ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების გაშვებული 69 დრონი და 2 რაკეტა ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების გაშვებული 69 დრონი და 2 რაკეტა ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების გაშვებული 69 დრონი და 2 რაკეტა ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 73 დრონი, 2 „ისკანდერ-მ“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა და 2 X-59/69 მართვადი რაკეტა გაუშვეს.
საჰაერო თავდაცვის მიერ განადგურებული რუსული 69 დრონის გარდა, ერთი დრონი რუსეთის მიმართულებით გაფრინდა, ხოლო სამი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.
უკრაინის საჰაერო თავდაცვა კიევის, ჩერკასის, ვინიცის, კიროვოგრადის, რივნეს, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, პოლტავის, სუმის, ხარკოვის, ხერსონის, ოდესისა და ნიკოლაევის ოლქებში მოქმედებდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.