ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი:
ბავშვი მოკლეს, იმიტომ რომ იცინოდა.
17 წლის მოზარდი სიკვდილისთვის, სიცილის გამო გაიმეტეს.
ვიდრე ამ ამბის ტრაგიკულობას და ჩვენი ქვეყნის უბედურებას არ გავიაზრებთ, არაფერი გვეშველება.
არავინ მითხრას რა შუაშია პოლიტიკაო. თავშია.
ხალხი გაბოროტდა.
სამართალი არ არსებობს.
დაუსჯელობისგან გაბლატავებულები იარაღს გიტრიალებენ.
ვიღაც ბანდიტები გიწყვეტენ რა ფასი აქვს შენს სიცოცხლეს და საერთოდ აქვს თუ არა ფასი.
ყველაფერი, რაც ხდება, ჩვენი დუმილის შედეგია. აბსოლუტურად ყველაფერი, რაშიც ვცხოვრობთ ჩვენი პასუხისმგებლობაა.
ვიმსახურებთ ასეთ ხელისუფლებას, რომელიც თავზეც გვაზის და ყოველდღე გვწიხლავს. არაფერი მოვიმოქმედოთ – ვიღლიცინოთ სამი ასოს კომბინაციაზე, შევშფოთდეთ რუსული რეჟიმის რეპრესიებზე და ვითვალოთ ციხეებში გამოკეტილი პოლიტპატიმრები.
სქროლეთ ახლა და იყავით




