არქივი19 სექტემბერი, 2024, 10:12
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს
უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
„ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქს ბელგოროდის ოლქიდან სამი S-300/S-400 საზენიტო მართვადი რაკეტით, ზაპოროჟიეს ოლქის საჰაერო სივრციდან ერთი X-59/69 მართვადი რაკეტითა და Shahed-ის ტიპის 42 დრონით დაარტყეს“, - აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა საზენიტო ბრძოლის შედეგად ყველა დრონი და ერთი X-59/69 მართვადი რაკეტა გაანადგურეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.