არქივი14 ნოემბერი, 2025, 07:58
რუსული მხარის ინფორმაციით, ნოვოროსიისკში უკრაინული დრონებით თავდასხმამ ნავთობბაზა დააზიანა

რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკში უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად ნავთობის საწყობი და სანაპირო ობიექტები დაზიანდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„ნოვოროსიისკში, კიევის რეჟიმის დრონებით თავდასხმის შედეგად ნავთობის საწყობი და სანაპირო ობიექტებიც დაზიანდა“, - აცხადებენ კრანსოდარის მხარის ოპერატიულ შტაბში.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.