიის ტიპი, როდესაც სისხლის წითელი და თეთრი უჯრედები და თრომბოციტები შემცირებულია.
  • ინფექცია შარდში.
  • ვირუსული ინფექცია, რომელიც იწვევს ჰერპესს.
  • ღრძილებიდან სისხლდენა, სისხლდენა კუჭში ან ნაწლავებში, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან ჰემოროდიების გამო (ჰემოროიდული სისხლდენა), სისხლდენა თვალიდან, სისხლდენა კანქვეშ ან კანში (ჰემატომა).
  • სისხლი შარდში.
  • პირის ან ენის დაწყლულება.
  • კანისმიერი ცვლილებები ინექციის ადგილზე. ესენია: შეშუპება, სიმაგრე კანქვეშ, სისხლჩაქცევები, სისხლდენა კანში (ჰემატომა), გამონაყარი, ქავილი და კანის ფერის ცვლილება.
  • კანის სიწითლე.
  • კანის ინფექცია (ცელულიტი).
  • ცხვირ-ხახის ინფექცია, ან ყელის ტკივილი.
  • ცხვირის ან სინუსების ტკივილი ან გამონადენი (სინუსიტი).
  • მაღალი ან დაბალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია ან ჰიპოტენზია).
  • ქოშინი გადაადგილებისას.
  • ყელის და ხორხის ტკივილი.
  • მოუნელებლობა.
  • ლეთარგია.
  • ცუდი თვითშეგრძნება.
  • შფოთვა.
  • დაბნეულობა.
  • თმის ცვენა.
  • თირკმლის უკმარისობა.
  • გაუწყლოება.
  • თეთრი ნადები ენაზე, ლოყების შიგა ზედაპირებზე, ზოგჯერ კი ზედა სასაზე, ღრძილებზე და ნუშურა ჯირკვლებზე (პირის ღრუს სოკოვანი ინფექცია).
  • გულისწასვლის შეგრძნება.
  • არტერიული წნევის დაცემა წამოდგომისას (ორთოსტატული ჰიპოტენზია), რაც იწვევს თავბრუსხვევას პოზიციის ცვლილებისას მდგომარეობაში გადასვლისას.
  • ძილიანობა (სომნოლენცია).
  • სისხლდენა კათეტერის ხაზის გამო.
  • დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ცხელება, ღებინება და კუჭის ტკივილი (დივერტიკულიტი).
  • სითხე ფილტვების ირგვლივ (პლევრალური გამონაჟონი).
  • კანკალი (შეციება).
  • კუნთის სპაზმები.
  • გამონაყარი კანზე ქავილით (ჭინჭრის ციება).
  • სითხის დაგროვება გულის ირგვლივ (პერიკარდიული გამონაჟონი).

ნაკლებად ხშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში)

  • ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობის) რეაქცია.
  • კანკალი.
  • ღვიძლის უკმარისობა.
  • ქლიავისფერი, მსხვილი, წამოწეული, მტკივნეული ლაქები კანზე, თანხლებული ცხელებით.
  • მტკივნეული წყლულები კანზე (განგრენოზული პიოდერმა).
  • გულის ამომფენი გარსის ანთება (პერიკარდიტი).

იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1 000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):

  • მშრალი ხველა.
  • თითისწვერების უმტკივნეული შეშუპება.
  • სიმსივნის დაშლის სინდრომი – მეტაბოლური გართულებები, რომლებიც ვითარდება კიბოს მკურნალობის დროს და ზოგჯერ – მის გარეშე. აღნიშნული გართულებები გამოწვეულია კიბოს უჯრედების კვდომით და შეიძლება მოიცავდეს შემდეგს: სისხლის ბიოქიმიური ცვლილებები; ჰიპერკალემია, ჰიპერფოსფატემია, ჰიპერურიკემია, ჰიპოკალცემია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის ცვლილება, არითმია, გულყრები და ზოგჯერ – სიკვდილი.

უცნობი სიხშირის (სიხშირის დაზუსტება შეუძლებელია არსებული ცნობების საფუძველზე)

  • კანის შიგა ფენის ინფექცია, რომელიც ვრცელდება სწრაფად, აზიანებს კანს და სხვა ქსოვილებს და შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში (მანეკროზებელი ფასციიტი).
  • საშიში იმუნური რეაქცია (დიფერენციაციული სინდრომი), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ცხელება, ხველა, სუნთქვის გაძნელება, გამონაყარი, შარდის გამოყოფის დაქვეითება, არტერიული ჰიპოტენზია, შეშუპება ხელებსა და ფეხებში და წონის სწრაფი მატება.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია უშუალოდ:

პოლონეთი

სამედიცინო და ბიოლოგიურ პროდუქტთა ფარმაკოუსაფრთოხების დეპარტამენტის სამედიცინო პროდუქტთა რეგისტრაციის ოფისი -Al. Jerozolimskie 181C, 02-222 ვარშავა, ტელ: + 48 22 49 21 301, ფაქს: + 48 22 49 21 309, ვებ-გვერდი: https://smz.ezdrowie.gov.pl.

რუმინეთი

სამედიცინო მოწყობილობების და პრეპარატების ეროვნული სააგენტო:

ავიატორ სანატესკუს ქ. N 48. სექტორი 1

ბუქარესტი 011478 – რუმინეთი

ელ-ფოსტა: [email protected]

ვებ-გვერდი: www.anm.ro

ჩეხეთის რესპუბლიკა

წამლის კონტროლის სახელმწიფო ინსტიტუტი,

სრობაროვა 48,

100 41 პრაღა 10;

ვებ-გვერდი: www.sukl.cz/nahlasit-nezadouci-ucinek

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია აზაციტიდინი აკორდის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე და ეტიკეტზე (იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე).

პრეპარატის შენახვაზე პასუხისმგებელია ექიმი, პარმაცევტი ან ექთანი. მათ ასევე აქვთ პრეპარატის მომზადების და სათანადო უტილიზაციის პასუხისმგებლობა.

გაუხსნელი ფლაკონებისთვის – არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

დაუყოვნებლივ გამოყენების შემთხვევაში:

პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მომზადებიდან არაუმეტეს 60 წუთის განმავლობაში.

მოგვიანებით გამოყენების შემთხევაში:

აზაციტიდინი აკორდის საინექციო წყალში განზავების შემთხვევაში, რომელიც არ ინახებოდა მაცივარში, ხსნარი უნდა მოთავსდეს მაცივარში (2-8°C ტემპერატურაზე), მისი მოზადებისთანავე და გაჩერდეს არაუმეტეს 8 საათისა.

აზაციტიდინი აკორდის საინექციო წყალში განზავების შემთხვევაში, რომელიც ინახებოდა მაცივარში (2-8°C), ხსნარი უნდა მოთავსდეს მაცივარში (2-8°C) მოზადებისთანავე და გაჩერდეს არაუმეტეს 22 საათისა.

შეყვანამდე, ხსნარი უნდა გაჩერდეს ოთახის ტემეპერატურაზე, არაუმეტეს 30 წუთით, რათა მიიღოს ოთახის ტემპერატურა (20-25°C).

ხსნარი არ უნდა იქნეს გამოყენებული თუ შეიცავს დიდი ზომის ნაწილაკებს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

ინფორმაცია პოლონურ, რუმინულ და ჩეხურ ენებზე იდენტურია

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

აზაციტიდინი აკორდი 25 მგ/მლ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად

აზაციტიდინი

პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვებისთვის პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გართულების ან ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. იხ. Nნაწილი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს აზაციტიდინი აკორდი და მისი გამოყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა აზაციტიდინი აკორდის გამოყენებამდე

აზაციტიდინი აკორდის გამოყენების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

აზაციტიდინი აკორდის შენახვის წესი

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

  • რას წარმოადგენს აზაციტიდინი აკორდი და მისი გამოყენება

რას წარმოადგენს

აზაციტიდინი აკორდი ჯიბოს საწინააღმდეგო პრეპარატია, რომელიც მიეკუთვნება ე.წ. “ანტი-მეტაბილიტების” ჯგუფს. აზაციტიდინი აკორდი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ‘აზაციტიდინს’.

რისთვის გამოიყენება აზაციტიდინი აკორდი

აზაციტიდინი აკორდი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამუკრანოდ, მოზრდილებში, რომლებთანაც ვერ ხერხდება ღეროვანი უჯრედების გადანერგვა:

მიელოდისპლაზიური სინდრომების (მდს) მომატებული რისკი;

ქრონიკული მიელომონოციტური ლიკემია (ქმმლ);

მწვავე მიელოიდური ლეიკემია (მმლ).

აღნიშნული დაავადებები აზიანებენ ძვლის ტვინს და შეუძლიათ ხელი შეუშალონ სისხლის ნორმალური უჯრედების წარმოქმნას.

როგორ მოქმედებს აზაციტიდინი აკორდი

აზაციტიდინი აკორდი ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების ზრდას. აზაციტიდინი ერთვება უჯრედის გენეტიკურ მასალას (რიბონუკლეინის და დეოქსირიბონუკლეინის მჟავას). სავარაუდოდ, ის ცვლის უჯრედის ფუნქციას გენების ჩართვის და გამორთვის კუთხით და ასევე გავლენას ახდენს დნმ-ის და რნმ-ის წარმოქმნაზე. ითვლება, რომ აღნიშნული ქმედებებით, ძვლის ტვინში სწორდება ახალგაზრდა სისხლის უჯრედების მომწიფებისა და ზრდის ის დარღვევები, რომლებიც იწვევენ მიელოდისპლაზიურ დაავადებებს და ხდება ლეიკემიის გამომწვევი სისმსივნური უჯრედების განადგურება.

აზაციტიდინი აკორდის მოქმედების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ექთანს.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა აზაციტიდინი აკორდის გამოყენებამდე

აზაციტიდინი აკორდი არ მიიღება

თუ პაციენტი ალერგიულია აზაციტიდინის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხ. მე-6 პუნქტში);

თუ პაციენტს აქვს ღვიძლის შორსწასული კიბო;

თუ პაციენტი ძუძუთი კვებავს ბავშვს.

გაფრთხილებები და განსაკუთრებული მითითებები

აზაციტიდინი აკორდის მიღEბამდე, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს:

თუ დაქვეითებული აქვს თრომბოციტების, ლეიკოციტების ან ლიმფოციტების დონე სისხლში;

თუ აღენიშნება თირკმელების დაავადება;

თუ აღენიშნება ღვიძლის დაავადება;

თუ ოდესმე ჰქონია გულის დაავადება ან გულის ინფარქტი ან ანამნეზში აღენიშნება ფილტვების დაავადება.

აზაციტიდინი აკორდმა შეიძლება გამოიწვიოს საშიში იმუნური რეაქცია ‘დიფერენციაციული სინდრომი’ (იხ. მე-4 პუნქტი).

სისხის ანალიზი

აზაციტიდინი აკორდით მკურნალობის თითოეული ციკლის დაწყებამდე, პაციენტს ჩაუტარდება სისხლის ანალიზები. აღნიშნული ანალიზით განისაზღვრება სისხლის უჯრედების რაოდენობა და თირკმელების და ღვიძლის ფუნქცია.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

აზაციტიდინი აკორდის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებისთვის.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს, იღებდა ახლო წარსულში ან აპირებს მიიღოს მომავალში. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რადგან აზაციტიდინი აკორდმა შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთი სხვა პრეპარატის მოქმედებაზე ან პირიქით, შეიძლება შეიცვალოს აზაციტიდინი აკორდის მოქმედება სხვა პრეპარატების მიერ.

ორსულობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციული ფუნქცია

ორსულობა

ორსულობის პერიოდში აზაციტიდინი აკორდი არ გამოიყენება, რადგან ის შესაძლოა საზიანო იყოს ნაყოფისთვის. რეპროდუქციული ფუქნციის მქონე ქალებმა, პრეპარატით მკურნალობის პერიოდში და მისი დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში, უნდა გამოიყენონ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებები. აზაციტიდინი აკორდით მკურნალობის პერიოდში დაორსულების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იგი არის ან ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად, აპირებს დაორსულებას ან ძუძუთი კვებავს ბავშვს.

ძუძუთი კვება

აზაციტიდინი აკორდით მკურნალობის პერიოდში პაციენტმა არ უნდა კვებოს ბავშვი ძუძუთი. არ არის ცნობილი გამოიყოფა თუ არა ეს პრეპარატი დედის რძეში.

რეპროდუქციული ფუნქცია

ქალებმა არ უნდა იყოლიონ შვილი აზაციტიდინი აკორდით მკურნალობის პერიოდში. აზაციტიდინი აკორდით მკურნალობის პერიოდში და მისი დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში, მამაკაცმა პაციენტებმა უნდა გამოიყენონ ჩასახვის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებები.

მკურნალობის დაწყებამდე სპერმის კრიოპრეზერვაციის საკითხზე პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.

ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა

გვერდითი მოვლენების, მაგ. დაღლილობის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა არ უნდა მართოს ავტომობილი და სხვა მექანიზმები.

  • აზაციტიდინი აკორდის გამოყენების წესი

აზაციტიდინი აკორდის ყოველი ციკის დასაწყისში, ექიმი გამოიყენებს დამატებით პრეპარატს გულისრევის და ღებინების თავიდან ასაცილებლად.

რეკომენდებულ დოზას შეადგენს 75 მგ სხეულის ზედაპირის ფართობის თითოეულ მ2-ზე. შესაფერის დოზას გამოიანგარიშებს მკურნალი ექიმი, პაციენტის ზოგადი მდგომარეობიდან, სიმაღლიდან და წონიდან გამომდინარე. მკურნალი ექიმის შეამოწმებს მკურნალობის პროგრესს და საჭიროების შემთხვევაში, მოახდენს დოზის კორექციას.

აზაციტიდინი აკორდი ყოველდღიურად ერთი კვირის განმავლობაში, რასაც მოჰყვება 3 კვირიანი დასვენების პერიოდი. აღნიშნული “მკურნალობის ციკლი” გამეორდება ყოველ 4 კვირაში. ჩვეულებრივ, განკუთვნილი იქნება სულ მცირე მკურნალობის 6 ციკლი.

ეს პრეპარატი შეიყვანება ექიმის ან ექთნის მიერ, კანქვეშა ინექციის სახით. შეყვანა შეიძლება მოხდეს ბარძაყის, მუცლის ან მკლავის ზედა ნაწილის არეში.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა წამალს, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.

შემდეგი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს:

ძილიანობა, კანკალი, სიყვითლე, მუცლის შებერილობა და სისხლჩაქცევებისადმი მიდრეკილება. აღნიშნული შესაძლოა წარმოადგენდეს ღვიძლის დაზიანების სიმპტომებს, რაც შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის საშიში.

კიდურების შეშუპება, წელის ტკივილი, შარდის გამოყოფის შემცირება, წყურვილის მომატებული გრძნობა, აჩქარებული პულსაცია, თავბრუსხვევა და გულისრევა, ღებინება ან მადის დაქვეითება, კონფუზია, მოუსვენრობა ან დაღლილობა. აღნიშნული შეიძლება წარმოადგენდეს თირკმელების უკმარისობის სიმტპომებს და იყოს სიცოცხლისთვის საშიში.

ცხელება, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს ინფექციის სიმპტომს, რომელიც ვითარდება სისხლის თეთრი უჯრედების დაქვეითების გამო. აღნიშნული ასევე შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში.

ტკივილი გულ-მკერდის არეში ან სუნთქვის უკმარისობა, რასაც შესაძლოა თან ახლდეს ცხელება. აღნიშნული შესაძლოა განპირობებული იყოს ფილტვების ანთებით, რაც შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში.

სისხლდენა. მაგ. სისხლიანი განავალი საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან სისხდენის გამო ან სისხლდენა თავის ტვინში. აღნიშნული შესაძლოა წარმოადგენდეს თრომბოციტოპენიის სიმპტომებს.

სუნთქვის გაძნელება, ტუჩების შეშუპება, ქავილი ან გამონაყარი. აღნიშნული შესაძლოა იყოს ალერგიული რეაქციის ნიშნები.

სხვა გვერდითი მოვლენები:

ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში):

  • სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია). შეიძლება განვითარდეს დაღლილობა და კანის სიფერმკრთალე.
  • სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება. შეიძლება თან ახლდეს ცხელება. შესაძლებელია განვითარდეს ხშირი ინფექციები.
  • თრომბოციტების დაბალი რაოდენობა სისხლში (თრომბოციტოპენია). შეიძლება განვითარდეს მიდრეკილება სისხლდენისა და სისხლჩაქცევებისკენ.
  • ყაბზობა, დიარეა, გულისრევა, ღებინება.
  • პნევმონია.
  • ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი.
  • დაღლილობა.
  • ინექციის ადგილის რეაქციები, მათ შორის სიწითლე, ტკივილი ან გამონაყარი.
  • მადის დაკარგვა.
  • სახსრების ტკივილი.
  • სისხლჩაქცევები.
  • გამონაყარი.
  • წითელი ან იისფერი ლაქები კანის ქვეშ.
  • მუცლის ტკივილი.
  • ქავილი.
  • ცხელება.
  • ცხვირის და ყელის ტკივილი.
  • თავბრუსხვევა.
  • თავის ტკივილი.
  • ძილის გაძნელება (უძილობა).
  • ცხვირიდან სისხლდენა (ეპისტაქსისი).
  • კუნთების ტკივილი.
  • სისუსტე (ასთენია).
  • წონაში კლება.
  • კალიუმის დაბალი დონე სისხლში.

ხშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):

  • სისხლდენა თავის ტვინში.
  • ბაქტერიით გამოწვეული სისხლის ინფექცია (სეფსისი). ეს შეიძლება განპირობებული იყოს სისხლში თეთრი უჯრედების დაბალი დონის გამო.
  • ძვლის ტვინის უკმარისობა. ამან შეიძლება გამოიწვიოს სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების და თრომბოციტების დაბალი დონე.
  • ანემიის ტიპი, როდესაც სისხლის წითელი და თეთრი უჯრედები და თრომბოციტები შემცირებულია.
  • ინფექცია შარდში.
  • ვირუსული ინფექცია, რომელიც იწვევს ჰერპესს.
  • ღრძილებიდან სისხლდენა, სისხლდენა კუჭში ან ნაწლავებში, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან ჰემოროდიების გამო (ჰემოროიდული სისხლდენა), სისხლდენა თვალიდან, სისხლდენა კანქვეშ ან კანში (ჰემატომა).
  • სისხლი შარდში.
  • პირის ან ენის დაწყლულება.
  • კანისმიერი ცვლილებები ინექციის ადგილზე. ესენია: შეშუპება, სიმაგრე კანქვეშ, სისხლჩაქცევები, სისხლდენა კანში (ჰემატომა), გამონაყარი, ქავილი და კანის ფერის ცვლილება.
  • კანის სიწითლე.
  • კანის ინფექცია (ცელულიტი).
  • ცხვირ-ხახის ინფექცია, ან ყელის ტკივილი.
  • ცხვირის ან სინუსების ტკივილი ან გამონადენი (სინუსიტი).
  • მაღალი ან დაბალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია ან ჰიპოტენზია).
  • ქოშინი გადაადგილებისას.
  • ყელის და ხორხის ტკივილი.
  • მოუნელებლობა.
  • ლეთარგია.
  • ცუდი თვითშეგრძნება.
  • შფოთვა.
  • დაბნეულობა.
  • თმის ცვენა.
  • თირკმლის უკმარისობა.
  • გაუწყლოება.
  • თეთრი ნადები ენაზე, ლოყების შიგა ზედაპირებზე, ზოგჯერ კი ზედა სასაზე, ღრძილებზე და ნუშურა ჯირკვლებზე (პირის ღრუს სოკოვანი ინფექცია).
  • გულისწასვლის შეგრძნება.
  • არტერიული წნევის დაცემა წამოდგომისას (ორთოსტატული ჰიპოტენზია), რაც იწვევს თავბრუსხვევას პოზიციის ცვლილებისას მდგომარეობაში გადასვლისას.
  • ძილიანობა (სომნოლენცია).
  • სისხლდენა კათეტერის ხაზის გამო.
  • დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ცხელება, ღებინება და კუჭის ტკივილი (დივერტიკულიტი).
  • სითხე ფილტვების ირგვლივ (პლევრალური გამონაჟონი).
  • კანკალი (შეციება).
  • კუნთის სპაზმები.
  • გამონაყარი კანზე ქავილით (ჭინჭრის ციება).
  • სითხის დაგროვება გულის ირგვლივ (პერიკარდიული გამონაჟონი).

ნაკლებად ხშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში)

  • ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობის) რეაქცია.
  • კანკალი.
  • ღვიძლის უკმარისობა.
  • ქლიავისფერი, მსხვილი, წამოწეული, მტკივნეული ლაქები კანზე, თანხლებული ცხელებით.
  • მტკივნეული წყლულები კანზე (განგრენოზული პიოდერმა).
  • გულის ამომფენი გარსის ანთება (პერიკარდიტი).

იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1 000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):

  • მშრალი ხველა.
  • თითისწვერების უმტკივნეული შეშუპება.
  • სიმსივნის დაშლის სინდრომი – მეტაბოლური გართულებები, რომლებიც ვითარდება კიბოს მკურნალობის დროს და ზოგჯერ – მის გარეშე. აღნიშნული გართულებები გამოწვეულია კიბოს უჯრედების კვდომით და შეიძლება მოიცავდეს შემდეგს: სისხლის ბიოქიმიური ცვლილებები; ჰიპერკალემია, ჰიპერფოსფატემია, ჰიპერურიკემია, ჰიპოკალცემია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის ცვლილება, არითმია, გულყრები და ზოგჯერ – სიკვდილი.

უცნობი სიხშირის (სიხშირის დაზუსტება შეუძლებელია არსებული ცნობების საფუძველზე)

  • კანის შიგა ფენის ინფექცია, რომელიც ვრცელდება სწრაფად, აზიანებს კანს და სხვა ქსოვილებს და შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში (მანეკროზებელი ფასციიტი).
  • საშიში იმუნური რეაქცია (დიფერენციაციული სინდრომი), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ცხელება, ხველა, სუნთქვის გაძნელება, გამონაყარი, შარდის გამოყოფის დაქვეითება, არტერიული ჰიპოტენზია, შეშუპება ხელებსა და ფეხებში და წონის სწრაფი მატება.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია უშუალოდ:

პოლონეთი

სამედიცინო და ბიოლოგიურ პროდუქტთა ფარმაკოუსაფრთოხების დეპარტამენტის სამედიცინო პროდუქტთა რეგისტრაციის ოფისი -Al. Jerozolimskie 181C, 02-222 ვარშავა, ტელ: + 48 22 49 21 301, ფაქს: + 48 22 49 21 309, ვებ-გვერდი: https://smz.ezdrowie.gov.pl.

რუმინეთი

სამედიცინო მოწყობილობების და პრეპარატების ეროვნული სააგენტო:

ავიატორ სანატესკუს ქ. N 48. სექტორი 1

ბუქარესტი 011478 – რუმინეთი

ელ-ფოსტა: [email protected]

ვებ-გვერდი: www.anm.ro

ჩეხეთის რესპუბლიკა

წამლის კონტროლის სახელმწიფო ინსტიტუტი,

სრობაროვა 48,

100 41 პრაღა 10;

ვებ-გვერდი: www.sukl.cz/nahlasit-nezadouci-ucinek

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.

  • აზაციტიდინი აკორდის შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია აზაციტიდინი აკორდის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე და ეტიკეტზე (იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე).

პრეპარატის შენახვაზე პასუხისმგებელია ექიმი, პარმაცევტი ან ექთანი. მათ ასევე აქვთ პრეპარატის მომზადების და სათანადო უტილიზაციის პასუხისმგებლობა.

გაუხსნელი ფლაკონებისთვის – არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

დაუყოვნებლივ გამოყენების შემთხვევაში:

პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მომზადებიდან არაუმეტეს 60 წუთის განმავლობაში.

მოგვიანებით გამოყენების შემთხევაში:

აზაციტიდინი აკორდის საინექციო წყალში განზავების შემთხვევაში, რომელიც არ ინახებოდა მაცივარში, ხსნარი უნდა მოთავსდეს მაცივარში (2-8°C ტემპერატურაზე), მისი მოზადებისთანავე და გაჩერდეს არაუმეტეს 8 საათისა.

აზაციტიდინი აკორდის საინექციო წყალში განზავების შემთხვევაში, რომელიც ინახებოდა მაცივარში (2-8°C), ხსნარი უნდა მოთავსდეს მაცივარში (2-8°C) მოზადებისთანავე და გაჩერდეს არაუმეტეს 22 საათისა.

შეყვანამდე, ხსნარი უნდა გაჩერდეს ოთახის ტემეპერატურაზე, არაუმეტეს 30 წუთით, რათა მიიღოს ოთახის ტემპერატურა (20-25°C).

ხსნარი არ უნდა იქნეს გამოყენებული თუ შეიცავს დიდი ზომის ნაწილაკებს.

  • გამოშვების ფორმა და დამატებითი ინფორმაცია

აზაციტიდინი აკორდის შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა აზაციტიდინი. თითოეული ფლაკონი შეიცავს 100 მგ ან 150 მგ აზაციტიდინს. 4 მლ ან 6 მლ საინექციო წყალში განზავების შემდეგ, განზავებული სუსპენზია შეიცავს 25 მგ/მლ აზაციტიდინს.

დამხმარე ნივთიერებაა მანიტოლი (E421).

აზაციტიდინი აკორდის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა

აზაციტიდინი აკორდი თეთრი ფერის ფხვნილია საინექციო სუსპენზიის მოსამზადებლად და მოწოდება ხდება შუშის ფლაკონის სახით, რომელიც შეიცავს 100 მგ ან 150 მგ აზაციტიდინს. შეფუთვა 1 ფლაკონი შეიცავს 100 მგ აზაციტიდინს. 1 ფლაკონი შეიცავს 150 მგ აზაციტიდინს.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი

Accord Healthcare S.L.U.

World Trade Center,

Moll de Barcelona, s/n,

Edifici Est 6ª planta,

08039 Barcelona, Spain

აკორდ ჰელსქეა ს.ლ.უ.

მსოფლიო სავაჭრო ცენტრი, ბარსელონა მოლი, ს/ნ,

ედიფიცი ესტ 6ა პლანტა,

08039 ბარსელონა,

ესპანეთი

მწარმოებელი

Accord Healthcare Polska Sp.z o.o.,

ul. Lutomierska 50,

95-200 Pabianice,

Poland

შპს აკორდ ჰელსქეა პოლსკა,

ლუტომიერსკას ქ. 50,

95-200 პაბიანიცე, პოლონეთი

ინსტრუქციის განახლების უკანასკნელი თარიღი: დეკემბერი 2023

ამ პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ევროპის წამლის სააგენტოს ვებ-გვერდზე: http://www.ema.europa.eu. ვებ-გვერდზე ასევე მოცემულია იშვიათი დაავადებების და მათი მკურნალობის შესახებ სხვა საინფორმაციო ბმულები.

ქვემომდებარე ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის:

რეკომენდაციები უსაფრთხო მომზადებისთვის

აზაციტიდინი აკორდი ციტოტოქსიური სამედიცინო პროდუქტია და სხვა პოტენციურად ტოქსიკური ნივთიერებების მსგავსად, მასთან პოპყრობისასაც საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე. საჭიროა კიბოს საწინააღმდეგო პროდუქტების სწორი მოპყრობის პროცედურების და უტილიზაციის წესების დაცვა.

განზავებული აზაციტიდინის კანთან კონტაქტის შემთხვევაში, შესაბამისი მიდამო გულმოდგინედ უნდა ჩამოიბანოს საპნით და წყლით. ლორწოვან გარსებზე კონტაქტის შემთხვევაში, საჭიროა შესაბამისი მიდამოს დიდი რაოდენობით წყლით ჩამობანა.

შეუთავსებლობები

ეს სამედიცინო პროდუქტი არ უნდა შეერიოს სხვა სამედიცინო პროდუქტებს, გარდა ქვემოთ ჩამოთვლილისა (იხ. “განზავების პროცედურა”).

განზავების პროცედურა

აზაციტიდინი აკორდი უნდა განზავდეს საინექციო წყლის გამოყენებით. განზავებული პროდუქტის შენახვის ვადა შეიძლება გაიზარდოს მაცივარში შენახული საინექციო წყლის გამოყენებით(2-8°C). ქვემოთ მოცემულია განზავების და შენახვის დეტალები.

  • უნდა მომარაგდეს შემდეგი:

აზაციტიდინის ფლაკონი(ები); საინექციო წყლის ფლაკონი(ები); არასტერილური ქირურგიული ხელთათმანი; სპირტის ხელსახოცები; 5 მლ საინექციო შპრიცი(ები).

  • შპრიციდან ამოღებულ უნდა იქნეს სათანადო რაოდენობის საინექციო წყალი, რომელიც დაცლილია აიროვანი ბუშტუკებისგან.

ფლაკონის შემცველობა

საინექციო წყლის მოცულობა

საბოლოო კონცენტრაცია

100 მგ

4 მლ

25 მგ/მლ

150 მგ

6 მლ

25 მგ/მლ

  • შპრიცის ნემსი უნდა შევიდეს აზაციტიდინის ფლაკონის რეზინოვან თავში და შეყვანილ იქნეს საინექციო წყალი ფლაკონში.
  • შპრიცის და ნემსის გამოღების შემდეგ, ფლაკონი კარგად უნდა შეინჯღრეს ერთგვაროვანი გაუმჭვირვალე ხსნარის მიღებამდე. განზავების შემდეგ, ხსნარის თითოეული მლ შეიცავს 25 მგ აზაციტიდინს (100 მგ/4 მლ ან 150 მგ/6 მლ). აღნიშნული განზავებული პროდუქტი ჰომოგენური, მღვრიე ხსნარია, რომელიც თავისუფალია აგლომერატებისგან. პროდუქტი უნდა გადაიგდოს თუ შეიცავს დიდი ზომის ნაწილაკებს ან აგლომერატებს. არ უნდა მოხდეს ხსნარის გაფილტვრა განზავების შემდეგ, რადგან აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს აქტიური ნივთიერების შემცირება. გათვალისწინებულ უნდა იყოს, რომ ზოგიერთ საინექციო თუ საინფუზიო სისტემებში, მილებში და ადაპტერებში მოთავსებულია ფილტრები; ამრიგად, აღნიშნული ტიპის სისტემები არ უნდა იქნეს გამოყენებული განზავებული პრეპარატის შესაყვანად.
  • რეზინის საცობი უნდა გაიწმინდოს და ფლაკონში მოთავსდეს ახალი შპრიცის ნემსი. შემდეგ ფლაკონი უნდა მოთავსდეს თავუკუღმა, იმგვარად, რომ შპრიცის ნემსი მოექცეს სითხის ქვემოთ. შემდეგ, დგუშის გამოწევით, ამოღებულ უნდა იქნეს საჭირო რაოდენობის პროდუქტი, იმგვარად, რომ არ შეყვეს აირის ბუშტუკები. შემდეგ, შპრიცი გამოღებულ უნდა იქნეს ფლაკონიდან.
  • შემდეგ, შპრიცს უნდა დაუმაგრდეს ახალი, კანქვეშა გამოყენების ნემსი (სასურველია 25 კალიბრის). ნემსი არ უნდა გაშიშვლდეს გამოყენებამდე, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადგილობრივი რეაქციები ინექციის ადგიალს.
  • როდესაც საჭიროა 1-ზე მეტი ფლაკონის გამოყენება, ზემოხსენებული ნაბიჯები უნდა განმეორდეს. როდესაც ერთი დოზის მისაღებად საჭიროა ერთზე მეტი ფლაკონი, დოზა უნდა გაიყოს თანაბრად, მაგ. 150 მგ = 6 მლ, 2 შპრიცი 3 მლით თითოეულ შპრიცში. ფლაკონში და შპრიცში ნარჩენი პრეპარატის გამო, შეიძლება ვერ მოხერხდეს ხსნარის სრულად გადასვლა ფლაკონიდან.
  • დოზირებული შპრიცის შიგთავსი ხელახლა უნდა აირიოს შენჯღრევით, უშუალოდ გამოყენებამდე. ინექციისას ხსნარის ტემპერატურა უნდა იყოს დაახ. 20-25°C. ხელახლა არევისთვის შპრიცი უნდა ტრიალებდეს ხელისგულებს შორის, მღვრიე ხსნარის მიღებამდე. ხსნარი უნდა გადაიგდოს თუ შეიცავს დიდი ზომის ნაწილაკებს ან აგლომერატებს.

განზავებული პროდუქტის შენახვა

დაუყოვნებლივ გამოყენების დროს

აზაციტიდინი აკორდი შეიძლება განზავებულ იქნეს უშუალოდ გამოყენებამდე და პრეპარატის შეყვანა უნდა მოხდეს მომზადებიდან არაუმეტეს 60 წუთის განმავლობაში. თუ გასულია >60 წთ, განზავებული ხსნარი უნდა გადაიგდოს და მომზადდეს ახალი ხსნარი.

მოგვიანებით გამოყენების შემთხევაში

აზაციტიდინი აკორდის საინექციო წყალში განზავების შემთხვევაში, რომელიც არ ინახებოდა მაცივარში, ხსნარი უნდა მოთავსდეს მაცივარში (2-8°C) ტემპერატურაზე, მისი მოზადებისთანავე და დარჩეს მაცივარში არაუმეტეს 8 საათისა. თუ გასულია >8 სთ, განზავებული ხსნარი უნდა გადაიგდოს და მომზადდეს ახალი ხსნარი.

აზაციტიდინი აკორდის საინექციო წყალში განზავების შემთხვევაში, რომელიც ინახებოდა მაცივარში, ხსნარი უნდა მოთავსდეს მაცივარში (2-8°C) ტემპერატურაზე, მისი მოზადებისთანავე და დარჩეს მაცივარში არაუმეტეს 22 საათისა. თუ გასულია >22 სთ, განზავებული ხსნარი უნდა გადაიგდოს და მომზადდეს ახალი ხსნარი.

შეყვანამდე, ხსნარი უნდა გაჩერდეს ოთახის ტემეპერატურაზე, არაუმეტეს 30 წუთით, რათა მიიღოს ოთახის ტემპერატურა (20-25°C). თუ გასულია >30 წთ, განზავებული ხსნარი უნდა გადაიგდოს და მომზადდეს ახალი ხსნარი.

ინდივიდუალური დოზის გამოანგარიშება

საერთო დოზა შესაძლებელია გამოანგარიშდეს სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით შემდეგნაირად:

საერთო დოზა (მგ) = დოზა (მგ/მ2) X სმი (მ2)

შემდეგი ცხრილი მოცემულია მხოლოდ მაგალითისთვის, სმი-ის საშუალო მნიშვნელობა 1.8 მ2-ის მიხედვით

დოზა მგ/მ2

(% რეკომენდებული საწყისი დოზიდან)

საერთო დოზა სმი-ის მიხედვით 1.8 მ2

ფლაკონების საჭირო რაოდენობა

განზავებული ხსნარის საერთო მოცულობა

100 მგ ვიალ

150 მგ ვიალ

75 მგ/მ2 (100 %)

135 მგ

2 ფლაკონი

1 ფლაკონი

  • 4 მლ
  • 5 მგ/მ2 (50 %)
  • 5 მგ

1 ფლაკონი

1 ფლაკონი

  • 7 მლL

25 მგ/მ2 (33 %)

45 მგ

1 ფლაკონი

1 ფლაკონი

  • 8 მლ

შეყვანის მეთოდი

განზავების შემდეგ ხსნარი არ უნდა გაიფილტროს.

განზავებული აზაციტიდინი აკორდი შეყვანილ უნდა იქნეს კანქვეშა ინექციის სახით (4590oკუთხით), 25 კალიბრიანი ნემსის გამოყენებით, მკლავის ზედა ნაწილში, ბარძაწის ან მუცლის არეში.

> 4მლ დოზა შეიძლება შეყვანილ იქნეს 2 დაყოფილი დოზის სახით.

საჭიროა საინექციო ადგილის მონაცვლეობა. ახალი საინექციო ადგილი დაშორებული უნდა იყოს წინასგან სულ მცირე 2.5 სმ-ით და არასოდეს უნდა იყოს მტკივნეული, დაზიანებული, შეწითლებული, სისხლნაჟღენთი ან გამაგრებული.

გადაგდება

ნებისმიერი გამოუყენებელი სამედიცინო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა გადაგდებულ უნდა იყოს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა