საამიროების ცნობით, ირანმა მათზე დრონებით და რაკეტებით იერიში მიიტანა

არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ირანმა საამიროებზე დრონებით და რაკეტებით საჰაერო იერიში მიიტანა.
“არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სისტემები ამჟამად ირანის მხრიდან დრონებით და რაკეტებით თავდასხმებს იგერიებს. თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ ქვეყნის სხვადსხვა ნაწილში გაჟღერებული ხმები არაბთა გაერთიანებული საამიროების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ ბალისტიკური რაკეტების, მართვადი რაკეტებისა და დრონების ჩამოგდების შედეგია.
საამიროების საჰაერო თავდაცვის სისტემები დრონებისა და რაკეტების საფრთხეს აქტიურად იგერიებს”. – წერს სამინისტრო.
პარალელურად, ირანული მხარის მტკიცებით, ირანს გასულ დღეებში არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე დრონებით ან რაკეტებით საჰაერო იერიში არ მიუტანია. ირანის გენშტაბის სპიკერმა საამიროების მხრიდან საპასუხო იერიშის შემთხვევაში “გამანადგურებელი პასუხით” დაიმუქრა.
მანამდე, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა 4 მაისს სარაკეტო საფრთხესთან დაკავშირებით განგაში გამოსცა. ფუჯაირას საამიროს ხელისუფლებამ კი განაცხადა, რომ ირანული დრონით თავდასხმის შედეგად ნავთობობიექტზე ხანძარი გაჩნდა, რაც პირველი მსგავსი შემთხვევაა თითქმის ერთი თვის წინ -სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადების შემდეგ.
რამდენიმე საათით ადრე ირანული დრონებით ცალკე თავდასხმა მოხდა საამიროების სახელმწიფო ნავთობკომპანია Abu Dhabi National Oil Co.-ს ნავთობტანკერზე. Bloomberg-ის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია საამიროებში განგაშის ჩართვა – ქვეყნისკენ მიმართულმა რაკეტებმა თუ ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებულმა ესკალაციამ.