სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი:
მ.ყაველაშვილმა განაცხადა,
რომ ვერაზე 17 წლის ბიჭი რომ მოკლეს, იმ იარაღით რომ მოკლეს, რომელიც 4 თუ 5 წლის წინ ჩამოართვეს, მაგრამ უკან დაუბრუნა ისევ შსს-მ და ვეხვეწებოდი არ დაუბრუნოთო (ბიჭის დედამ თქვა),
ეს მკვლელობა, სიცილის გამო მკვლელობა,
ბავშვი რომ იცინოდა და ამის გამო მოკლეს,
თურმე “რაღაცა შეიძლება ნეგატიური აქტია”…
თან თურმე შეიძლება..
ანუ შეიძლება ნეგატიური აქტიც არ იყოსო
და ისე დაირაზმნენო ეს ხალხიო,
უეჭველი საზღვარგარეთიდან მართულები არიანო…
არა, მ.ყაველაშვილო,
რაც შენს თავს ხდება, ერთ სიტყვას რომ ვერ იტყვი, შეთანხმების გარეშე, ყველა ასეთები ნუ გგონია!
ბავშვს რომ მოკლავენ ქვეყანაში,
17 წლის ბიჭს რომ მოკლავენ სიცილის გამო და შსს-ს არასწორი პოლიტიკის გამო,
კიდევ ცოტა იყო რაც ნახე!
მთელი საზოგადოება ფეხზე უნდა დამდგარიყო,
ჯერ მოეთხოვათ შსს-სთვის პასუხი და მერე შენთვის ამ განცხადებისთვის!
ეს რა უპასუხისმგებლო და არაადამიანური განცხადებაა?!
რას ნიშნავს “შეიძლება ნეგატიური?!”
17 წლის ბავშვი მოკლეს,
სიცილის გამო,
რას ნიშნავს
შეიძლება ნეგატიური?!
ასე რამ დაგაზომბათ, რომ გგონიათ,
ასეთ საზარელ ამბავზე,
საზოგადოება რომ აღშფოთდება,
ვიღაცის მართულია?
ყველა თქვენნაირად კი არ იმართება ვიღავისგან!
ყოველგვარ ადამიანობისვან დაცლილი ინტერვიუ!
ბოდიში აქვს მოსახდელი საზოგადოებასთან და პირველ რიგში გარდაცვლილის ოჯახთან!
აუცილებლად თან!
#დიდქოცობისბნელიწლები
#დამპალირუსულიიმპერია




