ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინამ რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ორ ტანკერზე იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ორ ტანკერზე იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ორ ტანკერზე იერიში მიიტანა. იერიშის ამსახველ ვიდეომასალა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

"ჩვენი მებრძოლები აგრძელებენ სანქციების პრაქტიკულ განხორციელებას რუსეთის ჩრდილოვანი ნავთობის ფლოტის წინააღმდეგ - ნოვოროსიისკის პორტის შესასვლელთან ორი ასეთი ხომალდი დააზიანეს. ეს ტანკერები აქტიურად გამოიყენებოდა ნავთობის გადასაზიდად. ახლა ვეღარ გამოიყენებენ" - დაწერა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ოპერაციას ხელმძღვანელობდა გენშტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი და მასში უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის თანამშრომლები და სამხედრო-საზღვაო ძალები  მონაწილეობდნენ.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.