სალომე სიმონია: ლოქო ქინძმარში, შემწვარი წიწილი მაყვლის სოუსით… ერთი ვახშმის მენიუს მცირე ჩამონათვალია, რომელშიც იმდენი გადაიხადეს, რამდენიც 105 მოხუცის მთელი თვის სამყოფი პენსიაა

სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია:
ლოქო ქინძმარში, შემწვარი წიწილი მაყვლის სოუსით, ძვალგამოცლილი ინდაური საცივით, ჩაქაფული..
ეს იმ ერთი ვახშმის მენიუს მცირე ჩამონათვალია, რომელშიც იმდენი გადაიხადეს, რამდენიც 105 მოხუცის მთელი თვის სამყოფი პენსიაა.
გარდა ვახშმისა, ღვინის ეროვნული დღის აღნიშვნა 615,000 ლარი დაჯდა.
აქედან, 214,000 ლარი მონაწილე მომღერლების ანაზღაურება იყო.
ამ დროს, ქვეყანაში 710 000 შემწეობის მიმღები და 350 000 სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანი გვყავს.
ყოველი მე-3 ბავშვი შემწეობას იღებს.
ქვედა ფოტო ზუსტად მთავრობის კანცელარიის წინ არის გადაღებული. თავსხმა წვიმაში მოხუცი ასე ეძებდა ლუკმას, რომ ის დღეც გაეტანა.
ზედა ფოტოზე: ოცნების მილიონერი დეპუტატი და მინისტრია. ერთი, 580,000 ლარს ნაღდი ფულის სახით ფლობს, ხოლო, მეორე – 164,000 ლარს.
ღვინის ეროვნული დღისთვის ბიუჯეტიდან ამხელა თანხა დახარჯეს, კი მოილხინეს, მაგრამ პარალელურად, ისეთი ახალი კანონები მიიღეს, რაც მევენახეებსა და მეღვინეებს კიდევ უფრო გაურთულებს ცხოვრებას.