ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე სიმონია: განათლების მინისტრის მილიონერი მოადგილე, ზვიად გაბისონია დღეს, პარლამენტში იყო მიბრძანებული

სალომე სიმონია: განათლების მინისტრის მილიონერი მოადგილე, ზვიად გაბისონია დღეს, პარლამენტში იყო მიბრძანებული
სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია:
განათლების მინისტრის მილიონერი მოადგილე, ზვიად გაბისონია დღეს, პარლამენტში იყო მიბრძანებული. „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები შეიტანეს.
დღესვე, სტუდენტი გოგო, ელენე გელაშვილი დააკავეს უნივერსიტეტის ეზოში, მხოლოდ იმიტომ, რომ ოცნების უსამართლო, უღირს და კორუფციულ პოლიტიკას მშვიდობიანად და ტროტუარზე დგომით აპროტესტებს.
ადამიანებს აზრის გამოხატვის საშუალებას არ აძლევენ, სამაგიეროდ, მინისტრის მოადგილე და მისი ოჯახი ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ოფიციალურად ფლობენ:
● 3,5 მილიონ ლარს ანაბარზე
● 1,6 მილიონი ლარის უძრავ ქონებას
● 380,000 ლარი 1 წლის შემოსავალი
● 325,000 ნაღდი ფულის სახით
● 230,000 ლარს ანგარიშზე
● 207,000 ლარის 2 ავტომობილს
მინისტრის მოადგილე, გაბისონია ოფშორებში დარეგისტრირებულ კომპანიასთან ერთად ფლობს ბიზნესს. მის სხვა კომპანიას კი, 414,655 ლარის ტენტერები აქვს მოგებული.
სოლიდარობა Eleneს
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.