ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის საჰაერო ძალები - უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 52 დრონიდან 46 ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 52 დრონიდან 46 ჩამოაგდეს,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, დრონებთან ერთად, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით სამი X-59/69 მართვადი რაკეტა გაუშვეს, რომლებმაც უკრაინის თავდაცვის ძალების აქტიური წინააღმდეგობის შედეგად, სასურველ მიზანს ვერ მიაღწია.
რუსული ძალების თავდასხმის შედეგად სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა დაზიანდა, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.