არქივი24 სექტემბერი, 2024, 11:37
უკრაინის საჰაერო ძალები - უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 66 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 66 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
„საზენიტო ბრძოლის შედეგად კიევის, ჟიტომირის, ჩერკასის, ვინიცის, კიროვოგრადის, პოლტავის, სუმისა და ნიკოლაევის ოლქებში მტრის 66 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვაგდეთ“, - აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები.
ამასთან, 13 რუსული დრონი უკრაინის ოლქების ტერიტორიაზე გაუჩინარდა.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 81 დრონი, „ისკანდერ-მ“ ბალისტიკური რაკეტა, ორი მართვადი Х-59/69 რაკეტა და ერთი დაუზუსტებელი ტიპის რაკეტა გაუშვეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.