ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინული დრონებით თავდასხმის გამო მოსკოვის ორმა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა

უკრაინული დრონებით თავდასხმის გამო მოსკოვის ორმა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა
უკრაინული დრონებით თავდასხმის გამო მოსკოვის ორმა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა - მოსკოვის მერის მტკიცებით, მოსკოვში უკრაინის დრონებით შეტევა მოიგერიეს და სამი დრონი ჩამოაგდეს, თუმცა, თავდასხმის გამო ვნუკოვოსა და შერემეტევოს აეროპორტებში რეისების მიღება და გამგზავრება შეჩერებულია
ცოტა ხნის წინ, უკრაინის გენშტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეიარაღებულმა ძალებმა "წარმატებით გამოიყენეს "ატაკამსის" სარაკეტო კომპლექსები რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე ზუსტი დარტყმების მისატანად". სამიზნე რეგიონები განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, თუმცა, დღეს რუსები ტელეგრამ-არხებზე წერდნენ, რომ უკრაინამ სარაკეტო დარტყმა ვორონეჟზე მიიტანა.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.