ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 5 რაკეტა და 11 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 5 რაკეტა და 11 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 5 რაკეტა და 11 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 25 საჰაერო ობიექტი გაუშვეს.
რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს 4 „ისკანდერ-მ“ ბალისტიკური რაკეტითა და ხუთი Х-59/69 მართვადი რაკეტით დაარტყეს.
უკრაინის საჰაერო თავდაცვა დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის, სუმის, პოლტავის, ოდესისა და ნიკოლაევის ოლქებში მოქმედებდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.