ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინული მედია - რუსეთის ქალაქ რიაზანში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

უკრაინული მედია - რუსეთის ქალაქ რიაზანში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის ქალაქ რიაზანში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
რიაზანის მოსახლეობის ცნობით, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმის შემდეგ ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.
ასევე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღამით 64 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
უწყების განცხადებით, თავდაცვის სისტემებმა ყველაზე მეტი, 25 დრონი, რიაზანის ოლქში გაანადგურეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.