ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე სიმონია: ბექა შონიას დედას კერძო მევახშისგან სესხის აღება მოუწია, რომ შვილისთვის სასუნთქი აპარატი ეყიდა

სალომე სიმონია: ბექა შონიას დედას კერძო მევახშისგან სესხის აღება მოუწია, რომ შვილისთვის სასუნთქი აპარატი ეყიდა
სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია:
ბექა შონიას დედას კერძო მევახშისგან სესხის აღება მოუწია, რომ შვილისთვის სასუნთქი აპარატი ეყიდა.
დევნილთა თავშესაფრის ბინას ბანკი არ ტვირთავდა იპოთეკით და ამიტომ სხვა გზა არ ჰქონდა. შვილი უნდა გადაერჩინა. განცხადება ორჯერ კი დაწერა, მაგრამ ორივეჯერ უარი იყო.
მერე მევახშეს ფულს ვერ უხდიდა და მოუწია ერთი ოთახის გაყიდვა. ასე დარჩნენ 26 კვადრატულ მეტრში.
და ბექა ამ ერთ ოთახშია გამოკეტილი უკვე 5 წელია, იმიტომ რომ ამჯერად მერიამ არ გაუკეთა პანდუსი, ბევრი თხოვნის, განცხადების მიუხედავად.
სახალხო სოლიდარობის და ხალხის მიერ შეგროვებული 1,5 მილიონის გადასაფარად, ისეთ ტყუილებს იგონებენ, თითქოს ბექას დედას სხვა გასართობი არ ჰქონდა და ამიტომ გაყიდა უკანასკნელი საცხოვრებელი.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.