სალომე სიმონია: 201 000 ლარის 3 მანქანას, 152 700 ლარის 6 მოტოს, 10 000 ლარის წყლის ტრანსპორტს ფლობს სამეგრელოს მილიონერი დელეგატი, ილია ინჯია. ანდრია ზუგდიდიდან კი, ნათხოვარ ეტლში ჯდომისგან უკვე დიდი ხანია იტანჯება

სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია:
201 000 ლარის 3 მანქანას, 152 700 ლარის 6 მოტოს, 10 000 ლარის წყლის ტრანსპორტს ფლობს სამეგრელოს მილიონერი დელეგატი, ილია ინჯია.
ანდრია ზუგდიდიდან კი, ნათხოვარ ეტლში ჯდომისგან უკვე დიდი ხანია იტანჯება. ბავშვს ხელის დასადებიც კი არ აქვს და არც ხელში დარჩა ძალა.
მხოლოდ წამალს კი არ ითხოვენ დიუშენის ბავშვები, რისთვისაც მათი მშობლები უკვე 2 წელია იბრძვიან და 1 თვეა ღამეებს ათენებენ ღია ცის ქვეშ.
არამედ, მინიმალური საჭიროებებიც არ აქვთ დაკმაყოფილებული და ამაზეც უარს ეუბნებიან. ანდრიას დედამ 2-ჯერ მოითხოვა ელექტრო ეტლი და ყველა ჯერზე უარით გამოისტუმრეს.
არადა, ანდრიას ჩვეულებრივი ეტლის მართვა არ შეუძლია. დედა მუშაობს. დამხმარე არ ჰყავს და ამიტომ მისი სკოლაში ტარებაც გაჭირდა. რომ არ ვიმუშავო, რითი ვარჩინოო – დედამ.
მართალია, სამეგრელოს მილიონერ დელეგატს ამისთვის არ სცალია, აბა, ამხელა ქონებასა და ამდენ ბიზნესს პატრონობა და მართვა ხომ უნდა?!
(მისი ქონება ნახეთ კომენტარში)
თუმცა, ისევ ხალხი თუ შევძლებთ ბავშვების დახმარებას. ვისაც საშუალება გაქვთ და სურვილიც, დავეხმაროთ ანდრიას ეტლის შეძენაში. ოდნავ მაინც შევუმსუბუქოთ დარდი და ასე მაინც გავახაროთ.
მიმღები: დარეჯან ადონია (დედა)

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ