ადიბუქსინი
Adibuxin
ადიბუქსინი შეიცავს იბუპროფენს. ის განეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების ჯგუფს. რომლებსაც გააჩნიათ ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი ეფექტი. ადიბუქსინი გამოიყენება ცხელების ხანმოკლე მკურნალობისთვის, ვაქცინაციის შემდეგ ცხელების ჩათვლით. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- იბუპროფენი (ibuprofen)
- ფორმა და შეფუთვა
- 100მგ/5მლ 120მლ სიროფი, სუსპენზია მარწყვის არომატით მუქი ფერის მინის ბოთლი №1 შპრიც-დოზატორთან ერთად
- მწარმოებელი
- Adipharm EAD, ბულგარეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, პროპიონის მჟავას წარმოებულები
- ATC კოდი
- M01AE01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042103
- რეგისტრირებულია
- 26 სექტემბერი 2024, მოქმედებს 26 სექტემბერი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Adipharm EAD (ბულგარეთი)
- განმცხადებელი
- შპს „იმპექსფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ადიბუქსინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ადიბუქსინი შეიცავს იბუპროფენს. ის განეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების ჯგუფს. რომლებსაც გააჩნიათ ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი ეფექტი.
ადიბუქსინი გამოიყენება ცხელების ხანმოკლე მკურნალობისთვის, ვაქცინაციის შემდეგ ცხელების ჩათვლით. გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებლი, რომელიც დაკავშირებულია კბილების ამოსვლათან, კბილის ტკივილთან, ყელის და ყურის ანთებასთან, თავის ტკივილთან, მყესების დაჭიმვით და დაზიანებებით გამოწვეულ ზომიერ ტკივილთან.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის გამოიყენეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ისე, როგორც მითითებულია გამოყენების ინსტრუქციაში ან ექიმის/ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შეფუთვა შეიცავს 5 მლ-იან შპრიცს დოზირების გამარტივებისთვის, რომელიც უნდა იქნას გამოყენებული სამკურნალო პროდუქტის მისაღებად.
5 მლ შპრიცის გამოყენების ინსტრუქცია.
მოათავსეთ დოზირების შპრიცი ბოთლის ყელში.
შპრიცის შესავსებად, ნაზად ამოწიეთ დგუში შპრიცზე მონიშნული საჭირო რაოდენობის სუსპენზიის ამოსაღებად.
მოათავსეთ შპრიცის ბოლო ბავშვის პირში. დააწექით დგუშს ქვევით, იმისათვის რომ სუსპენზია ნელა და ფრთხილად გამოვიდეს შპრიციდან.
გამოყენების შემდეგ დააბრუნეთ დავსახური ბოთლზე, გარეცხეთ შპრიცი თბილი წყლით და გააშრეთ.
დოზირება
გაითვალისწინეთ, რომ ეს მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ ხანმოკლე გამოყენებისთვის. ეფექტის მისაღწევად ადიბუქსინი უნდა იქნას გამოყენებული რაც შეიძლება დაბალი დოზით. დოზირების გამარტივებისთვის, რეკომენდებული დღიური დოზები წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში:
ასაკობრივი ჯგუფი
სხეულის მასა (კგ)
რეკომენდებული დღიური დოზა
ჩვილები 3-6 თვემდე და 5 კ-ზე მეტი წონით
5-7,6
2,5 მლ (50 მგ) 3-ჯერ დღეში
ჩვილები 6-12 თვემდე ასაკის
7,7-9
2,5 მლ (50 მგ) 3-4-ჯერ დღეში
ბავშვები 1-3 წლის
10-16
5 მლ (100 მგ) 3-ჯერ დღეში
ბავშვები 4-6 წლის ]
17-20
7,5 მლ (150 მგ) 3-ჯერ დღეში
ბავშვები 7-9 წლის
21-30
10 მლ (200 მგ) 3-ჯერ დღეში
ბავშვები 10-12 წლის
31-40
15 მლ (300 მგ) 3-ჯერ დღეში
ინდივიდუალური დოზები მიიღება ყოველ 6-8 საათში. დოზებს შორის დაიცავით მინიმუმ 4 საათიანი ინტერვალი.
განკუთვნილია მხოლოდ ხანმოკლე გამოყენებისთვის.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
ვაქცინაციის შემდეგ ცხელების სამკურნალოდ (2-6 თვის ასაკის ბავშვები) რეკომენდებული დოზაა 2,5 მლ (50 მგ), საჭიროების შემთხვევაში მისი განმეორება შესაძლებელია 6 საათიანი ინტერვალის შემდეგ. 24 საათის განმავლობაში არ უნდა იქნას გამოყენებული ორზე მეტი ერთჯერადი 2,5 მლ (50 მგ) დოზა. თუ მედიკამენტმა არ იმოქმედა ცხელებაზე, უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის.
ადიბუქსინის გამოყენება 3 თვემდე ასაკის ახალშობილებში შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება 5 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებში.
მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა ექიმის რეკომენდაციის გარეშე ახალშობილებსა და 6 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და 12-18 წლის მოზარდებისთვის არ უნდა იყოს 3 დღეზე მეტი. თუ სიმპტომები გაუარესდა ან გაგრძელდება 3 დღეზე მეტ ხანს, უნდა მიმართოთ ექიმს.
≥ 3 თვიდან ≤ 5 თვემდე ასაკის ჩვილებში გამოყენებისას, რომელთა წონა 5 კგ-ზე მეტია, საჭიროა ექიმის კონსულტაცია თუ სიმპტომები გაუარესდა ან გაგრძელდა 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში.
კუჭის მგრძნობელობით პაციენტებში პროდუქტის მიღება შესაძლებელია ჭამის დროს.
მიმართეთ ექიმს!
თუ არ ხართ დარწმუნებული თქვენი ბავშვის დაავადებაში ან ავადმყოფობას თან ახლავს გამონაყარი, სუნთქვის გაძნელება, დიარეა ან ზედმეტი დაღლილობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ადიბუქსინი
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ადიბუქსინი ან თუ პრეპარატი შემთხვევით მიიღეს ბავშვებმა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, იმისათვის რომ მიიღოთ ინფორმაცია რისკის შესახებ და რჩევა, თუ რა ქმედებები უნდა განახორციელოთ.
სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს გულისრევის, კუჭის ტკივილის, ღებინების (სისხლთან შერეული), თავის ტკივილის, ყურებში შუილის, დაბნეულობის და თვალის სწრაფი და უნებლიე მოძრაობების ფორმით. მაღალი დოზებით გამოყენებისას აღინიშნა ძილიანობა, ტკივილი გულმკერდის არეში, გახშირებული გულისცემა, გონების დაკარგვა, კრუნჩხვები (ძირითადად ბავშვებში), სისუსტე და თავბრუსხვევა, სისხლი შარდში, სიცივის შეგრძნება და სუნთქვის გაძნელება.
თუ დაგავიწყდათ ადიბუქსინის მიღება
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, მიეცით ბავშვს შემდეგი დოზა როგორც კი გაგახსენდებათ.
თუ შემდეგი რეგულარული დოზის მიღების დრო მოახლოვებულია, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს. არ მისცეთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვებისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
- რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
შეწყვიტეთ ამ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს, თუ გამოვლინდება რომელიმე შემდეგი რეაქცია ან სიმპტომი:
ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი კანზე, ქავილი, ურტიკარია (ჭინჭრის ციება), ასთმის გართულება, სუნთქვის გაძნელება და აუხსნელი ხიხინი, სახის, ტუჩების ან ყელის შეშუპება, დაბალი არტერიული წნევა;
კუჭ-ნაწლავის მხრივი გართულებები მათ შორის, პერფორაცია ან სისხლდენა ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა მუცლის ტკივილი და დისკომფორტი, სისხლის და ან ყავის ნალექის მსგავსი მუქი ნაწილაკების ღებინება, განავლის ფერის შეცვლა (კაშკაშა წითელი ან კუპრისებრი შავი);
კანის გაწითლება, ბუშტუკები ან კანის ან ლორწოვანი გარსის მთლიანობის დარღვევა, რაც შეიძლება იყოს კანის მძიმე დაზიანების სიმპტომები;
კისრის რიგიდობა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ცხელება და დაბნეულობა.
შეწყვიტეთ ამ პრეპარატის მიღება და აცნობეთ ექიმს შემდეგი გვერდითი მოვლენების შემთხვევაში:
კუჭის აუხსნელი ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა, გულძმარვა, გულისრევა ან ღებინება;
თვალების სიყვითლე, გაუფერულებული განავალი, მუქი შარდი;
ყელის ძლიერი ტკივილი მაღალი სიცხით;
აუხსნელი ჩალურჯებები, დაღლილობა ან ისეთი ინფექციების განვითარება, როგორიცაა გაციება ჩვეულებრივზე ხშირად.
სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს, არის შემდეგი:
არახშირი: თავის ტკივილი
იშვიათი: დიარეა, ყაბზობა;
ძალიან იშვიათი: თირკმელების პრობლემები, გულის შეტევის ან ინსულტის უმნიშვნელოდ მომატებული რისკი; ბავშვებში რეკომენდებული დოზებით მკურნალობისას ნაკლებად სავარაუდოა, რომ განვითარდეს კოლიტის და კრონის დაავადების გამწვავება, წნევის მომატება.
უცნობი - შეიძლება განვითარდეს კანის მძიმე რეაქცია, რომელიც ცნობილია როგორც DRESS სინდრომი. DRESS-ის სიმპტომებია: კანზე გამონაყარი, ცხელება, ლიმფური კვანძების შეშუპება და ეოზინოფილების (სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი) მატება.
საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ აღგენიშნათ რაიმე სახის გვერდითი მოვლენა, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება პირდაპირ ანგარიშგების ნაციონალური სისტემის მეშვეობით.
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ ხელს უწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
უკუჩვენებები
- არის ალერგიული იბუპროფენის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (მითითებული მე-6 პარაგრაფში).
- ოდესმე ჰქონია ალერგიული რეაქცია, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება და ხიხინი (ასთმა), სურდო, გამონაყარი, სახის, ენის, ტუჩების და ყელის შეშუპება იბუპროფენის, აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ;
- არის 3 თვემდე ასაკის;
- იწონის 5 კგ-ზე ნაკლებს;
- იღებს სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, ანალგეტიკებს, სიცხის დამწევ საშუალებებს, აცეტილსალიცილის მჟავას 75 მგ-ზე მეტი დღიური დოზით;
- აქვს (ან ჰქონდა ორი ან მეტი ეპიზოდი) კუჭის წყლული, პერფორაცია ან სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან;
- აქვს გულის, ღვიძლის ან თირკმელების მძიმე დაავადება;
- აქვს ფრუქტოზას მემკვიდრეობითი აუტანლობა (ხილის შაქრის).
ეს პრეპარატი არ უნდა მიეცეს 3 თვემდე ასაკის ბავშვებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცალსახად არის დანიშნული ექიმის მიერ.
ეს პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში.
სიფრთხილის ზომები
აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, თუ თქვენს შვილს:
- აქვს მაღალი წნევა, გულის დაავადება ან სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები, რადგან იბუპროფენით მკურნალობის დროს არსებობს გულის პრობლემების განვითარების გარკვეული რისკი;
- აქვს დიაბეტი ან ქოლესტერინის მომატებული დონე, რამაც შეიძლება გაზარდოს გულის პრობლემების განვითარების რისკი;
- აწუხებს ასთმა ან ფილტვებთან დაკავშირებული ნებისმიერი ალერგიული დაავადება;
- აქვს ან ჰქონდა თირკმელების, ღვიძლის, გულის ან კუჭ-ნაწლავის პრობლემები, რადგან დეჰიდრატაციის შემთხვევაში არსებობს თირკმელების დისფუნქციის რისკი;
- აქვს იმუნური სისტემის დარღვევები, სისტემური წითელი მგლურა ან სხვა მსგავსი დაავადება;
- აწუხებს კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი ან ნაწლავის სხვა ანთებითი დაავადება;
თუ ხართ მოზრდილი და იღებთ ამ პრეპარატს, უნდა იცოდეთ, რომ გაფრთხილებებისა დას სიფრთხილის ზომების ინფორმაცია თქვენც გეხებათ, მაგრამ ამასთანავე უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:
თუ გაქვთ გულის პრობლემები, გადატანილი გაქვთ ინსულტი, გაქვთ მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მომატებული დონე ან ხართ მწეველი უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის ამ მედიკამენტით მკურნალობასთან დაკავშირებით.
იბუპროფენის გამოყენება, სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევის (ინფარქტი) ან ინსულტის ოდნავ გაზრდილ რისკთან. ეს რისკი უფრო მაღალია, თუ თქვენ იღებთ მაღალ დოზებს ან გადიხართ ხანგრძლივ მკურნალობას, ამიტომ არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზების და მკურნალობის ხანგრძლივობის გადაჭარბება.
თუ ხართ 65 წელზე მეტი ასაკის, უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის იმასთან დაკავშირებით, მიზანშეწონილია თუ არა თქვენთვის ამ პრეპარატის მიღება.
არსებობს მონაცემები, თუმცა შეზღუდული, რომ იბუპროფენი ძალიან მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამან საზიანო გავლენა მოახდინოს ჩვილზე.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, უახლოეს წარსულში მიღებული გაქვთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ეხება შემდეგ მედიკამენტებს:
იბუპროფენის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების შემცველი სხვა მედიკამენტები, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული, რადგან იზრდება კუჭ-ნაწლავის დისფუნქციის რისკი;
აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზები (75 მგ-ზე ნაკლები დღეში): ეფექტის შესაძლო ცვლილება;
შარდის წარმოქმნის გამაძლიერებელი მედიკამენტები (დიურეტიკები): თირკმელების ფუნქციის დარღვევის გაზრდილი რისკი;
სისხლის გამათხევადებელი მედიკამენტები (ანტიკოაგულანტები, როგორიცაა ვარფარინი და ანტითრომბოციტული პრეპარატები, მაგალითად დიპირიდამოლი და კლოპიდროგელი): სისხლდენის გაზრდილი რისკი;
მაღალი წნევის სამკურნალო მედიკამენტები (კაპტოპრილი, ატენოლოლი, ლოზარტანი): მათი ეფექტის პოტენციური შემცირება;
ლითიუმი (განწყობის დარღვევებისა და დეპრესიის სამკურნალოდ): მისი ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს;
მეტოტრექსატი (ფსორიაზის, ართრიტის ან კიბოს ზოგიერთი ტიპის სამკურნალოდ): მისი ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს;
ზიდოვუდინი (აივ ინფექციისთვის): სახსრებსა და კანზე სისხლჩაქცევების პოტენციური რისკი).
კორტიკოსტეროიდები (ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ართრიტის, ასთმის სამკურნალოდ და ა.შ.): გაზრდილი გასტროინტესტინური დისფუნქციის რისკი;
საგულე გლიკოზიდები (გულის დაავადებების სამკურნალოდ);
ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი (ორგანოს უარყოფის თავიდან ასაცილებლად ტრანსპლანტაციის შემდეგ): თირკმელების პოტენციური უკმარისობა;
მიფეპრისტონი (ორსულობის შეწყვეტისთვის);
ქინოლონური ანტიბიოტიკები (ანტიბიოტიკების ტიპი): კრუნჩხვების გაზრდილი რისკი;
ადიბუქსინი საკვებთან და სასმელთან ერთად
ამ მედიკამენტის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე. საკვები ამცირებს კუჭ-ნაწლავის პრობლემების განვითარების ალბათობას; თუმცა, ამან შეიძლება შეაფერხოს პრეპარატის ეფექტი.
მკურნალობის დროს ალკოჰოლის მოხმარება და თამბაქოს მოწევა არ არის რეკომენდებული.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა
ამ პრეპარატის გამოყენება ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
ეს სამკურნალო პროდუქტი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში.
ძუძუთი კვება
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიძლება გამოყენებულ იქნას ძუძუთი კვების დროს ხანმოკლე პერიოდით, რადგან იბუპროფენი გადადის დედის რძეში მცირე რაოდენობით. ხანგრძლივი დროით მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
ფერტილობა
არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა, მათ შორის იბუპროფენმა, შეიძლება გავლენა იქონიოს ნაყოფიერებაზე (ორსულობის უნარი) ქალებში. ეს გავლენა შექცევადია წამლის შეწყვეტისას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ადიბუქსინის არარეგულარულმა გამოყენებამ გავლენა იქონიოს დაორსულების შანსებზე.
მიუხედავად ამისა, თუ ცდილობთ დაორსულებას ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ არის მოსალოდნელი, რომ ადიბუქსინს ჰქონდეს გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე რეკომენდებული დოზებით და ხანგრძლივობით მკურნალობის შემთხვევაში.
ადიბუქსინი შეიცავს მალტიტოლს
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს მალტიტოლს (ალაოს სიროფი). თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ მასთან კონსულტაცია. ალაოს სიროფს შეიძლება ჰქონდეს მსუბუქი დამამშვიდებელი ეფექტი. მისი ენერგეტიკული ღირებულებაა 2,3 კკალ/გ.
გვერდითი მოვლენები
მედიკამენტის გვერდითი რეაქციების კლასიფიკაციისთვის გამოიყენება შემდეგი კონვენცია მათი სიხშირის მიხედვით:
ზოგადი: ≥ 1/100-დან <1/10-მდე;
არახშირი: ≥ l/1 000-დან <1/100-მდე;
იშვიათი: ≥ l/10 000-დან <1/1 000-მდე;
ძალიან იშვიათი: <1/10 000;
უცნობი (სიხშირის გამოთვლა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით).
შემდეგი გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა იბუპროფენის მაქსიმალური 1200 მგ დღიური დოზით მიღების შემდეგ, ხანმოკლე მკურნალობის დროს. სიხშირის თითოეულ ჯგუფში, გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია კლებადობით, სიმძიმის დონის მიხედვით.
MeDRA, SOC
გვერდითი რეაქციები
სიხშირე
დარღვევებიი სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ
ძალიან იშვიათი - სისხლის წარმოქმნის დარღვევები1
(ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი)
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
არახშირი - ურტიკარია და ქავილი2
ძალიან იშიათი - მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. სიმპტომებს წარმოადგენს სახის, ენისა და ხორხის შეშუპება, ქოშინი, ტაქიკარდია, ჰიპოტენზია (ანაფილაქსია, ანგიონევროზული შეშუპება, მძიმე ალერგიული შოკი)2
დარღვევები ნერვული
სისტემის მხრივ
არახშირი - თავის ტკივილი
ძალიან იშვიათი - ასეპტიკური მენინგიტი3
დარღვევები გულის მხრივ
უცნობი - გულის უკმარისობა და შეშუპება4
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ
უცნობი - არტერიული ჰიპერტენზია4
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულ-მკერდისა და შუასაყარის ორგანოების მხრივ
უცნობი - სასუნთქი გზების გაზრდილი რეაქტიულობა, რომელიც დაკავშირებულია ასთმასთან ან ქოშინთან2
კუჭ-ნაწლავის მხრივი დარღვევები
იშვიათი - მუცლის ტკივილი, გულისრევა და დისპეფსია5
იშვიათი - დიარეა, მეტეორიზმი, ყაბზობა და ღებინება
ძალიან იშვიათი - პეპტიური წყლული, პერფორაცია ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა, მელენა, ჰემატემეზისი6
წყლულოვანი სტომატიტი, გასტრიტი, კოლიტის გამწვავება, კრონის დაავადება7 (იხ. პარაგრაფი 4.4)
დარღვევები ღვიძლისა და ნაღველგამომყოფი გზების მხრივ
ძალიან იშვიათი - ღვიძლის დაავადება
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
არახშირი - გამონაყარი კანზე2
ძალიან იშვიათი - ბულოზური გამონაყარი, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი2
უცნობი - წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS სინდრომი)
დარღვევები თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ
ძალიან იშვიათი - თირკმლის მწვავე უკმარისობა
გამოკვლევები
- ძალიან იშვიათი - ჰემოგლობინის დონის შემცირება8
1 მაგალითად: ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი.
პირველი ნიშნებია ცხელება, ყელის ტკივილი, პირის ღრუს ზედაპირული წყლულები, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ძლიერი დაღლილობა, სისხლდენა ცხვირიდან და კანზე.
2 იბუპროფენის მკურნალობასთან დაკავშირებული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებს წარმოადგენს:
(ა) არასპეციფიკური ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსიის ერთეული შემთხვევა;
(ბ) სასუნთქი გზების გაზრდილი რეაქტიულობა, რომელიც დაკავშირებულია ასთმასთან და მის გამწვავებასთან, ბრონქოსპაზმთან ან ქოშინთან;
(გ) კანის სხვადასხვა გამოვლინებები, მათ შორის სხვადასხვა ტიპის გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, პურპურა, ანგიონევროზული შეშუპება და ძალიან იშვიათად ექსფოლიაციური და ბულოზური დერმატოზები (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის, სტივენს-ჯონსონის სინდრომის და მულტიფორმული ერითემას ჩათვლით).
3 წამლით გამოწვეული ასეპტიკური მენინგიტის პათოგენური მექანიზმი ბოლომდე არ არის გარკვეული. თუმცა, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან დაკავშრებული ასეპტიური მენინგიტის შესახებ არსებული მონაცემები მიუთითებს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციაზე (მედიკამენტის მოხმარების დროის გაანგარიშებისა და სიმპტომების გაქრობის გამო მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ). უნდა აღინიშნოს, რომ ასეპტიკური მენინგიტის ცალკეული სიმპტომები (როგორიცაა კისრის რიგიდობა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ცხელება ან დეზორიენტაცია) დაფიქსირდა იბუპროფენით მკურნალობის დროს აუტოიმუნური დარღვევების მქონე პაციენტებში (როგორიცაა სისტემური წითელი მგლურა, შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება).
4 კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ იბუპროფენის გამოყენება, განსაკუთრებით მაღალი დოზით (2400 მგ დღეში) და ხანგრძლივად, შეიძლება უკავშირდებოდეს არტერიული თრომბოზული მოვლენების ოდნავ გაზრდილ რისკს (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი). ხელმისაწვდომი ეპიდემიოლოგიური კვლევები არ აჩვენებს, რომ იბუპროფენის დაბალი დოზები (მაგ. <- 1200 მგ დღეში) დაკავშირებულია მიოკარდიუმის ინფარქტის გაზრდილ რისკთან.
5 ყველაზე გავრცელებული გამოვლენილი გვერდითი რეაქციები არის კუჭ-ნაწლავის მხრივი გვერდითი მოვლენები.
6 ზოგჯერ ფატალური, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში.
7 იხილეთ პარაგრაფი 4.4.
8 განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას, რომელიც დაკავშირებულია შრატში შარდოვანას კონცენტრაციასთან და შეშუპებასთან. ასევე მოიცავს პაპილარულ ნეკროზს.
შეტყობინება საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება ასრულებს მნიშვნელოვან როლს. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, გავაგრძელოთ დაკვირვება სარგებელი/რისკის თანაფარდობაზე ამ სამკურნალო საშუალებასთან დაკავშირებით. ჯანდაცვის მუშაკებს მოეთხოვებათ შეტყობინების გაგზავნა ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქციის შესახებ შეტყობინებათა ნაციონალური სისტემის საშუალებით.
ჭარბი დოზა
ბავშვებში დოზის გადაჭარბების სიმპტომების გამოვლენა ჩვეულებრივ შეინიშნება იბუპროფენის 400 მგ/კგ-ზე მაღალი დოზით მიღების შემდეგ. მოზრდილებში დოზა-რეაქციის ეფექტი ნაკლებად არის გამოხატული. პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1,5-3 საათს.
სიმპტომები
ყველაზე გავრცელებული გამოვლინებებია გულისრევა, ღებინება, ეპიგასტრიული ტკივილი ან, ნაკლებად ხშირად, დიარეა. შეიძლება მოხდეს ტინიტუსი, თავის ტკივილი და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა.
ძალიან მაღალი დოზების მიღების შემდეგ აღინიშნება ცნს-ის დარღვევები, როგორიცაა თავბრუსხვევა, ზოგიერთ შემთხვევაში აგზნება და დეზორიენტაცია, კრუნჩხვები, კომა.
მძიმე მოწამვლისას შეიძლება მოხდეს მეტაბოლური აციდოზი და პროთრომბინის დროის/INR გახანგრძლივება, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს სისხლის მიმოქცევის კოაგულაციის ფაქტორების ცვლილებასთან.
შესაძლებელია თირკმელების უკმარისობის და ღვიძლის უკმარისობის განვითარება, აგრეთვე ბრონქული ასთმის გამწვავება.
თერაპიული ღონისძიებები
კუჭის ამორეცხვა და აქტივირებული ნახშირის მიღება ორგანიზმიდან წამლის გამოდევნისა და კუჭ-ნაწლავის რეზორბციის ხარისხის შემცირების მიზნით პრეპარატის მიღებიდან ერთ საათში.
სიმპტომური აგენტების დანიშვნა და სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგი. კრუნჩხვების განვითარებისას, გამოიყენება დიაზეპამისა და ლორაზეპამის შესაბამისი საშუალებები, ბრონქოსპაზმის და ქოშინის შემთხვევაში - ბრონქოდილატატორები.
სპეციფიური ანტიდოტი ცნობილი არ არის.
შემადგენლობა
- აქტიური ნივთიერებაა იბუპროფენი. სუსპენზიის ყოველი 5 მლ შეიცავს 100 მგ იბუპროფენს; 1 მლ სუსპენზია შეიცავს 20 მგ იბუპროფენს;
- სხვა ინგრედიენტებია: თხევადი მალტიტოლი, გლიცეროლი, ლიმონმჟავა, უწყლო, ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის ბენზოატი, პოლისორბატი 80, ქსანტან გუმი, მარწყვის არომატიზატორი (არომატული ნივთიერებების და გლუკოზის ნაზავი).
ადიბუქსინის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
ადიბუქსინის პერორალური სუსპენზია არის თითქმის თეთრი ფერის ბლანტი სიროფის სუსპენზია მარწყვის არომატით და ტკბილი გემოთი.
120 მლ პერორალური სუსპენზია მუქი ფერის შუშის ბოთლებში. თითოეული ბოთლი, გამოყენების ინსტრუქციასთან და 5 მლ დოზირებულ შპრიცთან ერთად, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
დოზირების მოწყობილობა: 5 მლ დოზირებული შპრიცი პერორალური გამოყენებისთვის გრადუირებული ნახევარი მილილიტრიდან 5 მლ-მდე.
მარკეტინგის ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
Adipharm EAD
სიმეონოვსკო შოსეს ბულვარი 130
1700 სოფია
ბულგარეთი
ამ სამკურნალო პროდუქტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ მარკეტინგის ნებართვის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს:
Adipharm EAD
სიმეონოვსკო შოსეს ბულვარი 130
1700 სოფია
ბულგარეთი
გამოყენების ინსტრუქცია ბოლოს შესწორდა 2024 წლის თებერვალში,
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და დაცულ ადგილას.
არ გამოიყენოთ მედიკამენტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე EXP-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
შენახვის ვადა შეფუთვის თავდაპირველი გახსნიდან: 6 თვე.
არ გადააგდოთ პრეპარატი საკანალიზაციო მილში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული აგენტები, პროპიონის მჟავას წარმოებულები.
ათქ კოდი: M01AE01
იბუპროფენი არის პროპიონის მჟავას წარმოებული, რომელიც ავლენს ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ და ანთების საწინააღმდეგო ეფექტებს.
მოქმედების მექანიზმი
იბუპროფენი თრგუნავს პროსტაგლანდინების სინთეზს ციკლოოქსიგენაზას ფერმენტის აქტივობის ინჰიბირებით. იბუპროფენს ასევე აქვს ინჰიბიტორული მოქმედება ADP-ს (ადენოზინ დიფოსფატი) ან კოლაგენით გამოწვეული თრომბოციტების აგრეგაციაზე.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
იბუპროფენს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი ეფექტი.
ის ხსნის ანთებითი წარმოშობის ტკივილს და დადებითად მოქმედებს ანთების სხვა ნიშნებზე - შეშუპებასა და ცხელებაზე.
ექსპერიმენტული მონაცემები აჩვენებს, რომ იბუპროფენს შეუძლია დათრგუნოს დაბალი დოზებით აცეტილსალიცილის მჟავას მოქმედება თრომბოციტების აგრეგაციაზე ერთდროულად გამოიყენებისას.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
იბუპროფენი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა პერორალური მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ.
განაწილება
იბუპროფენი სწრაფად და ინტენსიურად ნაწილდება მთელ სხეულში. ის 99%-ით უერთდება პლაზმის ცილებს.
ბიოტრანსფორმაცია
მეტაბოლიზმი ღვიძლში ხდება ჰიდროქსილირებისა და კარბოქსილირების პროცესებით. იქმნება ორი არააქტიური მეტაბოლიტი.
ელიმინაცია
პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2,5 საათს. ფარმაკოლოგიურად არააქტიური მეტაბოლიტები გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით (90%), აგრეთვე ნაღვლის საშუალებით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ადიბუქსინი
100 მგ/5 მლ პერორალური სუსპენზია
(იბუპროფენი)
მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც მითითებულია წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში ან მკურნალი ექიმის თუ ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად.
შეინახეთ ინსტრუქცია, შესაძლებელია კვლავ წარმოიშვას მისი გაცნობის საჭიროება.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენი შვილი არ გრძნობს თავს უკეთესად ან თავს გრძნობს უარესად მკურნალობიდან 3 დღის შემდეგ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
თუ ეს პრეპარატი გამოიყენება 3-დან 5 თვემდე ასაკის ჩვილებში და მათი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან გაუარესდა მიღებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ აღგენიშნათ გვერდითი მოვლენები მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება იმ შესაძლო გვერდით მოვლენებს რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციაში. იხილეთ პარაგრაფი 4.
რას შეიცავს წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია: 1. რა არის ადიბუქსინი და რისთვის გამოიყენება ის. 2. რა უნდა იცოდეთ ადიბუქსინის მიღებამდე. 3. როგორ გამოიყენება ადიბუქსინი. 4. რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი. 5. როგორ შევინახოთ ადიბუქსინი.
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
- რა არის ადიბუქსინი და რისთვის გამოიყენება ის.
ადიბუქსინი შეიცავს იბუპროფენს. ის განეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების ჯგუფს. რომლებსაც გააჩნიათ ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი ეფექტი.
ადიბუქსინი გამოიყენება ცხელების ხანმოკლე მკურნალობისთვის, ვაქცინაციის შემდეგ ცხელების ჩათვლით. გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებლი, რომელიც დაკავშირებულია კბილების ამოსვლათან, კბილის ტკივილთან, ყელის და ყურის ანთებასთან, თავის ტკივილთან, მყესების დაჭიმვით და დაზიანებებით გამოწვეულ ზომიერ ტკივილთან.
- რა უნდა იცოდეთ ადიბუქსინის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ადიბუქსინი, თუ თქვენი ბავშვი:
- არის ალერგიული იბუპროფენის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (მითითებული მე-6 პარაგრაფში).
- ოდესმე ჰქონია ალერგიული რეაქცია, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება და ხიხინი (ასთმა), სურდო, გამონაყარი, სახის, ენის, ტუჩების და ყელის შეშუპება იბუპროფენის, აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ;
- არის 3 თვემდე ასაკის;
- იწონის 5 კგ-ზე ნაკლებს;
- იღებს სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, ანალგეტიკებს, სიცხის დამწევ საშუალებებს, აცეტილსალიცილის მჟავას 75 მგ-ზე მეტი დღიური დოზით;
- აქვს (ან ჰქონდა ორი ან მეტი ეპიზოდი) კუჭის წყლული, პერფორაცია ან სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან;
- აქვს გულის, ღვიძლის ან თირკმელების მძიმე დაავადება;
- აქვს ფრუქტოზას მემკვიდრეობითი აუტანლობა (ხილის შაქრის).
ეს პრეპარატი არ უნდა მიეცეს 3 თვემდე ასაკის ბავშვებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცალსახად არის დანიშნული ექიმის მიერ.
ეს პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, თუ თქვენს შვილს:
- აქვს მაღალი წნევა, გულის დაავადება ან სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები, რადგან იბუპროფენით მკურნალობის დროს არსებობს გულის პრობლემების განვითარების გარკვეული რისკი;
- აქვს დიაბეტი ან ქოლესტერინის მომატებული დონე, რამაც შეიძლება გაზარდოს გულის პრობლემების განვითარების რისკი;
- აწუხებს ასთმა ან ფილტვებთან დაკავშირებული ნებისმიერი ალერგიული დაავადება;
- აქვს ან ჰქონდა თირკმელების, ღვიძლის, გულის ან კუჭ-ნაწლავის პრობლემები, რადგან დეჰიდრატაციის შემთხვევაში არსებობს თირკმელების დისფუნქციის რისკი;
- აქვს იმუნური სისტემის დარღვევები, სისტემური წითელი მგლურა ან სხვა მსგავსი დაავადება;
- აწუხებს კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი ან ნაწლავის სხვა ანთებითი დაავადება;
თუ ხართ მოზრდილი და იღებთ ამ პრეპარატს, უნდა იცოდეთ, რომ გაფრთხილებებისა დას სიფრთხილის ზომების ინფორმაცია თქვენც გეხებათ, მაგრამ ამასთანავე უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:
თუ გაქვთ გულის პრობლემები, გადატანილი გაქვთ ინსულტი, გაქვთ მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მომატებული დონე ან ხართ მწეველი უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის ამ მედიკამენტით მკურნალობასთან დაკავშირებით.
იბუპროფენის გამოყენება, სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევის (ინფარქტი) ან ინსულტის ოდნავ გაზრდილ რისკთან. ეს რისკი უფრო მაღალია, თუ თქვენ იღებთ მაღალ დოზებს ან გადიხართ ხანგრძლივ მკურნალობას, ამიტომ არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზების და მკურნალობის ხანგრძლივობის გადაჭარბება.
თუ ხართ 65 წელზე მეტი ასაკის, უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის იმასთან დაკავშირებით, მიზანშეწონილია თუ არა თქვენთვის ამ პრეპარატის მიღება.
არსებობს მონაცემები, თუმცა შეზღუდული, რომ იბუპროფენი ძალიან მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამან საზიანო გავლენა მოახდინოს ჩვილზე.
სხვა პრეპარატები და ადიბუქსინი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, უახლოეს წარსულში მიღებული გაქვთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ეხება შემდეგ მედიკამენტებს:
იბუპროფენის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების შემცველი სხვა მედიკამენტები, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული, რადგან იზრდება კუჭ-ნაწლავის დისფუნქციის რისკი;
აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზები (75 მგ-ზე ნაკლები დღეში): ეფექტის შესაძლო ცვლილება;
შარდის წარმოქმნის გამაძლიერებელი მედიკამენტები (დიურეტიკები): თირკმელების ფუნქციის დარღვევის გაზრდილი რისკი;
სისხლის გამათხევადებელი მედიკამენტები (ანტიკოაგულანტები, როგორიცაა ვარფარინი და ანტითრომბოციტული პრეპარატები, მაგალითად დიპირიდამოლი და კლოპიდროგელი): სისხლდენის გაზრდილი რისკი;
მაღალი წნევის სამკურნალო მედიკამენტები (კაპტოპრილი, ატენოლოლი, ლოზარტანი): მათი ეფექტის პოტენციური შემცირება;
ლითიუმი (განწყობის დარღვევებისა და დეპრესიის სამკურნალოდ): მისი ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს;
მეტოტრექსატი (ფსორიაზის, ართრიტის ან კიბოს ზოგიერთი ტიპის სამკურნალოდ): მისი ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს;
ზიდოვუდინი (აივ ინფექციისთვის): სახსრებსა და კანზე სისხლჩაქცევების პოტენციური რისკი).
კორტიკოსტეროიდები (ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ართრიტის, ასთმის სამკურნალოდ და ა.შ.): გაზრდილი გასტროინტესტინური დისფუნქციის რისკი;
საგულე გლიკოზიდები (გულის დაავადებების სამკურნალოდ);
ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი (ორგანოს უარყოფის თავიდან ასაცილებლად ტრანსპლანტაციის შემდეგ): თირკმელების პოტენციური უკმარისობა;
მიფეპრისტონი (ორსულობის შეწყვეტისთვის);
ქინოლონური ანტიბიოტიკები (ანტიბიოტიკების ტიპი): კრუნჩხვების გაზრდილი რისკი;
ადიბუქსინი საკვებთან და სასმელთან ერთად
ამ მედიკამენტის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე. საკვები ამცირებს კუჭ-ნაწლავის პრობლემების განვითარების ალბათობას; თუმცა, ამან შეიძლება შეაფერხოს პრეპარატის ეფექტი.
მკურნალობის დროს ალკოჰოლის მოხმარება და თამბაქოს მოწევა არ არის რეკომენდებული.
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა
ამ პრეპარატის გამოყენება ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
ეს სამკურნალო პროდუქტი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში.
ძუძუთი კვება
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიძლება გამოყენებულ იქნას ძუძუთი კვების დროს ხანმოკლე პერიოდით, რადგან იბუპროფენი გადადის დედის რძეში მცირე რაოდენობით. ხანგრძლივი დროით მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
ფერტილობა
არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა, მათ შორის იბუპროფენმა, შეიძლება გავლენა იქონიოს ნაყოფიერებაზე (ორსულობის უნარი) ქალებში. ეს გავლენა შექცევადია წამლის შეწყვეტისას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ადიბუქსინის არარეგულარულმა გამოყენებამ გავლენა იქონიოს დაორსულების შანსებზე.
მიუხედავად ამისა, თუ ცდილობთ დაორსულებას ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
არ არის მოსალოდნელი, რომ ადიბუქსინს ჰქონდეს გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე რეკომენდებული დოზებით და ხანგრძლივობით მკურნალობის შემთხვევაში.
ადიბუქსინი შეიცავს მალტიტოლს
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს მალტიტოლს (ალაოს სიროფი). თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ მასთან კონსულტაცია. ალაოს სიროფს შეიძლება ჰქონდეს მსუბუქი დამამშვიდებელი ეფექტი. მისი ენერგეტიკული ღირებულებაა 2,3 კკალ/გ.
- ადიბუქსინის მიღების წესი
ყოველთვის გამოიყენეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ისე, როგორც მითითებულია გამოყენების ინსტრუქციაში ან ექიმის/ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შეფუთვა შეიცავს 5 მლ-იან შპრიცს დოზირების გამარტივებისთვის, რომელიც უნდა იქნას გამოყენებული სამკურნალო პროდუქტის მისაღებად.
5 მლ შპრიცის გამოყენების ინსტრუქცია.
მოათავსეთ დოზირების შპრიცი ბოთლის ყელში.
შპრიცის შესავსებად, ნაზად ამოწიეთ დგუში შპრიცზე მონიშნული საჭირო რაოდენობის სუსპენზიის ამოსაღებად.
მოათავსეთ შპრიცის ბოლო ბავშვის პირში. დააწექით დგუშს ქვევით, იმისათვის რომ სუსპენზია ნელა და ფრთხილად გამოვიდეს შპრიციდან.
გამოყენების შემდეგ დააბრუნეთ დავსახური ბოთლზე, გარეცხეთ შპრიცი თბილი წყლით და გააშრეთ.
დოზირება
გაითვალისწინეთ, რომ ეს მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ ხანმოკლე გამოყენებისთვის. ეფექტის მისაღწევად ადიბუქსინი უნდა იქნას გამოყენებული რაც შეიძლება დაბალი დოზით. დოზირების გამარტივებისთვის, რეკომენდებული დღიური დოზები წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში:
ასაკობრივი ჯგუფი
სხეულის მასა (კგ)
რეკომენდებული დღიური დოზა
ჩვილები 3-6 თვემდე და 5 კ-ზე მეტი წონით
5-7,6
2,5 მლ (50 მგ) 3-ჯერ დღეში
ჩვილები 6-12 თვემდე ასაკის
7,7-9
2,5 მლ (50 მგ) 3-4-ჯერ დღეში
ბავშვები 1-3 წლის
10-16
5 მლ (100 მგ) 3-ჯერ დღეში
ბავშვები 4-6 წლის ]
17-20
7,5 მლ (150 მგ) 3-ჯერ დღეში
ბავშვები 7-9 წლის
21-30
10 მლ (200 მგ) 3-ჯერ დღეში
ბავშვები 10-12 წლის
31-40
15 მლ (300 მგ) 3-ჯერ დღეში
ინდივიდუალური დოზები მიიღება ყოველ 6-8 საათში. დოზებს შორის დაიცავით მინიმუმ 4 საათიანი ინტერვალი.
განკუთვნილია მხოლოდ ხანმოკლე გამოყენებისთვის.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
ვაქცინაციის შემდეგ ცხელების სამკურნალოდ (2-6 თვის ასაკის ბავშვები) რეკომენდებული დოზაა 2,5 მლ (50 მგ), საჭიროების შემთხვევაში მისი განმეორება შესაძლებელია 6 საათიანი ინტერვალის შემდეგ. 24 საათის განმავლობაში არ უნდა იქნას გამოყენებული ორზე მეტი ერთჯერადი 2,5 მლ (50 მგ) დოზა. თუ მედიკამენტმა არ იმოქმედა ცხელებაზე, უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის.
ადიბუქსინის გამოყენება 3 თვემდე ასაკის ახალშობილებში შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება 5 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებში.
მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა ექიმის რეკომენდაციის გარეშე ახალშობილებსა და 6 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და 12-18 წლის მოზარდებისთვის არ უნდა იყოს 3 დღეზე მეტი. თუ სიმპტომები გაუარესდა ან გაგრძელდება 3 დღეზე მეტ ხანს, უნდა მიმართოთ ექიმს.
≥ 3 თვიდან ≤ 5 თვემდე ასაკის ჩვილებში გამოყენებისას, რომელთა წონა 5 კგ-ზე მეტია, საჭიროა ექიმის კონსულტაცია თუ სიმპტომები გაუარესდა ან გაგრძელდა 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში.
კუჭის მგრძნობელობით პაციენტებში პროდუქტის მიღება შესაძლებელია ჭამის დროს.
მიმართეთ ექიმს!
თუ არ ხართ დარწმუნებული თქვენი ბავშვის დაავადებაში ან ავადმყოფობას თან ახლავს გამონაყარი, სუნთქვის გაძნელება, დიარეა ან ზედმეტი დაღლილობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ადიბუქსინი
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ადიბუქსინი ან თუ პრეპარატი შემთხვევით მიიღეს ბავშვებმა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, იმისათვის რომ მიიღოთ ინფორმაცია რისკის შესახებ და რჩევა, თუ რა ქმედებები უნდა განახორციელოთ.
სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს გულისრევის, კუჭის ტკივილის, ღებინების (სისხლთან შერეული), თავის ტკივილის, ყურებში შუილის, დაბნეულობის და თვალის სწრაფი და უნებლიე მოძრაობების ფორმით. მაღალი დოზებით გამოყენებისას აღინიშნა ძილიანობა, ტკივილი გულმკერდის არეში, გახშირებული გულისცემა, გონების დაკარგვა, კრუნჩხვები (ძირითადად ბავშვებში), სისუსტე და თავბრუსხვევა, სისხლი შარდში, სიცივის შეგრძნება და სუნთქვის გაძნელება.
თუ დაგავიწყდათ ადიბუქსინის მიღება
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, მიეცით ბავშვს შემდეგი დოზა როგორც კი გაგახსენდებათ.
თუ შემდეგი რეგულარული დოზის მიღების დრო მოახლოვებულია, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს. არ მისცეთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვებისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
- რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
შეწყვიტეთ ამ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს, თუ გამოვლინდება რომელიმე შემდეგი რეაქცია ან სიმპტომი:
ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი კანზე, ქავილი, ურტიკარია (ჭინჭრის ციება), ასთმის გართულება, სუნთქვის გაძნელება და აუხსნელი ხიხინი, სახის, ტუჩების ან ყელის შეშუპება, დაბალი არტერიული წნევა;
კუჭ-ნაწლავის მხრივი გართულებები მათ შორის, პერფორაცია ან სისხლდენა ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა მუცლის ტკივილი და დისკომფორტი, სისხლის და ან ყავის ნალექის მსგავსი მუქი ნაწილაკების ღებინება, განავლის ფერის შეცვლა (კაშკაშა წითელი ან კუპრისებრი შავი);
კანის გაწითლება, ბუშტუკები ან კანის ან ლორწოვანი გარსის მთლიანობის დარღვევა, რაც შეიძლება იყოს კანის მძიმე დაზიანების სიმპტომები;
კისრის რიგიდობა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ცხელება და დაბნეულობა.
შეწყვიტეთ ამ პრეპარატის მიღება და აცნობეთ ექიმს შემდეგი გვერდითი მოვლენების შემთხვევაში:
კუჭის აუხსნელი ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა, გულძმარვა, გულისრევა ან ღებინება;
თვალების სიყვითლე, გაუფერულებული განავალი, მუქი შარდი;
ყელის ძლიერი ტკივილი მაღალი სიცხით;
აუხსნელი ჩალურჯებები, დაღლილობა ან ისეთი ინფექციების განვითარება, როგორიცაა გაციება ჩვეულებრივზე ხშირად.
სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს, არის შემდეგი:
არახშირი: თავის ტკივილი
იშვიათი: დიარეა, ყაბზობა;
ძალიან იშვიათი: თირკმელების პრობლემები, გულის შეტევის ან ინსულტის უმნიშვნელოდ მომატებული რისკი; ბავშვებში რეკომენდებული დოზებით მკურნალობისას ნაკლებად სავარაუდოა, რომ განვითარდეს კოლიტის და კრონის დაავადების გამწვავება, წნევის მომატება.
უცნობი - შეიძლება განვითარდეს კანის მძიმე რეაქცია, რომელიც ცნობილია როგორც DRESS სინდრომი. DRESS-ის სიმპტომებია: კანზე გამონაყარი, ცხელება, ლიმფური კვანძების შეშუპება და ეოზინოფილების (სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი) მატება.
საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ აღგენიშნათ რაიმე სახის გვერდითი მოვლენა, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება პირდაპირ ანგარიშგების ნაციონალური სისტემის მეშვეობით.
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ ხელს უწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
- ადიბუქსინის შენახვის წესი
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და დაცულ ადგილას.
არ გამოიყენოთ მედიკამენტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე EXP-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
შენახვის ვადა შეფუთვის თავდაპირველი გახსნიდან: 6 თვე.
არ გადააგდოთ პრეპარატი საკანალიზაციო მილში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ადიბუქსინი
- აქტიური ნივთიერებაა იბუპროფენი. სუსპენზიის ყოველი 5 მლ შეიცავს 100 მგ იბუპროფენს; 1 მლ სუსპენზია შეიცავს 20 მგ იბუპროფენს;
- სხვა ინგრედიენტებია: თხევადი მალტიტოლი, გლიცეროლი, ლიმონმჟავა, უწყლო, ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის ბენზოატი, პოლისორბატი 80, ქსანტან გუმი, მარწყვის არომატიზატორი (არომატული ნივთიერებების და გლუკოზის ნაზავი).
ადიბუქსინის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
ადიბუქსინის პერორალური სუსპენზია არის თითქმის თეთრი ფერის ბლანტი სიროფის სუსპენზია მარწყვის არომატით და ტკბილი გემოთი.
120 მლ პერორალური სუსპენზია მუქი ფერის შუშის ბოთლებში. თითოეული ბოთლი, გამოყენების ინსტრუქციასთან და 5 მლ დოზირებულ შპრიცთან ერთად, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
დოზირების მოწყობილობა: 5 მლ დოზირებული შპრიცი პერორალური გამოყენებისთვის გრადუირებული ნახევარი მილილიტრიდან 5 მლ-მდე.
მარკეტინგის ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
Adipharm EAD
სიმეონოვსკო შოსეს ბულვარი 130
1700 სოფია
ბულგარეთი
ამ სამკურნალო პროდუქტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ მარკეტინგის ნებართვის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს:
Adipharm EAD
სიმეონოვსკო შოსეს ბულვარი 130
1700 სოფია
ბულგარეთი
გამოყენების ინსტრუქცია ბოლოს შესწორდა 2024 წლის თებერვალში,
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


