პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„დოიჩე ველე“ - დრონებით თავდასხმის შემდეგ მოსკოვის ოლქში მდებარე თბოელექტროსადგურს ხანძარი გაუჩნდა

„დოიჩე ველე“ - დრონებით თავდასხმის შემდეგ მოსკოვის ოლქში მდებარე თბოელექტროსადგურს ხანძარი გაუჩნდა

დრონებით თავდასხმის შემდეგ მოსკოვის ოლქში მდებარე თბოელექტროსადგურს ხანძარი გაუჩნდა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად, ხანძარი მოსკოვის ოლქის ქალაქ შატურაში მდებარე რუსეთის ერთ-ერთ უძველესი თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე გაჩნდა.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, 23 ნოემბრის ღამეს საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვის თავზე ორი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
ასევე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გასულ ღამეს ქვეყნის ტერიტორიაზე 75 დრონი გაანადგურეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ნოემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.