სალომე სიმონია: ათიათასობით გახლეჩილი ოჯახია ქვეყანაში. შვილები ძირითადად დედის გარეშე იზრდებიან, იმიტომ რომ მათ ემიგრაციიდან უწევთ ოჯახების რჩენა. გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს…

სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია:
● 2 შვილის მამამ ცოცხლად დაიწვა თავი დევნილთა სააგენტოს წინ და ოჯახი გაუბედურდა.
● მერის მიერ ახლადგახსნილ პარკში ბავშვს დენმა დაარტყა და ოჯახი განადგურდა.
● ყოველ წელს 450-ზე მეტი ადამიანი იღუპება ავარიის შედეგად და ამდენივე ოჯახი უბედურდება.
● უხარისხოდ გაკეთებული პროექტის გამო, იმერეთში 50-მდე ოჯახი უსახლკაროდ დარჩა და დღემდე არ იციან, რა ბედი ელით.
● მხოლოდ 2025 წელს, 1473 ბავშვის მიმართ ჩაიდინეს დანაშაული. ყველაზე მეტი ოჯახური და სექსუალური ხასიათის ძალადობა იყო.
● ბოლო 6 წელში 425 არასრულწლოვანს გაუკეთეს აბორტი და 3242-მა არასრულწლოვანმა იმშობიარა.
-ს ოფიციალური სტატისტიკით, ბოლო 2,5 წელში 1919 ქალზე მოხდა ძალადობა (ვინც გააცხადა) და 2088 შემაკავებელი ორდერი გამოიცა.
● 166 841 ოჯახი 30-დან 60 ლარამდე შემწეობის მიმღებია.
● ათიათასობით გახლეჩილი ოჯახია ქვეყანაში. შვილები ძირითადად დედის გარეშე იზრდებიან, იმიტომ რომ მათ ემიგრაციიდან უწევთ ოჯახების რჩენა.
● 100-მდე ოჯახი შვილის სიცოცხლის გადარჩენას ითხოვს თითქმის 2 წელია და აქედან 1 თვეა ღია ცის ქვეშ ღამეებს ათენებენ. პასუხი ამ დრომდე არ არის.
გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს, თუ რამეა მოსალოცი.