ვრცელდება ახალი კადრები ტუაფსედან, სადაც უკვე მეოთხედ დაიბომბა ნავთობ-ტექმინალი და ნავთობ-ქარხანა (ვიდეოები)

ვრცელდება ახალი კადრები ტუაფსედან, სადაც წუხელ, უკვე მეოთხედ დაიბომბა ნავთობ-ტექმინალი და ნავთობ-ქარხანა.
„ბლუმბერგის“ ცნობით, უკრაინული დრონების შეტევების გამო რუსეთში ნავთობის გადამუშავება ბოლო 17 წლის განმავლობაში მინიმალურ ნიშნულზე დაეცა.
რუსეთში ნავთობის გადამუშავება დღეში 4,69 მილიონ ბარელამდე შემცირდა. ეს 2009 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
„ბლუმბერგის“ ცნობით, აპრილში უკრაინამ რუსეთის ნავთობობიექტებზე 21 იერიში მიიტანა. ნავთბოქარხბნების გარდა, უკრაინელთა სამიზნედ იქცა საექსპორტო ტერმინალები და მილსადენები, დაიბომბა სულ მცირე, ცხრა ქარხანა, მათგან ხუთმა სრულად ან ნაწილობრივ შეწყვიტა წარმოება.
აპრილში დაუბრუნდა სტრატეგიას, რომლის ფარგლებშიც რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განმეორებითი დარტყმები ხორციელდება, რაც ობიექტების სწრაფად აღდგენას აფერხებს.

ასევე დაგაინტერესებთ