ქეთი მოლაშვილი: რაც აქ ხდება, ეს არის არამხოლოდ ამ სუფრის წევრების, არამედ სრულიად საქართველოს და ქართველების შეურაცხყოფა!

სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი:
უბრალოდ ეს, რაც ამ კადრებში არის,
არის აბსოლუტურად მიუღებელი ჩემთვის!
ოკუპანტი ქვეყნის ვიღაც სამი ქალი,
მესამე სართულის აივანზეა გადმომდგარი
და იქიდან ლანძღავს, აფურთხებს
და რაღაცებს ზემოდან ასხავს ქართულ სუფრას.
თან ქორწილში!
უბრალოდ მითხარი რომელი მექორწილეები მოითმედნენ
ამას რაც კადრებში ჩანს?!
ვინმე მოითმენდა?!
ხალხო, დააკვირდით ამ ფოტოს,
ხალხი ამდგარია მაგიდებიდან,
დაშლილი აქვთ რამდენიმეასკაციანი სუფრა ამ რუსის ქალებს თავის უსირცხვილობით,
ეს ვიღაც სრულიად უტიფრები,
აივანზე გადმომდგარან
და იქიდან
ელაზღანდარავებიან
სუფრაზე მყოფებს.
ყველაზე მეტად დამნაშავე არის სასტუმროს ადმინიატრაცია!
რას ქვია ქორწილის სუფრაზე
ვიღაც გადმოდგეს თავის აივანზე
და იქიდან კივილი ან ყვირილი დაიწყოს
ან საერთოდ ერთი სიტყვა მაინც დაძრას
სუფრაზე მყოფებისადმი?!
ქორწილია,
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე
ადამიანის ცხოვრებაში,
რომლისთვისაც თვეობით ემზადებიან ხოლმე
და ვიღაც რუსებმა ჩაუშხამეს,
რომლებიჩ
‘აუუუ ევროპებში ვეღარ მიჯიან
და პაპუაშ ქართველებში მაინჩ ჩავიდნენ,
ზემოდან უყურონ
და უწივლონ’.
გული მერევა აი იმაზე,
რაც მოიტანა ქ.ოცნების პოლიტიკამ,
იიი რუსია და სტუმარია
და ფეხქვეშ გავეგოოთ
და ვემსახუროთ ყველაფრის ფასად,
ემანდ მარია ზახაროვა არ გაბრაზდეეეს..
არა, ძალადობას არ ვამართლებ
არც კაცზე და არც ქალზე!
რაც აქ ხდება,
ეს არის არამხოლოდ ამ სუფრის წევრების,
არამედ სრულიად საქართველოს და ქართველების შეურაცხყოფა!
დიახ იმ ბიჭმა იძალადა
და ხელი გაარტყა,
დიახ,
იქამდე იმ ქალმაც იძალადა!
კონფლიქტდ წინ უსწრებდა სრულიად გაუგონარი შეურაცხყოფა!
დიახ, მიიჩნიეთ შემამსუბუქებელ გარემოებად
და რამდენიმე დღე აკმარეთ ამ ძალადობის ფაქტისთვის ამ ბიჭს,
ასევე
რუსებიც გამოკეტეთ ციხეში იმავე ძალადობისთვის, რაც კადრებში ვნახეთ
და მერე დეპორტი!
მადლობა,
ნახვამდის!
არა, მაინც ვერ ვჩერდები:
დგას ეს სამი უნამუსო ქალი
და ზემოდან ელაზღანდარავებიან და ლანძღავენ
ამდენი სუფრის წევრებს!
ხალხი უკვე ფეხზეა ისე არიან გაღიზიანებულები
და ისინი ზემოდან იქოჩრებიან,
გეგონება ჩვენ ვართ და ჩვენი ნაბადიო
და მერე
კახა კალაძეს თაგავენ,
აუ კახიიი ეშ რა ხდება,
დაგვიცავიიი..
ჯერ ერთი,
კახეთში ხართ
და კახა კალაძე რა შუაშია,
მერეც მეორე, თუ
კახა კალაძემ მოგიწვიათ, ბიძინას სასტუმროებში მიბრძაბდით
და იქ მოექეცით
იმათ ასე,
როგორც მექორწილეებს აქ მოექეცით!
ეს რა ვნახე!
თავგასულები ესენი!